შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 2


26-08-2021, 13:50
ნანახია 1 349

გიგაურების ოჯახი ისევე, როგორც ჩოხელები ნარკომოვაჭრეები და ჩოხელების დაუძინებელი მტრები იყვნენ. ოჯახის უფროსი ირაკლი გიგაური, სასტიკი და დაუნდობელი კაცი გახლდათ, კაცს ისე მოკლავდა თვალსაც არ დაახამხამებდა. ირაკლი გიგაურს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, ნიკოლოზ გიგაური. ნიკოლოზი მამის გზას მიჰყვებოდა, ამბიციური, სისხლის მღვრელი, უგულო და მექალთანე ვინმე იყო. მას ხელს უწყობდა ქარიზმატული გარეგნობა, რომ ქალები მახეში გაება , გამოეყენებინა და შემდეგ ერთჯერადი თოჯინასავით მიეგდო. თუმცა მასში იყო, რაღაც ადამიანური გრძნობა,რომლის დავიწყებას წლები ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.ერთადერთი სუსტი წერტილი ჰქონდა ნიკოლოზ გიგაურს და ამ წერტილის დამალვას ისე ცდილობდა,რომ ქვის კაცი გეგონებოდათ.ყველასათვის სასტიკი კაცს,მხოლოდ ერთი იცნობდა კარგად.მხოლოდ იმ ერთმა იცოდა,თუ რაოდენ კარგი იყო ეს კაცი.უცნაური არსებები ვართ ადამიანები,იმდენად ვცდილობთ ადამიანის დაცვას,რომ ზოგჯერ მათ საკუთარი ცხოვრებიდანაც ვუშვებთ, მათივე უსაფრთხოებისთვის და თან ისე,რომ უკან დასაბრუნებელ ყველა გზას ვუჭრით.

-ბატონო ირაკლი, დღეს მილანში მივფრინავ.-სიცოცხლით სავსე თბილისს გადაჰყურებდა ნიკოლოზი.

-ნიკოლოზ, ეს საქმე რომ არ გამოვიდეს, იცოდე პასუხს აგებ!- სახეზე ბრაზის კვალი დასტყობოდა ბატონ ირაკლის, დიდი სიფრთხილით დგავდა ყოველ ნაბიჯს და ცდილობდა ყველანაირი კვალი დაეფარა, რაც კი გიგაურების ოჯახს უკავშირდებოდა.

-მამიკო ,ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?-დამცინავი მზერით შეხედა მამას.

-ეჰჰ ,შვილო, ცხოვრებაში ბევრჯერ შეგეპარება ეჭვი...-ჩაილაპარაკა ბატონმა ირაკლიმ და შვილს ნაძალდევად გაუღიმა.

-უკვე მეპარება!-იმდენად ჩუმად თქვა,რომ მის ბაგეებზე დაკვირვებით, თუ გაარჩევდი მის ნათქვამს. ბიჭმა მამას მხარზე ხელი დაადო და როცა მიხვდა,რომ სათქმელი არაფერი იყო კაბინეტი დატოვა.


***



ოთახი ნაკლებად განათებული იყო,უღიმღამო ნაცრისფერი კედლები და ერთადერთი სინათლის წყარო პატარა სარკმელი იყო.

-ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა გიგაურები გაკოტრდებიან.-გაისმა ოთახში ხრიწიანი ხმა.

-ჩვენც ეგ არ გვინდა?-იკითხა მეორემ.

-რა თქმა უნდა, ბოლოსდაბოლოს ჩამოვიშორებთ იმ ძაღლებს.-საუბარში დიმიტრი ჩაერთო.

-ნიკოლოზ გიგაურს ვიღაც მოუკლავს.

-არც მიკვირს, მამას ემსგავსება.

-ოხხ, მაგათი ოჯახი მთლიანად დასაწვავია!

-დიმიტრი, როგორც ვიცი თავიდან თქვენი ოჯახები მეგობრობდნენ. რა მოხდა შემდეგ?

-გრძელი ამავია,ავთო.-ყველას ყურადღება კარზე კაკუნმა მიიპყრო.

-შეიძლება ბატონო დიმიტრი?

-მოდი,შვილო!-დიმიტრიმ ბიჭი შეიპატიჟა.

-მითხრეს,რომ მეძახდით.

-შენთვის დიდი საქმე მაქვს,ძალიან დიდი.-გაიღიმა ჩოხელმა და ოთახს მოავლო თვალი.-შემახსენე შენი სახელი,რა გქვია?

-ლუკა,ბატონო.გისმენთ, რა საქმე გაქვთ?-ოთახში შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მათგანმა საქაღალდე გაუწოდა ბიჭს.საქაღალდეში ის ბინძური საქმე იყო, რომელსაც თავად არ ასრულებდნენ.ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა.ოთახში მყოფნი ინტერესით შესცქეროდნენ ბიჭს,რომელიც დაძაბული ფურცლავდა საქაღალდეს.

-შვილო, ამ საქმით გამოიცდები! ვნახოთ აბა, რამდენად მამაცი ხარ.-გამაყრუებელი დუმილი უფროსმა ჩოხელმა დაარღვია.ერთ ხანს გაჩუმდა,აკვირდებოდა ბიჭის რეაქციებს,შემდეგ კი განაგრძო.

-კითხვებს არ სვამ, შენ უბრალოდ ასრულებ. ეს შენი გამოცდა იქნება, ხვალ გავიგებ ღირს შენი ნდობა თუ არა. თუ მიღალატებ ,იცოდე ვერ გადარჩები . ისინი თუ არა მე აუცილებლად მოგკლავ. -კაცმა გაუღიმა დაძაბულობის მოსახსნელად და ოთახის დატოვება სთხოვა. ლუკას გონებაში ათასი ფიქრი ირეოდა, ვერ ხვდებოდა, როგორ მოხვდა ამ სისხლის მსმელ ტირანებში.





***

-ანნ ,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? -ზლუქუნებდა ნატა.

-რა ხდება?-საწოლიდან წამოხდა და ჩაცმას შეუდგა.

-გთხოვ, უბრალოდ მოდი.-ანიტა ოთახიდან გავარდა და ნატასკენ გაეშურა.ნატას და ანიტას რამოდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ და ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს.ყოველ შემთხვევაში ანიტა ასე ფიქრობდა.



-ჯანდაბა, ახლა რაღა მოხდა ნატა , ახლა რაღა დააშავე. ანიტამ მანქანა ნატას სახლთან გააჩერა და დაუკაკუნებლად შევარდა სახლში.

-ანნ, რა კარგია რომ მოხვედი.-ჩაეხუტა გოგოს და ისევ ტირილი დაიწყო.გოგოს მთელი მაკიაჟი ჩამოსვლოდა და საშინელი შესახედი იყო ტირილისგან დასიებული, ჩაშავებული თვალები.

-რა ხდება?- გაფართოებული თვალებით უყურებდა გოგოს, ვეღარც სუნთქავდა , თითქოს ყელში წაუჭირესო და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენო.დიდი ხნის დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო,როგორც იქნა.

-ნიკოლოზი , მან გუშინ... - ანიტა თითქოს მოელოდა პასუხს, მაგრამ გაგონილს არ დაუჯერა და თავიდან გაამეორებინა.

-რაა? შენ სულ გადაირიე? ოღონდ ეგ არა, ოღონდ ნიკოლოზი არა, ხომ იცი ვინც არის?-ჩოქელმა ისეთი კითხვები მიაყარა,რომლის პასუხებიც ორივე მათგანმა იცოდა.

-ვიცი, ვიცი ანნ , მაგრამ ძალიან მიყვარს, მან კი გამომიყენა და მიმაგდო.-ამ სიტყვების შემდეგ გოგონა ისტერიულად ატირდა და იქვე მდგარ სავარძელში უძლური ჩაესვენა.

-რა ნაბი*ვარია. კარგი ,ახლა უნდა გავიდე ცოტახანში დაგიკავშირდები, კარგი?-გოგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ანიტამ შუბლზე აკოცა, მისი სურნელი ფილტვებში ჩაუშვა და დანანებით თავი გადააქნია. სტკიოდა , სული ეკაწრებოდა და თავს ვერ აღწევდა ამ ტკივილს. ჩოხელი მოშორდა გოგოს და იმ ადგილას წავიდა, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა და ამავე დროს არ უნდოდა. მიზეზი მიეცა იმ ადამიანის სანახავად, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად გადაატრიალა და მას შემდეგ მოსვენებას არ აძლევდა. ის ნიკოლოზ გიგაურთან წავიდა.

ბარი, ქალები , მოსაწევი, ალკოჰოლი, აი რა იყო ნიკოლოზ გიგაურისთვის ნეტარება, მაგრამ იქ სადაც ანიტაა , ყველაფერი არაფრად იქცევა. განრისხებული ანიტა ბარში მივარდა.უნდა გენახათ,ეს პატარა გოგონა გაავებულ მხეცს გავდა და მის წინ სჯობდა არავინ აღმოჩენილიყო. მან ზუსტად იცოდა, სად უნდა მოეძებნა უმცროსი გიგაური და როდესაც ბიჭი შეამჩნია ლეწვა-მტვრევით მიუახლოვდა.ახლოს მდგომი მაგიდა ერთი ხელის მოსმით დააცარიელა და დაცვის განრისხებაც მოახერხა.გიგაური უყურებდა გააფთრებულ გოგონას,როგორ წაიბრძოლა გიგანტი კაცის წინააღმდეგ და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.ბიჭმა ხელის ერთი მოძრაობით ანიშნა,რომ გოგონა გაეთავისუფლებინა და თავისუფალი ანიტაც ნიკოლოზთან მივარდა.ანიტა ჩოხელი სულაც არ იყო ასეთი ტიპის გოგო,თუმცა ახლა მისთვის ძვირფასს შეეხნენ და ამას არავის აპატიებდა.მშვენიერი,წყნარ, გრაციოზული გოგოდან,თვით ეშმაკად გადაიქცა.

-ნიკოლოზ გიგაური, შენთან საქმე მაქვს.-ბიჭს ორი ქალი უმშვენებდა გვერდს და მათი ფერებით გართულს,სულ არ შეუხედავს ჩოხელისათვის.

-გისმენ.

-დამსწრე საზოგადოება არ მჭირდება!-ცოტაღა აკლდა გოგოს,რომ იქვე ყველაფერი არ დაელეწა და ის გოგოების არ მიეყოლებინა.ნეტა იცოდეთ,რად უჯდებოდა თავის შეკავება.

-გაიგეთ?-გაიღიმა ბიჭმა ,ქალები კი კვლავ ეხვეოდნენ.-გაა*ვით აქედან.-დაიჭექა გიგაურის ხმამ. ანიტა უყურებდა ქალებს, როგორ ადგნენ უკმაყოფილოები და დატოვეს იქაურობა.-დედოფალმა ასე ინება.-ჩაეღიმა გიგაურს.

-აბა საყვარელო, გისმენ.-ღიმილით ახედა ანიტას და მისი მრისხანე თვალების შემხედვარეს უფრო გაეღიმა.

-ქალები დაგაკლდა, ჩემს დაქალს რომ მიადექი?-არ დააყოვნა გოგონამ.

-აჰჰ და რომელი იყო შენი დაქალი? შემახსენე.-გამარჯვებულის იერი დაჰკრავდა გიგაურს და ეს უკანასკნელი ისედაც გაგიჟებულ ანიტას,უფრო აგიჟებდა.

-რა ნაგავი ხარ.-ზიზღით ამოთქვა ჩოხელმა და გარემოს მოავლო თვალი.”ტიპიური ნიკოლოზ გიგაური” გაიფიქრა და ისევ გიგაურზე გადაიტანა მზერა.

