სიყვარული გრძნობების გარეშე 24 თავი
სოფიმ ზიზღით სავსე მზერა ესროლა ვაჩეს და გადმოდენილი ცრემლები აკანკალებული ხელით მოიშორა სახიდან -სოფი-აღმოხდა აღელვებულ ბიჭს და მისკენ წადგა ნაბიჯი, მაგრამ შეშინებულმა გოგონამ მაშინვე უკან დაიხია და უფლება არ მისცა რომ შეხებოდა, გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ ხელახლა ატირრბული გოგონას ხმა არღვევდა, რომლის გულში და გონებაში მხოლოდ ერთი და ყველაზე საშინელი გრძნობა, იმედგაცრუება გამეფებულიყო- სოფი ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს-დაიჩურჩულა ვაჩემ და განზრახ ჯიუტად გაუსტერა თვალი საყვარელი გოგონას გადაფითრებულ სახეს რომელსაც ცრემლები არ შორდებოდა -მიზეზები?-შეიცხადა გოგონას და სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ალეწილ სახეზე -გინდოდა გეთქვა გამართლება?-ბოლო სიტყვები ისტერიული ტირილის ფონზე წარმოსთქვა და მაშინვე შეტრიალდა, წასვლა უნდოდა ამ სახლიდან და ვაჩეს ცხოვრებიდან რაც შეიძლება სწრაფად და შორს, რომ მისგან მიყენებული ტკივილის, იმედგაცრუების და სიცარიელის განცდას გაჰქცეოდა და როგორც კი კარის სახელურს უხეშად დაქაჩა და ოდნავ გამოაღო, გაცეცხლებულმა ბიჭმა ხელი ისე ძლიერად დაარტყა რომ ზრიალით დაიკეტა, რის გამოც შეშინებული სოფი ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან და დაფეთებული შეტრიალდა ვაჩესკენ, რომელმაც იმავ წამს მეორე ხელიც მიაბჯინა კარს და შუაში მოიმწყვდია საყვარელი გოგონა -სანამ არ ვილაპარაკებთ ვერსად წახვალ-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და ზემოდან დააცქერდა სახე წაშლილ გოგონას -სალაპარაკო არაფერი აღარ გვაქვს მე და შენ!- უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და თვალი მის შიშველ ნავარჯიშევ სხეულს ნელა ჩაატარა და ბოლოს მკლავზე შეაჩერა -ეს- ერთერთ ნანემსარზე მიუთითა- პასუხია ყველა კითხვაზე-დაიჩურჩულა და ხმა ჩაუწყდა, რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამეს სათქმელად -სოფი ძალინ მიყვარხარ-ხმა დაბალი ტონით უთხრა მისი სურნელით, სიახლოვით და შეხებით გაბრუებულმა ბიჭმა და გაუაზრებლად ცხვირის წვერით შუბლზე შეეხო, უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას -სიყვარულის გამოხატვა უცნაური მეთოდებთ გქცოდნია-ისევ ნანემსარზე მიუთითა გოგონამ თლილი თითებით და ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ვერ ვეშვები-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და მზერა გაუსწორა საყვარელი გოგონას ტირილისგან დასიებულ თვალებს -არჩევანის გაკეთებას არც გთხოვ-სიმწრის ღიმილი კიდევ ერთხელ გაკრთა გოგონას არეულ სახეზე- რადგან უკვე ძალიან გვიანია და აზრიც აღარ აქვს! -შენზე უარის თქმას არ ვაპირებ იმიტომ რომ შენ ასე გინდა! -აყვირდა მოულოდნელად წყობრიდან გამოსული ბიჭი და კარს გამეტებით დაარტყა ხელი, შეშინებული სოფი ადგილზე შეხტა შიშისგან და თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში -მატყუებდი... მთელი ეს დრო თვალებში მიყურებდი და მატუებდი-ამოილუღლუღა და ჩურჩულუთ განაგრძო- ამას არასოდეს გაპატიებ გესმის?-უყვირა როცა თავს მოერია და დამშვიდდა -რომ მეთქვა გამიგებდი?-თავი ოდნავ დახარა ვაჩემ და კარზე აკრულ დამფრთხალ გოგონას ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ -მიპასუხე-დაუღრინა და ისევ დაარტყა კარს ხელი, სოფის დუმილმა კიდევ უფრო გააგიჟა -რა თქმა უნდა არა!-თავის კითხვას თავადვე უპასუხა და მშვიდად განაგრძო -იმ ღამეს... როცა მკითხე, მეც ვიღებდი თუ არა რამეს... რომ მეთქვა სიმართლე რამე შეცვლებიდა?- დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო -მიპასუხე-დაუღრინა გაავებულმა -ბევრი არაფერი-გამბედაობა მოიკრიბა გოგონამ და ხმა ამოიღო -მაშინაც ისევე მიგატოვებდი სიტყვის უთქმელად... როგორც ახლა!-და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -მაშინაც წახვიდოდი არა?...-ირონიულად გაეღიმა ბიჭს -სახლში წასვლა მინდა-სოფი უკვე ვეღარ უძლებდა ამდენ უარყოფით ემოციას რომელიც სულთან დ აგონებასთან ერთად სხეულსსც უწამლავდა უკვე და უკანასკნელ ძალას ართმევდა -არასად წახვალ-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და განზრახ მიეწება საყვარელი გოგონას მთრთოლარე სხეულს- ვერ გაგიშვებ... ვერ დაგკარგავ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და უხეში ხელი მიადო ყულზე რომელიც გაუაზრებლად შეუცურა თმებში -აქ დარჩენას ვერ მაიძულებ-ავარდა სოფი და რამდენიმე წამის განმავლობაში გაირინდა რადგან ვაჩეს ტუჩების შეხება იგრძნო საფეთქელზე და ტუჩის კუთხეში -გეყოფა-დაიჩურჩულა როცა აზრზე მოვიდა და ხელები მკერდზე მიაბჯინა რომ მათ შორის დისტანცი სულ ოდნავ მაინც გაეზარდა რომ ამოესუნთქა რადგან ვაჩეს ზედმეტი ისახლოვე, შეხება და სურნელი საშინლად მოქმედებდა მასზე -სოფი-დაიჩურჩულა მისი სახელი გაღიზიანებულმა ბიჭმა და მაშინვე მაჯებში წაავლო ხელი, თავს ზემოთ დაუჭირა და გამარჯვებულის იერით ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში შემდეგ კი ამღვრეული ჭაბისფერი თვალების გამომწვევი მზერა მისი სავსე, ვნებიანი და წითელი ტუჩებისკენ ჩააცურა, სოფი საშინლად დაიძაბა -არ გაბედი და არ შემეხო-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა და გაიბრძილა, რის გამოც ვაჩემ მისი მარწუხივით შემოჭდობილი უხეში ხელები კიდევ უფრო ძლიერად მიუჭირა მაჯებზე და მთრთოლარე სხეულზე მიეკრო -სოფი-ხმა დაბალი ტონით თქვა მისი სახელი თავგზააბნეულმა ბიჭმა და ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა, შემდეგ კი ძალიან ნელა ააცურა ტუჩებისკენ -რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ?- მკაცრი ტონით ჰკითხა და მზერა გაუსწორა -ხელი გამიშვი-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა გოგონამ - არასდროს გესმის? თავს არასდროს დაგანებებ!- მუქარით უთხრა ბიჭმა, მაჯები გაუთავისუფლა და ოდნავ უკან დაიხია, რადგან არ უნდოდა სოფი კიდევ უფრო შეეშინებინა, დამფრთხალმა გოგონამ დაწითლებულ მაჯები დახედა და ზიზღით გახედა ვაჩეს -სახლში წასვლა მინდა! აქ შენთან დარჩენას არ ვაპირებ გასაგებია?-ბრაზნარევი ტონით უთხრა და კარის სახელური დაქაჩა ისევ -ნუ მიწვევ-დაუღრინა გაავებულმა ბიჭმა და მაშინვე წინ აესვეტა -მგონი გასაგებად ვერ აგიხსენი რომ აქედან მხოლოდ მაშინ წახვალ როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ -თავი ვინ გგონია ასე რომ მექცევი?-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და ვაჩეს ვნაბიანი ტუჩები, რომ შეეწება მის მთრთოლარე ტუჩებს იმავე წამს გაეთიშა გონება და აზროვნების უნარი დაკარგა, თუმცა მალევე მოუყარა თავი დაფანტულ აზრებს ბიჭის მკალვებში მომწყვდეულმა, მის ტუჩებს მოულოდნელად მოწყდა და როგორც კი თავი საბოლოოდ გაითავისუფლა, მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი, შემდეგ კი გიჟივით გავარდა საძინებლიდან და სანამ ვაჩე აზრზე მოვიდოდა, ჩანთას წამოავლო ხელი მობილურთან ერთად და ქუჩაში გავარდა ატირებული. დაბნეული ვაჩე კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და გონს მოსვლას ვერ ახერხებდა, ბოლოს როცა თავს მოერია დამშვიდდა და საღი აზროვნები უნარის დაბრუნება შეძლო, ძირს დაგდებულ პერანგს დაწვდა სწრაფად მოიცვა, ფეხსაცმელებიც ჩაიცვა, დაუდევრად შეიკრა თასმები და გარეთ გავარდა, ცარიელი ქუჩას მოათვალიერა და როგორც კი სადღაც შორს, ჰკიდა თვალი სოფის სილუეტს იქით გაიქცა, მაგრამ სანამ მიუახლოვდებოდა თვალცრემლიანმა გოგონამ ტაქსიში ჩაჯდომა და წასვლა მოასწრო. -ამის დედასაც შ.ვეცი-იყვირა გაცოფებულმა ბიჭმა და სახლისკენ გაქანდა, გიჟივით შევარდა შიგნით, მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და ისევ ქუჩაში გავარდა, სწრაფად დაქოქა მანქანა, ადგილზევე მოატრიალა და გიჟივით გააქანა, კარგა ხანს სდია ნაცნობ ტაქსის უკან შესაფერის დროს და ადგილს ეძებდა რომ მისთვის გზა გადაეჭრა და როგორც კი ამას შესაძლებლობა მიეცა გადაუსწრო და სიჩქარე მკვეთრად დააგდო, დაშესაბამისად ტაქსაც აიძულა სიჩქარი მკვეთრი ვარდნა, რადგან მას გადასწრების არანაირი შანსი აღარ ჰქონდა, კონკერტულად გზის ამ მონაკვეთზე და როცა ვაჩემ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მის წინ მანქანა დაბნეულმა ტაქსის მძღოლამა ვერ შეძლო თავის დროზე დამოხრუჭება და ინერციით დაეტაკა მისი მანქანის უკანა წილს, საჩხუბრად გამზადებული გაგიჟებული ტაქსის მძღოლი მაშინვე გადავიდა და უმალ დაშიშმინდა ვაჩემ ფული რომ შეაჩეჩა ხელში. მთელი ამ დროსი განმავლობაში საკუთარ პრობლემებსა და ტკივილში ჩაძურილი, ტირილისგან თავლებდასიებული, გაბრუებული ხა დაბნეული სოფი მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა ვაჩემ კარი გაუღო და თავით ანიშნა გადასულიყო -შენ რა გაგიჟდი?-იყვირა გაცეცხლებულმა გოგონამ როგორც კი გაცნობიერა რა მდგომარეობაშიც იყო -გადმოდი!-მკაცრი ტონით უთხრა ვაჩემ და თვალები დაუბრილა- მე და შენ საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია -სალაპარაკო აღარაფერია-ამოილუღლუღა გოგონამ და როგორც კი ცხვირი აეწვა გაჩუმდა ხელახლა რომ არ ეტირა -გადმოდი-დაუღრიანა გაავებულმა ბიჭმა და მაჯაში უხეშად წაავლო ხელი, რის გამოც სოფიმ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა -ხომ იცი რომ მაინც იმის გაკეთება მოგიწევს რაც მე მინდა?-თვალებში ჩააცქერდა გამომწვევი მზერით ბიჭი და საშინლად გაღიზიანდა, რადგან სოფი გაუაზრებლად მაინც ცდილობდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას-ნუ მაიძულებ რომ გატკინო!-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და თავისკენ მიიზიდა, აღელევული გოგონა მის ნებას დაჰყვა და მანქანიდან სიტყვის უთქმელად გადაჰყვა, რადგან ზუსტად იცოდა რომ თუ იმას არ გააკეთებდა რაც გაგიჟებული და წყობრიდან გამოსული ვაჩეს მისგან ითხოვდა, გააზრებულად, თუ გაუაზრებლად ტკივილს მიაყენებდა, შესაბამისად როცა ბიჭმა თავისი მანქანის კარი გაუღო მხოლოდ ერთხელ შეხედა სახეში უსაზღვრო ზიზღით სავსე მზერით და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წინა სავარძელში დაიკავა ადგილა, კარი გამეტებით მიიჯახუნა და საქარე მინას გაუშტერა ცივი მზერა, როგორც კი ვაჩე საჭეს მიუჯდა მისკენ მიიხედა და გამაღიზიანებელი ტონით უთხრა -გგონია შენი თავხედური ქცევა რამეს შეცვლის ჩვენს უკვე არარსებულ ურთიერთობაში?-ვაჩემ არაფერი უპასუხა მისკენ გადიახარა, ღვედი გაუკეთა და მანქანა დაქოქა -რის მიღწევას ცდილობ?-ავარდა სოფი როცა ბიჭმა მანქანა მოატრიალა და ისევ სიღნაღისაკენ აიღო გეზი -ვერ წახვალ... გესმის?-მოულოდნელად აყვირდა ვაჩე და სიჩქარეს მკვეთრად მოუმატა-უფლებას არ მოგცემ რომ წახვიდე... ვერ დაგკარგავ -ავადმყოფო... გგონია რომ შენთან ყოფნას მაიძულებ?-აკივლდა სოფი -გაიძულებ!-დაემუქრა ვაჩე რის გამოც გაგიჟებულმა გოგონამ ღვედი სწრაფად მოიხსნა და საჭეზე ხელი აუკრა მკვეთრ მოსახვევში, რასაც მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის მკვეთრი მოცურება და სავალი ნაწილიდან გადავლა მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ ქუჩის განათები ბოძთან შეჯახებით დასრულდა. ქეთი ცრემლიანი თვლებით დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს და პაწაწინა ლილეს ფოტოებს აკანკალებული თითებით ეფერებოდა, გული სტკიოდა, საშინლად სტკიოდა რადგან უკვე რამდენიმე კვირა იყო გასული მისი დაბადებიდან და ერთხელაც არ უნახია, არა თუ შეხებია. სურათების თვალიერება კი კიდევ უფრო უმძაფრებდა შვილიშვილის მონატრების და ჩახუტების სურვილს, ხანდახან ისეთი განცდა ეუფლებოდა თითქოს გრძნობდა მის სურნელს და ამ დროს კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა თავისი მარტოობით, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა ამ ცხოვრებაში და რემლთანაც მისმა დაშვებულმა გააზრებულმა შეცდომამ თავისი ფეხით მიიყვანა. ვეღარ გაუძლო პაწაწინა ლილეს მონატრების, გაცნობის და ჩახუტების მწარე სურვილს, რის გამოც ტელეფონის ეკრანი ჩააცქრო და მოწლოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე, ვეღარ უძლებდა ქეთი იმ სიმარტოვეს, სიცივეს და ზიზღს რომელიც მის გულში მძვინვარებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ წლების წინ გააზრებული შეცდომები დაუშვა: ცოლად გაჰყვა კაცს ვინც არ უყვარდა, თორნიკეს ბედისწერა შეცვალა და მის მშობლად იქცა, სახლიდან გაექცა ქმარს და ერთი წლის მერე უკან დაუბრუნდა... 26 წლის მანძილზე ატარა გეგას სიყვარული ჩუმად გულში და თან შეიყვარა ქმარიც რომელიც უნდა შეჰყვარებოდა... სახეზე ხელები აიფარა დაღლიმა ქეთიმ რომელიც ათას განსხვავაებულ გრძნობას და ემოციას ერთად განიცდიდა, რაც იმდენად ურევდა თავგზას რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებდა. ირაკლი ციხის საწოლის მეორე სართულზე გარინდებული იწვა და უაზროდ მიშტერებოდა ჭერს, ქეთიზე და გეგაზე ფიქრით დაღლილ გონებას სრულიად გამოეფიტა მისი სხეული, რომელიც არავითარ გრძნობას და ემოციას აღარ განიცდიდა. აივანზე მჯდომი გაღიზიანებული გეგა, ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა ტელეფონს და ეკრანს მიღმა, დროში გაყინული ქეთის სევდიან სახეზე მთრთოლარე თითებს დაატარებდა, ამ დროს ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს მას ეხებოდა და შეიგრძნობდა, რის გამოც რამდენიმე წამის განმავლობაში ცხელი სისხლი ისე აემღვრა ძარღვებში, რომ გულის ცემა აუჩქარდა და სუნთქავა გაუხშირდა. ამ ყველაფრის ფონზე თავზე კონტრილი მარტივად დაკარგა და თვალები მაგრად დახუჭა აზრზე მოსასვლელად, რადგან ქეთის ნახვის დაუოკებელ სურვილის ვეღარ უმკლავდებოდა, იმდენად უნდოდა მისი შეხება და შეგრძნება რომ ამ ყველაფერზე ფიქრმა ლამის შეშალა. ტელეფონი მაგიდაზე დაუდევრად მიაგდო და ფეხზე წამოდგა, მოაჯირს მიუახლოვდა, ორივე ხელით დაებჯინა და ძლიერად მოუჭირა ათრთილებული თითები -გეგა-ზურგს უკნიდან მოესმა გვანცას ხმა და მაშინვე მისკენ მიტრიალდა დაძაბული კაცი -მომიტანე?-ინტერესით ჰკითხა, ქალს არაფერი უპასუხა და სიგარეტის გახსნილი კოლოფი გაუწოდა, გეგამ უკმაყოფილო სახით შეხედა- ხომ თქვი აღარ ვეწევიო? -ხანდახან ძაან მომინდება ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ-გაეცინა მას და უცნაური მზერით მიაჩერდა კაცს, გეგა ნელა მიუახლოვდა ქალს და თავალებში ჩააცქერდა -ხომ იცი რომ მაგრად მაღიზიანებს როცა ეწევი... მოეშვი რა... -ვცდილობ-გაბრაზდა გვანცა და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -ჰოოო?-დამცინავად შეხდა გეგამ -ხანდახან მოწევით?-ცინიკური ტონით ჰკითხა და გახსნილი კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, სწრაფად მოუკიდა და მშვიდად გააბოლა -ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკები ხოლმე- ავარდა გვანცა -ნუ იბუტები პატარა-გაეცინა გეგას და ცხვირზე თითი დაჰკრა -რა იდოტი ხარ-აკისკისდა ქალი და ზურგი აქცია -მიდიხარ? -ჰო -ამაღამ მოხვალ?-ინტერესით ჰკითხა გეგამ -ზუსტად არ ვიცი-გვანცა მისკენ შეტრიალდა და სევდიანად გაუღიმა -იცოდე ჭკვიანად -გამაფრთხილებელი ტონით უთხრა კაცმა და მიმავალ ქალს თვალი იქამდე გააყოლა სანამ ოთახებშორის არ გაუჩინარდა. თორნიკე მომღიმარი სახით დაჰყურებდა მძინარე დედა-შვილს და თვალს არ აშორებდა, ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი მაგრამ ამ ბედნიერების განცაში გამუდმებით იხლართებოდა წარსულის მტკივნეულ მოგონებები და განცდები რომელბიც მის სულს, გულს და გონებას უფლებას არ აძლევდა, რომ ბოლომდე შეეგრძნო და გაეაზრა ის გამორჩეული ცხოვრებისეული საჩუქარი რასაც იჯახი ჰქვია. ქეთი ცრემლიანი თვალები დაჰყურებდა დის საფლავს და ვერაფრით იჯერებდა რომ უკვე 27 წელი იყო გასული მისი გარდაცვალებიდან...იმის მიუხედავად რომ ამდენი წელი გავიდა ქეთის ტკივილი დრომ მაინც ვერ გაანელა და ზუსტად ისევე იტანჯებოდა ახლაც როგორც მაშინ როცა სიკვდილის პირას მყოფმა გოგონამ თორნიკესთვის დედობის გაწევა და ოჯახის ჩუქება სთხოვა. ქალის გონებაში კადრებად გაირბინა ყველაზე რთული დღეების უმძიმესმა წუთებმა, რომლებმაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და გული მტკივნეულად შეეკუმშა, ცხელი ცრემლებიც სწრაფად გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე და ხმამაღლა ატირდა. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს დროსა და სივრცეში დაიკარგა რადგან მის დაღლილ გონებაში წარსული აწმყო და მომავალი ერთმანეთში ქაოსურად ირეოდა ერთ მთლიანობას ქმნიდა... შეკრთა...როცა ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო ზურგს უკნიდან და დაძაბული წამოდგა ფეხზე -თორნიკე-ამოილუღლუღა ტირილისგან თვალებდასიებულმა ქალმა და ხმა ჩაუწყდა -აქ მოსვლის უფლება აღარ გაქვს-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა და მიღებული ჭარბი ალკოჰოლისგან ჩაწითლებული თვალების ცივი ცარიელი და უსიცოცხლო მზერა ქეთიდან საფლავის ქვაზე გადაიტანა, გული მტკივნეულად შეეკუმშა, რადგან ახალგაზრდა გოგონა რომელიც სევდიანად იღიმოდა და პირდაპირ მას უყურებდა თვალებში, სრულიდ უცხო იყო მისთვის. -აქ მოსვლას ვერ ამიკრძალავ-აღელდა ქეთი - ის ჩემი დააა -და დედაჩემი რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი! -იმიტომ რომ ასე თავად ქრისტინეს უნდოდა-ცრემლიანი თვალებით მიიხედა ქალმა საფლავის ქვას -ქრისტინეს სურვილის მიუხედავად უფლება არ გქონდა რომ ასე მომქცეოდი!- მოულოდნელად აყვირდა თორნიკე -მე უბრალოდ მინდოდა რომ ოჯახი გქონოდა, დედა და მამა გყოლოდა... არ მინდოდა რომ მთელი ცხოვრება დედაზე ფიქრში და ოცნებაში ტანჯულიყავი გესმის? იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რას ნიშნავს როცა არ გყავს დედა და ოჯახი, ვიცი რამდენად ცარიელი ხარ შინაგანად, რამდენად სუსტი და დაუცველი! -შენ მე მატყუებდი! მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია და მეტი არაფერი საერთოდ არაფერი-ავარდა თორნიკე -მე და ქრისტინეს... ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა გქონოდა, ტკივილის და მწარე მონატრების გარეშე... ვიცი, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი... ვიცი რომ არასწორად მოგექეცი, გული გატკინე და იმედები გაგიცრუე ჩემს მიერ გააზრებული დაშვებული შეცდომით... მაგრამ მაშინ ასე ჩავთვალე სწორად და არ მეგონა წლების მერე თუ ამხელა ტკივილის მოყენების ფასად დამიჯდებოდა სიმართლის გამხელა -შენ მე მთელი 27 წლის მანძილზე ტყუილში მაცხოვრებდი, თვალებში მიყურბდი და მატყუებდი! შენი ყოველი სიტყვა, ჩახუტება და ემოცია ყალბი იყო! -ვიცი რომ ახლა ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ხარ და მხოლოდ ამიტომ მეუბნები ამ საშინელ სიტყვებს და არა იმიტომ რომ მართლა ასე ფიქრობ, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-ასლუკუნდა ქეთი -გთხოვ არ გინდა ეს სენტინენტები- მომაბეზრებლად უთხრა ბიჭმა-ის შეტყობინება რომ არა, დარწმუნებული ვარ შენ არასდროს მეტყოდი სიმართლეა -ვაპირებდი, ბევრჯერ ვცადე მაგრამ ვერ შევძელი... ძალა არ მეყო, შენი დაკარგვის შემეშინდა -ახლა? მაინცდამაინც ახლა რატომ მითხარი სიმართლე?-ინტერესით ჰკითხა და გაჩუმდა -ვინ გაიძულა?-ჩურჩუკით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში... ქეთი დუმდა, მისი სიჩუმე კი უარესად აგიჟებადა თორნიკეს- მიპასუხე-მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი -მე... -კიდევ რას მიმალავ? -არ გინდა გთხოვ -შეეხვეწა ქეთი -მითხარი ვინ მომწერა ის შეტყობინება -რ შემიძლია -რა ინტერესი ჰქონდა მას ამ ყველაფერთან-ავარდ ათორნიკე -არანაირი... მას თავისი მიზნები აქვს -მამაჩემი?-მოულოდნელად ჰკითხა თორნიკემ- მამაჩემი ვინაა და ახლა სადაა?-ლაშას გახსენებამ ქეთი ადგილზე გაყინა -გთხოვ არ გინდა... მასზე ნურაფერს ნუ მკითხავ გული უარესად გეტკინება დამიჯერე-ატირდა მოულოდნელად -მითხარი -თორნიკე -უფლება მაქვს ვიცოდე! -ის კაცი შვილად არასდროს გაღიარებს, მას შენი დაბადება არ უნდოდა, სწორედ ამ მიზეზით მიჰყვნენ ავარიაში ის და ქრისტინე -მისი სახელი და გვარი მითხარი!მინდა ვიცოდე ვისი ნაბ.ჭვარი ვარ- უღრიალა ბოლო ხმაზე გაგიჟებულმა ბიჭმა -შენ ჩემი და ირაკლის შვილი ხარ! მე და მამაშენს ძალიან გვიყვარხარ -ირაკლი მამაჩემი არ არის-ზიზღით უთხრა თორნიკემ -შენ ჩვენი შვილი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის! -მისი სახელი და გვარი მითხარი -ლაშა ბარათელი-ასლუკუნდა ქეთი და როგორც კი გაგიჟებული თორნიკე მიტრიალდა ცივ მიწაზე მუხლებით დაეცა ატირებული. კარგა ხანს იყო ასეთ საშინელ მგომარეობაში სასოწარკვეთილი ქალი და აზრზე მოსვლას ვეღარ ახერხებდა, ბოლოს როცა ყველა გრძნობა და ემოცია სრულ სიცარეილედ გარდაიქმნა, რომელიც მის გაყინულ სხეულში ნელ-ნელა მტკივნეულად გავრცელდა, მოიცვა ყველა ორგანო და უჯრედი ფეხზე წამოდგა წაშლილი სახით და იქაურობა სწრაფი ნაბიჯით დატოვა. გაოგნებული სახით მიაჩერდა ქეთი გეგას, რომელიც იქვე, სასაფლაოს შესასვლელ კართან შორი-ახლოს გაჩერებულ, საკუთარ მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, ქეთი იმდენად დაიბნა და დაიძაბა ამ მოულოდნელი შეხვედრით რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა -ქეთი-პირდაპირ მისკენ წავიდა უემოციო სახით გეგა -აქ რას აკეთებ-ხმა დაბალი ტონით ჰკითხა ქალმა და გაჩუმდა, რადგან აზრები დაეფანტა და სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა -ტიროდი?-ჩურჩულით ჰკითხა გეგამ და ზედმეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს, რომელიც აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა მის სახეს, რომელზეც არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა -ქეთი-დაიჩურჩულა თავგზააბნეულმა კაცმა საყვარელი ქალის სახელი და გაუაზრებლად ჩამოაყოლა ხელის ზურგი მის გაყინულ, ცრემლიან სახეს, ქეთიზე ისე საშინლად იმოქმედა ამ შეხებამ რომ უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, თუმცა თავს უფლება აღარ მისცა რომ ეტირა, არ უნდოდა გეგას სიახლოვეს და შეხებას მის გაყინულ გრძნობებზე გავლენა მოეხდინა, ამიტომ ოდნავ უკან დაიხია, გეგამ ჰაერში გაშეშებული აკანკალებული ხელი დაბლა დაუშვა და ძლიერად მომუშტა -აქ რატომ მოხვედი? საიდან იცოდი რომ მოვიდოდი?-ინტერესით ჰკითხა ქეთიმ, რადგან მთელი 26 წლის მანძილზე ამ დღეს აღნიშნავდა როგორც თორნიკეს დაბადების დღე და დის საფლავზე არასდროს მოდიოდა. უნდოდა ეს დღე როგორც იციცხლის გამარჯვება სიკვდილზე ისე აღენიშნა, თუმცა შუა ღამისას არაერთხელ მოსულა მისულა საფლავზე უტირია ქეისტინეს გამო... -რადგან თორნიკე სიმართლე უკვე იცის, ვიფიქრე რომ ახლა მაინც მოხვიდოდი, ამ დღეს ქრისტინეს საფლავზე-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა -რატომ მოხვედი? თავს რატომ არ მანებებ?რა გინდა ჩემგან? - დაღლილი სახით შეხედა ქეთიმ შორი-ახლოს მდგომ კაცს -მე ბევრი რამ მინდა შენგან-თავხედური ტონით უთხრა გეგამ და დაჟინებით ჩააცქერდა ცისფერ, ამღვრეულ, უსიცოცხლო სფეროებში- მაგრამ ამ ეპატზე მხოლოდ ლაპარაკი მინდა -ისევ ისეთი თავხედი ხარ!-ავარდა ქალი და ნაბიჯი გვერდზე წადგა რომ წასულიყო, მაგრამ გეგა იმავე წამს წინ აესვეტა და გასაქანი არ მისცა. გაბრაზებული სახით ახედა ქეთიმ მასზე მთელი თავით მაღალ სილუეტს და ცივი მზერა მიაყინა მის დროსთან და ტკივილთან ერთად შეცვლილ სახეს, რომლის თვალის კუთხეებსა და შუბლზე შეუჩნევლი ხაზები კრთებოდა, რაც კიდევ უფრო მკაცრ იერს აძლევდა მის ნატანჯ სახეს საფეთქლებთან შეოარული ჭაღარებით, მაგრამ აციმციმებულ ნაცრისფერი სფერეობში, რომელბშიც ქეთი რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაიკარგა ყველა გრძნობა და ემოცია ერთად იკითხებოდა, რასაც მისი მკაცრი სახის ნაკვთები მალავდა- უნდა წავიდე -დაიჩურჩულა გეგასთან ზედმეტი სიახლოვით აღელვებულმა ქალმა -მე წაგიყვან-მბრძანებლური ტონით უთხრა კაცმა -შენი წაყვანა და დახმარება არ მჭირდება -ვიცი რომ არ გჭირდება! მაგრამ როგორც უკვე გითხარი მე და შენ სალაპარაკო გვაქვს! ასე რომ მოგიწევს ჩემს მანქანაში ჩაჯდომა და ჩემი მოსმენა! -თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-გაცეცხლდა ქეთი -ის ვისაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ უკვე 30 წელია -უფლება არ გქავს ამდენი წლის შემდეგ მოხვიდე ჩემთან, მელაპარაკო გრძნობებზე და თან სიყვარულის სახელით ყველაფერი დაანგრიო ჩემს გარშემო-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქეთი -მე უბრალოდ დაკარგულის დაბრუნებას ვცდილობ- უემოციო ტონით უთხრა კაცმა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში -დაბრუნებას?-შეიცხადა ქეთიმ -გგონია ეს შესაძლებელია? მე ქმარი მყავს და ოჯახი მაქვს გესმის? როგორ აძლევ თავს უფლებას, ამ ყველაფერის ფონზე...ჩვენი ერთად ყოფნის დაშვებას?!-ავარდა გაცეცხლები ქალი -ძაან ჩვეულებრივად-მშვიდი ტონით უთხრა გეგამ-რადგან შენი ვითომ ოჯახი, ყალბ გრძნობებზეა ნაშენები ხოლო შენი ს.რი ქამრი საერთოდ არ გიყვარს -რა უფლებით ლაპარაკობ სიყვარულზე მაშინ როცა ჩემს გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებ? -მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია ყველაფერი თავისით ჩამოგენგარათ თავზე!- გაბრაზდა გეგა -ჩემი ქმარი შენს გამოა ციხეში -ჩემს გამო არა! შენს გამო!- დარწმუნებით უთხრა კაცმა და გაეცინა -იმდენად ეშინია შენი დაკარგვის რომ ჩემი მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდა... იცი ეს რას ნიშნავს? იმას რომ შენ ის არ გიყვარს და მან ძალიან კარგად იცის ეს! იმიტომ რომ დღემდე ვერ შეძელი ჩემი დავიწყება და ის ამას გრძნობს- კმაყოფილო ტონით წარმოსთვა ბოლო სიტყვები აღელვებულმა კაცმა და ოდნავ დაიხარა, დაბნეულ ქალს სახე ზედმეტად მიუახლოვა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, ნაცნობმა, საყვარელმა, მონატრებულმა და უკვე მივიწყებულმა სურნელმა ქეთის სუნთქავ შეუკრა და გულისცემა გაუჩერა, თუმცა იმავე წამს მოვიდა გონს როგორც კი გეგას ცხელი ტუჩები მიეწება სიცივისგან გაყინულ ტუჩებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.