სიყვარული გრძნობების გარეშე 26 თავი
გაცეცხლებული თორნიკე სწრაფად მიუახლოვდა ცოლს და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა -აქედან მივდივართ! ახლავე!-მბრძანებლური ტონით უთხრა და მკლავზე ხელი უხეშად წაავლო -არსად წამოსვლას არ ვაპირებ!-ხმას აუწია აღელვებულმა გოგონამ -აქ დარჩენა მინდა -სერიოზულად?-ცინიკური ტონით უთხრა თორნიკემ-და რა გგონია რომ აქ, ამ სახლში დარჩენის უფლებას მოგცემ? -ეს შენი სახლია და აქ შენი ოჯახი ცხოვრობს!-გაბრაზდა ქეთი -თქვენ ჩემი ოჯახი არ ხართ!-ავარდა თორნიკე, მის ყვირილზე პატარა ლილე ატირდა -კარგი...-დაიჩურჩულა მარიანამ და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ქმარს- წავიდეთ-ჩამწყდარი ხმით უთხრა და პირველი გავიდა სახლიდან. სამზარეულოს მინის დამსხვრეულ მაგიდას ზიზღით დააცქერდა თორნიკე -ხვალ ახალს ვიყიდი-ჩაიბურტყუნა და მარიანას გახედა რომელიც გულზე მიხუტებულ, ატირებულ, ჭირვეულ პატარას რომელსაც გაჭირვებით უმზადებდა საჭმელს ცალი ხელით- თუ გინდა ერთად წავიდეთ და შენ აარჩიე -ჩემთვის სულ ერთია-ზედ არ მიუხედია მისთვის, ისე უპასუხა მარიანამ და სამზარეულოდან გავიდა. -ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი და გული გატკინე- უკან მიჰყვა თორნიკე გაბუტულს ცოლს -სამწუხაროდ ეს არაფერს ცვლის-დაღლილი სახით მიტრიალდა გოგონა მისკენ და ოდნავ დაიძაბა რადგან თორნიკე ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა მასთან -შენ და ლილე ჩემთვის სამყაროზე მეტი ხართ- მომღიმარი სახით უთხრა თორნიკემ და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფრმკრთალებულ სახეს შემდეგ კი ოდნავ დაიხარა და თავზე აკოცა საწოვარაზე ჩაძინებულ პატარას -რატომ არ გინდა რომ სცადო? უბრალოდ სცადო თავის დანებება ამ საშინელებისთვის... ჩვენს გამო? -იმიტომ რომ არ მინდა...უფრო სწორად არ შემიძლია... შენ ამას ვერ გაიგებ...-ხმა დაბალი ტონით უთხრა ბიჭმა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცოლს აწყლიანებულ თვალებში -ხომ იცი რომ თუ არ შეეშვები წავალ-ასლუკუნდა გოგონა -არა! ვერ წახვალ, ვერასდროს წახვლ! - მუქარით უთხარ თორნიკემ და სახეზე ჩამოყრილი თმა მხარს უკან ნაზად გადაუცურა-არადსროს მოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას და შენ ეს კარგად იცი-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში ნაზად აკოცა -ჩემგან რას ითხოვ?-გაბრაზდა გოგონა- გინდა რომ ამ ყველაფერს შევეგუო? -განსაკუთრებულს და მითუმეტეს საშიშს არაფერს ვაკეთებ...უბროდ ხანდახან... მჭირდება ეს ყველაფერი გასართობად ან პრობლემების დასავიწყებლად -თავის მართლებას ცდილობ სულ ესააა -სწორედ ამიტომ არ გიხსნი არაფერს და არ გელაპარაკები!-ავარდა ბიჭი და როგორც კი შენიშნა როგორ შეკრთა პატარა ლილე უმალვე დაშოშმინდა- შენ არაფერი გესმის და არც ცდილობ გაიგო -რა უნდა გავიგო?-გაბრაზდა გოგონა -შენ უბრალოდ ცდილობ დამარწმუნო იმაში რომ ცუდს არაფერს აკეთებ და იმის გამო რომ ძალიან გიყვარვარ ეს ყველაფერი უნდა ავიტანო! -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე აღელვებულ გოგონას -ასე არაა -ასეა!-ატირდა მარიანა, ქმარს გვერდი აუქცია და საძინებელში შევიდა, ფრთხილად ჩააწვინა საწოლში ლილე და მისაღებში გავიდა საწოვარაბოთლით ხელში -მარიანა-თორნიკემ გზა გადაუჭრა სამზარეულოსაკენ მიმავალ ცოლს და წინ აესვეტა- ვიცი რომ შეცდომას ვუშვებ... მაგრამ მე ამ შეცდომების დაშვება მსურს, რადგან თავს ასე უფრო უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მათი არ დაშვებით...ხვდები რას ვგულისხმობ?-ინტერესით ჩააცქერდა ამღვრეულ მწვანე სფეროებში, ჭაობისფერი ჩამუქებული სფეროებით -და თუ შენს ამ გააზრებულ შეცდომას ჩვენი ოჯახი და სიყვარული შეეწირება? ამ შემთხვევაში რა მოხდება? -რაზე მიმანიშნებ? -განქორწინებაზე!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ -ეგ არ მოხდება! -შენ! შენს საკუთარ სიამოვნებას და გართობას მსხვერპლად წირავ ჩვენს ოჯახს! თან ამას სრულიად გააზრებულად აკეთებ! და მერი ისევ მე მადანაშაულებ თავხედურად იმაში, რომ შენი არ მესმის! -წასვლაზე ფიქრს შეეშვი-მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და თმებში ნაზად შეუცურა ხელი -შენ ჩემი ხარ, ჩემი ცოლი... შესაბამისად ჩემი საკუთრება ასე რომ ვერსად ვერასდროს ვერ წახვალ... -მოლოდ ეს გაიგე ჩემი ლაპარაკიდან?-ავარდა გოგონა -ხო, მხოლოდ ეს! იმიტომ რომ მე შენ გაგიჟებით მიყვარხარ და შენს დაკარგვას არასდროს შევეგუები -ის მიმზეზები რის გამოც აქამდე მივედით შენთვის სულ ერთია ხო?-დანანებით ჰკითხა გოგონამ -იმ მიზეზებს თავისი მიზეები აქვს... რატომ არ გინდა რომ გამიგო? ერთხელ მაინც? -წავალ!-მკაცრო ტონით უთხრა მარიანამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -ნწ, ვერ წახვალ! ვერასდროს ვერსად ვერ წახვალ უფლებას არ მოგცემ, იმიტომ რომ შენ ჩემი საკუთრება ხარ-დაუჩურჩულა ყურს უკან და ცხელი ვნებიანი ტუჩები ყელზე მიაწება, მარიანას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და ნაკოცნზე კანი აეწვა -თორნიეკეეეე-გაბრაზდა მოულოდნელად და მკერდზე ხელები მიაბჯინა, მაგრამ თორნიკემ მაშინვე წელზე შემოაჭდო უხეში ხელები და სხეულზე მიიკრო -რას აკეთებ-ძლივს შეკავები ღიმილით ჰკითხა გოგონამ როცა ქვედა ტუჩზე აკოცა ბიჭმა -სხვანაირად ვერ დაგაწყნარებ ზუსტად ვიცი-გაეცინა ბიჭს და დივანზე გადააწვინა -არანორმალური ხარ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და როგორც კი ქმრის ვნებიანი ტუჩები კვლავ მის ყელს მიწვდა ერთიანად დაეჭიმა სხსული და გაირინდა. ცოლის შეხებით და სურნელით გაბრუებულმა ბიჭმა მაშინვე კაბის ქვეშ შეუცურა ხელი და ნელა ააცურა ზემოთ თან განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, რომ მის სახეზე ასახული არცერთი გრძნობა და ემოცია არ გამოჰპარვოდა. დაძაბულობის შეგრძნება, შეუმჩნევლად ჩაანაცვლა სურვილმა, რადგან თორნიკეს ვნებიანმა ტუჩები ნელ-ნელა მისი ყელიდან შიშველი სხეულის ნაზ, სრილა და სურნელოვან კანზე გადაინაცვლა. ქეთი გაოგნებული სახით მიაჩერდა შესასვლელის ღია კარში მდგომ ირაკლის, რომელის გათავისუფლების შესახებ წარმოსგენა არ ჰქონდა, ისე დაიბნა და აირია რამდენიმე წუთის განმავლობაში რომ აზროვნების უნართან ერთად მეტყველების, მოძრაობის და მხედველობის უნარიც კი დაკარგა -ქეთი-გაისმა კაცის ჩამწყდარი ხმა და მძიმე ნაბიჯებით შევიდა სახლში, რომელიც უკვე უცხო იყო მისთვის -ირაკლი-დაიჩურჩულა ქმრის სახელი ძლივს აზრზე მოსულმა ქალმა, რომელიც კაცის მოულოდნელი დანახვით იმდენად დაიბნა და შეშინდა რომ ისიც კი იფიქრა რამდენიმე წამის გამნმავლობაში ხომ არ მეჩვენებაო -გამომიშვეს-ხმა დაბალი ტონით უთხრა და მზერა გასწორა სახე ალეწილ ცოლს-არ გაგიხარდა?- ინტერესით ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა -მე...-თავში ყველაფერი აერია ქეთის -საჩივარი რომ გაიტანა იმ ნაბ.ჭვარმა არ იცოდი?- ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით წარმოსთვა ირაკლიმ და ეჭვნეული მზერით შეხედა ცოლის გაფითრებულ სახეს -რააა?-აღმოხდა გაოგნებულ ქალს -შენ სთხოვე?-ცოლის რეაქცია ეჭვების გასაფანტად არ ეყო ირაკლის და მოულოდნელად აყვირდა -ხვდები რა სისულელეს მეკითხები?-ავარდა ქალი -საავადმყოფოში რომ მიაკითხე მაშინ სთხოვე თუ მას მერე კიდევ შეხვდი სადმე? -ირაკლი-ქეთის მომენტალურად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა -მიპასუხე!-უღრიალა ბოლო ხმაზე გაგიჟებულმა კაცმა ატირებულმა ქალს, რომელმაც ხმის ამოღება ვეღარ გაბედა მისი არანორმალური რეაქციის გამო. ცოლის დუმილმა უარესად გამოიყვანა წყობრიდან კაცი რომელმაც გაუაზრებლად სკამს წამოავლო ხელი და კედელს შეახეთქა მოწოლილი ბრაზის და მრისხანების დასაოკებლად, რადგან კარგად იცნობდა ქეთის და ზუსტად იცოდა ეს ცრემლები რასაც ნიშნავდა -საავადმყოფოს გარდა კიდევ სად შეხვდით? -სამარისებური სიჩუმე კაცის გამყინავმა ხმამ დაარღვია -ირაკლი გთხოვ-ამოილუღლუღა შეშინებულმა ქალმა -მინდა რომ ვიცოდე-უცბათ აემღვრა თავალები გაგიჟებულ კაცს -საავადმყოფოში თორნიკეზე სალაპარაკოდ მივედი მხოლოდ-სლუკუნით დაიწყო ლაპარაკი ქალმა -მას მერე კიდევ სად შეხვდით-ამოიხრიალა ხმა ჩავარდნილმა კაცმა -სასაფლაოზე-დაიჩურჩულა ქეთიმ, სახეზე ხელები აიფარა და უღონოდ ჩაეშვა სავარძელში -შენ სთხოვე საჩივრის გატანა?-თავზე წამოადგა ირაკლი ცოლს -არა, ასე არაა გეფიცები-ცრემლიანი თვალებით ახედა ქეთიმ სახე წაშლილ კაცს -გინდა მითხრა რომ ეს თავის სურვილით გააკეთა? -არ ვიცი, გეფიცები არ ვიცი ასე რატომ მოიქცა -შენს გამო-დაუღრინა ირაკლიმ და მზერა გაუსწორა- მხოლოდ შენს გამო!-უყვირა გაცოფებულმა და შეტრიალდა, იქვე მდგარ საკმას ფეზი უხეშად დაარტყა რის გამოც დამფრთხალი ქეთი ადგილზე შეხტა შიშისგან და ისევ ცრემლები მოეძალა- მხოლოდ შენს გამო - ბოლო სიტყვების ხმა დაბალი ტონით დაიჩურჩულა გიჟივით გავარდა სახლიდან. კარგა ხანს იჯდა სავარძელში გარინდებული ქეთი და ერთ წერტილს მიშტერებოდა ტირილისგან დასიებული თვალებით, სრულიად ცარიელი იყო მისი გონება, გული და სული, ვერავისზე და ვეღარაფერზე ფიქრობდა, სრულიად გამოიფიტა მისი გაყინული სხეული, ისეთი განცდა თითქოს ნაწილებად დაიშალა და დროსა და სივრცეში უმისამართოდ გაიფანტა, როცა როგორღაც აზრზე მოსვლა შეძლო და ოდნავ დამშვიდდა ტელეფონს წამოავლო ხელი და გეგას ნომერი აკრიფა, თუმცა პირველივე ზარის შემდეგ გათიშა და დივანზე მიაგდო. გეგა ტელეფონის ეკრანს მომღიმარი სახით დააცქერდა რომელზეც სახელი ,,ქეთი" გამოისახა როგორც უპასუხო ზარი -ვინ გირეკავდა?-ინტერესით ჰკითხა გვანცამ და უკვე გაციებული ყავა მოსვა ჩაის ჭიქიდან, თუმცა სანამ გეგა რამეს უპასუხებდა თავადევე მიხვდა ვინც შეიძლება ყოფილიყო მისი ძმის ირონიული ღიმილის მიზეზი -ის იყო?-ისე შეიცხადა თითქოს მესამე მსოფილო ომის დაწყება აუწყა გეგამ- არ არსებობს -დაიჩურჩულა და გაბრაზებული სახით მიაყოლა თვალი აივანზე გასულ ძმას, რადგან ძალიან აინტერესებდა რას ილაპარაკებდნენ ის და ქეთი. ცოტა ხნის მერე დარეკა გეგამ საყვარელი ქალის ნომერზე და მოთმინებით დაელოდა მისი მონატრებული ხმის გაგონებას. გარინდებული ქეთი ტელეფონის ხმამ შაკრთო და ცრემლიანი თვალებით გახედა ტელეფონს, რადგან ზუსტად იცოდა რომ გეგა ურეკვადა, თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ რამდენად სწორი, მართებული და აზრიანი იქნებოდა მასთან საუბარი სწორედ ახლა. ამ გაურკვევლობაში იყო რომ ზარი შეწყდა, რაღაც ეტკინა, ძალიან ეტკინა გულში, მაგრამ ზარი ისევ რომ განმეორდა უფრო მეტად ეტკინა გული და მომენტალურად გადმოსცვივდა ცრემლები, რადგან იმის მიუხედავად რომ თავს არ უტყდებოდა ამ მეორე ზარს ელოდა, ძალიან ელოდა და გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც რომ გეგა ჯიუტად ურეკევდა მესამედ. მეხუთე ზარზე მოთმინების ძაფი გაიწყდა და მაინც უპასუხა -ქეთი-გაისმა კაცის კმაყოფილი ხმა ყურმილს მიღმა- ვერც კი წარმოიდგენ რამხელა მოთმინების უნარი გამაჩნია -ეს რატომ გააკეთე?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქეთიმ- მე ხომ შენთვის საჩივრის გატანა არ მითხოვია არცერთხელ? -გაგიჟდა არა?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა- რადგან ზუსტად იცის რომ მისი თავისუფლების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ჩემი შენდამი უსაზღვრო სიყვარულია -ჩვენს შორის ჩადგომას ასე ცდილობ?-ქალის ხმაში ირონია გაკრთა-გინდა ეჭვებით გააგიჟო ჩემი ქმარი? -ეჭვებით?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა- შენი ქმარი ისევეა დარწმუნებული რომ დღემდე მე გიყვარვარ, როგორც მე -გეგა...-დაიჩურჩულა საყვარელი მამაკაცის სახელი გაბრაზებულმა ქალმა -გთხოვ შეწყვიტე ეს ყველაფერი, ხვდები? რომ უკვე გაუსაზლის ტკივილს მაყენებ შენი გამიზნული ქმედებებით?! -მე გტკენ?-გაოცდა გეგა-სერიოზულად?-ცინიკური ტონით ჰკითხა და მშვიდად განაგრძო -ტკივილს მხოლოდ შენ აყენებ საკუთარ თავს! იმიტომ რომ დღემდე ჯიუტად მეწინააღმდეგები და ცდილობ ჩემდამი სიყვარულს ხაზი საბოლოოდ გადაუსვა, მაგრამ ამის უფლებას არასდროს მოგცემ!... გესმის რას გეუბნები? -გთხოვ შეწყვიტე-ხმა გაებზარა ქალს -მე სულ ვიყავი, ვარ და ვიქნები შენს გულში და გონებაში და იცი რატომ? იმიტომ რომ სისხლში გყავარ! -გეყოფა!-ავარდა ქეთი-გთხოვ შეწყვიტე ჩემი წვალება! მე ოჯახი მაქვს, ქმარი და შვილები მყავს...რატომ არ გესმის? -მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ დღემდე მე გიყვარვარ სწორედ ისეთივე ძლიერი გრძნობით, როგორითაც მე შენ! -დამაჯერებელი ტონით უთხრა კაცმა -ისევ ისე მიხსნი სიყვარულს როგორც მაშინ...წლების წინ-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ქალს ალეწილ სახეზე-ისევ მარწმუნებ ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულში და იმაში რომ მეც მხოლოდ შენ მიყვარხარ -ქეთი...-უემოციო ტონით დაიჩურჩულა საყვარელი ქალის სახელი გაღიზიანებულმა კაცმა- ჩემთვის რამდენიმე წამიანი ჩახუტება და ერთი კოცნა საკმარისი იყო იმითვის რომ, შენთვის დასმულ ყველა კითხვაძე, რომელზეც გამუდმებით დუმილით ან ზიზღით მპასუხობდი, სწორი პასუხები მიმეღო! რომელიც მე... მთელი 26 წელი მაწამებდა! ასე რომ უარყოფას აზრი აღარ აქვს! ზუსტად ვიცი რომ შენ ისევ მე გიყვარვარ! სწორედ ამ მიზეზით თავს არასდროს დაგანებებ! შენი ს.რი ქმარი თავისუფალი იქნება თუ არა ამას ჩემთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს ხვდები? -ერთი ჩახუტების და კოცნის გამო ხარ ასეთი თავდაჯერებული?-ავარდა ქეთი -გგონია რომ ამ წუთიერი თავის დაკარგვას შემიძლია საკუთარი ოჯახი და ღირსება შევწირო სიყვარულის სახელით? -ქეთი-დაუღრინა წყობრიდან გამოსულმა კაცმა- ამ სულელური მიზეზით ვერ მაიძულებ უკან დახევას -კარგი როგორც გინდა-მშვიდი ტონით უთხრა ქეთიმ და გაუთიშა, თავი საშინლად იგრძნო ამიტომ საძინებელში შევიდა და საწოლზე წამოწვა, უკვე იმდენად იყო დაღლილი და გამოფიტული რომ ფიქრის და ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა, ამიტომ ღამის სიბნელესა და სიჩუმეში ჩაიძირა მისი გაფანტული გონება. გამთენიისას ჩაეძინა და ვიღაცის მძიმე ხელის შეხებამ გააღვიძა, რომელიც მუცელზე ძლიერად შემოეჭდო და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო -ირაკლი- დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ქალმა და ოდნავ წამოიწია -ძალიან მომენატრე-აღმოხდა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგა თავზააბნეულ კაცს და მხარზე აკოცა ცოლს, ქეთის უასიამოდ გააჟრჟოლა და თვალები დახუჭა -როდის მოხვედი?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა -ახლახანს -სად იყავი? -მე და ავთომ რესტორანში ავღნიშნეთ ჩემი გათავისუფლება-ირონიული ტონით უთხრა კაცმა და ამჯერად მისი ვნებიანი ტუჩები ცოლის ყელს მიეწება -მაინც ფიქრობ რომ მე ვთხოვე საჩივრის გატანა გეგას?-ინტერესით ჰკითხა ქალმა და მისკენ მიიხედა -ახლა მაგრად მკ.დია გეგაც და მისი საჩივრის გატანაც-აღმოხდა აღელვებულ კაცს და წამში ზემოდან მოექცა ცოლს, სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა და ტუჩებზე დააცხრა, ქეთი რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა და მოძრაობის უნარიც კი დაკარგა, რადგან, მთელი 27 წლის მანძილზე პირველად ჰქონდა ისეთი განცდა თითქოს სრულიად უცხო ადამიანი ეხებოდა მის სხეულს, თითქოს ამ კაცთან 27 წლიანი თანაცხოვრებ კი არა სართოდ არაფერი აკავშირებდა...თავადაც ვერ მიხვდა რატომ ჰქონდა ასეთი საშინელი სიცარიელის განცდა... რატომ გაუცხოვდა ასე სწრაფად ქმართან... თუმცა... იცოდა, გულის სიღრმეში რა თქმა უნდა იცოდა რომ ამ ყველაფერის მიზეზი გეგა იყო... კაცი, რომელზე ფიქრიც მისმა გონება მთელი 27 წლის მანძილზე ვერ შეწყვიტა იმის მიუხედავად, რომ მოულოდნელად ათასობით კილომეტრმა ხოლო დრომ, გაურკვეველი ვადით დააშორა მასთან ...და ახლა როცა, ის, ისევ დაბრუნდა მის ცხოვრებაში, გაუახლა წარსულის ყველა ჭრილობა და მიძინებული გრძნობები ხელახლა ააჯანყა, თავი საშინლად იგრძნო ქეთიმ.ეშინოდა ძალიან ეშონოდა სიყვარულსა და ვალდებეულებებს შორის არ გახიდულიყო მისი დახშული გონება რომელიც დიდი ალბათობით არჩევანს უბრალოდ არ გააკეთებდა, რადგან ამისთვის არც ძალა ეყოფოდა და არც გამბედაობა. კონსპექტების კითხვაში ჩაძინებული სოფი შუაღამისას ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა, გაბრუებული გოგონა საწილზე წვალებით წამოჯდა და ტელეფონის ძებნა დაიწყო ნახევრად მძინარემ, ეკრანს დახედა მაგრამ ნომერი ვერ გაარჩია ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე უპასუხა -სოფი-გაისმა ვაჩეს ჩამწყდარი ხმა ყურმილს მიღმა -შენ-უემოციო ტონით თქვა გოგონამ და ბალიშზე გადაეშვა -რა გინდა? ამ შუაღამისას რატომ მირეკავ? -შენი სახლის წინ ვარ...მომენატრე და შენი ნახვა მინდა, თან ძალიან- გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა -რაა?-შეიცხადა გოგონამ და ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ქუჩას გახედა და ახლო განათების ფარებ ანთებულ მანქანას რომ ჰკიდა თვალი ერთიანად დაეჭინა სხეული -აქ რას აკეთებ! შენ რა გაგიჟდი? -გთხოვ გამოდი სულ რამდენიმე წუთით-შეეხევწა ბიჭი -გნახავ და ეგრევე წავალ გპირდები -მთვრალი ხარ-მკაცრი ტონით მხოლოდ ეს უთხრა გოგონამ და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -სოფი!-გაბრაზდა ბიჭი -ვაჩე გთხოვ წადი -სანამ არ გნახავ არ წავალ -ხომ იცი რომ არ გამოვალ!-ხმა გაიმკაცრა გოგონამ -რატომ არ გესმის ეს დედა მოტ.ნული რომ მიყვარხარ და მჭირდები?-აყვირდა გაცოფებული ბიჭი -მესმის და ვგრძნობ-დაუჩურჩულა გაბრაზებულმა გოგონამ -მაშინ რატომ გამირბიხარ? შენთან ახლოს ყოფნის უფლებას რატომ აღარ მაძლევ? გგონია რომ შემიძლია რამე დაგიშავო? -უღრიალა ბოლო ხმაზე -ყველაფერი შენ დაანგრიე, შენ გაანადგურე! მთელი ეს დრო თვალებში მიყურებდი და უტიფრად მატყუებდი რომ წამალთან არაფერი საერთო არ გქონდა თორნიკეს გარდა! როდემდე აპირებდი ამ ყველაფერის დამალვას? მანამ სანამ ცოლობაზე არ დამითანხმებდი ხო? სწორედ ამიტომ გინდოდა პირველივე ღამის მერე შენთან დავრჩენილიყავი და ცოლად გამოგყოლოდი, ამ შემთხვევაში გარემოებების მსხვერპლი გავხდებოდი და იძულებული ვიქნებოდი თვალი დამეხუჭა ამ საშინელებაზე! -შენი მოტყუება და შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა... უბრალოდ ძალიან მეშინოდა შენი დაკარგვის -მაგრამ მატკინე... ძალიან მატკინე...ყველაფერი ერთ წამში გაანადგურე, მაიძულე იმედგაცრუების სიმწარე მაქსიმაური სიმძაფრით შემეგრძნო -სოფი -გთხოვ წადი-მშვიდი ტონით უთხრა გოგონამ და გაუთიშა.ვაჩეს არცერთ ზარს და შეტყობინებას აღარ უპასუხა. თონიკე სავარძელში იჯდა ვისკით სავსე, ჭიქით ხელში და გაბრაზებული სახით უყურებდა მეგობრებს -მიდი რა-დაიწყო ვაჩემ მუდარა ნარევი ხმით -არაა-თქო-გაღიზიანდა თორნიკე -ისეთი არაფერი მოხდება... ხომ მიცნობ და იცი რომ სოფი ძალიან მიყვარს და გულს არ ვატკენ, მითუმეტეს არაფერს დავუშავებ... უბრალოდ დალაპარაკება მინდა მასთან -შენ მგონი დაგავიწყდა ერთი თვის უკან რაც მოხდა სიღნაღში და მოდი შეგახსენებ-მზერა გაუსწორა თორნიკემ -პირველივე ღამის მერე ავარიაში მოჰყევით იმის გამო რომ შენ ძალით ცდილობდი გაქცეული სოფის უკან, სიღნაღში წაყვანას -ძალიან ცუდად ვიყავი და წესიერად ვერ ვაზროვნებდი მაშინ-თავი იმართლა ვაჩემ -შენ წესიერად ვერასდროს ვერ აზროვნებ ძმაო და მთლად ბოლომდე დალაგებულიც არ ხარ...ისე რომ იცოდებ - გაეცინა გიორგის და მხარზე ხელი დაარტყა- ასე რომ არ იყოს, შეყვარებულის მოტაცება არ დაგჭირდებოდა მასთან ნორმალურად და დამიანურად დასალაპარაკებლად... -ამას არ გააკეთებთ-თქო-ავარდა თორნიკე- უარესად შეაშინოთ...ხო ვიცი რა ს.რებიც ხართ -ამას ჩვენ კი არა შენ გააკეთებ!-ცინიკური ტონით უთხრა გიორგიმ -იმიტომ რომ მე მე მანქანაში არ მიჯდება ცოცხალი თავით -მიდი რა თოკა ნუ ჭირვეულობ ლილესავით- გაეცინა ვაჩეს -და რა მოხდება თუ სადღაც ძალით წაიყვან და გამოკეტავ? გგონია ძალიან მშვიდად და ურეაქციოდ იქნება და ნორმალურად ილაპარაკებთ? -შენ ამ საქმეში დამეხმარე და მერე მე დავაშოშმინებ როგორც საჭიროა -რა სირ. ხარ-გაეცინა თორნიკეს -ოღონდ მართლა -ანუ ხოოო ხო?-ირონიული ღიმილი გაკრთა ბიჭის სახეზე -იცოდე წესიერად მოიქცე!-დამრიგებრული ტონით უთხრა ბიჭმა -ასეთ რამეს არ გავაკეთებდი შეხვედრაზე თუნდაც ერთხელ რომ დამთანხმებოდა ან აწესიერად დამლაპარაკებოდა ოდესმე... სერიოზულ ისტერიაკას იმართებს ყოველთვის როცა სადმე დავუხვდები ხოლმე და ვერაფრის ახსნა და თქმას ვერ ვახერხებ მისთვის... ქეთი დიდხანს დაჰყურებდა ამღვრეული თვალებით ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ უცხო ნემერს რომელიც გაუჩერებლად რეკავდა და ვერ წყვეტდა ეპასუხა თუ არა, რადგან ზუსტად იცოდა ვინ ურეკავდა ღამის 12-ზე და რა მიზეზით, ამიტომ ძალიან უჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თუმცა ბოლოს მაინც მოიკრობა ძალა და უპასუხა -დაბადების დღეს გილოცავ-ყურმილს მიღმა გაისმა გეგას ჩავარდნილი ხმა-უკვე 27 წელი ერთმანეთის გარეშე ქეთი- დაიჩურჩულა კაცმა და გაჩუმდა, ქეთიზე ისე საშინლად იმოქმედა მისმა სიტყვებმა რომ და მაშინვე ინანა რომ უპასუხა -უნდა გავთიშო -არ გათიში თორემ შენი სი.რი ქმარი რომ დაბრუნდება სახლში მაშინაც დავრეკავ მოსალოცად-დაემუქრა გეგა -არანორმალურო არ გაბედო და არ დამირეკო-აყვირდა ქალი -თუ არ გინდა რომ ეს გავაკეთო მაშინ შემხვდი -რას ბოდავ -სულ ერთი საათით -მაგაზე ფიქრიც კი არ გაბედო! -გავბედავ და თან როგორ-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა-45-ე დაბადების დღე პირადად უნდა მოგილოცო -ნუ სულელობ -ხომ იცი რომ შანსი არ გაქვს?-კმაყოფილი ტონით უთხრა გეგამ -რა გგონია შენი დარტყმული ქმარი ისევ რომ მესვრის ეჭვიანობის გამო, რის მიზეზსაც აუცილებლად მივცემ, ისევ გავიტან საჩივარს? -მთვრალი ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და მის დაძაბულ სმენას ქალის ხმა რომ მიწვდა ფრაზით ,,გეგა მე წავედი, ამაღამ არ დამელოდო ვერ მოვალ" ტვინში სისხლი ჩაექცა თითქოს, რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა და მოძრაობის უნართან ერთად მეტყველების და მხედველობის უნარიც დაკარგა -ქეთი-გეგას ხმამ აზრზე მოიყვანა დაბნეული ქალი და გაცეცხლებულმა ტელეფონი კედელს შეახეთქა, თან სიმწრისგან ცრემლები გადმოსცვივდა... სწორედ ამ დროს შევიდა სახლში ირაკლი ყვავილების თაიგულით ხელში და როგორც კი თვალი დალეწილ ტელეფონს და თვალცრემლიან ქეთი ჰკიდა, წითელი ვარდების თაიგული იატაკზე დააგდო და ზიზღით შეხედა ცოლის ცრემლებს რომლის მიზეზი ზუსტად იცოდა რომ ამჯერადაც გეგა ავალიანი იყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.