-გმადლობ. მაგრამ ანნ, როდის უნდა ისწავლო ადამიანების ამოცნობა? ის ვისაც დაქალს უწოდებ, გუშინ ჩემთან გაატარა ღამე. დარწმუნებული ხარ , რომ დაქალია?-ირონიით აღსავსე იყო მისი სიტყვები. ეს სიტყვები ანიტასთვის გულში ჩასობილი ლახვარი იყო,რომელმაც ისეთი დიდი ტკივილი მიაყენა,იმდენად გაანადგურა,რომ უნდოდა განწირულს ეტირა.სიმართლე იცოდა,დიახ იცოდა.მაგრამ მაინც ეტკინა.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ბიჭს ახედა.

-რა გინდა?- ანიტა ბიჭის პირისპირ დაჯდა და დაჟინებით ყურება დაუწყო.

-მიყვარს ასე რომ მიყურებ.-ამჯერად უკვე სერიოზული ტონით დაიწყო საუბარი გიგაურმა,რაზეც გოგოს გაეღიმა.

-ეს აღარ გაჭრის!-მკაცრად მიუგო ჩოხელმა და კვლავ არემაერე შეათვალიერა თითქოს,რაღაცას ელოდა.

-შენ საუკეთესო იქნები ყოველთვის.-ბიჭმა კვლავ გაიღიმა და ვისკი გადაჰკრა.

-წადი შენი... გიგაური!

-დალევ?-გოგომ ჭიქა გამოართვა და ტუჩები შეისველა.იგრძნო,როგორ ჩასწვა ყელი ალკოჰოლმა და მისგან სიამოვნება მიიღო და კიდევ უნდოდა.უნდოდა რეალობას მოსწყვეტოდა,ამ ბინძური სამყაროსგან,რაც შეიძლება შორს წასულიყო.ბიჭმა სავსე სასმისი გაუწოდა და სასმელმა იგივე გზა გაიარა,რაც ცოდა ხნის წინ.მეორეს მესამე მოყვა,მესამეს მეოთხე,მეოთხეს მეხუთე.ისხდნენ ბარში ორი სრულიად უცხო და ამავე დროს კარგად ნაცნობი ადამიანები.დუმდნენ და ამ დუმილში ამბობდნენ ყველაფერს.ორივემ კარგად იცოდა,რომელიმე თუ ხმას ამოიღებდა აუილებლად იჩხუბებდნენ.მათ შორის გამეფებული სიჩუმე ჩოხელების ქალმა დაარღვია.

- ნიკოლოზ, რატომ გამიკეთე? რატომ ,მომეცი საბაბი შემზიზღებოდი? Რატომ, მეთამაშებოდი? Რატომ, მომიღე ბოლო? რატომ ,რატომ? -გოგომ ის კითხვები დასვა,რომელიც ასე აინტერესებდა და თან არ უნდოდა გაეგო.მასთან ყოველთვის ასე იყო,გაორებული.

-მთვრალი ხარ, სჯობს წახვიდე.- კითხვებზე თავის არიდება სცადა გიგაურმა.

-კი, მთვრალი ვარ,მაგრამ არა დებილი.-წყნარად მიუგო გოგომ და ნიკოლოზისგან გადაიტანა მზერა.ფეხზე წამოდგა ბარბაცით,აშკარად ალკოჰოლს ემოქმედა მასზე.წასვლა დააპირა,თუმცა გიგაურის სიტყვებმა აიძულა გაჩერება.

-ჩემი ნება რომ იყოს, ყველაფერს შევცვლიდი.-დანანებით თქვა ბიჭმა. გოგო მას მიუახლობდა, მათი სხეულები ერთმანეთს ეხებოდნენ, მათი სახეები ერთმანეთს ეხებოდნენ, გოგო უფრო ახლოს მივიდა,ტუჩები ყურთან შეაჩერა, წამით ასე იდგა. თითქოს ფიქრობდა, რა უნდა ეთქვა.

-მიხარია ,რომ ნანობ!-თმებში ხელი შეუცურა, მისი სურნელი შეიგრძნო.- მაგრამ ნიკოლოზ, არ დაგავიწყდეს ჩვენ მტრები ვართ და მის გამო შურს ვიძიებ!და კიდევ, ყველაფერი სულ სხვანაირად იყო,მაგრამ არ მომეცი ახსნის საშუალება.-გოგო მის სხეულს მოსწყდა,ჩანთა და მოსაცმელი აიღო და იქაურობას მოსცილდა. ნიკოლოზ გიგაური გოგოს უყურებდა, როდესაც მისი სილუეტი გაქრა ცრემლ მომდგარი მისი თვალები ბრაზით აღივსნენ.ბიჭმა ღვინით სავსე ბოთლი კედლის მიმართულებით ისროლა და ყველას უბრძანა მისი ბარი დაეტოვებინა. სისხლისფერმა ღვინომ თეთრი კედელი წითლად შეღება, დიდხანს უყურებდა ნიკოლოზი კედელს, იღრიალა, იჩხუბა , თავისი ტკივილი გამოაჩინა, მაგრამ მის გვერდით არავინ იყო. ვერავინ დააწყნარა, ვერავინ დაამშვიდა.ანიტამ ბიჭს ჭრილობაზე მარილი დააყარა და ეს იყო მთელი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ჭრილობა.

-მტრობა, არა? კარგი, ასე იყოს.-ზიზღით თქვა და ფეხზე წამოდგა.

იქ სადაც ფული ტრიალებს, სიყვარულის ადგილი არ არის. სიყვარული და ფული ერთად არ შეიძლება, ერთ-ერთი აუცილებლად განადგურდება და თუ რომელი იქნება ეს, აუცილებლად გავიგებთ.





***

ანიტა ჩოხელი იქ წავიდა , სადაც ვერავინ ნახავდა, მის განადგურებულ სულს, დაკაწრულ გულს ,დაფლეთილ გრძნობებს. საგურამოს გზას დაადგა და სერგის მიწერა, არ მოვალ დღეს არ დამელოდოთო.ტელეფონი გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. მიდიოდა და თან მიჰქონდა ხელუხლებელი გრძნობები, რომლებიც ისე ჰქონდა დამარხული, რომ ვერავინ ხედავდა , ვერავინ ამჩნევდა. გულში იკლავდა ყველაფერს, ჩუმად იყო და მოვიდოდა დრო, იგი აფეთქდებოდა და გზად ყველაფერს წალეკავდა . სახლში შესვლა და იმ ტკივილის გამოდევნა სულიდან ერთი იყო. ეს ტკივილი არაფერს ჰგავდა, არ ჰგავდა იმ ტკივილს, რომელიც დედის სიკვდილმა მოუტანა, არც იმ ტკივილს ჰგავდა უყურადღებობისაგან რომ არის გამოწვეული. ეს იყო სულის ტკივილი ,თითქოს სხეული სულს მოსწყვიტესო. ეს იყო დაკარგვის ტკივილი. იგი დაიკარგა თავისივე თავში, თავისივე ტკივილში. სილუეტებად აღიქვავდა ირგვლივ ყველაფერს და ოთახში შესული დაწვა საწოლზე. აჰყურებდა თეთრ-მონაცისფრო ოთხ კედელს, თვალები ცრემლებით ევსებოდა და მის ირგვლივ უდიდესი ცრემლების ზღვა დგებოდა, სადაც საკუთარი ტკივილის განუყოფელი ნაწილი ხდებოდა, საბოლოოდ სინამდვილის დამხრჩვალი წყურვილი კლავდა და იხრჩობოდა. განა ვინმეში, ან რამეში. თავისივე თავში იკლავდა, არარსებულ თავისივე თავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent