შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაათი - დასასრული)

22-08-2017, 23:58
ავტორი murachashvili
ნანახია 5 267

ბევრი აღარ უფიქრიათ მამაკაცებს, თავადაც მთავარი კოშკისკენ აიღეს გეზი. ჩამოწოლილი ნანგრევების თხრაში თორნიკეს და დათას ირაკლიც ეხმარებოდა. თუმცა გვირაბში სივიწროვის გამო, აშკარად უჭირდათ მოძრაობა. ფაქტიურად არაბული თხრიდა, დათა კი სველ მასას ზემოთ ეზიდებოდა. იქვე მდგომი იკა ხელის ფანრით ცდილობდა მეგობრებისთვის გზის განათებას.
- ეს დედა აფეთქებული უფრო და უფრო მძიმდება, - ძლივს ამოათრია მიწის მოზრდილი ბელტი დათამ - გამძვრა სული!... - ვეღარ სუნთქავდა ვაჟი.
- ამოდი, ამოდი, - ხელი გაუწოდა ამოსასვლელად მეგობარს ვაჟმა - ახლა ჩემი ჯერია! - ფანარი დათას მიუგდო და ამჯერად თავად ჩაძვრა არაბულთან. ვიდრე ბიჭები მიწის თხრით იყვნენ დაკავებულნი, უფროსებიც მიუახლოვდნენ კოშკს.
- დარწმუნებული ხარ, რომ აქ იქნებიან? გარეთ არავინ ჩანს?! - ეჭვი შეეპარა ხმაში ასათიანს.
- თუ ხალხს დავუჯერებთ, მტრისგან იოლად თავის დასაცავად, კოშკები ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბებით იყო დაკავშირებული. კოშკი, კი რომელშიც ელენე შევიდა, სწორედ ამ შენობას უკავშირდება. - დინჯად უხსნიდა მოძღვარი.
- უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, ავტომობილების ჩხიკინს აშკარად არქიტექტორობა სჯობდა! - მუცოს ხეობის სიამაყეს, მთელი დიდებულებით წამომდგარ ქაჯეთის ციხეს გაოცებული უმზერდა აკა.
- პირველად ხედავ?! - ირონიულად გვერდი გაჰკრა ასათიანმა.
- არ გესმის. რამდენჯერაც არ უნდა ნახოს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს პირველად ხედავს. - აკას ნაცვლად გამოეპასუხა ვასიკო.
- სულ ვფიქრობ, ამხელა ქვებს ამოტანა არ სჭირდებოდა?! ან როგორ ამოიტანეს მთის წვერზე ასეთი მასალა, ან ვინ ააგო?! - მეგობრების ირონია არ შეიმჩნია ქართველიშვილმა.
- მშენებელი არსაკიძე რომ არ იქნებოდა, ფაქტია... - ისევ ხუმრობდა გიორგი.
- თუ იმ მოციმციმე ყვითელი ნათებით ვიმსჯელებთ, ჩვენი ბავშვები მარცხენა მხარეს არიან... - ხელის ფანრის ციალი შენიშნა აკამ.
- ისე ისტერიულად იქნევენ, ნიძლავს დავდებ დათაა! - სიცილი ვერ შეიკავა დისშვილის მოქმედებაზე ნიკოლოზმა.
- რა ხდება?! - დაძაბული სახით, სარდაფში მომზირალ შვილს თავზე წამოადგა ასათიანი.
- რა ვიცი, საათზე მეტია ვჩიჩქნით და დიდი ვერაფერი შედეგია.
- ხელით თხრით?! - ამჯერად აკა ჩაეკითხა დაბლა მდგომებს.
- არა, ვიღაც მადლიანს დამტვრეული წერაქვის ნარჩენები დაუტოვებია და... - წამიერად ამოყო თავი არაბულმა, ოფლით დაცვარული შუბლი ხელის მტევნით მოიწმინდა და ისევ უკან მიბრუნდა.
- იმ დალოცვილს ერთი ტომარაც რომ დაეტოვებინა, არ იქნებოდა ცუდი... - ქშენა ქშენით ამოძვრა თხრილიდან იკაც.
- სულ ცოტა ხნის წინ ავთანდილსა და ფრიდონს ეჯიბრებოდით, ახლა კი ქალებივით წუწუნებთ! - მაღლა არც კი აუხედავს, ისევ წერაქვი მოიქნია თორნიკემ.
- ხედავთ?! ჩვენი ბიჭიც იღრინება! - უფროსების გვერდზე დგომამ აშკარად დადებითად იმოქმედა დათაზე და ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.
- ვერ გვქონია, კარგი ამბავი... - უკმაყოფილოდ დაიჯღანა ვასიკო.
- აქვე რესტავრატორების ბანაკია. სამუშაო იარაღები ექნებათ. იქნებ დაგვეხმარონ? - ყოყმანით იკითხა გიორგიმ.
- მაგარია, იქნებ დინამიტიც ჰქონდეთ, ორ წამში გავანთავისუფლებდით გვირაბს?! - ენაზე იკბინა დათამ, როგორც კი დანარჩენების შეკრულ შუბლებს შეხედა.
- ამ ბავშვს ვინმე გააჩუმებთ, თუ?!... - ღრენით გახედა გიგაურმა.
- დინამიტი და ბომბები გვინდა ისედაც დანგრეულ ციხეში?! - არანაკლებ აღშფოთდა თორნიკეც.
- კიდევ კარგი შენზე რომ არაა დამოკიდებული ჩვენი ბედი, დაგვწყვიტავდი ყველას ერთ დღეს! - კრეჭით ამოსძახა ქვემოდან იკამ.
- კარგით, ამ უაზრო ღლაბუცში დროს ნუ ვკარგავთ. აკა შენ მე გამომყევი. - მყისვე დაასაქმა ქართველიშვილი მოძღვარმა - ისე დარწმუნებული ხართ, რომ ელენე ნამდვილად აქ გამოვა?! - ამჯერად ქვემოთ მომუშავე ბიჭებს ჰკითხა მან.
- უკვე დარწმუნებული ვერაფერში ვერ ვიქნები. არადა, ერთად-ერთი გზა პატარა კოშკიდან აქ მოსახვედრად ეს გვირაბია. - იმის წარმოდგენაზეც, რომ ახლა გოგონა იქ მარტო იყო ხმა გაებზარა ვაჟს.
- ამის დედაც, მაინც და მაინც ახლა მოუნდა წვიმა?!.. - უკმაყოფილოდ იგინებოდა გიგაური ელვისგან წითლად შეფერადებული ცის დანახვაზე.
- აქ გავიყინე და ელენე თუ მართლა მაგ ჯურღმულშია... - გასათბობად ადგილზე ხტუნაობდა დათა.
- ეს ბიჭი სულ ასეთი ოპტიმისტი იყო?! - გაოცებულმა გახედა იკამ თორნიკეს.
- არ ვიცი, მაგრამ დედას გეფიცები, აქედან ამოვალ თუ არა მაგრად გცემ! - მუშტი მოუღერა თორნიკემ.
- ცემა - ტყეპას, ჯობს საქმეზე ვიფიქროთ. იქნებ გავიყოთ?! ამ გვირაბს მხოლოდ ერთი გასასვლელი ხომ არ აქვს? როგორღაც ხომ შევიდა შიგნით? - ამჯერად საქმიანად, სერიოზული სახით, ხმამაღლა ფიქრობდა დათა.
- ირაკლის და ზეზვას შიშით ელენე უკან არ გაბრუნდება... - მსჯელობაში აჰყვა იკაც.
- თუმცა, ჩვენ ხომ შეგვიძლია მასთან შესვლა? მეორე მხრიდანაც რომ მოვუაროთ?! - მეგობარს ჩანაფირს იოლად მიუხვდა თორნიკე.
- იცი როგორ უნდა შეხვიდე?! - მოუსვენრობისა და მღელვარებისგან ადგილზე ცქმუდავდა გიგაური.
- მოახერხებთ! - არაბულის ნაცვლად იმედიანად იკამ უპასუხა.
- მაშინ, თქვენ ორმა - გიგაურსა და ხვრელში მდგომ არაბულს მიმართა მოლოდინაშვილმა - ქვემოდან მოაუარეთ და გვირაბში იქიდან შედით. ჩვენ კი, თხრას გავაგრძელებთ. იმედია ნიკოლოზი და აკაც მოგვაშველებენ ხელსაწყოებს. ვეცდებით როგორმე ბარიერი გავარღვიოთ.

ამჯერად პოლიციის პიკაპით ისევ პირველ კოშკს დაუბრუნდნენ გიგაურისა და არაბულის წყვილი. რას - რას და ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა გიგა, რომ ერთ დღეს არაბულების უკანასკნელ მემკვიდრესთან ერთად გიგაურების ერთად-ერთი პირმშოს გადარჩენისთვის მოუწევდა ბრძოლა. იქნებ ვერც თორნიკეს წარმოედგინა, რომ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილს გვერდით ამოუდგებოდა. თუმცა ცხოვრება ჩვეულებისამებრ ისევ მისი წესებით, უცნაურად ეთამაშებოდათ ორივეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მტრობა არ ყოფილა, მაინც ვერ უწოდებდი მეგობრებს. ახლა კი, მხარდამხარ მდგომნი, გვერდი-გვერდ, ერთდროულად, თითქმის სინქრონში ყრიდნენ ჩასასვლელის ამოსაქოლად გამოყენებულ თივას. სანახევროდ დაშლილ სკივრის ექაჩებოდნენ და ათავისუფლებდნენ გვირაბში შემსვლელ გზას.
როგორც იქნა მოახერხეს, შესასვლელი გაანთავისუფლეს და ვიწრო ხვრელიც გამოჩნდა. არ შემცდარა არაბული. ზუსტად ახსოვდა საიდუმლო შესასვლელის მდებარეობა.
- დარწმუნებული ხარ, შეეტევი?! - ეჭვით გახედა გვერდით მდგომ ახოვან ვაჟს გიგამ.
- ელე ხომ გაძვრა?! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს.
- თქვენ ორს შორის მგონი არის სხვაობა...
- მთავარი მონდომებაა. - თავდაჯერებულად, ოდნავ გვერდულად შებრუნდა არაბული, ხელები მაღლა ასწია, სანთლის ფორმა მიიღო და გიგაურისდა გასაკვირად, საკმაოდ მოხერხებულად, უპრობლემოდ ჩაძვრა ხვრელში.
- თაგვივით ხარ?! - თორნიკეს მოქნილობით გაოცებული გიგაური თავადაც არანაკლები სისხარტით მიჰყვა უკან.
- არა, ციხეში კარგი მასწავლებლები მყავდა. - სიცილით უპასუხა არაბულმა.
შუბლზე მისამაგრებელი ფანრები მეშახტეებივით თავზე დაიმაგრეს და გვირაბს გაუყვნენ.
- ტექნიკა ჩვენ არ გვაქვს და ხელსაწყოები. - ალაგ-ალაგ ჩამოშლილ მიწას შუბლშეკრული აკვირდებოდა გიგაური - ერთი პატარა ბიძგიც საკმარისია, სამუდამოდ აქ რომ დავიმარხოთ.
- გეშინიათ?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკე.
- არა. უბრალოდ დასანანი იქნება, ამხელა ეპოპეის შემდეგ სიცოცხლე გვირაბში დავასრულოთ.
- თქვენი არ ვიცი და მე პირადად ამაღამ სიკვდილს ნამდვილად არ გვეგმავ. - ღრენით კბილებში გამოსცრა ვაჟმა.
- სიკვდილს წინასწარ გეგმავენ?!- ახარხარდა გიგაური, თუმცა როგორც კი მისივე ხმა ექოდ დაუბრუნდა გაჩუმდა.
- უცნაური კაცი ხართ. არაფერი გაქვთ საერთო ციხეში მჯდომ გიგაურთან. - ჯიქურ გახედა გვერდით მომავალს თორნიკემ.
- მაინც როგორი წარმოგედგინე?! ცივი, სასტიკი, სისხლის მსმელი?! - ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი.
- თითქმის. მეგონა ციხის ცხოვრებისთვის იყავით გაჩენილი. ტიტული, სახელი, თქვენი ავტორიტეტი ძვირად ფასობს. თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ვაღიარებ აზრი შემაცვლევინა, სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დავრჩი...
- სასიამოვნოდ გაოცებული?!... - ვაჟის სიტყვები ირონიულად გაიმეორა გიგაურმა - როგორც გაირკვა, არც შენ გქონია ბევრი საერთო ციხეში მჯდომ ქართველიშვილთან.
- რას გულისმობთ?!
- ჟარგონები, ჩხუბი, დაუმორჩილებლობა... - თითებზე ჩამოთვალა გიგამ.
- ვერ მიგიხვდით, ამ თვისებებს ნაკლად მითვლით?
- არა, ნაკლად რომ ჩამეთვალა, ახლა აქ ერთად არ ვიქნებოდით. - ვაჟისთვის არც შეუხედავს, ისე ამოიღრინა გიგაურმა - თუმცა ახსნას ვერ ვუძებნიდი. თურმე გენეტიკის ბრალი ყოფილა... - ჩაიცინა მამაკაცმა.
- გენეტიკის?! - გვერდულად გახედა ვაჟმა.
- შენში მინდია არაბულის სისხლი ჩქეფს. ბრმა უნდა იყო ეს ვერ შენიშნო. - თორნიკეს გასაკვირად თბილად გაეცინა გიგაურს.
- ჩემში მხოლოდ არაბულების კი არა, ქართველიშვილების გენიცაა. აკას და თეკლეს ამაგს ვერასოდეს დავივიწყებ.
- არც ვივიწყებთ. თეკლეს სიჯიუტე, არაბულების სიფიცხე, გიგაურების სითამამე, - ფიქრებში წავიდა გიგა - ფიქრობ, გაუძლებ?!
- ვერ მიგიხვდით?!... - აშკარად დაიბნა თორნიკე.
- შენი და ელენეს ოჯახი აღვწერე, თქვენი პატარა, ან პატარები... - ხმა დაუთბა გიგაურს.
- პატარა? ფიქრობთ, მაგ ეტაპამდე მივალთ?!... - ღიმილი გაეპარა ხმაში ვაჟს.
- მიხვალთ. აუცილებლად მიხვალთ. - იმდენად დარწმუნებით უთხრა გიგაურმა, თითქოს ნათლად ხედავდა მათ ცხოვრებას - დროა დავასრულოთ. გიგაურებსაც და არაბულებსაც სიმშვიდე გვჭირდება.
- გეთანხმებით. დროა დავასრულოთ. - მამაკაცის სიტყვები გაიმეორა თორნიკემაც - სამი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გვირაბიდან მისთვის სასურველი შეარჩია, წყლის გუბურას მოხერხებულად გადაახტა და გვერდით გაუხვია.

ძალა გამოცლილი, გაყინული ელენე ისევ სანახევროდ გამოხსნილ, მიწით ამოქოლილ კარებთან იჯდა. აღარც ფეხზე დგომის თავი ჰქონდა, აღარც მიწის ჩიჩქნის. თითქოს ბედსაც შეჰგუებოდა. დაძაბული, აცახცახებული ელოდა როდის წამოეწეოდა მდევარი. თუმცა, როგორც კი ბარიერს მიღმა ხმაურისა და კედლის მტვრევის ხმა გაიგონა, იმედიც მიეცა. იქვე მიგდებული საკმაოდ ბასრი ქვით შეძლებისდაგვარად თავადაც ცდილობდა ბიჭების დახმარებას. კუთხეები ხელისგულებს უსერავდა, თუმცა დიდად არ ანაღვლებდა. ახლა მთავარი მხოლოდ აქედან გაღწევა იყო. ახლა მხოლოდ თორნიკემდე მისვლა სურდა. თუმცა მაინც გრძნობდა, ყინვა ნელ-ნელა ერეოდა. მკლავებში ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდა. მუხლებზე დაჩოქილი გოგონა, გულში, უხმოდ ლოცულობდა. გგონიათ არ უნდოდა დაძახება, საშველად მოხმობა, მაგრამ ვეღარც ხმას იღებდა. ასე უსუსურად თავი არასოდეს ეგრძნო, ახლა სულ ერთი იყო ვინ იპოვიდა, ვინ გაიყვანდა ამ ჯურღმულიდან, ოღონდ გასულიყო, ოღონდ გაეღწია. თუმცა მოულოდნელად კედლის მეორე მხარეს სრული სიჩუმე ჩამოწვა. აშკარად შეწყვიტეს ნგრევა. აღარც ბიჭების საუბარი ესმოდა.
- წავიდნენ, დამტოვეს?! - პანიკაში მყოფს ერთიანად ცახცახი დააწყებინა.
ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გვირაბის მეორე ბოლოდან ექოდ მომავალი ნაბიჯისა და მამაკაცების ხმაც გაიგონა, მისი სისუსტეც წამიერად გაიფანტა. შეშლილი, შლეგიანი, დამფრთხალი ნადირივით ცქვიტა ყურები.
- შეუძლებელია! - ჯერ კიდევ გაურღვეველ ბარიეს სასოწარკვეთილმა გახედა - არ დავნებდები. ისევ მათ არ ჩავუვარდები ხელში, ამას... - ხელში მოქცეულ ქვის ნატეხს ველური თვალებით დახედა გოგონამ.
- ეს თვითმკვლელობაა! - სიცოცხლეს მოწყურებული შინაგანი ხმა გაჰკიოდა გონებაში.
- არა. თავისუფლებისთვის ბრძოლაა... - ღრენით გააჩუმა უდროო დროს აკივლებული სინდისი.
- ასეთ სისუსტეს ნიკოლოზი არ გაპატიებს...
- მაიას ბედს არ გავიზიარებ!
ახლა ფიქრის დროს აღარ ჰქონდა. ჯიუტად გააქნია თავი, თითქოს ასე მოიშორა აბეზარი აზრები. ხელის ცახცახით წაიღო ხელის მტევანზე ლურჯად გაკლაკნილი ვენებისკენ აწ უკვე სასიკვდილო იარაღად ქცეული ქვის ნატეხი. თუმცა მაინც ვერ გაიმეტა საკუთარი თავი, ფრთხილად, მარჯვენა საჩვენებელი თითით მონიშნა ტრაექტორია, სადაც სულ რამდენიმე წამში იარა უნდა ყოფილიყო. თვალები დახუჭა, თითქოს ასე ნაკლებად ეტკინებოდა და მთელი ძალით დააწვა ქვის ზედაპირს. ნათლად იგრძნო, როგორ გასერა კანი. გაყინულ სხეულში ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა. ვენიდან გადმოსული სითხე თბილად ედებოდა ხელის მტევანს.
- ბარემ მეორეც და...
ფაქიზად გადაისვა ხელი მარჯვენა მკლავზეც. თუმცა მაინც ყოყმანობდა.
- სუსტი ხარ, ელე, სუსტი! - თითქოს ღრენით უმზერდა უჩვეულოდ გაბოროტებული ორეული, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასცალდა. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა.
- სადღაც აქ უნდა იყოს, ყურადღებით მოათვალიერე! - სმენას მოსწვდა ხმა. მართალია თორნიკეს თავზე დამაგრებული ფანარი თვალებში ანათებდა, მაგრამ შორს მდგომ სილუეტში საყვარელი მამაკაცის ამოცნობა მაინც შეძლო.
- შენს მდგომარეობაში ჰალუცინაციებიც ნორმალურია, გეჩვენება! - ისევ ქირქილებდა ბოროტი ორეული.
ხმას ვერ იღებდა ემოციებისგან დამუნჯებული გოგონა. მართალია ვერ ეძახდა, მაგრამ მაინც იღიმოდა გიგაური.
- ელენე?! - იქვე მდგომი ვაჟი აშკარად არ იყო მოჩვენება - ენე... - ჩქარი ნაბიჯით მისკენ მიიწევდა არაბული.
გული გამალებით უცემდა უმცროს გიგაურს. ტუჩებმა მისით, უხმოდ წარმოსთქვეს ვაჟის სახელი, საკუთარი ხმა აშკარად არ გაუგია, ასე მონატრებული ძლიერი მკლავებით, მთელი ძალით მკერდში იკრავდა არაბული მთლიანად მასზედ მინდობილ ქალიშვილს.
- სულელო გოგო, ეს რამ ჩაგადენინა?! - დაკრუნჩხული თითების გახსნასა და ქვის ხელიდან გაგდებინებას უშედეგოდ ცდილობდა გიგაური.
გონება დაკარგული ელენე თითქოს განგებ, თითებს არ შლიდა. ბასრი იარაღი ისევ ჭრიდა ხელის გულებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტკივილს ვეღარ გრძნობდა ქალიშვილი. მთელი სხეულით ეკვროდა არაბულს. ახლა მისით იყო სავსე. ვაჟის სიმხურვალე ჰყოფნიდა გაყინულს.
- სისხლს კარგავს. ჩემი პერანგი არტახისებურად გადავუჭიროთ!. - მაისურზე თითქმის ნახევარი კალთა შემოიხია გიგამ.
ერთიანად გაფითრებულ თორნიკე იქვე ჩამუხლულიყო. კალთაში ჰყავდა მისვენებული საყვარელი არსება. შინაგანად მთელი სხეული უთრთოდა, თუმცა მაინც ყოჩაღად ახერხებდა სახვევის დადებას. მღელვარებას მხოლოდ ნერვიულობისგან დაჭმული ტუჩებით თუ შეამჩნევდი.
- სად ხართ? - სადღაც ზემოდან ესმოდათ მოძღვრის ხმა.
- აქეთ, ნიკოლოზ, აქეთ! - ფანარს ნიშნად იყენებდა გიგაური.
- გასასვლელისკენ აღარ წახვიდეთ. რესტავრატორებმა თოკები გვათხოვეს! - ერთ-ერთი სანახევროდ ჩამოშლილი ხვრელიდან შემომავალი მთვარის შუქი მამა ნიკოლოზმა დაფარა.
სულ რამდენიმე წუთში ჩამოიშალა კანაფის წნულებისგან აწყობილი სამი კიბე, რომლის ბოლოებიც პოლიციის პიკაპზე მიემაგრებინათ.
- სხვა გზა არ გვაქვს. საკაცედ კიბეს გამოვიყენებთ. - ზემოდანვე ჩამოსძახა ვასიკომ.
ერთმანეთის გვერიდი-გვერდ იდგნენ ისევ გიგაური და არაბული. ქამრებით მიამაგრეს კიბეზე გათიშული გოგონა.
- შენ თავი აკონტროლე. აწევის დროს რამეს არ მიარტყას. მე ქვემოდან დავიჭერ! - დირექტივებს გასცემდა გიგაური.
ელენე ციმციმ, ნელ - ნელა აჰყვადათ მაღლა. როგორც იქნა, ეღირსათ სამშვიდობოს ამოსვლა, როგორც იქნა ეღირსათ სუფთა ჰაერზე დგომაც. მოლოდინაშვილს ამჯერადაც ეყოჩაღა, პირველადი დახმარებისთვის თეკლეც და მისი ჯგუფიც წამოეყვანა.
- დილეტანტია ჩვენი გოგო, ჭრილობა საშიში არაა. ვენა არ დაუზიანებია... - ღიმილით ახედა თეთრ ხალათიანმა დედობილმა თორნიკეს.
- ამდენი სისხლი?! - ეჭვით უმზერდა ვაჟი.
- კაპილარები აქვს დასერილი, ამიტომაც მოსდიოდა ამდენი სისხლი. თუმცა ეგ სულაც არ ნიშნავს რომ კარგადაა. ამდენი ემოციების შემდეგ დამამშვიდებლები ნამდვილად არ აწყენს.
- მხოლოდ დამამშვიდებლები? ექიმს არ ვაჩვენოთ?! - თეკლეს კომპეტენტურობაში აშკარად ეჭვი შეეპარა გიგაურს.
- შენი ხათრით, გადასხმაც გავუკეთოთ! - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა და გოგონას გასათბობად თბილი პლედი დააფარა.
- ნორმალური ექიმი არ გვყავს? - გაღიზიანდა გიგა.
- მე რას მიწუნებ?! - წარბი ასწია ქალმა.
- იურისტების ექიმობა არ გამიგია მე. - ღრენით გამოხედა მამაკაცმა.
- გიგაურო, არ გამაცოფო, თორემ...
- რა თორემ?! - ირონიულად ჩაეკითხა მამაკაცი.
- რეანიმობილში მჯდომ ექიმებს ვეტყვი, უკან გაბრუნდნენ! - სიცილი ძლივს შეიკავა თეკლემ და უკან მდგომ ექიმებს ანიშნა გოგონა წაეყვანათ.

დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე არაბულები, გიგაურები, ასათიანები და ქართველიშვილები წარმოიდგენდნენ. ბევრი რამ იცვლებოდა. ბევრი რამ იშლებოდა, თუმცა ერთი რამ ისევ უცვლელი იყო. მთის წვერზე იდგა მამათა მონასტერი. სოფელში ისევ იყო ობოლთა თავშესაფარი. არაბულების ეზოში ისევ იდგა რესტავრირებული წითელი ნივა. ავტომობილით წლებია აღარავინ დადიოდა. არც ვინმე მოძრაობდა. მხოლოდ ერთი ხუჭუჭა თმიანი, შავგვრემანი, ლურჯთვალება, ხუთიოდე წლის ბიჭუნა შეძვრებოდა ხოლმე სალონში, ჯიუტად აჭერდა ხელს სიგნალის ღილაკს და ენერგიულად ატრიალებდა საჭეს.
ახლაც ასე იყო.
- მინდია, სად ხარ? - თვალებზე ხელი მოეჩრდილა სახლის ბანზე გადმომდგარ გოგონას.
- ისევ გაგექცა?! - მხიარულად იცინოდა ხევსურული ორნამენტებით გაწყობილი ჩოხით შემოსილი მამაკაცი.
- კარგი რა, გალიაში დამწყვდეული ნადირივითაა, აქ ჩამოსვლა და აღმა-დაღმა სირბილი ერთია. ისევ დავკარგეთ! - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- აქ მაინც ირბინოს თავისუფლად... - შვილი გაამართლა მამაკაცმა.
- იცოდე, ვეტყვი მამა ნიკოლოზს და აღარ მოგცემს ტკბილეულს! - მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანდა, კარგად იცოდა ქალიშვილმა, რომ ბავშვს მისი ესმოდა.
- მამა ნიტოლო, მე ხომ მომცემს? - სასაცილოდ მოუჩლიფა ენას ორიოდე წლის, პერანგისამარა მდგომმა ოქროსფერ თმიანმა გოგონამ.
- აი, ჩემი გოგოც მოსულა. - ხელში აიტაცა პატარა მამაკაცმა - მამა ნიტოლო, კამფეტებს რომ მოგცემს, მეც ხომ გამიყოფ? - ცხვირით გაეხახუნა ქალიშვილს.
- მინდიასაც მივცემთ?! - არც ძმა დაივიწყა პატარამ.
- ჩემი სალომე, ჩემი ცხოვრება! - მხიარულად აკისკისებული ქალიშვილი ჰაერში რამდენიმეჯერ დააბზრიალა არაბულმა.
- აუ, მეც რა, მეც... - ვეღარ მოითმინა, კუთხიდან გამოყო ხუჭუჭა თავი, სამალავიდან გამოძვრა ანცი თვალებით მომზირალი მინდიაც და მამას ჩამოეკიდა მკლავზე.

მიუხედავად იმისა, რომ ხეობა მოსახლეობისგან დაცლილიყო, ყოველ ზაფხულს მაინც ივსებოდა ხალხით არაბულების ეზო. საღვთოზე შეკრებილი გიგაურები და არაბულები ერთად ყოფნას ზეიმობდნენ.
ყოველ აღდგომის შემდგომ ორშაბათს სადღესასწაულოდ გამოწყობილი მინდია და სალომე წითლად შეღებილი კვერცხებითა და პასკით ხელში მიაბიჯებდნენ ბალახით დაფარულ სასაფლაოზე.

მამათა მონასტერმა ბევრი წინამძღოლი გამოიცვალა. თუმცა ხეობაში მცხოვრებ ხევსურთათვის რომ გეკითხათ, მონასტრის ერთად-ერთ ღირსეულ წინამძღოლად აუცილებლად მათივე კუთხის შვილს, მამა ნიკოლოზს დაგისახელებდნენ.
ხალხის მეხსიერებაში ბოლომდე დარჩა მამათა მონასტრის ეზოში მჯდომი თერთწვერა, ბუბუნა ნიკოლოზი, მასთან მოკამათე შავი პერანგით შემოსილ გიგაურთან ერთად. თუმცა მიუხედავად, ნიკოლოზის მრავალგზის თხოვნისა, გიგა გიგაური საეკლესიო ცხოვრებას არ შესდგომია.

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რა მაგარი იყო.
შენთან ერთად მოვყვებოდი ამ ისტორიას და იცი ჩემი აზრი მასთან დაკავშიერებით.
ამიტომ არარ შეგაწყენ თავს.
ძალან ახლოს მოვია ჩემთან.
არის განსხვავებული სხვებისგან და მიუხედავად პატარა თავებისა(ეს ავტორის საყვედურია:დდდდ)
მაინც ძალიან ვისიამოვნე, თიოეული აბზაცით, სიტყყვით, წერტილით.
მადლობა ამისთვის. და რათქმუანდა გელოდები მოუთბენლად!!!!

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
რა მაგარი იყო.
შენთან ერთად მოვყვებოდი ამ ისტორიას და იცი ჩემი აზრი მასთან დაკავშიერებით.
ამიტომ არარ შეგაწყენ თავს.
ძალან ახლოს მოვია ჩემთან.
არის განსხვავებული სხვებისგან და მიუხედავად პატარა თავებისა(ეს ავტორის საყვედურია:დდდდ)
მაინც ძალიან ვისიამოვნე, თიოეული აბზაცით, სიტყყვით, წერტილით.
მადლობა ამისთვის. და რათქმუანდა გელოდები მოუთბენლად!!!!

უზომოდ მიხარია შენი გამოჩენა. თავების სიმცირეზე, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვაღიარებ, რომ თქვენ ღირსების ორდენები გეკუთვნით, ჩემი გაძლებისთვის smile wink უზომოდ მიხარია, რომ ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა დავასრულე. იმედია ღირდა ამდენ ცდად, შეფასებას თქვენ მოგანდობთ. kissing_heart

№3 სტუმარი დარინა

ისეთი ემოციებით დატვირთული ვარ აი ძალიან გამაბედნიერა დასასრულმა მიუხედავად იმისა რომ არ მემეტებოდააა ვგიჟდებოდი ამ ისტორიაზე ძალიან დამაკლდება მაგრამ იმედია ახალს მალე დაიწყეეებ, აი ისეთი თბილი ტბილი და გემრიელი ისტორია იყოოო სულ მომინდება რომ წავიკითხოოო ძალიან მაგარი რომ ხარ ანა ეს ჩემს გარეშეც იციიიი

№4  offline წევრი katiusha

Sityvebi ar myofnis...esaa istoria romelmac amatira... menaneba dasasrulistvis...msgavsi istoria aq bevribar devs da mec sasiamovnod gaocebuli da bednieri var rom agmogachine...
Yvelaze metad rac shens istoriashi momwonda esaa is megobroba romelic sicocxlis bolomde sheinarchuna pirvel rigshi ufrosma taobam romelic chanaxatshi gadmoeci da shemdeg am istoriashi gaagrdzele mati shvilebis saxit.matac girseulad shedzles da bolomde ertgulad edgnen ertmanets mxarshi. Calke sasaubro temaa enes da tornikes siyvarulis istoria romelsac agar chavugrmavdebi.ubralod vityvi rom didebuli iyo es motxroba da didebuki xar shen.veli axal istorias

№5  offline წევრი anisia

Gavbednierdi <3

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

დარინა
ისეთი ემოციებით დატვირთული ვარ აი ძალიან გამაბედნიერა დასასრულმა მიუხედავად იმისა რომ არ მემეტებოდააა ვგიჟდებოდი ამ ისტორიაზე ძალიან დამაკლდება მაგრამ იმედია ახალს მალე დაიწყეეებ, აი ისეთი თბილი ტბილი და გემრიელი ისტორია იყოოო სულ მომინდება რომ წავიკითხოოო ძალიან მაგარი რომ ხარ ანა ეს ჩემს გარეშეც იციიიი

როგორ უზომოდ მაბედნიერებთ. kissing_heart მიხარია, ოდნავ მაინც თუ მოვახერხე იდეასთან ახლოს მისვლა kissing_heart

katiusha
Sityvebi ar myofnis...esaa istoria romelmac amatira... menaneba dasasrulistvis...msgavsi istoria aq bevribar devs da mec sasiamovnod gaocebuli da bednieri var rom agmogachine...
Yvelaze metad rac shens istoriashi momwonda esaa is megobroba romelic sicocxlis bolomde sheinarchuna pirvel rigshi ufrosma taobam romelic chanaxatshi gadmoeci da shemdeg am istoriashi gaagrdzele mati shvilebis saxit.matac girseulad shedzles da bolomde ertgulad edgnen ertmanets mxarshi. Calke sasaubro temaa enes da tornikes siyvarulis istoria romelsac agar chavugrmavdebi.ubralod vityvi rom didebuli iyo es motxroba da didebuki xar shen.veli axal istorias

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ძალიან მახარებს თქვენი ემოციები. ვაღიარებ ამ ისტორიის წერა ჩემთვისაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან ყველაზე სათუთს, ეკლესიას ეხებოდა. kissing_heart გემშვიდობებით დროებით, მორიგ მონატრებამდე kissing_heart

anisia
Gavbednierdi <3

ძალიან მიხარია. დიდი მადლობა kissing_heart

№7 სტუმარი ნეილო

ძალიან,ძალიან კარგი იყო.დასასრულიც მომეწონა.კარგი გოგო ხარ ანა.ველოდები ახალ ისტორიას

№8 სტუმარი Marta

ყოჩაღ. ბრაო

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნეილო
ძალიან,ძალიან კარგი იყო.დასასრულიც მომეწონა.კარგი გოგო ხარ ანა.ველოდები ახალ ისტორიას

დიდი მადლობა kissing_heart

Marta
ყოჩაღ. ბრაო

kissing_heart

№10 სტუმარი Guest სოფო

ყოჩაღ!!! წარმატებები ❤

№11 სტუმარი nz

saboloo jamshi momewonaa,ubralod mindoda kargi ambebi ufro vrclad yofiliyo.warmatebebi,veli axal istorias,magram Sanam ar dasruldeba ar wavikitxav(tu movitmine):)

№12  offline წევრი Merri

ძაანმაგარიიყოო

№13 სტუმარი Guest ნათია

უძაანმაგრესი იყო,სიტყვები არ მყოფნის

№14 სტუმარი Guest Sopia

Aio sityvebi ar myopniiis es ra iyooo dzz dzz magariiii . madloba sheen velodebi amaze kidev bevrad magar namushevaars

№15  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

გილოცავ ჩემო საყვარელოო დაბ დღეს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაშიი!რაც შეეხება ისტორიიას ეხლა წავიკითხე ბოლო ორივე თავიი უზომოდ კმაყოფილი და ემოციებით სავსეე ვარ ყველაფერი ისე კარგად და დეტალებში გქონდა აღწერილი ,ყველაფერი ისე რეალურად იყო მოფიქრებული ერთი წუთი ეჭვს ვერ შეიტანდიი რომ ფანტაზიის ნაყოფი იყო.ცოტა გულიც დამწყდა თან მინდოდა დასასრული თან მენანებოდა დასამთავრებლად .ყველამ ის მიიღო რაც დაიმსახურა .მადლობა შენ ასეთი სასიამოვნოო ისტორიისთვის ძალიან კარგიი ხარ და ეს ისტორიაც ისეთი კარგი იყო მართლაა მხოლოდ მის გამო შემოვდიოდი რომ წამეკითხაა.მოლოდინს გადააჭარბაა მადლობა შენ.

№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nz
saboloo jamshi momewonaa,ubralod mindoda kargi ambebi ufro vrclad yofiliyo.warmatebebi,veli axal istorias,magram Sanam ar dasruldeba ar wavikitxav(tu movitmine):)

Guest სოფო
ყოჩაღ!!! წარმატებები ❤

Meri Vaxtangadze
ძაანმაგარიიყოო

Guest ნათია
უძაანმაგრესი იყო,სიტყვები არ მყოფნის

Guest Sopia
Aio sityvebi ar myopniiis es ra iyooo dzz dzz magariiii . madloba sheen velodebi amaze kidev bevrad magar namushevaars

თქვენი სიტყვებით, რომ ვთქვა, მსოფლიოში ყველაზე მაგარი და უძაანმაგრესი მკითხველი მყავხართ. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო kissing_heart

ნიტა♡♡
გილოცავ ჩემო საყვარელოო დაბ დღეს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაშიი!რაც შეეხება ისტორიიას ეხლა წავიკითხე ბოლო ორივე თავიი უზომოდ კმაყოფილი და ემოციებით სავსეე ვარ ყველაფერი ისე კარგად და დეტალებში გქონდა აღწერილი ,ყველაფერი ისე რეალურად იყო მოფიქრებული ერთი წუთი ეჭვს ვერ შეიტანდიი რომ ფანტაზიის ნაყოფი იყო.ცოტა გულიც დამწყდა თან მინდოდა დასასრული თან მენანებოდა დასამთავრებლად .ყველამ ის მიიღო რაც დაიმსახურა .მადლობა შენ ასეთი სასიამოვნოო ისტორიისთვის ძალიან კარგიი ხარ და ეს ისტორიაც ისეთი კარგი იყო მართლაა მხოლოდ მის გამო შემოვდიოდი რომ წამეკითხაა.მოლოდინს გადააჭარბაა მადლობა შენ.

დიდი მადლობა მოლოცვისთვის kissing_heart განსაკუთრაბით გამახარა შენმა კომენტარმა. მიხარია, რომ მოგეწონა. თქვენც კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამ ისტორიას. გემშვიდობებით დროებით, თუმცა ეჭვი მაქვს რომ თქვენს გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ და იმაზე ადრე დაგიბრუნდებით ვიდრე თქვენ ელით kissing_heart

№17  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ანა გაოცებული ვარ. მართლაც რომ ბედნიერებისთვის ბევრი უნდა იბრძოლო, გაჭირვებასა და უსამართლობას გაუძლო ამის შემდეგ კი უფრო დააფასებ და უფრო გაუფრთხილდები მას.
საოცარი დასასრული იყო. წარმოვიდგინე პატარა მინდია და სალომე და გული გამითბა, სული კი მთლიანად შეივსო და ის ნაპრალები რაც უფროსი მინდიასა და სალომეს ტრაგიკულმა სიკვდილმა დამიტოვა ერთიანად ამოივსო.
საუკეთესო დასასრული იყო მამა ნიკოლოზისა და გიგა გიგაურის ერთობლივი ტანდემი. როგორც ყოველთვის კამათი, მაგრამ მაინც შევსებული ურთიერთობა.
საოცარი დასასრული იყო, ზუსტად ისეთი როგორსაც ვისურვებდი და როგორიც გეკადრება...

პ.ს. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს...
ეს ისტორია შეიძლება ითქვას შენს დაბადების დღეს შეივსო და იდეალური გახდა თავიდან ბოლომდე...

№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ

სალომე kissing_heart როგორ გამათბე შენი კომენტარით რომ იცოდე. უზომოდ მიხარია შენი სიტყვები, მგონი მართლა დავიჯერებ, რომ გამოვიდა wink ადრე ბევრი ვისაუბრეთ, ვისი გვარი უნდა ჰქონოდა თორნიკეს, მგონია მინდია და სალომე არაბულები, მიუხედავად თეკელესა და აკას დიდი ამაგისა, ნამდვილად იმსახურებდნენ საკუთარ შთამომავლებში სახელების გამეორებას, ერთგვარად ახალ სიცოცხლეს. რაც შეეხება გიგაურსა და ნიკოლოზს, ეს უცნაური წყვილი, ყველაზე საინტერესო პერსონაჟები მგონია. შეიძლება ვცდები, მაგრამ მათი განსხვავებული ხასიათებითა და ტემპერამენტით მე ძალიან მიზიდავდნენ. ვაღიარებ, მთავარი პერსონაჟების ხასიათებზეც კი არ მიფიქრია იმდენი რაც ამ ორ პერსონაჟზე. შენ ის იშვიათი მკითხველი ხარ, წინასწარ რომ ხვდებოდი ჩემს ჩანაფიქრს. ზედმეტად ჩემი და ზედმეტად ჩემეული kissing_heart უზომოდ მიყვარხარ და მიხარია, შენი დადებითი შეფასება kissing_heart

pandaLOL
sg sg sg maladec

smile გმადლობ

№19  offline წევრი ნინუცი

არ მინდა ძალიან კრიტიკული გამოვიდეს ჩემი კომენტარი და ეს შენი ისტორიაა შენი ნებაა...
მაგრამ ისეთ დასაწყისს ასეთი დასასრული არ ვიცი არ ვიცი.
მადლობა რომ გამაცანი ხევსური თორნიკე არაბული მე ის არასდროს დამავიწყდება და სულ მეყვარება...

№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
არ მინდა ძალიან კრიტიკული გამოვიდეს ჩემი კომენტარი და ეს შენი ისტორიაა შენი ნებაა...
მაგრამ ისეთ დასაწყისს ასეთი დასასრული არ ვიცი არ ვიცი.
მადლობა რომ გამაცანი ხევსური თორნიკე არაბული მე ის არასდროს დამავიწყდება და სულ მეყვარება...

კრიტიკული?! შენმა კომენტარმა ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა, კარგად იცი, რომ მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობელი ვიქნები თუ შელამაზების გარეშე მეტყვი რაც იფიქრე და რაც არ მოგეწონა.

№21  offline წევრი ნინუცი

murachashvili

ამდენ დადებით კომენტარში მე ვერაფერს ვიტყვი.
შენც იცი ის რომ ჩემი ფავორიტი ხარ. უბრალოდ არ ველოდი ხომ ხვდები ასეთ ცოტა არ იყოს ზღაპრულ დასასრულს.ეს კოშკში ჩაკეტვები და რავიცი. ისტორიის პირველი ნაწილი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის. უძალიანმაგრესი იყო. და ეს ბოლო თავები თითქოს შწნც ერთი სული გქონდა როდის დაამთავრებდი. მოკლედ მე შენ ძალიან მიყვარხარ და მაინც ყველაზე საუკეთესო ხარ

№22  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რა თქმა უნდა დადებითი კომენტარი მსიამოვნებს, თუმცა ნამდვილად არ მინდა სხვისი ზეგავლენის გამო, საკუთარი აზრი დამიმალო. ის რომ ბევრი აქებს, ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. არ მინდა რეალობის შეგრძნება გამიქრეს. ამაში კი ისევ მკითხველი უნდა დამეხმაროთ. რაც შეეხება დასასრულს. მუცოს თემა ნამდვილად დასაწყისშივე დაგეგმილი მქონდა. ცოტა ისტორიიდან გამომდინარე გიგაურის მიმართ შევიცვალე დამოკიდებულება, უბრალოდ ვეღარ გავიმეტე

და გამოგვივიდა კიდეც ცოტა ზღაპრული დასასრული. მე თორნიკეს, თხოკორეს ერთგულ მკითხველად გთვლი

№23  offline წევრი ნინუცი

ასეც არის... თხოკორო ჩემი საუკეთესო გმირია და მე ის მართლა მიყვარს.გამომდინარე იქიდან რომ ხევსურია და თან ჩემი საყვარელი თხოკოროა.

№24  offline ახალბედა მწერალი murachashvili

№25 სტუმარი სტუმარი მარინა

შეუდარებელი ხარ,ანა.მინდა წარმატებები და დიდი ბედნიერება გისურვო შემოქმედებით გზაზე.დაე,მკითხველის გულებისკენ ადვილად გაეგნოთ გზზ თქვენს ფიქრებს,ლამაზ ემოციებს.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent