შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ხარ (თავი 2)


22-09-2021, 10:34
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 399

-ბექააა-იმხელა ხმაზე იწივლა ბაბიმ მგონი ყველა დაგვაყრუა.წამში კი მის კისერზე იყო ჩამოკიდებული.
-ჩამოდი გოგო მაქედან,მეც მიმიშვი ადამიანთან.-სიცილით გამოვგლიჯე ბაბი.-ბექუში-ცრემლები მომაწვა თვალებზე.
-არა ,არ იტირო პრინცესა.გაიღიმე -მეც წამში გამეღიმა-,აი ასე ღიმილი ბევრად უფრო გიხდება.-მაგრად მომეხვია,ვერ ავღწერ იმ ურთიერთობას,იმ გრძნობებს და ერთმანეთის გაგებას რაც მე და ბექას გვაკავშირებს.ის ჩემი ერთადერთი ძმაა.ადამიანი რომელმაც ძალა მომცა რთულ დროს .ადამიანი რომელსაც ვენდობი და მისი ბოლომდე მჯერა.
-კარგი წავიდეთ, სახლში გველოდებიან.-რეალობაში დამაბრუნა ბაბიმ.
-მოიცადეთ,ჩემი მეგობრებიც გამოვლენ , რამოდენიმე დღე ჩვენთან დარჩებიან.-ძებნა დაუწყო ბექამ .
-უფფფ რა აგიტანთ-მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები ბაბიმ.
-ბუზღუნა შენ სულ არ შეცვლილხარ.-ღიმილით ჩაიკრა და გულში.-აი ისინიც.-ხელით ანიშნა ორ ბიჭს აქ ვარო.-ბიჭებო ესენი ჩემი დები არიან ,ბაბი და ანიტა-თვალი ჩაგვიკრა და გაგვიღიმა .-ესენი კი დემეტრე და ლუკა .
-ქართველები?-თვალები გაუბრწყინდა ბაბის.
-დიახ ქართველები-გაუღიმა ლუკამ .
-რატომ გაიკვირვე ბაბი-ინტერესიანი მზერით კითხა ბექამ.
-ნანა დეიდას ამბებია ბექუშ.და თუ მალე არ წავალთ სახლში მოგვკლავს აუცილებლად.-მეც გამეღიმა-როგორმე ამ მანქანაში უნდა მოთავსდეთ.-საბარგული გავუღე ბარგისთვის.
-და საჭესთან შენ უნდა დაჯდე-ირონია არ დააკლო დემეტრემ.
-თუ პრობლემა გაქვს ,სხვას სთხოვე სახლამდე მოყვანა-არც მე შევარჩინე .-იდიოტი- ჩავილაპარაკე ჩემთვის და საჭეს მივუჯექი.გზა თითქოს უსასრულო გახდა .ზურგს კი ვიღაცის დაჟინებული მზერა მიწვავდა.შუშა ჩამოვწიე ,ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გზა მშვიდად გავაგრძელე.
-ყველაფერი გადმოიღეთ ,არაფერი დამიტოვოთ-ღიმილით გავხსენი საბარგული.
-საკმაოდ კარგად ატარებ გოგოს კვალობაზე-ისევ ის იდიოტი,ჩანთა აიღო და სახლისკენ წავიდა.მე კი სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.გაშეშებული ვიდექი.
-რას დგახარ გოგო მანდ შემოდი სახლში.-გონს ბაბიმ მომიყვანა.
მოკლედ , სახლში რამხელა სიხარული იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ.იყო ცრემლები ,ღიმილი ,მონატრება.ჩახუტება და ბოლოს დაღლილი სახეები.ყველაფერი მივალაგებინეთ ნანას .და წასასვლელად მოვემზადე.
-ბექუში,რაღაც ვიყიდე შენთვის იმედი მაქ მოგეწონება.-საჩუქარი გადავეცი პასუხად კი ჩახუტება და კოცნა დავიმსახურე.
-მეც მაქვს შენთვის რაღაცეები მაგრამ ახლა ნუ ამომალაგებინებ ჩანთას-საწყალი თვალები შემომანათა.
-კარგი,ადი ზემოთ დაისვენე მე წავალ.-მაგრად მოვეხვიე .
-ანიტა ,დარჩენილიყავი შვილო,გვიანია უკვე.- გარეთ გამომაცილა ნანამ.
-არა ნანუცი ,მე სულ აქ არ ვარ ახლა სტუმრებს მიხედე.-კარგად ჩავკოცნე და მანქანისკენ წავედი.იქ იდგა და მე მიყურებდა.ღმერთო ჩემო მგონი გიჟია ეს ბიჭი.
-ნანა დეიდა მართალია გვიანია თან წვიმა დაიწყო,იქნებ დარჩე.-თვალს არ მაშორებდა.
- შენ ვინ გკითხავს,მოშორდი ჩემს მანქანას .-გავბრაზდი.ის ჩემთვის სრულიად უცხო იყო და შიში დამეუფლა,მერე რა რომ ბექას მეგობარია.მანქანა სწრაფად დავძარი ადგილიდან ,მაგრამ მისი ბოლო სიტყვები მაინც გავიგე
-ფრთხილად ატარე გთხოვ.-სარკედან რამდენჯერმე გავხედე ჭიშკარს გარეთ იდგა ,სანამ თვალს არ მივეფარე.
წვიმამ მოუმატა ,მანქანა კორპუსთან გავაჩერე ფეხზე გავიხადე და მანქანიდან გადმოვედი ,ასფალტი თბილი იყო,წვიმის გრილი წვეთები კი სიამოვნებას მანიჭებდა.მანქანას მივეყრდენი და ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი .ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდა .მიყვარს წვიმა ,როგორი სუსტიც არ უნდა იყო ,წვიმა ძლიერს გხდის,ამ დროს რომც იტირო მაინც ვერავინ დაინახავს შენს ცრემლებს.თავს მაინც ამაყად გაგრძნობინებს.ცოტახანს კიდევ ასე ვიყავი გაუნძრევლად ვიდექი.მერე სახლში ავედი მოვწესრიგდი წამლები დავლიე და საწოლში ჩავწექი,ემოციებით დატვირთულმა დღემ თავისი გაიტანა და მალე ჩამეძინა.
დილას ისევ წვიმდა.მე კი ცხელი ჩაით ხელში,პლედში გახვეული აივანზე ვიჯექი შვიდი საათიდან.არ ვსველდებოდი .მაგრამ რომც დავსველებულიყავი არ მადარდებდა ,ეს ამინდი
მიყვარდა და მსიამოვნებდა.
ცოტახანში ვინებე სახლში შევედი და მოვწესრიგდი.მუსიკა ჩავრთე ფუნჯები მოვიმარჯვე და ხატვა დავიწყე ვხატავდი მიუვალ ტყეს სადაც თითქოს არაფერი ჩანდა.ჩემს თავს მაგონებდა,მაგრამ მომინდა და მზის სხივებით ვეცადე გამენაეთებინა ,გამომივიდა მაგრამ მაინც მიუვალ ტყედ რჩებოდა.
ისევ წამლები,ისევ საშინელი განწყობა.საწოლზე წამოვწექი .ვცდილობდი სიმშვიდე მეპოვნა და ჩამეძინა კიდეც.
ცოტახანში ბაბის ზარმა გამოაღვიძა.
-რასაც არ უნდა აკეთებდე ახლავე დგები და ჩემთან მოდიხარ გესმის.-მკაცრი ხმა ქონდა მაგრამ მალევე გაეღიმა.
-არანორმალური ხარ გოგო იცი ეს?-მეც გამეღიმა .-რა ხდება?
-არაფერი,სადმე გვინდა გასვლა და მარტო ნუ გამიშვებ.,გთხოოოოვ.
-კარგი გამოვალ ცოტახანში.-ვიცოდი შეეწინააღმდეგებს აზრი არ ქონდა.მომზადება დავიწყე ,ბაბის ესემესი ვნახე."ბორჯომში მივდივართ რამოდენიმე დღე და მოაგვარე საქმეები შენც მოდიხარ იცოდე."
-გჭირდება ანიტა დასვენება-სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და მორიგ აბს ვსვავდი.სამსახურში დავრეკე და შვებულება ვთხოვე .რაზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ.არასდროს ზაფხულში არყენებ არცერთ დღესო ახლა წადი გეკუთვნისო.ასე რომ ჩანთა გავამზადე და საჭეს მივუჯექი .
-დაო ხომ არ გეწყინება აქიდან ბექასთან რომ დავჯდე ,ბორჯომიდან ერთად წამოვიდეთ და ვიჭორაოთ გზაში ბევრი.-საწყალი თვალები შემომანათა ბაბიმ.
-ნუ სულელობ გოგო რეებს მიხსნი.-გავუღიმე მეც.
-ბავშვს მარტო ნუ გაუშვებთ ამხელა გზაზე ცოდოა-მომეხვია ნანა დეიდა.
-არ ინერვიულო ნანიკო მე აქ არ ვარ.-ღიმილით გადმომხედა დემეტრემ.
-არა იყოს მარტოც მშვენივრად დამყავს მანქანა.-ვიუარე მისი წინადადება.
-არა პრინცეს დემე მართალია .-გამიღიმა ბექამ და მომეხვია.-ნუ გეშინია ხომ იცი რომ თუ არ ვენდობი შენს თავს არავის ვანდობ არ ინერვიულო შენ.-წამში მოვეხვიე მისი ყურადღება საზღვრებს ცდებოდა და ეს მაბედნიერებდა.
მოკლე ჩავლაგდით და ის ხის თავიანი სვანი ჩემსკენ წამოვიდა
-გასაღები-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-არ კი იოცნებო.-სწრაფად მოვშორდი და საჭეს მივუჯექი.სხვა გზა არ გონდა უსიტყვოდ მომიჯდა გვერდით .ნახევარი გზა მხოლოდ მუსიკას ვუსმენდით.მოულოდნელად კი მუსიკა გამორთო .მე კი გაბრაზებული სახით შევხედე სანამ რამეს ვეტყოდი მან დამასწრო.
-მირეკავენ და აუცილებლად უნდა ვუპასუხო.-წამსვე დავუქნიე თავი და ისევ გზას მივაშტერდი.თუმცა ვიგრძენი რომ გაეღიმა.
-ჯანდაბა ტელეფონი მიჯდება დამტენი არ გაქვს?-როგორც იქნა დაასრულა საუბარი.
-ჩანთაში დევს ფრთხილად გახსენი.უკან არის.-კმაყოფილი სახით წვდა ჩანთას.
-ეს რა არის?სულ შენია?-გაკვირვებილი თვალებით მიყურებდა როცა წამლების კოლოფები დაინახა.
-შენ მგონი დამტენი გინდოდა ,რაც შენი საქმე არაა ნუ ერევი.-ვეცადე გაბრაზებულს მეპასუხა მინა სწრაფად ჩამოვწიე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.არაფერი უთქვამს,ჩანთა უკან გადადო და სიმღერას აუწია.ხმა არცერთს არ ამოგვიღია.როგორც იქნა ჩავათწიეთ.სასტუმროს ნომრის გასაღები ავიღე და კიბეებისკენ წავედი.
-შენ რა ფეხით აპირებ მეხუთეზე ასვლას.?-გაკვირვებულმა გადმომხედა და ლიფტი გამოიძახა.
-ლიფტების შიში მაქვს,კიბით მირჩევნია.-კარი გამოვხსენი და კიბეს ავუყევი.ოთახთან იდგა.და მე მიყურებდა.
-ასე რატომ მომაშტერდი?-ვკითხე და ოთახის კარი გავხსენი.
-საკმაოდ სწრაფად ამოხვედი.-აშკარად გაკვირვებული იყო.
-მეათეზე ვცხოვრობ და ყოველ დღე ფეხით დავდივარ.-ისეთი გაოცებული მიყურებდა გამეღიმა.
-მეღადავები ხო?
-არა,მართალს გეუბნები.კარგი დავიღალე ცოტას დავისვენებ და მერე გნახავთ.
-მე შენს გვერდით ვარ.-მის სიტყვებზე გაოცებულმა შევხედე.-ანუ ოთახს ვგულისხმობ.-ცოტა დაიბნა .მე კი გამეღიმა და ოთახის კარი მივიხურე.დაღლილობა და დაძაბულობა შხაპმა მომიხსნა.ბაბი მეხვეწა ჩამოდი სასეირნოდ მივდივართო მაგრამ ვერ დამითანხმა საწოლში ჩავწექი და ფილმის ყურება გადავწყვიტე.მერე საჭმელი შევუკვეთე წამლები დავლიე და მშვიდად დავიძინე.
დილას ადრე გავიღვიძე ,ვიცოდი ბაბის ეძინებოდა ამიტომ მარტო გადავწყვიტე სასეირნოდ გასვლა.კარი გამოვხურე და მისი ხმაც გავიგონე.
-დილამშვიდობისა ნიტა-ლიფტთან იდგა.
-დილა მშვიდობის.-ვეცადე სწრაფად გავცლოდი .უეცრად ხელი ჩამჭიდა და თავისკენ მიმიზიდა.



----------------
ესეც მეორე თავი…ვცდილობ მონდომება არ დავკარგო.მადლობა ყველას ვინც წაიკითხა . ველი შეფასებებს ,კრიტიკაც არ დაიშუროთ გთხოვთ.♥️♥️♥️



№1 სტუმარი სტუმარი მია15

საინტერესო ისტორია მომწონს.მაინტერესებს რა გადაიტანა ანასტასია რონ წამლებს სვავს .იმედია მაგასაც გვეტყვი.მომწონს და ველი შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მია15
საინტერესო ისტორია მომწონს.მაინტერესებს რა გადაიტანა ანასტასია რონ წამლებს სვავს .იმედია მაგასაც გვეტყვი.მომწონს და ველი შემდეგ თავს.

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ...♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ბაბი

ძალიან საინტერესოა იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი ბაბი
ძალიან საინტერესოა იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს

ძალიან მიხარია რომ წაიკითხეთ ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე ვხვდები რა. გადახდა ანიტას და რიში შიში აქვს მაგრამ დაბრუნდები მირჩევნია წავიკითხო ურჩევნია წარსულში დატოვოს რაც არ უნდა მომხდარიყო და სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება თორემ ცოდოა დაიტანჯება ამდენი წამლების ყლაპა არაფერი უშველის იქნებ დემეტრემ უშველოს ..მადლობა წარმატწბები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent