შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ხარ (თავი 6)


26-09-2021, 10:52
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 251

თითქმის ყოველდღე მწერდა და მკითხულობდა.გაუგებრობა არ იყო ჩვენს შორის , ერთად დროს კარგად ვატარებთ . ყველაზე დიდი ამბავი კი ლუკას და ბაბის ნიშნობა იყო,ჯერ გონს ვერ მოვსულიყავით გამოგვიცხადეს თვის ბოლოს ქორწილი გვინდაო.ყველა გაგიჟდა მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხვდა, ამიტომ დაიწყო დიდი აჟიოტაჟი.სალონიდან სალონში, მაღაზიიდან მაღაზიაში , რესტორნიდან რესტორანში დავრბოდით რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც პატარძალს სურდა .ბოლოს კი სასურველ შედეგს მივაღწიეთ როგორც იქნა .
ნოემბრის ცივი დღე გათენდა,ქორწილი კი ყველაფერს ცეცხლის ალივით ედებოდა .გიჟს ვგავდი,სახლი ყირაზე დავაყენე , ყველაფერი რაზეც კი ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა ერთ ზურგ ჩანთაში ჩავყარე.ჩემი კაბა ავიღე და სახლს თვალი მოვავლე
-ღმერთო რა დღეში მაქვს სახლი,ჩემს თავს არ ვგავარ.-დანანებით ჩავიქნიე ხელი და კარი სწრაფად მივხურე.კიბეები ჩავირბინე ,კაბა და ჩანთა მანქანაში ჩავდე და საჭეს მივუჯექი. სანამ მანქანას დავძრავდი დეტრემ დამირეკა -ვიცი რომ ჩქარობ,გინდა მეგობარს არაფერი აწყენინო მაგრამ გთხოვ ფრთხილად ატარე ,თუ რამეა მეც შემიძლია დაგეხმარო-არ ვიცი როგორ გრძნობს ეს ბიჭი რომ საჭესთან ვარ.მაგრამ ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება
-დემე,არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.-მომღიმარი სახით ვამაგრებ ტელეფონს და სპიკერს ვრთავ.მთელს მანქანაში მისი საოცარი ხმა ისმის.
-ერთი სული მაქვს როდის გნახავ.რაღაც უნდა გითხრა.
-ხომ მშვიდობაა?-აღელვება შეეტყო ხმაში და მეც ავღელდი.
-კი,ეს აქამდეც უნდა მეთქვა.ახლა მშვიდად ატარე და მშვიდად მოდი საღამოს ჩემამდე.-ჟრუანტრლმა დამიარა . ჩემი გული უკვე მისი სიყვარულით ძგერდა.ტელეფონი გავუთიშე და ბაბისთან ზებედნიერი მივედი რასაც ქვია.
-დღეს მე ვთხოვდები და შენ ჩემზე მეტად გახარებული რატომ ჩანხარ?-ეშმაკურად ამიციმციმა თვალები.
-რა სისულელეა-ურცხვად მოვიტყუე მაგრამ ჩემმა წითელმა ლოყებმა უმალ გამცეს.
-ეგ მაკიაჟიც კი ვერ გიფარავს სიწითლეს-გულიანად კისკისებდა ბაბი.
-კარგი ხო ,აცადე ადამიანს თმა წესივრად გააკეთოს-ვანიშნე სტილისტზე რომელიც ნახევარი საათია ცდილობს ერთი კულული გააკეთოს მაგრამ ბაბის მოუსვენრობა ყველაფერს აფუჭებს.
-კარგი . ბოდიში.-საწყალი თვალებით გახედა ნინას,მან კი მე გადმომხედა მადლობელმა.მოკლედ ბაბი ულამაზესი პატარძალი იყო . ნანა და გოგი ცრემლებს ვერ იკავებდნენ.მე? მე ულამაზესი ატმისფერი კაბა მეცვა ზურგზე ამოღებული ,სიცივის მიუხედავად მაინც გავჯიუტდი ამ კაბაზე . როგორც კი დავინახე მივხვდი რომ ჩემი იყო.მსუბუქი, შესაფერისი მაკიაჟი,მაღალი ფეხსაცმელი და გაშლილი თმა სასწაულად მოუხდა .
მთელი დღე არ მენახა, რამდენჯერმე დამირეკა,ხელის მოწერაზე ვერ მოვდივარ რესტორანში გნახავო. აჩქარებული სუნთქვა რომელსაც ვერ ვიწყნარებდი ალბათ ყველასთვის შესამჩნევი იყო.თვალებ გაფართოებული ვეძებდი მაგრამ ამაოდ.საკმაოდ ნასვამი ვიყავი, ნერვები დაგლეჯვას მქონდა .წამით არ ვაცილებდი შემოსასვლელს თვალს.მორიგი ჭიქა ავიღე და კარს გავხედე.ის იდგა მომღიმარი სახით.გვერდით კი ვიღაც გოგო ედგა.თვალებს არ ვუჯერებდი.წამიერად დავხუჭე მეჩვენება თქო მაგრამ არა.ვერ ვიტყვი რომ საწერვა იყო,პირიქით ლამაზი თავდაჯერებული და წესიერი გოგო ჩანდა , რომლის ხელიც ჩემს დემეს ეჭირა,ხო ჩემს ,მას ხომ უკვე ჩემს გულში შემოსვლის ნება მივეცი ,ცრემლები მომადგა .ბაბისკენ და ლუკასკენ წავიდნენ მათთვის არ შემიხედავს მხოლოდ ბექას გაყინულ სახეს შევეჩეხე.გული მტკიოდა ჰაერი არ მყოფნიდა.ჩანთას ხელი დავავლე და შენობა სწრაფად დავტოვე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.ბაბის მივწერე წავედი არავის არაფერი უთხრათქო და ტელეფონი გავთიშე.ტანსაცმელი არც გამომიცვლია, ვტიროდი და სახლს ვალაგებდი ამ ნასვამს სად მქონდა ამდენი ენერგია არ ვიცი.მერე დემეტრე და ის გოგო გამახსენდა ნერვებ მოშლილმა სამზარეულოში ჭიქები დავამსხვრიე.ხელი საშინლად ამეწვა , ვუყურებდი ჩემს სისხლიან ხელს და ვტიროდი.ახლა გული უფრო მტკიოდა ვიდრე ჭრილობა.იქვე ჩავიკეცე იმის ძალა აღარ მეყო ხელი შემეხვია. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა.გიჟივით რეკდა და აკაკუნებდა.გონს მოვედი და კარი დაუფიქრებლად გავაღე,ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ცრემლები მდიოდა.
-ნიტა რა გჭირს?-შეშინებული მიყურებდა ჯერ მე მერე ჩემს ხელს.არ მინდოდა მისი ნახვა ამიტომ მთელი ძალით ვეცადე კარის დაკეტვას მაგრამ ამაოდ .წამში ოთახში გაჩნდა და ახლა უფრო გაბრაზებული ჩანდა ვიდრე შეშინებული.ტირილს ვერ ვწყვეტდი სახეში ვუყურებდი და ვტიროდი .ერთხანს ასე მიყურა მერე მოულოდნელად ხელში ამიტაცა.
-სააბაზანო სად არის?-მკაცრი ტონით მითხრა მე მხოლოდ ხელით ვანიშნე იქითთო.ხელი ძალიან ფრთხილად ჩამობანა , წამლების ყუთი გამოიღო უფრო ფრთხილად განიწმინდა და შემიხვია.ისეთი მკაცრი მზერა ქონდა გულს მიკლავდა .
-მე გავალ წყალს გადაივლებ და გამოხვალ-ცივი ტონით მითხრა და ხმაურით გაიხურა კარი.თბილმა წყალმა გონს მომიყვანა.გამოვფხიზლდი თმა გავიშრე და ხალათით გავედი.
-მე ,ტანსაცმელს ავიღებ ...-მორცხვად დავხარე თავი.
-მე გავალ ,მისაღებში დაგელოდები.-ისევ ისეთი მკაცრი ჩანდა.სწრაფად გადავიცვი.და მეც უკან გავყევი.სამზარეულოში იყო და ჭიქის ნამსხვრევებს ასუფთავებდა.საუბრის სურვილი მართლა არ მქონდა,როცა ის სცენა მახსენდებოდა.ყელში მობჯენილი ბურთი გადავყლაპე და სრული სიძლიერით შევედი სამზარეულოში.წყალი დამისხა და მაგიდაზე დამიდო.
-დალიე!
-არ მინდა!-მეც არ დავაკელი სიმკაცრე.
-დალიე რომ გეუბნებიან-უფრო გაუმკაცრდა ხმა.მეც შეშინებულმა ერთიანად ჩავცალე ჭიქა.
-ბავშვი-ვერ გავიგე რა თქვა მაგრამ დავინახე როგორ ჩაეღიმა.არ მომჩვენებია.დავვეჭვდი ,კარგად დავაკვირდი მის თვალებს რომელიც სადღაც სივრცეში იყურებოდნენ ,არანაირი ემოცია არ ჩანდა.უკვე თენდებოდა,ორივენი ჩუმად ვისხედით და მზის პირველ სხივებს ვაკვირდებოდით.ხანდახან გამომხედავდა ცივი სახით.მეტყოდა დაიძინეო მაგრამ ჯიუტად არ გავდიოდი , ველოდებოდი როდის მეტყოდა რამეს .

დემეტრე.:
ქორწილის დღეს გავიგე რომ ჩემი ბიძაშვილი ჩამოდიოდა ამერიკიდან ,ერთი სული მქონდა ნიტა მენახა მაგრამ ჯერ სესილის უნდა დავხვედროდი,რეისმა დაიგვიანა,ქორწილშიც დავაგვიანე,ფაქტიურად დასასრულს მივედით .პირველი ხდებოდა,მხოლოდ ძალიან ახლობლებიღა იყვნენ დარჩენილები,კარში შესვლისთანავე მისი მზერა დავიჭირე,სასმლის ჭიქით ხელში იდგა და მივხვდი გული საშინლად ვატკინე.საყვარლად ახამხამებდა თვალებს ალბათ აზრზე მოსვლას ცდილობდა,იეჭვიანა ნამდვილად იეჭვიანა როცა სესილი ჩემს გვერდით დაინახა.ახლადდაქორწინებულებს მივულოცეთ და მისკენ მოვტრიალდი ,მაგრამ იქ აღარ იყო.ალბათ სადმე გავიდათქო,საკმაო დიდხანს ველოდე ,ბაბისთან მივედი ვიცოდი ეცოდინებოდა.მხრები აიჩეჩა არ ვიციო მაგრამ როცა მიხვდა რომ არ გავეცლებოდი ყველაფერი დაფქვა.სახლში წასულა თანაც ისე რომ არა ითვის არაფერი უთქვამს.გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილს,საშინლად გაიწელა გზა, უსასრულო გახდა.კარზე რამოდემიმე მშვიდი ზარის მერე დავურეკე ტელეფონი გათიშული ქონდა.შემეშინდა,გული საშინლად სწრაფად მიცემდა.ცოტავც და შევამტვრევდი კარს.მოულოდნელად რომ არ გაეღო.ჩემი ულამაზესი გოგო ულამაზესი კაბით , ჩაწითლებული თვალებით და ცრემლები იდგა.სახეში ვუყურებდი მერე ყურადღება მის ხელზე გადავიტანე საიდანაც სისხლის ნიაღვარი სდიოდა.გული გამიჩერდა , ვერაფერს ვხედავდი,გონს მაშინ მოვედი კარის მიხურვა რომ სცადა.დენდარტყმულივით შევვარდი სახლში.სამზარეულოკენ გავიხედე და ჭიქის ნამსხვრევებს მოვკარი თვალი.რას აპირებდა ეს სულელი ნეტავ.ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი ინსტიქტურად სააბზანოში შევიყვანე ხელი შევუხვიე და ვუთხარი ებანავა,იქნებ გონს მოსულიყო.როგორც კი სააბაზანოდან გამოვედი აივანზე ცივი ჰაერი ჩავისუნთქე.მერე ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი ,იქვე ჩემი მოსაცმელი შევნიშნე და გამეღიმა,გამახსენდა როგორი საყვარელია მასში გახვეული.მინდოდა გულში ჩამეკრა და არ გამეშვა მაგრამ ჩემში ეშმაკმა გაიღვიძა და დაუფიქრებელი დასკვნების გამო მის დასჯას მოითხოვდა ამიტომ სიმკაცრე შევინარჩუნე.მიჭირდა მეღიმებოდა მის დაბნეულობაზე მაგრამ იმსახურებდა.გათენებამდე ასე ვისხედით.ვთხოვე დაეძინა მაგრამ საშინლად ჯიუტია.

ანიტა:
ამ სიჩუმეში ,ისე ჩამომეძინა სამზარეულოს მაგიდაზე ვერც გავიგე.ბუნდოვნად ჩამესმოდა დემეტრეს ბუტბუტი
-ჩემი სულელი და დაუფიქრებელი გოგო.-მერე ვიგრძენი სიმსუბუქე, საყვარელი საწოლი და საყვარელი მამაკაცის სურნელი ეს ბოლო იყო გავითიშე და ძილის სამყაროში გადავეშვი.
კარგად გამოძიებული ვახელ თვალებს და თაროზე მოწიკწიკე საათს მივშტერებივარ,რომელიც ორს უჩვენებს ,დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და ხელები სახეზე დავისვი,უხეში მატერია არ მესიამოვნა ,ხელს დავხედე და ღამის ამბები გამახსენდა და დემე,ფეხზე წამოვდექი და თვალებით მას ვეძებდი ყველა ოთახში.სამზარეულოში მაგიდაზე წერილი დამხვდა.
"სამსახურიდან დამირეკეს და წავედი,ისაუზმე და გამოგივლი.ხო გასაღები მე მიმაქვს,თუ სხვა არ გაქვს ვერსად წახვალ"
გამეცინა მის საქციელზე.ჩაი გავიკეთე და აივანზე მოვთავსდი.ვფიქრობდი ყველაფერზე, განსაკუთრებით იმაზე რომ უბრძოლველად აღარ მინდოდა ცხოვრებას დავნებებოდი.ბაბის სიტყვები გამახსენდა,ის თუ არ გიხსნის სიყვარულს შენ ცადე.მართალი იყო ,ის მაინც მეცოდინებოდა რომ მე ცხოვრების შეეწინააღმდეგების ძალა ვიპოვე და ვიბრძოლე სიყვარულისთვის.ამის გააზრებაზე გულმა საოცრად დაიწყო ძგერა.როგორ უნდა ამეხსნა სიყვარული,ნეტავ ბიჭები ამას როგორ აკეთებენ.ალბათ როგორც კი იზრდები იაზრებ ამ მოვალეობას და მზად ხარ მე კიდევ აზრებს ვერ ვუყრიდი თავს.მთელი დღე მშვიდ მუსიკას ვუსმენდი და ამაზე ვფიქრობდი.საღამოს საშინლად წვიმდა.ექვსი იყო კარზე ზარის ხმამ რომ დაარღვია სიჩუმე.ფრთხილად გამოვაღე.
-არ შემომიშვებ?-მშვიდი ტონით მითხრა მე კი სწრაფად გავეცალე.-ჩანთა სად გაქვს?-მკითხა და აწ უკვე ნაცნობი ოთახისკენ აიღო გეზი.
-რა ხდება?-გაკვირვებული ავდევნე უკან.
-მიდი რაც დაგჭირდება ორი დღე ჩაალაგე მივდივართ.-ინტერსით მოავლო ოთახს თვალი და უშედეგო ძებნის მერე მე მომიბრუნდა.გაუაზრებლად გამოვაღე კარადა ჩემი ზურგ ჩანთა ავიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.რაზეც გაეღიმა.
-თბილები ჩააწყე ,არ გამიცივდე-კედელს მიეყრდნო და მიყურებდა როგორ ვბზრიალებდი დაბნეული.
-სად მივდივართ?-ბოლო ელვა შევკარი და მხოლოდ ახლა ვიკითხე ეს.გაეცინა?არა ისეთი გადაიხარხარა გული გამისკდა ,მერე მეც გავბრაზდი საკუთარ თავზე მაგრამ უკვე გვიან იყო.
-ჩაიცვი გელოდები.-სიცილით დატოვა ოთახი.
თბილი თეთრი ჰუდი და მუქი ჯინსი ჩავიცვი ქურთუკი ,ზურგ ჩანთა და პატარა ჩანთა ავიღე და ოთახი დავტოვე.მისაღებში დივანზე იჯდა და მიცდიდა.მეც გვერდით მივუჯექი,პატარა ჩანთა გავხსენი და წამლები გადავამოწმე.
-არა!-მკაცრი ტონით მითხრა.მე კი გაკვირვებულმა შევხედე.
-მაგათ აქ დატოვებ ,არ გჭირდება ესენი.-ჩანთა ამაცალა წამლები მაგიდაზე ამოაწყო და როცა დარწმუნდა არაფერი დარჩა ისევ დამიბრუნა.-აი ასე ახლა წავიდეთ.
-კი მაგრამ დემეტრე ამის გარეშე ვერ გავძლებ -ტირილს დავიწყებდი.
-უკეთესი წამალი ვიცი მივალთ და შენც გაიგებ-თავი მაღლა ამაწევინა და მაგათ შეეშვი მზერით გადმომხედა .ვეცადე მშვიდად გავყოლოდი უკან .მაგრამ ჩემი სიმშვიდე წამში გაქრა როცა ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი .
მივხვდი რისი გაკეთებაც განიზრახა მაგრამ მე მაინც ჯიუტად წავედი კიბისკენ .ხელი სწრაფად ჩამჭიდა და სხეულზე მიმიკრო.
-არ გეგონოს ახლა დავნებდე და ბოდიში მოგიხადო,ერთად შევალთ.მე შენს გვერდით ვარ და რადგან ასე არ უნდა გეშინოდეს .-მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვგრძნობდი რომ ჰაერი უკვე აღარ მყოფნიდა.
-დემე მე.... -ძლივს ამოვილუღლუღე მაგრამ საჩვენებელი თითი ტუჩებზე დამადო და გამაჩუმა. ლიფტში შევედით როგორც კი კარი დაიხურა თავბრუს ხვევა ვიგრძენი.მხოლოდ ციფრებს ვუყურებდი 10…9…8…7…მერე უკვე ამასაც ვერ ვარჩევდი.ისევ მთელი სხეულით მასზე ვიყავი აკრული
-მე მიყურე გესმის?!ნუ გეშინია-ცალი ხელი წელზე ქონდა მოხვეული და ცალით სახეზე მეფერებოდა,სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე რაზეც გაეღიმა.ნაზად დაატარებდა ხელებს ჩემს სახეზე მერე ტუჩებზე გაჩერდა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ,ცდუნებას ვეღარ უძლებდა . ძარღვები დაეჭიმა.სწორედ ამ დროს გაიხსნა კარი და მეც დენდარტყმულივით გამოვარდი ლიფტიდან.
-ხედავ სულაც არ იყო რთული,მომავალში სხვანაირად გაგაჩერებ-კმაყოფილმა გამიარა გვერდით და თან ჩემს ჩანთას მიათრევდა.მანქანის კარი გამიღო და დაჯექიო გადმომხედა.არ ვიცი რატომ ვუჯერებ ასე მაგრამ წამში მის ნათქვამს ვემორჩილები.მას კი მხოლოდ ეღიმება.მალე იკავებს თავის ადგილს და მანქანას ძრავს.
-ხომ არ გცივა-მზრუნველად გადმომხედა.
-არა,მალე მივალთ?-ამ მგზავრობით მობეზრებულმა ამოვიფრუტუნე.
-შეგიძლია დაიძინო გრძელი გზა გვაქ?-წამით გადმომხედა და მერე ისევ გზას გახედა.
-უფფფ-ისევ ამოვიფრუტუნე და ჩემს ტელეფონს დავუწყე ჩანთაში ძებნა.მერე მანქანას დავუკავშირე და ჩემი საყვარელი სიმღერები ჩავრთე.მარცხენა მხარე მეწვოდა მისი წამიერი მაგრამ დაჟინებული მზერით თუმცა არ ვიმჩნევდი ჯიუტად.გავცდით ქალაქს ,და უსასრულო გზას დავადექი რომელიც არ ვიცოდი სად მთავრდებოდა.ბოლოს რიკოთის გვირაბი მახსოვს და მერე ძილმა თავისი გაიტანა.
დილას უცხო გარემოში ვიღვიძებ,გარეთ ვიხედები და საოცრად თოვს.აშკარად მთაში ვართ სადღაც.საათს დავხედე რვა იყო.საწოლში ვეღარ გავჩერდი თან ტანსაცმლით,ფეხზე წამოვდექი მოვწესრიგდი და უცნობი ადგილას გზის გაკვლევა დავიწყე ,ოთახი დავტოვე და კიბეებს დავუყევი.საოცარი სუნი ტრიალებდა პირველ სართულზე. დემეტრე მეგონა მაგრამ სამზარეულოში ფუმფულა და საყვარელი ბებო შემრჩა.
-დილამშვიდობისა-მშვიდად მივუახლოვდი არ მინდოდა შემშინებინა. ცოტა შეცბა მაგრამ მერე გამიღიმა.
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა,ასე ადრე გაიღვიძე ბებო,გძინებოდა კიდევ-თბილად გამიღიმა და მადისაღმძვრელი ალადები მიუდო იქვე მაგიდაზე გაშლილ სუფრას .
-საკმაოდ კარგად გამოვიძინე -გავუღიმე და გარშემო მიმოვიხედე .თვლები დემეტრეს ეძებდნენ.
-ჯერ არ გაუღვიძია შვილო დემეტრეს,მოდი დაჯექი ისაუზმე მე წავალ . -თბილად გამიღიმა.
-თქვენც მიირთვით-მეუხერხულა ძალიან.
-არა ,შვილო მე და ჩემი ქმარი ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას აქაურობას სანამ დემეტრე წასულია ხოლმე, გვერდით ვცხოვრობთ,იმ საშინელი დღის მერე ,ორი წელია აქ არ ყოფილა ისე გამიხარდა რომ დამირეკა მოვდივარო.ცოტა პროდუქტები ამოვატანინე გოდერძის, საუზმისთვის,ბუხარი აგინთეთ,ახლა დაგტოვებთ.
-არა გთხოვთ ამდენი იწვალეთ,თან მარტო ცოდო ვარ სანამ გაიღვიძებს.-დიდი თხოვნის მერე დავითანხმე და ერთად ვისდილეთ.მერიდებოდა იმის კითხვა სად ვიყავით.ცოტახანში კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმაც გაისმა.თინა ბებომ უშაქრო ყავა მაშინვე გაამზადა.მე ზედმეტი ჭურჭელი ავიღე და გარეცხვას ვცდილობდი ჩემი დასახიჩრებული ხელით.
-დილამშვიდობისა ყველა-იმხელა ხმაზე იყვირა გული გამისკდა.
-ჩემი ბიჭი ,ჩემი ოქრო-სახეს უკოცნიდა ქალი ძლივს რომ წვდებოდა თავისზე მაღალს.
-რაო იჭორავეთ გოგოებმა-მადიანად გადაყლაპა ალადები და ყავაც მოსვა.
-ცოტა ბებო,ახლა წავალ მე შემოგივლით მერე კიდევ. გოდერძია ჩამოსული გინახულებთ.
-მოდი თინაჩკა მოდით.-ღიმილით დაგვემშვიდობა ქალი. მაგიდიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.განზრახ არ შევბრუნდი და საცოდავად გავაგრძელე თეფშის გარეცხვა.
-ოთახში რომ არ დამხვდი მეგონა გაიქეცი.-საოცრად ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა ყურთან და ლოყაზე სველი კოცნა დამიტოვა.გავშეშდი ,გონს მისმა სიცილმა მომიყვანა გაბრაზებულმა მთელი ძალით მოვუჭირე თეფშს ხელი და ბოლო ხმაზე ვიკივლე ტკივილისგან.
-დაანებე თავი ამის დედაც, მე გავაკეთებდი,მაინცდამაინც უნდა გეტკინოს.-გაბრაზებული ყვიროდა,იქვე პირსახოცს დასწვდა სახვევი მომხსნა და ხელი შემიმშრალა.თარო გამოაღო და ახალი სახვევით შემიხვია.თვალები ცრემლით ამევსო.შემომხედა და მაშინვე ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ვერ ვიტან შენ რომ გტკივა გესმის.ბოდიში თუ შეგაშინე.-თავი დავუქნიე მხოლოდ და ოთახი დავტოვე ჩემი ქურთუკი მოვნახე და ეზოში გავედი.სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.კოშკები,მაღალი მთები თოვლი,და საოცარი სიჩუმე ეს ხომ სვანეთია,ვერ ვიჯერებ მე აქ ვარ,ღმერთო .ხელებს ვშლი სახეთ ზეცას ვუმზერ თვალებს ვხუჭავ და სიხარულით ვტრიალებ.თოვლის ფიფქები სახეზე მეცემა და საშინლად მსიამოვნებს.ვჩერდები და ახლა სახლს ვუყურებ,ორ სართულიანი სახლია ულამაზესი .მისაღების დიდი მინებიდან დემეტრე მიყურებს იღიმის და ყავას სვავს.მეც მეღიმება და ისევ ტრიალს ვიწყებ. კარგად რომ შემცივდა მერეღა ვინებე სახლში შესვლა.კართან დემეტრე შემხვდა . გასასვლელად ემზადებოდა.
-სად მიდიხარ?-ვკითხე უდარდელად.
-შეხედეთ ბავშვი.-გაეცინა და ფეხსაცმელს დასწვდა.-სანამ ძალიან დაათოვს პროდუქტებს ამოვიტან ,საღამოს გემრიელად ვივახშმოთ.შენ შედი გათბი ვეცდები მალე მოვიდე.-ლოყაზე მაკოცა და სახლი დატოვა .
ბუხართან ვიჯექი და ფიქრებმა გამიტაცა,ჯერ კიდევ არ ვიცი ვინაა ის გოგო ,-სულელო შენ კიდევ მანქანაში ჩაუხტი და აქ გამოიხიზნეთ.გამომესარჩლა ჩემი მეორე მე და ყელში ბრაზი მომაწვა.ეს უნდა გამეგო.გაბრაზებული მაინც ფანჯრიდან გავცქერდი გზას და მას ვუცდიდი.საკმაოდ დიდი ხანი გავიდა რაც წასულია.მალე თინა ბებომ შემოიარა.
-საკმაოდ შორსაა შვილო მარკეტი,მოვა ალბათ მალე .მანამდე მე აქა ვარ არ შეგეშინდეს.ტელეფონი ტყუილად არ ცადო რთულია აქ დაიჭირო.-გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა.მეც უკან გავყევით.ცოტა საჭმელი მოვამზადეთ ერთად რა პროდუქტიც გვქონდა ,ამასობაში კი დემეც მოვიდა.
-ლამაზო ესენი...-წამით შეჩერდა როცა თინა დაინახა მაგრამ მალევე გააგრძელა-ესენი შეინახე მე კიდევ მოვიტან პარკებს მანქანიდან.
მე სიმორცხვისგან გავწითლდი თინა კი გულიანათ მაგრამ ჩუმად კისკისებდა.მალე დაგვტოვა შვილს და ქმარს გავხედავო.დემეტრე შეშას ამზადებდა.ბუხართან სუფრა გავშალე.სანთლებიც დავალაგე მაგრამ მალევე ავიღე რადგან სიბრაზემ მომიარა.იქვე ჩამოვჯექი ღვინის ჭიქით ხელში და მას ველოდებოდი.
-ვხედავ შენ უკვე ბევრი მოგდის-ნახევრად ჩაცლილი ბოთლისკენ გააპარა მზერა.
-სულაც არა-დავუღრინე და ჭიქა შევავსე.
-გეფიცები ყოველ საათში სხვადასხვა ხასიათზე ხარ-გამიღიმა და იქვე უჯრიდან ის სანთლები ამოაწყო მე რომ ჩავაწყე.
უკვე ბინდდებოდა,საოცარი იყო ბუხრიდან გამომავალი სინათლე სითბო და შეშის ხმა.ალკოჰოლი მართლა სწრაფად მომეკიდა და სითამამეც მომემატა.
-შენ ...-მაგიდას ხელი მაგრად დავარტყი.ტკივილისგან დავჭყანე მაგრამ არ ძალიან არ შევიმჩნიე.
-ოჰოო აბა რაო პატარა ქალბატონო-ღიმილით მიეყრდნო სავარძელს.
-შენ ,უგულო ადამიანი ხარ,სასტიკი,მტანჯავ და ვერ გრძნობ როგორ მტკენ.-სახე შეეცვალა და ოდნავ წინ წამოვიდა.მე კი გაჩერებას არ ვცდილობდი.-ხან გულში სიყვარულის ნაპერწკალს მიღვივებ ხან დანას მირტყამ.მტკივა გესმის მტკივა გეყოფა საკმარისია.-ფეხზე წამოვდექი რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა და კიბეებს ავუყევი.თუმცა მალევე უკან მომყვა და კედელზე ამაკრო.მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.არეული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.ძარღვები დასჭიმოდა.
-სულელი მყავხარ,ჩემი სულელი და დაუფიქრებელი გოგო ხარ-ნაზად დაატარებდა ხელს ჩემს სახეზე.მსიამოვნებდა მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა ხელი ძლიერად ვკარი მკერდზე და მოვიშორე.
-სულელი ვარ ხო ,სულელი რომ გენდე,საყვარელივით გამოგყევი აქ ,თუ ისაა საყვარელი მე ვერ გამიგია,-ვტიროდი ცრემლებს ვერ ვაჩერებდი.
-რეებს ამბობ გოგო ,სულ შეიშალე-ხმა გაუმკაცრდა.მაგრამ არც მე ვნებდებიდი.
-სიმართლეს,იმას რაც დავინახე გესმის.ბაბის ქორწილზე რომ მოხვედი...
აქ კი სიცილი აუტყდა მაგრამ მალევე დასერიოზულდა.
-ეჭვიანიც ყოფილხარ.-ისევ კედელთან მიმიქცია.
-მე ....მე...-სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი.
-ხო შენ -ისევ გამიღიმა მერე მომშორდა კედელს მიეყრდნო და გამომხედა.-სესილი ,ის გოგო,ჩემი ბიძაშვილია,მაგ დღეს ჩამოვიდა ამერიკიდან და მაგიტომ ვერ მოვედი ქორწილში დროულად პირველად ჩამოვიდა საქართველოში.ახლა გაიგე-კმაყოფილი მზერით მიყურებდა.შევრცხვი სრულიად უდანაშაულო ადამიანის დავდე ბრალი.სახეზე სიმხურვალემ იმატა და მივხვდი რომ გავწითლდი ეს მასაც არ გამოპარვია.მისკენ მიმიზიდა და წამში ისევ კედელზე ამაკრო.დაჟინებით მიყურებდა ,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.ხელი სახეზე ჩამომისვა .
-ნიტა ეს უნდა გავაკეთო.-მითხრა და მოთხოვნად დაეწაფა ჩემს ტუჩებს .მკოცნიდა მანამ სანამ ჰაერი გვეყო.-მაგიჟებ გესმის.
-დემე,ვიცი სულელივით გამომივა...-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ახლა მე დავტანე მის ტუჩებს.ვკოცნიდი მომთხოვნად.-მიყვარხარ გესმის.-ღრმად ჩავისუნთქე და თვალებ დახუჭული ვიდექი ,სახეზე ცეცხლი მეკიდა,ვიწვოდი.ხმას არ იღებდა .ნელნელა გავხილე თვალები.ისევ ისე იდგა და მე მიყურებდა.ახლა უფრო გაგიჟებული .



№1 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი აემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი იყო შემდეგ თავს ველოდები????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ რა საინტერესო მომენტზე შეწყვიტე რა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ რა საინტერესო მომენტზე შეწყვიტე რა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

მადლობა რომ წაიკითხე ♥️

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგი იყო შემდეგ თავს ველოდები????

შემდეგიც მალე იქნება ♥️

სტუმარი მია15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი აემდეგ თავს

მიხარია რომ მოგეწონათ ♥️

 


№5 სტუმარი ..

როდის დადებ?

 


№6  offline წევრი lamazi tvalebi

..
როდის დადებ?

დაიდება მალე ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent