შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 5


31-08-2021, 18:28
ნანახია 1 173

გიგაურების ოჯახში დიდი მზადება იყო.ნიკოლოზ გიგაურმა ქორწილი,რაც შეიძლება ახლო მომავალში დაგეგმა და ამ ამბიდან,ერთი კვირის თავზე გრანდიოზული ქორწილი იმართებოდა.ნატალის თეთრი გრძელი კაბა მოერგო და იმდენად გახარებული იყო,რომ ვერ იაზრებდა ამ თამაშის არსს.ნიკოლზ გიგაურმა გოგოსთან ორ თვიანი ხელშეკრულება დადო,რის მიხედვითაც ნატალი ბაციკაძე გიგაურების რძალი გახდებოდა.ამ შეთანხმებაზე თანხმობისას ბაციკაძე არც კი დაფიქრებულა,როგორ დარტყმას მიაყენებდა ანიტა ჩოხელს.გოგო თანახმა იყო სასურველი კაცი,თუნდაც ორი თვით მისი ყოფილიყო და ყველაფერზე წავიდოდა, თვით ეშმაკსაც მიჰყიდიდა სულს.თავმომწონედ იდგა ნატალი სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს დიდი სიამაყით უყურებდა.მასში რამოდენიმე გრძნობა ირეოდა და სრულ ქაოსს ქმნიდა.ირგვლივ ვიზაჟისტები,სტილისტები და დიზაინერები ოთახში ირეოდნენ და ცდილობდნენ საკუთარი საქმე გაეკეთებინათ.ნიკოლოზ გიგაური საკუთარ ოთახში სმოკინგს ირგებდა და თან მრისხანე ერეკლეს უსმენდა,რომელიც ოთახში ფეხის შემოდგმიდან ლაპარაკობდა და ეს უკანასკნელი გაჩუმებას არ აპირებდა.სხეულში დაძაბულობა იგრძნო,თითქოს მისი სული კიდევ ერთი ცოდვით დამძიმდა.ეს ცოდვა კი იმდენად მძიმე იყო,რომ შეუძლებელი იქნებოდა ოდესმე დავიწყებოდა.

-ვერ ვხვდები.აი ვზივარ,ვფიქრობ და ვერ ვხვდები ასე ყ*ეურად,რატომ იქცევი?-ოთახში გამეფებული სიჩუმე კვლავ ერეკლემ დაარღვია.

-ერეკლე,გთხოვ ნუ შემ*ცი!-დაუბღვირა ძმაკაცს და პერანგზე ღილების შეკვრა დაიწყო.

-არ იმსახურებს,ძმაო.ანიტა ჩოხელი ამას არ იმსახურებს.-დანანებით თქვა ბიჭმა და ვისკი ჩაუშვა ორგანიზმში.-გოგომ რამდენი რამე გააკეთა შენთვის და შენ რას უკეთებ ხვდები, მაინც?

-ერეკლე,ახლა კარგად მომისმინე!-ნიკოლოზი მეგობრის წინ დაჯდა.-რასაც ვაკეთებ,ყველა ჩემი ქმედება და ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯი კარგად გათვლილია.ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს და მეტსაც გეტყვი-ცოტახანს გაჩუმდა უმძიმდა ამ ყველაფრის თქმა.უმძმდა იმის აღიარება, რომ საყვარელ ქალს ასე გატეხდა და ატკენდა.-ვიცი რომ ჩოხელი ამით განადგურდება და ზუსტად ეს მინდა!

ოთახში ნიკოლოზის უემოციო ხმა გაისმა.უყურებდა ერეკლე წინ მჯდომს და ვერ ხვდებოდა,რა დაემართა ბავშვობის ძმაკაცს.”ასე რამ შეგცვალა’-ო გაიფიქრა კიდევაც,მაგრამ არაფერი უთქვამს.ანიტაზე გული სწყდებოდა.ყოველთვის მოსწონდა ეს გოგონა ნიკოლოზის გვერდით და სულ ცდილობდა მათი ურთიერთობისთვისაც ხელი შეეწყო.მხოლოდ ერეკლემ იცოდა ამ ორის ურთიერთობა,რას ნიშნავდა და როგორი დიდი გრძნობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.ამიტომ არ უნდოდა ამ ყველაფრის დაჯერება.იმის დაჯერება ,რომ ნიკოლოზ გიგაური განგებ ანადგურებდა ანიტა ჩოხელს.ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა გიგაური ოთახში მარტო დატოვა,რომელიც ფანჯრიდან უემოციოდ იყურებოდა,თუმცა ღმერთმა იცის სინამდვილეში მის სულში, რამდენი გრძნობა ირეოდა.ამ გრძნობებიდან კი, ყველაზე ძლიერი სიყვარული და შურისძიება გახლდათ.ამ ორის ორთაბრძოლა ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი იყო.მხოლოდ ერთმა იცოდა,რომელი მათგანი გაიმარჯებდა ნიკოლოზ გიგაურზე.



*****



სუსხიანი საღამო იყო.აი ისეთი ორგანიზმში სიცივე სასიამოვნოდ რომ იჭრება და სხეულის სითბოსაც იდეალურად ერწყმის.ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს უტიფრად არღვევდა ხალხის დიდი ნაკადი.დიდ დარბაზში ელიტარულ საზოგადოებას მოეყარა თავი და ყველას ყურადღება ამაღლებულ ადგილას მჯდომ ნეფე პატარძალზე იყო მიმართული,რომლებიც ახალ მოსული სტუმრებისგან იღებდნენ მოლოცვებს.გიგაურმა რამდენჯერმე მოავლო თვალი დარბაზს და როდესაც სასურველი ობიექტვი კვლავ ვერ იპოვა ბრაზმა მოიცვა მისი სხეული.”არ მოვა! სულელი ხარ ნიკოლოზ გიაგური,როგორ იფიქრე რომ ჩოხელი აქ მოვიდოდა.” ცოტაც და კონტროლს დაკარგავდა გიგაური,როცა ხალხმრავალი სივრცე გამოარღვია წითელ კაბაში გამოწყობილმა ჩოხელმა,რომელსაც გვერდს უმაგრებდა სასიამოვნო აღნაგობის ლუკა მაჩაბელი.

ლამაზი და ამაყი გოგო იყო ანიტა, ყოველთვის გამორჩეული და ამავე დროს არასდროს კარგავდა სინაზის ეფექტს. ყველასგან გამოარჩევდით გოგონას ,რომელსაც წითელი ატლასის გრძელი დაშვებული კაბა მოერგო და მის ბაგეებს წითელი ტუჩსაცხი ამშვენებდა.ჩოხელი სწრაფად, მიზანმიმართულად და ქუსლების კაკუნით არღვევდა ხალხის ნაკადს და საყვარელ წყვილს უახლოვდებოდა.წაქცეული და განადგურებული ადამიანი,რომელმაც შეძლო და ფეხზე წამოდგა ყველაზე საშიშია,რადგან ის უკვე ძალიან კარგი მოთამაშეა და შეუძლია,თვით ცბიერი და ოსტატური მოთამაშე ეშმაკიც კი გააცუროს.

-გილოცაავთ საყვარელო დაქალო და მისო აწ უკვე საყვარელო ქმარუკავ. თქვენთვის უდიდესი საჩუქარი მაქვს.-ჩოხელსს ბრაზისგან უნდოდა იქაურობა დაენგრია,გაენადგურებინა და გადაეწვა,თუმცა ამის მაგივრად მშვიდად გადაეხვია წყვილს და კმაყოფილი მაგიდას დაუბრუნდა.მთელი საღამოს განმავლობაში ნიკოლოზ გიგაურსა და ანიტა ჩოხელს შორის უხილავი ძაფები იყო გაბმული. აფორიაქებული და დაბნეული იყო ნატალი ბაციკაძე.უყურებდა ნიკოლოზ გიგაურს,რომლის მზერაც აშკარად ჩოხელისკენ იყო მიმართული.

ანიტა გრძნობდა მისკენ მიმართულ გამყინავ მზერად და ამისგან თავის არიდება სცადა.ფეხზე წამოდგა და ლუკას დაუბარა ცოტახნით გარეთ გავალ და მალე მოვალო.

-ხომ არ გამოგყვე?

-არა , უბრალოდ ჰაერზე გავალ აქვე.-ჩოხელმა გაუღიმა და რესტორანი უკან მოუხედავად დატოვა.



ვერანდის მოაჯირებს მიყრდნობოდა თხელი სილუეტი.მისი ხამოყვანილი წელი და ხვეული თმა,სიბნელეში მთვარის შუქზეც კარგად იკვეთებოდა.სიწყნარე იყო იყო,მხოლოდ რესტორნიდან გამოსული ხმაური არღვევდა ამ შემზარავ სიჩუმეს.აღარ შეეძლო ამდენი თამაში და საკუთარ თავს უფლება მისცა ჩამოგორებული ცრემლი არ მოეწმინდა.ტუჩებს შორის სიგარეტის ღერი ჰქონდა მოქცეული და ღრმად უშვებდა ამ დაბინძურებულ კვამლს ფილტვებში. გამაყრუებელი სიჩუმე ფეხის ხმამ დაარღვია.მიუხედავად დიდი ინტერესისა,წამითაც არ გაჰპარვია თვალი მოსიარულესკენ.

-ძალიან ლამაზი ხარ!-ვერანდაზე ფეხის ხმა შეწყდა და ნიკოლოზის გაბზარულმა ხმამ ცაანაცვლა.ჩოხელმა იგრძნო კუშტი გამომეტყველება მისი და ხმა არ ამოუღია.

-მიხარია რომ მოხვედი!-კვლავ გიგაურის ბგერებმა დაარღვია ჰაერის ნაკადი.

- გეგონა არ მოვიდოდი?-ეს ნაზი და ხავერდოვანი ხმა ჩასწვდა გიგაურს სულში და ისედაც აფორიაქებული,უფრო ააფორიაქა.

-მეგონა არ მოხვიდოდი.-ჰაერის ძლიერი ნაკადი მოაწყდა ანიტას სახეზე და სუნთქვა შეკრული იძულებული გახდა,ღრმად ჩაესუნთქა.დამძიმებული ფილტვები დააცარიელა და სიგარეტის ღერი იქვე მდგარ სანაგვეზე მოისროლა.

-ნიკოლოზ არ მაინტერესებს!-ანიტას გაეღიმა და როდესაც გიგაურის მზერას შეეჩეხა სათქმელი გააგრძელა.- არ მაინტერესებს, ნატალის ქმარი გერქმევა თუ არა, მაგრამ შენ გაინტერესებს.-გოგო მიუახლოვდა და კვლავ მოსწყდა ბაგეები ერთმანეთს.-გაინტერესებს ჩემი და იმ უცნობი ბიჭის ურთიერთობა!-გამარჯვებულის მზერით გახედა დადუმებულ გიგაურს,რომელიც დიდი მოთმინებით ცდილობდა ბრაზის მოთოკვას.

-საიდან მოიტანე?

-მთელი საღამოა თვალი არ მოგიწყვეტია ჩვენთვის. გიცნობ ნიკოლოზ, ისე გიცნობ როგორც არავინ. ვიცი როდის რას გრძნობ და რას განიცდი. ვიცი,ეს ქორწილი ერთი დიდი სპექტაკლია, მაგრამ არაუშავს გავერთობით.

-ჩემსა და ნატას შორის რა ხდება არავის საქმე არ არის,მითუმეტეს შენი!-მკაცრად მიუგო და გამყინავი თვალებით გაბურღა ჩოხელი.გოგოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სიბრზიგან ანთებული თვალები შეანათა წინ მდგომ გოროზ ბიჭს.

-ვხედავ შენს აცახცახებულ სხეულს.ვხედავ,როგორ გეშინია როდესაც შენთან ახლოს ვარ.გეშინია რომ არაფერი წამოგცდეს.-ბიჭმა გოგოს მხარზე ხელი დაადო კმაყოფილი სახით და ჩოხელის რეაქციას დაელოდა,რომელიც გაუძრევლად იდგა და ცრემლ მორეული თვალის არიდებას ცდილობდა.-დროა აღიარო ანიტა,შენ დამარცხდი!-ეს უკანასკნელი სიტყვები გოგოსთვის გამოცოცხლების ტოლფასი იყო,ანიტამ საკუთარ სხეულზე უტიფრად მოკალათებულ ხელზე საკუთარი დაადო და სხეულებს შორის მანძილი უფრო შეამცირა.

-გიგაური,ერთი რამ დაიმახსოვრე!-წითლად შეღებილი ბაგეები ყურთან იმდენად ახლოს მიუტანა,რომ ლაპარაკის დროს ნიკოლოზის სხეულში დაუოკებელი სურვილი გააჩინა,დაუფლებოდა მისთვის მიუწვდომელ ქალს.-შენს სულში შემოვძვრები და რქებს წაგამტვრევ!-ესღა უთქხრა ჩოხელმა და მისი ხელი სხეულიდან მოიშორა.თავისუფლებანარევი წმინდა ჟანგბადი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და ადრენალინის მოზღვავებისგან სიტუაციაში ჯერ ვერ გარკვეულ სხეულს მოსწყდა.ფეხის ნაბიჯების ხმა ესმოდა.ეს არ იყო ჩვეულებრივი სიარულის მანერა,ეს უფრო ამაყად გადადგუმილი ნაბიჯების ხმას ჰგავდა. ნაბიჯების,რომლებიც სულ უფრო შორდებოდა ნიკოლოზ გიგაურს.



ფიქრები...ფიქრები...ფიქრები...

დარჩენილი საღამოს განმავლობაში ნიკოლოზ გიგაური ფიქრებში იყო გადაკარგული. მთელი მისი სხეული მოეცვა დაუოკებელ ჟინს. მას სურდა გოგონა ,რომელიც რამოდენიმე მაგიდის გამოტოვებით იჯდა .მას სურდა გოგონა,რომლის გამოხედვა ასე ათრობდა და მისი საუბარი ქვის გულს ალღობდა.მას ანიტა ჩოხელი სურდა,რომელსაც მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ასევე ყველაზე დიდი უბედურება შეეძლო მოეტანა. "შენს სულში შემოვძვრები და რქებს წაგამტვრევ!" ჩაეღიმა ქვის კაცს. თურმე შესაძლებელია ყველაზე ცივსისხლიანსაც ჰქონდეს გრძნობები, რომელსაც თავს შეაფარებს და მასში გადაიკარგება. ყველაზე გულქვასაც ჰქონდეს გრძნობები, რომლითაც იარსებებს და ჩაებღაუჭება,თუნდაც მხოლოდ ცალმხრივი იყოს. ან იქნებ, საერთოდ არ არიან ასეთები, უბრალოდ თავს ასაღებენ რომ არ შეგვეძლოს მათი ამოცნობა.

-იქნებ ყურადღება მომაქციო.- ნაძალადევად გაიღიმა ნატამ.-ჩემო ტკბილო ქმარუკავ!

-ხომ იცი ,რომ ეს თამაშია?

-ხომ იცი, რომ ეს მათ არ იციან.-გიგაურმა ქალს გაუღიმა და ბაგეები შეუსველა.ამის შემხედვარე ჩოხელს გულისრევის მოზღვავებულმა გრძნობამ შეახსენა თავი და წყლით სავსე ჭიქა ჩაცალა.უყურებდა ორ განსხვავებულ სხეულს და უფრო რწმუნდებოდა,რომ ეს გიგაურის მორიგი დადგმული თამაში იყო.ჩოხელი ფეხზე წამოდგა და ბაციკაძესთან მივიდა,რომელსაც სახეზე ბრაზისგან გამოწვეული დაღლა აღბეჭვდოდა.ეტყობოდა ,როგორ ცდილობდა ამის დამალვას,თუმცა უშედეგოდ.ანიტა ნატალისაც ძალიან კარგად იცნობდა და ყოველთვის ესმოდა მისი უსიტყვოდ.

-ნატა,შეგიძლია ორი წუთით გარეთ გავიდეთ?-ბაციკაძე ახლა მიხვდა რა ჩაიდინა და დამნაშავეს თვალებით მიაჩერდა წითელ კაბაში გამოწყობილ გოგოს.

-კი,შემიძლია.-დაძაბულობისგან მძლივს ამოილუღლუღა და ჩოხელს უკან გაყვა. Როდესაც შენობა დატოვეს,ნატალიმ წინ მიმავალი გოგო გააჩერა და სინანულისგან გამწვეული ცრემლები შეიმშრალა.

-ანნ,მაპატიე გთხოვ.-ჩახუტებას შეეცადა,თუმცა ეს მცდელობა წყალში ჩაეყარა,როდესაც ანიტამ მისგან დისტანცია დაიჭირა.

-ანიტა...-გოგომ არ დააცადა ნატას სათქმელი დაესრულებინა და ქორწილის საჩუქარი მიაჩეჩა ხელში.გაფართოებული თვალებით უყურებდა ბაციკაძე მეგობარს და როდესაც გამოწვდილი საჩუქარი გამოართვა,კვლავ ცრემლები ჩამოუგორდა.

-ეს რა არის?

-საჩუქარი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-ღმერთო, რა ლამაზია.-ნატამ თითზე მოირგო თეთრი ოქროს ბეჭედი და ბედნიერებისგან აღარ იცოდა,რა გაეკეთებინა.ანიტა ჩოხელი კი კვლავ გამარჯვებულის გამომეტყველებით უყურებდა ნატას თითზე მორგებულ ბეჭედს და წარმოიდგენდა გიგაურის გაცოფებულ სახეს,როცა ამ უკანასკნელს ნატას თითზე დაინახავდა.

-კი ლამაზია, განსაკუთრებით ნიკოლოზს მოეწონება.-გაუღიმა გოგომ და უკან გაბრუნდა.

-ანნ , სად მიდიხარ?-თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი უყურებდა წინ მიმავალ ანიტა ჩოხელს,რომელიც გარკვეული მანძილის შემდეგ გაჩერდა და ბაციკაძეს შეხედა.

-აქ ჩემი ადგილი აღარაა!

-მინდა იცოდე ,რომ მე შენთან ვარ.მუდამ შენს გვერდით ვიქნები!-ერთი შეხედვით ნატა ბაციკაძე ყველასგან გამორჩეული მეგობარი გეგონებოდათ,რომელიც მუდამ მეგობრის გვერდით იქნებოდა მართლაც.სინამდვილეში ასეც იყო,თუ საქმე ნიკოლოზ გიგაურს არ ეხებოდა.

-უკვე დაამტკიცე.-გოგონამ ღიმილით დააჯილდოვა მეგობარი და იქაურობას უკანმოუხედავად გაეცალა.უკან მოიტოვა ღალატის მომსწრენი,რომლებიც ვერც კი ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა და უკან მოიტოვა მოღალატეებიც,რომლებიც საკუთარ სამსახიობო ნიჭს ავლენდნენ და მთელი ძალით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაფარვას.მიდიოდა ანიტა ჩოხელი უწინდებურად დიდი სიამაყით,სწრაფად და მიზანმიმართულად ქუსლების კაკუნით.

რა უცნაური არსებები ვართ ადამიანები, როგორ შეგვიძლია ისე მოვირგოთ ნიღაბი,რომ ყველაფერი დავმალოთ თუ როგორი განადგურებულები , გადათელილები, გამოფიტულები ვართ. სამყარო დიდი თეატრია, ხოლო ადამიანები ამ თეატრის დამსახურებული მსახიობები ვართ. იქნებ კარგადაც ვიქცევით, არ ვაძლევთ უფლებას სხვას ,თუნდაც ეს სხვა ჩვენი ახლო მონათესავე სული იყოს, ჩვენს სულში შემოძვრეს და რქები წაგვამტვრიოს.

------------------------------------
იმედს ვიტოვებ მოგეწონათ დღევანდელი თავი.მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაუუ ძალიააან მაგარია.ყოველი ტავის შემდეგ უფრო და უფრო მომწონს ანიტა და მეცოდება ასე რომ ექცევა ნიკოლოზი.????საბოლოო ჯამში ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს????

 


№2 სტუმარი სტუმარი ლელა

ლამაზად წერ. კარგი იქნებოდა უფრო დიდი თავები დაგედო და მალმალე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

საუკეთესო ხარ!!! ძალუან მომწონს და ველოდები ახალ თავს***

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent