შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 5


6-09-2021, 20:48
ავტორი გაზაფხული
ნანახია 956

-ნიკ, მას შემდეგ რაც ტბების ქალაქში ჩამოხვედი, ცხოვრება როგორ აიწყე? - ჯო ნიკის ისტორიით ძალიან დაინტერესებულიყო. სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებდა ის ნიუანსები, რომლებიც ჯერ ჩვენთვის არ გაემხილა. ნიკის მონაყოლმა ისტორიამ კი ძალიან ჩამაფიქრა მის პიროვნებაზე. საკუთარ დასკვნებს თავს არ მოგახვევთ, ვფიქრობ, თქვენც დაინახავით ამას.
-თუ მოყოლა არ გინდა, არ გაძალებთ, ნიკ - საჭესთან მჯდომი ნიკის ემოციურად გადაღლა არ მინდოდა.
-ჰენრი გავიცანი - თქვა ნიკმა და გამომხედა - მაშინ ჰენრიც ახალი გადმოსული იყო ქალაქში, ქორწილისთვის ემზადებოდა. მცირე შესვენებებით მოვდიოდი რვა დღე და ღამე ჩემი ქალაქიდან ტბების ქალაქამდე. როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი თქვენს საზღვარზე ჰენრი ბარგს ეზიდებოდა. დამინახა, მიხვდა, რომ რაღაც უბედურება გადამხდენოდა და გამომელაპარაკა.
-გამარჯობა - მითხრა მან მშვიდად - დახმარება ხომ არ გჭირდება?
-ცოტაოდენ წყალს თუ დამალევინებ მადლობელი ვიქნები - მაშინვე გახსნა ერთ-ერთი ჩემოდანი და ბოთლით წყალი ამოიღო.
-ცოტა ხნის წინ ავავსე წყაროზე, ღმერთმა შეგარგოს.
მას შემდეგ ორი დღე არ მენახა ჰენრი. ერთ დღესაც, როდესაც დუქანს მშიერი მუცლით ჩავუარე, ჰენრიმ შემამჩნია და ჩემი ამბავი იკითხა. არანაირი ისტორია არ მქონდა შეთხზული, მაგრამ არც სიმართლის მოყოლა შემეძლო, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა შევძელი, რომ მშიოდა. ქალაქში მალე დაიძრა ხმა, უცხო ქალაქიდან მაწანწალა ჩამოვიდაო და ჩემდა გასაოცრად ყველამ დახმარების ხელი გამომიწოდა. ერთმა ქალბატონმა მეზობლის სახლის სარდაფში ცხოვრების უფლება მომცა, ჯონსონები დიდი ხანია აქედან გადავიდნენ, ერთხელაც კი არ მოსულან სახლის სანახავად და თუკი მაინცდამაინც ახლა მოვლენ, შენს საქმეს ჩემს თავზე ავიღებო, მეუბნებოდა. მედუქნემ ხატვის უფლება მომცა საკუთარ დუქანში და დღეში ერთხელ ცხელ კერძს უფასოდ მაჭმევდა. ასე ორი კვირა ვიცხოვრე, შეიძლება ცოტა მეტი. ტყის კაცების შემოსევის შემდეგ კი, დაახლოებით სამ დღეში თქვენ გაგიცანით.
-შენი და ჰენრის ნაცნობობის შესახებ არაფერი ვიცოდი - წყენით ჩავილაპარაკე - არც შენ და არც მას ეს ჩემთვის არ გითქვამთ.
-რა გიკვირს, ელიზაბეტ - იგივე ტონით მითხრა ჯომ - შეიძლება ნიკს კიდევ ჰქონდა მესამე ცხოვრება, მაგრამ ჯერ ისე არ გვენდობა, რომ მოგვიყვეს.
-და რა შეიცვალა თქვენთვის ამ ისტორიის მოსმენით? შეგეცოდეთ? დიახ, მე საცოდავი ვარ და მაშინაც ვიყავი, როდესაც პირველად დამინახეთ უფასო საჭმლის სათხოვნელად გამოსული.
-ყველაზე რთული რა იყო?
-თქვენ მიმართ ნდობის გაჩენა, ჯო. დახმარება ბევრისგან მიმიღია და მათი მადლობელი ვარ სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა თქვენი ნდობა უფრო გამიჭირდა.
-მე მესმის შენი. ჩემთვისაც უჩვეულო იყო ელიზაბეტის შემოთავაზება, თუმცა იმ ქალაქში სუნთქვაც კი გაჭირდა, ამიტომ სჯობდა გიჟურ, მაგრამ გადარჩენისთვის საჭირო იდეას ჩავბღაუჭებოდი.
-ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაწანწალად ცხოვრებას ყველაფერი მერჩივნა.
-მე კი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენთან ერთად განვახორციელე. ჯოში ყველაზე მეტად მის სილაღეს ვაფასებ. ის არასდროს მომატყუებს. მას შემდეგ რაც ძაღლებსა და ლეკვებზე საუბარში ჩვენი მეგობრობა ჩამოყალიბდა, ჩემთვის იმედი არ გაუცრუებია. შენ კი, ნიკ, გეტყობოდა, რომ უცხო მხარიდან უგზოუკლოდ შემოხეტებული კი არა, არამედ გამიზნულად ამ ქალაქისკენ მომავალი იყავი, ამასთანავე ყოველთვის დაგყვებოდა შინაგანი სიამაყე და ყოველ მიღებულ დახმარებას უბრალოდ კი არ იწერდი, ცდილობდი მათთვის შენც გაგეკეთებინა სიკეთე. მე თქვენ აგირჩიეთ, ორი, სრულიად განსხვავებული მამაკაცი, თქვენ განდეთ ჩემი ქონებაც და საკუთარი სიცოცხლეც. ბევრი ამას ვერ გაბედავდა, მაგრამ ქალების ნდობას, მამაკაცების ნდობა ვამჯობინე.
-სწორადაც მოიქეცი, ხომ ხედავ რა მაგარი გუნდი შევიკარით, ნამდვილი სამი მუშკეტერი ვართ - კვლავ ახალ მე-ს დაუბრუნდა ნიკი.
***
ქალაქში ამტყდარ ქაოსს ჩვენი წინამძღოლი, ჯორჯი აწყნარებდა.
-ძვირფასო ხალხო - კოშკთან, შემაღლებულზე ავიდა ჯორჯი და იქ შეკრებილებს გადმოსძახა - როგორც უკვე ყველამ გაიგეთ, თავს უბედურება დაგვატყდა. მე, როგორც თქვენი წინამძღოლი ვალდებული ვარ გაგაცნოთ ჩვენი გეგმა და სავარაუდო შედეგები. ჩვენ უნდა დავნებდეთ!
უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ყველამ ერთმანეთს გადაულაპარაკა, იყო შეყვირებებიც, მამაკაცების მხრიდან მუშტების ჰაერში აქნევაც და დედაკაცების ტირილიც.
-მესმის თქვენი, ამ ქალაქის ვაჟკაცებო, მესმის თქვენი აღშფოთებისა, მაგრამ კარგად შეხედეთ ერთმანეთს, განა ცოდვა არ იქნება თქვენისთანა ვაჟკაცების დაკარგვა? ისინი ძალიან ბევრნი არიან, ჩვენ კი ძალიან ცოტა ვართ მათ ფონზე. წინდახედულები უნდა ვიყოთ, სისხლის დუღილს არ უნდა ავყვეთ, ძმებო, სჯობს ყველაფერი ცივ გონებაზე გადავწყვიტოთ. ყველაფერი რომ კარგად გავაანალიზოთ, დავინახავთ, რომ შანსები ძალიან, ძალიან ცოტა გვაქვს. შედეხეთ თქვენს დედებს, ცოლებსა და ბავშვებს, რატომ უნდა განიცადონ ტკივილი თქვენი დაკარგვის გამო, მაშინ, როდესაც არის რეალური შანსი თქვენი გადარჩენისა. მე ხვალვე დავიძვრები მათკენ.
-მაშ, ლაჩრებად დავრჩეთ? - წამოიძახა ვიღაცამ უკანა რიგიდან და ხალხმაც ბანი მისცა.
-არა, ეს სილაჩრე არ არის! ეს სწორი გადაწყვეტილებაა - უკან არ იხევდა წინამძღოლი - რას მოიტანს ჩვენი შეტაკება? არც სათანადო იარაღი გვაქვს და არც ცხენები, ყველაზე მთავარი კი, ხალხი არ გვყავს, მეგობრებო, ხალხი. გავისრისებით მათ რიგებს შორის და ყველაფერი ჩაიფერფლება, თქვენს ცოლებსა და დედებს ისინი დაეპატრონებიან, თქვენს შვილებს კი თავიანთ რჯულზე აღზრდიან. ნუთუ ეს სჯობს?
-ჰენრი - მკლავზე ჩამოვქაჩე - ჩვენ რა უნდა ვქნათ?
-ჩვენს ახალ სახლში გავათენოთ ღამე. დღეს ხომ ჩვენი ქორწილის დღეა.
-კი მაგრამ ჯერ ჩვენ არ დავქორწინებულვართ.
-მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სჯობს დრო ერთად გავატაროთ, თუკი წინამძღოლი ვერ შეძლებს მათ დარწმუნებას, მაშინ მომიწევს იარაღი ხელში ავიღო და მეც საბრძოლველად წავიდე.
-ხომ გაიგონე შანსები ძალიან ცოტააო.
-შანსი სულ რომ ნულის ტოლი იყოს, მე მაინც ვიბრძოლებ.
ძალიან გავბრაზდი. ჩემს არსებობას არც კი იმჩნევდა, თითქოს ბრძოლამ და იარაღმა თავი აურიაო. სულ ბრძოლასა და ომზე საუბრობდა. რაღაც მომენტში ეჭვიც შევიტანე მის სიყვარულში, რადგან შევხედე შეყვარებული წყვილი როგორ გაიქცნენ ამ ქალაქიდან.
-შენი აზრით გამოვა მოლაპარაკება? - იმედგადაწურულმა ხავსზე ჩაჭიდება მოვინდომე.
-არამგონია - მაგრამ ხავსიც კი არ გადმომიგდო ჰენრიმ.
გულში ლოდები მეწყო და ისე მივუყვებოდი სახლისკენ გზას ჩემს ქმართან ერთად. მშობლების ნახვა მოვინდომე იმ იმედით, რომ მათ მაინც გავგზავნიდი სადმე. ღვთის მადლით, მათი დაყოლიება მარტივად მოვახერხე და ცხენებით დედაჩემის დედის სახლში გავამგზავრე იმ ღამითვე. მათ გაჰყვა ჰენრის მამაც. მე და ჰენრი კი პირველ ღამეს ვატარებდით ახალ სახლში, ყველაზე რადიკალური სცენარით, რაც კი ოდესმე წარმომედგინა.
გადავწყვიტეთ მესამე სართულზე გავჩერებულიყავით, რადგან თუკი ომი მაინც მოგვიწევდა, პირველ სართულზე შემოსულ მტერს მზადყოფნაში დავხვდებოდით. ჩავკეტეთ ყველა კარი, ფანჯარა, ქუჩის მხრიდან შემომავალი და ეზოსკენ გასასვლელი პატარა კარიც. ყველაფერს ძალიან, ძალიან ჩუმად, ფეხის წვერებზე ვაკეთებდით და ერთმანეთს სახეშიც კი არ ვუყურებდით. ყურადღების გაფანტვის მიზნით არ მოვიხმარეთ ელექტროენერგია, ავანთეთ ერთი სანთელი, რომელიც ოთახის ცენტში დავდგით. გულის სიღრმეში ორივემ ვიცოდით, ჩვენი სამზადისით საკუთარ თავებს გავცემდით, ორივე კარგად ვხვდებოდით, რომ ომი გარდაუვალი იყო. ომის სურნელი ყველა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა.
-გეშინია? - მკითხა ჰენრიმ და ოდნავ მომიახლოვდა, სანთლის ყვითელ შუქზე კარგად ვერ დავინახე მისი სახე, მინდოდა დამენახა ეს სინანულით იყო ნათქვამი თუ ირონიით.
-მეშინია - თავი გავატრიალე, მინდოდა შეემჩნია როგორი ნაწყენი ვიყავი მასზე თავისი ახირების გამო.
-მე დაგიცავ.
-აღარ მჯერა - ჰენრის მზერა გაეყინა, ქორწინების პირველივე ღამეს მის საყვარელ ქალს მასში ეჭვი ეპარებოდა.
-ელი, ძვირფასო ელი - სკამი გამოსწია და მაგიდას მოუჯდა - მე შენ ყველგან და ყოველთვის დაგიცავ, ეს იცოდე. ჩვენი პირველი შეხვედრა გაიხსენე, როგორ მაბრალებდი, რომ მე ძალით წაგიყვანე ტბაზე, ანდაც მეორე შეხვედრისას როგორ მითხარი ტყეში შემომიტყუეო, გაიხსენე როგორი ლაღები ვიყავით...
-სწორი ხარ - სიტყვა შევაწყვეტინე - ვიყავით, მაგრამ ვიქნებით თუ არა, ეს შენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე. მითხარი რატომ მოიქეცი ასე, რატომ არ გავიქეცით?
-შენ გვერდით მამაკაცია, ელიზაბეტ, მამაკაცი, რომელსაც აქვს ღირსება - შუქი კარგად უნათებდა ფართე შუბლს და პაწაწინა ნაოჭს შუბლზე ტალღასავით, რომ გაწოლილიყო - ეს სახლი ისე დამეტოვებინა, რომ მასში ერთი ღამეც არ გამეთია? რატომ ვკარგავთ ამ ძვირფას დროს არ მესმის - თხელ ულვაშზე ხელს ნერვულად იკიდებდა - იმის მაგივრად, რომ სიყვარულს მივეცეთ გადაწყვეტილების გამო მკიცხავ და მებუტები.
-შენ ჩემი ქმარი არ ხარ, ჰენრი. ქორწილი არ შედგა.
-ტყის ხალხი, რომ არ მოსულიყო, ან უფრო გვიან, რომ შეემჩნიათ ჩვენს ქალაქელებს, ცოლად არ გამომყვებოდი? თეთრი კაბა გაცვია, ელი, მაგ კაბით ჩემ წინაშე უნდა წარმსდგარიყავი. რა შეიცვალა? კვერი ვერ შეჭამეს გოგონებმა თუ მე ვერ შემოვუარე ცხენით წრე კოშკს?
-ფიცი? - თვალები ცრემლით ამევსო, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ჰენრი და ტირილი კიდევ უფრო მინდებოდა.
-ერთმანეთს ახლა და აქ შევფიცოთ! - ფეხზე წამოიმართა.
-არ გინდა, ჰენრი - მის წინ დავდექი და მოვეხვიე - ფიცის გარეშეც შენი ვარ.
ავტირდი. ჰენრი თმაზე მეფერებოდა და ყურში საალერსო სიტყვებს ჩამჩურჩულებდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ცრემლები ტუჩებით შემიშრო და პირველი კოცნა მაჩუქა. მუცელში ნაწლავების დატრიალებაზე უფრო მტკივნეული ყოფილა პირველი კოცნა. ვიგრძენი როგორ აფრიალდნენ მუცელში მიმალული პეპლები, როგორ ვირძენი სიმხურვალე და ძალა ხელის თითებიდან უსასრულობაში გაიპარა. ჰენრიმ კაბის თასმას მოკიდა ხელი და გამოქაჩა, არავის წინაშე ვმდგარვარ შიშველი, ამიტომ ეს ძალიან მაშინებდა, მითუმეტეს დაძაბულობით ლამის კანკალს ავეტანე, თუმცა ჰენრიმ მოახერხა და თავში მხოლოდ სიამოვნების ჰორმონები ჩამირთო. ნელ-ნელა გამაშიშვლა ჰენრიმ და მის წინაშე სრულიად უმწეო, შიშველი ვიდექი. მანაც სასწრაფოდ გაიხადა ტანსაცმელი და ხელი წელზე გველივით შემომხვია.
-საოცრება ხარ, ელი, ნამდვილი საოცრება - ჩაილაპარაკა და ყელიდან მკერდისკენ ბილიკს გაუყვა. ცხელი იყო მისი ტუჩები, ცხელი იყო ჩვენ შორის გაჩენილი ვნებაც.
კოცნით ჭიპამდე ჩავიდა. მუხლმოდრეკილი იდგა ჩემ წინ და ჩვენს სხეულებს შერწყმისთვის ამზადებდა. მკოცნიდა მხურვალედ, მკოცნიდა გაშმაგებით, ხანდახან კი ცდილობდა არ დავეფრთხე და ჩემს ოდნავ გატოკებაზე კოცნას აჩერებდა. ნელ-ნელა დავიჩოქე მეც და პირდაპირ იატაკზე გავწექი. ჰენრი თითის ბალიშებს ასრიალებდა ჩემს კანზე, კისრიდან ხელის მტევნამდე, მუცლიდან „იქამდე“, მენჯიდან ფეხის ტერფამდე. მის თითოეულ შეხებაზე კი უფრო და უფრო მიყვარდებოდა ჩემი ქმარი. ბოლოს მკითხა მზად თუ ვიყავი, მეც თავი დავუქნიე და ჩემთვის ახალი, სრულიად განსხვავებული სიამოვნების პლანეტაზე აღმოვჩნდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent