ერთადერთი ხარ (თავი 3)
-დილამშვიდობისა ნიტა-ლიფტთან იდგა. -დილა მშვიდობის.-ვეცადე სწრაფად გავცლოდი .უეცრად ხელი ჩამჭიდა და თავისკენ მიმიზიდა. -მე...ბოდიში... უბრალოდ...-დაიბნა როცა ჩემს გაბრაზებულ სახეს გადაეყარა.-მინდა ლიფტით ჩავიდეთ.მინდა დაგეხმარო. -შენი დახმარება არ მჭირდება,ხელი გამიშვი.-გაბრაზებული და შეშინებული ვიყავი სწრაფად ჩავირბინე კიბეები,ვეცადე მეჩქარა რომ ის არ მენახა.ტყისკენ წავედი ,ცოტახანში გავჩერდი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. -დამშვიდდი ანიტა,მორჩა. მარტო ხარ არავინ არაა...-ვაწყნარებდი ჩემს თავს.გასეირნებამ მიშველა.გონს მოვედი სასტუმროში დაბრუნება არ მინდოდა ბაბის ლოკაცია გავუგზავნე და მოსვლა ვთხოვე.ყველაფერი მოვუყევი.მან კი ჩანთა გამომართვა გახსნა და წამლის კოლოფი ამოიღო - არ დაგილევია დილას?-მკითხა და როგორც კი უარის ნიშანი მიიღო ერთი აბი მომაწოდა.-აღარ უნდა გეშინოდეს ანიტა,დამიჯერე ვიცი რთულია მაგრამ გვენდე. -ვცდილობ მაგრამ ეს უეცარი რეაქცია იყო.-ცრემლებმა გაიკვლია გზა ჩემს სახეზე. -კარგი მოდი ჩაგეხუტო ბარტყუნია-მის სახეზე შეუძლებელია ოდნავ მაინც არ გაგღიმებოდათ. -კარგია რომ არსებობ ბაბი.-მაგრად მოვეხვიე . ცოტახანს ჩუმად ვისხედით.მერე ვისეირნეთ და შუადღეს სასტუმროში დავბრუნდით.მოვწესრიგდით და ბიჭებთან გავედით .ტერასაზე იყვნენ . არ ვიცი ალბათ მე მომეჩვენა ან არა,ალბათ ჩემს თვალებს ამის დანახვა სურდათ მის თვალებში.მაგრამ ეს აშკარა იყო. ნერვიულად ათამაშებდა ფეხს ,თვალები ჩაწითლებოდა.როცა დამინახა ღრმად ამოისუნთქა და სულ ოდნავ გამიღიმა.რა ვიგრძენი?ნდობა გამიჩნდა ,სრულიად უცხო ადამიანის მიმართ. -ანიტა ბაბი სად დაიკარგეთ გოგო ,უნდა გამაგიჟოთ.-რა მოხდა მზერა შემომგვანათა ბექამ,აი ისეთ მარტო ჩვენ რომ ვიცით და ვხვდებით. -არსად ,ვსეირნობდით ძამიკო ,არ ინერვიულო აქ ვართ.-ხმაურიანად აკოცა ბაბიმ და ყურადღებაც გადაატანინა. -მე ოთახში ავალ დავისვენებ.-ფეხზე წამოდგა დემეტრე.თითქოს ჩემგან გაქცევას ცდილობდა. საღამომდე არ მინახავს. საღამოს ბაბის დავემშვიდობე და ოთახისკენ წავედი.კარი გავაღე და ისიც იმ წამს გამოვიდა.შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა. -ნიტა.... ანიტა, შეიძლება ვილაპარაკოთ?-მომლოდინე თვალები შემომანათა ისეთი რომ უარი ვერ ვუთხარი. -გისმენ.-ოთახის კარი გამოვხურე და მივეყრდენი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით და გაჩერდა. -მე, ბოდიში მინდა მოგიხადო დილანდელის გამო.არ მეგონა ასე ცუდად თუ იმოქმედებდა ჩემი ეს საქციელი შენზე. -შენი ბრალი არაა,არ ინერვიულო.ყველაფერი რიგზეა.-ვეცადე გულწრფელად გამეღიმა მასაც გაეღიმა.-ძალიან დავიღალე ,შევალ კარგი.?-თითქოს ნებართვას ვიღებდი მისგან ,უმნიშვნელოდ ჩატეხა ტუჩის კუთხე.და თავი დამიქნია. -ღამემშვიდობის დემეტრე.-გავუღიმე და ოთახის კარი გავხსენი. -ღამემშვიდობისა.-ღრმად ჩაისუნთქა და ლიფტისკენ წავიდა. ღამე ტკბილად მეძინა.გამთენიისას ისევ ის საშინელი სიზმარი ,ისევ ის საშინელი გრძნობა ,ისევ მისი სახე ცხადად და ისევ სიბნელე.იმდენად აუტანელი იყო ბოლო ხმაზე ვიწივლე და გამეღვიძა .სულ ვკანკალებდი ,ვტიროდი გაუაზრებლად.კარზე კაკუნის ხმამ კიდევ უფრო შემაშინა . გაუჩერებლად აკაკუნებდა. ცოტა გონს რომ მოვედი დემეტრეს ხმა გავარჩიე -ჯანდაბა ანიტა ,გამიღე კარი,ან ხმა ამოიღე.-გამეტებით ურტყავდა კარს ხელებს.ძალა მოვიკრიბე და კარი გავაღე. -ნიტა, კარგად ხარ?რა მოგივიდა?-შეშინებულმა მოიქცია ჩემი სახე ხელებში და თვალებში მიყურებდა .თავს ვიკავებდი რომ არ მეტირა მაგრამ ძალა არ მეყო.როცა მიხვდა რომ ვერ ვსაუბრობდი მაგრად ჩამიხუტა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. -მოდი საწოლზე დაწექი.-საწოლთან მიმიყვანა და უცებ მომშორდა,აივნის კარი გამოაღო ,სუფთა და ცივი ჰაერი ღრმად შევისუნთქე. -დემე...დემეტრე,ჩანთაში წამლებია მომაწვდი?-ვცდილობდი დავმშვიდებოდი. წამსვე ისევ ჩემთან გაჩნდა .ჩანთა გახსნა და წამლების კოლოფები ამოიღო. -ანიტა რომელი?-გაკვირვებული და შეშინებული მიყურებდა. -აი ეს სამი თითო აბი.-იქვე ტუმბოზე დადებულ წყლის ბოთლს ვწვდი წამლები გამოვართვი და სწრაფად დავლიე.ჩუმად იყო არაფერს მეკითხებოდა ,საწოლში ვიწექი ის კი გვერდით მეჯდა.მისი სიახლოვე კიდევ უფრო მამშვიდებდა. -რატომ?-ვცდილობდი კითხვა სწორედ დამესვა. მან კი გაკვირვებულმა შემომხედა.-როგორ გაიგე ჩემიზე... ან რატომ მოხვედი.? -ვერ დავიძინე და სასეირნოდ გავდიოდი ამ დროს შენი ხმა გავიგე და შემეშინდა.-შიში .მის თვალებში მართლა ჩანდა ეს. -არაფერს გკითხავ ახლა დამშვიდდი მაგრამ აუცილებლად ვილაპარაკებთ.-ფეხზე წამოდგა შუბლზე მაკოცა ,საბანი გამისწორა და დაიძინეო მითხრა.თვითონ კი აივანზე გავიდა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდებას ცდილობდა. პირველი იყო ვინც ასე ახლოს მოვიდა ჩემთან ,ისე რომ მეც კი ვერ ვუწევ წინააღმდეგობას.ცხოვრება მწარედ მეთამაშება .თუ ახლა მართლა რაიმე კარგს ამზადებს ვერ ვხვდები. ჩამეძინა.რიმ გავიღვიძე დემეტრე ოთახში არ დამხვდა .საათს დავხედე თორმეტი სრულდებოდა.უცებ ოთახის კარი გაიღო. -გაიღვიძე ბარტყუნია-ბაბი შემოვიდა ოთახში. -ბაბი... -დემეტრემ ყველაფერი მომიყვა,მთხოვა მარტო არ დამეტოვებინე,ნუ გეშინია მე არაფერი მომიყოლია ,ეს შენ უნდა გააკეთო როცა ამის დრო მოვა .-გამიღიმა . -საუკეთესო ხარ.-მეც გავუღიმე. -კარგი ადექი გავისეირნოთ,თან დაენახე ბიჭს გიჟს გავს უკვე ,ერთი სული აქ დაგინახოს და დამშვიდდეს.-სიცილით გამოაღო კარადა. -ნუ ხარ საზიზღარი .-ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი. -რა ერთფეროვნებაა გოგო ეს.-მობეზრებულმა შემომძახა.შხაპი მივიღე და განწყობაც გამოვისწორე. -რა არ მოგწონს რა გაბუზღუნებს?-ბაბის სახეზე გამეღიმა რომელიც ისევ კარადასთან იდგა. -სულ ერთიდაიგივე სტილის ტანსაცმლით როგორ არსებობ გამაგებინა ,ბიჭს თავი როგორ უნდა მოაწონოს მიკვირს . -არავის თავის მოწონებას არ ვაპირებ და რას ერჩი ჩემს ტანსაცმელს მიკვირს. გაიწიე ჩავიცვა.-ღიმილით გავწიე გვერძე ,ის კი უკმაყოფილო იყო ამით .მუქი ფერის ჯინსი და ნაცრისფერი ზედა ჩავიცვი.მოსაცმელიც ავიღე ,მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვიყავი გასასვლელად. -მოიცადე!-კარებში გამაჩერა ბაბიმ-სად წავიდა ,როცა გეჩქარება-თავით ფეხებამდე ჩანთაში იყო ჩამძვრალი.-აი ვიპოვე -წამში მომაფრქვია სუნამო. -ბაბი!ბევრია ეს ... -არა უშავს სამაგიეროდ კარგი სუნი აქვს.-გამიღიმა და გადიო მანიშნა . ბიჭები ისევ ტერასაზე იყვნენ და საღამოს გეგმებს აწყობდნენ. -აი გოგოებიც მოვიდნენ ,მოდი ბაბი აქ დაჯექი.-გვერდით ანიშნა ლუკამ.მე კი ბექას გაბრაზებულ თვალებზე მეღიმებოდა . -დამშვიდდი ბექუშ.-გვერდით მივუჯექი და ჩუმად ჩავჩურჩულე .მან კი მძიმედ ამოისუნთქა. ის ჩემს წინ იჯდა და ელოდა როდის შევხედავდი.წამში ჩვენი თვალები ერთმანეთს გადაკვეთა.სადც მხოლოდ ერთ კითხვას ვხედავდი "როგორ ხარ?".ესემესის ხმამ მოამაშორა მის მზერას .უცხო ნომერი იყო . გავხსენი დაიქაც იგივე ეწერა რაც მის თვალებში .«როგორ ხარ?«. ისევ მას შევხედე ,მიხვდა რაც მაინტერესებდა.ის იყო თუ არა.მან კი გამიღიმა ეს მისი დასტური იყო. «უკვე კარგად ვარ«.როგორც კი ესემესი წაიკითხა მოდუნდა და სავარძლის ზურგს მშვიდად მიეყრდნო.«კარგია«მეც გამეღიმა მის საქციელზე. -ანიტა საღამოს რესტორანში ხომ წამოხვალ.?-მომლოდინე თვალები შემომანათა ბექამ. -არ გეწყინოს ბექუშ,საღამოს ჩემებს მინდა დავურეკო,დიდი ხანია არ დამირეკავს ,უყურადღებოდ დარჩებიან.ცუდი შვილის როლი არ მინდა.დღეს ბოდიში -საწყალი თვალები შევანათე. -კარგი დღეს გეპატიება პრინცესა.-გამიღიმა . -მაშინ საღამომდე წავიდეთ გავისეირნოთ-სიტყვით გამოვიდა ბაბი.ყველა თანახმა იყო.მანქანებისკენ წავედით. -ბაბი წამოხვალ?-ვკითხე ჩემს გვერდით მომავალს. -იცი რაა,ბექას რაღაცის ყიდვა უნდა და მას გავყვები.-თითებს ნერვიულად ათამაშებდა. -მე რამის ყიდვა მინდა?-იკითხა ბექამ რაზეც მწარე ჩქმეტა მიიღო ბაბისგან. -გუშინ მითხარი და აღარ გახსოვს?-საწყლად შეხედა ბაბიმ. -აააა ხო მეც გამახსენდა-ავყევი ბაბის . -კარგი წავიდეთ მაგრამ აუცილებლად ამიხსნით საღამოს ორივე რას ხლართავთ.-გაკვირვებული სახით ჩამოგვშორდა. -დემეტრე შეგიძლია ნიტასთან ერთად წამოხვიდე-ახლა მას მიუბრუნდა ბაბი -კარგი არაა პრობლემა დაიკო ..-ეს დაიკო მეუცნაურა -გოგო შენ ჩემი და დემეტრეს მარტო დატოვება გინდა თუ შენი და ლუკას ერთად ყოფნა?-ირონია არ დავიშურე. -მე...მე... -მე..მე.. თხა ხარ ამოიღე ხმა....-მეცინებოდა მის დაბნეულობაზე . -კარგი ხო,50/ 50ზე,ორივე .-ეშმაკურად გამიღიმა. -მოშორდი ახლა აქიდან ჩქარა.-გაბრაზებულმა მაგრამ გულის სიღრმეში კმაყოფილმა გავისტუმრე.საჭესთან დავჯექი , დემეტრე უხმოდ მომიჯდა გვერდით.პარკისკენ წავედით.ოდნავ ღრუბლიანი ამინდი იყო .მაგრამ სასიამოვნო.მთელი გზა არცერთი არ ვიღებდით ხმას.მალე მივედით და ბავშვებს შევუერთდით. -აბა რა ქენით ილაპარაკეთ?-ინტერესიანი თვალები მომაპყრო ბაბიმ. -არა,ორივენი ჩუმად ვისხედით,ან რაზე უნდა გველაპარაკა.-ოდნავ გამეღიმა. -გაგეღიმა,ესეიგი რაღაცას მივაღწიე და ჩემმა გეგმამ იმუშავა. -რა გეგმამ ბაბი-ბექა ჩაერია საუბარში. -არაფერი ბექუშ სულელობს რაღაცეებს...-ვეცადე ვითომც არაფერი ისე გამოვსულიყავით სიტუაციიდან.. -კარგი, ვილაპარაკებთ ჩვენ ამ არაფერზე.-გამაფრთხილებელი მზერა გვესროლა და გაგვცილდა. -ბაბიიი!-გაბრაზებულმა მწარედ ვუჩქმიტე. -მეტკინა გოგო!-ამოიკნავლა საწყლად. -ღირსი ხარ.-მე კი კმაყოფილმა გავაგრძელე გზა. ვისეირნეთ კარგად დავიღალეთ და საღამოს სასტუმროში დავბრუნდით. -დემეტრე!-ოთახში შესვლას აპირებდა ჩემმა ხმამ კი წამსვე გააჩერა .გაკვირვებულმა შემომხედა. -გისმენ.-თითქოს ესიამოვნა კიდეც. -მე ხომ არ მოვდივარ,შეგიძლია ჩემი მანქანა წაიყვანო,განდობ ჩემს გოგოს -გავუღიმე და გასაღები გავუწოდე. -ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.-გასაღები გამომართვა.-არ ინერვიულო გავუფრთხილდები ნიტა აუცილებლად.-გამიღიმა. -და კიდევ ერთი კითხვა.-ისევ გაეღიმა. -მკითხე ,გისმენ -ღიმილით მიეყრდნო კედელს -რატომ ,ნიტას რატომ მეძახი?-შეცბა და უცებ გასწორდა.-არ გეგონოს რომ თავს უხერხულად ვგრძნობ ,უბრალოდ ასე არავინ მეძახის. კარგი დაივიწყე ...-ვეცადე წყენა დამეფარა როცა მივხვდი რომ არაფრის თქმას არ აპირებდა.კარი გავხსენი და ოთახში შევედი. მშობლები, ერთი წელია ამერიკაში არიან,მეც ვაპირებდი წასვლას მაგრამ გადავიფიქრე არ მინდა ცხოვრებას გავექცე .ჩემთვისაც კარგია რომ ზედმეტ კითხვებს არ მისვამენ რისთვის და რატომ.უბრალოდ მენდობიან.ცოტახანს მათ ვესაუბრე .მერე შხაპი მივიღე როცა მოვწესრიგდი ჩანთა გავხსენი და წამლები ამოვიღე. -ღმერთო როგორ დავიღალე ამ ყველაფრით.-კიდევ ერთი აბი დავლიე და საწოლში ჩავწექი .ჩემი ტელეფონი განათდა. «დაიძინე?« დემეტრეს ესემესი დამხვდა. «ჯერ არა,ახლა დავწექი«წამში დავუბრუნე პასუხი .«აქაურობას ძალიან აკლიხარ«გულმა წამში ასჯერ დაიწყო მგონი ფეთქვა.«მშვიდი ძილი«ვეღარაფერს ვპასუხობდი გაშტერებული ვუყურებდი ეკრანს.«დამირეკე ან მომწერე ნებისმიერ დროს თუ რამეა.« -უპასუხე ანიტა ბიჭს..-გამოვაფხიზლე ჩემი თავი. «კარგი,მადლობა« -მხილოდ კარგი მადლობა ეს ორი სიტყვა მარტო -გაჯიუტდა ჩემი მეორე მე. «არ ინერვიულო ჩემზე« საიდან ამდენი გაბედულება ანიტა ბურდულო.«საყვარელი ხარ« ეს პიკი იყო გავითიშე ,ნუთუ ასე მოქმედებს ჩემზე.ტკბილად ჩამეძინა ოღონდ მართლა.დილას ბედნიერს გამეღვიძა .უფრო სწორად ბაბიმ გამაღვიძა. -მომიყევი ჩქარა მომიყევი ,საღამოს ვიღაცას სწერდა და ეღიმებოდა შენ გწერდა ხომ?.-სწრაფად მიაყარა სათქმელი. -შენც დილამშვიდობისა ბაბი. -გავუღიმე -ეგ მერე ახლა კითხვაზე მიპასუხე. -აგენტი ხარ გოგო?--სიცილს ვუმატე რაზეც მის გაბრაზებულ სახეს გადავაწყდი.-კაი ხო,მოკლედ... -ყველაფერი მოვუყევი ,კატის თვალებით მიყურებდა და იღიმოდა. -ასიანია რომ უყვარხარ... -ვის ვინ უყვარს ეგ საკითხავია..-ლოყები აუწითლდა როცა მასზე გადავიტანე ყურადღება. -კაი ხო,ლუკას მანამდეც ვიცნობდი. -რა?-გამიკვირდა. -ხო, ბექა ხომ რეკავდა ხოლმე მაშინ გაგვაცნო,მერე მიმოწერა ზარები და მოკლედ გუშინ სიყვარული ამიხსნა. -და მე სად ვარ ამ დროს?-ცოტა არ იყოს მეწყინა. -იმის მერე რაც გამოიარე ვიფიქრე რთულად მიიღებდი.-გაუბედავი თვალებით ამომხედა. -სულელი ხარ გოგო,ძალიან გამიხარდა.მოდი ჩაგეხუტო.-მთელი ძალით მოვეხვიე.-აი ახლა მივხვდი რატომ ბრაზდებოდი ნანა დეიდა რომ სასიძოებს გირჩევდა შენ უკვე დაგიდგამს თვალი მშვენიერი ბიჭისთვის.-მოკლედ მთელი დღე ნომრიდან არ გავსულვართ მოვაყოლე ყველაფერი რაც კი მაინტერესებდა . ბედნიერებისგან დაფრინავდა.ასეთ ცხოვრებას ყველას ვუსურვებდი . ცხრა ხდებოდა სასეირნოდ რომ ჩავედი.ცოტა ციოდა მაგრამ მე ჯიუტად ვაგრძელებდი გზას. «სად ხარ?« ისევ დემეტრეს ესემესი. «სასეირნოდ გამოვედი«. «დამელოდე მეც მოვდივარ« უარი არ მითქვამს, პირიქით მესიამოვნა.დიდხანს არ მომიწია ლოდინი მალევე გამოჩნდა. -მთელი დღე არ მინახიხარ.-გაკვირვებულმა შევხედე. -ხო ბაბისთან ერთად ვიყავი.იცი ის და ლუკა ერთად არიან ისეთი ბედნიერია....-წამსვე გავჩუმდი როცა გავიაზრე რაც ვუთხარი.მას კი გაეღიმა.მე კი აქეთ იქით ვაცეცებდი თვალებს. -კარგი დამშვიდდი,მეც ვიცი,ლუკა ბექასთან სალაპარაკოდ წავიდა ..-იცინოდა მე მიყურებდა და იცინოდა. -მე ყველაზე ბოლოს რატომ ვიგებ ყველაფერს.-გავბრაზდი ,მეწყინა მაგრამ თან მიხაროდა კიდეც. -წავიდეთ?-გზისკენ მანიშნა. -წავიდეთ ცოტა გასეირნება მინდა.-ხელები ჯიბეში ჩავიწყე და მობუზულ ბეღურას დავემსგავსე ის კი სიცილს არ წყვეტდა. ცოტახანში გაჩუმდა . -ესე შეგცივდება ხომ იცი..-სრულიად მკაცრი ტონი ქონდა. -ცოტაც გავიაროთ და დავბრუნდეთ.-პატარა ბავშვივით გამომივიდა.მას კი ისევ გაეცინა. ცოტა ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე მაგრამ მაინც სასიამოვნოდ. -კარგი ,მე აქ დაგემშვიდობები, კიბით ავალ.-კიბისკენ წავედი. მაგრამ ისიც უკან მომყვა. -ამჯერად დათმობაზე მოვდივარ,შენთან ერთად კიდევ რამოდენიმე წუთს გავატარებ .-ღიმილით გამიძღვა წინ.რაზეც მეც გამეღიმა.ზემოთ ასულს ჩემს ოთახთან ბექა დამხვდა ოდნავ ნასვამი. რომ დაგვინახა თითქოს გაბრაზდა მაგრამ არ შეიმჩნია -ანიტა შეიძლება ვილაპარაკოთ?-მომლოდინე თვალები შემომანათა . -კი რათქმაუნდა.-მეც დავთანხმდი.ის კი კიბეებისკენ წავიდა. -ნიტა,ეს გამომართვი გარეთ ცივა.გრძელი საუბარი გელით.-ღიმილით გამომიწოდა თავისი მოსაცმელი.მეც უყოყმანოდ გამოვართვი. -ღამემშვიდობის დემე-გაეღიმა ისე საყვარლად რომ გონებას დაგაკარგვინებდა. -ღამემშვიდობისა ნიტა.-აშკარად გავწითლდი სახეზე საშინლად დამცხა და ვეცადე სწრაფად ჩავსულიყავი ქვემოთ .ბექა იქ მელოდებოდა. ეზოში გავედით. -ალბათ იცი ლუკაზე და ბაბიზე.-ღრმად ჩაისუნთქა.-ერთადერთი ხარ ვისთან საუბარიც შემიძლია.დღეს მეც გავიგე,ვაფასებ რომ მითხრეს მაგრამ მეშინია ანიტა,ის ხომ ჩემი პატარა დაიკოა,რა გავაკეთო. -ბექუშ,მომისმინე ყველაზე რთულ დროს იყავი ჩემთან იმის მიუხედავად რომ ყველაფერი მაღიზიანებდა და მაშინებდა გვერდიდან არ მცილდებოდი.მე ადამიანს რომელსაც მხოლოდ დის დაქალად თვლიდი,წამით არ მტოვებდი. ჩემი ძმა გახდი და მის მერე ზრუნავ ჩემზე .ახლა ბაბიზე დაფიქრდი მის გვერდით ხომ უფრო მეტად იქნები,მას ხომ შენი სჯერა.მას შენი იმედი აქვს რომ გაუგებ. -მაგრამ მასაც რომ ეტკინოს?ამის გამკლავების ძალა აღარ მექნება. -მეც შენთან ვარ,ყველაფრის მიუხედავად მისი ამ ნაბიჯის არ შემშინებია ,გამიხარდა კიდეც ის ბედნიერია ბექა. -დარწმუნებული ხარ.? -კი,ბაბი იმსახურებს ამას. -საუკეთესო ხარ.-ძლიერად ჩამეხუტა -ახლა შენთან რა ხდება ის მითხარი ,დემეტრე .... -არაფერს ისეთი...-მოვუყევი ყველაფერი რაც კი გადამხდამასთან ერთად.-ბექა ის ერთადერთია ვინც იმ ყველაფრის მერე ახლოს მოვიდა ისე რომ მე ვერ ვეწინააღმდეგები . -ძლიერი ხარ პრინცესა.-მაგრად მომეხვია ,ეს მაკლდა მასთან საუბარი.ცოტახანს კიდევ ვისეირნეთ საკმაოდ გვიან ავედი ოთახში.მოვწესრიგდი შხაპი მივიღე და ტელეფონზე ესემესმაც არ დააყოვნა. «ხომ არ შეგცივდა?« გამეღიმა. «არა და მადლობა მოსაცმელისთვის გამათბო« «საყარელი ხარ ნიტა« წამლები დავლიე და მშვიდად დამეძინა. ------------- ესეც ახალი თავი,იმედი მაქვს მოგწონთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.