წყურვილი {თავი 2}
რამოდენიმე წამით ადგილზე ვიყავი გაშეშებული. ეს ნამდვილად არშედიოდა ჩემს გეგმებში. ასე არაფერი გამითვლია, ვერც კი ვიფიქრებდი ასეთ დროს, ვიღაც ალექსანდრა თუ გამოჩნდებოდა და ყველაფერს დამიგნგრევდა. არაა არაა. აქ რაღაც ვერიყო რიგზე. თუმცა, რომ დავუფიქრდეთ არც არაფერი დანგრეულა. უბრალოდ შეჩერდა, ეს კი ნგრევას ნამდვილად სჯობდა. დანიელს გავხედე, ისევ ისე იყო. მგონი ალექსანდრასკენ არც კი გაუხედავს. რათქმაუნდა... აი რაიყო ჰარის საქმე დილით, დანიელთან. ამ ნაბიჭვარმა ყველაფერი იცოდა. მაგრამ რატომ არ გამიმხილა ეს ჰარიმ, მე. ხომ მენდობოდა? ნუთუ, რამე გაიგო? ჩემზე, ჩემს გეგმებზე, წარსულზე. ჯანდაბა, ამდენი კითხვები მქონდა, პასუხები კი არსად იყო. ცოტაც და თავი გამისკდებოდა ფიქრისგან. ნილსონისკენ გავიხედე თავის ეტლში იჯდა და თავის ბიჭს ქვემოთ ჩამოყავდა. ვეღარ მოვითმინე და ბოლოს დანიელისკენ წავედი, რომელიც მკლავებით იყო დაყრდნობილი მაგიდას და ცალხელში ჭიქით სავსე შამპანურს ატრიალებდა. - ვინ არის ეს ქალი? - თავშეკავებულად ვკითხე - ვერგაიგე? შვილიშვილია მისი - წამოიწია და მხრებში გასწორდა. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არც აინტერესებდა ირგვლივ გაოცებული ხალხის რეაქციები. - და ეს იცოდი? - როგორ ფიქრობ? - წარბებ აწულმა გამომხედა - კითხაზე პასუხი მჭირდება დანიელ და არა შემობრუნებული კითხვა! - რა გჭირს, ბილ? - თვალებ ოდნავ დააწვრილა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ - რაღაც ძალიან აღელდი - თავი ოდნავ გვერდით გადასწია. - უბრალოდ, მაინტერესებს ამის შესახებ მე რატომ არაფერი ვიცოდი! - მკაცრ ტონს ისევ არვთმობდი. ცოტაც და პიკს მივაღწევდი. - შენ? - გაეცინა - შენ კი არა მეც არაფერი ვიცოდი. ეს ყველაფერი დღეს გავიგე და იცი რა, მორგან? - უფრო ახლოს მოიწია და ჩემს პიჯაკს მხრებზე ოდნავ გაუსვა ხელი - როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ჩემგან. მერჩივნა შენ მენახე იმ ქალის ადგილას და არა ის, შენს ადგილას. - თავი დამიქნია და გვერდი ამიარა. - ხომართლა. პირდაპირ რომგაივლი, იქვე პატარა ოთახია, იქ ერთი კაცია, დარაჯი. რაღაც ისეთიაქ რაც ამ წვენს ჯობია - მაგიდაზე დადებულ შამპანიურის ჭიქაზე მანიშნა - შევამჩნია რომ რაღაც მაგარი გჭირდება. ხარისხიანია, უკვე გავსინჯე - ხელი მხარზე დამკრა და გასასვლელისკენ წავიდა. ჰარისკენ გავიხედე. ვიღაცას ელაპარაკებოდა. ალექსანდრა? ის არსად ჩანდა, მე კი ცოტაც და აქ ყველაფერს დავლეწავდი. რამოდენიმეჯერ ღრმად ამოვისუნთქე და დარაჯისკენ დავიძარი. * * * - იქნებ დარჩე - საწოლიდან წამოიწია და ფრჩხილები აატარა ჩემს მხარს - არა, უნდა წავიდე სარა - შარვალი ამოვიცვი და მაისურის ძებნა დავიწყე. - რატომ არ რჩები. ხომ იცი როგორ გამიხარდება რომ დარჩე. გააკეთე ეს ერთხელ ჩემთვის, მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ შენთვის - ლოყაზე ხელი ამისვა და მხურვალედ მაკოცა ტუჩებში. - გითხარი ვერდავრჩებითქო და ასე ნუ მელაპარაკები. - მისი ხელი მოვიშორე და გავეცალე - იცი რატომაც ვარ შენთან და თუ მოგბეზრდა ასეთი ურთიერთობა ან სხვებივით მეტისმოთხოვნა დაიწყე, მითხარი და მაშინვე შევწყვეტ ყველაფერს. - მშვიდად ვუხსნიდი გაზეპირებულ სიტყვებს ის კი მოღუშული იჯდა საწოლზე და ფანჯრისკენ იხედებოდა. მის დანახვზე თვალები ავატრიალე და ოთახიდან გავედი. ახლა მისთვის რაიმის ახსნის თავი ნამდვილად არმქონდა. * * * გზაში ანდრეას დავურეკე. მე არაფერი მომიყოლია მან კი უკვე ყველაფერი იცოდა. ჩემი ამბავი აინტერეებდა, როგორ ვიყავი. ცოტახანი ვილაპარაკეთ და მერე მობილური გავუთიშე. - მისტერ ნილსონის ბიჭმა დარეკა - მითხრა მეთიუმ. ის ჩემი მძღოლი იყო. მე კარგად არვიცნობდი, მხოლოდ ერთი კვირაა რაც აყვანილი მყავდა, თუმცა ანდრეას თქმით ის საუკეთესო იყო. - რაო? - ჩავეკითხე. შეეძლო ჩემთვის დაერეკათ. - დილით ადრიანად გიბარებთ მისტერ ნილსონი - გასაგებია - ჩავილაპარაკე და სველი მინებისკენ გავიხედე. წვიმა, არ მიყვარდა. რომ ვუფიქრდებოდი, ყველა ის დეტალი და საერთოდ ყველაფერი რაც ადრე ჩემში სასიამოვნო გრძნობას აღძრავდა, ახლა აღარანაირ არაფერს იწვევდა. იმდენად შევიცვალე, იმდენად გავსხვანაირდი, რომ სარკეში ყურებისას საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ მხოლოდ სხეულივარ, რომელიც ვიღაცამ დააპრორგრამა და შურისძიების წყურვილისგარდა არაფერი ჩადო მასში. მაგრამ ალბათ ამ დროისთვის ასე უნდა იყოს. ეს ახლა აუცილებელია - ეს მდგომარეობა, ეს ფიქრები, აზრები, განზრახვები, რაც ჩემშია ნორმალურია იმისთვის რაც მე მინდოდა. მაგრამ ის კითხვა რაც ნაფლეთებად ქცეული გულის ღრმა კუნჭულში შემომრჩენოდა, იყო ის, თუ რას გავაკეთებდი, როცა ყველაფერი დასრულდებოდა. რა ვიქნებოდი მაშინ, მე? ან ვიქნებოდი კი საერთოდ? ნუთუ, იმ ყველაფრის მერე არაფერი შეიცვლებოდა? ნუთუ გრძნობებისა და ემოციების აღქმას ისევ ვერდავიწყებდი. მართლაც რა ვიქნებოდი? ვინ ვიქნებოდი, მითუმეტეს რომ მკვლელი გავხდებოდი. ანდრეა მართალს ამბობდა - სიძულვილისა და ბრაზის გარდა ყველა გრძნობის აღქმა გაქ დაკარგულიო, რომ იძახდა. როგორი სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის, ის მართალი იყო და მიუხედავა იმისა, რომ მე ამას ვხდებოდი, მაინც არ ვცდილობდი, იმ ყველაფრის აღდგენას და გაღვიძებას ჩემში, რაც ადრე დავკარგე. * * * დილით ადრე ავდექი. შხაპი მივიღე და ნილსონების სახლისკენ წავედი. სახლიდან გამოსვლისას კონვერტს დავხედე. გამახსენდა რომ იმ დღეს არც გამიხსნია, ისევ იქ იდო მაგიდაზე. მუყაოს თეთრ ქაღალდს ხელი დავავლე და მანქანაში ჩავჯექი. გზაში არგამიხსნია, რამოდენიმე ადგილას გადავრეკე, რაღაც საქმეებისთვის. - ბილ, შენ ხარ? - იკითხა ჰარიმ - კი, მე ვარ - მართლაც რა ადრინად მოსულხარ, მოდი დაჯექი - მითხრა და მისმა ბიჭმა მაგიდის სკამი გამომიწია. მძმე ნაბიჯებით დავიძარი სკამისკენ, მოწყვეტით დავჯექი და ნილსონს მივაშტერდი. - გუშინ ამ ყველაფერს არ ელოდი არა? - გაწონასწორებული ტონით იკითხა. მშიდად მიირთმევდა ქათმის სტეიკს. დანაჩანგალს ისე დინჯად და ლამაზად ხმარობდა, წამით იმასაც კი იფიქრებდით, მხოლოდ სულელი დაიჯერებდა მის სიბრმავესო. - თქვენ წარმოიდგინეთ და არა - თავი ოდნავ გვერდით გადავწიე და მკრთალად გავუღიმე. - ოხ, ეს ირონია მორგან… - გაეცინა, მერე კი უცებ დაალაგა სახე - ვიცი, რომ არ ელოდი. ისიც ვიცი, ალექსანდრას ადგილას თავად რომ წარმოგედგინა თავი, მაგრამ ასე იყო საჭირო და ის ფაქტი რომ გუშინ შენს მაგივრად ის გამოვაცხადე, არაფერს ცვლის და მგონი არც ჩვენს ურთიერთობას აფუჭებს. არა, ბილ? - რათქმაუნდა არა, ჰარი - თავი უკან გადავწიე და კომფორტულად მოვკალათდი. - შენთან უფრო დიდი და მაშტაბური გეგმები მაქვს, ჩემო ბიჭო - ,,ჩემო ბიჭო” ხშირად მეძახის ასე, და იმ წამსვე მინდება იარაღის ამოღება და იქვე მისი შუბლის გახვრეტა. - მართლა? - გამეცინა და თვალი დიდ ლუსტრას გავუშტერე - მინდა რომ ალექსანდრაზე იქორწინო - თქვა დიდი პაუზის მერე. - გასაგებია.. - სიცილი ამივარდა - მგონი სასაცილო არაფერი მითქვამს, ბილ - ხმა უცებვე გაუმკაცრდა - არა, არა… - წინ წამოვიწიე - უბრალოდ, მართლა გულწრფელად გიხდით მადლობას ჩემი მომავალზე ზრუნვისთვის, თუმცა… ვფიქრობ, ცოლის, შვილის და ოჯახის პრობლემას ჩემითაც მოვაგვარებ - რატომ თვლი რომ ოჯახი პრობლემაა? შვილები და მშობლები, რაარის ამაზე დიდი ბედნიერება, ბილ? ,,შვილები და მშობლები…რაარის ამაზე დიდი ბედნიერება” გონების შორეული, მივიწყებული წარსულიდან იყო ეს სიტყვები… ეს ხომ მამაჩემის სიტვები იყო, რომელსაც ახლა მისი მკვლელი იმეორებდა. - არვიცი, მგონი მეშინია მისტერ ნილსონ… - რისი გეშინია? - მათი დაკარგვის - ოჰ - შეიცხადა - არა ბილ. შენნაირი კაცი ოჯახს არასდროს დაკარგავს. კინაღამ დამცდა მამაჩემა თუ დაკარგა მე ვინ ვარ რომ არ დავკარგოთქო, ის ხომ ჩემზე ბევრად უკეთესი იყო. მაგრამ ენას კბილი დროულად დავაჭირე. - ალბათ მართალიხართ - მოკლედ მოვუჭერი. მინდოდა მალე დამემთავრებინა მასთან საუბარი და იქაურობასაც გავცლოდი. - ასეაა ასე. იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე. ალექსანდრა ჭკვიანია, ძლიერიც! მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ის ქალია. ეჭვიც არმეპარება იმაში, რომ თავის საქმეს პირნათლად შეასრულებს და კარტელს როგორც, მე ან შენ, ისე ჩაუდგება სათავეში. თუმცა ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, იქ მათთნაირების ადგილი რომ არარის. - მათთნაირებში რას გულისხმობ ჰარი? - ჩავეკითხე - ზედმეტად ჭკვიანებს, ბილ. ის კი ზუსტად ასეთია. ამის დედაც. მილერი და ანდერსონი ამ ქალით ჩემს შეშინებას ცდილობენ თუ რა უბედურებაა?! - გასაგებია - ფეხზე წამოვდექი - როგორც მივხვდი, გინდა რომ ცოლად მხოლოდ იმიტომ შევირთო, ჩემი კონტროლის ქვეშ რომ იყოს, ასეა არა? - ასეა - თავის ქნევით დამეთანხმა , თავის სისხლს და ხორცსაც კი არენდობოდა ნორმალურად. - კარგი, მაგრამ დავფიქრდები. პასუხს კი საღამოს შეგატყობინებ. - ვუთხარი და გასასვლელისკენ დავიძარი. * * * - რა გჭირს? - ანდრეა გვერდით მომიჯდა. - არაფერი, ეს ქალი არმომოწონს. წარმოიდგინე, ისეთია რომ ჰარიმ ყველაფერი მისცა, მაგრამ ნდობით ბოლომდე მაინც არ ენდობა… - მაგ ქალზე რაღაცეები გავიგე. - ფეხზე წამოდგა და მაგიდისკენ წავიდა. იქედან რაღაც ფაილი აიღო და გამომიწოდა - ეს ინფორმაციაა მასზე. ბევრი კი ვერაფერი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყვი მისი მოკლე ბიოგრაფიიდან. ოცდაექვსი წლისაა, ბოსტონის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმშობიარა ვიღაც ტესა ნილსონამა მასზე, ანუ დედამისმა. იმისმეერე არაფერი ჩანდა, არანაირი ინფორმაცია და კვალი. ყველაფერი გაქმრალი იყო. ბოლოს თვრამეტი წლის გამოჩნდა უკრაინის ერთ-ერთ სკოლაში, ბოლო ზარზე. მერე ისევ გაქრა ყველაფერი მის შესახებ. ოთხი წლის შემდეგ ავღანეთში დაფიქსირდა - ფაილიდან ფოტო ამოიღო ალექსანდრასი - მერე იქედანაც გაქრა და საბოლოოს გუშინ ისევ გამოჩნდა. - და გუშინაც მალევე გაქრა… - ჩემთვის ჩავილაპარაკე - ასეა. უჩინმაჩინივითაა ეს გოგო. ცოტა საშიშიც ჩანს… - ფოტოს დახედა, რომელიც ავღანეთში იყო გადაღებული, ხელში იარაღი ეჭირა. - ჰარიმ მითხრა მასზე უნდა იქორწინოო - რა? - ხო, ზედმეტად ჭკვიანიო. უნდა ახლოს მყავდეს და ვაკონტროლებდე. იცი, ახლა რომ ვუფიქრდები, ვერ ვხდები ასე ძალიან მე რატომ მენდობა. ის ხომ მისი შვილიშვილია, ერთადერთი ოჯახის წევრი რომელიც შემორჩა და მაინც, მე მირჩევს. - ამით რისი თქმა გინდა? შენც ხომ ეს გაწყობს - კი, მაგრამ ზედმეტად მეუცნაურება ეს ყველაფერი… ეს ნდობა, რაღაც ძალიან არმომწონს. - დამიან კარგი რა, მან შენი ნამდვილი სახელიც არ იცის, რა ეჭვებზეა ლაპარაკი. თავიდანვე მოგენდო იმიტომ რომ შენ მისი სიცოცხლე იხსენი და ამით იმ ნაბიჭვარს ყველაზე ძვირფასი რამ გაუკეთე. მართალი იყო, ანდრეა. ჰარისთვის მთავარი მისი სიცოცხლე იყო. მე კი ის გადავარჩინე…. - ალბათ ასეა… - დარწმუნებული ვარ რომ ასეა. რაც შეეხება მაგ ქალს… - საუბარი შეწყვიტა რადგანაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა. წინ წავიწიე და მაგიდიდან მობილური ავიღე. უცხო ნომერი იყო. - გისმენთ - გამარჯობა, ბილ მორგანი ხართ? - ქალის ხმა გაისმა - დიახ, მე ვარ - მისტერ მორგან, მინდა რომ ახლავე გნახოთ. მისამართს მოგწერთ, იმედია დიდხანს არ მალოდინებთ - მობილური გამითიშა. ეს რა ჯანდაბა იყო? - რახდება? რასახეგაქ? - მეკითხებოდა ანდრეა - ის იყო… ალექსანდრა * * * უცნაური ადგილი იყო. ამ გარემოებით თუ ვიმსჯელებდით ალექსანდრა ჭიქა ყავაზე ნამდვილად არ მეპატიჟებოდა. მანქანიდან გადმოვედი და პულტით კარები ჩავკეტე. რაღაც ძველი, მიტოვებული ქარხანა იყო, დიდი კარი ღიათ დამხვდა, ირგვლივ კი სამი ძვირადღირებული მანქანა ეყენა. უდავოდ უკვე ადგილზე იყო, მის ნილსონი. საინტერესოა, რა უნდოდა ჩემგან. იმ მომენტში როცა დამირეკა, თავისუფლად შემეძლო მეფიქრა, რომ ჰარიმ უკვე ელაპარაკა და ალექსანდრაც საქორწინო სამზადისისთვის მიბარებსთქო რაღაცეები ერთად რომ გადაგვეწყვიტა, თუმცა, ეს გარემოება ამაზე ფიქრის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევდა. შესასვლელში ორი დაცვა იყო. არც კი გაუჩხრეკივარ ისე შემატარეს. შიგნით ძველი, რკინის ბოცები იყო იქეთ აქეთ მიმოფანტული. დაცვა ირგვლივ იდგა, ალექსანდრა კი ვიღაც სკამზე მიბმულ ბიჭს ედგა წინ. მშვიდი სახე ჰქონდა, აუღელვებელი. მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვა და შავი, გრძელი პალტოს ჯიბეში ხელები ჰქონდა ჩაყოფილი. ზოგადად ქაოსი არმიყვარდა, თუმცა ვერც ისეთ სიმშვიდეს ვიტანდი, როგორსაც ახლა ამ ქალის გვერდით ვგრძნობდი. - გამარჯობა, მის ნილსონ - ექოებივით ისმოდა ჩემი ხმა შიგნით - სალამი, მის მორგან - ჩემსკენ შემობრუნდა და ზუსტად იმ წამს დავინახე სკამზე მიბმული ბიჭის სახე. ამის დედაც! - როგორც ვიცი და მითხრეს, დაცვაზე თქვენხართ პასუხისმგებელი, ასეა, არა? - ნელი ნაბიჯიბეით დაიძრა ჩემსკენ. - ასეა - იცით ეს ბიჭი ვინ არის? - თავი ოდნავ გვერდით გადასწია და თვალებიც უფრო დააწვრილა - რათქმაუნდა, ერთი წლის წინ ავიყვანეთ სამსახურში - მართალია… და ბარემ ისიც შემახსენეთ რისთვის აიყვანეთ - ჰარის სახლის და ოფისის კამერების მეთვალყურეობისთვის - ეგეც მართალია… სტატუსი ეგ ჰქონდა, მაგრამ… - ჩემსკენ მოიწია და პირველყოფილივით ჩამაშტერდა თვალებში - ყველა შეხვედრის ფაილს, ხმას, ვიდეოსა თუ ფოტოს, იმის მაგივრად რომ წაეშალა, თავისი მეხსიერების ბარათზე ინახავდა. რა საინტერესოა, არა? - აქ, საინტერესოს ვერაფერს ვხედავ! - გავიკვირვე - როგორ ვერა - უცებ შეიცხადა - მის გარდა, იქ კიდევ სამი მსგავსი სტატუსის ბიჭი იჯდა და მხოლოდ მას აღმოაჩნდა ეს ბარათი. და უფრო საინტერესო იცი რაარის? მისი მოსწყობილობა არიყო მთავარ კამერებთან დაკავშირებული. მისი მოწყობილობა მხოლოდ ხმას იწერდა. მაგრამ მის ბარათზე ყველაფერი ვიპოვეთ. თქვენი აზრით, როგორ მოახერხა, ვიდეოებისა და ფოტოების ამოღება? - წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ ბაბუათქვენმა გასცა ბრძანება რომ შეენახა ჩანაწერები. ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ, ზოგი პარტნიორი თუ კლიენტი საქმის შემდეგ თანხის გადახდაზე უარს ამბობს, ჰარიმ კი შეიძლება ეს თავის დასაზღვევად გააკეთა. - არა - თავი გააქნია - ჰარისთან უკვე ვილაპარაკე, მას მსგავსი არაფერი უთქვამს, თუმცაა - უკან, თავის ბიჭებს გახედა და მეორე კარისკენ ანიშნა. - მათ მითხრეს რაღაც, რამაც ბოლომდე მაინც ვერ დამაკმაყოფილა. - მალევე შემოიყვანეს სამი, მაგრად ნაცემი ბიჭი. ესენიც ნიკთან ერთად მუშაობდნენ. მათი ბედი შემთხვევით გადაეჯაჭვა ჩემსას, წლებისწინ როცა ქუჩაში დავხეტიალობდი, ლუკმა-პურის საშოვნად ისინი კი ბოლოდონის ნარკომანები იყვნენ, რომლებმაც ყველა და ყველაფერი დაკარგეს, მერე ციხეში იჯდნენ, მე კი სანამ ჩაჯდებოდნენ მანამდე მოვასწარი მათი გაცნობა. ზოგადად, კორტელებში ახალბედები არაზდროს არ აჰყავთ, არც სუფთა წარსულის მქონე ხალხი, ამიტომაც როგორც კი შურისძიება გადავწყვიტე და მაღალი სტატუსიც დავიკავე ხელში, ბიჭები ციხიდან გამოვიყვანე და მთელი სისტემა მათ ვანდე. ალექსანდრას ჯერ მხოლოდ მეხსიერების ბარათი ჰქონდა ნანახი, თუმცა მერწმუნეთ, ამ მეხსიერების ბარათზე, იმის ნახევარიც კი არიყო რაც მე ერთიწლის წინ ჩავიგდე ხელში. - კარგად შეგილამაზებიათ - რაც არუნდა იყოს, ქალისგან მსგავსი საქციელი მაინც მიკვირდა - ოჰჰ, არა მორგან. ეს ჯორჯმა ქნა. ახალი ვარ და ჯერ კარგად არმესმის აქ სიტყვებით როგორ მოქმოდებენ. ნელ-ნელა გავერკვევი, თუმცა მაინც, რომ იცოდე ეს მე არგამიკეთებია - გაეცინა - მე მხოლოდ ის ვთქვი რომ აელაპარაკებინათ. - მერე, ალაპარაკდნენ? - ბიჭებისკენ გავიხედე, ფეხზე ძლივს იდგნენ. რათქმაუნდა არაფერს იტყოდნენ. ადამიანი ჩიტივითაა და ზოგისთვის გალია, სიკვდილის ტოლფასია. - არა, მაგრამ მობილურში რაღაც ნომრები ვიპოვეთ… ჯერ ვერაფერს ვიტყვი, პასუხები მალე იქნება და გავიგებთ ვის ელაპარაკებოდა ყოველი დღის ბოლოს, ნიკი - ბიჭს გახედა და თავი ფრთხილად აუწია - რასვიზამთ, თვითონ არაფერს ამბობდა. ეს კი ჩემი მოვალეობა იყო - სიტყვები ისე გააჟღერა ვერც კი მივხვდი ვის უთხრა. მე, ნიკს თუ ვინმე სხვას. - კარგი, მისტერ მორგან როგორც ამაზე პასუხისმგებელი, უბრალოდ მინდოდა აქ ყოფილიყავით. - ალმაცერად გამომხედა და და ისევ ჯიბეში ჩაილაგა ხელები - მათთზე ნუ ინერვიულებთ, ბიჭები პირველადდახმარებას მიმართავენ, აი მე და შენ კი როცა დრო მოვა ცალკე ვილაპარაკებთ. ბაბუაჩემს კი ამსაღამოს გადაეცით, თქვენი შვილიშილი ჩემთან ქორწინებაზე, კვლავ უარზეათქო და გადაწყვეტილებას, არასდროს… არასდროს არ შეიცვლის. - ცინიკურად გამიღიმა - ეს სიტყვა-სიტყვით გადაეცით - თვალი ჩამიკრა და ქუსლების კაკუნით წავიდა კარისკენ. ვერ ვიტანდი ქალის ასეთ თავდაჯერებულობას. ისინი არასდროს არიან ძლიერები, მითუმეტეს ისინი ვინც ცდილობენ, თავი ძლიერად წარმოაჩინონ. - დარწმუნებულიხართ მის ნილსონ? - კარებთან არმისულს გავსძახე - უკაცრავად? - გაკვირვებულმა გამომხედა - დარწმუნებულიხართ, რომ ჩემზე არ იქორწინებთ? ვფიქრობ, წვეულება ან დალევა არიქნება ცუდი, თუნდაც საქორწინო - სახე გაუმკაცრდა, აი ახლა კი მე ვიხალისებდი... - ბილლ - ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ და თან სიმწრის ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან - აუცილებლად დავლევთ… აუცილებლად, მაგრამ სამწუხაროდ არამგონია, ორივესთან ერთდროულად დაემთხვეს, რადგანაც ეს ან შენ დაკრძალვაზე მოხდება ანდაც ჩემსაზე. გააჩნნია ამ ომში რომელი ჩვენგანი გაიმარჯვებს -ოჰჰ, მის ნილსონ. ომში ვარ და ამას ახლა ვიგებ? - სახე ახლოს მივუტანე, ლამის მის ლამაზ, კეხიან ცხვირს შევეხე. ჯანდაბა, ისევ ეს სუნი შემიძვრა ნესტოებში - დაწნარდი - მოულოდნელად გაჩნდა მისი ყინულივით ცივი თითები ჩემს სახეზე - მთლად ეგრეცა არაა საქმე. ეს ომი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო. გგონია ვერ შევამჩნიე როგორ მიყურებდი? - სახე კიდევ უფრო ახლოს მომიტანა და ცხვირი ოდნავ გამისვა ლოყაზე. ღმერთმა უწყის რა დამემართა იმ წამს, ხმაც რომ ვერ ამოვიღე. - თვალებით მჭამდი ბილ. მიწვევდი, და იცი რა? მე მსგავს გამოწვევებს ყოველთვის ვღებულობ, მითუმეტეს რომ ასეთი კონკურენტი მყავს. იცი როდისაა თამაში ყველაზე კარგი, როცა ორივენი თანაბრად ხარ მოცემულ სიტუაციაში, თუმცა ყველაზე ტკბილი მაშინაა გამარჯვება როცა შენზე ერთი ანდაც ორი საფეხურით მაღალს ამარცხებ. ახლაც ასეა. შეიძლება ფული და ძალუაფლება ორივეს თანაბრად გვქონდეს, თუმცა შენ ნდობა გაქვს, ჰარის ნდობა. მე კი ეს არმაქვს. აი რაშია ჩვენი სტატუსისა და ძალაუფლების განსხვავება. - თავი უკან გასწია და უკუსვლით წავიდა უკან. მერე ნელ-ნელა შეტრიალდა და სულ მოშორდა იქაურობას. გამოწვევაო? არც კი მიცდია, თუმცა რახან მას ასე ეგონა, რა პრობლემა? რათქმაუნდ არანაირი. ბოლო ხომ მასაც მისიანებივით ექნებოდა. მგონი არადა თუ არ ვცდები ძალიან დავაგვიანე ახალი თავის დადება :დ ვეცდები ეს აღარ განმეორდეს. დღეს თავისუფალი ვარ და მესამი თავის წერას უკვე დავიწყებ, რადგანაც ვინც ელოდებოდით, ისევ რომ აღარ გალოდინოთ. წინა თავის კომენტარებს რაც შეეხება, ვინც დამიწერეთ, ისეთი თბილი და ტკბილი იყო, რომ ათ და თხუთმეტ კომენტარს მერჩივნა :დ კიდევ ერთხელ მადლობა და სასიამოვნო კითხვას გისურვებთ. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თუნდაც ცუდი ,,დეფექტები" რომ გამოვასწორო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.