შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 36 თავი


30-09-2021, 03:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 060

-გეგა გთხოვ შეწყვიტე-გაბრაზდა ქეთი და უკან დაიხია
-შენთან ახლოს ყოფნის უფლებას რატომ არ მაძელევ?-უემოციო ტონით ჰკითხა კაცმა- გეშინია რომ საკუთარ გრძნობებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ?-ცინიკური ტონით ჰკითხა და სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა
-შეწყვიტე გრძნობებზე ლაპარაკი! ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა
-რატომ ვერ იღებ განქორწინების გადაწყვეტილებას?-თვალები დააწვრილა გეგამ და დაჟინებით ცააცქერდა დაბენეულ ქალს ამღვრეულ ცისფერ სფეროებში
-უნდა წავიდე-დაიჩურჩულა ქეთიმ და გვერდის აქცევა სცადა მისთვის, მაგრამ გეგამ მაშინვე გზა გადაუღობა და წინ აესვეტა
-უშენობა აღარ შემიძლია-ხმა დაბალი ტონით უთხრა კაცმა და გააზრებულად ახლართა თითები მის თითებში
-რას აკე...თებ-აღმოხდა მისი ზედმეტი სიახლოვით სუნთქვა აჩქარებულ ქალს და აწყლიანებული თვალებით ახედა მომღიმარ კაცს, რომელმაც მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა მაჯაზე- გეგა გთხოოვ-შეეხვეწა თავგზააბნეული ქალი და უმალ ხელის დახსნა სცადა, მაგრამ კაცმა უფლება არ მისცა
-ეს რა არის?-მკაცრი ტონით ჰკითხა გეგამ როცა მის მაჯაზე სიწითლე შენიშნა
-ეს შენ არ გეხება-გაბრაზდა ქეთი და უფრო აქტიურად გაუწია წინააღმდეგობა წყობრიდან გამოსულ კაცს რომელმაც მაშინვე გულზე მიიკრო მთელი სხეულით აცახცახებული ქალი და წელზე ნაზად შეუცურა ძლიერი ხელი
-ჩემს გამო გატკინა?-ზომოდან დააცქერდა გეგა თვალებაწყლიანებულ ქალს რომელიც მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას მოწოლილ ცრემლებს
-ხელი... გამიშვი!-ამოილუღლუღა ქეთიმ და გაჩუმდა რომ როგორმე ძალა მოეკრიბა მისთვის წინაადეგობის გასაწევად, თან მის უხეშ თითებშორის მოქცეული მაჯის დახსნა სცადა, მაგრამ ამაოდ
-კითხვაზე მიპასუხე!
-ეს მხოლოდ მე და ჩემს ქმარს გვეხება!
-ქეთი ჩემი გაგიჟება გინდა?-მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული კაცი
-რაც შენ გამოჩნდი ჩვენს ცხოვრებში ყველაფერი მას შემდეგ აირია-ავარდა ქალი და ხელიდან დაუსხლტა წყობრიდან გამოსულ კაცს
-ისევ მე მადანაშაულებ-გაბრაზდა გეგა
-რატომ არ გესმის?-ატირდა ქეთი-მე ოჯახი მაქვს, ქმარი და ორი შვილი მყავს....გთხოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან, თავი დამანებე ძალიან გთხოვ
-ქეთი მე შენ მიყვარხარ-მშვიდი ტონით უთხრა გეგამ დაბნეულ ქალს და წამებში დაფარა მათ შორის მანძილი-ძალიან მიყვარხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თვალებში ჩააცქერდა მომღიმარი სახით-და რადგანაც ზუსტად ვიცი რომ შენც ისეთივე სიგიჟით გიყვარვარ დღემდე, როგორც მე შენ, უფლებას არ მოგცემ ეს გრძნობა, დედის და ცოლის ტვირთად ქცეულ მოვალეობას მსხვერპლად შესწირო!
-გეყოფა! საკმარისია უფლება არ გაქვს რომ ჩემს ოჯახზე ასე ილაპარაკო!
-ამის დედაც, ამის დედასაც შ.ვეცი-უმისამართოდ შეიგინა უეცრად წყობრიდან გამოსულმა კაცმა, რომელიც იმავე წამს დაშიშმინდა ქალის ცრემლებზე და სწრაფად მიუახლოვდა მას, გულში ძლიერად ჩაიკრა და თავზე აკოცა-არ იტირო- ხმა დაბალი ტონით უთხრა და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით
-გამიშვი- დაიჩურჩულა ქეთიმ და მოთმინებით დაელოდა მის გადაწყვეტილებას, გეგა ადგილზე გაიყინა, საშინელი საცარიელის განცდა დაეუფლა უგრძნობ სხეულში, რადგან ამ ერთმა სიტყვა რამდენიმე წამის განმავლობაში ყველა გრძნობა და ემოცია ერთად გაანდგურა მის დახშულ გონებაში...თუმცა საყვარელი ქალის მთრთოლარე სხეულზე შემოჭდობილი ძლიერი ხელები მორჩილად დაუშვა დაბლა და კვლავ მისცა წასვლის უფლება...ატირებული ქეთი სწრაფად მიტრიალდა გასასვლელისკენ და შენობა დატოვა. გეგა იქამდე უყურებდა ამღვრეული თვალებით საყვარელი ქალის მთრთოლარე სილუეტს, სანამ საბოლოოდ თვალს არ მიეფარა ის. ბოლოს როცა აზრზე მოვიდა გიჟივით გავარდა გარეთ, სწრაფად გადაჭრა ქუჩა და მანქანას მივარდა, საჭეს მიუჯდა და დაქოქა, ისე რომ არ გამუხედია პარკინგიდან გზატკეცილზე უკუსვლით გაიყვანა მანქანა, რის გამოც საშინელი შეჯახების ძალამ აუტანელ ტკივილი განაცდევინა მხედველობის დაკარგვასთან ერთად, ხოლო გამაყრუებელმა ხმამ სმენის მომენტალური დახშობა, რამდენიმე წუთს იყო ასეთ აუტანელ მდგომარეობაში, მერე ნელ-ნელა ყველაფერი თავისთავად დალაგდა არეულ გონებაში და აზრზე მოსული ამღვრეული თვალებით მიაჩერდა თვალცრემლიან ქეთის რომელის სახეს ჯერ კიდევ გადღაბნილი კადრივით ხედავდა
-გეგა კარგად ხარ?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქალმა და აკანკალებული ხელები სახეზე შეახო
-მგონი-დაიჩურჩულა მისუსტებულმ კაცმა და მაქსიმალურად სცადა აზრზე მოსვლა
-ახლავე სასწრაფოში დავრეკავ-გეგას დამჯახებელი ბიჭი რომელიც მასზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო მაშინვე მობილურ ტელეფონს ეცა
-არაა საჭირო- იუარა გეგამ
-ცუდად გამოიყურებით-დაიძაბა ბიჭი
-კარგად ვარ
-გეგა გთხოვ-შეეხვეწა ქეთი-კარგად არ ხარ
-არ მინდა-თქო, მაინც არ გავყვები, ასე რომ დარეკვას აზრი არ აქვს
-ჰო მაგრამ-დაიბნა ბიჭი
-არ გვინდა ზედმეტი აყალ-მაყალი კარგად ვარ- ახედა გეგამ ანერვიულებულ ახალგაზრდას და თავის ტელეფონის ნომერი უკარნახა -მერე დამიკავშირდი და მოვგვარდეთ
-კარგი როგორც გინდათ-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გარშემო შემოკრრბილი ცნობისმოყვარეებიც მარტივად დაამშვიდა, რის გამოც რამდენიმე წუთის მერე, ჩაბნელებულ, ნაწვიმარ ქუჩაში მხოლოდ გეგა და ქეთი დარჩნენ
-პირველადი დახმარების ყუთი გააქვს მანქანაში?-მკაცრი ტონით ჰკითხა დაძაბულმა ქალმა
-მააქვს-ნაწყენი ტონით უთხრა კაცმა და პატარა ჩანთა გაუწოდა
-ძალიან კარგი-მოიღუშა ქეთი და სწრაფად ამოიღო იქიდან საჭირო ნივთები. სავარძელში მჯდომი გეგა ღია კართან მდგომი ქალისკენ მიტრიალადა და ფეხები გადაალაგა მანქანიდან, მოხდა ისე რომ ქეთი მის ფეხებშორის მოექცა თუმცა მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა ტუჩზე, საიდანაც სისხლი ჯერ კიდევ სწრაფად მოედინებოდა-გტკივა?-შეწუხებული სახით ჰკითხა როცა მის შუბლზე დიდი სილურჯე შენიშნა
-ოდნავ-მომღიმარი სახით შეხედა გეგამ დაბნეულ ქალს და როცა ქეთიმ გაუაზრებლად ჩააყოლა ხელის ზურგი მის არეულ სახეს, სწრაფად დაუჭირა და ნაზად აკოცა მაჯაზე. ქეთი საშინლად ააღელვა მისმა ქცევამ და მაგრამ მოწოლილ მძიმე ემოცების ცრემლებად დაღვრის უფლება აღარ მისცა-ქეთი-ხმა დაბალი ტონით წარმოსთქვა კაცმა საოცნები ქალის სახელი, ნელ-ნელა თმებში შეუცურა ცივი თითები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა
-გთხოვ-უმისამართოდ დაიჩურჩულა დაბნეულმა ქალმა, როცა საყვარელი მამაკაცის ცხელი ტუჩები საფეთქელზე მიეწება და უმალ მოშორდა მას, საზარელი სიჩუმე ჩამოწვა ბნელით მოცულ ქუჩაზე რომელიც გეგას ტელეფონის ხმამ დაარღვია
-ჰოო-უკმაყოფილო ტონით უპასუხა გვანცას ზარს გაღიზიანებულმა კაცმა
-მალე მოხვალ?-ყურმილს მიღმა გაისმა გვანცას მხიარული ხმა, რომელიც იქვე მდგომ ქეთის დაძაბულ სმენას მკაფიოდ და გარკვევით მიწვდა, ამიტომ საშინლად დაიძაბა და აღელდა, რაც აშკარად შესამჩნევი გახდა გეგასთვის მისი არეული სახიდან გამომდინარე და შესაბამისად სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა
-ძალიან მალე
-იცოდე უაზროდ არ მალოდინო შენ რომ იცი ხოლმე ისე!-ხმა გაიმკაცრა გვანცამ
-არა პატარავ-ძლივს შეკავებული სიცილით უთხრა გეგამ თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ქეთის არეული სახისთვის, რომელზეც აშკარად იკითხებოდა იმედგაცურება სევდა და ტკივილი
-მარტო არ ხარ?-მაშინვე მიხვდა გვანცა რომ რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო
-ჰო არ ვარ
-კარგი... მიდი იცოდე მოუთმენლად გელოდები- კისკისით უთხრა და გაუთიშა. ქეთი ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და უემოციო სახით უყურებდა მომღიმარ კაცს
-როგორც ჩანს თავს მშვენივრად გრძნობ!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და ოდნავ უკან დაიხია
-არც ისე კარგად-გაეცინა გეგას და მანქანა დაქოქა
-იმედია საჭესთან დაჯდომას არ აპირებ-მაინც აღელდა ქეთი იმის მიუხედავად რომ, ახლა საშინლად იყო გაბრაზებული მასზე
-არა, ვერ შევძლებ, თავი საშინლად მტკივა- მაშინვე შეიფერა კაცმა საყვარელი ქალის ზრუნვა
- ჯობია ახლავე ექიმს გაესინჯო ალბათ ტვინის შერყევა გაქვს
-ექიმი არ მჭირდება, მე შენ მჭირდები!
-ვფიქრობ რეალურად ის გჭირდება, ვინც ახლა მოუთმენლად ელოდება შენთან შეხვედრას- ნაწყენი ტონით უთხრა გაცეცხლებული ქალი და მიტრიალდა
-ახლობელია-ცინიკური ტონით უთხრა გეგამ და მომენტალურად მაჯაში ჩაავლო ძლიერი ხელი მიბრუნებულ ქალს, მაშინვე თავისკენ შეატრიალა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-უნდა წავიდე მაგვიანდება-უმისამართოდ დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ქალმა
-მინდა რომ დარჩე
-გამიშვი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქეთიმ და მაჯის დახსნა სცადა
-სულ რამდენიმე წუთით
-გეგა გთხოვ-შეეხვეწა ქეთი და როგორც კი კაცის უხეში თითები ოდნავ მოდუნდა ხელიდან გაუსხლტა
-ისევ მიდიხარ-ნაწყენი ტონით უთხრა კაცმა
-იძულებული ვარ რომ ასე მოვიქცე-ასლუკუნდა ქეთი და სანამ გეგა კიდევ რამეს ეტყოდა მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, თუმცა გეგაზე ფიქრი თავიდან ვერ მოიშორა, ამიტომ მალევე ჩართო გამორთული ტელეფონი და დაურეკა, გაოცებულმა კაცმა პირველივე ზარზე უპასუხა
-ქეთი?
-შენზე ვღელავ...
-ამიტომ მიმატოვე და წახვედი?
-საჭესთან არ დაჯდე გთხოვ-შეეხვეწა დაბნეული ქალი, გაღიზიანებულ კაცს -ვინმე მეგობარს სთხოვე რომ მოგაკითხოს
-დარწმუნებული ვარ ჩემზე ფიქრი ამ ღამესაც გაგათენებინებს-კმაყოფილი ტონით უთხრა გეგამ და გაეცინა
-მორჩი-გაბრაზდა ქეთი და გაუთიშა, ჯერ კიდევ ბოლომდე აზრზე მოსული არ იყო რომ ირაკლიმ დაურეკა, რის გამოც საშინლად დაიბნა და დაიძაბა, თუმცა მაშინვე უპასუხა
-სახლში ჯერ არ დაბრუნებულხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა როგორც კი მის დაძაბულ სმენას საყვარელი ქალის სუნთქვა აჩქარებული ხმა მისწვდა
-საცობში ვარ
-რომ მიხვალ მაშინვე დამირეკე
-კარგი-გაბრაზდა ქეთი და მასაც გაუთიშა, მისდა საბედნიეროდ სამსახურში შემორჩენილმა ირაკლიმ აღარ გადაურეკა და შინ მშვიდად დაბრუნდა.



№1  offline მოდერი ნეაკო

ბოდიში მეგობრებო მეტის წერის დრო და შესაძლებლობა ამ ეტაპზე მართლა არ მაქვს :(

შემდეგ თავს ზუსტად როდის დავდებ არ ვიცი

უახლოეს დღეებში ალბათ ვერ შევძლებ და ამისთვისაც ბოდიშს გიხდით

ვიცი რომ ინტერესით ელოდებით მოვლენების გავითარებას მაგრამ მართლა ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე მეტის წერას :(

თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ სამომავლოდ ❤❤❤❤ რადგან ამ ისტორიაში ისეთი სიტუაციაა რომ ვერ მოვახერხებ რომელიმე პერსონაჟის ან წყვილის სრულად გაქრობას და კონკრეტულად რომელიმეზე წერას... მადლობა ყველას მოთმინებისთვის და იმისთვის რომ დღდე მომყვევით ❤❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
აქ ვარ და ვკითხულობ.
რასაც მე შენს გამო ღამეებს ვათენებ, შეყვარებულისთვის არ მითენებია იმდენი joy joy

joy გეგა ვინაა აბა?

 


№3  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო
nene gelovani
აქ ვარ და ვკითხულობ.
რასაც მე შენს გამო ღამეებს ვათენებ, შეყვარებულისთვის არ მითენებია იმდენი joy joy

joy გეგა ვინაა აბა?

გეგა ჯანდაბას, იყოს ელენეს შეყვარებული, თორე მაგის რისხვას რა გადაურჩება joy

joy და სანდრო?

 


№4  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
"არა ვერ შევძლებ, თავი საშინლად მტკივა", აი ამაზე მოვკვდი სიცილით. თავი რო მოისაწყლა joy

ეს დაწითლებული მაჯა რა იყო ვითომ? შემოეძალადა ამ ანგელოზივით ირაკლის? joy joy

სანდრო ჩემია და სუსი არ იყოს ელენესი laughing

ირაკლიც ურევს უკვე ქეთივით... გენრისხის ბრალია ყველაფერი joy
შემოეძალადა- კარგი იყო joy

სანდრო შენ, გეგა ელენეს და მე? ვანო? joy

 


№5  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო
nene gelovani
"არა ვერ შევძლებ, თავი საშინლად მტკივა", აი ამაზე მოვკვდი სიცილით. თავი რო მოისაწყლა joy

ეს დაწითლებული მაჯა რა იყო ვითომ? შემოეძალადა ამ ანგელოზივით ირაკლის? joy joy

სანდრო ჩემია და სუსი არ იყოს ელენესი laughing

ირაკლიც ურევს უკვე ქეთივით... გენრისხის ბრალია ყველაფერი joy
შემოეძალადა- კარგი იყო joy

სანდრო შენ, გეგა ელენეს და მე? ვანო? joy

ვანო ჯერ ვერ გავარკვიე რა კაცია და რაზეა წამსვლელი. ამიტომ საყვარელი მწერალი რომ გაურკვეველ ხელში არ ჩავაგდო, კახა იყოს შენი. joy იმედია ელენე თანახმაა ამ გადანაწილებააზე joy
პ.ს. გეგამ თუ შეამჩნია დაწითლებული მაჯა, ე.ი. ირაკლისაც შეუძლია შემჩნევა. ხოდა შემდეგ თავში გულაჩუყებულ და დადარდიანებულ ქმარს ვითხოვ, რომელიც მოინანიებს თავის საქციელს smile

რადგან ეს თავი ფაქტიურად ქეთუსიას მიეძღვნა, ამიტომ მის ფოტოებს დავამატებ. blush ტვინი წავიღე ალბათ უკვე ფოტოებით, მაგრამ ისე მომწონს ვეღარ ვიტევ და გიზიარებთ smile







აუ ეს ქალი რა სიგიჟეა, და რომ წარმოვიდგენ ჩემი ქეთონოც სწორედ ასეთია მაშინ ვხვდები რატომ არ ანებებენ თავს ირაკლი და გეგა ❤❤❤❤❤ ნახოთ ელენე თუ დაგვთანხმდება ამ გარიგებაზე joy

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ახლა ვფიქრობ, რამდენად მიღირს კახას დათმობა...
მგონი არ მიღირს relieved
joy

 


№7 სტუმარი ელა1

როგორც ყოველთვის კარგი იყო ნეაკო ძალიან მომეწონა.იფრძნობა რო ქეთის ძალიან უყვარს გეგა და მაზე ღელავს.მომეწონა ისიც რო გვანცაზე ეჯვიანობს.ველიდები შემდეგ თავს.რაც შეეხევა ქეთის სურათს ძალიან კარგი არის ყოჩაღ ნენე.პ.ს ნენე წინა თაბის კომენტარებში გიდევს გეგას სურათი ციხეში და ისე როგორ ურეკავს ხოლმე ქეთის ძალიან კარგი იყო მომეწონა შეესაბემოდა ამ ოსტორიას.ნეაკო შემდეგ თავში ველოდები ვანოს ძალიან დამაინტერესა როგორ შეხვდება იმ აზრს რო შვილი ყავს საყვარელი ქალისგან❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი კირა

ჩემზე ფიქრი ამ ღამესაც გაგათენებინებსო? აი უნაგლესია joy
ქეთის ცრემლებს ბოლო რატომ არ უჩანს? მარტო ქეთის კი არა ანი, მარიანა და სოფიც თითქმის სულ ტირის. joy უცრემლოდ ვერ დაულაპარაკიათ რა ქმრებთან და შეყვარებულებთან neutral_face

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

ველოდი ახალ თავს და მოუთმენლად წავიკითხე.არ გეწყინოს მაგრამ უნდა ვთქვა დამღლელი და მოსაბეზრებელია ძალიან უკვე ქეთის საქციელი.სოფოს ველოდი უფრო.. ვატყობ ეს ისტორია ქეთიზე და გეგაზეა ძირითადად.აღარ წავიკითხავ დამღალა ძალიან ქეთის და გეგას არაპროგნოზირებადმა საქაციელმა.წარმატებები ჩემო კარგო

 


№10 სტუმარი სტუმარი nazi

იმდენად მომწონს ქეთუსის და გეგას ურთიერთობა რომ ყველა სხვა პეტსონაჟი გადამავიწყა ამ ერთმა გიჟურმა და თბილმა თავმა რომ ძალიან ძალიან მომეწონა ❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი გულიკო

მომდევნო თავები როდის დაიდება?????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი გულიკო
მომდევნო თავები როდის დაიდება?????????????

ზუსტად არ ვიცი როდის მომიხერხდება ახალი თავის დადება ❤❤❤❤❤ 3 ოქტომბრამდე დიდი ალბათობით ვერ :(

 


№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ახლა ვფიქრობ, რამდენად მიღირს კახას დათმობა...
მგონი არ მიღირს relieved
joy

გეგაც და კახაც? :( მეეე? joy კაი ჩემი რაკლი იყოს, ჩემი არავინ მედავება მაინც... თან ვატყობ კირაც აღარაა გულგრილი გეგას მიმართ joy

ელა1
როგორც ყოველთვის კარგი იყო ნეაკო ძალიან მომეწონა.იფრძნობა რო ქეთის ძალიან უყვარს გეგა და მაზე ღელავს.მომეწონა ისიც რო გვანცაზე ეჯვიანობს.ველიდები შემდეგ თავს.რაც შეეხევა ქეთის სურათს ძალიან კარგი არის ყოჩაღ ნენე.პ.ს ნენე წინა თაბის კომენტარებში გიდევს გეგას სურათი ციხეში და ისე როგორ ურეკავს ხოლმე ქეთის ძალიან კარგი იყო მომეწონა შეესაბემოდა ამ ოსტორიას.ნეაკო შემდეგ თავში ველოდები ვანოს ძალიან დამაინტერესა როგორ შეხვდება იმ აზრს რო შვილი ყავს საყვარელი ქალისგან❤❤

მიხარია ელა რომ მოგეწონა, სამწუხაროდ მეტის წერა ვერ მოვახერხე თორემ ამ თავში მინდოდა ვანოს გამოჩენა თორნიკესთან და ქეთისთან ერთად, მაგრამ დრო არ მქონდა და ვერ დავწერე, შემდეგი თავი არ ვიცი როდის იქნება დიდი ალბათობით 3 ოქტომბრალმდე ვერ დავდებ :( ❤❤❤

სტუმარი კირა
ჩემზე ფიქრი ამ ღამესაც გაგათენებინებსო? აი უნაგლესია joy
ქეთის ცრემლებს ბოლო რატომ არ უჩანს? მარტო ქეთის კი არა ანი, მარიანა და სოფიც თითქმის სულ ტირის. joy უცრემლოდ ვერ დაულაპარაკიათ რა ქმრებთან და შეყვარებულებთან neutral_face

ემოციური გოგონები მყავს მე joy ამიტომ არ გამოსდით უცრემლოდ ურთიერთობა არავისთან joy ❤❤❤❤❤

სტუმარი ნინო
ველოდი ახალ თავს და მოუთმენლად წავიკითხე.არ გეწყინოს მაგრამ უნდა ვთქვა დამღლელი და მოსაბეზრებელია ძალიან უკვე ქეთის საქციელი.სოფოს ველოდი უფრო.. ვატყობ ეს ისტორია ქეთიზე და გეგაზეა ძირითადად.აღარ წავიკითხავ დამღალა ძალიან ქეთის და გეგას არაპროგნოზირებადმა საქაციელმა.წარმატებები ჩემო კარგო

არა არ მწყინს რა თქმა უნდა, მესმის რასაც გულისხმობ...უბრალოდ ქეთი ისეთ მდგომარეობაშია რომ მოვლენების აჩქარება არასწორად მიმაჩნია, ანუ არ მინდა დაიკარგოს ემოციები...
ისტორიას ბევრი წყვილი ჰყავს და ალბათ ესეც დამღლელია, რადგან ყველაზე თანაბრად ვერ ვწერ...
მესმის რატომაც წყვეტ კითხვას, მაგრამ თავისთავად გამოვიდა ეს ისტრორია ასე ქაოსური ❤❤❤❤❤

სტუმარი nazi
იმდენად მომწონს ქეთუსის და გეგას ურთიერთობა რომ ყველა სხვა პეტსონაჟი გადამავიწყა ამ ერთმა გიჟურმა და თბილმა თავმა რომ ძალიან ძალიან მომეწონა ❤❤❤❤❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონა, განსაკუთრებით ის მახარებს რომ მუდამ მეხმიანები და მიზიარებ დადებით განცდილ ემოციებს ❤❤❤❤❤❤❤❤მიხარია რომ არ გწყინდება ეს ისტორია და ისევ აქ ხარ ჩემთან ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ელენე

გეგაც, კახაც, სანდროც... ყველა მინდა joy
აუ ირაკლი ჩემი იყოსო და კირამ ხმაც რო არ ამოიღო აფიქსირებთ?? joy

პ.ს. 3 ოქტომბრამდე ვერ დავდებო, რომ გეწერა, თვალი გადავავლე ქალ კანდიდატებს არჩევნებში joy სადმე კენჭს ხო არ იყრი? joy

 


№15 სტუმარი სტუმარი კირა

სანდროს მეც გამიყოფთ! wink

 


№16 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორ დავიწყო ისე ,,საუბარი", რომ ჩემი თქვენდამი მონატრებაც, ბოდიშიც და ყველაფერი, ჩავატიო რამდენიმე სიტყვაში? მოემზადეთ, მგონი საკმაოდ დიდი კომენტარის წაკითხვა მოგიწევთ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საშინლად მომენატრა თქვენთან კონტაქტი, მი-მოწერა, სიცილი ელენეს მწარე კომენტარებზე, მერე ნენეს მოსულიერების პროცესი ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ, ნეაკოს და კირას წუწუნი იმაზე, რომ ირაკლის ვერ თმობენ და ელას დამრიგებლური, რაღაცნაირად თბილი კომენტარები. რამდენი კვირაა არ შეგხმიანებივართ? მგონი საკმარისად ბევრი დრო გავიდა. არ გეგონოთ დაგივიწყეთ, სულ შემოვდიოდი ხოლმე, თუნდაც სულ წამებით და როგორც ყოველთვის, გული მისკდებოდა ამდენ თავებზე და კომენტარებზე. მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ ცოტა ვერ ვიყავი, მართალია არაფერი არაა ისეთი, თუმცა რაღაცნაირად ძალა არ მქონდა წამეკითხა და მომეწერა თქვენთვის. ეჰჰ, ისეე, რას ვიფიქრებდი ელენეს და ნეაკოს კამათს თუ გამოვტოვებდი მარადიულ სიყვარულთან დაკავშირებით, ან კირასგან გეგას მიმართ ასე თუ ისე სიმპათიების გაჩენის პროცესს, ან ირაკლის მომავალ ცოლზე/საყვარელზე დავას და მის მიმართ ელენეს ფარულ ვნებას. ბედი არ გინდა? :დ თუმცა იმედია ახლა აღარ წავალ ამდენი ხნით და მოკლედ რომ არ გავაგრძელო ამაზე, ახლა დავბრუნდი ძლიიიიივს! დილიდან ვკითხულობ ისევე როგორც ისტორიის თავებს, ასევე თქვენს თითოეულ კომენტარს და გული მწყდება იმდენი რამ გამოვტოვე. ახლა ყველაფერს ერთად მოგაყრით და მაგრად დამხვდით joy მოკლედ რომლით ან რითი დავიწყო? იმდენი რამ მიტრიალებს თავში, და რომ არ დამავიწყდეს ბოლოს, ვანოზე უნდა გითხართ რაღაც.
დავიწყოთ ირაკლი/ქეთი/გეგათი და მერე მათ ვიზუალზეც გეტყვით. მოკლედ ამ თავებს და კომენტარებს რომ ვკითხულობდი, თან თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. ქეთი ხომ მეცოდება უზომოდ, მაგრამ თან არ მესმის, თან მესმის. ჯერ იმით დავიწყოთ, სთხოვს გეგას მისი ცხოვრებიდან წასვლას, რისი იმედი აქვს? დავიჯერო იმდენს ვერ ფიქრობს რომ რაც აქამდე იყო, ასჯერ უარესი სიტუაცია ექნება ოჯახში ამის მერე? კარგი, ვთქვათ წავიდა გეგა, რაც ა რ მ ო ხ დ ე ბ ა, მერე? ქმარუკასთან და ტუტუც პარაზიტ შვილებთან ერთად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს? ერთად ითამაშებენ სახლობანას? არ გამოუვათ, უბრალოდ ვერ შეძლებენ. რა ბავშვობაა? ან ,,უკეთესი", რა უაზრო თავგანწირვა? მე მაგალითად ვერ გადამიწყვეტია ქეთის საქციელი, გმირობაა თუ სისულელე. ფაქტიურად უნდა გეგას სახით ერთადერთი და უკანასკნელი ბედნიერების საშუალება მოისპოს, მარტო იმიტომ რომ... ორ წამს, ირაკლისთვის საჭირო სიტყვას ვეძებ... დოყლაპია და ყეყეჩი ქმარი შეინარჩუნოს? და ჰო, კიდევ უაზროდ ,,აღზრდილი" შვილები? ანი და თორნიკე გაზრდილები არიან და არა - აღზრდილები და ვის უნდა დააბრალოს ქეთიმ? ანის კარგი, სისხლში აქვს სისულელეების კეთება, მაგრამ თორნიკე მისი ნათესავი არ არის? რაებს აკეთებს მთელი ოჯახი. აი, ელენეს გენრიხი კი, მართლა სამაგალითო კ ა ც ი ა! ხვდება ადამიანი, რომ მისი წასვლით თავსაც დატანჯავს და საყვარელ ქალსაც, იცის, რომ მას ირაკლისთან ბედნიერება არ ეღირსება, იცის, რომ მას ჯერ კიდევ ის უყვარს, იცის, რომ ირაკლი ეგოისტი და ... ,,კაცია". ნენეს თქმის არ იყოს, დაწითლებულ მაჯაზე, ,,შემოეძალადა" და მოდი ვაპატიოთ ამ ერთხელ. მოძალადე, ეგოისტი ნაბი*ვრის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს პირადად ჩემთვის ირაკლი ბოლო რამდენიმე თავია, ვიდრე გაუბედურებულ, საწყალ, კარგ და მოსიყვარულე ქმრის შეხედულებას და მის ძალადობას ვერც იმით ვამართლებ, რომ უყვარს და ცოლის სახლში დატოვება უნდა. მითუმეტეს არსად გაურბის ის ქეთინო, თავისი ნებით დაუჯდა სახლში და ირაკლი მე თუ მკითხავთ, საერთოდ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქეთი დაიბრუნოს, თუმცა როგორ უნდა დაიბრუნოს ის ვინც არასდროს ყოფილა მისი? ჰაჰ! ცხადია, ვერც ვერასდროს დაიბრუნებს, ვერც შემოიბრუნებს და არც ეღირსება ბედბიერება მასთან ერთად, იმედი მაქვს. თუმცა ლოცვა-იმედის გარეშეც ასე მოხდება აშკარაა. კაცი ცოლზე ჩვეულებრივად ძალადობს ფსიქოლოგიურად უკვე რამდენი ხანია და აქეთ აქვს პრეტენზია ცოლის დასიებული თვალების შემხედვარე და იმას კი არ ეუბნება მას ან თავის თავს, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია, არა! გეგას გამო ტირის თურმე ეს ჩვენი ზნედაცემული ქალი, ქეთინო! ბოდიშზე ხომ საუბარი ზედმეტია. კი არა, ქეთი ზედმეტად იმცირებს თავს ამდენი ბოდიშით, და მე თუ მკითხავთ მღლის კიდეც. რა აქვს საბოდიშო, ის რომ სხვა უყვარდა, უყვარს და ეყვარება? არც ქმრისთვის უღალატია, და მისმა ქმარმაც კარგად იცოდა ვინც როდის და როგორც უყვარდა მის ცოლს, ამიტომ ბოდიშებს სანამ არ მოეშვება და ამდენ ტირილს თვითონ ქეთი, მანამ არაფერი ეშველება და ვერც გეგა შეასმენს რამეს. რადგან ქეთი ახლა დარწმუნებული ვარ დამნაშავედ გრძნობს თავს და ერთადერთი მიზეზი რატომაც ირაკლისთან რჩება, სიბრალული და ირაკლის მიმართ ,,ვალია". ვსო! წერტილი! ძალიან გამაბრაზა, გამაწარა და იმედები გამიცრუა ამ თქვენმა ირაკლიმ! საშინლად მაღიზიანებს უკვე რაც ჩამოვთვალე იმითაც, იმაზე რომ თვალი დავხუჭოთ, როგორ მიაყენა რამდენჯერმე ცოლს შეურაცხმყოფა და ლამის ბო*ად გამოიყვანა, რომელსაც ორ კაცთან ერთდროულად აქვს ურთიერთობა და ორივესთან ერთობა, აჰ, თუმცა ქეთინო უკვე ირაკლისთან ერთად ერთ საწოლშიც ხომ აღარ წვება? აა, მგონი ეგრეა, ნეტავ რატომ? მარტო ესეც არის საჭირო იმისთვის, სახეში განქორწინების საბუთები მიაყაროს. open_mouth მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, ქეთიც არის ნაწილობრივ დამნაშავე თავის მდგომარეობაში, თავის თავს უაზროდ იწამებს და იმ კაცთან ,,რჩება" ვისი შეხებაც უკვე ტკივილს აყენებს. ჩემი აზრით ანის უნდა დაელაპარაკოს, თუნდაც ირაკლის. ანისთან საუბარი რომ სცადა, ბოდიშების და ცრემლების მეტი არაფერი ყოფილა მისი მხრიდან და აგერ, შვილმა მიწასთან გაასწორა. არავინ არ არის დამნაშავე ჯერ-ჯერობით მის იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით.

რატომ არ ეუბნება ირაკლის რომ გაყრა უნდა? ხომ გაერკვა უკვე რომ უყვარს ეს გეგა და რატომ აწამებს ან მას, ან თავის თავს? დავიჯერო ირაკლის ასე უფრო არ სტკენს? თუ ის უნდა რომ ნაკლებად ატკინოს? კაცს საწოლში, გვერდით უწევს, მაგრამ ის კაცი არც ეხება ბოლო ორი შემთხვევაა, კი ღირსია ისიც რომ წამდება, მაგრამ ქეთის რამე რომ სურდეს განქორწინების მაგვარი, შეიძლება ირაკლიც ვერ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არაფერს ამბობს, დუმს და ეს სიჩუმე ჩემს ნერვულ სისტემაზე საშინლად მოქმდებს. იყო უკვე მათ თანაცხოვრებაში ძალდატანებული სე*სიც, შეურაცხმყოფები ბლომად, ფსიქოლოგიური და უკვე ფიზიკური ძალადობაც. და უმორჩილესად გთხოვთ ნუ გამომიხტებით ირაკლის დამცველი ფანები და მის ძალადობას სიყვარულის სახელით ნუ გაამართლებთ blush ხო, ანის რაც შეეხება და თორნიკეს. ანი ისეთი გოგოების კატეგორიას განეკუთვნება, მთელი ცხოვრება გვერდით რომ არ გავიკარებ და სადმე ერთად რომ მოვხვდეთ, მის გვერდით ყოფნისიც რომ უბრალოდ შემრცხვება. საწყალი, გაუბედურებული, ტუტუცი, ამაზრზენი და ერთი ცხოვრებაზე დაბოღმილი გოგოა ძმასავით. ცხოვრების სიყვარულიც რომ არანორმალური შეხვდა და ერთადერთი ცხოვრებაში ის გააკეთა, რომ იმ იდიოტ გიორგის თავის დროზე ცოლობაზე არ დათანხმდა ქარაფშუტა და ჩერჩეტი მარიანასავით. რომელსაც იმის ძალაც კი არ შესწევს ქმარს წინააღმდეგობა გაუწიოს, ან მისი წინააღმდეგობა გაბუტვაში რომ ითვლება, ან მაზოხისტია და თავის თავს უჩალიჩებს. ზოგადად ეს აზრი ყველა პერსონაჟის მიმართ მიტრიალებს თითქმის. ხო, ანი თურმე ფიქრობს დედამისი მამამისს ფულის გამო გაჰყვა ცოლად, მამამისს ატყუებდა და ახლა გეგას გამო ოჯახს ანგრევს, მხოლოდ იმიტომ რომ თავის დროზე შეუყვარდა და ზუსტად დებილმა მამამისმა გაიჩალიჩა, სხვაზე გიჟივით შეყვარებული ქალი სახლში რომ დაისვა ცოლად, გააჩენინა შვილი, გააზრდევინა დის შვილი, აცხოვრებდნენ ერთად ტყუილში და ამ ტყუილის და იმ სიყვარულის ბრალია დღეს ოჯახი რომ ენგრევათ. გეგას მადლობა გადაუხადონ ასე რომ მოხდა, თორემ ტანჯვა მერე ენახათ. თურმე სიყვარული დანაშაულია. რა ვიცი, თან არ მინდა ვიფიქრო ქეთინომ ასწავლა ასე, თან ვფიქრობ ანი მამამისივით შეუგნებელი ბავშვია, რომელსაც ჯერაც არაფერი გაეგება ცხოვრების და იმ წრფელი გრძნობის რის გამოც თურმე ოჯახი ენგრევათ. ჩერჩეტი გოგო. აი, სოფის რომ ადანაშაულებდა იმაში, რომ ვაჩემ მის თავს წამლები ამჯობინა და მერე ეგდო სადღაც ჯანდაბაში და კაიფში მყოფი თავის უაზრო ცხოვრებას მისტიროდა, ძაან გამეცინა, თან სიმწრით, თან ისეთი სიმწრით, ჩვეულებრივად მინდოდა გამეგლიჯა შუაზე. თან მამამისის შვილი რომაა და ასე კარგად ამართლებს, ბრავო! ორი ერთნაირი. მაგ კაცის საოცრად სიმპატიურობაც კი ვერ ფარავს, ან აბათილებს ჩემი მისდამი აგრესიას. ეს ანი კიდევ საიდანაც ჩამოეთრა, იქ წაეთრეს, სანამ სრულ ჭკუაზე ვარ. ორივეს ვუსურვებ შინაბერობას და ცხოვრების სიყვარულის დაკარგვას, როგორც თორნიკეს! მაგაზე საერთოდ რა ვთქვა? მარიანა ლენჩი ბავშვი რომ არის, დარწმუნებული ვარ პირველი თავიდანვე! ჯერ უბედურია, რამდენჯერაც როგორც იქნა თავი მოაბა განქორწინებაზე საუბარს, თუ საბუთების შეტანას, თუ რაც იყო, იმდენჯერ ბრაზილიური ამბები დატრიალდა თორნიკეს თავს. ხან გაიგო ,,ნამდვილი" მშობლების შესახებ და რომ ეგონა უარესი აღარ დაემართებოდა, მერე უთხრეს უფრო ნამდვილი მშობლების შესახებ. კიდევ მესამე წყება არ წამოვიდოდეს და რაღას დავეძებ. მაგრამ არ მეცოდება. რა ვქნა, მაგ ბიჭის მიმართ ყველანაირი განცდა დავკარგე. ჯერ მარტო წამლებზე. კარგი, წამლების მიღება ამ ყველაფრის მერე რომ დაეწყო, რაღაცნაირად შეიძლებოდა მისი ოდნავი ,,გამართლება", მაგრამ მანამდე განზრახ რომ არ ანებებდა თავს და ცოლს ტანჯავდა მაგას რომელი ხუთი წყვილი მშობლების ამბავი გამოუსწორებს? იყოს ისე, რა ვქნა. ეს ლილე კიდევ სულ ტირის, და როგორც კი რამე ისეთს გაჰკრავენ კბილს და დაიწყებენ საუბარს, ეგრევე აღნავლდება ეს ბავშვიც. კარგი, ხომ ხედავთ, ბავშვზეც მეწყება აგრესია უკვე. კიდევ ვინ დარჩა გასალანძღი? ანი გავლანძღე, თორნიკეც, ვაჩეც, ირაკლიც, მარიანაც, ბავშვიც. ახლა ვინები მიყვარს, გეგა და მისი და! ხო ეგ ორია ამ ისტორიაში ვინც მიყვარს. ქეთი უბრალოდ მომწონს და მეცოდება, და ცოტათი გამაღიზიანა მისმა თავგანწირვამ, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ შედეგი არ ექნება. ანიც ხვდება მგონი უკვე რომ აღარაფერი ეშველებათ მამამისის ცხოველური ქცევის შემხედვარე. თორნიკემ ვაფშე დაიკიდა ეგენი ჯერ-ჯერობით. თავისი ორი წყება მშობლები, არა, სამი ჰყავს საფიქრალი და მეორედ ამბოხებული ცოლი, რომელიც განქორწინებით ,,ემუქრება". ხო ყველაზე მთავარი, რამდენიმე თავი რომ წავიკითხე, სადაც ახალი ნახსენები იყო ვანო და ქრისტინე, აი, უკვე თვითონ ქეთი რომ ჰყვებოდა მათ ამბავს, თავიდანვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ ატენის ეს ხალხი იმ ვანოს მოძალადეობას-თქო. იქნება და თავისი და იყო ისეთი ქალი ქეთის რომ ვერ წარმოუდგენია და ორ ძმასთან ჰქონდა ურთიერთობა, ან ვანო უყვარდა სულაც. ქეთის საერთოდ არ ვენდობი, რომ ამბობს ქრისტინეს და ლაშას ერთმანეთი უყვარდათო, ქალმა ის ვერ გაარკვია, და რომელი ძმისგან იყო ფეხმძიმედ და ის ეცოდინებოდა, რომელი უყვარდა? მე ვანო მეცოდება. ვფიქრობ არანაირი ძალადობა არ იყო საქმეში და თავისმა ძმამ შვილის არსებობა დაუმალა. იქნებ ლაშამაც იცის რამე ვანოზე და ქრისტინეზე და ეგეც კარგი რეგვენია რამე რომ არ თქვა. იქნებ თორნიკეს ყველამ ერთად ბედნიერი ბავშვობის უფლება წაართვეს-თქო შეიძლება არა, მაგრამ სიმართლის გაგებით გამოწვეულ იმედგაცრუებას და ტკივილს, ხომ აარიდებდნენ თავს? მე ქეთის ვერ ვადანაშაულებ იმაში ბოლომდე, თორნიკეს ბედნიერი ბავშვობა რომ მისცა მაგრამ იმაზე რომ ვფიქრობ ოდესმე სიმართლის გაგება მოუწევდა და ამით საშინლად ატკენდა, ამით ვეღარ ვამართლებ. ან ეთქვა პატარა ასაკში და ნელ-ნელა იქნებ შეჩვეოდა კიდეც. მაგრამ აი ქეთი გეგას რომ ადანაშაულებს იმაში რომ სიმართლე ათქმევინა და ჯერ ისედაც ჩლუნგი თორნიკე ამდენ რაღაცას ვერ აანალიზებს, მანდ მართლა ვჭედავ. ანუ, ქეთი არასდროს არაფრის თქმას არ აპირებდა თორნიკესთვის? ასე გამოდის? მე ეს უფრო არასწორი და მიუღებელი მგონია და საერთოდ ქრისტინეზე მაქვს აგრესია და ლაშაზე უფრო. დარწმუნებული ვარ მაგ მუდო კაცმა რაღაც იცის, ან ვანომ თუნდაც. მაგრამ ვანოს სად ჰქონდა იმის შესაძლებლობა ყველაფერი ეთქვა, ისიც არ იცოდა შვილი თუ ჰყავდა, ან ჰყავს. თუმცა დარწმუნებული ვარ ეგ კაცი ბოლოსდაბოლოს ყველანაირ საიდუმლოს ბოლოს მოუღებს და რატომღაც მგონია რომ ეგ კაცია თორნიკეს მშვიდი ცხოვრების გარანტია. რადგან დალაგებული ნახევარ-ძმა არ გამოდგა, არ ნიშნავს რომ უვარგისი მამა იქნება, თუნდაც ამიერიდან. ამიტომ აქედანვე მომწონს რაღაცნაირად, არა უფრო მეცოდება, და ვცდილობ რაიმე ახსნა ვუპოვო. სხვათაშორის სანამ ელენეს და ნენეს კომენტარებს წავიკითხავდი, მანამ ვიფიქრე და სიგიჟემდე გამიხარდა ამაზეც რომ ერთნაირად ვფიქრობდით❤❤❤ მოკლედ ჯერ ეს იყოს, რამე თუ გამახსენდა დავამატებ.

სტუმარი კირა
სანდროს მეც გამიყოფთ! wink

ვა ვა სანდროზე რა მოთხოვნები წამოსულა?

მგონი კომენტარს ვეღარ ვამატებ მეტად.

მოკლედ იმას ვამბობდი რომ ნენეს მიერ გამოგზავნილი ქეთინოს ფოტოზე გამოსახული მსახიობის მონაწილეობით რამდენიმე ფილმი მაქვს ნაყურები, თუმცა ყველგან ერთი და იგივე როლს ასრულებს. შილდის აგენტია, მარველის ფილმები ვისაც გაქვთ ნაყურები ადვილად იცნობთ. ხოდა იმ ძლიერი ხასიათების მქონე ქალს ამ ჩვენს მტირალა ქეთინოს რომ ვადარებ, ძაან მეცინება :დ ისე ლამაზია, ძალიან.

აუ, ძალიან მეცინება იმას რომ ვიხსენებ, როგორი ,,იმედგაცრუებულად გაკვირვებული" ვიყავი როცა უარესები დატრიალებულა აქ ჩემი არ ყოფნისას. ირაკლი უარესი გამხდარა და რომ მეგონა ჰაჰაა მინიმუმ შეყვარებულები იყვნენ ქეთი და გეგა და მაქსიმუმ მეორე ბავშვზე მუშაობდნენ, დიდი ხნის შემდეგ რომ გადავავლე წინაზე თავი, ცუდად გავხდი ლამის. რა დრამები ტრიალებს, რა ცრემლები იღვრება. ელენეს თქმის არ იყოს, სად აქვს ამ ქეთის ამდენი ცრემლები, მართლა დატბორავს სახლს მე ეგ joy

 


№17 სტუმარი სტუმარი ელენე

ახლა შენ რა გეგონა, გეგას რომ ვაპატიეთ 27 წლიანი გადახვეწა, შენც ეგრე მიგეტევებოდა, თუ რა ნამუსით აორთქლდი ამდენი ხანი?? angry
საერთოდ ვერ წარმოგიდგენია და ვერც წარმოიდგენ, რა დამემართა სახელი "თიკო" რომ წავიკითხე კომენტარებში. ქეთიმ რომ ჩემი გენრიხი დაინახა და თან რო გამწარდა და თან რო გულის ძაან სიღმეში გაეხარდა, აი ეგრე მჭირს ახლა sweat_smile

ყოველი ახალი თავის კომენტარებში გეძებდი, შე არასწორო გოგო!

კაი ამ ჯავრს ამოვიღებ ეტაპიბრივად... ახლა ემოციური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს ყველაფერი ვთქვა და ამიტომ ისტორიაზე და შენს კომენტარზე გადავალ.

ჩვენ, მკითხველებს ყველა პერსონაჟის მიმართ ჩვენ-ჩვენი ჩამოყალიბებული შეხედულებები გვაქვს, ერთადერთი ვისზეც მგონი ყველას გაორება დაგვეწყო ქეთია. ბოლომდე ვერავინ ყალიბდება ამ ქალის მიმართ რას გრძნობს. ეს ერთგვარი მინუსიც არის ამ ისტორიის, იმიტომ რომ წესით ნეაკოს უფრო გასაგებად უნდა ჰქონდეს აღწერილი რა და როგორ მოხდა წარსულში, რას გრძნობდა ეს პერსონაჟი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის დროს და ა.შ. ამდენი კითხვის ნიშანი არ უნდა გვრჩებოდეს და ამ ქალის გარშემოც ყველაფერი ჩვენს ვარაუდზე არ უნდა იყოს აწყობილი. ნუ ეს კაი, არაუშავს, დრო არ აქვს, ონლაინ წერს და გასაგებია რატომაც მოხდა ასე. რაც წერია იმის მიხედვითაც სავარაუდო, მაგრამ სანდო დასკვნების გამოტანა შეიძლება.
ქეთი არც გმირია და არც სულელი საბოლოო ჯამში, თუმცა ბევრი სისულელე უდაოდ ნაკეთები აქვს ცხოვრებაში. გეგას გაუჩინარების შემდეგ, სავარაუდოდ, რაღაც ფაქტებმა გადააწყვეტინა, რომ გეგა მისგან გაიქცა და მისი მოძებნა არ ღირდა. ირაკლისთან დაოჯახებას რაც შეეხება, ეს ისტორიაა და უფრო მეტს ვთხოვთ პერსონაჟებს, თორემ რეალობაში ალბათ უფრო გასაგებიც იქნებოდა ეს საქციელი. რასაც მე ვაკვირდები, ქეთის ფიქრი, განსჯა და რაღაც გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან უჭირს. ძირითადად ემოციები ეთამაშება ხოლმე და მერე თავის ჭკუაზეც ათამაშებს. იქით გეგაზე რომ ჩაიქნია ხელი (და სავარაუდოდ ძალიან ნაწყენ-გაბრაზებულიც იყო) და აქეთ ირაკლი რომ მოსვენებას არ აძლევდა, ცალკე კიდე ზოგადი შეხედულებები, რომ ქალის სავალდებულო ფინალი დაოჯახებაა, პლიუს სოფელში დამკვიდრებული კონსერვატიული შეხედულებები, უდედმამოდ დარჩენილ პატარა ბიჭზე, საბოლოოდ ერთი დიდ მიზეზად გაერთიანდა და გადააწყვეტინა, რომ რაც არის ეგ არის და ჯობია ისევ ირაკლისთან მშვიდი ოჯახის შექმა და ცხოვრების დინებაზე მიყოლა.

ისე თუ დააკვირდებით ქეთი ჭეშმარიტად მკვდარი თევზია. გეგა დაკარგა -ხელი ჩაიქნია; ირაკლიმ ტვინი წაუღო გამომყევიო, ხელი ჩაიქნია და გაყვა, გეგა გამოჩნდა და დაშანტაჟება დაუწყო, თორნიკეს სიმართლე უთხარიო, ამანაც უთხრა. ანუ ყველაფერს ყოველთვის ისე აკეთებს, როგორც ცხოვრება მოიტანს და იქით მიდის საითაც გარშემო ხალხის ზეწოლა წაიღებს. ეს ბევრი რამით აიხსნება, მაგრამ დიაგნოზი ერთა - სისუსტე!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვთვლი, რომ ქეთი მხოლოდ საკუთარ თავთან და თორნიკესთანაა დამნაშავე. უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ქმართან ერთად ტელემუნდოს სერიალის დეკორაცია ამოუშენა გარშემო და ამდენი წელი ტყუილში აცხოვრა.

მოკლედ, რომ შევაჯამო, რაც გეწერა ყველაფერში გეთანხმები და კი იცი ეგ შენ. ერთი-ორჯერ მელანქოლიურადაც ამომასლუკუნა, როცა მივხვდი ყველაფერი გადაკითხული გქონდა, მათ შორის ჩვენი კომენტარებიც და კიდევ ერთხელ გადამკრა წიწაკის ფერმა, ამდენ ხნიან გაქრობაზე გამწარებულს.

ვიზუალზეც გეტყვითო კი თქვი, მაგრამ იმდენი წერე დაგავიწყდა ეტყობა. :დ მაინტერესებს, რას ფიქრობ თითოეულის პროტოტიპზე, განსაკუთრებით გეგა თუ მოგეწონა ეგ მითხარი. ირაკლიზე ისე გეწერა, მაგ კაცის საოცრად სიმპათიურობაც ვერ ფარავს აგრესიასო, აშკარაა რომ მოგწონებია. smile სხვათაშორის, ნენეს ბრალია ჩემი ფარული ვნებები ირაკლის მიმართ. აი თქვი, რა მეტიჩრობა იყო ასეთი სიმპათიური მსახიობის მოძებნა ირაკლის პროტოტიპად. joy

 


№18 სტუმარი სტუმარი თიკო

მაგიტომაც დავიწყე ბოდიშით სიტყვა თავიდან. მართლა ისე ვიყავი აი, სურვილი არ მქონდა წერის და წაკითხვის. ალბათ დიდ ხნიანმა პაუზამ იცის ასე, არ ვიცი. მაგრამ დღეს პირველად წავიკითხე თავიდან ბოლომდე წაუკითხავი თავები და კომენტარები, აქამდე უბრალოდ ისე გადავხედავდი ხოლმე აქა-იქ. თავის მართლებასავით არ მინდა გამომივიდეს ოღონდ ეს ყველაფერი smiley
ხო მათ ვიზუალზს რაც შეეხება ,,გეგა როგორი წარმომიდგენია და... იცი როგორ წარმომიდგენია? რომ ვიცი ზუსტად, მაგრამ რომ ვერ ვხედავ. ვიცი მაგრამ თან ვერ ვხდები თქვენ ფოტოზე ვინ იქნება. დაახლოებით, ანუ ზოგადად რომ ავღწერო ასეთია: მკაცრი ნაკვთებით, რაღაცნაირი მსხვილი ტუჩებით, დაბალი წვერით, გრძელი თითებით (რომელსაც დარწმუნებული ვარ სიგარეტის ღერი გასაგიჟებლად უხდება :დ), მე რატომღაც შავგვრემანი მეგონა, მაგრამ რომელიღაცას გეწერათ ქერაო, მე მართლა ვერ ,,დავინახე" ისტორიის კითხვისას სიტყვა ,,ქერა", ალბათ მაშინ ეწერა ნეაკოს, მე, რომ კომენტარების რაოდენობისგან გაწამებული, სრაფად ვკითხულობდი თავებს :დ:დ მაგრამ ქერაზეც იგივეს თქმა შემიძლია, ოღონდ ოდნავ სხვა ნაკვთებით (მაგრამ მაინც მკაცრით :დ) და დაბალზე დაყენებული თმით, აი ოდნავ გადაპარსული რომ აქვთ, მაგას ჰქვია რამე? :დ ხოდა არ ვიცი, საბოლოო ჯამში მაინც ვიცი ნაგლი და საყვარელი რომაა, უი, რაც მთავარია, გამხდარია და მაღალი, მისი გრძელი ფეხები განსაკუთრებით აივანზე დგომისას, ცალ ხელში სიგარეტით, და მეორეში - ტელეფონით, რომ არის ხოლმე, მაშინ წარმომიდგენია. ნუ ცოტაააა ისეე არ გაიგოთ, უბრალოდ სურათი მიდგება ხოლმე თვალწინ, თან როგორ ამბობს მწარე სიტყვებს ყბებდაჭიმული." ეს დაუმთავრებელი კომენტარი ამ საიტზე ბოლოს რომ ვიყავი წესიერად შემოსული და შენი გენრიხის გარეგნობა, ჯერაც რომ არ ვიცოდით მაშინ დავწერე და შუაზე გაწყვეტილი გადავაკოპირე ჩემს notes ში. ხელახლა რომ არ მინდა ხოლმე დიდი კომენტარის დაწერა და თან ვერ ვასწრებ ასე ვაკეთებ ხოლმე. ხო, მერე კიდევ შემეცვალა რამდენჯერმე აზრი, მაგრამ საბოლოოდ ნენეს ნაპოვნმა გენრიხმა დამშოკა. მართლა რაღაცნაირია, მაგრამ მე ოდნავ გამხდარი წარმომედგინა joy ალბათ ძაან 25 წლისად ვაქციე joy ეს რაღაცნაირად სრული/დაკუნთულია და მკაცრი შესახედაობის. ირაკლიც მაგრად მომეწონა განსაკუთრებით თავისი ვერცხლისფერი თმით, როგორც ნეაკომ აღწერა ერთ თავში მისი თმა. ხოდა რა ვიცი. ქეთიზე ჩამოყალიბებული არ ვიყავი, მაგრამ მგონია რომ მაინც სულ სხვანაირად წარმომედგინა. მგონი კობი სმულდერსი ქეთის მეორე პროტოტიპია, ხო? თავიდან ვიღაც ქერა არ იყო? მოკლედ მე ის უფრო მივამსგავსე მგონი, მაგრამ ესეც ძალიან უხდება, თუმცა ხომ ვთქვი უკვე, მეცინება ხოლმე რაღაცნაირად ამ ქალის ქეთის პერსონაჟად წარმოდგენისას. მაგრამ ვისზე ნაკლებია ჩვენი ქეთინო?! ხო, დანარჩენების აზრზე არ ვარ და არც მადარდებს დიდად, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც წარმომიდგა თვალწინ სოფის გარეგნობა და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მარიანას სულ სხვანაირად ვხედავ, ან ზოგჯერ აზრზე არ ვარ როგორ გამოიყურება, არადა ტყუპები არიან, თან იდენტურებიო, ნეაკომ. joy ისე ზოგჯერ პერსონაჟის სხვადასხვა სხეულის ნაწილს არადა, უფრო სახეს და სიმაღლეს ,,ვხედავ" ხოლმე. აი თმის ფერს, ან თვალის ჭრილს, თუმცა იშვიათობაა მთლიანად, თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული რომ მყავდეს პერსონაჟი გარეგნულად, ჩემს თავში smiley

 


№19 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ ამ წამს დამარტყა შენს ნათქვამ ,,როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე"-ზე, სანდროს პროტოტიპი რომელიმე მსახიობი იყო, თუ უბრალოდ random guy ვინც ისე შეგხვდა შემთხვევით სოც. ქსელში?

 


№20 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
შოკი მივიღე შენი გამოჩენით smile სამი ახალი თავი რომ დამხვედროდა, ალბათ ასე არ გამიხარდებოდა, რამდენადაც შენი დაბრუნება.
პირველ კომენტარში რაც გეწერა, რა თქმა უნდა, მეც ყველაფერში გეთანხმები. ელენეს შეფასებებსაც ქეთის მისამართით სრულად ვიზიარებ.

ახლა პროტოტიპებზე... ქეთის მხოლოდ ერთი პროტოტიპი ჰყავს, კობი სმულდერსი, უბრალოდ მსახიობია და ხშირად იცვლის იმიჯს, ამიტომ განსხვავდება სხვადასხვა ფოტოში.
გენრიხის ფოტოს რომ ვტვირთავდი სულ პირველად, ყველაზე მეტად შენი „მეშინოდა“. smile მე კი კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მინდოდა რომ სხვების წარმოდგენასაც დამთხვეოდა და განსაკუთრებით, რატომღაც შენზე მეფიქრებოდა, ნეტა თუ მოეწონება-მეთქი. კომენტარები თუ წაკითხული გაქვს, ისიც გეცოდინება ალბათ, ირაკლი და ვანო რომ ბელმონდოს დაკრძალვაში ვიპოვე :დ სხვა პროტოტიპები არც მომინახავს. იმდენნი არიან მთლიანი ჰოლივუდი ვერ აუვა მაგათ. :დ
გეგას ფოტოები ბლომად მაქვს და პერიოდულად ვტვირთავ ხოლმე თავების მიხედვით. არ ვიცი სხვები როგორ არიან, მაგრამ მე პირადად როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე. ამიტომ ვპოულობ მსახიობებს და შინაარსის შესაბამის ფოტოებს. ნუ ეს ჩემი ახირებაა. აი ნეაკოს მაგალითად არ აქვს გართულება პროტოტიპების არსებობაზე. :დ სამაგიეროდ "ბავშვი" ერთობა ფოტოების თვალიერებით და გუშინ ლამის კომიქსებიც ამაწყობინა გეგათი joy joy


რა გინდა, ვერთობი joy არადა ხო შემიძლია დავგუგლო, მაგრამ აქ რომ იდება ის მიხარია joy

 


№21  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
აუ ამ წამს დამარტყა შენს ნათქვამ ,,როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე"-ზე, სანდროს პროტოტიპი რომელიმე მსახიობი იყო, თუ უბრალოდ random guy ვინც ისე შეგხვდა შემთხვევით სოც. ქსელში?

თიკო ძალიან ძალიან ძალიან მომენატრე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მიხარია რომ კარგად ხარ და დაგვიბრუნდი ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№22 სტუმარი სტუმარი თიკო

ნეაკო
სტუმარი თიკო
აუ ამ წამს დამარტყა შენს ნათქვამ ,,როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე"-ზე, სანდროს პროტოტიპი რომელიმე მსახიობი იყო, თუ უბრალოდ random guy ვინც ისე შეგხვდა შემთხვევით სოც. ქსელში?

თიკო ძალიან ძალიან ძალიან მომენატრე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მიხარია რომ კარგად ხარ და დაგვიბრუნდი ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მეც მომენატრეთ, მართლა❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№23 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
აუ ამ წამს დამარტყა შენს ნათქვამ ,,როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე"-ზე, სანდროს პროტოტიპი რომელიმე მსახიობი იყო, თუ უბრალოდ random guy ვინც ისე შეგხვდა შემთხვევით სოც. ქსელში?


random guy-ს ვერ ვუწოდებდი მაგ კაცს joy
სანდროს პროტოტიპს რამდენიმე დღე ვეძებდი და ეს კაცი რომ ვნახე, იმდენად "სანდრო" იყო და ისე შეეფერებოდა მისი ფოტოებიც ისტორიის შინაარსს ერთი წამი აღარ მიფიქრია. მსახიობი არაა, თუ არ ვცდები ბიზნესმენია ან ბიზნეს ანალიტიკოსი, ზუსტად მეც არ ვიცი. ყოფილი მოდელია კიდე და მოქმედი ინფლუენსერი. ❤❤

სახელი? flushed joy joy

 


№24 სტუმარი სტუმარი ელენე

ჩემი ბიჭი heart_eyes ჩემი გამოსწორებული, ჩემი უჟმური და ბღვერია ბიჭი relaxed რა სიცოცხლეები არიან smile heart_eyes
ეჰ, მართლა როგორი ტკბილი მოგონებებია relaxed

 


№25 სტუმარი სტუმარი თიკო

ტირანს სალამი! ნათია სად დაკარგა? joy აუ გუშინ ისე გადავხედე მაგის გვერდს და სხვათაშორის ის გოგო მომეწონა. ნეტავ ცოლია? kissing_heart

 


№26  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ახლა ვფიქრობ, რამდენად მიღირს კახას დათმობა...
მგონი არ მიღირს relieved
joy

ასე ვიცოდი, მაგიტომაც ვისაკუთრებ ჩემს ირაკლის joy ❤❤❤❤

სტუმარი ელენე
გეგაც, კახაც, სანდროც... ყველა მინდა joy
აუ ირაკლი ჩემი იყოსო და კირამ ხმაც რო არ ამოიღო აფიქსირებთ?? joy

პ.ს. 3 ოქტომბრამდე ვერ დავდებო, რომ გეწერა, თვალი გადავავლე ქალ კანდიდატებს არჩევნებში joy სადმე კენჭს ხო არ იყრი? joy

პირადი მიზეზების გამო ვერ ვაიქტიურებ ეს დღეები სამწუხაროდ :(
პოლიტიკა ჩემგან შორასაა,ძაან ტვინს ბურღავენ joy თუმცა არჩევნებზე ყოველთვის დავდივარ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

nene gelovani
სტუმარი თიკო
nene gelovani
სტუმარი თიკო
აუ ამ წამს დამარტყა შენს ნათქვამ ,,როცა მართლა გულით მომწონს ისტორიაც და პერსონაჟებიც, თუ არ "გავაფილმე" ისე ვერ ვისვენებ ხოლმე"-ზე, სანდროს პროტოტიპი რომელიმე მსახიობი იყო, თუ უბრალოდ random guy ვინც ისე შეგხვდა შემთხვევით სოც. ქსელში?


random guy-ს ვერ ვუწოდებდი მაგ კაცს joy
სანდროს პროტოტიპს რამდენიმე დღე ვეძებდი და ეს კაცი რომ ვნახე, იმდენად "სანდრო" იყო და ისე შეეფერებოდა მისი ფოტოებიც ისტორიის შინაარსს ერთი წამი აღარ მიფიქრია. მსახიობი არაა, თუ არ ვცდები ბიზნესმენია ან ბიზნეს ანალიტიკოსი, ზუსტად მეც არ ვიცი. ყოფილი მოდელია კიდე და მოქმედი ინფლუენსერი. ❤❤

სახელი? flushed joy joy




აი თქვი, ხომ არის სანდრო, თავისი მარიანათი? joy ❤❤❤❤❤
ამ ლინკს დააკლიკე და ინსტაგრამზე გადაგიყვანს: dusansusnjar

ეჰჰჰჰჰ, ჩვენს ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოს! blush sweat_smile joy

აუ ამ ბიჭის გამო შემიყვარდ ასანდრო და სულ შენი ბრალია ნენე ❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი ელენე
ჩემი ბიჭი heart_eyes ჩემი გამოსწორებული, ჩემი უჟმური და ბღვერია ბიჭი relaxed რა სიცოცხლეები არიან smile heart_eyes
ეჰ, მართლა როგორი ტკბილი მოგონებებია relaxed

აუ ახლა მეც მომემატრა რაააა :(

 


№27 სტუმარი სტუმარი კირა

ვაიმეეე სანდროო scream
რა გინდოდათ? რას მერჩოდით? joy
გიჟმაჟუნა ბიწიოო heart_eyes

 


№28 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
ტირანს სალამი! ნათია სად დაკარგა? joy აუ გუშინ ისე გადავხედე მაგის გვერდს და სხვათაშორის ის გოგო მომეწონა. ნეტავ ცოლია? kissing_heart

ის გოგო მეორე ცოლია და ატანა არ მაქვს. ნამეტანი სწერვა მგონია laughing ეს ბავშვი კიდე, სურათზე, მეორე შვილია. კიდევ ყავს უფროსი გოგო პირველი ცოლისგან. ულამაზესი ბავშვია. სავარაუდოდ, ასეთივე ულამაზესი დედა ეყოლება, მაგრამ ვერ მივაგენი სამწუხაროდ. smile

კიი, ის ძალიან ლამაზი ბავშვია. ,,მარიანას" ჰგავს :) ❤

 


№29 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი კირა
ვაიმეეე სანდროო scream
რა გინდოდათ? რას მერჩოდით? joy
გიჟმაჟუნა ბიწიოო heart_eyes

წეღან გადამეკითხა უკვე რამდენიმე თავი joy

 


№30 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი ელენე
სტუმარი კირა
ვაიმეეე სანდროო scream
რა გინდოდათ? რას მერჩოდით? joy
გიჟმაჟუნა ბიწიოო heart_eyes

წეღან გადამეკითხა უკვე რამდენიმე თავი joy

აუუ, თუ წავიკითხავ ახლა, მარტო იმას სადაც ნათია აწამებს, ან მაგათი შერიგების პერიოდს :დ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent