შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთხუთმეტე თავი)

25-06-2017, 16:38
ავტორი murachashvili
ნანახია 4 053

- ეგეც ბედის ირონია, თორნიკე ქართველიშვილი... - სიცილი წასკდა გიგაურს - არადა, სულ ვფიქრობდი რომ ზედმეტად მაგონებდა ვიღაცას. აზრადაც არ მომსვლია მაგ ბავშვის თქვენთან დაკავშირება... თვითონ მაინც იცის ვინ ვარ?!
- არა. - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნიკოლოზმა.
- არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, თუმცა უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა, არაბულების მკვლელობაში ხელი მართლა არ გამისვრია.
- შენ რატომ გაისვრიდი?! განა შემსრულებლები ცოტა გყავდა, თუნდაც ის ნაბოზღვრები...
- კარგად იცი ჩვენი წესები. ოჯახის საქმეში სხვას არ გავრევდი, საკუთარი ძმის სისხლის ასაღებად უცხოს არ დავიხმარდი. არასოდეს... - კბილებში ცივად გამოსცრა გიგამ.
- გინდა მითხრა, რომ მკვლელები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ?
- გიკვირს?! შენვე არ თქვი, დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენო?! - ირონიულად ჩაეცინა გიგაუარს.
- ალალად მითხარი, ხომ ნამდვილად გჯეროდა, რომ შენი ძმა არაბულმა მოკლა, არ აპირებდი სისხლი აღებას?!
- რადგან ვაპირებდი, მკვლელიც მე ვარ?! ვის - ვის და ორსულ ქალს ნამდვილად არ გავიმეტებდი.
- ეგ უკვე საინეტერსოა...
- არ გინდა ეგ ირონიული ჩაცინება. - ბღვერით შეხედა გიგაურმა - შენც კარგად იცი, რომც გამოვპარულიყავი, ისედაც მუდმივ მისჯილ ადამიანს სასჯელს ვეღარ დამიმატებდნენ. ვაპირებდი კიდეც ამის გაკეთებას. თუმცა აღარ დამჭირდა, დამასწრეს, არაბულები ჩემს გამოსვლამდე გაისტუმრეს იმ ქვეყნად.
- გინდა დამარწმუნო, რომ ციხიდან გამოსული დაიწყებდი სიმართლის კვლებას და არაბულებს დაინდობდი?
- არა, ეგ არ მითქვამს. უბრალოდ მცირეწლოვანი ბავშვისა და ორსული ქალის მკვლელობა ჩემთვისაც კი ზედმეტია.
ესოდენ საძულველ თვალებში უმზერდა მოსისხლე მტერს ნიკოლოზი. ასაკს შეეცვალა ორივე, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არსებული დამოკიდებულება ისევ იგივე დარჩენილიყო. თვალებით ზომავდნენ, თვალებით წონიდნენ. ვერ გაუძლო გიგაურმა მამაოს მზერას. თვალი აარიდა.
- იცი, ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა... - ტკივილით გაეღიმა გიგაურს - ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა ის დღე რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. რა იქნებოდა შენ და შენი მეგობრები რომ არ გამოჩენილიყავით.
- იმედია ახლა ჩემთვის გულის გადაშლას არ აპირებ?!
- არ გინდა, ნიკოლოზ. ახლა, როგორც მოძღვარს ისე არ გესაუბრები, როგორც კაცი კაცს, როგორც მტერი მტერს. მაგრამ უნდა გითხრა. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება მეც ვთქვა ჩემი სათქმელი? ოდესმე გინახავს, როგორ უყურებს შენთვის სანატრელი ადამიანი სხვას აღტაცებული თვალებით? ოდესმე გიფიქრია სამყაროსთვის ჩემი თვალებით შეგეხედა? ვიცი, რომ ეგოისტს მიწოდებ, მაგრამ ვერ გავუძელი. ქალი რომელიც მთელი ზაფხული გაღიმებული არ მენახა, იმ საღამოს ბედნიერებისგან დაფრინავდა. გელოლიავებოდა, თავს გევლებოდა. შენ კი... იცი როგორ ვოცნებობდი, რამდენჯერ მინატრია, ერთხელ მაინც შემოეხედა თბილად?! შენ კი ამ ყველაფერს ისე იღებდი, თითქოს გეკუთვნოდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. რატომ? ამიხსენი რატომ?
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მოძღვარს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ზედმეტად ეცნო გიგაურის ტკივილი, მისი ეჭვებიც კი. თვალი აარიდა წინ მჯდომს.
- წარსულში ქექვას აზრი აღარ აქვს. არც იმაზე ფიქრს რა შეიძლებოდა ყოფილიყო...
- ალბათ, თუმცა...
- რა თუმცა?! - ინეტერესით ჩაეკითხა მოძღვარი.
თუმცა მიუხედავად ხმაში გაპარული სინანულისა, სათქმელი აღარ დაუსრულებია გიგაურს, გამომცდელი მზერით მომზირალ ნიკოლოზს თვალი აარიდა და თავი დახარა.
ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი დარჩენოდათ, ნიკოლოზი წამოდგა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი თავდახრილ გიგაურს და შეხვედრების ოთახი დატოვა.

ყოველგვარი გაფორმების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ის ღამე გიგაურმა თეთრად გაათენა. მოგონებებში ისევ ხევსურეთში ტრიალებდა. უდარდელი ბავშვობა, შემდეგ ნადირბისას გარდაცვლილი მამა. ერთმანეთის მხარში მდგომი ორი ძმა გიგაური. მისი დაკავების გამო პირველი განშორება უმცროსთან და ძმის თვალებში დანახული ცრემლები.
ლიკას მეგობრებში ჩაბუდებული ზიზღი, საყვედურები, ბრალდებები.
თუმცა მათ შორისაც იყო ერთი და გამორჩეული, რომელიც არც საყვედურობდა, არც შურისძიებით ემუქრებოდა. ცხენზე ამხედრებულ, ფოფოხიან მინდია არაბულს გულწრფელად ეცოდებოდა მისივე გრძნობის ტყვე, თითქოს მისი ესმოდა კიდეც. აშკარად არ ელოდა არაბულისგან თანაგრძნობას, მაშინ ორმაგად ეტკინა მხედრის თვალებში დანახული სიბრალული, რომ არა მინდიას მაშინდელი მზერა, ალბათ დღემდე ვერც მიხვდებოდა რამ უბიძგა მის უმცროს ძმას არაბულთან გულახდილობისკენ.
თითქოს ახლაც ჩაესმოდა ნიკოლოზის კითხვა:
- რაღა მინდია, რაღა ჩემი მინდო?
- იმიტომ რომ მას გული ჰქონდა, მოსმენა შეეძლო, იმიტომ რომ მას სიბრალული შეეძლო....
უჩვეულოდ ეტკინა მისი ძმის თვითმკვლელობა და ორმაგად ეტკინა არაბულისა და მისი უდანაშაულო მეუღლის სიკვდილიც. იქნებ სჯობდა კიდეც ისევ მინდია ჩაეთვალა მისი ძმის მკვლელად? რაც უფრო იაზრებდა რამხელა სიცრუის მსხვერპლად იქცნენ, უფრო და უფრო ბრაზით ევსებოდა გული.
- ასე როგორ გაგიმეტეს? ასე როგორ შეგაცდინეს? ძმაკაცის, ძმადნაფიცის საცოლეს როგორც ქალს როგორ შეხედეს? ვფიცავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს შურს ვიძიებ, შენთვისაც, არაბულებისთვისაც. თქვენი შვილებისთვისაც!...
ახლა თორნიკე რომ არ ენახა, ალბათ გულიც გაუსკდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, ვეღარ მოითმინა საკუთარი საკანი ფრთხილი ნაბიჯით დატოვა და კოლიდორის მოპირდაპირე მხარეს აიღო გეზი.
დილის საუზმის შემდეგ საკუთარ საკნებში ისვენებდნენ პატიმრები, როცა გიგაურის ერთ-ერთი შნირი ქართველიშვილის საკანში შევიდა და გეზი სწორედ მისკენ აიღო.
- გიგას შენი ნახვა უნდა... - ზედმეტი ფამილარობის გარეშე მიმართა თორნიკეს.
- თავად მობრძანება არ იკადრა?!
- მოწმეები არ სჭირდება. შენ და წარბას ეზოში გელოდებათ... - ღრენით უპასუხა მამაკაცმა და ვაჟის პასუხს აღარც დალოდებია, საკანიც დატოვა.
კარგად ხვდებოდა თორნიკე, მისთვის ზიანის მიყენება რომ სდომოდა, ასე შემოვლითი გზებით არ დაიბარებდა გიგაური. არც ელჩს გამოუგზავნიდა შუამავლად, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის სასთუმალს ქვეშ დადებული დანა ამოიღო. შარვლის უკანა ჯიბეში შეიანახა, თავით ანიშნა წარბას გამომყევიო და გეზი ეზოსკენ აიღო.
გარეთ წვიმდა, თუმცა სისველე ნამდვილად არ აწუხებდა გიგაურს. დაძაბული ელოდა ქართველიშვილს. შორიდანვე შეათვალიერა მისკენ მიმავალი ვაჟი. ბოლომდე მაინც არ ენდობოდა თორნიკე, ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა ციხის ავტორიტეტს.
ოდნავ თავის დაქნევით მიესალმნენ ერთმანეთს.
- ვგონებ, ხვდებით რატომაც დაგიბარეთ... - დაძაბული დუმილი ისევ გიგაურმა დააღრვია.
- კარგი იქნება, თუ აგვიხსნი! - ღრენით გამოსცრა ქართველიშვილმა.
- მე მთხოვ ახსნას?! - ირონიულად გაეცინა გიგას - მგონი გავიწყდება ვის ელაპარაკები, ზედმეტს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?!
- რამდენადაც მახსოვს, სწორედ თქვენ დაგვიბარეთ, აქ ჩვენი ინიციატივით არ მოვსულვართ... - ორონიაში არ ჩამორჩა თორნიკეც.
- მომისმინე, ყმაწვილო. ისიც კარგად გეცოდინება, რომ გიგა გიგაური არავის არაფერს არ უხსნის. მე ბრძანება გავეცი... - მუქარით გახედა წარბას - რომელიც ჯერ კიდევ არ შესრულებულა. მაინტერესებს მიზეზი...
- რამდენიმე დღე მჭირდება, ასე მარტივი არაა ციხის საავადმყოფოში შეღწევა...
- მითხრეს სამი დღე გითხოვია. დარწმუნებული ხარ რომ ეს ვადა გეყოფა?!
- წესით უნდა მეყოს... - ყოყმანით დაეთანხმა წარბა.
- წესით? მე შენი წესები არ ვიცი, სამ დღეში ის გოგო მკვდარი უნდა იყოს. გესმის ჩემი?! - თვალები მუქარით დაქაჩა გიგაურმა.
გაფითრებული უმზერდა თორნიკე გიგას. მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები აშკარად ბოლო ზღვარი აღმოჩნდა. თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ვეფხვისებური ნახტომით ისკუპა. ვაჟისგან თავდასხმას აშკარად არ ელოდა გიგა, წონასწორობა ვერ შეიკავა და ძირს დავარდა, თუმცა გაბრაზების ნაცვლად, მოულოდნელად ახარხარდა გიგაური.
- ხომ გეუბნებოდი, ფიცხი ბიჭია მეთქი! - ზემოდან მოქცეულ თორნიკეს გიგასთვის დასარტყმელი დანა ხელში გაუშეშდა, როცა შენიშნა რომ ცივი იარაღის ნაცვლად ხელში ხის პატარა ნაფოტი ეჭირა. არ დაბნეულა ქართველიშვილი, იარაღის ნაცვლად, ყელში თიტებს უჭერდა, ასე ცდილობდა გიგაურის დახრჩობას.
- კარგი საკმარისია, მართლა არ შემოგაკვდეს. სხვა თუ არაფერი, შენი ელენეს ბიძაა... - სიცილს ვეღარ იკავებდა წარბა.
როგორც იქნა მოადუნა თითები ქართველიშვილმა, მისკენ დახრილმა მამაკაცმა მოხერხებულად ააწიწკნა მოწინააღმდეგეს, მეგობრულად გაუწოდა ხელი გიგაურს და წამოდგომაში დაეხმარა:
- ხომ გეუბნებოდი, სწრაფია ეს მაიმუნი...
- კი, ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთსაც არ ველოდი! - ყოველგვარი წყენის გარეშე ისრესდა კისერს გიგაური და დასვრილი ტანისამოსის გასუფთავებას ცდილობდა.
გაოცებული და დაბნეული უმზერდა ქართველიშვილი უწყინარი სახით მდგომ მამაკაცებს, რომლებსაც მისი მოქმედების გამო სიბრაზე ნამდვილად არ ეტყობოდათ.
- დაგაბნიეთ? - როგორც იქნა დაასრულა სიცილი გიგაურმა - ფიცხი ბიჭი კი ჩანხარ, მაგრამ ისეთი გენისა ხარ, არ მიკვირს, თუმცა ამჯერად ერთ მხარეს ვართ ქართველიშვილო, მე და შენ ერთად უნდა ვცადოთ ჩემი გოგონას გადარჩენა.
- მომესმა, თუ მართლა ჩემიო ასე თქვით?!...
- არა, არ მოგესმა, ჩემი ძმიშვილია, ასე რომ მგონი ზედმეტი ახსნა აღარ გჭირდება. ერთად უნდა გავიყვანოთ ამ სიბინძურიდან.
- როგორც გავიგე, გოგონა დამტვრეულია, სამედიცინო დახმარება სჭირდება, არც მისი გადაადგილებაა იოლი... - საუბარში ჩაერია წარბაც.
- ვერ გავიგე? ჩვენ სამნი ელენეს გაპარების გეგმას ვადგენთ? - სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ - მოდით, მაგ საკითხს მე მივხედავ. თქვენ კი დროებით ირაკლიზე იზრუნეთ.
- გინდა დამარწმუნო, რომ გოგონას საავადმყოფოდან გაყვანას შენით მოახერხებ? - ეჭვით ჩაეკითხა გიგაური.
- მოვახერხებ, აუცილებლად მოვახერხებ, თქვენ ირაკლიზე იზრუნეთ დანარჩენს კი მე მივხედავ.
- კეთილი, იყოს შენებურად. ვნახოთ, ერთი რა ბიჭი ხარ! - თვალი ჩაუკრა გიგაურმა, მეგობრულად დაუტყაპუნა მხარზე ხელი და შენობაში რიგ-რიგობით შებრუნდნენ.
იმ დღეს კიდევ ერთხელ ითხოვა მობილური თორიკემ, თუმცა ამჯერად ნიკოლოზის ნაცვლად თეკლესთან დარეკა.
მის ზარს ნამდვილად არ ელოდა ქალი, სიხარულისგან ლამის კიოდა, ისევ პატარა ბავშვივით ეფერებოდა მონატრებულს. ღიმილით უსმენდა დედობილს. მოთმინებით ელოდა, როდის გადაუვლიდა პირველი ეიფორია.
- ღმერთო როგორ გამახარე, ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გიჭირს? - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა ქალი.
- კარგად ვარ, თეკლე, კარგად... - სიცილს ვერ იკავებდა თორნიკეც - უბრალოდ, შენი დახმარება მჭირდება.
- ჩემი?! - ხმა დაუსერიოზულდა ქალს.
- კი, შენი. შენთან საავადმყოფოში ერთი პალატა უნდა გამოგვიყო.
- ვერ გავიგე, ვინმე უნდა დავაწვინოთ?
- ამას ტელეფონში ვერ აგიხსნი. უბრალოდ მინდა მენდო.
- გენდობი თორნიკე, რა თქმა უნდა გენდობი, მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ ამის გამო მდგომარეობას არ დაიმძიმებ, სასჯელს ისევ ციხეში ხომ არ დაგიმატებენ?!...- ხმა გაებზარა თეკლეს.
- დედა, იქნებ არასწორადაც მოგეჩვენოს, იქნებ ვერც გამიგო, მაგრამ... - მუდარა გაერია ხმაში ვაჟს.
- კარგი, იყოს შენებურად... - ქალის ხმაში გაპარული სასოწარკვეთა არ გამოჰპარვია ვაჟს.
- რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენთან ვართ! -თეკლეს ცრემლები გადაფარა აკას ომახიანმა ხმამ.
- არ ინანებთ, თქვენს თავს ვფიცავარ, არ ინანებთ! - სიხარულს ვეღარ მალავდა ვაჟი - ყველაფერს ვერ აგიხსნით, ასე ტელეფონში ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად აგიხსნით...
- კარგი, თორნიკე, კარგი... - როგორც იქნა თავს მოერია თეკლე - უბრალოდ ის მაინც მითხარი, პალატა რამდენი ხნით დაგჭირდება?!
- ალბათ, თვემდე...
- კარგი, ოთახი მზად იქნება...- ხმა ჩამწყდარმა უპასუხა დედობილმა.
- დედა, მაინც რომ გაითვალისწინო, პაციენტი ქალია... - კარგად იცოდა თეკლეს ხასიათი, თვალებ დაწვრილებული, ეშმაკური სახით დაელოდა დმის რეაქციას.
- როგორ თუ ქალი?! - ნერვიულობა სულ დაავიწყდა, ეჭვიანობისგან აპილპილდა თეკლე.
- ეს ღა, აკლდა... - ტელეფონის მეორე მხარეს ხარხარებდა აკა.
- მავნებელო - შვილობილს მაიმუნობას კი მიუხვდა, მაგრამ ეჭვიანობას ბოლომდე ვერ შძლია - ციხეში ქალს რა უნდა?
- მაგას რომ გნახავ მაშინ მოგიყვები, ან ნიკოლოზს ჰკითხე. - ახალი ინტრიგა ჩააგდო.
- ისიც გარიე ამ გაურკვევლობაში? - მიუხედავად ფარული საყვედურისა, აშკარად შვება იგრძნო აკამ ნიკოლოზის ხსენებაზე.
- პალატა ხვალვე მზად მექნება, იცოდე, ფრთხილად იყავი...- ისევ ჭკუას არიგებდა თეკლე.
- ამას არ დაგივიწყებთ!
- მიყვარხარ! - შვილობილის ბედნიერი ხმის გაგონებაზე ღიმილი გაეპარა თეკლეს. შემდეგი ზარით დათას და იკას დაუკავშირდა.
- ეეე, დაკარგულო, გაგახსენდით როგორც იქნა! - ჩვეულებისამებრ როხროხებდა დათა.
- ჩემთან უნდა მოხვიდეთ, ოღონდ ციხეში არა, „რეზბალნიცაზე“.
- რეზბალნიცაზე რა გვინდა, ტო? თოკო, ხომ მშვიდობაა? - საავადმყოფოს ხსენებაზე პანიკა შეერია ხმაში იკას.
- არის რა, ერთ ჩემს ახლობელს პრობლემები აქვს, დახმარება მჭირდება, მქნდეს თქვენი იმედი?
- დაგვცინი, ტო? ძლივს რაღაცაზე დაგვიძახე, მოვალთ აბა რას ვიზამთ... - ჩვეულებისამებრ ისევ ხალისიანი იყო დათა.
- ოკ, მაშინ ხვალ საღამოს გელოდებით! დანარჩენს იქ გაგაგებინებთ! ესეც ასე, დანარჩენს ჩვენვე მოვაგვარებთ! - კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი.

№1 სტუმარი manana

აუ, როგორ არ მეყო...... საოცარია

№2 სტუმარი Teo.

Vaime Ra magari tavi iyo.martla dzalian magrad wer,ubralod sityvebi at myifnis mec gadmomedo teklas da akas emociebi.usasrulod minda vikitxo tqveni nawerebi.

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

manana
აუ, როგორ არ მეყო...... საოცარია

kissing_heart kissing_heart kissing_heart

Teo.
Vaime Ra magari tavi iyo.martla dzalian magrad wer,ubralod sityvebi at myifnis mec gadmomedo teklas da akas emociebi.usasrulod minda vikitxo tqveni nawerebi.

ძალიან დიდი მადლობა, ვნახოთ ბოლოს რას მოახერხებენ kissing_heart

№4 სტუმარი Mariami

Uuf ra magaria.vhijdebi ukve am istoriaze.sheni ki ubralod saocreba xar ana.

№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყო.
მიყვარს ეს ისტორია
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!:DDDDდ

№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ ველოდი ამ თავს...
აქამდე ხომ არ მითქვამს შენთვის საყვედური, მაგრამ ახლა უნდა გითხრა ძალიან ძალიან ძალიან პატარა თავი იყო. არ მეყო საერთოდ მინდოდა უფრო გაგრძელებულიყო. რასაც ქვია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გული დამწყდა უცებ რომ დამთავრდა.
ახლა რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაგარი გაგრძელება ქონდა. დიდხანს ველოდი ძველი თორნიკეს დაბრუნებას და ის ფაქტი რომ მშობლებს და მეგობრებს დაუკავშირდა და ურთიერთობა აღადგინა უკვე ნიშნავს რომ ნელ-ნელა ძველი თორნიკე ბრუნდება და იბრძოლებს თაავისუფლებისთვის...
ახალ თავს იმდენად მოუთმენლად ველი შენ რომ ვერც წარმოიდგენ. ის რომ ძალიან მაგარი მწერალი ხარ იცი და საოცრად რომ წერ ესეც გეცოდინება ჩემგან...მალე დაგვიბრუნდი...

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariami
Uuf ra magaria.vhijdebi ukve am istoriaze.sheni ki ubralod saocreba xar ana.

nawkas12345
ძაან მაგარი იყო.
მიყვარს ეს ისტორია
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!:DDDDდ

დიდი მადლობა

უცნობი ქ
როგორ ველოდი ამ თავს...
აქამდე ხომ არ მითქვამს შენთვის საყვედური, მაგრამ ახლა უნდა გითხრა ძალიან ძალიან ძალიან პატარა თავი იყო. არ მეყო საერთოდ მინდოდა უფრო გაგრძელებულიყო. რასაც ქვია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გული დამწყდა უცებ რომ დამთავრდა.
ახლა რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაგარი გაგრძელება ქონდა. დიდხანს ველოდი ძველი თორნიკეს დაბრუნებას და ის ფაქტი რომ მშობლებს და მეგობრებს დაუკავშირდა და ურთიერთობა აღადგინა უკვე ნიშნავს რომ ნელ-ნელა ძველი თორნიკე ბრუნდება და იბრძოლებს თაავისუფლებისთვის...
ახალ თავს იმდენად მოუთმენლად ველი შენ რომ ვერც წარმოიდგენ. ის რომ ძალიან მაგარი მწერალი ხარ იცი და საოცრად რომ წერ ესეც გეცოდინება ჩემგან...მალე დაგვიბრუნდი...

დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. რომ გენახავ ამ თავს რა საცოდავად ვწერდი, არც კი მეგონა დადებას თუ მოვახერხებდი. შემდეგ თავებში უფრო და უფრო დავიძაბებით. და ბოლოს ერთად ამოვისუნთქებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

№8  offline წევრი ნინუცი

იეეე ჩეემიი თხოკოოროო... აი ასეთიი მიყვარს მეე... დაბრუნდა ჩემი ბიჭი... ახლა უკვე თხოკოს და ენენეს სიყვარულის დროა.
ანა შსნი ფანი ვარ

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
იეეე ჩეემიი თხოკოოროო... აი ასეთიი მიყვარს მეე... დაბრუნდა ჩემი ბიჭი... ახლა უკვე თხოკოს და ენენეს სიყვარულის დროა.
ანა შსნი ფანი ვარ

ჩემო საყვარელო როგორ გამახარე kissing_heart შენი თხოკორე ნელ-ნელა იქცა სუპერ გმირად wink

№10 სტუმარი Guest მარიამი

მთელი ორი დღეა ვკითხულობ ჯერ ჩანახატს და შემდეგ ამ ისტორიას. მე ვარ აღფრთოვანებული! საოცარი იყო ჩანახატი, მეგობრების თანადგომა ერთმანეთისადმი, წყვილები, პრობლემები, ტკივილი.. მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა მეორე ისტორიამ! აქ სულ სხვა ემოციაა, სულ სხვა ტკივილია, მეტი სიმძიმეა, გამეფებული უსამართლობა, ცხოვრების დანგრევა, უდანაშაულოთა სიცოცხლის შეწირვა, დანაშაული, რომელიც მთელ ცხოვრებას გიცვლის.. და თითოეულ დეტალს იმდენად ზუსტად, ემოციურად აღწერ, რომ სულში მწვდება, მატირებ. ყველაფერი გულთან მოდის, თეკლეს სიხარული და ის პატარა, მაგრამ დიდი დეტალი, მთავარი ექიმი რომ უამბობს თორნიკეს თავისი ტკივილის შესახებ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ზედმიწევნით ჯარგად იცნობთ იმას, რის შესახებაც წერთ. როგორც გიწერიათ, იურისტი ხართ და იურისტის ცოდნა ნამდვილად ჩანს!! მინდა აღვნიშნო ჩემი სიმპატიები აკას მიმართ, საოცარი პერსონაჟია, ძალიან მართალი. ამ ისტორიაში ცოტა მაკლია აკა.. თეკლე ქალის ეტალონია და გული მიკვდება ამ მდგომარეობაში რომაა, იმედია მალე გაიხარებს შვილთან ერთად. ნიკა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია და მომწონს ის გზა, რომელიც აირჩია. ძალიან მომწონს თორნიკე და ელენე! ახლა მაიკოსიც მესმის და გასაგებია თავიდან ისე ძალიან რატომ არ უნდოდა შვილი, მაგრამ საბოლოოდ ხომ მაინც შეიყვარა. უზომოდ მტკივნეული იყო ლიკას, სალომესა და მინდიას სიკვდილი.. კიდევ, საოცარი მომენტი იყო ასათიანის უდანაშაულოდ გამოცხადება ჩანახატში, არ შემეძლო არ აღმენიშნა, ისეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ბევრის აღნიშვნა მინდა, მაგრამ ამდენ ემოციას ვეღარ დაიტევს კომენტარი. მიხარია რომ აღმოვაჩინე ეს ისტორიები, ბოლო დროს იშვიათად ვაწყდები ხარისხიან ისტორიებს. რომანიც თავისუფლად ეთქმის! რაც მთავარია, მიხარია რომ აღმოვაჩინე ავტორი! აუცილებლად წავიკითხავ ყველა ისტორიას. დიდი მადლობა! ❤

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest მარიამი

მარიამ, როგორ გამახარე heart_eyes დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ვკითხულობდი შენს კომენტარს და ნელ-ნელა ვიბადრებოდი. უზომოდ მიხარია ამ ისტორიის მიმართ თქვენი ინტერესი. ეს ერთად-ერთი ისტორიაა, სადაც მთლიანად თავისუფალი ვარ, სადაც ყველაზე ნაკლებადაა რეალური ამბები, აქ მხოლოდ და მხოლოდ მე და ჩემი ფანტაზიები ვარსებობთ. შესაბამისად ორმაგად მეტია რისკი, რომ რაღაც ბანალური და არარეალური გამოჩნდეს. თითოეულ თავზე დაძაბული ვზივარ და გელით. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს შეფასებას. დროებით თავს შევიკავებ პერსონაჟების ავ-კარგიანობაზე საუბრისგან. იმედია ეს აღტაცება და მოწონება ბოლომდე გამოგყვებათ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის kissing_heart

№12 სტუმარი Guest მარიამი

murachashvili

ძალიან მიხარია თუ გაგახარეთ ჩემი კომენტარით. უდიდესი ინტერესით ვკითხულობ მართლა და სულ გონებაში მიტრიალებენ ეს პერსონაჟები. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ძალიან ხარისხიან და ემოციურ ნაწარმოებს ვკითხულობ. იმის შიში ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, რომ ბანალური გამოვა. უმაღლეს დონეზე წერთ! თქვენ ხართ ჩემი აღმოჩენა. დღეიდან თქვენს ერთგულ მკითხველად მიგულეთ!

№13  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

თან მეყოო თან არაა ეს თავიი...მაგრამ იმ ფაქტმა გამახარა რომ თორნიკეე ასეეე ისევ ძველებურად გახარებულმა ელაპარაკაა თავის მეგობრებს და მშობლებს .იგრძნობოდა დიდი იმედი და სიყვარული ამ წამით საუბარშიც კი.მახარებს ეს ფაქტი ძალიან მინდა მალე დასრულდეს ეს დაძაბულობა და ბოლომდე გახარებულიი ვნახეე თორნიკეე და ელენეც.უკვე წარმომიდგენია შემდეგი თავი როგორი დაძაბული იქნება იმედი მაქვს ადვილად გააპარებენ ენენეს !შენს ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს რომ არ ვიცოდე რომ შენი ფანტაზიის ნაყოფია ეს ისტორია ნამდვილად რეალური მეგონებოდა ისეეთი კარგიი ისეთიი ცხოვრებისეულიი და დამაჯერებელია ეს კი იმიტომ რომ ასეთი კარგი და ნიჭიერი ხარ.

№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უღრმესი მადლობა kissing_heart kissing_heart kissing_heart

ნიტა♡♡
თან მეყოო თან არაა ეს თავიი...მაგრამ იმ ფაქტმა გამახარა რომ თორნიკეე ასეეე ისევ ძველებურად გახარებულმა ელაპარაკაა თავის მეგობრებს და მშობლებს .იგრძნობოდა დიდი იმედი და სიყვარული ამ წამით საუბარშიც კი.მახარებს ეს ფაქტი ძალიან მინდა მალე დასრულდეს ეს დაძაბულობა და ბოლომდე გახარებულიი ვნახეე თორნიკეე და ელენეც.უკვე წარმომიდგენია შემდეგი თავი როგორი დაძაბული იქნება იმედი მაქვს ადვილად გააპარებენ ენენეს !შენს ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს რომ არ ვიცოდე რომ შენი ფანტაზიის ნაყოფია ეს ისტორია ნამდვილად რეალური მეგონებოდა ისეეთი კარგიი ისეთიი ცხოვრებისეულიი და დამაჯერებელია ეს კი იმიტომ რომ ასეთი კარგი და ნიჭიერი ხარ.

შევიფერე heart_eyes ვნახოთ იმედია ამ განწყობას ბოლომდეც შეინარჩუნებთ kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent