ერთი ნახვით სიყვარული?! თავი VI
-აქ რა მოხდა?-დაიძხა ვიღაცამ გაკვირვებული.მეც იმ მხარეს შევტრიალდი საიდანაც ეს ხმა მომესმა და ვხედავ გაკვირვებულ აკოს და ანას.ისინიც სწრაფად წამოვიდნენ ჩემსკენ.ცოტა ხნით დაბნეული ვიყურებოდი,მაგარმ მალევე აზრზე მოვედი და გავუღიმე. -საიდან გაჩნდით აქ?-ვუთხარი გაკვირვებულმა და ჩავეხუტე ორივეს. -ეგ არ არის ახლა მნიშვნელოვანი სასწრაფოდ თქვი აქ რა მოხდა.- მითხრა აკომ ოდნავ გაბრაზებით. -აი სასწრაფოდ მოყევი ახლა ვინ იყო ის ზე სიმპატიურია ტიპი.- მითხრა მოუთმენლად ანამ.ამაზე ოდნავ ჩამეცინა. -ავიდეთ სახლში და მოგიყვებით ყველაფერს დაწვრილებით და აკო ეგრე ნუ მიბღვერ თორე არ ვიცი რას გიზამ.-ვუთხარი ბოლოს ჯუჯღუნით. -კარგი მოიცა რა დროს აკოს ჯუჯღუნია,შენთან ასვლას ჩემთან ავიდეთ და უკეთესადაც მოყვები.-მითხრა ღმილით. -კარგი ავიდეთ მაშინ,სასმელიც ავიტანოთ და ცოტა მოვწრუპოთ.- ვთქვი და ხელები გავუსვი ერთმანეთს.ამდენი ხნის განმავლობაში კი აკო ჩუმად იყო.-აკო რა გჭირს კარგი რა,ყველაფერს მოგიყვები.- ვუთხარი და მივეხუტე.ბოლოს მაინც მოულბო გული და გულში ჩამიკრა.ამაზე გამეღიმა ღმერთო როგორ ვგიჟდები ამ ადამიანზე რა. -კარგი მაგრამ იცოდე დაწვრილებით მომიყვები ყველაფერს და ყველა დასმულ კითხვას გასცემ პასუხს. -კარგი.-ვთქვი და სამივენი მაღაზიისკენ წავედით.შემდეგ დედას დავურეკე გავაგებინე,რომ დღეს შეიძლება არ მივსულიყავი. მალევე ვიყიდეთ ყველაფერი და ანასთან ავედით. -აუუ რა კარგი დრო იყო ყოველ შაბათს ყველა ასე,რომ ვიყრიდით თავს და ვსვამდით.-ვთქვი და წარსულის მოგონებებზე ჩამეღიმა. -აუ აბა ახლა რაღაცნაირად თითქოს დავიშალეთ.სალო და მარიც აქეთ ვერ გამოვახედეთ.-თქვა ანამ სამზარეულოდან გამოსვლისას და თან ჭიქებიც მაგიდაზე დააწყო.-ტრადიციის აღდგენაზე რა აზრის ხართ?-გვითხრა და თან წარბები აათამაშა.ამაზე სამივეს გაგვეცინა. -რატომაც არა შაბათსაც ვსვამთ ესეიგი.-თქვა აკომ.მალევე ჩამოვასხით ჭიქებში სასმელი ჩიფსები ჯამში ჩავყარეთ და იატაკზე მოვთავსდით.ცოტა ხნის შემდეგ აკომ მკითხა.-ის ტიპი ვინ იყო?- ანაც პასუხის მოლოდინში მე მიყურებდა. -ჩემი უფროსი.-ვთქვი ჩუმად და სასმელი მოვსვი. -ეს ის ტიპია?რომ დაგეჯახა და მერე გასაუბრებაზეც ეგ რომ დაგხვდა უფროსად?-მომაყარა აკომ გაკვირვებული სახით.მე მხოლოდ თავი დავუქნიე.ცოტა ხნით ყველა დუმდა ბოლოს კი ისევ აკომ მკითხა.-მოწონხარ?-ამაზე ოდნავ წამოვწითლდი არ ვიცი სასმელმა იმოქმედა,თუ აკოს ნათქვამმა.თუმცა როგორ არ ვიცი უბრალოდ ჩემ თავთან გამოტყდომა არ მინდოდა.კვლავ დუმილი ვარჩიე მაგრამ ბოლოს ანასაც ამოეწურა მოთმინება. -თქვი გოგო მოვკვდი ინტერესით. -მოკლედ.თორნიკესთან საავადმყოფოში მან წამიყვანა და მთელი დღე ჩემთან ერტად იყო მერე წასვლა,რომ გადაწყვიტა გავაცილე და მადლობაც გადავუხადე.შემდეგ იქ მაკოცა.-ეს როდესაც ვთქვი მაშინვე წამოვწითლდი და მათ გავხედე,რომლებიც გავკვირვებულები მიყურებდნენ.-სანამ მე აზრზე მოვედი მანამდე წავიდა.მერე მის კაბინეტში ვიყავით,როდესაც დარწმუნებულად მითხრა,რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი მერე ამაზე მაგრად ავუშარდი და გამოვედი.მერე წასვლის დრო,რომ მოვიდა გინდა თუ არა მე წაგიყვანო მე არ მინდოდა და იქ კიდევ ერთხელ მაკოცა სანამ მე აზრზე მოვიდოდი მანამდე ჩამსვა მანქანაში და წამომიყვანა და მერე,რომ მოვედი რაც მოხდა კი იცით.-მოყოლა, რომ დავასრულე მაშინვე მათ გავხედე და გაშტერებულები მიყურებდნენ.მალევე ანა აზრზე მოვიდა და ტაში შემოკრა. -მაგას რათ უნდა თქმა და კვლევა ისედაც გავარკვიეთ,რომ მოწონხარ.-თქვა და გაიცინა.-ღმერთო რა სიმპატიური სიძე გვეყოლება.-ეს როდესაც თქვა მაშინვე შევუბღვირე. -ანა არ გამაგიჟო ახლა რა სიძე.ეს დიდად არაფერს არ ნიშნავს და იცი შენ კარგად.და მეორედ სიძე არ დაუძახო.-ვუთხარი გაბრაზებულმა და მთლიანი ჭიქა გამოვცალე. -მოიცადე იმის გრძნობებამდე ჯერ ის მითხარი შენ რას გრძნობ მის მიმართ.-მითხრა აკომ სერიოზულად.ამაზე ოდნავ დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა.ის დანამდვილებით ვიცოდი,რომ რაღაც გრძნობა გამაჩნდა მის მიმართ მაგრამ ეს მოწონება იყო თუ უფრო მეტი ეს ნამდვილად არ ვიცოდი. -ამ...რაღაც გრძნობები ნამდვილად მაქ მის მიმართ მაგრამ ზუსტად არ ვიცი მხოლოდ მოწონება არის თუ..-წინადადების დაუსრულებლად ჩავღუნე თავი. -ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.-თქვა და მანაც ერთი მოყუდებით დალია. -კარგი ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.მაგალითად ანაზე და ბატონ...-სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა ანამ ჩახველებით. -ჰმჰმ!მოდით არ გვინდა ისეთ რამეზე ლაპარაკი ჩვენს წარსულზე ვილაპარაკოთ.-თქვა და მაშინვე თვალები დამიქაჩა. -ოჰოო ანა აქ რა ხდება?-უთხრა აკომ და სიცილით წარბი აუწია. -არაფერი.-თქვა და თავისთვის ჩაიბურდღუნა. -კარგი ნუ იბუტები.-ვუთხარი და მე და აკომ სიცილი დავიწყეთ. მთელი ღამე ვსვამდით და წარსულს ვიხსენებდით.თითქოს ისევ ის ბავშვები ვიყავით ლექციების დამთავრების შემდეგ ერთად,რომ ვიკრიბებოდით და ხან როგორ ვერთობოდით და ხან როგორ.მათ გარეშე ალბათ რა უნდა გამეკეთებია არ ვიცი.ბავშვობიდან მე,ანა და აკო ერთად მოვდივართ.შემდეგ სკოლაში შემოგვიერთდნენ სალო და მარი.ხოლო უნივერსიტეტში დაგვემატნენ ირაკლი და გაგა.ირაკლისთან კონტაქტი იმდენად ხშირი არ გვაქვს რადგან საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად და ხშირად ვერც გვეკონტაქტება,ხოლო გაგა იშვიათადღა თუ იქნება ჩვენთან. მაგრამ ამათ გარეშე ალბათ ჩემი ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა.მთელი საღამო სიცილში გავატარეთ და ძველი მოგონებების გახსენებაში.შემდეგ კი ყველას იატაკზე დაგვეძინა. დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ჩემი თავის მიკვირს როდის დავაყენე მაღვიძარა არც მახსოვს.მალევე გამოვრთე და წამოვდექი.მაშინვე თავის ტკივილი დამეწყო,სააბაზანოში შევედი და მალევე მოვწესრიგდი.ყავა გავამზადე და მათ გაღვიძებას შევუდექი. -აბაა ქალბატონო ანა და ბატონო აკაკი ადექით ფეხზე.-დავიყვირე. უცებ დაფეთებულივით წამოხტა ორივე და მათ სახეზე ძალიან ხმამაღლა გადავიხარხარე. -გოგო შენ ნორმალური ხარ?-დაიყვირა ანამ. -კი რა არი რო?-ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავიხარხარე. -გიჟი ხარ იმენა.-აკოც ამყვა სიცილში. -კარგით ახლა მალე მოწესრიგდით და გავიდეთ თორე ყველას დაგვაგვიანდება სამსახურებში.-ვუთხარი და მაშინვე სამზარეულოსკენ წავედი.მალევე შემომიერთდნენ ანა და აკო და ერთად შევუდექით ყავის დალევას. -სად იპოვე ეს ტანსაცმელი გაფიცებ.-მითხრა ანამ და ჩაიხითხითა. -მახსოვდა ქალო დატოვებული რო მქონდა აქ.-ვუთხარი და მეც ჩავიცინე,მაგრამ მალევე მომეჭმუხნა სახე ტავის ტკივილისგან.- ვაიმე როგორ მტკივა თავი ასე დღეს სამსახურში როგორ წავიდე. -აუ აბა შენ ეგ თქვი რამდენი დავლიეთ კი მაგრამ ასე რო იმოქმედა.-აკომაც ჩაიბურდღუნდა. მალევე მოვრჩით და ერთად გავედით სახლიდან.სადარბაზოდან გასვლისას კი მე და აკო ერთად გამოვედით ხელიხელ გადახვეულები.სიცილით გავაგრძელე გზა,ხოლო წინ როფდესაც გავიხედე მზერა გამეყინა.მანქანაზე მიყუდებული ალექსანდრე იყო და თვალებით მბურღავდა.მალევე მოვშორდი აკოს და მისკენ წავედი. -აქ რას აკეთებ?-მისალმების გარეშე ვკითხე.ის კვლავ აკოს უყურებდა და შემდეგ გაბრაზებულმა გადმომხედა მე. -რავიცი ვიფიქრე გავუვლი და მე წამოვიყვან სამსახურშითქო.-მითხრა გაღიზიანებულმა. -არ მინდა მადლობა აკო წამიყვანს.-ვუთხარი მეც გაღიზიანებულმა და წამოსვლას ვაპირებდი,როდესაც კვლავ ხელი მტაცა და მისკენ მომაბრუნა. -გითხარი მე წაგიყვანმეთქი და არ გამაბრაზო იცოდე,თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.-მითხრა და ყბები დაჭიმა.ამაზე უარესად გავბრაზდი. -რა მაშანტაჟებ?შენ შენი თავი ვინ გგონია?-ვუთხარი და მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა ყვირილისგან. -არ გაშანტაჟებ უბრალოდ გეუბნები მე წაგიყვან-მეთქი.გზაში მინდა ვილაპარაკოთ.-მითხრა შედარებით მშვიდად და მკლავზე ხელი გამიშვა. -კარგი.-თითქოს უდარდელად ვთქვი და ჩემით ჩავჯექი მანქანაში. ამან ცოტა გააოცა თუმცა მალევე დაიკავა თავისი ადგილი და კომპანიისკენ წავედით.თავიდან ჩუმად იყო თუმცა შემდეგ ვეღარ მოითმინა და მაინც მკითხა. -ის ტიპი ვინ იყო?-მკითხა და შევატყვე,რომ მაქსიმალურად თავს იკავებდა ჩხუბიზგან. -ვინ ტიპი?-ვითომ ვერ მივხვდი და გავისულელე ტავი. -იცი შენ ვინც. -ჩემი მეგობარი და რა პრობლემაა?-ვუთხარი და გაღიზიანება შემეტყო ხმაში. -და ეგეთი ახლო მეგობარია შენი?-ამ კითხვას ვერ მივუხვდი რა უნდოდა. -ვერ მიგიხვდი?რასთან დაკავშირებით არის ეს კითხვა?-ვკითხე გაოცებულმა. -ჩახუტებულები,რომ გამოდიოდით სახლიდან?-ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ხმას აუწია.ამაზე არაფერი არ მითქვია და წყნარად ავუხსენი. -ჯერ ერთი ჩემი ახლო მეგობარია,მერე მეორე ჩახუტებულები არ გამოვდიოდით ხელი ჰქონდა გადახვეული უბრალოდ და მესამე ის, რომ უაზროდ ნუ ეჭვიანობ.-ვთქვი და მინას გავუსწორე თვალები. -მეორედ არ დავინახო,რომ ზედმეტად შეგეხოს ვინმემ.-მითხრა გაღიზიანებულმა.ამაზე გაბრაზებულმა შევხედე. -ზედმეტი ხომ არ მოგდის შემთხვევით?არანაირად არ მოგცემ უფლებას,რომ ჩემს მეგობრებთან რაიმე ამიკრძალო მითუმეტეს, რომ არანაირი უფლება არ გაქვს ამის.-ოდნავ ხმამაღლად ვუთხარი. -ანუ მე შენთვის იმდენად არ ვნიშნავ არაფერს,რომ არაფრის უფლება არ მაქვს?-თქვა თითქოს და გულდაწყვეტით. -ეგ რა შუაშია?ჯერ ერთი ჩემი მეგობრები იმდენად მნიშვნელოვნები არიან,რომ შენ კი არა საერთოდ არავის არ მივცემ უფლებას მათტან პრობლემები შემიქნას,მერე მეორე ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გქვაქ მითუმეტეს ჩემთვის არაფერი არ გითქვამს შენი გრძნობების შესახებ და ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ,თუ არა ეგ მეორე ხარისხოვანია.-ვუთხარი და თვალი ისევ ავარიდე.მალევე გადააყენა მანქანა და მე მომიბრუნდა. -ანუ შენთვის ჩემი ქმედებები არაფერზე მეტყველებს?-მითხრა მოწყენით. -მარტო ქმედებით ვერაფერს ვერ მეტყვი და ვერაფერს ვერ მაგრძნობინებ,სიტყვიერადაც უნდა მითხრა თუ რას გრძნობ.- ვუთხარი და მას შევხედე. -ზოგჯერ ქმედება უფრო მეტს ამბობდ ვიდრე სიტყვა.-მითხრა. -ვიცი მაგრამ თუ სიტყვიერადაც არ დაამტკიცებ მარტო ქმედებით ვერ გავიგებ ვერაფერს. -რა გინდა,რომ ვქნა?მანდამაინც უნდა გითხრა რომ ვგიჟდები ისე მომწონხართქო?პირველად რომ დამეჯახე მის მერე გულში ჩამივარდი და ვერ დაგივიწყეთქო?გულს მიჩქარებს შენი ერთი შემოხედვათქო?საქმეს ნორმალურად გულს ვერ ვუდებ,რადგან შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტთქო?-მითხრა ოდნავ ხმამაღლა და ფანჯრისკენ გაიხედა.მის სიტყვებს გაოგნებული ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი მის სიტყვებს.თითქოს თავი სიზმარში მეგონა და მალე გამოვიღვიძებდი. -მართლა?-თითქოს ვერ ვიჯერებდი მის სიტყვებს. -მართლა ძალიან მომწონხარ თაია.-მითხრა ჩურჩულით და ჩემსკენ მოიწია.-გთხოვ მითხარ,რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ.-ჩუმად მითხრა და ლოყაზე ჩამომისვა ხელი.ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი და თვალები დავხუჭე.მაგრამ მალევე გონს მოვედი და ჩემი ტუჩები მისას მივაკარი და ვნებიანად ვაკოცე.თითქოს ფეიერვერკმა იფეთქა ჩემს მუცელში და ბნედნიერებისგან გავბრწყინდი.მალევე მოვცილდით ერთმანეთს და შუბლით მივეყრდენი და მეც ჩურჩულით ვუპასუხე. -მეც ძალიან მომწონხარ.-დავიჩურჩულე და მის ბედნიერ სახეს შევხედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.