შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (თავი 13)


20-09-2021, 14:48
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 002

- რა მოხდა. - კითხვაც არ არის.
ოდნავ იწევა უკან, თუმცა გაოცებულ მზერას არაფრით მაშორებს.
- არაფერი. მაპატიე, გთხოვ. - ისევ ვჯდები და სახეზე ვიფარებ ხელებს.
- ალე...
- არაფერი, ერეკლე.
- რა არაფერი, ვერ გავიგე, რამე მივქარე?
ღრმად ვსუნთქავ.
ნელა ვიშორებ ხელებს და რატომღაც, წამიერად, ისევ ვარსკვლავებისკენ გამირბის მზერა.
ამჩნევს. შეუძლებელიც კია, რომ ეს გამოეპაროს, ყოველ ჯერზე ისეთი რეაქცია მაქვს, თითქოს დენი მირტყამს.
აღარაფერს მეუბნება. მასაც ცაზე გადააქვს მზერა, თუმცა ჩემგან განსხვავებით, ნამდვილად არ აშორებს მალევე თვალს.
- შენ მითხარი, რომ ვარსკვლავები არ გიყვარს... - ახსენდება.
- არ გვინდა ამაზე - ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთზე.
- მომიყევი...
- არ შემიძლია, ერეკლე.
- არ მენდობი?
- საკუთარ თავზე მეტად, მაგრამ რომ ვლაპარაკობ, რაღაც...მიჭერს - მზერასაც კი ვერ ვუსწორებ.
გულზე ვიდებ ხელს და ვცდილობ ვისუნთქო.
ნელა წვება სტადიონზე.
არ ვუყურებ, თუმცა თითქოს, მაინც თვალწინ მაქვს მისი თვალები.
- მოდი... - ხელს შლის. - არ უყურო, უბრალოდ მოდი.
არ ვიცი, რა ძალა მიბიძგებს მისკენ, თუმცა ვერანაირად ვერ ვეწინააღმდეგები.
ძალიან მინდა ტირილი, თითქოს, ემოციებს ვეღარ ვიტევ.
ყველაფერი ერთად მახსენდება, რაზეც ოდესღაც თავი შევიკავე.
თვალებს ვხუჭავ და ისე ვწვები მასთან. ფრთხილად ვადებ თავს მხარზე და ხელს ვკიდებ.
მაშინვე იქცევს ჩემს თითებს საკუთარში, მეორე ხელით კი თმაზე მეფერება. არ ვიცი, როგორ ახერხებს, თუმცა ტირილის სურვილი ქრება. თითქოს, გულთან აღწევს და ძალიან ფრთხილად მეხება.
ეს შეგრძნებაც პირველია.
ვმშვიდდები, თუმცა გონება, მაინც განაგრძნობს ფიქრს და პარალელურად, რამდენჯერმე, დარტყმასავით მიმეორებს
'შენი ბრალიას'
სხვაგვარად.
შემეძლო, სულ სხვაგვარად მეფიქრა.
ის დამენახა, რასაც ახლა ვხედავ და დღეს, სულ სხვა რეალობა მექნებოდა.
ადამიანი, ადამიანისთვის მზეა, რომელსაც ვერ ამჩნევს მანამ, სანამ არ ჩაქრება.
სიჩუმე.
ხმაურიანი სიჩუმე.
არ ვიცი, ამაზე ფიქრს ამდენ ხანს თუ გავუძლებდი მის გარეშე.
არაფერს აკეთებს, თუმცა მისი სიახლოვე ყველაფერია.
მისი სუნთქვა, გულისცემა, რომელიც თითქოს მთლიანად აღწევს ჩემში.
ისევ არ ვახელ თვალებს.
- იცი... ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლება ვერც გაგვეცნო ერთმანეთი.- თვითონაც ვერ ვხვდები, როგორ ვიწყებ ლაპარაკს.
კრთება.
წამიერად აჩერებს ხელს, რომლითაც თმაზე მეფერებოდა, თუმცა მერე, თითქოს წამსვე მოდის გონს და ისევ აგრძელებს.
- ადამიანი არასდროს აფასებს ცხოვრების საჩუქარს.
უფრო მეტიც, ზოგჯერ, მას საერთოდ
ვერ ხედავს.
ჰგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს და მხოლოდ იმიტომ ჰკიცხავს ცხოვრებას, რომ მან, მისი სურვილისამებრ არ შეურჩია საჩუქარი. - ღრმად ვსუნთქავ
შალვა...
- შალვა? - კარგად შესამჩნევი გაოცება იგრძნობა მის ხმაში.
'მე, ალექსანდრა რაფავა ვარ' მახსენდება, როგორ ვეუბნებოდი ყველა დაცვის თანამშრომელს ამას და შემდეგ, პირადობას ვაძლევდი.
ვიცი, რომ ვერ ხვდება, მაგრამ მეტჯერ, მაინც აღარ მეკითხება.
- მე შალვას ძმიშვილი არ ვარ, ერეკლე.- მაინც მომდის ცრემლები.
სუნთქვას წყვეტს.
- მამამ შვილად ამირჩია და ისეთი ცხოვრება მაჩუქა, მსგავსზე რომ ვერც ვიოცნებებდი.
ვერ დავუფასე...
ხელი უკანკალებს და წამსვე მაშორებს თითებს.
- დღეს ვართ, ხვალ აღარ ვართ...
ზოგჯერ, ცხოვრებაში ისეთი რაღაცეებიც ხდება, რაც გვეგონა, რომ არასდროს.
მეც მეგონა, რომ არასდროს.
როცა მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა და ის, ჩემგან მსგავს სიტყვებს არ იმსახურებდა, ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო ცაზე.
ერთი ამოვირჩიე და დავპირდი, რომ დილას, როცა მამა დაბრუნდებოდა, ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი.
ის არ დაბრუნებულა...
ძალიან ბევრჯერ ჩაეხუტე
მამას, გთხოვ... - თავს ვერაფრით
ვიკავებ და თავისით მეწყება ტირილი.
- ჩშშ, არ გინდა...
ვგრძნობ, როგორ უჩქარდება გულისცემა.
ჩემსკენ ბრუნდება და კიდევ უფრო ძლიერად მეხუტება.
- ვერ მოვასწარი...
მინდოდა, ძალიან ბევრჯერ მეთქვა
რომ მიყვარს...
- დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ეჭვი არასდროს შეპარვია.
მაპატიე. არ მინდოდა, რომ ასე...
- შენი ბრალი არაა, ერეკლე. ვერასოდეს ვიხსენებ ცრემლების გარეშე.
- წავიდეთ. - ნელა მშორდება და ხელს მიწვდის.- აქ არ მოგიყვანდი ეს რომ...
- ხომ გითხარი, რომ შენი ბრალი არაა.-ხელს ვკიდებ და ფრთხილად ვჯდები.
- ის შენი ნამდვილი მამაა, ადამიანი, რომელმაც შეგიყვარა და შენზე ზრუნავდა. ბედნიერი მომენტები გაჩუქა...
- მე ისედაც არ მყავს სხვა მამა - თავს ვხრი - სიმართლის გაგების შემდეგ, სწორედ ეს უნდა მეთქვა მისთვის, თუმცა მე... - ვეღარ ვაგრძელებ.
- თავს ნუ იდანაშაულებ. რთულია, ასეთ დროს თავი აკონტროლო. დარწმუნებული ვარ, მამაშენმა იცოდა ის, რასაც შემდეგ დამშვიდებულ გულზე ეტყოდი.
- ვაწყენინე...
- მან იცოდა, რომ არ გინდოდა.
წამიერად ვუსწორებ თვალს.
დედასაც კი არ უთქვამს აქამდე ეს.
- და მას არ მოეწონებოდა, რომ ცრემლებით იხსენებდე.
ის სულ შენს გულში დარჩება ლამაზი მოგონებებით და ეს, მხოლოდ ღიმილს უნდა გგვგვრიდეს.
ღრმად სუნთქავს.
- ჩვენ ხომ ზღაპრიდან ვართ, ალე.
ის ზემოდან გიყურებს და უნდა, რომ მხოლოდ ბედნიერს და გახარებულს გხედავდეს.
გაიხსენე და ხშირად, ძალიან ხშირად გაიღიმე. შეგიძლია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი, კარგი მოგონება გაქვს მასთან. - ისევ ღრმად სუნთქავს.
ვგრძნობ, თითქოს, რაღაც სხვანაირად უჭირს ამაზე საუბარი.
ცდილობს გაექცეს, თუმცა ის ფაქტიც კი, რომ შეიძლება საკუთარს თუნდაც ირიბად ეხება, მაინც ახსენებს რაღაცას.
- მე და მამას იდეალური ურთიერთობა არასდროს გვქონია. - ოდნავ იჩეჩავს მხრებს.
წარბებს ვკრავ.
ინტერვიუ...
ინტერვიუში, როცა დივანზე ხელგადახვეულები ისხდნენ, ისეთი ბუნებრივები და მხიარულები იყვნენ, უბრალოდ წარმოუდგენელია, იმ ღიმილის სიყალბე გეგრძნო.
ნუთუ თამაშობდნენ...
- არაფერი არ ვიცი მასზე და არც მან ჩემზე. ბავშვობიდან მოყოლებული რაც მახსოვს ისაა, რომ მუშაობს.
ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, იტალია. ბოლოს საქართველოშიც ჩამოვიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან დაგვაახლოვა.
ძალიან უნდოდა, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ეროვნული ნაკრების მაისურით მეთამაშა... - ოდნავ ეღიმება.
ბავშვობიდან მოყოლებული, იმ მცირე დროს, რაც ერთმანეთისთვის გვქონდა, ფეხბურთზე საუბარში იყენებდა.
იცი, მეგონა, რომ როცა სურვილს ავუსრულებდი, ის შეიცვლებოდა. არა, რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რატომაც ეს ვზა ავირჩიე, თუმცა ნაწილობრივ.... ის არ შეცვლილა, ალე. - კვლავ ოდნავ ეღიმება.
არაფერი არ შეცვლილა მასში იმის გარდა, რომ სიამაყე წამოწია წინა პლანზე.
'დიახ, ერეკლე ტაბატაძის მამა'
'ჩემი შვილია'
'ჩემი უფროსი ბიჭია.'
'ნახეთ რა გოლი გაუტანა?'
ამ და კიდევ სხვა მრავალი ფრაზით იწონებდა და ახლაც იწონებს თავს.
ხალხთან შეიცვალა, ჩემთან არა.
ისევ არ აქვს დრო, ისევ არ ვსაუბრობთ...
სამაგიეროდ, თანამშრომლებთან საუბრობს ბევრს ჩემზე, ნაკრებზე.
- ინტერვიუში ეს არ გეტყობოდათ...
- ხო, მამას ძალიან ვეამაყები - ამჯერად, ირონიულად ეღიმება - ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საჭიროა. თავის ქებაში გადაუდის, მაგრამ მე არაფერი არ მინდა მისგან სიყვარულის გარდა. - ოდნავ აქნევს თავს.
- რამდენს ვქაქანებ, ღმერთო.
თავი აგატკივე მგონი ჩემი ოჯახური ამბებით.
- რა სისულელეს ამბობ, ერეკლე. - იმდენად საყვარლად ამბობს, გულწრფელად მეღიმება.
- ახლა მართლა წავედით, შემდეგი შეხვედრის სასაუბრო თემაა... დედები. - სიცილით დგება ფეხზე.
- მანანაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ორი დღე ვერ მოვრჩები.
- შენ გგონია ქეთევან ჰანიმი ნაკლებია?- წამოდგომაში მეხმარება.
- ისე, დედები ხომ არ გაგვეცვალა? ვნახოთ, ვის უფრო რთული ხასიათი აქვს.
- დედაჩემს ვერ გაუძლებ, შანსი არაა. -ხელკავს ვდებ და ნელი ნაბიჯებით მივდივართ გასასვლელისკენ .
- ვერც შენ გაუძლებ დედაჩემს.
- არა, მე გავუძლებ. ძალიან მიყვარს ქალბატონი ქეთი. ისეთი თბილი ტონით მესაუბრება ხოლმე, გამორიცხულია რთული ხასიათი ჰქონდეს.
- ხო, კი. შენ ფუნჯით არ გამოგკიდებია... - ოდნავ ეღიმება.
- რაო?
- კიდევ უმარილო წვნიანით და უშაქრო წვენებით.
მეღიმება.
- ისე, მაგას მართლა ჭამ ხოლმე?
- რას, უმარილო საჭმელებს?
- ჰო. - თავსაც ვუქნევ.
- ძალიან მინდა რომ გავექცე, მაგრამ ყოველთვის წარმატებით არ გამომდის.
არ მინდა, რომ ვაწყენინო, მაგრამ გეფიცები, ეს კატასტროფაა.
- მაგრამ ჯანმრთელობა.
ღრმად სუნთქავს.
- მუდამ ამაზე ფიქრი, ძალიან დამღლელია. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი უნდა გააკეთო საკუთარი ბედნიერების და არა სტრესის მისაღებად. - კიბეებთან ჩერდება. - აბა, მზად ხარ კიდევ ერთი ექსტრემალური სიტუაციისთვის?
- შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ...
ოდნავ ეღიმება და ფრთხილად მიყვანს ხელში.
- მაშინ წავედით.
***
ვერ ვიტყვი, რომ შემოსვლა ან გასვლა ერთმანეთისგან სირთულით განსხვავდება.
როდის დაგიჭერენ, არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, მაინც ერთნაირად მოგხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს ბევრი ვუძახე არ გვინდა - თქო, მაინც არ დაიშალა თავისი.
ზედმეტი არაფერი ვარგაო, ნათქვამი რომ არის.
ჰო, არც პრინციპულობა.
შეიძლება ამჯერად გადავრჩით, მაგრამ ნამდვილად არ იყო პატარა სტრესი.
- აუ, აი ძაან მაინტერესებს, ის კაცი რას უყურებდა ტელეფონში ასეთი ინტერესით. - ღვედს იკეთებს და მაშინვე ქოქავს მანქანას.
- მადლობა ღმერთს, რომ უყურებდა ერეკლე, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიფაქტებოდით.
- მაინც ვერ ვხვდები, რანაირი დაცვაა, თუ ყოველჯერზე შემიძლია თავისუფლად შევიპარო. - სიჩქარეს უმატებს.
- ნელა, სად მივრბივართ?
- ოუ, sorry, (მაპატიე). მიჩვეული ვარ.
- გადაეჩვიე, ავტობანი არ არის. მეორე ანუკი ხარ, მოკლედ. თქვენს გამო გავჭაღარავდი.
- ანუკი ვინაა?
წარბებს ვკრავ.
- შენ რა, მართლა ასე მალე გავიწყდება ადამიანები?
- შემახსენე, რა იყო.
ღრმად ვოხრავ.
- გოგო, რომელმაც გითხრა, რომ მიყვარხარ. ვაკოს დაბადების დღეზე...
- ვაკოს დაბადების დღეზე - იმეორებს.-აა, ხო, ხო, ის ქერა გოგო, გამახსენდა.
- ახლა ქერა აღარაა. - უფრო ჩემთვის ვჩურჩულებ.
- აუ, აი ერთი ნახვით, ვერ ვიმახსოვრებ ადამიანებს და რა ვქნა. ბაჩო მეუბნება, ბევრ ადამიანთან რომ გაქვს კონტაქტი მაგან იცისო. აუ, ბაჩო...
მეღიმება. საკუთარი სიტყვებიდან რომ ახსენდება ხოლმე რაღაც, ისეთი საყვარელი რეაქცია აქვს.
- ხო იცი ბაჩო...
- შენი მენეჯერი, თუ...? - მაინც ვეკითხები.
- ხო, ეგ. გეფიცები, მთელი დღეა ტვინს მიბურღავს.
'ერეკლე, ხვალ ტაიმაუტში ხარ მიწვეული, აუცილებლად უნდა წახვიდე'
'არ დაგავიწყდეს, ხვალ გადაცემაა'
'არანაირი უარი, ხალხი გელის'
'ბუნებრივი იყავი, ხშირად გაიღიმე'
მის ხმაზე აჯავრებს, ვერაფრით ვიკავებ სიცილს.
- მასთან უნდა დამერეკა. - ტელეფონს იღებს, თუმცა მხოლოდ ეკრანს ანთებს და მერე ისევ დებს.- არა, მეზარება. თან ამ შუაღამეს.
- ცვალებადი.
- წუწუნს დაიწყებს, ახლა რატომ გამაღვიძეო, აქამდე რატომ არ დარეკეო, ვის აქვს მოსმენის თავი.
ისე, ხომ არ გამეშვა - წამიერად მავლებს თვალს - ვაკოს ახალი მენეჯერი ნახე? ძაან მაგარი ქალია.
- ერეკლე! - მხარზე ვურტყამ ხელს.
მაშინვე სიცილს იწყებს.
- რაა, ვიპოვი ვინმე მასეთს.
- გეყოფა, არაა სასაცილო.
- კაი. -ოდნავ იწევა ჩემსკენ - ვხუმრობ, რა იყო. შენ ხარ ჩემი ერთადერთი, სხვა არავინ არ მინდა.
ბაჩოსაც არსად გავუშვებ, თუ თვითონ არ გამექცა, მამუკასი არ იყოს.
ისე, მართლა ძაან კაი იყო მამუკა, მგონი კვაშილავაზე მეტად, მე დამწყდა გული.
- საზღვარგარეთ წავიდაო.
- ხო, რას ვიზამთ. არც ნინაა ცუდი.
ვაკოს ვერ გავაგებინე, რომ თვალები გაახილოს. მართალია, ცოტა პატარაა ჩვენს ნინაჩკაზე, მაგრამ ვიღა აქცევს ასაკს ყურადღებას.
- როდიდან დაიწყე მაჭანკლობა? დაანებე თავი, თანაც ვაკოს ანუკი... - ვჩერდები, თუმცა უკვე ძალიან გვიანია.
- სერიოზულად? - კორპუსთან უხვევს და იქვე აჩერებს მანქანას.
ღმერთო, არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ახლა ამის თქმა.
თუმცა იმდენად ამეჭრა, ნინო რომ ახსენა მის გვერდით, თავი ვეღარ შევიკავე.
- მე რატომ არ მითხრა? ნინაზე ხომ აღარ დავუწყებდი.
ღრმად ვსუნთქავ.
- მისმინე, ერეკლე. მათ არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ ახლა. ძალიან გთხოვ, ანუკი არ უხსენო, ცუდადაა ისედაც.
- დაშორდნენ?
- არა... უფროსწორად, ერთად არც ყოფილან. პირადულია, ხომ გესმის. აჯობებს, რომ ვაკომ მოგიყვეს, თუ რა თქმა უნდა ამის გაზიარება მოუნდება. თუ არადა არ დააძალო, გთხოვ. ყველა ძალიან უყვარხართ და გენდობათ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ადვილი არაა, წესით არ უნდა გეწყინოს.
- არ მწყინს, ალე. უბრალოდ... ჩემს თავზე მეშლება ნერვები, რომ ვერ მივხვდი. შეყვარებული ადამიანი ვერ ვიცანი, გეგონება თვითონ არ ვყოფილვარ შეყვარებული.
ოდნავ მეღიმება.
- არაფერს ვეტყვი, ნუ ღელავ.
ოდნავ ვუქნევ თავს და ღვედს ვიხსნი.
საინტერესოა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მეკეთა.
- თავს მიხედე და სიცხეც აკონტროლე.-შუბლზე ვადებ ხელს.
ოდნავ მიღიმის.
- ხვალ ვარჯიშზე წამოხვალ?
მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
- ამხელა ლექცია იმისთვის ვატარე, რომ კიდევ ვარჯიშზე წახვიდე?
სიცილს იწყებს.
- არა, არა. უბრალოდ, საყურებლად.
შენც ხომ დადიოდი ხოლმე...
ოდნავ ვმშვიდდები.
- ერეკლე, სახლში უნდა იყო და ისვენებდე, რა ბოდიალი. ის არ გეყოფა, გადაცემაში რომ უნდა წახვიდე?
- ოო, ეგ საღამოს არის. იქამდე რა ვაკეთო, თანაც კარგად ვარ უკვე. ბიჭებს გამხნევება სჭირდებათ ნაკრების გულისგან. - ბოლო სიტყვებს იფერებს.
ღრმად ვსუნთქავ.
თითქოს, სახლში გააჩერებს ვინმე.
- ანუ მოდიხარ?
- დინამოზეა ვარჯიში?
- არა, შალვას ბრწყინვალე იდეით, თბილისის ზღვის ბაზაზე.
ოდნავ მეღიმება. ამათი მოსაწონი ხომ ვერაფერი გააკეთა ბიძიამ.
- კარგი... მაგრამ მალე დავბრუნდებით.
- არის უფროსო.
ჩვეული ქარიზმით იწევს თმას უკან.
- ერთი დღე მაინც შეგიძლია ისე, რომ თმას არ შეეხო?
ჯერ წარბებს კრავს, მერე ეღიმება და განგებ, ისევ თმაში იცურებს თითებს.
- რაგინდა, აბა თვალებში ჩამომდის.
ორივეს გვეცინება.
- შენ გგონია გეპრანჭები?
ეგ არ მჭირდება, ძვირფასო ალე. ისედაც ძალიან საყვარელი ვარ.
- ცოტა ბუნებრივად მაინც ინარცისე.
- ბუნებრივად ვნარცისობდი, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი და რაღაც დამემართა. ჩემი შექმნილი ერეკლე გაქრა.
ისევ ოდნავ მეღიმება.
ნეტავ შემეძლოს და სამუდამოდ დავრჩებოდი მის თვალებში.
- ძალიან კარგია შენთან, მაგრამ უნდა წავიდე...
- ხო, ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.
- ეშმაკს არა და, იმედია ლალის მაინც სძინავს.
- ლალი ვინაა?
- დაივიწყე. - ოდნავ ვიწევი მისკენ და ლოყაზე ვკოცნი. - ცხელი ხარ...
- მერე ცეცხლს ეგრე აქრობენ? - წამსვე მიჭერს და თავადვე ინაცვლებს ტუჩებზე.
- ერეკლე... გეუბნები, მგონი მაღალი სიცხე გაქვს.
- დაიკიდ.ე
- ერეკლე. - მართალია დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მაინც ვაჩერებ. - ახლავე სახლში და წამლები. კოცნა ვერ გიშველის.
ღრმად ოხრავს.
- არ მინდა სახლში...
- ნუ წუწუნებ. - კარს ვაღებ და ფრთხილად გადავდივარ მანქანიდან.
- დილას დაგირეკავ.
- ღამე მშვიდობისა.
- შენც.
***
ემოციებისგან გადაღლილს, ბალიშზე თავის დადებისთანავე მეძინება.
მართლა ძალიან მომნატრებია მშვიდი ძილი. აი ზუსტად ისეთი, არაფერზე რომ არ ფიქრობ, არაფერი გესიზმრება, უბრალოდ ისვენებ.
თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არასდროს არ არის და იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გათენების ჟამს დავწექი დასაძინებლად, ჩემი დასვენებაც ხანმოკლე ბედნიერება აღმოჩნდა.
შუა ძილში მყოფს, მანანა მადგება თავზე და გაღვიძებას მაიძულებს.
- ადექი დედა, 10 საათი გახდა უკვე. რა იყო, არ გძინებია ჯერ? - მართალია მისი ხმა ყრუდ ჩამესმის, თუმცა მაინც მეღვიძება და ვცდილობ თვალები გავახილო.
- ხომ არ გაცივდი, ავად ხარ? - ახლა შუბლზე მადებს გაყინულ ხელს და წამსვე ვფხიზლდები.
- არა, დედა...
- ბოლოს როდის გეძინა ამდენი ხანი, არ მახსოვს.
საფეთქელზე ვისვამ თითებს და ოდნავ ვიწევი.
ინსტიქტურად, კედელზე დაკიდულ საათზე გადამაქვს მზერა და მერე მანანაზე, რომელიც ჩვეულებრივზე მეტადაა გამოპრანჭული.
ვაპირებ ვკითხო რა ხდება, თუმცა ზუსტად ამ წამს, კართან ჩემოდანს ვამჩნევ და თვალები მიფართოვდება.
- არ მინდოდა, შენს გაუფრთხილებლად წასვლა. - ჩემს მზერას იჭერს.
- რა ხდება, სად მიდიხარ?
- არ ინერვიულო, მაგრამ...
- დედა!
- ბებიაშენს წნევამ გაუარა.
- რაა?! - თავისით მეყვირება.
- ჰო, მეზობელმა დამირეკა დილას. მადლობა ღმერთს ცოცხალია, საავადმყოფოში გადაუყვანიათ. სასწაულებრივად გადარჩა, კარგადაა, მაგრამ ცოტა ხანს დახმარება სჭირდება, მისთვის დატვირთვა არ შეიძლება. არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩები, ამიტომაც...- ჩემოდანზე მანიშნებს.
- მეც წამოვალ.
- არა შვილო, შენ სად წამოხვალ მოტეხილი ფეხით, ამხელა გზაზე.
- მარტო არ გაგიშვებ, დედა. მეც მინდა ბებიას ნახვა.
- ალე, მომისმინე. - მხარზე მადებს ხელს- უნდა იწვალო დედა, აქაც ძლივს დადიხარ. რომ ჩავალ, მესენჯერით დაგირეკავ და დაგანახებ ბებიაშენს, შენი წამოსვლა აუცილებელი არაა.
უფრო ნუ გაირთულებ სიტუაციას.
ღრმად ვსუნთქავ.
- ღვთის წყალობით, კარგად არის. იქნებ მალევე ჩამოვიდე, ან საერთოდ აქეთ წამოვიყვანო.
- ...
- არ ინერვიულო, შვილო. თავს მიხედე კარგი? ნორმალურად ჭამე და წამლების დალევაც არ დაგავიწყდეს.
თავს ვუქნევ.
- და ნუციკო?
- დაველაპარაკე მშობლებს, ცოტა ხანს სხვა ძიძა უნდა იპოვონ, მეტი გზა არ არის. - ღრმად სუნთქავს. - წავედი მოკლედ...
- უკვე?
- გადის დედა ავტობუსი. ისედაც, ნეტა პირველივე რეისზე მომესწრო.
ჭკვიანად იყავი, აბა შენ იცი. - შუბლზე მკოცნის და ნელი ნაბიჯებით მიდის გასასვლელისკენ.
- დამირეკე, რომ ჩახვალ.
- აუცილებლად.
***
იმის მიუხედავად, რომ ვიცი ბებია უკვე კარგად არის და ყველაფერმა ჩაიარა, მაინც ვერ ვისვენებ.
უცნაური გრძნობა მაქვს და ამას, ვერაფერს ვუხერხებ.
უნდა წავსულიყავი.
დედამ რომ იცოდეს, სად ვიყავი გუშინ მოტეხილი ფეხით...
ღმერთო.
თითქოს, სინდისი მქენჯნის.
არა, მოგვიანებით მაინც, აუცილებლად ჩავალ ბებიასთან.
საკუთარ თავს, ალბათ ათასჯერ მაინც ვუმეორებ, თუმცა ხასიათს, მაინც ვერაფერს ვშველი.
იმასაც კი ვფიქრობ, რომ ერეკლეს დავურეკო და ვუთხრა, რომ შეხვედრა გადავდოთ. არ მინდა, რომ ჩემი 'ეს' განწყობა გადაედოს, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან მინდა მისი ნახვა.
ისე მენატრება, თითქოს საუკუნეა არ მინახავს.
ღმერთო, როგორ მივეჩვიე, ერთი დღეც ვეღარ ვძლებ მის გარეშე.
ვერ ვწყვეტ რა ვქნა, უაზროდ ვატრიალებ ტელეფონს და დადებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მომდის შეტყობინება და ეკრანი ინთება.
''პირველად, ნაკრების მაისურის გარეშე, პირველად, შენთან ერთად.
ქვემოთ გელოდები.
შენი
21 ნომერი''
მეღიმება.
ჩემი...
ჩემი 21 ნომერი.
***
- მთავარი ისაა, რომ კარგადაა, ალე. გთხოვ, არ გინდა ნერვიულობა, ასეთს ვერ გიყურებ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ, მაინც ვერ ვიღიმი გულწრფელად.
ჩემს გამხიარულებას, იმ წამიდან ცდილობს, რაც ყველაფერი მოვუყევი, თუმცა უკვე ბაზაზე ვართ და მე მაინც ვერ ვიშორებ ამ გრძნობას.
- ჰო, მაგრამ არ ვიცი...
თითქოს, მაინც ვერ ვსუნთქავ თავისუფლად. რამე რომ მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი. ბებიასთან გავიზარდე, ჩემი მეორე დედაა...
- ბებიებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ შვილიშვილების ცხოვრებაში.
- ჰო. არ მახსოვს, ჩემთვის ეყვირა. პირიქით, როცა რამეს ვაფუჭებდი და დედა მეჩხუბებოდა, ყოველთვის მასთან ვიმალებოდი - ოდნავ მეღიმება ამის გახსენებაზე.
- მეც... - თვითონაც ეღიმება.
- მართლა? ანუ ქალბატონ ქეთის აბრაზებდი ხოლმე?
- ოო, თან როგორ. ისე, გეფიცები, ახლა დათას რომ ვუყურებ, ისეთი მშვიდი და დამჯერია. ერთი უთხარი, გააკეთებს.
მე სად ვიყავი მასე. დღე არ გავიდოდა, რამე არ გამეფუჭებინა.
დედა იმენა სულ სკოლაში იყო.
მეღიმება.
- მაგრამ იცი რაა, მარტო ჩემი ბრალიც არ იყო. მასწავლებლები ჩემს ხუმრობას ვერ გებულობდნენ.
- ოჰო.
- იცი რა სისულელის გამო გამრიცხეს ერთი კვირა?
- აქამდეც მიიყვანე საქმე?
- მესამე ოქმი იყო სამწუხაროდ.
- მომიყევი, რა. - უკვე სტადიონს ვუახლოვდებით და განგებ ვანელებ ნაბიჯს.
ღრმად სუნთქავს.
- მეცხრე კლასში ვიყავი. - ოდნავ ეღიმება. ზუსტად ვიცი, ახლა კადრებად ეშლება თვალწინ ყველაფერი.
- ხოდა, ქიმია გვაქ, რა. მეექვსე გაკვეთილი იყო. ვერასდროს ვიტანდი ამ ქიმიას. ნუ, წესით ვიპარებოდი ხოლმე, მაგრამ იმ დღეს, ვერც დამრიგებელი დავაბოლე, ვერც მანდატური და ვერც ფანჯრიდან გადავიპარე, ფეხი მტკიოდა, კალათბურთის ბურთს დავარტყი სპორტზე და...
უკვე მეცინება.
- დაიცა, ჯერ მთავარი არ მითქვამს. - ოდნავ ახველებს.
- მიდი, გისმენ.
- ხოდა, შემოვრჩი ამ ქიმიაზე.
გაგებაში არ ვიყავი არაფრის. რაღაც მოლეკულებს გვათვლებინებდა პერიოდული სისტემიდან. ნუ მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს. ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია არ იყო.
სულ უკან ვიჯექი და იქ 'კამანდა' მქონდა შეკრული. მე ხო არაფერს არ ვაკეთებდი და ბიჭებსაც არ ვაცდიდი.
ითმინა ამ მასწავლებელმა, ითმინა, მარა ნუ ბოლოს მართლა მთელი კლასი გადავიბირე, იმას აღარავინ უსმენდა და ამოასხა.
ხოდა კუთხეში დამაყენა.
ნუ, ამით დიდად არ მოვიხიბლე, მაგრამ დაფასთან დგომას მაინც მერჩივნა.
მკაცრად გამაფრთხილა არ შემოტრიალდე გიყურებო, ხოდა რა მეკეთებინა ახლა.
ძაან გასარემონტებელი იყო ჩემი სკოლა, ნუ შესაბამისად კლასიც.
ხოდა ლურსმანი გამოვაძრე კედლიდან და...
ეცინება.
- მერე?
- დაიცა, მეცინება.
- ერეკლეე.
- მოკლედ... - როგორღაც იწყნარებს თავს. - სანამ მასწავლებელი ახსნის რეჟიმში იყო და ჩემთვის ძაან არ ეცალა, ავდექი და ამ ლურსმნით დავიწყე კედლის თხრა. ნუ, რაღაც ესე ადგილ-ადგილ.
ხოდა, ნუ საკმაოდ დიდ ადგილზე გამოვთხარე რა და ზარიც დაირეკა.
გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ რომ შემოვტრიალდი, პირდაპირ შევეჩეხე მასწავლებელს. აზრზე არ ვარ, როდის დამადგა თავზე.
ისეთი მზერით უყურებდა ამ კედელს, აი, ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
ხოდა
ტაბატაძე, რა გააკეთეო და...
ვარძია გამოვთხარე მას - მეთქი.
- ვარძია...
ორივეს გვეცინება.
- რამ მოგაფიქრა...
- არ ვიცი, გეფიცები. რომ შევხედე, ისე გავდა ვარძიას.
მთელი კლასი იგუდებოდა, იმენა.
- ამის გამო გაგრიცხეს?
- მანამდეც ძაან ბევრ მიქარულზე ჰქონდათ თვალი დახუჭული და ქიმიის მასწავლებელმა კიდევ, საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს შეურაცხყოფა მიაყენაო, სკოლა დააზიანო. გეგონება, ისეთი კედელი დავაზიანე, ნაკაწრიც რომ არ ჰქონდა.
- ცანცარა.
- ხომ გაგაცინე, რა გინდა. - მხრებს იჩეჩავს.
- ნაკრებში? - უკვე მივდივართ სტადიონთან, სადაც ბიჭები გაცხარებულ ვარჯიშში არიან.
- რა ნაკრებში? - მისალმების ნიშნად, ხელს უწევს.
- ნაკრებშიც ხომ მაიმუნობ ხოლმე.
- ოო, კი. კვაშილავას საფირმო ფრაზაა 'დაგბრიდავ, ერეკლე!'
ოდნავ მეღიმება.
- აუ, აუ, ის არ იცი. შალვა რომ ახალი მოსული იყო ჩვენთან, ხომ არ გვიცნობდა და ყველას სრული სახელით მიმართავდა ხოლმე. ანუ, ერთი როგორც წაიკითხა საბუთებში თუ რავი რა.
- მართლა? - მსგავსი არაფერი ვიცოდი.
- ხოო, ანუ გიოს გიორგი, ნიკას ნიკოლოზ და ასე.
- მერე?
- ხოდა, ანუ ვაკოს ხომ რეალურად ვალერიანი ჰქვია. - ისევ ეცინება.
- ერეკლეე. არ არის საღადაო .
- ხოდა, ერთხელაც მეკითხება... ვალერიანი სად არისო
- ხოდა, მეთქი წნევა თუ გაქვთ, კორსიზიც ძაან კაია თქო. - კვლავ აგრძელებს სიცილს.
მეც მეცინება.
- მართლა ცანცარა ხარ, ამხელა ბიჭი.
ზუსტად ამ წამს გამოდის შალვა სტადიონიდან.
ისეა საკუთარ ფიქრებში გართული, ძლივს გვამჩნევს.
- ა, ბავშვები, თქვენც აქ ხართ? -სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ.
- როგორ ხართ, მწვრთნელთა შორის მწვრთნელო?
- არამიშავს, ერეკლე. შენ როგორ ხარ, რაშვება შენი სიცხეები?
- დილას აღარ მქონია. მახველებს უბრალოდ და უღონობა მაქვს, მეტი არაფერი, მადლობა.
- ისე სახლში რომ იყო, არ ჯობია?
- მეც ეგ ვუთხარი, ბიძია, მაგრამ დაიჟინა ბიჭები უნდა ვნახოო.
- ოჰ, ბიჭები. აქ არიან შენი ბიჭები, არსად წავლენ, ნუ გეშინია.
ოდნავ ეღიმება.
- კარგი, ბავშვებო, სახლში უნდა გავიქცე მე. მეზობელმა დამირეკა, სიგნალიზაცია ჩაირთოო, გადავამოწმებ და უცებ დავბრუნდები.
- გინდათ წამოვიდე?
- არა ერეკლე, სად უნდა წამოხვიდე, პოლიციაში დავრეკე უკვე. თუ ქურდია, დაიჭერენ.
- კარგით, რავიცი. - მხრებს იჩეჩავს.
- წავედი, ჭკვიანად. ამათ უყურე, არავინ გაიპაროს, გაბარებ, იცოდე შენ დაგმარხავ, ერეკლე.
- არა, რასამბობთ.
სწრაფად გვაქცევს გვერდს და გასასვლელისკენ მიდის.
- საღამოს 'ტაიმაუტი' არ დაგავიწყდეს!- არც ბრუნდება, ისე ყვირის.
- არა, მახსოოვს! - ერეკლეც უწევს ხმას რომ გააგონოს. - ეს მეორე ბაჩოა კიდევ რა. - ახლა მე მეუბნება ჩურჩულით.
- დაურეკე?
- დამაცადა? აუ... - შუბლზე ირტყამს ხელს. - გუშინ დათას ვათხოვე ტელეფონი, რა. ხოდა რაღაცეები უმაიმუნია და ზარზე მამლის ყივილი დამიყენა.
ვერაფრით ვიკავებ სიცილს.
- დილას ბაჩო რეკავს, აუ, ჩემი... გეფიცები, თავი 'სოფლი ბოლოში' მეგონა.
- მეც მინდა დათასნაირი ძმაა...
- გაჩუქებ.
- მაჩუქე, სულ მინდა, რომ ჩავეხუტო, ძალიან საყვარელია.
- კი, განსაკუთრებით დილას. ბალიშებს და საბანს რომ მაცლის ხოლმე. ბოლო ხმაზე რთავს პეპა გოჭს და მიკროფონში მღერის.
მეღიმება.
- ვერ ვგებულობ, ამ ყველაფერს ყოველთვის ჩემს ოთახში რატომ აკეთებს, მაგრამ კარგი.
- პატარა მაიმუნი.
ორივეს გვეღიმება.
მხოლოდ ახლა გვამჩნევს სტადიონიდან თორდია, რომელიც გასაწურია ამდენი სირბილისგან უკვე.
ჯერ ხელს გვიწევს და მერე, ნელი ნაბიჯებით მოდის ბადესთან.
- ცენტრ ფორვარდს ვახლავარ, რაშოოოობი - ხელის ჩამორთმევის იმიტაციას აკეთებენ ბადეზე.
- რავი, მცველო, შენ?
თვალებს ატრიალებს.
- ალე, ძმა, რა უნდა ამას 'აქანე'? სახლში არ უნდა იწვეს ძმრიანებით?
- ვის უჯერებს მერე.
- რა ძმრიანები, აღარ მაქვს სიცხე კაცო.
- მოდი შევამოწმო.
- გადი რა, გუგა, ნუ მასხარაობ. - ოდნავ იწევს უკან, გეგონება, მართლა შეეძლო ბადიდან შეხება.
- მისმინე, ადამიანი თურმე ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. ჩვენ ხომ ვიძახით შალვაზე მკაცრიაო, აი შენ იმას უყურე. - კვაშილავასკენ იშვერს თითს, რომელიც გაცხრებული უხსნის რაღაცას ხატიაშვილს.
- ღმერთს ვთხოვ, შეგვიწყალოს და შალვა მალე დაბრუნდეს, ბატონი ვალერიანი, ნამდვილი განსაცდელივით დაგვატყდა თავზე.
- გუგა, რას ქაქანებ, მოდი! - სიტყვა არ აქვს დასრულებული, მაშინვე ეძახის კვაშილავა.
საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ოხრავს და სახე ემანჭება.
- ხედავთ?
- ჩათვალე დავინახე, მალეე!
- მოვდივარ, დავარიშ კაპიტან. - უკუსვლით იხევს უკან და მერე, კვლავ სირბილით უბრუნდება გუნდს.
- ერეკლე, შენ კიდევ რა გინდა აქ?! სიცხემ რომ აგიწიოს და უარესი დაგემართოს?! - იქიდან უბღვერს.
- მიდი, მიდი, ბურთს უყურე. -ხელს იქნევს. - აუ...რას გაასწორებდა ეხლა ვარჯიში.
მართალია თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა მაინც გავიგონე.
- ერეკლე.
- რა, ნდომის დონეზე მომინდა უბრალოდ, თორემ ძალა არ მაქვს ისედაც.
ღრმად ვსუნთქავ.
ისეთი სხვანაირია აქაურობა.
მართალია არაფერი შეცვლილა, თუმცა ჩემთვის მაინც სხვანაირია. აქ რომ მოვდიოდი ხოლმე, ის ვერასდროს მამჩნევდა, ახლა კი ერთად ვდგავართ და ისე ვუყურებთ ნაკრების ვარჯიშს.
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში...
კარის ჭრიალის ხმა მესმის, თუმცა არ ვბრუნდები. მგონია, რომ შალვაა, თუმცა ამჯერად ფეხსაცმლის კაკუნის ხმაც რომ ჩამესმის, მყისვე ვაბრუნებ თავს.
ანუკი...
ზუსტად ისეთი ანუკი, რომელიც ბოლოს, მგონი უხსოვარ დროში ვნახე.
ლურჯი კაბით და რა თქმა უნდა, შესაფერისი მაკიაჟით.
ისეთი სუსტია, ასე მგონია, მის გაშლილ თმასთან ერთად დაყვება ქარს.
- ვა, თქვენც აქ ხართ გვრიტებო? - ჩანთას ისწორებს, რომელიც მკლავიდან ჩამოუვარდა და წინ გვიდგება.
- როგორ ხარ, სიძე? - სიტყვის თქმას არ მაცდის, ისე აგრძელებს და ამჯერად, ერეკლეს უღიმის.
მასაც ეღიმება.
აშკარად სიტყვა 'სიძის' დამსახურებაა ეს ღიმილი.
- რავიცი - მხრებს იჩეჩავს - ძლივს გიცანი, როგორი სხვანაირი ხარ.
- ხო, უფრო ლამაზი ვარ. - იფერებს.
- აქ რას აკეთებ? - სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცი რასაც აკეთებს და ვის სანახავადაც არის მოსული, თუმცა როგორ შეალამაზებს პასუხს, ეგ ნამდვილად მაინტერესებს.
- ვაკო უნდა გავლანძღო. - თვალებს ატრიალებს.
- აბა რას ამბობ, ჩემს კაპიტანს არავის გავალანძღინებ. - მაშინვე სიტყვით გამოდის ერეკლე და თან, კვაშილავაზე გადააქვს მზერა, რომელიც იმდენადაა გართული, საერთოდ ვერ ამჩნევს ანუკის.
- მომისმინე, ძვირფასო. საერთოდ არ მაინტერესებს კაპიტანია, საყრდენი თუ მცველი, ამჯერად ის ჩემი მანქანის გაფუჭების მიზეზია, რომელსაც მისი ბრწყინვალე ხელოსნების დამსახურებით ვეღარ ვქოქავ, ასე რომ გაიწიე.
- მოიცა, მოიყვანა მანქანა? - მკლავზე ვკიდებ ხელს.
- არ ვიცი, თვითონ მოიყვანა თუ ვინმეს დაავალა, მაგრამ დილას, კორპუსის წინ დამხვდა.
- მოიცა, რა სჭირდა მანქანას? - დაბნეული მზერით უყურებს ერეკლე.
- შენი კაპიტანი დამეჯახა.
- შენ დაეჯახე. - ვუსწორებ.
- როგორც იყო. თავი გამოიდო, გავაკეთებო. მიიყვანა ხვიჩას გოჩასთან და მართალი შეღუნულს უშველეს, თუმცა ვეღარ ვქოქავ.
- ანუ საერთოდ ვერ დაძარი?
- არა, აქამდე ამოვედი. - მხრებს იჩეჩავს.
- თუ აქამდე...
- არ გინდა, ალე. - ხელს სწევს. - ასე მეგონა, ყოველ ორ წუთში 'ბუგაროვკებზე' გადავდიოდი, გამაწამა. ასე რომ მაინც უნდა ვეჩხუბო, გაიწიეთ.- ხელებით იკვლევს გზას ჩვენს შორის.
- არადა, დარწმუნებული ვარ მიზეზია. - ჩურჩულით ვეუბნები ერეკლეს.
- ვაკოოო! - იმხელა ხმაზე ყვირის, ინსტიქტურად ვკრთები.
ფეხით აჩერებს ბურთს კვაშილავა და მაშინვე აბრუნებს თავს ანუკისკენ.
- აქ ამბავი დატრიალდება, მტრისას. წამოდი, ჩვენც შევიდეთ. საჭიროების შემთხვევაში, ანუკი დაიჭირე.
ოდნავ ეღიმება და მაშინვე მიწვდის ხელს.
- გიგი, დაიჭირე. - ფეხით უგორებს ბურთს ლეჟავას და ნელი ნაბიჯებით მიდის ანუკისკენ.
- რა ხდება?
- რა უქენით ჩემს მანქანას?!- აშკარად უჭირს სტადიონზე ქუსლიანებით სიარული, თუმცა როგორღაც მაინც მიდის კვაშილავამდე და იმდენად ახლოს უდგება, თვითონ ვაკოს იწევს ერთი ნაბიჯით უკან.
- ბიჭებს ვთხოვე, კორპუსის წინ დაეტოვათ, რამე სჭირს?
- რამე სჭირს კი არა, საერთოდ არ იქოქება. ძლივს ამოვაღწიე აქამდე. ვინ უთხრა, მაგ ხვიჩას გოჩას, ძრავაში ჩაყე თავიო, ჰა?
- ხვიჩას გოჩა ვინაა? - ინტერესით ეკითხება თორდია.
- თქვენი კაპიტნის ტვინიკოსი ხელოსანი.
- ბაქართან გყავდა? - ამჯერად ნაკაიძე ეკითხება კვაშილავას.
უბრალოდ თავს უქნევს ვაკო.
- რა მნიშვნელობა აქვს, ბაქარია, ზეზვა თუ მზია. ჩემი მანქანა არ ი ქ ო ქ ე ბ ა! - დამარცვლითაც უმეორებს.
- კარგი, მისმინე ან.., ცოტა ხანი დამაცადე, ვარჯიშს მოვრჩები, გამოვალ და ვნახავ, კარგი?
- ჩემი არ გჯერა?
- მჯერა, მაგრამ ვნახავ, იქნებ სერიოზული არაფერია და მეც მოვაგვარო.
- მაშინ ახლავე, არ ვაპირებ გელოდო.
- ახლავე ვერა, ასე ვერ გამოვალ გარეთ. - ფორმაზე იყურება.
- რატომ, ხალხი დაგეხვევა თავზე?
ორი ფოტო რომ გადაიღო ფანებთან, მოკვდები?
მეღიმება.
იყო დრო და მომენტი, მეც ასე ვუთხარი ერეკლეს.
უბრალოდ ღრმად ოხრავს კვაშილავა.
- მიდი დავარიშ კაპიტან, შალვა მაინც არაა. - სიტყვაც არ აქვს დამთავრებული ქორჩილავას, მაშინვე შემოდის სტადიონზე შალვა.
- რა ხდება, რა შეკრებაა? - სწრაფად იკვლევს გზას ბიჭებს შორის და ვაკოს და ანუკის ადგება თავზე.
- თქვენ რა, ჩხუბობთ? ანი შვილო, მეგონა მისამართი რომ მთხოვე, საყურებლად გინდოდა მოსვლა.
- იცით...
- ანუკი, წამოდი, გარეთ გავიდეთ. - მკლავში ვავლებ ხელს. - არაფერია ბიძია, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
ოდნავ მიქნევს თავს შალვა.
- მიდი გაინძერით, ჩამომიდგნენ აქ მოწმეებივით. ვაკო...
- დიახ.
- დიახ კი არა, მიდი, მე რა გითხარი, არ გაჩერდეთ მეთქი.
- ბიძია, სახლში რა ხდებოდა? - მხოლოდ ახლა მახსენდება.
- ო, არაფერი. ფანჯარა დამრჩენია ღია და კატა შესულა. სულ ტყუილად დავრეკე პოლიციაში.
- მიდით ახლა, კიდევ დგანან ესენი! - ტაშს უკრავს და ბიჭებიც, წამსვე იშლებიან მოედანზე.
- ამათ სირბილს უნდა ველოდო? - მაშინვე წუწუნს იწყებს ანუკი.
- თუ გინდა, მეც შემიძლია ვნახო...- ჯენტლმენურად გვითმობს გზას კარებში ერეკლე.
- არა, სიძე. თავისი გაფუჭებულია და თვითონ უნდა მოაგვაროს. ვერსად გამექცევა. - სწრაფად მიდის სკამებისკენ და პირველი ჯდება.
- დარწმუნებული ხარ, რომ მართლა არ იქოქება?
- შენი აზრით, გატყუებ, ალე?
- რავიცი... - ფრთხილად ვუჯდები გვერდით. არ მინდა, რომ უფრო გავაღიზიანო და აღარ ვეძიები, მაგრამ ამდენი წელია ვიცნობ და როგორც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ მომატყუებს.
შეიძლება მანქანას მართლა აქვს პრობლემა, თუმცა არამგონია იმის ნახევარი მაინც იყოს, რასაც აბუქებს.
ყურებაც.
თითქოს არ უნდა, სულ ძალით დაჯდა, თუმცა ხომ ვიცი, როგორ ძალიან უნდა მასთან ახლოს ყოფნა.
- ძვირფასო სიძე, შენ არ თამაშობ ხო რუმინეთთან?
- ვერა, რძალო...
- რაო?
- ერეკლე! - მაშინვე მხარზე ვურტყამ ხელს, თუმცა უკვე გვიანია.
მაშინვე ფეხზე დგება ანუკი.
- რძალი რატომ დამიძახე? ცოლის და რძალი რანაირად გამოდის, ჰა?
- ცოლის და არა, მაგრამ ძმის ცოლი ხომ გამოდის?
- იდიოტი ხარ?! - ტონს უწევს.
- ანუკი, მშვიდად.
- ვინ უთხრა ამას, ვაკომ? - კვაშილავასკენ იშვერს თითს.
- არა, მე ვუთხარი. უფროსწორად...
- წამოსცდა. - ჩემს მაგივრად ამთავრებს ერეკლე. - არ ინერვიულო, სამარე ვარ.
- ვხედავ, როგორი სამარეც ხარ. - უარესად ნერვებმოშლილი უბრუნდება საკუთარ ადგილს.
- მაპატიე... - უფრო ვჩურჩულებ.
- თუ კიდევ ერთხელ დამიძახებს ასე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ალე.
ღრმად ვსუნთქავ.
კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, თუმცა ინატიქტურად ავლებს მზერას სტადიონს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეშდება.
ვაკოა ბურთთან.
სანამ ჩვენ ვქაქანებდით, კარში დარტყმებზე გადასულან.
ფეხით ათამაშებს ბურთს კვაშილავა.
ვფიცავ, არავინ მინახავს, ბურთს ამდენ ხანს, ასე იდეალურად კენწლავდეს.
პროფესიონალია, რაც მართალი მართალი.
- მიდი ახლა, გავუშვი ფესვებიიიი. - კარიდან ეჩხუბება ზვიადაძე.
წამსვე აჩერებს ბურთს კვაშილავა და დარტყმას აპირებს, თუმცა ამჯერად ბიძია აჩერებს.
- დაიცა, ვაკო. მოდი პენალტი.
- აუ ჯერ გავხურდეთ, რა. - მაშინვე წუწუნს იწყებს თორდია.
- თუ გავხურდი, მეც გავიტან მერე. - როგორც სჩვევია ხოლმე, წარბსაც უწევს ბიძია.
- მაშინ ბოლო ვარ.
- ბოლო კი არა, პირველი ხარ. მიდი მიეცი ბურთი.
- საღოლ, შეჩ*მა, კარგად გაიჩალიჩე. - ფეხით უგორებს ბურთს კვაშილავა და მხარზე ჰკრავს ხელს.
- გადი რა. აფსუს, პენალტის ღმერთი უნდა იჯდეს სკამზე და სათუთი ნახევარმცველი უნდა იყოს პირველი?
ტაბატაძესკენ აპარებს თვალს და თან, ბურთს ასწორებს.
- მიდი გუგა! - მაშინვე ეპასუხება ერეკლე.
- მისმინეთ, ხალხო, პენალტი რა არის?- მაინც ვეღარ ითმენს ანუკი.
- 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა.
- ანუ 11 მეტრიდან ურტყამენ და დაჟე ხალხი ეღობება კიდე? - თვალები უფართოვდება.
- ჰო.
- ვა... ეგრე გატანა შეილება მერე?
- 12 - ჯერ მაქვს გატანილი. - ტუჩის კუთხეში ეღიმება ერეკლეს.
- სერიოზულად? ეს მართლა რონალდოა მგონი.
ამასობაში, გუგა ურტყამს ბურთს, თუმცა იმხელა ძალით და ისე არაზუსტად, რომ ბურთი სულ სხვა მხარეს მიდის და ზვიადაძეს, განძრევაც არ სჭირდება.
- თორდია! 'ზამეკანია' გაქ თვალებში? - მაშინვე უბღვერს ბიძია.
ამჯერად ჭანტურია მიდის ბურთთან.
- ზამეკანია... - სიცილი უტყდება ანუკის.
ვერც ჭანტურია ახდენს საოცრებას. მართალია, თორდიას მსგავსად არ ეჭრება ბურთი, თუმცა მაინც არაზუსტი დარტყმაა.
ქორჩილავა.
- არაა ძმაო ეს ჩვენი საქმე. შემტევებმა უნდა ივარჯიშონ ამაზე.
- მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. -სასტვენითაც ანიშნებს ბიძია.
აშკარად ძალიან ცდილობს, მაგრამ იმის მიუხედავად რომ კარში ურტყამს, ზვიადაძე აღებას ახერხებს.
ლეჟავა.
- აუ, გამიშვით რა, კუთხურს მივაწოდებ კაცო, ამას კარგად ვერ ვაკეთებ.
- და ასეიგი აღარ უნდა სცადო? ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს.
- ვეთანხმები. - თავს უკრავს ქედელიძე.
- მიდი.
კვლავ სასტვენით ანიშნებს ბიძია.
- ერეკლე, დღეს გადაცემაში მენეჯერებთან ერთად მიდიხართ? - ამჯერად სიტყვა 'სიძის' გარეშე ეკითხება ანუკი.
- არა, მენეჯრებს რაღა უნდათ. - მხრებს იჩეჩავს.
- მიწვეულები არ არიან?
- არა. - გაოცებული მზერით პასუხობს, აშკარად ვერ ხვდება, რატომ ეკითხება.
- კარგი.
- აუ, ტაბააა! - ბარბაქაძე ეძახის სტადიონიდან. - მოდი რა, გვაჩვენე ერთი კლასიკა.
- სად შემიძლის, რო. კაპიტანი ხომ გყავთ მანდ.
- კაპიტანი ბოლოს, ტკბილი ლუკმაა. - მხარზე ეკიდება კვაშილავას მახარაძე.
- დაანებეთ ერეკლეს თავი და გასწორდით კაცო!
ამჯერად, ქედელიძე ურტყამს.
ზუსტია, თუმცა სწრაფად უხვდება ზვიადაძე და იღებს.
შემდეგ გვაზავა,
ნაკაიძე.
ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ურტყამენ, მაგრამ ეს აშკარად არაა ის, რაც შალვას უნდა.
ოდნავ აქნევს თავს და შუბლზე ისვამს ხელს.
- მიდი ვაკო, აბა.
თვითონ იჭერს ბურთს ბიძია და თავადვე უგორებს
კვაშილავას.
ანუკიზე გადამაქვს მზერა.
ისეთი თვალებით უყურებს...
მინდა, რომ ვაკო შემოვახედო და ეს დავანახო, თუმცა თუ ოდნავ მაინც ვიცნობ კვაშილავას, როცა ბურთი აქვს წინ, სხვაგან არასდროს გაიხედავს.
რამდენიმე ნაბიჯით იხევს უკან და დასარტყმელად ემზადება.
- გაიტანს. - წინასწარ ასკვნის ერეკლე.
- ვანგა ხარ?
- ძმიშვილი. ვაკოს პენალტები განთქმულია.
ოდნავ მეღიმება.
ფიქრის იმიტაციას აკეთებს კვაშილავა და დაფიქრებული მზერით უყურებს კარს გადაფარებულ ბიჭებს.
- ჰე, ახლა. - მაინც ვეღარ ითმენს თორდია.
ბიძია სასტვენით ანიშნებს და ვაკოც წამში, ისეთი ძალით ურტყამს, ვინმეს რომ მოხვედროდა, ალბათ ვერც გადარჩებოდა ცოცხალი.
რა თქმა უნდა ყველა ხტება, ზვიადაძის ჩათვლით, თუმცა ყველას ძალიან ოსტატურად უძვრება ბურთი და პირდაპირ კარში გადის.
მაშინვე ჰორიზონტალურად შლის ხელებს კვაშილავა და ადგილზე ტრიალებს.
- ასე რა! - ხელს უწვდის ბიძია და კვაშილავაც, წამში აგებებს თავისას.
- აუ, უნდა დავარტყა. - წამში დგება ტაბატაძე და სტადიონისკენ მირბის.
- ერეკლეე! - ვის ესმის, უკვე ბიჭებთან შევარდა.
- დაანებე გოგო, ერთი რომ დაარტყას რა მოუვა.
- ჩვენი კლასიკა 'მევიდაა' - ბურთს უგორებს თორდია.
- ერეკლე, რას მაიმუნობ ახლა. - წარბებს კრავს ბიძია.
- ერთს დავარტყავ და გავალ ბოს.
- აბა არ შემიძლისო? - წამსვე ახსენებს მახარაძე.
- ხოდა მაინტერესებს, ძალგამოცლილზე რა შემიძლია ბატონო ნიკოლოზ... - დასარტყმელად ემზადება.
- გაიტანს?
- არ ვიცი, ანუკი. ჯერ მისი გაფუჭებული პენალტი არ მინახავს.
ბიძია სასტვენით ანიშნებს და ერეკლეც მაშინვე ურტყამს.
კვაშილავასგან რადიკალურად განსხვავებულად, თითქოს, მთლიანად აცდენილი იყო კარს, თუმცა მარჯვენა მხრიდან, ისე ეპარებათ კარში, ზვიადაძე აზრზეც ვერ მოდის.
- გეუბნებით, პენალტის ღმერთია რა! - ტაშს უკრავს თორდია.
- ყოჩაღ, დიდებულო ნაკრების გულო. ეგ ერთი და სხვა მრავალი. ჩაარტყი... - ხელს უწვდის გვაზავა.
- კარგი ერეკლე, წადი ახლა. - ხელითაც ანიშნებს ბიძია.
- თქვენ კიდე... - ღრმად ოხრავს- მისი წყალი გადმოგსხმოდეთ, რა გითხრათ.- წავიდა საჯარიმო დარტყმები!
ხველებით გამოდის ერეკლე სტადიონიდან და ძლივსღა სუნთქავს.
- კარგად ხარ?
- კი... - უღონოდ ეშვება სკამზე.
- გაოფლიანდი მგონი - მის სველ თმაზე გადამაქვს მზერა, რომელიც ისევ თვალებში ჩამოსდის, თუმცა გადაწევას არ ჩქარობს.
- კარგად ვარ, ალე.
- ოფლიანზე რომ დაგკრავს ქარი, მერე ნახე შენ. - ჩემს მაგივრად ეუბნება ანუკი.
- სიცხე ხომ არ გაქვს ისევ...
- კარგით ახლა, დედიკოები ხართ? ძალიან ცხელა და მე ამ ჰუდში ვიგუდები, ბუნებრივია, რომ გავოფლიანდი.
- აუ მართლა რა ცხელა.- ჩანთას ინიავებს ანუკი. - რა იყო, ასეთი აგვისტოს ბოლო მაშინ კი არ იქნება, მე რომ ზღვაზე ვიყო.
ოდნავ მეღიმება.
- ესენი კიდევ, როგორ არ იხრჩობიან ამ სიცხეში.
ისევ ბიჭებზე გადამაქვს მზერა.
აშკარად, მათაც ძალიან სცხელათ და როგორც კი თავიანთ წილ საჯარიმო დარტყმას ახორციელებენ, მაშინვე წყლის ბოთლების ასაღებად გადიან.
- მალე ქენით, ჯერ არ ვისვენებთ. - მაინც აფრთხილებს შალვა.
- აუ დავიღალე რა, მოვკვდი კაცო. - როგორც ყოველთვის, ახლაც თორდია იწყებს წუწუნს პირველი.
- აუ, რა ცხელა ჩემიიი. - თითქმის მთლიანად ცლის ბოთლს ლეჟავა.
ისეთი გადაღლილები არიან, ყველა შეწუხებული სახით დადის უკვე, რა თქმა უნდა ვაკოს გარდა, რომელსაც ბურთის გარდა, საერთოდ არაფერი არ აინტერესებს.
- აი ჩვენ გვყავს, კაპიტნების ეტალონიი! - ბოთლით ხელში უახლოვდება თორდია.
- მოეშვი ლაქლაქს გუგა. ერეკლე არ არის და მის მაგივრდაც ლაპარაკობ ახლა?
- რა პრეტენზიები გაქვს, ვიღაცამ ხო უნდა აგახმაუროთ.
- უფროსწორი იქნებოდა გეთქვა, ვიღაცამ ხო უნდა მოუშალოს ნერვები კვაშილავას.
- დაგბრიდავთ! - თითით ემუქრება ვაკო.
- აუ, არ გცხელა ტო?
- გადი გუგა, შევწუხდი.
- მაშინ... - ღრმად სუნთქავს და ბიჭებს ანიშნებს რაღაცას თვალებით. - რადგან შენ არ გინდა დროის დაკარგვა წყლის ბოთლთან მისასვლელად, ბოთლი მოვა შენთან.
ერთი ნაბიჯით უახლოვდება და მაშინვე სახეში ასხავს წყალს.
გააზრებასაც ვერ ასწრებს ვაკო, დანარჩენებიც ეხვევიან თავზე და ყველა იგივეს იმეორებს.
- აე, გაჩერდით! - მირბის, მაგრამ ყველა მისდევს და ბოთლში დარჩენილ წყალსაც ავლებენ თავზე.
- საღოოოლ, გუგ, ჩაგეთვალა! - სკამიდან გულშემატკივრობს ერეკლე.
მეღიმება.
ვერ ვიტყვი, რომ ანუკიც იგივეს აკეთებს. მის სახეზე ყველა ემოცია ერთადაა თავმოყრილი. ისეთი გაფაციცებით უყურებს, თითქოს, ფილმი იყოს და იმის ინტერესი გკლავდეს, შემდეგ რა მოხდება.
ჯერ ყვირილს იწყებს შალვა, თუმცა რომ არავინ აქცევს ყურადღებას, მერე სასტვენზე გადადის.
- ნაკრებიიიი!
- თქვენ სულ გაააფრინეთ? ამხელა კაცები ხართ! უტვინოები ესენი, აღუ გუგა! - ნერვებმოშლი კვაშილავა, წამში იხდის სველ მაისურს და თმაზე ისვამს ხელს.
კვლავ ანუკისკენ ვაპარებ მზერას, რომელიც იმდენჯერ ახამხამებს თვალებს, უკვე მეეჭვება რომ კარგადაა.
- ჭანტურია! - ახლა შალვა გადადის შეტევაზე - ეს ჰა, ჯანდაბას, ჭკუა არ მოეკითხება, თქვენ რაღა დაგემართათ? ჰა ლაშა?!
- რა იყო ბოს, გავერთეთ ცოტა.
- მე წავედი.- უფრო შალვას გასაგონად ამბობს კვაშილავა და გასახდელისკენ იღებს გეზს.
- ვაკო მოიცადე!
- კაი რა კაპიტან, რა გჭირს შეჩ*მა?
ოდნავ აქნევს თავს შალვა და ისეთი მრისხანე მზერით უბრუნდება ბიჭებს, ინსტიქტურად ყველა თავს ხრის.
- ბატები. - ერთი ნაბიჯით უახლოვდება- თქვენს თავს შეხედეთ, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობთ, სამშობლოს სახელით, ეს საქციელი გეკადრებათ?! ეს საბავშვო ბაღი არ არის, გასაგებია?! გართობა თუ გინდათ, ვარჯიშის შემდეგ, თავისუფალ დროს, სადაც, როგორც, რანაირადაც, მაგრამ აქ არა!
მსგავს საქციელს თუ მეორედ დავინახავ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, მე გამიფრთხილებიხართ! - ერეკლესკენ აპარებს მზერას, თუმცა ბიჭებისგან განსხვავებით, ის ნამდვილად არ ხრის თავს.
- შესვენება ახლა და მერე ვაგრძელებთ!
- აუ ბოს, კარგით რა... ვაკო ხომ წავიდა, ჩვენც წავალთ რა, ძალიან ცხელა.
- ვაკო თქვენს გარეშეც ივარჯებს, გუგა. ეჭვი არ მეპარება მასში.
ყველა ღრმად ოხრავს.
- ხო მაგრამ, საღამოს ტაიმაუტია, როგორ მოვასწრებთ მომზადებას? -ისევ გუგა აგრძელებს.
- რა მომზადება გინდა, შილაქი უნდა გაიკეთო? თუ თმა და მაკიაჟი?
ნუ წუწუნებ, თორდია. - თითით ემუქრება შალვა.
ამასობაში, ვაკოც გამოდის გასახდელიდან და ნელი ნაბიჯებით მიდის შალვასთან მოედანზე.
რაღაცას ეჩურჩულება, თუმცა ნამდვილად არ აღწევს ეს ხმა აქამდე.
უბრალოდ თავს უქნევს ბიძია და ბოლოს, მხარზე ჰკრავს ხელს.
მართალია, ისეთი არაფერი იყო, თუმცა ყოველთვის აღიზიანებდა მსგავსი საქციელები კვაშილავას. არასოდეს ჰქონია სურვილი ისევ ბავშვი ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე წუთით, გასართობად.
იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ ვარჯიშის დატოვება არ უნდოდა, პრინციპის საკითხია. ყველა უნდა მიხვდეს თავის დანაშაულს.
არადა რა დანაშაულია ასეთი, უბრალოდ წყალი შეასხეს, ნუ მართალია ცოტა ზედმეტიც მოუვიდათ, ყველა რომ ერთად დაეხვა თავზე, თუმცა...
აი ერეკლესთვის რომ გაეკეთებინათ ასე, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რეაქცია ექნებოდა.
მართლა როგორ განსხვავდება ყველა ადამიანი ერთმანეთისგან.
- კაპიტააან - როგორც კი კვაშილავა გამოდის, მაშინვე დგება ერეკლე.
- შენი თავი არ მაქვს, ტაბატაძე. - ხელის აწევით აჩერებს.
- გვარით მიმართვა რამე ახალია?
- ვაკო - ფრთხილად ვდგები ფეხზე - ხომ იცი, რომ უბრალოდ გეხუმრნენ, არ ღირს...
- არ მიყვარს ხუმრობა, ალე. - ზურგს გვაქცევს და პირდაპირ გასასვლელისკენ იღებს გეზს.
- ერთი წუთი, ვაკოოო! - ისევ ყვირილს იწყებს ანუკი.
ღმერთო, დამაყრუა დღეს მთელი დღე.
წამსვე ბრუნდება კვაშილავა.
- საით? ჩემი მანქანა? - სწრაფად მირბის მასთან.
- ვნახავ, წამოდი.
- ჩვენც გავყვეთ - ერეკლეს ვუბრუნდები- როცა ვაკო ასეთ მდგომარეობაშია, გამორიცხული არაა, რომ ვერ მოუთმინოს.
- თუ კვაშილავას ოდნავ მაინც ვიცნობ, არავის არაფერს ეტყვის ისეთს, რომ აწყენინოს, თუნდაც გაბრაზებულზე, მაგრამ 'ოოქეი' - ხელს მკიდებს.
- ანუ იმდენჯერ გაგიბრაზებიათ, უკვე ზუსტად იცით მისი რეაქციები გაბრაზებულზე, ხო?
- ეს ხუმრობაა ძვირფასო, რომელსაც ვერ გებულობს, რა ჩემი ბრალია.
- ხოდა თუ ხვდებით რომ არ მოსწონს, აღარც უნდა გაუკეთოთ.
- ხო, აბა რაა. ბოლოს და ბოლოს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი მოკვდავი ხომ არაა.
- ერეკლე! - ისევ დაიწყო მაიმუნობები.
- რა? არა, მართლა რა? ის თუ ვაკოა, მე ერეკლე ვარ და ის თუ კაპიტანია, მე შემტევი ვარ. ხო. თავდამსხმელს აღარ ვხმარობ, გაკვეთილი მივიღე.
ოდნავ მეღიმება.
- ხოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ვინც არ უნდა იყო და რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს, შენში ყოველთვის იქნება ბავშვი, საკუთარი თავის პატარა ვერსია, რომელსაც მოუნდება, რომ ხანდახან თავი შეგახსენოს და ამის უფლება უნდა მისცე, იმიტომ... რომ მოგონებებზე ძვირფასი არაფერია და თუ აწმყოში ამის შესაძლებლობას ხელს კრავ, ის მოგონებად ვერ იქცევა.
- გეთანხმები, მაგრამ ყველას ცხოვრება თავისი ნებაა, ერეკლე. ვაკოს ასე უნდა, ასე მოსწონს.
წლებია ვიცნობ და ყოველთვის უნდოდა, რომ დიდი ყოფილიყო, ის ბავშვობაში არ დაბრუნდება, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ მაინც.
მესმის, რომ შენ ასეთი ხარ და თორდიაც აქციე შენს ტყუპად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას აქცევ.
- ტყუპი... - თავისთვის ეცინება.
- ხო, ტყუპი. ხასიათებით, მართლა ტყუპები ხართ, გეფიცები.
ცანცარები.
- თორდია სულ ასეთი იყო, მე არაფერი გამიკეთებია.
- ანუ შენ გადაგიბირა.
- არა, ძვირფასო ალე. ვგავარ ადამიანს რომელიც სხვას ბაძავს? მე მე ვარ, მე.
- როგორ ვაკადრე...
ორივეს გვეღიმება.
- ცხოვრებაში არასდროს, არაფერში არ მიმიბაძავს არავისთვის.
- ყოჩაღ. - ასე მგონია, ჩემს შექებას ელოდება.
სიცილი უტყდება.
- ყოჩაღ? რა ყოჩაღ
- არ ვიცი, მეგონა რომ ამას ელოდებოდი. - მხრებს ვიჩეჩავ.
ფრთხილად მატარებს გასასვლელში და ისევ ხელს მკიდებს.
თვალებით, ყველგან ანუკის და ვაკოს ვეძებ, თუმცა თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
- არ იქოქებოდაა! - იმხელა ხმაზე ყვირის ანუკი, ორივე ვკრთებით.
- გეუბნები, ეს შენი დაქალი, ხმის იოგებს დაიზიანებს. - გულზე იდებს ხელს ერეკლე და უკან ტრიალდება.
აი თურმე სად ყოფილან. საინტერესოა, უკან მიხედვა რატომ ვერ მოვიფიქრე.
ხის ჩრდილში, როგორც შეეფერება ზუსტად ისე გაუჩერებია.
ხელებდაკრეფილი, უკმაყოფილო სახით დგას კვაშილავას წინ და მის მონოლოგს, წარბაწეული უსმენს.
- მისმინე, ანი. არ ვიცი შენ რომ დაქოქე რა სჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ძალიან კარგად იქოქება. არც ზეთი აკლია, არც ფილტრის შეცვლაა ჯერ-ჯერობით საჭირო და ხო, ხმაც არ მოდის ძრავიდან.
- მოდიოდა.- მაინც თავისას აწვება.
- მაგრამ ახლა აღარ მოდის და შეგიძლია თავისუფლად იარო.
- და გზაში რომ გაფუჭდეს?
- არარსებობს.
- შენ გგონია გატყუებდი?
- ვაახ ჩემი. - შუბლზე ისვამს ხელს კვაშილავა.
- კაპიტან, რაო, რა ხდებაო? - მხარზე ეკიდება ერეკლე.
- არაფერი.
- ანუშკი, შენ რა, ამხელა ფეხბურთელი კაცი დააბოლე?
- ალე, შენს ტაბას უთხარი, გამასწროს.-ყალბი ღიმილით მიბრუნდება.
- არსად წასვლას არ ვაპირებ.
- ხოდა თუ გგონია, რომ ალეზე ნაკლები კარატე ვიცი, ძალიან ცდები.
- ხელი არ დამედოს იცოდე, გუნდს ცენტრ ფორვარდის გარეშე თუ დატოვებ, კაპიტნისგან მიიღებ, არ გაპატიებს. - თითით ემუქრება. - ასე არაა ვაკო?
- შემეშვით. - წასვლას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს უხვევს ცემტრალურიდან წითელი მერსედესი და პირდაპირ ჩვენსკენ იღებს გეზს.
- ვა, ნინაჩკა ტო. - უფრო კვაშილავას გასაგონად ამბობს ერეკლე.
- ვინ?! - მაშინვე თვალებს ქაჩავს ანუკი.
ვხვდები, რომ ვაკოს მენეჯერზეა საუბარი და მართლაც ასეა.
პირდაპირ ჩვენს წინ აჩერებს და ისე გადმოდის, თითქოს, წინასწარ ვარჯიშობდა ამ გადმოსვლაზე.
წითელი კაბა, გაშლილი თმა, მაკიაჟი.
ღმერთო, მგონი შეყვარებული ქალის ინსტიქტი არ ცდება და ანუკი ტყუილად არ ეჭვიანობდა.
- ვაკო, როგორ ხარ? - თმიდან სათვალეს იხსნის და გადასაკოცნად უახლოვდება.
მართლა ინაზებს ხმას.
ნუთუ...
ამხელა ქალია, როგორ არ უხდება.
- კარგად ნინა, შენ?
- მეც, მადლობა. - როგორც კი შორდება, ახლა ერეკლეს უბრუნდება. - რონალდო, სალამი. როგორ ხარ?
- კარგად არის. - ამჯერად ანუკი პასუხობს. აღარ არის საჭირო ცალ-ცალკე კითხვა.
- უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? - უღიმის, თუმცა რა თქმა უნდა ყალბია.
- ანი. - ხელს უწვდის. - ვაკოს კლასელი.
- კლასელი... - მოვალეობის მოხდის მიზნით ართმევს - ძვირფასო ანი, ასეთი უხეში ნუ იქნები, მტრები ხომ არ ვართ.
- გავხდებით... - თავისთვის ჩურჩულებს, თუმცა მაინც მესმის.
- გამარჯობა. - ახლა ჩემსკენ ბრუნდება.- შალვას ძმიშვილი, არა?
- დიახ. - თავსაც ვუქნევ.
- ვაკო, ძვირფასო - კვაშილავას უსწორებს მზერას - ვიფიქრე, გადაცემისთვის მომზადებაში დაგეხმარებოდი.
- რაოო? - აშკარად თავს ვერ იკავებს ანუკი. - და თქვენი დახმარება რაში სჭირდება?
- ძვირფასო, მე ვაკოს მენეჯერი ვარ და...
- მენეჯერი ხარ, ცოლი კი არა. რაში სჭირდები?! პერანგი უნდა გაუუთოვო?!-უკვე თავს ვეღარ იკავებს.
- ანი. - მკლავში ჰკიდებს ხელს კვაშილავა. - ეს რა საქციელია, რა გჭირს.
- მგონი, შენი კლასელი ეჭვიანობს. - ირონიულად ეღიმება 'ნინას'.
- უკაცრავად?!
- საყვარელო, დამშვიდდი. მე მეგონა, რომ ჩემი, როგორც მენეჯერის დახმარება დასჭირდებოდა და...
- ხოდა რომ გეგონა, ეგრე მამალსაც ეგონა, მაგრამ ქვაბში ამოყო თავი.
მაშინვე სიცილი უტყდება ერეკლეს, კვაშილავა კი როგორ ანუკის ენამოსწრებულობას შეჩვეული, უბრალოდ თვალებს ატრიალებს.
- რა საყვარელი გოგოა. - კვაშილავას ანიშნებს თვალებით.
- მაპატიე, ნინა.
- არა ძვირფასო, არ მწყენია, ნუ ღელავ.
- ბოდიშს რატომ უხდი?!
- ანუკი, გეყოფა.- ისევ ყვირილის დაწყებას აპირებს და ვცდილობ გავაჩერო.
- კარგი ანუკი, გთხოვ. თავი მისკდება ისედაც. - ხელის აწევითაც ანიშნებს ვაკო. - ნინა, წავედით რა. - პირდაპირ მანქანისკენ იღებს გეზს.
- კი ძვირფასო. - თვითონაც მას მიჰყვება. - რონალდო, დროებით.
- დროებით ნინაჩკა. - ხელსაც უქნევს. - საღამომდე, კაპიტან.
- მის მანქანაში რატომ ჩაჯდა? თავისი მანქანა არ ჰყავს?
- გეყოფა, ანუკი. შენი ეჭვიანობები, ნორმაზე მეტია უკვე.
- ეს ეჭვიანობა არ არის! - თვალებს გვიქაჩავს.
- მაპატიე, მაგრამ არის. - ერეკლეც უდასტურებს. - თუმცა მე შენ მხარეს ვარ, ანუშკი. ყურადღებით იყავი, თორემ ცხვირწინ აგაცლის ვაკოს. - თვალსაც უკრავს და ხელს მიწვდის.
- წავედით.
***
იმის მიუხედავად, რომ ერეკლესთან განშორება არ მინდა, ანუკის ჩემთან განშორება არ უნდა და იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლეს საღამოს გეგმებიც მის სასიკეთოდ დაემთხვა, აღარც აპირებს წასვლას.
- გადაცემასაც ერთად ვუყუროთ, მარტო ხომ არ იქნები აბა, მანანა დეიდაც არაა თან. -კომფორტულად ეწყობა დივანზე და თავისივე ნაჩუქარ ფუმფულა სათამაშოს იხუტებს, რომელიც ჩემს ოთახში იპოვა.
- რაღაც ძალიან დაინტერესდი სპორტის თემით.- ფრთხილად ვუჯდები გვერდით.
- ოოო. - ხელს იქნევს - შენ ის მითხარი, დაურეკე დედაშენს? როგორაა ბებია?
სპეციალურად მიცვლის თემას.
- ველაპარაკე, კარგად არიან.
- ხომ გეუბნებოდი, სანერვიულო აღარაფერია, ყველაფერმა ჩაიარა. - მკლავზე მადებს ხელს.
ღრმად ვსუნთქავ.
წამიერი სიჩუმე.
- ანუკი...
- ჰო. - ტელევიზორის პულტს ათამაშებს ხელში და არხიდან არხზე რთავს.
- შემომხედე.
წამსვე მისწორებს მზერას.
- ამდენი ხანი გავიდა... არ ვიცი, შენ ამჩნევ თუ არა, მაგრამ შეიცვალე.
- დროსთან ერთად ყველა იცვლება, რა არის აქ ისეთი. - მხრებს იჩეჩავს.
- იცი, რასაც ვგულისხმობ.
დაბნეულობა ესახება სახეზე.
- ვაკო...
- რა ვაკო. რა შუაშია ახლა ვაკო. - აღარ იცის რაზე გადაიტანოს მზერა. ვხვდები, რომ შინაგანად ახურებს, ნელ-ნელა წითლდება სახეზე.
- მანქანას არაფერი არ სჭირდა, არა?
- რა არ სჭირდა ალე, ძრავიდან ხმა მოდიოდა და...
- ანუკი. - ვაწყვეტინებ - არ გინდა, გთხოვ. მეგობრები იმისთვის არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ? რატომ მატყუებ...
- არ გატყუებ, ალე. - თავზე იჭდობს ხელებს.
- მაშინ რა გჭირს. ვაკო ვახსენე და თვალებში ვეღარ მიყურებ.
ღრმად სუნთქავს და ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ.
ცდილობს, მზერა გამისწოროს, თუმცა ეს რომ გააკეთოს, საკუთარ თავთანაც უნდა აღიაროს, რადგან ეს სიმართლეა.
- ანუკი...
სუნთქვა უხშირდება, თითქოს, თავს ძალას ატანს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნებდება და თავს ხელებში რგავს.
- არ ვიცი... - სრულიად მოულოდნელად იწყებს ტირილს. - არ ვიცი რა მჭირს.
- ანუკი, არ გინდა გთხოვ. - მისკენ ვიწევი. მაშინვე მხვევს ხელებს და მეხუტება.
- იმას ვაკეთებ, რასაც ვეწინააღმდეგები. ეს როგორ ხდება ალე?
- დამშვიდდი, აღარ იტირო რა...
ნელა მშორდება და ცრემლებს იწმენდს.
- ასე არანორმალურად როგორ მენატრება? ჟანგბადივითაა, თითქოს აღარ მყოფნის და ვეღარ ვძლებ მერე-ღრმად სუნთქავს - მართლა მოდიოდა ძრავიდან ხმა, თუმცა ეგ ავარიამდე იყო და ახლა მაგის ბაქარს ზეთი დაუმატებია და აღარ ქონდა- დამნაშავესავით ხრის თავს.
- ანუ იმიტომ ეჩხუბე, რომ მანქანა გაგიკეთა?
ოდნავ აქნევს თავს.
- ისე ვერ მივუახლოვდებოდი...
საეჭვოდ მოეჩვენებოდა, მაგრამ მიცნობს და იცის, რომ კამათის დროს ადამიანებს ინსტიქტურად ვუახლოვდები.
მაინც მოსდის ცრემლები.
ღმერთო....
ბოლოს ასე ძლიერ როდის განვიცადე რაღაც, არ მახსოვს.
- იცი... სუნამო შეუცვლია.
- ანუკი... - საშინლად რთულია მოსმენა, მითუმეტეს როცა თვალცრემლიანი მიყვება.
- სულ ასეთი იყო და ვერ ვამჩნევდი?
- როგორ ასეთი...
- არ ვიცი -ისევ იწმენდს ცრემლებს -სხვანაირი. ახლა სულ სხვანაირია...
ადრეც მყავდა ნაკრების მაისურში ნანახი, თუმცა ასეთი არასდროს არ ყოფილა. არ ვიცი, მე შევიცვალე და თუ ის შეიცვალა - მხრებს იჩეჩავს - მაგრამ... ინსტაგრამზე რომ ვნახულობ ხოლმე მის ფოტოებს... ძველ ფოტოებშიც სხვანაირია ალე, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა.
- არცერთი არ შეცვლილხართ, უბრალოდ შენი დამოკიდებულება შეიცვალა მის მიმართ.
- არა... არა... არა - ცივად უარყოფს. - მე ის მიყვარს, მაგრამ მასე არა.
- მისმინე, ანუკი. მესმის, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი გჭირდება, რომ გაერკვე. შეიძლება ვაკო დაგელოდოს, იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ, მაგრამ დრო არ დაგელოდება. ეს თქვენი საუკეთესო წლებია, ისე ნუ იზამ, რომ მერე ინანო...
მესმის, რთულია, მაგრამ როცა დარწმუნებული იქნები, უკან არ დაიხიო. არ თქვა რომ მერე, იმიტომ რომ 'მერე', შეიძლება აღარც იყოს.
ბაგა-ბაღიდან მოდიხართ ერთად, 27 წელია სიგიჟემდე უყვარხარ. ეს გაიხსენე და აღარ გადადო.
ვიცი, რომ გეშინია, მაგრამ როცა ჩაეხუტები ყველაფერი გაქრება, საერთოდ ყველაფერი გესმის?
ღრმად სუნთქავს.
- გახსოვდეს, რომ სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია.
ნელა სწევს თავს და მზერას მისწორებს.
- კარგია, რომ მყავხარ...
ოდნავ ვუღიმი.
- აღარ იტირო.
ისევ მეხუტება.
ამასობაში, გადაცემაც იწყება და მაშინვე პულტს ვავლებ ხელს.
- დაიწყო? - ისევ სათამაშოს იღებს ხელში და მთელი ინტერესი ეკრანზე გადააქვს.
ოდნავ ვუწევ ხმას.
- მოგესალმებით, ეთერშია საფეხბურთო ტაიმაუტი. მაყურებელს დარწმუნებული ვარ,უკვე ეცოდინება, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა გამორჩეული იქნება, რადგან ჩვენ გვყავს განსაკუთრებული სტუმრები.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები.
კადრი, წამყვანიდან მათზე ინაცვლებს და წამსვე ეწყება მოუსვენრობა ანუკის.
- ყველა არ არიან? - ჩემს ფიქრებს ახმოვანებს.
- გუნდის კაპიტანი, ვაკო კვაშილავა - მათ წარდგენაზე გადადის წამყვანი - ჩვენი ცენტრ ფორვარდი, ერეკლე ტაბატაძე, გიგი ლეჟავა, გუგა თორდია, ლუკა გველესიანი, ლევან ქორჩილავა, ირაკლი ბარბაქაძე და თორნიკე აკობია.
ბიჭებო, მადლობა სტუმრობისთვის!
უბრალოდ თავს უკრავენ.
- სრული შემადგენლობა არ გვყავს სამწუხაროდ. გვინდოდა, რომ ყველა მოსულიყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხეს, არაუშავს.
- როგორ ხართ პირველ რიგში, როგორ განწყობა გვაქვს?
- რავიცი, კარგი - თორდია იწყებს.
- ნორმალური. - ქორჩილავა ეშველება.
- თავად?
- მადლობა, მადლობა.
- ერეკლე, შენით დავიწყებ მოდი. ნუ, ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა ფეხბურთია, თუმცა ეტაპობრივად გავაკეთოთ მცირე გადახვევებიც. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ყველაზე დიდ დროს ატარებ სამშობლოს ფარგლებს გარეთ და ყოფილა შემთხვევები, რომ მხოლოდ სანაკრებო მატჩებისთვის ჩამოსულხარ.
ოდნავ უქნევს თავს ერეკლე.
- რა შეგრძნებაა რომ მოგვიყვე, ჩამოდიხარ და აი პირდაპირ, ყველანაირი დასვენების გარეშე მიდიხარ სავარჯიშოდ.
- მოგესალმებით, პირველ რიგში.
წამსვე თავს უკრავს წამყვანი.
- ხო, საერთოდ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა ფეხბურთელისთვის. როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, იქ არ არის დაღლა, არის მხოლოდ სურვილი იმისა, რომ აკეთო უფრო და უფრო მეტი. შეგრძნებაზე რავიცი, ძალიან მენატრება ხოლმე აქაურობა. ისეთი გარემოა, რომ სულ გიხარია ჩამოსვლა, როგორც არ უნდა გიყვარდეს კლუბი, ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ სანაკრებო მატჩები სხვაა რა. სხვა კონცენტრაცია გაქვს, შეკრებებზე ძაან დიდი ხანი რჩები ბიჭებთან ერთად და... ნუ, ეს არ არ არის მარტო სამუშაო, ეს არის ცხოვრება, ის, რაც შექმენი, რაც განიჭებს სიამოვნებას. არ წარმომიდგენია უბრალოდ, რომ შეიძლება ამან დაგღალოს, რავიცი.
- კი ბატონო. ჩვენ, ყველამ ვიცით, როგორი შემართებით იყავი მაკედონიასთან, თუმცა სამწუხაროდ შემდეგ ისე მოხდა, რომ მატჩი დატოვე. როგორ შეაფასებდით ჩვენს ბოლო თამაშს? ვაკო, მოდი, ჩვენი ერთადერთი გოლის ავტორი ხარ და შენ დაიწყე და ყველას აზრი მაინტერესებს რა თქმა უნდა.
როგორ შეაფასებდი.
ოდნავ უქნევს თავს კვაშილავა.
- ბევრი არაფრის თქმა არ შეიძლება ალბათ. რავიცი, ჩემი აზრით, პირველი 60 წუთი არ იყო ცუდი, იქ, რაღაც კონტრშეტევაზე აგებული ტაქტიკა გვქონდა. იყო რაღაც შანსები. რა თქმა უნდა
შეიძლება აქ მსაჯებზე ლაპარაკიც, მაგრამ... არ ვიქნები კომპეტენტური თუ ვთქვათ, ვიტყვი, რომ მათ გამო წავაგეთ. ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა მაკედონიას, ნუ, არანაკლებ ჩვენც და უფრო მეტად უნდა უნდა გამოგვეყენებინა, რა თქმა უნდა. დასანანია, უბრალოდ ეს ანგარიში. როცა ხედავ, რომ მეტი შეგიძლია, მეტი შეგვიძლია ერთად, გვაქვს ეს რესურსი, რავიცი ასე ვფიქრობ, იმედია რომ მომავალში მაინც შევძლებთ, რომ მეტი გავაკეთოთ.
- პენალტზე რას გვეტყვი, რომელიც არ დანიშნეს.
ღმერთო, ეს როდის იყო. ოდნავ ვფიქრდები. ასეთი არაფერი მახსოვს. ალბათ სანამ ერეკლეზე ვნერვიულობდი მაშინ თუ გამომეპარა.
- ხო, არ ვიცი, თავით რომ დავრტყი ხო?
- კი ბატონო.
- რავიცი, შეიძლებოდა კი, გვეკუთნოდა. ნუ იმ მომენტში მე თვითონაც, რავი, ძალიან სწრაფად მოხდა და ძნელია, რომ ესე წამში იდეალურად გაიაზრო. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული და შესაბამისად აღარ შევეკამათე. შემდეგ, უკვე როცა განმეორებითი კადრი ვნახე, ნუ, გვიანი იყო.
მარა ეს ჩემი შეცდომაა რომ არ შევეკამათე, უბრალოდ, ჩვენ, ყველამ ესე ვიცით და ესე გვჯერა, რომ მსაჯზე კომპეტენტური პირი იქ არავინ არ არის რა.
- შეიძლებოდა, რომ ყვითელი ბარათის ფასად დაგჯდომოდა.
- არა, ამაზე არ არის, მე... მე რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, შევეკამათებოდი.
- გოლის ეპიზოდის აღწერა როგორ შეგიძლია, რომელიც დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ ძალიან მაგარი იყო.
- ხო, მაგარი კონტრშეტევა იყო ნამდვილად, იქ ლუკას იდეალური პასი, რომელიც მართლა საოცრება იყო. - ლუკას უსწორებს მზერას, რომელიც საპასუხოდ უღიმს - ზოგადად, რომ ამბობენ ხოლმე რომ აი, შენი გოლია რა. ძაან არ ვეთანხმები, ჩვენი გოლია, რომელიც ერთად გავიტანეთ და რომ არა ჩვენ, ერთად, მე მარტო ვერაფერს ვერ შევძლებდი.
- როგორი შეგრძნებაა, აი კაპიტანი ხარ და...
- ხო, ნუ, ყველამ ვიცით, რომ კაპიტანს რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვს. არასოდეს არ მიუფროსია არავიზე, რავიცი აგერ არიან ბიჭებიც და დამეთანხმებიან.
ხო, შეგრძნებას რაც შეეხება, რავიცი, ძაან მაგარი, რა თქმა უნდა.
- კარგი, მოდი ლევანს ვკითხოთ ახლა. მაკედონელთა გოლი, რომელმაც გაათანაბრა ანგარიში, ხომ არ ფიქრობ, რომ ამან ფსიქოლოგიურად გაგტეხათ? აი, სანამ მეორე გოლსაც გავუშვებდით.
- ალბათ არა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არა. როცა ანგარიში თანაბარია, იქ, კიდევ ფიქრობ, რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა და რავიცი, გაქვს ის რაღაც შემართება მაინც.
- ეთანხმებით?
- ჩემი აზრითაც კი. - ლეჟავა გამოდის სიტყვით - 1:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც ბოლომდე დაგანგრევს რა.
- თუმცა ნუ მეორე გოლი, როცა უკვე ხვდები, რომ ქვემოთ ხარ, თან ბოლო წუთები იყო - სიმწრით ეღიმება გველესიანს - ამის მერე მენტალურად უფრო ვარდები რა...
- გამოსწორების შანსს რომ ვეღარ ხედავ და მსაჯის სასტვენის ხმა რომ ჩაგესმის - სინანულით ამატებს ბარბაქაძე.
- მესმის ბიჭებო, ძალიან რთულია ნამდვილად, თუმცა, მომავალი წინ გვაქვს. თორდიასთან და აკობიასთან მინდა გადავიდე, რომლებმაც გამოტოვეს მაკედონიასთან მატჩი.
თორნიკე, რომლის ყვითელ ბარათზე რავიცი, რამდენი ხანი ლაპარაკობდნენ.
რას გვეტყვი, ყველამ ვიცით, რომ ის ყვითელი ბარათი შენ ძალიან გააზრებულად მიიღე, იცოდი, რომ მსაჯი აუცილებლად მოგცემდა და მაინც. როგორ ფიქრობ, ღირდა?
- რა თქმა უნდა, ღირდა. ორი აზრი არ არის მანდ. მე, ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება ჩემი ბიჭების იმედი. მათ შეუძლიათ რომ კარგი თამაში აჩვენონ, თუნდაც ჩემს გარეშე. აქ, დავეთანხმები ვაკოს, რომ ჩვენ, ცალკე არაფერი არ ვართ, ჩვენ ერთად ვართ ყველაფერი და... ის გოლი არ უნდა გაგვეშვა და არც გავუშვით რა.
- შენი ყვითელი ბარათის ფასად.
- ის გავაკეთე რაც საჭირო იყო.
ოდნავ უქნევს თავს წამყვანი.
- იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩებში გიხილავთ აუცილებლად.
- გუგა, მოდი შენც გვითხარი, როგორია სკამიდან ყურება?
- აუ, საშინელი. - ოდნავ ეღიმება თორდიას.
- გასაგები იყო შენი ტრამვა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე არ იყო მაინც, მოგიწია რომ გამოგეტოვებინა მატჩი, თუმცა, შენ მაინც იყავი დინამოზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს, ალბათ ორმაგად ძლიერდება განცდა.
- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა...
რაც არ უნდა რაღაც ესე უცნაურად ჟღერდეს, ეს მაინც ძალიან დიდი თანადგომა არის და ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას გრძნობ და როგორ გიჭირს შენ იქ, ესე, უბრალოდ მაყურებლის სტატუსით ყოფნა. როცა ხედავ, რომ ბიჭებს სჭირდები და ის, შენი იქ ყოფნაც კი აძლიერებთ, იქ უნდა იყო რა. რაღაცის გაკეთება თუ შეგიძლია, თუნდაც ეს ძალიან მცირედი იყოს, უნდა გააკეთო.
- არ იყო მცირედი - კვაშილავა აგრძელებს - მართლა ძალაა ეს, როცა ხედავ, რომ ის აქ უნდა იყოს, შენს გვერდით, მოედანზე და არ არის, პასუხისმგებლობაა ძაან დიდი, რომ მის მაგივრადაც უნდა ითამაშო და... როცა მას იქ ხედავ, შენ ამის ძალა უკვე გაქვს.
- ძალიან მიხარია, რომ ასეთი სამაგალითო დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან, მართლა.
ცოტა ემოციური თემაა, ალბათ დამეთანხმება მაყურებელიც.
მოდი, გავმხიარულდეთ და გადავიდეთ სიურპრიზზე, რომელიც სპეციალურად, უფრო ადრე მოვამზადეთ თქვენთვის. - ეკრანისკენ იშვერს თითს. - ამის შესახებ ბიჭებმა უკვე იციან და ძალიან მიხარია, რომ ვიდეო, უფრო ადრე ჩავწერეთ და ყველა მონაწილეობს მასში.
- ვაკო. - კვაშილავას უსწორებს მზერას.- შენთვისაც სიურპრიზია.
ოდნავ უქნევს თავს.
- ეს არის ვიდეო, რომელსაც, რავიცი ბევრი ვიფიქრეთ და სახელად დავარქვით 'ყველაზე'.
მე შენ დაგისვამ რამდენიმე ძალიან მარტივ კითხვას, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა უკვე დაუსვა ბიჭებს. შენ მიპასუხებ და ვნახოთ, თუ დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს.
- კი ბატონო. - კვლავ ოდნავ უქნევს თავს კვაშილავა.
- მაშინ დავიწყოთ და ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობს ნაკრების კაპიტანი საკუთარ გუნდს.
მზად ხარ?
- დიახ.
შავ საქაღალდეს იღებს წამყვანი.
- რომელია თქვენს შორის ყველაზე შრომისმოყვარე?
- შრომისმოყვარე... - ოდნავ ფიქრდება- რავიცი, ყველა. ქორჩილავა, მეტრეველი, აკობია.
ერთად ვნახოთ რას ფიქრობენ ბიჭები.
ეკრანზე ვიდეო ჩნდება.
ყველა დინამოს სტადიონზეა მოფენილი და ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან ჩამწკრივებული, თან გაუჩერებლად ქაქანებენ.
საინტერესოა, ეს როდის გადაიღეს, ან ერეკლემ რატომ არაფერი არ მითხრა.
- ყველაზე შრომისმოყვარე? - პირველი ერეკლეს აჩვენებენ. - კვაშილავა.
- კვაშილავა იასნაა. - ახლა თორდია ჩნდება ეკრანზე.
- მარტო ნაკრებში კი არა, საერთოდ შრომისმოყვარე ადამიანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია ვაკო კვაშილავა. - გველესიანი აყოლებს.
- კაპიტანი. - მოკლედ პასუხობს ნაკაიძე.
- რავი, ქორჩილავა, კვაშილავაა ორივე შრომისმოყვარეები არიან. - მხრებს იჩეჩავს გვაზავა.
- მეტრეველი, ქორჩილავა - ზვიადაძეს აჩვენებენ, რომელიც ახლაც კი კარში ზის- კვაშილავა კიდევ.
ახლა კვაშილავას აჩვენებენ, რომელიც ვიდეოს შემყურე ღიმილს ვერ იშორებს სახიდან.
- შემდეგი კითხვა. ვაკო, ვინ არის ყველაზე სწრაფი?
- გვაზავა, ტაბატაძე, ქედელიძეც სწრაფია.
- ვნახოთ რას ფიქრობენ ბიჭები.
ისევ ვიდეო ჩნდება ეკრანზე.
- ტაბა - ამჯერად აკობიას აჩვენებენ პირველს.
- რავიცი, ზვიადაძე. - სერიოზული ხუმრობა უნდოდა, თუმცა მაინც სიცილი უტყდება თორდიას.
- გვაზავა, ტაბატაძე.
- აუ, რავი, ჩემს მერე? -სერიოზული სახით ეკითხება ერეკლე და თან, როგორც სჩვევია, ისევ თმაზე ისვამს ხელს.
- ფორვარდები, ქედელიძე, ტაბატაძე -კიდევ ცდილობს ვინმეს გახსენებას ზვიადაძე.
- სწრაფი? რავიცი, მე, ერეკლე, ლაშაც სწრაფია. - თავდაჯერებული პასუხობს ქედელიძე.
- ამჯერად დაემთხვა თქვენი პასუხები- ღიმილით უბრუნდება წამყვანი ვაკოს.- შემდეგი, ვინ ემზადება მატჩის წინ ყველაზე მეტს?
- თორდია. - არც კი ფიქრობს ისე პასუხობს ვაკო.
სანამ ვიდეოს ჩართავენ, გუგას აჩვენებენ, რომელიც უკვე იგუდება სიცილით.
- ყველაზე მეტს ვინ ემზადება? რავიცი, ტაბატაძე. -მხრებს იჩეჩავს ბარბაქაძე.
- რაო? - ახლა ერეკლეს აჩვენებენ ნახევარ ეკრანზე.
აშკარად არ იცოდნენ ერთმანეთის პასუხები.
- სად დამინახე ბიჭო, წამში ვიცვამ ხოლმე.
- თორდია. თორდია, აი იმენა ქალივით 1 საათი. - სიცილით პასუხობს გვაზავა.
- თორდია, კვაშილავაც. - ახლა ერეკლეს აჩვენებენ - აუ, სამკლავური ასე გავიკეთო? შემოიხედეეეთ! - მის ხმაზე აჯავრებს.
მაშინვე მხარზე ურტყამს ხელს ვაკო.
- კვაშილავა. არა, ანუ სწრაფად იცვამს, მაგრამ სამკლავურზე წუწუნებს ხოლმე. - აკობიაც ეთანხმება.
- თორდია. - მოკლედ პასუხობს ზვიადაძე.
- შემდეგი კითხვა. - ისევ თიშავენ ვიდეოს და წამყვანი ჩნდება ეკრანზე.
- ვაკო, ვინ არის ყველაზე სერიოზული?
ოდნავ ეღიმება კვაშილავას.
- აი, ვიცი რასაც იტყვიან ეხლა. - ოდნავ აქნევს თავს.
- გისმენთ, ვაკო.
- მე. - დანაშაულის აღიარებასავით გამოსდის.
ისევ ირთობა ვიდეო.
- კვაშილავა.
- კაპიტანი.
- ვაკო
- კვაშილავა
- კაპიტანი
განსხვავებული აზრს, თითქმის არავინ აფიქსირებს.
- კვაშილავაზე სერიოზული დედამიწის ზურგზე არავინ არ არის. -ამაყად აბოლოებს ერეკლე.
- შემდეგი.
ვინ არის ყველაზე ტექნიკური, ვაკო?
ოდნავ ფიქრდება.
- ტაბატაძე, თორდიაც ტექნიკურია.
- მოდი ვნახოთ ვიდეო.
- ტაბა, რა თქმა უნდა. - ნაკაიძეს აჩვენებენ პირველს.
- ტაბა, ქედელიძე, ლეჟავა, თორდია, ყველა ტექნიკურები არიან. - სწრაფად თვლის ქორჩილავა.
- ტექნიკური? - ერეკლეს აჩვენებენ - რავი ქედელიძე, თორდია.
- აუ, რავი თორდია, ტაბატაძე.
- ერეკლე. ყველა ტექნიკურია, მაგრამ ერეკლეს გამოვრჩევდი. - ამჯერად ზვიადაძე პასუხობს.
- რავი ცენტრ ფორვარდები, ტექნიკურები არიან ყველა. - თორდია აბოლოებს.
- შემდეგი. ვინ ხუმრობს ყველაზე მეტს?
- თორდია. - ისევ არ ფიქრობს, ისე პასუხობს ვაკო.
ვიდეო ირთობა.
- რავი, ჩვენთან იუმორი ძაან მაღალ დონეზეა, აგერ, ტაბატაძე, თორდია - მათკენ იშვერს ხელს ბარბაქაძე. ვიდეოშიც კი გაუჩერებლად ქაქანებენ.
- თორდია და ყველაზე მეტსაც ის ლაპარაკობს.
- თორდია იასნა. გუგა რომ არ არის ხოლმე, სამარისებული სიჩუმეა. - სიცილით ამატებს მეტრეველი.
- თორდია. - მოკლედ პასუხობს ქედელიძე.
- და... ბოლო კითხვა ვაკო. შენი, საფირმო ფრაზა.
- ვაახ ჩემი. - ეცინება.
- კაი, თუ გინდა ამაზე არ უპასუხო, გეპატიება, როგორც კაპიტანს.
ვნახოთ ვიდეო.
- 'დაგბრიდავ, ერეკლე!' - პირველი სწორედ ერეკლეს აჩვენებენ.
- ნუ, ზოგადად 'დაგბრიდავ' მარაა, კიდე ამატებს ხოლმე ერეკლეს.
- აუ ძაან კინკლაობენ ხოლმე და სულ 'დაგბრიდავ ერეკლე'. ძირითადად კი.
- 'დაგბრიდავ' იცის ხოლმე - ზვიადაძეც ეთანხმება.
- 'დაგბრიდავ' ეხლა ეგ ცნობილია - თორდიას აჩვენებენ - კიდე, ვარჯიშებზე იცის ხოლმე, არასწორად თუ დავარტყით 'ე, ბიჭო, გაფრინდა ბურთი ხაშურში'
ყველას ეცინება.
- მადლობა ბიჭებო. - როგორც კი ვიდეო ქრება, ისევ წამყვანს აჩვენებენ, რომელიც ნელა ხურავს საქაღალდეს - ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა.
- მადლობა თქვენ.
- ბევრიც ვიხალისეთ.
რავიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ, აგერ 2 დღეში რუმინეთთან ამხანაგურში და მერე ესპანეთთანაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე.
- მადლობა, მადლობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ სასურველი შედეგის მისაღებად.
მადლობა ტელემაყურებლებს, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად.
ამით გემშვიდობებით, აუცილებლად უგულშემატკივრეთ ბიჭებს. საქართველოს პირველი არხი, შემოგთავაზებთ პირდაპირ ტრანსლაციას რუმინეთიდან.
ნახვამდის.
___________________________________________
სიყვარულებოოო, როგორც იქნა აქ ვარ. ძალიან არ მინდოდა, ამხელა შუალედი გამეკეთებინა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიპოვე წერისთვის დრო. იმედი მაქვს, მომიტევებთ.
გელით
გამიზიარეთ შთაბეჭდილებები
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1  offline წევრი OKI ME

რომ იცოდე როგორ ველოდი heart_eyes წავალ წავიკითხავ და ცოტა გვიან დაგიკომენტარებ კიდევ satisfied satisfied

 


№2  offline წევრი EllaTriss

Megioki
რომ იცოდე როგორ ველოდი heart_eyes წავალ წავიკითხავ და ცოტა გვიან დაგიკომენტარებ კიდევ satisfied satisfied

კი ბატონო, აქ ვარ, გელი❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

გაღიმებული ვკითხულობდი. საყვარლობა თავი იყო. ანუკი და ვაკო. ისე მაინტერესებს მაგათი ურთიერთობის ხაზი. ალე და ერეკლე გაერკვნენ. შალვას წასვლა გ1ირდებოდა თუ მომავალში გასათვალისწინებელი დეტალია არვიცი. ალბათ ვნახავვთ. ანუ ბინის სანახავად რომ წავიდა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას და გამიხარდი

 


№4  offline წევრი EllaTriss

Qeti qimucadze
გაღიმებული ვკითხულობდი. საყვარლობა თავი იყო. ანუკი და ვაკო. ისე მაინტერესებს მაგათი ურთიერთობის ხაზი. ალე და ერეკლე გაერკვნენ. შალვას წასვლა გ1ირდებოდა თუ მომავალში გასათვალისწინებელი დეტალია არვიცი. ალბათ ვნახავვთ. ანუ ბინის სანახავად რომ წავიდა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას და გამიხარდი

ქეთი, ანუკი და ვაკო სულ სხვანაირად მიყვარს. ♡ რაღაც ისეთი სხვა მუხტია მათ ურთიერთობაში, სხვა ფერები.
დამიჯერე, მეც ძალიან ველი მათ წყვილს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ანუკისთვის ადვილი არაა და გასაგებიცაა რატომაც, ჯერ კიდევ შორს არიან ერთმანეთისგან ))
ვნახოთ^^
პ.ს მეც ძალიან გამიხარდი❤❤❤

 


№5  offline წევრი likuu_s

ელა, რა გინდა ჩემგან, მერამდენედ უნდა მატირო? :დდ
როგორ ნერვები მეშლება ხოლმე, ასე ყველაფერზე რომ ვტირი, მაგრამ რა ვქნა, მხოლოდ ცრემლებით გადმოვცემ ემოციას, სამწუხარიდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ ალეს მამა ნამდვილი მამა არ იყო. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როცა ერეკლეს მამამისზე ესაუბრებოდა. ტაბატაძემაც, როგორი კარგი სიტყვები უთხრა…

სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ადრე თუ გიხსენებია ერეკლეს მამა, მგონი - არა. ერთხელ გავიფიქრე მარტო გადაკვრით, ასე ღრმად არ მიფიქრია. ვერ ვიფიქრებდი, მართლა თუ ასე არეული ურთიერთობა ჰქონდა. არ უნდა ხდებოდეს ასე! მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ყველას ცხოვრებაში. ეს ცალკე, როგორ ძალიან სევდიანად უყვებოდა ერეკლე.

ვარძია და ვალერიანზე მაგრად ვიცინე. კარგი იყო!

ანუკიი…
ანუკი!
ვაკოს ჩხუბი რომ დაუწყო, თან თითქმის უმიზეზოდ, მაგარი იყო :დ

კიდევ, რიგით უკვე მეათასე საოცრად ემოციური და სევდიანი მომენტი ალეს და ანუკის საუბარი იყო.
წარმომიდგენია, იმის მერე ვაკო რა დღეშია. იმასაც, მიუხედავად ჩხუბისა, ალბათ როგორ სიამოვნებს ანუკის მასთან ახლოს ყოფნა.

ანუკის ეჭვიანობაზე ვგიჟდები!

ვფიქრობ, ნელ-ნელა თავის გრძნობებში გარკვევას იწყებს და ეს ძალიან კარგია. თვითონაც დაწყნარდება და ჩვენც :დ მაგრამ ვის გაუგია, ყველაფერი ასე მარტობად რომ გვარდებოდეს :)

შოუს მომენტი როგორ მომეწონა, რა კარგები იყვნენ ბიჭები!
ცოტა, პირადულ კითხვებსაც ველოდი რატომღაც, მაგრამ მაინც კარგი იყო!

მოკლედ, ველი შემდეგს!

წარმატებული აბიტურიენტობა!❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ელა, რა გინდა ჩემგან, მერამდენედ უნდა მატირო? :დდ
როგორ ნერვები მეშლება ხოლმე, ასე ყველაფერზე რომ ვტირი, მაგრამ რა ვქნა, მხოლოდ ცრემლებით გადმოვცემ ემოციას, სამწუხარიდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ ალეს მამა ნამდვილი მამა არ იყო. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როცა ერეკლეს მამამისზე ესაუბრებოდა. ტაბატაძემაც, როგორი კარგი სიტყვები უთხრა…

სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ადრე თუ გიხსენებია ერეკლეს მამა, მგონი - არა. ერთხელ გავიფიქრე მარტო გადაკვრით, ასე ღრმად არ მიფიქრია. ვერ ვიფიქრებდი, მართლა თუ ასე არეული ურთიერთობა ჰქონდა. არ უნდა ხდებოდეს ასე! მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ყველას ცხოვრებაში. ეს ცალკე, როგორ ძალიან სევდიანად უყვებოდა ერეკლე.

ვარძია და ვალერიანზე მაგრად ვიცინე. კარგი იყო!

ანუკიი…
ანუკი!
ვაკოს ჩხუბი რომ დაუწყო, თან თითქმის უმიზეზოდ, მაგარი იყო :დ

კიდევ, რიგით უკვე მეათასე საოცრად ემოციური და სევდიანი მომენტი ალეს და ანუკის საუბარი იყო.
წარმომიდგენია, იმის მერე ვაკო რა დღეშია. იმასაც, მიუხედავად ჩხუბისა, ალბათ როგორ სიამოვნებს ანუკის მასთან ახლოს ყოფნა.

ანუკის ეჭვიანობაზე ვგიჟდები!

ვფიქრობ, ნელ-ნელა თავის გრძნობებში გარკვევას იწყებს და ეს ძალიან კარგია. თვითონაც დაწყნარდება და ჩვენც :დ მაგრამ ვის გაუგია, ყველაფერი ასე მარტობად რომ გვარდებოდეს :)

შოუს მომენტი როგორ მომეწონა, რა კარგები იყვნენ ბიჭები!
ცოტა, პირადულ კითხვებსაც ველოდი რატომღაც, მაგრამ მაინც კარგი იყო!

მოკლედ, ველი შემდეგს!

წარმატებული აბიტურიენტობა!❤️❤️❤️

ლიკუნა, მართალი ხარ, ერეკლეს მამა არ მიხსენებია აქამდე. ზოგადად, გარედან ყველაფერი მარტივად ჩანსო, რომ ამბობენ, მართლა ასეა. კამერების წინ გაიღიმებ, ხელიხელ გადახვეული გადაიღებ ფოტოს და ვერავინ იფიქრებს, რომ შეიძლება ეს მამა-შვილობა, სულაც არ იყოს ის, რაც ჩანს.
ის ფაქტი, რომ შეიძლება მათ შორის სიყვარული არ იყოს, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ეს მაინც არ არის ის, რაც უნდა იყოს.
გეთანხმები, ასე არ უნდა ხდებოდეს. ))
რაც შეეხება ანუკის და ვაკოს...
ცვლილებებიც, ზოგჯერ ჰო, ასე, ჩვენგან დამოუკიდებლად იწყება.
ანუკის მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა რთულია, თუმცა არც შორს ყოფნაა ადვილი...
გადაცემის მომენტი, ჰო.
პირადული კითხვები, საინტერესო იქნებოდა ,გეთანხმები, თუმცა ვინაიდან გადაცემა მთლიანად ფეხბურთის ფორმატზე იყო აგებული, კითხვებიც, ბუნებრივია, რომ იქიდან უნდა ყოფილიყო ^^ რავიცი, ასე ვიფიქრე ^_^ ;დ
პ.ს მადლობა! ❤❤❤
უკვე დროში ვიწვი, ჯერ სად ვარ...^
ძალიან ძალიან ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი Ana-maria

დიიდი სიამოვნებით წავიკითხე. ღიმილი არ მომშორებია სახეზე. თითქოს არ იყო პირადი ურთიერთობები,მაგრამ უკვე ზუსტად გამოიკვეთა ალე და ერეკლე და ანუკი და ვაკო. ფაქტია ანუკი ჯერ კიდევ ვერ არქმევს მის უცნაურ ეჭვიანობას სიყვარულს,მაგრამ ვფიქრობ მალე მიხვდება და ვაკოს საშველი დაადგება. ვიცინე ერეკლეს ვარძიაზე და ვალერიანზე.
მოკლედ კარგი თავი იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს.

 


№8  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
დიიდი სიამოვნებით წავიკითხე. ღიმილი არ მომშორებია სახეზე. თითქოს არ იყო პირადი ურთიერთობები,მაგრამ უკვე ზუსტად გამოიკვეთა ალე და ერეკლე და ანუკი და ვაკო. ფაქტია ანუკი ჯერ კიდევ ვერ არქმევს მის უცნაურ ეჭვიანობას სიყვარულს,მაგრამ ვფიქრობ მალე მიხვდება და ვაკოს საშველი დაადგება. ვიცინე ერეკლეს ვარძიაზე და ვალერიანზე.
მოკლედ კარგი თავი იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს.

ანამარია, მიხარია ამის მოსმენა❤
ვიცი, რომ ყველა განსაკუთრებულად ელით ანუკის და ვაკოსაც, მეც, მეც, თქვენ ერთად^^
შეიძლება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა, რაღაცეებზე გაიმარჯვო. ანუკისაც აქვს ეს რაღაც გადასალახი, ვნახოთ, რა და როგორ გამოვა.
პ.ს მადლობა! ❤
ყოველთვის მახარებს თქვენი გამოჩენა❤❤❤❤

 


№9  offline წევრი OKI ME

მოვედი...

მითხარი რა ვუყო ახლა ანუკის? არა, როდის აპირებს აღიარებას ეს გოგო? სანამ მართლა ნინაჩკა არ აახევს და დარჩება გაშტერებული მანამდე ვერ გამოფხიზლდება? :დდდდ

ვაკოს კარგი ნერვები აქვს, ამდენს რო ითმენს :დდდ უბრალოდ ძალიან კარგად იცნობს აშკარად ანუკის და ვეჭვობ ის უფრო მეტს ხვდება ვიდრე ანუკი თავის თავზე. :დდდ

ესჰ, ჩემი ტაბა და ალე კი არიან საყვარლად ❤️❤️ ვაა, ალეს ამბავმა დამაინტერესა ისე, ხომ იცი შენ? აი მამის ამბავმა რა. გაიღვიძა ჩემში ჭორიკანა მხარემ აშკარად :დდდდდ

ჰმ, ტაბას დედაც კაი "დესპოტი" ჩანს. :დდდ არ მესმის და რა ვქნა, ყველა იმ ადამიანის რომელიც შაქარს და მარილს საერთოდ არ ხმარობს. :დდდ

მოვითხოვ მეტ დათა ისტორიაში. ❤️❤️❤️❤️

არ ვიცი სხვა რა ვთქვა. მეტს ვერაფერს დავამატებ, დღეს მხოლოდ ასე მოკლე, პატარა კომენტარით შემოვიფარგლები. კი ვთქვი მაგრამ მაინც ამდენი ვიბოდიალე. :დდ

ისე, ძალიან არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. საკმაოდ მოცულობითი თავი იყო თუმცა რაც უფრო მეტს ვკითხულობდი უფრი მეტად მინდოდა რომ არ დასრულებულიყო. :დდ

წარმატებები ელა (მარია) ❤️❤️ და რა თქმა უნდა კვლავ მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

 


№10  offline წევრი EllaTriss

Megioki
მოვედი...

მითხარი რა ვუყო ახლა ანუკის? არა, როდის აპირებს აღიარებას ეს გოგო? სანამ მართლა ნინაჩკა არ აახევს და დარჩება გაშტერებული მანამდე ვერ გამოფხიზლდება? :დდდდ

ვაკოს კარგი ნერვები აქვს, ამდენს რო ითმენს :დდდ უბრალოდ ძალიან კარგად იცნობს აშკარად ანუკის და ვეჭვობ ის უფრო მეტს ხვდება ვიდრე ანუკი თავის თავზე. :დდდ

ესჰ, ჩემი ტაბა და ალე კი არიან საყვარლად ❤️❤️ ვაა, ალეს ამბავმა დამაინტერესა ისე, ხომ იცი შენ? აი მამის ამბავმა რა. გაიღვიძა ჩემში ჭორიკანა მხარემ აშკარად :დდდდდ

ჰმ, ტაბას დედაც კაი "დესპოტი" ჩანს. :დდდ არ მესმის და რა ვქნა, ყველა იმ ადამიანის რომელიც შაქარს და მარილს საერთოდ არ ხმარობს. :დდდ

მოვითხოვ მეტ დათა ისტორიაში. ❤️❤️❤️❤️

არ ვიცი სხვა რა ვთქვა. მეტს ვერაფერს დავამატებ, დღეს მხოლოდ ასე მოკლე, პატარა კომენტარით შემოვიფარგლები. კი ვთქვი მაგრამ მაინც ამდენი ვიბოდიალე. :დდ

ისე, ძალიან არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. საკმაოდ მოცულობითი თავი იყო თუმცა რაც უფრო მეტს ვკითხულობდი უფრი მეტად მინდოდა რომ არ დასრულებულიყო. :დდ

წარმატებები ელა (მარია) ❤️❤️ და რა თქმა უნდა კვლავ მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

მეგი, ანუკისთვის იმხელა დარტყმა იყო, სტრესი, რომ მე ვიტყოდი, კიდევ მალე გამოვიდა მდგომარეობიდან, ნუ, ნაწილობრივ.
მართალია, ჯერ-ჯერობით გრძნობები მართავენ, თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ წარმოუდგენლად ესახება შეიცვალოს ის, რისიც 27 წელი სჯეროდა.
საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა რთულია, ეს ზემოთაც ვახსენე. შეიძლება, მისი საქციელი ძალიან ბავშვურიც იყო, თუმცა გეთანხმები, ვაკოც ძალიან კარგად იცნობს მას.
შესაბამისად, ბრაზის ფაქტორიც, კონკრეტულად ანუკის მისამართით არ ყოფილა.
რაც შეეხება ალეს და ტაბას, გეთანხმები, კი არიან ასე საყვარლად^_^ თუმცა ჯერ მაინც ერთმანეთის გაცნობის პროცესში არიან
ერეკლეს დედა...
ნუ, დიდად, რომ ვთქვა არც მე ვეთანხმები მარილის და შაქრის ამოღებას კვების რაციონიდან. ჯანმრთელობა კია, მაგრამ აქ ერეკლეს ვეთანხმები. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ.
როგორც ბებიაჩემი იტყოდა, მეორედ კი არ მოხვალ ამ ქვეყანაზე :დ
ნუ, მე კი მჯერა, რომ მეორედაც შეიძლება მოსვლა, მაგრამ ეს... ეს კიდევ სულ სხვა თემაა, მე ჩემი თეორიები მაქვს :დდ
პ.ს მადლობა! ❤❤❤
მიხარია, რომ აქ ხარ❤
ვეცდები, რომ მალე იყოს, ვნახოთ^^

 


№11 სტუმარი one

vikhalise)) kargi iyo pizitive moitana))❤️

 


№12  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი იყო აი ისეთი ვერც ვხსნი მართლა.
და ჰო კაპიტანი თავის სიმაღლეზეა ისევ.
სოცრად ვაფასებ იმას რომ ამ დამღლელი განრიგის მიუხედავად იპოვე დრო და დაგვიბრუნდი.
ვინმეს ღმერთი არ გაუწყრეს და არ მითხრას რატომ გიყვარს რეალურად არ არსებობენო!!!
წარმატებები
წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები ორ უდიდეს საქმეს ეჭიდები წელს და მჯერა ორივეს ფინალი უმაგრესი იქნება ❤

 


№13  offline წევრი EllaTriss

one
vikhalise)) kargi iyo pizitive moitana))❤️

მიხარია❤❤❤

Crazy dreamer
ძალიან კარგი იყო აი ისეთი ვერც ვხსნი მართლა.
და ჰო კაპიტანი თავის სიმაღლეზეა ისევ.
სოცრად ვაფასებ იმას რომ ამ დამღლელი განრიგის მიუხედავად იპოვე დრო და დაგვიბრუნდი.
ვინმეს ღმერთი არ გაუწყრეს და არ მითხრას რატომ გიყვარს რეალურად არ არსებობენო!!!
წარმატებები
წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები ორ უდიდეს საქმეს ეჭიდები წელს და მჯერა ორივეს ფინალი უმაგრესი იქნება ❤

ანი, მიხარია რომ მოგეწონა❤
ჩემთვის, ისინი არსებობენ.
შეიძლება რეალობაში არა, თუმცა სხვაგან, სხვა მხრივ, იქ...
ბედნიერი ვარ, რომ ამის დანახვა და შემდეგ, თქვენთან მოტანა შემიძლია ❤ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ თქვენც ჩემსავით ხედავთ.
მადლობა!
ძალიან ძალიან დიდი მოტივაცია ხარ! ❤❤❤❤

 


№14  offline წევრი likuu_s

ელა❤️❤️❤️
გილოცავ დაბადების დღეს!❤️❤️
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!❤️❤️❤️
აი, ასე, შორიდან მიყვარხარ!❤️❤️
წარმატებულ, ბედნიერ აბიტურიენტობას და მომავალს გისურვებ!❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი თამო

პირველად, ნაკრების მაისურის გარეშე, პირველად, შენთან ერთად.
ქვემოთ გელოდები.
შენი
21 ნომერი''
მეღიმება.
ჩემი...
ჩემი 21 ნომერი. მიყვარს ეს ორი.და შენ რომელიც ასეთ მაგარ ისტორიას წეე.ვაკოს მიმართ მოდის გრძნობები ეტყონა ანუკოსთანაც უბრალოდ ჯერ ვერ იაზრებს თვითონაც

 


№16  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ელა❤️❤️❤️
გილოცავ დაბადების დღეს!❤️❤️
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!❤️❤️❤️
აი, ასე, შორიდან მიყვარხარ!❤️❤️
წარმატებულ, ბედნიერ აბიტურიენტობას და მომავალს გისურვებ!❤️❤️

ლიკუნა, მადლობა, ძვირფასო❤❤❤

სტუმარი თამო
პირველად, ნაკრების მაისურის გარეშე, პირველად, შენთან ერთად.
ქვემოთ გელოდები.
შენი
21 ნომერი''
მეღიმება.
ჩემი...
ჩემი 21 ნომერი. მიყვარს ეს ორი.და შენ რომელიც ასეთ მაგარ ისტორიას წეე.ვაკოს მიმართ მოდის გრძნობები ეტყონა ანუკოსთანაც უბრალოდ ჯერ ვერ იაზრებს თვითონაც

თამო, როგორ გამეხარდა ამ მომენტის ციტირება რომ გააკეთე ♡
განსაკუთრებულად...
სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ასე შეგაყვარათ პერსონაჟებმა თავი❤
ვაკოსთან და ანუკისთანაც იქნება ცვლილებები, რა თქმა უნდა❤
პ.ს ❤❤❤❤

 


№17  offline წევრი Koala°

აუუ ძაან კაი იყო❤️❤️❤️ლოდინად მართლა ღირდა❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი EllaTriss

Koala°
აუუ ძაან კაი იყო❤️❤️❤️ლოდინად მართლა ღირდა❤️❤️❤️

მიხარია, თუ მოგეწონა❤❤❤

 


№19  offline წევრი Koala°

ხოო, შემთხვევით გავიგე დაბადების დღე რომ გაქვს და გილოცავ მთელი გულით❤️❤️❤️ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ❤️❤️
პ.ს პატარა კომენტარი გამომივიდა წეღან და არ მიწყინო. ამ თავს ესე მართლა არ ეკადრებოდა. ვაანალიზებ რომ აბიტურიენტი ხარ და დრო საერთოდ არ გაქვს. ამიტომ იმითაც მადლობელი უნდა ვიყოთ რასაც აკეთებ. ამიტომ არ იჩქარო. ჩვენ მოვიცდით. იმხელა პასუხისმგებლობაა მოთხრობას რომ წერ და ასეულობით ადამიანი გელოდება და შენ ყველანაირად ცდილობ მათი მოლოდინები დააკმაყოფილო.❤️❤️ მოკლედ ძაან ვიბოდიალე, არადა შენს გამხნევებას ვცდილობდი. :DDdd

 


№20  offline წევრი EllaTriss

Koala°
ხოო, შემთხვევით გავიგე დაბადების დღე რომ გაქვს და გილოცავ მთელი გულით❤️❤️❤️ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ❤️❤️
პ.ს პატარა კომენტარი გამომივიდა წეღან და არ მიწყინო. ამ თავს ესე მართლა არ ეკადრებოდა. ვაანალიზებ რომ აბიტურიენტი ხარ და დრო საერთოდ არ გაქვს. ამიტომ იმითაც მადლობელი უნდა ვიყოთ რასაც აკეთებ. ამიტომ არ იჩქარო. ჩვენ მოვიცდით. იმხელა პასუხისმგებლობაა მოთხრობას რომ წერ და ასეულობით ადამიანი გელოდება და შენ ყველანაირად ცდილობ მათი მოლოდინები დააკმაყოფილო.❤️❤️ მოკლედ ძაან ვიბოდიალე, არადა შენს გამხნევებას ვცდილობდი. :DDdd

ლიზი, მადლობა❤
კომენტარის მოცულობა პრობლემა არ არის, მთავარია აქ ხარ, მომყვები, მოგწონს❤
ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. მართალია ჯერ-ჯერობით მთლად იდეალურად არ გამომდის, თუმცა ვცდილობ და იმედი მაქვს, რომ გამომივა ❤
ძალიან დიდი მოტივაცია ხარ❤

 


№21 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

" როცა ადამიანად დავინახე, მაშინ მივხვდი , რომ მიყვარდა."
ეგეთი შეგრძნება მქონდა ვაკოზე.
ისე მეთბილა, სულ ჩახუტება მინდება მაგ დროს.
საბოლოო ჯამში , კარგი თავი გამოვიდა.
მომეწონა გამოკითხვა , გუნდების.მაგ დროს განსაკუთრებულად მოდიოდა ვაკოს დინჯი ხასიათი და მისი სიმშვიდე.
სიმშვიდე , შინაგანი სიმშვიდე კი ის ხილია , რამაც ჩემი გული მოიგო და ვერ მეთმობა.
გახსოვს გულის აჩქარებაზე გითხარი რაღაც ადრე, ასეთი არაფერი გამიგიაო თქვი.
აი ეს შენელება , აჩქარების მაგივრად მაშინ ხდება , როცა სიმშვიდე მოაქვს ადამიანს.
ანი ...
უცნაური დამოკიდებულება მაქ, მაინც ვერ დამითბა ურთიერთობა მამასთან და მომკალი თუ გინდა. არ მომწონსთქო ვერ ვიტყვი, უფრო ვერ შევიცანი.
..
მთლიანობაში მაინც ფეხბურთი მძვინვარებდა...
მოკლედ იყო, აღარ უნდა მაგას ჩემი გაფორმება.
კარგი ეხლა გაიქეცი.
და ხო ველი შემდეგს.

 


№22  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Life is beautiful
" როცა ადამიანად დავინახე, მაშინ მივხვდი , რომ მიყვარდა."
ეგეთი შეგრძნება მქონდა ვაკოზე.
ისე მეთბილა, სულ ჩახუტება მინდება მაგ დროს.
საბოლოო ჯამში , კარგი თავი გამოვიდა.
მომეწონა გამოკითხვა , გუნდების.მაგ დროს განსაკუთრებულად მოდიოდა ვაკოს დინჯი ხასიათი და მისი სიმშვიდე.
სიმშვიდე , შინაგანი სიმშვიდე კი ის ხილია , რამაც ჩემი გული მოიგო და ვერ მეთმობა.
გახსოვს გულის აჩქარებაზე გითხარი რაღაც ადრე, ასეთი არაფერი გამიგიაო თქვი.
აი ეს შენელება , აჩქარების მაგივრად მაშინ ხდება , როცა სიმშვიდე მოაქვს ადამიანს.
ანი ...
უცნაური დამოკიდებულება მაქ, მაინც ვერ დამითბა ურთიერთობა მამასთან და მომკალი თუ გინდა. არ მომწონსთქო ვერ ვიტყვი, უფრო ვერ შევიცანი.
..
მთლიანობაში მაინც ფეხბურთი მძვინვარებდა...
მოკლედ იყო, აღარ უნდა მაგას ჩემი გაფორმება.
კარგი ეხლა გაიქეცი.
და ხო ველი შემდეგს.

მიყვარს შენეული კომენტარები♡
თითქოს, რაღაც სულ სხვა მოდის ხოლმე.
ლაკონურად და ზუსტად, საოცრებას ახდენ წინადადებებში. ადრეც მითქვამს მგონი, რაზეც აწყობილი მაქვს, იმას ხედავ, ძალიან ძალიან მიხარია ეს ❣
ვაკო განსაკუთრებულად მიყვარს.
სხვა ფერებია მასთან, მისი სიმშვიდე.
ჰო, შინაგანი სიმშვიდე.

ფეხბურთია თემატიკა, ბუნებრივიცაა ასე რომ ხდება. ასე, ჩემგან დამოუკიდებლად.
ვიცი.
მესმის.
ისიც ვიცი, რომ მიხვდები, რაც მესმის. კონკრეტულად აქ.
მოკლედ, მიხარიხარ როგორც ყოველთვის! ❤❤❤❤❤❤

 


№23  offline წევრი მე♥უცნაურე

ვაიმე რა მაგარი გამოვიდა!
ვიდეო ჩანაწერი ძალიან მომეწონა!
კიდევ, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რაც გადაცემაში აჩვენეს.
ანუკის ეჭვიანობებზე იმდენი ვიცინე...
მადლობა, სასიამოვნოდ რომ გამატარებინე დრო.

 


№24  offline წევრი EllaTriss

მე♥უცნაურე
ვაიმე რა მაგარი გამოვიდა!
ვიდეო ჩანაწერი ძალიან მომეწონა!
კიდევ, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რაც გადაცემაში აჩვენეს.
ანუკის ეჭვიანობებზე იმდენი ვიცინე...
მადლობა, სასიამოვნოდ რომ გამატარებინე დრო.

სასიამოვნოა ამის მოსმენა♡
მიხარია თუ მოგეწონა.
მადლობა შენ, შთაბეჭდილებებს გაზიარებისთვის ❤
ძალიან ძალიან გამიხარდი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent