შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 4


29-08-2021, 18:11
ნანახია 1 223

მეორე დღე ანიტას ცხოვრებაში ყველაზე საშინელი და ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ამ დღეს მან იგემა ღალატის გემო. ღალატს თავისებური მძაფრი სუნი აქვს , ამას ვერასდროს დაივიწყებ, მუდამ გემახსოვრება. შენს ფიქრებში შემოიჭრება და არ მოგცემს იმ ადამიანისკენ გულის მობრუნების უფლებას, რომელმაც ღალატისთვის გაგიმეტა. და თუ მოგიბრუნდა , ისე ვეღარასდროს შეხედავ,როგორც უწინ.

-ქალბატონო ანიტა!- კაცის უხეში ხმა ჩაესმა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფს და როდესაც გაიაზრა ,რა გდებოდა უმალვე თვალები აჭყიტა. ბატონი დიმიტრი არასდროს შედიოდა ქალიშვილის ოთახში,გარდა გამონაკლისებისა. ოთახში დაძაბულობა გამეფებულიყო,ხოლო დიმიტრი ჩოხელის მრისხანე გამომეტყველება უფრო ჰმატებდა ელფერს ამ უკანასკნელს.გოგოს გულმა ბაგაბუგი ატეხა,ალბათ ცოტაღა აკლდა და სხეულს დატოვებდა.საბოლოოდ მძლივს ამოილუღლუღა.

-გისმენ.-გოგო წამოდგა და წინ მდგომ კაცს მიაჩერდა,რომელსაც ხელში გაზეთი დაეხვია და ანიტას ზედაც არ უყურებდა.ამ მომენტში უმცროს ჩოხელს უნდოდა,რომ მის ქვეშ მიწა გახლეჩოდა და შიგ ჩაეტანა.როგორ ტკივილს აყენებდა მშობელი თავისი საქციელით.განა თვითონ არ იცოდა,რომ ასეთი მოპყრობა ქალიშვილს ანადგურებდა,მაგრამ ასეთი იყო დიმიტრი ჩოხელი.რა უნდა მომხდარიყო,რომ უფროსი ჩოხელისგან თბილი სიტყვა დაგემსახურებინა ან და უბრალოდ მომღიმარი დაგენახა.წრფელი გულით მომღიმარი.

-ეს აიღე და წაიკითხე!- კაცმა გაზეთი მიუგდო გოგოს და დაამატა.- ცხოვრებაში მშობლებს ვერ ირჩევ, მაგრამ მტრის არჩევა შეგიძლია.-კაცმა ოთახი დატოვა და კარი გაიჯახუნა. ანიტა კარს უყურებდა, საიდანაც დიმიტრი ჩოხელი გაუჩინარდა. Როდესაც მზერა კარს მოსწყვიტა და გაზეთის პირველ გვერდზე გადაიტანა მუცლის არეში ტკივილმა იმატა.გულმა დარტყმები გამოტოვა,პირი გაუშრა და ფილტვებში არსებული ნახშირორჟანგი მძლივს გამოათავისუფლა. დიდხანს უყურებდა გაზეთის პირველ გვერდს აკანკალებული და ღონე გამოცლილი, სადაც მისი ერთადერთი დაქალის და იმ ადამიანის სურათი იყო,რომელიც გახშირებული პულსაციის და მუცელში ლამაზად მოფარფატე პეპლების ავტორი იყო. გრძნობა დაეუფლა,რომელსაც ახასიათებს ღრმა მწუხარების მდგომარეობა.თვალები ოთახს მოავლო.თვალებით ეძებდა იმ აბებს,რომელიც ექიმმა ერთ-ერთი ვიზიტის დროს გამოუწერა სულიერი მდგომარეობის გამოსასწორებლად.მზერა თაროებზე შეაჩერა, ბარბაცით მისკენ გაემართა და მედიკამენტის პატარა კონტეინერიდან ორი აბი მის ხელში აღმოჩნდა.ანერვიულებულმა აბები პირში მოიქცია და ცივი წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა. გული ლამის ამოუვარდა და თვალებ ამწვარმა ტკივილით დააჭირა კბილები ქვედა ტუჩს,როდესაც გაზეთზე გამოსახული ნაცნობი სილუეტები დაინახა კვლავ.

" ვინ არის ნიკოლოზ გიგაურის საცოლე?

ნიკოლოზ გიგაური, როგორც მოგეხსენებათ ირაკლი გიგაურის ვაჟია. ნიკოლოზი კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა და დღეს დილით სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც თავად ნიკოლოზ გიგაური და ნატალი ბაციკაძე არიან. აქამდე წყვილი არავის შეუმჩნევია,თუმცა ამ ინფორმაციას ნიკოლოზი ადასტურებს და ამბობს რომ ნატალი მისი მეუღლე გახდება. ვინაიდან ასეთი სიტუაცია უკვე იყო და შემდეგ კრახით დასრულდა , ხალხს ეჭვი ეპარება ამ ურთიერთობის განვითარებაზე. მოგახსენებთ რომ ბატონი ნიკოლოზს გასულ წელს ურთიერთობა ჰქონდა, ანიტა ჩოხელთან. ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა ანიტას და ნიკოლოზის შეხვედრა გუშინ საღამოს. ჯერჯერობით ამის შესახებ ანიტა ჩოხელი კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ნატალი ბაციკაძეს, იგი ანიტა ჩოხელის მეგობარი არის. რა მოჰყვება ამ ურთიერთობას ანიტასა და ნატალის შორის ჯერ არ ვიცით , თუმცა მალე გავიგებთ. ჟურნალის სახელით ვულოცავთ ამ საოცარ წყვილს გაბედნიერებას. "

ჭიშკართან უამრავი ჟურნალისტი ირეოდა და ელოდნენ სახლიდან გამოსულ მსხვერპლს.ჩოხელს სახლში გაჩერება აღარ შეეძლო.იმდენად გადაღლილი იყო ამდენი ემოციით,რომ ცოტაღა აკლდა გაგიჟებამდე.ტანზე ტანისსამოსი მოირგო და საკუთარი ტკივილებით სავსე ოთახი დატოვა.იმ ოთახში ჩაკლა საკუთარი თავიც და საოცარი თავდაჯერებით მიიჯახუნა უკან დატოვებული ოთახის კარი.გაეღიმა კიდევაც საკუთარ საქციელზე.სახლიდან გასულს წინ ლუკა მაჩაბელი აესვეტა.

-ქალბატონო ანიტა,მამათქვენმა მიბრძანა მე წაგიყვანოთ ყველგან,სადაც მოისურვებთ.

ჩოხელი თავის დაქნევით დაეთანხმა წინ მდგომს და ბიჭთან ერთად იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს დაბრკოლება შეექმნათ და გზა გადაეკეტათ.თვით ჟურნალისტების ხახაში ჩავარდა და ლუკა მაჩაბელიც თან გაიყოლა. ჟურნალისტები ათას კითხვას სვამდნენ, მაგრამ პასუხს ვერც ერთ კითხვაზე იღებდნენ. ანიტამ მაჩაბელს შეხედა , გაიღიმა და ახლოს მივიდა.

-ყველაფერი კარგად არის.-ბიჭი გაურკვევლად უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რას აპირებდა მის წინ მდგარი მშვენიერი ქალი.მხოლოდ მაშინ მიუხვდა ჩანაფიქრს, როდესაც ჟურნალისტებისკენ მიმავალი დაინახა.

-მინდა გითხრათ რომ ნიკოლოზ გიგაურის ურთიერთობები არ მაინტერესებს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ.- გაიღიმა და გააგრძელა. - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ვინ იქნება ნიკოლოზის საცოლე , რადგან დასასრული არის დასასრული.- ჩოხელმა სიტყვა დაასრულა, ცნობისმოყვარე ჟურნალისტების რიგები გაარღვია და ავტომობილში თამაშისგან ძალა გამოცლილი ჩაესვენა.ავტომობილი ადგილს მოსწყდა და ჩოხელების სასახლე უკან მოიტოვა.სასახლე,რომელიც მხოლოდ გარეგნულად იყო მშვენიერი,ხოლო შიგნით სრული სიბინძურე სუფევდა.

“კიდევ,რას მიმზადებ ღმერთო?” ჩაფიქრებულზე ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ჩოხელს.

-ლუკა,ვერც კი წარმოიდგენ,როგორი ბედნიერი ხარ.-მაჩაბელმა უკან მჯდომ გოგოს გახედა,თუმცა მალევე მოსწყვიტა თვალი და მზერა ჰორიზონტს გაუსწორა.

-ვერ მიგიხვდით,ქალბატონო.-გულახდილად უპასუხა უკანასკნელმა.ჩოხელს კვლავ გაეღიმა.

-დაივიწყე.-ესღა თქვა და კვლავ დუმილი ჩამოწვა.





***

-რა გააკეთე? -ტელეფონიდან სერგის ყვირილის ხმა ისმოდა.

-რა გინდა?

-სულ გაგიჟდი, ხომ? გოგო რაებს აკეთებ? ხვდები რომ ცხოვრებას ინგრევ? ეს დედა მოტ*ნული,რაზე ფიქრობ?

-რა ჯანდაბა გინდა,სერგი?

-სად ხარ? უნდა გნახო. სასწრაფოდ უნდა გნახო!-დაუღრინა ბიძაშილს და ტელეფონში წყვეტილი ზუმერის გაგონებისას მიხვდა,რომ ზარი გაწყვიტა.

-დედას შე*ეცი.-ბიჭმა იქვე მდომ სავარძელს ფეხ ჰკრა და ოთახიდან გავარდა, როცა ანიტას ადგილსამყოფელი გაიგო.

*****

ანიტა ჩოხელი სუფთა ჰაერს ფილტვებში უშვებდა და ტკბებოდა იმ სიწყნარით, რომელიც ირგვლივ სუფევდა.იმაზე კარგად იყო,ვიდრე ფიქრობდა რომ იქნებოდა. სიმშვიდე მისთვის დამახასიათებელი იყო,რაც არ უნდა მომხდარიყო ტირილში პოულობდა შვებას.იტირებდა და შემდეგ ჩვეული სიდინჯით გააგრძელებდა ცხოვრებას.ფიქრებში იყო გართული,როდესაც ზურგს უკან სერგის ხმა გაიგო და მისკენ შებრუნდა.

-ანიტა!-გოგოსგან განსხვავებით სერგის არაფერი ეტყობოდა სიმშვიდის.-რა გააკეთე?

-გადაწყვეტილებების მიღება მარტივი გგონია, არა?-ანიტამ ბიძაშვილს ყურადღება არ მიაქცია და ჩვეული სიმშვიდით დაიწყო საუბარი.გგონია ძალიან ადვილია ყველაფერი ,არა? ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორ გგონია , რას გააკეთებდი ჩემს ადგილას რომ იყო? შეძლებდი მეგობრის მტრისგან გარჩევას? მოულოდნელად შენთვის საყვარელ ადამიანს ეს რომ გაეკეთებინა, რას გააკეთებდი? ყველაფერს აპატიებდი ? ზუსტად გუშინ მის გამო დიმიტრის შევეწინააღმდეგე, ცხოვრებაში პირველად ამოვიღე ხმა და დავიცავი ეს სიმწრით ნანოლიავები გრძნობა. ახლა რა მოხდა? დღეს თავისი ხელით მომიგდო ჟურნალი, რომლის პირველ გვერდს მათი ფოტო ამშვენებდა. თავს დამცირებულად ვგრძნობ, მგონია რომ გუშინ მამაჩემის თვალში საბოლოოდ დავეცი. და რას მთხოვ? დამნაშავე ვარ და ამაში არ შეგედავები,მაგრამ გთხოვ გამიგე.ისედაც ბოლო მოღებულს,უფრო ნუ მომიღებ ბოლოს.-ბიძაშვილის სიმშვიდე მოქმედებდა მასზეც.უყურებდა ანიტას უძირო თვალებს და მასში ხედავდა მხოლოდ იმ ტკივილს,რომელსაც ასე ოსტატურად მალავდა.

-ანნ

-გთხოვ ,სერგი წადი აქედან. ლაპარაკი არ მინდა არავისთან. ჩემი ცხოვრებაა და მომეცი უფლება საბოლოოდ გავანადგურო,თუ ასე მომინდა.

-ნიკოლოზ გიგაურის პარტნიორი გახდი.გაგიჟდება დიმიტრი!

-იქნებ ასეც უნდა ყოფილიყო.ცხვირი უნდა წავიმტვრიო,რომ ვისწავლო გიგაურის ნდობა არ შეიძლება.

-მერამდენედ უნდა წაიმტვრიო?-ბიჭს გაეღიმა.

-ოო,კარგი რა სერგი.გთხოვე მარტო დამტოვე თქო და შენ იმის მაგივრად,რომ თხოვნა შემისრულო,უფრო მიშლი ნერვებს.-ბავშვივით აბუზღუნდა ანიტა.

-ბიძაშვილო...

-ვერც კი წარმოიდგენ, როგორი მტკივნეულია ამ ყველაფრით ცხოვრება.-მწარედ ჩაეღიმა გოგოს და თაფლისფერები შეანათა ბიძაშვილს.

-შენ თვითონ თქვი, შენი ცხოვრებაა. დაე გაანადგურე.

-ვითომ უფლებას მაძლევ გავინადგურო თავი და ამას უმოქმედოდ უყურებ?ნუ მაცინებ სერგი.-გულწრფელად გაეცინა ანიტას ბიჭის ნათქვამზე.

-დარწმუნებული ხარ,რომ მარტო გინდა დარჩენა?

-კი-სერგიმ ბიძაშვილი ჩაიხუტა და გოგონაც პატარა ბავშვივით გაინაბა მის მკლავებში.

-წავედი და ჭკვიანად იცოდე!-გოგოს თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა.-მიყვარხარ, ხო იცი?

-მეც მიყვარხარ, ხო იცი?-დიდხანს უყურა ჩოხელმა წინ მიმავალ სილუეტს და როდესაც გაუჩინარდა ხის სახლში შევიდა.საღამოს სუსხმა აიძულა ცხელი ჩაით გაეთბო თავი და იქვე სავარძელში კომფორტულად მოკალატებულმა წიგნი მოიმარჯვა ხელში.




***

ანიტას წინ "საყვარელი წყვილის" ქორწილის მოსაწვევი ბარათი იდო. გოგონა გაშეშებული სახით, ჩასიებული თვალებითა და უძალო სხეულით მოკალათებულიყო სავარძელში და უყურებდა ფურცლის ნაგლეჯს, რომელიც ასეთი დამამცირებელი იყო მისთვის. რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის უბრალო სიფრიფანა ქაღალდსაც კი.ნეტა იცოდეთ,როგორ სტკიოდა გული.ვერ იჯერებდა მისი დაქალის და საყვარელი მამაკაცის ქორწილის მოსაწვევი,რომ ედო წინ.ამ რამოდენიმე დღეში ანიტა ჩოხელის ფსიქიკა არასტაბილური იყო.შეეძლო ეცინა გულიანად და წამში ისტერიული ტირილი მოერთო.სერგი უყურებდა ბიძაშვილს და სტკიოდა,ანიტა სტკიოდა.გული უკვდებოდა ბიძაშვილის შემხედვარეს და არ იცოდა, როგორ გამოესწორებინა ეს მდგომარეობა.რამდენჯერმე უთხრა სენს ფსიქოლოგს დავურეკოთო,მაგრამ გოგო მტკიცე უარზე იყო.

-რა გინდა?- წაიბურტყუნა გოგომ, როდესაც ოთახში შემოსული სერგი შენიშნა.

-მაინტერესებდა, როგორ იყავი, მაგრამ უკვე გავიგე.-ბიჭმა ნაძალადევად გაუღიმა და გოგონას მიუახლოვდა.

-აჰჰ...-ანიტამ ხელი ჩაიქნია და ღვინის ბოთლი მოიყუდა.ისე იქცეოდა,თითქოს არაფერი ხდებოდა,თუმცა ვერ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას და ნერვიულად ბორგავდა ოთახში.

-ნუ სვამ ამდენს!-სერგის მკაცრმა ტონმა გაარღვია ოთახში სიმშვიდე და გოგოს ბოთლი გამოჰგლიჯა ხელიდან

-რა გინდა, სერგი? თუ ჩემთან ყოფნა გინდა უბრალოდ ჩუმად იყავი ,თუ არადა გაეთრიე.-მრისხანებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ანიტა და ისეთ აუტანელ ტკივილს გრძნობდა,ეგონა ვეღარ გაუძლებდა და იქვე გააპნევდა სულს. ერთადერთი ტკივილისგან გასაქცევი გოგომ ალკოჰოლი იპოვა და იმდენად თავის წამლად მიიღო,რომ მის გარეშე ვეღარ ძლებდა.ადამიანი თავის ცუდ ჩვევას მაშინ პოულობს,როდესაც დაუძლურებულია და სიმშვიდის ძიებაში თავს იღპავს. ვფიქრობთ პრობლემებს გავურბივართ,თუმცა ამით უფრო მეტს ვიმატებთ და იმდენად დამოკიდებულები ვხდებით ჩვენს “მშველელზე’,რომ მის გარეშე არც ერთი წამი აღარ გვინდა.

-ჩუმად ვიყო? -სიმწრით ჩაეცინა ბიჭს.- როგორ ვიყო ჩუმად , როდესაც ვხედავ როგორ ეცემი და ნადგურდები? როდესაც ვხედავ როგორ ტკივილს განიცდი და არ შემიძლია დახმარება და რატომ? იმიტომ რომ ახლოს არ მიშვებ. აქ თუ კითხვა უნდა დასვას "რა გინდა?" ეს მე ვარ ანნ. რა გინდა გამაგებინე?-სიბრაზისგან ძარღვებში სისხლი მოაწვა,გაფართოვებული ძარღვები მის სხეულზე ისე დაიკლაკნა,როგორც ელვა.დაჟინებით უყურებდა სიფრიფანა გოგოს,რომელიც უფრო დასუსტებულიყო და თრთოლვას აეტანა.

-ვერ გაიგებ.-ამ უკანასკნელის გაგონებაზე მრისხანე ბიჭის სიბრაზემ კულმინაციას მიაღწია.-დედას შე*ეცი-ლარნაკის მსხვრევისგან გამოწვეულმა ხმამ ისედაც შეშინებული ანიტა,უფრო შეაშინა.გოგოს თავის ძლიერმა ტკივილმა შეახსენა თავი, საწოლთან ბარბაცით მივიდა და კუთხეში ჩამოჯდა.

-აი ისევ. ისევ არ მიშვებ ახლოს , რომ დაგეხმარო, ისევ გამირბიხარ.-სერგი ბრაზს ანთხევდა ყველაფერზე,რასაც კი თვალს მოჰკრავდა.მთელი ოთახი სხვადასხვა ნივთების ნამსხვრევებს მოეცვა.სწორად ასე იყო ანიტა ჩოხელის შინაგანი სამყარო,დამსხვრეული, დანაკუწებული,დაქუცმაცებული.ეს პატარა ნამსხვრევები ერთად დიდ გროვას ჰქმნიდა,რომელიც გულზე ლოდად ედებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.დიდი მოთმინებით ცდილობდა გოგონა ემოციების მოთოკვას და თავის დამშვიდებას,თუმცა ვეღარ გაუძლო და მის გარშემო ცრემლების ოკეანე დადგა.ტიროდა,არა კი არ ტიროდა ბღაოდა,როგორც დაჭრილი მხეცი.ყველა მისმა საყვარელმა ადამიანმა ჭრილობა მიაყენა მის სულს,იმდენად დიდი ჭრილობა რომ მისგან გამოწვეული ტკივილზე გამკვლავება უჭირდა. ახსენდებოდა ყველა მათგანთან გატარებული ბედნიერი წამები და ეს უკანასკნელი უფრო ანადგურებდა და ტეხდა, ისედაც განადგურებულ გოგოს.სერგი დამშვიდებულიყო, იქვე სავარძელში მჯდომი და ამოჩემებულ ერთ წერტილს უყურებდა.

-სიგარეტი გაქვს?-ოთახში გამეფებული სიჩუმე ანიტა ჩოხელმა გაარღვია.ბიჭმა გამყინავად შეხედა საწოლის კუთხეში,უკვე დამშვიდებულ გოგოს.

-სიგარეტი გაქვს?-კითხვა გაუმეორა უმცროსმა ჩოხელმა.უძძირო თვალებში უყურებდა მრისხანე სერგის და კაცმა იცის მის სულში, რა ხდებოდა.ბიჭმა სიგარეტის კოლოფი ანიტას საწოლზე დააგდო და ოთახის დატოვებას შეეცადა,როდესაც გოგონას ხმამ შეაჩერა.

- შეგიძლია ლუკას უთხრა, რომ საღამოსთვის მზად იყოს.

-ახლა არ თქვა,რომ წასვლას აპირებ.

-ნიკოლოზ გიგაურმა ჩემი განადგურება გადაწყვიტა და მე სახლში რა მესაქმება?-ცინიზმით აღსავსე იყო ანიტას ბგერები.

-ანიტა,რას აპირებ?-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა სერგის.

-კარგს არაფერს.იმაზე მეტად ვატკენ,ვიდრე მე მატკინეს!-ბიჭმა შეპასუხება სცადა, თუმცა მიხვდა ამ უკანასკნელს აზრი არ ჰქონდა,ანიშნა თანახმა ვარო და ოთახი უკან მოუხედავად დატოვა.რა უფრო უკეთესია,შურისძიების დაუოკებელი ჟინი დავიკმაყოფილოთ,თუ ჩვენს თავში ჩავკლათ ეს უკანასკნელი.ორივე შემთხვევაში გვეტკინება,ორივე შემთხვევაში სული დაგვიბინძურდება და საკუთარი თავი შეგვზიზღდება.ამ ყველაფრის ბოლო ხომ ეს არის,არა?ადამიანის სხეული ტკივილების დიდი სათავსოა,ხოლო თვალები ამ ყველაფრის გამომააშკარავებელი.ადამიანს თვალების ღრმა მორევში თუ ჩახედავ, დაიკარგები.



---------------------------------------
ჩემო საყვარელო მკითხველებო,იმედია ისიამოვნეთ კითხვის პროცესით.ვცდილობ,რაც შეიძლება მალმალე დავდო ახალი თავები. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ!



№1 სტუმარი ლილა

საინტერესოა ძალიაან❤️მომწონს შენი წერის სტილი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent