ლექტორის იარაღი (ნაწილი 1) სრულად
ტყავის ჩანთა გადაკიდებული მიაბიჯებდა უკვე წყნარ დერეფანში, ნერვიულად დაჰყურებდა საათს და ცოტა აკლდა ხმამაღლა შეეკურთხებინა. აშკარად ცუდი იდეა იყო კვირა დღეს გალეშილი ბიჭებთან დარჩენა, როცა ორშაბათს ზედიზედ 5 ლექცია გაქვს ჩასატარებელი. თავი გადააქნია და აუდიტორიის კარებთან შედგა სულის მოსათქმელად. ორ წამიანი ამოსუნთქვის შემდეგ კი პირდაპირ ჩანთის მოხსნით შეაღო ოთახის კარი: -„მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ“. შეუძლია ვინმეს მითხრას რომელ ცნობილ გერმანელ მწერალს ეკუთვნის ეს სიტყვები?_კარების შეღებისას გამოწვეული სიჩუმით ისარგებლა დამიანემ და დაგვიანების ახსნის გვერდის ავლას ეცადა. -ნუთუ არავინ?_რამდენიმე წამიანი პაუზა დაარღვია ლექტორმა და მოესმა კიდევაც უკანა რიგებიდან ხმა. -რასაკვირველია, გოეთე_იმდენად დიდი ირონია იყო ამ ორ სიტყვაში ჩაქსოვილი გაფართოებული თვალებით დაიწყო დამიანემ სიტყვების ავტორის ძებნას. -აქ ვარ პატივცემულო_მიხვედრილი სტუდენტი ფეხზე წამოდგა, პატივცემულო ეტყობოდა განგებ დამარცვლა და ჯიქუ ჩააშტერდა სათვალიან ლექტორს. -სასიამოვნოა, იქნებ გოეთეს სხვა ფრაზებიც გვითხრათ? _საკუთარ მაგიდას მიეყრდნო დამიანე, ხელები გადააჯვარედინა და გოგოს მზერა გაუსწორა. -სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ ინტუიციით მივხვდი პირველ ლექციაზე გოეთეს რომ გამოიყენებდით, სხვას ვის_ჩაფრუტუნებად გავდა მისი სიტყვები -როგორც ჩანს გოეთემ რაღაც გაწყენინათ_უკვე აზარტში შესვლა ეტყობოდა არამხოლოდ ლექტორს, არამედ ირგვლივ მჯდომ 29 სტუდენტსაც, სუნთქვაც კი დავიწყებოდა ზოგს. -სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მაღიზიანებდა მისი გაკერპება, ნებისმიერი ლექტორი ან ადამიანი რომელსაც გერმანულთან და მის ლიტერატურასთან აქვს კავშირი, უყოყმანოდ დაასახელებს გოეთეს, როცა თუნდაც ჰესეს ტრამალის მგელთან ჩემი აზრით მისი რამდენიმე ნაწარმოების შედარებაც კი არ შეიძლება_უკვე თვალებს აწვრილებდა გოგო. -თქვენი სახელი?_გვერდულად გაეცინა დამიანეს -ლინა_აშკარად ამაყად გასწორდა ბეჭეებში. -აბა ლინა, გაგვაგებინე უფრო დეტალურად რა დაგიშავათ იოჰანმა?_სიცილს ძლივს იკავებდა დამიანე. -არა, მოდი ახლა თქვენ მიპასუხეთ, რომ არ ლოტე, ანეტი, გრეთჰენი და კიდევ მრავალი სხვა, ვინ იქნებოდა გოეთე? გულგატეხილი ვისზე დაწერდა?რომ არა მისი ბებრული ახირება 60 წლის ასაკში 19 წლის გოგო ცოლად შეერთო დაიწერებოდა“მარიენბადის ელეგია? გოეთე მისმა საყვარლებმა შექმნეს_ხმამაღლა განაცხადა და დაჯდა -ეგ ტეილორ სვიფტის წინაპარი ყოფილა და არ გვცოდნია __ხითხითმა გადაუარა ცალკე მჯდომ გოგონებს. -ამბობთ არ მიყვარსო და მისი ბიოგრაფია კარგად შეგისწავლიათ?_ღიმილს ვერ იშლიდა ლექტორი -მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდე როგორი კაცისგან უნდა გავიქცე გაცნობისთანავე_გამარჯვების ღიმილით დაასრულა ლინამ დიალოგი და გაისმა კიდევაც ოთახში ბიჭების შეძახილები. ამ ლექციამ ისე ჩაიარა ზარი არც გაუგია დამიანეს, მხოლოდ სტუდენტების წამოშლისას მიხვდა ლექცია დასრულებულიყო და თავადაც თავის კანტურით მიჰყვა მათ ნაკადს უკან. ნაბახუსევმა თავისი ქნა, მეხუთე ლექციის შემდეგ უკვე თავი სად ება ისიც არ ახსოვდა, შუბლზე ხელ მოჭრილმა დატოვა კორპუსი და ეზოში შეკრებილებს გახედა. იცნო მისი სტუდენტები, ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ ბიჭები და შუაში ლინა დაეჯინათ, არც გოგო აკლებდა სიცილს და მაშინვე გადააქნია დამიანემ თავი, აშკარად მალე უპოვია გოგოს საპირისპირო სქესის მოსახიბლი გზა. სახლში მისულს შესასვლელშივე ეცა წვნიანის სუნი და ლამის ხელები უკოცნა დას ხარჩოს გაკეთებისთვის. -ღამით რომ არ მოხვედი მივხვდი სახლში როგორიც დაბრუნდებოდი_სიცილით დაუდგა ნონამ ბიჭს ცხელი წვნიანით სავსე თეფში. -ღმერთოო, როგორ მიყვარხარ_ჯერ სუნი ჩაისუნთქა კარგად და შემდეგ შეუდგა თეფშის მოპრიალებას. -დღემ როგორ ჩაიარა? ისე იყავი დასვენებას მიჩვეული_ოთახში დედის ხმა გაისმა. -რა დასვენება ლიანა, პირველივე ლექციაზე აქეთ ჩამიტარა სტუდენტმა ლექცია რას ქვია გოეთეს აღერთებო_სიცილით გაახსენდა ლინას ირონიული ხმა. -საწყალი, რას უპირებ?_წამით მართლა შეეცოდა ნონას მომავალი ტანჯული. -გოეთეს დაუვიწყარ მწერლად ვუქცევ_წარბები აათამაშა ბიჭმა და ბოლო ლუკმაც გადაყლაპა. მეტჯერ აღარ დაგვიანებია, პირიქით ნახევარი საათით ადრე მიდიოდა ხოლმე დამიანე უნივერსიტეტში, ლინასთვის შურისძიებაზე უარს ვერაფერი ათქმევინებდა, საუკეთესო მომენტს ეძებდა. ერთ დილით ასე ნაადრევად მისულმა კარგად დაინახა როგორ გადმოხტა თორნიკე დაბურულ მინებიანი მანქანიდან ლინას ძახილს ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ მესამე კორპუსისკენ გავარდა. არც მანქანას უცდია დიდხანს, წამსვე გაისმა ბორბლების ხმა და ადგილს მოწყდა ჯიპი. გაკვირვებულმა გადახედა ბიჭმა ლინას, წყვილი ახლო მეგობრები გახდნენ ამ ერთ თვეში, ყველა მალე ელოდა მეგობრობის უფრო დიდი გრძნობაში გადასვლას და უცებ ეს. ლამის ორივემ მხრები აიჩეჩეს ერთმანეთის გაკვირვებული სახის დანახვისას და ერთად აუყვნენ კიბეებს. -დაასრულე „ლოტე ვაიმარში“?_დამცინავი კილო ვერაფრით დამალა დამიანემ. -დიახ_დაღრენას გავდა გოგოს პასუხი, რაც თითქოს წამლად მოედო ლექტორის გულს. -შენთვის კიდევ მაქვს სიურპრიზი_თვალი ჩაუკრა აუდიტორიასთან მისულმა გოგოს და ამოოხვრით შეუშვა პირველი ოთახში. მთელი თვე იყო სისხლს უშრობდა. -მოკლედ ბავშვებო, ამ თვეში მასალა შევცვალე, მონაცვლეობით წავიკითხავთ ჰესესა და გოეთეს ნაწარმოებებს და ყოველ მეორეს დაწყებამდე დასკვნის სახით წარმომიდგენთ მაკავშირებელ-განმასხვავებელ ფაქტორებს_გამარჯვებული ღიმილი ესროლა მოკუნტულ სტუდენტს, რომელიც თანაკურსელების ღრენის გამო ლამის მერხის ქვეშ ჩცურდა ისე დაპატარავდა. ავად ენიშნა დამიანეს თორნიკეს გათიშული ჯდომა და უნებურად გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ბიჭისთვის. -დღეს რას ვაფუჭებთ?_დაჩის მხიარული ხმა გაისმა ნონას გაღებულ კარებში და წამში შეუვარდა დამიანეს ოთახში. -თუ ძმა ხარ, ხვალ 6 ლექცია მაქ_ამოხვნეშით წამოდგა ბიჭი -მითუმეტეს, ნონა წამო შენც, ბერდიასაც მოყავს ნინი_სახეში შესცინა შემოსწრებულ გოგოს. -ბერდიასაც მოყავს და შენც წამო რას ნიშნავს_შეკრული წარბებით გადახედა აწურულ წყვილს, თუმცა ნონა მალევე გაქრა კარებში. -ნუ ბოდიალობ, ჰე ადე ჩაიცვი_ხელი კარადისკენ კრა ბიჭმა და თავის ქექვით გავიდა. -რა ჯანდაბა ხდება ამ ბოლო დროს_მოქუფრული ათვალიერებდა თაროზე დაწყობილ მაისურებს და როგორც იქნა სასურველსაც მიაგნო. -რამდენი ხალხიაა_თვალები აუციმციმდათ ბარში შესულებს -ვაა, ლინა?_აშკარა ცვლილება განიცადა დამიანეს სახემ, -ეს ხომ ლინაა? -საღამო მშვიდობის პატივცემულო_ღიმილით დაუკრა თავი გოგომაც -უნივერსიტეტს გარეთ უბრალოდ დამიანე_სახეში შესცინა გოგოს. -ვისთან ერთად ხარ?ჩვენებთან_თავის მოძრაობით მიახედა მაგიდისკენ და ლამის ნახევრი ჯგუფი დაინახა ლექტორმა. -ბიჭები აღარსად მიდიან უშენოდ არა?_სიცილით მიუახლოვდა მაგიდას და ახალგაზრდებს ხელი აუწია -პატივცემულო, მაას, ბატონო დამიანე_ერთბაშად ატყდა ოვაციები მაგიდასთან და წამში წამოიშალა ჯგუფი, -ჩვენთან დაჯექით_მაშინვე გაათავისუფლეს ადგილი. -სამწუხაროდ ვერა, მეც მეგობრებთან ერთად ვარ_რატომღაც ავტომატურად გაეყოლა თვალი თორნიკეს გადახვეულ ხელზე, ლინაც როგორ გაიტრუნა.-აბა კარგად გაერთეთ_თავის დაკვრით წამოვიდა საკუთარი მაგიდისკენ. საღამო მხიარულად გრძელდებოდა, ლინა ჩანდა მალევე წავიდა, თვალი ვეღარ მოკრა დამიანემ, დანარჩენები კი ისევ აგრელძელებდნენ გართობას. რამდენიმე წუთის შემდეგ თორნიკე დაინახა ბიჭმა როგორ ხელის ქნევით საუბრობდა ტელეფონზე და გასასვლელისკენ ცდილობდა გზის გაკვლევას. თავისი პირობა გაახსენდა დამიანეს, უკვე კარგად მოკიდებული ღვინოც დაემატა და როცა გაიაზრა რას აკეთებდა ბიჭს უკვე უკან მიყვებოდა. -ხომ გითხარი დრო მჭირდებათქო_ამოოხვრას უფრო გავდა ხმა ვიდრე სიმკაცრე შერეულს. მეტის გაგონება დამიანემ ვეღარ მოახერხა ბიჭი საკმაოდ მოშორდა სამალავს სადაც იმყოფებოდა. ხელის ქნევაში ეტყობოდა როგორ გაცხარებით გააგრძელა ლაპარაკი. რადგან ხმა აღარ ესმოდა უკან შებრუნება გადაწყვიტა, თუმცა მობრუნებულმა მოპირდაპირე მხარეს ისეთი რაღაც შეამჩნია წამში შედგა ადგილზე. -რა ჯანდაბაა_ პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა თვალები არ მეშლებოდესო. მასსავით კედელს ამოფარებულიყო ლინა და სპეციალური მოწყობილობით ხელში ყველა იმ სიტყვას იწერდა რასაც თორნიკე ამბობდა. ჩაფიქრებული მიაბიჯებდა მეორე დილით დამიანე აუდიტორიისკენ და გუშინდელ სცენას თავიდან ვერ იგდებდა. ვის ეკამათებოდა თორნიკე, ან ლინას რატომ დასჭირდა ამ ყველაფრის ჩაწერა? იქნებ? არა, იდეაც კი არ მოსდის, თორნიკე შარში გაეხვა და ლინას დახმარება უნდა? მაშინ რატომ ჩაიწერდა? იქნებ დაშანტაჟება უნდა? ლინას თორნიკესიი? ამ პატარა ლინას? არაა_დაუფიქრებლად გადააქნია თავი და მიხვდა ცოტა ხანში შეიძლებოდა გასკდომოდა ტვინი ამდენი არეული ფიქრისგან. ვერც ბიჭებს უთხრა ვერაფერი,არ იცოდა სად მიიყვანდა ეს პრობლემა და სხვისი ჩარევა არ უნდოდა. ისევ ფიქრებში გახვეული მიადგა კარებს და პირდაპირ შეხსნა დაუფიქრებლად. ყველა თავის ადგილას იდგა და ჭორაობდა, ლექტორის დანახვაზე კი მაშინვე გასწორდნენ და მისკენ მობრუნდნენ. თორნიკე ჯერ კიდევ არ ჩანდა. -მოგესალმებით, იმედია შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ_გაუღიმა სტუდენტებს და ჩანთა ჩვეული მოძრაობით დადო მაგიდაზე. -პატივცემულო, შეიძლება საკურსოსთვის აგირჩიოთ და დამეხმაროთ? თემად გოეთეს რომელიმე ნაწარმოები მინდა ავირჩიო_გაწელილად წარმოთქვა წინ მჯდომმა წითელ ტუჩებიანმა და ჯიქურ მიაჩერდა კევის ღეჭვით ლექტორს. რომ შეძლებოდა თვალების გადატრიალება დამიანეს, დიდ სიამოვნებას მიიღებდა ამ წუთას. -კი, კი ყველა დარწმუნებული ვართ სულ გოეთე და მისი ფაუსტი გელანდება ღამით_თითქოს ჩუმად ჩაიცინა ლინამ უკანა რიგში და გამოიწვია კიდევაც კლასის ახარხარება. -უტაქტოვ_ტუჩები აუბზუა ქერამ და ისევ ჯიქურ გამოხედა ბიჭს. -რადგან საკურსოს შევეხეთ, შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რამდენიმე დღის წინ ლექტორებმა თქვენი ჯგუფი გავიყავით, ყველამ ავიყვანეთ რამდენიმე თქვენგანი და ახლავე გაგაცნობთ სიას, აბა ვინ იქნება პირველი ვინ გამოიცნობს_ათამაშებული თვალებით ჩაიხედა ფურცელში დამიანემ. -რა თქმა უნდა მე_ამოიოხრა ლინამ. -დააა, თქვენ მოიგეთ თემა „ლირიკული და ტრაგიკული მოტივები გოეთეს ფაუსტში“_წამყვანის ხმით გამოაცხადა ბიჭმა და სტუდენტების ოვაციებზე გულიანად გაეცინა. -ასევე ჩემთან დაწერს თორნიკე, გვანცა, მირიანი და პაატა. -გასაგებია_აქეთ იქიდან გაისმა ხმები და ამოკითხულმა სტუდენტებმა მაშინვე დააქნიეს თავები. ყველას გაეხარდა, იცოდნენ დამიანე ზოგიერთ ლექტორს არ გავდა და ბოლომდე დაეხმარებოდათ თემის დაწერაში. იმ დღეს ბევრი ისაუბრეს მე-18 საუკუნის ლიტერატურაზე, ბევრი მწერლის ნაწარმოები შეადარეს, ლექციის დასრულებამდე კი დამიანემ სათითაოდ ჩამოურიგა სტუდენტებს სემინარისთვის მოსამზადებელი მასალა. -ლინა, დარჩი_დაცლილ აუდიტორიაში დაიტოვა გოგო და თითქოს არაფერი ისე იქექებოდა ჩანთაში და ბოლო სტუდენტის გასვლას უცდიდა. -გისმენთ_სულერთიას გამომეტყველებით ამოხედა გოგომ. -ვიფიქრე თორნიკეს მასალასაც გაგატნევდი, მაინც ხომ ნახავ_განგებ უხსენა ბიჭი რეაქციას რომ დაკვირვებოდა და ქსეროასლები ხელში შეათამაშა. -საიდან მოიტანეთ?_როგორც ბოლო 2 თვეა ისევ ისე ჯიქურ ახედა ლექტორს. წარმოდგენაც არ შეეძლო დამიანეს რას უშვებოდა მის ორგანიზმს ეს შემოხედვა. -შენ ხომ მისი მეგობარი ხარ, ან იქნებ მეტიც_გამომცდელ თვალებს არ აშორებდა, თუმცა ლინა გამოცდილი მატყუარასავეთ წამით არ დაბნეულა. -ჩემს გარდა ათასი ყავს, შეგიძლიათ ნებისმიერს მიმართოთ_თვალი ჩაუკრა კაცს და გასვლა დააპირა მაჯაზე მარწუხივით რომ მოედო კაცის ხელი. არ ელოდა ისე წამიერად მიაბრუნეს უკან და თითქმის 5 სანტიმეტრში აღმოჩნდა დამიანეს სახისგან. -ლინა რამდენი წლის ხარ?_უჩვეულოდ დამთბარი ხმით კითხა გოგოს და ზემოდან ჯიქურ დააჩერდა პასუხის მოლოდინში. -27ის, კიარადა 22ის_დიდი ნერწყვი ძლივს გადასცდა სასულეს. -არ გავხარ ჩემს 22 წლის სტუდენტებს_კიდევ უფრო დაკვირვებით აათვალიერა ქალი და გახევებული, მილურსმულივით დატოვა ადგილზე. უნივერსიტეტის ეზო უნდა დაეტოვებინა დამიანეს უკვე, შემთხვვეით რომ მოკრა თვალი სტადიონზე მარტო მჯდომ თორნიკეს. წამით დაფიქრდა, მაგრამ მაინც მისკენ გადადგა ავტომატურად ნაბიჯები. -ლექცია გამიცდინე_ხმამაღალი შეძახილით გამოაფხიზლა ბიჭი, რომელიც ლექტორის ხმაზე მაშინვე ფეხზე წამოხტა. -მაპატიეთ, ვერ მოვახერხე. -არაუშავს, ხომ კარგად ხარ? _იქვე ჩამოჯდა დამიანე და თორნიკეც დაქაჩა დაჯექის ნიშნად. -კი კი, როგორ არა_აშარად ჩანდა თორნიკეს ღიმილში ნაძალადევი გამოხედვა. -არ ვიცი თორნიკე რა პრობლემა გაქვს, მაგრამ იმედია იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია მენდო_ბეჭზე დაადო კაცმა ხელი და გულში რაღაც ჩაუწყდა თორნიკეს საწყალ გამოხედვაზე. -ვიცი, პატივცემულო, უბრალოდ....._კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ბიჭს, მაგრამ წამიერად გაჩუმდა და უკანა გასასვლელისკენ გაუშტერდა მზერა. -მაპატიეთ უნდა წავიდე_საჩქაროთ სტაცა საკუთარ ჩანთას ხელი და საპირისპირო მხარეს გაემართა. მიშტერების ობიექტი კი სწორედ ის დაბურულ მინებიანი მანქანა იყო დამიანემ რომ შეამჩნია. -რა ჯანდაბა ხდება აქ_გამწარებულმა მოიქექა კეფა და წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა თავისი ფაკულტეტის სამდივნოსკენ. -გამარჯობათ ქვეყნის მშვენება ქალბატონებო_მომაჯადოებელი ღიმილით შეიჭრა ოთახში და იქ მომუშავეებს ლამის სათითაოდ დაუჟუჟუნა თვალები. -გამარჯობა_ღიმილით მიიღო პასუხი და ლამის გაიგონა მათი ფიქრები „ რა ლამაზია ეს ოხერიო“ გულში რომ ამბობდნენ. -ნინია, შეიძლება სანამ შესვენებაზე ხარ შენი კომპიუტერით ვისარგებლო? შუალედურებამდე ზუსტი სიები მჭირდება_მაცდურად გაუღიმა გოგოს გვერდულად და საპასუხოდ წამებში მიიღო თავი დაქნევა. ვითომ არხეინად მიუჯდა კომპიუტერს და წამშიაკრიბა თორნიკეს სახელი და გვარი, სანამ შესვენება დასრულდებოდა ამობეჭდვაც მოასწრო და უკვე წასასვლელად ნახევრად წამომდგარი ყოყმანით დაჯდა ისევ უკან, წამებში აკრიბა ლინას სახელი და გვარი და გაოცებულმა ახედა ეკრანს. „მონაცემები არ მოიძებნა“ შავად ციმციმებდა ფრაზა შუაგულში და დამიანეს ფიქრები წამიერად გააქრო, მეორედაც სცადა, მეორედაც იგივე. ამ დროს შესვენებიდანაც დაბრუნდნენ გოგონები და მაშინვე წამოხტა დამიანეც, ყველანაირი ისტორია წაშალა რაც მის კვალზე მიუთითებდა და ნინიას რევერანსით დაუთმო გზა, ხითხითით დაიკავა საკუთარი ადგილი გოგომ და სანამ დაფიქრდებოდა ლექტორმა მანამდე იკითხა: -ნინია, როცა პროგრამა სახელს და გვარს არ გვიძებნის, როგორ ვასწორებთ სისტემურ ხარვეზს? -ხარვეზი არაფერ შუაშია, თუ მონაცემი არ იძებნება, ესეიგი ის ადამიანი ჩვენი სტუდენტი არ არის_არხეინად აიჩეჩა მხრები ნინიამ და ინტერნეტში შესაყვანი ინფორმაცია დაიხვავა წინ. ვერც კი წარმოიდგენდა რას გრძნობდა დამიანე იმ წუთს. იმაზე დაბნეული მივიდა სახლში ვიდრე სხვა დროს, ისიც ვერ გაიგო შესვლისას ნონამ რა უთხრა. ოთახში შეკეტილი ფანჯარასთან ჩამოჯდა და ფიქრების დალაგებას ეცადა. პირველ რიგში, ლინა მათი სტუდენტი არაა, ეს უკვე დაადგინა, არცერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, როგორც რამდენჯერმე დამიანემ ყური მოკრა, ამბობდა თბილისიდან გადმოვედიო, მაგრამ რომელი უნივერსიტეტიდან ან რატომ არავინ იცოდა. პირველ ლექციასვე ისე მოიქცა ყველას ყურადღება რომ დაემსახურებინა და სახელი გაეთქვა, მისი ჩამოსვლა და თორნიკეს არეულობის დაწყებაც ერთი იყო თითქოს, მაგრამ ერთი თვე ისვენებდნენ, იმ ერთ თვეში შეიძლებოდა ბიჭს რამე შემთხვეოდა. ახლა ბარის საღამო და საუბრის ჩაწერა გაიხსენა. იმ მოწყობილობას ვიღაც ხომ მიაწოდებდა არა ლინას? იქნებ მაფიის წევრია და თორნიკეს ჩათრევა უნდათ, ბიჭი ლამის მთელ უნივერსიტეტს იცნობს, და იქნებ პირიქით შემოგზავნილი ჯაშუშია? ლინა? ის პატარა გალეული? არაა_ისევ თავის გაქნევით უარყო ფიქრები და უცებ მანქანა მოაგონდა, ის შავ მინებიანი ჯიპი ვისაც ეკუთვნოდა ის იქნებოდა მთავარი ფიგურა_თითი დააქნია დამიანემ და ჰაერში მოხაზულ მტერს დაემუქრა ცოტაც დამაცადეო. ფიქრების ტირადა დის შემოსვლამ დაურღვია: -არ ივახშმებ?_შეცბუნებული შეჰყურებდა აფორიაქებულ ძმას. -კი, კი, მოვდივარ_იქეთ გაასწრო დას და კიდევ ერთხელ დატოვა გაოცებული. დილით უნივერსიტეტისკენ წასულ დამიანეს ფიქრები ნაწილობრივ დალაგებულად მიაჩნდა. უნდა გაერკვია რა ხდებოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა, მისი სტუდენტები იყვნენ გასაჭირში. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ისევ დაინახა ის ცნობილი მანქანა ასე რომ აშინებდა. ამჯერად უკვე მხიარული თორნიკე გადმოვიდა, ტუჩების ბოლომდე გახევით დაემშვიდობა მანქანაში მსხდომებს და ტორტმანით წავიდა უნივერსიტეტისკენ. დამიანემ ტელეფონი ამოიღო, თითქოს შიგნით იყო ჩამძვრალი, სინამდვილეში კი მანქანის ნომერი ჩაიწერა და წარბშეკრულმა დაიქადნა აუცილებლად გიპოვითო. რომ იპოვიდა მერე რას იზამდა იმაზე აღარ უფიქრია. მოღუშული შევიდა აუდიტორიაში და მობეზრებულმა მოავლო თვალი ოთახს. აშკარად ეტყობოდა დაბნეულობა. -რა მოხდა პატივცემულო, დღეს გოეთეს არ ვასხამთ ხოტბას?_ დამცინავი ხმა გაისმა უკანა რიგებიდან. უკვე მისახვედრი იყო ვინც იქნებოდა კომენტარი ავტორი, გაგრძელება რომ არ მოყოლოდა ისეთი წყრომით ახედა დამიანემ პირში შერჩა სათქმელი ლინას. ისეთი თვალებით უყურებდა კაცი წამიერად დაიბნა და ვერც ის მოიფიქრა რა უნდა ეთქვა და ვერც ის რა გაეკეთებინა. -დღეს ქუიზის დღეა, გაუფრთხილებლად_ მაშინვე დაამატა რამდენიმე სტუდენტის წამოძახილზე. ახლა არ შეეძლო, ახლა ვერც ლინას შეხედავდა ვერც თორნიკეს, სანამ არ გაარკვევდა ჯგუფში რა ხდებოდა. ზურგი აქცია მისკენ მოშტერებულ გოგოს და ფანჯრის რაფას დაეყრდნო. მაინც გაარკვევდა ყველაფერს. რადაც არ უნდა დაჯდომოდა! როგორც დაგეგმილი ქონდა ლექციების დასრულებისთანავე მანქანაში ჩაჯდა და ლოდინი დაიწყო. დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა თორნიკე იმ 5 ბიჭთან ერთად მთელი უნივერსიტეტი რომ იცნობდა და თვალში არავის მოუდიოდა. მათ უკან ცოტა მოშორებით ლინაც გამოჩნდა. ყურსასმენები გაეკეთებინა და თითქოს საერთოდ არ აქცევდა ირგვლივ არაფერს ყურადღებას, მაგრამ მიშტერებულმა დამიანემ მაინც დაიჭირა წამი, როდესაც გოგო ტელეფონის ნაცვლად ბიჭებს ზვერავდა . -დაგიჭირე, მგონი ესეც იმათ უთვალთვალებს_ტაში შემოკრა დამიანემ და ლამის ყველა მისკენ მიახედა. -ტფუი რა იდიოტი ვარ_წამში ჩაიყუჟა სავარძელში და ლოდინი გააგრძელა. თორნიკე ერთ მხარეს წავიდა, ლინა მეორეზე. -ახლა რა ჯანდაბა ვქნა, რომელს გავყვე?_ისევ დაბნეულობამ მოიცვა დამიანე, თუმცა ბოლოს თორნიკე არჩია და მას გაეკიდა. -რას აკეთებს ნეტა ეს ბიჭი_წამითაც არ აშორებდა თვალს თორნიკეს. მან კი 4 ბინა მოიარა, 5 წუთზე დიდხანს არსად ჩერდებოდა, ზურგჩანთას არ იხსნიდა და მარტივად გადაადგილდებოდა მოტოციკლეტით. -აი თურმე რატომ უთვალთვალებენ პოლიციელები ორ ორი, საპირფარეშოში მინდა_4 საათის გასვლის შემდეგ დაიწუწუნა დამიანემ და კიდევ ერთხელ მისცა სიგნალი წინ მიმავალ მანქანას. მოიცათ, ეს ხომ ის მანქანაა მეორე ბინასთან კინაღამ რომ დაეჯახა ისე მომენტალურად მოინდომა ბინასთან გაჩერება? მესამე ბინასთანაც იყო, როცა თორნიკე შიგნით შევიდა, მოსაწევად იყო გადმოსული. -ეს რა ამ ბიჭს უთვალთვალებს? აქ რეები ხდება რა დროს შარდის ბუშტია_სათვალე მოიხსნა დამიანემ და ახლა უკვე ორივეს მიადევნა თვალი. სწორი აღმოჩნდა, მეორე მანქანაც ანალოგიურად თორნიკეზე იყო ადევნებული. დღე მარტივად დასრულდა, თორნიკე სახლთან მივიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა, მისამართი ნამდვილად იცოდა დამიანემ, რამდენიმე დღის წინ ამოიწერა ბიჭის საქაღალდედან. -შენც გეშველა ჩემო ბუშტო და მეც_ოხვრით ამოიქშინა ლექტორმა და სახლის გზაზე გადაუხვია. შეამჩნია მეორე მდევარმა იქვე გააჩერა ბინასთან და როგორც ჩანდა ღამით სათვალთვალოდ მოემზადა. მკვდარივით დაეძინა ღამით დამიანეს. მეორე დღისთვის ძალები უნდა აღედგინა. ამ დროს კი ლინა სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა სამალავისკენ. -ხომ არავინ გამოგყოლია?_კარებშივე შეხვდა უფროსი. -დამცინით?_ცხვირი აიბზუა და თავად გაიკვლია ოთახებში. -შენც არ მყავდე ახლა ჯეიმს ბონდი, იმ შენს თორნიკეს კიდევ უთვალთვალებს ვიღაც. -ვინ? იმათ ხოარ მიუმაგრეს ვინმე ნდობის გამო?_მაშინვე გაუდიდდა თვალები ლინას. -არამგონია, გამოუცდელია, თითქმის ყველა ბინასთან გაიშიფრა თავი, შენით ნახე_მხრები აიჩეჩა კაცმა კაცმა და სურათები კონვერტიდან მაგიდაზე მოაბნია. -ეს რაღა ჯანდაბას აკეთებს?_ახლა მართლა აუვიდა თვალები ლინას შუბლზე. -იცნოობ? ვინ არის ჩავინიშნოთ_ფურცლისკენ გაიწია ღიპიანმა -ჩვენი ლექტორია_შუბლზე ასული თვალები ვერაფრით ჩამოჰყავდა ისევ დაბლა ლინას. -ვინ არიი?_დასაზუსტებლად მობრუნდა კაცი და ლინას თანხმობით თავის დაქნევაზე ლამის ჩაბჟირდა. -ლექტორიო, ღმერთოო ეს სათვალიანი იდიოტი?_სიცილს ვერ წყვეტდა კაცი. -სათვალიანი იდიოტი უძახე შენ და მშვენივრად კი მიმხვდარა რაღაც რომ ხდება. -ნეტა იარაღიც ხომ არ აქვს_ნიკაპთან მიიდო ხელები ლინამ. -კიი, საწერ კალმების კოლექცია დააქვს ჩანთით_სიცილის მორიგმა ტალღამ დაარტყა კაცს და გამოიწვია კიდევაც გოგოსგან თვალების ბრიალი. -რა გეგმა გაქვს_სიცილის დასრულების ნიშნად ხელები ასწია კაცმა -2 დღეში დაბადების დღეა და ყველა ვიქნებით, სავარაუდოდ მაშინ შეიძლება გაირკვეს რამე. -ჩამწერები? -როგორც კი გავიგებ რომელ სახლში იხდის ის ქერა დაბადების დღეს, ოთახების რაოდენობაც მეცოდინება და ჩამწერებისიც. კარგი, წავედი და კავშირში კი ვიქნებით_თავი დაუკრა კაცს და ისიც ლეპტოპზე გაშლილ კამერებს ჩაუჯდა ისევ. ჩაფიქრებულმა გაუყვა ლინამ გზას, კი მაგრამ რა მოტივი ჰქონდა დამიანეს? იქნებ ისიც ვინმეს დავალებას ასრულებს? არამგონია, დოსიე ხომ ნახა, 5 წელია ამ უნივერსიტეტში ასწავლის, როგორც კი გერმანიიდან დაბრუნდა. არანაირი კავში რი არ ჩანს ვინმესთან, აბა რა ჯანდაბა ამოძრავებს ერთობა? არაა, თვალთვალი სახალისო არაა, იქნებ უბრალოდ სტუდენტზე შესტკივა გული? უჰ გული შესტკივა არა ის, რაღაც სარგებელი თვითონაც ექნება, თორემ ტყუილა არავინ არაფერს აკეთებს. ღრენით წავიდა სახლისკენ. როგორ ვერ იტანდა გაუგებარ სიტუაციებს. მეორე დღეს უფრო აკვირდებოდა ლექტორს, ჩვეულებრივ ატარებდა ლექციას ანთებული თვალებით, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ თორნიკეს აკვირდებოდა ორმაგად,ესეიგი რაღაც ხდება_საკუთარ გონებას თავი დაუქნია ლინამ და უცებ უკან გადაახვია ნათქვამი, ანთებული თვალები როდისღა შევამჩნიე_ლამის თავში შემოიტყა გოგომ ხელი. -რაღაც დღეს უკანა რიგებში სიწყნარეა, ლინა ხომ კარგად ხარ, მოენატრე გოეთეს_ შეძახილით გამოაფხიზლა გოგო და იქვე განაგრძო ლექცია. 5 წუთი იქნებოდა გამოსვლამდე დარჩენილი ქერა რომ წამოიმართა. ახლა დაიწყება, ხალისობისთვის მოემზადა ლინა და დამიანეს უარის რამდენიმე ვარიანტი გაიფიქრა გონებაში. -პატივცემულო, ხვალ დაბადების დღე მაქვს და ერთ-ერთ ვილაში ავღნიშნავთ, ჩვენთვის ვქირაობთ, თითქმის მთელი ჯგუფი იქ იქნება და იქნებ მოსვლა თქვენც მოახერხოთ?_კულულის ხელზე დახვევით იბზნიკებოდა ქერა. -აბა ვნახოთ რომელ მიზეზს გავარყი თვალებ დაჭყეტილი მოემზადა ლინა, თუმცა.... -სიამოვნებით ლილიკო, მისამართი მომწერე და მოვალ_ზრდილობიანად დაუქნია თავი სტუდენტს და თითქმის მაშინვე დატოვა ოთახი. ვერც კი წარმოიდგენდა როგორი პირდაღებული დატოვა უკანა რიგში მჯდომი გოგო. მალევე გავიდა წვეულებამდე დარჩენილი ორი დღე. ყველაზე მეტად ლექციაზე შესვლა უჭირდა დამიანეს, ასეთი მსახიობიც თუ იყო ვერ იფიქრებდა. როგორ უნდა მჯდარიყო ასე მშვიდად, როცა იცოდა მისი მინიმუმ 2 სტუდენტი დიდ შარში იყვნენ გარეულები. წვეულებასაც მიტო დათანხმდა, რამე რომ მომხდარიყო იქვე იქნებოდა, გასაშველებლად, დასახმარებლად, ამბის გასაგებად, ისიც არ იცოდა ზუსტად რისთვის უნდა ყოფილიყო. ანერვიულებული მოემზადა, ჯინსზე ლურჯი „საროჩკა“ მოიცვა და სათვალეები მოიხსნა. აშკარად უფრო მომხიბვლელად უჩანდა დიდი მწვანე თვალები მინების გარეშე. კიდევ რამდენიმე წუთი შეიცადა და მანქანის გასაღებს სტაცა ხელი. -დედა, თუ უნდა დალიო ტაქსით წასულიყავი?_სამზარეულოდან გამოყო თავი ლიანამ, სამსახურამდე საჭმლის გაკეთება უნდოდა მოესწრო. -არა დედა, დღეს არ ვსვამ, არასდროს დამჭირვებია ასე ფხიზლად ყოფნა_უკანასკნელი სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და აჩქარებული დაეშვა კიბეებზე. ტიპიური საუნივერსიტეტო წვეულება დახვდა ადგილზე მისულ დამიანეს, ზოგი უკვე ნასვამი მუსიკის ხმაზე იგროხებოდა, ზოგი აუზში გამაგრებულიყო, არადა ჯერ აპრილი იყო, ზოგიც სასმელის მოლოდინში ხუმრობდა. მაშინვე სახლში შევიდა დამიანე, ჯერ იუბილარი მოინახულა, დიდი მოკრძალებით გადასცა იუბილარს ვერცხლის ყელსაბამი, ქერასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე ჩამოეკიდა კისერზე. ძლივს მოშორებული მაშინვე თორნიკეს მოსაძებნად წავიდა და მალევე მიაგნო სახლის შესასვლელთა სასმლით ხელში, ლინაც იქვე ტრიალებდა. -არაა, ხომ ვიცოდი, ამათ დღეს თვალი არ უნდა მოვაშორო_მაშინვე დაემოწმა დამიანე თავის გეგმას და იქვე დადგა თორნიკესთვის თვალი რომ ედევნებინა. რამდენიმე წუთში ლინამ პირდაპირ გვერდით ჩაუარა და ლამის მზერით თხოვა დამიანეს გამომყევიო. -არაა ქალბატონო, დღეს ამ ყმაწვილის დღეა_გულში დაიქადნა ბიჭმა და დაინახა კიდევაც უნივერსიტეტის ცნობილი ხუთეული. თორნიკეს თავი გაუქნიეს და ზევით წავიდნენ. თორნიკემ ღიმილით დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი, ორი წუთი მოიცადა და ისიც მეორე სართული კიბეებს აუყვა. მაშინვე დადო დამიანემაც საკუთარი ჭიქა და უკან მიყვა ბიჭს_შორიდან დაინახა რომელ ოთახშიც შევიდნენ და კარის მოხურვა დააცადა. ნელნელა მიიპარა კატის ნაბიჯებით და ყური მიადო. -ჯანდაბა რამხელა ხმაზე აქვთ მუსიკა_თავისთვის ჩაიბურტყუნა და ამჯერად ყური კლიტეს მიადო. -როგორც იქნა გუნდში ხარ. -შენი ნახვა უნდა. -ეს ბევრს ნიშნავს იცოდე. -როდის ვხვდები? _მხოლოდ თორნიკეს ხმა იცნო დამიანემ. -ხვალ, მანქანა მოგაკითხავს, რიონისკენ წაგიყვანს სადმე ტყეში, ცოტა ფრთხილია რა. -გასაგებია, ანუ უფრო საღამოს გვიან, დაველოდები_ბედს შეგუებულივით ამოიხვნეშა ბიჭმა და წამიერად დაისადგურა სიჩუმემ. არ წამასწრონო ლამის გული გაუსკდა დამიანეს და წამით მოასწრო მოპირდაპირე ოთახში შესვლა. - ეე, რას აკეთებ ბიჭოო_სექ*ში გართულ წყვილს შეუწრო და ლამის ყვირილით აიფარა ლექტორმა თვალებზე ხელი. -რა ჯანდაბაა, დაბადების დღეა თუ საროსკიპო, მეტი ადგილი ვერ იპოვეეთ_ლამის ყვირილითვე გამოვარდა უკან და პირდაპირ ლინას დაეჯახა. -რას აკეთებთ პატივცემულო_ხმამაღლა წამოიძახა გოგომ. -მაპატიე ლინა, ვერ მოვზომე ისე გამოვვარდი, აქ თურმე ისეთები ხდება_უსათვალო თვალი მოისრისა დამიანემ და ზემოდან დააჩერდა გოგოს, ამჯერად არც ისე ცივიმოეჩვენა გოგოს თვალები. -რა იყო ბატონო ლექტორო, დაბერდით და სექ*სი თქვენთვის უკვე ხიხიაა?_აშკარად ეტყობოდა სიცილს რომ ძლივს იკავებდა. ერთი დღე იქნებოდა სიამოვნებით დაგიმტკიცებდი როგორადაც დავბერდი_წამიერად გაიფიქრა დამიანემ და თავისივე აზრებზე შეკრა წარბები. -ბოდიში ლინა, უნდა წავიდე, კარგად გაერთე_აჩქარებულმა ჩამოუქროლა გოგოს და მანქანამდე ლამის სირბილით მივიდა. რა აზრები მაწუხებს, ღმერთო ჩემო_ მონდომებით გადააქნია თავი და ღრმა სუნთქვით დაიკავა საჭესთან ადგილი, ხვალ მნიშვნელოვანი დღე ელოდა... აღფრთოვანებამდე ცოტა უკლდა დამიანეს, აქამდე მხოლოდ უნივერსიტეტი, ლექციები, მეგობრები და ოჯახი იყო, ახლა კი ასეთ ამოუხსნელ ამოცანაში ჩაება, რომლის რაღაც პატარა ნაწილის პასუხს დღეს იპოვიდა. უკვე აღარ იყო ის ჩვეულებრივი ლექტორი მხოლოდ ლიტერატურას რომ უკითხავდა სტუდენტებს. თავი იმ სერიალის გმირი ეგონა ცხოვრება წამში რომ ეცვლება და რაღაც განსხვავებულისკენ მიდის. -აბა, იმედია პახმელიაზე არ ხართ და გუშინდელმა წვეულებამ მშვიდობიანად ჩაიარა_სიცილით დაახეთქა ჩანთა მაგიდაზე და ზოგიერთი სტუდენტისგანაც გაიგონა ამოზმუვლება. -ნამდვილად კარგად ჩაიარა პატივცემულო_ნაჩუქარ კულონს აწვალებდა ქერა და ისევ გუშინდელივით გამომწვევად უყურებდა ლექტორს. -ამ, ძალიან კარგი, დღეს თქვენდა სამწუხაროდ სემინარი გვაქვს, ვინ არის მზად?_თვალი მაშინვე აარიდა დამიანემ და ჯგუფს გადახედა, მაგიდასთან ადგილი დაიკავა და მასალის ჩასაბარებლად მოემზადა. ერთი სული ქონდა როდის მორჩებოდა ლექციებს და შეღამდებოდა, შუადღეს სახლში წავიდა, კარგად დაისვენა, დრო რომ მალე გასულიყო ცოტა ხნით დაიძინა კიდევაც, წყალი გადაივლო, ბოტასები და მოხერხებული შარვალი ჩაიცვა, სარკისკენ აღარც გაუხედავს ისე აიღო მოსაცმელიც ხელში და მანქანისკენ გაიქცა. თორნიკეს სახლთან დალოდება სისულელე იქნებოდა. იქნებ ის სხვებიც ჩასაფრებულები არიან? რა თქმა უნდა იქნებია, ისევ თავის ქნევით დაუმოწმა საკუთარ თავს და მანქანა საღორიის ტყისკენ გააქროლა. მაგრამ როგორ გინდა ამხელა მონაკვეთზე შეუმჩნევლად დაელოდო? რესტორანი! რა თქმა უნდა, დადგება რესტორნის საპარკინგე ზოლში და როგორც კი თორნიკეს მანქანა გამოჩნდება გაყვება. -ხანდახან შემიძლია რა_პატარა ბავშვივით გახარებულმა დაჰკრა ხელი საჭეს და გაზს მოუმატა. მალევე მივიდა რესტორანთან, იქვე დააყენა მანქანა და სარკეში დაიწყო თორნიკეს ლოდინი. ერთი საათი ისე გავიდა საერთოდ არ ჩანდა ბიჭი, ლამის თვალები დაუელამდა დამიანეს ამდენი მანქანის ნათვალიერები. -ამდენი ხალხი სად დადიხართ ნეტა გამაგებინა_თვალები მოისრისა დაღლილმა და გამოჩნდა კიდევაც სასურველი მერსედესი. -ძლივს_ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ბიჭის კვალს დაადგა. კარგა მანძილზე გაუყვა თორნიკემ და ლამის რიონში უნდა შესულიყო უკვე გზა რომ შეჩერდა. სადღაც 500 მეტრის მოშორებით შეაჩერა თორნიკემ, მოსაცმელი მოიცვა, ქუდი ჩამოიფხატა და თითქოს უჩუმრად შეერია ტყეს. წარმოდგენაც არ ჰქონდა სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ლინაც თუ იყო მეწყვილესთან ერთად ჩასაფრებული. ტყეს შერეული ქუჩის გასწვრივ მიუყვებოდა გზას და სულ ტყუილად ცდილობდა გამხმარი ტოტებისთვის არ დაემიზნებინა, მაინც ხმამაღალი ტკაცუნით უწევდა სიარული და კიც იკურთხებოდა ამინდის მიმართ. -ვიღაც გვიახლოვდება_ხმის გამაძლიერებელში აშკარად გაიგონა რეზომ ნაბიჯების ხმა და ლინას გადახედა. ქალმაც მაშინვე მოიმარჯვა ღამის ხედვით კამერა და მიდამოს თვალიერებას შედუგა. -ამ იდიოტს ტვინი სულ არ აქვს?_ლამის თვალები ამოუცვივდა ნელი ნაბიჯებით მომავალი კაცის დანახვაზე. -ისე, იდიოტების იდეა მაგაშია ტვინი რომ არ აქვთ_ფხუკუნით ჩაიცინა მეწყვილემ. -ხოდა, ეგ იდიოტი იქნება ოპერაციას რომ ჩაგვიშლის, ახლოს მაინც არ მივიდეს_ლამის შუბლზე იტკიცა ლინამ ხელი, ამ ყველაფერს 3 თვე ელოდა, დამიანეს კი უნდა წამში გაუნადგუროს. -ძალიან ხმაურობს_ამჯერად სერიოზული სახით გააქნია თავი კაცმა და თორნიკეს შემხვედრიც გამოჩნდა. რეზომ ხელით ანიშნა ლინას იწყებაო და ჩამწერი მოამზადა. დამიანემაც გაიგო მოწინააღმდეგეს ხმა და ხეზე ამოფარებული უხმოდ ჩასრიალდა. -როგორც იქნა ერთმანეთიც გავიცანით_ბოხი ხმით შესძახეს და დამიანეს აშკარად დააწყებინა სლოკინმა, ნერვიულობისას იცოდა. -დიახ, თქვენ ხომ მიხმეთ_ბედს შეგუებულივით ჟღერდა თორნიკეს ხმა. -არც შენ ყოფილხარ დიდი წინააღმდეგი. -დიახ, რადგან უკვე საქმეში შემოვედი და გასაღებას მაწყებინებთ კარგია ერთმანეთი გავიცნოთ_თავი დაუკრა თორნიკემ. -ლინა გარემოს ათვალიერებენ ლინა_ხელი ჩამოუქაჩა რეზომ გოგოს. -ჯანდაბა, დამიანე_ხეს მაგრად მიარტყა ხელი -კარგი, მე აპარატს დავმალავ და ვქრები, მანქანასთან დაგხვდები. -არა, ამ იდიოტს ვერ მივატოვებ_დიდი ამოხვნეშით დამიანე სადაც ეგულებოდა იქეთ მხარეს წავიდა და ხეებს უკან იწყო ამოფარება. -ლინა ჩავვარდებით, ლინა_ამაოდ ეძახდა წასულ გოგოს -ამის დედაც..... -ხომ ჩამიშალე ლამის იდიოტო ყველაფერი. კიდევ კარგი ვინაობას მაინც გავიგებ_თავის ქნევით მიუახლოვდა კაცს კიდევ ერთი ხით, თუმცა 200 მეტრში შუქმა გაიელვა და დაიყვირეს კიდევაც: -ხელები დამანახეთ. -კარგი ძმაო, რა იყო, მოშარდვაც დანაშაულია ტყეში? რეინჯერები ხართ კაცოო?_თითქოს შეიცხადა დამიანემ, მაგრამ აშკარად ისმოდა ხმაში აკანკალება. -უფროსო, აქ უცხოა_ხელის კვრით გაიგდეს ლექტორი წინ და შეკრებილებთან წაიყვანეს. -ეს ვინღაა_მაშინვე წამოიშალნენ ბიჭები, თუმცა გზა უფროსად წოდებულს დაუთმეს. -სტუმარიც გვყოლია_ხელები ფართედ გაშალა -მაგრამ დახვედრა არ გქონიათ დიდად კარგი, სტუმარ მასპინძელი მაინც წაგეკითხათ. -აქაც კი ლიტერატურაზე ფიქრობს_უიმედოდ გადააქნია თავი ლინამ. -თორნიკე შენ მოგყვა? იცნობ? -არაა, მე საიდან_გათეთრებულმა ამოხედა დამიანეს. -საინტერესოა რამდენად ბევრი გაიგონეთ, თუმცა ეგ უკვე სულერთია_თვალები დააწვრილა კაცმა. -ნუუ გულახდილად რომ გითხრათ იმდენი ნამდვილად ვერ გავიგონე რამდენის სურვილიც მქონდა_დამარცხებულივით ამოიოხრა ბიჭმა. -თორნიკე თავისუფალი ხარ ჯერჯერობით, მალე ისევ დაგიკავშირდები_ღიმილით დაუქნია თავი ბიჭს და მთელი ტანით მიუბრუნდა დამიანეს. შეშინებულმა გადმოხედა თორნიკემ ლექტორს, მანაც შეუმჩნევლად ჩაუკრა ცალი თვალი და წასვლა ანიშნა ბიჭს, გაისმა კიდევაც მალევე მისი საბურავების ხმა. -ბატონო თენგიზ, ვალერიმ დარეკა, ორ დღეში შეპირებული ადგილზე იქნებაო_უკნიდან მიახლოებულმა ბიჭმა არც ისე ჩუმად უთხრა ყურში. -ბარემ სახლში წავიყვანოთ და ყველა დიალოგს დავასწროთ_ხელები დამიანისკენ გამოიშვირა თენგიზად წოდებულმა. -სავარაუდოდ ესეც არ უნდა გამეგონა ხო?_თვალები მოჭუტა ბიჭმა. -სადმე აქვე დამარხეთ ვინმემ და მალე დაბრუნდით_ლაპარაკო გადაიფიქრა უფროსმა, თუ მხოლოდ ორი დღე ჰქონდა, მოსაგვარებელი საქმეები საკმაოდ ბევრი იყო. -ბიჭებო, მოდი იქნებ შევთანხმდეთ რა_ბოლო მცდელობააო იფიქრა დამიანემ. -რაც დათესე იმას იმკი_მხრები აიჩეჩა იარაღიანმა და გადატენის ხმაც გაისმა. თვალები დახუჭა დამიანემ, ბოლო წამს მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო რა შარში გავყავი თავიო და გასროლის ხმაც გაისმა. ინერციით ზურგით უკან გადაქანდა და წაიქცა, მაგრამ რამდენიმე წამში მიხვდა რომ არაფერი ტკიოდა, სროლა კი რატომღაც ისევ გრძელდებოდა. -მიხვდი და უკან გამოხოხდი იდიოტო ჩემსკენ_ამ ორომტრიალში წამში მიწვდა ნაცნობი ხმა და გაკვირვებისგან დაჭყიტა კიდევაც თვალები. -ასეც ვიცოდი გარეული რომ იყავი, ასეც ვიცოდი_მიწაზე ფორთხვით წავიდა გოგოსკენ და მის გვერდით ხვნეშით მიაწვა ხეს. -ოპერაცია ჩმაიშალე იდიოტო, სამი თვე ვგეგმავდიიი_ღმუილს ცოტა უკლდა ლინას. -როგორ ელაპარაკები ლექტორს_წარბ აწევით გადახედა გოგოს და ტყვიამ მოსაცმელი გაუხია. -ჩემი ლექტორი არ ხარ_გვერდულად ჩაიცინა ლინამ და უკანა ჯიბეში ჩაიყო ხელი. შემდეგი კადრები დამიანეს რომ კითხოთ სცენებად ახსოვს ფილმიდან. ხელის მარტივი მოძრაობით გადაიწია უკან, ხელის აქნევისას იარაღიდან ცარიელი მჭიდი ჩამოაგდო და უკანა ჯიბიდან წამში ამოაძვრინა სავსე, ტკაცუნით მოარგო და ხეს მოფარებულმა წააქცია მოახლოებული მოწინააღმდეგე. ფეხსაცმლიდან მეორე იარაღი ამოიღო და დამიანეს გამოუწოდა: -გაგეგება რამე? გაიღვიძეე, რას მომშტერებიხარ_ძლივს შეაჯანჯღარა გაშტერებული კაცი. -ლინა აქ ვარ_რეზოს ხმაც გაისმა და უფრო დამშვიდდა გოგო. -ეს ვინღაა?_უკვე აშკარა ეჭვიანობა ჩანდა ხმაში. -მეწყვილე, გამომართვი_პირდაპირ ხელებში ჩაუჩურთა პატარა იარაღი და თავისი გადატენა, -მაგრად დაიჭირე ..... -ეს რა კნოპკაა? -....... და მჭიდი არ ჩამოგდო, ჯანდაბაა, თქმაც არ მაცალე არ დააჭიროთქო,_ გამწარებულმა გადააქნია თავი და ზუსტად გახედა მანქანისკენ გავარდნილ ბიჭებს, თავი აარიდეს სროლას და მალევე გაეცალნენ იქაურობას. -მხოლოდ ერთი პიროვნების სახე გვაქვს_თავი უკმაყოფილოდ გადააქნია რეზომ. -და კიდევ ის რომ 2 დღეში ახალ პარტიას იღებენ_თითის აწევით ჩააკვეხა სიტყვა დამიანემ. უფრო გაღიზიანებულმა ლინამ კისერში სტაცა ბიჭს ხელი და უკუსვლით ააკრა ხეზე:-რა ჯანდაბა გინდოდა აქ, მე ამისთვის სამი თვე ვიმუშავე თორნიკეს ნდობისთვის. -ყველა ქალი შენნაირი რატომ არაა, ღმერთო ჩემო_გაშტერებული თვალებით დააჩერდა გოგოს და ლამის გაგიჟდა ისე მოუნდა ეკოცნა. -იდიოტი_მაშინვე ხელი უშვა ლინამ. -წავიდეთ რა_გვერდულად გახედა რეზოს და ორივე ხეებში მიიმალნენ. -მოიცა ეე, მე ასე მტოვებთ, არაფერი უნდა ამიხსნაათ? _უკვე გამქრალი კვალის მხრივ დაიძახა დამიანემ და სიცილით შემოიჭდო თავზე ხელები. კარგად არ ახსოვს ამის შემდეგ, როგორ მივიდა სახლში, როგორ გამოიცვალა და უკვე ლოგინში მყოფი როგორ აიძულა თავს დაძინება. ჯერ კიდევ გაბრაზებული მიაბიჯებდა უნივერსიტეტში ლინა და პირველი ლექციის აუდიტორიასკენ მიდიოდა, როგორც ყოველთვის დამიანეთი იწყებდა დღეს, მემგონი ამ ბიჭს უხარია სტუდენტებს სისხლს რომ უშრობს, მათ ჯგუფთან ყველა ლექცია დილის 9ზე ჰქონდა დანიშნული. დღეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა, მაგრამ თავად უნდა მოსულიყო, თუნდაც თორნიკეს გამო, საქმეში ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო დასაზუსტებელი. თავისი ჩვეული ადგილი დაიკავა უკანა რიგში, ოთახიც ნელნელა ივსებოდა, წამი წამზე ელოდა ლინა ვინმე რომ შემოვიდოდა და დამიანეს არ ყოფნას განაცხადებდა, თუმცა შეცდა: -მოგესალმებით, იმედი მაქვს სემინარისთვის წინა ჯერზე უკეთ მოემზადეთ._ჩანთა ჩვეული მოძრაობით დადო სკამზე და ჯგუფს გამოხედა. თითქოს იგრძნო ლინას გაფართოებული თვალები და ჯიქურ ჩააშტერდა თავადაც გოგოს. ოდნავ გაუღიმა და ისევ სტუდენტებს მიუბრუნდა გამოსაკითხათ. მთელი ლექცია ლამის ეკლებზე იჯდა ლინა, თვალებს აქეთ იქეთ ატრიალებდა, ფანჯრიდან აკვირდებოდა ყველას და ცდილობდა რამე განსხვავებული ეპოვა. ჯერჯერობით მშვიდობა იყო. დაძაბულმა 50 წუთმა ჩაიარა და ზარის ხმაც გაისმა. დაელოდა ბოლო სტუდენტმაც რომ დატოვა ოთახი და ლამის ჩუმი კივილით მიახტა გაოცებულ კაცს: -შენ რა სულ გაგიჟდი? ნორმალური ხარ? -გუშინ საღამომდე აშკარად ვიყავი_თვალი ჩაუკრა გაცეცხლებულს. -ღმერთო მოთმინებაა_ამოხვნეშა გოგომ და ეცადა სხვანაირად აეხსნა. -ფილმებიდან მაინც თუ გაიხსენებ აბა, ვინ ხარ გუშინდელის შემდეგ? -კარგი რა ლინა, არც მასეთი მომხდარა რამე. -დამიანე, იმ კაცმა თბილისსა და ქუთაისს შორის იმხელა სტუდენტური ქსელი გააბა, მთელი ჯგუფი გამოგვიშვეს საქმის გამოსაძიებლად, თვალის დაუხამხამებლად გასცა შენი სიკვდილის ბრძანება და შენი აზრით შენ გამოქცევას ასე მარტივად გადაიტანს? -გასაგებია ლინა, მაგრამ შუა სემესტრია, მე ჩემი ცხოვრება და პროფესია მაქვს, ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ გავქრები, თუმცა ხო, მე ზედმეტი მოწმე ვარ და ნებისმიერი მომიცილებდა_ამოხვნეშით დაეთანხმდა მივხვდიო და ფიქრი დაიწყო. -ხოდა თუ ეს არასასურველი მოწმე დამალვის ნაცვლად ჩვეულებრივი იდიოტივით სამსახურში ცხადდება? -იქვე ელოდებიან და მალევე გაასაღებენ_ამჯერად ხმაც დაეძაბა დამიანეს. -კიდევ კარგი, გამოფხიზლდი_ხელები ცისკენ აღაპყრო ლინამ.-ახლა აქედან უნდა გაგიყვანო. -და ამდენი გამოცდილება გაქვს კიი? იქნებ იმ შენი მეწყვილეთვის დაგერეკა?_გიჟდებოდა ლინას გაბრაზებაზე. -ნდობისთვის მადლობთ,_აშკარად იკითხებოდა ლინას მზერაში მოკვლის სურვილი. -ჩემი მესამე საქმეა, უარესიდანაც გამოვმძვრალვარ_ყელი მოიღერა ლინამ და დერეფნის დასაზვერად გავიდა, მორიგი ლექცია უკვე შესულიყო და დერეფანი ცარიელი იყო. -და მეტი გამოცდილი ვერავინ ნახეს?_ ქალის ნერვებზე დაკვრას განაგრძობდა დამიანე. -გერმანულის მცოდნე ახალგაზრდა, რომლის სტუდენტად გასაღება შეიძლება და ქუთაისი კარგად იცის მხოლოდ მე ვიყავი. რეზო კიდე 40 წლისაა იმ დროს მეც მექნება ოც წლიანი სტაჟი. აი ამ საქმეს გავხსნი და წინაც წავალ, აგერ ნახე. -ისე ლაპარაკობ თითქოს სტუდენტები სულ არ გაინტერესებს და საქმის გახსნა კარიერის გამო გინდა_ეჭვით სავსე იყო დამიანეს სიტყვები. -დიახაც, იმიტომ, რომ არჩევანი ყველას აქვს, ნებისმიერ ჩართულ სტუდენტს შეეძლო უარი ეთქვა და სხვა გზა აერჩია, მაგრამ მათ ფული, ნარკოტიკი და სიბინძურე აირჩიეს_მხრები აიჩეჩა ლინამ და ხმაურზე შედგა. -ჩემთვის არჩევანი არავის მოუცია_თორნიკეს მოწყენილი ხმა გაისმა დერეფანში და გამოჩნდა კიდევაც კიბეებიდან ამომავალი. -უკვე აქ არიან, დამიანეს მოაკითხეს. -ახლა ამანაც გაიგო ვინც ვარ, ძალიან მაგარია_ცერა თითები მოწონების ნიშნად აწია ლინამ და ერთი სული ქონდა ეღრიალა. -მოიცა, შენ რა ეხმარები მათ? იქ ხომ შენ გადასარჩენად იყო?_თითქოს მხოლოდ ახლა დაუკვირდა ბიჭის სიტყვებს. -ხოდა მეც მაგიტომ ვარ აქ, ამჯერად მე რომ გადავარჩინო_წყვლს მოუახლოვდა და დამიანეს თავი დაუკრა. -რას აპირებ?_ალმაცერად ახედა ლინამ, ვიღაც გეგმაში აპირებდე შეცილებას. -გავალ და ვეტყვი, რომ უკვე გავიდა კურსელებთან ერთად. სანამ მე იმათ გავართობ გადადით და მეოთხე კორპუსისკენ წადით, გარეთ რომ გახვალთ სტადიონის უკან შეძვერით და ჭიშკარს ზემოდან გადაევლეთ. უკანა ქუჩაზე იქნებით და იქვე ზედა შესახვვეით საფიჩხიაზე ახვალთ. -მადლობა ჭკვიანო, მაგრამ სტადიონთან რომ გადავძვრეთ იქ განყოფილების კამერებია, შენი აზრით არ დაგვაფიქსირებენ? -ხო მაგრამ, სანამ ამ ჩანაწერებს მოიპოვებენ გაასწრებთ. -მაგრამ ჩემი ვინაობა გაირკვევა_წარბები აწია ლინამ. -მაშინ თქვენ მოიფიქრეთ და დაგეხმარბით, სულ არ ვიცოდი შენი ვინაობა, არც ახლა ვიცი, ანუ ჯაშუში ხარ? სწავლა რამ მოგაფიქრა_გაეცინა თორნიკეს., -სწორია, ჯაშუშო, საერთოდ ლინა გქვია?_თვალებ მოწკურულმა დახედა გოგოს. -ხო, აი ახლა ამ წუთას სწორედ მაგსი გარჩევის დროა_მონდომებით დააქნია გოგომ თავი. -თუ შენ უფრო მაგარი ხარ მიდი აბა, რა მოიფიქრე ერთი საათია მთხარი_ამჯერად არც თორნიკემ დათმო. -მოვიფიქრებ თუ ამომასუნთქებთ, ჩემი სამსახურია არ დაგავწყდეთ. -მარტო წავალ_დამიანეს შეძახილმა მამლებივით აფოფრილი თორნიკე და ლინა წამში დააზავა. -ნუ სულელობ_გადაფიქრება სცადა ლინამ. -ასე ჯობია, შენ უჩინარი დარჩები, თორნიკე იმათ გაართობს და მეც საფიჩხიისკენ წავალ, ასე არავისთვის ვიქნები ზედმეტი ტვირთი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გაიღიმა. -კარგ მე წავედი, ტელეფონთან ყურადღებით._თავი დააქნია თორნკემ და კიბეებზე დაეშვა. -შეძლებ?_დაძაბულმა ამოხედა ლინამ ბიჭს -უნდა შევძლო_თავი დაუქნია პასუხად და ჩაჭიდებული ხელით წაიყვანა კორპუსის გასასვლელისკენ. -ნამდვილ სახელს მეტყვი? -მარიტა_გვერდიდან გაუღიმა დამიანეს.უკვე კართან მისულიყვნენ. -ჯერ არ მინახავს სახელი ასე ზუსტად ეხამებოდეს ადამიანის სილამაზეს_ლოყაზე ჩამოუსვა ხელი გოგოს და მოსულ შეტყობინებას დახედა. -დროებით მარიტა, მაპატიე თუ საქმეში ხელი შეგიშალე_ნაღვლიანად გაუღიმა გოგოს და გასვლისას შემობრუნდა. იქნებ ბოლო შანსი ჰქონდა ამ ტუჩებს დაპატრონებოდა და სურვილს ვეღარც გაექცა. ნაზად შეეხო ქალის ვარდისფერ ბალიშებს და ლამის დააკვდა ზედ, როგორი გემრიელი იყო. წამში მოეხვია გოგოს ხელიც და კოცნა გააღრმავა. როგორ არ უნდოდა, მოეკლათ ოღონდ ნეტა არ იყოს ვალდებული ამ ტუჩებს მოწყდეს. მაინც უნდა გაეკეთებინა. -იმედია მალე შევხვდებით_ზედ სახესთან გაუღიმა აწითლებულ მარიტას და გარეთ გასული მარტივად გაძვრა ვიწრო დერეფანში... ------------------------------------------ არც მე მჯერა თუ ისევ აქ ვარ <3 როგორც იქნა იკადრა მუზამ და შემაწუხა, მეც დასასრულამდე ვერ მოვითმინე სრულად რომ დამედო, ამიტომ პირველ ნაწილს გიზიარებთ, იმედია ისიამოვნებთ, როგორც ყოველთვის გამზიარეთ თქვენი მოსაზრებები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.