შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (დასასრული)


18-09-2021, 01:54
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 456

სახლში ასვლის შემდეგ, მარიამმა ცოტა დრო ნანასთან გაატარა, შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო და თავის ოთახში შევიდა, სინათლე ჩააქრო და ნახევრად სველი თმით საწოლში დაწვა, ეგონა სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი ემოციების გარეშე გააგრძელებდა ცხოვრებას, მამამისის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა დაჩისთან ერთად, თუმცა დაჩის სიყვარულში გამოტყდომამ სიტუაცია იმაზე მეტად არია, ვიდრე სვანეთში წასვლამდე იყო. დაჩის მიმართ ნამდვილად არ იყო გულგრილი, რაღაც სხვა გრძნობას განიცდიდა, სიყვარულის მსგავს, ოღონდ ცოტა სახეცვლილს.
რამდენიმე დღე არც სახლიდან გადიოდა და არც დაჩის ეკონტაქტებოდა, ფიქრებს კი ვერ იშორებდა თავიდან, მთელი დღეები სავარძელში იჯდა და ხმასაც არ იღებდა ფიქრებში ჩაფლული. საკუთარ თავს უკრძალავდა დაჩისთვის მაგ თვალით, რომ შეეხედა, პირველი იმიტომ, რომ საბას სიყვარული ერთადერთი უნდოდა, რომ ყოფილიყო და მეორე, მათ მდგომარეობაში, მაშინ, როცა ერთის მამამ მეორეს ცოლი და არ დაბადებული ბავშვი მოკლა და სამუდამოდ გადაემტერნენ, ეს მტრობა მათ შვილებზეც გადადიოდა, მამის ჩადენილი დანაშაულის გამო საკუთარ თავს დაჩის სიყვარულსაც ვერ აპატიებდა, დაჩი მას და მის სიყვარულს არ იმსახურებდა, მაგრამ რთულია შენს თავს ვინმეს მიმართ სიყვარული აუკრძალო, როდის იყო ეს გრძნობა ჩვენ გვეკითხებოდეს რამეს...

მთლიანობაში ორი კვირის გასვლის შემდეგ, ნანამ მარიამს შეატყობინა, რომ მამუკა დააკავეს. მარიამმა უფლება მოიპოვა, რომ მამამისის ნახვის უფლება მიეცათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავდათ, მათ გარდა იქ, არავინ იყო, გისოსებს მიღმა კი, მარიამმი საკუთარ მამას უყურებდა, ელოდა როდის იტყოდა მამაკაცი რაიმეს, მაგრამ სიჩუმე ბოლოს მაინც მარიამმა დაარღვია
-ყველაფერი ვიცი, მთელი ისტორია, არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, იმდენად მდაბიო ადამიანი გახდი შენთვის სალანძღავი სიტყვებიც კი ზედმეტია, ისიც ვიცი, შენთვის არავინ რო არ ვარ, ვინც კი მიყვარს ყველას ცხოვრება გაუნადგურე ან ცხოვრებაც არ აცალე, არც კი ითხოვო რომელიმე ჩვენგანის დახმარება ტყუილად ნუ დაიღლი თავს, მთელი ცხოვრება აქ მოგიწევს ყოფნა, ამიტომ სატანჯველად საკმარისი დრო გექნება -უყურებდა გისოსებს მიღმა თავჩაქინდრულ კაცს, უნდოდა მივარდნილიყო და საკუთარი ხელებით მოეკლა, არც კი იცის საიდან იპოვა იმდენი გამბედაობა, რომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დასჯერდა და უკან გამობრუნდა. კარებში გამოსვლისას დაჩი შეხვდა, მის დანახვაზე ანერვიულოდა, თან ესიამოვნა მისი ნახვა, ერთმანეთს თავის დაქნევით მიესალმნენ და ახლა მამუკასთან დაჩი შევიდა.
რამდენიმე კვირაში სასამართლო პროცესები დაიწყო, რამდენჯერმე მარიამიც დაკითხეს, მთელი ბავშვობა და მოზარდობის პერიოდი მოყვა, დაჩის ესწრებოდა მის გამოსვლას და თვალმოუშორებლივ უყურებდა, საბას მკვლელობა კიდევ მეტად უმძიმებდა მამუკას სასჯელს, მარიამი კი დიდი შემართებით ცდილობდა ყველა დეტალის გახსენებას, რომ მის დასასჯელად უმკაცრესი ზომები მიეღოთ, ამ ყველაფერს წვრილმანი დანაშაულებები ემატებოდა, რომელიც მან თავისი საამაყო კომპანიის აშენებისას ჩაიდინა. რამდენიმე დღეში ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა, მარიამი დარბაზში არ იმყოფებოდა, გარეთ უცდიდა განაჩენს
-უვადო პატიმრობა -თავდახრილმა ამცნო გიორგიმ და მანქანაში ჩაჯდა
ამ სიტყვების გაგონებისას თითქოს მარიამმა შვება იგრძნო, ისევ იმ ადგილას გაშეშებული იდგა, დაჩი მიუახლოვდა
-ალბათ იცი უკვე შედეგი, მინდა გავიგო შენ როგორ ხარ
-ყველაფერი რიგზეა, მადლობას გიხდი, რომ სიმართლე დაგვანახე ყველას და საქმე ბოლომდე და სწორად მიიყვანე -მარიამი დაჩისკენ მიბრუნდა
-იმედი მაქვს არაფერში მადანაშაულებ, რადგან შენგან ამას ვერ ავიტან
-არა, შენ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე და ამით მეც გამანთავისუფლე -გაუღიმა დაჩის და ოდნავ გადაეხვია 
მათი გულები იმდენად სწრაფად ცემდა, ცოტაღა და ალბათ საგულედან ამოვარდებოდა, დაშორება არც ერთს არ უნდოდა, სახლამდე დაჩიმ მიიყვანა
-მინდა, რომ ჩვენზე იფიქრო, მე დაგელოდები, ვიცი როგორი რთულიც არის შენთვის, მაგრამ გთხოვ
-ხომ იცი რომ ჩვენი წარსული თავს არ დაგვანებებს
-ვიცი, მაგრამ ეგ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
გადმოსვლისას მარიამმა ოდნავ გაუღიმა და სახლში უკანმოუხედავად ავიდა

-მარიამ რა ხდება? -შემოსასვლელში ნანა შეეგება და ატირებულ შვილს მოეხვია
-მამუკას გამო დაჩის სიყვარულს ვერ ვიღებ, დავიღალე -მხარზე თავი დაადო, ნანამ შვილი საძინებელში შეიყვანა და საღამომდე ხმისამოუღებლად ისხდნენ, თმაზე ხელს უსვამდა და მის დამშვიდებას ცდილობდა
-თუ გიყვარს და მისგანაც იგივეს გრძნობ ხელიდან არ უნდა გაუშვა
-მაგრამ ჩვენი წარსული...
-ის,რაც მოხდა არც შენი და არც დაჩის ბრალი არაა, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით, ახლა კი სიყვარულზე ამბობთ უარს, აშკარაა დიდი სიყვარული აკავშირებს შენს მიმართ, ის თანახმაა ასეთი წარსულის მიუხედავად, შენს გვერდით იყოს, ამიტომ შენ მინიმუმ უნდა სცადო, თუკი მართლა იგივე გრძნობა გაკავშირებს
-და საბა? მას როგორ ვუღალატო -ცრემლმორეულმა კითხა
-ეს ღალატი არაა შვილო, ბოლო რამდენიმე წელი ჩემს თვალწინ იშლებოდი, გტკიოდა, ტიროდი, შეიძლება შველასაც თხოულობდი და მე ვერ გეხმარებოდი, საკმარისია შენი თავის ტანჯვა, საბას უყვარდი ეს მეც მეც ვიცი და ვხედავდი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სულაც არ მოსწონს შენ რომ ასე იტანჯავ თავს, თუნდაც მის გამო
-მაგრამ ის ყოველთვის მახსენებს თავს და მეშიანია, რომ დაჩისთან გულწრფელად დავიწყებ ურთიერთობას
-წინასწარ ვერაფერს იტყვი, რომ გეშინია ბუნებრივი მოვლენაა, ჯერ ჩემთვის მაინც პატარა ხარ, თუმცა იმაზე ძლიერი ვიდრე მე ამ ასაკში და მე შენით ვამაყობ, საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ხარ იმისათვის, რომ სცადო რაღაც და შედეგებზე პასუხიც აგო, ამიტომ გეუბნები, დაჩისთან ურთიერთობა ცდად ღირს, ბედნიერებას იმსახურებ მარიამ
ნანამ ოთახი დატოვა, ცოტახნის შემდეგ, კი მარიამმა დღიური გადაშალა და ბოლოს ჩაწერილი ამბავი წაიკითხა, სადაც ქორწილის შესახებ ყვებოდა, მას შემდეგ მოხდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, დაჩის სახით.
მომხდარი ამბების ჩაწერა, რომ დაასრულა, დაჩიზე წერას ცალკე გვერდი დაუთმო, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, წერდა და წერდა, არ სრულდებოდა, თავის თავს გამოუტყდა გრძნობებში და შიშშიც, მოსალოდნელ ტკივილზეც და იმედგაცრუებაზეც, ნაწერი იქ დაასრულა რა ეტაპზეც ახლა იყო, გადაშლილი რვეული კუთხეში დატოვა და საწოლზე დაწვა.
რამდენიმე დღე გავიდა...
ერთ დილას მზის სხივებმა გააღვიძა, უკვე გაზაფხული დგებოდა, მაგრამ მაინც ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ თბილოდა, საათი დილის 8 საათს უჩვენებდა, თვითონაც არ იცის დღემდე რამ უბიძგა, მაგრამ მომზადება დაიწყო და დაჩის სახლისკენ აიღო გეზი. სანამ სახლთან მივიდოდა გაბრუებული ჯერ ვერ აღიქვამდა იმას თუ რის გაკეთებას აპირებდა, მალევე კი სახლის კარის წინ იდგა და რამდენჯერმე დააკაკუნა, კარები მალევე გაიღო და წელს ზემოთ შიშველი და თმა აჩეჩილი დაჩი ზღრუბლზე გამოჩნდა, დაჩი ძალიან გაკვირვებული იყო, ახლა და თან ასეთ დროს ნამდვილას არ ელოდა მარიამის გამოჩენას. მარიამმა ხელში ჩაბღაუჭებული სავსე რვეულები გაუწოდა და გამოართვა დაჩიმ თუ არა უკან მოუხედავად გაბრუნდა, ეს მისი დღიურები იყო, რომელიც დაჩის, როგორც პირველ და ერთადერთ ადამიანს მისცა, სადაც მას, როგორც გადაშლილ წიგნს ისე ამოიკითხავდა ადამიანი. გზაში დაჩის ხმა რამდენჯერმე მოესმა, თუმცა არ გაჩერებულა და კუთხეს მოეფარა თუ არა ტირილი აუვარდა, ჯერ კიდევ ვერ გაბედა დაჩისთვის პირისპირ ეთქვა მისი გრძნობების შესახებ, ამიტომ დაუტოვა დღიურები, სადაც მარიამი გრძნობები იყო აღწერილი და ახლა მისი დასრულება დაჩის მხრებზე იყო.

***
მას შემდეგ, რამდენიმე დღე გავიდა, ეს დღეებ გადაუღებლად წვიმდა, ნანამაც და გიორგიმაც ყველაფერი იცოდნენ მარიამსა და დაჩიზე, მამუკაზე ხანდახან თუ გაიგებდნენ მცირე ინფორმაციას, ნიკოლოზი კი რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, საზღვარგარეთ წავიდა.
ყოველდღე რუტინასავით ჰქონდა, ფიქრები დაჩიზე და თითქოს ამინდიც ხელს უწყობდა, ნანა მთელი საღამო არ დაბრუნდებოდა, წვიმა კი უფრო და უფრო მატულობდა, თავის ოთახში ავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ტაქსი გამოიძახა, მძღოლს დაჩის სახლის მისამართი უკარნახა, ახლავე უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, როგორმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი.

სახლს მიუახლოვდა თუ არა ნერვიულობამ პიკს მიაღწია, დაცვამ იცნო და სახლში უპრობლემოდ შეუშვა, თუმცა ვერსად ნახა, კაბინეტში კი მისი დღიურები შენიშნა, ფანჯრიდან უკანა ეზოში საქანელაზე მჯდომ სილუეტს მოკრა თვალი, არც კი დაფიქრებულა ისე ჩავიდა კიბეზე და ეზოში გასასვლელ კარევს მიუახლოვდა თუ არა ნაბიჯიც შეანალა, დაჩი თავჩაგინდრული იყო და სიგარეტს ეწეოდა, წვიმის ხმაურში ვერც კი გაიგო მარიამის ნაბიჯების ხმა და მისმა სილუეტმა სინათლე დაფარა და დაჩიმაც მაშიმ იგრძნო, რომ ვიღაც მიუახლოვდა
-დაჩი, მოვედი - დაჩი ფეხზე წამოდგა და მარიამის სტუმრობით სასიამოვნოდ გაკვირვებულს გაეღიმა
-ყველაფერი წავიკითხე, თუმცა ჯერ კიდევ ვიკავებდი თავს შენი ნახვისგან, მაგრამ შენ მოხვედი
-დავიღალე ამდენი მოცდით და ლოდინით, მეც მინდა ბედნიერი ვიყო და არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს შევძლებთ ერთად ყოფნას, მინდა, რომ ახლა და ახლავე დავიწყო შენს გვერდით ცხოვრება - ცრემლმორეული თვალებში უყურებდა მისთვის ძვირფასს მამაკაცს და მოუთმენლად ელოდა მის რეაქციას - მიყვარხარ დაჩი
-მოდი ჩემთან - უთხრა და საყვარელ ქალს ხელები მოხვია, შემდეგ კი მისგან პირველი კოცნას დაიმსახურა, პირველი კოცნა მარიამისთვის, რომელიც საბას შემდეგ, პირველად მიიღო სიყვარულით
-მიყვარხარ და არსად აღარ გაგიშვებ -იდგა ორი სხეული წვიმაში და ერთმანეთის სიყვარულით სავსენი.
აქ, ამ დგილას, საქანელასთან დაიწყო მათი ბედნიერი დასაწყისი...


...
-მარიამ, დავაგვიანეთ შენი ძმის ქორწილში
-მოვდივარრ - უპასუხა და კიბეზე დაეშვა -რაღაც უნდა გითხრა
-ულამაზესი ხარ -დაჩიმ შუბლზე აკოცა
-ორსულად ვარ -ყურადღება არ მიაქცია პირდაპირ უთხრა დაჩის სათქმელი და მის რეაქციას დააკვირდა
-რა? -იღრიალა ბოლო ხმაზე და აქეთ-იქით პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო
-დაჩიი, კარგად ხარ? -მისი ასეთი რეაქციით ცოტა შეშფოთდა მარიამი თან სიცილს ვერ წყვეტდა
-ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის -ცრემლმორეულმა ტუჩები დაუკოცნა -მადლობაა, მადლობაა, იმისთვის, რომ ასეთი ბედნიერი ადამიანი გამხადე ჯერ შენი და ახლა ჩვენი პატარას შემოსვლით ჩემს ცხოვრებაში



მათი ცხოვრება არყოფილა ყოველწამს სიხარულით სავსე, ხშირი იყო პატარა წყენებიც და გაბრაზებაც, მაგრამ მათი სიყვარული ყველაფერს წონიდა, თავიანთ წარსულს არასოდეს იხსენებდნენ, მაშინაც კი თუ ერთმანეთზე ბრაზობდნენ.
მარიამმა დაძლია და საბას სიყვარული წარსულში მოიტოვა, ის, როგორც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ტკბილი მოგონება ისე დარჩა, როგორიც არ უნდა იყოს წარსული ის უკან უნდა მოიტოვო, მხოლოდ ასე თუ გააგრძელებ წინსვლას. რაც შეეხება დაჩის, ის ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ქმარი იყო მარიამისთვის და საუკეთესო ადამიანი სხვებისთვის, მათი პატარა და თბილი ოჯახი უფრო და უფრო იზრდებოდა და რაც დრო გადიოდა, არც ერთი დოზით სიყვარული არ მცირდებოდა.



-რას ფიქრობ დროა ამ დღიურის ბოლო სიტყვით დასრულება?
-რა თქმა უნდა, ახლავე -
სავარძელში მჯდომიარემ და დაჩიზე მიხუტებულმა მარიამმა დღიურის წერა იქიდან გააგრძელა, სადაც მათი ერთად ყოფნის ამბავი უნდა გადაწყვეტილიყო
‘’ძვირფასო დღიურო...’’

-შენით ვამაყობ და გილოცავ შენს პირველ წიგნს
-მიყვარს ჩვენი ისტორია და ეს წიგნიც, რომელიც სწორედ, რომ ჩვენს სიყვარულს აღწერს-მარიამმა ტუჩებზე აკოცა და იმ ლურჯად განათებულ შენობაში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ტკივილს მალავდა და ოდნავ შემთვრალი ყოველ საღამოს ცეკვავდა, მოსიარულე ხალხს გადახედა, რომლებიც მისი დღიური-წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ.





დიდი მადლობა თითოეულ მკითხველს,
ვიცი, დიდი ჩავარდნები მქონდა, მაგრამ როგორღაც მივიყვანე ისტორია ბოლომდე და დავასრულე.
ვიცი შეცდომები იქნება და შესაძლოა ცოტა უკამყოფილებაც გამოიწვიოს, მაგრამ გპირდებით ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით.
ეს ისტორია კი ძალიან დიდი ხნის მანძილზე მიტრიალებდა თავში და საბოლოოდ რომ არ დამესრულებინა ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მიყვარხართ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent