შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 20 თავი


31-08-2021, 08:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 12 171

მარიანა, სახეზე თორნიკეს ცივი და უხეში თითების შეხებამ გააღვიძა, დამძიმებული ქუთუთოები სუსტად გაახილა გოგონამ და დაძაბული მზერით მიაჩერდა ქმარს ამღვრეულ თვალებში, მაგრამ ღამის სანათის მკრთალი სინათლის ფონზე ვერ შეძლო იმის შემჩნევა, თუ რა მდგომარეობაში იყო რეალურად თორნიკე
-როდის მოხვედი?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ
-ახლახანს-დაიჩურჩულა ბიჭმა
-აქამდე სად იყავი?
-ბიჭებთან ერთად ვიყავი, დავლიეთ...-ხმა დაბალი ტონით უთხრა და მარიანას სახეზე აშკარა წყენა რომ გამისახა დაამატა -ცოტა- შემდეგ კი მომღიმარი სახით ნელა ჩააყოლა ცივი თითები მის ყელს, მარიანამ უხეშად მოიშორა მისი ხელი და თავი გვერდზე მიატრიალა
-მოვხვდი რომ დალიე-ჩამწყდარი ხმით უთხრა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?-გაღიზიანებული ტონით ჰკითხა თორნიკემ და პასუხი რომ ვერ მიიღო, მარიანას ნიკაპზე ხელი წაავლო თავი, თავისკენ შეატრიალებინა და თვალებში ჩააცქერდა
-ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? იცი რამდენჯერ დაგირეკე?-აღელდა მარიანა და ამჯერადაც მოიშორა მისი ხელი სახიდან
-ასე იყო საჭირო-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და ღრმად ჩაისუნთქა დაძაბულობისგან დამძიმებული და პალატის წამლის მძაფრი სურნელით გაჟღენთილი თბილი ჰაერი
-ხო რა თქმა უნდა-ჩაილაპარაკა მარიანამ და გადმოცურებული ცრემლები შეუმჩნევლად მოიშორა სახიდან
-მარიანა-ავარდა თორნიკე
-გთხოვ არ გინდა -შეეხვეწა დაძაბული გოგონა
-ძალიან მიყვარხარ-მომღიმარი სახით უთხრა ბიჭმა და ფანჯარა გამოაღო ფილტვები თებერვლის სუსხიანი და თბილისის ცივი ჰაერის ნაკადით აივსო -ნუ მიჭედავ რა სისულელეებზე-ისე უთხრა მისკენ არ გაუხედია, მარიანა კი მთელი ეს დრო ცრემლიანი თვალებით უყურებდა და წამით თვალს არ აშორებდა მის პროფილს
-შენ წახვედი-ვერ მოთმინა და მაინც უთხრა ბრაზნარევი ტონით
-ძალიან გეწყინა?-გამოხედა თორნიკემ მომღიმარი სახით
-არა, აღარ, ვცდილობ მივეჩვიო შენს სისულელებს
-რაღაც არ გეტყობა რომ ცდილობდე... გამუდმებით ერთსა და იგივეზე მიჭედავ-ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა
-ამაღამ დარჩები?-ამ კითხვამ თავად მარიანას ისე ატკინა გული რომ უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები გადმოსცვივდა
-დავრჩები-ყოყმანით უთხრა ბიჭმა -თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნები
-მშვენივრად იცი რომ არ ვიქნები!-ამოილუღლუღა უკვე ატირებულმა გოგონამ
-ჰო ვიცი-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა, ფანჯარა ნელა დახურა და სწრაფად მიუახლოვდა საავადმოყოფო საწოლს, ხელები დააბჯინა ზედ, დაბნეული ცოლი შუაში მოქცია და ზემოდან დააცქერდა სასმლისგან ამღვრეული თვალებით, მარიანას უმალ ცხვირი აუწვა საყვარელი მამაკაცის, სუნამოს, ალკოჰოლის და სიგარეტის მძაფრმა ნაზავმა და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -ძაან საყვარელი ხარ-სიცილით უთხრა თორნიკემ, სახე კიდევ უფრო მეტად მიაუხლოვა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, გოგონა საშინლად დაძაბა მისმა ქცევამ და სიახლოვემ და როცა თორნიკე წამიერად შეეხო მის ვნებიან წითელ ტუჩებს, თავისი ცივი გაცრეცილი ტუჩებით, მაშინვე დაკარგა თავზე კონტროლი და კოცნაში აყოლა სცადა, მაგრამ თორნიკე იმავე წამს მოწყდა ცოლის ტკბილ ბაგეებს, გაფითრებულ ლოყაზე ცხვირის წვერით შეეხო და ნელა ააცურა ზემოთ
-თორნიკე- დაიჩურჩულა ქმრის შეხებით და სურნელით გაბრუებულმა გოგონამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქმარს სამლისგან ჩაწითლებულ თვალებში
-მიყვარხარ-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე როცა მარიანამ გაუაზრებლად შეუცურა თმებში ხელი, ბალიშიდან ოდნავ წამოწია და მისთვის ტუჩებში კოცნა სცადა
-აუტანელო-თვალები აატრიალა გოგონამ როცა თორნიკემ განზრახ საფეთქელზე აკოცა და თავი ასწია,გაბუტულმა მაშინვე მოაშორა ხელები მის ქერა თმას და თავი გვერდზე მიატრიალა რომ მისი ცინიკური გამოხედვა არ დაენახა
-მარიანა-გაეცინა ბიჭს და სურვილისგან ანთებული თვალებით ზემოდან დააცქერდა
-თავი დამანებე
-ძალიან მომენატრე-ჩურჩულებდა მის ტუჩებთან მომღიმარი სახით თორნიკე და ოდნავ, სულ ოდნავ ეხებოდა წითელ ვნებიან ტუჩებზე, თავისი უხეში ფერმკრთალი ბაგეებით. გოგონას გაღიზიანებას იქამდე განაგრძობდა სანამ გაბრაზებულმა მარიანამ ხელები მკერდზე არ მიაბჯინა და მისი მოშორება არ სცადა -შენ არ მოგენატრე?-გამომწვევი ტონით ჰკითხა და მარიანა ჯიუტად რომ ცდილობდა მის მოშორებას მაშინვე მაჯებში ჩაავლო ხელი, თავს ზემოთ დაუჭირა და წამში ზემოდან მოექცა
-გაგიჟდი?-გაიბრძოლა გოგონამ და იმის მიუხედავად რომ ვერაფერს გახდა ქმრის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებთან მაინც ჯიუყად უწევდა წინააღმდეგობას
- ნუ ფართხალებ რა-მომღიმარი სახით უთხრა თორნიკემ და სურვილისგან ანთებული თვალებით დააცქერდა ზემოდან
-საბოლოოდ გაგიჟდი ხო?-გაიბრძოლა გოგონამ- ახლავე მომშორდი ვინმე არ შემოვიდეს
-ეს რომ არა-მუცელზე მიანიშნა სიცილით თორნიკემ -ხომ იცი რაც მოხდებოდა?
-რა იდიოტი ხარ-გაეცინა მარიანას და უარესი დაემართა როცა მოულოდნელად თორნიკე გვერდით მიუწვა, თავი მის ყელში ჩარგო, მძიმე ხელი კი მუცელზე შემოაჭდო -რას აკეთებ- თან ეცინებოდა მარიანას თან ბრაზდებოდა თორნიკეს ცანცარზე
-გეხუტები-ჩირჩულით უთხრა ბიჭმა ყელში აკოცა
-თორნიკე მორჩი! -გაბრაზდა მარიანა- ვინმე არ შემოვიდეს
-მკ.დია-გაეცინა ბიჭს
-სასმლის გარდა კიდევ რამე გაქვს მიღებული?-კარგა ხნის ფიქრის მერე ხმა დაბალი ტონით ჰკითხა მარიანამ და დაძაბული დაელოდა მის რეაქციას
-დაიძინე რა-ჩასჩურჩულა ყურში თორნიკემ და ისევ ყელში აკოცა, ნელ-ნელა კი ლავიწის ძვალს გააყოლა ცხელი ტუჩები, მარიანას უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა
-მეზიზღები-ამოილუღლუღა და ატირდა
-რა გინდა?-გაავებული წამოვარდა ფეხზეთორნიმე- რა გინდა რატომ მაგიჟებ?
-ავადმყოფი ხარ-სლუკუნით უთხრა გოგონამ და სახეზე ხელები აიფარა
-ცუდად ვიყავი... ძალიან ცუდად და მხოლოდ ამ მიზეზით მივიღე... ისიც ძალიან ცოტა გესმის? ცოტა, ძალიან ცოტა ... შენს გამო
-წადი
-მარიანა-გაღიზიანებულმა ბიჭმა მისკე წადგა ნაბიჯი
-არ მომეკარო-ავარდა გოგონა და შეშინებული წამოჯდა საწოლზე
-რაა? -აყვირდა გაგიჟებული ბიჭი და მათშორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, თუმცა ამ მომენტში მარიანამ მოაწრო ფეხზე წამოდგომა
-გთხოვ წადი-შეეხვეწა გოგონა ზედმეტად ახლოს მდგომ, სახე წაშლილ ქმარს
-მარიანა
-გთხოვ-ხელახლა ატირდა გოგონა და ოდნავ უკან დაიხია
-გგონია შემიძლია რომ რამე დაგიშავოთ?-უღრიალა ბოლო ხმაზე გაგიჟებულმა ბიჭმა უკვე მთელი ახეულით აკანკალებულ ცოლს
-მინდა რომ წახვიდე-როგორღაც თავს მოერია შეშინებული მარიანა, თვალებში განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქმარს და მკაცრი ტონით უთხრა
-მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ ეს არ გესმის-აყვირდა ისევ თორნიკე და გამეტებით დაარტა ხელი სააბაზანო კარის მინას რომელიც ნასხვრევებად დაშალა და იატაკზე ხმაურით მიმოიფანტა
-სიყვარული? წარმოსგენა მაინც თუ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული?-ბრაზნარევი ტონით უთხრა დაფეთებულმა გოგონამ და შეშინებული მიაჩერდა მის გაჭრილ ხელს რომლიდანაც წითელი ცხელი სისხლის უხვი ნაკადი სწრაფად მოედინებოდა და იატაკზე წვეთ-წვეთად იღვრებოდა, თორნიკემ ზიზღით დახედა წითლად შეღებილ იატაკს და მაშინვე მიტრიალდა , პალატის კარი გიჟივით გამოაღო, სადაც ორ ექთანს და დაცვის ერთ წევრს შეეფეთა რომელთაც სწრაფად აუარა გვერდი და გიჟივით გავარდა ქუჩაში.
ვაჩემ მომღიმარი სახით გახედა სოფის რომელიც დაძაბული იჯდა მანქანაში ერთ წერტილს მიშტერებული
-რა ხდება რატომ ხარ აღელვებული?-დაინტერესდა ვაჩე
-მიხვდება-ბრაზნარევი ტონით უთხრა სოფიმ და მისკენ მიიხედა
-ვინ? რას?-დაიბნა ბიჭი
-თავს ნუ ისულელებ, კარგად იცი თორნიკეზე რომ გელაპარაკები!
-ანუ?-არ ტყდებოდა ვაჩე
-რა ჰქონდა მიღებული? შენც მასავით ნარკომა...
-არ დაამთვრო-დაუღრინა გაავებულმა ბიჭმა და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა
-ის თუ ისევ იღებს... მაშინ...გამოდი რომ შენ და გიორგიც ითებთ რაღაცას -ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას და ბნელ, უსასრულო სივრცეს გახედა, რომლსაც მანქანის ფარების მკვეთრი ნათება ოდნავადაც ვერ ფანტავდა
-სოფი-ავარდა ვაჩე
-თქვა რომ თქვენთან ერთად იყო!-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და მისკენ მიიხედა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და წამიერად ორივე გაირინდა
-დამოკიდებული არაა...-ჩაიბურტყუნა ვაჩემ და საჭეს ძლიერად მოუჭირა ხელები
-ღმერთო ახლა გავგიჟდები-გაცეცხლებული გოგონა მანქანიდან გადავიდა და კარი გამეტებით მიაჯახუნა
-მომისმინე-ვაჩე უკან მიჰყვა გიჟივით მიმავალ გოგონას და სიტყვით რომ ვერაფერს გახდა მასთან, მაჯაში ხელი უხეშად წაავლო, თავისკენ შეატრიალა და მკლავებში მოიმწყვდია -თორნიკე ნარკომანი არააა... უბრალოდ ხანდახან...
-გაჩუმდი, გაჩუმდი-აყვირდა სოფი -ღმერთო, საავადმყოფოდან არ უნდა წამოვსულიყვი... მარტოები არ უნდა დამეტოვებინა... მარიანა მიხვდება... მიხვდება რომ რაღაც აქვს მიღებული...
-ვერ მიხვდება-დარწმუნებით უთხრა ვაჩემ-ცოტა მიიღო, ძაან ცოტა
-შენ? შენც იღებ ხოლმე?-ზიზღით ჩააცქერდა სოფი თვალებში
-არა-უტიფრად იცრუა ვაჩემ -და რა? ასეც რომ იყოს მერე რააა?-მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი
-იმავე წამს დასრულდება ყველაფერი ჩვენს შორი!- მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და მისი უხრში ხელებისგან გავის დახსნა სცადა
-მომატოვებ? ასე მარტივად? ისე თითქოს ჩვენს შორის არაფერი ყოფილა?-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჩემ ვიდრე სოფის გასაგონად-და რა? გგონია რომ ასე მარტივად ვიტყვი უარს შენზე და ჩვენს სიყვარულზე?-აყვირდა გაცოფებული ბიჭი და ხელი გაუშვა
-რა გაგიჟებს ვერ ვხვდები-დაიბნა გოგონა -შენ ხომ მითხარი რომ...
-ჰო გითხარი... -დაიბნა ვაჩე-და ასეცაა არ ვიღებ... მაგრამ ამის გამო არ შეილძება ადამიანს რომ ზურგი სამუდამოდ აქციო და ყველეფრზე უარი თქვა რაც მასთან გაკავშირებდა
-თორნიკე, ნელ-ნელა ჩემს დას ანადგურებს, მარიანა ვერ ხვდება თორნიკესთან ერთად როგორ იძირება ჭაობში... უფრო სწორად ხვდება მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება არ უნდა! რადგან სიგიჟემდე უყვარს ქმარი და ჰგონია რომ ის, მის გამო შეცვლება...მაგრამ ერთ დღეს... ერთ დღეს ეს ყველაფერი თორნიკეს საბოლოოდ დაანგრევს და იცი რა მოხდება ამ ნანგრევებში მარიანა თავის ოთარასთან ერთად მოხვდება
-სოფი -აღელდა ვაჩე როცა ატირებულმა გოგონამ სახეზე ხელები აიფარა -ასე ნუ განიცდი, მთავარი ისაა რომ მათ ერთმანეთი უყვართ, ძალიან უყვართ გესმის? ეს კი ძალიან ვერ რამეს ცლის ადამინის ცხოვრებაში და ცნობიერებაში- სევდიანად გაეღიმა ბიჭს, იმავე წამს ხელი გადახვია აკანკალებულ გოგონას და გულზე მიიკრო
-ასე არააა-ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ სახე ალეწილ ბიჭს -სიყვარული გრძნობების გარეშე ვერაფერს შეცვლის
-დროს სჭირდებათ... მხოლოდ დრო
-დრო რისთვის? რომ მარიანა ამ საშინელებას შეეგუოს?
-შეიცვლება-ჩაიდუდინა ვაჩემ და თავზე აკოცა აღელვებულ გოგონას
-ხო...შეიცვლება მაგრამ უარესობისკენ...რადგან ის არაფერი გამოსწორებას და შეცვლას არ ცდილობს, იმიტომ რომ ცუდს ვერაფერს ხედავს თავია საშინელ საქციელში... ეს ის არის რაც ჯერ მის ახლობლებს ანგრევს მერე კი თავად მას!-სოფი სწრაფად მოშორდა საყვარელი მამაკაცის ცივ სხეულს და მანქანაში ჩაჯდა, ვაჩე საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა -იქნებ ჯობია საავადმყოფოში დავბრუნდეთ? მანანაც წავიყვანოთ... წეღან ველააპრაკე და წნევამ უკვე დაუწია -კარგა ხნის სიჩუმის მერე სხვა თემაზე დაიწყო საუბარი უცნაურად აღელვებულმა გოგონამ
-არ ღირს, თავი დაანებე, თავად მოგვარდებიან რა...
თან ანიც იქაა და თუ რამე ეგრევე დარეკავს-დაამშვიდა ვაჩემ და მანქანა სოფის სახლის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა
-რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ და ვერ ვმშიდდები -გულწრფელად უთხრა სოფომ და სევდიანი თვალებით გახედა საკუთარ სახლს, რომელიც ჯერ კიდევ იპოთეკური სესხის გამო რალურად მისი ოჯახის საკუთრებას არ წარმოადგენდა
-გინდა დაგამშვიდო?-ვაჩეს ხმამ გონს მოიყვანა ფიქრებში წასული გოგონა, რომელმაც მისკენ გაოცებული სახით მიიხედა
-რა?-დაბნეულმა ჰკითხა
-არაფერი-გაეცინა ვაჩეს და საჭეს ძლიერად მოუჭირა ხელები
-წავალ, ალბათ მანანას ჯერ კიდევ არ სძინავს და მელოდება -სევდიანად გაუღიმა გოგონამ ბიჭს და კარისკენ მიტრიალდა
-სოფი-უცნაური ხმით ახმოდა სუნთქვა აჩქარებულ ბიჭს საყვარელი გოგონას სახელი, სოფი დაძაბული მიტრიალდა მისკენ და თვალებში ჩააცქერდა- ცოტა ხანს დარჩი-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაბნეულმა ბიჭმა და გზას გახედა
-ვაჩე მე...
-გთხოვ სულ რამდენიმე წუთით-გაეღიმა ბიჭს და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა, წინ ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია ყურს უკან და სახე ზედმეტად მიაუახლოვა, სოფი იმდენად დაიძაბა, რომ სუნთქვა შეეკრა და უარესი დაემართა, როცა ვაჩეს ცივი თითები სახიდან თმებში შეცურდა
-გთხოვ-მხოლოდ ამით თქმა მოახერხა გოგონამ და სანამ კიდევ რამეს იტყოდა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა ნაზად შეაწება თავისი ცივი ტუჩები გოგონას მთრთოლარე ტუჩებს, იმის მიუხედავად რომ ვაჩეს თავგზას ურევდა სოფის სიახლოვე, შეხება და სურნელი, როგორღაც მაინც მოახერხა გრძნობების და ემოციებია მოთოკვა რის გამოც კოცნა ნაზი და ვნებიანი გამოვიდა, შესაბამისად სოფი კოცნაში აჰყვა და თამამად შეუცირე თმებში ხელი, როცა მოწოლილი გიჟური ვნებები ოდნავ დაცხრა და ერთმანეთის ტუჩებს შეელივნენ ვაჩემ ჩურჩულით უთხრა
-მიყვარხარ-დაბნეულმა სოფიმ თვალები დაახამხამა და გაოგნებული სახით მიაჩერდა ვაჩეს, რომელიც ისევ მისკენ გადაიხარა, თმებში ხელი შეუცურა და ტუჩებზე დააცხრა.
ქეთიმ მთელი ღამე თეთრად გაათენა ტირილში, აგიჟებდა თორნიკეზე და მარიანაზე ფიქრი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც უჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რადგან ზუსტად იცოდა რომ შვილს სამუდამოდ დაკარგავდა, იცოდა რომ თორნიკე არასოდეს აპატიებდა იმას რაც ჩაიდინა და სწორედ ამიტომ ეშინოდა, ძალიან ეშინოდა წარსულთან დაპირისპირების, მაგრამ გეგას შიშით რომ მას რამე არ ეთქვა თორნიკესთვის და უარესად არ მოეწამლა გონება მისთვის, როგორღაც მოახერხა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
თორნიკე გაჩერებულ მანქანაში იჯდა და ცღიელ სივრცეს გაჰყურებდა ამღვრეული თვალებით, ფიქრმა წაიღო მისი გონება, მარიანაზე ფიქრმა რომელსაც უკვე მეათასეჯერ ატკინა გული და იმედები საშინლად გაუცრუა, წამლის გამო. გამწარებულმა საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი, შემდეგ კი ცივი შუბლი მიაბჯინა და აკანკალებული ხელები ძლიერად მოუჭირა სიმწრისგან, თითქოს ასე ცდილობდა იმ საშინელი და მღვრიე ემოციებისგან დაცლას რაც სულს უწამლავდა მთელი ეს დრო. კარგა ხნის მერე მოვიდა აზრზე და ანისთან დარეკა რომელმაც მის მეხუთე გაბმულ ზარს უპასუხა
-როგორც იქნა-დაუღრინა თორნიკემ მისი ხმა რომ გაიგო ყურმილს მიღმა
-ავადმყოფო-ჩაჰყვირა ანიმ -იცი მარიანას რა დაემართა? ძლივს დავაწყნარე იმდენი იტირა და მერე დამამშვიდებელი გაუკეთეს რომ დაეძინა
-ისე? კარგადაა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბიჭმა
-კარგად როგორ იქნება მაშინ, როცა ასე საშინლად იქცევი? ვერ ხვდები რომ ცხოვრებას ინგრევ წამლის გამო და მარიანასაც ანადგურებ?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ
-გგონია რომ დამოკიდებული არ ხარ, მაგრამ უნდა მიხვდე და გააცნობიერო რომ საშინელებას აკეთებ თორნიკე! რადგან სხვანაირად ჩვენ ვერ დაგეხმარებით და ოდესმე საბოლოოდ დაინგრევ ცხოვრებას
-რომ გაიღვიძებს დამირეკე-სიტყვა ბანზე აუგდო ბიჭმა
-არ მოხვიდე რა... შეეშვი ცოტა ხანს დამშვიდდეს
-კარგი არ მოვალ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტელეფონზე დამელეპარაკება
-პირობებს ნუ მიყენებ! გითხარი რომ ცუდადაა, განიცდის და შენი ნახვა არ უნდა-მეთქი
-მაშინ მოვალ
-რატომ არ გესმის?-გაბრაზდა ანი
-მარიანამ თავიდანვე ყველაფერი კარგად იცოდა და მორჩი ამაზე ლაპარაკს! მას სხვა პრობლემა აქვს
-გგონია რადგან იცოდა და თვალს ხუჭავდა ამ საშინელებაზე უფლება გაქვს ასე მოექცე? თავხედურად მიიღო წამლები და მერე ისე მოხვიდე მასთან თითქოს არაფერი? რადგან იცის რომ დამოკიდებული ხარ...გგონია ვალდებულია რომ ამ ყველაფერს სიჩუმით უპასუხოს?
-უნდა წავიდე
-თორნიკე მარიანას დაკარგავ გესმის? ზღვარზე ხართ უკვე
-ტვინს ნუ ტყნ.ვ რა, ვხვდები გასაგებია?
-მაშინ აზრზე მოდი და წასიერად მოიქეცი! ხომ იცი რომ ისედაც ცუდადააა



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო ძალიან დამაბენი რა არ ვიცი რა ვთქვა ამ თავზე.ნუ ეხლა თორნიკე ასეთი დამოკიდებულება რატომ წამალზე ყველამ ვიცით მაგრამ ეს არ ამართლებს ამას რო ასე ექცევა მარიანას,მე მაპატიე და ღირსი იქნება რო მარიანამ მიატოვოს.რაც შეეხება ვაჩეს და სოფის ძალიან მომწონს მათი საუბრები სა მგონი მარათლა დეიცვლება ვაჩე.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

სულელი ქალია ქეთი, რომელიც თავის გრძნობებში ვერ გარკვეულა, კიდე უფრო სულელია მარიამა რომელიც ადამიანს თავს ასე ამცირებიებს და გამუდმებით ტირის. ერთადერთი სოფოა ნორმალური და ნუ დააშტერებ მაგას გთხოვ დდდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნაზი

ოჰო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მომწონს ძალიან მიყვარს ეს ისტორია ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤რა კარგია რომ დაბრუნდი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი კირა

მთავარ წყვილთან ისეთი დაძაბულობა და აურზაურია რომ გაგიჭირდება ამათი ურთიერთობის დალაგება. როგორც წინა კომენტარში აღვნიშნე მარიანა ძალიან ამცირებინებს თავს თორნიკეს, გამოაფხიზლე რაა ეს გოგო :დ
რამდენი თავი დაწერე უკვე და გიორგი და ანი საერთოდ არ ჩანან. მომენატრა ამათი ჩხუბი და კინკლაობა უკვე:)
აი სოფისთან მიმართებაში ჩემი შეხედულება უცვლელია, ძალიან მომწონს მე ეს გოგო<3 და საერთოდ ამ ისტორიაში ჩემი ფავორიტი წყვილი ვაჩე და სოფია, მგონი ერთადერთი წყვილი რომელზეც პრეტენზია საერთოდ არმაქვს, გარდა იმისა რომ ვაჩე წამლებზეა დამოკიდებული და საერთოდ სამივე ძმაკაცი.
ვეთანხმები გოგოებსაც, ძალიან მაინტერესებს მეც პერსონაჟების ვიზუალი, რაც საერთოდ არ ჩანს ამ ისტორიაში. ერთადერთი დღეს გავიგე თორნიკეს ქერა თმები რომ აქვს;)
ისე რატომღაც არასდროს მომწონდა ქერა ბიჭები :დ უფრო შავგრემანებზე, მაღლებზე და ათლეტური აღნაგობის მქონეებზე ჩავიციკლე;))))

 


№5 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი მაკა
სულელი ქალია ქეთი, რომელიც თავის გრძნობებში ვერ გარკვეულა, კიდე უფრო სულელია მარიამა რომელიც ადამიანს თავს ასე ამცირებიებს და გამუდმებით ტირის. ერთადერთი სოფოა ნორმალური და ნუ დააშტერებ მაგას გთხოვ დდდ

ნეაკო
მე პირადად მესმის ქეთის და მიყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ არ მიკვირს რომ თქვენ არ მოგწონთ ის რადგან ამდენი წლის მერეც დაბნეულია და ვერ გარკვეულა საბოლოოდ საკუთარ გრძნობებში, თუმცა ნათელია ის რომ ოჯახი მისთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
მარიანას დამოკიდებულება მალე შეიცვლება თორნიკეს მიმართ რაც კიდევ უფრო გაართულებს მათ მდგომარეობას.
ძალიან მიხარია რომ სოფი მოგწონთ, ვეცდები ასეთად დარჩეა და იმედები არ გაგიცრუოთ ❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

მგონი მხოლოდ გარეგნობის აღწერა არ გიჭირს მხოლოდ ნეაკო,ვფიქრობ ზოგადად არ გაქვს მდიდარი ლექსიკონი და ეს ძალიან გიგდებს ხარისხს,ცივი თითები და ცივი ტუჩებია ერთადერთი ზედსართავი მგონი ისტორიებში,ასევე ტავტოლოგიები,უმალ- ს იმეორებ ხშირად და ზედმეტად-ს ...სიახლოვის აღწერა მხოლოდ სუნთქვის მიფრქვევა არაა სახეზე,ხან ცხელის და ხან ცივის...მოკლედ ლექსიკაზე მაგარი სამუშაოა და მშვენიერი მწერალი დადგები,წარმატებები

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინო
მგონი მხოლოდ გარეგნობის აღწერა არ გიჭირს მხოლოდ ნეაკო,ვფიქრობ ზოგადად არ გაქვს მდიდარი ლექსიკონი და ეს ძალიან გიგდებს ხარისხს,ცივი თითები და ცივი ტუჩებია ერთადერთი ზედსართავი მგონი ისტორიებში,ასევე ტავტოლოგიები,უმალ- ს იმეორებ ხშირად და ზედმეტად-ს ...სიახლოვის აღწერა მხოლოდ სუნთქვის მიფრქვევა არაა სახეზე,ხან ცხელის და ხან ცივის...მოკლედ ლექსიკაზე მაგარი სამუშაოა და მშვენიერი მწერალი დადგები,წარმატებები

კი მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ დრო და შესაძლებლობა არ მაქვს რომ ამ კუთხით უფრო გავვითარდე, შესაბამისად ვწერ ისე როგორც ვახერხებ, რადგან ძალიან მიყვარს წერა და ამ ხარვეზბის მიუხედავად ვერ ველევი ზოგადად წერას, თორემ არც მაქვს პრეტენზია ვიყო გამორჩეული და კარგი მწერალი, რადგან კარგად მესმის რომ ამ ყველაფერს დიდი შრომა ძალისხმევა და დრო სჭირდება.
მადლობა აზრის გაზირებისთვის❤❤❤❤❤❤ვეცდები ყურადღება გავამახვილო ამ საკითხზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent