სიყვარული გრძნობების გარეშე 18/19 თავი
მეგობრებო ბევრი ფიქრის მერე მივიღე გადაწყვეტილება და მე-18 თავი წავშალე (გეგა/ქეთის მონაკვეთის გამო). ვწუხვარ რომ იმედები ასე საშინლად გაგიცრუათ ამ აწ უკვე წაშლილმა მე-18 თავმა, რომელიც მეტ წილად გაუაზრებლად დავწერე და მერე მეც საშინლად არ მომეწონა. ჩემი როგორც მწერლის მხრიდან ალბათ ეს არასწორი და დაუშვებელი საქციელია, მაგრამ მაინც ასე უფრო სწორად ჩავთვალე და ბოდიშს გიხდით ყველას ამ გაუგებრობისთვის. მადლობა ვინც კვლავ გამომყვებით ამ ქაოსურ ისტორიაში და ბოდიში კიდევ ერთხელ მათ ვინც ჩათვლის რომ არასწორად მოვიქეცი და ისტორიის კითხვას შეწყვეტს. მარიანამ ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს -ძალიან შემეშინდა -დაიჩურჩულა გოგონამ და ბიჭის ცივ, უხეშ ხელს ნაზად შეახო თლილი თითები, თორნიკემ არაფერი უპასუხა, ვერ შეძლო, ძალა არ ეყო, ამიტომ მხოლოდ ძლიერად მოუჭირა ხელი საყვარელი გოგონას ჯერ კიდევ მთრთოლარე თითებს და უცნაური მზერით დააცქერდა ზემოდან- რატომ წახვედი? -ასლუკუნდა გოგონა -საქმე მქონდა- დაიჩურჩულა ბიჭმა -როგორც ყოველთვის-გაებუტა მარიანა ქმარს და ხელის დახსნა სცადა, მაგრამ თორნიკემ უფლება არ მისცა და უფრო მეტად მოუჭირა თითები ხელზე, თითქოს ასე უნდოდა შეეგრძნო, რომ მისი საყვარელი გოგონას სიცოცხლე ჯერ კიდევ მის საკუთრებას წარმოადგენდა. -მარიანა შვილი კარგად ხარ? როგორ შეგვაშინე-კარგა ხნის მერე შევიდა დაფეთებული ქეთი პალატაში, რადგან სურდა რომ ჯერ ცოლ-ქმარს ესაუბრა -კარგად ვარ, ახლა უკვე კარგად-სევდიანად გაუღიმა გოგონამ დედამთილს და დაძაბული მზერა მისი არაული სახიდან, თორნიკეს ხელზე გადაიტანა -მიხარია რომ უკეთ ხარ-აღმოხდა აღელვებულ ქალს და უცნაურად ცივი მზერა შვილის პროფილზე მიეყინა, რომელიც თვალს არ აშორებდა ცოლის წამოზრდილ მუცელს -მე გავალ-უხერხული სიჩუმე ქეთის ხმამ დაარღვია რომელიც მაშინვე მიტრიალდა -ჩემს უნახავად არ წახვიდე-თორნიკეს ხმამ ადგილზე გაყინა თავგზააბნეული ქალი, რომელმაც ხმის ამოღება ვეღარ გაბედა და ხელებაკანკალებული გავიდა პალატიდან -ცუდად გამოიყურებოდა... სახლიდან ერთად მოხვედით არა?! ესე იგი მასთან წახვედი სალაპარაკოდ სიტყვის უთქმელად...-ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის ვიდრე თორნიკეს გასაგონად მარიანამ-იჩხუბეთ-ინტერესით ახედა ქმარს -ისეთი არაფერი -რას ნიშნავს არაფერი?-ეწყინა გოგონას -ცუდად გამოიყურებოდა, შენს სიტყვებზე კიდევ უფრო უარესი დაემართა გასვლისას -ქეთიზე ფიქრით თავს ნუ და დაიღლი, ჯობია, შენ, ჩვენს პატარაზე იფიქრო-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და არეული ჭაობისფერი სფეროებით მიაჩერდა აწყლინებულ თვალებში -რატომ არასდროს არაფერს მიყვები?-ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ და ხელი გაითავისუფლა -ახლა ამის დრო რომ არაა, ხვდები?-ავარდა ბიჭი -შენთვის არასდროს არაა დრო ,,ჩვენთვის"- იმავე წამს ასლუკუნდა მარიანა -სერიოზულად?-ირონიულად გაეღიმა ბიჭს, როცა გოგონას ცხელი ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე -გგონია ეს სასაცილოა?-გაბრაზდა მარიანა და მაშინვე მოიშორა სახიდან სისუსტის ნიშანი -რატო მიჭედავ ვერ ვხვდები-გულწრფელად დაიბნა თორნიკე და საავადმყოფო საწოლზე ჩამოჯდა მასთან ახლოს და ხელახლა გადმოცურებული ცრემლები ხელის ზურგით მოაშორა -თავი დამანებე-მარიანამ მისი ხელი უხეშად მოიშორა და თავი გვერდზე მიტრიალა, რომ მოწოლილი ცრემლებისთვის სათანადო წინააღმდეგობა გაეწია როგორღაც -მარიანა!-გაბრაზდა ბიჭი, ხელი უხეშად წაავლო ნიკაპზე და თავი თავისკენ შეატრიალებინა ხელახლა ატირებულ ცოლს -შენ არასდროს არ გაქვს დრო ჩემთვის, არცერთხელ... არცერთხელ არ იყავი ჩემს გვერდით როცა ცუდად ვხდებოდი ისევე როგორც ახლა! გამუდმებით მიდიხარ საქმეზე, სადღაც, ვიღაცეებთან ერთად და შუა ღამისას ბრუნდები სახლში...ათას კითხვას გისვამ, ჩვენზე, წარსულზე, შენს განცდებზე, საქმეზე, თათაზე, მაგრამ შენ ყოველთვის ჩუმად ხარ რატომ? -ზედმეტ კითვებს სვამ და იმიტომ!-ავარდა გაცეცხლებული ბიჭი -მე შენი ცოლი ვარ...მინდა ვიცოდე რეალურად რას გრძნობ და განიცდი-გაბრაზდა მარიანაც და უმალ შეწყვიტა ტირილი -ხომ იცი, რომ პასუხებს მაინც ვერ მიიღებ შენს დასმულ ვერცერთ უაზრო კითხვაზე და რაღატომ მიჭედავ?-ფეხზე წამივარდა აღელვებული ბიჭი -მინდა ვიცოდე... -რა გინდა რომ იცოდე?-მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული თორნიკე -ყველაფი რასაც გრძნობ და განიცდი!-ტონს აუწია მარიანამაც -იმიტომ რომ შენი სიჩუმე მანგრევს!მანადგურებს! -არ მინდა რომ ტკივილი მოგაყენო-დაიჩურჩულა აღელვებულმა ბიჭმა და მის სახეზე ბედნიერების ღიმილი გაკრთა როცა მარიანას მიცელი თავისთავად ერთ წერტილში უცნაურად ჩაიზნიქა -შენი სიჩუმით რომ უფრო მეტად მტკენ ვერ ხვდები?-ავარდა გოგონა -გეყოფა -მინდა ვიცოდე... -რა გინდა რომ იცოდე? როგორ ძლიერად მიყვარდა თათა? როგორ მინდოდა რომ ბავშვი გაეჩინა და როგორ თქვა უარი ჩემზე და მასზე სწავლის გამო? და მერე როგორ შეეწირა ამ ამბავს?-უყვირა გაცეცხლებულმა ბიჭმა სახე წაშლილ ცოლს-ამის მოსმენა გინდოდა ჩემგან?-უმალ დაშოშმინდა როცა გოგონას ღაწვებზე უნებლიედ ისევ გადმოცურდა ტკივილის ცრემლები -მარიანა- აღმოხდა სასოწარკვეთილი ხმით და სწრაფად მიაუხლოვდა ცოლს, მისი სახისკენ წაიღო ხელი მაგრამ გოგონამ უმალ თავი გასწია რომ ქმრის შეხება არ ეგრძნო, თორნიკემ ჰაერში გაშეშებული, აკანკალებული ხელი ძლიერად მომუშტა და დაბლა, ნელა დაუშვა, სამწუხაროდ ძალიან გვიან გააცნობიერა რამდენად ატკინა გული ცოლს იმ გოგონას გამო, რომელმაც დაუფიქრებლად თქვა უარი მასზეც, მის სიყვარულზეც და ბავშვზეც... წარსულის ძლიერმა და ჯერ კიდევ მძაფრმა ტკივილმა ერთიანად მოიცვა მისი გაყინული სხეული -მაპატიე-დაიჩურჩულა კარგა ხნის სიჩუმის მერე-შენთვის გული ტკენა არ მინდოდა -გადი-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თავგზააბნეულმ გოგონამ და სახეზე ხელები აიფარა -მარიანა-დაიჩურჩილა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ნელა ჩააყოლა მთრთოლარე თითები საყვარელი გოგონას ოქროსფერ თმას -გთხოვ გადი -მე... -მარტო ყოფნა მინდა -კარგი-თორნიკე აღარა შეეწინააღმდეგა ცოლის სურვილს და გიჟივით გავარდა პალატიდან, დერეფანი სწრაფად გაიარა, კისრისტეხვით ჩაირბინა კიბეები და ეზოში გავარდა, სადაც მთელი ეს დრო ატირებული ქეთი სკამზე იჯდა და ფიქრობდა, ფიქრობდა ძალინ ბევრს, მასზე, მარიანაზე, მათ პატარაზე, ქმარზე, ანიზე, გეგაზე, წარულზე, აწმყოზე, მომავალზე, გონებაში ყველაფერი ქაოსურად ირეოდა და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა სწორედ იმ მიზეზით რომ ზუსტად იცოდა, წარსულის შეცდომები მომავალს დაანგრევდა აწმყოში მოღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებით, ფიქრებში დაკარგული, გარინდებული, შეშინეული სასოწარკვეთილი და დაბნეული ცრემლებად იღვრებოდა როცა გაგიჟებულ თორნიკეს ჰკიდა თვალი რომელიც თავისი მანქანისაკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით -თორნიკე-უკან გაეკიდა ქეთი შვილს -ახლა არა-სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ თვალებამღვრეულმა ბიჭმა, მაგრამ ქეთისთვის საკმარისი იყო ეს ერთწამიანი თვალის შევლება შვილის ალეწილი სახისთვის, რომ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს -რატომ იჩხუბეთ?-დაძაბული ტონით ჰკითხა -რამდენიმე დაჟინებულ კითხვაზე პასუხი მიიღო- გაცეცხლებული ბიჭი დაძაბული ქალისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა -შეცდომას უშვებ-მკაცრი ტონით უთხრა ქეთიმ თავგზააბნეულ შვილს -უნდა წავიდე-მანქანის კარი გამოაღო გაავებულმა ბიჭმა, საჭეს მიუჯდა და ისეთი ძალით მიიჯახუნა რომ მოულედნელობისგან დამფრთხალი ქალი ადგილზე შეხტა შიშისგან. სოფი მოღუშული სახით მიაჩერდა ტირილისგან თვალებდასიებულ მარიანას, რომელიც ჯიუტად, უკვე მეათასეჯერ რეკავდა ქმრის გათიშულ ნომერზე -ხომ იცი რომ ყტუილად ურეკავ-ვეღარ მოითმინდა გაბრაზებულმა გოგონამ და ტელეფონი წაართვა დას -გთხოვ ახლა შენებური არ დაიწყო რა- შეეხვეწა მარიანა -მგონი გავიწყდება რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება!-მკაცრი ტონით უთხრა სოფიმ და მუცელზე მიუთითა- დაიკიდე, როცა დაწყნარდება მოვა -შენი და მართალია-ჩაერია ანი-ამჯერად მხოლოდ პატარაზე და საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, თორნიკეს ხომ იცნობ არა? ასე იცის ხოლმე გაგიჟება... -მასზე ძალიან ვნერვიულობ-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში მარიანას -შენს ცრემლებს ნამდვილად არ იმსახურებს ეგ იდიოტი-თვალები აატრიალა სოფიმ-მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში-მუცელზე მიუთითა და ნაზად მოეფერა -გთხოვ დამშვიდდი, ასე ნუ განიცდი, დაწყნარდება და მოვა-სევდიანად გაუღიმა ანიმ რძალს -ჰო რა თქმა უნდა, მოვა-ჩაილაპარაკა გაღიზიანებული ტონით სოფიმ -ჯერ ანერვიულებს, ატირებს და მერე მოვა... -გთხოვ-შეეხვეწა მარიანა -სიმართლეს არ ვამბობ? -თორნიკეს მარიანა უყვარს! ძალიან უყვარს... უბრალოდ მას, ასეთი თავისებური ქცევები აქვს... -ჰო რა თქმა უნდა-დაეთანხმა უკმაყოფილო ტონით სოფი -მათ... სამივეს...თორნიკეს და მის არანორმალურ მეგობრებს, სიყვარულის და გრძნობების გამოხტვა მხოლოდ ტკივილის მიყენებით შეუძლიათ -სოფი იმედია თორნიკეს სიყვარულში ეჭვი არ გეპარება-ეწყინა ანის -იმ ორზე კი... საერთოდ არაფრის თქმა არ შემიძლია-დაიჩურჩულა გოგონამ და უმალ ცხვირი აეწვა. ქეთიმ ცრემლიანი თვალებით ახედა საავადმყოფოს ხუთ სართულიან ცივ, უსახურ და უღიმღამო შენობას, დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყუნულივით და მაინც ვერ იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას საკუთარი თავმოყვარეობის გადაებიჯებინა თუ არა. გეგა უცნაური მზერით დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს, რომლიდანაც საყვარელი ქალის სახე სევდიანად უღიმოდა... ეტკინა, საშინლად ეტკინა გული რადგან კარგად აცნობიერებდა რომ მის თვალებიდან წამოსული სევდის და ტკივილის მიზეზი მხოლოდ თავად იყო 26 წლის მერეც... ტელეფონი გამორთო რადგან ვეღარ გაუძლო ქეთის უძირო, არეული და სევდისფერი თვალების ტკივილით სავსე მზერას, თვალები მაგრად დახუჭა თავი ბალიშზე დადო და გაირინა, ფიქრმა წაიღო მისი გონება, წარსულზე ფიქრმა, რომელიც ქეთიზე ოცნებას ვერ სცდებოდა მთელი ეს წლები... ქალზე, რომელიც მისი ცხოვრების ერთადერთი, განუმეორებელი და დაუვიწყარი სიყვარული გახდა... რომელსაც 7 წლიანი პატიმრობის მერე მთელი 19 წელი ეძებდა, იმის მიუხედავად რომ თავიდანვე გაიგო რომ გათხოვდა და სხვისი საკუთრება გახდა... სძულდა, მთელი არსებით სძულდა ირაკლი, რადგან ის ეხებოდა მას, ვინც გეგას საკუთარ თავზე მეტად უყვარდა დღემდე, გეგა ფიქრებიდან პალატის კარის ჭრიალმა გამოიყვანა, მომაბეზრებლად გაახილა თვალები და შემოსულს შეხედა, ექთანი ეგონა და ისევ თვალები დახუჭა, უეცრად ვერ გაიაზრა, ვერ დაიჯერა და ვერ აღიქვა მისმა, ამ ეტაპზე, ნანახით დახშულმა გონებამ რომ საავადმყოფოში მის სანახავად მივიდა ქეთი, ქალი რომელიც ყოველ ჯერზე უმტკიცებდა რომ სძულდა, სძულდა მთელი არსებით და ვერც კი აცნობიერებდა როგორ ანადგურებდა ამ საშინელი, გულიდან წამოსული სიტყვებით, ცოტა ხნის მერე გაახილა გეგამ თვალები, ეშინოდა ძალიან ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი მისი არეული გონების წარმოსახვის ნაყოფო არ ყოფილიყო და პალატაში საყვარელი ქალის ნაცვლად სიცარიელე არ დახვედროდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ქეთი საავადმყოფოში მის სანახავად არ მივიდოდა, არა გულის სიღრმეში კი სულ ჰქონდა პაწაწინა იმედი რომ მივიდოდა, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად იცოდა რომ ეს ასე არ იქნებოდა და ახლა როცა მას, მის პალატაში ხედავდა ვერ იჯერებდა რომ ის თავისი ნებით და სურვილით იქ მივიდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც დაემუქრა -ის გავაკეთე რაც გინდოდა... შენთან მოვედი-დაიწყო ქეთიმ ჩამწყდარი ხმით და სულ ერთი წამით შეხედა გეგას, მაგრამ ეს წამიერი მზერა საკმარიის იყო კაცისთვის რომ ქალისგან წამოსული უსაზღვრო ზიზღი და სიძულვილი მთელი სიმძაფრით შეეგრძნო -ქეთი-ხმა დაბალი ტონით თქვა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა საყვარელი ქალის სახელი და საავადმყოფო საწილზე წამოჯდა -თქვი...რა გინდა ჩემგან, რომ ჩემს ოჯახს ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებო-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ქეთიმ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -მე მხოლოდ ერთი რამ მინდა და შენ ეს კარგად იცი- მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქალს ტირილისგან დასიებულ თვალებში -ის რაც შენ გინდა არასოდეს მოხდება და შენ ეს კარგად იცი-ზიზღით უთხრა ქალმა და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას -რა კატეგორიული ხარ-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა- თუ ასეა მაშინ რა აზრი ჰქონდა შენს აქ მოსვლას ვერ ვხვდები?- გაბრაზდა გეგა -გთხოვ ჩემს ოჯახს თავი დაანებე-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა აღელვებულ ქალს -აქ იმისთვის მოხვედი რომ შემეხვეწო?-ავარდა გეგა და გიჟივით წამოვარდა ფეხზე, ქეთი შეკრთა, გაუაზრებლად უკან დაიხია და შეშინებული მიაჩედა ამღვრეულ თვალებში -თორნიკეს თავი დაანებე...-მკაცრი ტონით უთხრა წყობრიდან გამოსულმა ქალმა -ის საერთოდ არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან, ცხოვრებას ნუ დაუნგრევ... გთხოვ -ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ხომ იცი- გეგა ნელა მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და თვალებში ჩააცქერდა -ასეთ საშინლ ადამიანად როდის იქეცი?-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ ქალს -თუ სულ ასეთი ნაძირალა იყავი და მე ამას მხოლოდ 26 წლის მერე მივხვდი მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში დაბრუნებას ასეთი საშინელი გზით ცდილობ... -მე შენ მიყვარდი... ძალიან მიყვარდი... ახლაც მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ... შენი დავიწყება ვერ შევძელი... გესმის? 26 წლის მერეც ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ როგორც მაშინ...- ბოლოს უკვე ხმა ჩაიწყდა აღელვებულ კაცს, რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამის სათქმელად -გინდოდა გეთქვა სანამ მიმატოვებდი და წახვიდოდი?-ცრემლინი, ცისფერი, ცარიელი სფეროები მიანათა ქეთიმ სახე წაშლილ კაცს -გარემოებების მსხვერპლი გავხდი-აფეთქადა გაგიჟებული კაცი- რატომ არ გჯერა ჩემი? რატომ? -მე შენ გელოდი... მთელი ორი წელი გელოდი... -ხმა გაებზარა ქალს და გაჩუმდა არ უნდოდა ეტირა და გეგას სუსტი, დაუცველი და შეშინებული ენახა -დღემდე მელოდებოდი...-დაასრულა კაცმა ქალის გაწყვეტილი წინადადება და თავი დახარა -ცდები-კარგა ხნის სიჩუმის მერე ზიზღით უთხრა ქეთიმ და მზერა გაუსწორა -მე შენ გეძებდი...მთელი 19 წელი, დღე არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა -მორჩი-მიმაბეზრებლად გააქნია თავი ქალმა და შეკრთა როცა გეგა ზედმეტად მიუახლოვდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე, ინსტიქტურად უკან დაიხია და კედელს რომ დაეჯახა უარესად დაიბნა, გეგამაც ისარგებლა ამ მომენტით, იმავე წამს ხელები მიაბჯინა კედელს და შუაში მოიმწუვდია -რას აკეთებ-დაიძაბა ქეთი -ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას... ვიცი რომ დღემდე გაქვს გრძნობები ჩემს მიმართ -მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე -არ წავალ -მე შენ აღარ მიყვარხარ -არ მითხრა რომ ის ნაბ.ჭვარი დროსთან ერთად შეგიყვარდა-ცინიკური ტონით ჰკითხა გეგამ და ცხელი ტუჩები ოდნავ სულ ოდნავ შეახო გაყინულ საფეთქელზე, ქეთის მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და შეხების ადგილას კანი დაეწვა, თუმცა ზუსტად ვერ მიხვდა რეალურად ამ შეხებამ რა გრძნობა განაცდევინა, ტკივილი თუ ბედნიერება. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ ქალის მძიმე სუნთქვის ხმა არღვევდა -სწორად აღნიშნე-დანანებით უთხრა ქეთიმ კარგა ხნის სიჩუმის მერე სახე ალეწილ კაცს -მე... ირაკლი სწორედ დროსთან ერთად შემიყვარდა -გაჩუმდი-დაუღრინა გეგამ და უფრო მეტად მიეკრო ქალის ათრთოლებულს სხეულს -მომშორდი-ქეთიმ ვეღარ გაუძლო გეგას ზედმეტ სიახლოვეს, სურნელს და ინსტიქტურად მკერდზე მიაბჯინა აკანკალებული ხელები რომ დისტანცია გაეზარდა მათ შორის -ქეთი, გთხოვ შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი-დაუჩურჩულა უკვე სუნთქვა შეწყვეტილმა კაცმა და ცხვირის წვერით მის შუბლს შეეხო -მორჩი-ქეთიმ გაიბრძოლა რის გამოც აღელევბული კაცი იმდენად მიეკრო რომ გასაქანი აღარ მისცა - მომშორდი- აფართხალდა სუნთქვა აჩქარებული ქალი და თავის დახსნა სცადა -რატომ არ გესმის რომ აღარ მიყვარხარ -ცრემლები გადმოსცვივდა სასოწარკვეთაში ჩავარდნილს-მე ირაკლი მიყვარს! ჩემი ქმარი! ჩემი შვილების მამა! -მატყუებ -გთხოვ, წადი ჩემი ცხოვრებიდან, ძალიან გთხოვ... -ვერ გეყვარება... ის ნაბ.ჭვარი ვერ გეყვარება... შენ მე გიყვარვარ! დღემდე მე გიყვარვარ... ამას ვგრძნობ -ცდები... და ასეც რომც არ იყოს შენთან აღარასდროს აღარ დავბრუნდები არანაირი მიზეზით, იმიტომ, რომ შენ მე მატკინე! ძალიან მატკინე გული...რადგან წლების წინ შენვე გაანადგურე ჩვენი სიყვარული ლოდინით და ახლა, ამდენი წლის მერე, უბრალოდ უფლება არ გაქვს მოხვიდე და მაიძულო შენთან ყოფნა ასეთი საშნიელი ბინძური მეთორებით სიყვარულის სახელით -ქეთი-დაუღრინა გაავებულმა კაცმა და მაშინვე მკალვებში მოიმწყვდია -ხელი გამიშვი-გაიბრძოლა ქალმა -ვერ დაგკარგავ -შენ მე 26 წლის წინ სამშობიარო სახლში დამკარგე, მაშინ როცა მე 32 კვირის თორნიკეს გადარჩენას ველოდი შენ რუსეთში წახვედი! არჩევანი შენ გააკეთე ჩემსა და ახალ ცხოვრებას შორის -ასე არაა, იძულებული გავხდი... -გეყოფა -ქეთი -მეზიზღები-დაუყვირა გააბევულმა ქალმა და სანამ აზრზე მოვიდოდა თავგზააბნეული გეგა ტუჩებზე დააცხრა, ქეთი ისე დაიბნა, ისე აირია, ისე დაიკარგა უცხო, მისთვის უცნობ, ჯერ კიდევ გამოუცდელ გრძნობებსა და ემოციებში რომ რამდენიმე წამის განმავლობაში საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, გეგას მკერდზე მიაბჯინა ხელები უკან დახევა აიძულა და მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი, შემდეგ მიტრიალდა და სანამ მისი კოცნით, შეხებით და სურნელით გაბრუებული გეგა აზრზე მოვიდოდა საავადმყოფო ატირებულმა დატოვა. თორნიკე სავარძელში იჯდა ვისკით სავსე, ჭიქით ხელში და ბენლ, ცივ, ცარიელ სივრცეს გაჰყურებდა არეული თვალებით -ამაღამ საავადმყოფოში უნდა მიხვიდე?-შეეხმიანა გიორგი გარინდებულ მეგობარს -რაა?-უცნაური მზერით გახედა თორნიკემ გვერდითა სავარძელში მჯდომ ბიჭს -მარიანათან მისვლას აპირებ-თქო? -ჰო, რა თქმა უნდა... მაგრამ ძალიან ვაწყენინე და არ ვიცი იმ ყველაფრის მერე რაც ვუთხარი, როგორ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში-ბრაზნარევი ტონით თქვა თორნიკემ, ჭიქა ნელა მიიტანა ტუჩებთან და ერთი მოყუდებით დალია -ცოტა აზრზე მოდი რა... თან ორსულადაა, თათას სახელის ხსენებაზე დღემდე ასე რატომ გიჟდები ვერ ვხვდები-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ვაჩემ -იმიტომ რომ თათა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი, საშინელი და დაუვიწყარი იმდეგაცრუებაა-მკაცრი ტონით თქვა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო -ჰო მაგრამ მარიანა არაფერ შეუაშია იმ ყველაფერთან რისი გადატანაც შენ მოგიაწია ხო?- ჩაერია გიირგი -ხო და ისე გამოგდის თითქოს პასუხს მას სთხოვ წარსულის ტკივილისთვის -ასე არაა...-ავარდა თორნიკე -მე ის მიყვარს, ძალიან მიყვარს -ჰო მაგრამ თქვენს შორის დღემდე თათია დგას ბავშვით -გაბრაზდა გიორგი -წარსულზე ფიქრს შეეშვი, მაინც ვერაფერს შეცვლი და გამოასწორებ -ვხვდები და ვაცნობიერებ -დაუღრინა თორნიკემ -მაგრამ ამით არაფერი იცვლება ხვდები? -მარიანას გულს ნუ ატკენ იმ გოგოს გამო ვინც უკვე წლებია შენს ცხოვრებაში მხოლოდ იმ მიზეზით აღარაა რომ თქვნს შვილზე თქვა უარი საკუთარი მიზნებისთვის და ამ ყველაფერს შეეწიარა კიდეც- ხმა დაბალი ტონით თქვა გიორგიმ -უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა თორნიკე -საით?-ვაჩეც ადგა -ჩემს გოგოებთან-გაეღიმა თორნიკეს -რა იცი რომ გოგოა?-ინტერესით ჩააცქერდა თვალებში ვაჩე -ვგრძნობ-გაცინა ბიჭს -ბიჭი რომ იყოს?-თვალები დააწვრილა ბიჭმა -შანსი არაა! მამას გოგო იქნება-დარწმუნებით თქვა თორნიკემ და მიტრიალდა -მეც წამოვალ-უკან აედევნა ვაჩე-მე ჩემს ქაჯ გოგოს ვნახავ -გიო შენც წამო ბარემ-თავით ანიშნა თორნიკემ ბოთლმოყუდებულ მეგობარს -ანის ნახვა და ტვინის ტყ.ნა არ მინდა რა-ბრაზნარევი ტონით თქვა ბიჭმა, სავარძლის საზურგეს დაადო თავი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუშტერა შავი უძირო თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.