ლექტორის იარაღი (სრულად)
ტყავის ჩანთა გადაკიდებული მიაბიჯებდა უკვე წყნარ დერეფანში, ნერვიულად დაჰყურებდა საათს და ცოტა აკლდა ხმამაღლა შეეკურთხებინა. აშკარად ცუდი იდეა იყო კვირა დღეს გალეშილი ბიჭებთან დარჩენა, როცა ორშაბათს ზედიზედ 5 ლექცია გაქვს ჩასატარებელი. თავი გადააქნია და აუდიტორიის კარებთან შედგა სულის მოსათქმელად. ორ წამიანი ამოსუნთქვის შემდეგ კი პირდაპირ ჩანთის მოხსნით შეაღო ოთახის კარი: -„მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ“. შეუძლია ვინმეს მითხრას რომელ ცნობილ გერმანელ მწერალს ეკუთვნის ეს სიტყვები?_კარების შეღებისას გამოწვეული სიჩუმით ისარგებლა დამიანემ და დაგვიანების ახსნის გვერდის ავლას ეცადა. -ნუთუ არავინ?_რამდენიმე წამიანი პაუზა დაარღვია ლექტორმა და მოესმა კიდევაც უკანა რიგებიდან ხმა. -რასაკვირველია, გოეთე_იმდენად დიდი ირონია იყო ამ ორ სიტყვაში ჩაქსოვილი გაფართოებული თვალებით დაიწყო დამიანემ სიტყვების ავტორის ძებნას. -აქ ვარ პატივცემულო_მიხვედრილი სტუდენტი ფეხზე წამოდგა, პატივცემულო ეტყობოდა განგებ დამარცვლა და ჯიქუ ჩააშტერდა სათვალიან ლექტორს. -სასიამოვნოა, იქნებ გოეთეს სხვა ფრაზებიც გვითხრათ? _საკუთარ მაგიდას მიეყრდნო დამიანე, ხელები გადააჯვარედინა და გოგოს მზერა გაუსწორა. -სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ ინტუიციით მივხვდი პირველ ლექციაზე გოეთეს რომ გამოიყენებდით, სხვას ვის_ჩაფრუტუნებად გავდა მისი სიტყვები -როგორც ჩანს გოეთემ რაღაც გაწყენინათ_უკვე აზარტში შესვლა ეტყობოდა არამხოლოდ ლექტორს, არამედ ირგვლივ მჯდომ 29 სტუდენტსაც, სუნთქვაც კი დავიწყებოდა ზოგს. -სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მაღიზიანებდა მისი გაკერპება, ნებისმიერი ლექტორი ან ადამიანი რომელსაც გერმანულთან და მის ლიტერატურასთან აქვს კავშირი, უყოყმანოდ დაასახელებს გოეთეს, როცა თუნდაც ჰესეს ტრამალის მგელთან ჩემი აზრით მისი რამდენიმე ნაწარმოების შედარებაც კი არ შეიძლება_უკვე თვალებს აწვრილებდა გოგო. -თქვენი სახელი?_გვერდულად გაეცინა დამიანეს -ლინა_აშკარად ამაყად გასწორდა ბეჭეებში. -აბა ლინა, გაგვაგებინე უფრო დეტალურად რა დაგიშავათ იოჰანმა?_სიცილს ძლივს იკავებდა დამიანე. -არა, მოდი ახლა თქვენ მიპასუხეთ, რომ არ ლოტე, ანეტი, გრეთჰენი და კიდევ მრავალი სხვა, ვინ იქნებოდა გოეთე? გულგატეხილი ვისზე დაწერდა?რომ არა მისი ბებრული ახირება 60 წლის ასაკში 19 წლის გოგო ცოლად შეერთო დაიწერებოდა“მარიენბადის ელეგია? გოეთე მისმა საყვარლებმა შექმნეს_ხმამაღლა განაცხადა და დაჯდა -ეგ ტეილორ სვიფტის წინაპარი ყოფილა და არ გვცოდნია __ხითხითმა გადაუარა ცალკე მჯდომ გოგონებს. -ამბობთ არ მიყვარსო და მისი ბიოგრაფია კარგად შეგისწავლიათ?_ღიმილს ვერ იშლიდა ლექტორი -მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდე როგორი კაცისგან უნდა გავიქცე გაცნობისთანავე_გამარჯვების ღიმილით დაასრულა ლინამ დიალოგი და გაისმა კიდევაც ოთახში ბიჭების შეძახილები. ამ ლექციამ ისე ჩაიარა ზარი არც გაუგია დამიანეს, მხოლოდ სტუდენტების წამოშლისას მიხვდა ლექცია დასრულებულიყო და თავადაც თავის კანტურით მიჰყვა მათ ნაკადს უკან. ნაბახუსევმა თავისი ქნა, მეხუთე ლექციის შემდეგ უკვე თავი სად ება ისიც არ ახსოვდა, შუბლზე ხელ მოჭრილმა დატოვა კორპუსი და ეზოში შეკრებილებს გახედა. იცნო მისი სტუდენტები, ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ ბიჭები და შუაში ლინა დაეჯინათ, არც გოგო აკლებდა სიცილს და მაშინვე გადააქნია დამიანემ თავი, აშკარად მალე უპოვია გოგოს საპირისპირო სქესის მოსახიბლი გზა. სახლში მისულს შესასვლელშივე ეცა წვნიანის სუნი და ლამის ხელები უკოცნა დას ხარჩოს გაკეთებისთვის. -ღამით რომ არ მოხვედი მივხვდი სახლში როგორიც დაბრუნდებოდი_სიცილით დაუდგა ნონამ ბიჭს ცხელი წვნიანით სავსე თეფში. -ღმერთოო, როგორ მიყვარხარ_ჯერ სუნი ჩაისუნთქა კარგად და შემდეგ შეუდგა თეფშის მოპრიალებას. -დღემ როგორ ჩაიარა? ისე იყავი დასვენებას მიჩვეული_ოთახში დედის ხმა გაისმა. -რა დასვენება ლიანა, პირველივე ლექციაზე აქეთ ჩამიტარა სტუდენტმა ლექცია რას ქვია გოეთეს აღერთებო_სიცილით გაახსენდა ლინას ირონიული ხმა. -საწყალი, რას უპირებ?_წამით მართლა შეეცოდა ნონას მომავალი ტანჯული. -გოეთეს დაუვიწყარ მწერლად ვუქცევ_წარბები აათამაშა ბიჭმა და ბოლო ლუკმაც გადაყლაპა. მეტჯერ აღარ დაგვიანებია, პირიქით ნახევარი საათით ადრე მიდიოდა ხოლმე დამიანე უნივერსიტეტში, ლინასთვის შურისძიებაზე უარს ვერაფერი ათქმევინებდა, საუკეთესო მომენტს ეძებდა. ერთ დილით ასე ნაადრევად მისულმა კარგად დაინახა როგორ გადმოხტა თორნიკე დაბურულ მინებიანი მანქანიდან ლინას ძახილს ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ მესამე კორპუსისკენ გავარდა. არც მანქანას უცდია დიდხანს, წამსვე გაისმა ბორბლების ხმა და ადგილს მოწყდა ჯიპი. გაკვირვებულმა გადახედა ბიჭმა ლინას, წყვილი ახლო მეგობრები გახდნენ ამ ერთ თვეში, ყველა მალე ელოდა მეგობრობის უფრო დიდი გრძნობაში გადასვლას და უცებ ეს. ლამის ორივემ მხრები აიჩეჩეს ერთმანეთის გაკვირვებული სახის დანახვისას და ერთად აუყვნენ კიბეებს. -დაასრულე „ლოტე ვაიმარში“?_დამცინავი კილო ვერაფრით დამალა დამიანემ. -დიახ_დაღრენას გავდა გოგოს პასუხი, რაც თითქოს წამლად მოედო ლექტორის გულს. -შენთვის კიდევ მაქვს სიურპრიზი_თვალი ჩაუკრა აუდიტორიასთან მისულმა გოგოს და ამოოხვრით შეუშვა პირველი ოთახში. მთელი თვე იყო სისხლს უშრობდა. -მოკლედ ბავშვებო, ამ თვეში მასალა შევცვალე, მონაცვლეობით წავიკითხავთ ჰესესა და გოეთეს ნაწარმოებებს და ყოველ მეორეს დაწყებამდე დასკვნის სახით წარმომიდგენთ მაკავშირებელ-განმასხვავებელ ფაქტორებს_გამარჯვებული ღიმილი ესროლა მოკუნტულ სტუდენტს, რომელიც თანაკურსელების ღრენის გამო ლამის მერხის ქვეშ ჩცურდა ისე დაპატარავდა. ავად ენიშნა დამიანეს თორნიკეს გათიშული ჯდომა და უნებურად გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ბიჭისთვის. -დღეს რას ვაფუჭებთ?_დაჩის მხიარული ხმა გაისმა ნონას გაღებულ კარებში და წამში შეუვარდა დამიანეს ოთახში. -თუ ძმა ხარ, ხვალ 6 ლექცია მაქ_ამოხვნეშით წამოდგა ბიჭი -მითუმეტეს, ნონა წამო შენც, ბერდიასაც მოყავს ნინი_სახეში შესცინა შემოსწრებულ გოგოს. -ბერდიასაც მოყავს და შენც წამო რას ნიშნავს_შეკრული წარბებით გადახედა აწურულ წყვილს, თუმცა ნონა მალევე გაქრა კარებში. -ნუ ბოდიალობ, ჰე ადე ჩაიცვი_ხელი კარადისკენ კრა ბიჭმა და თავის ქექვით გავიდა. -რა ჯანდაბა ხდება ამ ბოლო დროს_მოქუფრული ათვალიერებდა თაროზე დაწყობილ მაისურებს და როგორც იქნა სასურველსაც მიაგნო. -რამდენი ხალხიაა_თვალები აუციმციმდათ ბარში შესულებს -ვაა, ლინა?_აშკარა ცვლილება განიცადა დამიანეს სახემ, -ეს ხომ ლინაა? -საღამო მშვიდობის პატივცემულო_ღიმილით დაუკრა თავი გოგომაც -უნივერსიტეტს გარეთ უბრალოდ დამიანე_სახეში შესცინა გოგოს. -ვისთან ერთად ხარ?ჩვენებთან_თავის მოძრაობით მიახედა მაგიდისკენ და ლამის ნახევრი ჯგუფი დაინახა ლექტორმა. -ბიჭები აღარსად მიდიან უშენოდ არა?_სიცილით მიუახლოვდა მაგიდას და ახალგაზრდებს ხელი აუწია -პატივცემულო, მაას, ბატონო დამიანე_ერთბაშად ატყდა ოვაციები მაგიდასთან და წამში წამოიშალა ჯგუფი, -ჩვენთან დაჯექით_მაშინვე გაათავისუფლეს ადგილი. -სამწუხაროდ ვერა, მეც მეგობრებთან ერთად ვარ_რატომღაც ავტომატურად გაეყოლა თვალი თორნიკეს გადახვეულ ხელზე, ლინაც როგორ გაიტრუნა.-აბა კარგად გაერთეთ_თავის დაკვრით წამოვიდა საკუთარი მაგიდისკენ. საღამო მხიარულად გრძელდებოდა, ლინა ჩანდა მალევე წავიდა, თვალი ვეღარ მოკრა დამიანემ, დანარჩენები კი ისევ აგრელძელებდნენ გართობას. რამდენიმე წუთის შემდეგ თორნიკე დაინახა ბიჭმა როგორ ხელის ქნევით საუბრობდა ტელეფონზე და გასასვლელისკენ ცდილობდა გზის გაკვლევას. თავისი პირობა გაახსენდა დამიანეს, უკვე კარგად მოკიდებული ღვინოც დაემატა და როცა გაიაზრა რას აკეთებდა ბიჭს უკვე უკან მიყვებოდა. -ხომ გითხარი დრო მჭირდებათქო_ამოოხვრას უფრო გავდა ხმა ვიდრე სიმკაცრე შერეულს. მეტის გაგონება დამიანემ ვეღარ მოახერხა ბიჭი საკმაოდ მოშორდა სამალავს სადაც იმყოფებოდა. ხელის ქნევაში ეტყობოდა როგორ გაცხარებით გააგრძელა ლაპარაკი. რადგან ხმა აღარ ესმოდა უკან შებრუნება გადაწყვიტა, თუმცა მობრუნებულმა მოპირდაპირე მხარეს ისეთი რაღაც შეამჩნია წამში შედგა ადგილზე. -რა ჯანდაბაა_ პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა თვალები არ მეშლებოდესო. მასსავით კედელს ამოფარებულიყო ლინა და სპეციალური მოწყობილობით ხელში ყველა იმ სიტყვას იწერდა რასაც თორნიკე ამბობდა. ჩაფიქრებული მიაბიჯებდა მეორე დილით დამიანე აუდიტორიისკენ და გუშინდელ სცენას თავიდან ვერ იგდებდა. ვის ეკამათებოდა თორნიკე, ან ლინას რატომ დასჭირდა ამ ყველაფრის ჩაწერა? იქნებ? არა, იდეაც კი არ მოსდის, თორნიკე შარში გაეხვა და ლინას დახმარება უნდა? მაშინ რატომ ჩაიწერდა? იქნებ დაშანტაჟება უნდა? ლინას თორნიკესიი? ამ პატარა ლინას? არაა_დაუფიქრებლად გადააქნია თავი და მიხვდა ცოტა ხანში შეიძლებოდა გასკდომოდა ტვინი ამდენი არეული ფიქრისგან. ვერც ბიჭებს უთხრა ვერაფერი,არ იცოდა სად მიიყვანდა ეს პრობლემა და სხვისი ჩარევა არ უნდოდა. ისევ ფიქრებში გახვეული მიადგა კარებს და პირდაპირ შეხსნა დაუფიქრებლად. ყველა თავის ადგილას იდგა და ჭორაობდა, ლექტორის დანახვაზე კი მაშინვე გასწორდნენ და მისკენ მობრუნდნენ. თორნიკე ჯერ კიდევ არ ჩანდა. -მოგესალმებით, იმედია შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ_გაუღიმა სტუდენტებს და ჩანთა ჩვეული მოძრაობით დადო მაგიდაზე. -პატივცემულო, შეიძლება საკურსოსთვის აგირჩიოთ და დამეხმაროთ? თემად გოეთეს რომელიმე ნაწარმოები მინდა ავირჩიო_გაწელილად წარმოთქვა წინ მჯდომმა წითელ ტუჩებიანმა და ჯიქურ მიაჩერდა კევის ღეჭვით ლექტორს. რომ შეძლებოდა თვალების გადატრიალება დამიანეს, დიდ სიამოვნებას მიიღებდა ამ წუთას. -კი, კი ყველა დარწმუნებული ვართ სულ გოეთე და მისი ფაუსტი გელანდება ღამით_თითქოს ჩუმად ჩაიცინა ლინამ უკანა რიგში და გამოიწვია კიდევაც კლასის ახარხარება. -უტაქტოვ_ტუჩები აუბზუა ქერამ და ისევ ჯიქურ გამოხედა ბიჭს. -რადგან საკურსოს შევეხეთ, შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რამდენიმე დღის წინ ლექტორებმა თქვენი ჯგუფი გავიყავით, ყველამ ავიყვანეთ რამდენიმე თქვენგანი და ახლავე გაგაცნობთ სიას, აბა ვინ იქნება პირველი ვინ გამოიცნობს_ათამაშებული თვალებით ჩაიხედა ფურცელში დამიანემ. -რა თქმა უნდა მე_ამოიოხრა ლინამ. -დააა, თქვენ მოიგეთ თემა „ლირიკული და ტრაგიკული მოტივები გოეთეს ფაუსტში“_წამყვანის ხმით გამოაცხადა ბიჭმა და სტუდენტების ოვაციებზე გულიანად გაეცინა. -ასევე ჩემთან დაწერს თორნიკე, გვანცა, მირიანი და პაატა. -გასაგებია_აქეთ იქიდან გაისმა ხმები და ამოკითხულმა სტუდენტებმა მაშინვე დააქნიეს თავები. ყველას გაეხარდა, იცოდნენ დამიანე ზოგიერთ ლექტორს არ გავდა და ბოლომდე დაეხმარებოდათ თემის დაწერაში. იმ დღეს ბევრი ისაუბრეს მე-18 საუკუნის ლიტერატურაზე, ბევრი მწერლის ნაწარმოები შეადარეს, ლექციის დასრულებამდე კი დამიანემ სათითაოდ ჩამოურიგა სტუდენტებს სემინარისთვის მოსამზადებელი მასალა. -ლინა, დარჩი_დაცლილ აუდიტორიაში დაიტოვა გოგო და თითქოს არაფერი ისე იქექებოდა ჩანთაში და ბოლო სტუდენტის გასვლას უცდიდა. -გისმენთ_სულერთიას გამომეტყველებით ამოხედა გოგომ. -ვიფიქრე თორნიკეს მასალასაც გაგატნევდი, მაინც ხომ ნახავ_განგებ უხსენა ბიჭი რეაქციას რომ დაკვირვებოდა და ქსეროასლები ხელში შეათამაშა. -საიდან მოიტანეთ?_როგორც ბოლო 2 თვეა ისევ ისე ჯიქურ ახედა ლექტორს. წარმოდგენაც არ შეეძლო დამიანეს რას უშვებოდა მის ორგანიზმს ეს შემოხედვა. -შენ ხომ მისი მეგობარი ხარ, ან იქნებ მეტიც_გამომცდელ თვალებს არ აშორებდა, თუმცა ლინა გამოცდილი მატყუარასავეთ წამით არ დაბნეულა. -ჩემს გარდა ათასი ყავს, შეგიძლიათ ნებისმიერს მიმართოთ_თვალი ჩაუკრა კაცს და გასვლა დააპირა მაჯაზე მარწუხივით რომ მოედო კაცის ხელი. არ ელოდა ისე წამიერად მიაბრუნეს უკან და თითქმის 5 სანტიმეტრში აღმოჩნდა დამიანეს სახისგან. -ლინა რამდენი წლის ხარ?_უჩვეულოდ დამთბარი ხმით კითხა გოგოს და ზემოდან ჯიქურ დააჩერდა პასუხის მოლოდინში. -27ის, კიარადა 22ის_დიდი ნერწყვი ძლივს გადასცდა სასულეს. -არ გავხარ ჩემს 22 წლის სტუდენტებს_კიდევ უფრო დაკვირვებით აათვალიერა ქალი და გახევებული, მილურსმულივით დატოვა ადგილზე. უნივერსიტეტის ეზო უნდა დაეტოვებინა დამიანეს უკვე, შემთხვვეით რომ მოკრა თვალი სტადიონზე მარტო მჯდომ თორნიკეს. წამით დაფიქრდა, მაგრამ მაინც მისკენ გადადგა ავტომატურად ნაბიჯები. -ლექცია გამიცდინე_ხმამაღალი შეძახილით გამოაფხიზლა ბიჭი, რომელიც ლექტორის ხმაზე მაშინვე ფეხზე წამოხტა. -მაპატიეთ, ვერ მოვახერხე. -არაუშავს, ხომ კარგად ხარ? _იქვე ჩამოჯდა დამიანე და თორნიკეც დაქაჩა დაჯექის ნიშნად. -კი კი, როგორ არა_აშარად ჩანდა თორნიკეს ღიმილში ნაძალადევი გამოხედვა. -არ ვიცი თორნიკე რა პრობლემა გაქვს, მაგრამ იმედია იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია მენდო_ბეჭზე დაადო კაცმა ხელი და გულში რაღაც ჩაუწყდა თორნიკეს საწყალ გამოხედვაზე. -ვიცი, პატივცემულო, უბრალოდ....._კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ბიჭს, მაგრამ წამიერად გაჩუმდა და უკანა გასასვლელისკენ გაუშტერდა მზერა. -მაპატიეთ უნდა წავიდე_საჩქაროთ სტაცა საკუთარ ჩანთას ხელი და საპირისპირო მხარეს გაემართა. მიშტერების ობიექტი კი სწორედ ის დაბურულ მინებიანი მანქანა იყო დამიანემ რომ შეამჩნია. -რა ჯანდაბა ხდება აქ_გამწარებულმა მოიქექა კეფა და წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა თავისი ფაკულტეტის სამდივნოსკენ. -გამარჯობათ ქვეყნის მშვენება ქალბატონებო_მომაჯადოებელი ღიმილით შეიჭრა ოთახში და იქ მომუშავეებს ლამის სათითაოდ დაუჟუჟუნა თვალები. -გამარჯობა_ღიმილით მიიღო პასუხი და ლამის გაიგონა მათი ფიქრები „ რა ლამაზია ეს ოხერიო“ გულში რომ ამბობდნენ. -ნინია, შეიძლება სანამ შესვენებაზე ხარ შენი კომპიუტერით ვისარგებლო? შუალედურებამდე ზუსტი სიები მჭირდება_მაცდურად გაუღიმა გოგოს გვერდულად და საპასუხოდ წამებში მიიღო თავი დაქნევა. ვითომ არხეინად მიუჯდა კომპიუტერს და წამშიაკრიბა თორნიკეს სახელი და გვარი, სანამ შესვენება დასრულდებოდა ამობეჭდვაც მოასწრო და უკვე წასასვლელად ნახევრად წამომდგარი ყოყმანით დაჯდა ისევ უკან, წამებში აკრიბა ლინას სახელი და გვარი და გაოცებულმა ახედა ეკრანს. „მონაცემები არ მოიძებნა“ შავად ციმციმებდა ფრაზა შუაგულში და დამიანეს ფიქრები წამიერად გააქრო, მეორედაც სცადა, მეორედაც იგივე. ამ დროს შესვენებიდანაც დაბრუნდნენ გოგონები და მაშინვე წამოხტა დამიანეც, ყველანაირი ისტორია წაშალა რაც მის კვალზე მიუთითებდა და ნინიას რევერანსით დაუთმო გზა, ხითხითით დაიკავა საკუთარი ადგილი გოგომ და სანამ დაფიქრდებოდა ლექტორმა მანამდე იკითხა: -ნინია, როცა პროგრამა სახელს და გვარს არ გვიძებნის, როგორ ვასწორებთ სისტემურ ხარვეზს? -ხარვეზი არაფერ შუაშია, თუ მონაცემი არ იძებნება, ესეიგი ის ადამიანი ჩვენი სტუდენტი არ არის_არხეინად აიჩეჩა მხრები ნინიამ და ინტერნეტში შესაყვანი ინფორმაცია დაიხვავა წინ. ვერც კი წარმოიდგენდა რას გრძნობდა დამიანე იმ წუთს. იმაზე დაბნეული მივიდა სახლში ვიდრე სხვა დროს, ისიც ვერ გაიგო შესვლისას ნონამ რა უთხრა. ოთახში შეკეტილი ფანჯარასთან ჩამოჯდა და ფიქრების დალაგებას ეცადა. პირველ რიგში, ლინა მათი სტუდენტი არაა, ეს უკვე დაადგინა, არცერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, როგორც რამდენჯერმე დამიანემ ყური მოკრა, ამბობდა თბილისიდან გადმოვედიო, მაგრამ რომელი უნივერსიტეტიდან ან რატომ არავინ იცოდა. პირველ ლექციასვე ისე მოიქცა ყველას ყურადღება რომ დაემსახურებინა და სახელი გაეთქვა, მისი ჩამოსვლა და თორნიკეს არეულობის დაწყებაც ერთი იყო თითქოს, მაგრამ ერთი თვე ისვენებდნენ, იმ ერთ თვეში შეიძლებოდა ბიჭს რამე შემთხვეოდა. ახლა ბარის საღამო და საუბრის ჩაწერა გაიხსენა. იმ მოწყობილობას ვიღაც ხომ მიაწოდებდა არა ლინას? იქნებ მაფიის წევრია და თორნიკეს ჩათრევა უნდათ, ბიჭი ლამის მთელ უნივერსიტეტს იცნობს, და იქნებ პირიქით შემოგზავნილი ჯაშუშია? ლინა? ის პატარა გალეული? არაა_ისევ თავის გაქნევით უარყო ფიქრები და უცებ მანქანა მოაგონდა, ის შავ მინებიანი ჯიპი ვისაც ეკუთვნოდა ის იქნებოდა მთავარი ფიგურა_თითი დააქნია დამიანემ და ჰაერში მოხაზულ მტერს დაემუქრა ცოტაც დამაცადეო. ფიქრების ტირადა დის შემოსვლამ დაურღვია: -არ ივახშმებ?_შეცბუნებული შეჰყურებდა აფორიაქებულ ძმას. -კი, კი, მოვდივარ_იქეთ გაასწრო დას და კიდევ ერთხელ დატოვა გაოცებული. დილით უნივერსიტეტისკენ წასულ დამიანეს ფიქრები ნაწილობრივ დალაგებულად მიაჩნდა. უნდა გაერკვია რა ხდებოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა, მისი სტუდენტები იყვნენ გასაჭირში. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ისევ დაინახა ის ცნობილი მანქანა ასე რომ აშინებდა. ამჯერად უკვე მხიარული თორნიკე გადმოვიდა, ტუჩების ბოლომდე გახევით დაემშვიდობა მანქანაში მსხდომებს და ტორტმანით წავიდა უნივერსიტეტისკენ. დამიანემ ტელეფონი ამოიღო, თითქოს შიგნით იყო ჩამძვრალი, სინამდვილეში კი მანქანის ნომერი ჩაიწერა და წარბშეკრულმა დაიქადნა აუცილებლად გიპოვითო. რომ იპოვიდა მერე რას იზამდა იმაზე აღარ უფიქრია. მოღუშული შევიდა აუდიტორიაში და მობეზრებულმა მოავლო თვალი ოთახს. აშკარად ეტყობოდა დაბნეულობა. -რა მოხდა პატივცემულო, დღეს გოეთეს არ ვასხამთ ხოტბას?_ დამცინავი ხმა გაისმა უკანა რიგებიდან. უკვე მისახვედრი იყო ვინც იქნებოდა კომენტარი ავტორი, გაგრძელება რომ არ მოყოლოდა ისეთი წყრომით ახედა დამიანემ პირში შერჩა სათქმელი ლინას. ისეთი თვალებით უყურებდა კაცი წამიერად დაიბნა და ვერც ის მოიფიქრა რა უნდა ეთქვა და ვერც ის რა გაეკეთებინა. -დღეს ქუიზის დღეა, გაუფრთხილებლად_ მაშინვე დაამატა რამდენიმე სტუდენტის წამოძახილზე. ახლა არ შეეძლო, ახლა ვერც ლინას შეხედავდა ვერც თორნიკეს, სანამ არ გაარკვევდა ჯგუფში რა ხდებოდა. ზურგი აქცია მისკენ მოშტერებულ გოგოს და ფანჯრის რაფას დაეყრდნო. მაინც გაარკვევდა ყველაფერს. რადაც არ უნდა დაჯდომოდა! როგორც დაგეგმილი ქონდა ლექციების დასრულებისთანავე მანქანაში ჩაჯდა და ლოდინი დაიწყო. დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა თორნიკე იმ 5 ბიჭთან ერთად მთელი უნივერსიტეტი რომ იცნობდა და თვალში არავის მოუდიოდა. მათ უკან ცოტა მოშორებით ლინაც გამოჩნდა. ყურსასმენები გაეკეთებინა და თითქოს საერთოდ არ აქცევდა ირგვლივ არაფერს ყურადღებას, მაგრამ მიშტერებულმა დამიანემ მაინც დაიჭირა წამი, როდესაც გოგო ტელეფონის ნაცვლად ბიჭებს ზვერავდა . -დაგიჭირე, მგონი ესეც იმათ უთვალთვალებს_ტაში შემოკრა დამიანემ და ლამის ყველა მისკენ მიახედა. -ტფუი რა იდიოტი ვარ_წამში ჩაიყუჟა სავარძელში და ლოდინი გააგრძელა. თორნიკე ერთ მხარეს წავიდა, ლინა მეორეზე. -ახლა რა ჯანდაბა ვქნა, რომელს გავყვე?_ისევ დაბნეულობამ მოიცვა დამიანე, თუმცა ბოლოს თორნიკე არჩია და მას გაეკიდა. -რას აკეთებს ნეტა ეს ბიჭი_წამითაც არ აშორებდა თვალს თორნიკეს. მან კი 4 ბინა მოიარა, 5 წუთზე დიდხანს არსად ჩერდებოდა, ზურგჩანთას არ იხსნიდა და მარტივად გადაადგილდებოდა მოტოციკლეტით. -აი თურმე რატომ უთვალთვალებენ პოლიციელები ორ ორი, საპირფარეშოში მინდა_4 საათის გასვლის შემდეგ დაიწუწუნა დამიანემ და კიდევ ერთხელ მისცა სიგნალი წინ მიმავალ მანქანას. მოიცათ, ეს ხომ ის მანქანაა მეორე ბინასთან კინაღამ რომ დაეჯახა ისე მომენტალურად მოინდომა ბინასთან გაჩერება? მესამე ბინასთანაც იყო, როცა თორნიკე შიგნით შევიდა, მოსაწევად იყო გადმოსული. -ეს რა ამ ბიჭს უთვალთვალებს? აქ რეები ხდება რა დროს შარდის ბუშტია_სათვალე მოიხსნა დამიანემ და ახლა უკვე ორივეს მიადევნა თვალი. სწორი აღმოჩნდა, მეორე მანქანაც ანალოგიურად თორნიკეზე იყო ადევნებული. დღე მარტივად დასრულდა, თორნიკე სახლთან მივიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა, მისამართი ნამდვილად იცოდა დამიანემ, რამდენიმე დღის წინ ამოიწერა ბიჭის საქაღალდედან. -შენც გეშველა ჩემო ბუშტო და მეც_ოხვრით ამოიქშინა ლექტორმა და სახლის გზაზე გადაუხვია. შეამჩნია მეორე მდევარმა იქვე გააჩერა ბინასთან და როგორც ჩანდა ღამით სათვალთვალოდ მოემზადა. მკვდარივით დაეძინა ღამით დამიანეს. მეორე დღისთვის ძალები უნდა აღედგინა. ამ დროს კი ლინა სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა სამალავისკენ. -ხომ არავინ გამოგყოლია?_კარებშივე შეხვდა უფროსი. -დამცინით?_ცხვირი აიბზუა და თავად გაიკვლია ოთახებში. -შენც არ მყავდე ახლა ჯეიმს ბონდი, იმ შენს თორნიკეს კიდევ უთვალთვალებს ვიღაც. -ვინ? იმათ ხოარ მიუმაგრეს ვინმე ნდობის გამო?_მაშინვე გაუდიდდა თვალები ლინას. -არამგონია, გამოუცდელია, თითქმის ყველა ბინასთან გაიშიფრა თავი, შენით ნახე_მხრები აიჩეჩა კაცმა კაცმა და სურათები კონვერტიდან მაგიდაზე მოაბნია. -ეს რაღა ჯანდაბას აკეთებს?_ახლა მართლა აუვიდა თვალები ლინას შუბლზე. -იცნოობ? ვინ არის ჩავინიშნოთ_ფურცლისკენ გაიწია ღიპიანმა -ჩვენი ლექტორია_შუბლზე ასული თვალები ვერაფრით ჩამოჰყავდა ისევ დაბლა ლინას. -ვინ არიი?_დასაზუსტებლად მობრუნდა კაცი და ლინას თანხმობით თავის დაქნევაზე ლამის ჩაბჟირდა. -ლექტორიო, ღმერთოო ეს სათვალიანი იდიოტი?_სიცილს ვერ წყვეტდა კაცი. -სათვალიანი იდიოტი უძახე შენ და მშვენივრად კი მიმხვდარა რაღაც რომ ხდება. -ნეტა იარაღიც ხომ არ აქვს_ნიკაპთან მიიდო ხელები ლინამ. -კიი, საწერ კალმების კოლექცია დააქვს ჩანთით_სიცილის მორიგმა ტალღამ დაარტყა კაცს და გამოიწვია კიდევაც გოგოსგან თვალების ბრიალი. -რა გეგმა გაქვს_სიცილის დასრულების ნიშნად ხელები ასწია კაცმა -2 დღეში დაბადების დღეა და ყველა ვიქნებით, სავარაუდოდ მაშინ შეიძლება გაირკვეს რამე. -ჩამწერები? -როგორც კი გავიგებ რომელ სახლში იხდის ის ქერა დაბადების დღეს, ოთახების რაოდენობაც მეცოდინება და ჩამწერებისიც. კარგი, წავედი და კავშირში კი ვიქნებით_თავი დაუკრა კაცს და ისიც ლეპტოპზე გაშლილ კამერებს ჩაუჯდა ისევ. ჩაფიქრებულმა გაუყვა ლინამ გზას, კი მაგრამ რა მოტივი ჰქონდა დამიანეს? იქნებ ისიც ვინმეს დავალებას ასრულებს? არამგონია, დოსიე ხომ ნახა, 5 წელია ამ უნივერსიტეტში ასწავლის, როგორც კი გერმანიიდან დაბრუნდა. არანაირი კავში რი არ ჩანს ვინმესთან, აბა რა ჯანდაბა ამოძრავებს ერთობა? არაა, თვალთვალი სახალისო არაა, იქნებ უბრალოდ სტუდენტზე შესტკივა გული? უჰ გული შესტკივა არა ის, რაღაც სარგებელი თვითონაც ექნება, თორემ ტყუილა არავინ არაფერს აკეთებს. ღრენით წავიდა სახლისკენ. როგორ ვერ იტანდა გაუგებარ სიტუაციებს. მეორე დღეს უფრო აკვირდებოდა ლექტორს, ჩვეულებრივ ატარებდა ლექციას ანთებული თვალებით, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ თორნიკეს აკვირდებოდა ორმაგად,ესეიგი რაღაც ხდება_საკუთარ გონებას თავი დაუქნია ლინამ და უცებ უკან გადაახვია ნათქვამი, ანთებული თვალები როდისღა შევამჩნიე_ლამის თავში შემოიტყა გოგომ ხელი. -რაღაც დღეს უკანა რიგებში სიწყნარეა, ლინა ხომ კარგად ხარ, მოენატრე გოეთეს_ შეძახილით გამოაფხიზლა გოგო და იქვე განაგრძო ლექცია. 5 წუთი იქნებოდა გამოსვლამდე დარჩენილი ქერა რომ წამოიმართა. ახლა დაიწყება, ხალისობისთვის მოემზადა ლინა და დამიანეს უარის რამდენიმე ვარიანტი გაიფიქრა გონებაში. -პატივცემულო, ხვალ დაბადების დღე მაქვს და ერთ-ერთ ვილაში ავღნიშნავთ, ჩვენთვის ვქირაობთ, თითქმის მთელი ჯგუფი იქ იქნება და იქნებ მოსვლა თქვენც მოახერხოთ?_კულულის ხელზე დახვევით იბზნიკებოდა ქერა. -აბა ვნახოთ რომელ მიზეზს გავარყი თვალებ დაჭყეტილი მოემზადა ლინა, თუმცა.... -სიამოვნებით ლილიკო, მისამართი მომწერე და მოვალ_ზრდილობიანად დაუქნია თავი სტუდენტს და თითქმის მაშინვე დატოვა ოთახი. ვერც კი წარმოიდგენდა როგორი პირდაღებული დატოვა უკანა რიგში მჯდომი გოგო. მალევე გავიდა წვეულებამდე დარჩენილი ორი დღე. ყველაზე მეტად ლექციაზე შესვლა უჭირდა დამიანეს, ასეთი მსახიობიც თუ იყო ვერ იფიქრებდა. როგორ უნდა მჯდარიყო ასე მშვიდად, როცა იცოდა მისი მინიმუმ 2 სტუდენტი დიდ შარში იყვნენ გარეულები. წვეულებასაც მიტო დათანხმდა, რამე რომ მომხდარიყო იქვე იქნებოდა, გასაშველებლად, დასახმარებლად, ამბის გასაგებად, ისიც არ იცოდა ზუსტად რისთვის უნდა ყოფილიყო. ანერვიულებული მოემზადა, ჯინსზე ლურჯი „საროჩკა“ მოიცვა და სათვალეები მოიხსნა. აშკარად უფრო მომხიბვლელად უჩანდა დიდი მწვანე თვალები მინების გარეშე. კიდევ რამდენიმე წუთი შეიცადა და მანქანის გასაღებს სტაცა ხელი. -დედა, თუ უნდა დალიო ტაქსით წასულიყავი?_სამზარეულოდან გამოყო თავი ლიანამ, სამსახურამდე საჭმლის გაკეთება უნდოდა მოესწრო. -არა დედა, დღეს არ ვსვამ, არასდროს დამჭირვებია ასე ფხიზლად ყოფნა_უკანასკნელი სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და აჩქარებული დაეშვა კიბეებზე. ტიპიური საუნივერსიტეტო წვეულება დახვდა ადგილზე მისულ დამიანეს, ზოგი უკვე ნასვამი მუსიკის ხმაზე იგროხებოდა, ზოგი აუზში გამაგრებულიყო, არადა ჯერ აპრილი იყო, ზოგიც სასმელის მოლოდინში ხუმრობდა. მაშინვე სახლში შევიდა დამიანე, ჯერ იუბილარი მოინახულა, დიდი მოკრძალებით გადასცა იუბილარს ვერცხლის ყელსაბამი, ქერასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე ჩამოეკიდა კისერზე. ძლივს მოშორებული მაშინვე თორნიკეს მოსაძებნად წავიდა და მალევე მიაგნო სახლის შესასვლელთა სასმლით ხელში, ლინაც იქვე ტრიალებდა. -არაა, ხომ ვიცოდი, ამათ დღეს თვალი არ უნდა მოვაშორო_მაშინვე დაემოწმა დამიანე თავის გეგმას და იქვე დადგა თორნიკესთვის თვალი რომ ედევნებინა. რამდენიმე წუთში ლინამ პირდაპირ გვერდით ჩაუარა და ლამის მზერით თხოვა დამიანეს გამომყევიო. -არაა ქალბატონო, დღეს ამ ყმაწვილის დღეა_გულში დაიქადნა ბიჭმა და დაინახა კიდევაც უნივერსიტეტის ცნობილი ხუთეული. თორნიკეს თავი გაუქნიეს და ზევით წავიდნენ. თორნიკემ ღიმილით დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი, ორი წუთი მოიცადა და ისიც მეორე სართული კიბეებს აუყვა. მაშინვე დადო დამიანემაც საკუთარი ჭიქა და უკან მიყვა ბიჭს_შორიდან დაინახა რომელ ოთახშიც შევიდნენ და კარის მოხურვა დააცადა. ნელნელა მიიპარა კატის ნაბიჯებით და ყური მიადო. -ჯანდაბა რამხელა ხმაზე აქვთ მუსიკა_თავისთვის ჩაიბურტყუნა და ამჯერად ყური კლიტეს მიადო. -როგორც იქნა გუნდში ხარ. -შენი ნახვა უნდა. -ეს ბევრს ნიშნავს იცოდე. -როდის ვხვდები? _მხოლოდ თორნიკეს ხმა იცნო დამიანემ. -ხვალ, მანქანა მოგაკითხავს, რიონისკენ წაგიყვანს სადმე ტყეში, ცოტა ფრთხილია რა. -გასაგებია, ანუ უფრო საღამოს გვიან, დაველოდები_ბედს შეგუებულივით ამოიხვნეშა ბიჭმა და წამიერად დაისადგურა სიჩუმემ. არ წამასწრონო ლამის გული გაუსკდა დამიანეს და წამით მოასწრო მოპირდაპირე ოთახში შესვლა. - ეე, რას აკეთებ ბიჭოო_სექ*ში გართულ წყვილს შეუწრო და ლამის ყვირილით აიფარა ლექტორმა თვალებზე ხელი. -რა ჯანდაბაა, დაბადების დღეა თუ საროსკიპო, მეტი ადგილი ვერ იპოვეეთ_ლამის ყვირილითვე გამოვარდა უკან და პირდაპირ ლინას დაეჯახა. -რას აკეთებთ პატივცემულო_ხმამაღლა წამოიძახა გოგომ. -მაპატიე ლინა, ვერ მოვზომე ისე გამოვვარდი, აქ თურმე ისეთები ხდება_უსათვალო თვალი მოისრისა დამიანემ და ზემოდან დააჩერდა გოგოს, ამჯერად არც ისე ცივიმოეჩვენა გოგოს თვალები. -რა იყო ბატონო ლექტორო, დაბერდით და სექ*სი თქვენთვის უკვე ხიხიაა?_აშკარად ეტყობოდა სიცილს რომ ძლივს იკავებდა. ერთი დღე იქნებოდა სიამოვნებით დაგიმტკიცებდი როგორადაც დავბერდი_წამიერად გაიფიქრა დამიანემ და თავისივე აზრებზე შეკრა წარბები. -ბოდიში ლინა, უნდა წავიდე, კარგად გაერთე_აჩქარებულმა ჩამოუქროლა გოგოს და მანქანამდე ლამის სირბილით მივიდა. რა აზრები მაწუხებს, ღმერთო ჩემო_ მონდომებით გადააქნია თავი და ღრმა სუნთქვით დაიკავა საჭესთან ადგილი, ხვალ მნიშვნელოვანი დღე ელოდა... აღფრთოვანებამდე ცოტა უკლდა დამიანეს, აქამდე მხოლოდ უნივერსიტეტი, ლექციები, მეგობრები და ოჯახი იყო, ახლა კი ასეთ ამოუხსნელ ამოცანაში ჩაება, რომლის რაღაც პატარა ნაწილის პასუხს დღეს იპოვიდა. უკვე აღარ იყო ის ჩვეულებრივი ლექტორი მხოლოდ ლიტერატურას რომ უკითხავდა სტუდენტებს. თავი იმ სერიალის გმირი ეგონა ცხოვრება წამში რომ ეცვლება და რაღაც განსხვავებულისკენ მიდის. -აბა, იმედია პახმელიაზე არ ხართ და გუშინდელმა წვეულებამ მშვიდობიანად ჩაიარა_სიცილით დაახეთქა ჩანთა მაგიდაზე და ზოგიერთი სტუდენტისგანაც გაიგონა ამოზმუვლება. -ნამდვილად კარგად ჩაიარა პატივცემულო_ნაჩუქარ კულონს აწვალებდა ქერა და ისევ გუშინდელივით გამომწვევად უყურებდა ლექტორს. -ამ, ძალიან კარგი, დღეს თქვენდა სამწუხაროდ სემინარი გვაქვს, ვინ არის მზად?_თვალი მაშინვე აარიდა დამიანემ და ჯგუფს გადახედა, მაგიდასთან ადგილი დაიკავა და მასალის ჩასაბარებლად მოემზადა. ერთი სული ქონდა როდის მორჩებოდა ლექციებს და შეღამდებოდა, შუადღეს სახლში წავიდა, კარგად დაისვენა, დრო რომ მალე გასულიყო ცოტა ხნით დაიძინა კიდევაც, წყალი გადაივლო, ბოტასები და მოხერხებული შარვალი ჩაიცვა, სარკისკენ აღარც გაუხედავს ისე აიღო მოსაცმელიც ხელში და მანქანისკენ გაიქცა. თორნიკეს სახლთან დალოდება სისულელე იქნებოდა. იქნებ ის სხვებიც ჩასაფრებულები არიან? რა თქმა უნდა იქნებია, ისევ თავის ქნევით დაუმოწმა საკუთარ თავს და მანქანა საღორიის ტყისკენ გააქროლა. მაგრამ როგორ გინდა ამხელა მონაკვეთზე შეუმჩნევლად დაელოდო? რესტორანი! რა თქმა უნდა, დადგება რესტორნის საპარკინგე ზოლში და როგორც კი თორნიკეს მანქანა გამოჩნდება გაყვება. -ხანდახან შემიძლია რა_პატარა ბავშვივით გახარებულმა დაჰკრა ხელი საჭეს და გაზს მოუმატა. მალევე მივიდა რესტორანთან, იქვე დააყენა მანქანა და სარკეში დაიწყო თორნიკეს ლოდინი. ერთი საათი ისე გავიდა საერთოდ არ ჩანდა ბიჭი, ლამის თვალები დაუელამდა დამიანეს ამდენი მანქანის ნათვალიერები. -ამდენი ხალხი სად დადიხართ ნეტა გამაგებინა_თვალები მოისრისა დაღლილმა და გამოჩნდა კიდევაც სასურველი მერსედესი. -ძლივს_ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ბიჭის კვალს დაადგა. კარგა მანძილზე გაუყვა თორნიკემ და ლამის რიონში უნდა შესულიყო უკვე გზა რომ შეჩერდა. სადღაც 500 მეტრის მოშორებით შეაჩერა თორნიკემ, მოსაცმელი მოიცვა, ქუდი ჩამოიფხატა და თითქოს უჩუმრად შეერია ტყეს. წარმოდგენაც არ ჰქონდა სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ლინაც თუ იყო მეწყვილესთან ერთად ჩასაფრებული. ტყეს შერეული ქუჩის გასწვრივ მიუყვებოდა გზას და სულ ტყუილად ცდილობდა გამხმარი ტოტებისთვის არ დაემიზნებინა, მაინც ხმამაღალი ტკაცუნით უწევდა სიარული და კიც იკურთხებოდა ამინდის მიმართ. -ვიღაც გვიახლოვდება_ხმის გამაძლიერებელში აშკარად გაიგონა რეზომ ნაბიჯების ხმა და ლინას გადახედა. ქალმაც მაშინვე მოიმარჯვა ღამის ხედვით კამერა და მიდამოს თვალიერებას შედუგა. -ამ იდიოტს ტვინი სულ არ აქვს?_ლამის თვალები ამოუცვივდა ნელი ნაბიჯებით მომავალი კაცის დანახვაზე. -ისე, იდიოტების იდეა მაგაშია ტვინი რომ არ აქვთ_ფხუკუნით ჩაიცინა მეწყვილემ. -ხოდა, ეგ იდიოტი იქნება ოპერაციას რომ ჩაგვიშლის, ახლოს მაინც არ მივიდეს_ლამის შუბლზე იტკიცა ლინამ ხელი, ამ ყველაფერს 3 თვე ელოდა, დამიანეს კი უნდა წამში გაუნადგუროს. -ძალიან ხმაურობს_ამჯერად სერიოზული სახით გააქნია თავი კაცმა და თორნიკეს შემხვედრიც გამოჩნდა. რეზომ ხელით ანიშნა ლინას იწყებაო და ჩამწერი მოამზადა. დამიანემაც გაიგო მოწინააღმდეგეს ხმა და ხეზე ამოფარებული უხმოდ ჩასრიალდა. -როგორც იქნა ერთმანეთიც გავიცანით_ბოხი ხმით შესძახეს და დამიანეს აშკარად დააწყებინა სლოკინმა, ნერვიულობისას იცოდა. -დიახ, თქვენ ხომ მიხმეთ_ბედს შეგუებულივით ჟღერდა თორნიკეს ხმა. -არც შენ ყოფილხარ დიდი წინააღმდეგი. -დიახ, რადგან უკვე საქმეში შემოვედი და გასაღებას მაწყებინებთ კარგია ერთმანეთი გავიცნოთ_თავი დაუკრა თორნიკემ. -ლინა გარემოს ათვალიერებენ ლინა_ხელი ჩამოუქაჩა რეზომ გოგოს. -ჯანდაბა, დამიანე_ხეს მაგრად მიარტყა ხელი -კარგი, მე აპარატს დავმალავ და ვქრები, მანქანასთან დაგხვდები. -არა, ამ იდიოტს ვერ მივატოვებ_დიდი ამოხვნეშით დამიანე სადაც ეგულებოდა იქეთ მხარეს წავიდა და ხეებს უკან იწყო ამოფარება. -ლინა ჩავვარდებით, ლინა_ამაოდ ეძახდა წასულ გოგოს -ამის დედაც..... -ხომ ჩამიშალე ლამის იდიოტო ყველაფერი. კიდევ კარგი ვინაობას მაინც გავიგებ_თავის ქნევით მიუახლოვდა კაცს კიდევ ერთი ხით, თუმცა 200 მეტრში შუქმა გაიელვა და დაიყვირეს კიდევაც: -ხელები დამანახეთ. -კარგი ძმაო, რა იყო, მოშარდვაც დანაშაულია ტყეში? რეინჯერები ხართ კაცოო?_თითქოს შეიცხადა დამიანემ, მაგრამ აშკარად ისმოდა ხმაში აკანკალება. -უფროსო, აქ უცხოა_ხელის კვრით გაიგდეს ლექტორი წინ და შეკრებილებთან წაიყვანეს. -ეს ვინღაა_მაშინვე წამოიშალნენ ბიჭები, თუმცა გზა უფროსად წოდებულს დაუთმეს. -სტუმარიც გვყოლია_ხელები ფართედ გაშალა -მაგრამ დახვედრა არ გქონიათ დიდად კარგი, სტუმარ მასპინძელი მაინც წაგეკითხათ. -აქაც კი ლიტერატურაზე ფიქრობს_უიმედოდ გადააქნია თავი ლინამ. -თორნიკე შენ მოგყვა? იცნობ? -არაა, მე საიდან_გათეთრებულმა ამოხედა დამიანეს. -საინტერესოა რამდენად ბევრი გაიგონეთ, თუმცა ეგ უკვე სულერთია_თვალები დააწვრილა კაცმა. -ნუუ გულახდილად რომ გითხრათ იმდენი ნამდვილად ვერ გავიგონე რამდენის სურვილიც მქონდა_დამარცხებულივით ამოიოხრა ბიჭმა. -თორნიკე თავისუფალი ხარ ჯერჯერობით, მალე ისევ დაგიკავშირდები_ღიმილით დაუქნია თავი ბიჭს და მთელი ტანით მიუბრუნდა დამიანეს. შეშინებულმა გადმოხედა თორნიკემ ლექტორს, მანაც შეუმჩნევლად ჩაუკრა ცალი თვალი და წასვლა ანიშნა ბიჭს, გაისმა კიდევაც მალევე მისი საბურავების ხმა. -ბატონო თენგიზ, ვალერიმ დარეკა, ორ დღეში შეპირებული ადგილზე იქნებაო_უკნიდან მიახლოებულმა ბიჭმა არც ისე ჩუმად უთხრა ყურში. -ბარემ სახლში წავიყვანოთ და ყველა დიალოგს დავასწროთ_ხელები დამიანისკენ გამოიშვირა თენგიზად წოდებულმა. -სავარაუდოდ ესეც არ უნდა გამეგონა ხო?_თვალები მოჭუტა ბიჭმა. -სადმე აქვე დამარხეთ ვინმემ და მალე დაბრუნდით_ლაპარაკო გადაიფიქრა უფროსმა, თუ მხოლოდ ორი დღე ჰქონდა, მოსაგვარებელი საქმეები საკმაოდ ბევრი იყო. -ბიჭებო, მოდი იქნებ შევთანხმდეთ რა_ბოლო მცდელობააო იფიქრა დამიანემ. -რაც დათესე იმას იმკი_მხრები აიჩეჩა იარაღიანმა და გადატენის ხმაც გაისმა. თვალები დახუჭა დამიანემ, ბოლო წამს მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო რა შარში გავყავი თავიო და გასროლის ხმაც გაისმა. ინერციით ზურგით უკან გადაქანდა და წაიქცა, მაგრამ რამდენიმე წამში მიხვდა რომ არაფერი ტკიოდა, სროლა კი რატომღაც ისევ გრძელდებოდა. -მიხვდი და უკან გამოხოხდი იდიოტო ჩემსკენ_ამ ორომტრიალში წამში მიწვდა ნაცნობი ხმა და გაკვირვებისგან დაჭყიტა კიდევაც თვალები. -ასეც ვიცოდი გარეული რომ იყავი, ასეც ვიცოდი_მიწაზე ფორთხვით წავიდა გოგოსკენ და მის გვერდით ხვნეშით მიაწვა ხეს. -ოპერაცია ჩმაიშალე იდიოტო, სამი თვე ვგეგმავდიიი_ღმუილს ცოტა უკლდა ლინას. -როგორ ელაპარაკები ლექტორს_წარბ აწევით გადახედა გოგოს და ტყვიამ მოსაცმელი გაუხია. -ჩემი ლექტორი არ ხარ_გვერდულად ჩაიცინა ლინამ და უკანა ჯიბეში ჩაიყო ხელი. შემდეგი კადრები დამიანეს რომ კითხოთ სცენებად ახსოვს ფილმიდან. ხელის მარტივი მოძრაობით გადაიწია უკან, ხელის აქნევისას იარაღიდან ცარიელი მჭიდი ჩამოაგდო და უკანა ჯიბიდან წამში ამოაძვრინა სავსე, ტკაცუნით მოარგო და ხეს მოფარებულმა წააქცია მოახლოებული მოწინააღმდეგე. ფეხსაცმლიდან მეორე იარაღი ამოიღო და დამიანეს გამოუწოდა: -გაგეგება რამე? გაიღვიძეე, რას მომშტერებიხარ_ძლივს შეაჯანჯღარა გაშტერებული კაცი. -ლინა აქ ვარ_რეზოს ხმაც გაისმა და უფრო დამშვიდდა გოგო. -ეს ვინღაა?_უკვე აშკარა ეჭვიანობა ჩანდა ხმაში. -მეწყვილე, გამომართვი_პირდაპირ ხელებში ჩაუჩურთა პატარა იარაღი და თავისი გადატენა, -მაგრად დაიჭირე ..... -ეს რა კნოპკაა? -....... და მჭიდი არ ჩამოგდო, ჯანდაბაა, თქმაც არ მაცალე არ დააჭიროთქო,_ გამწარებულმა გადააქნია თავი და ზუსტად გახედა მანქანისკენ გავარდნილ ბიჭებს, თავი აარიდეს სროლას და მალევე გაეცალნენ იქაურობას. -მხოლოდ ერთი პიროვნების სახე გვაქვს_თავი უკმაყოფილოდ გადააქნია რეზომ. -და კიდევ ის რომ 2 დღეში ახალ პარტიას იღებენ_თითის აწევით ჩააკვეხა სიტყვა დამიანემ. უფრო გაღიზიანებულმა ლინამ კისერში სტაცა ბიჭს ხელი და უკუსვლით ააკრა ხეზე:-რა ჯანდაბა გინდოდა აქ, მე ამისთვის სამი თვე ვიმუშავე თორნიკეს ნდობისთვის. -ყველა ქალი შენნაირი რატომ არაა, ღმერთო ჩემო_გაშტერებული თვალებით დააჩერდა გოგოს და ლამის გაგიჟდა ისე მოუნდა ეკოცნა. -იდიოტი_მაშინვე ხელი უშვა ლინამ. -წავიდეთ რა_გვერდულად გახედა რეზოს და ორივე ხეებში მიიმალნენ. -მოიცა ეე, მე ასე მტოვებთ, არაფერი უნდა ამიხსნაათ? _უკვე გამქრალი კვალის მხრივ დაიძახა დამიანემ და სიცილით შემოიჭდო თავზე ხელები. კარგად არ ახსოვს ამის შემდეგ, როგორ მივიდა სახლში, როგორ გამოიცვალა და უკვე ლოგინში მყოფი როგორ აიძულა თავს დაძინება. ჯერ კიდევ გაბრაზებული მიაბიჯებდა უნივერსიტეტში ლინა და პირველი ლექციის აუდიტორიასკენ მიდიოდა, როგორც ყოველთვის დამიანეთი იწყებდა დღეს, მემგონი ამ ბიჭს უხარია სტუდენტებს სისხლს რომ უშრობს, მათ ჯგუფთან ყველა ლექცია დილის 9ზე ჰქონდა დანიშნული. დღეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა, მაგრამ თავად უნდა მოსულიყო, თუნდაც თორნიკეს გამო, საქმეში ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო დასაზუსტებელი. თავისი ჩვეული ადგილი დაიკავა უკანა რიგში, ოთახიც ნელნელა ივსებოდა, წამი წამზე ელოდა ლინა ვინმე რომ შემოვიდოდა და დამიანეს არ ყოფნას განაცხადებდა, თუმცა შეცდა: -მოგესალმებით, იმედი მაქვს სემინარისთვის წინა ჯერზე უკეთ მოემზადეთ._ჩანთა ჩვეული მოძრაობით დადო სკამზე და ჯგუფს გამოხედა. თითქოს იგრძნო ლინას გაფართოებული თვალები და ჯიქურ ჩააშტერდა თავადაც გოგოს. ოდნავ გაუღიმა და ისევ სტუდენტებს მიუბრუნდა გამოსაკითხათ. მთელი ლექცია ლამის ეკლებზე იჯდა ლინა, თვალებს აქეთ იქეთ ატრიალებდა, ფანჯრიდან აკვირდებოდა ყველას და ცდილობდა რამე განსხვავებული ეპოვა. ჯერჯერობით მშვიდობა იყო. დაძაბულმა 50 წუთმა ჩაიარა და ზარის ხმაც გაისმა. დაელოდა ბოლო სტუდენტმაც რომ დატოვა ოთახი და ლამის ჩუმი კივილით მიახტა გაოცებულ კაცს: -შენ რა სულ გაგიჟდი? ნორმალური ხარ? -გუშინ საღამომდე აშკარად ვიყავი_თვალი ჩაუკრა გაცეცხლებულს. -ღმერთო მოთმინებაა_ამოხვნეშა გოგომ და ეცადა სხვანაირად აეხსნა. -ფილმებიდან მაინც თუ გაიხსენებ აბა, ვინ ხარ გუშინდელის შემდეგ? -კარგი რა ლინა, არც მასეთი მომხდარა რამე. -დამიანე, იმ კაცმა თბილისსა და ქუთაისს შორის იმხელა სტუდენტური ქსელი გააბა, მთელი ჯგუფი გამოგვიშვეს საქმის გამოსაძიებლად, თვალის დაუხამხამებლად გასცა შენი სიკვდილის ბრძანება და შენი აზრით შენ გამოქცევას ასე მარტივად გადაიტანს? -გასაგებია ლინა, მაგრამ შუა სემესტრია, მე ჩემი ცხოვრება და პროფესია მაქვს, ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ გავქრები, თუმცა ხო, მე ზედმეტი მოწმე ვარ და ნებისმიერი მომიცილებდა_ამოხვნეშით დაეთანხმდა მივხვდიო და ფიქრი დაიწყო. -ხოდა თუ ეს არასასურველი მოწმე დამალვის ნაცვლად ჩვეულებრივი იდიოტივით სამსახურში ცხადდება? -იქვე ელოდებიან და მალევე გაასაღებენ_ამჯერად ხმაც დაეძაბა დამიანეს. -კიდევ კარგი, გამოფხიზლდი_ხელები ცისკენ აღაპყრო ლინამ.-ახლა აქედან უნდა გაგიყვანო. -და ამდენი გამოცდილება გაქვს კიი? იქნებ იმ შენი მეწყვილეთვის დაგერეკა?_გიჟდებოდა ლინას გაბრაზებაზე. -ნდობისთვის მადლობთ,_აშკარად იკითხებოდა ლინას მზერაში მოკვლის სურვილი. -ჩემი მესამე საქმეა, უარესიდანაც გამოვმძვრალვარ_ყელი მოიღერა ლინამ და დერეფნის დასაზვერად გავიდა, მორიგი ლექცია უკვე შესულიყო და დერეფანი ცარიელი იყო. -და მეტი გამოცდილი ვერავინ ნახეს?_ ქალის ნერვებზე დაკვრას განაგრძობდა დამიანე. -გერმანულის მცოდნე ახალგაზრდა, რომლის სტუდენტად გასაღება შეიძლება და ქუთაისი კარგად იცის მხოლოდ მე ვიყავი. რეზო კიდე 40 წლისაა იმ დროს მეც მექნება ოც წლიანი სტაჟი. აი ამ საქმეს გავხსნი და წინაც წავალ, აგერ ნახე. -ისე ლაპარაკობ თითქოს სტუდენტები სულ არ გაინტერესებს და საქმის გახსნა კარიერის გამო გინდა_ეჭვით სავსე იყო დამიანეს სიტყვები. -დიახაც, იმიტომ, რომ არჩევანი ყველას აქვს, ნებისმიერ ჩართულ სტუდენტს შეეძლო უარი ეთქვა და სხვა გზა აერჩია, მაგრამ მათ ფული, ნარკოტიკი და სიბინძურე აირჩიეს_მხრები აიჩეჩა ლინამ და ხმაურზე შედგა. -ჩემთვის არჩევანი არავის მოუცია_თორნიკეს მოწყენილი ხმა გაისმა დერეფანში და გამოჩნდა კიდევაც კიბეებიდან ამომავალი. -უკვე აქ არიან, დამიანეს მოაკითხეს. -ახლა ამანაც გაიგო ვინც ვარ, ძალიან მაგარია_ცერა თითები მოწონების ნიშნად აწია ლინამ და ერთი სული ქონდა ეღრიალა. -მოიცა, შენ რა ეხმარები მათ? იქ ხომ შენ გადასარჩენად იყო?_თითქოს მხოლოდ ახლა დაუკვირდა ბიჭის სიტყვებს. -ხოდა მეც მაგიტომ ვარ აქ, ამჯერად მე რომ გადავარჩინო_წყვლს მოუახლოვდა და დამიანეს თავი დაუკრა. -რას აპირებ?_ალმაცერად ახედა ლინამ, ვიღაც გეგმაში აპირებდე შეცილებას. -გავალ და ვეტყვი, რომ უკვე გავიდა კურსელებთან ერთად. სანამ მე იმათ გავართობ გადადით და მეოთხე კორპუსისკენ წადით, გარეთ რომ გახვალთ სტადიონის უკან შეძვერით და ჭიშკარს ზემოდან გადაევლეთ. უკანა ქუჩაზე იქნებით და იქვე ზედა შესახვვეით საფიჩხიაზე ახვალთ. -მადლობა ჭკვიანო, მაგრამ სტადიონთან რომ გადავძვრეთ იქ განყოფილების კამერებია, შენი აზრით არ დაგვაფიქსირებენ? -ხო მაგრამ, სანამ ამ ჩანაწერებს მოიპოვებენ გაასწრებთ. -მაგრამ ჩემი ვინაობა გაირკვევა_წარბები აწია ლინამ. -მაშინ თქვენ მოიფიქრეთ და დაგეხმარბით, სულ არ ვიცოდი შენი ვინაობა, არც ახლა ვიცი, ანუ ჯაშუში ხარ? სწავლა რამ მოგაფიქრა_გაეცინა თორნიკეს., -სწორია, ჯაშუშო, საერთოდ ლინა გქვია?_თვალებ მოწკურულმა დახედა გოგოს. -ხო, აი ახლა ამ წუთას სწორედ მაგსი გარჩევის დროა_მონდომებით დააქნია გოგომ თავი. -თუ შენ უფრო მაგარი ხარ მიდი აბა, რა მოიფიქრე ერთი საათია მთხარი_ამჯერად არც თორნიკემ დათმო. -მოვიფიქრებ თუ ამომასუნთქებთ, ჩემი სამსახურია არ დაგავწყდეთ. -მარტო წავალ_დამიანეს შეძახილმა მამლებივით აფოფრილი თორნიკე და ლინა წამში დააზავა. -ნუ სულელობ_გადაფიქრება სცადა ლინამ. -ასე ჯობია, შენ უჩინარი დარჩები, თორნიკე იმათ გაართობს და მეც საფიჩხიისკენ წავალ, ასე არავისთვის ვიქნები ზედმეტი ტვირთი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გაიღიმა. -კარგ მე წავედი, ტელეფონთან ყურადღებით._თავი დააქნია თორნკემ და კიბეებზე დაეშვა. -შეძლებ?_დაძაბულმა ამოხედა ლინამ ბიჭს -უნდა შევძლო_თავი დაუქნია პასუხად და ჩაჭიდებული ხელით წაიყვანა კორპუსის გასასვლელისკენ. -ნამდვილ სახელს მეტყვი? -მარიტა_გვერდიდან გაუღიმა დამიანეს.უკვე კართან მისულიყვნენ. -ჯერ არ მინახავს სახელი ასე ზუსტად ეხამებოდეს ადამიანის სილამაზეს_ლოყაზე ჩამოუსვა ხელი გოგოს და მოსულ შეტყობინებას დახედა. -დროებით მარიტა, მაპატიე თუ საქმეში ხელი შეგიშალე_ნაღვლიანად გაუღიმა გოგოს და გასვლისას შემობრუნდა. იქნებ ბოლო შანსი ჰქონდა ამ ტუჩებს დაპატრონებოდა და სურვილს ვეღარც გაექცა. ნაზად შეეხო ქალის ვარდისფერ ბალიშებს და ლამის დააკვდა ზედ, როგორი გემრიელი იყო. წამში მოეხვია გოგოს ხელიც და კოცნა გააღრმავა. როგორ არ უნდოდა, მოეკლათ ოღონდ ნეტა არ იყოს ვალდებული ამ ტუჩებს მოწყდეს. მაინც უნდა გაეკეთებინა. -იმედია მალე შევხვდებით_ზედ სახესთან გაუღიმა აწითლებულ მარიტას და გარეთ გასული მარტივად გაძვრა ვიწრო დერეფანში... (1) უკვე სამშვიდობოს იყო გასული დამიანე, საფიჩხიიდან ქალაქისკენ მიმავალ ერთ-ერთ შესახვევთან რომ შეისვენა. ირგვლივ კამერები არსად იყო და 2 წუთით შესვენება გადაწყვიტა. სათვალე მოიძრო, მოსაცმელიც ჩანთაშ ჩამალა და ტყავის ხელჩანთა ზურგზე მოგდო. ბოლოჯერ დახედა ტელეფონს, ნომრებში შესულმა დაჩის ნომერი კარგად დაიმახსოვრა და გადატეხილი კარტა იქვე გადააგდო. -გამარჯობათ_თავი დაუკრა მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს, -თუ არ შეგაწუხებთ, შეიძლება სახლში დამარეკინოთ, ისე დამიჯდა ვერც გავიგე_გათიშული ტელეფონი ხელში შეათამაშა მეტი დამაჯერებლობისთვის. -კი შვილო, რა პრობლემაა_მაშინვე გაუღიმა ქალმაც და მოძველებული მოდელის ტელეფონი გამოუწოდა. სწრაფად აკრიბა დამახსოვრებული ნომერი და პასუხს დაელოდა. -გისმენთ -დაჩი, დამიანე ვარ, უნდა დამეხმარო, შენს მეტს ვერავის ვენდობი. -ხო მშვიდობაა ბიჭო_ხმა შეეცვალა ბიჭსაც. -ნონა სახლიდან უნდა გამოიყვანო. ოღონდ ისე, რომ ვერ იცნონ, გამომყოლ მანქანებთანაც ფრთხილად იყავი, არ უნდა გაიგონ სად მიგყავს, იგვე მერე დედაჩემთანაც. ნონას არაუშავს მაინც სახლში იყო და დედაჩემს უთხარი სამსახური როგორღაც მოაგვაროს, მეც ერთ თვიანი უხელფასო გავიფორმე. -დამანე შენ? სად ხარ? როგორ ხარ? არაფერ გჭირდება?_მაშინვე მიხვდა დაჩი რაღაც რომ ხდებოდა. -ჩემ თავს ნუ კითხულობ, გთხოვ ოჯახი გადამირჩინე_აშკარა ვედრება ჩანდა ბიჭის ხმაში. -წამითაც არ იღელვო, შენს საქმეებს მიხედე, საკუთარი ოჯახივით დავიცავ!_იმდენად მკაცრი ხმით თქვა დაჩიმ გულზე მოეშვა დამიანეს და უპასუხოთ გათიშა. ქალს გულითადი მადლობა გადაუხადა და სირბილით დაეშვა დაღმართზე. ახლა ის უნდა მოეფიქრებინა, თავად რა ექნა. ქუსლებზე მდგომი მიემართებოდა სამმართველოს დერეფანში მარიტა. როგორ ვერ იტანდა ამ მომენტს, ახლა მთელი პატაკი ისეთი კაცისთვის უნდა ჩაებარებინა, რომელიც საქმის აზრზეც არ იყო, თავი დაექნია ყველაფერზე და გარეთ გამოსულს მაინც სიტუაციდან გამომდნარე მიეღო გადაწყვეტილება. -მობრძანდით. -ბატონო ლადო, გუშინ დამირეკეთ.... -დიახ დიახ, ვიცი, აბა მაჩვენეთ_საქაღალდისკენ გაიშვირა ხელი და სათვალე დაკოფსებულმა დაიწყო ფურცლების კითხვა. - ესეიგი, სახელი ვიცით, გიზო ბაბუნაშვილი, თვალთვალი ხომ მიმდინარეობს?_სათვალის ზემოდან გადმოხედა გოგოს და გაუკვირდა ჯერ კიდევ კარებთან მდგომი რომ დაინახა. -დაჯექ, მარიტა_თბილად გაუღიმა და სკამისკენ მიუთითა. -დიახ, თვალთვალი 24 საათიანი აქვს, მაგრამ უკვე ერთი კვირა გავიდა და არაფერია, სახლიდანაც არ გამოდის, მასთან მისულები ყველა სისტემაში შევიყვანეთ, მასთანაც გვყავს ერთი ჩვენიანი შეგზავნილი. -თქვენ ადგილას იმ თორნიკეს ბოლომდე ვერ ვენდობოდი_თავი გადააქნია კაცმა და გაკვირვებულ გოგოს გამოხედა, -დიახ, საქმე ძირფესვიანად წავიკითხე, არ ვიცი თქვენ წინა ინსპექტორები რას აკეთებდნენ და ახლა ასე გაოცებული რატო მიყურებთ, მაგრამ მე ჩემი გუნდის ყველა საქმე ზეპირად ვიცი, თქვენ კი ახლა ჩემს გუნდში ხართ და მინდა გითხრათ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ თქვენი მუშაობით. -მადლობა, ეს ჩემთის ბევრს ნიშნავს ბატონო ლადო, მხოლოდ ერთ-ერთ მოწმეზე მინდოდა მეკითხა....... -ალბათ თქვენს ყოფილ ლექტორს გულისხმობთ, რომელიც ერთი კვირაა უკვალოდ გაქრა. -სინამდვილეში უკვალოდ არა, ვიპოვეთ სადაცაა, საკმაოდ კარგადაც დამალულა_გაეღიმა მარიტას. - მისი დის ყოფილი ქმრის სოფელშია, თერჯოლაში. -გასაგებია, საქმეში არანაირად არაა გარეული ჩვენი მხრიდან, ამ დონემდე მხოლოდ მისმა ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა, თაგვმა თხარა თხარა გამოუვიდა_მხრები აიჩეჩა კაცმა. -მაგრამ.... -რადგან თქვენ ხართ ასეთი ჭკვიანი და დის ყოფილ ქმართან მიაგენით, იმას არ ნიშნავს, რომ გიზოს ჯგუფშიც არის მსგავსი გონების ან თქვენსავეთ მოწადინებული ვნმე მისი მოძებნით_გვერდულად გაეღიმა კაცს -თუ ასე გაწუხებთ მისი ამბავი, შეგიძლიათ მოინახულოთ, თვალი ადევნოთ, ჩვენი ვალია ნებისმიერი მოქალაქე დავიცვათ_თვალი შინაურულად ჩაუკრა გოგოს და საქაღალდე დახურა. შეხვედრა დასრულებული იყო. დაბნეული გამოვიდა მარიტა შენობიდან და საქაღალდე ხელში შეათამაშა, იქნებ თვითონ არ წასულყო? იქნებ სხვა გაეგზავნა, მკვდარი მაინც ხომ უნდა ენახა ვინმეს? -რეზო, როგორაა საქმე? -ახალი არაფერი, კურდღელი ყოფილა რა, თორნიკეზეა ახლა ბევრი რამ, ერთი ჩვენიანი უნდა შეიყვანოს. -როდის? -ხვალ, მანამდე კიდევ ერთხელ გადავხედავ ყველაფერს, შენ ხვალამდე არ მჭირდები_სიტყვაც არ ჩააკვეხებინა ისე გაუთიშა და პირღია დატოვა გოგო. -რადგან ასეა გუგლ მაფს მივანდოთ შენი პოვნა ყმაწვილო_ამოსუნთქვით ჩაწერა მონაცემები და რუკამაც არ დააღალატა, მალევე ამოაგდო სასურველი ადგილი. დაახლოებით 40 წუთი იარა, შემდეგ საკმაოდ ცუდ გზაზე გადაუხვია და სახლების თვალიერება დაიწყო, მალევე ამოუგდო რუკამ, ერთ წუთში ადგილზე ხარო და მანქანა იქვე გააჩერა. დანარჩენს ფეხით გაუყვებოდა, პირდაპირ კართან მიყენება არ ივარგებდა. ჩუმად ჩაიპარა ეზოში, ფეხაკრებით გაიარა გავერანებული ეზო და ძლივს შედგა ფეხი მეორე სართულის კიბეზე, რომელიმე ოთახში იქნებოდა ალბათ ბიჭი. პირველივე ოთახის კარი შეაღო, ის იყო პირი გააღო რომ დაეძახა და ისეთი სიძლიერით მოხვდა კეფაზე სბნელის მეტი აღარაფერი უგრძვნია. -მარიტაა, გაახილე რა თვალები, მარიტა, მაინდამაინც ჩემი ხელიდან უნდა მოკვდე ეს ჯაშუში ქალიი, მარიტაა. -სამაგიეროდ პირველი ვიქნები._ძლივს ამოილუღლუღა და სახეზე აიფარა ხელები. -ისედაც ხარ უკვე პირველი ოღონდ ადექი რა_აშკარა მუდარა ჩანდა ხმაში. -რა ჩამარტყი ასეთი_წამოჯდომა სცადა მარიტამ. -ცომის საბრტყელებელი_რადგან მარიტა კარგად იყო იუმორიც მოეძალა. -ოჯახში ტრიალიც დაიწყე? -იარაღის ხელში დაკავებაც არ ვიცი და თავი რაღაცით ხომ უნდა მოგაწონო_წარბები აუთამაშა დამიანემ და წამოყენება სცადა. -შანსიც არ გაქვს_მის ნებას დაჰყვა და წამომდგარი იმდენად ახლოს აღმოჩნდა ბიჭის სახესთან, რომ სულ ოდნავ შეეკრა სუნთქვა. -მიხარია, რომ აქ ხარ მარიტა_ყურთან ჩაჩურჩულა და მონატრებული კოცნაც იქვე დაუტოვა, იგრძნო როგორ გაუაზრებლად გააჟრიალა ქალს და კმაყოფილს გაეღიმა. რამდენიმე საათის შემდეგ აივანზე დაეკავებინათ ორივეს ადგილი და სიჩუმეს არცერთი არღვევდა. ბოლო დამიანემ ვერ მოითმინა, სახლიდან პლედი გამოტანა, პირდაპირ ზურგს უკან დაუჯდა მარიტას, გულთან მიიხუტა და პლედი ისე მოიხურა გოგოც რომ გაეთბო. -აი ასე იდეალურია_ლამის თვალები მიეხუჭა დამიანეს -ჩვენ იმას ვცდილობთ რაც წამოუდგენელია_თავი გადააქნია მარიტამ და წამოდგომა სცადა ბიჭის ხელებმა რომ დააკავეს. -რატომ? -დამიანე, მაქსიმუმ ერთ კვირაში საქმე გაიხსნება, უკვე იმდენ კაცია გიზოსთან შეგზავნილი ნებისმიერი ერთი ხელშეკრულებაც და ავიყვანთ. ამის შემდეგ შენ ისევ ის ლიტერატურის ლექტორი გახდები, რომელიც გოეთეზე გიჟდება, მე კი თბილისში დავბრუნდები და მორიგ საქმეზე დავიწყებ ზრუნვას. არაფერი უპასუხებია ბიჭს, ისედაც არავინ იცოდა ხვალ ვის რა ელოდა, არ აპირებდა ერთი კვირის შემდეგ სავარაუდო მომავლის გამო ამ წამის სიამოვნებაზე ეთქვა უარი. უფრო მაგრად მიიკრა გოგო და თმაზე აკოცა, იქვე ჩამოადო ლოყა და წარსული გაიხსენა: -პატარა რომ ვიყავი, მეზობელ ბინაში ერთი გოგო მომწონდა, ჩემზე ორი წლით დიდი იყო, ხვეული გრძელი თმა ქონდა. ვერაფრით ვაიძულე ყურადღება მოექცია, ხან რა გავაკეთე ხან რა. ერთხელ ველოსიპედით ჩემი ჭკუით მაგარი ტრიუკი გავაკეთე, შედეგად ამოვყირავდი და ეს ჩემი ველო ზემოდან დამეცა. ისე ვიბღავლე ტკივილისგან ყველამ მე გამომხედა, თინიაც მომვარდა და მაშინვე დახმარება დამიწყო, თურმე ექიმობა უნდოდა და პაციენტად დამიგულა, ხმას როგორ ამოვიღებდი. იმ საღამოს მერე ლამის ათასჯერ ვიქცეოდი და სულ ზუსთად მისი ბინის წინ, ყველა ყველაფერს ხვდებოდა მის გარდა_ღიმილით გადააქნა თავი დამანემ და მარიტაც აიყოლა სიცილში. მარიტამაც გაიხსენა როგორ თამაშობდა მის პირველ სიყვარულთან ერთად ომობანას, დამიანემ როგორ დაჩხაპნა სკოლის დირექტორი მანქანა და ა.შ მანამ საუბრობდნენ სანამ ორივეს ერთმანეთის სითბოში არ ჩაეძინათ. დილის 6 იქნებოდა მარიტა უჩუმრად რომ წამოდგა, ჩამოცურებული ადიელა გაუსწორა დამიანეს და ღიმილით დაადგა ქუთაისის გზას. -ხელშეკრულებები მაქვს_სირბილით შემოვარდა რეზო მათ სათათბირო ოთახში. -რამდენი? -სამი_ამაყად გასწორდა რეზო -აბა, ლადოს მე დავურეკავ და დაკავების ბრძანებას ვთხოვ_მაშინვე ტელეფონს მივარდა მარტა. ბიჭებს, რომლებიც სათვალთვალოდ იყვნენ სახლთან, მაშინვე დაუკავშირდნენ, მაგრამ არც ერთმა უპასუხა. ნახევარ საათში უკვე გარეთ იყვნენ და მანქანაში სხდებოდნენ. ადგილზე მისულები ვერც წარმოდგენდნენ წინ რა ელოდათ. ადგილზე მისულებს სახლის მოპირდაპირე მხარეს უამრავი ხალხი ირეოდა, ზოგი რას იძახდა, ზოგი რას, როგორც ჩანს სასწრაფოში დაერეკათ ყველა იძახდა როდის მოვლენო. ცუდად ენიშნათ მისულებს და სახლის ნაცვლად პირველი იქეთ გაემართნენ. სანახაობაზე მთელი ჯგუფ წამოყვირებით შედგა. მათი ბიჭების მანქანას ცეცხლი ეკიდა, ცოცხლად გადარჩენის შანსიც კი არ არსებობდა. სახეზე აფარებულ მარიტას ხელებში გამოჟონა ცრემლებმა, ამ ბიჭებთან ერთად მთელი 7 წელი გაატარა, ჩემ უნივერსიტეტში შემდეგ სტაჟირებაზე, ერთი ოჯახივით იყვნენ და ახლა უცებ ეს. -რეზო, სწრაფად, გიზო, ბიჭებო_მაშინვე ჩასწვდა მომხდარს აზრს მარიტა და სპეცრაზმის ჯგუფთან ერთად სახლისკენ გაიქცა. სულ ტყუილად, სასაფლაოზეც კი არ იქნებოდა ის სიწყნარე და სიჩუმე რაც სახლში დახვდათ. -დამპალი ნაბ*ვარი_გამწარებულმა ჰაერში მოიქნია მარიტამ იარაღი და განყოფილებისკენ მიბრუნდნენ. -სად შეიძლება იყოს?_ფანქრით აწეული თმით დადიოდა მარიტა ოთახში და საქმეს თავიდან ეცნობოდა, მთელი ღამე ისე გაატარა ფეხზე მდგომმა დაღლა არც კი შეუმჩნევია, დიდ დაფაზე სავარაუდო ადგილებს ხაზავდა, დანაყოფებს აგზავნიდა და ისევ ჯიუტად აგრძელებდა. -სატყუარა გვჭირდება_დილით დაბრუნებულ რეზოს ისეთი მარიტა დახვდა და კარებში მდგომს ისე მიაფრინდა აწითლებული თვალებით, გული გაუხეთქა. -საერთოდ გეძინა? -შეგვიძლია თორნიკე გამოვყენოთ, ისევ ენდობა, ისიც კი გააგებინა თურმე ცოტა ხნით უნდა გავქრეო, თორნიკეს კი ინფორმაციას მივაწოდებინებთ ვინმე ისეთის ადგილსამყოფელზე, ვინც მას სჭირდება, თუ თვითონ არა, მისიანს მაინც გამოაგზავნს, ჩვენ კი, ავიყვანთ და ვაიძულებთ მისი ადგილსამყოფელი გათქვას. -ცუდი დეა არ არის, ნუ მასე მარტივი არ მგონია იყოს, სავარაუდოდ როგორც ყოველთვის ყველაფერი აირევა, მაგრამ დროა სატყუარა მოვიფიქროთ_ყავის ჭიქები და საჭმელი იქვე დაყარა და მარიტას გაწყობილ დაფას მიუახლოვდა. -მე არ გამოვდგები?_ნაცნობი ხმა გაისმა კარიდან და წამში მიბრუნდა მარიტა. -დამიანე._თითქოს გაეღიმაო, მაგრამ არც ბოლომდე ეტყობოდა სიხარული. -არც ისეთი მნიშვნელოვანი მოწმე ხარ შენს გამო სამალავიდან გამოძვრეს. -მაგრამ შეგვიძლია მთავარი მოწმეც მივამატოთ_თითი დააქნია რეზომ და მარიტამ წამში მოიწყინა რატომ გაახსენდაო. -შეგვიძლია თორნიკეს ვათქმევინოთ, რომ დამიანე და ხელშეკრულებების მომწოდებელი ერთ ბინაში არიან, აყვანამდე მზვერავებს გამოუშვებს, მათ ფანჯარაში დამიანე დახვდებათ ხოლმე ხშირად და მეორე მოწმის მსგავსი აღნაგობის ადამიანი ფარდის უკან. -ეს საშიშია_ბოლო მცდელობა ჰქონდა მარიტას. -როდემდე ვიმალო მეც და ჩემი ოჯახიც, იქნებ ასე დავაჩქაროთ მისი დაჭერა_მხრები აიჩეჩა დამიანემ და მონატრებულმა მოათვალიერა ქალის სახე. -კაარგი, მე წავალ მეორე მოწმეზე ვიზრუნებ_წყვილის შემხედვარემ მალევე დატოვა რეზომ ოთახი და ბიჭის აღარავის მორიდებია ისე მიუახლოვდა ნელი ნაბიჯებით. -კარგი იქნებოდა შენთან ერთად გამეღვიძებინა_გამოპარვა შეახსენა ქალს და წელზე მოხვეული ხელით ზედმეტად ახლოს მიიკრა. -არ მიყვარს დამშვიდობება_ხელით სცადა კაცის გაწევა, მაგრამ დიდად არაფერი გამოუვიდა -მომენატრე. -დამიანე, ახლა ყველაფრის დროა ამის გარდა, _ამჯერად ნამდვილად ჩამოეხსნა და ნაბიჯით უკან დაიხია, -ახლა შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებ, რა მოხდება იქ არავინ იცის, შეიძლება ვერც გადარჩე. -მე მზად ვარ_მაინც თავი დააქნია ბიჭმა და დაბრუნებულ რეზოს გახედა, -რითი ვიწყებთ? მომზადება იმ წუთიდანვე დაიწყეს, იქვე სამმართველოში იპოვეს მოწმის მსგავსი ადამიანი, რომელიც დამიანესთან ერთად გადავიდოდა საცხოვრებლად, თორნიკე ნაცნობებში გამოჩნდა, დამიანე ახსენა, სამ დღის შემდეგ კი პირდაპირ გიზოს დაურეკა და ყველაფერი მოახსენა. ამ სამ დღეში სახლიც იპოვეს ხალხიდან მოშორებით. რაჭის ერთ-ერთ სოფელში სეთი პატარა დაჩა იპოვეს, რომელსაც კლომეტრით მოშორებით ყავდა მხოლოდ მეზობელი, დროებით იქირავეს და ორივე იქ გაუშვეს. დღე და ღამე ყავდათ მოთვალთვალეები და მარიტაც ყოველთვის იქვე ტრიალებდა. რამდენჯერმე თანამშრომლებიც დააფიქსირებინეს, რომ დარწმუნებულიყვნენ დაცვის ქვეშ არიანო. და ამ წვალების შემდეგ შრომა დაუფასდათ და ზუსტად 4 დღის შემდეგ მოვიდნენ ..... ღამის 12 იქნებოდა, ის იყო დასაწოლად დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რეზოსგან დამიანემ შეტყობინება რომ მიიღო: „აქ არიან.“ მაშინვე გიგას საწოლისკენ გავარდა და ბეჭზე დაუტყაპუნა, -მოდიან. -მაშ მოვემზადოთ_არ დააყოვნა კაცმაც და იარაღს სტაცა ხელი, რამდენიმე მჭიდიც გაიმზადა და უხერხულად მდგომ დამიანეს გადმოხედა. -არაფერს აიღებ? -ხელში ჭერაც კი არ ვიცი, როგორ ავიღო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ფანჯარაში გაიხედა. -მაინც ჯობია გქონდეს_არსაიდან გაჩენილი მარიტას ხმა გაისმა და პირდაპირ ხელებში ესროლა პატარა მოსახერხებელი. რა აზრი ქონდა, რამდენჯერმე ამოუბრუნდა ხელებში და მაინც ძირს დაუვარდა. დამნაშავის ღიმილით გადმოხედა ამოოხვრით დაკავებულ მარიტას და გაისმა კიდევაც გარეთ პირველი ტყვიის ხმა. -უნდა გავიდეთ, ტყეში უფრო დავიმალებით_მაშინვე პატარა ხის კარს ეცა ქალბატონი და ბიჭებიც უკან მიყვნენ. სახლის უკან გაძვრნენ და ხეებს ამოეფარნენ. -საიდან მოდიან?_ყურში დამაგრებული მოწყობილობით დაუკავშირდა რეზოს. -ყველა მხრიდან მარიტა_მაშინვე ჩაყვირა რეზომაც და სროლა განაახლა, იმაზე მეტი იყვნენ ვიდრე იფიქრებდნენ, მათაც ყავდათ რაზმები მობილიზებული, მაგრამ ასეთ წნააღმდეგობას არ ელოდნენ. -უკან ვიხევთ, უკანა სოფელში ტრანსპორტი გვყავს მარიტა _გამწარებული ჩაყვიროდა რეზო -გასაგებია, დამიანე ჩემთანაა. -გიგა ჩემთან. -დამიანე ესროლეე_გვერდიდან მოპარული დაანახა ბიჭს და მანაც გაისროლა, თუმცა ამხელა დარტყმას იარაღიდან არ ელოდა და იქვე გაუვარდა. -დამივარდა_საცოდავი სახით გამოხედა უკვე გაცეცხლებულ გოგოს. -იარაღი როგორ დაგივარდა ადამიანო. -ლექტორი ვარ ლექტორი, თან ლიტერატურის, რას ელოდი? -და ახლა ლიტერატურა გიშველის? ამ დროს იარაღი არ უნდა გქონდეს ხელში? -შენ ხარ ჩემი იარაღი_თვალი ჩაუკრა გოგოს და მის მინიშნებაზე შემდეგ ხესთან გადაინაცვლა. -ჰმ, ლექტორის იარაღობაღა მაკლდა_ვითომ არ ესიამოვნა ისე ჩაიბურდღუნა და სანამ ისევ ისროდა აუტანელი ტკივილი იგრძნო ბეჭში და ერთი ნაბიჯთ უკან დაიხია. -მარიტაა_ბღავილით მიეჭრა დამიანე და ლამის დაცემულს მოხვია ხელი. -კარგად ვარ, უარესადაც დავჭრილვარ_ამოსუნთქულმა იარაღი მარცხენაში გადაიტანა და სროლა განაგრძო. -რეზო, რეზო, მარიტა დაჭრეს_ ყურიდან ააცალა მოსასმენი გოგოს და გამწარებულმა ჩასძახა შიგნით. -რეზო, რეზოო, ვინმემ მიპასუხეთ_ისევ ჩასძახა სიჩუმეს და გამწარებულმა მოისროლა -სიგნალს ახშობენ_ ლამის ცრემლები მოადგა გათიშვის პირას მყოფი მარიტას დანახვაზე. -აიღე_იარაღი ხელში ჩაუდო დამიანეს და საბოლოოდ დაკარგა გონება. -ჯანდაბა, აქ მარტო ვართ, დამხმარე არავინაა და შენ სისხლისგან იცლები. ყველა ვარიანტი ერთმანეთზე უარესია რასაც ვფიქრობ_ ჩაქინდრული თავი გადააქნია ბიჭმა -შენ მათ ჭირდები, თუ დაგვიჭერენ ინფორმაციის გამოძალვას ეცდებიან, ამისთვის კი უნდა გადაგარჩინონ. ამასობაში კი გვიპოვიან_უფრო თავის თავს ამშვიდებდა და ჯიბეებში მობილურს ეძებდა. მარიტას სპეციალური ტელეფონი ქონდა, პატარა, მარტივად დასამალი. მალევე იპოვა და ფეხსაცმელში თითებისკენ ჩაიდო. ბეჭზე მთელი ძალით დააჭირა ჭრილობას და ბოლო ხმაზე იბღავლა. -აღარ ისროლოთ გნებდებით, მხოლოდ ორნი ვართ აქ, არ ისროლოთ. გაჭრა, მათ ირგვლივ სროლა შეწყდა და მხოლოდ მოშორებით ისმოდა ისევ ხმა. -აწეული ხელები დამანახეთ_მაშინვე გაისმა ხმა -ვერ ავწევ, დაჭრილია, ხელების აწევა და მისი სკვდილი ერთი იქნება. მალევე ჩასჭიდეს ხელი, წამოაყენეს და ქვედა მხრისკენ გააქცუნეს, მარიტა ერთ-ერთმა აიყვანა და ისიც უკან გამოუდგა. წამებში შესვეს მანქანაში და მეტი დამიანეს აღარაფერი დაამახსოვრდა სიბნელის გარდა. გონს რომ მოვიდა ცივ იატაკზე ეგდო და ყველანაირად შეკოჭილი. -ვითომ მეც ჯაშუში ვიყო და ერთი თოკით რომ დავები გავიხსნიდი_გაბრაზებულმა ჩაიბურღუნა. -სიფრთხილეს თავი არ სტკივა_ჩაბნელებული კუთხდან მოისმა ხმა და წამოდგა კიდევაც მაღალი აღნაგობის მამაკაცი. -უი გიზო, რა ამბავი ატეხე და შენ ასე წამომჯდარი ხარ აქ -ცუდი იდეა იყო დანებება, როცა შენი მოკვლის ბრძანებაა გაცემული_თავი გადააქნია კაცმა და შუქზე გამოსვლას აღარ მორიდებია. -ის გოგო, ჩემთან ერთად ვინც იყო.... -ცოცხალია, მაგრამ სახელს შენსავეთ მალავს, არაუშავს აალაპარაკებენ, განთქმული ბიჭები მყავს_საზარლად ჩაეცინა კაცს და კარისკენ წავიდა, გონს რომ მოვა და ცოტა ამოისუნთქავს, ისევ წამების დაწყებამდე შენს სიკვდილს ვანახებ, იქნებ მერე ინებოს ალაპარაკება_მხრები აიჩეჩა და კარიც მიიხურა. -ჩემს ფეხებსაც ვერ აჩვენებ, ნაბი*ვარო_გაბრაზებულმა დაიქადნა დამიანემ და ხელ ფეხი აამოძრავა. როგორმე ფეხსაცმლის გაძრობა უნდა მოეხერხებინა. ვერაფრით მისწვდა რომ გაეხადა. მაშინ ბეტონის იატაკზე გაახახუნა ქუსლი და მესამე ცდაზე გაძვრა კიდევაც ფეხსაცმელი. იქვე გავარდა ტელეფონიც და უკანა მხარეზე ხოხვით მალევე აიღო. ერთადერთ ჩაწერილ ნომერს დააჭირა და მალევე გაისმა რეზოს დაღლილი ხმა: -გისმენთ -რეზო, ჩართული მექნება, დაადგინე სად ვართ, მხოლოდ ერთ ხაზზეა -დამიანე, მადლობა ღმერთს, მთელი ჯგუფი თქვენ გეძებთ. უკვე 12 საათი გავიდა. -ჯანდაბა, ალბათ მარიტა რა დღეში ყავთ_ხმის კანკალით ამოთქვა ბიჭმა და ლამის იქვე მოუნდა ატირება. -დამიანე ტელეფონი ჩართული იყოს სანამდეც შეძლებთ, როგორმე გარეთ გააღწიო იქნებ და ყველაფერი რასაც დაინახავ ხმამაღლა იყვირე_აქოშინებული სადღაც გარბოდა რეზო. -ისე ვარ დაბმული არ ვიცი რამდენად მოვახერხებ_სიმწრისგან ლამის თითები დაეკვნტა კაცს. -დამიანე, მარიტას ბედი ჩათვალე შენს ხელშია_ჩამჭრელი ფრაზა გააგონა ბიჭს და მისი მონდომება ნამდვილად გააორმაგა. -ჯანდაბა ამათ, ორმაგად რაღას შემკრეს, იქნებ ეს ხელები წინ გადმოვიტანო, აბა ჯერ ქვემოდან.... ახლა ფეხები.... _კიდევ დიდხანს ისმოდა დამიანეს ბუტბუტი და ხვნეშა, მაგრამ რეზო არ ერეოდა, დაძაბული ელოდა ბიჭის საბოლოო პასუხს, პროგრამისტი კი წამებს ითვლიდა ადგილმდებარეობის დასადგენად. -30 წამიც და გამოჩნდება_ანერვიულებული ადევნებდნენ თვალს წამზომს -მზად ვარ, ხელები შეკრული მაქვს, კბილებით ვერაფერი ვუქენ, მაგრამ ფეხები გავითავისუფლე და ხელები წინ გამოვაძვრინე, სიარული შემიძლია_დამიანეს ხმაც გაისმა ტელეფონში. -მიდი დამიანე, მარიტასთვის ნებისმიერი წამი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ დაჭრილია_ადგილზე ვერ ისვენებდა რეზო. -ლოკაცია გვაქვს_მაშინვე დაიყვირეს და რეზოც წამოხტა ფეხზე, -ცოტაც დამიანე, სულ რაღაც 2 საათი უნდა გაუძლოთ, უკვე გზაში ვართ, გაუძელით რა_ლამის მუდარაზე გადავიდა კაცი და მანქანისკენ გაიქცა ორ რაზმთან ერთად. -გაუძელი კარგიაა_კარებს მიუახლოვდა და ეცადა ჩუმად გამოეღო, ოდნავ გაიჭრიალა, მაგრამ არავის გაუგია. -აბა დერეფანი ვნახოთ_არავინ ჩანდა, ბოლოში კიბეც დაინახა. -ახლა მაპოვნინა რამე კეტი, ჯოხი ან ჯანდაბა იარაღსაც კი დავიჭერდი, კარგი _თავის თავთან ლაპარაკით გააგრძელა გზა და გარეთ გასასვლელი კარიც დაინახა, ფანჯრიდან ტყე ჩანდა, ყველას ხმა სარდაფიდან მოდიოდა, როგორც ჩანს დამიანეს გათავისუფლებას არავინ ელოდა. მაშინვე გარეთ გავარდა დამიანე ხეებთან დატრიალდა, საკმაოდ მსხვილი ხის ნაჭერი იპოვა და შეიარაღდა, შემდეგ კი უკან შებრუნებაც გადაწყვიტა ქალის განწირულმა ხმამ რომ გაკვეთა გარემო. -მარიტა_სახე წაეშალა დამიანეს და ორ ნაბიჯში კართან გაჩნდა, სიჩუმეს აღარ დაკვირვებია შეკრული ხელებით მაგრად ჩაბღუჯა ხის ნაჭერი და სარდაფის კიბეებთან მივიდა. ერთი პირდაპირ კიბის თავში იდგა და მისი გათიშვა არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მთელი ძალით ჩასცხო კეფაში და სასურველი შედეგიც მიიღო. იქვე ჩაიკეცა თავდამსხმელი და იარაღის ამოცლაც მოახერხა ბიჭმა. -ახლა რა ვქნა, სროლა მაინც მესწავლა_ხელში ძლივს დაიჭირა ცივი რკინის ნაჭრი და როგორც ჰქონდა დანანახი მარიტა როგორ ამზადებდა სასროლად ისე გადატენა. ამ დროს კიდევ ერთხელ გაისმა შეკივლების ხმა და დამიანეც დაეშვა. -დამპალო ნაბი*ვრებო_დასისხლიანებული გოგოს დანახვაზე გამწარებულმა ლამის უმისამართოდ დაიწყო სროლა და მთელი ძალით მიიწევდა წინ, ვერცერთი ტყვია მოარტყა იქ მდგომებს, მაგრამ მარიტასთან მისვლა მოახერხა, როგორღაც ხელებიც შეუხსნა და თან სროლას არ წყვეტდა, რომ მოწინააღმდეგეს მოახლოება არ შეძლებოდა. -შეწყვიტე კედლებზე სროლა, ერთი ტყვია დაგრჩა_ლამის გათიშულმა ამოილაპარაკა მარიტამ. -ჯანდაბა, წინ კიდევ საათ ნახევარი გვაქვს, ერთი ტყვიით როგორ გავძლოთ_ამოიხვნეშა დამიანემ და მოახლოებულს ცალ თვალ მოჭუტულმა დაუმიზნა, გამოჰკრა კიდევაც სასხლეტს და პირდაპირ კუჭთან მოარტყა. -ყოჩაღ, აყვანას შევძლებთ_თვალები უკვე აშკარად ეხუჭებოდა მარიტას. -ფეხში ვუმზნებდი_გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და წაქცეულზეც მოახერხა იარაღის ართმევა. -მომეცი_იარაღისკენ ანიშნა და მარცხენათი დაიკავა -მარიტა, არამგონია შეძ..._სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო მარიტამ მის ზურგს უკან უჩუმრად მოახლოებული რომ წააქცია. -გასაგებია, ვჩუმდები_ხელები მაღლა შემართა და მაიკის ბოლო მოიხია, ბეჭზე შემოახვია გოგოს და ოდნავ შეაფერხა სისხლის წამოსვლა. მხოლოდ 2 ტყვია ჰქონდათ დარჩენილი სირენების ხმა რომ გაისმა. -გვეშველა, მაშინვე წამოდგა დამიანე და ჯერ კიდევ შეკრული ხელებით წამოაყენა სულ გათეთრებული მარიტა. კიბეებზე ადიოდნენ რაზმი რომ შემოხვდათ და მათ უკან მომავალი რეზო. -სასწრაფო? -გარეთაა_მაშინვე თავი დაუქნია კაცმა და გოგო ბუმბულივით აიტაცა. -ბოლოსდაბოლოს გამიხსენით ვინმემ ეს ხელები_გაბრაზებულმა დაიყვირა დამანემ და ლამის თავად წაართვა მოახლოებულ ჯარისკაცს დანა, გათავისუფლებული მარიტასკენ გაიქცა, ზუსტად მაშინ მიუსწრო საკაცეთი მანქანაში რომ აჯენდნენ და თავადაც შიგნით შეძვრა. აღარც მოშორებია, მთელი კვირის მანძილზე როდესაც მარიტა ლამის სიცოცხლისთვის იბრძოდა თავადაც თავთან ეჯდა, მხოლოდ გამოსაცვლელად მიდიოდა სახლში და ისევ უკან ბრუნდებოდა. მთელი ოჯახი დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას დამიანეს გარდა. მარიტას გარეშე უბრალოდ არ შეეძლო. თორნიკე დაიჭირეს, თანამშრომლობისთვის მინიმალური მუსაჯეს და 8 თვეში გარეთ ქნებოდა. გიზო დროებით ისევ გაქცეულად ითვლებოდა, მაგრამ მისი 3 ადამიანი ყავდა სამმართველოს და მხოლოდ დროის საკითხი იყო მისი დაჭერაც. საქმე ნელნელა დასასრულისკენ მიდიოდა. -დილა მშვიდობის_უკვე გაშინაურებული მიესალმა ექთანს და სანამ ვინმე რამეს ეტყოდა მანამდე შეაღო პალატის კარი. სულ ტყუილა, მოსანახულებელი პაციენტი ადგილზე არ დახვდა. -თქვენს მოსვლამდე ერთი საათით ადრე ძალით დატოვა საავადმყოფო, ვერაფრით შეაჩერა ექიმმა_დამნაშავის ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. -გასაგებია, მკვირს აქამდეც რომ გაჩერდა_იმედგაცრუებული სახე ვერაფრით დამალა დამიანემ და უკან გამობრუნდა. ზუსტად იცოდა სადაც უნდა მოეძებნა. -როგორც იქნა ალაპარაკდა, სამი მისამართი გვაქვს_გაბადრული დაბრუნდა რეზო ოთახში და ჯგუფთან ერთად მდგომ მარიტას დანახვაზე წარბები შეკრა -ერთი კვირა კიდევ არ უნდა მენახე. -ისედაც ბევრი გამომრჩა, მეც მოვდივარ და შეწინააღმდეგება არც სცადო_ხელი აუწია პირგაღებულ კაცს. -კარგი, მთელი ოპერაცია შენი დამსახურებაა, ამიტომ კარგი_მალევე დათანხმდა და მარიტასაც ჩამოაცვა ბრონი ჟილეტი. -ჯერ სპეცნაზმის პირველ ჯგუფი შევა წინიდან, მეორე უკანა კართან იცდის, თუ ვინმე გაქცევას ეცდება მაშინვე აგვყავს, შემდეგ მე და რეზო შევალთ ბიჭებთან ერთად. სწრაფად და მარტივად, ხომ გასაგებია? სახლის მონახაზი ისევ დაკეცა და მომლოდინე ბიჭებს გადახედა. -გასაგებია_მაშინვე დაუქნიეს თავი და იარაღებ გადატენეს, პირველ მსამართზე არ აღმოჩნდა, მხოლოდ მისი ხელქვეითები, აი მეორეში კი ნამდვილად იყო, კაბინეტში წამომჯდარიყო და არხეინად მირთმევდა ვისკის. -ხელს ხომ არ შეგიშლით რომ შემოგიერთდეთ?_დამცინავი ხმით შეაღო ცალ ხელ შეხვეულმა კარი და პირდაპირ წინ წამოუჯდა კაცს. -გეტყოდი რას დალევთქო, მაგრამ რაც შენ ანტიბიოტიკებზე იქნები სასმელს ვერ მიიღებ, კოკა-კოლა კიდევ მე არ მაქვს_მხრები აიჩეჩა კაცმა და ბოლო ყლუპიც მოსვა. -ბატონო გიზო, თქვენ დაკავებული ხართ ...... -ვიცი ვიცი, ეგ თქვენი ლაი ლუი სულ ზეპირად ვიცი, დამადე ბორკილები და წავიდეთ, სახლში სიკვდილსაც არ მაცდით_ნაღვლიანად გადაიქნია თავი და მორჩილად გაყვა. იცოდა მისი ბიჭები გაუძალიანდებოდნენ, მაგრამ რადგან კაბინეტამდე მოაღწიეს, ესეიგი ბრძოლა მსთვის დასრულებული იყო, ახლა მის ზემოთ ვინც იყო, იმას ეკითხა. ოვაციებით შეხვდა გუნდს სამმართველოში დამხვედრი თანამშრომლები, მათთვის დიდი საქმე იყო გიზოს დაჭერა და ვერავინ მალავდა სიხარულს. ერთით ნაკლები მსხვილი ნარკო მოვაჭრე ყავდა ახლა უკვე საქართველოს. დამნაშავე გააფორმეს, მისი მხლებლებიც კამერების გზას გაუყენეს და და მშვიდად მოისვენეს ოთახში. -ახლა შეგვიძლია მშვიდად დავბრუნდეთ სახლებში, ჩემი ცოლ-შვილი ისედაც გიგიჟებულნი არიან_სიცილით მოხსნა ტელეფონს ბლოკი რეზომ. -ხო, მშვიდად შეგვიძლია_ფანჯარას გახედა მოწყენილმა და დამიანეზე დაიწყო ავტომატურად ფიქრი, მთელი კვირა ისე გვერდით ედგა, იმხელა სითბოს იჩენდა, უვლიდა, მოწყენს უფლებას არ აძლევდა და თვითონ ისე გამოიპარა არაფერი გააგებინა. ალბათ ნაწყენია_თავი გადააქნია და წამოდგა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეგვარებინა ეს საკითხი. ზეპირად იცოდა რომელ საათზე რომელ ჯგუფთან ჰქონდა ლექცია, ვერც შეამჩნიო ისე გამოიკვლია კაცის ყველანაირი ნიუანსი და ახლაც ზუსტად იცოდა სად დალოდებოდა. 20 წუთის შემდეგ გაისმა ზარის ხმა და ჩვეული ნაბიჯებით დატოვა დამანემ ოთახი, არც მისი ტყავის ჩანთა გამქრალიყო სადმე. -პატივცემულო, შეიძლება მოგაცდინოთ?_ეცადა აკანკალებული ხმა სადმე დაემალა მარიტას. თუმცა რომ მიხვდა დამიანე წელში როგორ გასწორდა და ამოისუნთქა, მთელი თავდაჯერებულობა გაუქრა სადღაც. -გისმენთ. -დასამშვიდობებლად მოვედი_ძლივს გაიღიმა -არ იყო შეწუხება საჭირო, საავადმყოფოდან გაპარვით ისედაც ყველაფერს მივხვდი_თავი დაუკრა ქალს და კიბეებისკენ გადადგა ნაბიჯი დამიანემ. -კარგი, მართალი ხარ ცუდად გამომივიდა, მაგრამ აქ ვერ დავრჩები_უკვე საცოდავად ჟღერდა მარიტას ხმა. -და რატომ?_ვეღარც დამიანემ მოითმნა დიდხანს ცივი ნიღბის ტარება -მე მიყვარხარ, პირველივე დღიდან მიყვარხარ, იმ წამიდან როგორც კი შემეწინააღმდეგე, შენი ხმა ახლაც კი ჩამესმის როგორ საუბრობდი გოეთეზე, ვერაფრით ვივიწყებ იმ სითბოს რაც შენი ჩახუტებიდან მივიღე, იქ სოფელში აივანზე, ტუჩებზე ლაპარაკიც არ მინდა, ყველაფერს მირჩევნია ახლა მათი დაპატრონება შემეძლოს. ხელი რომ არ შემეშალა საკუთარ პროფესიაზე უარი ვთქვი და ასპარეზი მთლიანად გადმოგილოცე, არასდროს მიმიტოვებიხარ და არც ახლა მინდა მიგატოვო. უნვერსიტეტში, შუა დერეფანში ვდგავარ და გავყვრი, რომ მიყვარხარ, მითხარი ჩემგან კიდევ რას მოითხოვ, რა გავაკეთო რომ არ მიმატოვო?_ლამის ცრემლმა გაიბრწყინა დამიანეს თვალში. -მაპატიე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, ამ ჩამოთვლილიდან არცერთი მინდოდა მომხდარიყო, მე ისიც არ ვიცი რას ვგრძნობ, ისიც არ ვიცი რასაც ვგრძნობ რამდენად ნამდვილია, მე ხვალვე წავალ, აქ მხოლოდ საქმისთვის ჩამოვედი და ..... -საქმე უკვე დამთავრებულია არა? მეტი აღარაფერი გაკავებს არა?_მწარედ გაეღიმა დამიანეს. -წარმატებულ კარიერას გისურვებ მარიტა_ცივად დაუკრა გოგოს თავი და გაშეშებულ სტუდენტებს მარტივად აუარა გვერდი. ცრემლების მალვით დატოვა მარიტამ უნვერსიტეტის ეზო, მაშინვე რეზოს მანქანაში შევარდა და სახეზე ხელები აიფარა. -კარგად ხარ?_ასეთი არასდროს უნახავს კაცს. -უბრალოდ წავიდეთ რა, გთხოვ, სახლში დავბრუნდეთ და მალევე ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება_უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა მარიტა და თბილისამდე მთელი გულით ცდილობდა დამიანეზე არ ეფიქრა. სწავლა მალევე დასრულდა, ფინალურებიც ჩააბარეს და სტუდენტები სრულიად თავისუფლები შეხვდნენ ზაფხულს. -დედა არ გშია?_ფურცლებში თავ ჩარგულ დამიანეს მიაკითხა თეფშით ხელში -არა, არ მცალია_სათვალის შესწორებით გააგრძელა ნაწერის კითხვა. -ოდესმე გვეტყვი იმ ერთ თვეში რა მოხდა?_ანერვიულებული მიადგა ლიანა ნონას. -ალბათ ოდესმე გვეტყვის_დედის დამშვიდება სცადა გოგომ და დამიანეს კარი გამოუკეტა. მეგობრებსაც კი არ უნახავთ ბიჭი ასეთ მდგომარეობაში, ფაქტობრივად ოთახიდან გამოსვლის სურვილი ჰქონდა დაკარგული და გოეთეს ბიოგრაფიას კითხულობდა. ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“ გვერდით ედო და ყოველ დილით აპირებდა ისევ გადაეკითხა, მაგრამ გადაშლიდა თუ არა წიგნს, ციებიანივით აბრუნებდა უკან. აგვისტოში ძლივს შეძლეს ბიჭებმა და ერთი კვირით ზღვაზე აიძულეს გაყოლა. სულ ტყუილად, ზოგჯერ ისე გაუშტერდებოდა ზღვის ყურებისას თვალები, ხელის მიკარებით თუ გამოაფხიზლებდნენ. -ნეტა სწავლა მალე დაიწყოს_ბიჭებთან დაიწუწუნა ერთხელ და სიმოვნებით მოსვა ცივი ლუდი. -ნახე რა, წამში გაგვცვალა იმ თავის სტუდენტებზე_სიცილით მოარტყა ბეჭებზე დაჩიმ. -ბიჭო ასე ვერ ვისვენებ რა, იქ საქმე მაქვს, ყოველ დღე რაღაც ახალია, ვერთობი, რავი რა, მიჭირს ახსნა. -გასართობი ამ წუთას ჩვენც მშვენიერი გვაქვს_გვერდით მაგდისკენ ანიშნა დამიანეს და პირველი თავად იტვირთა გოგოებთან მისვლა. მალევე წამოიშალნენ მხიარულად და წასულ დაჩის შეუერთდნენ, ამ ხმაურში ვერავინ შეამჩნია სად გაქრა დამიანე. როგორც იქნა ისევ ისე მონდომებით მიაბიჯებდა დერეფანში და ღიმილს ვერაფრით ირეცხავდა სახიდან. გასული 2 თვის გახსენებაც არ უნდოდა. უკვე დასრულებული და წარსულს იყო ყველაფერი ჩაბარებული, ახალი წელი იწყებოდა, ახალი სახეებით, ახალი ნაცნობობით და მთავარი, ახალი ტყავის ჩანთით. -მოგესალმებით, უკვე მეოთხე კურსზე ხართ და გერმანელი მწერლებს უკვე კარგად უნდა იცნობდეთ. მაგალითად როგორიცაა .... -ისევ გოეთე პატივცემულო?_ყველაზე ნაცნობი და მონატრებული ხმა გაისმა აუდიტორიაში და ადგილზე მიყინა ბიჭი. -როგორ მარტივად მიხვდით, ალბათ გოეთე თქვენი საყვარელი მწერალია არა? იქნებ მისი რომელიმე ცნობილი ფრაზაც გვითხრათ?_ ვერაფრით იჯერებდა დამიანე ეს თუ ხდებოდა. -სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ ინტუიციით მივხვდი პირველ ლექციაზე გოეთეს რომ გამოიყენებდით, სხვას ვის_უკვე მაცდურად გაღიმებული პასუხობდა ლექტორს ნაცნობ ფრაზებს -როგორც ჩანს გოეთემ რაღაც გაწყენინათ_ვეღარც დამიანე იკავებდა გაპარულ ღიმილს, მტანჯველი მონატრება იმ სასტიკ სამ თვესთან ერთად სადღაც გაპარულიყო. -პირიქით ვიტყოდი. მისი ბიოგრაფიით მაჩვენა როგორი კაცი უნდა შემყვარებოდა_თვალი ჩაუკრა ბიჭს. -თქვენ ..... -მარიტა როხვაძე, თბლისიდან გადმოვედი. -სამუდამოდ?_თვალები აუელვარდა დამიანეს. -განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნლი სპეც დანაყოფიც კი ვეღარ გამიყვანს ამ ქალაქიდან_დარწმუნებული ხმით დაადასტურა ბიჭისთვის სასურველი პასუხი და ტუჩები მხოლოდ იმის ნიშნად მოილოკა, რომ ერთი სული ქონდა როდის დაირეკებოდა ზარი და ბიჭთან მოალერსების შანსი გაუჩნდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.