სიყვარული გრძნობების გარეშე 32 თავი
-გეგა შენს გამო მე და ჩემს შვილს ყველაფერი თავზე გვენგრევა! მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან ერთხელ და სამუდამოდ წახვიდე-მკაცრი ტონით უთხრა ქალმა -ირაკლის გამო?-ცინიკური ტონით ჰკითხა გეგამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში -ისე გეცოდება ის ნაბ.ჭვარი რომ მზად ხარ მის გამო შენი ნებით მოხვიდე ჩემთან და შემეხვეწო? -ასე არააა! შენს გამო თორნიკესთვის სიმართლის თქმა მომიწია და ამის გამო ახლა ძალიან რთულ სიტაციაში არაიან ის და მარიანა-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი -ჩემს გამო არა, შენს გამო! -ტონს აუწია გაღიზიანებულმა კაცმა და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა- მთელი ეს წლები სიყალბეში ცხოვრებას აიძულებდი მასაც, საკუთარ თავსაც და ქმარსაც! -გთხოვ...უბრალოდ წადი-ცრემლები გადმოსცვივდა აღელვებულ ქალს -მე შენ 19 წელი გაძებდი! იცი რისი გადატანა მომიწია ამ 19 წლის განმავლობაში? -არა არ ვიცი, მაგრამ ვხვდები ... - ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და სწრაფად მოიშორა სახიდან სიმწრის ცრემლები-მაგრამ შენ იმედი მაინც გქონდა რომ, ერთ დღეს... ერთ დღეს აუცილებლად მიპოვიდი... მე... მე კი უიმედოდ, უმიზნოდ, უაზროდ მთელი 27 წელი გულში ჩუმად ყოველ დღე გელოდი! -დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა და მზერა აარიდა მის მომღიმარ სახეს -ვიცი რომ მელოდებოდი, გგრძნობდი... ამიტომაც შენი ძებნა არასდროს შემიწყვეტია!- უემოციო ტონით უთხრა კაცმა და ნელა მიუახლოვდა მთელი სხეულით მოცახცახე ქალს -გთხოვ-შეეხევწა ქეთი როცა გეგამ ორივე ხელი შემოხვია და გულზე ძლიერად მიიკრო -ნუ მთხოვ-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა და საფეთქელზე აკოცა -ასე ცხოვრება არ შემიძლია-სწრაფად მოშორდა თავგზააბნეული ქალი საყვარელი მამაკაცის მხურვალე სხეულს დ უკან დაიხია -ქეთი-ნაბიჯი მისკე წადგა დაბრაზებულმა კაცმა, მაგრამ დაბნეულმა ქალმა უფლება არ მისცა კიდევ ერთხელ შეხებოდა -აქ წარსულზე და ჩვენს გრძნობებზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ... მინდა გთხოვე რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე... -თორნიკეს გართულებულ მდგომარეობას იყენებ ჩემს წინააღმდეგ?-გაცეცხლდა კაცი -სწორედ შენს გამო ენგრევა ცხოვრება ჩემს შვილს -სერიოზულად?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა- ამას მართლა მეუბნები? -შენ მე მემუქრებოდი რომ სიმართლეს ეტყოდი! -იმიტომ რომ შენთან მოსასვლელი ერთადერთი გზა წარსულის ამ მძიმე საიდუმლოზე გადიოდაა! სხვაგვარად შენ ჩემმდე ვერ მოგიყვანდი... იმიტომ რომ გეგონა მიგატოვე და ამის გამო უსაზღვროდ გძულდი -ახლაც მძულხარ! იმიტომ რომ შენი წასვლითაც და უკან დაბრუნებითა გაუსაზლისი ტკივილი მომაყენე!- ამოილუღლუღა ხელახლა ატირებულმა ქალმა და ხმა ჩაუწყდა -ქეთი-გეგამ სწრაფად დაფარა მათ შორის არსებული მანძილი მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -მე თორნიკეს არასდროს არაფერს ვეტყოდი და შენ ეს კარგად იცი... -მე არ ვიცოდი... მართლა არ ვიცოდი რეალურად რისი გამკეთებელი იყავი გეგა... ამიტომაც შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, რომ შენ მას ცხოვრებას დაუნგრევდი ჩემს დასაჯელად... -რატომ არ დაიჯერე ეს დედა მოტ.ნული რომ ისევ ისე გაგიჟებით მიყვარდი? და სწორედ ამ მიზეზით რეალურად არასდროს არაფერს არ დაგიშავებდი? -იმიტომ რომ შენ მას ქრისტინეს შესახებ უთხარი -შენ მაიძულე რომ ასე მოვქცეულიყავი -რეალურად მე ახლაც არ ვიცი რას უნდა ველოდო შენგან!-გაბრაზდა ქალი და მისი ხელები უხეშად მოიშორა სახიდან-წარმოდგენა არ მქავს რატომ დაბრუნდი 27 წლის მერე ჩემს ცხოვრებაში -იმიტომ რომ დღემდე ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ როგორც მაშინ და შენი დავიწყება ვერ შევძელი -რატომ უნდა დაგიჯერო? -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ქალს ალეწილ სახეზე- მითუმეტეს როცა ვიღაც სხვა არსებობს შენს ცხოვრებაში -ეჭვიანობ?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა და უცნაური მზერა ააყოლა საყვარელი ქალის ტანზე შემოტმასნილ მოკლე კაბას- გაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ მე ყოველ ღამე ვიღაც სხვას ვეხები -გაჩუმდი-მბრძანებლური ტონით უთხრა ქალმა უკან დაიხია- გთხოვ უბრალოდ აღარაფერი თქვა -იცი მე რა დამემართა როცა გავივე რომ გათხოვდი? როცა გავაცნობიერე რომ სხვისი საკუთრება გახდი! სხვისი ქალი... -გეყოფა-ატირდა ქეთი -ლამის შევიშალე იმაზე ფიქრით რომ შენ გათხოვილი ქალი გერქვა და ვიღაც ნაბ.ჭვრის საკუთრება იყავი... ყველგან გეძებდი... ყველა ნაცნობთან, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა შენზე! ასე განზრახ მოიქცევი! გინდოდა თორნიკეს შვილივით გაგეზარდა და ყველასთან შეწყვიტე კომუნიკაცია რომ ეს საშინელი საიდუმლო დაგემალა! მე კი მაინც გეძებდი... მეც არ ვიცი რატომ...ალბათ იმიტომ ძალიან მიყვარდი, შენს დავიწყებას ვერ ვახერხებდი და მინდოდა გათხოვილი მენახე, რომ გული უარესად მტკენოდა და შემძულებოდი...მაგრამ ვერ გიპოვე და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა, შენდამი ინტერეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა და თავს ბოლომდე მაკარგვინებდა...ყველაზე რთული იმ აზრთან შეგუება იყო რომ შენ ვიღაც სხვა მთელი არსებით და სხეულით შეგიგრძნობდა ყოველ ღამე, იმიტომ რომ მისი ცოლი და ქალი გერქვა, მე კი ამ დროს არაფრის გაკეთება არ შემეძლო! -გაჩუმდი... გთხოვ შეწყვიტე ძალიან გთხოვ- ატირებული ქეთი ძლიერად დაებღაუჭა აკანკალებული ხელებით საყვარელი მამაკაცის თეთრ პერანგს - ახლა...ახლა როცა როგორც იქნა გიპოვე ამდენი წლის მერე...და ვცდილობ დაგიბრუნო, შენ მაინც ჯიუტად მწინააღმდეგები და ცხოვრებას განაგრძბობ იმ ს.რთან რომელიც რეალურად ოდნავადა არ გიყვარს... -უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო-ასლუკუნდა ქეთი - მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ ის ნაბ.ჭვარი ირაკლი ყოველ ღამე ისევ გეხება, შეგიგრძნობს და გისაკუთრებს -ხელები ისე ძლიერად მომუშტა გაღიზიანებულმა კაცმა რომ მკალბეზე ძარღვები ამოებერა -საკმარისია გეყოფა!-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი- ირაკლი ჩემი ქმარია, ჩემი ოჯახი... უფლება არ გაქვს რომ ასე მელაპარაკო!- უკან დაიხია და მზერა გაუსწორა -განქორწინება მოსთხოვე -არ შემიძლია, ასე მოქცევა არ შემიძლია -ქეთი ნუ მაგიჟებ -აქ იმისთვის მოვედი რომ ჩემი ცხობრებიდსნ წასვლა გთხოვო და არა იმიტომ რომ შენთან ერთად ჩვენი მამავალი ქორწილი დავგეგმო- ამ სიტყვებზე სიმწრის ღიმილმ აგადაურბინა სახეზე და მარჯვენა ხელის არა თითზე გაკეთებულ ოქროს ბეჭედს დახედა- საერთოდ რაზე ვლაპარაკობ... მე გათხოვილი ქალი ვარ... აქ არ უნდა მოვსულიყავი... შეცდომა დავუშვი...უმისამართოდ დაიჩურჩილა და მიტრიალდა -ქეთი-გეგას გამყინავმა ხმამ ადგილზე გააშეშა თავგზააბნეული ქალი- თავს არასდროს დაგანებებ და შენი ცხოვრებიდან აღარასოდეს წავალ, იმიტომ რომ ამდენი წლის მერეც ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ როგორც მაშინ წლების წინდა და ზუსტად ვიცი რომ შენც! ასე რომ- მუქარა ნარევი ტონით გააგრძელა კაცმა- იქამდე არ გავჩერდები სანამ შენ ჩემი ცოლი არ გახდები -მივხვდი-მისკენ არ მიუხედა ისე უთხრა ქალმა და ცრემლიანი თვალებით გახედა ქუჩაში მოსიარეულე ხელჩაკიდულ წყვილებს და გაუაზრებლად მიბრუნდა გეგასკენ -კიდევ როდის გნახავ?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა და თავხედური მზერა ააყოლა მის შიშველ ფეხებს რომელთა სილამაზესაც სათანადოდ ვერ ფარავდა მოკლე კაბის კიდე -რა თავდაჯერებული ხარ-ირონიულად გაეღიმა ქალს- გგონია ამ ყველაფერის მერე კიდევ მოვისურვებ შენთან შეხვედრას და ლაპარაკს? -ჩემი ნახვის სურვილი სიგიჟემდე რომ მიგიყვანს... და შენი ფეხით მოხვალ ჩემთან!- გამომწვევი ტონით უთხრა გეგამ და თავზე წამოადგა აღელვებულ ქალს- აი მაშინ ჩემთან დარჩენას სამუდამოდ გაიძულებ და წასვლის უფლებას აღარ მოგცემ აღარასოდეს -ეგ არასდროს მოხდება- დარწმუნებით უთხრა ქალმა და ბეჭედს დახედა -დაგელოდები... ვერც კი წარმოიდგენ რამხელა მოთმინების უნარი გამაჩნია -უნდა წავიდე-სევდიანად გაუღიმა ქალმა და მიტრიალდა. ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო, გიჟური სიყვარულის უცნაური თავშეკავებული და თავისებური გამოხატულებით, რადგან ამ დღის მერე ყველაფერი საშინლად აირია ქეთი ცხოვრებაში, ანიმ ყველფერი გაიგო მშობლების მორიგი ჩხუბის დროს და სახლიდან გაიქცა,ამ დროსი განმავლობაში ირაკლიმ თითქმის ყველა სხვრევადი ნივთი დალეწა სახლში. მარიანამ თორნიკეს ოფიციალურად მოსთხოვა განქორწინება რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვა ყველას ცხოვრებაში. ამ ყველაფერს დაემატა ისიც რომ ლაშამ ქეთის დაურეკა და შეხვედრა მოსთხოვა თორნიკესთან დაკავშირებით. თავგზააბნეული, გაგიჟებული და სასოწარკვეთილი ქალი უკვე ვეღარ აზროვნებდა და არ იცოდა რა და როგორ გაეკეთებინა ამ რთულ და საშინელ სიტუაციაში, პირველი რაც გააკეთა ლაშასთან შეხვედრად დათანხმდა... ეგონა ყველაზე მარტივად მასთან გადაჭრიდა პრობლემას, წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ყველზე დიდი უბედურება წინ ელოდა, რადგან ლაშამ გაუმხილა წარსულის ყველაზე მახინჯი სიმართლე რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა ქეთი დახშულ გონებაში რის გამოც უბრალოდ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და გონება დაკარგული ხელებში ჩაუვარდა. წამლების საზიზღარი სუნით გაჟღენთილ, თეთრ ოთახში დამძიმებული ქუთუთოები სუსტად გაახილა ქეთიმ და ზიზღით მოავლო თვალი ცარიელ პალატას, გული მტკივნეულად შეეკუმშა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე -თავს როგორ გრძნობთ?-მომღიმარი სახით შევიდა ექთანი და წვეთოვანი მოხსნა -საავადმყოფოში ვინ მომიყვანა?-ჩურჩულით იკითხა ქალმა -სასწრაფომ...თქვენს ახლობლებთან დაკავშირება ვერ შევძელით.. გსურთ ვინმესთან დაგარეკინოთ? -არა საჭირო არაა -კარგით როგორც გინდათ, ახლა ექიმი შემოვა და ის გაგესაუბრებათ. ქეთი უინტერესოდ უსმენდა ექიმის რჩევა დარიგებებს რომელიც მას სიმშვიდეს დასვენებას და ტერსისგან თავის არიდებას დაჟინებით სთხოვდა გულზე შექმნილი პრობლემების გამო. ირაკლი ზიზღით მიაჩერდა, შინ, გვიან ღამით დაბრუნებულ ცოლს, თუმცა ნივთების მტვრევის და ჩხუბის ნაცვლად ამ ყველაფერს ზედმეტი სიმშვიდით შეხვდა, ქეთის რა თქმა უმდა გაუკვირდა მისი სიჩუმე თუმცა როცა მიაუხლოვდა სავარძელში მჯდომ ქმარს და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებულ თვალებში ჩააცქერდა მაშინვე მიხვდა რა იყო მიზეზი მისი ამ ძალდატანებული სიმშვიდის და გული საშინლად ეტკინა -ლაშას შევხვდი-დაიჩურჩულა და უღონოდ დაეშვა დივანზე -ხომ იცი რომ უკვე დიდი ხანია მკ.დია სად, ვისთან და რატომ მიდიხარ- ზიზღით უთხრა კაცმა და ღვინის მეორე,თითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი მოიყუდა -სიმართლე მომიყვა წარსულის შესახებ-ქმრის შეურაცხმყოფელი სიტყვები დააიგნორა და მშვიდად განაგრძო -ის თორნიკეს მამა არააა- დაუფიქრებლად მიახლა კაცს რომელსაც სასმელი გადასცა და ლამის დაიხრჩო ხველით -რა სისულელეს ბოდავ ხვდები?-დამცინავი ტონით ჰკითხა კაცმა -ბიძამისია-არ გაჩუმდა ქეთი და ბოლომდე გააგიჟა ისედაც თავგზააბნეული კაცი -ქეთი! კარგად ხარ?-თვალები დააწვრილა კაცმა და ინტერესით ჩააცქერდა ცოლს ჩამქრალ ცისფერ სფეროებში -არა არ ვარ-ამოილუღლუღა მთელი სხეულით აკანკალებულმა ქალმა და სახეზე ხელები აიფარა -რას ნიშნავს ლაშა ბიძამისია შეგიძლია ამიხსნა? -მე... არც კი ვიცი საიდან დავიწყო -თავიდან-უემოციო ტონით უთხრა ირაკლიმ და- ცარიელი ღვინის ბოთლი ხმურით დადო მაგიდაზე -შენთვის ისევ მნიშვნელოვანია თორნიკე და მის დანგრეული ცხოვრება? -ის ჩემი შვილია-ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა და ცოლის ალეწილი სახიდან მზერა კარადაზე დადებულ ოჯახურ ფოტოს გაუშტერა, სადაც ოთხივე ერთად იყო გადაღებული, ქეთიმაც იქით გაიხედა და გული მტკივნეულად შეეკუმშა იქ აღბეჭდილ მომღიმარ და ბედნიერ სახეებს რომ ჰკიდა თვალი -მე...არ მინდოდა რომ... ასე მოხმდარიყო-დაიჩურჩულა ქალმა და ხმა ჩაუწყდა, რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამის სათქმელად -სინამდვილეში შენ არასოდეს მეკუთვნოდი მე... ეს მხოლოდ ილუზიაში ნაშენები ბედნიერი ოჯახის იმიტაცია იყო-მკაცრი ტონით უთხრა კაცმა და ფეხზე წამოდგა, ხელში აიღო სურათი და ზიზღით დაცქერდა დროში გაჩერებულ ბედნიერ წამებს- სინამდვილეში მე იმის მესაკუთრე ვიყავი რაც რეალური არასოდეს ყოფილა! ეს ღიმილი, მზერა, ბედნიერი სახეები, ოჯახი ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო და მეტი არაფერი -მაპატიე-დაიჩურჩულა ქალმა და ხელახლა ატირდა -არაფერში გადანაშაულებ... -ამღვრეული თვალებით გახედა ირაკლომ ცოლს და დაძაბული მზერა ისევ ფოტოზე გადაიტანა -ჰო მაგრამ ვგრძნობ როგორ ძალიან გატკინე -მე...ყველფარი ის მქონდა რაც სინამდვილეში პირადად მე არ მეკუთვნოდა... პირველ რიგში შენ და თორნიკე...მაგრამ ამდენი ყალბი გრძნობის მიუხედავად მინდა იცოდე რომ მე შენც და თორნიკეც ძალიან მიყვარხართ! ეს ერთადერთი სიმართლეა ჩვენს 25 წლიან ყალბ ურთიერთობებში -შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყავი, ხარ და იქნები -შენ მკითხე თორნიკეს ამბავს ჩემთვის კიდევ ჰქონდა მნიშვნელობა თუ არა!- დაუღრინა გაღიზიანებული ტონით კაცმა და ისეთი ძალით დაახეთქა ჩარჩოიანი სურათი მაგიდაზე რომ მინა დალეწა -მაპატიე, მე უბრალოდ...-დაიბნა ქეთი -შენ შეიძლება მარტივად გადაუსვა ხაზი ჩევნს წარსულს გეგა ავალიანის გამო, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხართ შენ და თორნიკე იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხართ და სიცოცხლის ბოლომდე ასე მეყვარებით...შენი საბოლოო გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება ჩემს გულში, სულში და გონებაში... მინდა რომ ეს სულ გახსოვდეს -გთხოოვ-ატირდა ქეთი და სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები -ახლა დაწყნარდი და მშვიდად მომიყევი ლაშას და ქრისტინას ურთიერთობის შესახებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.