ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეხუთე)
დილით თვალები გაახილა თუ არა მისი სახე დაინახა, მის გვერდით იწვა, თხელი საბნის ზემოდან, რომელიც ოლივიას ეფარა, წელსზემოთ შიშველი იყო, ტატუებით დაფარული მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და მშვიდად ფშვინავდა, ერთხანს თვალი ვერ მოაშორა, -რა ლამაზია, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს, სრულყოფილი, ნახევრადშიშველი და თანაც ჩემს გვერდით საწოლში... - ღმერთო ჩემო, აქ რას ვაკეთებ, -წამოსცდა ხმამაღლა და პირზე ხელი აიფარა, - ღმერთმა არამგონია გიპასუხოს, შეგიძლია პირდაპირ მე მკითხო თუ რას აკეთებ ჩემს საწოლში, -ითანი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, თვალებს ძლივს ახელდა და ოლივიას უღიმოდა, ოლივიამ გარშემო მიმოიხედა, საკმაოდ კომფორტულად მაგრამ სადად მოწყობილ საძინებელში უზარმაზარ საწოლზე იწვნენ, მაგრამ რაც მთავარი იყო ტანსაცმელი ეცვა, შორტიც და მაისურიც თავის ადგილზე იყო, ანუ რაღაც სისულელე არ ჩაუდენია, მადლობა ღმერთს... საწოლზე წამომჯდარი ითანი უხმოდ აკვირდებოდა ოლივიას, რომელსაც მთელი გრძნობათაღელვა სახეზე ეტყობოდა და იღიმებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, - სანამ რამეს მკითხავ, მანამდე ყველა შენს კითხვას ვუპასუხებ, გუშინ ძალიან ბევრი დალიე და გაითიშე, ბარში ვერ დაგტოვებდი, მინდოდა სახლამდე მიმეყვანე, მაგრამ არ გიცნობ, თან კი არაფერი არ გაქვს, არც საფულე არც ტელეფონი, ასე რომ რაკი ვერ გავიგე სად ცხოვრობ, ჩემთან მოგიყვანე, ჰო და ვაპირებდი მისაღებში დივანზე დამეძინა, მაგრამ რატომღაც აქ ჩამძინებია, აბაზანაში თაროზე ახალი კბილის ჯაგრისი დევს, შეგიძლია გამოიყენო, მერე სამზარეულოში ჩამოდი, ყავა დავლიოთ და ვისაუზმოთ, -ერთბაშად მიაყარა ისე რომ ოლივიას არაფრის თქმის საშუალება არ მისცა, წამოდგა და საძინებლიდან გავიდა, ოლივია ერთხანს გაუნძრევლად, უხმოდ იჯდა საწოლზე და ჯერ კიდევ ნახევრად გათიშული გონების მოკრებას ცდილობდა, - რა გავაკეთო, ავდგე და პირდაპირ გავიპარო აქედან თუ სამზარეულოში ჩავიდე ყავის დასალევად? მგონი მართლა ვერ ვარ კარგად -ჩაიჩურჩულა ბოლოს, - სტაჟიანი ლოთივით გამოვთვერი, ღამე სახლში არ გამითევია და უცნობი მამაკაცის საწოლში გავიღვიძე, მე კი იმას ვფიქრობ მასთან ერთად ყავა დავლიო თუ არა, გავგიჟდი? ოლივიას მთელი არსება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს მოეცვა, თვითონაც უკვირდა მაგრამ ცოტა არ იყოს ეს სიტუაცია ახალისებდა, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გაუკეთებია, არც მაშინ როცა ლილი ერქვა და არასოდეს უგრძვნია ისეთი რამ რასაც ითანის დანახვისას გრძნობდა, საკმაოდ მკაცრი მშობლები ჰყავდა, განათლებასაც კი სახლში აძლევდნენ, რადგან მამა უფლებას არ აძლევდა სკოლაში ევლო, ჩვიდმეტი წლის ასაკში მასზე ცამეტი წლით უფროს ალფრედოს მიათხოვეს, რომელმაც მამას ისე აუხვია თვალი რომ საუკეთესო სასიძოდ მიაჩნდა, ზუსტად ორ წელიწადში მშობლები დაეღუპა და ალფრედომ მათი დანატოვარი ქონების განიავება დაიწყო, ამას მისი ლოთობა და გაუთავებელი გამოხტომები დაეწყო, გამუდმებით ადანაშაულებდა რომ შვილი არ უჩნდებოდათ, პოლის დაბადების შემდეგ იმედი ჰქონდა რომ ალფრედო შეიცვლებოდა მაგრამ, არა, ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ლოთობას, ჩხუბს, მის ღალატს და ხანდახან ცემასაც კი... ყოველდღიური საქმეები, ბავშვის მოვლა და ალფრედო ისე ღლიდა რომ არასდროს სხვა მამაკაცისკენ გახედვის სურვილიც კი არ გაჩენია, ახლა კი რაც ოლივია გახდა, მიხვდა რომ თურმე შეიძლება გქონდეს არჩევანი, რომ ცხოვრება ყოველთვის ცუდი არ არის და თუკი ღმერთი შენთვის ისეთ სასწაულს იმეტებს როგორიც ითანია, უნდა მოკეტო და სიხარულით მიიღო ეს საჩუქარი და ჯანდაბას სხვა ყველაფერი, ხანდახან ფეხებზე უნდა დაიკიდო რა მოხდება ხვალ, ხანდახან მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო შენ რა გინდა და არა იმაზე თუ რა უნდათ სხვებს. - ჰოდა ძალიან კარგი ოლივია, ახლა ადექი და ცოტა მოწესრიგდი, -ხმამაღლა მიმართა საკუთარ თავს, -წამოდგა და აბაზანაში შევიდა, თმა მოიწესრიგა კბილები გამოიხეხა და საძინებლიდან გამოვიდა, პატარა დერეფნის ბოლოში პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა და მაშინვე ეცა ყავის მძაფრი მაცოცხლებელი სურნელი, საკმაოდ ფართო მისაღები ოთახი შალითა გადაკრული ავეჯით და უამრავი გაუხსნელი მუყაოს ყუთით იყო სავსე, აშკარად ეტყობოდა რომ ითანი აქ ახალი გადმოსული იყო, ყნოსვით მიაგნო სამზარეულოს და სანახაობით მოხიბლული დამუნჯებული შეჩერდა კართან, სამზარეულოს მაგიდაზე საუზმე იყო გაშლილი, ხოლო წელსზემოთ შიშველი ითანი რომელსაც ფეხზეც არაფერი ეცვა ბლინებს აცხობდა, თმა საყვარლად ჰქონდა გაჩეჩილი და რაღაც მხიარულ სიმღერას ღიღინებდა, - ჰმ, ტყუილად არ მიფიქრია რომ სრულყოფილია, -გაიფიქრა ოლივიამ, -ბლინებსაც კი აცხობს, საინტერესოა კიდევ რა ეხერხება, - ვატყობ ჩემმა ოსტატობამ მოგაჯადოვა, -მოესმა ოცნებებში წასულს ითანის ხმა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა, - მოდი დაჯექი, საუზმე მზად არის, -ითანი თბილად უღიმოდა და მაგიდასთან ეპატიჟებოდა, -ოლივიას დიდხანს აღარ უყოყმანია, დაჯდა და ქაფქაფა სითხით სავსე ფინჯანს ხელი დაავლო, - ოჰ, ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა, -ჩაიჩურჩულა და ყავა მოსვა, - ძალიან გემრიელია, მადლობა, -მიმართა ითანს, რომელიც მის პირდაპირ იჯდა მაგიდასთან, -და საერთოდაც ყველაფრისთვის მინდა მადლობა გადაგიხადო, - მადლობის გადახდა საჭირო არ არის, ნურაფერზე იფიქრებ, ჭამე, -გაუღიმა ითანმა და საკუთარ თეფშზე დახვავებულ ბლინებს სიროფი მოასხა, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, პირველი ლუკმა გადაყლაპა თუ არა მიხვდა რომ მგელივით იყო მოშიებული და რამდენიმე წუთი არავინ აღარ გახსენებია, გაუჩერებლად ჭამდა, როცა თეფშიდან ბოლო ბლინი გადაიღო, ითანის მზერას შეეჩეხა და გაწითლდა - მაპატიე მგონი აღარაფერი დარჩა, ყველაფერი შემომეჭამა, - საოცარი გოგო ხარ, -გაეცინა ითანს, -იქნებ დროა რომ მითხრა ვინ ხარ და რა გქვია? ოლივიას ლუკმა ყელში გაეჩხირა და ცივად დადო ჩანგალი თეფშზე, -მგონი დროა წავიდე ისედაც ძალიან შეგაწუხე, დროა სახლში დავბრუნდე, ჩემები ალბათ უკვე ნერვიულობენ, ითანს სახე შეეცვალა, -მაპატიე ალბათ სახელი არ უნდა მეკითხა, ნუ იჩქარებ მშვიდად ისაუზმე, აღარაფერს გკითხავ, ალბათ იმაზეც უარს მეტყვი რომ სახლამდე მიგიყვანო, თუ გინდა ტაქსს გამოვიძახებ, მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ოლივიამ შეატყო როგორ ღელავდა ითანი, ყველანაირად ცდილობდა რომ გოგონა არ დაეფრთხო და არ შეეშინებინა, ისეთი მომხიბვლელი იყო... - ნეტავ რას იფიქრებს ან როგორ მოიქცევა ახლა რომ ავდგე, კალთაში ჩავუჯდე და ჩავეხუტო, მისი მკლავების სითბო, მისი სურნელი ვიგრძნო, -გაიფიქრა თუ არა ცივად წამოხტა, რატომღაც შეეშინდა, მიხვდა, ცოტაც კიდევ რომ გაჩერებულიყო ამ სახიფათოდ დამუხტულ ატმოსფეროში, მართლა გააკეთებდა ამას, - ტაქსის გამოძახება საჭირო არ არის, ქუჩაში გავაჩერებ, კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის დიდი მადლობა, -თქვა ჩამწყდარი ხმით, და ისე რომ ითანისთვის აღარ შეუხედავს, სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სამზარეულოდან, შემოსასვლელი კარი ზურგს უკან მოიხურა, კიბეებზე დაეშვა და სადრბაზოდან გამოსვლისას შეამჩნია როგორ უცახცახებდა მხრები და ცრემლები თავისთავად მოგორავდნენ ლოყებზე, * * * საძინებლის კარი შეაღო თუ არა მატილდა დაინახა, საწოლზე იყო ჩამომჯდარი, მის დანახვაზე წამოხტა, მივარდა და გულში ჩაიკრა, მერე კი სათითაოდ დაუთვალიერა სხეულის ყველა წერტილი, - კარგი რა მატილდა გეყოფა, ხომ ხედავ რომ ყველაფერი რიგზე მაქვს, მთელი ვარ, არაფერი მჭირს, -ჩაიბურტყუნა და საწოლზე გაიშოტა, - ძალიან შეგვაშინე შვილო, სად იყავი? მარიას მოვკლავ, როგორ გაბედა შენი მარტო დატოვება, - მარია არაფერ შუაშია მატილდა, მე თვითონ ვთხოვე რომ მარტო დავეტოვებინე, შემაგვიანდა, სახლში ვეღარ დავბრუნდი და ერეთერთ ჩემს ნაცნობთან გავათიე ღამე, - რომელ ნაცნობთან, -მატილდამ ეჭვით სავსე მზერით შეხედა, -ვიცი რომ მატყუებ, ისეთი ნაცნობები არ გყავს რომელთანაც ღამე შეიძლება დარჩე, - მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დედას და მამას არაფერი უთხრათ დანარჩენებიც გააფრთხილე კარგი? ახლა კი წყალს გადავივლებ და ცოტას დავისვენებ, მატილდამ თავი გადააქნია და ბუტბუტით გავიდა საძინებლიდან, ტყუილად ცდილობდა ოლივია დაძინებას, რამდენჯერაც თვალი დახუჭა, იმდენჯერ ითანის სახე დაუდგა წინ, -იქნებ არ უნდა წამოვსულიყავი ასე უმადური პატარა გოგოსავით, რატომ შემეშინდა რომ უფრო ახლოს გამეცნო, რატომ? -ბალიში კედელს მიახეთქა და ამოიოხრა, -დროა ნიკი მოვძებნო და ვნახო რა უნდოდა, იქნებ ყურადღების გადატანაში დამეხმაროს, ნიკი ბაღში ვარდისფერი ოლეანდრის ბუჩქებთან იპოვა. - ჰეი ნიკ გამარჯობა -მიესალმა მხიარულად, -მგონი ჩემთვის რაღაც გქონდა სათქმელი, - მის სკოტ დაბრუნდით? -ნიკს მის დანახვაზე სახე გაებადრა, -სალაპარაკო მაქვს და საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მაგრამ აქ არა არ მინდა ვინმემ მოგვისმინოს რამდენიმე წუთში აი იმ ფარდულთან შემხვდით საბაღე მოწყობილობებს რომ ვინახავთ, - მიდი დაიწყე რა არის ისეთი რომ ასე ასაიდუმლოებ? -ჰკითხა ოლივიამ როცა ფარდულს საიმედოდ მოეფარნენ, - მეგობარი მყავს ხულიო, -დაიწყო ნიკმა, -ცოტა არ იყოს ისეთ საქმეებშია გახვეული ხომ გესმით უკანონო, აი მაგალითად მოპარულ მანქანებს შლიან და მერე ნაწილებად ყიდიან, ამას იმიტომ გიყვებით რომ ვიცი თქვენი ნდობა შეიძლება, ოლივიამ თავი დაუქნია, -რათქმაუნდა შეგიძლია მენდო, როგორც შენ ამბობ ხოლმე სამარე ვარ, ნიკმა გაიღიმა და გააგრძელა -ამასწინათ მეც იქ ვიყავი როცა ერთი ნაავარიები მანქანა მიუყვანეს, ხულიომ სანამ დაშლიდა მანქანიდან ვიდეო ჩანაწერები ამოიღო, და იმ ჩანაწერზე თქვენ იყავით და მისტერ ფინჩერი, თითქმის ოცწუთიანი ჩანაწერია, ვიცი რომ ამნეზია გაქვთ და არაფერი გახსოვთ, სწორედ ამიტომ ვიფიქრე რომ ეს ჩანაწერი თქვენთვის საინტერესო იქნებოდა, - სად არის ჩანაწერი? - ხულიოს აქვს, მაპატიეთ მის მაგრამ ფულს ითხოვს, ხუთიათას დოლარს რომ ჩანაწერი გადმოგცეთ, გეფიცებით მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ხულიოა ასეთი, გამორჩენის გარეშე არაფერს გააკეთებს, - კარგი, ნამდვილად საინტერესოა, -ოლივია უკვე ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა, -ფულს ავიღებ და გამოვიცვლი, ცოტა ხანში ღობესთან შემხვდი და ხულიოსთან წამიყვანე, ნიკმა უხმოდ დაუქნია თავი. ოლივიამ მარიას მოტანილი პაკეტები, რომლებიც აკურატულად იყო მიწყობილი ოთახის კუთხეში საწოლზე გადმოაპირქვავა, შავი სპორტული შარვალი და ამავე ფერის ფართო, კაპიუშონიანი ზედა გადაიცვა, თმა კეფაზე შეიკრა, კაპიუშონი წარბებამდე ჩამოიფხატა და საძინებლიდან გასვლისას სარკეში საკუთარ თავს თვალი რომ მოკრა გულიანად გადაიხარხარა, დამნაშავეს გავდა, ისეთ ტიპს ვიღაცას ან რაღაცას რომ ემალება, - ვერაფერს იტყვი, -ჩაილაპარაკა მხიარულად, -ჩემი ახალი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან ფილმს გავს და რაც მთავარია, ეს ძალიან მომწონს. * * * ნიკი ღობესთან ელოდებოდა, ღობის ძირში კი პატარა შავი მოტოცილკი დახვდათ, - შენია? -ოლივია აღფრთოვანებული ათვალიერებდა, თავის აუხდენელ ოცნებას, - არ ვიცოდი მის თუკი მოტოციკლები მოგწონდათ, თუ გნებავთ ტარებასაც გასწავლით, -გულწრფელი ღიმილით შესთავაზა ნიკმა, - ჰო ვიფიქრებ ამაზე, ახლა კი წავედით, ერთი სული მაქვს ჩანაწერი ვნახო. ოლივია რაღაც უფრო პატარა და ბნელს ელოდა, ისეთს როგორიც ფილმებშია ხოლმე, მაგრამ ხულიოს სახელოსნო სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, საკმაოდ დიდი, სუფთა და ნათელი ადგილი იყო, უამრავი თანამშრომლით რომლებსაც აშკარად თავზესაყრელი საქმე ჰქონდათ, - დარწმუნებული ხარ რომ ამ ყველაფრის პატრონი შენი მეგობარი ხულიოა? რამდენი წლისაა? -შეეკითხა ნიკს გაკვირვებული ოლივია, - საერთოდ აქაურობის პატრონი მამამისია, ხულიო მას ეხმარება და ფაქტიურად მთელი საქმეები მას აბარია, ჩემზე სულ რაღაც ორი წლითაა დიდი, აი ისიც -ნიკმა ხელი გაივირა, მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭისკენ, რომელიც პირდაპირ მათკენ მოდიოდა, - სალამი ნიკ, -სასიამოვნო ბოხი ხმა ჰქონდა ხულიოს, ჩემი პაკეტი მზად არის? - მზადაა, -ოლივიამ გამობერილ ჯიბეზე დაირტყა ხელი, - სრულიად სხვანაირი წარმომედგინეთ მის სკოტ, -უთხრა ხულიომ, ოლივიამ ნიკს გადახედა, ნიკმა თავი ჩაქინდრა და თვალი აარიდა, ოლივიას გაეღიმა, -და როგორ მახასიათებდა ნიკი? როგორც საცოდავ, საწყალ, დაჩაგრულ, გაუბედავ, მელანქოლიკ გოგოს? - დაახლოებით, -ხულიომ ჯიბიდან ქაღალდში შეხვეული მეხსიერების ბარათი ამოიღო და გადასცა, - თუ გინდა შემიძლია ჩაგირთო რომ ნახო ნამდვილად ის არის თუ არა რაც ნიკმა გითხრა, - საჭირო არ არის, ნიკს ვენდობი, -ოლივიამ საკმაოდ სქელი კონვერტი ხულიოს მიაწოდა, -თუ გინდა დათვალე რომ ნახო ზუსტად რამდენია, - საჭირო არ არის, ნიკს ვენდობი, -ხულიომ გაიღიმა და თვალი ჩაუკრა, -სასიამოვნო ადამიანი ხარ მის სკოტ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან, - მეც იგივე შემიძლია გითხრა, -ოლივიამ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, -სასიამოვნო, დადებითი აურის მქონე ბიჭი იყო ხულიო. -შეგიძლია ერთ ადგილზე მიმყვანო? უთხრა ნიკს რომელიც ისევ თავდახრილი იდგა მის გვერდით. - რათქმაუნდა მის, სად გინდათ წასვლა? - სადმე სადაც ძალიან კარგ ყავას აკეთებენ, - ვიცი ასეთი ადგილი, შლემი გაიკეთეთ და წავედით, -ნიკი აშკარად გახარებული იყო რომ ოლივიამ არ უსაყვედურა, ნიკი სტარბაქსის წინ გაჩერდა, უეცრად ცა მოიქუფრა და ოლივიას სახეზე წვიმის პირველი წვეთები დაეცა - არ გინდა ჩემთან ერთად ყავის დალევა? -შესთავაზა ოლივიამ, ნიკმა უხერხულად აიჩეჩა მხრები, - დიდი სიამოვნებით მის მაგრამ უამრავი საქმე მაქვს ბაბუა მომკლავს რომ დავაგვიანო, - კარგი, შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, მაინც მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას, -ოლივია ნიკს დაემშვიდობა და სტარბაქსში შევიდა, - ღმერთო ჩემო რა კარგი სურნელია, -ჩაიჩურჩულა და ირგვლივ მიმოიხედა, -სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, -ყავა აიღო და ფანჯარასთან ჩამოჯდა, იჯდა სურნელოვანი ყავით ხელში, უყურებდა დანამული ფანჯრის იქით როგორ მიმოდიოდა ხალხი ქუჩაში თავსხმა წვიმაში, ხელში ქოლგებით და პირველად იყო რომ არაფერზე არ ფიქრობდა, - შეიძლება ამ მაგიდასთან ჩამოვჯდე, -მოესმა ნაცნობი ხმა, ოლივიამ შეხედა, მაგიდასთან ითანი იდგა, სულმთლად გაწუწული, სველი შავი თმა სახეზე ჰქონდა მიკრული და იმ თავისი საოცარი სულისშემკვრელი ღიმილით უღიმოდა, თავი ძლივს შეიკავა რომ არანაირი რეაქცია არ გამოეხატა, უხმოდ მიუთითა მოპირდაპირედ მგდარ რბილ სავარძელზე, - დღეს როცა ჩემი ბინიდან წახვედი მეგონა რომ ვეღარასოდეს გნახავდი, -ითანი აშკარად ღელავდა, - ჰოო, დამთხვევაც ასეთი უნდა, ამხელა ქალაქში მაინცდამაინც აქ შევხვდით ერთმანეთს, -ოლივიამ თავს ძალა დაატანა რომ უდარდელად გაეღიმა, -მაინც როგორ მოხდა რომ შენც აქ ხარ? - ვაღიარებ მთლად დამთხვევაც არ არის ჩემი აქ ყოფნა, -ითანმა უხერხულად გაიღიმა, -ცოტა ხნის წინ დაგინახე, სახელოსნოში ხულიოს რომ ესაუბრებოდი, - ჯანდაბა შენ რაღას აკეთებდი იქ? -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მოუვიდა ოლივიას, - საინტერესოა, -ითანი დაუფარავი ინტერესით უყურებდა, - რა არის საინტერესო? - როგორც წესი ადამიანების ცნობა არ მიჭირს მაგრამ შენი ვერაფერი გამიგია, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გაქვს და უცნაური ხარ ძალიან უცნაური, იმ სახელოსნოში რას აკეთებდი, დავინახე როგორ გადაეცი პაკეტი და მანაც რაღაც გადმოგცა, - ტყუილად ნუ იწვალებ ითან, -ოლივია ამჯერად ძალიან სერიოზული იყო, -ვერასდროს ვერ გაიგებ ვინ ვარ და ამაში სახელს და გვარს არ ვგულისხმობ, ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჰოდა ხულიოს რაც შეეხება თუკი ფიქრობ რომ ჩემი ნარკოდილერია ცდები, ნარკოტიკს ცხოვრებაში არასოდეს გავკარებივარ, - ასე უფრო მიმძაფრებ შენი ამოხსნის სურვილს, -არ ნებდებოდა ითანი, - მგონი აღარ წვიმს, ოლივიამ ქუჩას გახედა, ჩემი წასვლის დროა, - ისევ გარბიხარ? არ გინდა სახლამდე მიგიყვანო? - მირჩევნია ტაქსით წავიდე, -ოლივია წამოდგა და ითანს გაუღიმა, -სასიამოვნო იყო შენი კიდევ ერთხელ ნახვა, - იქნებ ტელეფონის ნომერი მაინც მოგეცა, - ტელეფონი არ მაქვს, -უპასუხა ოლივიამ და ახლა პირველად დაფიქრდა იმაზე რომ მართლაც არ ჰქონდა ტელეფონი, ჯანდაბა ეს როგორ გამორჩა, ამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა მის ცხოვრებაში ტელეფონი არც კი გახსენებია, - როგორ თუ არ გაქვს, ანუ თან არ გაქვს? -აშკარად არ ეჯერა ითანს - შენ წარმოიდგინე მართლაც არ მაქვს ტელეფონი, -ოლივიამ სინანულით გადააქნია თავი, -მაგრამ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ და ოდესმე თუკი ისევ შევხვდებით, აუცილებლად მოგცემ ტელეფონის ნომერს, -უთხრა და აღარ დალოდებია რას ეტყოდა ითანი, ქუჩაში გავარდა პირველივე ტაქსიში ჩახტა და სახლის მისამართი უკარნახა, * * * საძინებელში შესული ოლივია სახტად დარჩა, საწოლზე ელა სკოტი იჯდა და გააფთრებული მზერით შესცქეროდა, - გამარჯობა დედა, დღეს არ გელოდით, -ოლივია შეეცადა მშვიდი ყოფილიყო. - სად ბრძანდებოდი ქალბატონო? ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -საწოლზე მიყრილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე მიუთითა ელამ, საიდან მოიტანე ფული ამ ყველაფრის საყიდლად? - სანამ თქნენ აქ არ იყავით იძულებული გავხდი საყიდლებზე წავსულიყავი, რადგან ჩასაცმელი არაფერი მქონდა, ფული საიდან ვიშოვე რომ გითხრა მაინც არ დამიჯერებ, ასე რომ საჭირო არ არის, - გამოაცხადა ოლივიამ, სავარძელში ჩაეშვა და ღრმად ამოისუნთქა, - შენ შეიცვალე ოლივია, რაც კომიდან გამოხვედი მის მერე ვეღარ გცნობ, -მისის სკოტი წამოდგა მიუახლოვდა, მკლავში უხეშად წაავლო ხელი და წამოაყენა, -ფიქრობ რომ შეგიძლია წინააღმდეგობა გამიწიო და ისე მოიქცე როგორც მოგესურვება? ოლივიამ ერთი ძლიერი მოძრაობით გაინთავისუფლა ხელი, - ეს სულაც არა არის ვინმესთვის წინააღმდეგობის გაწევა, მე ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი გოგო მოიქცეოდა ჩემს ასაკში, - შენთან კამათს არ ვაპირებ, - იკივლა ელამ, -ახლავე მოახლეებს დავუძახებ რომ ეს ნაგავი გადაყარონ, შენ კი რამე ნორმალური ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი, ერთ საათში სტუმრები მოვლენ, მათ შორის შენი საქმრო, მაიკლი და ნორმალურად მოიქეცი იმდღევანდელივით არ შემარცხვინო, - თქვენც და მაიკლსაც გასაგებად გითხარით რომ მასზე გათხოვებას არ ვაპირებ, -კბილებში გამოსცრა ოლივიამ და ვერც კი მოასწრო თავის არიდება ისე სწრაფად და მთელი ძალით გააწნა სილა ელამ, ერთხანს ჩუმად თავდახრილი იდგა ოლივია და მერე უნებურად უმიზნო სიცილი აუტყდა, სული რომ მოითქვა, გაკვირვებულ მისის სკოტს თვალებში შეხედა და ცივი ხმით უთხრა, - მეორედ ასეთ რამეს გაბედავ და მერე ნახავ ნამდვილი წინააღმდეგობის გაწევა როგორია, ელამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ოლივიას მზერაში იყო რაღაც ისეთი რამაც უკან დახევა აიძულა, - ჩაიცვი და ჩამოდი, -უთხრა ამჯერად მშვიდი დაბალი ხმით და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან, მისი გასვლისთანავე ჩაიკეცა ოლივია, ძნელი იყო, ძალიან ძნელი იყო ყველასთვის და ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ სხვა რა გზაა, ახლა მხოლოდ ერთი დარჩა ჩაიცვას, იმ წყეულ წვეულებაზე ჩავიდეს და ერთხელ და სამუდამოდ გამოაცხადოს რომ მაიკლთან ნიშნობა არ შედგება, ღია ვარდისფერი, მხრებმოშიშვლებული, თხელი, სიფრიფანა, წელიდან თავისუფლად გაშვებული, მუხლამდე კაბა ჩაიცვა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა უბრალოდ დაივარცხნა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, - არაჩვეულებრივად გამოვიყურები, -დაასკვნა როცა თავისი თავი სარკეში შეათვალიერა. სტუმრები მისაღებ ოთახში იყვნენ შეკრებილები, ნაცნობი არავინ ჩანდა მაიკლის გარდა, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა ოლივია ვერ ხედავდა ვის, მიუახლოვდა რომ ეთხოვა მარტო ესაუბრათ და ბოლოს და ბოლოს გაერკვიათ ურთიერთობა, მაიკლი მისკენ შემობრუნდა და ოლივია სახტად დარჩა როცა დაინახა თუ ვის ესაუბრებოდა ის, - ითან მეგობარო, -მაიკლმა ჩვეული ყალბი ღიმილით გაიღიმა, მინდა ჩემი უმშვენიერესი საცოლე გაგაცნო, ოლივია სკოტი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.