შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ აგირჩიე შენ?(თავი7)


1-10-2021, 01:26
ავტორი Niako261995
ნანახია 10 742

(ნიაკო)
ყველაფერი იმდენად კარგად იყო,ზოგჯერ ეჭვი მეპარებოდა,რომ ეს ჩემი ისტორია იყო და არა სხვისი..ხშირად ვფიქრობდი რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი მე და გაგა ერთმანეთს,რომ დავშორებოდით და მასზე უარი მეთქვა.მე ხომ მისით ვსულდგმულობდი,ის კი ჩემით.ჩვენ ერთი დიდი ,,მე“ გავხდით და იმდენად შევსისხლხორცდით,რომ უმნიშვნელო რამესაც შეეძლო ბზარი გაეჩინა და თუ ეს მოხდებოდა ალბათ ჩვენი,,მე“აღარ იარსებებდა.ამიტომ ორივეს კარგად გვქონდა გათავისებული(ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა),რატომ ვიყავით ერთად.ბევრს არ ვჩხუბობდით,არ ვიცი,უბრალოდ გვიკამათია,მაგრამ არა სერიოზულ თემაზე.როცა ურთიერთობა გაქვს ადამიანთან,რომელსაც ენდობი,გიყვარს და მისი ერთი შეხედვით გესმის,რატომ უნდა იკამათო რამეზე?ურთიერთობები,რომლებიც კამათს ემყარება, ხშირ შემთხვევაში ინტენსიურ სახეს იძენს და მომავალშიც გრძელდება, რასაც თან ერთვის ,,ენის შეჩვევა“ და ინტერესის განელება მეორე ნახევრის მიმართ.სიყვარული კი ნიშნავს გესმოდეს,უგებდე,შეიყვარო მისი ყოველი ნაკლი და მიიღო ისეთი,როგორიც არის,რადგან შენ ,,ის"აირჩიე და ახლა უნდა გაუფრთხილდე,როგორც ,,ფაიფურს",რომელსაც შეუძლია ერთი ხელის გაშვებით დაიმსხვრეს
ჩემს გარშემო არავისზე ვსაუბრობ, რადგან კონცენტრირებული გაგაზე ვარ.თუმცა ორი წუთი მათაც დავუთმოთ.ჩემი და გათხოვდა და ორი ულამაზესი დისშვილი მყავს.ვგიჟდები დეიდას,რომ მეძახიან.ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და ახლა საზღვარგარეთ არიან საცხოვრებლად,პატარას მოლოდინში.ნანი უნივერსიტეტის შემდეგ საბერძნეთში წავიდა მშობლებთან.აქ ბებია ზრდიდა და სამწუხაროდ ისიც გარდაეცვალა,ჩემს გარდა საქართველოში არავინ ეგულებოდა,ამიტომ ისიც წავიდა,თუმცა კონტაქტი რა თქმა უნდა გვაქვს.
გაზაფხულზე ჩამოდის,ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ შეკვეთილში წასვლა,ზღვისთვის ცოტა ციოდა კიდევ,მაგრამ კარგი სასტუმრო,კარგი აუზით, ყველა საჭირო პირობით ცუდი იდეა არიყო.მითუმეტეს,რომ აქ იმიტომ ჩამოდიოდა მე ვენახე და რა თქმა უნდა გაგასთვის,უკეთ,რომ გაეცნო და დარწმუნებულიყო მისი სიტყვების სიმართლეში,მართლა ვუყვარდი თუ არა.მეცინებოდა ზოგჯერ ნანის მსგავს საქციელებზე,მაგრამ იმდენად წრფელი იყო მისი გრძნობები და ჩვენი მეგობრობა,რომ ნამდვილად ჰქონდა უფლება თავისი აზრი დაეფიქსირებინა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
გაგამ ირაკლი და მაკუნა წამოიყვანა,ორივე ისეთი საყვარლები არიან.ირაკლი საუკეთესო მეგობარია და მსგავსად ნანისა მასაც დიდი როლი უჭირავს გაგას ცხოვრებაში.იმის შემდეგ, რაც გავიცანი მუდამ კარგად მექცევა და პატივს მცემს, რასაც ძალიან ვაფასებ.მაკუნა შეუდარებელი დაიკოა გაგასთვის.მე კი კიდევ ერთი და შევიძინე მისი სახით.შეკვეთილში,რომ ჩავედით ნომრები უკვე დაჯავშნილი ჰქონდა გაგას.
-გამარჯობაა,3ნომერი გვაქვს დაჯავშნილი
-პირადობა მომაწოდეთ თუ შეიძლება
-ინებეთ
-გაგა(ყურში ჩავჩურჩულე და გვერდით გამოვიყვანე)
-რას ნიშნავს 3ნომერი?
-ერთი ირაკლის.ერთი მაკუნას და ნანის და ერთი ჩვენ
-ჩვენ?
-ხომ აბა ჩემ გარეშე გინდა დაძინება?ხომ იცი ვერ გავძლებ უშენოდ და მაინც სულ შენთან ვიქნები?
-გადამრევ..რას იფიქრებენ ახლაა ბავშვები?
-რა უნდა იფიქრონ?ლამის ცოლი და ქმარი ვართ
-ცოლ-ქმრობამდე ბევრი გვიკლია..
ბავშვების ირონიულ მზერას,რომ შევხედე ერთიანად გავწითლდი.მართალია არაფერი გვქონდა,მაგრამ მათ რა იცოდნენ?ნუ ნანიმ კი იცოდა და წამკბინა კიდეც
-ოჰ,ერთი ნომერი აიღეთ თქვენც სასტუმრო არ აახმაუროთ.
ისე შემრცხვა თავი დავხარე და გვერდით გავედი,მათ კი სიცილი დაგვაყარეს
-კარგი პატარა,რას უსმენ.მთავარი შენ ხარ და არა სექსი,როცა მზად იქნები მაშინ გვექნება ყველაფერი..
დამამშვიდა და უკან დამაბრუნა..
ნომრებში ავედით,მოვწესრიგდით,საღამოს ვივახშმეთ,იმდენად დავიღალეთ მგზავრობით იმ საღამოს არსად გავსულვართ.დილით აუზზე გადავწყვიტეთ გასვლა,საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და ჩავედი.გაგამ ფერი დაკარგა მოსაცმელი,რომ გავიხადე.ხელი მტაცა და გვერდზე გამიყვანა.
-რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?
-ეს რა არის?გინდა გამაგიჟო?
-ბუშლატით ხომ არ ჩამოვიდოდი აბა?
-არა,მე შენს სექსუალურობაზე გეუბნები.თავს ძლივს ვიკავებ ამწამს ზედ,რომ არ შემოგახიო ეგ საცვლები.მერე აღარც საცვლები დარჩება და აღარც შენი ქალიშვილობა.
-გადი აქედან.ერთიანად გავწითლდი.ხელი ვკარი და აუზში ჩავაგდე.
დროს ძალიან კარგად ვატარებდით,დავდიოდით კლუბებში,გასართობ ცენტრებში,პატარა ბავშვებივით გვიხაროდა ყველაფერი.ერთ საღამოს კლუბში ძალიან ბევრი კოქტეილი დავლიე,სასმელმა,რომ იმოქმედა მეტად თამამი და მხიარული გავხდი.გაგას არ დაულევია,მაგიდასთან იჯდა და თვალს არ მაშორებდა,თან მიღიმოდა.ზოგჯერ მისი მსგავსი გამოხედვა მაშინებდა კიდეც.დაბნეულად შევხედავდი და თვალს ვარიდებდი,ვხვდებოდი მის გონებაში იმწამს გაშიშვლებული ვიყავი და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა,თუმცა იმდენად ვყავდი სასმელს შეზარხოშებული არ მერიდებოდა მეყურებინა მისი ლამაზი თვალებისთვის და უფრო მეტად გამომეწვია..რა თქმა უნდა ის ამას გრძნობდა და უყურადღებოდ არ დავუტოვებივარ,წამში წამოხტა მაგიდიდან და ჩემთან გაჩნდა,წელზე ხელი მომხვია და ისე სწრაფად მიმიზიდა თავისკენ ვერ გავიაზრე,თავი უკან გადავაგდე და გადავიხარხარე,ის კი ყელში მწვდა და მაკოცა.სასმელ მოკიდებულს და ვნებებში ჩაფლულს ეს კოცნა იმდენად მესიამოვნა სახლში,რომ დავბრუნდით ,ოთახში შესული არ ვიყავით გაგას კოცნა დავუწყე,თან ვიცინოდი და ბედნიერებისგან ვთრთოდი მის მკლავებში,მისი ცხელი ტუჩები კიდევ უფრო მაგიჟებდა და მისი ყოველი ამოსუნთქვა,რომელიც ჩემს სახეზე ეცემოდა ჭკუიდან მშლიდა.
-მინდა შენი გავხდე
-ჩემი უკვე ხარ
-ვიცი სულელო,ყველაფრით მინდა შენი ვიყო
-ნასვამი ხარ დავიძინოთ
-რატომ შენ არ გინდა?
-ყველაზე მეტად მინდა ახლა ფერებაში გაგთიშო და სიამოვნებაში ჩაგძირო,მაგრამ არა ასე
-ასე როგორ?
-შენი პირველი ღამე არ გინდა დასამახსოვრებელი იყოს შენთვის?
-მაგრამ ნასვამზე არ მეტკინება,ასე გამიგია
-ამიტომ დალიე ამდენი?(გაეცინა და მაგრად ჩამეხუტა)
-როგორ ფიქრობ რამეს გატკენ?ახლა დავიძინოთ,არ მინდა ხვალ დილით გაიღვიძო და არაფერი გახსოვდეს..მის სურვილს დავემორჩილე და დასაძინებლად წავედით.
დილით,რომ გამეღვიძა თავს საშინლად ვგრძნობდი.ყველაფერმა თვალწინ გამირბინა და ჩემი თავი შემეზიზღა.გვერდით გავიხედე და იდაყვ დაყრდნობილი გაგა,რომ დავინახე მოღიმარი სახით უფრო მეტად დავიმორცხვე და საბანი თავზე გადავიფარე
-სად დამემალები(იმწამს შემოძვრა საბნის ქვეშ)
-აუ,მაპატიე.რა სისულელეები ვილაპარაკე გუშინ
-სულაც არა,შენ გოგო ხარ და ლოგიკურია ჩემნაირ ახოვან მამაკაცთან ყოფნის სურვილი გაგიჩნდებოდა.თან დამცინოდა
-კარგი რა..
-ჩუ,(ტუჩებზე თითი მომადო)არაფერი თქვა.
თითი ჩამომაყოლა კისერზე,მკერდზე,ხელი წელის ქვეშ შემიცურა და მისკენ ამიზიდა.ფეხს ამოაყოლა ხელი და წელზე შემომახვევინა.სუნთქვა შემეკრა,მისი ტუჩების ყოველ შეხებაზე მის მკლავებში ვიკლაკნებოდი.ჟანგბადი აღარ გვყოფნიდა საბნის ქვეშ ჩამალულებს,მაგრამ იმწამს ის იყო ჩემი ჟანგბადი,ის ვისთვისაც მზად ვიყავი ჩემი თავი მიმებარებინა.კანკალმა ამიტანა,სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და მის თბილ სხეულს უფრო მეტად ვეკვროდი.იმდენად ამაღელვებელი იყო გაგას ცხელი ტუჩების შეხება ჩემს ,,დახორკლილ"სხეულზე სიამოვნების მორევში ვიძირებოდი და წამით არ ვფიქრობდი,რომ ეს შეცდომა იქნებოდა.ყველაზე დიდი შეცდომაც,რომ ყოფილიყო ამწამს ვნებებისგან გაგიჟებულს ეს არ მაინტერესებდა.
-ხომ არ გეშინია?
-ხალხი ბავშვებს აჩენს,არა მგონია იმაზე...აააჰ..
წამიერი ტკივილი ვიგრძენი,რომელიც ერთიანად უსიამოვნოც იყო და სასიამოვნოც,მაგრამ არა იმდენად ის ვნება ,რომ გადაეფარა რასაც მანამდე ვგრძნობდი.მეგონა რასაც სექსს უწოდებდნენ მეტად სასიამოვნო იქნებოდა.თითქოს გაგაც მიხვდა,რომ არ მსიამოვნებდა და გაჩერდა
-დაისვენე,სიამოვნებას ვერ იგრძნობ და არ მინდა ამის სურვილი დაგიკარგო.რამდენიმე დღეში მოგეხსნება დისკომფორტი და მერე..ჩაეღიმა და სახე დამიკოცნა,მისკენ მიმიზიდა,ჩამეხუტე.იმაზე ძლიერად მეხუტე ვიდრე აქამდე ჩამხუტებიხარ.
-მერე ისეთ ბედნიერს გაგხდი,თავს სრულფასოვან ქალად გაგრძნობინებ.წამოდი შხაპი მივიღოთ
ისეც სირცხვილით ვიწვოდი და უნდოდა მასთან ერთად შიშველი შევსულიყავი აბაზანაში.
-რა იყო?გრცხვენია?პატარაა(და გაეცინა)
-ამ დღის შემდეგ შეიძლება სულ შიშველს მოგიწიოს ოთახში სიარული უნდა შეეჩვიო.ხელში ამიტაცა და აბაზანაში შემიყვანა.ყოველდღე უფრო მეტად მაყვარებდა თავს ასეთი ქცევებით,რამდენიმე დღე მართლაც დამჭირდა,რომ ორგანიზმს ეს ყველაფერი გადაელახა.ამასობაში ნანიც გავაცილეთ საბერძნეთში და ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით.კვირაზე მეტი არ მინახავს გაგა,მასაც საქმეები მეც სამსახური და საქმეები,ახლაც გერმანიაში იმყოფება.ისე მენატრება,გაგიჟებული ვარ გვერდით რომ არ მყავს.მისი სუნი მენატრება კისერში თავს,რომ ჩავრგავ და იქიდან ვგრძნობ ხოლმე.მისი ძლიერი მკლავები და კოცნა.დამაჟრიალა,რომ წარმოვიდგინე.ამ ფიქრებში გართული შევედი სახლში და სამზარეულოში მდგარი გაგა,რომ დავინახე ჩანთა ძირს დავაგდე, ბედნიერი მოვეხვიე,კოცნა დავუწყე და გაუჩერებლად ვლუღლუღებდი,რომ მომენატრა
-მეც უზომოდ მენატრებოდი პატარა
-რატომ არ გამაფრთხილე,რომ ჩამოდიოდი?
-მერე ასეთი ემოციით ხომ აღარ დამხვდებოდი?წამოდი
ოთახში შემიყვანა და ორ კაცზე გაშლილი რომანტიკული სუფრა დამახვედრა.სანთლებით და მთელი ამბებით.
-აღარ ხუმრობ.(გამეცინა და მადლობის ნიშნად ვაკოცე)
-აბა,რა ქენი გერმანიაში,მოაგვარე საქმეები?
-ბოლომდე ვერა,მაგრამ მალე მოვაგვარებ იმედია
ამას რომ ამბობდა ძალიან სერიოზული იყო,არ მინდოდა დამეძაბა და რამე ზედმეტად მეკითხა,არც ამ საღამოს გაფუჭება მინდოდა,ამიტომ თავი შევიკავე ზედმეტი კითხვებისაგან.თუმცა აშკარა იყო ამის შემდეგ ხასიათი შეეცვალა.სუფრა ავალაგეთ, ის ფანჯარასთან იდგა,როდესაც მივუახლოვდი და მოვეხვიე ზურგიდან
-მაპატიე თუ გაწყენინე
-არა,ეს შენ მაპატიე.იმის ძალაც კი არ მაქვს რამე გითხრა
-ვიცი პატარა დაღლილი ხარ დასვენება გჭირდება
-ეჰ ნიაკო,როგორი მიამიტი ხარ,ისევ ისეთი ნიაკო ხარ, როგორიც შემიყვარდა,ბავშვური,თუმცა უკვე ქალია ჩემი ნია.
ხელში ამიტაცა და მაგიდაზე შემომსვა,კოცნა დამიწყო,პერანგი ფრთხილად გამიხსნა,მკერდს ჩამოუყვა,მეგონა გავგიჟდებოდი ისეთი სასიამოვნო იყო..მაგიდაზე ხელ დაყრდნობილი და ბოლომდე ვნება აშლილი ჭკუას ვკარგავდი მის ამოხედვაზე,როცა ნაზად მიკოცნიდა მუცელს
-წადი,საძინებელში,წადი
ძლივს აღმოვთქვი ვნებებისგან გაბრუებულმა.ხელში ამიტაცა,საძინებელში შემიყვანა,საწოლზე დამაწვინა და ფერება განაგრძო,სიამოვნებისგან ვკვნესოდი და მის მკლავებში ვიკლაკნებოდი.ზემოდან მოვექეცი და ახლა მე ვმართავდი თუ,როგორ უფრო მომწონდა.სასწაული იყო რასაც მასთან განვიცდიდი ამწამს.არ მინდოდა ეს დასრულებულიყო და ვხვდებოდი სრულფასოვან ურთიერთობას სექსი კიდევ უფრო სრულფასოვანს ხდიდა.აქამდე ეს მაკლდა ახლა კი მთლიანად ერთნი გავხდით..დრო გადიოდა,ჩვენი სიყვარული კი ფესვებს იდგამდა და მეგონა ამ ქვეყანაზე ერთადერთი წყვილი ვიყავით ვისაც მსგავსი ურთიერთობა კიდევ შემორჩათ.ერთ საღამოს,როცა ნანის ვესაუბრებოდი ცუდად გავხდი,საშინელი გულისრევა ვიგრძენი და საპირფარეშოში გავიქეცი.
-რა გჭირს ნიაკო?
-ალბათ რამემ მომწამლა,ბოდიში გული ამერია
-მოგწამლა?გჯერა მაგის?
-ხომ,არ ვიცი,რას გულისხმობ?
-იქნებ ტესტი გაგეკეთებინა?
ამის გაგონებაზე დამაჟრიალა,სხეული გამეყინა და მივხვდი შეიძლება ნანი მართალი ყოფილიყო.შეიძლება ფეხმძიმედ ვიყავი,ამის გაფიქრებაზე ერთიანად მიტანდა კანკალი და შუაღამე,რომ არ ყოფილიყო აფთიაქში გავიქცეოდი ტესტის საყიდლად.ღამე ფიქრებში გავიყვანე.რა იქნებოდა თუ მართლა ფეხმძიმედ აღმოვჩნდებოდი,გაგას რა თქმა უნდა გაუხარდებოდა,მაგრამ ბოლო პერიოდი ვერ ვცნობდი,სულ ჩაფიქრებული იყო და ისე ხშირადაც ვერ ვნახულობდი,როგორც ადრე.
დილით ტესტი გავიკეთე და ორი ხაზი ისე გაწითლდა ეჭვსაც კი ვერ შეიტანდი,რომ შეიძლება მცდარი ყოფილიყო.ემოციებისგან ავკანკალდი,სიხარულისგან ტირილი დავიწყე თუმცა მოსალოდნელი იყო და ვემზადებოდი ამისთვის მაინც მსგავსი რეაქციით შევხვდი,ეს სიხარულიც იყო,მოულოდნელობაც და მომავალიც.კვლავ ჩემი და გაგას მომავალი,უკვე პატარა საოცარი არსების სახით რომელიც ჩემს სხეულში უნდა გაზრდილიყო 9 თვე.



№1 სტუმარი ია

ნუთუ გაგას სხვა ოჯახი ჰყავს და ვერ აგვარებს პრობლემას???? ეჭვი გამიჩნდა????‍♀️❤

 


№2 სტუმარი ნი-კე

ძალიან გვაინტრიგებ..ამ საიდუმლოთი..ველოდები შემდეგ თავს რაც შეიძლება მალე

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი ძალიან მომეწონა მაგრამ არ მომწონს ეს გაგას საქციელი რაღაც ხდება და არაა გულწრფელი ნეაკოსთან და ძალიან მეცოდება ამდენ ტანჯვისთვის ეს გოგო რა მაგარ დროს შეწყვიტე ხალხი შოკში ჩააგდე ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები????????????

 


№4 სტუმარი ანუ

სერიოზულად?
სხვა ოჯახი ყავს არა?! :/

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

მგონი გაგას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,ან არვიცი,რაცარუნდა იყოს გადაიტანენ იმედია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent