შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილების ღმერთი (თავი VI)


21-09-2021, 22:59
ავტორი dramalover
ნანახია 961

თავი მეექვსე:


დარბაზში შევდივარ.
ჩემი და არჩის მზერა მაშინვე იკვეთება.
ბართან მივდივარ და სკამზე მოხერხებულად ვჯდები. იდაყვებს ბარზე ვაწყობ.
-იდიოტი ხარ არჩი.-უცერემონიოდ ვუცხადებ.
ნაჭერი და ვისკის ჭიქა ხელში უშეშდება. ერთმანეთს თვალებში ვაშტერდებით.
-არა, შემეშალა, იდიოტი კი არა ბუტია ხარ - გამომწვევად ვეუბნები.
არჩის ბრაზისგან სახე ენთება, ვისკის ჭიქას და ნაჭერს ბარზე ახეთქებს და ჩემკენ მოდის. მკლავში მჭიდებს ხელს და სკამიდან მაგდებს.
-გაიარე მია, სანამ ძალიან გავბრაზდი- ყურში ბრაზიანად სისინებს და დარბაზისკენ მიბიძგებს.
-კარგი, დაწყნარდი რა მოგივიდა.- ყალბი გაოცებით ვიშორებ მის თითებს.
არჩი უსიტყვოდ ბრუნდება ბართან, მზერა ერთი წამით ჩემკენ ეპარება. გამაღიზიანებლად ვუღიმი, ვტრიალდები და დარბაზიდან გავდივარ. მისი მზერა ზურგს მიწვავს.
საპირფარეშოს კარებს უხეშად ვაღებ. ონკანს ვუშვებ და ხელებს გაღიზიანებული ვიბან. როცა საპონის ფენა მშორდება თავიდან ვისხავ და ისევ ვიბან.
ჩემი კონტროლი უნდა!
რამდენიმე კვირაა მის ქმედებებში კონტროლის დაუძლეველ სურვილს ვამჩნევ!

ხელები მიწითლდება მაგრამ კიდევ ვისხამ საპონს.

ესეიგი უნდა რომ მაკონტროლოს არა?!
მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა კონტროლი.

თითქმის გადატყავებულ ხელებს ვიმშრალებ და დაებაზში მკვლელისთვის შესაფერისი შემართებით გავდივარ.
არჩის მზერას ვესვრი, ისიც თითქოს დრბაზში ჩემს გამოჩენას ელოდა, თვალში თვალს მიყრის. თავს რამდენჯერმე იქნევს, მეც მის მოძრაობებს ვიმეორებ. სასაცილოდ გამოვიყურებით, თითქოს მართლა ვაპირებდეთ ერთმანეთისთვის რაიმეს დაშავებას.
მზერას ვარიდებ და ყურადღება ჩემს საქმეზე გადამაქვს.
გოგონების საყვედურებს და კითხვებს უგულისყუროდ ვცემ პასუხს, ისე თითქოს ჩემს თავზე კი არა სხვაზე ვსაუბრობდე, გულგრილად ვუმეორებ თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად არჩისთვის მოგონილ ტყუილს.
უცნაურად ვწყდები რეალობას. ერთ რამეს ვაკეთებ, მეორეს ვლაპარაკობ და მესამეზე ვფიქრობ.
გონება გამალებით მუშაობს, ვცდილობ დავადგინო აქამდე როგორ მოვედით. საიდან გაჩნდა ჩემსა და არჩის შორის ეს დაძაბულობა, რომელიც თითქმის უნდობლობად ქცეულა.
ვფიქრობ არჩი ზედმეტად შემეჩვია, ჰგონია რომ ახლა მისი საკუთრება ვარ, ჩემი ქმედება კი საპირისპიროს უმტკიცებს. რამოდენიმე დღეა გამოდმებით გავურბივარ მის კითხვებს, მასთან საუბარს, ყველაფერს არ ვეუბნები და ეს აღიზიანებს. მე კი ვერ ვხვდები რატომ უნდა გადავუშალო გული როცა მას საკუთარ პიროვნებაზე ჯერ არაფერი უთქვამს.
მავალდებულებს, მაშინ როცა თავად არ თვლის საჭიროდ ყველაფერი მითხრას.
არც მე მჭირდება ეს.
არ მჭირდება.
ვერ ვხვდები მას რატომ სჭირდება.
არჩიში ცვლილებები განსაკუთრებით გუშინ წინ გამოიკვეთა, როცა განვუცხადე სახლის დაქირავებას ვაპირებ-მეთქი.ეს მისი კაპიტულაციის მცდელობების მარცხის ტოლფასი იყო. მაშინ იმდენად გაბრაზდა რომ პირველად იმ დროსი განმავლობაში რაც ვიცნობ ჩემგან გაიქცა, მას შემდეგ ასე მოქცევა ჩვევდ ჩამოუყალიბდა. ამით ჩემს მანიპულაციას ცდილობს. ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს.
ვიცი რომ კარგად იცის რაღაცას არ ვეუბნები, არც კი ვიცი რატომ მწყიმს ასე ძალიან მისი უნდობლობა, როცა თავად არ ვენდობი იმდენად რომ მისთვის გულის გადაშლა მომინდეს.
ხანდახან ვფიქრობრომ ის არააწორი პიროვნება ამისთვის. ამიტომაც უარობს ასე გამალებით ჩემი ქვეცნობიერი არჩის.
არა..
საქმე მის ნდობაში ნამდვილად არ არის.
საქმე იმაშია რომ არ შემიძლია.
უბრალოდ არ შემიძლია.
ასე რომ მოვიქცე ნაწილებად დავიშლები.

უკვე შვიდი საათია. ხალხის ნაკადი სქელდება. მე კი ფიქრების მოშორება არ შემიძლია.

ამ ამბავში ჩემსა და არჩის შორის დამნაშავე არ არსებობს. ერთმანეთის გაგებას არ ვცდილობთ. ორივე საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები. ესეც პრობლემის არსი.

მაგრამ რატომღაც ამის შეცვლის სურვილიც კი არ მაქვს. მივაწვები, თანაც იქამდე სანამ თავად არ დათმობს პოზიციებს, ან სანამ მე არ მოვალ დათმობის ხასიათზე.
თუმცა ახლა სიკეთის ხასიათზე არ ვარ.
ჩემს თავს ვერ მოვერევი.
იმას ვერ უგულვებელვყოფ რაც მე მმართავს.
საკუთარ ტკივილს ვერ დავუსხლტები.
ჩემი ტრაგედია მე უნდა ვზიდო,მარტომ. მანამ სანამ ჩემი ჭრილობების შეხორცება არ დასრულდება. სანამ ტვირთი მნიშვნელობას არ დაკარგავს.

ოდესმე შევძლებ ამას?
იქნებ თავს ვიტყუებ რომ ამ თავის დასრულებას შევძლებ.
იქნებ ის რომ წარსულის გავლენის ქვეშ აღარ მომიწევს ცხოვრება მხოლოდ ოცნებაა?
იქნებ თეთრი ფურცელი არ არსებობს?
იქნებ ეს ის მომენტია როცა არჩევანი უნდა გავაკეთო?
იქნებ შანსს ვუშვებ ხელიდან?


არა.თავადაც ვიცი.
ასეც რომ იყოს,საკმარისი ძალა არ მაქვს.
ამჟამად მხოლოდ იმის ძალა შემრჩა რომ ცხოვრება გავიყვანო, როგორმე ისე გავიყვანო, რომ მომავალში როცა გამოვფხიზლდები ყველაფერი ძალიან არეული არ იყოს.
მინდა საკუთარი მომავალი უზრუნველვყო. შევქმნა მდგომარეობა სადაც ოდესმე ვიცხოვრებ.
ახლა სწორად არსებობაც საკმარისია ჩემთვის.


წუთები და წამები ასე სწრაფად და ასე უსასრულოდ არასდროს გასულა.
ჯერ მხოლოდ რვის ნახევარია და მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ნახევარი საათი სხვა ცზოვრებაში გავატარე, რომელიც სულ რამდენიმე წამი გაგრძლედა.

ახლახანს მიტივებულ მაგიდას ვალაგებ, როცა დარბაზში შემოსულ ლუკას მოვკარი თვალი.
დარბაზს თვალს ავლებს, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს.
მისკენ ზურგით ვდეგბი და მაგიდის ალაგებას ასე ვაგრძელებ.
ღმერთს ვთხოვ რომ არ შემამჩნიოს. პრობელმები არ მჭირდება. ბარისკენ ვაპარებ თვალს რომ არჩის ადგილსამყოფელი დავადგინო.
არჩი ცივი გაკვირვებით იქით იყურება საითაც ლუკა შევნიშნე.
-ჯანდაბა!- ვჩურჩულებ.
არჩიმ,თითქოს ჩემი ჩურჩული გაიგონა, მზერა ჩწმზე გადმოიტანა, უცნაური ცნობისმოყვარეობით მიყურებს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს სახეზე უმიზეზოდ ასახული დამნაშავის სიფათი საეჭვოდ გამოიყურება.
სახეს ვარიდებ, რადგან ვიცი ჩემი ქვეცნობიერი გუშინ ღამე მომხდარისთვის განმსჯის, ამრიგად არჩის წინაშე დანაშაულის შეგრძნებას ვერ ვძლევ... უმიზეზო, მაგრამ მაინც დანაშაულის შეგრძნებას.
როცა სინზე დაწყობილი ჭუჭყიანი ჭურჭელით ხელში ვტრიალდები და სამზარეულოსკენ მივდივარ, ლუკას მზერა მეგებება, ჩემკენ მიზანმიმართულდ მოდის. ახლა გასაგებია რას ეძებდა. თავს ვხრი და სამზარეულოსკენ ისეთი სისწრაფით მივდივარ, რომ კაცი იფიქრებს მე და ლუკას ერთმანეთისთვის თავით შესკდომა გვაქვს დაგეგმილი.
საბედნიეროდ თავის არიდებას ვახერხებ, მანამ ვუხვევ სანამ ჩემამდე მოაღწევს. გახარებული თვალებს იატაკს ვწყვეტ. ბარიდან არჩის მტრულად დაჟინებული მზერა მეგებება და სამზარეულოს კარამდე მაცილებს.
მასზე ფიქრის დრო არ მაქვს, ჩემი გონება ლუკასთვის თავის არიდებითაა დაკავებული, ამიტომ მის თითქმის მკაცრ მზერას ყურადღებას არ ვაქცევ.
ჭურჭელი სამრეცხაოში შემაქვს, განგებ ნელა ვმოძრაობ რომ რაც შეიძლება გვიან გავიდე დარბაზში.
სამზარეულოდან გასული გეზს საპირფარეშოსკენ ვიღებ.
საკუთარ თავზე მეცინება, ბოლოს ხომ მაინც მომიწევს დარბაზში დაბრუნება.
დროს ყველანაირად ვწელავ, სახეზე წყალს ვისხამ, თმებს ვიშლი და თავიდან ვიკრავ. უნიფორმას ვისწორებ. ბოლოს კარებს ვაღებ და დარბაზისკენ იმ იმედით მივდივარ, რომ ლუკა უკვე წასულია.
სამწუხაროდ იმედი მიცრუვდება, ლუკა ორადგილიან მაგიდას მისჯდომია, მის წინ ნია დგას და შეკვეთას იწერს. ღმერთმა დასწყევლოს! საზიზღარი! დარწმუნებული ვარ აქ მეორედ ჩემს გასამწარებლად შემოიარა! მაგასაც ვანახებ, როგორ მოახერხებს ჩემს წყობილებიდან გამოყვანას, როცა ორ მეტრზეც კი არ მივუახლოვდები. არჩი თავისი ცივი თვალებით ყურადღებით მათვალიერებს და მზერა ჩემს თმებზე უჩერდება. მერე ხელს მიქნევს აქ მოდიო.
მისკენ მოდუნებული მივდივარ, მიხარია რომ ისიც აქ არის.
მაგრამ როცა ბარს ვუახლოვდები და ხელებს ბარზე ვაწყობ, მის სახეზე ბრაზის გაელვებას ვამჩნევ. წარბებს ვჭმუხნი.
-რა ხდება?- სერიოზულად ვეკითხები, რადგან მის განწყობაში უცნურ შტრიხებს ვამჩნევ.
ხელით ჩემს თავზე მანიშნებს:
-შენ რა თმები გაისწორე?- ახლა კი მის ხმაში გამკრთალი ბრაზი მახვედრებს რომ არ შევმცდარვარ, რაღაცაზე ბრაზობს.
მხრებს ვიჩეჩ, თანხმობის მიშნად:
-როგორ მიხვდი?
ჩერდება და ყბები ეჭიმება. შემდეგ ისე სწრაფად მეუბნება, თითქოს რამეში მამხელდეს, ბრალმდებლის ტონით:
-თმა სველი გაქვს, წეღან გაბუებული გქონდა, ეხლა კიდე ისე გულმოდგინედ შეგიკრავს, შენი ხვეული თმები თავის ქალაზეა გადაჭიმული.

შუბლშეჭმუხნული ვუსმენ, ვერ ვხვდები რა უნდა:
-მერე რა?
თვალებში დაჟინებით მაჩერდება, მერე მზერას მარიდებს და ირონიულად იცინის. თავს თანხმობის ნიშნად აქნევს.
ბოლოს სიცილს წყვეტს და ბარს ეყრდნობა:
-კარგი, ახლა მითხარი მია, ლუკა რომ დაინახე დარბაზიდან რატომ გაიქეცი?-მისი გამომცდელი ტონი მაღიზიანებს.
-რა ვიცი არჩი, არ იცი როგორ მიყვარს? მის ბრწყინვალებას ვერ გავუძელი.- ვპასუხობ უხეშად და ბარს მოწყვეტით ვშორდები. არჩის მწველი მზერა კიდევ ერთხელ მიწვავს ზურგს.


ერთ წყვილს სუფრის გაწყობას ვამთავრებ, ნია მიახლივდება.
-გოგო ის ტიპი იცანი?- მეკითხება და ლუკასკენ მანიშნებს. თავს უხალისოდ ვუქნევ- ანუ არ შემშლია, გუშინ რო თეფშები თავზე დააცალე ეგ არ არის? -პასუხის გაცემას არ მაცლის ისე აგრძელებს- ცოტა ვერ არის მგონი, გუშინ რა ამბავი ატეხა, მეგონა მოგკლავდა, ეხლა კიდევ შენზე მეუბნება იმ გოგოს უთხარი ჩაგანაცვლოსო. - ნია ჩუმდება და თვალებში მაშტერდება, აშკარად ჩემს რეაქციას ელოდება.
-შანსი არაა-წამოვიყვირე. -არა მაგასთან მე არ მივალ!
-აბა რა ვქნაათ?- მეკითხება და მომლოდინედ მიყურებს, აშკარად ჩემგან სულ მინიმუმ რამე გამოსავლუს პოვნას ელის.- მითხრა რომ ამჯერად მეც და შენც გამოვემშვიდობებით სამსახურს, თან დაამატა დამიჯერე არ გამიჭირდებაო.
-ღმერთი ჩემო რამდენს ბედავს-ვყვირი აღშფოთებული.
-დაბალ ხმაზე მია-საყვედურში მუდარა ერევა.-აშკარად ფსიქოპატია- თანაგრძნობით მიყურებს.
-საზიზღარი, საზიზღარი, ეშმაკმა დასწყევლოს, როგორ ვერ ვიტან!!!- ვფხუკუნებ ერთ ადგილზე.ლამისაა მუშტზე ვიკბინო ისე ვბრაზობ.

ბოლოს ნიას ვუბრუნდები:
-ჯანდაბა მაგის თავს, როგორმე ეს ერთხელაც ავიტან, ვეუბნები.
ნია მადლობის მიშნად თავს მიქნევს და ხელის მხარზე დარტყმით მამხნევებს:
-ამათ მე მივხედავ.
მშორდება. მე კი წელზე ხელებშემოწყობილი ერთ ადგილზე ვტრიალებ. გამოსავლის პოვნას ვლამობ,მაგრამ არაფერი გამოდის. სხვა გზა არ მაქვს...



ლუკას მაგიდას ვუახლოვდები და მაგიდის გაწყობას უსიტყვოდ ვიწყებ.
-გამარჯობა მია.- იღიმის. ცერად გავხედე, იმედია ჩემს სახეზე ასახული „წადი შენი“ კარგად გაარჩია.
მთავარია აქაურობას მალე გავცილდე.
-არ მელაპარაკები?- გესლიანი ალერსით მეკითხება, ლამისაა აქვე ვარწყიო.
-ვფიქრობ გუშინდელის მერე პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ? ზოგს თავმოყვარეობა კი არ აქვს - ვეუბნები და გესლიანად ვუღიმი.
მზაკვრულ ღიმილს აფართოვებს. ვაღიარებ მისი სიმშვიდე მაშფოთებს, აშკარად რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
ჩემს საქმეს ვუბრუნდები. ცალი თვალით ვხედავ, როგორ კრავს ხელს თეფშის გვერდით დადებულ ჩანგალს, წკარუნის ხმა მესმის.
უნდა რომ მე ავიღო?
თავს ვიკატუნებ თითქოს არაფერი შემინიშნავს. ვიბნევი,როცა თავად იხრება ჩანგლის ასაღებად, რადგან ვერ ვხვდები რას აპირებს.
წელში სწორდება.
შიშველ წვივზე შეხებას ვგრძნობ, რომელიც ლუკას მოძრაობასთან ერთად სწრაფად ინაცვლებს ზევით. უკან გაოგნებული ვხტები, ლუკას კმაყოფილი ღიმილი მეგებება, თვალები უცნაურად უელავს. აქეთ-იქით გაოგნებული და დაბნეული ვიყურები.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!- კბილებში ვსცრი და ვამოწმებ ვინმემ თუ დაინახა.
საშინლად შერცხვენილი ვარ.
მერე ტვინში რაღაც მარტყავს, მაშინვე ბარისკენ ვაბრუნებ თავს. არჩი ზურგით დგას და რაღაცას აკეთებს.
კიდევ კარგი! სულ არ მინდოდა ეს დამამცირებელი მომენტი დაენახა.
-საშინლად გაწითლდი-კმაყოფილი აღნიშნავს ლუკა.
ვუბღვერ, დაუძლეველ სურვილს ვებრძვი, რომ მაგიდაზე თავი არ ვარტყმევინო.
-იცოდე ამას გადაიხდი! სულ სამსახურში ხომ არ ვარ! გაზევევინებ ლუკა!- ვსისინებ და თითს ვუქნევ-აღარ გაბედო და აღარ შემეხო!

ეს იდიოტი ისევ იღიმის! ისევ იღიმის!

ღრმად ვაუნთქავ რომ ბრაზს როგორმე მოვერიო.

მდგიმარეობიდან არ უნდა გამოგიყვანოს მია! თავი აკონტროლე!

მაგიდას იდაყვებით ერთბაშად ეყრდნობა. მელიის ღიმილი სადღაც უქრება და მის ადგილს სერიოზულობა იკავებს.

-მია რამდენი უნდა გადაგიხადო რომ ჩემთან დაწვე?

ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩამესმის ყურებში. მრისხანებისგან ყურები მიგუბდება, გარე სამყარო ჩერდება და ჩემს გარშემო ბრუნვას იწყებს, ასე მგონია ცოტაც და ცეცხლი წამეკიდება. ის კიდევ აგრძელებს სიბინძურის ფრქვევას:
-დამიჯერე, ისეთ რაღაცეებს გაგიკეთებ არჩისთან რომ ვერც დაგესიზმრებოდა. სიამოვნებისგან იკივლებ...



...






...








...



მართლაც მესმის ყვირილის ხმა.


...



მისი მაგიდა ყირავდება და ძირს ხმაურიანად ეცემა, ლუკა სკამიდან ხტება, ჭურჭელი იატაკზე იმსხვრევა.



...


ყურები საბოლოოდ მიგუბდება, აღარაფერი მესმის...


არც კი ვიცი რას ვაკეთებ, ჩემს ქმედებებზე კონტროლს ვკარგავ...


კადრებად ვხედავ, რომ იატაკზე დაყრილ, დამახვრეულ თეფშებს, ჭიქებს, ჩანგლებს, კოვზებს და წამის წინ სავაზეში ჩაწყიბილ თაიგულსაც კი ლუკას მიმართულებით მხეცური შემართებით, გააფრთრებული ვისვრი.
ყურებში სიცარიელეს გაბმული წუილი ცვლის...

რეალურ სამყაროს მოწყვეტილი, მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ უკნიდან ვიღაც მაკავებს, როცა მოძრაობის უნარი მეკარგება.

ყელი მტკივა, და მხოლოდ აქედან ვხვდები რომ ვყვირი.

ხელებს და ფეხებს გააფთრებული ვიქნევ, მინდა,ძალიან მინდა, გავთავისუფლდე და ლუკას ვეცე, ცხოველური სურვილი მიტანს თვალები ამოვჩიჩქნო და სახე დავუკაწრო.

ყურებში გაჩენილი წუილი გუგინად იქცევა. ვხვდები რომ ხმა მეხლიჩება.

უკნიდან შემოხვეული ხელები უფრო ძლიერად მიჭერს და დარბაზიდან გავყავარ.
ყვირილს და ფართხალს მანამ არ ვწყვეტ, სანამ არ ვაანალიზებ რომ უკვე სტაფის ოთახში ვარ.
მკლავები რომლებიც მჭიდროდ მეხვევა წელზე და მკერდზე, მანამ მაკავებს სანამ საბოლოოდ არ ვმშვიდდები.
ერთიანად ძალა გამოცლილი ვარ.
დაჭრილი ცხოველივით ვსუნთქავ, გაბუებული თმები სახეზე მომკრობია.
ახლაღა ვხვდები რომ ეს არჩია. მის სუნს ვგრძნობ.
-დამშვიდდი?- მეკითხება ფრთხილად-შემიძლია ხელი გაგიშვა?
თავს დამნაშავესავით ნელა ვუქნევ.
როგორც კი მცილდება სკამზე ვჯდები. იატაკს თვალს არ ვაშორებ. თითებს ერთმანეთში ვხლართავ და იდაყვებს ბარძაყებზე ვაყრდნობ. სულის მოთქმას ვცდილობ.
-რა დაგემართა?- მეკითხბა არჩი და ჩემს წინ იკუზება.
უემოციო და მშვიდი ხმა აქვს.
თავს ვაქნევ უარის ნიშნად. თავადაც არ ვიცი რატომ.
სახეზე მიწებებულ თმებს ყურს უკან მიწევს.
შუბლს შუბლზე მადებს:
-მითხარი- თითქმის მუდარის ტონით მეუბნება.
-მეზიზღება...მძულს... ვერ ვიტან!-ვჩურჩულებ გაგულისებული.
-რატომ?-თავს წევს და სახეში მაჩერდება, არჩის მომთხოვნი ტონი ჩემს ყურადღებას იქცევს და მეც ვუსწორებ მზერას.

კარი იღება და ლიკა შემოსის. უცნაურ ბრაზს ასხივებს. მისი მშვიდი სიმტკიცე მარწმუნებს რომ უზარზმაზარი რისხვის შეკავებას ცდილობს.

-ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და ჩემი რესტორნიდან წადი! - მეუბნება მშვიდი ტონით. მის კერპად ქცეულ სახეს გაოგნებული ვუყურებ. თვალები შუშასავით გაჰყინვია.

-რაა?

...

-არც კი ეცდებით მკითხოთ რა მოხდა?-ვეკითხები გაოგნებული, იმით რომ დამნაშავე მხოლოდ მე გამოვედი.-იქნებ...

-არ მინტერესებს მია- მაწყვეტინებს - არ მაინტერესებს! შენი პრობლემები ყელში ამომივიდა, საკუთარი თავის კონტროლი თუ არ შეგიძლია საზოგადოებრივ დაწესებულებაში არ უნდა მუშაობდე. ამასთან დაკავშირებით გუშინ უკვე მიიღე გაფრთხილება. დღეს კი იგივე კლიენტთან ისეთი სცენები დადგი დარბაზში კაცის ჭაჭანება აღარ არის. არ მჭირდება ერთი სულელი მიმტანის ისტერიკების გამო ვიზარალო. ჩაალაგე ნივთები და აქედან წადი.


გაოგნებული ვისმენ როგორ მამცირებენ. ხმის ამოღების სურვილს ვკარგავ, ამიტომ ოთახში აუტანელი, თითქმის დამამცირებელი სიჩუმე ისადგურებს.


-კარგი.- ვამბობ ბოლოს მტკიცედ. არაფრის ახსნას აღარ ვაპირებ. ასე უნდათ? იყოს ასე.

რამდენიმე წამი მე და ლიკა თვალს თვალში ვუყრით. ისე მიყურებს როგორც მოსამართლე,ან მასწავლებელი.

-სახლში გავაცილებ- ამბობს არჩი დაბალ ხმაზე.

-არ სჭირდება თავადაც წავა, შენ კი ბარში საჭირო ხარ.- თვალს ბოლოჯერ მავლებს ლიკა და ოთახიდან გადის.


ოთხში მძიმე დუმილი ისადგურებს, არჩი ზევიდან დამყურებს, თვალს ვუსწორებ.

-შენსა და ლუკას შორის რა ჯანდაბა ხდება- თითქმის ბრაზით მეკითხება.

გაოგნებულს სახე მიგრძელდება. მშვენიერია! მორიგი მუშტი პირდაპირ მუცელში. თან ვისგან? პირადად არჩისგან!

-სერიოზულად? მეტი არაფერი მოგდის თავში?

ხმას არ იღებს.
თვალებში სასოწარკვეთილი ვუყურებ.
მინდა ვუყვირო „გამოფხიზლდი არჩი, ხვდები რას ამბობ?“ მაგრამ ხმას არ ვიღებ.
ბრაზი გაოგნებას ნელა ანაცვლებს.
თვალს ვარიდებ რომ აღარ დავინახო მისი მბრალმდებლის გაქვავებული სახე.

სკამიდან მოწყვეტით ვდგები და გასახდელისკენ მივდივარ, მაგრამ მკლავში მწვდება.

-ძალიან მაგარი მეგობარი ხარ! საოცარი! სიტყვები არ მყოფნის ისეთი გულისხმიერი! - გესლიანად ვიცინი.თვალებში არ ვუყურებ, ხელის გათავისუფლებას ისე ვცდილობ.

-დაგინახეთ.-ამბობს გამყინავად ცივი ხმით.


გველნაკბენივით ავხედე.
-რა დაინახე?!- ვყვირი ბრაზისგან გაცოფებული

-დავინახე ლეა! დავინახე ფეხზე როგორ აგისვა ხელი!- ისეთ ხმაზე ყვირის წამით გაოგნებული ვჩერდები და აზრზე მოსვლას ვცდილობ. არჩიმ პირველად მიყვირა. ხელს მიშვებს და აქეთ-იქით ნერვიულად მიდი-მოდის, მერე ჩერდება და შედარებით მშვიდად მაგრამ აშკარა ზიზღით მეუბნება- ერთმანეთს ისე აშკარად ეფლირტავებით რომ ეს უკვე გულის ამრევია! არც კი ვიცი ასეთი იმედგაცრუებული რატომ ვარ... ალბათ ძალიან სულელი ვიყავი... სულ სხვანაირი მეგონე...

თავს აქნევს და მწარედ იცინის.

გამოშტერებული ვდგავარ და შევყურებ. არც კი ვიცი ეს სისულელე თავში როგორ მოუვიდა. გული ათას ნაწილად მეხლიჩება.

საშინლად დამცირებული ვარ. პირი გამშრალი მაქვს.

-იცი რა?-ვახველებ რადგან ხმა მიწყდება,-მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ... მეგონა ასეთ სიტუაციაში ჩემს მხარეს დაიჭერდი მაინც, შენ კი მოდიხარ და მადანაშაულებ იმის მაგივრად რომ დაგეცვი - ხმას ნელ-ნელა ვუწევ, ბრაზი რომელიც ჩემს სხეულში იბუდებს, თანდათან იზრდება - ახლა დგახარ აქ და შეურაცხყოფას მაყენებ იმის გამო რაც მე არ...

სიტყვას მისი მჭახე სიცილი მაწყვეტინებს.

-ესე იგი ჩემი დადანაშაულებით გინდა თავი გაიმართლო?- მისი გესლიანი ტონი მაკრთობს-იმას რითიღა ახსნი, რომ როგორც კი ლუკა დაინახე მაშინვე გაიქეცი და თავი მოიწესრიგე?-ისეთი ბოროტი ტონი აქვს სიცილს ვერ ვიკავებ.

-არც კი მჯერა რომ ახლა აქ ვდგავართ და ამ სისულელეს განვიხილავთ- სიცილს ვწყვეტ და სერიოზულად, თითქმის მუქარით ვეუბნები - ლუკს ვერ ვიტან, მძულს, ის უკანასკნელი ადამიანია დედამიწაზე ვისაც ოდესმე თავს მოვაწონებ, გესმის? იცი ახლა როგორ აბსურდს ამბობ?- სიტყვებს ნელა და გარკვევით წარმოვთქვავ რომ კარგად გაიგოს.

-გაჩუმდი მია, შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ეს ყველაფერი უნივერსიტეტში დაიწყო, ერთმანეთს ხართ გადაკიდებულები, ყოველ ნაბიჯზე ჩხუბობთ. ნამდვილი ფარსი! შენი აზრით ვერ ვხვდები სინამდვილეში რა ხდება? ფიქრობ რომ შენაი ცვლილებებს ვერ ვხედავ? მისთვის თავის მოსაწონებლად სამსახურიც კი გაწირე.

გაოგნებული ვუყურებ. ვერ ვიჯერებ! როგორ შეეძლო ამ ყველაფრიდან მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა?!
მეგონა მაიძულებდა მეთქვა რა მოხდა, იმისთვის ვემზადებოდი რომ ლუკას ბინძური სიტყვები როგორმე მისთვის გამემეორებინა. ის კი... ის...

-მოკეტე.-ვამბობ დაბალ ხმაზე. საშინლად იმედგაცრუებული ვარ მისით. მისი არც ერთი სიტყვის მოსმენა არ მინდა.
შეწინააღმდეგების სურვილს ვკარგავ, ვიცი ამას აზრი არ აქვს, მაინც ყველაფერს ისე გაიგებს როგორც თავად უნდა.
-ნამდვილი იდიოტი ხარ. -ამასღა ვეუბნები მხოლოდ იმისთვის რომ სამართლიანად შევფასო მისი სიტყვები. ალბათ ჩემს სახეზე რაღაც ისეთი დაინახა რამაც აიძულა გაჩუმებულიყო. აღარ ვუყურებ, გასახდელისკენ მივდივარ და კარებს ნელა ვხურავ. კარების ჯახუნის ხმა მესმის. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ჩემი დაფლეთილი გრძნობები შევაკავო. სხეული დამძიმებული მაქვს. ლოქერთან მივლასლასებ და გამოცვალს ვიწყებ.
თავს საშინლად უბედურად ვგრძნობ.
დღეს მერამდენედ მომიწია დამცირების ატანა.
იმ საზიზღარი კაციდან დაწყებული ლიკათი დამთავრებული ყველაფრის შეუმჩნევლად ატანა შემეძლო.
თითქოს არაფერი მომხდარა...
მაგრამ როცა შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ნაგავივით მოგეგცევა...
ახლა ვკვდები...
არჩის საქციელმა მომცელა...
არა მხოლოდ მისი არამედ ყველა მათგანის ქმედებები მახრჩობს.
აღარავინ დამრჩა ვისთვისაც ძლიერი ვიქნები, ვისაც თავს მოვაჩვენებ რომ არაფერი მომხდარა, არავინ დარჩა ვინც მხარს დამიჭერს.
ისევ მარტო ვარ.

ჩაცმა დავამთავრე.
ვამჩნევ...
სამყარო ნელ-ნელა იწყება განაცრისფერებას.
აი...
ისევ აქ ვარ...
ვუბრუნდები ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ უადამიანო სამყაროს.
ლამისაა საკუთარი თავის ამ ვერსიას მივესალმო კიდეც...
სახის ყველა კუნთი მიდუნდება.
როლინგის ყელიდან გრძელ, ხვეულ და წაბლისფერ თმებს ვათავისუფლებ.
ძალიან ნელა ვმოძრაობ.
თითქოს ჩემს შიგნით გაბატონებულ სიჩუმეს და სიცარიელეს ვუფრთხილდები.
„მოკვდი,მოკვდი,მოკვდი“-გაუცნობიერებლად იმეორებს ერთ სიტყვას ჩემი გონება.
დუტის კურტკის სახელოებში ნელა ვაძვრენ მკლავებს.
ლოქერში ჩემს ფორმას დაკეცილს ვტოვებ.
ჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ.
ფოიეში მდიდრული სიმყუდროვე სუფევს.
არავინ ჩანს ვისაც ჩემთან დამშვიდობება ენდომებოდა.
დარბაზიდან შემოღწეული ხმაური სევდიანად მაცილებს უკანასკნელად.
აქაურობის დატოვება არ მიჭირს, იმის გაანალიზება მიჭირს რის გამოც ვტოვებ აქაურობას.
სიმართლე კი არავინ იცის.
ჩემი ისტერიკის გარდა არავის არაფერი დაუნახავს.
ხმა ისევ დაბოხებული მაქვს ყვირილისგან.
ნეტავ რას ვყვიროდი...

ლუკას გახსენებაზე ბრაზისგან მაჟრჟოლებს.
მინის კარებს ვუახლოვდები და ვაღებ.
უკვე ღამეა.
ცრის...
მშვენიერი ამინდია საკუთარი თავის გამოსაგლივად.
თავს მაღლა ვწევ და წვრილ წვიმის ძაფებს უფლებას ვაძლევ სახე თამამად დამიფარონ.
გზას ვაგრძელებ.
მელანქონიის თბილი თითები სულში დაჭიმულ სისუსტის სიმებს ეფერება. სახე მეჭმუხმნება. თვალები ცრემლებით მევსება.
როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა...
ასეთი სიტყვები ეთქვა...

თბილი, სტაფილოსფერი შუქით განათებულ ტროტუარზე ნელა მივაბიჯებ.
თვალებიდან ცრემლების რამდენიმე წვეთი მწყდება.

ვიღაც მხარში მაფრინდება და უკან მაბრუნებს,მოულოდნელობისგან სუსტი კივილი მცდება.რაღაც მომენტში იმედი მიჩნდება რომ ეს არჩია, თუმცა რა თქმა უნდა ვცდები.
ლუკა!
ლოყა გაჭრილი აქვს და სისხლი მოსდის, მზაკვრულად იღიმის.
-აჰ, ტირი? -კმაყოფილი ღიმილი უფართოვდება.
მხარს ვიქნევ და მის ხელს ვიშორებ.
-წვიმს იდიოტო, თუ ჩემი ცრემლების ნახვა ეგრე ძალიან გინდა უფრო ჭკვიანური რამე უნდა მოიფიქრო, მაგრამ ვფიქრობ ეგ ზედმეტად რთული ამოცანაა შენი პატარა ტვინისთვის - შეტევაზე გადავდივარ, რომ რაც შეიძლება მალე მოვიშორო თავიან- აი შენ კი ნამდვილად ზარალში ხარ- გესლიანად ვიღიმი.

ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს:
-ძალიან ვიხალისე, სისხლისღვრად ნამდვილად ღირდა - მხიარულად აგრძელებს - ნამდვილად ცხოველივით იქცეოდი,არც კი ვიცოდი ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა შენი წყობიდან გამოყვანა.
სახე ბოღმიაგან მიგრძელდება. არაფერს ვპასუხობ ის კი აგრძელებს:
-მითხარი სად ისწავლე ასე გამხეცება? არჩის ლოგინში?

ამის ატანას აღარ ვაპირებ, მუშტს პირაპირ გაჭრილ ლოყაზე ვურტყამ. ყვირის,მგონი მტკივნეული უნდა იყოს.

-ამისთვის გაზღვევინებ ლუკა! -დაბალ ხმაზე ვაფრთხილებ. ღმერთია მოწმე, ეს ნამდვილი მუქარაა. -ჩემი უნდა გეშინოდეს იმიტომ რომ დასაკარგი აღარაფერი მაქვს.

ვტრილდები და გზას მტკიცე ნაბიჯებით ვაგრძელებ. ზურგს უკან ლუკას ხარხარი მესმის.

-არ მგონია ამის მერე სრულ ჭკუაზე მოხვიდე- ყვირის თვითკმაყოფილი.

-ამასაც ვნახავთ ლუკა, ამასაც ვნახავთ- ვჩურჩულებ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

მოუთმენლად ველოდი და ახლა უფრო ველოდები. ღმერთო ჩემო რაუნდა ლუკას ბოლობოლო? თავისი არასრულფასოვნება რით ვეღარ დააკმაყოფილა? მაინც გამოიყვანა წყობიდან. ახლა რაუნდა ქნას. არა სამსახური. არა ბინა. არც მეგობარი. აჩიც არმოიქცა სწორად. ვფიქრობ ყველას აქვს უფლება თავისი სათქმელი თქვას. მგონი უყვარს და ეჭვიანობს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. აუ მალე დადეთ რააა. მაგარიააა. მადლობაა

 


№2  offline წევრი dramalover

Qeti qimucadze
მოუთმენლად ველოდი და ახლა უფრო ველოდები. ღმერთო ჩემო რაუნდა ლუკას ბოლობოლო? თავისი არასრულფასოვნება რით ვეღარ დააკმაყოფილა? მაინც გამოიყვანა წყობიდან. ახლა რაუნდა ქნას. არა სამსახური. არა ბინა. არც მეგობარი. აჩიც არმოიქცა სწორად. ვფიქრობ ყველას აქვს უფლება თავისი სათქმელი თქვას. მგონი უყვარს და ეჭვიანობს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. აუ მალე დადეთ რააა. მაგარიააა. მადლობაა



ვაიმეე მადლობაა აასეთუ კარგი შეფასებისთვიიის❤️❤️❤️❤️ვეცდები მალე დავდოო❤️❤️❤️ ლოოოვ უუუ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე, ამდენ ტყუილებზე დამალვებზე...
არ შეილება ადამიანურად დაჯდნენ და ილაპარაკონ? თუ რა ხდება ვერ გავიგე.... ვაიმეეე ეს როგორ იფიქრეე და ვაიმე ეს როგორ გამუბედე და.... ადამიანიიი არ გიცნოობს გოგოოო, უმალავ რაღაცეებს და მასთან ლაპარაკის მაგივრად ერთმანეთს ჯიბრში უდგებით....
ერთადერთი რაღაც რასაც ამ ისტორიაში "თავს ვევლებოდი", ასე ვთქვათ - ამათი მეგობრობა იყო და ეგეც ამ თავში საპნის ბუშტივით გასკდა.

 


№4  offline წევრი dramalover

სტუმარი მარი
ძალიან ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე, ამდენ ტყუილებზე დამალვებზე...
არ შეილება ადამიანურად დაჯდნენ და ილაპარაკონ? თუ რა ხდება ვერ გავიგე.... ვაიმეეე ეს როგორ იფიქრეე და ვაიმე ეს როგორ გამუბედე და.... ადამიანიიი არ გიცნოობს გოგოოო, უმალავ რაღაცეებს და მასთან ლაპარაკის მაგივრად ერთმანეთს ჯიბრში უდგებით....
ერთადერთი რაღაც რასაც ამ ისტორიაში "თავს ვევლებოდი", ასე ვთქვათ - ამათი მეგობრობა იყო და ეგეც ამ თავში საპნის ბუშტივით გასკდა.




არ ვცდილობ რომ იდიალური ურთიერთობები შევქმნა, ვცდილობ ცხოვრება ავირეკლო, რელური სიტუაციები. სამწუხაროდ ქართველებს ეგ კულტურა- დავსხდეთ და ვილაპარაკოთ -არ გვაქვს. ყველა პრობლემა ამ ისტორიაშიც მაგ კულტურის უქონლობიდან გამომდინარეობს. გარკვევას არავინ ცდილობს და ყველა საკუთარ სიმართლეს ქმნის. შემდეგ ამ ახალი სიმართლით საკუთარ თავებს გულს სტკენენ.

ისტორიის ფაბულა ესაა...
:)))
ტყუილებს რაც შეეხება, ისტორიას სწორედ მაგიტომ ჰქვია "ტყუილების ღმერთი" რომ ტყუილებზე უნდა მოგეშალოს ნერვები :))))

მადლობაა შეფასებისთვის ❤️❤️ თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის მოტოვაციაა❤️❤️

დიდი სიყვარულით #moonlover

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ახალი როდისს??

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალი

აღარ გრძელდება?

 


№7 სტუმარი სტუმარი ტასო

კიდევ ველოდები ახალ თავს იმედით:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent