შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 27 თავი

8-09-2021, 20:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 002

ქეთი აწყლიანებულ, ჩამქრალი, ცისფერი სფეროებით მიაჩერდა სახე წაშლილ კაცს და მის თვლებში დანახულმა უზომო და უსაზღვრი ტკივილმა საბოლოოდ გაანადგურა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ნაწილებად დაიშალა...თითქოს დროსა და სივრცეში უმისამართოდ გაიფანტა, მისმა დაღლილმა გონებამ ფიქრი საბოლოდ შეწყვიტა, რის გამოც ჯერ ირაკლის სახე გაიდღაბნა, შემდეგ ძირს დაგდებული, წითელი, ულამაზესი ვარდების თაიგული, მერე დამტვრეული ტელეფონი... ბოლოს კი ყველაფერი სიბნელემ, სიჩუმემ და შიშმა მოიცვა, გონება დაკარგული ქალი ხელში აიტაცა ირაკლიმ და დივანზე დააწვინა.
კარგა ხნის მერე მოვიდა აზრზე გაბრუებული ქეთი, თვალების სუსტად გაახილა და დივანზე წამოჯდა, შეშინებული თავლებით მიაჩერდა მაგიდასთან მდგომ ირაკლის, რომელსაც ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა
-მის გამო ტიროდი... ხომ ასეა?-ოთახში გამეფებული საზარელი სიჩუმე ირაკლის ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია, დაბნეულმა ქალმა ხმის ამოღება ვერ შეძლო რის გამოც კაცი საბოლოოდ გამოვიდა წყობრიდან და ბოლო ხმაზე უღრიალა -მიპასუხე!- შეშინებული ქეთი მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა, თუმცა ხმის ამოღება მაინც ვერ გაბედა და დუმილი ამჯობინა ამჯერადაც -ისევ გიყვარს?!- ისეთი ტონით დასვა კითხვა ირაკლიმ, რომ მასში პასუხიც ნათლად იკვეთებოდა
-არ ვიცი-დაუფიქრებლად უპასუხა ქეთიმ
-მე? გიყვარვარ?
-ზუსტად მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ-ასლუკუნდა ქეთი
-სამაგიროდ მე ვიცი, შენ ის გიყვარს... ისევ ისეთი ძლიერი გრძნობით, როგორითაც მაშინ წლების წინ, როცა მასზე უიმედოდ შეყვარებული ცოლად მე მომყვებოდი
-შენთვის გულის ტკენა არ მინდა... ეს არასდროს მდონებია თორნიკეს თავს გეფიცები-ატირდა ქალი
-ამ ცრემლების მიზეზი ამჯერად მე ვარ?-ხმა დაბალი ტონით ჰკითხა კაცმა და აკანკალებული ხელებით ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი ქალისთვის და ერთი მოყუდებით დაცალა უგემური, მჟავე სითხე
-მაპატიე-დაიჩურჩულა ქეთიმ და ტირილისგან დასიებული თვალებით გახედა ქმარს
-მთელი ეს წლები... ჩემთან მხოლოდ ვალდებულების გამო იყავი?-ირაკლის ხმაში ამჯერად უსაზღვრო ტკივილი გაჟღერდა
-არა, ასე არაა-მაშინვე უარყო მისი ნათქვამი ქეთიმ-შენ... ძალიან კარგი ქმარი და მამა იყავი... წასვლის მიზეზი არ მქონდა...
-მაგრამ ახლა გაქვს... რადგან გეგა დაბრუნდა...
-გთხოვ-ამოილუღლუღა სახე წაშლილმა ქალმა
-შენ ის გიყვარს... მე ყოველთვის ვგრძნობდი ამას, მაგრამ საკუთარ თავს არასდროს ვუტყდებოდი...იმიტომ რომ შენი დაკარგვის ძალიან მეშინოდა ქეთი... ახლაც მეშინია...
-შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდა... ეს არასდროს მდომებია...შენ ამას არ იმსახურებ რადგან ძალიან კარგი ადამიანი ხარ...მაპატიე, მაპატიე რომ შენი შეყვარება ისე ვერ შევძელი როგორც ამას ჩემგან იმსახურებდი
-მე შენ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ... ქეთი- დაიწყო კაცმა ჩამწყდარი ხმით- მაგრამ არ მინდა ამ სიყვარულის გამო შენი ცრემლების მიზეზი ვიყო, არც ის მინდა რომ ამ გრძნობით ტკივილს გაყენებდე... რეალურად გულის სიღრმეში სულ ვიცოდი რომ გეგა გიყვარდა... სწორედ მის გამო გამექეცი ქორწინებიდან ერთი წლის მერე, 3 წლის თორნიკესთან ერთად სახლიდან...
-მაგრამ მე დავბრუნდი, შენთან დავბრუნდი ბევრი მიზეზის გამო
-ჰო, მაგრამ ამ მიზეზებში არ იყო მთავარი... სიყვარული-დაიჩურჩულა აღელვებულმა კაცმა და თითქმის უკვე დაცლილი ბოთლიდან ბოლოჯერ შეივსო ჭიქა შავი ღვინით
-მე შენ არასდროს მომტყუებიხარ... თავიდანვე გითხარი რომ გეგა მიყვარდა...-ჩურჩულით უთხრა ქალმა -და ისიც გითხარი, იმის მიუხედავად რომ წავიდა და მიმატოვა მაინც ვერ ვივიწყებ-მეთქი
-და დღემედე ვერ დაივიწყე-ხმა გაებზარა კაცს და ბოლო ჭიქაც ჩაცალა
-არ ვიცი, რეალურად ახლა რას ვგრძნობ, მართლა არ ვიცი... მაგარამ არ მინდა იფიქრო რომ მე შენ მთელი ცხოვრება გატყუებდი... ასე არააა...
-ჰო რა თქმა უნდა... ადრე წასვლის მიზეზი არ გქონდა და სწორედ იმიტომ ვიყავით ერთად... ახლა კი გაქვს! და ამ მიზეზს გეგა ავალიანი ჰქვია...
-მე... არ მინდოდა რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო... არ მინდოდა რომ შენთვის გული ასე ძალიან მეტკინა...
-ვიცოდი, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ის ნაბ.ჭვარი ყოველთვის ისე ძლიერად გიყვარდა როგორც მაშინ...წლების წინ... მაგრამ მაინც არ მინდოდა შენი გაშვება...
-მე და შენ ერთმანეთი გვჭირდებოდა... -ჩამწყდარი ხმით უთხრა ქალმა და თავი დახარა- სწორედ ესაა მიზეზი ჩვენი ართად ყოფნის...მთელი 25 წლის მანძილზე და არა ყალბი, გაცვეთილი, გახუნებული გრძნობები...
-მე შენ ახლაც მჭირდები, ძალიან მჭირდები-ტკივილით გაჟღენთილი ხმით უთხრა ირაკლიმ, სახე წაშლილ ცოლს -მაგრამ არ მინდა რომ ჩემთან ვალდებულების გამო იყო და მე ჩემი სიყვარულით, კოცნით და შეხებით ტკივილი მოგაყენი... - მოულოდნელად მანქანის გასაღებს დაწვდა და გასასველილი კარისკენ წავიდა
-სად მიდიხარ-უფრო ჩვევის გამო ჰკითხა ხმა ჩავარდნილმა ქალმა ვიდრე ინტერესის
-ამაღამ სახლში არ მოვალ-დაიჩურჩულა კაცმა და გარეთ გასვლისას კარი გამეტებით გაიჯახუნა. ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა თავგზააბნეულ ქეთის, სიმწრის ცრემლები სწრაფად გადმოედინა გაფითრებულ ღაწვებზე თუმცა ამან ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქა ის სევდა, ტკივილი და სასოწარკვეთა რასაც ამ წუთებში განივდიდა მისი დახშული გონება.
საძინებლის კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი თორნიკე მომღიმარი სახით უყურებდა მღვიძარე ლილეს, რომელიც მძინარე დედიკოთან ჩახუტებული გასუსული იყო, ამ საოცარი სანახაბოის ყურებისას თორნიკეს გული მტკივნეუად შეეკუმშა რადგან რაც დრო გადიოდა მით უფრო კარგად იაზრებდა რომ ეს ორი ადამიანი მისთვის სამყაროზე მეტი იყო, რომ მათ გერეშე სიცოცხლე და ცხოვრება უბრალოდ აღარ შეეძლო, კარგა ხნის მერე ნელა მიუახლოვდა საწოლს და ფრთხილად აიყვანა ჭირვეული ქალბატონი ხელში, მისაღებ ოთახში ფეხაკრეფით გაიყვანა, მარიანა რომ არ გაეღვიძებინა და სიყვარულით სავსე მზერით ჩააცქერდა ჩამუქებულ სფეროებში რომელებშიც რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაიკარგა
-მამიკოს გოგო ხარ შენ-უთხრა როგორც კი აზრზე მოვლა შეძლო და ლილემ რომ შესცინა ისე თითქოს რამე გაიგოო,სახე დაუკოცნა, იმდენი აწვალა ბოლოს მაინც აატირა, თმა გაწეწილი, ჩაშავებული უპეებით და დაღლილი სახით შევიდა მარიანა მისაღებ ოთახში
-როდის მოხვედი-ინტერესით ჰკითხა ქმარს და პატარა გამოართვა დასამშვიდებლად
-ახლახანს-გაუღიმა თორნიკიმ
-რატომ გიყვარს ლილეს წვალება-აბუზღუმდა ამარიანა რადგან კარგა ხანს ვერ დაამშვიდა ბავშვი
-რაღაც მინდა რომ გკითხო...-დაიწყო თორნიკემ ყოყმანით
-რაა?-დაინტერესდა მარიანა
-სოფის მართლა ეშინია ვაჩესი... თუ უბრალოდ ძალიანაა გულმატკენი და ამიტომ აღარ აძლევს მასთან ახლოს ყოფნის უფლებას?
-იმედგაცრუებულია-გაბრაზებული ტონით უთხრა გოგონამ თავზე წამომდგარ ქმარს-საშინლად იმედგაცრუებული... სწორედ ესაა ნამდვილი მიზეზი იმისა რომ ვაჩესთან ურთიერთობას დღემდე გაურბის
-ხოდა არასწორად იქცევა
-შენი მეგობარი არაფრის შეცვლას არ ცდილობს თავის უაზრო ცხოვრებაში, ისევ როგორც შენ...მოლოდ იმის ცდაშია რომ სოფი არსებულ საზიზღარ რეალობას შეაგუოს, ისევე როგორ შენ!
-ზოგჯერ არასწორ ადამიანებს სჭირდებათ ვიღაც, ვიღაც მათზე ძლიერი ვინც დაეხმარება, ვის გამოც შეცვლას აზრი ექნება
-შენთვის მე და ლილე საკმარისი მიზეზი არ ვართ იმისთვის რომ შეიცვალო?-ცხვირი აეწვა მარიანას და უმალ ცრემლები მოეძალა
-ეს ერთი და იგივე არაა!-გავრაზდა თორნიკე
-ჰო მე შენი ცოლი ვარ და ვალდებული ვარ რომ ამ ყველაფერს შევეგუო სიყვარულის და ოჯახის გამო
-მე ეს არ მითქვამს
-მაგრამ იგულისხმე
-მარიანა-ავარდა თორნიკე
-სოფის ეშინია! მართლა ძალიან ეშინია ვაჩესი და იცი რატომ? იმიტომ რომ არ უნდა გრძნობებს აყოლილმა ჩემსავით გამოუსოწრებელი შეცდომა დაუშვას
-მე გამოუსწორებელი შეცდომა ვარ შენს ცხოვრებაში?-გაცეცხლდა თორნიკე
-არ ხარ?-ისე შეიცხადა გოგონამ რომ ორივეს გიჟებივით სიცილი აუტყდათ რომელიც მალე ჩაანაცვლა სევდით და ტკივილით დაღლილ სახეებმა.
-მიყვარხარ-უმისამართოდ დაიჩურჩულა აღელვებულმა ბიჭმა და ზურგიდან აეკრო ცოლს, შიშველ მხარზე ნაზად აკოცა და ცივი უხეში თითები მაისურის ქცეშ შეუცურა, მოულოდნელად მუცელზე შემოაჭდო და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული, თითქოს ასე ცდილობდა იმაში დარწმუნებას რომ საყვარელი გოგონას გული, გონება, სული და სხეული ჯერ კიდევ მისი საკუთრება იყო მთლიანად .
სოფი მომღიმარი სახით მიაჩერდა მოთმინება დაკარგულ თორნიკეს რომელიც მისი უნივერსიტატიდან გამოსვლას ნახევარ საათზე მეტხანს ელოდა
-მოხდა რამე? რატომ დამირეკე და მითხარი უჩემოდ არ წახვიდეო?-ჰკითხა ინტერესით
-არა არაფერი -მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა-უბრალოდ...
-თუ გიორგივით, შენც ვაჩეზე სალაპარაკოთ მოხვედი მოხვედო-წინადადება გააწყვეტინა გოგონამ
-არა, რა ვაჩე-მომაბეზრებლად უპასუხა ბიჭმა-უბრალოდ მცხეთაში მივდივარ საქმეზე და აქეთ რახან ვიყავი ვიფიქრე გაგიყოლებდი
-ამიტომ მომაკითხე?-შეიცხადა სოფიმ რადგან მიჩვეული არ იყო სიძისგან ასეთ თავგამოდებულ ყურადღებას, მითუმეტეს რომ ერთმანეთის ატანა თავიდანვე არ ჰქონდა და ამას არც მალავდნენ. ცოტა კი ეუცნაურა ეს ყველაფერი და რაღაცამ უსიამოდ გაჰკენწლა გულში, მაგრამ სიძეს უარი ვერ უთხრა წაყვანაზე და ყალბად გაუღიმა- რა ყურადღებიანი ხარ-ირონიული ტონით უთხრა და ეჭვის თვალით შეათვალიერა მინებდაბურული მისთვის უცხო მანქანა
-დაჯექი წავიდეთ-აჟიტირებულმა თორნიკემ მანქანის უკანა კარი გაუღო დ თავით ანიშნა ჩამჯდარიყო, თან აუხსნა წინა სავარძელი ლილეს შამპუნითაა დასვრილი და იქ იმიტომ არ გსვამო.
სოფის ეს ამბავიც ეუცნაურა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და როგორც კი უკანა სავარძელში მოთავსდა მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და სოც ქსელი გადაათვალიერა, თორნიკესთან ლაპარაკს ერჩია ჩუმად ყოფილიყო მთელი გზა, იცოდა მაინც ნერვებს მოუშლიდა. გვიან ძალიან გვიან მიხვდა, რომ მანქანა დასავლეთის გზაზე მაქსიმაური სიჩქარით მიჰქორდა და კარგა ხნის წინ
უკან ჩამოიტოვა მცხეთა
-თორნიკე შეგიძლია ამიხსნა სად მივდივართ?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გოგონამ მომღიმარ ბიჭს რომელიც კარგა ხანს დუმდა და გოგონას ნერვებზე თამაშს იქამდე განაგრძობდა სანამ სოფი საბოლოოდ არ აფეთქდა -შეგიძლია რომ კითხვაზე მიპასუხო?!
-არსად-მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და გზის პირას გაჩერებული შავი ჯიპის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა-რაღაც პატარა საქმე მაქვს ამ ბიჭებთან, მოვგვარდები და ეგრევე დავტრიალდებით-აუხსნა დამფრთხალ სოფის და უერეაქციო სახით მიიხედა მისკენ
-კარგი-მომენტალურად დამშვიდდა გოგონა და ისევ ტელეფონს დაუბრუნდა, შეკრთა როცა მანქანის უკანა კარი მოულოდნელად გაიღო და ძალიან სწრაფად დაჯდა მის გვერდით ვიღაც თავხედი
-უკაცრავად-ჩხუბი უნდა დაეწყო რომ ვაჩეს მომღიმარ სახეს ჰკიდა თვალი -შენ? ... აქ რას აკეთებ?...თორნიკეეეე- ჯერ კიდევ საჭესთან მჯდომ ბიჭს გახედა სოფიმ აწყლიანებული თვალებით- ეს როგორ გავიგო?
-უბრალოდ შენთან ლაპარაკი უნდა-მისკენ მიიხედა დაძაბულმა ბიჭმა
-მე არ მინდა-იყვირა გაცეცხლებულმა გოგონამ და კარის საკეტს წაატანა ხელი, მაგრამ ვაჩემ მაშინვე ხელი გადახვია, თავისკენ მოქაჩა და მკლავებში მოიმწყვდია- ხელი გამიშვი იდიოტო!-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა გაბრაზებულ ბიჭს
-ნუ ფართხალებ!-დაუღრინა ვაჩემ და ზემოდან დააცქერდა საყვარელი გოგონას ალეწილ სახეს- დაწყნარდი და მომისმინე
-არაფერის მოსმენა არ მინდა, ხელი გამიშვი-ზიზღით ახედა სოფიმ და ისევ გაიბრძოლა
-მორჩი ისტერიკას და უბრალოდ მომისმინე-გაბრაზდა ვაჩე -მე და შენ ახლა მესტიაში წავალთ...
-რააა?-იყვირა გაცოფებულმა გოგონამ -შენ რა გაგიჟდი? საბოლოოდ შეიშალე? გგონია მესტიაში გამოგყვები
-შენთვის აზრი არავის უკითხავს ასე რომ ...-აღარ დაასრულა წინადადება და თორნიკეს თავით რაღაც ანიშნა
-არა, თორნიკე გთხოვ-აკივლდა სოფი როცა ის მანქანიდან გადავიდა
-უბრალოდ შენთან ლაპარაკი და ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევა უნდა -მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა-მეტი არაფერი, გესმის?
-გთხოოვ-შეეხვეწა სოფი- არ წახვიდე-და გაუაზრებლად ცრემლები გადმოსცვივდა, უარესი დაემართა როცა საჭეს მისთვის უცნობი ბიჭი მიუჯდა და მანქანა გიჟივით გააქანა
-სოფი-დაიძაბა ვაჩე
-ხელები მომაშორე-ზიზღით უთხრა გოგონამ და თავი დახარა
-უბრალოდ შენთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი მინდა სულ ესაა-ცდილობდა ნერვებს არ აჰყოლოდა გაგიჟებული ბიჭი, რომელიც სიფის ცრემლებზე ყოველთვის აგრესიულად რეაგირებდა
-მე რა მინდა ამას შენთვის მნიშვნობა არ აქვს ხო?- ცრემლიანი თვალებით მიიხედა გოგონამ სახე ალეწილი ბიჭისკენ რომელმაც კარგა ხნია ფიქრის მერე ხელები გაუთავისუფლა
-შენთან ახლოს ყოფნის უფლებას არ მაძლევ, მე კი ძალიან მჭირდება ეს...
-შენ მე იმედები გამოცრუე, გული მატკინე...
-ვიცი, ვიცი რომ გატკინე ძალიან გატკინე...- ჩაიბურტყუნა აღელვებულმა ბიჭმა
-ახლაც იგივე აკეთებ ისევ მტკენ-გაბრაზებული სახით მიიხედა გოგონამ მისკენ
-გეშინია არა?-მკაცრი ტონით ჰკითხა ბიჭმა და განზრახ ჯიუტად გაუსწორა მზერა საყვარელი გოგონას ტირილისგან შესიებულ თვალებს, სოფიმ არაფერი უპასუხა, ვერ შეძლო რადგან თავადაც არ იცოდა ამ კონკრეტულ მომენტში რას გრძნობდა, ამიტომ თავი დახარა, აღელვებულმა ვაჩემ აწეწილი, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია და ჩასჩურჩულა -მე შენ არასდროს არაფერს არ დაგიშავებ... ისეთ არაფერს გავაკეთებ რაც შენს სურვილს შეეწინააღმდეგება
-და ახალა რას აკეთებ შენი აზრით?-როგორც იქნა თავს მოერია მისი შეხებით და სურნელით გაბრუებული გოგონა და მისკენ მიიხედა
-სოფი-დაიჩურჩულა ვაჩემ მისი სახელი და გაფითრებულს სახეზე ნაზად ჩააყოლა ცივი თითები- ნეტა იცოდე როგორ მოყვარხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ყურს უკან აკოცა
-გთხოვ შეწყვიტე-სოფიმ ოდნავ უკან გასწია თავი მაგრამ ვაჩეს ცხელი აუნთქვა მაინც ეფრქვეოდა სახეზე და აბრუებდა.
მანქანზე ზურგით მიყრდნობილი გეგა სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და წამით თავლს არ აშორებდა მისკენ მომავალ სახე წაშლილ ქალს.
-

№1  offline მოდერი ნეაკო

ბოდიში მეგობრებო მეტის წერა მართლა ვერ შევძელი ემოციურად :(
გეგას ფანებო არ მიწყინოთ, 28 თავი მის წარსულს და აწმყოს დაეთმობა ❤❤❤❤

№2  offline წევრი nigita

რეალობაში ხომ არ მევასება ეს პაცანა ტიპები, ნარკოტიკების მოხმარებას რომ ამართლებენ მჭრიდება ვერ შევეშვები ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, არარიან ღირსი ცემო და აწამო , მართალია სოფი რომ არც უსმენს და არ სურს იმ წუმპეში ყოფნა ვაჩესთან ერთად.

ქეთი ძალიან არეულია ქაოსშია

ქეთის პირველი პრობლემა - გეგასა და ირაკლის შორის არჩევანს ვერ აკეთებ სადღაც შუაშია გაჭედილი, ირაკლიც უყვარს თავისებურად მაგრამ არსებობს გეგასადმი სიყვარულიც, ამიტომ იმედია შემდეგ თავში უფრო ნაყოფიერი იქნება მათი საუბარი.

მისი მეორე პრობლება - თორნიკე, რომელსაც ოჯახი მისცა სიყვარული და ამის გამო ძალიან მეცოდება რომ ვერ დააფასეს მისი ამაგი, ყველაზე მეტად უმადური ადამიანი არ მიყვარს და თორნიკე ზუსტად ეგეთია ამ მხრივ მედლის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს. კი ბიოლოგიურ დედაზე უნდა ეთქვა მაგრამ მისი რეაქცია ძალიან გადაჭარბებულია და მიუღებელი.

ქეთის , ირაკლის და გეგას საკუთარი სიმართლე აქვს ამიტომ რთულია განსაჯო როდესაც მის ტყავში არ ყოფილხარ.

№3  offline მოდერი ნეაკო

nigita

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზირებისთვის ❤❤❤ აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, ქეთის ბევრი პრობლემა დაატყდა თავს ერთდროულად და სწორეს ამიტომაა ასე არეული დაბნეული, გეგა უყვარს მაგრამ ირაკლის მიმრთაც აქვს რაღაც უმნიშვნელო გრძნობები და არჩევანს მარტივად ვერ აკეთებს.

ვაჩეს და სოფის ურთიერთობაში რა თქმა უნდა თავად მაჩემ უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები რომ შედეგიც შესაბამისი იყოს. სოფის რეაქცია სრულიად ლოგიკურია ამ შემთხვევაში.

თორნიკეც თავგზააბნეულია და სწორედ ესაა მიზეზი რომ სათანადოდ ვე რიაზრებს რამდენად ბევრი გააკეთა ქეთიმ მისთვის

№4 სტუმარი ელა1

კარგი იყო ნეაკო.ეხლა დავიწყებ შფასებას,ძალიან მომეწონა ირაკლის საქციელი უჯირს მაგრამ მგონი გაუშვებს ქეთის იმიტომ რო იცის რო ვერ შეძლებს ბედნიერება აჩუქოს ეს თავისი პირითაც აღიარა.ქეთი უმდა დაელაფარაკოს გეგას და მერე ყველაფერი გაარკვევა.იცი რა მაინტერესებს თორნიკე ხვდება რო მარიანა და ბავევი უყვარს და მაინც არ მესმის რატო ატკენს ასე გულს.რაც შეეხება ვაჩეს და სოფოს ასე მგონია რო სვანეთში ყოფნითყველაფერი გაირკვევა.❤❤პ.ს.ამ გეგა და ქეთის გადამკიდე ანა და ბლგიორგი სულ დამავიწყდა მაკლია მათი დიალოგი.❤❤❤

№5 სტუმარი სტუმარი nazi

პირველ რიგში არ მეყო ისეთი პაწუკა თავი იყო მეტი მინდა ძალიან არეულები არიან მინდა ქეთი და გეგა ერთად იყვნენ იმდენად მომწონს ეს წტვილიც მარა ირაკლიც მებრალება უყვარს და რა ქნას ქეთი თორნიკეს და მარიანას წყვილს რაც შეხება ბუქსაობენ ერთ ადგილს არ უნდათ ორნიკეს ურთიერთობა გარკვიოს მარტო თავისას ამბობს და მარიანას აზრს არ სცენს პატივს იმედია დალაგებენ ურთიერთობას რაც შეხება ვაჩეს და სოფის ურთიერთოს რაღაცას ცდილობენ მარა არ გამოსდით ვაჩეც თორნიკეს გავს მარტო წამლებზე და ფიქრობენ ლოგიკურად იქცევა სოფი რომ ადვილად არ ენდობა ვაჩეს იმის მიუხედავად რაღაცას გძნობენ ერთმანეთის მიმართ ეს წყვილი მარა რაღაც უნდა დათმონ ყველამ ჩემი აზრით ❤❤❤❤გელოდები

№6  offline მოდერი ნეაკო

ელა1

ქეთის გონებაში ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება რადგან ერთი მამაკაცი განზე გადგება, მეორე უფრო გააქტიურდება და შესაბამისად მარტივად მიხება ვი სჭირდებ ბედიერებისთვის.

თორნიკე ძალიან ზედაპირულია, ჰგონია რომ სიყვარულის გამო მარიანა მის ყველა გამოხტომას აიყანს და იმიტომაც არ მიდის დათმობებზე.

ვაჩე სოფის მალე დავაწყნარებ: joy:
გიორგი ანის წყვილს ვეღარ ვუთმობ დროს თუმცა თუ მოვახერხე მათაც გამოვანათებინებ ხოლმე

სტუმარი nazi
პირველ რიგში არ მეყო ისეთი პაწუკა თავი იყო მეტი მინდა ძალიან არეულები არიან მინდა ქეთი და გეგა ერთად იყვნენ იმდენად მომწონს ეს წტვილიც მარა ირაკლიც მებრალება უყვარს და რა ქნას ქეთი თორნიკეს და მარიანას წყვილს რაც შეხება ბუქსაობენ ერთ ადგილს არ უნდათ ორნიკეს ურთიერთობა გარკვიოს მარტო თავისას ამბობს და მარიანას აზრს არ სცენს პატივს იმედია დალაგებენ ურთიერთობას რაც შეხება ვაჩეს და სოფის ურთიერთოს რაღაცას ცდილობენ მარა არ გამოსდით ვაჩეც თორნიკეს გავს მარტო წამლებზე და ფიქრობენ ლოგიკურად იქცევა სოფი რომ ადვილად არ ენდობა ვაჩეს იმის მიუხედავად რაღაცას გძნობენ ერთმანეთის მიმართ ეს წყვილი მარა რაღაც უნდა დათმონ ყველამ ჩემი აზრით ❤❤❤❤გელოდები

ქეთი/გეგა/ ირაკლი ძალიან უცნაური და რთული სასიყვარულო სამკუთხედი გამოვიდა...
სწორად აღნიშნე ვაჩე და თორნიკე ერთნაირები არიან, სხვისი აზრი არ აინტერესებთ და უნდათ რომ ყველა საკუთარ სურვილებს მოარგონ, განსაკუთრებით საყვარელი გოგონები.
ნდობას დამსახურება უნდა და ამას გვიან დაიმსახურებს ვაჩე

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

nene gelovani
არ გეპუტები კაცო მე. :დ თვალი მოვკარი საინტერესო თემებს და ჯანდაბას მოვითმენ ეს ერთი თავი უგეგაობას. თან "ბავშვის" წაქეზებაც არ მინდა :დ

აუ რა კარგი გოგო ხარ, თან როგორც ვატყობ ,,ბავშვი" ჯერ არ აპირებს დანებებას და შემორიგებას ❤❤❤❤

№7 სტუმარი სტუმარი კირა

გაწამდა ეს კაცი, გაწამდა:(

№8 სტუმარი სტუმარი კირა

აი არველოდი მისგან, მართლა არველოდი.
თვითონაც რომ დარწმუნდა ქეთის რეალურ გრძნობებში და როგორციქნა გამოუტყდა საკუთარ თავს რომ ქეთის გული მას არ ეკუთვნოდა, თან რომ უთხრა ქეთის "შენ ის ისევ გიყვარს"-ო, აი აქ მეგონა მართლა გაჭედავდა და დაიწყებდა ირგვლივ ყველაფრის ტეხვა-ლეწვას (როგორც მას ჩვევია ხოლმე). მისი ხასიათის და პიროვნების სრულიად საპირისპიროდ მოიქცა, გამიკვირდა ძალიან ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული ირაკლი არასდროს მინახავს. ალბათ წინასწარ ემზადება და ეგუება იმ მოსალოდნელი, მწარე დღისთვის როდესაც ქეთის გაშვება მოუწევს და ეს ისედაც გარდაუვალია.
მეცოდება და არ მემეტება მაგ დღისთვის! ვერ ვიმეტებ ვერანაირად :(

№9 სტუმარი სტუმარი ნეაკო

nene gelovani
სტუმარი კირა
გაწამდა ეს კაცი, გაწამდა:(

კი გაწამდა და მეც ვეწამე მაგასთან ერთად. გეგაზე ვგიჟდები, მაგრამ ირაკლი მართლა ცოდოა ამ სიტუაციაში. :(((

ირაკლი ჩემი ტკივილია :( ❤❤❤❤❤

№10 სტუმარი სტუმარი თიკო

გოგოები თქვენთან ვარ, ვიზიარებ თქვენს აზრებს, მაგრამ დღეს არამგონია რამე წავიკითხო და დავწერო, ერთი საკითხი მაქვს მოსაგვარებელი. ამიტომ ნენემ რომ მითხრა დაახლოებით როგორია გეგაო, დაწერილი კომენტარი წამეშალა დილას და მერე ვეღარც დავწერე. შემდეგ თავში თუ გულმა არ მხია კომენტარებზე, ან გეგას ნახვამ ენა არ ჩამაგდებინა და აზროვნების უნარი არ დამაკარგვინა :დ , დავწერ ჩემს აზრს მაინც, უფროსწორად წარმოდგენას. აბა თავენ იციით, გყვარობთ❤❤❤❤

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო

ვაიმე თიკო შენც როგორ გიყვარს გეგა და როგორ მოლოდინებში ხარ ❤❤❤❤❤ძალიან მიხარია რომ გეგას გამო ისევ გააქტიურდი და ქტიურად დაგვიბრუნდი გყავრობ ონლაინ❤❤❤❤❤

№12 სტუმარი სტუმარი კირა

რა დროს ბავშვია 45 წლის ასაკში?
ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან გეგა და ქეთი დანაოჭებული, დაბერებულები და პენსიონრები იქნებიან;)

№13 სტუმარი ელა1

სტუმარი კირა
რა დროს ბავშვია 45 წლის ასაკში?
ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან გეგა და ქეთი დანაოჭებული, დაბერებულები და პენსიონრები იქნებიან;)

რატო კირა რაიყო შემ რატო გონია რაღან ქალი ან კაცი 45წლისები არიან არ შეუძლიათ ბავშბის გაჩენა❤მგონია რო ძალიან კარგი აზრია რო გეგას და ქეთის ტყუპები ეყოლონ თან ბიჯი და გოგო არ მეთანხმებით გოგოებო❤❤❤

№14 სტუმარი სტუმარი კირა

კირა, ეგ საქართველოში ჰქონიათ, რომ 30 წლის მერე მთავრდება ცხოვრება, თორე ევროპაში 45 წლის ქალის ორსულობა არავის უკვირს. მითუმეტეს კონტექსტს გააჩნია. გეგას შვილი არ ყავს, 27 წელი ერთი ქალის ძიებას შეალია და დიდი ამბავი თუ შვილი გაუჩინა.

არა მესმის კი. უბრალოდ როცა ბავშვები იზრდებიან და ხედავენ რომ მათი მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან ცოტა არიყოს "უტყდებათ" შვილებს. ეს იმ მშობლებზეა ვინც გვიან გააჩინა ბავშვი. ამაში გასატეხი და სამარცხვინო ნამდვილად არაფერი არაა.
ზუსტად არმახსოვს მაგრამ 8-9 კლასში რომ ვიყავი ჩემს კლასელს მასწავლებელმა კითხა მამის ასაკი და მან უპასუხა მამაჩემი 44ის არისო არადა მე ვიცოდი ჩემი კლასელისგან რომ მამამისი 51 წლის იყო. აი ამას ვგულისხმობ მხოლოდ. მე თვითონაც ბავშვი ვიყავი მაშინ და ვერ ვხვდებოდი ეს ტყუილი რისთვის თქვა. ჩემი მშობლები უფრო ადრე დაოჯახდნენ დედა 25ის მამა 27ის იყო და შესაბამისად მე მაშინ როგორც ბავშვს და სკოლის მოსწავლეს მშობლების ასაკთან პრობლემები არ მქონია. ამას ვამბობ უბრალოდ რომ ბავშვებს რაც უფრო ახალგაზრდა მშობლები ყავთ მით უფრო უკეთესია მათვისაც და მშობლებისთვისაც. ასე ბულინგს,ჩაგვრას დაცინვას და მსგავს რაღაცეებს აიცილებენ თავიდან.
მე თუ ოდესმა შვილი მეყოლა ვისურვებდი რომ მასაც ახალგაზრდა დედ-მამა ჰყავდეს:))) სულ ესაა

ესენი ეხლა პერსონაჟები არიან და თუ გადაწყვეტთ ორი კიარა 7 შვილი გააჩენინეთ არექნება მნიშვნელობა :დ

უტყდებათ კი, მაგრამ ბულინგს უნდა ვებრძოლოთ და არა მოხუც მშობლებს. საქართველოში ბავშვებს ჭარბთმიანობის, წარბწონიანობის, გრძელი ცხვირის, ცუდი ჩაცმულობის და ათასი სისულელის გამო დასცინიან. სკოლაში ყველაფერი ძალმომრეობაზეა. აი ასეთ მარაზმში გვიწევს ცხოვრება. ამაზე ფეხის აყოლა და იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც გონებით მახინჯი მშობლების მახინჯი შვილები უწესებენ სხვა ბავშვებს, კიდე ცალკე დანაშაულია.

რათქმაუნდაა, მაგრამ რაც უფრო ახალი თაობა მოდის მით უფრო მატულობს ეს პრობლემებიც და ამასთან საბრძოლველად თითსაც არავინ ანძრევს.
"შვილი მშობლის სარკეა"ო ხო იძახიან? ხოდა რასაც მშობლები უნერგავენ ბავშვებს, ისინიც მაგას იმეორებენ.
მერე ბავშვებს კიარ კიცხავენ ამ ყველაფერზე, არამედ მშობლებს "ეს რა შვილი გაუზრდიათ" "რაც მშობელია ისაა შვილიც" და ვინ მოთვლის კიდევ რა ფრაზებით.
არასწორად აღზრდის ბრალია ეგ ყველაფერი და მშობლებს მოეკითხებათ პირველ რიგში და არა ბავშვებს რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ ყველაფერს და იზეპირებენ რასაც მოისმენენ უფროსებისგან.
ბავშვებს როგორ აღზრდიან ესენი თვითონ არიან თავიდან აღსაზრდელები:(

№15 სტუმარი ელა1

კი, რა თქმა უნდა მშობლების ბრალია. თორე ბავშვი სუფთა ფურცელივითაა, რასაც ჩაწერ ის იქნება (ძირითადში :დ). თვითონ მშობლები აბულინგებენ სხვებს მსგავს თემებზე და ბავშვიც იგივეს იმეორებს. ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ არასდროს არაფრის გაკეთების, ან არგაკეთების მოტივატორი არ უნდა იყოს ის თუ რას იტყვის სხვა. ყოველთვის გამოგინახავენ რამეს რითიც გაგაკრიტიკებენ. ამიტომ ისევ საკუთარ თავში და სურვილებში გავერკვეთ ყველა და ისე ვიმოქმედოთ, უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისვე.

ჩემი აზრით რა ვნიშვნელობაა როდის გააჩენ შვილს ეს იქნება 18 წლისას 25,30 თუ 45 მთავარია როგორ გაზრდი ბავშვს და რას ასწავლი მას ცხოვრებაში.და თუ ეს ბავშვი როგორ თქვა პატივს სცენს თავის მშობლლებს და უყვარს ისინი რა ვნიშვნელობა აქვს რას იტყვის სხვა,ასეთიშობლებით უნდა იამაყონ .

№16 სტუმარი სტუმარი კირა

მეტსაც გეტყვი, 18 წლის ღლაპის გაჩენილს, ისევ 45 წლის გაჩენილი ჯობია. 18 წლისამ ჯერ თვითონ რა იცის და ახლა სხვას რას ასწავლის. ყველა მშობელი რომელიც ნაადრევად გახდა დედა ან მამა, საშუალო ასაკში ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან სულ სხვანაირი ჩანს მშობლობა, მითუმეტეს თუ საშუალო ასაკშიც ეყოლათ კიდევ ერთი შვილი კიდევ უფრო დიდ განსხვავებას პოულობენ ხოლმე.

არვართ ეს 18-19 წლის გოგოები ღლაპები : დ
ნუ ეხლა 45 წლის ქალთან შედარებით 18 წლის გოგო ბავშვია კი

№17 სტუმარი ელა1

ნაწილობრივ გეთანხმები ნენე,მე პირველი 21გავაჩინე მეორე 25თის პირველი რო გავაჩინე მიუხედავად რო 21 წლის ვიყავი ბავშვურად ვაზროვნებდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა ერთი ვიცოდი რო ეს იყო ჩემი შვილი და უნდა მიმეხედა და უნდა მყვარებოდა,აი უკვე მეორე რო გავაჩინე ეს სულ სხვა იყო სხვა განცდა როგორ თქვა უფრო მეტი იმფორმაცია ნგონდა და უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა შვილისთვის და როგორ გამეზარდა და რა მასწავლებინა მისთვის.ხო გესმის.ეხლა35 წლის ვარ და ვზად ვარ თუ მეორედ გავთხოვდები და საშუალება მექნება მესამეც გავაჩინო რატომაც არა ❤❤❤.

№18  offline წევრი დიკო

ახალს როდის დადებ❤️❤️

№19  offline მოდერი ნეაკო

დიკო
ახალს როდის დადებ❤️❤️

დღეს დავდებ ახალ თავს ❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent