შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 8


8-09-2021, 21:50
ავტორი gabi du
ნანახია 2 624

უსიტყვოდ გამიყვანა პალატიდან. გვერდიდან მზერას არ მაცილებდა და მაჯაში ჩავლებულ ხელსაც უფრო და უფრო მიჭერდა. საავადმყოფოს ეზოდან, რომ გამოვედით მაშინვე შევეცადე ხელი გამენთავისუფლებინა.
- სად მიგყავარ ლევან?
- გთხოვ, სანამ არ მივალთ არაფერი მითხრა. შემდეგ კი, გპირდები შენს ყველა კითხვას ვუპასუხებ. - ერთხანს ვიყოყმანე, მაგრამ მერე, მაინც ჩავჯექი მანქანაში და მასთან ერთად წავედი. არ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი. ან ვფიქრობდი თუ არა საერთოდ. ბუნდოვნად, მხოლოდ მისი, ჩემზე ჩაჭიდებული ხელი მახსოვს.
მანქანა მწვანეში ჩაფლულ, კოტეჯის ტიპის ლამაზ სახლთან გაჩერდა. კარგად ვერ აღვიქვი სად ვიყავით, მაგრამ ქალაქგარეთ, რომ ვიყავით ფაქტი იყო. ლევანმა კარი გამიღო და მეც ჩამოვედი. უსიტყვოდ მივყევი უკან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი აქ, რატომ ვიყავი შიში ერთი წამითაც არ მიგრძვნია. უპირობოდ ვენდობოდი, მჯეროდა, რომ ცუდად არ მომექცეოდა. ლამაზად მოწყობილ ოთახში ამოვყავი თავი. სადაც ვერ ნახავდი სტანდარტულ ნივთებს. სკამები პუფებს ჩაენაცვლებინა, მაგიდა - ჯორკოს, ოთახის დანარჩენ ინტერიერს კი, მთლიანად ოთახის ყვავილები წარმოადგენდა. იყო ბუხარი, რომლის თავზეც ვინტაჟური ლამფები იდგა. მაშინ შევამჩენიე, რომ ოთახში ჭარი არ ეკიდა. ანუ, სინათლის ერრთადერთი წყაროს, ფანჯარას თუ არ ჩავთვლით სწორედ ზემოთხსენებული ლამფები წარმოადგენდა. უხერხულად ავიტუზე კართან. ლევანის ხმამ სააქაოს დამაბრუნა.
- აპარტამენტებს ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ აქ, მშვიდად შევძლებთ საუბარს.
- რატომ გგონია, რომ აპარტამენტის მოლოდინი მქონდა ან მინდოდა?
- კომფორტი ყველას უყვარს. - მხრები აიჩეჩა მან.
- სიტყვა - კომფორტი ყველას სხვადასხვანაირად გვესმის და კიდევ, მე, ყველა არა ვარ, - ნაწყენმა ვუთხარი. ის, მომიახლოვდა. სრულიად მოულოდნელად გულში ჩამიკრა და მითხრა.
- ყოველთვის ჯიბრში რატომ მიდგახარ სალომე? - თავი ოდნავ უკან დამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
- რატომ? იცი მიყვარხარ, ჩემგან სრულ მორჩილებას ელოდები და ამ დროს გეწინააღმდეგები და შენ თავმოყვარეობა გელახება? - ცალი წარბი ავუწიე.
- აი ისევ. - თქვა და გადაიხარხარა მან. ხელი გამიშვა და პუფებისკენ მიმითითა. - დაჯექი, გთხოვ. დიდხანს გაგვიგრძელდება საუბარი და ფეხზე ხომ არ იდგები?
- დიდხანს მოგვიწევს საუბარი? მე და შენ ლევან? მე, პირადად დიდი ხნის კი არა 5 წუთიანი მონოლოგის მოლოდინიც არ მაქვს. რა უნდა მელაპარაკო... - ვინ იცის კიდევ რას ვიტყოდი ის, რომ არა.
- ლაპარაკით ცდილობ მღელვარება დაფარო? - გამომიჭირა. - კიდევ კარგი გაგფაქტე, თორემ უკვე მეგონა, რომ ეგ შენი ,, მიყვარხარ“ ცარიელი სიტყვები იყო და არ გაღელვებდი. - გამომცდელი იყო მისი მზერა.
- და რა? ასეც რომ იყოს შენ რა დაგაკლდებოდა? დავიჯერო, ერთით ნაკლები თაყვანისმცემელი შენს თვითშეფასებას ისე შეუყენებს წყალს, რომ აღელდი?
- დავიჯერო, ამ ისტერიკას იმიტომ მიმართავ, რომ მერვეკლასელი ბავშვი ვერ შეგიყვარე? - ირონია მოსდებოდა მის მთელს არსებას.
- მერვეკლასელი... - გავიმეორე გაბრაზებულმა. - მიზეზად ეს გაქვს არა? - წამირეად შევხედე. მაგრამ ვერ გავუსწორე მზერა.
- ესეც... მთავარ სათქმელს თავადვე მიადექი. ახლა დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. მძიმე მოსასმენი და გასაგები იქნება შენთვის. დამიჯერე არც ჩემთვისაა ადვილი, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უნდა მოგიყვე. - პირველად ვნახე ასე დაძაბული ადამაშვილი და მეც გადმომედო მისი ემოცია. გარტყმაში არ ვიყავი, რა უნდა ეთქვა, მაგრამ ვიცოდი, რაც არ უნა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.
- ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შენი გმირი გავხდებოდი და შემამჩნევდი მე, შეგამჩნიე. თვალს გაყოლებდი-ხოლმე და ჩემთვის მეღიმებოდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მომწონდა შენი ყურება. არ გეტყვი, რომ მიყვარდი და ჩემი ბავშვობის სიყვარული ხარ, მაგრამ არასდროს ყოფილხარ სულერთი. ერთხელაც, ეს ჯერ კიდევ მანამდე სანამ ის გიჟი გადაგეკიდებოდა ქუჩაში მიმავალს თვალი გაგაყოლე. მამაჩემმა მკითხა გიცნობდი თუ არა.
- ამ ბავშვს იცნობ? დიდი ხანია თქვენს სკოლაშია?
- არა, ახალი გადმოსულია და ჯერ ვერ მოვასწარი. - გავუცინე მე.
- ეს იმ ნასედაკას შვილია, ძაღლობასთან რომ დაასმინა ჩვენი ბიჭები. - გადაულაპარაკა მეგობარს - ხევსოს.
- ნახე, რა ბავშვი ყოლია, მაგ ბო.ს. - დანანებით თქვა ხევსომ. - მაგრამ რად გინდა გაიზრდება და დედამისის გზას დაადგება. - ვერაფერს მივხვდი. ვკითხე უფრო დაწვრილებით ეთქვათ რას გულისხმობდნენ და აი რა მიამბო ხევსომ.
- დედამისი ერთი გაქნილი ქურდბაცაცაა. მაღაზიებს ისე გამოასუფთავებს არაფერს გაგრძნობინებს. ერთხელაც პოლიციამ დააკავა და სასჯელის სანაცვლოდ ნასეტკობა აირჩია. იცნობს ჩვენებს. რამდენჯერმე გადაკვეთილა მათი გზებიო. მეწყინა. არ მემეტებოდი იმ სიბინძურისთვის რაც მოვისმინე, მაგრამ იქვე დამავიწყდა. არც კი, გიცნობდი ხომ გესმის... მერე იყო, რაც იყო მაგრამ არასოდეს დამიშვია, რომ დედაშენის შვილისთვის სერიოზულად შემეხედა. თან ჩემი ბედი და მომავალი ბავშვობიდან გარკვეული იყო. ვიცოდი მამაჩემის გზა უნდა ამერჩია და გამეგრძელებინა. გავაგრძელე კიდეც... ჩვენს სამყაროში კიდევ ქურდი ქალის, თან ნასეტკის ადგილი არ იყო და არც არის. გთხოვ სწორად გამიგე რასაც გეუბნები... თუმცა ბედმა სიურპრიზი მომიწყო... საერთოდ არ იყავი ჩემს მეხსიერებაში, როცა ხელახლა გნახე. მაგრამ მაშინვე გიცანი. მერე, შენი მეგობრების რეპლიკები, რომ მოვისმინე შენი მისამართთ მივხვდი, ვისაც გულიხმობდნენ. ეს, აქამდეც გითხარი და ახლაც გეუბნები. არცერთი ქალის მიმართ არ მიგრძვნია ის, რაც შენს მიმართ ვიგრძენი. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ მინდა შენთან ვიყო. შენს მეგობრებსაც ვესაუბრე... - არ მომისმენია მერე რა მითხრა. სულ მაინტერესებდა რა იყო იმ ირონიის მიზეზი სულ, რომ ვგრძნობდი მის მზერაში. მოსმენილმა სრულიად გამანადგურა. ჯერ ერთი დედაჩემზე არაფერი ვიცოდი. აზრად არ მომსვლია, რომ ასე მოქცევა შეეძლო. მართალია ცუდი დედა და ცოლი იყო, მაგრამ ის რაც მოვისმინე მეტისმეტი იყო. თუმცა... თუმცა ლევანს უფლება არ ჰქონდა იმ დანაშაულისთვის დავესაჯე მე, რომ არ ჩამიდენია. ხელები მიცახცახებდა. ენა ძლივს მოვიბრუნე პირში მაგრამ, რომ არ მეთქვა გავგიჟდებოდი.
- და ახლა რა შეიცვალა ლევან? - თვალებში შევხედე, თუმცა ჩემი ცრემლიანი მზერა ვეღარ აღიქვამდა ისე მკაფიოდ მის უკიდეგანოდ ლურჯ თვალებს.
- სალომე... ახლა ვერ დაგთმობ... ვეღარ. ... - შეეცადა ლოყაზე შემხებოდა, მაგრამ არ დავანებე.
- რატომ? ახლა, განა დედაჩემის შვილი არ ვარ? მერე რა, რომ მასთან არ ვურთიერთობ. მინდა თუ არა ჩემს, ძარღვებში მისი სისხლი სჩქეფს. შენთვის რა შეიცვალა ლევან? ახლა არ განაღვლებს ჩემი წარმომავლობა? - ცრემლი მახრჩობდა მაგრამ გაჩერებაც არ შემეძლო.
- სალომე მაგრად მიტყდება ამ მდგომარეობაში რომ ჩაგაგდე, მაგრამ... ტყუილით დაწყებული ურთიერთობა არ მინდოდა. უნდა მეთქვა ხომ ხვდები?..
- ლევან მამაშენის და შენი ქურდობა პატივსაცემი პროფესიაა და დედაჩემის ქურდობა ჯიშის და ჯილაგის შეურაცხყოფა? რითი განსხვავდებით ერთმანეთისგან?
- სალომე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ახლა ისეთ დღეში ხარ რომც აგიხსნა ვერ გაგაგებინებ. მაინც, მე დამადანაშაულებ. გთხოვ, ნუ გაართულებ ყველაფერს. - მთხოვდა ის.
- ახლა რა შეიცვალათქო ლევან? ახლა რატომ გინდა ჩემთან ურთიერთობა. თუკი წლების წინ ამაზე ფიქრიც არ შეგეძლო?
- ახლა ჩემს სიტყვას და გადაწყვეტილებას ემორჩილება ყველა დანარჩენი ჩემი სამყაროდან. მაშინ მე, მხოლოდ დაჯერება შემეძლო. იდეალებით ვცხოვრობდი და არცერთი ნაბიჯით გადამიხვევია იმ გზისთვის, რომელიც ავირჩიე. - ისე აუწია ტონს, რომ თვითონაც ვერ გააცნობიერა.
- გიყვარვარ? - მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივახალე.
- დარწმუნებული ხარ, რომ ამ ვითარებაში გინდა პასუხი მოისმინო? - თბილად გამიღიმა მან. პასუხად თავი დავუქნიე. - მიყვარხარ სალომე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მაგრამ შენსას მიაღწიე. ახლა, ისევეა ჩემი სამყარო შენით სავსე, როგორც ჩემით იყო შენი აქამდე. - დარწმუნებული ვიყავი გულწრფელი იყო. ვხედავდი... მის მზერაში ვხედავდი ჩემს თავს. მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ წყენასა და იმედგაცრუებას მოეცვა ჩემი არსება. არ შემეძლო... ამ ლევანთან ახლოს სუნთქვაც არ შემეძლო.
- სახლში წამიყვანე. - ვუთხარი სრულიად უემოციოდ.
- შეეცადე მაინც გამიგო. შენ ჩემს ტყავში არ ყოფილხარ და არ იცი, მე, როგორ მიჭირდა. იმას ვაკეთებდი, რაც მთელი ცხოვრება მინახავს. რაც ტვინში ჩამიბეჭდეს, რომ სწორია. ვხედავდი, რომ ვიქტორს უყვარდა მართა, მაგრამ მართას თვალებსი ის აღტაცება არასოდეს მინახავს რომელსაც შენს თვალებში ვხედავ, როცა მიყურებ. მთელი ცხოვრება ვიღაც ჰყავდა მამას, თან არაერთი. მართა კი, არასოდეს იმჩნევდა. არც კი უკამათიათ არასდროს. დედა ყოველთვის უსიტყვოდ ასრულებდა მამას სურვილებს. არაჩვეულებრივი დედა და ცოლია მაგრამ... მაგრამ შენ, რომ გიყურებ ვხვდები, რომ ქალი და პიროვნება არასდროს ყოფილა. იცი, მინდა ჩემს შვილებს შენნაირი ედა ყავდეს, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას. არ მინდა ისეთ ოჯახს უყურებდეს, როგორიც მე მქონდა. – გავშრი. ჩემი ოცნების მამაკაცი, ჩემი ბავშვობის სიყვარული სიყვარულს მიხსნიდა. მეუბნებოდა, რომ ჩემთან ერთად უნდოდა. სწორედ ჩემგან ჰყოლოდა შვილი, მაგრამ ჩვენს შორის 13 წლიანი გაუგებრობა იდგა, რომელიც საშინელმა ისტორიამ დააგვირგვინა, წეღან, რომ მომიყვა. ვუყვარდი? მოუწევდა დამტკიცება. არაფერის გულისთვის არ დავთმობდი სიტუაციის მართვის სადავეებს. საკმარისად ვიწვალე. მეტი, ფიზიკურად არ შემეძლო. ყველაფერი იქნებოდა ისე, როგორც მე წარმომედგინა ან საერთოდ არაფერი იქნებოდა.
- ლევან, ახლა სახლში წამიყვანე. არ მინდა რამეზე ფიქრი და არც შემიძლია. ვერც იმას ვხვდები, ეს, სპექტაკლი რაში გჭირდება. მამაზეციერიც, რომ ჩამომიყვანო ციდან ვერ, დამაჯერებ რომ გიყვარვარ. - უტეხად ვუყურებდი თვალებში.
- ასე მსჯი არა? - ნირწამხდარმა ჩაიცინა.
- გსჯი? შენ როგორ განდობენ საქმეებს გასარჩევად? - ახლა მე ვუყურებდი ირონიით სავსე თვალებით. - მე გიყვარვარ და ამ დროს, ჩემს სახლში შენს შეყვარებულად წოდებული ქალი მოგყავს. ლოგიკურია?
- იეჭვიანე არა? - ჩაიცინა.
- შენს გვერდით იმდენი ქალი მინახავს... ეს ყველაზე ნაკლებად ამ უკანასკნელზე შემეძლო მეეჭვიანა. ჩვენ განვიხილეთკიდეც მოსალოდნელი სცენაც მაგრამ ჩემს სახლში მოყვანაზე არ შევთანხმებულვართ.
- ნათია ლაშამ დაპატიჟა სალომე.
- და შენც მის წყენინებას ჩემი არჩიე არა? - იმედგაცრუებული ვიყავი და არც მიცდია დამემალა. - არაფერი მიპასუხო, გთხოვ, წამიყვანე აქედან. თუ გინდა, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა საერთოდ განიხილოს აქედან წამიყვანე. ახლა არ მინდა გხედავდე. გეხვეწები არ დაუშვა შემძულდე. - ჩანთას ხელი დავავლე და კარისკენ გავიქეცი. კარი გავაღა, მინდორი სირბილით გადავჭერი და მანქანასთან ავიტუზე.
უხმოდ ვიმგზავრეთ. ჩემს კორპუსთან ცივად დავემშვიდობე. ახლა, მას ჰქონდა ის მზერა, როგორითაც მე, ვაცილებდი-ხოლმე.





მოგესალმებით. მაპატიეთ დაგვიანება. სუნთქვა მიჭირს და ცუდად ვგრძნობ თავს. გაჭირვებით მოვახერხე ესეც დამეწერა. სანამ შემეძლება დავწერ. კოვიდი არ მაქვს, მგონი. მადლობა გამხნევებისთვის. ლოდინისთვის, მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს კი მომეწონა როლები შეცვალეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№2  offline წევრი gabi du

სტუმარი ნესტანი
ეს კი მომეწონა როლები შეცვალეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობა, რომ არ დაიზარეთ და მომწერეთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

რა კარგია რომ დადე,მაგრამ არ მეყო : (( ვიცოდი,ვიცოდი რომ ლევანმა ბავშვობიდან შეამჩნია სალომე და მისთვის სულერთი არასდროს ყოფილა. ორივე მეცოდება ორივე თავიანთი ოჯახის და მათი ცხოვრების მსხვერპლი არის, მიჭირს მიჭირს პროგნოზის გაკეთება ამ ურთიერთობაში . თან ვერ წარმომიდგენია ამხელა სიყვარული რამემ შეცვალოს და ჩაანაცვლოს მათში.ნუ თუ ნამდვილად უყვართ და აკვიატება არ არის : ((

 


№4 სტუმარი სტუმარი თათო

გამოჯანმრთელებას გისურვებთ

 


№5  offline წევრი ლელა1306

გამოჯანმრთელებას გისურვებ.

რაც შეეხება სალომეს ნამდვილად უყვარს ლევანი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ლევანზე. ასე მგონია უბრალოდ ისეთ სამყაროში უწევს ცხოვრება სადაც სიყვარულის და ადამიანობის დეფიციტია და აქედან გამომდინარე უნდა სალომეც უყვარდეს ან გონია უყვარს. როცა გიყვარს მას ვერ ატკენ და მითუმეტეს გამიზნულად შეურაცხოფას ვერ მიაყენებ.

 


№6 სტუმარი ეკა

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

ვვარაუდობდი რომ ლევანს ადრევე ჰყავდა სალომე შემჩნეული, თუმცა მისი მიყვარხარ ცოტა ხმამაღალი განაცხადი იმის ფონზე რომ სახლში მიუყვანა შეყვარებულად წოდებული, სალომე რომ არ ყვარებოდა, ასეთი შეურაცხყოფა მაინც არ უნდა მოეყენბინა და გული ასე არ უნდა ეტკინა და მითუმეტეს თუ უყვარს , ასე არ უნდა მოქცეოდა, ბევრი ბრძოლა მოუწევს ალბათ , სანამ დაამტკიცებს თავის სიყვარულს
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ პირველ რიგში და შემდეგ ახალ თავს ველოდებით ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვგიჟდები სალომეზე ისე მომწონს მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. როგორ აურია ამ ბიჭმა ყველაფერი. შვილი რატომ უნდა ისჯებოდეს ისეთი დედის გამო, რომელსაც ერთი დღეს არ უზრუნია საკუთარ შვილზე, ეს რა მენტალიტეტია, მეც მომეშალა ნერვები რააა.. ზოგადად ბიჭები ხომ დაუფიქრებლები არიან და ბევრგან იჭრებიან ურთიერთობაში, ასე დაემართა ლევანისაც. საინტერესოა, ვერ ვაპროგნიზებ რა შეიძლება მოხდეს და ეს უფრო მიმძაფრებს კითხვის სურვილს. გელი მოუთმენლად

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია ჯანმრთელად ხარ გაბი.ველით შემდეგ თავს❤

 


№10  offline წევრი თათია-თათა

როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent