სამი დღე დასასრული
- სანერვიულო არაფერია ბატონო სანდრო. გული ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე წაუვიდა. წნევაც და გლუკოზის დონეც სისხლში სტაბილურია. უკვე გონს მოვიდა და შეგიძლიათ ნახოთ. - მოახსენა ლამაზმა ექიმმა, რომელიც აშკარად ეპრანჭებოდა ნაკაშიძეს. - მადლობა ღმერთს. - ხელები ერთმანეთს შეატყუპა და ისე აღმოხდა ნაკაშიძეს. არც კი შეუმჩნევია ექიმის მომნუსხველი მზერა. მაშინვე ცაროს პალატისკენ გაემართა. გოგონას თვალები დახუჭული ჰქონდა. იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. ზუსტად იცოდა ისიც, რომ ეს ვიღაც სანდრო იქნებოდა. მაგრამ ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, რა ეპასუხა მისთვის. ამიტომაც თავის მომძინარება გადაწყვიტა. კარგად გაიგონა ექიმის სიტყვებიც. - ბატონო სანდრო, ვინ არის ეს გოგონა თქვენი? ბიძაშვილი? - დიახ. - უაზროდ უპასუხა ბიჭმაც. დარწმუნებული ვარ არც გაუგონია წესიერად რა ჰკითხა. ის მხოლოდ ცაროს ხედავდა იმ მომენტში და მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა გარკვევით. - ასეც ვიფიქრე. - სიხარულს ვეღარ მალავდა ქალი. იქნებ ყავა დაგველია, სანამ თქვენი ბიძაშვილი გაიღვიძებს? - დროის დაკარგვაც არ შედიოდა თურმე, მის გეგმებში. ცარო ბრაზისგან კანში ვეღარ ეტეოდა. ,,ვუყვარვარ ბიჭს, რომ ჰკითხო. არა, როგორ დაუჯერე ამ მექალთანეს ადამია. ბიძაშვილი არა? მე შენ გაჩვენებ სეირს.“ ფიქრობდა გულში. მომენტალურად თვალი გაახილა. სანდრო ჯერ კიდევ თავზე ედდგა. - სად ვარ? - იკითხა მინავლული ხმით. - ცარო, როგორ ხარ? რამე, რომ არ გტკივა? - თავზე ხელი გადაუსვა, შემდეგ კი, სახეზე მიეფერა ნაკაშიძე. - კარგად ვარ. ოდნავ თავბრუ მესხმის და თვალები მეწვის. სად ვართ? აქ რა გინდა? დაჩი სადაა? - აშკარად გეგმა ჰქონდა ადამიას. - ქობულეთში ვართ ცარო, დაჩის აქ რა უნდა? - გაუკვირდა ბიჭს. - ქობულეთში რა მინდა? მე და დაჩი სავაჭრო ცენტრში ვიყავით თბილისში. ან შენ როგორ გაჩნდი ჩემთან? - ხმა გაიმკაცრა ცარომ და ჯიქურ შეხედა თვალებში დაბნეულ ბიჭს. სანდრომ ექიმს მიაბყრო სასოწარკვეთილი მზერა. - ცარო, გამარჯობა. მე თათა ექიმი ვარ. გული წაგივიდა და თქვენმა ბიძაშვილმა აქ მოგიყვანათ. შეეცადეთ გონება და ძაბოთ. რა გახსენდებათ ბოლო? - მე და დაჩი ქალდანი თბილისი მოლში ვიყავით საყიდლებზე. სანდროს ქორწილისთვის ვემზადებოდით. წარმოდგენა არ მაქვს აქ, როგორ გავჩნდი. - ატირდა გოგო. გულში კი, გულში იცოცხლე, ზეიმი ჰქონდდა. ნაკაშიძესაც გაუხეთქა გული და ამ კეკლუც ექიმსაც თავზე ჩამოაფხრიწა ოცნებები. - უი, ბატონო სანდრო ქორწინდებით? - წარმოთქვა ნირწამხდარმა. - არც გახსენები ცაროსთვის მიეხედა. - ქალბატონო თათა, ვფიქრობ, სალაპარაკო გვაქვს. - სანდრო პალატიან გავიდა და ქალიც თან გაიყოლა. - ხომ მითხარიტ ყველაფერი რიგზეაო? რა ხდება? - თქვენ, მითხარით, რომ დაცემისას თავი არ დაურტყამსო არა? - დიახ. ფაქტიურად, არც დაცემულა. მკლავებში ჩამივარდა. - და რაზე საუბრობდით? - ეს თქვენ გეხებათ? - გაბრაზდა ნაკაშიძე. - მე, ნაკლებად. - წარბი ასწია გაბრაზების ნიშნად თათამ. - მაგრამ მასზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოახდინა, როგორც სჩანს და ტვინმა ინფორმაცია დაბლოკა. რამდენი დღის ინფორმაცია არ ახსოვს? - ბოლო 7 საათი. - ამოიოხრა სანდრომ. - მაშინ სანერვიულოც არფერი ბატონო სანდრო. განა, რა მოხდა იმ შვიდ საათში ისეთი, რომ უსიკვდილოდ უნდა ახსოვდეს? - სანდროს მწარედ ჩაეცინა. ბედი დასცინოდა რმერთთან ერთად. - როდის გაახსენდება? - იმედს ჩაებღაუჭა. - შესაძლოა, რამდენიმე საათში ან დრეში გაახსენდეს. ან... ან არასდროს. - მხრები აიჩეჩა თათა ექიმმა. - თუმცა, უმჯობესია თუ, გახსენებას არ დააძალებთ. რახან ემოციური შოკი მიიღო, შესაძლოა უარესი შედეგი მიიღოთ. - ამის დდშვც. - კედელს გამეტებით ჩასცხო მუშტი ნაკაშიძემ. - შეიძლება არ გაახსენდეს, მაგრამ ცოტა დრო გავა და თავიდან მიაწვდით ინფორმაციას. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე მზრუნველად მიეფერა თათა სანდროს. გართულებების თავიდან არიდების მიზნით, იმ საღამოს მაინც დატოვეს ცარო, საავადმყოფოში. ვერ იტანდა იქაურ სუნს და გულში ფიქრობა ახია ჩემზეო, მაგრამ მეორეს მხრივ ბენიერებისგან სკდებოდა სანდროს, წაშლილ სახეს რომ უყურებდა. მეორე დღეს, როგორც კი გაწერეს და მანქანაში ჩასხდნენ ნაკაშიძის წამება დაიწყო. სულ წვვეთ-წვეთად აზღვევინა, რაც კი მის გამო უნერვიულია. - ჩემთვის არ აგიხსნია აქ რატომ ვართ სანდრო? - შოკასთვის სიურპრიზის მოსაწყობად ჩამოგიყვანე. - არც ნაკაშიძეს დასჭირვებია ტყუილის მოსაფიქრებლად, სიტყვების ჯიბეში ძებნა. - რომ აღარ მახსოვს? - მოჩვენებითად მოიწყინა გოგომ. - აუ მაპატიე რაა. ჩემი ბრალია ყველაფერი. ხომ ხედავ თავს ვერ ვართმევ მოვალეობას და არ გინდა სხვა იპოვო? მე კი ფულს გადაგიხდი და გავსწორდებით. - მაინც რამდენს გადამიხდი? - საქმიანი იერი მიიღო ბიჭმა. - შენ რამდენი გინდა? - გარიგებას შენ, მთავაზობ. შესაბამისად ფასიც გეცოდინება. - არ დაუთმო სანდრომ. - შემიძლია 15 000 დოლარი მოგცე. აქვე, ჩანთაში მაქვს. სანაცვლოდ კი, შენ, ამ ცირკს დაასრულებ და ერთმანეთს აღარასდროს ვნახავთ. - ისეთი ხმა ჰქონდდა, თითქოს, დღე და ღამე ამაზე ეოცნება. - რამდენი? - ახარხარდა ნაკაშიძე. - 15 000. - მშვიდად უპასუხა გოგომ. - ანუ ესაა შენი ფასი. - ირონიად აიღვარა სანდრო. – ციფრებში აყვანილად შენი ფასი ცარო ადამია. როგორც სჩანს, მე მეტი მიღირხარ ვიდრე შენ საკუთარი თავი. 30 000 -ს გადაგიხდი და ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. - ცარო გაშრა. ისე დააბნია ბიჭმა, რომ ხმა ვერ ამოიღო. ამასობაში სახლშიც მივიდნენ. ცარო მაშინვე თავის ოთახში ჩაიკეტა და იმ დღეს აღარც გამოსულა. დილით ნაკაშიძის მკლავებში გაეღვიძა ცაროს. გაოცებისგან ლამის, თვალები შეუბლზე აუცოცდა. გემრიელად ჩაეკრა ბიჭს, გულში და მშვიდად ეძინა. - სანდრო! - შესძახა ხმამარლა. ბიჭმაც ეგრევე გაახილა თ ვალი. - აქ რას აკეთებ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შენ მე, ვინ გგონივარ? რა უფლებით ბედავ ამდენს? - ყველა კითხვა ერთად დააყარა და თან გაბრაზებისგან უკვე ცოფებს ყრიდა. - ოო, რამდენი კითხვაა. მიდი გაიქეცი, ყავა გამიკეთე და გპირდები, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კითხვაზე რიგრიგობით გიპასუხებ. - სანდრო, ნუ მეთამაშები. ვიცი, შეცომა დავუშვი, როცა ლეო ძნელაძეს, იმ საშინელ წინადადებაზე დავთანხმდი. მრცხვენია ჩემი საქციელის, რომლის გამოც შენს თვალში მსუბუქი ყოფაქცევის ქალის იარლიყი ავიკიდე. მაგრამ ხომ აგიხსენი ყველაფერი? ამდენ წამებას, ჯობდა ის სამი დრე არ გეპატიებინა და აღარც ვალში ვიქნებოდი შენთან. - არაადეკვატური იყო ცარო. - ასე უბედური ხარ ჩემთან? - იქვე მოკვდა ნაკაშიძე. - შენთან? რა შენთან სანდრო? მე შენთან ვარ? გულწრფელად მითხარი, ერთი მიზეზი მაინც რის გამოც ბედნიერი უნდა ვიყო. - მიყვარხარ. სიგიჟემდე მიყვარხარ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად და მგონი ეს მიზეზი ყველა სხვა მიზეზს მილიონწილად აღემატება. - ხმამაღლა უთხრა ბიჭმა. წამის მეასედში ზემოდან მოექცა და ცაროს ტუჩები შეისრუტა. არ და ვერ ეშვებოდდა, თითქოს ამ კოცნით სურდა თავის გულწრფელ გრძნობაში დაერწმუნებინა. - ახლა, ისევ გული რომ წაგივიდეს, არასოდეს გაპატიებ. - უთხრა ბოლოს და ცხვირის წვერზე აკოცა. შემდეგ თვალები დაუკოცნა გატრუნულ გოგოს, რომელიც ჯერაც შოკში იყო. - არაფერს მეტყვი? - ვეღარ მოითმინა და ისევ ტვითონ ჩაეკითხა. - გიპასუხებდი მეც, მიყვარხარმეთქი ბიძაშვილებში ამგვარი კავვშირი, რომ შეიძლებოეს. - მაინც არ დაინდო ადამიამ. - რას ბოდავ? - ვერ მიხვდა ნაკაშიძე. - მე და შენ, ხომ ბიძაშვილები ვართ? ასე არ უთხარი იმ ექიმს, გამწარებული, რომ გეპრანჭებოდა? - ტუჩები ზიზღით დაპრუწა ცარომ და ჭერს მიაჩერდა. თუმცა, არ უცდია სანდროს მკლავებიდან თავი დაეხსნა. - რა თქვი? - უცებ ტვინის ხვეულები გაეხსნა ნაკაშიძეს. - ანუ შენ? - დიახ. ანუ მე, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს და გაწვალებდი. საამისოდ მიზეზს არ მილევ. მექალთანე ხარ სანდრო ნაკაშიძე. შენს გვერდით სულ ვიღაც არის. სულ ვიღაცასთან გაქვს ფლირტი. შენ რომ გიყვარდე, ცერც კი შეხედავდი სხვას ისევე, როგორც მე ვერ ვხედავ ვერავის შენს გარდა. მაგრამ... - სანროს ტუჩებმა დაადუმა. არ აცალა სათქმელი დაესრულებინა. მან ხომ უკვე გაიგო ის, რაც სურდა. - შოკა, ჩემი მეგობარია, რომელიც 9 წელიწადია დაჩის უყვარს. როგორღაც დაადგათ საშველი და ქორწინდებიან. ის გოგონები, იმ ღამით, რომ მოვიყვანე შენ, რომ მოხუცებში გამგზავნე. ჩემი თანამშრომლები და ასევე მეგობრები არიან. ლიკუნას რაც შეეხება, ჩემი აზრი იცი. ის ექიმი კიდევ იმდენად უმნიშვნელო არარაობაა ჩემთვის, რომ არც მივიჩნიე საჭიროდ რამე ამეხსნა. მოეშვი ბუტიაობას და ეჭვიანობას. ამის მიზეზი არ გაქვს. არ გეტყვი, რომ ქალებში არ დადვდივარ მაგრამ... გპირდები, რომ შენ იქნები უკანასკნელი ქალი ჩემს ცხოვრებში. მინდა, რომ დღეიდან, ამ წუთიდან ჩემი ცოლი, ჩემი ცარო გერქვას... გთხოვ... გთხოვ ცარო. - გამიჭირება აღვწერო როგორი მზერა ჰქონდა ნაკაშიძეს, როცა საყვარელ ქალს ცოლობას სთხოვდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის ღრმა და გულწრფელ მზერას, სიყვარულით სავსეს საერთოდაც არ სჭირდებოდა სიტყვები. ცარომ ვერაფერი უპასუხა. უბრალოდ ვერ შეძლო. სიტყვები ვერ იპოვა იმ ბედნიერების გამოსახატად რასაც იმ წუთში გრძნობდა. უბრალოდ, მოეხვია. მთელი ძალით, მთელი არსებით. თითქოს მისი შესისხლხორცება ჰქონდა მიზნად. - მეც მიყვარხარ სანდრო ნაკაშიძე. ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად. თანახმა ვარ ამ წუთიდან მერქვას შენი, სულ შენი ცარო. - როგორღაც ამოხეთქა სათქმელი და ყელში აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.