შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება


19-09-2021, 17:07
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 1 326

რამდენი რამ შეიცვალა არაა? დროის სვლასთან ერთად ხვდები რომ ის აღარ ხარ ვინც გუშინ იყავი. ადამიანებიც შემომეფანტნენ, ხოდა მეც გადაწყვეტილება მივიღე, არ ვიცი რამდენად სწორი, მაგრამ ამას დრო მანახებს.
ფიქრებმა მთელი ღამე არ დამაძინეს. დილით ონლაინ ბილეთი შვუკვეთე. ხვალ სტამბულისკენ მაქვს ფრენა. ერთი დღე მქონდა რომ ყველაფერი მომეგვარებინა და მშვიდად დამეტოვებინა საქართველო. არ ვიცოდი როგორ მეთქვა ოჯახის წევრებისთვის რომ მივდივარ და თან ასე სწრაფად.
დედასთან დავრეკე. ათთრთოლებული ხმით ვუთხარი რომ მივდივარ... რამდენიმე წუთი დუმდა დედა, არ ვიცი ალბათ შესაფერის სიტყვებს ეძებდა, ალბათ უნდოდა ისევ პატარა გოგო ვყოფილიყავი, რომ ჩემთვის წასვლა აეკრძალა, მაგრამ იცოდა, კარგად იცოდა, რომ პატარა გოგო არ ვიყავი და ვერ გამაჩერებდა. მითხრა რომ ჩემს გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა, მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი იყო...
,, დეე, ჩემო მზის სხივო, მე უნდა წავსულიყავი, რათა დაკარგული ჩემი თავი მეპოვნა, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობდი როგორც გვირილა, რომელიც ვარდების თაიგულში მოათავსეს, იქნებ დეე ნაცვლად იმისა რომ მასწავლიდი როგორ დამელაგებინა საკუთარი ნივთები, გესწავლებინა ცხოვრების დალაგება, არეული ვარ...".
ეს ბოლო ღამე იყო. ბოლო ღამე, როცა საქართველოს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი, როცა ჩემი სამშობლოს ჰაერს ვსუნთქავდი, მინდოდა ბევრი შემესუნთქა, ძალიან ბევრი, რათა იქაც - სხვა ქვეყანაში, სამყოფი ყოფილიყო.
ფრენა 14:00-ზე იყო, თუმცა აეროპორტში ადრე მივედი...
ახლა მოსაცდელში ვდგავარ, ორი დიდი ჩემოდნით ხელში, ცრემლიანი თვალებით. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ორ ჩემოდანში მოვაქციე. ყველა ჩემი ბედნიერი და უბედური დღეები ჩემოდანში ჩავალაგე და მძიმედ დავხურე.
ამ ეტაპზე ეს ახლა ძალიან მჭირდებოდა. მჭირდებოდა რომ სხვა ვინმე ვყოფილიყავი, მჭირდებოდა წასვლა იქ, სადაც შუმჩნეველი გავხდებოდი, მჭირდებოდა ახლიდან დამეწყო ცხოვრება, საერთოდ ახალი ფურცლიდან.
ხანდახან წასვლა საჭიროა. და მეც წავედი... წავედი და თან მიმაქვს ჩემი წილი ბედნიერება. ალბათ წასვლასაც აქვს თავისებური ხიბლი.
ყველა ძვირფასი მოგონება ჩავდე ჩემოდანში, რა უცნაურია არაა? ჩემი ცხოვრების ბედნიერ წუთებს ძალიან პატარა ადგილი დასჭირდა.
ვფიქრობდი, რომ თუ ადამიანებს ზედ გადავყვებოდი ისინი დამაფასებდნენ, ჩემს სულს დაინახავდნენ, მაგრამ არაა. ადამიანი ზედაპირული არსებაა. მინდოდა ის ვყოფილიყავი ვინც ვარ, მაგრამ ეს ვერ შევძელი. შემეშინდა ხალხის მხრიდან დაცინვის, შემეშინდა ვინმესთვის ჩემი აზრების გაზიარების, საზოგადოებას არ უყვარს განსხვავებული ადამიანები. ჰოოდა ჩემი ,,მახინჯი" სახით, მაგრამ მდიდარი სულით დავტოვე ყველა, უკან მოვიტოვე ყველა მოგონება, ყველა გულის ტკივილი, ყველა წყენა და ცრემლი.
მივდივარ უხმოდ... უთქმელად...
ჩემი ოცნების ქალაქში მივდივარ...
როცა მეგობრებს გავუმხილე რომ სტამბულზე ვოცნებობდი დამცინეს, დამცინეს რადგან უგემოვნო ვიყავი, არ ვოცნებობდი პარიზზე, რომზე, ნიუ-იორკზე. დიახ მე სტამბულისკენ მიმიწევდა გული...
ჩემი ოცნების ქალაქში მივდივარ, მივდივარ რომ მისმა სიდიადემ, სიდიდემ, ხმაურმა, სილამაზემ მშთანთქოს.
მივიდვარ რომ იქ საკუთარი თავი ვიყო. მთელი ჩემი დანაზოგი მიმაქვს და მივდივარ.

როდის დავბრუნდები? არ ვიცი. მანამ არა, სანამ ჩემში დაბნელებეული მზე კვლავ არ ამობრწყინდება.
ჩემი ოცნებების ასახდენად მივდივარ...

ორი მძიმე ჩემოდნით და გულში დიდი დარდით ვდგავარ აეროპორტში და ჩემს რიგს ველოდები.
ველოდები თვითმფრინავს, რომელიც ჩემი ოცნებებისკენ გამაფრენს. ალბათ გული ამიჩქარდება, როცა ილუმინატორიდან საქართველოს ბოლოჯერ გადავხედავ...
მშვიდობით ჩემო საქართველო...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

იმედია ეს პირველი თავია და გაგრძელება აქვს. კარგია და გამიხარდება თუ მალემალე მოგაწვდი ახალ ეპიზოდებს. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო დასაწყისია.მომეწონა

 


№3  offline წევრი AnnyAdyaman

Qeti qimucadze
იმედია ეს პირველი თავია და გაგრძელება აქვს. კარგია და გამიხარდება თუ მალემალე მოგაწვდი ახალ ეპიზოდებს. წარმატებები

მაქსიმალურად ვეცდები ახალი ეპიზოდები მოგაწოდოთ <3 <3 დიდი მადლობა თქვენ <3 <3

სტუმარი nancho
საინტერესო დასაწყისია.მომეწონა


დიდი მადლობა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent