სიყვარული გრძნობების გარეშე 29 თავი
-შენ მაიძულე, რომ ასე მოვქცეულიყავი!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა-სოფი... მინდა გაიგო რომ ძალიან მიყვარხარ და მჭირდები- მოულოდნელად მისკენ გადაიხარა, სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი ტალღები მხარს უკან გადაუცურა და ყურს დაბლა აკოცა -გეყოფა-გაურკვეველი მისამართით დაიჩურჩულა აღელვებულმა გოგონამ და ცრემლიანი თვალები წვიმის ცივი წვეთებისგან დანამულ მინას მიაყინა -სოფიიი-ვაჩემ კიდევ უფრო მიუახლოვა სახე უკვე სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ -რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ?- ინტერესით ჰკითხა და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო -გთხოვ მანქანა მოატრიალებინე და სახლში წამიყვანე- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაბნეულმა გოგონამ და მისკენ მიიხედა აწყლიანებული თვალებით -არა -იქ... შენთა ერთად მარტო დარჩენა არ მინდა! -ვიცი მაგრამ მოგიწევს! -ასე მოქცევის უფლება არ გაქვს! -ტყუილად რომ მელაპარაკები ხვდები? -ვერ გიტან-სლუკუნით უთხრა სოფიმ და გაუაზრებლად გადმოსცვივდა ცრემლები -გთხოვ არ იტირო რა-შეეხვეწა მომღიმარი ვაჩე და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ ღაწვებს -ნუ მეხები-დაუღრინა გაბრაზებულმა გოგონამ და ოდნავ გვერდზე მიიწია, დისტანციის გასაზრდელად, თან ზემოთ აცურებული ზედმეტად მიკლე კაბის კიდე მაქსიმალურად ქვემოთ დაქაჩა -კარგი როგორც გინდა- ხმა დაბალი ტონით უთხრა ბიჭმა და გაუაზრებლად, რამდენიმე წამის განმავლობაში ცივი მზერა მის ფეხებზე მიეყინა, თუმცა მალევე აარიდა თვალი, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან აკანკალებული თითებით და ნერვიულად მოუკიდა -იმედია არ შეგაწუხებს-სასხვათაშორისოდ უთხრა მისკენ მობრუნებულ გაბრაზებულ გოგონას -შემაწუხებს და თან ძალიან! -არაუშავს მიეჩვევი-დაამშვიდა მომღიმარი სახით ვაჩემ და სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი მისი სახისკენ მიმართა, სოფიმ არაფერი უპასუხა, მაშინვე ფანჯარა ჩასწია და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა, ვაჩე დიდხანს უყურებდა საყვარელი გოგონას თმას და ზურგს, ბოლოს თავს ვეღარ მოერია და შიშველ მხარზე მიაწება ცხელი ტუჩები, დამფრთხალი სოფი მაშინვე მისკენ მიტრიალდა -რას... აკეთებ...-ჩავარდნილი ხმით ჰკითხა და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გამიკეთებია- გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა და თავხედური მზერა ჩააყოლა მის სიფრიფანა სხეულს -ავადმყოფი ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ვაჩეს ირონიულ ღიმილზე კიდევ უფრო გაბრაზდა -არ გაბედო და აღარ მომეკარო! -გეშინია არა? ჩემი ისევ გეშინია...ხომ ასეა?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ბიჭმა და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან უმისამართოდ მოისროლა, სოფის დუმილმა კიდევ უფრო გააღიზინაა და მოწოლილი ბრაზის ჩასახშობად მეორე ღერს მოუკიდა -რატომ აღარ მენდობი?-აგრესიული ტონით ჰკითხა და მისკენ მიიხედა ჩაწითლებული თვალებით -შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ჩვენი ურთიერთობა აქამდე მისულიყო!- მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას, რადგან ძალა აღარ ჰყოფნიდა გამკლავებოდა მისი ჩამუქებული თაფლისფერი სფეროებიდან წამოსულ სითბოს და ბრაზს -სოფი, მე შენ მიყვარხარ... რატომ არ გესმის ეეს? -ვერ ხვდები რომ შენი ამ სისულეებით კიდევ უფრო ვშორდებით ერთმანეთს? -შენ მაიძულებ რომ ასე მოგექცე! გამუდმებით გამირბიხარ და შენთან ახლოს ყოფნია უფლებას არ მაძლევ -ჩემთან ყოფნას არ იმსახურებ-დაუფიქრებლად მიახალა გოგონამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვლებში -სოფი! ნუ მიწვევ! -დაუღრინა გაავებულმა ბიჭმა და სახე ზედმეტად მიუახლოვა -არ გინდა! -წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება? მესტიაში... შენს სახლში გამომკეტავ? -ცინიკური ტონით ჰკითხა გოგონამ -სწორედ მაგას ვაპირებ ახლა -მგონი საუკუნეები აგერია ერთმანეთში -შენი აზრით ახლა რისთვის მიმყავხარ იქ?-ისე სერიოზულად ჰკითხა ვაჩემ რომ სოფი ცოტა აიჭრა -ნუ სულელობ! ხომ იცი რომ შენთან არ დავრჩები და მაინც წავალ ერთი დღის ან თუნდაც ერთი თვის მერე! -არა მგონია ერთ ან ორ დღეზე მატ ხანს შეძლო ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა...-ცინიკური ტონით უთხრა და სახე ზედმეტად მიუახლოვა- ვფიქრობ ბოლოს შენი ნებით დარჩები ჩემთან -ამ ერთ, ღამესაც კი არ დავრჩები შენთან გასაგებია?-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და მძღოლზე მიუთითა- უთხარი რომ მანქანა ახლავე მოატრიალოს -ხომ ხვდები რომ ახლა იმას მაინც არ გავაკეთებ რაც შენ გინდა და და ტყულად ლაპარაკობ უკან დაბრუნენაზე?-მშვიდი ტონით უთხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა- შესაბამისად ამ ღამის გატარება ჩემთან ერთად, მარტოს მოგიწევს მესტიის სახლში! -ზუსტად რომ ვიცი იმას არასდროს არ გააკეთებ რაც მე მინდა, სწორედ მაგიტომ დაგშორდი-მიახალა გაცეცხლებულმა გოგონამ და სიბნელეს გახედა დაორთქლილი მინიდან, გაბრაზებულმა და ანერევიულებულმა ვაჩემ თავი სავარძლის საზურგეზე დადო, თვალები მაგრად დახუჭა, ფანჯარა ჩასწია და იქიდან შემოვარდნილი სვანეთის ცივი, გრილი, ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვები სუფთა ჰაერით აივსო და სიგარეტის ჩამწვარო ღერი მოისროლა, რაღაცნაირად დამშვიდდა თითქოს და ხმა აღარ ამოუღია. ფიქრებში წასული, გარინდებული გოგონა შეკრთა როცა ვაჩეს ხმა ჩაესმა სადღაც შორიდან -მოვედით გადმოდი -დაბნეულმა გოგონამ თვალი მოავლო მანქანას და უცნაური მზერით ახედა გაღებულ კართან მდგომ ბიჭს და როცა როგორღაც აზრზე მოვიდა ხმა დაბალი ტონით დაუჩურჩულა -არ გადმოვალ -სოფი!-ავარდა ბიჭი -არ გადმოვალ! არ მინდა -ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას -გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის?-წყობრიდან გამოვიდა ბიჭი, სოფიმ სიჩუმემ კიდევ უფრო გააღიზიანა და გაუაზრებლად უყვირა-მიპასუხე -ასე არაა-დაუჩურჩულა დამფრთხალმა გოგონამ -მაშინ რა არის შენი ასეთი ქცევის მიზეზი? -უბრალდო აქ ყოფნა არ მინდა -რატომ? მე ხომ მხოლოდ შენთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი მინდა? -ხომ შეიძლებოდა სხვაგან გველაპარაკა? -გეშინია!-დარწმუნებით უთხრა სახე ალეწილმა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით დაამატა-გეშინია...ფიქრობ ისეთი ნაბ.ჭვარი ვარ რომ შემიძლია რამე დაგიშავო... -ასე არ ვფიქრობ-გაბრაზდა სოფი და მანქანიდან მაშინვე გადავიდა, კარი გამეტებით მიაჯახუნა და სახე მონგრეულ ბიჭს ზედმეტად მიუახლოვდა -მე შენ არასდროს-დაიწყო ვაჩემ და ცივი თითები მის თმებში ახლართა, თაფლისფერი ამღვრეული სფეროები განზრახ გაუსწორა მის აწყლიანებულ მწვანე ჩამუქებულ სფეროებს და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-არაფერს არ დაგიშავებ იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ...შეცდომა შეიძლება დავუშვა... ალბათ ახლაც ვუშვებ, რომ აქ ძალით მოგიყვანე და გაიძულებ მომისმინო, მაგრამ შენი ნების და სურვილის საწინააღმდეგოდ არასოდეს შეგეხები- გაუღიმა და ცხვირზე აკოცა-გესმის რას გეუბნები?- სოფის უმალ ცხვირი აეწვა, ამიტომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა- გცივა?-ინტერესით ჰკითხა ვაჩემ, როცა მთელი სხეულით აკანკალდა უკვე ატირებული გოგონა. გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ სოფის სლუკუნის ხმა არღვევდა -ნუ ტირი რა გთხოვ, ხო იცი ვერ ვიტან შენს თვალებზე ცრემლებს-ჩაიბურტყუნა აღელვებულმა ბიჭმა და კარგა ხნის მერე დაამატა -თან ჩემს გამო... -ვერ გიტან-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და უფრო ატირდა, ვაჩეს გაეცინა და გულში ჩაიკრა -ჯერ კიდევ გაგიჟებით გიყვარვარ ხო?-კმაყოფილი ტონით ჰკითხა და ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით -ვაჩე გთხოვ არ გინდა-როგორც იქნა ძალა მოიკრიბა გოგონამ და უკან დაიხია -ასე ნუ იქცევი იმიტომ რომ ჩვენს ურთიერთობაში მაინც არაფერი შეიცვლება -სოფი! -შენს ცხოვრებაში მე და წამალი ერთად ვერ-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -არჩევანის წინაშე მაყენებ?-ავარდა ბიჭი -არა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი წამალზე უარს ვერ ან უბრალოდ არ იტყვი ჩემს გამო და მერე გული უარესად მეტკინება! -შესაძლო იმედგაცრუების იმდენად გეშინია რომ მზად ხარ ამის გამო ჩვენს სიყვარულს ხაზი სამუდამოდ გადაუსვა? -აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი -ასე არაა -მაშინ შენი ეს სიტყვები როგორ გავიგო? -შენ მე მატყუებდი! მთელი ეს დრო თვალებში მიყურებდი და მატყუებდი, მეუბნებოდი რომ ნარკიტიკებთან მხოლოდ თორნიკე გაკავშირებდა, პირველივე ღამის მერე ცოლობა მთხოვე... ასე გამიზნულად მოიქეცი ხომ ასეა? -გამიზნულად?! -ბოლო ხმაზე უღრიალა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა- რა გამიზნულად, მე შენ მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ და ცოლობაც სწორედ ამიტომ გთხოვე რა ვერ გაიგე ეს დედა მო.ყნული? -ჩემთვის სიმართლის თქმას როდის აპირებდი?- აწყლიანებული თვალებით შეხედა გოგონამ, საყვარელი ბიჭის ალეწილ სახეს -სოფი მე...-დაიბნა ვაჩე -მიპასუხე! მინდა ვიცოდე!-და რადგან ბიჭმა ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა სოფიმ გააგრძელა საუბარი- მაშინ როცა შენი ცოლი დამერქმეოდა და ამ სტატუსის გამო იძულებული გავხდებოდი თვალი დამეხუჭა ამ საშინელებაზე, ხომ ასეა? -ასე არაა, ასე განზრახ არ მოვქცეულვარ... უბრალოდ შენი დაკარგვის ძალიან მეშინოდა და ვერ გეუბნებოდი... ვიცოდი ვერ გამიგებდი და მაშინვე ზურგს მაქცევდი -ამიტომაც მთხოვე ცოლობა პირველივე ღამეს...- ამოილუღლუღა ხელახლა ატირებულმა გოგონამ- გინდოდა რომ... -მე მხოლოდ შენთან ერთად ყოფნა მინდოდა -ვაჩე აქ ყოფნა აღარ მინდა, გთხოვ სახლში წამიყვანე... არ მინდა ერთმანეთს გული უარესად ვატკინოთ -არსად წავალთ, აქ დავრჩებით იქამდე სადამდეც მე ჩავთვლი საჭიროდ! -არ იცვლები-ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ და სიცივისგან გაწამებულს გააჟრჟოლა- იმ ღამის მერეც არაფერი შეცვლილა შენ ცნობიერებაში -რის თქმას ცდილობ?-თვალები დააწვრილა გაბრაზებულმა ბიჭმა -ვფიქრობ ახსნას არ საჭიროებს და თავადაც მშვენივრად ხვდები რაზეც მიგითითებ -შენ მაიძულებ ყოველ ჯერზე ასე მოქცევას! ავარიის მერე რამდენჯერ ვცადე შენთან ლაპარაკი და მომხდარის ახსნა მაგრამ არცერთხელ არ მომისმინე! გამუდმებით გამირბოდი და თავს მარიდებდი -იმიტომ რომ აზრი არ აქვს ლაპარაკს, რადგან შენ არაფრის შეცვლას არ ცდილობ, უბრალოდ გინდა რომ არსებულ სიტუაციას შემაგუო ისევე როგორც თორნიკე მარიამს -ასე არაა -სწორედ ასეა! და მე არ მინდა მარიანასავით ნელ-ნელა და გაუაზრებლად შევეგუო ამ საშინელ რეალობას, მერე ხელი ჩაგკიდო და ორივე უფრო სწრაფად ჩივიძიროთ იმ ჭაობში რომელშიც მე და შენ უკვე საკმაოდ ღრმად გვაქვს შეტიპილი -სოფი ოდნავადაც არ ცდილობ რომ გამიგო -ვაჩე რა გინდა?-მომაბეზრებლად ჰკითხა გოგონამ -მინდა რომ ახსნის საშუალება მომცე -ავარიის შემდეგ ,რამდენჯერაც დამხვდი სახლის ან უნივერსიტეტის წინ იმდენჯერ სცადე ჩემი დარწმუნება იმაში რომ ცუდს არაფერს აკეთებ წამლის მოხმარებით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენ გარშემომყოფებისათვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის... რომ ამაში ცუდი არაფერია და უბრალოდ ერთობი! -შევეშვები...შენს გამო... გპირდები-გამაყრუებელი სიჩუმე ვაჩე ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია -მინდა, ძალიან მინდა რომ შენი მჯეროდეს... -სოფი მჭირდები -ასე არ შემიძლია -აღარ გავიკეთებ -გთხოვ არ გინდა... ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი... -ჩემი არ გჯერა? არ მენდობი? გგონია იმდენად არაკაცი ვარ რომ ძალა არ მეყოფა შენს გამო მაინც შევეშვა ამ საზიზღრობას ? -უბრალოდ მეშინია...ძალიან მეშინია რომ ვერ შეძელებ დამოკიდებულებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.