სიყვარული გრძნობების გარეშე 33 თავი
ირაკლი ნელა მიუახლოვდა მთელი სხეულით აკანკალებულ ცოლს, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა, ქეთიმ ცრემლიანი თვალებით ახედა თავზე წამომდგარ ქმარს -მომიყევი-მშვიდი ტონით უთხრა კაცმა და ნაზად გადაატარა ბერა თითი მის გაცრეცილ ტუჩებს -მე...-დაიწყო ქეთიმ და ხმა ჩაუწყდა -ნუ გეშინია-სევდიანად გაუღიმა ირაკლიმ ცოლს და ხელახლა გადმოცურებული ცხელი ცრემლები ხელი ზურგით ნაზად მოაშორა სახიდან -თორნიკე ამას ვერ გადაიტანს-ამოილუღლუღა შეშინებულმა ქალმა და თვალი აარიდა ქმრის ამღვრეულ თვალებს -მე შენს გვერდით ვიქნები-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და უკან დაიხია -თორნიკეს ერთად გადავატანინებთ ამ უბედურებას -ვერ გადაიტანს, ზუსტად ვიცი... -სახეზე ხელები აიფარა ქალმა და ატირდა -ის კაცი-ხმა დაბალი ტონით თქვა ირაკლიმ და მინა დალეწილ ფოტოს დახედა ამღვრეული თვალებით- თორნიკეს ნამდვილი მამა... ახლა სადაა? ცოცხალია? მან... იცის თორნიკეს არსებობის შესახებ? -თორნიკეს მამა შენ ხარ-დაუფიქრებლად უთხრა ქეთიმ და თავი ასწია, უნებურად თვალი მის ვერცხლისფერ შეპარულ თმაზე შეეყინა და რაღაცნაირად გული ეტკინა -ის ასე არ ფიქრობს-ჩავარდნილი ხმით თქვა ირაკლიმ და ფოტო სურათი ხელში აიღო -ჰო მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ ის ჩემი და შენი შვილია -ბევრჯერ ვცადე მასთან დალაპარაკება მაგრამ ჩემი დანახვაც არ უნდა -ყველაფერი ჩემი ბრალია-ასლუკუნდა ქეთი- მე გთხოვე მისთვის მამა გამხდარიყავი, ახლა კი ორივე საშინელ ტკივილს განიცდით ამის გამო... -თორნიკე ჩემი შვილია, მე ის ძალიან მიყვარს... და ამას ვერაფერი სეცვლის! ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას ის რას ფიქრობს ჩემზე... მაგრამ გული მტკივა, ასე ძალიან რომ იტანჯება ჩვენი მიზეზით... შეცდომა დავუშვით -ჰო საშინელი შეცდომა... -მამამისმა იცის თორნიკეს შესახებ? -არა -ქეთი... მომიყევი... მინდა ვიცოდე წინ რა გველოდება -ძალიან მეშინია -მე აქ ვარ, შენს გვერდით-მისკენ არ მიტრიალებულა ისე მიიხედა კაცმა საყვარელი ქალისკენ- ნუ გეშინია-მშვიდი ტონით უთხრა და სურათი კარადაზე, საწყის პოზიციაზე დააბრუნა. -სამი თვის იყო უკვე ქრისტინე როცა მივხვდი რომ ორსულად იყო, ვკითხე რა ხდებოდა მის თავს- დაიწყო ქეთიმ ჩამწყდარი ხმით- ატირდა და ვერაფერი ვერ მითხრა, ვკითხე ბავშვის მამა ლაშა იყო თუ არა, ვერც ამ კითხვაზე მიპასუხა, მხოლოდ ტიროდა... მას და ლაშას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი... ლაშა ჩვენს სოფელში მისი მამის ძმაკაცის ოჯახში მოდიოდა ხოლმე... იქიდან გაიცნეს ერთმანეთი... ქრისტინეს ორსულობამ მაფიქრებინა რომ ბავშვის მამა ის იყო... ღმერთო ყველაფერი ჩემი ბრალია-ატირდა ქეთი -მასთან წახვედი? -ხო... ვკითხე ასე საშინლად როგორ მოექცა ჩემს დას... -რა რეაქცია ჰქონდა? -საშინელი... გაგიჟდა...შეიშალა...იყვირა, ყველაფერი დალეწა ირგვლივ, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი... მეგონა ასეთი რეაქცია იმიტომ ჰქონდა რომ ჩემი და ორსულობის შესახებ უმალავდა... -მერე რა მოხდა? -ქრისტინეს ვეკითხევოდი ლაშას რატომ უმალავდა რომ მისგან ორსულად იყო, ის კი ტიროდა და ჩემს დასმულ არცერთ კითხვას არ პასუხობდა... -მათმა სიჩუმემ შეგიყვანა შეცდომაში... -ჰო...მეგონა რომ უბრალოდ რაღაც მოხდა მათ შორის... ქრისტინე დაორსულდა... ლაშამ კი ამის გამო მიატოვა... -მერე? ამ ყველაფერის მერე რა მოხდა -ერთ დღეს ლაშა მოვიდა ჩვენთან, საშინლად მთვრალი იყო... ატირებული და შეშინებული ქრისტინე ძალით წაიყვანა სახლიდან... გვიან ღამით დაბრუნდნენ შინ...მე და ბებოს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რომ ქრისტინე ორსულად იყო მოგვახალა რომ ბავშვის მამა ის იყო... და რომ არ აპირებდა ამ პასუხისმგებლობას გაჰქცეოდა, შეშინებულმა ქრისტინემ ვარაფერი თქვა ხმა ვერ ამოიღო... ვერ უარყო...ბებო ძალიან ცუდად გახდა...ლაშაც ძალიან ცუდად იყო... არანორმალურად ცუდად... ვერ მივხვდი რა ხდებოდა მათ თავს... ასე ძალიან რატომ იტანჯებოდა ორივე მათ ხომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ... თავში აზრადაც არ მომსვლია რომ შეიძლებოდა ქრისტინეს ბავშვის მამა შეიძლებოდა ყოფილიყო ვიღაც სხვა... -ლაშა ბავშვის მოშორებას სთხოვდა? -არა, არ ვიცი... უფრო სწორად არა, რადგან თავად ქრიატინემაც გვიან მიხვდა რომ ორსულად იყო... მაშინ როცა მის მოშორებას უბრალოდ ვეღარ შეძლებდა... შესაბამისად მეც და ლაშამაც ისეთ დროს გავიგეთ რომ ამ საკითხის გადაჭრა უკვე შეუძლებელი იყო... -ქრისტინემ ვერ უარყო ლაშას ნათქვამი... შეეშინდა -ჰო ვერ უარყო, ვერ გაბედა... თურემ ეშინოდა ძალიან ეშინოდა ვანოსი... ლაშას ნახევარ ძმის -ვანო?-ზიზღით გაიმეორა ირაკლიმ იმ ამაზრზენი კაცის სახელი რომელიც მისი შვილის ნამდვილი მამა იყო -ჰო ვანოსი-გაიმეორა ქეთიმ და ხმა ჩაუწყდა... -თავს ნუ იდანაშაულებ -მე რომ არ მეკითხა ლაშასთვის რატომ მიატოვე ჩემი ორსული და მეთქი, იქნებ არაფერი მომხდარიყო... -ქეთი სისულელეს ნუ ლაპარაკობ, შენ დამნაშავე არაფერში არ ხარ... ლაშა ოსედაც ხომ ნახვა და ორსულ ქრისტინეს -ჰო მაგრამ -ქრისტინეს ვანოსი იშინოდა, არ უნდოდა იმ ნაბ.იჭვარს სცოდნოდა რომ მისგან იყო ორსულად -ჰო თურმე ასე იყო... და ამიტომ დუმდა ჯიუტად -ლაშამ იცოდა რომ მისი საყვარელი გოგონა მისი ძმისგან იყო ორსულად... -ჰო თურმე იმ ღამეს, ქრისტინე ძალით რომ წაიყვანა სახლიდან აიძულა ბავშვის მამის ვინაობა გაემხილა მისთვის... -და იმდენად შეეშინდა ლაშას ქრისტინეს დაკარგვის რომ გამოგიცხადათ ბავშვის მამა მე ვარო -ჰო ასე მოხდა...ჩვენ... მე და ბებომ არაფერი ვიცოდით... წარმოდგენა არ გვქონდა რეალურად რა ხდებოდა ქრისტინეს თავს, რადგან მას ვანოსი ეშინოდა... მე კი დღდე მჯეროდა რომ თორნიკეს მამა ლაშა იყო... -მაგრამ ქრისტინე ცოლად გაყოლაზე მაინც არ დათანხმდა -ჰო... იმიტომ რომ იცოდა ვანო მათ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების უფლებას არ მისცემდა, იმის მიუხედავად რომ წარმოდგენა არ ჰონდა რომ ბავშვის მამა ლაშა კი არ თავად იყო -ქრისტინე უყვარდა? -არ ვიცი... ეს უფრო ავადმყოფური დამოკიდებულება იყო... მოსვენებას არ აძლევდა გაცნობის წამიდან... რომ გაიგო ორსულად იყო უფრო გაგიჟდა... ცოლობაც კი სთხოვა...იმის მიხედავად რომ იცოდა ქრისტინეს მისი ძმა უყვარდა და ,,მისგან" ბავშვს ელოდებოდა -ქრისტინეს შეეშინდა ძმებს ერთმანეთისთვის რამე არ დაეშავებინათ, ამიტომ უთხრა ლაშასაც უარი ცოლობაზე... -ჰო... სწორედ ამიტომ...-ასლუკუნდა ქეთი -ვანომ დღემდე არაფერი იცის? -არა... და ახლაც არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე... -ის კაცი... ვანო ახლა სადაა? -ციხეში... -ავარიის მერე... როცა ქრისტინე დაიღუპა... ლაშამ სიმართლე რატომ დაგიმალა შენც? -მითხრა რომ ნასვამი იჯდა საჭესთან... ავარია შემთხვევით მოხდა, მის დარწმუნებას ცდილობდა რომ ცოლად გაჰყოლოდა...თურმე კომაში იყო მთელი ერთი თვე... თავი საჭესთვის დაურტყამს... მე ისე ცუდად ვიყავი ქრისტინეს გარდაცვალების გამო რომ თავში აზრად არც მომსვლია ლაშა მომეძებნა ავარიის მერე... ის ოჯახი...ვისთანაც ჩვენს სოფელში მოდიოდა და რჩებოდა ხოლმე, დიდი ხნის წასულები იყვნენ სოფლიდან და შესაბამისად მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო ჩემთვის. სანამ თორნიკე საავადმყოფოში გვეწვინა სახლი და მიწის ნაკვეთი გავყიდეთ სოფელში და თელავში გადმოვედით მე და ბებო საცხოვრებლად... მერე შენ გაგიცანი საავადმყოფოში... და... იცი რაც ხდებოდა ჩემსს თავს...მალევე დაიღუოა ბებო ინფარქტით, ლაშა აღარ გამოჩენილა... მარტო დავრჩი... სრულიად მარტო პაწაწინა თორნიკეთი ხელში და ჩავთვალე რომ ლაშამ შვილზე უარი თქვა სამუდამოდ... -სინამდვილეში რა ხდებოდა მის თავს? -როცა მდგომარეობიდან გამოსულა და ქრისტინეს ამბავი გაუგია ვანოს მისი დადანაშაულება დაუწყია ქრისტინე შენ მოკალიო და ჩხუბის დროს შემთხვევით დაუჭრია დანით... ისევ საავადმყოფოში მოხვედრილა... ვანო კი დაუკავებიათ...ოღონდ სხვა მიზეზით... ლაშამ მითხრა რომ თორნიკეს ნახვა და გაცნობა არ სურდა... არ შეეძლო ენახა ის ბავშვი რომელიც მისსა და ქრისტინეს შორის უნებლიედ ჩადგა და ყველაფერი დაანგრია მათ ცხოვრებაში... -ამასობაში შენ თელავიდანაც წახვედი... და შენი ძებნა არც უცდია -ვანო ციხეში ჩაუსვამთ და გადაწყვიტა რომ თორნიკესთვის უკეთესი იქნებოდა ჩემთან გაზრდილიყო და არა კრიმინალ მამასთან, რომელიც აუცილებლად მოისურვებდა მის წაყვანას ჩემგან... -ამის დედაც... ამის დედასაც შე.ეცი-იყვირა გაგიჟებულმა კაცმა და სკამი კედელს შეახეთქა მოწოლილი ბრაზის და ზიზღის ჩასახშობათ- დამფრთხალი ქეთი ადგილზე შეხტა შიშისგან -მე მიჭირს ამ ყველაფრის გააზრება და გათავისება...წარმომიდგენია იმ არანორმალურს რა რეაქცია ექნება სიმართლეს რომ გაიგებს -მეშინია თავს რამე არ აუტეხოს... -ქრისტინეს და ვანოს შორის რა და როგორ მოხდა... ეს იცის ლაშამ? -არა წარმოდგენა არ აქვს... -ამის დედაც, ამის დედაც -მარიანამ განქორწინება მოსთხოვა...ახლა კიდევ ეს... ალბათ საბოლოოდ შეიშლება... -მარიანას დაელაპარაკე... უთხარი რომ მისი მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება თორნიკეს, რადგან სიმართლის გაგების მერე დიდი აბათობით საბოლოოდ შეგვიზიზღებს ყველას განსაკუთრებით კი საკუთარ თავს -არ შემიძლია ამას ვერ ვთხოვ... ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ...მარიანამ პასუხი არ უნდა აგოს ჩემს შეცდომებზე -მარიანასთან წამლების გამო აქვს ისევ პრობლემები? -ჰო... თორნიკე კი არაფრის შეცვლას არ ცდილობს, მარიანა კი ამ ყველაფერს ვერ ეგუება... -ლაშა რას ფიქრობს რა რეაქცია ექნება ვანოს სიმართლეს რომ გაიგებს? -არ ვიცი ალბათ საშინელი...წარმოიდგინე შვილს 27 წლის მანძილზე უმალავდა...-ამოილუღლუღა ქეთიმ და ხელახლა ატირდა -შეიძლება ისევ რამე დაუშაოს, არანორმალურია... -თორნიკეს ეს როგორ უნდა ვუთხრათ-ჩაილაპარაკა დაბნეულმა ირაკლიმ და დივანზე ჩამოჯდა -ლაშამ მითხრა რომ ჯობია ჯერ მის ძმას დაველაპარაკოთ... როგორღაც დავაშოშმინოთ და მერე მოვუყვეთ სიმართლე თორნიკეს... ოღონდ სხვანაირად... -თორნიკეს სიმართლე რომ არ გაეგო ნაბ.ჭვარი გეგას გამო... მერე ის ს.რი ლაშა არ მოეძებნა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი -სიმართლის თქმა ოდესმე მაინც მომიწევდა -იმ ნაბ.ჭვარს ნუ ამართლებ-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა კაცმა ცოლს -არ ვამართლებ-დაიჩურჩულა შეშინებულმა ქალმა -არ გაბედო! არ გაბედო! მისი დაცვა- ფეხზე წამოვარდა ირაკლი და კარადას ეცა -აღარ დალიო-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა -როდიდან გაღელვებ?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა და გაუხსნელი ვისკის ბოთლით ხელში შეტრიალადა მისკენ -შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ... -სად იყავი?-რაღაცის თქმას ალირებდა კიდევ ქალი მაგრამ გაცეცხლებულმა კაცმა წინადადება გააწყვეტინა -რააა?-ამ კითხვამ ისე საშინლად ატკინა გული ქეთის რომ უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა კვლავ -მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო! -ფიქრობ რომ...-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და ფეხზე წამოვარდა -მუ უბრალოდ კითხვა დაგისვი-გამომწვევი ტონით უთხრა კაცმა და მათ შორის არსებული მაძილი წამებში დაფარა და წინ აესვეტა -გულს მტკენ-ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა და ხელახლა გადმოცურებული ცხელი ცრემლები აკანკალებული ხლეებით სწრაფად მოიშორა სახიდან -უბრალოდ მინდა ვიცოდე სახლში შუაღამისას რატომ დაბრუნდი-დაუაცურჩულა ზედ ტუჩებთან და ტირილისგან დასიებულ თვალებში ჩააცქერდა ამღვრეული, ჩამქრალი, ჩამუქებული სფეროებით -ნუ გეშინია გეგას არ ვხვდები ..შეგიძლია მშვიდად იყო... ამ დონემდე არ დავცემულვარ ჯერ-ზიზღით უთხრა ქალმა და მიტრიალდა მაგრამ ირაკლიმ მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა -შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ... ჩემი ქალი... ჩემი საკუთრება... მგონი ეს გავიწყდება-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა და მაშინვე წელზე შემოაჭდო უხეში ხელები, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და თვალებში ჩააცქერდა- შენზე უარის თქმას არ ვაპირებ -გთხოვ არ გინდა -მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-აგრესიულო ტონით უთხრა ირაკლიმ ცოლს და ტუჩებზე დააცხრა, თუმცა მალე მოწყდა მის ურეაქციო ტუჩებს და უგრძნობ სხეულს, უკან დაიხია და ვისკის ბოთლი გახსნა- გეზიზღები არა?- მომაბეზრებელი ტონით ჰკითხა და სიმწრის ღიმილმა გადაურბინა შაშლილ სახეზე -არ მძულხარ... უბრალოდ არ მიყვარხარ- გაბედა და როგორც იქნა გულწრფელად უთხრა ქეთიმ რასაც გრძნობდა რეალურა დმის მიმართ -შენ არასდორს გყვარებივარ...ეს ვიცი...ზუსტად ვიცი... მაგრამ შენზე უარს მაინც არ ვიტყვი... არასდროს ვიტყვი! -გთხოვ ასე ნუ იქცევი -ცრემლები მოეძალა ქალს -ვერ გაგიშვებ მასთან, ვერ დაგკარგავ- ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა და წინ აესვეტა დამფრთხალ ცოლს -მე არსად მივდივარ -ვერც წახვალ-მკაცრი ტონით უთხრა, ზედმეტად მიუახლოვდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ, ქეთი ისე ააღელვა ქმრის ზედმეტმა სიახლოვემ რომ ოდნავ უკან დაიხია და კედლეს დაუჯახა ზურგით -ირაკლი-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს როცა კდელს ხელები მიაბჯინა ირაკლიმ და შუაში მოიმწყვდია -არასდროს გყვარებივარ... 25 წელი... ზუსტად 25 წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად შეგეხე და ისევ ისეთი საშინელი განცდა გქვს ამდენი წლის მერეც როგორც მაშინ წლების წინ -ჩემგან რას ითხოვ? სიყვარულს? ნეტავ შემეძლოს... ნეტავ შემძლოს შენი შეყვარება ისე როგორც ამას ჩემგან იმსახურებ -ერთგულებას!-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა და გაცეცხლებულმა კედელს გამეტწბით დაარტყა ხელი, ქეთის უსიამოდ გააჟრჟოლა და გაბრაზებული სახით ახედა ზემოდან მომზირალ ქმარს -უფლება არ გაქვს რომ ასე მელაპარაკო-ავარდა ქალი -კარგად თუ დაფიქრდები შენს საქციელებზე მიხვდები რომ მაქვს!-ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა კაცმა, ქეთიმ რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა -მე მას არასდროს შევხვდერილვარ ჩემი სურვილით... -შენ მას იმიტომ ხვდებოდი რომ მისი ნახვა გინდოდა! სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს -ასე არაა! -ქეთი! -ცდები -გინდა მითხრა რომ უბრალოდ გარემოებების მსხვერპლი გახდი? -სწორედ ასეა -შენ ის ისევ გიყვარს -ჰო მიყვარს... ძალიან მიყვარს და მისი დავიწყება დღედე ვერ შევძელი- დაუფიქრებლად მიახალა გაბრაზებულმა ქალმა სახე ალეწილ კაცს-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ... -გაჩუნდი-ცივი შუბლი მის ცხელ შუბლს მიაბჯინა გაგიჟებულმა ირაკლიმ და თვალები დახუჭა- აღაფერი თქვა!-მბრაზანებლური ტონით უთხრა და საფეთქელზე აკოცა -მე მასთან მონატრები ან სიყვარულის მიზეზით არასდროს წავსულვარ -მინდა რომ გაჩუმდე-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით კაცმა და სხეულზე მჭიდროდ მიეკრო დამფრთხალ ცოლს -ირაკლი -ჩშშ-ტუჩებზე თითები უხეშად მიაჭირა გაბრაზებულმა კაცმა და ყურს დაბლა აკოცა, სუნთქვა შეწყვეტილი და გულისცემა გაჩერებული ქეთი ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ცდილობდა მოწოლილ მძიმე ემოციებს შეუმჩნევლად გამკლავებოდა, ირაკლიმ იგრძნო რა საშინლად იმოქმედა მისი შეხება საყვარელი ქალის სხეულზე, ამიტომ მაშინვე უკან დაიხია, ვისკის ბოთლი გახსნა და მოიყდა, იქამდე სვამდა სანამ ყელი არ დაუწვა, მჟავე, მწარე, უგემურმა სითხემ, შემდეგ ბოთლი ხმაურით დადო მაგიდაზე და მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი -არ წახვიდე- ცოლის მოგუდული ხმა მისწვდა კართან მისულ სმენა დაძაბულ ირაკლის -არ გინდა მზრუნველი ცოლის თამაში -უბრალოდ შენზე ვღელავ -გეცოდები?-ინტერესით ჰკითხა კაცმა და მისკენ მიტრიალადა -შენ ჩემი შვილების მამა ხარ... შეიძლება არ გჯერა მაგრამ ჩემთვის დღდე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ -სასაიამოვნოა ამის მოსმენა 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ -მე მართლა არ მინდოდა რომ შენთვის გული მეტკინა-ჩამწტდარი ხმით უთხრა ქალმა და ადგილზე შეხტა შიშსგანა სახლიდან გიჟივით გავარდნილმა კაცმა კარი მთელი ძალით რომ გაიჯახუნა. ანი ცრრემლიანი თვალებით დაყურებდა ტელეფონის ეკრანს რომელზეც ქეთის ნომერი უკვე მათჯერ გამოსახა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და უპასუხა -გთხოვ თავი დამანებე -უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა -რა უნდა ამიხსნა? ის რომ მთელი ეს წლები თურმე სხვა კაცი გიყვარდა და მამასთან მხოლოდ იმიტომ ცხოვრობდი რომ წასვლის მიზეზი არ გქონდა, რადგან ის კაცი ვერ გეკონტაქტებოდა რაღაც მიზეზით... და ახლა როცა შენს ცხოვრებში ისევ დაბრუნდა... -მე მამაშენი არასდროს მომიტყუებია... მან თავიდანვე იცოდა რომ გეგა მიყვარდა, მაგრამ ცოლობა მაიც მთხოვა -რატომ დათანხმდი? -უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -უფლება არ გქონდა მისი სიყვარული გამოგეყენებინა -არ გამომიყენებია -მაშინ ახლა რატომ მიდიხარ მისგან? -არსად წავსულვარ -მაგრამ წახვალ -ანი -მამა ამას არ იმსახურებს, მას შენ სიგიჟემდე უყვარხარ... -ვიცი რომ ვუყვარვარ -მაგრამ შენ ის კაცი გიყვარს... -არ მინდდოა ასე რომ მომხდარიყო -მამამ რა დააშავა? თქვენს სიყვარულს მსხვერპლად რატომ უნდა შეეწიროს? -ნეტავ... ნეტავ შემძლებოდა ისე შემყვარებოდა მამაშენი როგორც ამას ჩემგან იმსახურებდა -სხვა თუ არაფერი ერთგულებას და ღირსეულ მოქცევას იმსახურებს შენგან -შენ რა... -არა! არ ვფიქრობ რომ გეგას და შენს შორის რაღაც ხდებოდა... უბრალოდ... ეს ყველაფერი... ვიცი რომ მამას გაანადგურებს... ხომ იცი რა ძლიერ უყვარხარ -ვიცი -გთხოვ მასზ ედა მის სიყვარულზე უარს ნუ იტყვი ვიღაც გეგას გამო... მამა ამას არ იმსახურებს -არსად მივდივარ, მე აქ ვარ მამაშენის გვერდით... გთხოვ სახლში დაბრუნდი -მის გვერდით ხარ მაგრამ მასთან არ ხარ და მისი არ ხარ... -ანი -შენი გული, გონება და სული იმ კაცს ეკუთვნის, ამას მეც კი ვგრძნობ... წარმომიდგენია მამას როგორ უჭირს ამ ყველაფთან შეგუება -გთხოვ გამიგე -არ შემიძლია... უფრო სწორად არ მინდა რომ გაგიგო-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ ატირებულ ქალს და გაუთიშა, ხელახლა რომ დარეკა ტელეფონმა ისევ ქეთი ეგონა და ისე რომ ეკრანისთვის არ დაუხედია მაშინვე უპასუხა -დედა გთხოვ ახლა არა, ძალიან ცუდად ვარ... გესმის? -ამოილუღლუღა და ხმა ჩაუწყდა -ანი-გიორგის ხმამ ადგილზე გაყინა გოგონა -ტირი?- დახაბული ტონით ჰკითხა ბიჭმა -მე... ძალიან მჭირდები ახლა-კარგა ხნის ფიქრის მერე უთხრა გოგონამ და ცოტაოდენი ვისკი მოსვა პირამდე სავსე ჭიქიდან -მითხარი სად ხარ -გერმანიიდან ჩემს გამო ჩამოფრინდები ჩარტერული რეისით... ახლა?-გაეცინა გოგონას -უკვე ჩამოვფრინდი... ასე რომ მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ -ჩემს გამო დაბრუნდი?-ცხვირი აეწვა ანის და ცრემლები მოეძალა, რადგან გიორგი რამდენიმე დღის წინ ორი კვირით გაფრინდა ბიძამისთან ერთად ბერლინში საქმიანი ვიზიტით -ჰო... შენს გამო დავბრუნდი-ჩაიბურტყუნა ბიჭმა- დილით თოკამ მითხრა რომ სახლიდან გაიქეცი რამდენიმე დღის წინ და ვერ გპოულობდა -მე... ძალიან ცუდად ვარ-სლუკუნით უთხრა გოგონამ და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა -სვაამ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გიორგიმ -მე უბრალოდ... ახლა ყველაზე მეტად დალევა მჭირდება -სად ხარ, მითხარი და მოგაკითხავ -მარტო ყოფნა მინდა -სად ხარ-თქო-ავარდა ბიჭი -ამას შენთვის რამე მნიშვნელობა ააქვს?-სლუკუნით ჰკითხა ანიმ -ააქვს!-მკაცრი ტონით უთხრა გიორგიმ -მომენატრე-დაიჩურჩულა გოგონამ და მეორედ შეივსო ჭიქა მჟავე სითხით -მეც და თან ძალიან -ხვალ დავბრუნდები გპირდები...უბრალოდ ახლა არავის ნახვა არ მინდა...ძალიან ცუდად ვარ -არ მინდა რომ მარტო იყო -კარგად ვარ -არა არ ხარ-გაბრაზდა გიორგი -ძალიან მიყვარხარ-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ და გაუთიშა, მის მომდევნო 12 ზარს განზრახ ჯიუტად უბრალოდ აღარ უპასუხა, რადგან ძალა აღარ ჰყოფნიდა კიდევ ვინმეზე ან რამეზე რომ ეფიქრა... ცარიელი სულ მთლად ცარიელი იყო მისი გონება ყოველგვარი ემოციისგან და განცდისგან. ანი შეკრთა როცა მძიმე ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა -ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-უკმაყოფილო სახით მიაჩერდა გიორგი ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას რომელიც დივანზე მისავათებული იჯდა და გაოგნებული უყურებდა მას -როგორ მიხვდი რომ აქ ვიქნებოდი?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ და გიორგის მიღმა, სადღაც სივრცეში უმისამართოდ გაიხედა დიდი მინის ფანჯრიდან -რა მნიშვნელობა აქვს-უკმაყოფილო ტონით ჩაიბურტყუნა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა თვალცრემლიან გოგონას -ძალიან მომენატრე-დაუჩურჩულა ანიმ და ყურს უკან აკოცა -მეც-გაუღიმა ბიჭმა და ნაზად ჩააყოლა თითები მის გაფითრებულ სახეზე ახლად გადმოცურებულ ცხელ ცრემლებს, შემდეგ ნიკაპზე მოჰკიდა ხელი თავი კიდევ უფრო ააწევინა და ტუჩებში აკოცა, ანიმ მის ნაზ კოცნას ისეთი სიგიჟით, ვნებით და სიყვარულით უპასუხა რომ გიორგიმ მალევე დაკარგა თავზე კონტროლი და მაისურის ქვეშ შეუცურა ჩივი თითები, ანის მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხსულში და პირველი სიგიჟის ტალღამ რომ გადაუარა საყვარელი ბიჭის ტუჩებს მოწყდა და თვლაბეში ჩააცქერდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანთს ცარიელ ჩამქრალ სფეროებში -ძალიან მიყვარხარ-დაუჩურჩულა გიორგიმ და ცხვირზე აკოცა -ვიცი-ხმა დაბალი ტონით უთხრა გოგონამ და ამჯერად თავად მიწვდა მის ტუჩებს -მეგონა ამ სახლში აღარასოდეს მოხვიდოდი -რეალურად ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ამ სახლში ვიყავი... მართალია მხოლოდ ერთი ღამით მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი იყო იმისთვის რომ მთელი არსებით და სხეულით შემეგრძნო ბედნიერება-მომღიმარი სახით უთხრა გოგონამ და ფეხზე წამოდგა, კარადიდან მეორე ჭიქა გამოიღო, ორივე ბოლომდე შეავსო მჟავე, მწველი, უგემური სითხით, ხელში აიღო და ნელა მოუახლოვდა დივანზე მჯდომ მომღიმარ ბიჭს, მის ფეხებშორის მოექცა და ჭიქა გაუწოდა, გიორგიმ გამომწვევი მზერით ააყოლა თვალი საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეულს და ჭიქა გამოართვა, ნელა მიიტანა ტუჩებთან და ისე ჩაცალა რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას ალეწილი სახისთვის, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ორივე ხელი მაზად შეუცურა წელზე -ვერ ვხვდები დღემდე რატომ მეწინაადეგები- ბრაზნარევი ტონით უთხრა და ქვედაბტუჩზე აკოცა -იქნებ მომწონს შენი წვალება?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას წაშლილ სახეზე და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -მეტს აღარ დალევ-მბრძანებლური ტონით უთხრა გიორგი და თავად გამოცალა ჭიქა წამის მეასედში -ნუ მიმითითებ რა გავაკეთო! -ლილესავით ჭირვეული ხარ-გაეცინა გიორგის და ცხვირზე აკოცა, ნელ-ნელა კი მისი ცხელი ვნებიანი ტუჩები ყელისკენ ჩაცურდა, ანიმ გაუაზრებლად თავი უკან გადასწია და თვალები მილულა -შენ ჩემი ხარ-მკაცრი ტონით უთხრა გიორგიმ და უფრო ქვემოთ ჩაცურდნენ მისი ტუჩები, ანიმ თმებში შეუცურა ოდნავ ათრთოლებული თითები და კიდევ უფრო მეტად მიიწება საყვარელი მამაკაცის ტკბილი ტუჩები მხურვალე კანზე -მიყვარხარ, მიყვარხარ-გაუაზრებლად ჩურჩულებდა საყვარელი გოგონას შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეული ბიჭი, რომელის უხეში და ცივი თითები სწრაფად შეცურდნენ გოგონას მაისურის ქვეშ და უტიფრად დაიწყეს თარეში მის სრიალა და ნაზ კანზე, ანიმაც ძალიან მალე დაკარგა საბოლოო კონტროლი თავზე და გიორგის პერანგის ღილების გახსნა დაიწყო -არა-შეაჩერა გიორგიმ და სუნთქვა აჩქარებულმა უკან დაიხია -მინდა რომ შემეხო-ამღვრეული თვალებით მიაჩერდა გოგონა ბიჭს, შავ, სურვილისგან ანთებულ თვალებში -შენ უბრალოდ ცუდად ხარ, ძალიან ცუდად-გაუღიმა გიორგიმ, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა, ანის უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა -მე-დაიჩურჩულა დაბმეულმა გოგონამ და თავი დახარა, გიორგის გაეღიმა და იმის მიუხედავად რომ ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად სწორედ ის უნდოდა რომ ანის შეხებოდა და მთელი სხეულით შეეგრძნო ის, უბრალოდ გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა და თავზე აკოცა -ვიცი ახლა რასაც გრძნობ-ხმა დაბალი ტონით უთხრა მკერდზე მიწებებულ გოგონას და ნელა ჩააყოლა ხელი მის ნაზ თმებს- სწორედ ამიტომ არ მინდა რომ შეგეხო... ვიცი ჩემი ახლანდელი შეხებით მერე გული გატკინება...მე კი არ მინდა იმედები კიდევ ერთხელ გაგიცრუო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ- ანიმ არაფერი უპასუხა, ძლიერად მოხვია ხელები წელზე, ცხვირი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი და თავბრუდამხვევი სურნელი. სოფი მომღიმარი სახით გადავიდა ლუკას მანქანიდან და როგორც კი უნივერსიტეტის ეზოს შესასვლელთან კართან შორი-ახლოს მდგომ ვაჩეს ჰკიდა თავლი სახე წაეშალა -მადლობა რომ მომიყვანე-ხმა დაბალი ტონით უთხრა და თან ისენრომ წამით თვალია რ მოუშორებია ვაჩეს მონგრეული სახისთვის -კიდევ როდის გნახავ?-ფანჯრიდან გამოხედა საჭესთან მჯდომმა ბიჭმა -შევხმიანდეთ-დაბეულმა გოგონამ მისკენ მიიხედა რამდენიმე წამით -სოფ-ბიჭი მანქანიდან გადავიდა მოულოდნელად და ნელა მიუახლოვდა გაკვირვებულ გოგონას რომელმაც თვალთახედვიდან დაკარგა ვაჩე, რის გამოც საშინლად დაიძაბა-ეს დაგრჩა- დაქსეროქსებული ფურცლები გაუწოდა ლუკამ დაბნეულ სოფის რომელიც აზრზე მოსვლას ვეღარ ახერხებდა ნერვიულობისგან -მადლობა-უღიმღამო ტონით უთხრა და სწრაფად გამოართვა მომღიმარ ბიჭს თან ვაჩეს ძებნა დაიწყო ამღვრეული თვალებით -გინდა საღამოს გამოგივლი? -არა არ შეწუხდე -არ შევწუხდები გადარეულო-გაუცინა ბიჭმა და ნიკაპზე ხელი აჰკრა -რატომ მოიწყინე?-ინტერესით ჰკითხა და ზედმეტად მოუახლოვდა -არა ისე -კაი მე წავედი, საღამოს გამოგივლი-ლოყაზე ხმაურით აკოცა და მიტრიალდა -სოფი ეს ნაბ.ჭვარი ვინაა-ლუკას მისამართით წარმოსთვქა ვაჩემ და თან სწრაფად მიუახლოვდა დამფრთხალ გოგონას და ხელი გადახვია -რას აკეთებ იდიოტო-სოფიმ მაშინვე უკან დაიხია და სახე ალეწილ ლუკას გახედა რომელიც მაშინვე მიხვდა რომ ვაჩეს შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატი იყო, მიტომ ძალიან მშვიდად მოტრიალდა მათკენ -რამე პრობლემა გაქვს?-ინტერესით ჰკითხა და წინ აესვეტა მომღიმარ ბიჭს -პრობლემები შენ გექნება ძალიან მალე თუ ჩემს გოგოს არ შეეშვები! -რას ბოდავ იდიოტო-აყვირდა სოფი და გაცეცხლებულმა მკერდზე ხელები მიაბჯინა სახე მონგრეულ ბიჭს რომ უკან დახე ეიძულები და მასსა და ლუკას შორის დისტანცია გაეზარდა -სოფი შენ ნუ ერევი- მომღიმარი სახით შეხედა ლუკამ გოგონას -ჩვენ თვითონ მოვგვარდებით -ჰო მაგრამ ამ ავადმყოფმა არ იცის რომ შენ... -დამშვიდდი პატარავ-გაეცინა ლუკას და ნიკაპზე აკრა ხელი -შე ნაბ.ჭვარო-ბოლო ხმაზე უღრიალა წყობრიდან გამოსულმა ვაჩემ და სახეში მთელი ძალით დაარტყა მუშტი, ტკივილისგან გაწამებულმა ლუკამ ორივე ხელი გატეხილ ცხვირზე მიიჭირდა და უმისამართოდ შეიგინა -ამის დედასაც შე.ეციიი -რა გააკეთე!-მკერდზე გამეტებით დაატყა სოფიმ ორივე ხელი ვაჩეს და უკან დახევა აიძულა სახე წაშლილ ბიჭს- შენ რა გაგიჟდი? შეიშალე? -ის შენ გეხებოდა -ავადმყოფო! შეშლილო! ლუკა ჩემი ნათლიის შვილია-ბოლო ხმაზე უყვირა გოგონამ და ცხვირგატეხილ ბიჭს მივარდა -სასწრაფოში დავრეკავ -აუ არა რა არ მინდა ეს აყალმაყალი -ცხვირი გაგიტეხა მგონი ამ ველურმა-დაიძაბა სოფი -მგონი არა!-მკაცრი ტონით უთხრა ლუკამ და მანქნაის გასაღები შეაჩეჩა ხელში-მიდი საჭესთან დაჯექი ჩემს ნაცნობ ექიმთან წავიდეთ -მართვის მოწმობა არ მაქვს იდიოტო -მერე რა? ტარება ხომ იცი? -სულ გაგიჟდი ხო? -საჭესთან მე დავჯდები-ჩაიბურტყუნა თავდახრილმა ვაჩემ -შენი დახმარება არ გვჭირდება ავადმყოფო-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და გასაღები გამორთვა ლუკას რომელიც მანქანაში გაჭირვებით ჩაჯდა -სოფი- მკლავზე უხეშად წაავლო ხელი ვაჩემ მიბრუნებულ გოგონას და თავისკენ შეატრიალა -ხელი გამიშვი -არასწორად მოვიქეცი ვაღიარებ... უბრალოდ რამდენჯერმე დაგინახე მის მანქნაში და ბოლოს უკვე თავი ვეღარ შევიკავე -ჩემგან და ჩემი ახლობელი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირე!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და მკლავი უხეშად გაითავისუფლა -ხომ იცი რომ ტყუილად მელაპარაკები ამ თემაზე? -ჩვენს შორი ყველაფერი დამთავრდა სამუდამოდ გასაგებია? შენთან ურთიერთობა აღარ მინდა...იმიტომ რომ შენ ავადმყოფური სიყვარულით მხოლოდ ტკივილის მაყენებ დღემდე! ჩემს ცხოვრებში გამოჩენა აღარ გაბედო -მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და საჭეს მიუჯდა. მარიანა დაძაბული მზერით უყურებდა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ თორნიკეს რომელიც უღიმღამოდ ჭამდა დამწვარ კარტოფილს -შენ არ გშია?-ინტერესით ჰკითხა და ამღვრეული თვალებით ახედა კარადასთან მდგომ ცოლს -არა -ისე მეც არ შევჭამდი შენს ადგილას ამ რაღაცას ... უბრალოდ ძალიან მშია ახლა -გინდა კიდევ რამე?-უღიმღამო ტონით ჰკითხა გოგონამ, მიღებული ალკოჰოლის ჭარბი დოზისგან თვალებ ჩაწითლებულ ქმარს და უარყოფის ნიშნად თავი რომ გააქნია ბიჭმა, გასასვლელი კარისკენ წავიდა თავდახრილი, შეკრთა როცა, მოულოდნელად ფეხზე წამოდგა თორნიკე და წინ აესვტა მომღიმარი სახით -შენ მინდიხარ-დაუჩირჩულა ზედ ტუჩებთან და ნაზად ჩააყოლა ხელის ზურგი მის გაფითრებულ სახეს -გთხოვ-შეეხვეწა გოგონა და გვერდის ავლა სცადა მისთვის, მაგრამ თორნიკემ მუცელზე შეუცურა ხელი და სამზარეულოდან გასვლის უფლება არ მისცა -ვიცი რომ იმ ღამეს არასწორად მეგექეცი და ძალიან ალბათ შეგაშინე კიდეც, მაგრამ სახლში რომ არ დამხვდით სენ და ლილე ლამის შევიშალე... -შენი არ მეშინია-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და თამამად გაუსწორა მზერა საყვარელი მამაკაცის წაშლილ სახეს- იმიტომ რომ თავდავიწყებით მიყვარხარ და ვიცი რომ შენც... -მაშინ გამუდმებით რატომ გამირბიხარ და შეხების უფლებას არ მაძლევ?-გაბრაზდა ბიჭი და ორივე ხელი ძლიერად შემოაჭდო წვრილ წელზე -იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ტკივილს მაყენებს... დავიღალე ამდენი იმედგაცრუებით -ესე იგი ჩემს დასჯას ცდილობ-ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -შენი აზრით ეს სასაცილოა?-წამოენთო მარიანა -ვერ ვხვდები რატომ მეწინააღმდეგები- გაეცინა ბიჭს და ტანზე მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული -შენ ჩემი ცოლი ხარ და უფლება მაქვს შეგეხო -ცდილობ ჩემი ვალდებულებები შემახსენო?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გოგონას ალეწილ სახეზე -ჩემთან სექს. შენთვის ვალდებულებაა?-ავარდა წყობრიდან გამოსული ბიჭი, გაცეცხლებულმა უკან დაიხია და ღია კარს ხელი გამეტებით დაარტყა -მე ეს არ მიგულისხმია! -აბა რა იგულისხმე-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა ცოლს და სწრაფად დაფარა მათ შორის არსებული მანძილი -ნუ მიყვირი-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას თუმცა მაინც მოერია თავს და მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა -კითხვაზე მიპასუხე -მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ... მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები... იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული -შენი აზრით ცოლად მხოლოდ იმიტომ მოგიყვანე, რომ მინდოდა ყოველ ღამე შენთან მგზნებარე სექს. მქონოდა? -გეყოფა -მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო! -ასე არ ვფიქრობ -მაშინ რას ფიქრობ მითხარი -მგონია რომ მას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია -მე შენ მჭირდები -მაშინ გამუდმებით ტკივილს რატომ მაყენებ? -ჩემი არასწორი დამიკიდებულებები წამლებზე, სასმელზე ან სხვა ნებისმიერ რამეზე არ მესმის შენ ტკივილს რატომ გაყენებს -ვერ ხვდები?-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -ვერ...იმიტომ რომ მე ამით არც შენ და არც ვინმე სხვას ზიანს არ ვაყენებ -სწორედ ამ მიზეზით ვცადე შენთან ლაპარაკის დაწყება განქორწინებაზე! -არ გაბედო!-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა ცოლს და წინ აესვეტა დამფრთხალ გოგონას -ამ თემაზე ლაპარაკი კი არა ფიქრიც არ გაბედო! აღარასოდეს! მე და შენ არასდროს განვქორწინდებით გასაგებია?-ცივი მზერით ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში- ჩემგან წასვლის უფლებას არასდროს არ მოგცემ -წავალ... თუ მაიძულებ მაინც წავალ და შენ ამაში ხელს ვერანაირად ვერ შემიშლი -ჩშშ -ტუჩებზე მიადო ცივი თითები გაბრაზებულმა ბიჭმა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა- განქორწინებაზე ფიქრს შეეშვი, დაივიწყე, შენ ჩემი ხარ! ჩემი საკუთრება და არასდროს გაგიშვებ -მე შენი საკუთრება არ ვარ, არ ვარ გესმის?-ატირდა მარიანა -ხაარ! ჩემი ხარ! მხოლოდ ჩემი! მარტო ჩემი!-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა ცოლს, მკლავებშორის მოიმწყვდია და ტუჩებში აკოცა -არ ვარ-გაებუტა მარიანა და სამზარეულოდან სწრაფად გავიდა. გ ე გ ა მ უკმაყოფილო სახით დახედა მაჯის საათს და ნაცრისფერი ჩამქრალი ცივი თვალები ისევ ოთხ სართულიან შენობას მიაპყრო. მოთმინებით და სიმშვიდით ელოდა ფსიქოლოგისგან ქეთის გამოსვლას. ნამტირალევი, დაზაფრული, დაძაბული და მოწოლილი მძიმე ემოციებისგან დაღლილი ქალი შენობიდან დაბნეული გავიდა და გაოგნებული სახით მიაჩერდა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილ მომღიმარ გეგას რომელიც სიგარეტს მშვიდა ეწეოდა -აქ რას აკეთებ? შენ რა გაგიჟდი?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა და ამრეზით ახედა თავზე წამომდგარ კაცს რომელიც ნელა, ურეაქციოდ მიუახლოვდა მას და ზემოდან დააცქერდა ჩამქრალი ნაცრისფერი სფეროებით -სალაპარაკო გვაქვს მე და შენ -საიდან გაიგე რომ აქ ვიქნებოდი?-ავარდა ქეთი -მანქანაში ჩაჯექი-თავით ანიშნა კაცმა ვერცხლისფერ მერსედესზე და სანამ ქეთი კიდევ რამეს ეტყოდა საჭეს მიუჯდა - აუცილებლად კარი უნდა გაგიღო? ის არ ჩაჯდები?-ჩაწეული ფანჯრიდან გახედა უემოციო სახით და რადგან ქეთი ადგილიდან არ იძროდა შიგნიდან გაუღო კარი- დაჯექი რა- ამჯერად ხელით ანიშნა -თუ რამე სათქმელი გაქვს აქ მითხარი-ხმა გაიმკაცრა ქალმა და უხეშად მიკეტა მანქანის კარი, გეგა მშვიდად გადავიდა მანქანიდან და ზედმეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს -ეს თორნიკეს ეხება -შენი არ მჯერა -ვიცი, სწორედ ამიტომ მინდა შენი წაყვანა ერთ მნიშვნელოვან ადგილას - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.