შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 3


28-08-2021, 16:24
ნანახია 1 520

ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ანიტა მამას ესაუბრა და სთხოვა კომპანიის აქციების ნაწილი მისთვის გადაეცა . დიმიტრი ჩოხელმა ქალიშვილის სურვილი შეასრულა და გოგონას კომპანიაში მუშაობის უფლება მისცა. ლუკა მაჩაბელი ბატონი დიმიტრის ბრძანებებს ასრულებდა, ბიჭმა ერთი თვის მანძილზე დიმიტრი ჩოხელის ნდობა მოიპოვა. დიმიტრი ლუკას შვილივით არიგებდა და დიდი ინტერესით ისმენდა ბიჭის მოსაზრებებსაც. გიგაურები თავიდან ბოლომდე საქმეში იყვნენ ჩაბმულები. ნიკოლოზი ყველაფერს აკეთებდა, რომ არ ეფიქრა იმ ტკივილზე რასაც განიცდიდა.

-დღეს თათბირი გვაქვს,ნიკოლოზ!

-ვიცი მამა, ვფიქრობ დღეს ვერ შევძლებ მოსვლას.

-რას ქვია ,ვერ შეძლებ?-გაიკვირვა კაცმა ბიჭის უყურადღებობა.

-წასვლას ვაპირებ, მინდა დღეს დავამთავრო ის საქმე, რაც დიდი ხანია დავიწყე.

-შვილო...-კაცმა მზრუნველი სახით შეხედა შვილს, დიდხანს ფიქრობდა ეკითხა თუ არა შვილისთვის ის ,რაც სულს უჭამდა.-ჩოხელთან რა ხდება?

- რა უნდა ხდებოდეს მამა? ვფიქრობ, როგორ მოვუღო ბოლო.

-ჩოხელების ქალი ვიგულისხმე.-უფროსმა გიგაურმა გამოცდელად გახედა შვილს და ლოცულობდა მასში სიცარიელის გარდა,ვერაფერი დაენახა.

- ეგ გოგო რა შუაშია?

-ვფიქრობ...-

-ისინი ჩემი მტრები არიან, მთელი ჩოხელების ოჯახი.-ბიჭმა არ დააცადა მამას სიტყვა დაესრულებინა.

-ძალიან კარგი, რადგან ამ გოგოს მოშორება მოგვიწევს. დიმიტრი ჩოხელის ყველაზე დიდი ტკივილი მისი ქალიშვილია.- ირაკლი კმაყოფილი იჯდა,უხაროდა ვაჟის ამგვარი პასუხი.

-უფრო კარგი გეგმა მაქვს, დიმიტრი ჩოხელს საკუთარი შვილი მოუღებს ბოლოს.-კაცმა შვილს გაუღიმა, ჩაეხუტა და კაბინეტიდან გაისტუმრა.და მაინც,რა საზიზღარია ადამიანი.ჩვენთვის ყველაზე სანდო ადამიანები ცდილობენ ზუსტად ყველაზე დიდი ტკივილი მოგვაყენონ,რომ დაუსრულებელი სატანჯველისთვის გაგვწირონ და დაცემულებს ფეხზე წამოდგომის ძალა წაგვართვან. ნიკოლოზი ფიქრებს ოთახში შესულმა მეგობარმა მოსწყვიტა.

-ოო,ქალთა რისხვავ.-ნიკოლოზი გაახარა დიდი ხნის უნახავი მეგობრის სტუმრობამ. ფეხზე წამოდგა და ბიჭს გადაეხვია.

- რახდება აბა, როგორ ხარ?

-რავიცი ერეკლე, ამის დედა მოვ*ყან, დავიღალე.შენ, როგორ ხარ?

-აუ მეც , ძალიან ტრა*ში ვარ.

-რა ხდება შე*ემა?

-ოჯახური პრობლემები,დაიკიდე. შენ ის მითხარი,ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ?-გაეცინა ბიჭს.

-ღადაობ,რა დროს ცოლია?-ახარხარდნენ ბიჭები. ამ დროს ნიკოლოზ გიგაურის მობილური აწკრიალდა. ცხოვრება ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, არც ნიკოლოზის ცხოვრებაა გამონაკლისი. ბიჭმა ტელეფონს დახედა,შემოსული ზარი ვინმე “wild Queen”-ს ეკუთვნოდა.ბიჭი ყურებამდე გააღიმა დანახულმა.

-ბატონო.-სერიოზული ტონი დაიჭირა მოსაუბრესთან და არც მეორე მხარე ჩამორჩა სერიოზულობაში.

-შენთან სასაუბრო მაქვს.

-კარგად შენ ,ანიტ?-

-ლოკაციას გამოგიგზავნი.-გიგაურს პასუხის დაბრუნებაც არ აცადა,ისე გაუთიშა ტელეფონი და ცოტახანში ნიკოლოზის ტელეფონზე “wild Queen”-ისგან შეტყობინებაც მოვიდა.

-რა ხდება შე*ემა?-გაკვირვებული უყურებდა ერეკლე მეგობარს.

-ჩოხელმა დამირეკა.-ბიჭს გაეცინა მეგობრის შემხედვარე.

-თქვენი ისტორია არასდროს დასრულდება.

-მივდივარ, საღამოს გნახავ.-გიგაური მეგობარს დაემშვიდობა და დანიშნული ადგილისკენ აიღო გეზი.ვერ ხვდებოდა, რა საქმე ჰქონდა ჩოხელს მასთან. გამყინავი მზერა ჰქონდა გიგაურს,როგორც ყოველთვის.ერთი შეხედვით მასზე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ,თითქოს უგულო ადამიანი იყო და შესაძლებელია ღამე მონსტრადაც კი დაგსიზმრებოდათ. ადგილზე მისულს მანქანასთან აყუდებული ანიტა დახვდა. შავი ტყავის ქურთუკი და ჯინსის მომდგარი შარვალი მოხდენილად ედგა ტანზე.პირდაპირ მიმავალ მანქანას დაჟინებით უყურებდა,სიგარეტის კვამლში გახვეული ისე იდგა გეგონებოდათ ქანდაკება იყო.მხოლოდ,მაშინ გამოძრავდა,როდესაც გიგაურმა მანქანა ფეხებთან გაუჩერა.

-ეს რა ადგილია?-ავტომობილიდან გადმოსულმა პირველი ეს იკითხა.

-რაღაც მინდა გთხოვო.-გოგომ ბიჭის კითხვა დააიგნორა და სიგარეტის ნამწვი ფეხით გასრისა.

-ჩვენ მტრები ვართ , არ დაგავიწყდეს!-გიგაურმა გოგოს სიტყვები გაიმეორა და გამჭოლი მზერა მისკენ მიმართა.

-კარგი.- გოგომ წასვლა დააპირა, როდესაც ძლიერმა მკლავმა შეაჩერა და მისკენ მიიზიდა.

-გისმენ , რა გჭირდება?-სასწრაფოდ მოშორდა გიგაური გოგოს სხეულს და გარემო მოათვალიერა.ირგვლივ ტყე იყო,საკმაოდ გრილოდა.გარკვეული ადგილი მოტიტვლებული იყო,სწორედ ის ადგილი,სადაც ჩოხელი და გიგაური იდგნენ.მათთან ახლოს სახლი ბელეტაჟზე იდგა,ხოლო მათ წინ გასაოცარი ხედი იშლებოდა.იქ მყოფი ადამიანი ვერ იფიქრებდა,რომ დედამიწაზე იყო.თითქოს ხომ არაფერი,მაგრამ ისეთი სიწყნარე იყო,თბილისის ხმაურს შეჩვეული ადამიანისთვის სრული სამოთხე იყო ეს ადგილი.

-მინდა ჩემი პარტნიორი გახდე.-მტკიცედ მიუგო ჩოხელმა და ნიკოლოზს მოსწყვიტა თვალი.

-უკაცრავაად? - ბიჭს გაეცინა, არ სჯეროდა მოსმენილის. ანიტა ჩოხელი,დიმიტრი ჩოხელის ქალიშვილი პარტნიორობას სთავაზობდა.

-აქციების 25% ჩემია, მინდა მშენებლობა დავიწყო და შენ ჩემი მოკავშირე გახდე.-მოკლედ უთხრა სათქმელი გოგომ და გიგაურის პასუხს დაელოდა.

-რატომ მაინც და მაინც მე?

-მტერი ახლოს უნდა გყავდეს!-გოგომ ბიჭს თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.

-სისულელეა,მე და შენ პარტნიორები?-გაეცინა გიგაურს.-თან შენ სრულიად გამოუცდელი ხარ ამ საქმეში.

-კარგი მოსწავლე ვარ,გიგაური.-ამაყად ასწია თავი და დაამატა.-ერთადერთი ადამიანი ხარ,ვისაც...-სიტყვა შეუწყდა,დაუფიქრებლად წამოროშა და აღარ იცოდა,რით გაემართლებინა თავი.

-ვისაც ენდობი.-გიგაურმა დაასრულა დაწყებული.გოგო არ შეწინააღმდეგებია,იცოდა აზრი არ ჰქონდა.ყველაფერი ისედაც აშკარა იყო.

-სახლში შევიდეთ.-სიტუაციიდან თავის დაღწევა სცადა ჩოხელმა.

-ვისი სახლია?

-ღმერთო, რამდენ კითხვას სვამ?

-იქნებ ჩემს მოკვლას აპირებ.-ეჭვნარევი მზერით გახედა გვერდით მდგომ ჩოხელს.

-კარგია,თუ გაფიქრებ.-გაეღიმა გოგოს.

-შენზე ყოველთვის ვფიქრობ ანნ.-ეშმაკები უთამაშებდნენ ბიჭს თვალებში და დაუოკებელი სურვილი კლავდა,უნდოდა ჩოხელი მისი ყოფილიყო,კვლავ უნდოდა მისი გამხდარიყო ეს გოგო.

-მექალთანე ნაბი*ვარი ხარ.-ჩოხელმა სახლის კარი შეხსნა და ნიკოლოზი შეიპატიჟა

.სახლის შიდა ინტერიერი თვალში საცემი იყო,თითქმის ყველაფერი ხის იყო.ხის ჭერი და იატაკი ელეგანტურად და განსხვავებულად ყოფდა ვიზუალურად სამზარეულოსა და მისაღბ ოთახს და ტოვებდა იდეალურ შთაბეჭდილებას.სახლში ეგზოტიკური ხეები და ბუნებრივი განათება ქმნიდა ჯანსაღ გარემოს ნეიტრალური ფერების ფონზე. სამზარეულოში ხის იატაკი და ხის კარადები კლასიკურ, განსხვავებულ დიზაინს ქმნიდა.

-რამეს დალევ?

-კი.- ოთახში სიჩუმე გამეფდა, ხმას არავინ იღებდა. ბოლოს , ნიკოლოზმა დაარღვია მდუმარება, ბიჭის სასიამოვნო ბარიტონმამოიცვა გარემო.

-ანნ, უნდა ვილაპარაკოთ.-ბიჭი სავარძელში მოკალათდა.

-რაზე ? -გიგაური ცოტახანს ჩუმად იყო, გონებაში აწყობდა სათქმელს, ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ წამოდგა, გოგოს მიუახლოვდა, მისი ხელი ხელებში მოიქცია ,მათი ტანჯული და ამასთანავე ნანატრი თვალები ერთმანეთს გადაეკვეთა.

- მაპატიე. იძულულებული ვიყავი მომეკლა. მე შენ მინდოდი, მხოლოდ შენ. დემეტრემ კი, შენი თავი არ მომცა. უნდა წამეყვანე იმ ადგილიდან, იქ არ უნდა ყოფილიყავი.-გოგოს ლოყებზე ცრემლის წვეთები ჩამოუგორდა.მის წინ იდგა ბიჭი, რომელიც ასე ძალიან სტკენდა გულს და მაინც ასე საშინლად ენატრებოდა.ანიტას ასეთი ნიკოლოზი არასდროს ენახა, განადგურებული , ძირს დაცემული , გულ'მოკლული. კითხვები არ დაუსვამს, არაფერი უკითხავს, უბრალოდ იდგა და უყურებდა, უყურებდა მის წინ მდგარ ბიჭს.ერთმანეთის წყურვილი კლავდა ორივეს. ტანჯავდათ ის ფაქტი,რომ ასე ხელშესახებად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ვერ ეხებოდნენ. ბოლოს ცდუნებას ვეღარ გაუძლო გიგაურმა, მის ტუჩებს დაეწაფა ისეთი სიმხეცით,რომ გოგონას ისედაც სქელი ტუჩები უფრო დაუსია.ორივე ხვდებოდნენ,რომ ეს შეცდომა იყო და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათ შორის მიზიდულობა,შეუძლებელი იყო ამ ძალას გამკვლავებოდი. დიმიტრი ჩოხელი და ირაკლი გიგაური მშვიდად იყვნენ, იჯდნენ და გეგმებს აწყობდნენ, როგორ მოეღოთ ბოლო მტრისათვის. რას წარმოიდგენდნენ ,რომ მათი საყვარელი შვილები ყველას წინააღმდეგ წავიდოდნენ და მათი სახით ახალ მტერს შეიძენდნენ. ცხოვრებაში ყველა ვთამაშობთ, მიზეზები ბევრია, მაგრამ ბოლო ერთი. ვიტყუებით , რადგან არ ვატკინოთ, არ გვეტკინოს, ან პირიქით იმისათვის, რომ ბოლო მალე მოვუღოთ. ბოლოს კი მაინც ჩვენ ვრჩებით დაბინძურებული , გულნატკენი, დანაკუწებული. ვეღარ ვცნობთ ჩვენს თავს, რა ვუქენით იმ ადამიანს ,რომელიც ჩვენში ცხოვრობდა, სად დავკარგეთ, სად დავმარხეთ ან ის გრძნობები სად დავმარხეთ, ის წრფელი და ლამაზი გრძნობები, რომლებიც გვაძლიერებდნენ. ყველაზე საზარელი გრძნობა იცით, რა არის? შურისძიება. ირაკლი გიგაური მეუღლის სიკვდილში დიმიტრის ადანაშაულებდა. დიმიტრი ჩოხელის თვალწინ მოიკლა თავი ულამაზესმა მარგომ. მარგო და დიმიტრი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამბობდნენ, "რომ გავიზრდებით , ჩვენ ვიქორწინებთ და ძალიან დიდი და ლამაზი ოჯახი გვექნებაო." მაგრამ ბედისწერა, რასაც ისურვებს ის მოხდება. მარგო წამოიზარდა და ოჯახმა გიგაურების უფროს ვაჟზე, ირაკლიზე დააქორწინა. ერთი წელი არ იყო გასული, რომ დიმიტრიმაც ცოლი მოიყვანა. მარგო ვერ უძლებდა უსიყვარულო ოჯახში ცხოვრებას, მას მხოლოდ ერთი უყვარდა და ეს იყო დიმიტრი ჩოხელი. სამი წლის შემდეგ მარგო დიმიტრისთან მივიდა, უთხრა გავიპაროთო, ყველაფერი დავივიწყოთ და წავიდეთო. დიმიტრისაც და მარგოსაც შვილები ჰყავდათ, ამიტომ დიმიტრიმ ოჯახური მოვალეობების გამო უარი უთხრა,არადა ღმერთმა იცის,როგორ ძალიან უნდოდა მარგოსთან ერთად წასვლა. ამის გაგონებაზე მარგომ იარაღი შუბლზე მიიბჯინა და მისი სული სხეულს გამოეყო. გაგიჟებული დიმიტრი ბოლთას სცემდა, არ იცოდა რა ექნა, როგორ დაევიწყებინა საბრალო მარგო. დიდი ხნის შემდეგ მათმა შვილებმა გაიცნეს ერთმანეთი, შეიყვარეს , მაგრამ დიმიტრისა და ირაკლის მტრობამ ეს ორი ახალგაზრდა შეიწირა.

-ეს არ შეიძლება.-ბიჭის ტუჩებზე ამოიჩურჩულა ჩოხელმა და ნიკოლოზის სხეულს მოსწყდა.

-მართალი ხარ.-დაეთანხმა გიგაური და წასასვლელად გამზადებული კედელთან ატუზულ გოგოს შეხედა.

-თანახმა ვარ,პარტნიორო.-ეს უკანასკნელი თქვა და ჰაერ დამძიმებულ სახლს მოშორდა.სახლს სადაც უამრავი გრძნობა და ემოცია ირეოდა.





***



სახლში დაბრუნებული ანიტა ჩოხელი თავის ოთახში მიღწევას და შხაპის მიღებას ლამობდა.მისი სხეული, რაღაც უცხო გრძნობას მოეცვა.ადრენალინის მოზღვავება იგრძნო სახლის კარის შეღებისას,უკვე მერამდენედ დაატყდა თავს ეს უკანასკნელი. ცდილობდა არ შეემჩნია მასში მობობოქრე გრძნობები,რომლებიც ერთი მეორეს ენაცვლებოდა და სრულ განუკითხაობას ქმნიდა.შუა ივნისის მშვიდი საღამო იდგა.თბილისი ისეთივე ცოცხალი იყო,როგორც ყოველთვის.მხოლოდ ჩოხელების სახლში დაკარგულიყო სიცოცხლისა და სიმშვიდის ფასი.სახლში შესულმა სულის შემძვრელი ჩახუთულობა იგრძნო და რაღაც არა სასიამოვნოს მომლოდინე ოთახისკენ დაიძრა.

-ანიტა!- ოთახში დაიგრგვინა დიმიტრი ჩოხელის გამყინავმა ხმამ . გოგონა მამისკენ შეტრიალდა და კიდევ ერთხელ იგრძნო ადრენალინის მოზღვავება.ნელა მოაწვა სხეულში ადრენალინის ჭავლი,უმოწყალოდ გაყინა ორგანიზმში გამჯარი სითბო და მუშტები შეკრა იმდენად ძლიერად,რომ ტკივილის გრძნობით ტანში გაჟრჟოლა.

-დიახ.-სიმშვიდის შენარჩუნება სცადა.

-სად იყავი?-ქვემოდან ახედა გამომცდელი მზერით შვილს.აშკარად ეტყობოდა საკუთარ თავში დიდი ომი ჰქონდა გაჩაღებული.

-სერგის ვესაუბრებოდი.-გოგომ მამის კლანჭებიდან თავის დაღწევა სცადა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა მისი მცდელობა და ისედაც გაღიზიანებული დიმიტრი,უფრო განარისხა.

-ნუ მატყუებ , ანიტა!-კაცმა ტემბრს აუწია და მუშტი კედელს დაარტყა.ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა. ანიტა სრულიად კანკალს აეტანა და შიშისგან ტუჩები უცახცახებდა.

-მამა...-მძლივს გასაგონად ამოიკნავლა გოგომ

-ნიკოლოზ გიგაურთან რა გესაქმება? არ იცი ის ვინ არის?-ზიზღით ამოთქვა კაცმა და შვილს პასუხის მომლოდინე მიაჩერდა.გოგომ მამას თვალი აარიდა და კაცის გვერდით მდგომ ლარნაკს მიაჩერდა.

-ხმა ამოიღე!-უფრო და უფრო ემატებოდა ბრაზი კაცს.

-მამა, გთხოვ.-ლოყები შეუსველდა უმცროს ჩოხელს.

-გიკრძალავ, გიკრძალავ ნიკოლოზ გიგაურთან კონტაქტს!-იმედგაცრუებულმა ერთი შეხედა გოგოს და ზურგი აქცია.

-გეყოფა! - შვილი დიდხანს ცდილობდა მოეთმინა მამის ყვირილი, მაგრამ ვეღარ მოითმინა.კაცი შეტრიალდა,ანიტას ხმამ მის სულში შეაღწია და იმდენად დიდი ჭრილობა მიაყენა,მისი შეხორცება შეუძლებელი იქნებოდა.გოგომ მუშტი შეკრა და მშობელს თვალებში ჩახედა.ეს პატარა სხეული ისევ ცახცახს აეტანა. ბატონი დიმიტრი გააკვირვა შვილის ასეთმა უპატივცემულო საქციელმა. -გეყოფა, დავიღალე , გესმიის ? დავიღალე, დავიღალე შენი საქმეებით, დავიღალე სახლით, დავიღალე ამ ცხოვრებით, დავიღალე აკრძალვებით და დავიღალე შენით! შენი ბრალია, შენი ბრალია ,ჩემი ეს ცხოვრება,შენ წამართვი ჩემი ცხოვრება, შენ წამაქციე და მას შემდეგ წამოდგომას ვლამობ, მაგრამ უშედეგოდ. არ შემიძლია, არ შემიძლია, რადგან წიხლს მაჭერ ყოველ ჯერზე, ყოველ ჯერზე მთელავ, მანადგურებ და ამას მხოლოდ ერთხელ კი არა,ყოველ ჯერზე აკეთებ . შენ მხოლოდ შენი თავი გადარდებს, ამას უკვე დიდი ხანია ამტკიცებ.ჩემგან რას ითხოვ?მუდამ ის 10 წლის მორჩილი ბავშვი ვიყო,რომელიც ყველაფერს აკეთებდა,რასაც ეუბნებოდი?იცი, შეიძლება შენ ვერ ამჩნევ,მაგრამ გავიზარდე.უკვე 21 წლის ვარ და ყოველ ჯერზე ისე მტუქსავ ,თითქოს პატარა გოგონა ვიყო. მიკრძალავ ნიკოლოზთან ურთიერთობას? შეიძლება გიგაურების ოჯახი შენი მტერია, მაგრამ ჩემი არ არის. -კაცმა დიდხანს ითმინა შვილის ეს სითავხედე, ბოლო სიტყვებმა მასში მხეცი გააღვიძა.ანიტას მამის მოქნეული ხელი მოხვდა და ინერციით ძირს დასცა.დიმიტრი ჩოხელმა შვილზე ხელი აწია, მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად დაარტყა შვილს და ისეთი სულის შემძრელი ტკივილი იგრძნო კედელს ,რომ არ მიყრდნობოდა ისიც აუცილებლად წაიქცეოდა.ვერ უყურებდა შვილს,რომელსაც სახე ტკივილისგან დამანჭვოდა და ფეხზე წამომდგარი გასასვლელისკენ ისე მილასლასებდა, თითქოს სასიცოცხლო ძალა ვიღაცას წაერთმია და უკანასკნელი ძალ-ღონით ცდილობდა ოთახის დატოვებას.ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ისევ უკან მდგომი კაცისკენ გაიხედა და უფრო დიდი ტკივილი იგრძნო.

-ცხოვრებაში მშობლებს ვერ ირჩევ, მაგრამ მტრის არჩევა შეგიძლია!-ოთახში მარტო დარჩენილმა თავი,რომ მარტო იგულა კედელს მოშორდა,სინანულისგან გამოწვეული ცრემლები მოიწმინდა და კვლავ ისეთივე სიამაყით შევიდა თავის კაბინეტში,როგორც ყოველთვის.

--------------------------------
ჩემო საყვარლებო ველი თქვენს შეფასებებს.ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდე ახალ თავს საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იმდენი ემოციები არის აღწერილი ამასაც ნიჭი უნდა შემეცოდა ანიტა და გიგაური მშობლების ცოდვებზე უნდა აგოს პასუხი მადლობა წარმატებები ????

 


№2  offline წევრი ანი ვეშაგური

გმადლობ❤️✨

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვეთანხმები მართლაც რომ ნიჭი უნდა ასე გადმოცე ყველა ემოცია.წარმატებები❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი კეკე

ვკითხულობ და მართლაც იმდენი ემოციებია თავმოყრილი ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent