შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ხარ (თავი 4)


24-09-2021, 15:16
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 122

«ნიტა საღამოს ვილაპარაკოთ გთხოვ.« დილას დემეტრეს ესემესი დამხვდა .-ნეტავ რა უნდა მითხრას,რამე არასწორი გავაკეთე? -ბაბის მივწერე გელოდებითქო და დაბლა ჩავედი.
-აცადე გოგო ბიჭს იქნებ სიყვარულის ახსნა უნდა-ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან.
-.გატყობ ბექასთან გისაუბრია თორემ ასე ამაღლებულ განწყობაზე არ იქნებოდი.
-ხო ,გუშინვე,და მადლობა ...შენც ბევრი გააკეთე ჩემთვის.-თითების გრეხვა დაიწყო ასეთი დაბნეული დიდი ხანია არ მინახავს.
-არ გრცხვენია ამას რომ ამბობ?უცხო ვარ ანუ?-ცოტა მკაცრად მომივიდა ,მაგრამ მალევე ორივეს გაგვეღიმა.
საღამომდე დემეტრე არ მინახავს ,მეგონა მომწერდა მაგრამ არც მოუწერია ,დიდხანს ველოდე, ვერ გავბედე მე დამერეკა.ბაბი მიჩიჩინებდა არც ლუკამ იცის სადაოო და დავურეკეო,მაგრამ რაღაც უკან მხევდა.ბოლოს იმას ვფიქრობდი რომ დავავიწყდი .მეწყინა?კი თანაც ძალიან .აივანზე გავედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.ცოტახანში ჩემი ტელეფონიც აზუზუნდა.ის იყო პირველად მირეკავდა.ავღლდი, ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
-არ იფიქრო რომ დამავიწყდი,წამითაც კი არ დამვიწყებიხარ.რომ გთხოვო დაბლა ჩამოხვალ? გავისეირნოთ.
-დემეტრე ნასვამი ხარ?-შემეშინდა აღელვებული ხმა ქონდა.
-სულ ცოტა გამბედაობის თვის.-გაეღიმა.
-კარგი დამელოდე ჩამოვალ..-არ ვიცი როგორი სისწრაფით გავვარდი, ერთი ამოსუნთქვით ჩავირბინე კიბეები.ეზოში დაფეთებული ვეძებდი მისი ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო ვერ ვითმენდი,რა ვიგრძენი რომ დავინახე?ვერ აგიღწერთ.ბევრად სწრაფად დავფარე მანძილი და წინ ავესვეტე.
-მშვიდად, დაწყნარდი აქ ვარ და კარგად ვარ...-ჩემს დამშვიდებას ცდილობდა მე კი გიჟივით ვათვალიერებდი.ვრწმუნდებოდი რომ კარგად იყო და ვმშვიდდებოდი.გონს მისმა სიცილის ხმამ მომიყვანა.შემრცხვა, გავწითლდი არ ვიცოდი სად დავმალილიყავი.
-გავისეირნოთ?-სიტუაციის განმუხტვა ცადა.მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე.ჩუმად მივდიოდით არცერთი არაფერს ვამბობდით.სახელს ვერაფერს ვარქმევდი და არ ვიცოდი ზღვარი სად გადიოდა .სიჩუმე მან დაარღვია.
-იმ წამლებს რატომ სვავ ?-აღელვებული მიყურებდა.
-გრძელი ისტორიაა-გამცრა ,უსიამოვნოდ.
-წინ მთელი ღამე გვაქვს-გამიღიმა.მის თვალებში ნდობას ვხედავდი.
-სამი წლის წინ დავიწყე დალევა-ღრმად ჩავისუნთქე.-ანტიდეპრესანდებია,ნერვული შეტევის, დამამშვიდებელი სტრესის.და მსგავსი.-შიში ისევ მიპყრობდა.ეს მანაც შეატყო ,იქვე სკამზე ჩამოვჯექით
-კარგი როცა დრო მოვა მომიყვები.-გამიღიმა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა.-შენს კითხვაზე პასუხი კიდევ გაინტერესებს -მომლოდინე თვალები შემომანათა.
-თუ სურვილი გაქვს მითხარი.-მორიდებით ვუპასუხე.
-20 წლის იყო,ანასტასია ერქვა,ჩემი მზის სხივი იყო-ვხედავდი როგორ უმძიმდა მოყოლა.ხელებზე ძარღვები დაეჭიმა..
-დემე თუ გინდა...
-არა მინდა...მას ძალიან გავხარ,ჩემს დას ძალიან გავხარ.ვიცი სიგიჟეა ,მაგრამ ასეა.მანქანაზე შეყვარებული იყო.ზუსტად დღევანდელი რიცხვი იყო,საშინლად წვიმდა,საღამოს გვიან გავიდა მალე მოვალო,მაგრამ არ მოვიდა ,არ დაბრუნდა გესმის.დამტოვა სულ მარტო.არ ვიჯერებდი ვერ ვიაზრებდი რომ ეს მოხდა.ორი წელი გავიდა , ერთადერთი ხარ ვისაც ამაზე ვესაუბრები.ძალიან გავხარ ამიტომ არ გამიჭირდა ამაზე საუბარი,შენში ჩემი დაიკო დავინახე.რომელიც ასე ძალიან მენატრება.სულ ბუზღუნებდა ანასტასია არ მომწონსო ნიტა დაგერქმიათო .ამიტომ გეძახი ნიტას მასაც ძალიან მოეწონებოდა.-ცრემლი დავინახე მის თვალზე რომელიც მის დას ეკუთვნოდა.
-მე არ ვიცი რა ვთქვა.-ორივენი ჩუმად ვისხედით.ვხვდებოდი რომ ეს იარა ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო მის სულში.არაფრის თქმას აზრი არ ქონდა.სიტყვებით შეიძლება უფრო სტკენოდა.
-შემცივდა შეიძლება წავიდეთ.-გაოცებული მიყურებდა.თითქოს არ ელოდა .მერე ფეხზე წამოდგა უსიტყვოდ და წავიდეთო მითხრა მხოლოდ.კიბეებს ავუყევით.ერთმანეთის საქციელით გაოცებულები მივიწევდით ზემოთ.ბოლოს ოთახებში ჩავიკეტეთ.აზრზე ვერ მოვდიოდი რა მოხდა.წამლები დავლიე და საწოლში ჩავწექი .
დილას ისევ მის საზიზღარ და მომღიმარ სახეს ვხედავ სიზმარში როგორ ამაზრზენად მიყურებს,ისევ შეშინებული ვიღვიძებ. ტელეფონს ვიღებ და ბაბის ვწერ ჩემთან ამოვიდეს.ისიც არ აყოვნებს,ვუხსნი რომ თავის გარდაცვლილ დას შემადარა,ოღონდ დეტალების გარეშე.
-იქნებ ცდები ?-გაკვირვებული მიყურებს.
-ბიჭმა პირდაპირ მითხრა შენში ჩემი და დავინახეო.მეტი რაღა უნდა ეთქვა.და -ძმობის ფიცი დაგვედო?
-ვერ ვხვდები ასე როგორ მოიქცა.-გაოცებული იყო ბაბიც.
-ჩავალაგებ დღეს მივდივართ,იმედი მაქვს ხშირად აღარ ვნახავ და ესეც გაივლის.-ძალით გავუღიმე და მოვემზადე.მანქანასთან იყვნენ ბიჭები.
-ნიტა ,დაგეხმარები ჩალაგებაში-ჩემსკენ წამოვიდა დემეტრე.
-არა იყოს მე თვითონ.-ცივად ვიუარე.ის კი გაოცებულები მანქანისკენ წავიდა მე კი ბაბის ვანიშნე ჩქარათქო.
-ბატონო დემეტრე .მე და ანიტა წავალთ ერთად შენ კი ბიჭებთან ძმაო-ცივად გაუღიმა და მანქანაში მოთავსდა .გზას დავადექით ,ცოტა კიდევ ვისაუბრეთ მე და ბაბიმ მერე ჩაეძინა და მარტო დავრჩი ფიქრებთან. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, სახლში ყოფნა და მარტო დარჩენა მინდოდა.

დემეტრე:
სრულიად სხვა ნიტა იყო ,ვერ ვცნობდი, ასეთი სიცივე რატომ?რამე არასწორად გავაკეთე ნეტავ?გუშინაც სხვანაირად საუბრობდა.ახლა იმაზე უფრო ვნერვიულობ რომ მარტო არიან ამხელა გზაზე მანქანით.თან საკმაოდ ჩამოგვრჩენ .არ მინდა მივწერო ყურადღება რომ არ გაეფანტოს.ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ რომ ვნახო.

ანიტა:
გზა საშინლად გრძელი მეჩვენებოდა.მაგრამ როგორც იქნა ჩავაღწიეთ.
-ბაბი ,ხომ არ გეწყინება რომ არ შემოვიდე,მისი ნახვა არ მინდა -ვიცოდი გამიგებდა.
-კარგი ბარტყუნია ,მომწერე რომ მიხვალ.
-და კიდევ რამოდენიმე დღე თქვენთან არ მოვალ სანამ დემეტრე არ გადავა ,მინდა ნაკლებად ვნახო.-საწყლად გავუღიმე.
-მესმის ,კარგი მე მოგაკითხავ მარტო ხოლმე -გამიღმა და მანქანა დატოვა.
სახლში წავედი.შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი გარეთ წვიმდა.ძილი მინდოდა მაგრამ ფიქრებით მასთან ვიყავი .
«რატომ გამირბიხარ?«... «ხომ კარგად ხარ ».... «ვნერვიულობ ნიტა»....და მერე რამდენიმე ზარი რეკავდა გაუჩერებლად.არ მინდოდა საუბარი,არაფერი მინდოდა .წამლები დავლიე და დაძინება ვცადე.
შუა ღამეს საშინელმა სიცარიელის გრძნობამ გამაღვიძა,მე მარტო ვიყავი ,შემეშინდა . თავის დამშვიდება ვცადე.ტელეფონი ავიღე მინდოდა მისთვის დამერეკა .მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა .გამიჭირდა მაგრამ მაინც დავიძინე.
დილას ბაბის ველაპარაკე,დამპირდა გამოგივლიო.მანამდე კი ხატავა დავიწყე , ვხტავდი გზას წვიმაში და მთებში უსასრულოს სადღაც შორს რაც ძალიან მსიამოვნებდა.რამდენიმე საათში ბაბიც მოვიდა
-ამ სიმაღლეზე როგორ ცხოვრობ მიკვირს.-აივნიდან იყურებოდა.
-მისმინე ვინ მოგიყვანა?-ვკითხე და ყავა მივაწოდე.
-ტაქსით მოვედი დაო,არავინ იცის.-ცხელი სითხე მოსვა და გაინაბა.-გუშინ ნერვიულად იყო მთელი საღამო მგონი გწერდა კიდეც .
-ხო მომწერა დამირეკა მაგრამ არ მიპასუხია .
-მართლა ვერ ვხვდები როგორი ადამიანია,ვერ ავღწერ.
-კარგი სხვა რამეზე ვისაუბროთ.შენზე და ლუკაზე მომიყევი.ქორწილი გვინდა ქორწილი.-ვცადე გამეღიმა.მასაც გაეღიმა საღამომდე ვიჭორავეთ მერე გავაცილე და დავიძინე .დილას სამსახური მელოდა გამოძინება მჭირდებოდა.
დღე დემეტრეს ზარით დაიწყო .თუმცა უპასუხო.ოთხი დღე გავიდა არ მინახავს .პარასკევს საღამოს ბაბიმ მომწერა გადავიდნენ აქიდან და ამო ჩემთანო .მეც არ დავაყოვნე. მარტო ბაბი დამხვდა სახლში.
-ნანა და გოგი დასასვენებლად გავუშვი, კომპანია ბექას დაუთმო და გულაობენ .ბექა კიდევ მუშაობს.ხო დემეტრეს არაუშავს სახლი იყიდა მაგრამ არ ვიცი სად.
-ვინ გითხრა რომ ეგ მაინტერესებდა.-ვითომ გავიკვირვე.
-შუბლზე გაწერია დაო.-მან კი გამიღიმა.
-ასე აშკარად?-მოვიწყინე,ხო ვაღიარებ მივეჩვიე და მომენატრა.
-იქნებ გესაუბრათ?ყველაფერი დალაგდებოდა.-ცხელი ჩაი დამიდო მაგიდაზე თვითონ კი ყავით ხელში კომფორტულად მოეწყო სავარძელში .
-არ ვიცი,აზრი არ აქვს ასე მგონია.ვერ გადავიტან.-ცოტახანს ჩუმად ვიყავით.ფიქრებით დემეტრესთან ვიყავი.
-ჩემთან დარჩი ,ხვალ მაინც არ ვმუშაობთ?-ახალი იდეით წამოდგა ფეხზე ბაბი.
-შეიძლება ჩემთვისაც კარგი იქნება .-ისევ ტელეფონი და ისევ დემეტრე.ბაბბის შევხედე უპასუხეო დაიჟინა.მეშინოდა რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი .აივანზე გავედი ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
-ნიტა!-ყველაფერი იგრძნობოდა მის ხმაში, ყველანაირი გრძნობა და ემოცია,ან მე მეჩვენებოდა ასე.
-გისმენ დემეტრე.-ვეცადე ზღვარი არ დამერღვია.
-შეიძლებაა შევხვდეთ, ვისაუბროთ.
-არ მინდა დემეტრე- მეშინოდა თან ძალიან.
-სად ხარ?-ის კი ჯიუტად განაგრძობდა თავისას.
-ბაბისთან ვარ-გაუაზრებლად ვუპასუხე და ენაზე მწარედ ვიკბინე.
-დამელიდე მოვდივარ.-მითხრა და ტელეფონი გათიშა. ოთახში შევვარდი.
-ბაბი რა გავაკეთო,აქ მოდის,რა სულელი ვარ.-აქეთ იქით დავდიოდი გიჟივით.
-კარგი დამშვიდდი,აზრები დაალაგე,მე ზემოთ ავალ ,თქვენ ისაუბრეთ თუ რამეა აქ ვარ .-ათი წუთიც არ იყო გასული რომ ეზოში საოცარი სისწრაფით შემოვიდა მანქანა .და კარზე ზარმაც არ დააყოვნა.გამბედაობა მოვიკრიბე და კარი გავაღე.
-წამოდი.-ცივი ტონით მითხრა.
-აქ შემოდი,გარეთ ბნელა და წვიმს უკვე.-არც მე ვაპირებდი დათმობას.თუმცა ამაოდ.
-არა აქ არ მინდა.გარეთ მირჩევნია.
-კარგი დამელოდე მაშინ-კარი ღია დავტოვე .მალევე მისი სიტყვები დამეწია
-თბილად ჩაიცვი გთხოვ.-მესიამოვნა და გამეღიმა.ბაბი გავაფრთხილე გავდივართთქო და სახლი დავტოვე.მანქანაში ვისხედით და გზას მივუყვებოდით.გაჩერებას არ აპირებდა.
-დემეტრე სად მივდივართ?-ვკითხე დაბნეულმა .როცა მივხვდი რომ ქალაქიდან გავდიოდით.
-არ ვიცი ,ჯანდაბა არ ვიცი ანიტა, აღარაფერი ვიცი უკვე-საშინლად გაბრაზებული გიჟივით ურტყავდა საჭეს ხელებს.მალევე გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა.ღრმად სუნთქავდა .წამით გამომხედავდა და მერე ისევ გზას მიშტერებოდა.გარეთ წვიმდა მან კი კარი გააღო და გადავიდა.მეც უკან გავყევი.
-დემეტრე გაცივდები რას აკეთებ ,წავიდეთ.
-წავიდეთ?ისევ გამირბიხარ?ისევ მტოვებ? რატომ ამიხსენი ?რა დავაშავე?-ყვიროდა და ეს მაშინებდა.არ მინდოდა რამე ცუდი მომხდარიყო.ცრემლებმა გაიკვლია გზა ჩემს სახეზე.მეგონა წვიმა გადაფარავდა ყოველთვის ამის მჯეროდა მაგრამ მან შეამჩნია , ერთადერთია ვინაც ეს დაინახა , სწრაფად მომიახლოვდა ,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.
-არ იტირო,შენ არ უნდა იტირო გესმის,ამას არ დავუშვებ ,არასდროს.-ძლიერად ჩამეხუტა .თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდა.-გაცივდები ,მანქანაში ჩავსხედით.-ვაღიარებ მანქანაში გამეფებული მისი სურნელი და სითბო ძალიან მესიამოვნა .
-უკან მოსაცმელი მაქვს ....აი გამომართვი ,არ გაცივდე.-მის მოსაცმელში გავეხვიე,ის კი იღიმოდა და საყვარლად მიყურებდა.მე კი თანდათან ძილი მიპყრობდა..
-მაგიჟებ ნიტა-თითქოს ბუნდოვნად ჩამესმა მისი სიტყვები,მერე აღარ მახსოვს რომ გავიღვიძე თბილ საწოლში და უცხო გარემოში ავღმოჩნდი .ოთახში მისი სურნელი ტრიალებდა ამიტომ არ გამჭირვებია გამეგო სად ვიყავი.საათს დავხედე ათი ხდებოდა.ბაბის ასჯერ მაინც დაურეკავს .მივწერე კარგად ვართქო და საწოლიდან წამოვდექი.თუმცა კარში შემოსულმა სილუეტმა მაშინვე მკაცრი ხმით უკან დამაბრუნა.
-არ ადგე-ჩემთან ახლოს მოიწია თან იღიმოდა მერე ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო.-სიცხემ ისევ აგიწია,ეს დალიე და წამალსაც მოგცემ.-გაშტერებული ვუყურებდი.რაზეც გაეღიმა.ძალიან მშვიდი ჩანდა.ეს სიმშვიდე კი მაოცებდა.
-მაშ ასე,ახლა ისევ უნდა ეცადო დაიძინო-ჭიქა გამომართვა და გვერდით მომიჯდა.
-არა , სახლში წავალ,გვიანი...
-მართალი ხარ ,გვიანი ამიტომ არსად არ წახვალ თან სიცხიანი-ხელის ერთი მოძრაობით გულზე მიმიკრო .თმაზე მეფერებოდა და ამით ძალიან ვმშვიდდებოდი.ვერ მივხვდი როგორ ჩამეძინა.


დაააადააამმმმ,ესეც ახალი თავი ....მადლობა ყველას ვისაც კითხულობთ ????????????



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

დღეს დავიწყე შენი ისტორიის კითხვა ოთხივე თავი წავიკითხე უკვე და უბრალოდ შოკირებული ვარ.არაჩვეულებრივია ყველაფერი.გთხოვ რომ მალე დადო შემდეგი თავი❤❤

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მარიკო
დღეს დავიწყე შენი ისტორიის კითხვა ოთხივე თავი წავიკითხე უკვე და უბრალოდ შოკირებული ვარ.არაჩვეულებრივია ყველაფერი.გთხოვ რომ მალე დადო შემდეგი თავი❤❤

მალე დავდებ გპირდები,ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ.♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი მია15

მართლაც ძალიან კარგი იყო მომეწონა.მაინტერესებს ასეთი რა გადაიტანა ნიტამ.ველი შემდეგ თავს.წარმატებები❤

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მია15
მართლაც ძალიან კარგი იყო მომეწონა.მაინტერესებს ასეთი რა გადაიტანა ნიტამ.ველი შემდეგ თავს.წარმატებები❤

გავიგებთ მალე..♥️♥️♥️მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent