შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 19


1-10-2021, 19:16
ავტორი გაზაფხული
ნანახია 886

მე ფრანკის მეუღლე ვხდებოდი. ამ ფიქრმა მთელი ღამით მოუსვენრობა შემძინა. იყო ჩემში რაღაც, ძალიან იდუმალი ხმა, რომელიც ბევრ კითხვას სვამდა ფრანკთან დაკავშირებით, ჩემს დიდ ნაწილს კი პასუხის გაცემა უჭირდა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩემში ორი, სრულიად განსხვავებული პიროვნება ხვდებოდა ერთმანეთს. მათ შორის დიალოგი კი ვერ ხერხდებოდა.
-ელიზაბეტ, გძინავს? - კართან ვიღაც მამაკაცი იდგა, თუმცა ხმით ვერ ვიცანი. საწოლში წამოვჯექი, სასწრაფოდ ხალათი მოვიცვი და დავიძახე.
-არა.
-შეიძლება შემოვიდე? არტური ვარ - არტურს ფაქტობრივად არც კი ვიცნობდი. ეს პიროვნება ჩემთვის ზედმეტად იდუმალი იყო. ის არასდროს ატარებდა თავისუფალ დროს იქ, სადაც მე ვიყავი. ყოველთვის არიდებდა თავს ჩემთან შეხვდრას, თუმცა იმ მომენტში საძინელში მომაკითხა.
-შემოდი - ვუთხარი ცივად და უკმეხად. მინდოდა ეგრძნო, რომ მასზე მეც არ მქონდა სახარბიელო წარმოდგენა.
-შეგვიძლია გარეთ გავიდეთ, თუკი ოთახში საუბარი გეუხერხულება - კარში თავი შემოყო და არც კი შემოუხედავს ისე მითხრა.
-შეგიძლია შემოხვიდეთ, არტურ - საწოლიდან ავდექი და სარკის წინ, სავარძელში ჩავჯექი - მეჯლისზე თვალი არ მომიკრავს თქვენთვის. ხომ კარგად იყავით?
-მეჯლისები და წვეულებები ჩემი საყვარელი გასართობი არ არის - გვერდით სავარძელში ჩაჯდა ის და ვამჩნევდი, ცდილობდა სახეში არ შემოეხედა ჩემთვის - მთელი დრო საძინებელში გავატარე და ველოდებოდი როდის წავიდოდნენ სტუმრები, რომ დალაპარაკების საშუალება მქონოდა. ელიზაბეტ, მე თქვენ მიმართ არ ვიყავი კეთილგანწყობილი.
-არტურ, ვიცი, რომ აქ რუთის გამო ჩამოხვედით. მას უნდოდა ჩემი თავიდან მოშორება, ასეა ხომ? - ვეცადე საუბრის დასაწყისი გამემარტივებინა მისთვის.
-მას არასოდეს უთქვამს თქვენზე რაიმე ცუდი - თავისივე ნათქვამზე ეცინებოდა, იცოდა, რაოდენ სისულელის დაჯერებას მთხოვდა - ის ფრანკზეა შეყვარებული.
-დიახ, ვიცი - ფეხზე წამოვხტი - თუ აქ იმის სათქმელად მოხვედით, რომ ფრანკს ცოლად არ გავყვე და ასპარეზი რუთს დავუთმო, ძალიან ცდებით და თავს იმცირებთ. გთხოვთ, თუკი ცოტაოდენი ღირსება შეგრჩენიათ, მიბრძანდეთ ჩემი ოთახიდან.
-სხვაგვარად გამიგე, ელიზაბეტ - ფეხზე არ წამომდგარა არტური - საუბარი სულ სხვა კუთხით მიმყავს. მინდა ჩემი დანაშაული გამოვისყიდო, რომელიც თქვენ წინაშე მიმიძღვის. მე ფრანკთან თქვენზე აგდებით ვისაუბრე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მე კარგად მესმის თქვენი. თქვენ ხართ დაბნეული პატარა გოგონა, რომელსაც ცხოვრება ძალიან მწარედ მოექცა და არ გინდა ამ უბედურებას სამუდამო სახე მიეცეს, შესაბამისად ცდილობთ ბედნიერებას ჩაებღაუჭოთ და ამაში ფრანკს იყენებთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ვერ მოასწრებდით ფრანკის შეყვარებას. ჩემი აზრით თქვენ უბრალოდ იყენებთ მას. მე მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. მას გაგიჟებით უყვარდა ლილიანი, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რამაც ყველაფერი შეცვალა. ამ სიყვარულმა ფრანკი გააგიჟა. ეს არ არის კაცი, რომელი სიყვარულით უნდა ცხოვრობდეს. მას სიყვარული რაციონალურობას უკარგავს. სიყვარულის გამო შეუძლია სასახლე გაყიდოს და სადმე, ძალიან ღარუბულ ქალაქში გადავიდეს. სიყვარულისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია ფრანკს.
-სწორედ ასეთ მამაკაცს ვეძებდი. სწორედ ასეთი ადამიანი მინდა ჩემ გვერდით. ვერც კი ვხვდები რატომ მესაუბრებით ამ თემაზე. თუკი ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია სიყვარულისთვის, განა ეს ცუდია?
-არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე.. უბრალოდ მე ... - ფეხზე წამოიმართა და ოთახის კარისკენ წავიდა - უბრალოდ დაივიწყეთ ეს საუბარი.
-მოიცადეთ, არტურ - მკლავში ხელი ჩავჭიდე და ჩემკენ შემოვატრიალე - მინდა რუთმა იცოდეს, რომ მას მთელი ცხოვრება მოუწევს უყუროს თუ როგორც ვეალერსებით მე და ფრანკი ერთმანეთს.
-სჯობს რუთთან შუღლის გამო ოჯახი არ შექმნათ. უმჯობესია საკუთარ გულს მოუსმინოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.
-და თუკი გულიც იმავეს მეუბნება, რასაც გონება?
-მაშ, გილოცავთ ნიშნობას და ძალიან, ძალიან ბევრ ლამაზ დღეს გისურვებთ. ჩემი ადგილი აქ აღარ არის, მე ხვალვე დავტოვებ სასახლეს.
-ჯერ არ გარკვეულა ვინ გამაუპატიურა - ხმამაღლა, ძალიან მკაფიოდ წარმოვთქვი ბოლო სიტყვა. ის კი უკვე კარს მიღმა იყო.
***
საუზმის შემდეგ გუნებაწამხდარი ავედი ჩემს ოთახში და საკუთარ თავთან განმარტოება ვისურვე. გარეთ უკვე იდგა შემოდგომის მესამე თვე. იდგა მკაცრად და შეუპოვრად. მას უკვე დატყობოდა ზამთრის მოახლოება, ნოემბერი ხომ ელჩია დეკემბერთან. ვიდექი ფანჯარასთან და წვიმის წვეთებს ვითვლიდი ჩემს სარკმელთან რომ ვარდებოდნენ. წვიმდა, თუმცა არა სასიამოვნოდ, არამედ პირქუშად, ძლიერად. შიგადაშიგ ქარი წამოქროლდებოდა და ყვითელ-წითელ ფოთლებს ჰაერში ააფრიალებდა. ლამაზი სანახაობა იყო, თუმცა სულში მამცივნებდა. იდგა შემოდგომა, იდგა ისე, როგორც ჯალათი, რომელმაც ზაფხულს თავი წამებში წააცალა. იცით სასაცილო რა არის? რამოდენიმე დღეში სწორედ შემოდგომას წააცლიდა თავს სუსხიანი ზამთარი. დაე, დროებით გაიხაროს შემოდგომამ. შეასუსტოს მზის სხივები, მოიტანოს ღრუბლები და დაგვიშინოს წვიმა. და რას ვაკეთებთ ამ დროს ადამიანები? მივრბივართ, გავურბივართ, დასველების გვეშინია, ის სიცივე გვაშინებს, რომელსაც ზამთარში ჩვეულებრივ ვეგუებით. პირიქით, გვიყვარს კიდეც თოვლის მოსვლა და მასში თამაში. მაგრამ არ გვიყვარს შემოდგომის წვიმა. არ გვიყვარს ყვითელი ფოთლების შრაშუნი და ყოველთვის ვცდილობთ სითბოში შევიყუჟოთ.
იმ დილით ჩვენს ეზოში შავებში ჩაცმული ქალი შევნიშნე. იდგა შორიახლოს, ბროწეულის ხესთან და თავაწეული პირდაპირ მე მიყურებდა. იდგა წვიმაში და ის არ უშინდებოდა ამას. ხელი დავუქნიე, ვიფიქრე, იქნებ მეჩვენებათქო, მან კი ხელით მიმიხმო მისკენ. ტანში ჭიანჭველები შემომესივნენ. კიბეებზე დავეშვი და გასასვლელ კართან რუთი დამედევნა.
-ნუ გახვალ, ელიზაბეტ. ეგ ქალი ალქაჯია. ნამდვილი შეშლილია, გეფიცები - ხელი ჩამჭიდა. მე მის თვალებში შიში ამოვიკითხე. ის შიში, რომელიც აქამდე რუთის სახეზე არ მენახა. კიდევ უფრო გავდიდგულდი და ეზოში, თავსხმა წვიმაში გავედი. უცნობი ქალბატონი არც მომსალმებია, პატარა ფარდულისკენ გამიძღვა და კედელთან აიტუზა.
-როგორც იქნა - მითხრა მან - მოსვლის დღიდან ვცდილობ თქვენთან დაკონტაქტებას, თუმცა განგებამ ასე არ ისურვა. ჰაჰ - ჩაიცინა - ჩემზე გითხრეს ალქაჯიაო, არა? - კიდევ ერთხელ გაეცინა და თივაზე ჩამოჯდა - ალქაჯიო. ეგენი - მომღიმარი სახე გაუპირქუშდა - ვერასოდეს გაიგებენ რა არის ალქაჯობა. შენი მეუღლე, თუკი ის ნამდვილად გახდება ამის ღირსი, ჩემს გაგდებას წლებია ცდილობს. მე კი მხოლოდ ამ მიწაზე შემიძლია ცხოვრება. ჩემი სულისთვის მხოლოდ აქ არის საზრდო. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხის სხეულები ამ სახნავ-სათესი მიწების ქვეშ მოქცეულა და ყოველი მარცვალი, რომელიც ღვივდება ჩემი წინაპრების დამსახურებაა. მაგრამ ამის ვის ესმის. შენ კი, სადღაც, ძალიან შორი გზიდან მომავალო გოგონავ, აქ რა დაგკარგვია?
-მე ამ სასახლის დიასახლისი ვხდები - გაოგნებული ვუსმენდი მას და გაშეშებული ვიდექი კარებში. ნაბიჯს არც წინ ვდგამდი და არც უკან.
-ამ სასახლის დიასახლისი? - მომჭკნარი ხელი კეხიან ცხვირზე მოისვა და ნაცრისფერი თვალებით გამომხედა - ეს სასახლე ცოცხალი ორგანიზმია. ის ჭამს ადამიანებს. ჯერ ნაწლავებით იწყებს, ბოლოს კი გულით ამთავრებს და თუკი ღირსად ჩაგთვლის ტვინსაც მიაყოლებს დესერტად. ამისთვის კი ტვინში რაიმე მაინც უნდა გქონდეს ღირებული.
-ვერ ვხვები რისი თქმა გინდათ - შიში ტანში სიცივესთან ერთად მოდიოდა და მივლიდა.
-ფრანკის ბაბუამ და მისმა წინაპრებმა ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინეს. მე არ გეტყვი ეს რა იყო, ამის თქმის უფლება ჩემთვის არავის მოუცია, თუმცა ამ ცოდვის შედეგებს შენი საქმრო იღებს. აი ისე, როგორც მიწის დამუშავების, დათესვის და მოვლა-პატრონობის შემდეგ იღებს მოსავალს ადამიანი. შენ კი, სადღაციდან ჩამოსული ბედმა ამ სასაფლაოზე მოგიყვანა.
-მე უნდა წავიდე - ვთქვი, თუმცა წასვლას არ ვაპირებდი.
-ნამდვილად უნდა წახვიდე, თუმცა არა ჩემგან. ამ სასახლიდან უნდა წახვიდე, ელიზაბეტ. აქ შენ ცოცხლად შეგჭამენ, შენს ძვლებს კი იმ მიწაში მიუჩენენ ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ მოსავალი აიღეს. შემდეგ შენი ძვლებით აღმოცენებულ მოსავალს აიღებენ და მუცელს ამოიყორავენ. ელიზაბეტ, თუკი თავში ჭკუა გავს, გაიქეცი. გაიქეცი და უკან აღარასოდეს მოიხედო.
უბენურად ტირილი ამივარდა. მუხლებზე დავეცი და თავი ხელებში ჩავრგე.
-შენმა სულმა იცის სიმართლე. სწორედ ამიტომ ტირი ახლა და არ მსაყვედურობ. შენ იცი სიმართლე, მაგრამ ამის აღიარება გეშინია. შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ელიზაბეტ. ნუ გაწირავ საკუთარ თავს არაფრის გულისთვის. შენ ამით ვერაფერ ხეირს ნახავ.
-მე არაფერი ვიცი, მე არაფერი ვიცი - ვტიროდი და თან წინ და უკან ვიხრებოდი.
-შენ მე მენდობი. ჩვენ შორის არის რაღაც უხილავი ძაფები. ჩემსა და შენს სულს ერთმანეთის ესმის. გამოიყენე ეს შესაძლებლობა. ცოტა დრო გაქვს, თორემ სამყარო ყველაფერს შემოგიტრიალებს და ცხოვრება მთლიანად შეგეცვლება. შენთვის გაჩერდება საათი. შენთვის დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს. ელიზაბეტ, დროზე თუ არ გაიქეცი ყოველი კალენდარი ერთ თარიღზე გაგეყინება. შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი ფიქრით იარსებებს და დამიჯერე, ეს ფიქრი არ იქნება საკეთილდღეო.
-მოვკდები? - განწირულმა ვიკითხე და თავადვე შემეშინდა ჩემ მიერ დასმული კითხვის.
-არა, ელიზაბეტ - გაიღიმა მოხუცმა - მაგრამ ინატრებ სიკვდილს. მთელი შენი წარსული მძიმეა, უამრავი ნეგატივით დატვირთული და ნუ მისცემ ცხოვრებას უფლებას ბოლომდე გადაგიაროს და ფეხქვეშ გაგიგდოს. შენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან შეიძლება ხვალ აღარ იყოს.
-და თქვენ ვინ ხართ? - მოხუცის მიმართ საშინელ ბრაზს ვგრძნობდი.
-მე ვარ ის, ვინც შენზე ფიქრობს და ზრუნავს. მე აქ ჩემი სიტყვით არ მოვსულვარ. ეს განგება გეხმარება, ელიზაბეტ. სამყაროს არ უნდა შენი დაკარგვა. შენი ღიმილის შეცვლა და სახეზე ცრემლების დანახვა. ისედაც ბევრი ცრემლი დაღვარე ასეთ პატარა ასაკში. ისედაც ბევრი იტანჯე და სამყაროც გიფრთხილდება.
-ყველას უნდა, რომ აქედან წავიდე. რუთს, არტურს, ნიკს. ყველანი ჩემ წინააღმდეგ ხართ. თქვენ გინდათ, რომ სასახლის დიასახლისი რუთი გახდეს, თუმცა ასე არ მოხდება. მე ვიქნები ამ სასახლის დიასახლისი. შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ - ფეხზე წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე.
-რა გგონია, მე რუთის მეგობარი ვარ თუ ახლობელი. შენი აზრით დიდად მანაღვლებს რუთის ყოფა და ცხოვრება? ის ეშმაკით არის შეპყრობილი. მისი სული განწირულია. მე ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან ვცდილობდი მის დაცვას, ვცდილობდი მომეშორებინა ამ ტრაგედიისთვის. მაგრამ არ გამომივიდა. ხელიდან დამისხლტა და ხიდიდან პირდაპირ თავით გადახტა. ის შეპყრობილია იმ გრძნობით, რომელიც მას კლავს. ნელ-ნელა აცლის სასიცოცხლო ნიშანწ....ბს. მან უკვე სული მიჰყიდა იმას, რაც ბოლოს მოუღებს. ამ შემთხვევაში ჩემი ძალა ვერაფერში დამეხმარება. შენ კი ჯერ კიდევ შეგიძლია გადარჩენა. შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი.
-მე არ მჯერა თქვენი. მე ვერ დავიჯერებ თქვენს საუბარს. ნამდვილად პატივს ვცემ თქვენს ასაკს, თუმცა უნდა მაპატიოთ და დაგტოვოთ.
-შეჩერდი, ელიზაბეტ - წვიმაში გამომეკიდა უცნობი მოხუცი - შენ ჯოსა და ჰენრის ხედავ. ისინი შენ გესაუბრებიან. ნუთუ ამისიც არ გჯერა? იქნებ არ გჯერა მათი არსებობა. შენ ისინი ხომ რამდენჯერმე ნახე? გელაპარაკნენ კიდეც. დამიჯერე, ელიზაბეტ და გაიქეცი. გაიქეცი, თავს უშველე.
მოხუცი ქალის სიტყვები მესმოდა, შიშით კი მისკენ მიხედვა არ შემეძლო. სწრაფად მივრბოდი სახლისკენ და თან ცხარე ცრემლით ვტიროდი. მან იცოდა ჩემი საიდუმლოს შესახებ. მან საიდანღაც იცოდა, რომ მე ჰენრი და ჯო ვნახე. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო. მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამომქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ სად ან რატომ? უამრავი კითხვა ტრიალებდა ჩემს თავში. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიღრღნიდა გულს. ყველას მიმართ წამებში დავკარგე ნდობა. აღარ ვენდობოდი არავის, მათ შორის არც იმ ქალს. მხოლოდ საკუთარი თავი დამრჩენოდა თითქოს. სახლში შევვარდი და კარი ძლიერად მივხურე.
-ვინმე ხომ არ მოგსდევდა, ძვირფასო? - ფრანკი პალტოს იცვამდა, როდესაც სახლში შეშინებული, დამფრთხალი და სრულიად სველი ქოშინით შევვარდი.
-ძალიან ძლიერი წვიმაა - წამოვროშე გაუაზრებლად.
-მოდი აქ, შე სულელო - ფრანკმა მარჯვენა ხელით ნიკაპი ამაწევინა და მისი ცხელი ტუჩებით ჩემს გაყინულ ტუჩებს შეეხო - მიყვარხარ, ელიზაბეტ - იმ მომენტში ყველაფერი გაქრა ჩემი და ფრანკის გარდა. მე მისი ქალი ვიყავი, ის კი ჩემი მამაკაცი გახლდათ და ნამდვილად არ მინდოდა ამ რეალობის შეცვლა. კიდევ უფრო ძლიერად ვაკოცე და ხელები თავზე მოვხვიე. ვნებისაგან ერთიანად გავთბი.
-საძინებელში ავიდეთ - ტუჩები მოვაცილე და ხელი ჩავჭიდე. ჩემს ოთახში ავედით. საწოლზე დავაჯინე და მე კალთაში ჩავუჯექი.
-სველი ხარ, ელი - მითხრა მან მორიდებით.
-შეგიძლია გამხადო.
ფრანკი ფეხზე წამოიმართა. მე წინ დამიყენა და კაბა მარჯვენა მხარზე ჩამომიწია. ცხელი ტუჩებით მხარზე მაკოცა და მეორე ხელით კაბის მეორე ნაწილი გადაწია. ნელ-ნელა ჩასრიალდა კაბა ქვემოთ და მძიმედ დაეცა იატაკზე. ფრანკმა ხელი თმაში შემიცურა, კისერი გადამიწია და მხურვალედ მაკოცა. სასწრაფოდ გაიხადა პალტო და ქამარი შეიხსნა.
-ელიზაბეტ, საოცრება ხარ - პერანგის ღილები ჩავუხსენი და მის მკერდს შევეხე. ფრანკმა ხელები წელზე შემომხვია და დამატრიალა. ამ დროს ჩემი მზერა ფანჯრისკენ მიემართა, საიდანაც კვლავ მოჩანდა მოხუცი ქალბატონი, რომელიც მიყურებდა. მან ჩემი შიშველი სხეული დაინახა. თვალი თვალში გამიყარა და დამიყვირა გაიქეცი-ო. შიში წამიერად დაუბრუნდა ჩემს სხეულს. სასწრაფოდ მოვშორდი ფრანკს, ავიღე მშრალი კაბა და ოთახიდან გავვარდი.
ფრანკი ოთახში გაოგნებული დავტოვე. ნახევრად შიშველი და ბოლომდე აგზნებული უყურებდა ჩემს გიჟურ ქცევას, თუმცა არც კითხვა დაუსვამს და არც უკან გამომყოლია. ბიბლიოთეკისკენ დავიძარი.
-ნიკი გეძებდა - ცივად მომახალა რუთმა.
-ბიბლიოთეკაში ვიქნები - სწრაფად ვუპასუხე. ისე, რომ სვლა არ შემიჩერებია.
ბიბლიოთეკის კარს ზურგით მივეყუდე. ვუყურებდი ოთახს, სადაც უამრავ ისტორიას მოეყარა თავი.
-ნუთუ არ არსებობს ისტორია, რომელიც ჩემსას ჰგავს. იქნებ სწორედ წიგნში ვიპოვო პასუხი ჩემს კითხვებზე. იქნებ ვიღაცამ მიკარნახოს შემდეგი ნაბიჯები - რაღაცის ძებნა დავიწყე. მეც არ ვიცი რას ვეძებდი ან რას ველოდი, რომ დამხვდებოდა. იქნებ მინდოდა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა მე არ დამკისრებოდა და ცუდის შემთხვევაში ვინმესთვის დამებრალებინა. დაბრალება ხომ ძალიან მარტივია და გვიყვარს ადამიანებს. თუკი ცხოვრებაში რაღაც არ გამოგვდის ვაბრალებთ კონკრეტულ ადამიანს, ან იდუმალ ძალას „თვალი მეცა“, შესაძლოა ბედიც დავადანაშულოთ „ჩემი ბედი არ ყოფილა“, მაგრამ გვიჭირს წარმოვთქვათ სიტყვები „ჩემი ბრალია“. ძებნით დაღლილმა კი ავიღე იასამნისფერყდიანი წიგნი, რომელსაც ოქროფერი ასოებით ეწერა „ტყვე“ და სავარძელში ჩავეშვი. ერთი წინადადებაც კი ვერ წავიკითხე იმ ნაწარმოებისა. მუხლებზე გადაშლილი წიგნი ელოდა, როდის შევეხებოდი მის შემდეგ გვერდს, თუმცა ამაოდ. საკუთარ შინაგან სამყაროში ღრმად გადავეშვი. ისე ღრმად, რომ ბავშვობის მოგონებებს წავუფათურე ხელი. რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, როგორი ლაღი და მომღიმარი. როგორ ვთამაშობდი ათას უაზრო თამაშს ჩემს თანატოლებთან ერთად და როგორ მეშინოდა დედის, რომელსაც დასვრილი ტანსაცმლის გარეცხვა მოუწევდა.
-მთელი ფული შენს ტანსაცმელში მიდის. ერთხელაც მშიერი დარჩები, დამიჯერე - მეტყოდა ხოლმე დედა და ამაზე გული ისე ძალიან მტკივდებოდა, რომ მთელ ღამეს ტირილში ვატარებდი.
ნეტავ თუ გრძნობდა დედაჩემი ჩემს გასაჭირს, ამდენ უბედურებას. მისთვის ერთი წერილიც კი არ მიმეწერა. იქნებ საერთოდ ეგონა, რომ ტყის ხალხმა მომკლა და გამომიგლოვა კიდეც. მშობლებზე ჩაფიქრებულმა ყურადღება სმენაზე გადავიტანე. ყურებში იმ ხვნეშის ხმა მომესმა, რომელიც გაუპატიურების ღამეს ჩამესმოდა. გონებაში ყველა კადრმა გაირბინა. სხეული დამეძაბა, ხელის გულებზე ცივმა ოფლმა დამასხა. ის, ვინც იმ ღამით ჩემს საძინებელში იყო, ახლა ჩემ უკან იდგა. სმენა კვლავ დავძაბე. ნამდვილად ის იყო. ის ისევ ხვნეშოდა. მისი სუნთქვა კისერთან მოდიოდა და შარფად მახვევდა უსუსურობის შეგრძნებას. ის ჩემ უკან იდგა. კვლავ გამახსენდა მისი ხელები, კოცნა სხეულზე, მისი ღვინით გაჟღენთილი სუნთქვა. ის ჩემ უკან იდგა. სხეულში შიში გამეფდა, რომელმაც თვალებში ცრემლები მომაბჯინა და ყელში დიდი ბურთი ჩამიგორა. ის ჩემ უკან იდგა, კაცი, რომელმაც ჩემი სხეული შეურაცხყო. უკან ვერ ვტრიალდებოდი. მისთვის თვალებში შეხედვის მეშინოდა. და მაშინ, როდესაც მთელი ენერგიით მოვიკრიბე ძალა, მან მშვიდი ხმით დამიძახა.
-ელიზაბეტ - ხმამ ტანში დაიარა და ყურებში ექოსავით დაატრიალა ეს სიტყვა. მთებიდან მესმოდა ჩემი სახელი. ოთახის ყოველი ჭუჭრუტანა ჩემს სახელს იმეორებდა.
ელიზაბეტ. ელიზაბეტ. ელიზაბეტ. ელიზაბეტ. ელიზაბეტ.
ხმა არ ჩერდებოდა. ხმა სუნთქვას მიკრავდა. ჩემი სახელი არასოდეს ყოფილა ასე უცხო. მე ელიზაბეტი არ ვიყავი, არ მინდოდა ვყოფილიყავი ქალი, რომელიც გააუპატიურეს. არ მინდოდა მრქმეოდა ელიზაბეტი, რომელსაც ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდეგ კი საყვარელი მამაკაცი დაკარგა. არ მინდოდა ვყოფილიყავი ელიზაბეტი, რომელზე მოძალადეც იმ მომენტში ოთახში ჩემთან ერთად იმყოფებოდა.
-ელიზაბეტ - გაიმეორა მან და კვლავ ვიგრძენი სუნთქვის შეკვრა. ეს ისეთივე გრძნობა იყო, როგორიც ჰენრისთან პირველი კოცნა. ხომ გახსოვთ „უეცრად მუცელში რაღაც ძალიან მეტკინა, თითქოს ყველა ნაწლავი ერთდროულად გადამიგრიხეს, თვალებში პაწაწინა ვარსკვლავები წამოვიდნენ და დედამიწაც ოდნავ შეირყა“. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერ და ძალიან უბედურ მომენტებს ზუსტად ერთნაირი გემო ჰქონიათ. განსხვავება კი ის არის, რომ ერთის შემთხვევაში ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებ, მეორეს შემთხვევაში კი ყველაფერი შავდება. იმ მომენტში, როდესაც მისი ბაგე ჩემს სახელს წარმოსთქვამდა მუცელში რაღაც ძალიან მეტკინა, თითქოს ყველა ნაწლავი ერთდროულად გადამიგრიხეს, თვალებში სიმწრისგან ვარსკვლავები წამოვიდნენ და თვალთ დამიბნელდა, დედამიწა კი ოდნავ არა, დანგრევამდე შეირყა.
-გისმენ, ფრანკ - მისკენ მივბრუნდი და სიმწრისგან ტუჩები განზე გავწიე.
-ქალაქიდან გავდივარ. ხვალ დავბრუნდები. იმედი მაქვს უჩემოდ არ მოიწყენ - მითხრა მან და ვერც კი შეამჩნია ჩემი კანკალი, ჩემი შიში თუ გაოგნება. ის ოთახიდან გავიდა. მე კი დენთის გემოთი გამომევსო პირი. მე იმ მომენტში მოვკვდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent