დათმობა თავი 8
როგორი ძნელია, როდესაც უყურებ საკუთარ თავს და ვერ ხვდები, როდის შეიცვალა შენი ცხოვრება, როდის გახდი ასეთი “ძლიერი”. არის პერიოდები, როდესაც გვეშინია, გვეშინია საკუთარი თავის დაკარგვის. როდის კარგავ თავს? როდესაც ყველა დაწესებული სტანდარტის მორგებას , ყველას დაკმაყოფილებას და სიამოვნების მინიჭებას მოინდომებ. ზუსტად მაშინ დაკარგავ თავს, ისე რომ ჯერ ნაპოვნიც არ გეყოლება. ზუსტად ამიტომ, ქალად ყოფნას ოსტატობა სჭირდება. ოქროს შუალედი უნდა გამონახო სტანდარტებსა და საკუთარ თავს შორის. ეცადო შენი შიშები არ გამართლდეს, იბრძოლო საკუთარი თავისთვის და იბრძოლო შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.ცხოვრება ხო ყველაზე დიდ დარტყმას საყვარელი ადამიანების გამოყენებით გვაყენებს და თან გვაიძულებს ძლიერები ვიყოთ ყველაფრის მიუხედავად,რომ არ გადაგვიარონ და არ გადაგვთელონ. კაცობრიობა არსებობის ისტორიაში ცხოვრებასთან ჭიდილში ატარებს, ზოგი უმკვლავდება და ძლიერდება,ზოგიც ამ ბრძოლაში მარცხდება და მთელი ცხოვრება გარიყულია ყველასგან. *** შემოდგომის ერთი მშვიდი დღე იყო.ანიტა სხეულში სიმძიმეს გრძნობდა.სიმძიმეს, რომელიც წინა საღამომ დაუტოვა და მოსვენებას არ აძლევდა. სამზარეულოდან გამოდიოდა,როდესაც კარზე კაკუნმა მიიქცია მისი ყურადღება.პიჟამაში გამოწყობილს ხუჭუჭა თმა მაღლა აეწია და ხელში ცხელი შოკოლადით კარს მიეჭრა.კარის გაღება და მისი გაკვირვება ერთი იყო.თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა დანახულით განცვიფრებულმა. უყურებდა წინ მდგომ ადამიანს და ვერ ხვდებოდა წარმოსახვა იყო, თუ რეალობა. ფიქრებიდან მოსწყვიტა გოგოს ინერციულმა ჩახუტებამ, რასაც დამაყრუებელი ჟივილ-ხივილი მოყვა. -ვაიმე,არ არსებობს,თუ მჯეროდეს.- გახარებული ყვიროდა ანიტა საუკეთესო მეგობრის დანახვისგან აკანკალებული. სალი ლომიძე ანიტას ბავშვობის მეგობარი იყო. ერთად გაიზარდნენ და განუყოფელი ნაწილები იყვნენ. 6 წლის ასაკიდან დაწყებული ურთიერთობა, 17 წლის ასაკში დასრულდა. ლომიძეების ოჯახმა გადაწყვიტა ამერიკაში გადახვეწილიყო და იქ დაემკვიდრებინა თავი. გოგოებმა განშორება რთულად გადაიტანეს, თუმცა მანძილმა ვერ დააშორა და ყოველ დღე ერთმანეთთან საუბარში ატარებდნენ. Სალი ლომიძე ჩოხელის ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელთანაც მუდამ შეეძლო ყოფილიყო საკუთარი თავი.ერთმანეთში ყოველთვის ის “საკუთარი თავები” მოსწონდათ, როგორებიც იყვნენ. სწორედ ეს ხდიდა მათ ურთიერთობას მყარს. მათი მოგონებები იმდენად ძლიერი და იმდენად ძვირფასი იყო, შეუძლებელი იქნებოდა ვინმეს დაენგრია.უხილავი ძაფებით იყვნენ დაკავშირებულები და ყოველი მათი ჩახუტება, თავგადასავლები და კამათი უფრო მყარს ხდიდა, ისედაც მყარ ურთიერთობას. -ღმერთო, რა ბედნიერებაა შენი ნახვა. უფრო და უფრო ლამაზდები.-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და ხელი მხარზე რამოდენიმეჯერ დაჰკრა ლომიძემ. -არც შენ ხარ ნაკლები. -ვაიმე გოგო,როგორ მომენატრა შენთან ჭუკჭუკი. -ბოლოს ნორმალრად,როდის ვისაუბრეთ აღარც მახსოვს.-დანანებით წამოიძახა ჩოხელმა. -ბევრი სასაუბრო გვაქვს,ანიტა ჩოხელი?-თვალებში ჭინკები უთამაშებდნენ სალის. -ნამდვილად.- აჟიტირებულები კომფორტულად მოკალათდნენ სავარძელში და მოემზადნენ ხანგრძლივი გულახდილი საუბრებისთვის.ანიტა იჯდა და უყვებოდა ერთადერთ მეგობარს ბოლოს გადახდენილ ისტორიებს თუ, როგორ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა გიგაურმა,როგორი ღალატი იგემა მეგობრისგან. სალი კი შოკირებული უსმენდა მეგობრის გულის ტკივილს და ვერ ხვდებოდა ასე, როგორ გაიმეტა გიგაურმა საყვარელი ქალი. -რა-ა? სულ ვიცოდი, რომ ეგ გოგო ძუ*ნა იყო! ნიკოლოზიც, რა ნაბი*ვარია.- ემოციებს ვერ მალავდა სალი და გაშმაგებული ათას ბინძურ სიტყვას ისროდა. -არა, მე ვარ სულელი! როგორ ვიფიქრე ,რომ რამე გამოვიდოდა. -ანნ, იქნებ ნიკოლოზს არ უნოდოდა, რომ გული გტკენოდა.-უკვე დამშვიდებული ლომიძე განიხილავდა ყველა შესაძლო ვარიანტს და ცდილობდა ნიკოლოზის საშინელი საქციელი ამოეხსნა. -ამ სისულელეების თავად თუ გჯერა?-შეუბღვირა ჩოხელმა -არ ვიცი,ბიჭს ასე უყვარდი.შენს გამო,რას აღარ აკეთებდა...-სიტყვა გაუწყდა სალის,რომელიც მხიარული გამომეტყველებით უყურებდა ანიტას.-ვაიმე გოგო, გახსოვს უნივერსიტეტთან რომ მოგადგა?მაშინ რაღაცაზე ნაჩხუბრები იყავით,ღმერთო ძაან სასწაული იყო,ნეტა გენახა ყველა როგორ გიყურებდათ ნიკოლოზმა ხელში რომ აგიტაცა და ძალით ჩაგტენა მანქანაში.ერთი პერიოდი ვიყავი ჩამოსული საქართველოში და ისიც მაგრად გავერთე.-სიცილს ვერ იკავებდა ლომიძე. -მახსოვს,როგორ შეიძლება დავივიწყო.ერთხელ წვიმაში მოვყევით და ხო იცი,სულ ვნატრობდი წვიმაში ცეკვას,ხოდა მისტერ უჟმური მძლივს დავითანხმე ჩემთან ერთად ეცეკვა.უნდა გენახა კოპებ შეკრული,რომ მეცეკვებოდა და თან მემუქრებოდა ამით კარგს ვერაფერს მოიგებო.-ღმერთმა იცის მერამდენედ უყვებოდა ამ მოგონებას თვალებ გაბრწყინებული ანიტა. -შუა ღამეს რომ დამირეკა,ანიტას ვერ ვუკავშირდები, სად არისო.მეც არ დავიბენი და ვუთხარი,ბოლოს კლუბში დავტოვე მეგობარ ბიჭთან-თქო.მთელი ღამე გაგიჟებული გეძებდა,სანამ სერგიმ არ უთხრა სახლში არის და ტკბილად სძინავსო. -ვაიმე მახსოვს,სერგი შემომივარდა ოთახში ნიკოლოზი გაგიჟებული დაგეძებსო და სჯობს უფრთხილდეო.თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა,მაგრამ... -მაგრამ მერე გაგახსენდა ეშმაკი დაქალი,რომ გყავს არა? -რა თქმა უნდა.-მხრები აიჩეჩა ჩოხელმა კისკისით. -და ამ ყველაფრის მერე გინდა დამაჯერო,რომ გიგაურს შენი განადგურება უნდა?-სახე მოექუფრა უცებ სალის და დანანებით ჩაიქნია ხელი.-არა, მომკალი და არ მჯერა. -გიგაურების ოჯახი ჩვენი მტერია!-დაზეპირებული წინადადება წარმოთქვა ანიტამ და უკვე გაციებული ჩაი მოსვა. -ვერ გავიგე რა,რას ნიშნავს ეს მტრობა? -მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ,რომ გიგაურები ჩვენი მოსისხლე მტრები იყვნენ. მიზეზი არ ვიცი და არც აპირებს გამხელას მამიკო.-ბოლო სიტყვა ირონიით წარმოთქვა ჩოხელმა. -ნიკოლოზიც არაფერს ამბობს? -რამდენჯერმე ვცადე მეკითხა,მაგრამ ყოველ ჯერზე თემას ცვლიდა. -გაგიჟება შეიძლება.-ამოიჩურჩულა გოგომ.კიდევ აპირებდა,რაღაცის თქმას,როდესაც ჩოხელის ტელეფონი აწკრიალდა და დაქალის გამომეტყველებიდანაც მიხვდა ზარის ავტორის ვინაობას. -გისმენ.-დოინჯებ შემორტყმულს ცალი წარბი აეწია ლომიძესთვის,რომელიც სიცილს მძლივს იკავებდა. -ჩოხელი, ხვალ დილით გავდივართ!-გიგაურის მკაცრმა ტონმა გამოაფხიზლა გოგო. -ხვალ დილით?-დაბნეულმა მოათვალიერა ოთახი. - რა იყო, რა გაოცებული კითხულობ?-გაეცინა ნიკოლოზს,როდესაც წარმოიდგინა დაბნეული ანიტა. -ძალიან კარგი, გეგმები დაგიწყვია თან ისე, რომ ჩემთვის არც გიკითხავს.იქნებ დამდოთ პატივი და მითხრათ სად მივდივართ,ბატონო ნიკოლოზ?-ჩოხელმა ტელეფონი ქვემოთ ჩაწია და მეგობარს გადაუჩურჩულა, სადღაც მივყავარ, მაგრამ არ ვიცი სადო.სალისაც, რაღა უნდოდა აჟიტირებული წამოხტა და ტელეფონთან ახლოს მივიდა ნიკოლოზის საუბარი,რომ მოესმინა. -ჩოხელი გამაგებინე ,რას გეუბნება თორე მოგკლავ.-ხელების ქნევით ემუქრებოდა გოგოს. -ანიტა-ა, აქ ხარ?-ტელეფონიდან წამოსულმა ბგერებმა თვალებ დაჭყეტილი გოგოები გააშეშა.ანიტამ მხარი მიჰკრა ლომიძეს ვერ გადამირჩებიო და ტელეფონი ყურთან მიიტანა. -ნიკოლოოზ...ნიკოლოოოზ...-გაჰყვიროდა ჩოხელი. -გესმიის? -აჰაა,კი ახლა ისმის.რაომღაც ხმა წყდებოდა. შეგიძლია გამიმეორო,რაო სად მივდივართო? -ბათუმში თქო, შეხვედრა გვაქვს. თან დამკვეთმაც დაგვპატიჟა,ცოტას გავერთობით.-ეშმაკურად ჩაეცინა გიგაურს. -ჩემი წამოსვლა აუცილებელია?-გოგოს თავში უეცრად ბალიში მოხვდა გაცოფებული სალისგან,რომელიც თავს მძლივს იკავებდა ტელეფონი არ წაერთვა ანიტასთვის. -შეხვედრა გვაქვს-თქო ანიტა, რა გჭირს? -კარგი. რამდენი დღით მივდივართ? -არ ვიცი, მაგრამ ტანსაცმელი წამოიღე. ცოტა ისეთებიც , ხო ხვდები?-სასიამოვნო ბარიტონმა ანიტას სხეულში შეაღწია და სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა.წყვეტილი ზუმერის გაგონებისას კი მიხვდა ზარი დასრულებული იყო და მეორე დილით ბათუმის გზას დაადგებოდა. -რაო,ხვალ ბათუმში მივდივართო?-ხარხარი აუტყდა სალის,რომელმაც დაიმსახურა კიდეც თვალების ბრიალი შედეგად. -რა წავიღო? -ცოტა ისეთებიო.-ეშმაკურად ჩაეღიმა სალის, რასაც ანიტას უკმაყოფილო სახე მოყვა.-ოსკარი გეკუთვნის მეგობარო, ასე გრძნობების დამალვა, რაღაც ახალია.-ჩაიფხუკუნა ლომიძემ. -მამაჩემი გაგიჟდება.-გაეცინა გოგოს. -უკვე დიდი გოგო ხარ.-დაამშვიდა მეგობარი და თავადაც სიცილი დაიწყო.-მე კიდე შენს გვერდით ვარ მუდამ და ყველას გავანადგურებ,ხო იცი?-დოინჯებ შემოკრული უყურებდა ჩოხელს. -რა იყო ლომიძე,გმირობა გადაწყვიტე?-აკისკისდა ჩოხელი და ტანსაცმელების ბულული დააყენა. -დიახაც!-მტკიცედ მიუგო დაბღვერილმა დაქალს. -ხანდახან მგონია, რომ ღმერთი ბოიკოტს მიცხადებს. -და შენ უნდა გაიმარჯვო. მიდი ჩაალაგე და წუწუნს მორჩი.მიდი მიდი! -იმის მაგივრად, რომ მითხრა ანიტა მაგ ბიჭმა გული გატკინა, შენ ოჯახის მტერიაო, მასთან ერთად ბათუმში მიშვებ?-აბუზღუნდა ანიტა და ოთახი მოათვალიერა. -”მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.”გენიალური შოთას სიტყვებია და შეგიძლია შეუშვა ტვინში.-თვალი ჩაუკრა გოგომ,რასაც ანიტას თვალების ბრიალი მოყვა. -დამეხმარო სჯობს მაგ ფილოსოფოსობას!-სიცილ-კისკისით დაიწყეს მზადება გოგოებმა და დაღამებულზე უკვე ყველაფერი მზად იყო,როდესაც დაღლილები საწოლზე მიწვნენ. -იცოდე გოგო,შემომხედე აბა!-ჩოხელი ბრძანებას დაემორჩილა. -არ უნდა დანებდე!მიდი და ისე გააგიჟე ვერასდროს რომ ვერ დაივიწყოს. -ღმერთო,ნეტა ამისთვის ჭკუა მიგეცა.-ხელები დემონსტრაციულად ზემოთ აღმართა ანიტამ.იმ ღამეს ლომიძე ჩოხელებთან დარჩა და მთელი ღამე სახლს სიმშვიდე არ ღირსებია.სიცოცხლის კვალი დასტყობოდა იქაურობას და ეს სულ არ აწუხებდა დიმიტრი ჩოხელს. **** დილა დიდი მზადებით დაწყო.ანიტა ოთახიდან ოთახში დარბოდა და ამ უკანასკნელს სალი ლომიძეც უკან დასდევდა.გოგონებმა ყველანაირი სიტუაცია გაითვალისწინეს და იმდენი ტანსაცმელი ჩაალაგეს, რომ ანიტა ჩოხელს დილიდან მოუწია ნიკოლოზ გიგაურის დაცინვის ატანა. -შენ რა იქ საცხორებლად გადადიხარ?-სიცილ ნარევი ტონით იკითხა გიგაურმა, რასაც ანიტას გაცოფებული სახე მოყვა. -რა სასაცილოა.-სახე დაემანჭა ჩოხელს და სანამ ნიკოლოზი ჩანთებს ალაგებდა ფიქრებში გადაიკარგა.ფიქრობდა,როგორ შეეძლოთ ყველაფრის ასე დავიწყება,რომ მეორე დღეს ვითომ არაფერიო ისე გაეგრძელებინათ.სინამდვილეში არცერთს არაფერი არ დავიწყებიათ და ორივეს შინაგანად ანგრევდა ის,რისი დავიწყებას ასე ეწადათ. -რაზე ფიქრობ ანიტა? -ყოველ შემთხვევაში შენზე არა.-უტიფრად იცრუა ჩოხელმა და ცხვირი აიბზუა. -არადა იმედი მქონდა.-დანანებით ჩაიქნია ხელი გიგაურმა და ავტომობილის კარი გაუღო ქალბატონს. -ჰმმ. ნამდვილად ცუდია იმედის გაცრუება. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ,გიგაურმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და თავი საჭეს დააყრდნო.ანიტამ ეცადა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ბოლოს გატყდა. -დიდხანს ვიდგებით აქ?-მწარედ იკითხა გოგომ ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს, თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო კითხვაზე მოუწია მისკენ გადაეტანა მზერა. -ნიკოლოზ, კარგად ხარ?-ნიკოლოზმა თავი გააქნია პასუხის ნიშნად. -იქნებ ხმა ამოიღო.- სიბრაზე ნელ-ნელა იმატებდა,როცა როგორც იქნა ბიჭმა ხმა ამოიღო. -წყალი-თავ აუღებლად, ხრიწიანი ხმით სთხოვა გოგოს, რომელიც უცებ დაფაცურდა ანერვიულებული.შიშმა მთელი სხეული მოიცვა,პულსაციამ იმატა და აკანკალებული ხელებით უკანა სავარძელზე წყლის ბოთლის ძებნაში ყველაფერი ამოქექა. -რა გჭირს?- ბიჭისკენ გადაიწია ანიტა წყლის ბოთლით ხელში,როდესაც ნიკოლოზი თვალ დახუჭული დახვდა. -ნიკოლოზ.. ნიკოლოზ..-ჩოხელი ადგილზე გაიყინა.გულმა დარტყმები გამოუტოვა, სული დაეკაწრა და თვალებში ყველაფერი გაეცრიცა,როდესაც მიხვდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო.უყურებდა უმოქმედოდ გაყინული და აცნობიერებდა, როგორ ძლიერ ყვარებია და როგორ ეშინოდა მისი დაკარგვის.უეცრად ძალა გამოეცალა,არაფრის გაკეთება შეეძლო.ცოტაც და ანიტა გონებას დაკარგავდა, როდესაც სიცილმა რეალობაში დააბრუნა და სანამ გააცნობიერებდა, რა ხდებოდა გიგაურს გაფართოებული, შეშინებული თვალებით უყურებდა. -ნიკოლოზ, ნიკოლოზ.-გიგაურმა გაიმეორა გოგოს ინტონაციით და სრულიად გაფითრებულ ჩოხელს უყურებდა. -რა-ა,რა გააკეთე?-გაკვირვებული აცეცებდა თვალებს გოგო. -ცოტა ვიმაიმუნე.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა,რასაც მისი დასველება და განრისხებული ჩოხელის მანქანიდან გადასვლა მოჰყვა, რომელმაც ისე მიაჯახუნა კარი გაუკვირდა კიდევაც, რომ არაფერი მოსვლია.- ახლო მომავალში ჩემს გეგმებში არ შედის კარის გამოცვლა.-გაჰყვირა ბიჭმა და მანქანიდან გადმოვიდა თავადაც. -იდიოტი, დეგენერატი, ნაგავი... ყველაფერი ხარ.-გოგო გაბრაზებული უმისამართოდ ისვრიდა სიტყვებს. -კარგი, ბოდიში. არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. -აბა, რა გეგონა. ბატონო ნიკოლოზ? მეც გამეცინებოდა, უი რა კარგია, როგორ შემაშინე-თქო? -გეყოფა. ნუ ბავშვობ.-წამში დაასერიოზულა და ისევ ისეთი ცივი თვალებით გახედა აკანკალებულ გოგოს. -ეტყობა, ვინც ბავშვობს.-ირონიულად გამოსცრა ჩოხელმა. -ჩაჯექი!-ავტომობილისკენ ანიშნა ნიკოლოზმა. -არსად არ ვაპირებ ჩაჯდომას. ჯანდაბაშიც წასულხარ. -აბა რას აპირებ? -შენი საქმე არ...- სიტყვა ვერ დაასრულა,როცა მოწყვეტით გამოეცალა ფეხ ქვეში მიწა და გიგაურის ზურგზე მოკიდებული აღმოჩნდა. ბიჭმა ჩოხელი მანქანაში ჩატენა და თავადაც საჭეს მიუჯდა. -ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ!-ზიზღით წარმოთქვა ჩოხელმა. -გილოცავ.მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადამიანი გიყვარს!-თავმომწონედ ჩაიღიმა ბიჭმა და მანქანა ააღმუვლა. -ნუ გავიწყდება,რომ... -რომ? -რომ ცოლი გყავს!-სიამაყით სავსე თვალები შეანათა გიგაურს,რომელსაც გაკვირვება საერთოდ არ დასტყობოდა,თითქოს იცოდა ჩოხელის ჩანაფიქრის შესახებ. - ფეხბურთში მეკარის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ გოლს ვერ გაიტან!-ჩოხელმა თვალები აატრიალა და თავით ფანჯარას მიეყრდნო.ნიკოლოზი კი მანქანას მართავდა და გვერდზე მჯდომი ქალისთვის აღარც გაუხედავს. **** საღამო იყო ანიტა და ნიკოლოზი ბათუმში, რომ შევიდნენ.სასტუმროსთან შეაჩერა ნიკოლოზმა ავტომობილი და მხოლოდ მაშინ გახედა ჩოხელს. ანიტას ისე ტკბილად ეძინა გიგაურს შეეცოდა კიდეც გაეღვიძებინა, მაგრამ ბოლოს ფიქრები უკუაგდო და გოგოს მხარზე მშვიდად ხელი დაადო. -ქალბატონო.-ბიჭს გაეღიმა,ისე უცებ დააჭყიტა თვალები ,თითქოს წამების წინ არც სძინებიაო.ნიკოლოზმა საბარგულიდან ჩანთები გადმოაწყო და ისევ ანიტასკენ წავიდა,რომელსაც ძილი უტიფრად კვლავ შეუბრუნებია. -არ აპირებ გადმოსვლას? -თვალებს ვასვენებ...-ამოიბუტბუტა გოგომ და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა ავტომობილიდან გადმოსასვლელად.ავტომობილში “სულ მეყვარები” ჩაირთო, მის ფონზე წყვილის დაბნეული თვალები გადაიკვეთა. “არ მეყვარები დავდევი ფიცი,რად მენატრები დავარღვევ ვიცი.” -არ მეყვარები! -დავდევი ფიცი!-ჩაიჩურჩულა გიგაურმა და დაბნეულ გოგოს კუშტი მზერით გახედა,რომელიც სასტუმროს შესასვლელისკენ გაემართა და თავადაც უკან მიყვა. წყვილს სასტუმროს მეპატრონე შეეგება,ეტყობოდა დიდად გახარებული იყო სტუმრების დანახვით და ამის დამალვას არც ცდილობდა.მომსახურე პერსონალიც კი გააფრთხილა, განსაკუთრებული ყურადღებით იყავით ამ საპატიო სტუმრების მიმართ,აქედან უკმაყოფილოები არ უნდა გავიდნენო. -როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა!-კაცმა ხელი ჩამოართვა ჯერ ნიკოლოზ გიგაურს, შემდეგ კი უმშვენიერეს ჩოხელს. ეტყობოდა, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ტელეფონის ზარმა უეცრად სხვა ქმედებისკენ უბიძგა. -ბოდიშით!-კაცმა უხერხულად გაუღიმა, ხელით ანიშნა სასტუმროს მომსახურე პერსონას სტუმრებს მიხედეო, თავად კი წყვილს მოშორდა და დერეფანში გაუჩინარდა. -მობრძანდით.-ქალმა თავი დაუხარა მისალმების ნიშნად,ხოლო მეორემ ჩანთები გამოართვა და წყვილს უკან გაყვა. -ეს თქვენი ოთახია.-ქალმა კარი გახსნა და წყვილს შეხედა,რომელთაგან ერთერთს აშკარად უკმაყოფილება ეტყობოდა. -რომლის ოთახია?-ბოლოს დუმილი გაკვირვებულმა ანიტამ დაარღვია. -უკაცრავად, ვერ მიგიხვდით?-დაბნეულმა შეხედა ქალმა. -ეს ოთახი ვისია?-კითხვა გაუმეორა ჩოხელმა. -ჩვენი!-სანამ ქალი ხმას ამოიღებდა ნიკოლოზმა დაასწრო და ბონუსად ეშმაკური ღიმილიც დააყოლა. -ბოდიში.ჩემი საცოლე ცოტა დაღლილია. დავისვენებთ ,კარგი? -თუ რამე დაგჭირდათ ღილაკის ერთი დაჭერით აქ გავჩნდებით.- ქალმა გაუღიმა და წყვილი ოთახთან მარტო დატოვა. -შეგიძლია ამიხსნა, აქ რა ხდება?- თვალებიდან ცოფებს ყრიდა ანიტა. -მან იცის,რომ შენ ჩემი საცოლე ხარ. შესაბამისად ერთი ოთახი გამოგვიყვეს,რა არის აქ გაუგებარი? -სერიოზულად? აქ მე შენთან ერთად არ დავიძნებ.-მტკიცე უარზე იდგა ჩოხელი. -აი ისევ! -რა, აი ისევ? -ისევ ბავშივით იქცევი, როგორც ყოველთვის. -და შენ დიდი ხანია გაიზარდე?! -საკმაოდ! -რაც გინდა ის გააკეთე. ღამე შენთან ერთად არ დავრჩები! -საკუთარ თავს არ ენდობი?-თვალებში ეშმაკები უთამაშებდნენ გიგაურს. -როგორ შეგიძლია, ყოველთვის ასეთი იდიოტი იყო? -რა გინდა,ანიტა? დილამდე მოითმინე. ხვალ დილით მოვითხოვ მეორე ოთახის გასაღებს.-გოგო მიხვდა კამათს აზრი არ ჰქონდა და ნიკოლოზის თვალთა ხედვიდან გაქრობა განიზრახა. -სად მიდიხარ? -აბაზანაში. აქაც ხვალამდე მომიწევს ლოდინი?-აბაზანის კარი შეიჯახუნა და ონკანი მოუშვა,რომ მთელი ემოციები წყლისთვის გაეტანებინა და დაცლილიყო,თუმცა უშედეგოდ.ჩოხელი იტანჯებოდა მის სხეულში განცდილი მობობოქრე გრძნობებით,რომლებიც სულაც არ აპირებნენ დახშობას.წყლის ჭავლის ქვეშ დადგა აფორიაქებული იმ იმედით,რომ ეს უკანასკნელი დაეხმარებოდა. -იდიოტი, თურმე ახლა ვერ მოითხოვს ოთახს. საზიზღარი... -ათასი ბინძური სიტყვით შეამკო გიგაური, მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც შხაპის მიღებას მორჩა და სააბაზანოდან გამოსვლა მოუწია. ამასობაში ნიკოლოზს ტელევიზორი ჩაერთო და საწოლზე ისე იყო მოკალათებული ანიტამ თავი ზედმეტადაც კი იგრძნო. გაცოფებული ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა ძლიერმა ხელმა შეაჩერა და თავისკენ მიიზიდა. ისე ახლოს იყო, ხელშესახებად ახლოს.მისი სუნთქვის ხმაც კი ესმოდა ჩოხელს და ფიქრის უნარს კარგავდა. მომენტალურად მათმა თვალებმა ერთმანეთი გადაკვეთეს.გიგაურმა წელზე მოხვია ცალი ხელი და სხეულზე მიიკრა, თვალებში კი, ისე დაჟინებით უყურებდა, აშკარად ელოდა, როდის აარიდებდა მზერას პირველი.კიდევ უფრო მიუახლოვა სახე და გოგონას საბოლოოდ რომ მიეხუჭა თვალები და პულსაციამ პიკს მიაღწია გარდაუვალის მოლოდინში, მოულოდნელად ხელი შეუშვა. ისეთი სახით მოშორდა, აშკარა გამარჯვება რომ ეწერა. თვითონვე ტკბებოდა საკუთარი საქციელით და ღიმილსაც ვერ ფარავდა, ასე რომ შეეძლო ზემოქმედება.გოგო კი იდგა და ბიჭის სილუეტს უყურებდა თუ,როგორ შორდებოდა ნელ-ნელა და ვერაფერს აკეთებდა. თითქოს რაც ძალა და ღონე ჰქონდა უეცრად გამოაცალეს და უძლური დატოვეს. ოთახიდან გავიდა და დერეფნის ბოლოს ,რომ მიაღწია მუშტი კედელს დაუშინა. ბრაზობდა ნიკოლოზზე,რომელიც ასე საშინლად სტკენდა გულს და თავს არ ანებებდა.ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე ბრაზობდა,რომ ასე ახლოს უშვებდა კაცს,რომელსაც ასე შეეძლო ზემოქმედება საპასუხოდ,კი ვერაფერს აკეთებდა. სასტუმროს ვერანდის მოაჯირებს მიყრდნობოდა მთვარის შუქზე გამოკვეთილი ოდნავ მოხრილი, თხელი,სიფრიფანა სილუეტი.ტუჩებს შორის თამბაქოს ღერი მოექცია და სიცივისგან აკანკალებული ჰორიზონტს გაყურებდა.იყურებოდა შორს,ძალიან შორს და ამავე დროს მისი ფიქრები უფრო მიუწვდომელ ადგილას იყო.იქ სადაც ვერავინ შებედავს შესვლას,გარდა ერთისა და ეს ერთი ყველამ კარგად ვიცით,ვინ არის. -შენც მოგივლი, ნიკოლოზ გიგაური!-კბილებში გამოსცრა ჩოხელმა. ---------------------------------------- ჩემო თბილებო და ტკბილებო!პირველ რიგში, ეს დღეები ძალიან გადატვირთული მაქვს და მძლივს ვეცადე დავმჯდარიყავი და დამეწერა ეს თავი. ვიცი პატარა თავი არის და მაპატიეთ. ხო და კიდევ,ისე ძალიან მიყვარხართ და ისე ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები,რომ არ ვიცი როგორ აღვწერო! ძალიაან,ძალიაან მაბედნიერებთ და მაპატიეთ ეს დღეები ასე უყურადღებოდ რომ გექცევით.(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.