შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ აგირჩიე შენ?(თავი5)


22-09-2021, 18:38
ავტორი Niako261995
ნანახია 2 277

(ნიაკო)
თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით მე და ,,ბატონი გაგა’’,უკვე შევეჩვიე კიდეც,რომ ყველაფერი ისე უნდა დარჩენილოყო როგორც იყო..მე ვაგრძელებდი სტაჟირებას ისეთ კომპანიაში,როგორიც ,,Walmart”-ი იყო..(walmart-მა შვილობილო კომპანია გახსნა საქართველოში)ვაგრძელებდი ასევე დალაგებასაც..ყველაფერთანერთად საკმაოდ კარგად ვფლობდი ენებს,ინგლისური,რუსული,გერმანული(რომელიც გაგას ხათრით მქონდა ნასწავლი)და კორეული,ამ ეტაპზე იტალიურსაც ვსწავლობ…ჩვენი შეხვედრის ყოველი საღამო გაღიმებით იწყებოდა და იქვეც მთავრდებოდა..ერთ დღეს მაშინ როცა პოლის ტილო და ჯოხი ხელში მეჭირა,იატაკების გამოსაწმენდად ვიღაცა მეძახის
-უკაცრავად,ბოდიშიი..ჯერ გავივლი და მერე მოწმინდე რაა ხელი,რომარ შეგიშალოო..
-დიახ მობრძანდით..და ჩემწინ ულამაზესი გოგონა იდგა თავი,რომ ავწიე..კიდეც გავიფიქრე რასაყვარელი და ზრდილობიანითქო..ამის გაფიქრება იყო და
-პატარა დამელოდეე…
რომ დამინახა შეცბა
-დამელოდე მაკუნაა..მომესალმა და მაკუნას დაეწია…
რაქონდა შესამცბარი არვიცი,მაგრამ ნეტა მიწა გახეთქილიყო და იქვე ჩავვარდნილიყავი და თავისი,,მაკუნა,,აქ არმოეყვანა.ისე განვიცადე ის დღე მგინი წესიერადაც ვერმოვწმინდე ვერაფერი..მეორე დღეს ყავა მომიტანა თითქოს დანაშაული გამოისყიდა,ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი გულს,რომ გახარებოდა…თუმცა დამეთანხმებით სასიამოვმო ჟესტია მამაკაცისგან მითუმეტეს როცა მასზე ყურებამდე ხარ შეყვარებული..არვიცი მე გავიზარდე და აღავარ ბავშვი,თუ აქამდეც ასეთი იყო?ძალიან მამაკაცური და სექსუალურია გამხდარი,აქმამდე ბავშვური თვალით თუ ვუყურებდი ახლა ვნებამორეული შევჩერებივარ თეთრ პერანგში გამოწყობილ უზომოდ მიმზიდველ მამაკაცს,რომელსაც ყველა ნაკვთი ეტყობა ტანზე და უჰუჰუჰ ჩავახველებ კიდევ სად..მაგიჟებდა ზოგჯერ, თუ ასე სპეციალურად აკეთებდა რომ გავეგიჟებინე?.ერთ საღამოს,რომ მივედი აშკარად არეულობა იყო..ვინ სად გარბოდა ვინ რას აკეთებდა ვერგაიგებდი,მეც გამაფრთხილეს,რომ წავსულიყავი და ძალიანაც გამიხარდა,უკვე გამოსვლას ვაპირებდი ბატონი დიმიტრის(გაგას მამა)ყვირილის ხმა რომ გავიგონე კაბინეტიდან
-ხო გაგაფრთხილეთ არა ეს დედა მ*****ლი თარჯიმანი დამჭირდება და მზადიყოსთქო.ახლა რა ველაპარაკო იმ აზიელებს ჩუნჩანჩუნჩან თუ არიგატო,იქნებ იდინახუით თქვენი მარტო ფული მჭირდებათქო?
-ბატონო დიმიტრი ის ვინც ვნახეთ თანახმა იყო,დღეს გადაიფიქრა არვიცით რატომ ზარებზეც არპასუხობს.ახალს ვეძებთ,მაგრამ ყველა დაკავებულია აუცილებლად ვიპოვით..
-გადი აქედან და ისე არშემოხვიდე,რომ არმითხრა ვიპოვეთ თარჯიმანიო..2საათში ადგილზე იყოს ვინმე თორე შენ გათარგმნინებ სათითაო სიტყვას google translate-ში..
თვალცრემლიანი თანამშრომელი,რომ გამოვიდა გავაჩერე და ვკითხე სადაური ინვესტორები ჩამოდიოდნენ და რომელი ენის თარჯიმანი ჭირდებოდათ..აღმოჩნდა რომ კორეელები იყვნენ..მეც ბედნიერად დავაიმედე ეს გოგონა და ვუთხარი დამშვიდებულიყო რადგან საკმაოდ კარგად ვფლობდი კორეულს..იმდენად მომწონდა კიმ ნიაკოსაც ვეძახდი ზოგჯერ ჩემს თავს და გაგაც იმიტო მომეწონა რომ მოაზიელო იყო..
-ბატონო დიმიტრი..
-ახლა არა შვილო წადი დღეს თავისუფალიხარ
-არა მეე...
-მართლა არმაქვს რამის თავი გთხოვ
-მოიცადე მამა იქნებ რისი თქმაუნდა..რაიყო ნიაკო?
-მე შემიძლია დაგემხაროთ,კორეულს საკმაოდ კარგად ვფლობ..ძალიან თვითდაჯერებული ვიყავი ეს,რომ ვთქვი..დიტოს თვალები გაუნათდა
-მართლა?
-დიახ,მართლა…გაგა თავჩახრილი და გაღიმებილი იდგა..
-კარგი,მაგრამ გამოსაცვლელები დაგჭირდება,მოასწრებ,რომ..ან გაგა იქნებ გაყვე შვილო და რამე..
-არ არის საჭირო,მაქვს გამოსაცვლელებიც..(სტაჟორებაზე კომპანიაში მიდამ ვცდილობ დახვეწილად და მოწესრიგებულად გამოვიყურებოდე ამიტომ ყოველთვის თან მაქვს 3წყვილი ტანსაცმელი,,კლასიკური,ის რითიც ვმოძრაობ მანამ გამოვიცვლი და სადამლაგებლო)
-შენი თავი ღმერთმა გამომიზავნა..ეს გაგა იყო და ჩამიღიმა..
-წამოდი გამოიცვალე მაშინ..მაგრამ საინტერესოა გამოსაცვლელები რათგინდოდა?
-აქედან პაემანზე მივდუვარ..სეიოზული ტონით ვუთხარი
-კარგიი..მეტი ხმა არამოუღია..
დამლაგებლების გამოსაცვლელამდე მომყვებოდა ისე თითქოს იქაც შევიყოლებდი…
-ესეიგი კონკია ხარ და ფერიაც გყავს ხო?
-სწორად აღნიშნე რა დაკვირვებულიხარ..
-ქუსლიანებზე მაინც ვერ წარმომიდგენიხარ..
-აბა როგორი წარმოგიდგენივარ?და უცებ ენაზე ვიკბინე ახლა რომ მითხრას გახდილიო,ან რავივი მსგავსი რამე სად მივდიოდი..
-რავივი,აი ისეთი უნივერსიტეტში რომ იყავი..
-მაშინაც ხომ ვიყავი ქუსლებზე?
-აა,კიი
-თან დახმარებაც მესაჭიროებოდა მაშინ ალბათ ქუსლებმაც გამხადა ცუდად…ისევ მარიამის სიტყვები მიჭამდა ტვინს რომ რაღაც მჭირდა და გაგას ვეცოდებოდი..სიტუაციას ვეძებდი მიმეხალა რომ საცოდავი არვარ..
-როგორი ენა მოსწრებულიხარ..ხელები ჯიბეებში ქონდა ჩაწყობილი და ურცხვად მიყურებდა თავის გამგმირავი მზერით..
-შენი მარიამივით ვერა…რა გატლიკინებს გოგოოო.ჩემთავს გონებაში შემოვუღრიალე და მივხვდი თავს გავცემდი მარიამის ხსენებით
-ისევ მარიამი?გაეცინა,რატო ახსენე ახლა ის
-იმიტომ, რომ თავზე დამადგა და მომახალა ბოდიში გაგამ მითხრა რაღაცგჭირს და ძალიან ვწუხვარო..თურმე მაშინ შეგეცოდე და რაღაც მჭირს..ისე მინდოდა იმ დღეს მოვსულოყავი და გემრიელად გამეწნა სილა…სიმართლე არ დავუმალე..
-ამდენიხნის მერეც?
-არა ახლა გადამიარაა,მაგ…
-ამდენიხნის მერეც გახსოვს მარიამი
-კი ჩემი კოშმარული მოგონებაა
-რატო?
-ყველაფერზე მამწარებდა
-იმიტომ რომ ჩემზე გელაპარაკებოდა?
-არა მარტო მაგიტომ..დავიბენი ჩემთავს ორმოს ვუთხრიდი და კიდე არვჩუმდებოდი..
-ასე ეჭვიანობდი მასზე?
-ბოდიში?ფეხეფში ჩამაცივცხელა..რაიდიოტია,შენხარ იდიოტი შეენნ..რა გატლიკინებდა
-თუ დამშვიდდები გეტყვი,რომ მედა მარიამი არც მაშინ ვყოფილვართ ერთად..
-რომ არმაინტერესებს არმეტყობა?
-არაა,ახლა თვალები უფრო გიბრწყინავს ეგ რომ გაიგე…ირონიული მზერით მიყურებდა და ვხვდებოდი ახლა თუარგავეცლებოდი ან მე ვაკოცებდი ან ის..
-მემგონი ბევრს ოცნებობთ,წავედი გამოვიცვლი..
-იმედები არგამიცრუვო,სექსუალურ გოგოს ველოდები იცოდე..
არვიცი ეს რატო მითხრა ,მაგრამ საშინლად მომხვდა გულზე,მინდოდა დამემტკიცებინა,რომ მე ქალი ვარ და არა დამლაგებელი მხოლოდ…ტყავის მაღალწელიანი კაბა,მუხლებამდე..თეთრი კლასიკური ტოპი პერანგი და ოდნავ მაღალზე ფეხსაცმელი..თმა ავიწიე,არ ავიწკნაპე,უბრალოდ ავკონე თმები,კისერი რომ კარგად გამოკვეთილიყო ასე უფრო მიმზიდველი იქნებოდა..სამკაულები გავიკეთე,ლაინერი და ტუში მხოლოდ,ტუჩსაცხი ძალიან მკრთალად და გამოვედი..ფანჯარაში ვიყურებოდი და ველოდებოდი როდის დამიძახებდნენ განგვეხილა რაიყო ჩემი მოვალეობა გადამეთარგმნა..უკნიდან მომიახლოვდა კისერთან ვიგრძენუ,როგორ სუნთქავდა..ერთიანად დამაჟრიალა და სასიამოვნოდ ჩაიარა ჩემი სხეულის ყველა ძარღვში თუ ვენაში..ვგრძნობდი მის გამალებულ სუნთქვას ყურთან,თვალები დავხუჭე,იმწამს მეგონა ყველაფერი ისე იქნებოდა,როგორც სერიალებში,მე მოვტრიალდებოდი ის მაკოცებდა და ა.შ..ავკანკალდი,გულიამიჩქარდა,სხეული ამითრთოლდა,წარმოვიდგინე კიდეც ერთიწამით,როგორ შევყავდი კაბინეტში მაგიდაზე მსვამდა ჩემს სახეს ხელებში იქცევდა კოცნით მაგიჟებდა და..
-ძალიან სექსუალური ხარ…
კიდევ ესმინდოდა?ისეც დავნებდი ფიქრებში,მთელი ჩემი გონებით,გულით სულით თუ სხეულით მისი ვიყავი და ახლა,როცა ვნებები თავისას შვებოდა თითქოს სპეციალურადო მეუბნება,რომ სექსუალური ვარ..იმწამსვე გამოვფხიზზლდი და ყველაფერი ჩავახშე
-ტონი და სიტყვები შეარჩიეთ ძალიან გთხოვ!
-რატომ?ეს ხომ სიმართლეა,შენ ქალი ხარ რომელიც ყოველთვის უნდა იღებდეს კომპლიმენტებს
-დიახ,მაგრამ გააჩნია ვისგან..
-და მე არვარ ის ვინც გინდა ეგ გითხრას?ისევ ირონია და ისევ მკვლელი მზერა..კი როგორ არმინდა,ერთადერთი ხარ ვინც ეგ მინდა მითხრას..რათქმაუნდა ეს უბრალოდ ფიქრები იყო და არა პასუხი..როგორც იციან ხოლმე გაგვაწყვეტინეს საუბარი და დამიძახეს..მალე ინვესტორებიც მოვიდნენ და ჩემი მოვალეობაც საკმაოდ კარგად შევასრულე რაზეც დიდი ქება და გაგას კმაყოფილი სახე დავიმსახურე…საღამო მიმდინარეობდა როცა გაგს გვერდით ისევ ის მაკუნა გამოჩნდა და მკლავში ხელგაყრილები იდგნენ უკვე..სახე შემეცვალა და შესამჩნევი,რომარ ყოფილიყო დიტოს დავემშვიდობე და გამოვედი ოთახიდან..ისე გაგას არც დავუნახივარ..გამოსაცვლელში ბიყავი,არბიცი რატომ ძქლიან მინდოდა ტირილი..შუქი არც ჩამირთავს,რომ შევედი ისე დავიწყე გამოცვლა..ბოლოს ვეღარმოვითმინე და ავქვითინდი..რას ვტიროდი არვიცი,ზოგადად ყველაფერს და არა მარტო გაგას მიმართ სიყვარულს,რომელსაც მომავალს ვერვუქმნიდი,ან მერაუნდა გამეკეთებინა..უცებ კარი გაიღო და ბუნდოვან შუქში კიდევ უფრო ბუნდოვნად დაილანდა ნაცნობი სილუეტი..
-ტირიი
-არა არვტირი,სახლში მივდიოდი..თავი გავიმართლე და ვეცადე ცრემლები შემემმშრალებინა..
-ჩემგამო?
-რაშუაში ხარ შენ?იმწამს ჩემთან გაჩნდა,ხელებით სახე მომიძებნა და ცრემლების მოწმენდა დამიწყო..
-მაპატიე გთხოვ,მე არავინ ვარ,რომ ჩემგამო ტიროდე..
-შენ რაშუაში ხარ?კითხვა ისევ გავუმეორე და კიდევ ჩამომვარდა თავისდაუნებურად ცრემლები..აბა ვინიყო შუაში?აბა ვინ?რატომ მიხდიდა ბოდიშს?თუოვწონდი ბოდიშს არმომიხდიდა,შანსიბქონდა ჩამხუტებოდა და ეკოცნა ეთქვა,რომ შანსი გვჭირდებოდა,მაგრამ არა..უბრალოდ მომიბოდიშა,ის,რომ ჩემი ვერიქნებოდა..
-მევუბრქლოდ ,ხომგითხარი ოაემანზე მივდივართქო და ის,დამშორდა ამიტომ განვიცადე..ხმის კანკალით მოვატყუე და კიდევ კარგი სინათლე არიყო თორე თვალები იმდენჯერ დავაფახუნე არდამიჯერებდა ვიცი..წამში ხელები შემიშვა
-ცუდია..არავინ არის შენი ცრემლების ფასი..
-კი ვიცი,ხვალ უკვე კარგად ვიქნები,მიჩვეული ვარ გულისტკენას..ნახვამდის..კარი გამოვიხურე და წამოვედი..შანსი მქონდა და არგამოვიყენე,მაგრამ იმ სიტყვების მოსმენას,რომ ჩემი ვერგახდებოდა მერჩივნა ასე ყფილიყო ყველაფერი..
მეორე დღეს ჩემს კომპანიაში დამიბარა დირექტორმა
-ნიაკო,
-დიახ ბატონო გივი..მის ხმაში მკაცრი ტონი შეიმჩნეოდა..
-ვინხარ?
-უკაცრავად?
-მოგზავნილი ხარ?
-რასამბობთ ბატონო გივი?
-აბა ეს რაარის?ახსნას ვითხოვ ახლავე..და წინ გუშინდელი საღამოს ფოტოები დამიდო
-შენ ჩვენს კონკურენტ ფირმაში მუშაობ?მათუწყობ ხელს და ჩვენგან გაგაქვს იმფორმაცია?იმედები გამიცრუე ნიაკო,არველოდი.მართლა გენდობოდი..
-ბატონო გივი ყველაფერს აგიხსნით..დიახ მე იქ ვმუშაობ,წარმოდგენა არმქონდა თუ კონკურენტად ითვლებოდა ის ფირმა,მე,მე უბრალოდ თარჯიმანი ჭირდებოდათ და დავეხმარე..
-და იქ რაზე მუშაობ ნიაკო,როცა აქ ამხელა კომპანიაში სტაჟირებას გადიხარ?
-მე…თავი დავხარე,..მე იქ დამლაგებელი ვარ
-რა?სასწრაფოდ შემობრუნდა და თვალებში დამიწყო ყურება
-დიახ,ბატონო გივი..აქ ფულს არმიხდით და რომ ვიარსებო ფული მჭირდება
-კიმაგრამ არავინ გყავს რომ დაგეხმაროს?...მერე ჩემი ისტორია მოვუყევი..თვალზე ცრემლიც კი შევნიშნე
-მისმინე ნიაკო,იმ კომპანიიდან უნდა წამოხვიდე,ხვალვე დავაყენებ შენს საკითხს საბჭოზე..დიდიხანია ვთვლი,რომ უკვე მზად ხარ ამ პოზიციისთვის..ასერომ აღარდაგჭირდება თავის დამმცირება კაპიკების გამო..ბედნიერი გამოვედი კაბინეტიდან,სიხარულით ვხტოდი, მაგრამ ლამის ჩავიკეცე უცაბედად რომ გამახსენდა გაგას ვეღარვნახავდი..არმინდა მის დატოვება თუმცა წამში მაკუნა გამახსენდა,მისი მოხდილი ბოდიში გამახსენდა და მეორე დღეს დიტოს განცხადება დავუდე კაბინეტში,სადაც მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემას ვწერდი,ვიცოდი გაგა რომ წაიკითხავდა უფრო დაიჯერებდა,რომ მართალი ვიყავი…დავიწყე მუშაობა და ყველაფერი კარგად მიდიოდა,შეიცვალა ჩემი ფინანსური მდგომარეობა და სარკეში ამაყად ვიყურებოდი,მე ჩემდა-ძამსაც ვეხმარებოდი და ჩემთვისაც საკმაოდ მრჩებოდა თანხა,მეტად დახვეწილი და ქალური გავმხდარიყავი..დედას საფლავთან რომ მივდიოდი ვეუბნებოდი,რომ პირობა შევუსრულე,ახლა წარმატებული გოგო ვიყავი.წარმატებული ნიაკო..ამასობაში 6თვეც გავიდა და ამ 6თვის განმავლობაში რამდენი უძილო ღამე გაგაზე ფიქრში ვერდავთვლი..ერთდღეს კაბინეტში მოსაწვევი დამხვდა,რედისონში პრეზენტაციაზე სადაც ჩვენი კომპანიის სახელით წარსდგებოდა დირექტორის მოვალობის შემსრულებელი გიორგი ბუცხრიკიძე,მე კომპანიონად ამირჩია და რათქმაუნდა დავთანხმდი,ასეთ შეხვედრებს ხშირად ვერ დაესწრებით,ვერც იმდენ ინვესტორს და თანამშრომლეს შეხვსებით სხვადასხვა კომპანიეებიდან ხშირად,მითუმეტეს მთელი ჩემი სკოლის პერიოდი ასეთ რამეებს ვუთმოდი დროს და ძალიან მომწონდა...იმ დღეს რატომღაც გადავწყვიტე ის თეთრი კაბა ჩამეცვა,რომწლიც მაშინ მეცვა სცენაზე რომ ვიდექი და ვმღეროდი უნივერსიტეტში..ერთიწამით ვიფიქრე შეიძლება გაგაც ყოფილიყო,მაგრამ იმედები არ დავისახე..
უამრავი ხალხი იყო და ბევრის ყურადღებაც დავიმსახურე,გიორგიმ წარმატებულად ჩაატარა ჩვენი კომპანიის პრეზენტაცია და ტრიბუნიდან ბედნიერი სახით მიყურებდა,როცა გაღიმებული ტაშს ვუკრავდი..მგონი მოვწონვარ..ხელში შამპანური მეჭირა და სანამ გიორგი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და მომიახლოვდა მე ხალხი გადავათვალიერე,ამდროს ვიგრძენი გამალებული მზერა და აი ისიც,არშევმდარვარ ის იყო,გაგა იყო,თავი დავუხარე და შამპანური მოვწრუპე ამდროს გიორგიც მოვიდა,სხვადახვა პიროვნებები გამაცნო და ძალიან მხიარულად ვატარებდი დროს როცა გაგა მოგვიახლოვდა მაკუნასთან ერთად...
-საღამომშვიდობისაა..სიტყვა გაწელა და ელოდებოდა როდის მივესალმებოდი..გიორგიმ დამასწრო
-გამარჯობა,მე გიორგი ბუცხრიკიძე ვარ walmart-იდან..ეს ჩვენი კომპანიოს ფინამსური მენეჯერია
-ფინანსური მენეჯერი?სახე დაეჭმუხნა და ზიზღისმომგვრელი ღიმილით დამაჯილდოვა თითქოს რამე დავაშავე..თანხმობის ნიშნად შამპანური ავწიე და მხრებით ვანიშნე რომ მართალი იყო..
-მე,გენერალური დირექტორი ვარ გაგა გოშუანი,
-ეს ქალბატონი?
გიორგი ენამოსწრებილი იყო და მაკუნაზე დაუსვა ეგრევე კოთხვა..
-მეე..
-ეს უბრალოდ ჩემი შეყვარებულია,თან თვალებში მიყურებდა
დიდი ამბავი თითქოს ვერმივხვდი..სახე არშევცვალე თავი დავუხარე სასიამოვნოათქო და ბოდიშის მოხდით გამოვეცალეთ…იქ დამთავრდა ჩემი კიდევ ერთი სიცოცხლე…საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი მომავალზე და მასზე ხომ საუბარი არმაქვს,არმითხრათ არაფერი გაგიკეთებია შენი რომ ყოფილიყოო,რაუნდა მექნა?თავი ბევრჯერ გავყიდე რომ მიმხვდარიყო ეს ნამიოკები არვიცი რასნიშნავდა იქნება მოწონებას ან იქნება მეჩვენებოდანკიდეც რომ მოვწონდი,მაგრამ ვერგადავდგავდი ნაბიჯს უიმედოდ.გული რომ მტკენოდა ამაზემეტად რამეშველებიდა მერე?თუმცა ბევრჯერ მეტკინა მაგრამ ასე ცხადად ვერდავუშვებდი..ის საღამო ისე უღიმღამოდ გავაგრძელე სულარვყოფილიყავი მერჩივნა..გიორგი ყველანაირად ცდილობდა გავემხიარულებინე და მიხვდა კიდეც თითქოს რაში იყო საქმე, მაგრამ ვერაფერს მეკითხებოდა,რამდენჯერაც გაგას შევაპარე თვალი იმდენჯერ შამპანურის ჭიქას გადაკრავდა ხოლმე და საკმაოდ მთვრალი იყო ვხვდებოდი…მაკუნა აღარჩანდა,ასე როგორ დატოვა თან ვბრაზობდი,იმედია ჩემი წასაყვანი არ გახდები,გულში ვფიქრობდი და მინდოდა კიდეც თითქოს,ღმერთო რა სულმდაბალი ვარ…ფიქრებში გაბრუებულს ისევ დამადგა თავზე,რაუნდა ჩემგან რატო დამაწყვიტა ყველა ნერვი რაც გამაჩნდა..
-გიორგი კარგი ბიჭია ხო?
-კი საკმაოდ..
-ეს კაბა მისთვის ჩაიცვი?
თავი ვერშევიკავე შემოვბრუნდი და შემოვარტყი,იმწამს ისე გავრბრაზდი საზოგადოებაზე არმიფიქრია…პირგაღებულმა თავი გვერდზე გაატრიალა და გაეცინა
-რაიყო ვტყუი?გიორგი იმწამსვე ჩემთან გაჩნდა
-ნიაკო რამოხდა ხომარ გაწუხებს?
-ვაწუხებ?-გაწუხებ ნიაკო?
-დიახ,მაგრამ უკვე წასვლას აპირებდა ხომ?
-რატომ?თუარმინდა?
-მანდილოსანს წესიერად ელაპარაკეთ..გაგას სიცილი აუტყდა,მივხვდი კარგი არაფერი მოხდებოდა..ის კი არ ჩერდებოდა..
-თქვენი ჯანმრთელობის საკითხი მოგვარდა როგორც მივხვდი ხომ?
-რასგულისხმობს ნიაკო?
დავიბენიი გიორგის ამ კითხვაზე…
-არა,არაფერს წეღან შეუძლოდ გავხდი ცოტა და..
ახლა უკვე გადაიხარხარა ჩემს სიტყვებზე და გიორგის მუშტს, რომ შევხედე მივხვდი ეს სიტუაცია ჩემი ბრალიც იყო და მისი ნასმობისაც..თან იმწამს იმაზეც ვფიქრობდი, რომ კომპანიას ასეთი საქციელით სახელს შევულახავდი
-გიორგი მისმინე,არაფერია.გაგას ვიცნობ მე მივხედავ კარგი?გთხოვ არ შემეწინააღმდეგო შენ წადი..რისიმედად ვიტოვედბი ან რასვაპირებდი..ერთი კი ვიცოდი სახლში უნდა წამეყვანა აბა რასვუზამდი სხვას,თავისთან ვერმივიყვანდი..ისე საშინლად გამოიყურებოდა ზემოთ,რომ ვთქვი გამიხარდებოდა თუ ჩემთან დარჩებოდათქო ნამდვილად ამქონდა სურვილი…სიყვარულს რავუთხარი თორე კიიყო ღირსი გარეთ დამეტოვებინა..ტაქსიში ჩავჯექით და სახლში რომ იტყვიან ავათრიე..მდივანზე, რომ დავაგდე ერთი ამოთქვა ბოდიშიო,გადაბრუნდა და დაიძინა ისეთი მშვიდი სახით,ისე დაულაგდა ყყველა ნაკვთი სახეზე..ცოტახანი ვიდექი და ვუყურებდი,წამოსვლა,რომ დავაპირე ხელში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა
-იყავი,არდამტოვო..
დავიბენი,გაქცევა მინდოდა,მაგრამ რისგან ან სად
-რატომ ცუდად ხომარხარ..?
-ისევ ბევრს ლაპარაკობ და არფიქრობ.. ჩაეცინა თვალებ დახუჭულს და ხელი გამიშვა..გამოვდიოდი,როცა ერთიწამით შევუტრიალდი და ჩავიბურტყუნე
-რატომ შენ?მე შენ აგირჩიე მაგრამ არვიცი რატომ..
-წარბიც არ შეუხრია ისე გააგრძელა ძილი,ხვალ არაფერი ემახსოვრებოდა და ისევ ძველებურად იქნებოდა ყველაფერი,მაგრამ დღეს ჩემს მდივანზე იწვა,შემეცოდა,შევტრიალდი პერანგი შევუხსენი ,ისე მომინდა იმ მკერდს ჩავხუტებოდი და მეკოცნა,მის ტუჩებს რომ ვუყურებდი თავს ძლივს ვიკავებდი არ დავწაფებოდი,თვალები მინდოდა დამეკოცნა,ჩემი თვალები..-სიგიჟემდე მიყვარხარ..ჩავიჩურჩულე მასთან ძალიან ახლოს,ალბათ იმიტომაც გავბედე,რომ მეც შამპანურით ვიყავი გაბრუებული და არმაინტერესებდა თუ გაიგებდა..ისიც ვიცოდი ხვალ ვინანებდი,მაგრამ ახლა უნდა მეთქვა ასე ცხადად და მალულად თან.. სანათი ჩავაქრე და ჩემს საძინებელში შევედი…ერთი კედელი გვყოფდა მე და მას..მიუხედავად დაძაბული დღისა,მაინც მომღიმარს ჩამეძინა,ვნახოთ როგორი დღე გამითენდება



№1 სტუმარი ნი-კე

ცოტა მალე დადეთ რა შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი Niako261995

დავდებ აუცილებლად,სიმართლე გითხრათ მეგონა არკითხულობდა არავინ და აღარვაპირებდი დადებაას ????

 


№3 სტუმარი ანუ

როდის დადებთ შემდეგს ^-^

 


№4 სტუმარი ნი-კე

ძალიან საინტერესოდ დაიწყეთ..უკვე რამდენი დღეაველოდები გაგრძელებას

 


№5  offline წევრი Niako261995

ძალიან დიდი ბოდიშით რაა,აუცილებლად დავდებ არ დაგაღალატებთ,ვერმოვიცალე უბრალოდ

 


№6  offline წევრი melina

თუ უნდა გაგეწყვიტათ მაშინ საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ..ასე მკითხველს დაკარგავთ უბრალოდ...

 


№7  offline წევრი Niako261995

არ გამიწყვეტავს,აუცილებლად დავამატებ.ვერმოვიცალე უბრალოდ თორემ ვერც მე ვერვიტან მსგავს საქციელს.ძალათი არვაკეთებ

 


№8 სტუმარი სტუმარი მაო

როგორ მომწონდა და მდივანი დივნის მაგივრად და ნასმობა-ნასვამის მაგივრად რომ გეწერათ, ძალიან წამიხდა განყობა.. იმედი მაქვს მომავალში დაგეხვეწებათ წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent