ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეექვსე)
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ოლივია სკოტ, -თეთრ პერანგში და მუქ ლურჯ სმოკინგში გამოყობილმა ითანმა რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ხელი გაუწოდა და თან ყველანაირად ცდილობდა გაოცება ღიმილით შეენიღბა, უყურებდა ამ პატარა, სიფრიფანა, ულამაზეს გოგონას ვარდისფერ კაბაში და ფიქრობდა გუშინდელი ღამე ან დღევანდელი შეხვედრა ხომ არ მოეჩვენა, ბედის დაცინვაც ამას ქვია, ცხოვრებაში პირველად მოეწონა ასე ძალიან გოგო და ისიც მისი მეგობრის საცოლე აღმოჩნდა, ოლივიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადაასხესო, -მაინცდამაინც ასე უნდა მომხდარიყო? -დამცინი ღმერთო? -ჩაიბუტბუტა და ითანს ხელი გაუწოდა, - აი ნამდვილი შემთხვევითობა ამას ქვია ითან, -უთხრა და გაუღიმა. - მოიცა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? -მაიკლი ეჭვით სავსე მზერით უყურებდა ოლივიას? ოლივიამ ითანს შეხედა და მიხვდა რასაც იტყოდა ითანიც იგივეს დაადასტურებდა, ერთი წამით იფიქრა რომ ნაცნობობა ეუარა, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ასე მაიკლის გამწარების შანსს გაუშვებდა ხელიდან, - წუხელ ღამით ბარში შევხვდით ერთმანეთს, -თქვა და მაიკლის რეაქციას დაელოდა, - ბარში? როდის აქეთია ბარებში დადიხარ ღამღამობით და თანაც ჩემს გარეშე -გამოსცრა კბილებში, -თუკი მაინცდამაინც წასვლა გინდოდა ჩემთვის უნდა დაგერეკა, - ცოტათი მაინც რომ მიცნობდე და გაინტერესებდე ისიც გეცოდინებოდა რომ არც ტელეფონი მაქვს და არც შენი ნომერი, -ოლივია სადაცაა ყვირილს დაიწყებდა, -ახლა კი კეთილი ინებე და ეზოში გამომყევი, შენთან სერიოზული საქმე მაქვს, ამ წყეულ ნიშნობაზე უნდა ვისაუბროთ, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაანებოთ შენ და დედჩემმა თავი ოცნებას, ხომ გითხარით რომ გათხოვებას არ ვაპირებ და მითუმეტეს შენზე, მაიკლმა გარშემო მიმოიხედა, -ჰმ, მხოლოდ ხალხის აზრი აინტერესებს, რომ მათ არ გაიგონ ჩვენი საუბარი, -გაიფიქრა ოლივიამ და იქვე კედელზე უდარდელად მიყრდნობილ ითანს შეხედა რომელსაც ამჯერად ისეთი არაფრისმთქმელი და ცივი გამომეტყველება ჰქონდა რომ ოლივია ყველაფერს გაიღებდა იმის გასაგებად თუ რაზე ფიქრობდა ახლა, - ბეჭედი რატომ არ გიკეთია? -გამოარკვია ფიქრებიდან მაიკლის ხმამ, - გავყიდე, -მიუგო სრულიად უემოციოდ, -ფული მჭირდებოდა და თანაც მაინც ვერ გავიკეთებდი, საშინლად დიდი და უგემოვნო იყო, ითანმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა, ოლივიამ შეხედა და დაინახა, ითანი კბილს კბილზე აჭერდა რომ არ გაეცინა, - მაპატიეთ მე წავალ რამეს დავლევ, თქვენ კი ურთიერთობა გაარკვიეთ, -ძლივს ამოთქვა და სასწრაფოდ გაშორდათ, ოლივიას გაეღიმა, როცა დაინახა როგორ უცახცახებდა მიმავალ ითანს მხრები სიცილისგან, მაიკლი სიბრაზისგან თრთოდა, ალბათ ხალხით სავსე დარბაზში რომ არ ყოფილიყვნენ ოლივიას დაახრჩობდა, ალბათ არც ისე კარგი აზრი იქნებოდა მასთან განმარტოებით საუბარი, - აქ დარჩი, სისულელეებს შეეშვი და არც კი იოცნებო ნიშნობის გაუქმებაზე, -ჩაიღრინა მაიკლმა, მიმტანს სინიდან ვისკით სავსე ჭიქა ააცალა და ოლივიას გაშორდა, ოლივიამ მხრები უდარდელად აიჩეჩა და მიმოიხედა, იქაურობა მისთვის უცნობი ხალხით იყო სავსე, ითანი აღარსად ჩანდა, არადა დღეს დილით ითანის მის გვერდით საწოლში დანახვისას ცოტაც და დაიჯერებდა რომ სასაწაულები არსებობს, ისევ არ გაუმართლა, ამხელა ქალაქში მაინცდამაინც იდიოტი მაიკლის მეგობარი უნდა აღმოჩენილიყო? - სრულიად სხვანაირი წარმომედგინეთ მის სკოტ, -მოესმა უკნიდან ნაცნობი სასიამოვნო ხმა, შემობრუნდა წინ ითანი ედგა და უღიმოდა, - რა ხდება, დღეს უკვე მეორედ ვისმენ ამას, -ოლივიას მის გვერდით სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან უჭირდა, -ანუ მაიკლი გიყვებოდა ჩემს შესახებ? - კი საკმაოდ ხშირად და მე თვითონაც არ ვიცოდი რას ან ვის ველოდი მაგრამ შენნაირ გოგოს ნამდვილად არა, - ჩემნაირში რას გულისხმობ? - ჭკვიან, ლამაზ, სიცოცხლით სავსე, იდუმალ გოგონას, -ითანი სასმლით სავსე ჭიქას ხელში აწვალებდა და მას თვალს არ აშორებდა, - ანუ არ ფიქრობ რომ მდიდარი ოჯახის შვილი, ფულიანი განებივრებული გოგო ვარ, რომელიც ქუჩაში ეძებს თავგადასავლებს? - ასე არ ვფიქრობ, -ითანის მზერაში ახლა მხოლოდ სითბო და თანაგრძნობა იკითხებოდა, -იქ ბარში ისეთი მარტოსული და დაუცველი ჩანდი, ისეთი უბრალო და მიამიტი, ვიცი რომ იქ თავგადასავლისთვის ნამდვილად არ იყავი, უბრალოდ ვიღაცას ან რაღაცას გაურბოდი, ისეთ ადამიანს გავდი, საკუთარ ადგილს რომ ვერ პოულობს ამ ცხოვრებაში, - ოლივიამ იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, ალბათ ისევ გაწითლდა, -ჯანდაბა როგორ შეუძლია ამ ბიჭს ასე უბრალოდ ჩაიხედოს მის სულში და თავიდან ბოლომდე გააშიშვლოს მისი ფიქრები და გრძნობები, -დაბნეულობის დასაფარავად ითანის ჭიქას წაეტანა, გამოართვა და ბოლომდე გამოცალა, ალკოჰოლმა ყელი ჩაწვა და სხეულში ცეცხლოვან ნაკადულად ჩაეღვარა, - რას აკეთებ? -ითანი გაკვირვებული უყურებდა, -წუხანდელს თუ გავითვალისწინებთ სასმელს აშკარად ვერ იტან, მგონი მეტი აღარ უნდა დალიო, - ვგრძნობ რომ ამ საღამოს ბევრი სასმელი დამჭირდება, რათა ეს ხალხი და შენი თანაგრძნობით სავსე მზერა ავიტანო, -უთხრა ითანს და მიმტანს ანიშნა სასმელი მოეტანა, -ითანს არაფერი უთქვამს, უხმოდ შესცქეროდა ოლივიას, ღმერთო როგორ აღელვებდა ეს გოგო, სასმლისგან ლოყებშეფაკლული და ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული, ისეთი საყვარელი იყო, მოუნდა გულში ჩაეკრა, ჩახუტებოდა და აღარასოდეს გაეშვა, - მაინც რას გიყვებოდა მაიკლი ჩემს შესახებ? -ვღარ მოითმინა ოლივიამ, - ნამდვილად გინდა ამის გაგება? - არა, იყოს, ვიცი რომ კარგს არაფერს გეტყოდა, მაიკლს უბრალოდ არ შეუძლია ვინმეზე რამე კარგი თქვას, მას მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონს, მაპატიე მაგრამ შენი მეგობარი თვითკმაყოფილი იდიოტია, ერთმანეთი როგორ გაიცანით, დიდი ხანია მეგობრობთ? - მამაჩემს და მამამისს საერთო ბიზნესი აქვთ, მე და მაიკლი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, - ანუ შენც მამაშენის ბიზნესში ხარ როგორც მაიკლი? - არა, მამაჩემის საქმიანობასთან საერთო არაფერი მაქვს, პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, ხშირად ვმოგზაურობ, რამდენიმე ცნობილ ბრენდთან ვთანამშრომლობ, ნიუ იორკში გუშინ დილით ჩამოვედი და ჩემდა ბედად საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი, ყოველ შემთხვევაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ ასე ვფიქრობდი, ახლა, ახლა კი... -ითანს საუბარი ელა სკოტის ხმამ გააწყვეტინა მაიკლს და ოლივიას თავისთან უხმობდა, - წადი, გეძახიან, -ღიმილით და თვალებში უცნაური სევდით გადაულაპარაკა ითანმა, -მაიკლმა მითხრა რომ დღეს ქორწილის თარიღის გამოცხადებას აპირებენ, ოლივია გაშრა და ადგილზე გაშეშდა, საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო, -ისევ იმას აკეთებენ, რაც თვითონ უნდათ და მე არაფერს მეკითხებიან, ჯანდაბაშიც წასულან, დედაჩემს და მაიკლს შეუძლიათ თავიანთი ნიშნობა ან ქორწილი გამოაცხადონ, მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი, მე ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, -უთხრა ითანს რაღაცნაირი ჩამწყდარი ხმით, იქვე სასმელების მაგიდაზე მდგარ ბოთლს ხელი დაავლო და ვერანდაზე გასასვლელი კარისკენ წავიდა, ესმოდა როგორ ეძახდა ელა მაგრამ უკან არ მიუხედია, გარეთ გავიდა და ღამის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა ცოტახნით, თუნდაც რამდენიმე წუთით, ბაღში გავიდა უზარმაზარი შადრევნის უკან პირდაპირ ცივ ფილაქანზე, დაჯდა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა, - აი სად ყოფილხარ, -მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე ტანში გასცრა, ფეხზე წამოიჭრა და პირდაპირ ჯეიმი თერნერს შეეჩეხა, ბიძამისი მისგან სულ რაღაც ერთი მეტრის დაშორებით იდგა და ისე თბილად უღიმოდა რომ ვინმეს რომ დაენახა მის კეთილგანწყობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა, - წვეულებაზე გვიან მოვედი სწორედ მაშინ როცა დედაშენმა შენი ქორწილის თარიღი გამოაცხადა, როცა დარბაზში ვერ გიპოვა თქვა რომ ცუდად იყავი და დასაძინებლად წახვედი მე კი მაშინვე მივხვდი რომ აქ გიპოვიდი, - რა გინდა, -უხეშად მიმართა ოლივიამ, - მშვენივრად იცი რაც მინდა, ჭკვიანი გოგო ხარ და არ უნდა გაგიჭირდეს ამის გაგება მაგრამ მაინც ჯობია გაჩვენო, -ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადადგა, ოლივიამ უკან დაიხია, - არ მომეკარო თორემ გეფიცები ჯერ წვეულებაზე შევალ და ყველას გამოვუცხადებ როგორი ნაძირალაც ხარ, მერე კი პოლიციაში დავრეკავ და ძალადობისთვის გიჩივლებ, იცოდე არ ვხუმრობ, ჯეიმი შედგა და სახეზე ყოყმანი აღებეჭდა, -ამას არ გააკეთებ ოლივია, - ვითომ რატომ? -ოლივია უკვე მთელი სხეულით ცახცახებდა სიბრაზისგან, - იმიტომ რომ შენ ოლივია ხარ, პატარა, სუსტი, მშიშარა გოგო, ვისთვისაც საზოგადოების აზრი უმნიშვნელოვანესია, მე შენ კარგად გიცნობ ოლივია, შენ არც კი იცი რა დამემართა როცა ავარიის გამო კომაში ჩავარდი, ყოველ დღე ველოდებოდი რომ გონს მოხვიდოდი, -ჯეიმის ხმაში ვედრება შეეპარა, - მხოლოდ იმიტომ ელოდებოდი ჩემს გამოფხიზლებას რომ ჩემი გაჟიმვა გინდოდა? -ოლივია ასეთი უხეში და პირდაპირი არასოდეს ყოფილა, -შენ უბრალოდ შეშლილი მანიაკი ხარ რომელიც საკუთარ დისშვილზე ძალადობს, - გეყოფა, შენზე არასდროს მიძალადია, ზედმეტად არასდროს შეგხებივარ, რამდენიმე კოცნას თუ არ ჩავთვლით, ჯანდაბა, მიყვარხარ ოლივია, -ჯეიმიმ ხელები თავზე შემოიჭდო, -შენი გულისთვის კაცსაც კი მოვკლავ, იმ მანქანაში შენ არ უნდა ყოფილიყავი, ვიცოდი რომ მაიკლს ვერ იტანდი და მის მანქანაში არ ჩაჯდებოდი ამიტომაც დავუზიანე მუხრუჭები, შენ კი მაინცდამაინც მისი მანქანით გადაწყვიტე სახლში წასვლა, იცი რა დამემართა როცა წვეულებაზე ვეღარ გიპოვე და როცა მითხრეს რომ სახლში მაიკლმა წაგიყვანა, ახლა კი ნამდვილად შეეშინდა ოლივიას, უყურებდა ჯეიმის რომელიც შეშლილ მზერას არ აშორებდა და ფიქრობდა როგორ დაეხსნა თავი მისგან, - ბიჩაჩემი ხარ ამას როგორ აკეთებ? შენ კარგად არ ხარ, შეშლილი ხარ, უბრალოდ მკურნალობა გჭირდება, -ჩაიჩურჩულა და უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, - შენ ჩემი უნდა გახდე, მხოლოდ ჩემი, რისი გაკეთებაც არ უნდა დამჭირდეს ამისთვის შენს თავს არავის დავუთმობ, ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ამას მალე გაიგებ, ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადადგა, ოლივიამ უკან დაიხია და ვიღაცას შეეჯახა, მიიხედა, ზურგსუკან ითანი ედგა და დაძაბული აკვირდებოდა სიტუაციას, - აქ რა ხდება ოლივია? კარგად ხარ? -ითანმა მხარზე ხელი დაადო და ცივი მზერით აათვალიერა ჯეიმი თერნერი, გრძნობდა ითანი როგორ ცახცახებდა ოლივია შიშისგან და სიბრაზისგან, ჯეიმიმ ითანის ხელს შეხედა და კბილები გაახრჭიალა, - შენ ვინღა ჯანდაბა ხარ და ჩვენს საუბარში რატომ ერევი? - რაღაც არა მგონია ოლივიას შენთან საუბარი უნდოდეს, -საოცრად მშვიდი და ცივი ხმით მიმართა ითანმა, -ასე რომ ჯობია მარტო დაგვტოვო, ჯეიმიმ გარშემო მიმოიხედა და მიხვდა რომ აქ და ახლა სკანდალის მოწყობა ხელს არ აძლევდა, ერთხანს გაცოფებული უყურებდა ოლივიას და მის უკან მდგომ ითანს, მერე უხმოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდათ, ოლივიამ თავი უსაფრთხოდ იგრძნო თუ არა ამდენ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო, ცრემლები თავისთავად ჩამოეღვარა ლოყებზე მუხლი მოეკვეთა და ითანს რომ არ დაეჭირა ალბათ ჩაიკეცებოდა, ითანმა წელზე ფრთხილად მოხვია ხელი, თავისკენ შეაბრუნა და არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაეხუტა, დიდხანს ტიროდა უხმოდ მის მკერდში თავჩარგული ოლივია, მთელი სხეულით ცახცახებდა, ითანი თმაზე ხელს უსვამდა, არაფერს ეკითხებოდა, მის დამშვიდებას ცდილობდა, - წამიყვანე აქედან გთხოვ, -ჩაიჩურჩულა ოლივიამ როცა ცოტა დამშვიდდა, - სად გინდა წასვლა, -ჰკითხა ითანმა, გულისჯიბიდან თეთრი ქათქთა ცხვირსახოცი ამოიღო და მიაწოდა, - ცრემლები მოიწმინდე, - ამაღამ აქ რომ დავრჩე გავგიჟდები ითან, შევიშლები, გთხოვ აქდან წამიყვანე, სადმე სხვაგან, სადაც გინდა, მაგალითად შენთან, შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე? -შეეკითხა და მუდარით სავსე მზერით მიაჩერდა, უყურებდა ითანი გოგონას რომელიც მის მკლავებში თრთოდა, ტკივილით და ტანჯვით სავსე თვალებში და ხვდებოდა რომ უბრალოდ არ შეეძლო მისი მიტოვება, ახლა აქ რომ დაეტოვებინა ოლივია ალბათ მასთან ერთად თვითონაც შეიშლებოდა, ბევრი აღარ უყოყმანია, ხელი ჩაჰკიდა და ავტოსადგომისკენ წაიყვანა. * * * იმ შენობასთან რომ მივიდნენ სადაც ითანის ბინა იყო ოლივიას უკვე ღრმად ეძინა, ითანმა ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან, ხელში აიყვანა და ისე მსუბუქად აიარა კიბეები რომ არც კი უგრძვნია მისი სიმძიმე, ოლივია მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა ითანმა საძინებელში საწოლზე დააწვინა. - მაპატიე ითან, ჩემი ხელით ტარება მოგიხდა, რატომ არ გამაღვიძე, -ჩაიბუტბუტა და წამოჯდა, - ეგ არაფერი, ბუმბულივით მსუბუქი ხარ, -გაეღიმა ითანს, -რაკი გაიღვიძე, ბარემ გამოიცვალე, ჩემს შორტს და მაისურს მოგცემ თორემ ამ კაბაში ნამდვილად ვერ გამოიძინებ, -კარადიდან მაისური და შორტი გამოიღო, -დიდი გექნება მაგრამ დღეს როგორღაც უნდა მოირგო სხვა გზა არაა, შემდეგისთვის კი გავითვალისწინებ და შენს ზომა პიჟამოებსაც ვიგულიებ ჩემს საძინებელში, - შემდეგისთვის? რას გულისხმობ? -ოლივია გაფართოებული თვალებით მაჩერდა ითანს, - როგორც ვატყობ ჩემი ხშირი სტუმარი იქნები ხოლმე, -ითანმა თბილად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა, ოლივიამ უნებურად დახუჭა თვალები, -გამოიცვალე და ეცადე დაიძინო, თუკი რამე დაგჭირდეს მე ქვემოთ მისაღებში ვიქნები, - შენ არც კი გიკითხავს ვინ იყო ის კაცი? -ჩაილაპარაკა ოლივიამ, - ალბათ მეტყვი როცა ამის სურვილი გექნება, -გაუღიმა ითანმა, კარადიდან ბალიში და პლედი გამოიღო და კარი გაიხურა თუ არა ოლივია გულაღმა გადავარდა საწოლზე, ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ჭერს, -ნეტავ სახლში რა ხდება? ალბათ არც არავის შეუმჩნევია მისი წასვლა, ალბათ ჯერ კიდევ ერთობიან და მის ცხოვრებას გეგმავენ, -წამოდგა კაბა გაიძრო და მაისური გადაიცვა, რომელიც თითქმის ორი მტკაველით ჩამოსცდა საჯდომს, -შორტი საერთოდ არ არის საჭირო, -გაიფიქრა და საწოლზე ჩამოჯდა, არ ეძინებოდა, -ნეტავ ითანი რას აკეთებს? იქნებ ჩავიდე და ვნახო? არა ეს უაზრობაა, -რისი მეშინია? -თქვა ხმამაღლა, -ათას სისულელეს ვაკეთებ და მაინცდამაინც მასთან სიახლოვეს გავურბივარ? ვგრძნობ რომ მოვწონვარ, მაგრამ იმის მერე რაც გაიგო რომ მისი მეგობრის საცოლე მქვია, მოინდომებს კი ჩემთან ურთიერთობას? მაგრამ ჩემთან ურთიერთობა რომ არ უნდოდეს ახლა აქ ხომ არ ვიქნებოდი? იქნებ უბრალოდ შევეცოდე და ამიტომ წამომიყვანა სახლში, ოჰ, ასე შეიძლება გავგიჟდე, უკვე საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე, იქნებ უბრალოდ ცივი წყლის დასალევად ჩავიდე დაბლა, - ოლივიას უნებურად გაეღიმა, ვის ატყუებდა? საკუთარ თავს? წამოდგა, კარი გამოაღო და პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბისკენ წავიდა, ჩუმად ფეხაკრეფით მიდიოდა, არ უნდოდა სადმე მოულოდნელად ითანს გადაწყდომოდა, მისაღებში დივანზე საწოლი იყო გაშლილი, ითანი არსად ჩანდა, -ნეტავ სად არის? -ოლივიამ დაკვირვებით მოათვალიერა სამზარეულო და მისაღები და ღია კარი შეამჩნია რომელიც ვერანდაზე გადიოდა, თხელ ფარდებს ქარი აფრიალებდა და გარედან ქუჩის ყრუ ხმაური შემოჰქონდა, ოლივია ნელ-ნელა მიუახლოვდა კარს, ფარდა გადასწია და ადგილზე გაშეშდა, ითანს აშკარად ჩვევად ჰქონდა სახლში წელსზევით შიშველი სიარული, დაბალწელიანი სპორტული შარვალი ეცვა, ფეხშიშველი იყო, ვიწრო წელი, განიერი მხრები, უნაკლო დაკუნთული სხეული, ოლივიას თავგზას ურევდა, მისკენ ზურგით იდგა, გრძელი ლამაზი თითებით ქვის მოაჯირს ეყრდნობოდა და ნახევრად ჩაბნელებულ ქალაქს გაჰყურებდა, ოლივიამ დროის შეგრძნება დაკარგა, არც კი ახსოვდა რამდენ ხანს იდგა ასე, იქნებ რამდენიმე წამი ან წუთი, ან იქნებ ერთი საათი? - მოგწონს ხედი ჩემი ვერანდიდან? -ფიქრებიდან ითანის ორაზროვანმა კითხვამ გამოარკვია, - ჰო ნამდვილად არაუშავს, -ჩაიბურტყუნა ერთიანად გაწითლებულმა ოლივიამ და ის იყო მისაღებში შესვლა დააპირა რომ ითანი მისკენ შემობრუნდა, შემობრუნდა და თვალებგაფართოებული გაშეშდა ერთ ადგილზე, ჩარჩოს მიყრდნობილი ფეხშიშველი ოლივია, ითანის მაისურით რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა, აბურდული თმით და აწითლებული ღაწვებით, საოცარი სანახავი იყო, უნებურად ქვედა ტუჩი მოილოკა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ჯანდაბა, უჭირდა, ძალიან უჭირდა თავის შეკავება, ოლივია ერთხანს უხმოდ შესცქეროდა, ხედავდა როგორ ყოყმანობდა ითანი და მიხვდა თუკი ახლა, აქვე და ახლავე მისი სხეულის სითბოს, მისი ტუჩების გემოს არ იგრძნობდა, მხოლოდ დღეს კი არა ვეღარასოდეს ვეღარ დაძინებდა მშვიდად, სხეულის ნაზი რხევით მიუახლოვდა, ხელები კისერზე შემოხვია, თითისწვერებზე აიწია და ფრთხილად შეეხო ტუჩებით ტუჩებზე, ითანი ამას აშკარად არ ელოდა, მაგრამ არ განძრეულა და როცა გათამამებულმა ოლივიამ უფრო მომთხოვნად აკოცა თავი ვეღარ შეიკავა, მოეხვია და ტუჩებზე დააკვდა, კოცნიდა და მისით ვერ ძღებოდა, კოცნიდა ერთდროულად ნაზად, ძლიერად, მომთხოვნად, ოლივია გასაოცარ სიამოვნებას გრძნობდა და ითანის ტუჩებს ვერ ელეოდა, აი თურმე როგორი ყოფილა იმ მამაკაცის კოცნა რომელიც სიგიჟემდე მოგწონს და გინდა, მუცელში პეპლები უფრთხიალებდნენ და ფეხებსშუა სასიამოვნო სიმხურვალეს გრძნობდა, - რას აკეთებ? -ჰკითხა, როცა ითანი მის ტუჩებს მოშორდა და ხელი გააშვებინა, - მაგიჟებ ოლივია, -ითანი ძლივს სუნთქავდა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ახლა ხელში აგიტაცო და საძინებელში წაგიყვანო, - და რას ელოდები? -ოლივია ასეთი თამამი და პირდაპირი არასოდეს ყოფილა, - ამას ვერ გავაკეთებთ, -ითანი ცდილობდა დამშვიდებულიყო, -შენ დანიშნული ხარ და თანაც მაიკლზე, მალე გათხოვდები, -ხმაში ტკივილი შეეპარა, შებრუნდა და მუშტი გამეტებით დასცხო ქვის მოაჯირს, - რატომ შენ, რაღა მაინცდამაინც შენ, ოლივია მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და ზურგზე მიეხუტა, იგრძნო როგორ დაიძაბა ითანი და მიხვდა ახლა აჩქარება არასწორი იქნებოდა, - პოპკორნი გაქვს? -ჰკითხა, მოშორდა და უდარდელად მიეყრდნო მოაჯირს, - პოპკორნი? -ითანი გაოცებული თვალებით უყურებდა, -ახლა პოპკორნი გინდა? - ჰო რატომ გიკვირს? -ოლივიამ მხიარულად გაუღიმა, -რაკი საძინებლამდე ვერ მივაღწიეთ, იქნებ რომელიმე საშინელებათა ფილმს ვუყუროთ და პოპკორნი ვჭამოთ, ითანი ერთხანს უხმოდ უყურებდა და მერე სიცილი აუტყდა, ოლივია ყველაფერს ელოდა მაგრამ ამას არა, ითანი გულიანად ხმამაღლა იცინოდა, სიცილით გული რომ იჯერა ოლივიას მიბრუნდა, - ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას მის სკოტ, კარგი იყოს საშინელებათა ფილმი, წავიდეთ შენ ფილმი აარჩიე, მე პოკორნს გავაკეთებ, რას იტყვი? - შევთანხმდით, -ოლივიამ ხელი გაუწოდა და ეშმაკურად გაუღიმა, შუაღამემდე უყურებდნენ საშინელებათა ფილმებს, ოლივია ყოველ საშიშ სცენაზე სიცილით კვდებოდა, ითანი კი მისი შემხედვარე იცინოდა, ბოლოს მის მუხლებზე თავმიდებულს მიეძინა ოლივიას და დილით რომ გაიღვიძა დივანზე იწვა, თავქვეშ ფუმფულა ბალიში ჰქონდა ამოდებული, პლედი ეფარა, ხოლო ითანი საუზმეს ამზადებდა, ყველაფერი ისე იყო თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს, ოლივია წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა, - იქნებ გუშინ არც არაფერი მომხდარა და ის ყველაფერი მესიზმრა, -ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე თითი გადაისვა, ჯერ კიდევ გრძნობდა მისი ტუჩების სითბოს. - ისევ საკუთარ თავს ელაპარაკები ძილისგუდა? -ითანი მაგიდასთან იდგა ბლინებით სავსე ლანგრით ხელში და უღიმოდა, -მოდი ვისაუზმოთ, ოლივიამ უხერხულად გაიღიმა, - რატომ არ გამაღვიძე, საუზმის მომზადებაში დაგეხმარებოდი, - ძალიან ტკბილად გეძინა და თანაც ვივარაუდე რომ საჭმლის მომზადება არ გეცოდინებოდა, - ჰოო, სხვათაშორის ძალიან კარგ რაღაცეებს ვაკეთებ, -ოლივია მაგიდას მიუჯდა და ფეხები სკამზე შეიკეცა, - მოდი შევთანხმდეთ რომ შემდეგში მე მოვამზადებ საუზმეს, - შემდეგში, -ითანმა ფრთხილად დადგა ყავით სავსე ჭიქა ოლივიას წინ მაგიდაზე, -რას გულისხმობ? - შენ ხომ მითხარი გუშინ რომ შენი ხშირი სტუმარი ვიქნებოდი, ჰოდა ასეც ვაპირებ, -ოლივიამ ბლინები გადმოიღო თეფშზე, -სანამ არ მეტყვი რომ თავი მოგაბეზრე, მანამდე ხშირ-ხშირად გესტუმრები ხოლმე, - ვფიქრობ დღეიდან ეს ნაკლებად შესაძლებელი იქნება, -ითანი მაგიდას მიუჯდა და ოლივიას თვალებში შეხედა, -მაპატიე მაგრამ გუშინ ჩემთან რომ მოგიყვანე მაიკლს დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთან რჩებოდი, - ეს რატომ გააკეთე? -ოლივიას ჭამა არ შეუწყვეტია, - არ მინდოდა შენებს ენერვიულათ, ან ცუდი რამე ეფიქრათ, იმედია არ მიბრაზდები, ცოტა ხანში მაიკლი შენს წასაყვანად მოვა, - არ გავბრაზებულვარ, შენ სწორად მოიქეცი, -ოლივიამ ნაძალადევად გაიღიმა, -მაგრამ მაიკლის აქ მოსვლა ნამდვილად შეცდომა იყო, მასთან ერთად არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგ მანიაკს მანქანაში არასოდეს ჩავუჯდები, - მესმის, ითანმა თავი დახარა, ალბათ ავარიის შემდეგ სტრესის და შიშის ბრალია რომ მის მანქანაში ჩაჯდომა არ გინდა, - ეს არაფერ შუაშია ითან, შენს მეგობარს საერთოდ არ იცნობ, ხომ გაინტერესებდა იმ დღეს ხულიოს გარაჟში რას ვაკეთებდი? იმ დღეს იქ მისი მანქანის ვიდეო ჩანაწერის წამოსაღებად ვიყავი მისული, შემიძლია გაჩვენო და მიხვდები რატომ აღარ მინდა მის მანქანაში ჩაჯდომა, ითანს სახე შეეცვალა, ოლივია მიხვდა რომ ჩანაწერის გარეშეც გაიგო ითანმა რისი თქმა უნდოდა, წამოდგა მიუახლოვდა, და მის წინ ჩაიმუხლა. - მაპატიე ალბათ შეცდომა დავუშვი მაიკლს რომ ვთხოვე სახლში წაეყვანე, - ჰო მაგრამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება, -გაუღიმა ოლივიამ, -ან არ შეიძლება, -დაამატა როცა კარზე ზარის ხმა გაიგო, -მგონი მოვიდა, - იქნებ სანამ მე კარს გავაღებ გირჩევნია რომ საძინებელში ახვიდე და გამოიცვალო, -ითანმა თავით ანიშნა მაისურზე, - სულაც არა, ამ მაისურში თავს მშვენივრად ვგრძნობ, -ოლივიამ თმა ერთი მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა უკან და ითანს მომხიბვლელად გაუღიმა, -გააღე ნუღარ ვალოდინებთ მისტერ ფინჩერს, - მაიკლი გააფთრებული სახით შემოვარდა მისაღებში და პირდაპირ სასადილო მაგიდისკენ წამოვიდა, - საუზმეზე არ დაგვეწვევით მისტერ ფინჩერ? -გაუღიმა ოლივიამ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.