შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 35 თავი

27-09-2021, 01:43
ავტორი ნეაკო
ნანახია 12 791

სოფი ცრემლიანი თვალებით უყურებდა ვაჩეს, რომელიც თავდახრილი იდგა მის წინ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა
-რატომ მოხვედი? -ჩამწყდარი ხმით ჰკითხა გოგონამ და ცივი მზერა ამჯერად დამავალი მზის ოქროსფერ სხივებს გაუშტერა
-მე...არ მინდოდა რომ შენთვის გული მეტკინა
-მაგრამ მატკინე, ძალიან მატკინე...
-სოფი მომისმინე-თავი ასწია ბიჭმა და საყვარელი გოგონას ამღვრეულ თვალებს მიაბჯინა ჩამუქებული თაფლისფერი სფეროები -ის რაც შენ სიღნაღში ნახე...
-გინდოდა გეთქვა ის საშინელება რაც მე სიღნაღში ვნახე და რისი მოლოდინიც მქონდა როცა მანდ მოვდიოდი შენს საძებნელად...
-არ გინდა!-წამოენთო ვაჩე და წინადადების დასრულების უფლება არ მისცა- ეს გართობაა და არა დამოკიდებულება და მინდა რომ ეს გაიგო!
-გინდა მითხრა რომ რაღაც არასწორად გავიგე?- ცინიკური ტონით ჰკითხა გოგონამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-ჩემგან რისი მოსმენა გინდა?-ავარდა ბიჭი
-არაფრის...აღარაფრის...-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ და მიტრიალდა
-სოფი-ვაჩემ მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა აღელვებული გოგონა- მინდა რომ გამიგო...
-არ შემიძლია
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ-დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ და სევდიანად გაუღიმა
-სოფი!-დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა, მაგრამ გოგონამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში, მოულოდნელად ზედმეტად მიუახლოვდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე -სოფი ძალიან მიყვარხარ-მკაცრი ტონით უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-მეც-იგივე ტონით უპასუხა გოგონამ და სანამ თავგზააბნეული ბიჭი კიდევ რამეს ეტყოდა ცხელი ვნებიანი ტუჩები შეაწება მის გაცრეცილ ტუჩებს, კოცნა სულ რამდენიმე წამს გააგრძელდა, რადგან ორივეს გასაზლისი ტკივილი მიაყენა ამ შეხებამ და როცა სოფი მოულოდნელად მოწყდა მის უხეშ ტუჩებს და უკან დაიხია ვაჩე ადგილზე გაიყინა
-არა-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა
-ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე აღარასოდეს- მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და მიტრიალდა
-შენზე უარს მაინც არ ვიტყვი! არასდროს ვიტყვი!- დაუღრინა გაავებულმა ბიჭმა მიმავალ გოგონას რომელიც ადგილზე გაშეშდა რამდენიმე წამის განმავლობაში და როცა ძალა მოიკრიბა მისკენ მიტრიალდა და უემოციო ტონით ჰკითხა
-წამალზე?
-სოფი!
-ასეც ვიცოდი-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გოგონას წაშლილ სახეზე და სანამ დაბნეული ვაჩე კიდევ რამეს ეტყოდა ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.
ქეთი გაბრაზებული სახით უყურებდა სუფრასთან მჯდომ ანის, რომელიც მაქსიმაურად აიგნორებდა მას
-ასე რატომ იქცევი?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა
-როგორ?-შეიცხადა გოგონამ და როგორც იქნა ტელეფონის ეკრანს თვალი მოაშორა
-არ მიმჩნევ...
-ზუსტად ისე გექცევი როგორც შენ მამას-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ფეხზე წამოდგა
-დაჯექი!-მკაცრი ტონით უთხრა ქალმა და სკამზე მიანიშნა, ანიმ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები, რის გამოც საბოლოოდ გამოვიდა ქეთი წყობრიდან -ახლავე!-ლამის უყვირა და როგორც კი გოგონა მის სურვილს დაემორჩილა მაშინვე დამშვიდდა -მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ
-გეგაზე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გოგონამ და მოშოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა-არ მინდა მე...მაგ კაცზე საუბარი...
-ანი
-დედა! გთხოვ... ნურაფერს მეტყვი... არ მინდა... არ მინდა ვიცოდე როგორ გიყვარდა ის კაცი გაცნობის წამიდან დღემდე და როგორ იტანჯებოდი მთელი ეს წლები მამასთან-ასლუკუნდა ანი
-ასე არაა!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა- მე ჩემი ნებით და სურვილით გავყევი ცოლად მამაშენს ... თუმცა მან თავიდანვე იცოდა რომ გეგა მიყვარდა და ჯერ კიდევ მას ველოდებოდი...
-მაშინ რატომ დათანხმდი მამას ცოლობაზე?-ავარდა გოგონა
-იმიტომ რომ მარტო დავრჩი... სრულიად მარტო პატარა თორნიკეთი ხელში...
-მხოლოდ ამის გამო?-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული გოგონა- ანუ ფულის გამო?
-ასე არააა-ამოილუღლუღა ატირებულმა ქალმა
-მაშინ რატომ დათანხმდი მამას ცოლობაზე და ახლა რატომ მიდიხარ მისგან?
-გთხოვ-სახეზე ხელები აიფარა ქეთიმ
-მთელი ეს დრო შენ გეგაზე ფიქრობდი... მას ელოდებოდი... - ჩამწყდარი ხმით თქვა გოგონამ და ზურგი აქცია დედას
-ცდები...
-მაშინ რატომ მიეცი იმ კაცს უფლება შენს ცხოვრებაში დაბრუნებულიყო?
-საკმარისია-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და ფეხზე წამოვარდა -შენ რა იცი მე რისი გადატანა მომიწია მთელი ეს წლები?
-შეგეძლო ნებისმიერ დროს წასულიყავი მამასგან... მაგრამ არ წახვდი...
-ვერ წავედი ვერ შევძლი!
-იმიტომ რომ მაშინ მიზეზი არ გქონდა... შენს წასვლას აზრი არ ექნებოდა! და იმიტომაც არ წახვედი! ახლა კი ააქვს რადგან გეგა დაბრუნდა...
-არსად მივდივარ! მე აქ ვარ თქვენს გვერდით...
-ვიცი რომ წახვალ! მასთან წახვალ იმიტომ, რომ შენ ის გიყვარს... მამას დაუფიქრებლად მიატოვებ რადგან არასდროს გყვარებია!
-ანი!!!
-ირაკლის გვერდით იყავი მაგრამ სხვა კაცზე ფიქრობდი მთელი 25 წელი, მაგრამ არ წახვედი რადგან მიზეზი არ გქონდა...ახლა კი გაქვს და ამ მიზეზს გეგა ავალიანი ჰქვია...
-გთხოოვ-ატირდა ქეთი
-მამა ამას არ მისახურებდა შენგან...-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ოთახში შეიკეტა, ქეთი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და ატირდა. სახლში მოულოდნელად დაბრუნებულ ირაკლის ცოლის ცრემლები არ გაჰკვირვებია, ჩუმად, უხმოდ დაჯდა დივანზე ქალის პირდაპირ და მოღუშული სახით მიაჩერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში
-ისევ იჩხუბეთ?-ქეთიმ არაფერი უპასუხა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ცრემლები მაჯით მოიშორა გაფითრებული სახიდან -კარგი... დამშვიდდი... მე დაველაპარაკები
-არა... მე დაველაპარაკები როცა დამშვიდდება და ჩემს მოსმენას შეძლებს
-როგორც გინდა- უკმაყოფილო ტონით უთხრა კაცმა და ფეხზე წამოდგა -წავალ დავწვები-უმისამართოდ თქვა და საძინებლისკენ წავიდა
-არ ივახშმებ?-სლუკუნით ჰკითხა ქეთიმ, უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით ვიდრე ინტერესისთვის
-არ მშია-ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა და ოთახში შეიკეტა.
ერთ წერტილს მიშტერებული, ფიქრებში წასული და გარინდებული ქეთი შეკრთა როცა აივანზე ირაკლი გავიდა
-რატომ არ დაწექი?-უინტერესოდ ჰკითხა კაცმა თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა
-მოწევა როდიდან დაიწყე?-ცრემლიანი თვალები ახედა ქეთიმ მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილ სახე ალეწილ ქმარს
-რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეტყობა შენ ვერ შენიშნე-ირონიული ტონით უთხრა კაცმა და მაგიდას ნელა მიუახლოვდა, ქეთის ყავის ჭიქას ხელი წამოავლო და ცოტა მოსვა -შენი ტუჩების გემო აქვს- მომღიმარი სახით უთხრა ირაკლიმ დაბნეულ ცოლს
-ნუ სულელობ-გაეცინა ქალს
-ქეთი-ირაკლიმ ნიკაპზე მოჰკიდა ხელი სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს და თავი ააწევინა- შენზე უარის თქმას არ ვაპირებ
-გთხოვ...-შეეხვეწა ქალი
-არ მინდა ყავის ჭიქიდან შევიგრძნობდე შენს გემოს და სურნელს-მკაცრი ტონით უთხრა კაცმა, ოდნავ დაიხარა და საფეთქელზე მოაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები -შენ ჯერ კიდევ ჩემი ხარ, ჩემი ცოლი, ჩემი ქალი მინდა რომ ეს გაითვალისწინო-მხოლოდ ეს უთხრა და სახლში შევიდა. სიმწრის ცრემლებმა უკვე მეათასეჯერ გაიკვალეს გზა ქეთის ჩამქრალი თვალებიდან გაფითრებულ ღაწვებზე და აკანკალებულ ხელებზე წვეთ-წვეთად დაეშვნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქა დედის და ცოლის მოვალეობების ტვირთად ქცეული პასუხისმგებლობა, ამიტომ ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან, ფეხზე წამოდგა და ბევრი ფიქრი გარეშე საძინებელში შევიდა, რაღაცნაირა ეტკინა გეგა, მაგრამ მასზე ფიქრი თავიდან მოიშორა, ტანსაცმელი მშვიდად გაიხადა, პენუარი ჩაიცვა და ქმრის გვერდზე დააწვინა უსულო სხეული. ზურგით მწოლიარე ირაკლი მომენტალურად მისკენ გადაბრუნდა, მძიმე ხელი მუცელზე შემოაჭდო და საყვარელი ქალის გაყინული, უგრძნობი და სიცივისგან თუ შიშისგან ოდნავ აცახცახებული სიფრიფანა სხეული ტანზე მჭიდროდ მიიკრო, ცხვირი მის თმებში ჩარგო, ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი ტკბილი სურნელი და თვალები მაგრად დახუჭა რომ გრძნობებს არ აჰყოლოდა და როგორღაც თავი მოეთოკა... რადგან არ უნდოდა ზედმეტი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულს მისთვის გული ისევ ეტკინა.
თორნიკე ზიზღით სავსე მზერით უყურებდა მშობლებს
-კიდევ რაღაც საშინელების თქმას აპირებთ ჩემთვის ხომ ასეა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა მათ და ქრისტინეს საფლავის ქვას გახედა სევდიანი თვალებით
-თორნიკე შვილო...-დაიწყო ქეთიმ ჩავარდნილი ხმით
-მე შენი შვილი არ ვარ-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა ატირებულ ქალს
-მორჩი-ავარდა ირაკლი-შენ ჩვენი შვილი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის
-აქ იმის სათქმელად მომიყვანეთ?-წყობრიდან გამივიდა თორნიკე
-არა... აქ მამაშენზე სალაპარაკოდ მოგიყვანეთ
-მამა არ მყავს, ისევე როგორც დედა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი... შესაბამისად იმ ნაბ.ჭვარ ლაშაზე რას მეტყვით სულ მკ.დია, ჩემთვის ისიც მკვადარია
-ლაშა მამაშენი არაა, ეს ჩვენც ახლახანს გავიგეთ მისგან...-დაუფიქრებლად უთხრა ირაკლიმ და დაძაბული მზერა თორნიკეს მონგრეული სახიდან ქეთიზე გადაიტანა
-რაა... რააა?-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თავგზააბნეულმა ბიჭმა და ზიზღით გახედა საფლავის ქვას
-არა...-აყვირდა ქეთი-ეს მისი ბრალი არააა...მას ნუ შეიძულებ გთხოვ
-უკვე გულს მირევს ეს ყველაფერი... საკმარისია გეყოფათ ჩემი წამება -იყვირა გაციფებულმა ბიჭმა და გიჟივით გავარდა სასაფლაოდან
-თორნიკე შვილო -უკან მიჰყვა ატირებული ქეთი- გთხოვ მოგვისმინე, ძალიან გთხოვ
-არაფრის მოსმენა არ მინდა... აღარ მინდა... უკვე მკ.დია ვისი ნაბ.ჭვარი ვარ-ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა დედას და მანქანაში ჩაჯდა
-რაც მოხდა იმაში ქრისტინე არაა დამნაშავე- კართან მივარდა ქეთი, მაგრამ თორნიკემ გამეტებით მიიჯახუნა, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა. -არ უნდა გვეთქვა... ჯერ არა, ამისთვის მზად არ იყო-სახეზე ხელები აიფარა ქეთიმ
-შენი აზრით ის ჯობდა რომ ვანოსგან გაეგო სიმართლე?-გაბრაზდა ირაკლი
-გაგიჟდება, ვერ გადაიტანს ზუსტად ვიცი
-უარესი მოხდებოდა იმ ს.რისგან რომ გაეგო სიმართლე...
-ღმერთო მათი შეხვედრის წარმოდგენაც არ მინდა... ხვალ გამოდის არა?
- ჰო და ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ პირველი რასაც გააკეთებს არის ის რომ საკუთარ შვილთან შეხვედრას მოინდომებს...- ზიზღით თქვა ირაკლიმ
-თორნიკე მაგ... არარაობას მამად არასოდეს მიიღებს
-ეს ვანიმაც კარგად იცის მაგიტომაც გაგიჟდა როცა ლაშამ სიმართლე უთხრა...
-ავადმყოფი-უსიამოდ გააჟრჟოლა ქეთის ვანოს რეაქციის გახსენებაზე
-დაველოდოთ როდის დამშვიდდება თორნიკე და მახინჯი წარსულის ყველაზე მტკივნეული საიდუმლო მერე გავუმხილოთ... მან უნდა იცოდეს ვინაა მამამისი...
თორნიკე დიდხანს იდგა ბნელ და ცარიელ ქუჩაში მარტოდმარტო და ზიზღით უყურებდა ბავშვობის სახლს. ფიქრმა წაიღო მისი გონება იმაზე ეფიქრმა თუ როდის და როგორ გახდა ეს სახლი მისთვის ამ ქვეყნად ყველაზე საძულველი და უცხო მაშინ, როცა მასთან მხოლოდ ბედნიერი მოგონებები აკავშირებდა... ეტკინა, რაღაც ძალიან ეტკინა სულის სიღრმეში, ალბათ ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ ერთ წამში ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაკარგა, ოჯახი... სრულიად უმოზეზოდ ცხოვრებამ დედა, მამა, და და მათთან დაკავშირებული ლამაზი მოგონებები წაართვა... რომელბიც ახლა მხოლოდ მახინჯი წარსულის ნაწილად ქცეულიყო მის დახშულ გონებაში... უეცრად გაწვიმდა, გააჟრჟოლა თუმცა სიცივისგან თუ შიშისგან თავადაც ვერ მიხვდა... რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ მაგრამ გაჩერდა, ძალა არ ეყო ხელახლა გაეღო იმ ეზოს კარი რომელთანაც მთელი 25 წელი და ლამაზი, სიმახინჯეთ ცქეული მოგონებები აკავშირებდა,კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და ცარიელი, ჩამქრალი თვალებით უყურებდა საშინლად ნაცნობ და ამავე დროს უკვე ზედმეტად უცხო კარს, შეკრთა როცა კარი შეიგნიდან გაიღო
-გელოდებოდი...ვგრნობდი რომ მოხვიდოდი-
ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ შვილს და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა მონგრეულ სახეზე
-არ ვიცი, რეალურად მინდა თუ არა იმის მოსმენა რისთვისაც აქ მოვედი...
-ნეტავ შემეძლოს შენთვის ამ ტკივილის არიდება- ასლუკუნდა ქეთი
-მინდა სიმართლე მომიყვე ქრისტინეს, მამაჩემის და ლაშას შესახებ! მინდა ვიცოდე რა ჯანდაბა ხდებოდა მათ თავს-ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ მთელი სხეულით აკანკალებულ ქალს
-ქრისტინე არაფერშია დამნაშავე... მას არაფერი დაუშავებია... საერთოდ არაფერი, გესმის? იმის მიუხედავად რომ ლაშა სიგიჟემდე უყვარდა მათ შორის არასდროს არაფერი არ ყოფილა გესმის?-დაუფიქრებლად უთხრა ქეთიმ
-რაა?-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი
-უბრალოდ...-ატირდა ქეთი და მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები
-რას ნიშნავს დამნაშავე არაფერშია?! რას ნიშნავს მასსა და ლაშას შორის არასდროს არაფერი არ ყოფილა? მთელი ეს დრო ის ხომ მამაჩემი გეგონა?-ბოლო ხმაზუ უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა
-თორნიკე მე...
-ეს ყველაფერი როგორ გავიგო?
-გთხოვ დამშვიდდი...
-მიპასუხე!
-ყველაფერს მოგიყვები... ოღონდ დაწყნარდი-საზარელი სიჩუმე ჩამოწვა ბნელით მოცულ ქუჩაზე რომელსაც მხოლოდ ხშირი წვიმის ნაზი წვეთებს ხმა არხევდა
-ლაშას და ქრისტინეს ხომ ერთმანეთი უყვარდათ... შენ ხომ მითხარი რომ უყვარდათ...-ხმა ჩაუწყდა აღელვებულ ბიჭს
-ჰო უყვარდათ, ძალიან უყვარდათ-ცრემლები მოეძალა ქალს
-შენ მითხარი რომ ლაშა მამაჩემი იყო და დედას სიკვდილის მერე მან ჩემზე უარი თქვა
-ჰო ასე მეგონა
-მაგრამ მან სხვა მიზეზით შემიძულა-ხმა დაბალი ტონით თქვა ბიჭმა
-თორნიკე გთხოვ...
-ქრისტინეს, იმ კაცს მამაჩემს და ლაშას... ერთმანეთთან რა აკავშირებდათ? რატომ მალავდა ლაშა ამდენი წელი სიმართლეს?
-თორნიკე შვილო...მე... არ შემიძლია...
-მითხარი
-მამაშენი...
-ჯანდაბა ქეთი მითხარი-უყვირა გაავებულმა ბიჭმა დედას
-ვანო ბარათელი მამაშენი, ლაშას ნახევარ ძმაა- ამოღერღა ატირებულმა ქალმა და უმალ ხმა ჩაუწყდა, თორნიკეს შეხედა სულ ერთი წამით და მიხვდა რომ ამ წამს ის საბოლოოდ გაანდაგურა .
-ძმა?!-ზიზღით გაიმეორა თორნიკემ -ძმები არიან?- ვერ იჯერებდა რომ ეს სიგიჟე მის თავს ხდებოდა
-ლაშამ ახლახანს მითხრა ეს ამბავი... მთელი ეს წლების მალავდა რომ მამაშანი ის კი არა თავის ძმა, ვანო იყო...
-რატომ? ასე რატომ მოიქცა-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თავგზააბნაულმა ბიჭმა მთელი სხეულით აკანკალებულ ქალს და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალებით ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში
-არ ვიცი-ჩამწყდარი ხმით უპასუხა ქალმა და ხელახლა გადმოცურებული ცრემლები მაჯით მოიწმინდა
-ის ნაბ.ჭვარი დედას ძალით შეეხო?-ზიზღით იკითხა თორნიკემ და გულის რევის შეგრძნებამ ერთიანად მოუშხამა სხეული
-მე... მართლა არაფერი ვიცი-დაიჩურჩულა აღელვებულმა ქალმა და ხელახლა ატირდა
-ამიტომ შემიზიზღა ლაშამ?
-თორნიკე შვილო გთხოვ...ამის გამო თავს ნუ დაიტანჯავ...
-......
-თორნიკე-შვილის სიჩუმემ, ურეაქციობამ და სიმშვიდემ ქეთი საშინლად ააღელვა, სწრაფად დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და გულში ძლიერად ჩაიკრა სახე წაშლილი ბიჭი, თითქოს ასე სცადა მისი დაცვა იმ საზარელი, საზიზღარი, საშინელი და მახინჯი წარსულისგან რომელიც ზუსტად იცოდა რომ მას საბოლოოდ გაანადგურებდა, მაგრამ თავგზააბნეული თორნიკე სწრაფად მოშორდა ქალს, ზურგი აქცია მას და მანქანისაკენ წავიდა-გთხოვ დარჩი-შეეხვეწა ქეთი და მკლავზე დაეჯაჯგურა -საჭესთან არ დაჯდე ძალიან გთხოვ-მაგრამ თორნიკეს იმ წამს არაფერი ესმოდა, ვერავის და ვერაფერს ვერ აღიქვამდა გარშემო...მისი გონება მთლიანად მოწამლული იყოს წარსულის სიმახინჯით... რომელიც სწრაფად და მარტივა გავრცელდა მთელს ორგანიზმში შხამივით და სხეულის ყველა უჯრედი მოიცვა... საშინელი ზიზღი და სიძულვილი განიცდიდა საკუთარი თავისადმი, ეს ყველაზე აუტანელი გრძნობათა ერთობლიობა იყო მის ცხოვრებში რადგან კარგად აცნობიერებდა რომ ის სიმახინჯის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი...მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთს შეძლო განუსაზღვრელმა ტკივილმა მისი გონების სხეულის, აზროვნების და მეტყველების უნრის შეზღუდვა, რადგან მიღებული მძიმე და საზარელი ინფორმაცია ბოლოსდაბოლოს გაიაზრა მისმა დახშულმა გონებამ და გაგიჟდა, გაცოფდა, უბრალოდ შეიშალა და ბოლო ხმაზე იღრიალა
-ეს შეულძებელია, შეუძლებელია... მე იმ მოძალადე ნაბ.ჭვრის შვილი ვერ ვიქნები...-ხელები ისე ძლიერად მომუშტა ბრაზისა და მრისხანებისგან რომ ძარღვები ამოებერა მკლავებზე
-თორნიკე შვილო-ქეთიმ მისი სახე ხელბში მოიქცია და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა-შენ ჩემი და ირაკლის შვილი ხარ...შენ ჩვენი შვილი ხარ... იმ ნაძირალას გამო თავს ნუ დაიტანჯავ... რაც მოხდა შენი ბრალი არააა... არავის ბრალი არაა...
-მეზიზღება ის ნაბ.ჭვარიც და საკუთარი თავიც
-შენ არაფერი დაგიშავებია
-უნდა წავიდე-თორნიკემ უხეშად მოიშორა სახიდან დედის თბილი ხელები და საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა, უნდოდა გაჰქეცეოდა საკუთარ თავს, მახინჯ წარსულს, საზარელ აწმყოს და თავზე ჩამონგრეულ უბადრულ ცხოვრებას... მაგრამ დრო და მანძილი მის გულში, გონებაში, სხეულში და სულში ოდნავადაც ვერ ანელებდა იმ ტკივილს რის პირისპირაც სრულიად მარტო უმიზეზოდ აღმოჩნდა... სძულდა საკუთარი თავი, სძულდა მამა, სძულდა სამყარო და გარშემო ყველაფერი რადგან ცხოვრებამ ამ საშინელი ტკივილისთვის ასე დაუნდობლად გაიმეტა.
მარიანა ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა ტელეფონს რომელიც უკვე მერამდენე დღე იყო ჯიუტად დუმდა
-გამოჩნდება-ჩაეხუტა ქეთი რძალს -უბრალოდ ახლა ძალიან ცუდადაა
-მეშინია რამე სისულელე არ გააკეთოს-ასლუკუნდა მარიანა
-არ გააკეთებს... იცის, რომ აქ მას, შენ და პაწაწინა ლილე ელოდებით, მისი ერთადერთი და ნამდვილი ოჯახი
-ის ვერასდროს გვამჩნევდა...-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ და სახეზე აკანკალებული ხელები აიფარა
-ასე არაა, თქვენ მას სიგიჟემდე უყვარხართ...-შეეწინააღმდეგა ქეთი რძალს და ატირებული ლილე საწილიდან ამოიყვანა -ღმერთო როგორ მომეენატრა-ცხვირი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი ტკბილი და გამაბრუებელი სურნელი-ბებოს სიყვარულო როგორ გაზრდილხარ, უკვე რა დიდი გოგო ხარ-იღიმოდა ქეთი აღფრთოვანებულს ლილეს რომელიც ისე უცინოდა ბებოს თითქოს მართლა რამე ესმოდა
-ვაჩეს ვურეკავ და მაგ დამპალსაც გამორთუ აქვს ტელეფონი-ბრაზნარევი ტონით თქვა ანიმ
-ერთად იქნებიან-ცრემლიანი თვალებით თქვა სოფიმ და დას გახედა
-იმედია რამე სისულელე რომ გააკეთებს მასთან ერთად... თორემ არ ვიცი შევძლებ თუ არა მის გაგებას და პატიებას-ბრაზნარევი ტონით თქვა მარიანამ და ლილეს მიაჩერდა ცრემლიანი თვალებით
-გიორგი იპოვის-დარწმუნებით უთხრა ანიმ რძალს და სევდიანად გაუღიმა
-ის კაცი... ვანო... ნახეთ? ელაპარაკეთ? რატომ ეძებს თორნიკეს მისგან რა უნდა-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა მარიანამ დედამთილს -ჰგონია რომ ოდესმე თორნიკე მას მამად მიიღებს?
-არ ვიცი არაფერს ამბობს ჩემთან და ირაკლისთან... მხოლოდ ის გვითხრა რომ შვილის გაცნობა და მასთან ლაპარაკი უნდა...
-წარმომიდგენი ახლა თორნიკე რა ცუდადაა-მოიღუშა ანი - ალბათ თავს ყველაზე არასასურველ ბავშვად გრძნობს, რომელიც ყველას ცხოვრებაში ზედმეტი და საშინელი იყო...
-მან კარგად იცის რომ ასე არაა-გაბრაზდა ქეთი- ის ჩემი სულის ნაწილია და დარწმუნებული ვარ რომ ამას გრძნობს!
-მთელი ცხოვრება სიცრუეში აცხოვრე, ამდენი წლის მერე ცხოვრება თავზე ჩამოანგრიე შენი ტყუილების გამო, ახლა კიდევ აიძულე ორჯერ გადაეტანა ერთი და იგი ტკივილი
-საკმარისია!-აყვირდა ქეთი- თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები? ეს მხოლოდ მე და თორნიკეს გვეხება გასაგებია? მხოლოდ ჩვენ ორს!
-გასაგებია-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ დედას და სამზარეულოში შეიკეტა.
გეგა გაბრაზებული სახით უყურებდა გვანცას რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა
-ჯანდაბა, როდის მოხვედი? აქამდე ვერ შეგამჩნიე- ქალმა მაშინვე საფერფლეში ჩააჭყლიტა აკანკალები ხელებით ნახევრად ჩამწვარი ღერი
-რატომ ეწევი?-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა კაცმა აღელვებულ დას და სიგარეტი გამოართავ სანთებელასთან ერთად
-უბრალოდ მომინდა
-ეგრე შეიძლება ბევრი რამ მოგინდეს-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და მშვიდად მოუკიდა- მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ ყოველთვის ის გააკეთო რაც მოგინდება
-ერთი ღერი მოვწიე მარტო-წამოენთო გვანცა - და ისიც ბოლომდე ვერ -ნაწყენი ტონით უთხრა და გეგამ თავისი ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი რომ გაუწოდა გაოცებისგან ლამის პირი დააღო
-გამომართვი-ირონიული ტონით უთხრა კაცმა- მიდი სანამ გადავიფიქრე
-რა დამპალი ხარ-გვანცამ გამოართვა და მოსროლა- აი არ მესმის დღემდე შენ რატომ გემორჩილები
-იმიტომ რომ შენ ისევ ჩემი წრიპა გოგო ხარ- ცინიკური ტონით უთხრა გეგამ და ცხვირზე თითი დაჰკრა
-ნეტა ქეთინომ თუ იცის რომ საშინლად აუტანელი ხარ
-რამე პრობლემა გაქვს? უცნაურად ღელავ და არ მომწონს ეს ყველაფერი-უცბათ დასერიოზულდა გეგა
-განსაკუთრებული არაფერი-გაეღიმა ქალს და სკამზე დაჯდა
-მიდი მითხარი...ნუ მაიძულებ ჩემი მეთოდებით გავარკვიო ყველაფერი
-ღმერთო რა არანორმალური ხარ-გაბრაზებულმა გვანცამ თვალები აატრიალა -უკვე 35 წლის ვარ... ეს ისე რომ იცოდე... შენი კუდში დევნა და დაცვა აღარ მჭირდება იდიოტო, უკვე დიდი გოგო ვარ
-ჩემთვის მაინც სულ წრიპა იქნები ხო იცი- გაეცინა გეგას და მზერა აარიდა გაცეცხლებულ ქალს
-ვერ გიტან-ფეხზე წამოვარდა გვანცა და გაბრაზებული სახით მიაჩერდა ძმას -სერიოზულად- მკაცრი ტონით უთხრა რადგან გეგას სახეს ირონიული ღიმილი არ შორდებოდა- მართლა ვერ გიტან აი ასე რომ იქცევი ხოლმე
-კაი მიდი ხვალ ვილაპარაკოთ, როგორც ჩანს შენმა ბიჭმა ძაან გაგაჭედინა
-ძილი ნებისა აუტანელო!-თვალები აატრიალა ქალმა და სახლში შევიდა, გეგა სკამზე დაჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუშტერა ნაცრისფერი ჩამქრალი სფეროები, თუმცა მისი თვალები ქეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ხედავდნენ გარშემო... საყვარელ ქალზე ფიქრმა იმდენად მოუწამლა გონება რომ რამდენიმე წამის განმავლობაში განსჯის უნარიც კი დაკარგა და ტელეფონს წამოავლო ხელი, გაუაზრებლად აკრიფა მისი ნომერი და ზარი გაუშვა. უნდოდა, საშინლად უნდოდა გაეგო მისი ზედმეტად მონატრებული ხმა...თუმცა იმავე წამს გონს მოვიდა, ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მოსროლა, სიმწრისგან ხელები ძლიერად მომუშტა, თვალები მაგრად დახუჭა და როცა მონატრების გიჟურმა ტალღამ გადაუარა, დამშვიდდა და თავზე კონტროლი დაიბრუნა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მშვიდად მოუკიდა და გააბოლა.
გეგას ერთი, დაუსრულებელი ზარი საკმარისი აღმოჩნდა ქეთისთვის, რომ მთელი ღამე თეთრად გაეთენებინა მასზე ფიქრში, მისდა საბედნიეროდ ირაკლის, გათიშულ მთვრალს ეძინა ოთახში და აზრზე არ იყო რომ მისი ცოლი ისევ ცრემლებად იღვრებოდა არსებული საშინელი გამოვალი მდგომარეობის გამო, თუმცა დილით მალევე შენიშნა მისი ტირილისგან დასიებული თვალები რამაც საშინლად გააღიზიანა
-რა მოხდა-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა
-არაფერი, უბრალოდ ბავშვებზე ვღელავ- ნაძალადევი სიმშვიდით უპასუხა ქეთიმ და ნაბიჯი გვერდზე წადგა, თუმცა ირაკლი მაშინვე წინ აევეტა და გასაქანი არ მისცა
-ისევ ტირილში გაათენე მთელი ღამე ხომ ასეა?- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა და ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი
-გთხოვ
-რას მთხოვ-ავარდა კაცი და მაშინვე წელზე შემოაჭდო მძიმე ხელები, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა ცისფერ ჩამქრალ სფეროებში
-არ გინდა-მკაცრი ტონით უთხრა ქალმა და მკერდზე უხეშად მიაბჯინა ხელები
-რა არ მინდა?!- დაუღინა გაღიზიანებული ტონით ირაკლიმ ცოლს
-გულს უარესად ნუ ვატკენთ ერთმანეთს
-შენ ჩემი ცოლი ხარ... მგონი ეს გავიწყდება-ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა კაცმა შეშინებულ ცოლს და უფრო მეტად მიიკრო მისი აცახცახებული სხეული ტანზე -შენ ჯერ კიდევ ჩემი საკუთრება ხარ
-მე შენი საკუთრება არ ვარ! არავის საკუთრება არ ვარ-ავარდა წყობრიდან გამოსული ქალი და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა ქმრის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებს
-იცოდე უფლებას არ მოგცემ რომ მასთან წახვიდე...
-არსად მივდივარ
-ვერც წახვალ! უფლებას არ მოგცემ რომ მასთან ბედნიერი იყო!
-ხელი გამიშვი-აყვირდა ქეთი როცა ირაკლის უხეში ხელები ამჯერად მაჯებზე შემოეჭდო
-რა ხდება-დაფეთებული ანი სამზარეულოში შევარდა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა მშობლებს
-არაფერი-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქეთიმ და როგორც კი დაბნეულმა ირაკლიმ თითები მოადუნა ხელიდან გაუსხლტა
-მამა რას აკეთებ-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ და როცა გიჟივით აურა გვერდი ირაკლიმ უარესი დაემართა.
გაგიჟებულმა ქეთიმ ტელეფონს წამოავლო ხელი, როგორც კი თვალცრემლიანი ანიც სამსახურში წავიდა და მაშინვე გეგას ნომერი აკრიფა, კარგა ხნის ფიქრის მერე ზარი გაუშვა და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს
-ქეთი?-გაისმა ყურმილს მიღმა კაცის მშვიდი და უემოციო ხმა
-შენ რა გაგიჟდი?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა
-რა მოხდა? ამ დილაადრიან რამ გადაგრია?- გაეცინა კაცს
-ჩემთან დარეკვა აღარ გაბედო გასაგებია?- მბრძანებლური ტონით უთხრა ქეთიმ
-უბრალოდ ზარი გამომექცა-ირონიული ტონით უთხრა მომღიმარმა კაცმა და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-ღმერთო რა ცინიკოსი ხარ-ავარდა ქეთი
-გამოუძინებელი ხმა გაქვს... რა იყო ჩემზე ფიქრმა არ დაგაძინა?-ინტერესით ჰკითხა და ჩამქრალი ცისფერი სფეროები, კორპუსებიდან ამომავალი მზის გაფანტულ მკრთალ სხივებს გაუშტერა
-მორჩი
-ძალიან მომენატრე
-გეყოფა
-შენთან ლაპარაკი მინდა
-კიდევ რა გინდა?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ქალმა და გათიშვა დააპირა მისთვის რომ გეგას ირონიული ხმა მისწვდა მის დაძაბულ სმენას
-კიდევ შენ მინდიხარ... მაგრამ რადგან ჯერ კიდევ გათხოვილი ქალი გქვია, ჩემს სურვილებს და ფანტაზიებს უფლებას არ ვაძლევ რომ შედმეტად შემოიჭრას შენში
-აღარ დამირეკი ავადმყოფო-ბოლო ხმაზე უყვირა გაცეცხლებულმა ქალმა და გაუთიშა. გეგას გაეცინა და მშვიდად დადო ტელეფონი მაგიდაზე
-ქეთუსიას ელაპარაკე ამ დილაადრიან?-თავზე წამოადგა აბაზანიდან გამოსული გვანცა მომღიმარ ძმას, გეგამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და მერე ღერს მოუკიდა მომღიმარი სახით -ისეთი რა იდიტობა გააკეთე რომ ამ დილაადრიან დაგირეკა საჩხუბრად?
-შენ რა იცი რომ საჩხუბრად დამირეკა-ცინიკური ტონით ჰკითხა გეგამ გაბრაზებულ დას
-ისეთ მდგომარეობაშია ახლა, რომ სხვა მიზეზით უბრალოდ არ დაგირეკავდა, ზუსტად ვიცი
-გუშინ მის ნომერზე ზარი გავუშვი და...
-სულ გაგიჟდი ხო?-დაუბღვირა გვანცამ ძმას
-ხო ვიცი რომ ყ. ჯანდაბა ს.რობა გავაკეთე მაგრამ თავი ვერ შევიკავე... მაგრამ მაშინვე გავთიშე
-გეგა გთხოვ შენი სისულელეებით კიდევ უფრო ნუ აურევ თავგზას ქეთის და უარესად ნუ გაურთულებ ცხოვრებას
-ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, ამიტომაც იმავე წამს გავთიშე
-გთხოვ დაფიქრდი სანამ რამეს გააკეთებ...ხომ იცი მას ჯერ კიდევ გათხოვილი ქალი ჰქვია და შესაბამისად შენს ყველა გაუაზრებელ ქმედებას შეუძლია ჩრდილი მიაყენოს მის სახელს და ღირსებას, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ნაკლებად გინდა
-ამ ქვეყნად ყველზე ნაკლებად ის მინდა რომ მე მას რაიმე მიზეზით ტკივილი მივაყენო... მითუმეტეს მისი ცრემლების და უბედურების მიზეზი გავხდე. მე მხოლოდ ქეთის ბედნიერება მინდა...უბრალოდ ზოგჯერ, მასზე ფიქრში თავზე კონტროლს ვკარგავ და ვეღარ ვიაზრებ რას ვაკეთებ...
-ვიცი და სწორედ ამიტომ გეუბნები რომ თავს ცოტა მეტი ძალა დაატანე-მეთქი
-სამსახურში არ გაგვიანდება?-მომღიმარი სახით ახედა გეგამ თავზე წამომდგარ დას
-გკ.დია ხო რას გელაპარაკები?-ეწყინა გვანცას
-ეგ ყველაფერი უშენოდაც ვიცი წრიპა...უბრალოდ ძაან ტვინს ტ.ნავ რა დილიდან
-როგორც კი მეღირსება და ოპერატორად სრულ განაკვეთზე მამუშავებენ ისე როგორც სრულფასოვან ათანამშრომელს ეგრევი ქირით გავალ ცალკე რა
-გამებუტე?-ირონიული ღიმილით ახედა გეგამ გაბრაზებულ დას
-დიახაც! მერე ნახავ როგორ მოგენატრება ჩემი შაქრიანი, ტკბილი წვნიანი საჭმელები-ბრაზნარევი ტონით უთხრა გვანცამ ძმას და გეგას გიჟურ სიცილზე თავადაც გაეცინა - არ ხარ შენ ნორმალური- დარწმუნებით უთხრა და სახლში შევიდა.
დაბნეული ქეთი აღელვებული გამოვიდა ფსიქოლოგის კაბინეტიდან და სწრაფად ჩაირბინა შიდა კიბეები შეკრთა, როცა ჰოლში გეგას სილუეტს ჰკიდა თვალი
-აქ რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა, ფანჯრის რაფაზე ზურგით მიყრდნობილ ფეხებ გადაჯვარედინებულ კაცს და გასასვლელისკენ წავიდა თუმცა გეგამ უმალ გზა გადაუჭრა და წინ აესვეტა
-შენს სანახავად მოვედი, ძალიან მომენატრე- მომღიმარი სახით უთხრა და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-თავი დამანებე-ქეთიმ უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან და ფანჯრიდან კორპუსებით შევსებულ ვიწრო სივრცეს გახედს
-ქეთი-გეგამ ნაზად მიადო ხელი ლოყაზე და თავი თავისკენ შეატრიალებინა -ჩემმა ზარმა პრობლემები შეგიქმნა?
-გთხოვ ასე აღარ მოიქცე
-კარგი... მაპატიე... უბრალოდ გუშინ თავი ვერ შევიკავე... ძალიან მინდოდა შენი ხმის გაგონება... სეანსზეც არ მოხვდევი და შენმა მონატრებამ ლამის შემშალა

№1 სტუმარი ელა1

კარგი იყო როგორც ყოველთვის ნეაკო.ქეთუზე და გეგაზე არაფერს ვამბობ ძალიან ძნელ სიტუაშია ქეთი ეს ყველან იცის.იცი რა ნაწილიბრივ ანაც მართალია რო ასე ფიქრობს თუ არ გიყვარდა რატო გაყევიო .რაც შეეხება თორნიკეს ძალიან მეცოდება ყველაფერი როგორ ვთქვათ თავზე დაანგრა და მისიც მესმის საკუთარ თავს თვლის არაკაცად და არასასურველ ბავშვად ასე ვთქვად ეხლა უფრო ჩაიკეთება თავის თავში.იცი რა მე ასე ვფიქრობ რო ვიხაცა უნდა დაელაფარაკოს თორნიკეს არა ახლობელი არანედ უცხო რო თავისი დარდები გაუზიაროს.❤❤❤ ნენეს მგავსად მეც გამიჩდა ეს კიღხვა როგორ მოახერხებ რო 5თავში დაანთავრო ეს ისტორია.ველოდები შემდეგს იმედია მალე დადებ❤❤

№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ნეტავ ეს ქეთი აზრზე მოვიდოდეს.მომეწონა ანის პოზიცია რაც უთხრა ქეთის მასე უნდა.ძალიან ქარაფშუტულად იქცევა ქეთი..ამ ისტორიაში სოფოსნაიტი არცერთი არაა..თავის დონეზე დგას და იმედია ასე იქნება ბოლომდე..ირაკლი მეცოდება ძალიან

№3 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი ნინო
ნეტავ ეს ქეთი აზრზე მოვიდოდეს.მომეწონა ანის პოზიცია რაც უთხრა ქეთის მასე უნდა.ძალიან ქარაფშუტულად იქცევა ქეთი..ამ ისტორიაში სოფოსნაიტი არცერთი არაა..თავის დონეზე დგას და იმედია ასე იქნება ბოლომდე..ირაკლი მეცოდება ძალიან

სტუმრის სტატუსით გეხმიანები ❤❤❤
ანის პოზიცია ნაწილობრივ გასაგები და მისაღებია, ალბათ ყველა შვილს გაუჭირდებოდა მსგავს სიტუაციაში ამ ამბავთან შეგუება, მითუმეტეს გაგებით მოკიდება.
მიხარი რომ სოფის პოზიციას იზიარებ ❤❤❤
ირაკლი თავგზააბნეულია ქეთისავით და ვფიქრობ ორივე მეცოდება მე პირადად :(

№4 სტუმარი სტუმარი nazi

აუ რები ხდება აირივნენ ისევ ნეტა როგორ დალაგდებიან

№5  offline წევრი ფანარი

მომკალით და პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად გეგას და მომწონს.სიტუაციას მაქსიმალურად სწორად აფასებს.ირაკლი შენც ჩაეწერე აზა-მასცევასთან არ გაწყენს.ქეთის კიდე ნუ მიტირებთ.ცოდოა ეს ქალი.ძალიან ცოდოა.

№6  offline მოდერი ნეაკო

marita1230
ვცდილობ ქეთის გაგებას და მართლა ვიაზრებ პატარა გოგოსთვის , რომელიც მარტო დარჩა "სამყაროს" წინააღმდეგ ბავშვით ხელში რამდენად რთული იქნებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება , თან მაშინ როცა სხვა უყვარდა. მაგრამ შემდეგ წლები გავიდა , იცოდა რომ არ უყვარდა , მისი სიყვარულის ილუზიაში შვილებთან ერთად ეს კაციც აცხოვრა და საკუთარ თავთან ერთად მასაც გაუქრო შანსი რომ ის ქალი ეპოვნა ვისაც მართლა ეყვარებოდა . მესმის , რამდენად რთული იქნებოდა ეს , მაგრამ სულით მოღალატედ ყოფნას არ ჯობდა? წლების გასვლის შემდეგ უბრალოდ სურვილი მაინც როგორ არ გაუჩნდა რომ სიმართლე გაეგო კაცზე რომელიც უყვარდა ? თუ უყვარდა , ამ სიყვარულმა წამით მაინც როგორ ვერ დააეჭვა ? უმოქმედოა, ზედმეტად უმოქმედოა ეს ქალი . ანისიც მესმის , ალბათ , დედაჩემს რომ ეთქვა მსგავსი რამ ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეგ კაცი ეპოვა და სიმართლე გაეგო , მაგრამ ასე და ამ მხრივ როგორც ახლაა და იქცევა ნამდვილად არ დავუდგებოდი გვერდით . ისე ჩანს თითქოს სულ იყენებდა ირაკლის , რეალურად მასეცაა და იმისთვის რომ სხვანაირად იყოს არც არაფერს აკეთებს . შუაში მოქცეული თავად აქცევს მის თავს მსხვერპლად , მის ქმარს მოძალადედ და რეალურად ორივეს ღალატობს. ღალატი მანდამაინც ფიზიკური კონტაქტი არარის , გეგასთან მისული ქმარს ღალატობს , სახლში დაბრუნებული მისი უმოქმედობით გეგას. ჩემთვის ეს ყველაფერი რომანტიული არ არის და დიდი სურვილი მაქვს ირაკლი თავად დაბრუნდეს განქორწინების საბუთებით ხელში , რასაც ის აკეთებს სიყვარულისთვის ბრძოლა არაა და ამ ქალის გამო მოძალადე მონსტრად გადაქცევას ნამდვილად არ იმსახურებს .
თავისუფლება უნდა ? მისცეს და თავდაც იპოვოს მისი ბედნიერება . ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა დასაწყისში მართლა შეეძლო ამ კაცს და იმედია მომავალშიც შეძლებს.
არვიცი , თორნიკეს ადგილას ადამიანი როგორ არ უნდა შეიშალოს ჭკუიდან .. ნელ-ნელა საწამლავივით აწვეთებენ ახალ -ახალ ინფორმაციებს .. იმედია ბოლოს იპოვის მის სიმშვიდეს და დაინახავს ყველაფერს ისე როგორცაა.
ვაჩეზე არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს , იმედია სოფი ბოლომდე მყარად იდგება მის პოზიციაზე .
წარმატებები ნეაკო♥

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤ ქეთის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აღარ იცი ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, რა არის სწორი და არასწორი... პასუხისმგებლობას და სინდისის ქენჯნას გრძნობ ირაკლისადმი დ ავფიქრობ სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ჯერ კიდევ ვერ იღებს განქორწინების გადაწყვეტილებას. ტყუილში იცხოვრა მართლაია მაგრამ გეგაზე არაფერი იცოდა და შესაბამისად წასვლის მიზეზიც არ ჰქონდა... ქმარს უყვარდა პატივს ცემდა და მშვიდად ცხოვრობდა ამ ილუზიებში, ახლა როცა გეგა დაბრუნდა ყველაფერი აერია გონებაში.
გეგას ძებნას ქეთი ვერ შეძლებდა, პირველი იმიტომ რომ ირაკლი გამუდმებით ავადმყოფურად მასზე ეჭვიანობდა და მეორე, ფინანსურად მთლიანად მეუღლეზეა დამოკიდებული, შესაბამისად თავისუფლება არ ჰქონდა რომ ის ეკეთებინა რაც სურდა.
თორნიკეს მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ვჩე ძალით ინადგურრბს თავს და ვფიქრობ ის სოფის სიყვარულს ამ ეტაპზე არ იმსახურებს.
ირაკლი ნამდვილად ღირსეულად მოიქცევა და როცა ის და ქეთი ზღვარზე მივლენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ❤❤❤❤❤

№7 სტუმარი ელა1

მე მაგალოთად დამაინტერესა ვანოს პერსონაჟმა

№8 სტუმარი ელა1

ეგონა რო ბავშვი ლაშასი იყო❤❤

№9  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო დღეს საღამოს ან გვიან ღამე დავდებ ახალ თავს მანამდე ვერ მიხერხდება sory :( ❤❤❤❤

№10 სტუმარი სტუმარი ელენე

marita1230
ნეაკო

ის ერთი წელი ირაკლის რომ გაექცა საშულება იყო გაეგო გეგაზე , ეს უკვე იყო რაღაც , უკვე იცოდა რომ ტყუილი იყო ყველაფერი და თავი მაინც დაიბრმავა . პირადად ჩემთვის პრობლემა სწორედ ეგაა , მხოლოდ გეგას გამოჩენის შემდეგ რომ გაუჩნდა ეჭვები , რომ არ გამოჩენილიყო ანუ მთელი ცხოვრება ირაკლის ყალბ სიყვარულში უნდა გაეტარებინა? კარგი , მისი თავი არ აინტერესებს მაგრამ იმაზე ოდნავაც არ უფიქრია რას იგრძნობდა მეორე მხარე? შენს საყვარელ ადამიანს რომ ეხები და გგონია ამ შეხებით ტკივილს აყენებ , უნდა შენს ადგილას სხვა იყოს , შეიძლება გაგაგიჟოს და ზღვრამდეც მიგიყვანოს მსგავსმა ფიქრებმა . პირველი სიყვარულის რომანტიზირებისას ის გვავიწყდება რომ დრო გადის , შევტირით იმიტომ რომ შეიძლება აუხდენელი ოცნებაა და ეს გაკერპებას იწვევს ჩვენს გონებაში . რეალურ ცხოვრებაში გეგასთან ურთიერთობის დაწყებისას შეიძლება ყველაზე მთავარს მიმხვდარიყო , რომ ის დაკარგა ვინც მისი ნამდვილი სიყვარული იყო . გეგას მოძებნას მანდამაინც ფინანსური საშუალება არ სჭირდებოდა . უბრალოდ მონდომება , ძველი ნაცნობები და შემდეგ მის დამდე გზა ..
წარმატებები♥

მეეჭვება ნეაკოს რომელიმე ისტორიაში ცალსახად დადებითი მთავარი პერსონაჟები იპოვოთ. ამით განსხვავდება სხვა ისტორიებისგან.
ფაქტებს რაც შეეხება, ერთი წელი კი არ იყო ქეთი წასული, დაოჯახებიდან ერთი წლის შემდეგ წავიდა და ირაკლიმ უკან მოაბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გეგა უყვარდა და ამის გამო გაუჭირდა მასთან თანაცხოვრება. მერე კიდე, გამქრალი ადამიანის მოძებნას ნამდვილად სჭირდება ფული და ასევე ნება, რომ მოძებნო. ქეთის არც ერთი არ ჰქონდა. პირველი იმიტომ, რომ არ მუშაობდა და მეორე იმიტომ, რომ გეგა გამქრალი კი არა, მისგან გაქცეული ეგონა. ჩემგან რომ გაიქცეს ადამიანი და მიმატოვოს, ნამდვილად არ დავიწყებ იმის ძიებას და უკან დაბრუნებას, მათ შორის არც წლების მერე. სიყვარულს რაც შეეხება, სიყვარული გრძნობაა და ძალიან ძნელია მისი გაკონტროლება. თუნდაც ისეთი ადამიანის მიმართაც კი, ვინც ამ გრძნობებს არ იმსახურებს.
კიდევ ის გეპრობლემებოდათ, რომ ყალბი გრძნობებით ცხოვრობდა ქმართან. შეგახსენოთ რომ ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) მაგ ყალბ და მოგონილ გრძნობებზე აშენებულ ოჯახებში ცხოვრობს? რამე ახალია აქ? ერთმა კაცმა მიატოვა, მეორემ თავი არ დაანება და რთულ მდგომარეობაში მყოფი ცოლად გაყვა. თანაც არაჩვეულებრივი ქმარი იყო და დიახაც, ასეთი ქმრებისგან არ გარბიან ამ ქვეყანაში.
ქეთი ნამდვილად ბევრ რამეშია დამაშავე, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მეორე რიგში თორნიკესთან, ზღვა ტყუილების დახვავების გამო, მაგრამ მე ვერ ვიგებ ირაკლისთან მიმართებაში რატო კიდებენ ამ ქალს პასუხისმგებლობას. აქ ალბათ ის სტანდარტული შეხედულება მოქმედებს, რომ ქალის ვალი რატომღაც კაცის გაბედნიერებაზე და კარგად ყოფნაზე ზრუნვაა, თუ რა ხდება ვერ ვიგებ. ეს ირაკლი ლენჩია თუ უტვინო? თავისი არჩევანი იყო სხვაზე შეყვარებულ ქალთან ცხოვრება და ქეთის მისამართით პრეტენზიები, ქმარი ტყუილში აცხოვრა, რა გაგებაა? ან რატო აცხოვრა ტყუილში, როდის მოატყუა გეგაზე რამე? უთხრა გარკვევით ყველაფერი. ვისაც არ აწყობს, წავიდეს და ეძებოს სხვა ქალი. თუ მაგის შნო არ აქვს კიდე, თავის უუნარობაზე იდარდოს.
და საერთოდ, ნუ გვავიწყდება, რომ ყველა ოჯახს ერთ თარგზე ვერ გამოვჭრით. ზოგი free relationship-ზეც კი თანხმდება და ცოლ-ქმრობის პარალელურად დამატებითი ურთოერთობებიც აქვს, მეუღლესთან შეთანხმებით. ზოგი კიდე ირაკლისავით, თანახმაა სხვაზე შეყვარებულ ქალთან იცხოვროს. მოკლედ, ამ არჩევანს თავად ვაკეთებთ და სხვასთან პრეტენზიები, ცხოვრება რატო დამინგრიეო, საბავშვო ბაღია და მეტი არაფერი.

თორნიკე მართოა ცოდოა, რომ ორივე ცოლ-ქმარმა წლების მანძილზე ატყუა.

№11 სტუმარი სტუმარი ნიაკო

როგორც ქალი არ მესმის ქეთის.
ყოველთვის ავღნიშნავ რატომ უნდა ვიფიქრო წარსულის პირველ სიყვარულზე და ვიცხოვრო კაცთან რომელიცა არ მიყვარს. ქმარი არაა საჭირო რომ ვინმესთან გქონდეს ურთიერთობა.

პირველი იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ შემდგარიყო როგორც ქალი , ესწავლა ემუშავა რა აირჩია მარტივი გზა იარკლიზე ყოფილიყო ფინანსურად დამოკიდებული, იმით გამართლება რომ ქეთის თორნიკე ყავდა პატარა ჩემთვის გამართლება არაა. გაიხადა საკუთარი თავი ტანჯულ ადამიანად რომელიც არის სუსტი უსუსური ხელით სათრევი, საკუთარ თავსი ვერ ერკვევა ესეთი პერსონაჟია ჩემთვის ქეთი.

მეორე როცა გეგა გაქრა შეეძლო გვანცასთან მისულიყო და ეკითხა თუ რა მოხდა და რატომ გაქრა? კითხვაც არ გაუჩნდა დაგადავარდა უკიდურესობაში. როცა ადამიანი შენი ცხოვრებიდან ქრება ის უნდა დაივიწყო.

მესამე მას შეეძლო უარი ეთქვა გამოსავალი უსიყვარულოდ გათხოვება არაა, რთულ მდგომარეობაში ვიყავი პატარა თორნიკესთან ერთად და ამ დროს გამოჩნდა ირაკლი, მოდი ახლა ილუზიაში ვიცხოვრო 25 წელი ვითომ ბედნიერი ვარ კაცთან რომელიც არ მიყვარს. თვითონ გაიხადა ქეთიმ თავი ესეთ უსუსურ და სუსტ ქალად თავი. საკუთარიაზრის და პოზიციის დაცვა არ შეუძლია.

არც გეგა მომწონს და არც ირაკლი , მათ ორივე მხოლოდ საკუთარი გრძნობები ამოძრავებს და მეტი არაფერი. რეალურად გეგა არ აცდის ქეთი თავის თავში გაერკვეს და მხოლოდ მის აზრს აწვება რომ მას უყვარს და ქეთისაც. ეს არასწორია იქნება არ უყვარს ქეთის ეს გეგა? იქნებ იმ ასაკითვის უბრალოდ გატაცება იყო? ან ირაკლი რატომ უნდა მომწონდეს რომელმაც 25 წელი დახარჯა ქალთან რომელსაც არ უყვარს? ეს პერსონაჟები მაზოხისტები არიან.

თორნიკემ საკუთარი თავი მსხვერპლად გამოიყვანა ზედმეტად.

ჩემი ადამიანური რჩევა ამდენ პერსონაჟი ნუ გეყოლება რადგან ხშირად აღნიშნავ რომ დრო არ გაქვს ისტორიის წერისთვის და პატარ პატარა თავებს დებ, ამის გამო ისტორია საკმაოდ ქაოტურია. რეალურად ეს ისტორია სხვა პერსონაჟებზეა და არა იმათზე ვიზეც უნდა იყოს და ჩემთვის არასასიამოვნო წასაკითხია სხვა პერსონაჟების განვითარებას რომ უნდა კითხულობდე და სხვა პერსონაჟები მურმანის ეკალივით არიან მათი დრამებით. რეალურად საკმაოდ დამღლელია ჩემთვის ამდენი პერსონაჟის დრამა.
(ვაჩე, სოფო, მარიანა, ქეთი, ირაკლი, ანა , გიორგი, ვანო, ქრისტინე, გეგა,გვანცა, ლაშა, თორნიკე).

№12 სტუმარი სტუმარი ელენე

marita1230
სტუმარი ელენე
marita1230
ნეაკო
marita1230
ვცდილობ ქეთის გაგებას და მართლა ვიაზრებ პატარა გოგოსთვის , რომელიც მარტო დარჩა "სამყაროს" წინააღმდეგ ბავშვით ხელში რამდენად რთული იქნებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება , თან მაშინ როცა სხვა უყვარდა. მაგრამ შემდეგ წლები გავიდა , იცოდა რომ არ უყვარდა , მისი სიყვარულის ილუზიაში შვილებთან ერთად ეს კაციც აცხოვრა და საკუთარ თავთან ერთად მასაც გაუქრო შანსი რომ ის ქალი ეპოვნა ვისაც მართლა ეყვარებოდა . მესმის , რამდენად რთული იქნებოდა ეს , მაგრამ სულით მოღალატედ ყოფნას არ ჯობდა? წლების გასვლის შემდეგ უბრალოდ სურვილი მაინც როგორ არ გაუჩნდა რომ სიმართლე გაეგო კაცზე რომელიც უყვარდა ? თუ უყვარდა , ამ სიყვარულმა წამით მაინც როგორ ვერ დააეჭვა ? უმოქმედოა, ზედმეტად უმოქმედოა ეს ქალი . ანისიც მესმის , ალბათ , დედაჩემს რომ ეთქვა მსგავსი რამ ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეგ კაცი ეპოვა და სიმართლე გაეგო , მაგრამ ასე და ამ მხრივ როგორც ახლაა და იქცევა ნამდვილად არ დავუდგებოდი გვერდით . ისე ჩანს თითქოს სულ იყენებდა ირაკლის , რეალურად მასეცაა და იმისთვის რომ სხვანაირად იყოს არც არაფერს აკეთებს . შუაში მოქცეული თავად აქცევს მის თავს მსხვერპლად , მის ქმარს მოძალადედ და რეალურად ორივეს ღალატობს. ღალატი მანდამაინც ფიზიკური კონტაქტი არარის , გეგასთან მისული ქმარს ღალატობს , სახლში დაბრუნებული მისი უმოქმედობით გეგას. ჩემთვის ეს ყველაფერი რომანტიული არ არის და დიდი სურვილი მაქვს ირაკლი თავად დაბრუნდეს განქორწინების საბუთებით ხელში , რასაც ის აკეთებს სიყვარულისთვის ბრძოლა არაა და ამ ქალის გამო მოძალადე მონსტრად გადაქცევას ნამდვილად არ იმსახურებს .
თავისუფლება უნდა ? მისცეს და თავდაც იპოვოს მისი ბედნიერება . ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა დასაწყისში მართლა შეეძლო ამ კაცს და იმედია მომავალშიც შეძლებს.
არვიცი , თორნიკეს ადგილას ადამიანი როგორ არ უნდა შეიშალოს ჭკუიდან .. ნელ-ნელა საწამლავივით აწვეთებენ ახალ -ახალ ინფორმაციებს .. იმედია ბოლოს იპოვის მის სიმშვიდეს და დაინახავს ყველაფერს ისე როგორცაა.
ვაჩეზე არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს , იმედია სოფი ბოლომდე მყარად იდგება მის პოზიციაზე .
წარმატებები ნეაკო♥

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤ ქეთის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აღარ იცი ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, რა არის სწორი და არასწორი... პასუხისმგებლობას და სინდისის ქენჯნას გრძნობ ირაკლისადმი დ ავფიქრობ სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ჯერ კიდევ ვერ იღებს განქორწინების გადაწყვეტილებას. ტყუილში იცხოვრა მართლაია მაგრამ გეგაზე არაფერი იცოდა და შესაბამისად წასვლის მიზეზიც არ ჰქონდა... ქმარს უყვარდა პატივს ცემდა და მშვიდად ცხოვრობდა ამ ილუზიებში, ახლა როცა გეგა დაბრუნდა ყველაფერი აერია გონებაში.
გეგას ძებნას ქეთი ვერ შეძლებდა, პირველი იმიტომ რომ ირაკლი გამუდმებით ავადმყოფურად მასზე ეჭვიანობდა და მეორე, ფინანსურად მთლიანად მეუღლეზეა დამოკიდებული, შესაბამისად თავისუფლება არ ჰქონდა რომ ის ეკეთებინა რაც სურდა.
თორნიკეს მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ვჩე ძალით ინადგურრბს თავს და ვფიქრობ ის სოფის სიყვარულს ამ ეტაპზე არ იმსახურებს.
ირაკლი ნამდვილად ღირსეულად მოიქცევა და როცა ის და ქეთი ზღვარზე მივლენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ❤❤❤❤❤

ის ერთი წელი ირაკლის რომ გაექცა საშულება იყო გაეგო გეგაზე , ეს უკვე იყო რაღაც , უკვე იცოდა რომ ტყუილი იყო ყველაფერი და თავი მაინც დაიბრმავა . პირადად ჩემთვის პრობლემა სწორედ ეგაა , მხოლოდ გეგას გამოჩენის შემდეგ რომ გაუჩნდა ეჭვები , რომ არ გამოჩენილიყო ანუ მთელი ცხოვრება ირაკლის ყალბ სიყვარულში უნდა გაეტარებინა? კარგი , მისი თავი არ აინტერესებს მაგრამ იმაზე ოდნავაც არ უფიქრია რას იგრძნობდა მეორე მხარე? შენს საყვარელ ადამიანს რომ ეხები და გგონია ამ შეხებით ტკივილს აყენებ , უნდა შენს ადგილას სხვა იყოს , შეიძლება გაგაგიჟოს და ზღვრამდეც მიგიყვანოს მსგავსმა ფიქრებმა . პირველი სიყვარულის რომანტიზირებისას ის გვავიწყდება რომ დრო გადის , შევტირით იმიტომ რომ შეიძლება აუხდენელი ოცნებაა და ეს გაკერპებას იწვევს ჩვენს გონებაში . რეალურ ცხოვრებაში გეგასთან ურთიერთობის დაწყებისას შეიძლება ყველაზე მთავარს მიმხვდარიყო , რომ ის დაკარგა ვინც მისი ნამდვილი სიყვარული იყო . გეგას მოძებნას მანდამაინც ფინანსური საშუალება არ სჭირდებოდა . უბრალოდ მონდომება , ძველი ნაცნობები და შემდეგ მის დამდე გზა ..
წარმატებები♥

მეეჭვება ნეაკოს რომელიმე ისტორიაში ცალსახად დადებითი მთავარი პერსონაჟები იპოვოთ. ამით განსხვავდება სხვა ისტორიებისგან.
ფაქტებს რაც შეეხება, ერთი წელი კი არ იყო ქეთი წასული, დაოჯახებიდან ერთი წლის შემდეგ წავიდა და ირაკლიმ უკან მოაბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გეგა უყვარდა და ამის გამო გაუჭირდა მასთან თანაცხოვრება. მერე კიდე, გამქრალი ადამიანის მოძებნას ნამდვილად სჭირდება ფული და ასევე ნება, რომ მოძებნო. ქეთის არც ერთი არ ჰქონდა. პირველი იმიტომ, რომ არ მუშაობდა და მეორე იმიტომ, რომ გეგა გამქრალი კი არა, მისგან გაქცეული ეგონა. ჩემგან რომ გაიქცეს ადამიანი და მიმატოვოს, ნამდვილად არ დავიწყებ იმის ძიებას და უკან დაბრუნებას, მათ შორის არც წლების მერე. სიყვარულს რაც შეეხება, სიყვარული გრძნობაა და ძალიან ძნელია მისი გაკონტროლება. თუნდაც ისეთი ადამიანის მიმართაც კი, ვინც ამ გრძნობებს არ იმსახურებს.
კიდევ ის გეპრობლემებოდათ, რომ ყალბი გრძნობებით ცხოვრობდა ქმართან. შეგახსენოთ რომ ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) მაგ ყალბ და მოგონილ გრძნობებზე აშენებულ ოჯახებში ცხოვრობს? რამე ახალია აქ? ერთმა კაცმა მიატოვა, მეორემ თავი არ დაანება და რთულ მდგომარეობაში მყოფი ცოლად გაყვა. თანაც არაჩვეულებრივი ქმარი იყო და დიახაც, ასეთი ქმრებისგან არ გარბიან ამ ქვეყანაში.
ქეთი ნამდვილად ბევრ რამეშია დამაშავე, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მეორე რიგში თორნიკესთან, ზღვა ტყუილების დახვავების გამო, მაგრამ მე ვერ ვიგებ ირაკლისთან მიმართებაში რატო კიდებენ ამ ქალს პასუხისმგებლობას. აქ ალბათ ის სტანდარტული შეხედულება მოქმედებს, რომ ქალის ვალი რატომღაც კაცის გაბედნიერებაზე და კარგად ყოფნაზე ზრუნვაა, თუ რა ხდება ვერ ვიგებ. ეს ირაკლი ლენჩია თუ უტვინო? თავისი არჩევანი იყო სხვაზე შეყვარებულ ქალთან ცხოვრება და ქეთის მისამართით პრეტენზიები, ქმარი ტყუილში აცხოვრა, რა გაგებაა? ან რატო აცხოვრა ტყუილში, როდის მოატყუა გეგაზე რამე? უთხრა გარკვევით ყველაფერი. ვისაც არ აწყობს, წავიდეს და ეძებოს სხვა ქალი. თუ მაგის შნო არ აქვს კიდე, თავის უუნარობაზე იდარდოს.
და საერთოდ, ნუ გვავიწყდება, რომ ყველა ოჯახს ერთ თარგზე ვერ გამოვჭრით. ზოგი free relationship-ზეც კი თანხმდება და ცოლ-ქმრობის პარალელურად დამატებითი ურთოერთობებიც აქვს, მეუღლესთან შეთანხმებით. ზოგი კიდე ირაკლისავით, თანახმაა სხვაზე შეყვარებულ ქალთან იცხოვროს. მოკლედ, ამ არჩევანს თავად ვაკეთებთ და სხვასთან პრეტენზიები, ცხოვრება რატო დამინგრიეო, საბავშვო ბაღია და მეტი არაფერი.

თორნიკე მართოა ცოდოა, რომ ორივე ცოლ-ქმარმა წლების მანძილზე ატყუა.

თუ შენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გაქრება მარტო იმას არ იფიიქრებ მიმატოვაო , იმისაც შეგეშინდება რომ რამე დაემართა. ჰო , ვიცი რა მდგომარეობაში იყო იმ პერიოდში , უბრალოდ , გარკვეული დროის შემდეგ იმ აზრთან ერთად დამტოვაო ,უბრალოდ შეუძლებელია სხვაც არ გასჩენოდა , თუნდაც შეყვარებული , მეოცნებე გულით.
ჰო , დაკარგული ადამიანის მოძებნა შეიძლება გარკვეულ ფინანსებთან იყოს დაკავშირებული , მაგრამ გეგას ოჯახს ნამდვილად ეცოდინებოდა რა დაემართა მას , ან მე ვპოულობ ხოლმე მაინც იმას ვინც მაინტერესებს ფინანსების გარეშე .
ჰო , ყალბი და მოგონილი გრძნობით შექმნილი ოჯახი მეპრობლემება , თუნდაც მათი ჩამქრალი თვალების გამო , ილუზიური ბედნიერების რომელსაც ბოლომდე ვერ გრძნობენ და ბოლოს მაინც იკარგებიან საკუთარ თავში . კი , მეპრობლემა , მტკივა და მაწუხებს . მასეთ ტყუილში გახვევას მე პირადად ნამდვილი ( თუნდაც საშინელი ) ცხოვრების წინაშე დადგომა მირჩევნია.
ჰო , გეგაზე უთხრა ცოლად რომ გაყვა . მაგრამ მერე მის მიმართ სიყვარულშიც დააჯერა , მასთან ყოფნის სურვილშიც და ერთგულებაშიც. ის სტანდარტული შეხედულება რომ რატომღაც ქალის ვალი კაცის გაბედნიერებაზე ფიქრია არ გამაჩნია , სოლიდარობას სქესის მიხედვით არ ვაცხადებ , პირადად ჩემთვის პრიორიტეტული ადამიანობაა . არც ერთ თარგზე ვჭრი ყველა ოჯახს და არც საკუთარი გადაწყვეტილებების სხვაზე შეწერას ვამართლებ , სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი. და ჰო დიდი იმედი მაქვს რომ ის გრძნობა რაც თქვენი კომენტარის კითხვისას გამიჩნდა უბრალოდ მომეჩვენა .

გეგას გაქრობა როგორ მოხდა დეტალებში არ აქვს აღწერილი ნეაკოს. რადგან ქეთიმ იფიქრა, რომ მიატოვა, ე.ი. ამის საფუძველიც ჰქონდა. მაგის გარდა, ჩვენ ნეაკოს ფაქტიურად ისტორიის შუა პროცესში შევაცვლევინეთ გეზი, თორე დასაწყისში ქეთი ირაკლისთან მოიაზრებოდა და გეგა საერთოდ უარყოფითი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ახლა რომ ეს ისტორია წიგნად გამოდიოდეს, რა თქმა უნდა, ბევრი დიალოგი დაკორექტირდებოდა, მათ შორის ისიც, სადაც ქეთი ირაკლის სიყვარულს უხსნის. მაგრამ ეს ისტორიაა... რაც შეეხება რეალობას, არავინ ამბობს, რომ ყალბი ოჯახებით აღფრთოვანებულია, მე უბრალოდ მეცინება როცა მაინცდამაინც ამ საიტის სივრცეში გაიოცებენ ხოლმე იმას, რაც თითოეული ჩვენგანის გარშემო ყოველდღე ხდება.
სქესის მიხედვით არც ჩემი თანაგანცდა იმატებს ან იკლებს. მეც უპირატესობას ადამიანობას ვანიჭებ და ზუსტად იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ, უამრავი დაშვებული შეცდომით, ვუგებ და ემპათიას ვიჩენ სხვა ადამიანების მიმართ, არ ვმორალისტობ და მოღალატეს არ ვუწოდებ ქალს, რომელიც ქმართან ღიად საუბრობს თავის რეალურ გრძნობებზე, არ ატყუებს და თვალებში ნაცარს არ აყრის.
ამ კომენტარით თქვენში გამოწვეული გრძნობების, ემოციების და შეგრძნებებისთვის ბოდიში, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სიამოვნებას ჩემს თავს ვერ და არ მოვაკლებდი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent