შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით სიყვარული?! VII თავი


1-10-2021, 02:37
ავტორი sTiTcHhhh
ნანახია 1 402

არ ვიცი როგორ,მაგრამ ამ მოკოლე ხანში ეს ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩემს ცხოვრებაში,რომ არ ვიცი თუ დავკარგავ შეიძლება გავგიჟდე კიდეც.იმ დღის შემდეგ ყოველ დილას მაკითხავდა და ერთად მივდიოდით სამსახურში. სამსახურის შემდეგ კი ხან სად დავდიოდით და ხან სად.არ ვიცი როგორ მაგრამ ამ მოკლე ხანში მან ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა.ერთ საღამოსაც სამსახურიდან მოვდიოდით როდესაც მითხრა.
-ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო.-მითხრა მოულოდნელად.ამაზე ცოტა დავიბენი და ცოტა ხნით გავჩუმდი.
-ცოტა ადრე ხომ არ არის?-დავიჩურჩულე ბოლოს.ცოტა ხანი ურეაქციოდ იყო,თუმცა მალევე გააჩერა მანქანა და წყენით შემომხედა.
-შენს გრძნობებში ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?-მალევე წინ გაიხედა.
-კი რა თქმა უნდა ეგ როგორ გაიფიქრე საერთოდ?-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-აბა რატომ არ გინდა,რომ ჩემი მეგობრები გაიცნო.-მითხრა და შემომხედა საყვარლად.
-მინდა უბრალოდ ვნერვიულობ.არ ვიცი როგორი რეაქცია ექნებათ ან საერთოდ მოვეწონები თუ არა.-ჩავიბურტყუნე და თავი ჩავხარე. ამაზე კი მას გაეცინა და ჩამეხუტა.
-სულელო როგორ არ უნდა მოეწონო ჩემ მეგობრებს,პირიქით შეიძლება აქეთ გაუკვირდეთ მე როგორ მოგეწონე.ასე,რომ ეგ სანერვიულოდ არ ღირს.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-შენ ჩემ მეგობრებზე რა გემართება და ჩემი მშობლების გასაცნობად,რომ წაგიყვან საერთოდ გაგიჟდები.-თქვა თუ არა მოწყვეტით მაკოცა.
-კარგი ნუ დამცინი.-ვუთხარი ბუზღნით,კოცნისგან გამოწვეული სიწითლე კი არ შევიმჩნიე.
მალევე მივედით ბართან.როდესაც შევედით მაშინვე ვიგრძენი სასმლის და თამბაქოს სუნი.როგორიც წარმომედგინა ისეთი არ იყო,არც ხალხმრავლობა იყო და არც ხმაური.
-ძალიან წყნარი ადგილია.-გადავუჩურჩულე ალექსანდრეს და მანაც თბილად გადმომხედა.
-ეს ადგილი ძალიან ადრე აღმოვაჩინეთ ჩემმა მეგობრებმა და მას მერე აქ ვიკიბრებით სულ.-მანაც გადმომიჩურჩულა და საფეთქელზე მაკოცა.მალევე ერთ მაგიდაზე შეაჩერა მზერა და მითხრა.-მოემზადე გიჟების სამყაროში შესასვლედა.-გადმომხედა და გაიცინა.მალევე მივედით მაგიდასთან და ყველას თვალი გადავავლე.
-სად ხართ ამდენ ხანს გავგიჟდი ინტერესით.-ერთ-ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა თქვა მოულოდნელად და ჩემსკენ წამოვიდა.-ვაიმე რა საყვარელია.-მითხრა და ლოყევზე ხელი მომკიდა.ცოტა უხერხულობა ვიგრძენი და შევიშმუშნე.-მითხარი ახლა ალექსანდრე ეს გოგო როგორ მოატყუე შენნაირი უჯმური რო შეუყვარდა.-გადახედა სერიოზულად ალექსანდრეს.ამაზე გამეცინა და ალექსანდრეს ნათქვამი გამახსენდა.
-თავიდანვე ნუ გააგიჟებ ახლა არ გინდა.-უთხრა სერიოზულად, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.-თაია გაიცანი ეს გიჟი არის ბატონი ჯუმბერი.-უთხრა და მალევე გადაიხარხარა.
-ჯუმბერი არა ჯუბა.-უთხრა ალექსანდრეს ბუზღუნით და შემდეგ მე მომიბრუნდა.-იმას არ მოუსმინო ჯუბა ვარ მე,აი ის სერიოზულის როლს რო ტამაშობს არის მირიან.-მიმითითა მაღალ შავგრემან ბიჭზე.-აი ეს ჩვენი ბარბი გოგოა და კესანე ჰქვია.-და ამჯერად ძალიან საყვარელ გოგოზე მიმანიშნა.-აი ის არის ბატონი გივი შეიძლება პატარა გგონია მარა სიმაღლემ არ მოგატყუოს.-თქვა თუ არა გაეცინა და შემდეგ გივისგან წამორტყმაც მიიღო.
-გივი არა გიგა რამდენჯერ უნდა გითხრა.-მკაცრად შეხედა ჯუბას და შემდეგ მე გამომხედა და გამიცინა.-სასიამოვნოა და შენი სახელი?
-ჩემთვისაც სასიამოვნოა.თაია.-ვუთხარი და გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
-ოჰ,ოჰ აქ რა ამბები ყოფილა.-უცებ გამოჩნდა მაღალი,ქერათმიანი ბიჭი და მის უკან მოდიოდა ქერათმიანი მაღალი გოგო.-ოო შენ ალბათ ალექსანდრეს რჩეული ხარ.-მალევე მე მომიბრუნდა და გამიცინა.-მე გაბრიელი ვარ.-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-თაია.სასიამოვნოა.-შევაგებე ჩემი ხელი და გავუცინე.მალევე დავჯექით და საასმელებიც შევუკვეთეთ.ის გოგო ძალიან უცნაურად მიყურებდა არ ვიცი მე ვაძლევდი ამდენ მნიშვნელობას მის მზერას თუ მართლაც ეგრე იყო.
-რატომღაც ყველას დაავიწყდა ჩემი წარდგენა შენთან.-მითხრა თითქოსდა ირონიით.ამაზე ალექსანდრეს გადავხედე და მის სახეზე დაძაბულობა შევამჩნიე.-მე ნუცა ვარ ძალაინ სასიამოვნოა.-მითხრა ირონიანარევი ხმით.
-სასიამოვნოა.თაია.-ვუთხარი ოდნავ დაბნეულმა.ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა შემდეგ კი კვლავ ჯუბა წამოვიდა წინა პლანზე.
-კარგით ახლა აქ გასართობათ ვართ მოსულები და რას დუმხართ.-თქვა და შემდეგ ბარისკენ გაიხედა.-შვიდი ჭიქა ტეკილა თუ შეიძლება.-დაიძახა და ისევ ჩვენსკენ შემოიხედა.-აბა სანამ მოიტანენ მანამდე გვითხარით როგორ გაიცანით ერთმანეთი.-გვითხრა და გაგვიცინა.ჩვენი პირველი შეხვედრის ისტორიის გახსენებაზე ორივეს გაგვეცინა.-ოჰ ოჰ რატო გაიცინეთ ამის თქმაზე ასეთი რა მოხდა.-მანაც გაიცინა.
-ნუ იტყვი პირველად შეხვედრისას ლამის მცემა.-როდესაც თქვამაშინვე გადაიხარხარა და ყველა მას აყვა.ამაზე კი უფრო დავიმორცხვე და შეუმჩნელად მკლავზე ვუჩქმიტე.-კაი რა მეტკინა რა მოხდა მერე.-თქვა ბუზღუნით და ნატკენი ადგილი მკლავით დაიზილა.
-აუ რა მოხდა ბოლომდე მოყევით რა.-გვითხრა კესანემ სიცილით და ინტერესიანი თვალებით შემოგვხედა.ალექსანდრემ კი გააგრძელა ისტორიის მოყოლა და რაც უფრო ბევრს იცინოდნენ მით უფრო მრცხვენოდა მე და ვწითლდებოდი.ცოტა ხნის შემდეგ ნუცას გავხედე.ისიც მიყურებდა და თითქოს ზიზღით სავსე თვალებით მიყურებდა.ვერ ვხვდები ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვს ჩემთან.მალევე ყურადღება დანარჩენებზე გადავიტანე.
-შენ ვინ ყოფილხარ თურმე.ამ უჟმურს თუ გააჩუმებდი და აქეთ ეჩხუბებოდი რას ვიფიქრებდი.-შემომხედა გაბრიელმა და გაიცინა.-ქედს ვიყრი შენი შესაძლებლობების წინაშე თაია.
-რა ბატონო ალექსანდრე არ იყავი ჩხუბის ღირსი თუ რა.-ვუთხარი ბუზღუნით.ამაზე კი ისევ სიცილი ატეხა.როდესაც დაწყნარდა შემდეგ მითხრა.
-კარგი ბატონო ვიყავი ოღონდ არ მოიწყინო.-მომეხუტა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
-კარგით ახლა რომანტიკით ნუ აგვატირებთ.-ისევ ირონია.რა უნდა ამ გოგოს ვერ გავიგე რა.მინდოდა მეპასუხა მაგრამ ბოლოს მაინც შევეშვი.მალევე ალკოჰოლმა თავისი ქნა და გამაბრუა.
-მგონი ბევრი დალიე და მეტი არ გინდა თორე ცუდად გახდები.-ჩუმად მითხრა ალექსანდრემ და თავი ჩემს კისერში ჩადო.ამაზე კი საერთოდ თავბრუ დამეხვა.
-ხო მგონი მართლა ბევრი მომივიდა ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია.-ვუთხარი მეც ჩუმად და თავი მივადე.
-ცუდად ხომ არ ხარ?ჰაერზე გაგიყვან.-მითხრა და შუბლზე მაკოცა ამაზე კი თვალები მიმელულა.
-არა რა არ მინდა იყავი როგორც ხარ არ ადგე.-ჩავიბუტბუტე და ქვემოდან ავხედე.ამაზე მას ჩაეცინდა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-ძალიან ლამაზი მყავხარ.-მითხრა და ისევ მაკოცა.
-გვრიტებო ადექით ახლა და ვიცეკვოთ.-წამოგვადგა თავზე ჯუბა.
-აუ არა რა.-ვთქვი წუწუნით.
-არავითარი წუწუნი და ბუზღუნი მიდი ახლა ადგა.-მითხრა.მაგრამ რომ არ გავინძერი ხელი მტაცა და წამომაყენა.-ვიცეკვოთ ახლა მალე.ალექსანდრე მალე მომყევი უკან.-სიცილით უთხრა ჯუბამ და ბავშვებისკენ გამაქანა.მალევე აზარტში შევედი და მეც დავიწყე ენერგიულად ცეკვა.მირიანის ცეკვაზე ყველა ვიცინოდით ისეთ უცნაურ რაღაცეებს აკეთებდა.ჯუბა და კესანე საერთოდ კლუბურ სიმღერაზე ქართულის ცეკვა დაიწყეს ამაზე ხო საერთოდ ყველა გადავირიეთ.მალევე ალექსანდრე ჩემთან ერთად რომ ვერ შევამჩნიე მაგიდისკენ გავიხედე და ნუცასთან მოსაუბრე ალექსანდრე დავინახე.თავიდან ყურადღება არ მივაქციე,რადგან ჩვეულებრივად მიმაჩნდა მათი საუბარ და კვლავ ცეკვა გავაგრძელე.მალევე ისევ მათ გავხედე,მაგრამ მაგიდა ცარიელი, რომ დავინახე გამიკვირდა.ამასაც არ მივაქციე დიდი ყურადღება,თუმცა არცერთი,რომ არ გამოჩნდა თითქოს შინაგანად რაღაც ეჭვი გამიჩნდა და საპირფარეშოსკენ წავედი.სანამ დერეფნისკენ შევუხვევდი მანამდე ნუცას ხმა მომესმა.
-იცი,რომ ძალიან მიყვარხარ და არ დაგივიწყებ.-ნუცას ნათქვამზე გავოცდი.აი თურმე რატომ მიყურებდა ასეთი თვალებით.-არც ჩვენი ურთიერთობა არ დამავიწყდება რაც მის გამოჩენამდე გვქონდა.-ამაზე ხომ საერთოდ გადავირიე ვერ წარმომედგინა მათი ურთიერთობა.-არ ვაპირებ,რომ შენი თავი დავთმო.-არ ვიცი როგორ მაგრამ გაუაზრებლად დერეფანში შევუხვიე,ნუცამ კი თვალი გამისწორა.
-ნუცა შენ ხომ იც..-ალექსანდრეს სიტყვები ნუცას კოცნამ გააწყვეტინა.ვიცოდი რომ დამინახა და მაგიტომ აკოცა ამის დაჯერებას არც ვაპირებდი,მაგრამ ალექსანდრეს მისი მოშორების ნაცვლად კოცნაში,რომ აყვა წამში გავნადგურდი.შემოვბრუნდი და ცრემლებმა გაიკვლიეს ჩემი სახე.მაშინვე მაგიდისკენ დავიძარი, ჩემი ნივთები ავიღე და ცრემლიანი თვალებით ბარიდან გავიქეცი.



ძალიან დიდი ბოდიში ამდენი ხანი,რომ ვერ დავდე.იმედი მაქვს მოგეწონებათ ველი შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მომეწონა ეს თავი მაგრამ თუ ასე იშვიათად დადებთ მე პირადად აზრს ვერ დავაკავშირებ ერთმანეთთან და ალბად უინტერესო იქნება.ამ თავს რაც შეეხება მაინტერესებს რას იზავს ბატონი ალექსანდრე.მე მაგალითად ამ ბიჭს დავკარგავდი სამუდამოდ

 


№2  offline წევრი sTiTcHhhh

სტუმარი მარი
მომეწონა ეს თავი მაგრამ თუ ასე იშვიათად დადებთ მე პირადად აზრს ვერ დავაკავშირებ ერთმანეთთან და ალბად უინტერესო იქნება.ამ თავს რაც შეეხება მაინტერესებს რას იზავს ბატონი ალექსანდრე.მე მაგალითად ამ ბიჭს დავკარგავდი სამუდამოდ

დღეს ან ხვალ აუცილებლად დავდებ.მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent