შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ქალღმერთი. (3)


2-09-2021, 10:27
ავტორი SeLeNe
ნანახია 814

სელენესთვის ღამე ძალიან გრძელი გამოდგა, მოუსვენრობისგან ვერც კი, დაეძინა. სებასტიანის მოსაცმელს ეხებოდა და ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. პეპლები ათასჯერ მაინც ენახა, როგორ დაფარფატობდნენ ნაზად ჰაერში მაგრამ, ახლა თითქოს მათი ჰაეროვანი ფრთები ცეცხლმოკიდებული გამხდარიყო და მუცელში გრძნობდა, მათი მოძრაობისას, სიმხურვალეს. ათასჯერ მაინც ენახა, გაზაფხულზე გაყვავებული საკურები და ახლა თითქოს ეს საკურები მის ფილტვებში გაყვავებულიყო, ყოველ ჩასუნთქვაზე, რომ გრძნობდა როგორ ირხეოდნენ და სცვიოდათ ფურცლები. იმას რასაც ყოველდღიურად ხედავდა და ყოველ ჯერზე ელამაზებოდა,ახლა თითქოს მისივე თავში გრძნობდა და ხედავდა.
და როგორც იქნა, ამ ფიქრებში გათენდა კიდეც. გათენდა და სელენეს სიხარულს და მოლოდინს საზღვრები არ ქონდა, დილა ჩვეულად და მოსაწყენად აღარ დაწყებულა, ახლა ის ელოდა...ელოდა და გრძნობდა მტანჯველ, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო გრძნობას. ასეა, "მონატრება" ერთ-ერთი ძნელი გრძნობაა, სხვა ძნელ გრძნობებს შორის, მაგრამ სასწაულად სასიამოვნოც იმიტომ, რომ ელი...არსებობს ვიღაც შენთვის ძალიან ძვირფასი ვისაც ელი და სუსტი ხარ თუ ამ გრძნობას ვერ გაუძელი. სუსტი ხარ თუ ვერ გაუძელი და ამ გრძნობამ სხვა გრძნობებიც დაგიმახინჯა.
ბევრი მოლოდინის შემდეგ სებასტიანიც გამოჩნდა ნაძვებიდან, მოდიოდა და დამაჯერებელი გამომეტყველება მიეღო, თითქოს რაღაც სერიოზულს აპირებდა რაც მის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა.
- დილამშვიდობოს ყვავილების პრინცესავ.
- გელოდებოდი
- ლოგიკურია, მე ხომ გითხარი, რომ მოვიდოდი
სებასტიანმა სპეციალურად, ოდნავ გაკვირვებული სახე მიიღო.
-....
- სიმართლე რომ გითხრა გუშინ ძალიან ვინერვიულე.
- რამე მოხდა?
- კი, სამწუხაროდ მოხდა.
- რა?
- რა და აქ დაგტოვე სულელო.
- ჩემს სახლში?
- არა, ტყეში.
უკმაყოფილოდ თვალები აატრიალა და გააგრძელა
- მოკლედ სენტიმენტების გარეშე გეტყვი, ჩემთან უნდა წაგიყვანო.
- არა.
- შენთვის არ მიკითხავს, არც ის მაინტერესებს თუ თავხედი გეგონები, უბრალოდ ჩათვალე ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რომ აღარ ვინერვიულო.
- ჩემთვის უცხო იქნება ადამიანების გარემოში ცხოვრება.
- თითქოს შენ ადამიანი არ იყო, უბრალოდ სიგიჟემდე უცნაური ხარ და დრო და დრო გავარკვევ შენზე ყველაფერს.
- სებასტიან, დარწმუნებული ხარ?
- დამაკვირდი!
სებასტიანი სელენეს სახესთან ახლოს მიიწია და სელენეს მუცელში პეპლების რაოდენობამაც წამში იმატა.
- მეტყობა რომ დარწმუნებული არ ვარ?!
-....
- ანუ არა.
სებასტიანს ტუჩის ცალი კუთხით ჩაეღიმა სელენეს გამომეტყველებაზე და თბილი ტონით უთხრა
- მანქანაში საჩუქარი გელოდება, იმედი მაქვს მოგეწონება.
სებასტიანმა სელენეს ხელი ხელში მოიქცია და ტყიდან გზისკენ გაემართა.

* * *

- აბა, მოგწონს?
- ძალიან ლამაზიაა
გახარებული სელენე ტრიალებდა აქეთ იქით ხტებოდა და უყურებდა, როგორ მოძრაობდა მასთან ერთად, სებასტიანის შერჩეული კაბა.
- მე არ მომწონს
სებასტიანი ძალიან ეცადა რომ ღიმილი დაემალა და სერიოზული, ჩაფიქრებული სახით შეეხედა მის წინ მდგარი სილამაზისთვის. სელენეს კი, უცბად შეეცვალა სახე.
- მართლა? არ მიხდება?
- ვიხუმრე, მაგრამ რა გგონოა გეტყვი ლამაზი ხარ თქო?
სებასტიანმა ცალი წარბი ასწია და მანქანის კარი გააღო.
- ადამიანებს, როცა ერთის თქმა გინდათ მეორეს, რატომ ამბობთ ხოლმე?
- ერთი ამას შეხედეთ! გაიხადე კაბა და დაბრუნდი ტბასთან ყვავილების პრინცესა
- მთვარის პრინცესა ვარ!
სელენე ხვდებოდა სებასტიანის ხასიათებს და მოსწონდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო სახით ჩაჯდა მანქანაში, ძალიან უნდოდა, რომ სებასტიანისგან კომპლიმენტი მიეღო.
- ესეიგი, მთვარის პრინცესა არა?
- ზუსტადაც.
- როგორი ნაზი და დამთმობი ჩანდი, მგონი შევცდი რომ წამოგიყვანე
- შენც თბილი ჩანდი
- არ ვყოფილვარ?
- გაგიძლებ
- რა მჭირს შენი გასაძლები, შე ყვავილო
სებასტიანმა ისევ წარბი ასწია და სელენეს გახედა.

* * *

- მოვედით
თქვა სებასტიანმა და მანქანა გააჩერა, სელენებ მინიდან გაიხედა და დაინახა არც თუ, ისე დიდი, მაგრამ ძალიან ლამაზი და მოკრძალებული სახლი, რომელსაც, რომ შეხედავდით თავი ფრანგულ არისტოკრატულ დროში გეგონებოდათ.
ფორმა ციხესიმაგრეს მოგაგონებდათ, კედლები სპილოსძვლისფრად შეეღებათ, ხოლო სახურავი იმავე ფერის გრადაცია იყო, მუქი ფერისკენ. კედლებს თუ, დააკვორდებოდით დაინახავდით აგურების ფორმებს, თუ როგორ განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მათი ფერები. ასევე გამორიცხული იყო, არ გაეოცებინეთ საკმაოდ დიდ ეზოს. სახლის წინ, სხვა ყვავილებთან ერთად, შედარებით მეტი სიხშირის ხარობდა, თეთრი ვარდი. ხოლო ცენტრში იდგა მეტად დახვეწილი და ორნამენტებიანი ქანდაკება.
- სებასტიან, თურმე შენც შესაფერისი სახელი გქვია.
უნებურად თქვა სახლის დათვალიერებით გართულმა და თვალებგაშტერებულმა სელენემ, ისე რომ სებასტიანისთვის არც შეუხედავს.
- შევიდეთ?
- მგონია შესვლისას კარს არისტოკრატულად ჩაცმული ქალი გაგვიღებს
- სელენე, მოსამსახურეები არ მყავს...
სებასტიანი ეცადა სერიოზული და გაკვირვებული სახით ეთქვა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა მაინც გაეღიმა და ამის დასაფარად სელენეს ზურგი შეაქცია.
- გამომყევით, მადამ.
სელენემ კაბის კუთხე თითებით ასწია და თავი დაუკრა კაცს.
სებასტიანმა კარი გააღო და სელენეს სახლის გარე ვიზუალისგან შექმნილი მოლოდინები, მაშინვე გაუმართლდა.
კედლები და ჭაღი მთლიანად ოქროსფერი ორნამენტებით იყო სავსე მუქ ხაკისფერ და თეთრ ფონზე. ასევე ხაკისფერი და თეთრი ფარდები და ძალიან დახვეწილი ანტიკვარი სპილოსძვლისფერი და ოქროსფერი ავეჯი. კედლებზე იყო დიდი სარკეები და ერთ-ერთი სარკის წინ ძველი, მაგრამ აშკარად ძალიან მოვლილი პიანინო. პიანინოზე საშუალო ზომის ლარნაკში თეთრ ვარდებთან ერთად, ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი ფერი ყვავილები ელაგა. მის გვერდით კი არც მეტი, არც ნაკლები ოქროსფერ ამოტვიფრულ, სასანთლეში, თეთრი სანთელი იწვოდა. ეს სასანთლე კი, მთლიან სახლში რა თქმა უნდა, ერთადერთი არ იყო.
- რა სილამაზეაა
წარმოთქვა გაოცებულმა სელენემ
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- კი, რა თქმა უნდა
- ეს სახლი, წინაპრებმა დაგიტოვეს?
- წინაპრებმა მხოლოდ სახელი დამიტოვეს, ეს კი, ჩემი სტილი და გემოვნებაა.
თქვა ამაყად სებასტიანმა და ცალი ხელი სახლს მოავლო.
- საკმაოდ დახვეწილი გემოვნება გაქვს
- ვიცი, ყავას დალევ?
- კი, თუ შეიძლება
სებასტიანმა მისაღები ოთახიდან სამზარეულოსკენ გადაინაცვლა, სელენე კი, ისევ დასეირნობდა და გაკვირვებული სახით, აკვირდებოდა თითოეულ ორნამენტს.

* * *

- ესეც შენი ყავა
- მადლობა
სელენეს ყავის სასიამოვნო სურნელმა, თვალები დაახუჭინა და იძულებული გახადა, ისე დაეგემოვნებინა მისი პირველი ყლუპი.
- ძალიან გემრიელია
- რაღაც დავამატე, რაც უფრო გემრიელს ხდის
- რა?
- საიდუმლოა
ნიშნის მოგებით გახედა სელენეს სავარძელში გადაწვა და ყავის ჭიქას ტუჩები მიადო.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- გისმენ.
- რატომ, თეთრი ვარდები?
- ჰმმ...
სებასტიანი წამოიწია ჭიქა დადო და გრძელი თითები შეაერთა.
- მოდი, მაშინ ჯერ მე დაგისვამ კითხვას
სელენემ თავი დაუკრა
- შენთვის სიყვარული, რომელ ყვავილთან ასოცირდება?
- ამაზე არასდროს მიფიქრია
- ახლა დაფიქრდი.
- ია
- ია? რატომ?
- იმიტომ, რომ სიყვარულის მსგავსად ნაზია და მოფრთხილება სჭირდება.
- კარგი შედარებაა.
სელენეს აშკარად გაუხარდა, რომ სებასტიანის შექება დაიმსახურა.
- აი ჩემთვის კი, სიყვარული თეთრი ვარდია, ვნება კი, წითელი.
- რატომ?
- ფორმა ერთნაირი აქვთ, ხომ ასეა?
- ასეა
- მაგრამ ფერი ძალიან განასხვავებთ, ასეა ამ დროშიც, ხალხს "ფორმის" გამო, ხშირად ერევა ვნება და სიყვარული.
- გასაოცარი ხარ !
- ნამდვილად
სებასტიანმა ისევ ამაყი სახე მიიღო და შეიფერა სელენეს აღტაცება. სელენე კი, უყურებდა და აკვირდებოდა სებასტიანს, ამ გარემოში. ფიქრობდა როგორ ძალიან ქონდა მოხდენილი სტილი. როგორი საინტერესო იყო და ნეტავ კიდევ, რამდენ ფიქრს მალავდა.
- სებასტიან
- გისმენ
- ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ
- სელენე, სენტიმენტები მოგაწვა?
- კიდევ საოცრად სიმპათიური
- შე პატარა ყვავილო! ვინ გასწავლა ესენი?
- სებასტიან!
სელენე ძალიან დაიმორცხა, კაცი მის სიტყვებს და დამოკიდებულებას, რომ არ აჰყვა.
მაგრამ სებასტიანი მართლაც, რომ სიმპათიური და შარმიანი მამაკაცი იყო. სელენეს სრულიად საწინააღმდეგო ვიზუალის მქონე. მაღალი, შავგვრემანი, ხაკისფერი თვალებით, მოკლე და მოვლილი წვერით, ოდნავ დიდი, მაგრამ აპრეხილი ცხვირით, ლამაზი ფორმის ტუჩებით და ყელზე გამოყვანილი ადამის ვაშლით, იმის მიუხედავად, რომ შავგვრემანი იყო ფერმკრთალი კანი ქონდა, მაგრამ ამასთან ერთად, არ იყო ტანით სუსტი ადამიანი. მისი კლასიკური სტილი და ცივი სუნამოს სურნელი კი, მეტად მიმზიდველს ხდიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent