შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 6


2-09-2021, 00:04
ნანახია 9 758

გიგაურების ოჯახში სიმშვიდის და სიმსუბუქის კვალი გამქრალიყო და სრულ ქაოსს მოეცვა არემარე.ქორწილის დასრულების შემდეგ ყველაფერი თითქოს და სტაბილურად იყო,მანამდე სანამ ნიკოლოზ გიგაური ცოლის ხელზე უმშვენიერეს ბეჭედს მოჰკრავდა თვალს.ამ უკანასკნელმა მასში მხეცი გააღვიძა.გოგოს მკლავში ჩააფრინდა და წამის მეასედში გიგაურის საძინებელში აღმოჩნდნენ.ოთახის კარის მოჯახუნებამ ისედაც შეშინებული ნატალი ასმაგად შეაშინა.ვერ ხვდებოდა მის გარშემო,რა ხდებოდა და მის წინ მოსიარულე გაგიჟებულ ნიკოლოზს, რა სჭირდა. აკანკალებული კედელზე იყო ატუზული და ირგვლივ ცრემლების ზღვა დაეყენებინა. გიგაური აბობოქრებულ ოკეანეს ჰგავდა,რომელიც არავის დაინდობს,ვინც გაბედავს და მიუახლოვდება.ნიკოლოზი ის დიდი და ღრმა მორევი იყო,რომელსაც შეეძლო უკვალოდ ჩაეყლაპე.გიგაური ყველასთვის საშიში იყო,გარდა ერთისა.გარდა იმ ადამიანისა,რომელიც მას დაუპირისპირდა და ომს დასთანხმდა.ჩოხელმა ის გააკეთა,რაც ასი პროცენტით ბოლოს მოუღებდა გიგაურს და გულს იმდნად ატკენდა,რამდენადაც შესაძლებელი იყო.

-ეს რა არის? - გაშმაგებული გიგაური ნატალი ბაციკაძის თითზე მოთავსებულ ბეჭედს უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა.- ნატალი ,ეს საიდან გაქვს? ხმა ამოიღე,ნუ მაგიჟებ,ამის დედას შე*ეცი!-ოთახში კვლავ დაიგრგვინა გიგაურის ხმამ, გოგო შეიშმუშნა, არ იცოდა რა ეთქვა. ვერ ხვდებოდა, რას გაეგიჟებინა ასე გიგაური.უყურებდა და თან ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს იწმენდდა.

-ესს, ეს ანიტამ მაჩუქა...-გოგონამ მძლივს გასაგონად სლუკუნით აღმოთქვა და თვალი აარიდა გამხეცებულ ბიჭს,რომელიც მთელს ოთახში დაბორგავდა და ყველგან სიბრაზის კვალი დაეტოვებინა.ამის გაგონებაზე ისედაც განრისხებული გიგაურის სხეულში ბრაზმა კულმინაციას მიაღწია და იმდენად ძლიერად დაარტყა მუშტი კედელს,რომ ტკივილგან მისი სხეული შეიშმუშნა. იქაურობა საომარ ფრონტს გავდა,ამ ომში კი ერთადერთი დაჭრილი თავად იყო.გაახსენდა კვლავ ჩოხელის სიტყვები “შენს სულში შემოვძვრები და რქებს წაგამტვრევ!”.ბიჭმა ისევ ოთახის კუთხეში მოკუნტულ გოგოს შეხედა გამყინავი თვალებით და მზერა კვლავ ბეჭედზე გააჩერა. ბაციკაძის თითს ამშვენებდა უმშვენიერესი მარგოს ბეჭედი.მარგო თავის ვაჟთან მივიდა,სანამ დიმიტრი ჩოხელთან წავიდოდა და ეს ულამაზესი ბეჭედი მისცა.პატარა ნიკოლოზმა გაოცებისგან დამგვალებული თვალები დედას მიაპყრო,რაზეც მარგოს გაეცინა და უთხრა.

-ჩემო პატარა ანგელოზო,ეს ბეჭედი ისეთ ადგილას შეინახე,სადაც ვერავინ იპოვის.როდესაც გაიზრდები და შენს საყვარელ ქალს ნახავმას აჩუქე,დაე ეს იყოს შენი გული,რომელსაც მას მიუძღვნი!-ქალმა შვილს გაუღიმა და იმდენად ძლიერად ჩაიკრა გულში ბავშვმა წუწუნი დაიწყო.

-დედა გავიჭყლიტე.-გიგაურების ოჯახში ერთადერთი ნათელი წერტილი მარგოსთვის ნიკოლოზი იყო. ნიკოლოზ გიგაურისთვის ეს ბეჭედი არა, მხოლოდ სიბრაზის, არამედ დიდი ტკივილის მომტანი იყო.ბიჭმა ის გააკეთა,რაც დედამ დააბარა.ბეჭედი იმ ქალს აჩუქა,რომლისთვისაც მზად იყო მთელი ცხოვრება მიეძღვნა. უყურებდა ბეჭედს და ფიქრობდა, ანიტა ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც ნიკოლოზის ყველა სუსტი წერტილი იცოდა და მისი განადგურება წამებში შეეძლო.

-ბეჭედი მომეცი!-ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,თუმცა ხმაში მაინც გაეპარა სიბრაზე.-ამის დედაც,ბეჭედი მომეცი ნატა,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!-გოგომ ბეჭედი მოიხსნა და საწოლზე დააგდო.იმედგაცრუებული და დამცირებული იყო ბაციკაძე.უყურებდა და გრძნობდა,რომ ნიკოლოზ გიგაურისთვის არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ ორ თვიანი თოჯინა იყო,რომელსაც ვადის გასვლის შემდეგ სანაგვეზე მოისროდა.

-რა ადამიანი ხარ.-ზიზღით წარმოთქვა გოგომ და ტკივილისგან დაუძლურებული მძლივს წამოდგა ფეხზე.კიდევ აპირებდა,რაღაცის თქმას,მაგრამ ნიკოლოზ გიგაური ოთახიდან გავარდა და კვლავ ატირებული ბაციკაძე მარტო დატოვა მთელი ღამით.



***



საღამოს დასრულება არ ეწერა.დიდი მცდელობის მიუხედავად,მაინც ვერ დაიძინა ჩოხელმა და იქ ავიდა,სადაც ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს ყოველთვის. სახლის სახურავიდან მიძინებული თბილისი კარგად ჩანდა,გაჰყურებდა ანიტა ჰორიზონტს,თუმცა აშკარა იყო მისი ფიქრები,სადღაც შორს,მიუწვდომელ ადგილას იყო.იმის მიუხედავად,რომ გრილოდა და ცივი ნიავი ტანზე ელამუნებოდა,მაინც დიდ ჩახუთულობას გრძნბდა.სულში დიდ სიმძიმეეს გრძნობდა,რომელიც ისე აწვებოდა რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.წამის მეასედში გარშემო ყველაფერი გაიცრიცა,იგრძნო მთელს სხეულში ,როგორ შეაღწია სიცივემ და მშვიდად დაისადგურა.ათრთოლებულ ტუჩებს შორის თამბაქოს ღერი მოიქცია და ფილტვებში ჩაშვებული ბინძური ბოლი სხეულიდან გამოათავისუფლა.კარგად იცოდა,რომ შვებას კარგა ხანი ვერ იპოვიდა და ამაზე ფიქრით თავს აღარ იტკიებდა. შემზარავი სიჩუმე მეფობდა და ჩოხელიც ამ სიჩუმეში გადაკარგულიყო,როცა დამძიმებული ჰაერი სერგი ჩოხელმა გაარღვია.

-ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი.- ბიჭი ანიტას მიუახლოვდა და მის გვერდით მოკალათდა.ჯერ გოგოს შეხედა,რომელიც ჰორიზონტს გაჰყურებდა,მერე ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედა.ანიტა ცაში ორ ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფ ვარსკვლავს უცქერდა და მისი თბილი გამომეტყველება მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა.

-დღეს რა მოხდა?-კვლავ ბიჭის მშვიდი ხმა გაისმა სახურავზე.უყურებდა გოგოს, რომელიც აშკარად ფიქრებში იყო გადაკარგული და ყურადღებას, არც კი აქცევდა გვერდით მჯდომს.

-უმშვენიერეს წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.-გოგონამ კითხვა დააიგნორა ,ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და თხრობა დაიწყო.- ვაჟს მალე მრისხანე მეტოქე გამოუჩნდა, რომელსაც შეყვარებულები გამოქვაბულში ემალებოდნენ. ერთხელაც მიაგნო მტერმა მათ ადგილსამყოფელს, შეშინებული მიჯნურები ზღვაში გადაცვივდნენ და თევზებად იქცნენ. ღმერთებმა ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოდ ისინი ხომლად აქცია. დიდი ბაფთით დაუკავშირა ისინი ერთმანეთს და ცის კამარაზე მიუჩინა ადგილი. შეხედე იმ ორ ვარსკვლავს, ერთმანეთთან როგორ ახლოს არიან და ამავე დროს,როგორ შორს.-ანიტა ბიძაშვილს მიუბრუნდა და სევდიანი თაფლიფერები შეანათა.

-არ მინდა ასეთს გიყურებდე!-სერგიმ ვეღარ მოითმინა და ის თქვა,რაც ასე ძალიან უნდოდა რომ ანიტას გაეგო.უნდოდა სცოდნოდა,როგორ გულს სტკენდა ბიძაშვილის ასეთი მდგომარეობა.განა ანიტამ არ იცოდა.იცოდა,რომ ყველა მისი ტკივილი სერგის ტკივილიც იყო და ყოველი მისი დაცემა სერგის დაცემაც იყო.სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სიცივისგან და ისევ ცის კამარაზე მყოფ წყვილს გახედა.

-ასეთს, როგროს?

-განადგურებულს!- სერგიმ სევდიანად გაიღიმა, ბიძაშვილს გახედა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. - ჩემთვის და ხარ , დაზე მეტიც, როდესაც რაღაც გიჭირს ვგრძნობ. შენი ტკივილი მტკივა ანნ. როდესაც ნოე წავიდა დავპირდი, რომ ცივ ნიავს არ მოგაკარებდი. დავპირდი,თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდებათქო. არაკაცი ვარ, პირობა ვერ შევასრულე. შეხედე შენს თავს, აქამდე როგორ მივედით,როგორ მოგეცი უფლება გაგენადგურებინა შენი თავი?

-შენი ბრალი არ არის!ერთადერთი ადამიანი ხარ , ვინც გვერდით მიდგას. მთელმა მსოფლიომ ზურგი რომ მაქციოს ვიცი,რომ შენ ჩემს გვერდით იქნები და მათ დაუპირისპირდები. როგორ შეგიძლია თავი დაიდანაშაულო,აი...- გოგო ფეხზე წამოდგა და მთვარის შუქზე სიფრიფანა სხეულის სილუეტი გამოჩნდა.- აი შეხედე, ძალიან კარგად ვარ. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო და მოხდა. განადგურებული არ ვარ, პირიქით გაძლიერებული ვარ. შენი საქმე პირნათლად შეასრულე,სერგი!- სერგი ფეხზე წამოდგა და ანიტას სხეული მკლავებში მოიქცია.

-ნოე მენატრება.

-მეც ანნ, ყოველთვის სამნი ვიყავით...

-და ვიქნებით!ნოეს აქედან წასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო.-გოგომ სერგის თავი დაადო და კვლავ ფიქრების დიდ მორევში შეცურა.



ნიკოლოზ გიგაური კი გააფთრებული იყო, ადგილზე ვერ ისვენებდა და მტანჯველ ტკივილს ვერაფრით იხშობდა.საკუთარ ბარში იყო მარტოდ დარჩენილი,რომელიც დაჭრილ მხეცს მოგაგონებდათ.ალკოჰოლით გაბრუებული ბოლთას სცემდა და ირგვლივ ყველაფერს ანგრევდა,რაც კი ხელში მოხვდებოდა.დიდი მოთმინების მიუხედავად,ბოლოს მაინც დაურეკა ანიტას,რომელიც სახლიდან გამოსული და ტყის სახლის გზაზე დამდგარი იყო.ანთებულ ტელეფონზე დახედვის შემდეგ სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა.სული დაეკაწრა,როდესაც გააცნობიერა, როგორ ატკინა გიგაურს.ნიკოლოზი გაანადგურა და თვთონაც მას გაყვა.

-მითხარი,სად ხარ!-მეორე მხრიდან განრისხებული ნიკოლოზის ხმამ გოგოს ტირილისკენ უბიძგა.ცრემლი ჩამოუგორდა და წამშივე მოიწმინდა.არ უნდოდა გიგაურს მისი სისუსტე შეემჩნია,თუმცა კარგად იცოდა რომ გვიანი იყო.

-ანიტა მითხარი, სად ჯანდაბაში ხარ!-ცოტაღა აკლდა და გიგაური ტელეფონიდან გამოძვრებოდა უკვე,როდესაც ჩოხელმა ხმა ამოიღო.

-რა გინდა?

-მაგიჟებ ხო?აშკარად ჩემს გაგიჟებას ცდილობ.იცოდე,მითხარი სად გნახო თორე...

-თორე,რას იზავ მიპოვი და მომკლავ?-ისედაც გაღიზიანებულზე,გოგოს სიტყვებმა უფრო იმოქმედა.-ნიკოლოზ,გთხოვ თავი დამანებე.-ამოიკნავლა ანიტამ და წყვეტილი ზუმერის გაგონებისას ისე ამოისუნთქა,თითქოს ხვდებოდა წინ კარგი არაფერი ელოდა.ნიკოლოზ გიგაური დაგეშილი ძაღლივით დარბოდა მის მოსაძებნად.კარგად იცოდა,ანიტა ჩოხელი სახლში არ იყო და ისიც კარგად იცოდა,სად ჯანდაბაში შეიძლებოდა ყოფილიყო.დაადგა ჩოხელის გზას და თითქოს ბუნებამაც იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე,არემარე წვიმის მომასწავლებლად მოიქუფრა და ამ უკანასკნელმა არც დააყოვნა.საათი გამთენიის ხუთის წუთებს მოასწავლებდა,ჭექა-ქუხილის ფონზე ჩასძინებოდა ჩოხელს.დაფეთებულმა გაახილა თვალები,როდესაც კარზე გამეტებით ბრახუნი გაიგო და მაშინვე მიხვდა ავტორის ვინაობასაც.გულმა დარტყმები გამოუტოვა და სუნთქვა შეკრული ფეხზე წამოდგა.ამ უკანასკნელმა მოახერხა ძილისკენ აჯანყებული გონების გამოფხიზლება და უკვე კართან მდგომი გაშეშდა.მთელი სხეული შიშმა აიტანა,თუმცა ეს გრძნობა უკუაგდო და აკანკალებული ხელით კარის სახელური ჩამოსწია.მუცელში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა,როდესაც ზღურბლს იქით ნიკოლოზ გიგაურის სილუეტი დაინახა.სიბნელეში ,მთვარის შუქზე გიგაურის განიერი მხრები და ახოვანი აღნაგობა კარგად იკვეთებოდა.უხეშ,მამაკაცურ ღაწვებზე თხელი წვერი კი იდუმალ იერს სძენდა.შეპატიჟებას არც დალოდებია,ისე შევიდა სახლში და უკან მოიტოვა ათრთოლებული სხეული,რომელსაც გულისწასვლამდე ცოტაღა აკლდა.ჩოხელმა კარი მიხურა და პირქუშ მამაკაცს უკან გაყვა.

-აქ რას აკეთებ?-ჩოხელმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და თითების მტვრევით დასვა კითხვა.

-რა გააკეთე?-კითხვაზე კითხვით უპასუხა გიგაურმა და გოროზი თვალები მისკენ მიმართა.-ხომ იცოდი,რას ნიშნავდა ეს ჩემთვის?-მთვარის შუქზე აბრდღვიალდა ნიკოლოზის ხელში მოქცეული ბეჭედი,რომელმაც წამში მიიქცია გოგოს ყურადღება.

-ამ ბეჭედის ადგილი ჩემთან არ არის,ნიკოლოზ!იმას მივეცი,ვისაც ეკუთვნოდა.შენს ცოლს მივეცი, ნიკოლოზ!-ბოლო სიტყვები გიგაურისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.იგრძნო,როგორ დაეძაბა სხეული და თავი მოთოკა,რომ ყველაფერი არ დაელეწა.

-იცოდი,ანიტა.იცოდი,როგორ გამანადგურებდა ამ ბეჭედის ნატალის თითზე დანახვა და მაინც აჩუქე.-ბრაზისგან დაძარღვული მკლავების ერთი მოსმით ჩოხელი კედელზე ააკრო და მანძილი საგრძნობლად შეამცირა.მხეცის მკლავებში მოქცეულიყო მსხვერპლი.გიგაურის მზერიდან წამოსული სუსხი მთელ სხეულს მოედო და პულსაციამაც პიკს რომ მიაჭია,სუნთქვა შეკრულმა მილულა თვალები.

-იცოდი,ნიკოლოზ.შენც კარგად იცოდი,რომ ნატალის შენს გვერდით დანახვა გამანადგურებდა,მაგრამ შენც იგივე გააკეთე.-ვნებით დამთვრალი,მძლივს გასაგონად ალაპარაკდა.

-აღიარე გიგაური,აღიარე რომ დამარცხდი!-მთვარის შუქზე აკიაფებული თვალები შეანათა ბიჭს.კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ნიკოლოზი გოგოს ბაგეებს გამხეცებით დაეწაფა და ვნებების დიდ მორევში გადაეშვნენ.კლდემამოსილი მამაკაცი სწორედ ამ პატარა ქალბატონმა გატეხა და მანძილი კიდევ უფრო შეამცირა.მისი ქათქათა მტევნები ბიჭის თმაში აღმოჩნდა და ჟინმორეული ვნებას მიეცა.მამაკაცის ხელები ჩოხელის ტანზე დასრიალებდნენ და ყველა სანტიმეტრს კარგად სწავლობდნენ.უეცრად გიგაური გოგოს სხეულს მოსწყდა,ნეტავ იცოდეთ როგორ უმძიმდა ამის გაკეთება,როგორ უნდოდა ანიტა ჩოხელს დაუფლებოდა და ეს სიფრიფანა სხეული მისი გაეხადა.ტუჩები ენით შეისველა და უკვე კართან მდგომმა უტიფრად აათვალიერა თავიდან ბოლომდე ატლასის პენუარში გამოწყობილი ჩოხელი,თითქოს უკვე მისი საკუთრება ყოფილიყო.ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ვნებებით დამთვრალი ჩოხელის შემხედვარეს.

-ნახვამდის,გიგაური!-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,უკვე ზღურბლს იქით გადასულს ჩოხელმა სიტყვა რომ დააწია.კარი გამოიხურა ისევ ისე,როგორც წინაზე და იქვე დატოვა ხელუხლებელი გრძნობები,რომელსაც ასე უფრთხილდებოდა.

****

დილა ანიტა ჩოხელისთვის სასიამოვნოდ დაიწყო. თვალები რომ გაახილა მომხარი გაახსენდა და თვალებ დასიებულს შეწითლებული ლოყები მაღლა აუვიდა. მისი პირველი სამუშაო დღე იყო და განსაკუთრებული მზადებით დაიწყო დილა. მთელი ცხოვრება ნატრობდა იმ კომპანიაში მუშაობაზე.ახლა კი შანსი ეძლეოდა თავი გამოეჩინა და დაემტკიცებინა ყველასთვის,რომ ანიტა ჩოხელისთვის შეუძლებელი არაფერია.შავ მომდგარ კაბაზე ხუჭუჭა თმები ჩამოფენოდა და წითელი ბაგეები შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა. დღეს განსხვავბულად ლამაზი იყო ჩოხელი და ეს ფაქტი ლუკა მაჩაბელის თვალსაც არ გამორჩენია.დილით ადრიანად დაურეკა მაჩაბელს ლოკაციას გამოგიგზავნი და აქ მოდიო.ზუსტად დათქმულ დროს ლუკა ავტომობილთან ელოდა მშვენიერ ქალბატონს და მისი სილამაზით გაოცებასაც ვერ მალავდა.

-დილა მშვიდობის!

-დილა მშვიდობის, ქალბატონო!

-უბრალოდ,ანიტა.-თვალი ჩაუკრა გოგომ და ღიმილითაც დაასაჩუქრა.ბიჭს ესიამოვნა ჩოხელის მსგავსი საქციელი და ამავე დროს ეუცნაურა.ცოტახანს დაბნეული იდგა მაჩაბელი,ამაზე კი ანიტა კარგად ხალისობდა.

-შეგიძლიათ დაბრძანდეთ!- მაჩაბელმა ავტომობილის კარი დაბნეულმა გააღო.

-შეგიძლია, სანამ ოფისში მიმიყვან ერთ ადგილას გამიყვანო?

-რა თქმა უნდა.-მაჩაბელს თვალები გაუფართოვდა,როდესაც გაიგო სად აპირებდა გოგო წასვლას.

-ეს ხომ გიგაურების კომპანიაა?-გაკვირვებულმა გახედა უკან მჯდომს.

-კითხვებს არ სვამ , უბრალოდ ასრულებ!- გოგომ გაიმეორა მამის სიტყვები და მხრები აიჩეჩა.





***

კარზე კაკუნმა ნიკოლოზ გიგაური გამოაფხიზლა, ისე იყო გადაკარგული ფიქრებში , რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. ცდილობდა კონცენტრაცია სამუშაოზე გადაეტანა,თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან უჭირდა.ფიქრებში ანიტა ჩოხელი ჰყავდა და ეს გოგონა მოსვენებას არ აძლევდა.ფიქრებიდან ოთახში შესულმა ჩოხელმა გამოარკვია.გოგოს იქ დანახვამ გააკვირვა და კიდევ უფრო გააოცა მისმა გარეგნობამ.

-უნდა ვიჩქმიტო, ნუთუ ეს რეალობაა?- ირონიულად ჩაიფხუკუნა გიგაურმა.-რატომ მოხვედი?!

-ამისთვის.- ჩოხელმა საქაღალდე გაუწოდა ბიჭს.ნიკოლოზის მზერა გოგოსკენ იყო მიმართული.სიგიჟემდე მიჰყავდა ჩოხელის სქელ ტუჩებს,წითლად შეფაკლულ ღაწვებს და დიდრონ თვალებს,რომელიც ისეთ სითბოს ასხივებდნენ, შეუძლებელი იყო მასში ჩაგეხედა და სულში არ ჩაეღწია ამ სითბოს.ფიქრებიდან კვლავ ანიტამ გამოარკვია. - ჩვენ მოვილაპარაკეთ პარტნიორობაზე, იმედია გახსოვს.

-გინდა მამაშენი გადაიმტერო?-გაეცინა გიგაურს.

-ნიკოლოზ, ეგ შენი საქმე არ არის! გადახედე საქაღალდეს და ეცადე ხვალ დილით პასუხი გქონდეს!- მბრძანებლური ტონით სწრაფად მიაყარა სათქმელი და საქაღალდე გიგაურის ხელში რომ აღმოჩნდა ადრენალინის მოზღვავება იგრძნო სხეულში.ბიჭმა გადაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და კალამი იქვე მიაგდო. ანიტა გაფართოებული თვალებით უყურებდა ბიჭს,აშკარა იყო არ მოელოდა მისგან მსგავს საქციელს.

-შენ თუ ყველა ხელშეკრულებას ასე აწერ ხელს კარგად გქონია საქმე.-ეშმაკები უთამაშებდნენ თვალებში და იმდენად გამომწვევად უბრიალდებდა თაფლისფერებს წინ მჯდომ გიგაურს,რომ მძლივს იკავებდა ბიჭი თავს.ყოველთვის, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ სხეულში, რაღაც ამოუცნობი ეღვრებოდათ. როგორ უნდოდათ ერთმანეთი,როგორ კლავდათ ერთმანეთის სურვილი და როგორ არ ტყდებოდნენ .სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია , სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის ეშინოდათ ორივეს.

-და მაინც,რა გააკეთე?-ისევ გაურკვევლობაში მყოფმა ანიტამ დაარღვია დუმილი.

-ვეღარაფერს დამიშავებ ანნ.- საქაღალდე გოგოს მიაწოდა.- იმის მერე, რაც გამიკეთე, ვეღარაფრით მატკენ. - ანიტა ის ადამიანი იყო, რომელთანაც ვერ მალავდა ვერც ერთ სისუსტეს გიგაური. აძლევდა განადგურების უფლებას და თან სჯეროდა, რომ ამას არ იზავდა. ანიტა ბიჭს მიუახლოვდა და ამ სიტყვებზე გაეღიმა . ასე არავისთან იღიმოდა.ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე იმდენად მოქმედებდნენ , იმდენად ცვლიდნენ ერთმანეთს, რომ აშკარა იყო მათი სულების ერთიანობა,მაგრამ ბედისწერა სულ სხვა რამეს მოასწავლებდა.

-ნახვამდის, ნიკოლოზ გიგაური!

-ნახვამდის, ანიტა ჩოხელი! -ქუსლების კაკუნით დატოვა ოთახი, გიგაური კი მიშტერებოდა კარს,რომლიდანაც წამის წინ ჩოხელი გავიდა და ეღიმებოდა საკუთარ თავზე თუ,როგორი უმოქმედო იყო იგი ჩოხელთან.





***



-შენ, რა სულ გადაირიე?-დიმიტრი ჩოხელის ხმამ მთელი ოთახი მოიცვა,ცოტაც და ანიტას ეგონა ყურის ბარაბნები გაუსკდებოდა.

-რა მოხდა?- ანიტა ფეხზე წამოდგა, როდესაც კაბინეტში განრისხებული მამა დაინახა და მიხვდა კარგი არაფერი ელოდა წინ.

-როგორ გაბედე გიგაურების კომპანიაში მისვლა?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დიმიტრი.გოგოს სიმშვიდე კი ჭკუიდან შლიდა.

-კი გავბედე და უფრო მეტსაც გეტყვი, ნიკოლოზ გიგაური ჩემი პარტნიორია.-ამის გაგონებაზე დიმიტრის ელდა ეცა, ვერ ხვდებოდა ამ პატარა გოგოს, როგორ შეეძლო ამდენი პრობლემის შექმნა.კაცს სუნთქვა შეეკრა და იქვე მდგარ სავარძელზე მიესვენა.კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიაყენა მშობელს და ეს იმაზე ძლიერი იყო,ვიდრე დანარჩენი.

-ხვდები რამდენად დაეცი? შენი რეპუტაცია, შენი სახელი გადათელე, თან ისე გადათელე რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებ. ნუთუ არ გრცხვენია? დედაშენი ცოცხალი , რომ იყოს...-ამის გაგონებაზე გოგოს თვალები გაუფართოვდა და ყურში იმდენად ცუდად მოხვდა,რომ მოულოდნელად ხმის მაღალი ტემბრით შეუბღვირა კაცს.

-შეწყვიტე!- ანიტასთვის დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო , ვერ გაუძლებდა ამ სიტყვებს მამისგან . ბატონმა დიმიტრიმ ეს კარგად იცოდა, მაგრამ მაინც დააპირა ეთქვა.ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვაკეთებთ , ვიცით გულს ვატკენთ, სულში შევუძვრებით და დავანგრევთ, მაგრამ მაიც ჩავდივართ ცოდვას. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, საკუთარი მშობელი,რომ გწირავს სატანჯველისთვის. ბატონი დიმიტრი ისე გავიდა კაბინეტიდან ანიტასთვის ზედაც არ შეუხედავს . დამცირებული იყო, საკუთარმა შვილმა გაუთხარა სამარე თან მის მტერთან ერთად.კაბინეტიდან გამოსული ერთ ხანს კართან იდგა და ცდილობდა გაეაზრებინა მომხდარი.ბოლოს კი სინანულის გრძნობამ მოიცვა კლდემამოსილი სხეული და იგრძნო ყელში,რაღაც ძლიერმა უხილავმა ძაფმა წაუჭირა,რომელიც ვერ გაეგო რა იყო.ადგილს მოსწყდა და გახრწნილი სხეულით საკუთარ კაბინეტში მილასლასდა.



***

ანიტა ჩოხელი მთელი დღე საბუთებში იყო ჩაფლული.პირველი დღე იყო და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე აეთვისებინა საქმე. ნახულობდა პროექტებს, კითხულობდა , ათვალიერებდა ნახაზებს და რაც მთავარია ქმნიდა მათ.კომპანიის თანამშრომლები გაიცნო და მეგობრული ურთიერთობაც ჩამოაყალიბა მათთან. ტელეფონის წკრიალმა გამოაფხიზლა ჩოხელი და მხოლოდ მაშინ გაიაზრა,რომ დამღლელი დღის შემდეგ სამუშაო მაგიდაზე ჩასძინებოდა და უკვე საკმაოდ გვიანი იყო.

-გისმენ, ნიკოლოზ.-ნახევრად გათიშულმა უპასუხა ბიჭს და დაელოდა მეორე მხარის პასუხს.

-ხვალ თორმეტ საათზე მზად იყავი!- ტელეფონში გიგაურის მბრძანებლურმა ტონმა გაიჟღერა და ანიტას სხეულში სასიამოვნოდ მოედო ბარიტონი. ღმერთო, როგორ ენატრებოდა ეს ბიჭი და როგორ ვერ ეგუებოდა ,რომ სხვისი იყო.

-როდის იყო გოგოს დილით ეპატიჟებოდნენ პაემანზე?-ჩაიფხუკუნა ჩოხელმა და თვალები მიხუჭა.

-ქალბატონო! ნუ გავიწყდება , პარტნიორები ვართ! ხვალ ერთ-ერთ ობიექტზე უნდა მივიდეთ . მართალია სამუშაოები დაწყებულია უკვე, მაგრამ მინდა ეს შენი პირველი პროექტი იყოს. -გოგო გიგაურის ხმამ გამოაფხიზლა.-ანნ აქ ხარ?

-კი,კი. უბრალოდ რაღაც დავინახე და...-დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.-მოკლედ ხვალ თორმეტისთვის მზად ვიქნები.-გოგომ ტელეფონი ჩანთაში ჩაიგდო და მძლივს დასამორჩილებელმა სხეულმა ოთახი დატოვა.კომპანიის შენობიდან გასულს ჰაერის ძლიერმა ნაკადმა გამოფხიზლებისკენ უბიძგა.მაჩაბელის დანახვისას სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა და ავტომობილთან მდგომ ბიჭისკენ გაემართა.

-ღმერთმა ჩემს მშველელად გამოგიშვა.-გაეღიმა გოგოს, ავტომობილში კომფორტულად მოკალათდა და როდესავ მანქანა ადგილს მოსწყდა,ფეხსაცმელები გვერდით შემოიწყო და ტკბილ ძილს მიეცა.ავტომობილი წინ მიიწევდა და უკან იტოვებდა ბუმბერაზ შენობებს.


-------------------------------------
ჩემო ტკბილებო!მაპატიეთ ასე,რომ დამიგვიანდა ამ თავის დადება. ყველანი ძალიან მიყვარხართ!



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ მომწონს ერთამნეთისთვის მიუწვდომელი ეს წყვილი)) ველოდები შემდეგ თავს,წარმატებები

საინტერესო და სასიამოვნო თავი იყო,მეცოდებიან ანიტა და ნიკოლოზი ძალიან... შენ კიდევ ძალიაან საყვარელი და თბილი გოგო ხარ
შემდეგი თავი მალე დადე ❤️

 


№2 სტუმარი nia

როგორ მომწომს ძლიერი და ჭკვიანი ქალები, ნამდვილად აკლდა ამ საიტს ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent