შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (სრულად)


3-10-2021, 09:21
ავტორი EllaTriss
ნანახია 25 118

***
,,ნუ იტყვი, რომ ქარიშხალი გინახავს,
თუ ყველაფერ დედამიწიერს, შენში ერთდროულად არ მოუყრია თავი."
***
ალბათ, ერთადერთი ვარ. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და ამავდროულად არაფერი.
ეს, ჩემთვის უბრალოდ ასოთა თანმიმდევრობა არასდროს ყოფილა. მაშინ, როცა თითოეული სიტყვა არა მხოლოდ გონებაში, აქ, გულშიც არსებობს, ზუსტად, ყველანაირი გადახვევის გარეშე ბოლომდე სწვდები მის არსს.
არ მიყვარს საკუთარი თავი, რადგან ხშირად მგონია, რომ ახდენილი ოცნებების გაუფერულების მიზეზი თავად ვარ. ის, რაზე ფიქრშიც დღე და ღამე ვაღამებდი, რასაც ათასნაირად წარმოვიდგენდი გონებაში, რის გამოც წინასწარ მიხაროდა, ვიღიმოდი და ამ ღიმილის რეალობად ქცევისთვის დაუღალავად ვიბრძოდი, ავიხდინე. ჰო, ავიხდინე, მაგრამ ამან სამუდამო ბედნიერების ნაცვლად, სულ სხვა გრძნობა მომანიჭა. გრძნობა, რომელიც სახელ 'ბედნიერებას' სამუდამოდ არ ატარებს და რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაშიც იგივე განმეორდა. ჯერ გაუფერულდა. შემდეგ, სულ სხვა, აქამდე უცნობ რაღაცად იქცა და ბოლოს, ისე რომ მისი გაცნობა ვერც მოვასწარი, საერთოდ გაქრა.
დიდხანს ვადანაშაულებდი საკუთარ თავს და ახლაც, იმის მიუხედავად რომ მივხვდი, რომ ეს ცხოვრებაა ასეთი, მაინც არ ვთვლი, რომ ბოლომდე მისი ბრალია.
ჩვენ, ადამიანები, ხშირად მიუწვდომელს ვწვდებით. ამ გზის გავლა კი იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე, უბრალოდ ამ სირთულის წარმოდგენა.
გრძნობ და განიცდი ყველაფერს. თითოეულ საფეხურზე თითოეულს, ცალ-ცალკე. დაცემას, ტკივილი მოჰყვება. წამოდგომა მაშინ, როცა არაფრის ძალა გაქვს, დანებების სურვილს ამძაფრებს. სურვილი, გრძნობებს აღვიძებს. შიში, გონებას გირევს. არეული გონება, მცდარი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებს. მცდარი გადაწყვეტილება კი გაიძულებს, ყველასა და ყველაფერზე თქვა უარი იმ ერთის გამო. უარი, სინანულის გარეშე.
და ეს არაა გზის დასასრული. ეს მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში კი, ის ბევრად უფრო გრძელი, მტკივნეული, ახალ-ახალი დაბრკოლებებითაა სავსე. დიახ, ეს ზუსტად ის გზაა, რომლის არათუ გადალახვა, არამედ გაფიქრებაც არ მოუნდება არავის.
ეს კი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რაოდენ სწორია, რომ მომავლი არ ვიცით. ადამიანი მშიშარა არსებაა, რომელსაც არც ნებისყოფა აქვს მაინც და მაინც საკმარისი და თუ მაინც, არსებობენ გამონაკლისები, ამ გზის როგორღაც დასრულების შემდეგ, მათ აღარ აქვთ სურვილი და სწრაფვა იმავე დოზით. ჰო, გონება ყოველ წამს იცვლება და უკვე ყველაფრისგან დაღლილი ხვდები, რომ გიხარია, მაგრამ ამაზე მეტად, სხვა სიხარულზე ოცნებობ. ჯერ განუცდელზე. მის მიღწევაზე ფიქრი კი, საწყის წერტილში გაბრუნებს.
ვინმე გაივლის იგივე გზას თავიდან? უკვე ნაცნობ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე უცნობ შესახვევში შესვლისას, ისევ გაუმკლავდება ახლად გამოღვიძებულ შიშს? ისევ იტყვის უარს, თუნდაც უკვე მიღწეულზე ახლის მისაღწევად?
არა, არა?
გაგიკვირდებათ და პასუხი, კი - ც შეიძლება იყოს.
ვერ ვიტყვი, რომ ამით ამაყი ვარ.
მაგრამ მაინც...
გამარჯობა. ეს მე ვარ. კეთილი იყოს, თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში.
***
2 ივნისი.

ხალხით გადაჭედილ ტრიბუნებს შორის, ძლივს მივიკვლევ გზას და ყველანაირად ვცდილობ, წინ მიმავალ დეიდაშვილს არ ჩამოვრჩე.
იმის მიუხედავად, რომ აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ, ამდენი ადამიანი ერთად ჯერ არ მინახავს.
ვიცი, რომ არ უნდა მიკვირდეს. ბოლოს და ბოლოს, რაღაც უბრალო ამხანაგური მატჩი კი არა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია, მაგრამ ეს, ჩემს გონებაში მაინც ვერაფრით უძებნის ახსნას იმას, რომ საგულშემატკივროდ მოსულ ხალხს შორის ამდენი გოგოა.
- რა იყო, ნერვები გეშლება? - მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს ნიკა და თითქოს, ჩემს ფიქრებს კითხულობსო- ერთადერთობა და განუმეორებლობა წაგართვეს?
- იარე, რა. - მხარზე მსუბუქად ვარტყამ ხელს და ყველანაირად ვცდილობ, მის სიცილს ყურადღება არ მივაქციო.
თითქოს, რაღაც უცნაურს ვგრძნობ შიგნიდან, მაგრამ წამითაც არ ვივლებ გონებაში იმას, რომ ეს ცუდია. ბოლოს და ბოლოს, ამდენ საპირისპირო სქესის ადამიანში, ეულად ყოფნა მაინც აღარ მომიწევს.
- ვახო, შენ რას ფიქრობ?! - ამხელა აურზაურში, იმდენად ხმამაღლა და გარკვევით მესმის, ინსტიქტურად ვიფარებ ყურებზე ხელს. რა ჯანდაბაა, მაინც და მაინც ჩემს გავლას ელოდებოდა რომ დაეყვირა?
- საბერძნეთია, ბიჭო. წესით გვაქ რაღაც შანსები.
- რა შანსები, შე*ემა. შვედეთს ვერ მოვუგეთ, კაი რაა.
სიმწრისგან მეღიმება. არა, მართლა ვერ ვხვდები, გამარჯვების იმედი თუ ნულს ქვემოთ აქვს, აქ რა დაეკარგა?
გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრები არც ისეთი ძლიერია, როგორიც ყველას გვინდა რომ იყოს, მაგრამ ეს რატომ ნიშნავს იმას, რომ სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილები?
იმედი ბოლოს კვდებაო. ბოლოს კი არა, თავშივე მოკლა და რა, ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ასეთ ადამიანს აქ გავაჩერებ?
- ალე, წამოდი. - რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ჩემი ვანგა დეიდაშვილი, რომელიც ყოველთვის, საჭირო დროს, საჭირო ადგილზეა.
ზოგჯერ მგონია, რომ ტყუპები ვართ, იცით? სერიოზულად, შეუძლებელია ვინმე იმდენად კარგად გიცნობდეს, რომ ყოველ წამს იცოდეს რას ფიქრობ.
- გამიშვი. - ხელს ვეჯაჯგურები, რომელსაც არაფრის დიდებით არ მიშვებს.
- რა გინდა ეხლა, ისევ კონცერტები უნდა მოაწყო? გეფიცები, აქედან გაგაგდებენ და მერე, ბიძაშენიც ვეღარ გიშველის.
- შენ არ გაგიგონია, რას წინასწარმეტყველებდა და მაგიტომ...
- გოგო, არანორმალურო - წინადადების დასრულებას არ მაცდის, ისე მეჭრება - აქ, ალბათ ათასი ადამიანი მაინც წინასწარმეტყველებს დამარცხებას, ყველას გააგდებ? წამოდი და თავი შეიკავე ცოტა. რამდენი დაბოლილია, ღმერთმა უწყის. ბიჭი მაინც იყოს, მაგის დედა ვატირ,ე მუშტს რომ მოგიქნევენ, შენც მოუქნევ.
- შენი აზრით, გოგოს მუშტი არ აქვს თუ რას ბაზრობ? - იძულებით მივყვები უკან.
- გაქვს, მაგრამ შენი დარტყმულით, მაქსიმუმ მოეფერო სახეზე ვინმეს. - იმდენად მოულოდნელას იკავებს სკამზე ადგილს, ლამის ზედ ვემტვრევი.
- ნელა, გოგო. - რა თქმა უნდა, რეაქციასაც არ აყოვნებს და მეტი ეფექტისთვის, თვალებსაც მიქაჩავს.
- მომისმინე, ყველაფრისმცოდნევ - სწრაფადვე ვუჯდები გვერდით - ყველაფერს გირჩევნია, შეყვარებულის ძებნის სპეცოპერაცია დააჩქარო, თორემ ვგონებ უკვე ყველგან მოფერება გელანდება.
- ალე! - ახლა თვითონ მარტყამს მხარზე ხელს, მაგრამ მაინც ვერაფრით ვწყვეტ სიცილს.
- მორჩი, თორემ...
- გამოდიან, გამოდიან! - სწრაფად ვაჩერებ და აჟიტირებულ გულშემატკივრებთან ერთად, მეც ფეხზე ვხტები.
იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა სხვებისთვის განსაკუთრებული არც არაფერი ხდება, მე ამ მომენტისთვის შემიძლია მოვკვდე.
ნელ-ნელა, სასიამოვნოდ მიჩქარდება გული და თითქოს, ვცოცხლდები.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ვსუნთქავ, ვარსებობ, ვხედავ, განვიცდი, ამ სამყაროს ნაწილი ვარ.
მხოლოდ ახლა და მხოლოდ ამ წამს, ბედნიერი ვარ ყველა წვრილმანით.
დინამო არენა, საქართველოს ნაკრებს დიდი ოვაციებით ეგებება.
ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად გამოდიან ფეხბურთელები და აი, უკვე სასტარტო შემადგენლობა ყველასათვის ცნობილია.
სიმართლე რომ ვთქვა, ბერძნები საერთოდ არ მაინტერესებს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ინსტიქტურად მათაც ვუყურებ, გულშიც და გონებაშიც, მხოლოდ ის მყავს... ის, რომელიც ამდენ ადამიანში ერთადერთია. რომელიც ყველა ემოციას ერთდროულად მმართებს და საკუთარ თავს ბოლომდე მავიწყებს.
ეროვნული ჰიმნი იწყება, მაგრამ მე ისიც აღარ მესმის. ჩემი თვალები მას პოულობს და თითქოს დრო ჩერდება. ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არ მინდა, ოდესმე ჩემი თვალებიდან გაქრეს.
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ვიყო მასზე ფიქრები გულს მიჩქარებს, როცა თვალწინ მყავს, აჩქარებული გულისცემა უბრალოდ მოგონილია იმასთან, რაც მემართება.
ფიქრები, ოცნებებში მიმათრევს, თუმცა ჩაძირვას ვერ ვასწრებ, რადგან მსაჯის ტუჩები სასტვენს ეხება და თამაშიც იწყება.
მაყურებელთა ნაწილი კვლავ სკამებს უბრუნდება, ისევე როგორც მე.
მინდა, ფეხზე მდგომმა ვუყურო, მაგრამ ამ წუთებმა მთლიანად გამომაცალა ენერგია.
იკითხავთ, ასეთი რა მოხდაო...
გიპასუხებთ, თავიდან დავიბადე...
***
პირველი ტაიმი, იმდენად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, თითქმის ყველას დამძიმებულ სუნთქვას ვგრძნობ გარშემო.
მეტოქესთვის, წინააღმდეგობის გაწევას იდეალურად ვახერხებთ და ეს, მაყურებელთაგან უმრავლესობას დიდ იმედს აძლევს. გარშემო, თითქმის ყველა მოთამაშის სახელს ყვირიან, მაგრამ გამორჩეული, რა თქმა უნდა მხოლოდ ერთია.
ერის სიამაყე, რომელიც ყოველ წამს, რეალურ საგოლე მომენტებს ქმნის და ოვაციებიც არ წყდება.
ყველას სჯერა, რომ გაიტანს. პირველი ქულა, ჩვენი იქნება.
ბერძნების ზედმიწევნით დაცვაზე ორიენტირებული თამაში, მათი გაბრაზებული სახეები და ქართველების შეტევა. შეტევა ბოლომდე, შეტევა მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
ამ წამს, ჩვენ ერთი ფიქრები გვაქვს.
ჩვენს გულს ერთი უნდა.
ჩვენ ახლოს ვართ და კიდევ იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს.
სუნთქვა მიხშირდება, გულისცემა კი წამით, იმხელა პაუზას აკეთებს, მგონია, რომ საერთოდ ჩერდება.
საჯარიმოშია.
ვცდილობ, გონებაში პირველი ბრწყინვალე გოლი დავხატო, მაგრამ ვერაფრის წაოდგენას ვერ ვასწრებ ისე ხდება ყველაფერი რეალობაში.
გამაყრუებელი ყიჟინა, საშინელ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ ამ წამს, ესეც კი სასიამოვნოდ მეჩვენება.
კვლავ ფეხზე ხტება ყველა. ზურგზე შემოხვეული დროშები, უკვე ჰაერში ფრიალებს და თითქოს, ამ წამს ყველას სიხარულს ვგრძნობ.
- ტაბააა! აეგრეე, ეგრეე!
- ბრავო!
გარშემო, შეძახილები არ წყდება.
მხოლოდ წამიერად ავლებს ტრიბუნებს თვალს და ხელებს, ჰორიზონტალურად შლის. ყველა მოთამაშე ზედ ახტება, ძლიერად ეხუტებიან და არაფრით აძლევენ იმის საშუალებას, რომ გაიქცეს, შემოირბინოს. ვიცი, რას ნიშნავს ეს მისთვის, რამხელა ემოცია აქვს ახლა შიგნიდან. მაშინ, როცა ჩემი გული ასე გამალებით ძგერს, წარმომიდგენია მისას რა სჭირს.
ბოლოს, როგორღაც მაინც აღწევს თავს თანაგუნდელებს და თამაშის გაგრძელებამდე მხოლოდ ადგილზე ტრიალს ასწრებს.
ვკვდები, ისე მინდა მივიდე და ჩავეხუტო...
იმის გაფიქრება კი, რომ ეს არასდროს მოხდება, ამ წამს განცდილ სიხარულს, სადღაც კუთხეში ჩქმალავს და უღონოდ ვეცემი სკამზე.
- ალე, კარგად ხარ? - მაშინვე მეკითხება ნიკა.
სახეზე, სულ წითელია. ჯერ კიდევ ეტყობა, განცდილი ემოციების კვალი.
მხოლოდ თავს ვუქნევ და ვცდილობ გავუღიმო, თუმცა რა თქმა უნდა არ იჯერებს.
- კარგი, რა. ახლა რაღა გაგახსენდა. შენმა ბიჭმა, გოლი გაიტანა. პირველი საამაყო გოლი. დატკბი, გოგო, დატკბი.
ნაკრების გულია!
მისი სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში.
ნეტავ იცოდეს, რომ მხოლოდ ნაკრების გული კი არა, ჩემი გულიცაა.
მაგრამ ალბათ, ამ წამს, ეს მისთვის ისეთივე სულერთია, როგორც ყველაფერი დანარჩენი თამაშის გარდა.
აქ ათასობით ადამიანია და ყველას სიყვარულს ცალ-ცალკე, ნამდვილად ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, მას უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ქომაგები უყვარს. ასე, ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი.
და მე... არ შემიძლია ახლა გავიღიმო.
ჰო, ეს სულ ვიცოდი, მაგრამ ამაზე ფიქრს, ყოველთვის განგებ გავურბოდი.
ასეთი ვარ, მესაკუთრე.
ვერ ვიტან ვერავის, ვისაც ასე უღიმის. მშურს ყველასი, ვისაც ეხუტება.
ეს რა სიყვარულია ასეთი...
ღრმად ვსუნთქავ.
ფიქრები წამით ქრება, მერე კი ისევ ბრუნდება. კონცენტრაციას ვერ ვახდენ და ეს მაგიჟებს.
უაზროდ ვუყურებ სტადიონზე გაფანტულ ფეხბურთელებს და მხოლოდ გარშემო მყოფთა შეძახილებით ვხვდები, რომ ამჯერად საქმე არც ისე კარგად გვაქვს.
რა თქმა უნდა, ბერძნები გაბრაზდნენ. მათი ალეწილი სახეები და შურისმაძიებელი მზერა, წამიერად ბინდად მეკვრის თვალებზე და თითქოს, ზუსტად ეს მჭირდებოდა გონს მოსასვლელად.
წარმოსახვას, არასდროს ვუჩიოდი.
სწრაფად ვისვამ საფეთქელზე თითებს და ფეხზე მყოფ გულშემატკივრების მსგავსად, თავადაც ვდგები.
- ფუ, შენი!
- გაიტანენ!
შეძახილები არაფრით წყდება და მექანიკურად, ნიკასკენ ვაპარებ თვალს, რომელიც არანაკლებ დაძაბულია.
მოწინააღმდეგეები, მთლიანად ჩვენს ნახევარზე არიან განლაგებულნი და არაფრით წყვეტენ შეტევას. შიშის მარცვალი, უკვე ჩემშიც იწყებს გაღვივებას, თუმცა ზუსტად ამ წამს, ის ხდება რასაც ალბათ ყველაზე ნაკლებას ველოდი და ყველაზე ნაკლებადაც გვჭირდებოდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირს ეცემა და მიუხედავად მოწინააღმდეგის გაწვდილი ხელისა, ვეღარც დგება.
სასტვენის ხმა, ყველაფერს აჩერებს.
სწრაფად გროვდებიან თანაგუნდელები მის გარშემო და მოედანზე დასახმარებლად შემოსულ პირებს, ალბათ უფრო დაბნეულობისგან, გზასაც კი არ უთმობენ.
- დაგვერხა, კვაშილავა გვჭირდებოდა. მაგრად დაგვერხა! - ჩემს გვერდით, ნერვულად სცემს ბოლთას ნიკა.
- დაწყნარდი, სერიოზული არაფერი იქნება.
ნეტავ თვითონ მჯეროდეს იმის, რასაც ვამბობ.
- ფეხზე ვერ წამოდგა, რაღაც სჭირს აშკარად. - ამჯერად, მეორე გვერდიდან სრულიად უცნობი მეხმაურება და მეც, მომენტალურად ვატრიალებ თავს მისკენ.
მართლა მინდა, რამე ვუპასუხო, მაგრამ ზუსტად ამ წამს, მსაჯის სასტვენის ხმა მეორდება და ჩემი გონებაც, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობს.
კვაშილავა მოედნიდან გაჰყავთ. კოჭლობს, უფრო ზუსტად კი ფეხს საერთოდ ვერ დგამს.
გარშემო ყველა ოხრავს, წუწუნებს, შესაძლო წარუმატებელი მომავლის შიში უღრმავდებათ და ამას, აღარც მალავენ.
კვაშილავას, ვიცე - კაპიტანი ცვლის. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მაგრამ თითქოს, თითოეულ ფეხბურთელში მოკვდა რაღაც.
ჩვენს პირდაპირ არსებულ VIP სექტორს, თვალს ვერაფრით ვაშორებ და როცა სრულიად მოულოდნელად, ბიძიაც ქრება იქიდან, მოუსვენრობა მიპყრობს. რა თქმა უნდა, ეს ნიკასთვის შეუმჩნეველი არ რჩება და ხელს მკიდებს. ვცდილობ გავუღიმო, თუმცა არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის.
პირველი ტაიმის დასასრულს, ყველაფერი კიდევ უფრო იძაბება. აშკარად ყველა დაღლილია, მაგრამ კვლავ ჩვენს საჯარიმოში მყოფ ბერძნებს, მაინც ღირსეულად უწევენ წინააღმდეგობას.
ისევ ვერაფრით ვაშორებ თვალს ერეკლე ტაბატაძეს...
ყველგან არის, ყველას ეხმარება, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ძალისხმევა არაა საკმარისი.
ამასაც ისიც ემატება, რომ მსაჯი დროს ამატებს. იქიდან გამომდინარე, რომ კვაშილავას ტრამვის შეფასებასა და მის მოედნიდან გაყვანაში საკმარისი დრო დაიკარგა, ეს გასაკვირი არცაა და ალბათ, ამ რამდენიმე წუთისთვის ასე არც ვინერვიულებდი, მაგრამ ეს მომენტი სულ სხვაა და ამას, ყველა შესანიშნავად ხვდება.
მოწინააღმდეგის შემტევები, დანებებას არ აპირებენ და ზუსტად მაშინ, როცა გველესიანი მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, არასწორ დარტყმას აკეთებს და თანაც იმხელა ძალით, რომ ბურთი მთლიანად კვეთს კარის ხაზსს ჰაერში.
კუთხური ინიშნება.
მექანიკურად გამირბის მზერა ბიძიასკენ, რომელსაც მთლიანად წაშლილი აქვს სახე და წარმომიდგენია, ამის შემყურე რას გრძნობს ახლა.
ყველა დაცვისთვის ემზადება.
ერთმანეთის მიყოლებით იკავებენ ადგილებს საჯარიმოში და... მეტოქე დარტყმას ახორციელებს.
თითქოს ვიღებთ, სხარტად ვუხვდებით, ყველაფერი იდეალურადაა და სწორედ ამ წამს, ტაბას მიერ თორდიას მისამართით გაკეთებული პასი, საბედისწერო სახეს იღებს. არ ვიცი, მოულოდნელობისგან, შიშისგან თუ რისგან, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გოლი საკუთარ კარში გააქვს და რამდენიმე წამს, ვერც კი ხვდება რა გააკეთა.
ირგვლივ საშინელება ხდება.
ერთდროულად ათასი ადამიანი იშენს თავში ხელებს და სალანძღავ სიტყვებსაც, რაღა თქმა უნდა არ იშურებენ. განადგურებული თორდია, მოწყვეტით ეცემა მოედანზე. ჯერ მუხლებზე, შემდეგ კი სახეზე იფარებს ხელებს და ძალაგამოცლილი ზურგზე წვება.
სასტვენის ხმა, კვლავ ყველაფერს აჩერებს. გახარებული ბერძნები, მთელს მოედანზე დარბიან.
ჩვენები კი, უბრალოდ ვერ ინძრევიან. თითქოს, ყველა იმ ადგილზეა მიყინული, სადაც იქამდე იყვნენ, სანამ ეს საშინელება მოხდებოდა.
ისევ ვერაფრით ვაშორებ თვალს ტაბას. ჯერ კისერზე ისვამს ხელებს, შემდეგ სახეზე. აშკარაა, რომ საკუთარ თავს ადანაშაულებს, იმაში, რომ თორდიას ასეთი პასი მისცა. ზუსტად ვიცი, რა ხდება ახლა მის გონებაში.
სხვანაირად რომ დამერტყა? მის ნაცვლად, გველესიანისთვის რომ მიმეცა? ან გვაზავასთვის? ისიც მის გვერდით იდგა, კარისგან ოდნავ მოშორებით.
წრეზე ტრიალებს, მერე კი ძალიან სწრაფად მირბის თორდიასთან და ხელს უწვდის. დგება. სხვა გზა, უბრალოდ არ აქვს.
რა თქმა უნდა, ავტო - გოლის შემდეგ კიდევ ერთი კუთხური ინიშნება და ბერძენი შემტევი, ამაყი ნაბიჯებით მიემართება ბურთისკენ.
ძალა მეცლება. შუბლზე ვისვამ ხელს და ძლივს ვახერხებ სკამზე დაჯდომას. სასწრაფოდ გვერდით მიჯდება ნიკაც.
- ალე, კარგად ხარ? დამშვიდდი, ეს ხომ უბრალოდ თამაშია, ასე ნუ განიცდი, გთხოვ.
თითქოს, უბრალო ამხანაგური მატჩი იყოს. ზუსტად ვიცი, თავად ორმაგად რომ განიცდის, მაგრამ მაინც ჩემს დამშვიდებას ცდილობს.
ამასობაში, პირველი ტაიმი მთავრდება.
სასტვენის ხმაზე, მყისვე ვდგები და შეშინებული ვავლებ უკვე ნახევრად დაცარიელებულ მოედანს თვალს.
რამე რომ მომხდარიყო, გავიგებდი, არ გამომრჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი მაინც აღშფოთდებოდა ჩემს გარშემო.
- ფრეა, დამშვიდდი. - კვლავ კითხულობს ჩემს ფიქრებს ნიკა და მხარზე მადებს ხელს.
- ბიძია უნდა ვნახო. - სრულიად მოულოდნელად ვამბობ და მზერას ვუსწორებ.
- რა? არა, ალე. ახლა ამის დრო არაა, განადგურებულია ალბათ კაცი.
- ზუსტად მაგიტომ. - განგებ, უფრო მკაცრად ვამბობ და სანამ კიდევ რამეს მეტყვის, იქამდე ვწყდები ადგილს.
არ მომყვება. ზუსტად იცის, რომ ვერ შემაჩერებს და არც ცდილობს.
არც კი ვიცი, საიდან მომდის ამხელა ძალა ან ენერგია, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რომ გავჩერდე, გავგიჟდები. რამდენიმე ფეხზე მყოფს, უნებურად ვეჯახები, თუმცა ხმასაც კი ვერ ვიღებ, რომ ბოდიში მოვუხადო.
ყელში მიჭერს და თან, იმდენად ძლიერ, რომ მთელი სხეული მეჭიმება. ვცდილობ, ეს საშინელი შეგრძნება გავაქრო, მაგრამ არაფერი გამომდის და კიდევ უფრო ცუდად ვხდები.
VIP სექტორი ცარიელია. როგორც წესი, არც თამაშის მსვლელობისას გამოირჩევა ხალხმრავლობით, მაგრამ ახლა, ერთ ადამიანსაც ვერ ვხედავ. ბიძიაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
აქეთ-იქით ვიყურები და შემდეგ, შიგნით შევდივარ, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისე მეფარება წინ მაღალი ახმახი კაცი. თავზე შავი კეპი ახურავს და ისე მიყურებს, თითქოს მე კი არა, სერიული მკვლელი დაინახა.
- შესვლა არ შეიძლება, ქალბატონო. დაუყონებლივ დატოვეთ ტერიტორია.- ისეთივე გაყინული ტონით მეუბნება, როგორი სახეც აქვს.
- მე ალექსანდრა რაფავა ვარ. შალვა რაფავას ძმიშვილი - სასწრაფოდ ვუწვდი წინასწარ მომზადებულ პასპორტს.
წარბებს კრავს, რამდენიმე წამს, ინტერესით მაკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მართმევს.
- აუცილებლად უნდა ვნახო ბიძია - ვატყობ, რომ ხმის ამოღებას არ ჩქარობს და ისევ თავად ვიწყებ. - აქ ადრეც ვყოფილვარ, დამიჯერეთ, ეს მნიშვნელოვანია. რომ დავურეკო, ვიცი, გამოვა და შემიშვებს, თქვენ კი, საყვედურიანი მზერა არ აგცდებათ იმისთვის, რომ აქ დამაყოვნეთ.
ბოლო სიტყვებს, ისე ვაყრი ერთმანეთს, არც კი ვიაზრებ.
ჩემს პასპორტს თვალს აშორებს და ამჯერად ქვემოდან მიყურებს.
- მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია.
- ახლა ბიჭებთანაა, არამგონია თქვენთვის ეცალოს, ქალბატონო ალექსანდრა.
- თუ არ ეცლება, უკან გამოვალ.
ღრმად ოხრავს და პასპორტს უკან მიწვდის.
ისე ვართმევ, წამითაც კი არ ვაშორებ თვალს.
- კარგი, შებრძანდით. მეოთხე კარია მარჯვნივ - საჩვენებელი თითითაც მანიშნებს, თუმცა ნორმალურად არც კი ვუყურებ ისე შევრბივარ.
მართალია აქ ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ შიგნით კი არასდროს. მხოლოდ ის ვიცი, რომ სადღაც გასახდელებია და გულში ვლოცულობ, რომ ეს მითითებული 'მეოთხე კარიც' გასახდელი არ აღმოჩნდეს.
აკანკალებულ ხელს ვკიდებ სახელურს, მეორეთი ვაკაკუნებ და მერე, დაუფიქრებლად ვაღებ, თუმცა შენც არ მომიკვდე, შიგნით სრული სიცარიელე მხვდება.
უკუსვლით ვიხევ უკან და ვგრძნობ, როგორ ნელ-ნელა იწყებს გაღვიძებას ცუდი აზრები.
იქნებ მეორე კარია? შეიძლება შეეშალა და მეოთხე და არა და მეხუთეა. ან, სპეციალურად მითხრა ასე. ის კაცი არ მომეწონა და ზუსტად ვიცი, არც მას გასჩენია საპირისპირო გრძნობა.
დაუფიარებლად და დაუკაკუნებლად, ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვაღებ მეხუთე კარს და... რა მრჩება ხელში, შოკი.
სამი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მსაჯი და ჩემსკენ მომართული ექვსი თვალი.
ჯანდაბა, ალე. სანამ შარს არ იპოვი, იქამდე არ გაჩერდები, არა?
- სორი, სორი - ხელებითაც ვანიშნებ - პაჟალუსტა, თუ როგორ არის რუსულად, მაპატიეთ. ღმერთო, იმედია რომელიმე გაიგეს - უკვე ჩემთვის ვაგრძელებ და სწრაფადვე გამოვრბივარ უკან.
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, უამრავი ემოციითა და უსახელო გრძნობით სავსე, უკუსვლით ვიხევ უკან და იმ კარის გაღების ხმასაც კი აღარ ვაქცევ ყურადღებას, ზურგს უკან რომ მესმის.
უკვე გონება, მხოლოდ 'ბიძიას' მიმეორებს. ღრმად ვოხრავ, მუშტებს ვკრავ და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა მოვტრიალდე, ვიღაცას მთელი ძალით ვეჯახები ზურგით და წონასწორობას ვკარგავ. უკვე ჩხუბისთვის ვემზადები, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დამნაშავეც კი ვარ, მაგრამ თავს ვაბრუნებ და პირდაღებული ვრჩები.
ირგვლივ, ყველაფერი ტრიალებს და ის ხელი, რომელიც ჩემი სხეულიდან მისი ხელის მოსაშორებლად წავიღე, მიშეშდება.
თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ, მაგრამ არ მეღვიძება, არც გამოსახულება ქრება, არც მზერას მაშორებს.
ვრწმუნდები, რომ სიზმარი არაა, მაგრამ ვერ ვრწმუნდები, რომ ის რეალურია...
- ვინ ხარ, ან აქ რანაირად შემოხვედი?! - ისე სწრაფად მიშვებს ხელს, ლამის დავეცე.
გული ისე მიცემს, მგონია მალე ამომივარდება ან გასკდება.
მის ნაკრების ფორმას, თვალს ვერაფრით ვწყვეტ, მაგრამ არც ის მინდა, იმ თვალებში უფრო ნაკლები დრო გავატარო, დღე და ღამე რომ ვოცნებობდი დაკარგვას.
ყველაფერი ერთად მემართება.
ის კი უბრალოდ დგას, ასე, უემოციოდ და ჯერ კიდევ იმ კითხვაზე ელოდება პასუხს, რომელიც თავის დროზე ვერ გავიაზრე და ახლა მიწევს გახსენება.
- ტაბაა! - იმდენად მოულოდნელად მესმის მეორე ოთახიდან, ინსტიქტურად ვკრთები.
- მოვდივარ! - სწრაფადვე უბრუნებს პასუხს და ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა, არც არაფერი ეკითხოს, უბრალოდ გვერდს მივლის.
წამსვე მეხსნება მთელი დაჭიმულობა სხეულიდან და უღონოდ ვეყრდნობი ზურგს უკან კედელს.
ღმერთო, ეს რა იყო...
ყოველი შეხვედრისას თუ ასე უნდა დამემართოს, ცოცხალი გადავრჩები?
მექანიკურად ვიდებ გულზე ხელს. ისევ აჩქარებული მაქვს, თუმცა ეს რა არის იმასთან, რაც წეღან იყო. წამიერად, სიკვდილის შიშმაც კი გამკრა გონებაში.
ყველანაირად ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ისევე ჩვეულებრივად მოვიქცე როგორც ის, მაგრამ არაფრით გამომდის. მის თვალებს მივჩქმალავ, ახლა შეხება მიტივტივდება.
ღმერთო შეხება...
ვინმე, ჩემსავით არანორმალურად შეყვარებული გინახავთ?
შუბლზე ვისვამ ხელს და ისევ იმ კარისკენ ვიყურები, სადაც წამის წინ გაუჩინარდა.
წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნა რომ გამოვიდეს. ვიცი, რომ ახლა ამას, მეორედ ვეღარ გავუძლებ, მაგრამ არც წასვლა შემიძლია.
თითქოს გავიჭედე.
და ეს რანაირად გავიჭედე ასე საშინლად...
- ალე, შვილო. - ისე მოულოდნელად მახებს მხარზე ხელს შალვა, მთელი სხეულით ვხტები.
- ბიძია, კარგი რაა! - ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას და ისევ გულზე ვიდებ ხელს.
- მაპატიე, მაპატიე, არ მეგონა, ასე თუ შეგეშინდებოდა.
- დაივიწყე. კარგად ხარ? - ინტერესით ვაკვირდები ჯერ კიდევ წაშლილ სახეზე. იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარეგნულად არაფერი შეემჩნეს, ზუსტად ვიცი, შინაგანად ნაწილებად იშლება.
უბრალოდ თავს მიქნევს და კისერზე ისვამს ხელს.
- გთხოვ, არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება, ეს ავტო - გოლი ვერაფერს გადაგვიწყვიტავს. არ დავნებდებით, ასე არაა? ახლა, მათთვის შენი სიტყვები ყველაფერზე მაღლა დგას. ასეთს არ უნდა გიყურებდნენ, ბიძია.
გთხოვ, განსაკუთრებით თორდია გაამხნევე და არ შეცვალო რა... - მუდარის ნიშნად, ლამის ყელზეც კი ვიკიდებ თითებს.
- მის შეცვლას არც ვაპირებდი, ალე. მასზე გაბრაზებული არავინაა, რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა ამას ძალით.
- მაგრამ თვითონაა საშინელ მდგომარეობაში.
- დამიჯერე, ტაბატაძე უარეს დღეშია.
მის ხსენებაზე, ცივად მაჟრჟოლებს. კადრებად მეშლება თვალწინ ჩვენი პირველი შეხვედრა და ჯერ კიდევ ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა.
- ლამის მთელი გუნდი მას აწყნარებს, თორდიას ჩათვლით. უაზროდ გაიძახის ჩემი ბრალიაო. მისი იმპულსურობა, ახლა არაფერში მჭირდება. რაღაცას მიქარავს, რომელი არ სჩვევია ხოლმე ასეთ მომენტებში. გეფიცები, უკვე მეშინია მის გამო.
- და... უნდა შეცვალო? - დაჟინებით ვაცქერდები თვალებში. ოდნავ ეცვლება სახე, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.
- მაგრამ...
- კარგი, ალე. - სწრაფად მაწყვეტინებს და მაჯაზე არსებულ საათზე იყურება - უნდა წავიდე. რამდენიმე წუთში, თამაში განახლდება. შენ დარჩები?
- არა - სწრაფად ვაქნევ თავს და ვცდილობ, ისევე სწრაფად გადავერთო სხვა თემაზე, როგორც ეს თავად გააკეთა. - ნიკასთან ერთად ვარ.
- მოიყვანე მერე, რა პრობლემაა.
- ახლა არა, ხომ იცი, მინდა ტრიბუნებიდან გიყუროთ.
უბრალოდ თავს მიქნევს და გვერდს მივლის.
იმის მიუხედავად, რომ პირველად არ ვხედავ ასეთ მდგომარეობაში, მისი ქცევები, ბოლოს ჩათვლით განსაკუთრებით მეუცნაურება.
თითქოს, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დამელაპარაკა და როგორც კი შანსი გამოუჩნდა, მაშინვე წავიდა. მასზე არ ვბრაზობ, ამიტომ არა. ვიცი, რისი გადატანა უწევს ახლა და როგორი ძნელია ამ ემოციების დამალვა.
მაგრამ თუ არ დამალავს, უარესი მოხდება და ეს, შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს ჩვენთვის.
ოთახიდან მსაჯები გამოდიან. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს და ელვის სისწრაფით მივრბივარ კარისკენ.
ღმერთო, რა მოხდება, რომ ეს თამაში მაინც მოვიგოთ...
***
მეორე ტაიმი, იმაზე უფრო დაძაბულია, ვიდრე წარმომედგინა.
გუნდში ცვლილებებს ველოდი. ყველა ველოდით, მაგრამ ბიძიას ჯერ კიდევ არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია. არ ვიცი, თითქოს ყველას ენდობა, მაგრამ ამავდროულად ყველასი ეშინია.
ავტო - გოლის შემდეგ, ყველა დაძაბულია. საერთოდ არ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ხელებითაც კი არ ანიშნებენ არაფერს. თითქოს, რაღაც ძალიან დიდი უფსკრული განჩნდა მათ შორის და ერთმანეთის აღარ ესმით.
და მაინც, იმის მიუხედავად, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, სიტუაციის შეცვლას არავინ ცდილობს.
კვაშილავას ვნატრობ. ასეთი მომენტებიდან ისე ოსტატურად გამოყავდა ყველა და ისე სწრაფად ახდენდა მათ კვლავ ერთ გუნდად შეკვრას, თითქოს არც არასდროს დაშლილან. მაგრამ ახლა ის არაა და ვიცე - კაპიტანიც, როგორც ყველა, მარტო, თავისთვის იბრძვის.
35 წუთი გადის, ანგარიში კი არ იცვლება. აშკარაა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელს ეს საშინლად აწუხებს და გუნდში, ერთდროულად რამდენიმე ცვლილებას ახორციელებს. შიშის გრძნობა მიღრმავდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და ასეც ხდება. ისე, რომ გააზრებას ვერც კი ვასწრებ, ბერძნების ჩვენს ნახევარზე იკავებენ ადგილს და ნელ-ნელა, საჯარიმოსკენ მოიწევენ. სასწრაფოდ ჩამოდის მარცხენა ფლანგიდან თორდია და მათ მიერ განხორციელებულ პირველ რეალურ საგოლე ბურთს, მოხერხებულად იცილებს.
მაინც არ ლღვება მათ შორის გაჩენილი ყინული. ერთი შეხედვით, თითქოს ერთად იბრძვიან, მაგრამ ეს ერთი გუნდი არაა...
გული მიკვდება.
დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. ბერძნები ისევ ჩვენს ნახევარზე, ისევ ჩვენს საჯარიმოში არიან.
ყველა იღლება.
თითქოს, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იცავენ კარს.
მხოლოდ წამიერად ადუნებს ყურადღებას ტაბატაძე და მარჯვენა ფლანგზე მყოფ გვაზავს ანიშნებს რაღაცას თვალებით. დარწმუნებულია, რომ ეს წამი არაფერს შეცვლის, მითუმეტეს მაშინ, როცა ბურთი მარცხენა ფლანგზეა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. მოწინააღმდეგეთა კაპიტანი, ბურთს იმხელა მანძილიდან ურტყამს, წამიერად მგონია, რომ ხაზს გადაკვეთს, მაგრამ რა თქმა უნდა კარებში გადის და მასზე გადაფარებული რამდენიმე ფეხბურთელი, მეკარეს ჩათვლით, სულ ტყუილად ეცემა ძირს.
ყველა თავში იშენს ხელს. მე კი ყურებზე ვიფარებ რომ ეს სალანძღავი სიტყვები აღარ მოვისმინო, რომელსაც გარშემო მყოფები დაუფიქრებლად ისვრიან აქეთ-იქით.
ბერძნები დაწინაურდნენ.
ჩვენ კი, თითქოს მხოლოდ ეს გვჭირდებოდა დარჩენილი მოტივაციის გასანადგურებლადაც.
თამაშის დასრულებამდე, 10 წუთი რჩება.
ვმრაცხდებით, აი ასე, მარტივად.
სრულიად მოულოდნელად, ბიძია ორ შეცვლას ახორციელებს და გვაზავა და გველესიანი, მოედანს ტოვებენ. აშკარაა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით თითოეული ფეხბურთელი გაოცებულია და ამას არც მალავენ.
ჯერ კიდევ ადგილზე ტრიალებს ტაბატაძე და ნერვულად ისვამს კისერზე ხელს. თითქოს, მხოლოდ მას არ აინტერესებს ეს შეცვლა. უფრო მეტიც, მოედანზე ახლად შემოსულთ არც კი უყურებს და თამაშის განახლებისთანავე შეტევაზე გადადის.
თითქოს, ეს სიგნალი იყო. მას სხვებისც მიჰყვებიან და ისე სწრაფად იხევენ ბერძნები უკან, აშკარად იმის გააზრებასაც ვერ ასწრებენ რა ხდება.
კვლავ ჩემს ძალებს აღემატება მისთვის თვალის მოშორება. ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისაა კაპიტანი და არა მიქაძე.
არ უსმენს, იმის მიუხედავად რომ შეიძლება ეს საბედისწეროც იყოს მაინც. ბურთს ბარბაქაძეს უგორებს, ის აკობიას, თითქოს უკან ვიხევთ, მაგრამ არა.
სუნთქვა მეკვრის, ფეხზე ვდგები, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
მსაჯი დროს ამატებს, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო და პირველად, ამ ხნის მანძილე პირველად არ შემიძლია წარმოვიდგინო რა მოხდება.
ტაბას ვენდობი, მაგრამ ეს ის ტაბა არაა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა. სახე იმდენად წაშლილი აქვს, ზუსტად ვიცი, გონებაშიც სრული ქაოსი აქვს ახლა.
პირველ საგოლე მომენტს ვაფუჭებთ, მეორესაც.
კვლავ ერთ გუნდად შეიკრნენ, ისევ დაიწყეს ერთობლივი შეტევა, ერთობლივად ბრძოლა, მაგრამ... რა თქმა უნდა, უკვე გვიანია.
გვიანია აკობიას მიერ ტაბას მისამართით გაკეთებული პასი.
სიჩქარეს არასოდეს მოჰქონდა კარგი და ალბათ, თავისი კარიერის განმავლობაში ტაბამაც პირველად დაარტყა ასე საშინლად...
რეალურად მოწინააღმდეგის კარს დამიზნებული ბურთი, გარეთ დარჩა.
წავაგეთ.
***
ოცნებები.
როგორი ძნელია მათი ახდენა, როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, არა?
აი ასე, სხვაზე ხარ დამოკიდებული, რადგან მისი ოცნების თანაზიარობა თავად აირჩიე.
ვფიცავ, რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ამ წამს თითოეული ფეხბურთელის მესმის, ისევე როგორც მისი...
ვიცი, რა ხდება მათ გულებში და რას გრძნობენ.
როგორი ძნელია, გონებაში ბინა მისცე არასასურველს.
არაერთხელ ჩამომნგრევია ყველაფერი თავზე, არაერთხელ ავმდგარვარ, არაერთხელ დამიმალავს მოწოლილი ცრემლები და არაერთხელ გამიძლია ამ საშინელი, თვალით უხილავი მარწუხებისთვის, ყოველ ჯერზე, ასე მონდომებით რომ მიჭერდა ყელში.
რაღაცას უნდა მოეჭიდო, რომ წამოდგე და თუ მას ვერ ხედავ, ვიღაცამ უნდა დაგანახოს ის.
სწორედ ამიტომ მეშინია.
მეშინია იმის, რომ თუ ბიძია თავის დროზე ვერ გახდა მათთვის ის ვიღაც, ვერც შემდეგ გახდება.
სულიერი კავშირი გაწყდა, მის მიერ შეწებებული კი ისეთი მყარი არ გამოდგა, როგორიც საჭირო იყო და ასე, მოულოდნელად ჩატყდა.
იმის მიუხედავად, რომ შემდეგ მატჩამდე 1 თვეა, ვიცი, ეს დრო მათთვის საერთოდ არაფერი არაა. ჯერ მარტო, ავტო - გოლისაგან მიღებული სტრესი, რომელიც ნებართვის გარეშე გაბატონდა თითოეულში.
ღმერთო... ნეტავ შემეძლოს რამე გავაკეთო, როგორმე დავეხმარო.
ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვხსნი ინსტაგრამზე მის გვერდს, შემდეგ ფეისბუქზე. რა თქმა უნდა იმიტომ არა, რომ წაგებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიახლეს ველოდები, ამას არ იზამს. არც არავინ არ იზამს. უბრალოდ... არ ვიცი, თითქოს მასთან ვარ. ახლოს, ძალიან ახლოს. შემიძლია ვესაუბრო, დავამშვიდო, ან ყურადღების გადატანის მიზნით რაღაც სისულელე მოვუყვე.
როგორი უცნაური ფანტაზია მაქვს, არა?
მთელი დღე და ღამე ვფიქრობ ადამიანზე, რომელმაც დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე საათის წინ მნახა, საერთოდ არ ვახსოვარ...
***
აივანზე საათობით ჯდომის შემდეგ, დედა პლედს მაფარებს.
მაგიდაზე არსებულ უკვე ცარიელ ყავის ჭიქას ხელში იღებს და ღრმად ოხრავს.
არასოდეს უყვარდა ფეხბურთი. უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე, მატჩის დღეს, როცა მე და მამა ტელევიზორის წინ მოკალათებულები მთელი ინტერესით ვუყურებდით - ხოლმე , ის სახლიდან გარბოდა. ამის გამო სულ დავცინოდით. მამა მეუბნებოდა, თუ გინდა ცოტა ხანს დედაშენის ლექციებისგან დავისვენოთ, უნდა მოვატყუოთ, რომ ფეხბურთი იწყებაო.
კარგი დრო იყო, ძალიან კარგი... ყველა ის წუთი უნდა დააფასო, რომელშიც ხარ, ის აღარასდროს განმეორდება.
სიტყვის უთქმელად მიმავალ დედას, ფიქრებში ჩაძირული ვაყოლებ თვალს.
მერე, ძალიან ნელა ვისუნთქავ გრილ ჰაერს და ზუსტად იმ წამს, როცა ინსტაგრამის დახურვას ვაპირებ, ეკრანზე მომენტალურად იცვლება გამოსახულება და მას მელოდიაც მოჰყვება, რომელიც შემომავალ ზარს მატყობინებს.
ხელები ისე მიკანკალებს, ძლივს ვახერხებ აღებას.
- ალე, შვილო, როგორ ხარ? - ბიძიას ხმა, იმაზე მეტად მშვიდიც კია, ვიდრე წარმომედგინა და შვებისგან ღრმად ვსუნთქავ. მორჩა, ცუდი არაფერი მომხდარა...
- არ ვიცი, შენ? - გაუაზრებლად ვუბრუნებ პასუხს.
- მოსაკითხად დაგირეკე. მატჩის შემდეგ, ისეთი არეულობა და ქაოსი იყო, არც კი მახსოვს, ვის რას ველაპარაკებოდი. თქვენი ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერც შენ გნახე და ვერც ნიკა.
- ჰო, ჩვენ მაშინვე წამოვედით...
- არ ინერვიულო შვილო, მაინც ვერაფერს შეცვლი, ხომ იცი.
კარგის იმედი უნდა გვქონდეს, ამას თავად მეუბნებოდი - ხოლმე, გახსოვს?
მექანიკურად ვუქნევ თავს, თითქოს დაინახავს.
- ხო, კიდევ... კვაშილავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავიდანვე არ გითხარი, არ მინდოდა გენერვიულა.
- რაა?! - იმხელა ხმაზე ვყვირი, ქვემოთ შეგროვილი ყველა მოცლილი აივნისკენ იყურება.
სასწრაფოდ ვდგები და სახლში შევრბივარ.
- რას ამბობ, როგორ არის, რამე სერიოზულია?
- ტრამვა აქვს. მოტეხილი არაა, მაგრამ ფეხის დადგმა უჭირს. რაღაც გადაუღეს, არ ვიცი. ზუსტი პასუხები ხვალ იქნებაო, დღეს აქ გააჩერებენ.
- ღმერთო ჩემო, ბიძია, თავიდანვე რატომ არ მითხარი. შენ მანდ ხარ?
- ხო, ბიჭებიც იყვნენ. ახლა წავიდა ზოგი. მარტო ვერ დავტოვებ, ხომ იცი, მშობლებიც არ არიან.
- შეგიძლია მისამართი მომწერო? მოვალ, ვნახავ.
- ახლა? შვილო გვიანია უკვე, ხვალ მოდი.
- კარგი რა, ბიძია. შენი აზრით დრო მაინტერესებს? ისედაც უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი.
სწრაფად ვუთიშავ და შეწინააღმდეგების ყველა შანსს ვაცლი ხელიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მისამართს მაინც გამომიგზავნის და ასეც ხდება. სწრაფად ვიცვამ შემოსასვლელში ფეხსაცმელს და დედასაც ასევე სწრაფად ვუხსნი სად მივდივარ და რატომ.
ბიძიასგან განსხვავებით, საერთოდ არ მეწინააღმდეგება. იცის, აზრი რომ არ აქვს. კარს თავადვე მიღებს და მხოლოდ იმას მეუბნება, რომ მალე დავბრუნდე.
თავს ვუქნევ და გაუაზრებელ ტყუილს, ამით, ალბათ ერთს კიდევ ვამატებ.
***
ვაკო კვაშილავა.
პირველად ერთმანეთს რომ შევხვდით, საერთოდ არ იყოს ნაკრების კაპიტანი. უფრო მეტიც, ფეხბურთელიც კი. ჩემს სკოლაში გადმოვიდა და იმ უფროსკლასელთ ამაყად შეუერთდა, გამუდმებით რომ ცდილობდნენ - ხოლმე ჩემს დაჩაგვრას.
ისე ცხადად მახსოვს, მხოლოდ თვალების დახუჭვა კმარა, კვლავ მიცოცხლდება ის სცენა, კალათბურთის ბურთი რომ მომარტყა სახეში, უფრო კონკრეტულად კი ცხვირში. მას შემდეგ დავემშვიდობე ჩემს ბუნებრივ ცხვირს. მეფიცებოდა, ძალით არ გამიკეთებიაო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ რომ გამიკეთეს ოპერაცია, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, პალატაში ყვავილებით დამადგა თავზე და ყველაფერი აღიარა.
ვაპატიე...
ჯერ მარტო იმიტომ, რომ მის თვალებში გულწრფელი სინანული დავინახე.
და სანამ თვითონ იტყოდა, იმასაც იქამდე მივხვდი, რომ მისი მიზანი ჩემი ოპერაციამდე მიყვანა არ ყოფილა.
ტირილი დაიწყო. ამაზე, ლამის გამეცინა. მაშინ პირვლად ვნახე ბიჭი, რომელიც ასე მოთქმით ტიროდა.
არ მაპატიებ და ღირსიც ვიქნებიო, დღესაც, თუ რამე მიქარა ამ საფირმო ფრაზას მიმეორებს - ხოლმე.
უცნაურია ცხოვრება, ძალიან უცნაური.
ადამიანს, რომელსაც გაცნობის დღიდან ვერ ვიტანდი, ძმა ვუწოდე და სკოლის დამთავრების შემდეგაც კი არ დაგვიკარგავს ერთმანეთი.
ხოლო ისინი, ვინც მეგონა მუდმივად ჩემს გვერდით იქნებოდნენ, ნელ-ნელა, ისე თვალსა და ხელს შუა გაქრნენ, რომ მოვიხედე, უკვე აღარავინ იყო.
არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ მოხდა.
***
ფრთხილად ვაღებ პალატის კარს და ვცდილობ, ისე შევიდე, რომ არ გაეღვიძოს. კარის ჩუმად დახურვას, ალბათ ერთი საათი მაინც ვუნდები და როცა საკუთარი შედეგით უნდა ვიამაყო რა ხდება.
- პალატაში შემოსვლის სპეცოპერაცია წარმატებით განხორციელდა!
- კარგი რაა! - ღრმად ვოხრავ და ისე, რომ მის სიცილს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, გაბრაზებული ვუდგები წინ.
- თუ გეღვიძა, ენა დაბმული გქონდა?!
- ნუ მიყვირი. ისედაც ცუდად ვარ, ვერ ხედავ? - თავს ისაწ....ბს და გადახვეულ ფეხზე მანიშნებს თავით.
- ცუდად კი არა, მშვენივრად ხარ!
- ეეჰ, ალე... - ისე სუნთქავს, თითქოს მთელი მსოფლიოს გასაჭირი მას აწევს მხრებზე. მზერას მარიდებს და როცა ასე იქცევა, უკვე ყველაფერი გასაგებია.
სასწრაფოდ ვუვლი საწოლს და მარჯვენა მხრიდან, ტუმბოს გვერდით არსებულ სკამზე ვიკავებ ადგილს.
- კარგი რა, ვაკო. ყველაფერი კარგად იქნება, ისევ გაივლი, ითამაშებ და კაპიტანიც იქნები. ეს ხომ იცი, არა?
- კი, მაგრამ როდის... -მრავალმნიშვნელოვნად ატრიალებს თვალებს.
- მალე.
- 1 თვეში პოლონეთს ვხვდებით, ალე. იქაც თუ წავაგეთ, ჩვენი შანსები ნულს ქვემოთ ჩამოვა. არ მინდა ბიჭებთან შევიმჩნიო, მაგრამ...-თვალები ცრემლებით ევსება. ყველანაირად ცდილობს დამალოს და ჭერს აშტერდება. - მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. არ დავუშვებდი, იმ ავტო - გოლის შემდეგ, ყველა სულიერად გატყდა, მათ მხოლოდ მწვრთნელის გამხნევება არა, მიქაძეს გამხნევებაც სჭირდებოდათ.
- თავს ნუ იდანაშაულებ, ძალიან გთხოვ. რაც იყო, იყო. - მკლავზე ვადებ ხელს და ვცდილობ გულწრფელად გავუღიმო.
წამიერი სიჩუმე, საუკუნედ იწელება.
ფიქრებს ღრმად მიჰყვება და აღარ ვაწყვეტინებ. ვიცი, რას გრძნობს და როგორი რთულია.
ფეხბურთი უბრალოდ თამაში არ არის, არ არის - არა!
მაშინ, როცა ყველა მათ ლანძღავს, არავინ ფიქრობს რა ხდება მათ გულებში.
კარის გაღების ხმა მესმის, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, თავის აწევას არ ვჩქარობ.
ფეხის ნაბიჯების ხმა ახლოვდება და...
- როგორ ხარ, გჭირდება რამე?
ოთახში გამეფებული სიჩუმე, იმდენად სასიამოვნოდ ირღვევა, უცნაურად ვთბები შიგნიდან. მომენტალურად ვწევ თავს მაღლა და როცა მის მზერას პირისპირ ვეჩეხები, ის ტკივილიც კი მავიწყდება, წამის წინ ელვისებურად რომ გამიარა თავში.
ოთახში არსებული დაბალი განათების მიუხედავად, თითქოს ამაზე მკაფიოდ, არც არასდროს დამენახა მის თვალები. უბრალოდ არაფრისმთქმელ მზერაში რომ ყველაფერს იტევს.
თვალს ვერაფრით ვაშორებ და ისევ თვითონ გადააქვს მზერა კვაშილავაზე, რომელიც როგორც ჩანს რაღაცას ეუბნება და ჩემამდე არ აღწევს.
ყველანაირად ვცდილობ თავს ძალა დავატანო და შუბლზე ვისვამ ხელს.
ისიც ადამიანია, ჩვეულებრივი ადამიანი. არ შეიძლება, სიყვარულმა ასე დაგაშტეროს. ეს თუ შეამჩნია და ჩემი უაზრო რეაქციებიდან გამომდინარე, ეჭვიც არ მეპარება, რომ არ გაუჭირდებოდა, ალბათ როგორი შთაბეჭდილება დავტოვე მის თვალში.
ღმერთო...
- შალვაც აქაა, დაბლა ჩავიდა ახლახანს. - ნელ-ნელა ყრუდ ჩამესმის ვაკოს ხმა და თითქოს, გონს მოვდივარ. - გეუბნები, მართლა არ არის საჭირო. სახლში წადი და დაიძინე.
- რა დამაძინებს ვაკო, სერიოზულად მეუბნები?
უბრალოდ ოხრავს და თავს ჩემსკენ აბრუნებს. თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ რეალობას დავუბრუნდი.
- ერთმანეთს იცნობთ, ხო? მაგარი გამოვშტერდი, თავიდანვე რომ ვერ მოვტვინე.
ვგრძნობ, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა და მთელი სხეული მეწვის.
ძლივს ვახერხებ თავის აწევას, თუმცა მყისვე მაშორებს თვალს და ისევ კვაშილავას უბრუნდება.
- არა.
'არა'. მისი ერთი 'არა', ისევე სწრაფად მიყინავს მთელს სხეულს, როგორც გამითბო. არ ველოდი, რომ სხვა პასუხს იტყოდა, მაგრამ არ ვიცი. წარმოდგენებში ვუძლებდი მოსმენილს, რეალობაში გაცილებით რთული ასატანი ყოფილა.
- იცი, იცი. გაიხსენე. ჩვენი შალვას ძმიშვილი, ალექსანდრა.
ვარჯიშებზე მოდის - ხოლმე, ხშირად. მატჩებს ხომ არაფრის დიდებით არ ტოვებს. ჩვენთან, VIP ლოჟაშიც იყო წინა მატჩებზე.
ამჯერად კიდევ უფრო ინტერესით მაკვირდება და ვგრძნობ, როგორ მეჭიმება სხეული.
ოდნავ ჭუტავს თვალებს და მერე, სწრაფად ისვამს კისერზე ხელს.
ცდილობს გამიხსენოს. ზუსტად ვიცი, ამ წამს, გონებაში სხვა არაფერი აქვს.
ღრმად სუნთქავს, თუმცა საბოლოოდ, ოდნავ აქნევს თავს.
- მართლა არ მახსოვს, მაპატიე.
- აარაუშავს. - მისი მობოდიშება იმდენად მოულოდნელი იყო, ენა ვეღარ გავაჩერე. უკეთესად თქმაც შეიძლებოდა, გამართული წინადადების აწყობა, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ ამის გამო, შეიძლება წუთით მაინც, თავი დამნაშავედ ეგრძნო...
- ჩვენ... სინამდვილეში, დინამოზე შევხვდით. კართან... - ენა მებმის და გაუაზრებლად, იმხელა პაუზებს ვაკეთებ, საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. - კართან დაგეჯახე. რომ მკითხე აქ რანაირად შემოხვედიო...
ოდნავ კრავს წარბებს. ეს უნდა ახსოვდეს. უნდა ახსოვდეს, გამორიცხულია. რამდენიმე საათის წინ მოხდა. რა, მეხსიერებიდან ხომ არ აორთქლდებოდა.
სრულიად არასაჭიროდ, დაბნეული მზერა გადააქვს კვაშილავაზე, თუმცა წამსვე მიბრუნდება.
- ეგ შენ იყავი? - უფრო საკუთარ თავს უსვამს კითხვას.
- ხო... - ახსოვს. მეც გავახსენდები, სხვანაირად შეუძლებელია.
ოდნავ აქნევს თავს.
- ანუ გაგიცნიათ ერთმანეთი უკვე? - სწრაფად ახერხებს სიტუაციის განმუხტვას ვაკო.
- ასე გამოდის, მაგრამ არ მახსოვს.
- დაძაბული იყავი, ბუნებრივია. არაუშავს, ალეს არ სწყინს. ასე არაა? - კითხვით სავსე მზერით მაშტერდება.
- ჰო, რა თქმა უნდა.
წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, თუმცა ზუსტად ამ წამს იღება კარი და ბიძია ხსნად მევლინება. შვებისგან ღრმად ვსუნთქავ და თვალებით ვესალმები. ისიც იმავეს აკეთებს.
საწოლის გვერდით, ტუმბოზე წყლის ბოთლს დებს და წელში სწორდება.
- უკეთ ხარ?
- ხო რა. გამაყუჩებელი გამიკეთეს, არ მტკივა.
- ძალიან კარგი. ერეკლე, შვილო - ახლა ტაბატაძეს უსწორებს მზერას - წადი, მე ხომ აქ ვარ. მართლა არაა შენი ყოფნა საჭირო.
- მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ ესმის? - კვაშილავაც უკრავს კვერს.
- არ ვიცი.
- რა არ იცი. ჭირვეული ბავშვი ხომ არ ხარ, ბიჭებიც ძლივს გავყარე.- ღრმად სუნთქავს - ალე... - თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა ჩემი აქ ყოფნა - შენც წადი შვილო. გვიანია, დედაშენი ნერვიულობს ალბათ უკვე. ხომ ნახე ვაკო, არა? კარგად არის, ხვალ ისევ მოხვალ.
ოდნავ ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები.
- ერეკლე
- დიახ.
- შეგიძლია ალე გაიყოლო? გზად დატოვებ. არ მინდა, ამ შუაღამეს მარტო იაროს. ან ნეტა როგორ მოხვედი ერთი.
გული მიჩქარდება.
გონებაში სრული ქაოსი იქმნება და თითქოს, იმ წარმოდგენის საშუალებასაც აღარ მაძლევს, რას ვიგრძნობ, თუ 'კი'-ს იტყვის. ვიცი, რომ იტყვის, სხვა ვარიანტი არც არსებობს, მაგრამ... ვერ ვითმენ. არ ვიცი რა მემართება. რაღაც ძალიან სწრაფად მივლის სხეულში და თითქოს, ასე უცნაურად მამზადებს პასუხის მოსმენისთვის.
პასუხი, რომელიც რეალურად ერთი ჩვეულებრივი პასუხია. არაფრით გამორჩეული. მაგრამ ჩემთვის, მთელი სამყარო.
- რა თქმა უნდა, წავედით.
***
საავადმყოფოს შენობას ისე ვტოვებთ, ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნება. ვხედავ, რომ საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული და ვცდილობ გავამართლო ის ფაქტი, რომ არ მიმჩნევს.
სულიერად მე გამტეხა დღევანდელმა მატჩმა და წარმომიდგენია, მისთვის როგორი ასატანია შეგუება.
შეგუება და იმის გააზრება, რომ ვერასდროს ვეღარ დააბრუნებ ამ დღეს...
ეზოში გასვლისთანავე სწრაფად იფარებს კაპიუშონს და არსაიდან გაჩენილ სათვალესაც ირგებს თვალებზე. ვაღიარებ, მისი ეს ქცევა მაღიზიანებს და თანაც იმდენად მაღიზიანებს, რომ ისევ ვერ ვაჩერებ ენას.
- აქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია და შესაძლოა, მაგის გარეშეც არ გამოგლაპარაკებოდნენ.
- ახლა ნერვები არ მაქვს. - ვგრძნობ, მოვალეობი მოხდის მიზნით მპასუხობს და აღარ ვაგრძელებ.
აზრი არ აქვს. მისი ხმის ტონიდან უკვე გასაგებია, რომ პატარა მიზეზი სჭირდება ასაფეთქებლად და მთელს ჯავრზე ჩემზე იყრის.
უხმოდ მივყვები და როცა შავი ბეემვეს წინ ჩერდება, სათვალეს იხსნის და თვალებით მანიშნებს ჩაჯექიო.
ცივად მაჟრჟოლებს. ერთი დღისთვის, ზედმეტად ბევრი ადრენალინი მივიღე და დარწმუნებული ვარ, შემდეგი რამდენიმე დღე, ეს ჩემს სულიერ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება.
იმაზე ნელი ნაბიჯებით მივდივარ, ვიდრე საჭიროა და კიდევ უფრო ნელა ვაღებ კარს. არ მინდა, რამე შემამჩნიოს, მაგრამ როგორც ჩანს მაინც მამჩნევს. ღვედს ისე იკრავს, წამითაც არ მაშორებს თვალს და მე უკვე ისე ვიწვი, ვერაფრით ვახერხებ მზერის გასწორებას.
ღმერთო, მარტო ეს გამაყრუებელი გულისცემა თუ მომიღებს ბოლოს...
- ცუდად ხო არ ხარ? - ისე მოულოდნელად მეკითხება, ინსტიქტურად ვკრთები. სწრაფად ვაქნევ თავს და ვცდილობ, საკუთარ თავსაც დავაჯერო, რომ ეს, ჩვეულებრივი სიტუაცია.
ძალიან ჩვეულებრივი. ასე განცდა კი, არაფრით არაა საჭირო.
არ გამომდის.
ან, როგორ უნდა გამომივიდეს.
მანქანაში, გვერდით ვუზივარ ადამიანს, რომელზეც წლებია, ცალმხრივად ვარ შეყვარებული. რომელთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ.
მხოლოდ მისი სუნამოს სუნით გაჟღენთილ ჰაერს, ვერსად გავურბივარ და პირველად, ცხოვრებაში პირველად მსიამოვნებს ასე ძლიერ სუნთქვა.
თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ და ჯერ კიდევ ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი, მართლა რეალობაში ხდება.
ის მე მიცნობს. იცის ვინ ვარ. ჩემი სახელი იცის.
უაზროდ მეღიმება.
ფრთხილად ვაპარებ თვალს მისკენ, თუმცა ისევ საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული. საჭეზე მხოლოდ ცალ ხელს ათამაშებს, მეორეს კი კისერზე ისვამს.
არ დამელაპარაკება, გამორიცხულია საკუთარი ინიციატივით მკითხოს რამე. გონებას ვძაბავ. მისი ხმა გაგონება მინდა, თუნდაც ცოტა ხნით. ვინ იცის, კიდევ როდის დავრჩებით მარტო, ან საერთოდ თუ დავრჩებით...
გონება განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ყოველი წუთი უნდა დავაფასო და მეც, რადგან სხვა მაინც არაფერი მომდის თავში აზრად, იმ ერთადერთს ვაჟღერებ.
- მისამართი იცი?
- შალვამ ჩამიგდო. - მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა და მეც, მოულოდნელობისგან მექანიკურად ვხრი თავს. არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს გამოხედვა. წამითაც არ მიფიქრია, რომ გააკეთებდა, შესაბამისად ისეთი დამფრთხალი რეაქცია მქონდა, შეუძლებელია ვერ შეემჩნია.
- ცუდად ხარ? არ მოგერიდოს, გავაჩერებ.
- არაა - ისევ სწრაფად ვაქნევ თავს და ძლივს ვახერხებ მისკენ გახედვას. ისევ იმავეს აკეთებს. ჩვენი მზერა ერთმანეთს ეჩეხება და ისე მეკვრის სუნთქვა, წამით მგონია, რომ ვეღარც ამოვისუნთქავ.
- სახეზე სულ წითელი ხარ. - ისეთი დაბნეული მზერით მიყურებს, მეტი რომ არ შეიძლება.
- მართლა? - ინსტიქტურად ვეკითხები. შიგნიდან კი მახურებდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა სახეზეც თუ გავწითლდებოდი, როგორც წესი, ეს არასდროს მემართება - ხოლმე.
- არაუშავს, კარგად.. - ვარ - მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე მოულოდნელად უხვევს გზიდან, სანამ ბოლომდე ვიაზრებ, უკვე აჩერებს.
არ ვიცი, ჰგონია რომ მგზავრობისგან გავხდი ცუდად თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ რეალობა არ იცის. ალბათ, სასაცილოდაც არ ეყოფოდა.
სწრაფად ვიხსნი ღვედს და იქამდე გადავდივარ, სანამ კიდევ რამეს მკითხავს. კარგი ტყუილები არასოდეს გამომდიოდა.
გრილი ჰაერის შეხება, ოდნავ მაფხიზლებს. ცივად მივლის მთელს სხეულში და თითქოს მაიძულებს, გონს მოვიდე.
არა, ასე თუ გაგრძელდა, დღეს რომც გადავრჩე, ერთხელ აუცილებლად ჩავაკვდები ხელებში.
კარის მიხურვის ხმა მესმის და უკვე ზუსტად ვიცი, რომ თვითონაც გადმოვიდა.
თავს მაქსიმალურად ვაწყნარებ და ყველანაირად ვცდილობ, გულისცემას ყურადღება არ მივაქციო.
ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ძალიან ჩვეულებრივად.
- წყალი დალიე. - ბოთლს მიწვდის და კვლავ არ მაშორებს დაბნეულ მზერას.
ღმერთო, ვითომ მიხვდა?
ეს ფაქტი ძალიან მაშინებს.
აკანკალებული ხელით ვართმევ და ვცდილობ ოდნავ გავუღიმო, მაგრამ აშკარად არ გამომდის.
ყველაფერთან ერთად, თავბრუც მეხვევა და უკვე ეჭვი მეპარება იმაში, რომ მთლად მასთან სიახლოვის ბრალია ყველაფერი.
- ასე არ გამოვა, საავადმყოფოში დავბრუნდეთ.
- არა, კარგად ვარ. - წამსვე ვახლი - შეიძლება წნევა დამივარდა, ნერვიულობაზე მემართება ხოლმე.
- ნერვიულობაზე? - კიდევ უფრო იბნევა.
ჯანდაბა, აი ჭეშმარიტი შარი.
- ანუ... ვაკოზე ხომ ვინერვიულე, ამას ვგულისხმობდი.
სხვა მოსალოდნელი კითხვებისგან თავის ასარიდებლად, სწრაფად ვბრუნდები, თუმცა ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისევ მეხვევა თავბრუ და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
უკვე ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ მართლა წნევა მაქვს დაბალი.
რაც თავი მახსოვს, მთელი ცხოვრებაა ეს პრობლემა მტანჯავს, მაგრამ გაუგებარია, ყოველთვის მაშინ რატომ მატყდება თავზე, როცა ყველაზე ნაკლებად მჭირდება.
ქარი უმისამართოდ მიფრიალებს თმას და ზუსტად მაშინ, როცა ყელიდანაც მაცლის, იქ ზუსტად იმ შეხებას ვგრძნობ, რომელსაც თვალების გახელის შემდეგაც ვერ ვიჯერებ.
გულისცემა პიკს აღწევს და ზუსტად იმ სიჩქარეს აუმჯობესებს, რომელიც მისი უპირობო რეკორდი მეგონა.
ამასობაში, კიდევ ერთხელ მეხვევა თავბრუ და ამჯერად, წონასწორობას საბოლოოდ ვკარგავ, თუმცა დროულას ახდენს რეაგირებას ტაბატაძე და თავისუფალ ხელს, წელზე მიცურებს.
ფრთხილად მხევს ერთი ნაბიჯით უკან და მანქანას მაკრავს.
- შემომხედე, კარგად ხარ?
ხელიდან წყლის ბოთლს მაცლის, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, ამდენ ხანს როგორ მეკავა და სწრაფად ხსნის თავსახურს. მერე, მაჯაზე არსებულ ბენდენას მაშორებს, ასველებს და შუბლზე მადებს.
ოდნავ მივლის. თვალებს თავისუფლად ვახელ და უკვე აღარაფერი ტრიალებს.
- უკეთ ხარ? - სახეზე ჩამოშლილ თმას მაშორებს და სველ ხელს, კვლავ ჩემს ყელზე დაატარებს.
მისი შეხებით გაბრუებული, ისე ვკარგავ ლაპარაკის უნარს, თავადაც ვერ ვხვდები. ძლივს ვახერხებ თავის დაქნევას და ყველანაირად ვცდილობ იმ მწველ მზერას პირისპირ არ შევხვდე, არაფრით რომ არ მაშორებს სახიდან.
- ნუ ჭირვეულობ, საავადმყოფოში წაგიყვან.
- გთხოვ... - ისე ხმადაბლა ვამბობ, თვითონაც ძლივს მესმის.
- შემომხედე.
არაფრით არ შემიძლია ამის გაკეთება და სურვილის მიუხედავად, ვერც ვაკეთებ.
ფრთხილად მაშორებს ყელიდან თითებს და ახლა ნიკაპქვეშ მიცურებს. ვერ ვეწინააღმდეგები და იმდენად მოულოდნელად ეჩეხება ჩვენი თვალები, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
- თავბრუ გეხვევა?
- ნწ... - ოდნავ ვაქნევ თავს.
- ფერი მოგივიდა, წეღან სულ თეთრი იყავი. - ფრთხილად მიშვებს ხელს ნიკაპიდან და წელიდანაც.
და თითქოს, ფეხქვეშ მიწაც გამომაცალა. მორჩა, ზღაპარი დამთავრდა. რეალობას კი ისე მწარედ ვეჯახები, რომ წამიერად ყველა კუნთი მტკივდება.
მართლა ვერ გავიგე, რა დამემართა. რაც მეგონა ისიც და რაც მას დავაჯერე ისიც? ორივე ერთდროულად?
ან ახლა რა მჭირს?
არასოდეს მჯეროდა, რომ ასეთი შეგრძნებები, რომელსაც წიგნებში აღწერენ მართლა არსებობდა.
ღრმად ვსუნთქავ და როგორც კი საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ აღარაფერი ტრიალებს და გულისცემაც თურმე დაწყნარებულა შვებას ვგრძნობ.
- წავიდეთ?
- რავი, თუ კარგად ხარ - ოდნავ იჩეჩავს მხრებს.
საპასუხოდ, მხოლოდ თავს ვუქნევ და მანქანის კარს ვაღებ.
ვითომ რამეს მიხვდა? - ისევ არაფრით მასვენებს პასუხგაუცემელი კითხვები.
გვერდით მიჯდება და ისევ მიჩქარდება გული.
ჯანდაბა!
ნერვული ფონი. აი სად იყო ნერვული ფონი და რამ გამოიწვია წნევის დაცემა. გრძნობებს აყოლილი გოგო, თითქოს 18 წლის ვიყო.
ისე მეშლება ნერვები, მინდა საკუთარი თავი დავიხრჩო.
თუმცა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ხელისგულის ფრჩხილებით განადგურების შესაძლებლობა მაქვს და იძულებით ამას ვჯერდები.
ძალიან მინდა, სხვა რამეზე ვიფიქრო, მაგრამ მის გვერდით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. მე, მე არ ვარ, საკუთარი თავი არ მემორჩილება და ვხვდები, რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო.
- ყველა ნერვიულობაზე თუ ასე გემართება, ცოცხალი როგორ ხარ...
გამეფებულ სიჩუმეს, ისე მოულოდნელად არღვევს, შინაგანად ვკრთები. არ ვიცი რატომ, მაგრამ სიტყვებს ირონიულ ღიმილსაც აყოლებს და ვღიზიანდები.
- ზოგადად, გამოხატვა უკეთესია. - ისე მყარად ვეუბნები თვითონაც მიკვირს.
- კი, თუ საკუთარი სურვილით აკეთებ.
- საკუთარი სურვილით სხვანაირად ვაკეთებ, ძალით თავბრუს დახვევა ჩემს ძალებს აღემატება. - უნებურად, კიდევ უფრო მიმკაცრდება ხმა. მის ტონს, გაღიზიანებიდან გაბრაზების ფაზაში გადავყავარ და თითქოს, ძალას მაძლევს. ეს კი, რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, რაღაც მხრივ კარგია. სხვანაირად, როგორც წესი, მის წინ პაუზებით ლაპარაკი დამჩემდა.
- სხვანაირად... - თავისთვის იმეორებს -უცნაურია. საწოლში, ბალიშს ჩახუტებული ტირი?
- ხერხებს ეძებ, როგორ გამოხატო? - კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
- არა, საკუთარი ხერხები მაკმაყოფილებს.
- ანუ შენი მთავარი ხერხი სხვაზე ამონთხევაა.
- გეწყინა? - ისე იცინის, თითქოს მართლა რამე სასაცილო ვუთხარი.
სინამდვილეში კი, უბრალოდ ცუდად არის. სულიერად განადგურებული...
- მსგავსი ხერხი არ მაქვს, უბრალოდ მინდოდა, ყურადღება გადაგეტანა.
- ეს შენ უფრო გჭირდება.
სწრაფად მისწორებს მზერას, ისე, თითქოს ჩემმა ნათქვამმა დააფიქრაო.
- მე კარგად ვარ.
- არ ხარ... მე არ ვარ და შენ როგორ იქნები.
- ვერგავიგე?
ღრმად ვსუნთქავ. ეს წამიერი პაუზა, თითქოს სიტყვების მიმდევრობით დალაგებაში მეხმარება.
- დინამო სხვა სამყაროა... ის ფერები, რომელიც იქაა, სხვაგან არსად არ არის. სხვანაირად ხედავ და მერე, სხვანაირად გრძნობ. ვიცი, შეიძლება სულელურად ჟღერდეს შენთვის იმის თქმა, რომ მესმის, იმიტომ რომ შენნაირად ვერ განვიცდი, ისევე როგორც შენ ვერ განიცდი ჩემნაირად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში განცდის ერთი მიზეზი გვაქვს.
- დამცინი? - სრული სერიოზულობით მეკითხება და გზას მხოლოდ წამიერად აშორებს თვალს - შენს განცდას, ჩემს განცდას სერიოზულად ადარებ?
- არ ვადარებ. გითხარი კიდეც, ჩემეულად განცდილი...
- რა შენეულად განცდილი?! - არც მაცდის, ისე მეჭრება - გული დაგწყდა რომ წავაგეთ? არაუშავს, ხვალ უკვე დაგავიწყდება. აი მე კი არა, არასდროს. ათასი გოლი რომ გავიტანო, ათასჯერ რომ დავამარცხოთ მომავალში საბერძნეთი, ეს დღე და წუთები მაინც არ დამავიწყდება. ყოველ ჯერზე ერთნაირად დამარტყამს და არა მარტო მე. თითოეულ ჩვენგანს. ეს ჩვენ, ნაკრებს გვაქვს განცდის ერთი მიზეზი და არა შენ და მე.
მისი სიტყვები, საშინლად მხვდება გულზე. ვიცი, რომ განადგურებულია და ვერავის დაუწესებ გამოხატვის ნორმებს, მაგრამ არ ვიმსახურებ.
არ მითქვამს, რომ მესმის. უბრალოდ ვთქვი, რომ განცდის ერთი მიზეზი გვაქვს, და ჰო, მეც განვიცდი, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და გრძნობები მეც მაქვს.
თვალებში მაწვება. ყოველთვის ასეთი ვიყავი, ემოციების კონტროლი ჩემს ძალებს აღემატება.
მკვეთრად უხვევს მოსახვევში და წამსვე აჩერებს ბინის წინ.
ქვემოდან, მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს ბნელში ჩაფლულ კორპუსს და ღვედს ვიხსნი.
- არადა მითხარი, მსგავსი ხერხი არ მაქვსო...
ოდნავ ეღიმება, მაგრამ არაფერს მპასუხობს.
- მოვა დრო და მიხვდები, რომ მაგ სიტყვებს არ ვიმსახურებდი.
მაგრამ... არ მწყინს. ზუსტად იმიტომ არ მწყინს, რომ განცდის ერთი მიზეზი გვაქვს და ვიცი, რომ თუ მე ტკივილით ვიტან, შენ ჯოჯოხეთის გამოვლა გიწევს.
- ვაღიარებ, ვითომ ფეხბურთზე შეყვარებული გოგოს როლის თამაში კარგად გამოგდის.
- იგივე რომ მეთქვა, რას იგრძნობდი? - ძლივს ვუსწორებ მზერას და ზუსტად ამ წამს, სრულიად არასაჭირო მომენტში, მაინც მიგორდება თვალიდან ცრემლი.
ირონიულად ეღიმება.
- მიდი, 'დედიკო' გელოდება ალბათ.
- ინანებ... - ძლივს ვიღებ ხმას.
- თუ ვინანებ, გვიანი არ იქნება.
ზუსტად ვიცი, ამით რასაც გაუსვა ხაზი, მაგრამ შეწინააღმდეგების არც ძალა და არც სურვილი არ მაქვს.
ახლა, სხვა რამის გაგება მაინც არ შეუძლია. ყველა სიტყვა ფუჭია.
სწრაფად ვაღებ კარს და მანქანიდან გადავდივარ.
ის, ჩემი ტაბა არ იყო...
***
ასეთია ადამიანი და სწორედ ასეთად აქცევს მას დაცემა.
განგრევს ის, რომ არ შეგიძლია ხმა ამოიღო. გაწვება და მერე, როგორ გაწვება. იმის მიუხედავად რომ იცი, არაფერი დაუშავებია თავს ვერ თოკავ, რადგან იმ წამს, ზუსტად ის არის მთავარი დამნაშავე.
მაგრამ მხოლოდ იმ წამს და როდესაც ის წამიც გადის, ისევ სიცარიელეში რჩები, ოღონდ ახლა იმ გრძნობასთან ერთად, რომელიც შენს ჩადენილს გახსენებს უდანაშაულოსთან.
მაგრამ გვიანია და მერე, როგორ ძალიან გვიანია...
მახსოვს, მაშინ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ამ ღამეს ჰგავდა. თითქოს მთვარე და ვარსკვლავები, ამდენი წლის შემდეგ, განგებ განლაგდნენ ზუსტად ისე. ან, უბრალოდ მეჩვენება.
მაშინ ერთი ვარსკვლავი ამოვირჩიე და დავპირდი, რომ დილას, როგორც კი მამა დაბრუნდებოდა, პატიებას ვთხოვდი.
ის აღარ დაბრუნებულა. არც იმ დილას და არც არასდროს. მე კი ამ გრძნობასთან ერთად დავიწყე ცხოვრება.
თავიდან მტკიოდა, მერე მივეჩვიე.
არაფერს არ ცვლის ის, რომ ძირს ხარ, უბრალოდ გარშემომყოფებს ანადგურებს შენი ამ მდგომარეობაში ყურება. მაშინ, პირველად ავდექი. ჩემთვის არა, დედასთვის. თავიდან ვისწავლე სიარული.
ის გავაღიმე, მამა კი ვეღარ...
იმ ღამით, ის არ იმსახურებდა ჩემს არცერთ სიტყვას, მაგრამ მაინც ვუთხარი.
აი ასეთები ვართ ჩვენ, ადამიანები.
საკუთარი თავისთვის, დაუფიქრებლად ვწირავთ სხვებს.
მაშინაც კი, როცა ეს არ გვინდა, თავშეკავების დონე, ნულს ქვემოთაა ჩამოსული და იმ საშინელ გონებას ვემონებით, რომელიც ოსტატურად გვაწვდის სიტყვებს წინადადების ასაწყობად.
რა მოხდა, რამე შევცვალე? სამუდამო სულიერი სიმშვიდე მივანიჭე თავს? მომეშვა?
შეიძლება იმ წამს კი, მაგრამ მას შემდეგ აღარასოდეს.
***
მას შემდეგ, რაც უძილო ღამეების რიცხვს გუშინდელიც შევამატე, სრულიად ძალაგამოცლილი, ძლივს ვაღწევ აუდიტორიამდე.
დილას დედამ დაიჟინა, ცუდად გამოიყურები, ნუ წახვალო, მაგრამ საკუთარ თავს მაინც მოვუწყე ის გამოცდა, რომელშიც ვიცოდი რომ ჩავიჭრებოდი და თხუთმეტწუთიანი ყურადღების მთლიანად ლექტორზე მიპყრობის შემდეგ, მისი ლაპარაკიდან რომ მაინც ვერაფერს ვგებულობ, რა თქმა უნდა ჩემი ვარაუდი მართლება.
ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის.
საკუთარ თავთან უძლური ვარ და ეს, საშინლად მაშინებს.
არ მინდა, ვერ შევძლო იმის მოსმენა რაც მაინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გონება ჯერ კიდევ მასზე ფიქრითაა დაკავებული.
ამ გრძნობას, ჭკუიდან გადავყავარ და ისეთ სისულელეებს მაკეთებინებს, როგორიც მაგალითად მთელი ლექციის განმავლობაში მისი ინსტაგრამის უაზროდ ყურებაა.
ოცნება იმაზე, რომ მომწერს ან დამირეკავს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს არასდროს არ მოხდება და თუ მოხდება ინიციატორი ის სულაც არ იქნება, ამას მაინც ვერ ვიგდებ თავიდან.
არსებობს დღე, როდიდანაც ძირს ყოფნა, ჩემი სტილი არაა და ყოველი დაცემის შემდეგ, მაინც ვდგები იმ მიზნით, რომ იმ ოცნებას მივაღწიო რაც მსურს, მაგრამ აქამდე თავს იმის უფლებას არ ვაძლევდი, რომ ისეთ რაღაცაზე მეოცნება, სადაც მე უძლური ვიყავი. ვიცოდი, რომ თუ ეს მოხდებოდა, საკუთარ თავს დავკარგავდი და ასეც მოხდა მას შემდეგ, რაც...
ჯანდაბა!
ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ.
ვხვდები, რომ ჩემს აქ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს და შუა ლექციიდან ისე გამოვდივარ, ვცდილობ ლექტორის დაჟინებულ მზერას ყურადღება არ მივაქციო.
გრილ ჰაერი, ოდნავ მეხმარება გონს მოსვლაში - თუმცა ძალა, კიდევ უფრო მეცლება და პირველივე შემხვედრ სკამზე ვეშვები.
ნეტავ ჩემზე თუ ფიქრობს...
საკუთარ სიტყვებზე, საქციელზე.
ნანობს?
ძალიან მინდა იმის მჯეროდეს, რომ გონს მოვიდა, მაგრამ საამისოდ, მის შინაგან სამყაროს სანახევროდ მაინც უნდა ვიცნობდე.
მე კი გუშინ, პირველად ვნახე შეკავებული ემოციებისგან შეშლილი.
არ ვამართლებ, მაგრამ არც იმას ვამბობ რომ არ მწყინს.
საშინლად რთული ასატანია საყვარელი ადამიანისგან მსგავსი სიტყვები და სულ რომ ლოგიკურად მართლდებოდეს, იმ გრძნობას ვერაფრით მოკლავ, რაც იქ, იმ წამს განიცადე მოსმენისას.
თუმცა... მე მისთვის არავინ ვარ და როცა ადამიანი შენთვის არავინ არ არის, არაფერს გრძნობ და შეწუხებითაც, ალბათ არაფერი შეგაწუხებს.
სინდისის ქენჯნაც კი, რადგან საკუთარი თავისთვის დამნაშავე არ ხარ.
უცნაურია. ამის მიუხედავად, მირჩევნია ჩემს გრძნობებს ვერ ამჩნევდეს, ვიდრე ამჩნევდეს და არ იმჩნევდეს...
***
სახლში შესვლისთანავე კარებთან მეგებება დედა, ვცდილობ გავუღიმო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომდის.
- ასე მალე დაგიმთავრდა ლექციები?
- მოსწავლეები გადმოვწიე. - დაუფიქრებლად ვცრუობ და მისი შემდგომი კითხვებისაგან თავის ასარიდებლად, პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ.
არაფერი გამომდის. უკან მომყვება და საფირმო ფრაზას, რომლის კიდევ ერთხელ გაჟღერებაში, როგორც საკუთარ სახელში ისე ვარ დარწმუნებული, ოხვრით უკეთებს შესავალს.
- ტყუილს არავისთვის მოუტანია კარგი, შენ რომ მოგიტანოს.
აჰა, არ ვამბობდი?
- შენ რატომ არ ხარ სამსახურში? - ვცდილობ, თემა გადავიტანო და ამ გახსენებაზე, კარადიდან მადუღარას ვიღებ. ახლა ყავა ჰაერივით მჭირდება.
- სარეცხი მანქანას ჩამოვხედე, ბავშვს სძინავს.
დედა ძიძად მუშაობს, უკვე 2 წელია.
ჩვენს კორპუსში, 3 სართულით ზემოთ. თან სახლშია, თან სამსახურში.
ამაზე კარგ პირობებში, რომ გინდოდეს ვერ იპოვი.
გაუმართლა, თუმცა არ აფასებს.
ისევ როგორც მე არ ვაფასებ სტიპენდიას და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბეწვზე კიდია, დახმარების ნაცვლად, უბრალოდ შორიდან ვუყურებ როგორ ქანაობს.
აი ასეთია ადამიანი.
ხელიდან უნდა გამოაცალო, რომ ფასი გაიგოს.
- კაი ადი შენ, ნუციკომ არ გაიღვიძოს. ამას მე გავფენ - სარეცხის მანქანაზე ვანიშნებ თვალით, რომელსაც 3-4 წუთი აქვს დარჩენილი და ყავას ჭიქაში ვასხამ.
უცნაური მზერით უყურებს ჯერ მე, მერე ჭიქას და ბოლოს, ბონუსად მადუღარასაც.
- შენ ხომ არ სვამ, ამიტომ არ შემოგთავაზე. - სხვა ლოგიკა, მართლა ვერ ვნახე მის მზერაში.
- უცნაურად იქცევი - თავის დაკვრითაც ადასტურებს საკუთარ სიტყვებს.
- რა არის აქ უცნაური, პირველად მხედავ ყავით ხელში?
- იცი, რასაც ვგულისხმობ. გუშინდელს აქეთ, წაშლილი სახით დადიხარ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უძილობა რომ სახეზე გაწერია.
- დედაა... -თვალებს ვატრიალებ და მაგიდას ვუჯდები.
ვსო, დაიწყო. მანანა და თავისი დაკვირვებების შედეგები.
- გუშინ ასეთი რა მოხდა, ალე. დავიჯერო, ყველაფერი ამ წაგებული მატჩის ბრალია? ვხვდები, რომ მოყოლა არ გინდა, მაგრამ თუ ვინმეს არ გაუზიარებ, უფრო ცუდად იქნები.
როდიდან აღარ ვართ ჩვენ დაქალები?- გახუმრებასავით ცდილობს და ოდნავ მიღიმის.
საპასუხოდ, მეც იმავეს ვაკეთებ.
- შენზე უკეთესი დაქალი, არ მყავს დე. მაგრამ ახლა... მართლა რაღაცნაირად ვარ, მეძინებასავით. მოსწავლეებიც უნდა მოვიდნონ.
მაგრამ გპირდები, რადგან ასე ძალიან გინდა მატჩის თავიდან ბოლომდე დეტალებში განხილვა... - ტუჩის კუთხეში მაინც მეპარება ღიმილი - საღამოს განვიხილოთ.
- ხო, როგორ არა, სიგიჟიმდე მინდა - თვალებს ატრიალებს და თვითონაც ეღიმება.
- ეს გაფინე, არ დაგავიწყდეს.- თვალით მანიშნებს სარეცხი მანქანაზე და ნელი ნაბიჯებით გადის სამზარეულოდან - მე წავედი...
- კარგად გაერთეთ.
- შენც, შენს ბაიებთან.
***
როგორც წესი, ბავშვების მოსვლამდე ვმეცადინეობ - ხოლმე, მაგრამ ახლა ვერაფერს ვუდებ გულს. თავს ძალას ვატან, მაგრამ როცა მგონია რომ დავიმახსოვრე, თავში ისევ არაფერი მაქვს.
ჯანდაბა.
ჯერ იყო და მატჩის წინა დღეებში არ გამიკეთებია არაფერი, რომ ჩაივლის, უფრო დამშვიდებული ვიქნები - მეთქი, მაგრამ როგორი დამშვიდებულიც ვარ, თავადაც ხედავთ.
არა, ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ და საკუთარი გონების მართვის სადავეებს, ხელი არ გაუშვათ, არაფრის და მითუმეტეს სიყვარულის გამო.
ბავშვებისთვისაც ხშირად მითქვამს ეს. განსაკუთრებით აბიტურიენტები, რომელთაც მხოლოდ ეს დრო აქვთ ეროვნულებისთვის მოსამზადებლად და იმასაც იმ ერთს უთმობენ.
საინტერესოა, მეც ასეთი ვიყავი მათ ასაკში?
მაგრამ არა, მე რაც მახსოვს სულ ტაბაზე შეყვარებული ალე ვარ და ეს თუ მომიღებს ბოლოს.
ჩემი არცერთი ურთიერთობა არ ყოფილა სიყვარულით დაწყებული და სწორედ ამიტომ დავანგრიე ყველა მე.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი მასთან შანსი არ მქონდა, სხვა მაინც ვერავინ შევიყვარე და ალბათ ვერც ვერასდროს შევიყვარებ.
პირველი სიყვარულის ძალა...
ფიქრებიდან, კარზე ზარის ხმას გამოვყავარ და სწრაფად მივდივარ გასაღებად.
ბევრი არა, სულ რაღაც 4 მოსწავლე მყავს, მეტს რომც მინდოდეს ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვასწრებ.
აბიტურიენტები არიან, მე კი მათ ინგლისურის ქულებზე ვზრუნავ.
ერთ დროს, ჩემი რეპეტიტორი რომ მეუბნებოდა, სტუდენტობის პერიოდში ეს შენს შემოსავლად იქცევაო, მართლა მეცინებოდა.
მის სიტყვებზე არა, საკუთარ თავზე მასწავლებლის რანგში.
აი, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როცა არასოდეს ვთქვი და ახდა.
ნეტავ ის ერთიც ასე ახდეს, რომელზეც არასოდეს ვთქვი...
ნეტავ ამ დღეს მოვესწრები?
მანამდე რომ მოვკვდე?
უაზრო ფიქრების გარეშე, ერთ დღესაც ვერ ვძლებ.
გოგონებს დავალებას ვაძლევ და როცა მგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და მათი ტესტების შესამწომებლად კონცენტრაცია საბოლოოდ მოვიკრიბე რა ხდება.
- მას, გუშინ მატჩზე იყავით?
როგორ წავაგეთ, კინაღამ ჭკუიდან გადავედი.
აჰა, აი რატომ არ უნდა აიყვანო ფეხბურთის ფანები მოსწავლეებად.
საპასუხოდ, უბრალოდ თავს ვუქნევ და ისევ ტესტებს ვუბრუნდები.
- ავტო-გოლი რომ გაიტანეს, მამაჩემა სახლი თავზე ჩამოიმხო - ახლა მეორე აგრძლებს.
- წერე, ნინი. ავტო - გოლზე ფიქრი არ გიშველის გამოცდაზე.
- თქვენ როგორ გგონიათ, პოლონეთს მოუგებენ ივლისში?
- და თქვენ მოუგებთ ეროვნულებს ივლისში? - ნერვები მეშლება.
- იმედია, გამოცდის დღე მატჩის დღეს არ დაემთხვევა.
იმდენად არიან აზარტში შესულები, ძლივს ვაჩუმებ.
მე აქ ვცდილობ რომ არ ვიფიქრო და ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიფიქრო.
ჭკუიდან გადავდივარ.
ყველა თემა იქ როგორ მიდის, საიდანაც გაქცევას ვცდილობ?!
ტესტებს ვამოწმებ და ვინაიდან ახალს ჯერ კიდევ წერენ, უმოქმედობა ინსტაგრამისკენ მიბიძგებს.
თავს ვებრძვი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტელეფონით ხელში, ბედნიერად ვსქროლავ.
როგორც ველოდი, მისგან არანაირი სიახლე არაა.
ნეტავ ახლა რას აკეთებს...
რა მოხდებოდა, რომ ამის გაგება მაინც შემეძლოს.
უცნაურია, მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად მჯერა იმის, რომ ჩემზე ფიქრობს და საკუთარ სიტყვებს ნანობს.
მირჩევნია, უბრალოდ დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ არ მომწერს, არც დამირეკავს და მითუმეტეს შემხვდება, ვიდრე დღეების განმავლობაში ტყუილად ველოდო.
ლოდინი საშინელი რამაა.
ტყუილად ლოდინი ხომ საერთოდ.
ბავშვები ტესტებს ამთავრებენ და ჩემი გონება, დროებით ისევ გამოდის მასზე ფიქრებიდან, უფროსწორად ვაიძულებ.
მიუხედავად იმისა, რომ კონცენტრაციის მოკრება არასოდეს ყოფილა ასეთი რთული, ნაწილობრივ გამომდის და ეს, დასტურია იმისა, რომ თუ აქამდეც ვცხოვრობდი მისი ხმის გარეშე, ეს მომავალშიც შესაძლებელია...
***
იქიდან გამომდინარე, რომ დრო ძალიან ნელა გადის, საკუთარი თავის ბოლომდე დატვირთვა გადავწყვიტე.
ჯერ სახლს ვალაგებ, მერე ჩემს ოთახს. ამასობაში, დედას სამუშაო საათებიც სრულდება და დაპირებული საუბრისთვის თავის არიდებას რომ არ ვცდილობ, სახეზე კარგად შესამჩნევი გაკვირვება ეხატება.
სიმართლე რომ ვთქვა, მე თვითონაც არ ვიცი, რას ველაპარაკები.
ჯერ ფეხბურთზე ვსაუბრობ ზერელედ, მერე ვაკოს ტრამვაზე გადავდივარ, რომელიც როგორც აღმოჩნდა სერიოზული ყოფილა.
უტიფრად ვცრუობ, რომ ჩემი უძილობისა და გამოთიშვის მიზეზი მთლიანად ისაა და პირველად, ისე საშინლად მაწუხებს სინდისი რომ ვატყუებ, შინაგანად მგლეჯს.
იმის მიუხედავად, რომ მინდა სიმართლე ვუთხრა, მასზე საკუთარ თავთანაც ვერ ვლაპარაკობ.
ან კი რა მაქვს სათქმელი, იცის, რომ მასზე შეყვარებული ვარ, მაგრამ მას ეს ჩვეულებრივი სელებრითის ან მომღერლის სიყვარული ჰგონია და ჯობია ეს თავადაც დავიჯერო უკვე.
მეტის მოლოდინის შემთხვევაში, გული ნაწილებად დამეშლება.
გუშინდელისგან, უკვე ისედაც აქვს ბზარი.
არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ თავს მანებებს.
ხასიათზე უკვე არაგიშავსო.
ჰო, მსახიობობა ყოველთვის შესანიშნავად გამომდიოდა.
ერთად ვვახშმობთ და მერე, დასაძინებლად მივდივარ.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ გამომივა, მაგრამ ცდად მაინც ღირს...
***
დღეები ისე მიფრინავს, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ. არ ვიცი, იმ შენელების შემდეგ, დრომ მართლა მოუჩქარა თუ მე დავიტვირთე თავი ზედმეტად, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
იმის მიუხედავად, რომ მასზე ფიქრები შიაგადაშიგ მაინც მიტევს, ვცდილობ დასაწყისს არ დავუბრუნდე.
ის არ ნანობს.
ძალიან რთულია ამის გათავისება, მაგრამ სხვანაირად რომ იყოს, ჩემთან ლაპარაკს შეეცდებოდა და თუ არ მოვიდოდა, მომწერდა მაინც, მაგრამ არა...
გული მიკვდება და ყოველ ჯერზე, როცა თავისუფალი რამდენიმე წუთი მაინც მიჩნდება, საშინლად მეშინია იმის, რომ თავს ვერ შევიკავებ და უადგილო სიტუაციაში ავტირდები.
ასეთი ემოციური არ უნდა იყო ადამიანი და არც ასე უნდა მიიტანო ყველაფერი გულთან.
რას მიიღებ იმის გარდა, რომ საკუთარ თავს გაინადგურებ?!
ლექციების შემდეგ, პირდაპირ ვაკოსთან მივდივარ. კარგა ხანია, რაც გამოწერეს, მაგრამ დამეფიცება, იმ ღამით, ტრამვის ხარისხის გაგებამდე, საავადმყოფოშიც კი უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე ახლაა.
ექიმები ამბობენ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ივლისში ითამაშოს, ის კი, ვერაფრით ეგუება ამას.
ყველანაირად ვცდილობ დავაწყნარო, გვერდით ვედგე, მაგრამ არ მისმენს და ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა აქვს იმას მიმეორებს, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია.
ძალიან მეშინია, რომ დეპრესიაში ჩავარდება და ამაზე, ბიძიასაც ვეუბნები ერთ-ორ სიტყვას.
თუმცა, განსაკუთრებული იდეებით არც ის გამოირჩევა და უკვე ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავად უნდა მოვიფიქრო, როცა ჩანთაში ამღერებული ტელეფონი, უცხო ნომრიდან შემომავალ ზარს მატყობინებს.
დაუფიქრებლად ვპასუხობ და უკვე ვემზადები იმისთვის, რომ ნომრის არასწორად აკრეფა ვახარო, მაგრამ...
- ალექსანდრა, გამარჯობა.
ჩემი სახელი იცის, მე კი მისი ხმა საერთოდ არ მეცნობა.
- გამარჯობა.
- მე გუგა ვარ, თორდია.
თორდია? მე ვისაც ვფიქრობ, მართლა ის თორდია?
თვალები ლამის შუბლზე ამივიდეს. ჩემი ნომერი საიდან გაიგო, ან, რას მირეკავს. წამში იმდენი კითხვა მებადება, წარმოდგენა არ მაქვს რომელიმე ავარჩიო თუ რამე სხვა მოვიფიქრო.
- ნაკრებიდან. - თითქოს, ჩემი ფიქრები ზუსტად გამოიცნოო. ამ ერთი სიტყვის დამატებით, საბოლოოდ მიდასტურებს იმას, რომ არ ვცდები.
- ჰო, მივხვდი. გისმენ...
- მოკლედ, ხვალ ხომ ვაკოს დაბადების დღეა. იტოკში, მინდა რამე გავაკეთოთ რა, რომ გაეხარდეს. შალვას ვუთხარი და მე მასეთების არაფერი გამეგება ალეს უთხარიო. მეც ვიფიქრე, რადგან თქვენ მეგობრები ხართ, შენც აპირებ რაღაცას და თუ ერთად გავაკეთებთ ორგანიზებას, მგონი უკეთესი გამოვა.
რას ფიქრობ? რავი, კაროჩე თუ მარტო გინდა გაკეთება...
- არა, არა. მომწონს იდეა, ერთად მართლა უფრო კარგი გამოვა.
- ხო, ბიჭებსაც ვეტყვი. ისე უნდა ვქნა, რომ ყველა მოვიდეს ნაკრებიდან, იმედია ყველა ქალაქშია და უარს არავინ მტკიცავს.
ოდნავ მეღიმება.
- მოკლედ, მე რომ ბიჭები მოვაგროვო, ხვალისთვის რესტორანს ან რამე კარგ ადგილს იპოვი?
- კი, რამდენიმე ვარიანტი მაქვს.
- შესანიშნავი. დღეს რომ ეგ მოაგვარო, ხვალ დილას დაგირეკავ და შევხვდეთ. გაფორმებას და ასეთებს საღამომდე მოვასწრებთ მგონი.
- ფოტოებს გამოგიგზავნი და ერთად ავარჩიოთ. მერე დავურეკავ
- აა, ბაზარი არაა. დროებით მაშინ.
- დროებით. - სწრაფად ვუთიშავ და სახლში შესვლამდე, კიდევ ერთხელ, ღრმად ვაუნთქავ.
ხვალ...
გამოდის, რომ ჩვენ ხვალ შევხვდებით...
***
იმის მიუხედავად, რომ სახლში მისვლისთანავე ვიწყებ ადგილის ძებნას, მაინც ვერაფერს ვარჩევთ. უფროსწორად, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული აქამდე ათასჯერ ავარჩევდი, მაგრამ ეს თორდია, ისეთი ჩამოუყალიბებელი და წუწუნა ვინმე აღმოჩნდა, მიკვირს, ნაკრებშიც თუ ასეთია, მის ახირებებს როგორ უძლებენ.
ხან ადგილმდებარეობა არ მოსწონს, ხან ვიზუალურად, ხან შიგნით ფართი.
ამის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანი ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასო.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი იყო?
ჩანგალზე, უბრალო ჩანგალზე მეუბნება, მანდ ნამყოფი ვარ და არ მომწონსო, მაგათ რაღაცნაირი დანა-ჩანგალი აქვთო.
როგორ უნდა დაიწუნო რესტორანი დანა-ჩანგლის გამო? იქ რა, საჭმელად მიდის?
ნერვები მეშლება და თანაც იმდენად მეშლება, რომ უკვე თავს ვეღარ ვთოკავ და უშველებელ ესემესს წამში ვკრიფავ, თუმცა გაგზავნამდე მომდის მისი შეტყობინება და ჰოი საოცრებავ.
ამბობს, რომ ადგილი თავად იპოვა.
ჯანდაბას, თუ მისი მოსაწონი საერთოდ რამე გამოჩნდა, წინააღმდეგი როგორ ვიქნები.
სწრაფად ვშლი ჩემს დაწერილ შეტყობინებას და ვთხოვ, რომ მანახოს, მაგრამ დილამდე მოითმინეო.
არა, ეს მე მიწყობს სიურპრიზს თუ ვაკოს?!
წინააღმდეგობის გაწევას აღარ ვაპირებ, კარგი ძილი და უაზრო ფიქრებისაგან გათავისუფლება მჭირდება.
სხვა შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ ხვალინდელ დღეს ემოციურად ვერ გავუმკლავდე.
ღმერთო, ხვალინდელი დღე...
***
სიურპრიზი.
სხვისი არ ვიცი და ცხოვრებაში, მე ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან.
განსაკუთრებით მაშინ მაინც, როცა იცი, რომ რაღაც უნდა მოხდეს და არ იცი რა. როგორც წესი, ამ დროს ყველაფერზე ვფიქრობ და არაფერი მართლდება - ხოლმე.
რაღა თქმა უნდა, დღევანდელ შემთხვევას რა გამოარჩევდა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თორდიას მიერ გამოგზავნილი მისამართი არცერთ რესტორნამდე არ მიმიყვანს და ასეც ხდება.
ტაქსის მძღოლი, შუაგულ ბუნებაში აჩერებს და კმაყოფილი სახით მიყურებს სარკიდან.
სხვა გზა არ მაქვს, გადმოვდივარ და ღმერთს ათასჯერ მაინც ვწირავ მადლობას იმისთვის, რომ კეტები ჩავიცვი.
მოვკლავ...
ამ წამს, ჩემში არსებული ბრაზი კვადრატში ადის და მარტო ის კმარა, რომ სადმე გამოჩნდეს - უკვე განწირულია.
ღმერთო, სად უნდა ვიპოვო ასე მოკლე დროში რესტორანი?
არა, როგორ დავუჯერე ამ ბიჭს.
ღირსი ვარ, რაც მომივა.
უმისამართოდ ვტრიალებ და ვცდილობ, მოშორებით მყოფი ცხენების თავლის გარდა, კიდევ რამე აღმოვაჩინო.
მაგრამ არა, რა უნდა აღმოაჩინო რაც არ არის.
ნერვებმოშლილი პირდაპირ იმ ერთადერთი შენობისკენ მივდივარ და როგორც ჩანს, არც ტყუილად.
ნელ-ნელა, ჩემს წინ ხედი იცვლება და უზარმაზარი, ნახევრად ჩამონგრეული თავლის უკან ისეთი სახლი ჩნდება, მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
თუმცა რად გინდა, გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არაა და ამ ცხენების უმისამართო ჭიხვინი ისეთი გამაღიზიანებელია...
- ალე - ისე მოულოდნელად მახებს ზურგზე ხელს, შიშისგან მგონი ჰაერში ვხტები.
არა, მაინც საიდან გაჩნდა.
წამის წინ ხომ საერთოდ არავინ არ იყო. ნერვებმოშლილი ვტრიალდები და ამ წამს, ისიც კი არ მაინტერესებს ვინაა, რას წარმოადგენს, პირველად ვხედავ პირისპირ თუ რა, მთელი ძალით ვურტყამ მკერდზე ხელს და ისეთი ინერციით მიდის უკან, თავს ძლივს იკავებს რომ არ გადავარდეს.
- დეგენერატი ხარ?! შეიძლება ადამიანს ასე მიეპარო და შეაშინო?! ფეხებში გამიარა, უტვინო ხარ ამხელა აყუდებული ბიჭი!
- შენი ძალა მქონდეს, ფეხბურთში რაღა მინდა... - სახედამანჭული იზელს ნატკენ ადგილს.
- თუ არ გეყო, შემიძლია დაგიმატო! - ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები, თუმცა ელვის სისწრაფით იხევს უკან.
- არა, გოგო. გააფრინე? იმისთვის არ მიწვალია, რომ შენ დამალურჯო.
- ვაიმე, საწყალი. აღარ მოეწონები გოგოებს?
- კარგი რა, ალე. მე შენ ასეთი არ მეგონე - წარბებს კრავს და ისეთ სერიოზულ სახეს იღებს, თითქოს მხოლოდ მე ვიბავშვე და დავარტყი.
თვითონ კი მამა აბრამის ბატკანი მყავს.
- არც მე არ მეგონე ასეთი. რომ მითხარი ადგილი ავარჩიეო, დაგიჯერე და დავიძინე. შენ რა გააკეთე, ეს ადგილი აარჩიე? - ხელებს ჰორიზონტალურად ვშლი - რა გავაკეთოთ, ცხენების თავლა მოვრთოთ?
- ჯერესერთი, პატივისცემით მოეპყარი ჩემს აგარაკს. შენს უკან სახლია, სხვათაშორის და ყველაფერს იქ გავაკეთებთ.
- კიდევ რა გინდა. ეს მიყრუებული ადგილი არ მომწონს, ტაქსის მძღოლმა რომ შუაგულ ტყეში დამტოვა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ აქედან ვეღარ გავაღწევდი.
- ტაქსის მძღოლმა კილომეტრით შორს ჩამოგსვა, რა ჩემი გადასახადია.
- გუგაა - ღრმად ვსუნთქავ - აქ ტელეფონიც კი ალაგ-ალაგ იჭერს.
- ტელეფონთან რა გინდა, მთელი საღამო გავერთობით და მერე, აქ დარჩება ყველა, მთვრალები რომ აღარ წავიდ-წამოვიდნონ, ასე უკეთესია. ვერ ვხვდები, რა არ მოგწონს.
ღრმად ვოხრავ.
- გუშინ რატომ არ მითხარი?
- გითხარი, რომ ადგილი ვიპოვე. ფოტო გინდოდა და 'სპეციალნა' მაგისთვის ხო არ ამოვიდოდი 2 საათის სავალზე რომ სახლისთვის ფოტო გადამეღო.
თან... სიურპრიზი გამოვიდა.
- შენი ჭირიმე, მაგ სიტყვას ნუღარ ახსენებ.
- წამოდი, განახებ, ყველაფერი მოიტანეს უკვე.
- მომისმინე. - უკვე სახლისკენ მიმავალს მკლავში ვაფრინდები - თუ არ მომეწონება...
- მოგეწონება.
***
სახლში იმდენად იმედგადაწურული შევდივარ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება იქ რამე კარგი დამხვდეს, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, თვალწინ ისეთი რაღაც მეშლება, აქამდე მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში რომ მქონდა ნანახი.
აი რას ნიშნავს ფული...
და აი როგორ აშტერებს ადამიანს ფული.
მართალია, ყველაფერი იდეალურია, მაგრამ ამ ტყე-ღრეში რომ არ შემოხინწულიყო, სხვა ადგილი დავიჯერო ვერ ნახა?
მისაღებს, მარჯვენა მხრიდან მთლიანად მინის კედელი ამშვენებს, რომელიც პირდაპირ ბაღს გადაჰყურებს და თურმე, გასასვლელიც აქედან ყოფილა და ვერ შევამჩნიე.
სწრაფად აღებს თორდია კარს და ამაყად მითითებს უზარმაზარი აუზისკენ, რომელსაც ჰგონია რომ იგნორი გავუკეთე, არადა უკვე ათასჯერ მაინც გავზომე თვალით.
- ყველაფერს აქ მოვაწყობთ. - ხელებს შლის - მაგიდები უკვე გააფორმეს, ჩვენ მხოლოდ ბუშტები უნდა გავბეროთ.
- ბუშტები?
- ხო რა იყო, ცუდი იდეაა?
- ზედმეტად ბავშვური მგონია. - მაგიდაზე მიმოფანტული თეთრი ბუშტებიდან, ერთ-ერთს ვიღებ და ხელში ვათამაშებ.
- ბავშვური რომ არ იყოს, იმიტომ არის ყველა თეთრი.
აღარაფერს ვეუბნები.
მიუხედავად იმისა, რომ მაგიდები მართლა შესანიშნავადაა გამფორმებული, მაინც სჭირდება ამ ადგილს რაღაც, რაც გამოაცოცხლებს.
მართალია ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამაში ბუშტები დამეხმარებოდა, მაგრამ მგონი არც ისე ცუდი გამოვა.
ყოველ შემთხვევაში ცდად მაინც ღირს.
ჩანთას და მოსაცმელს გვერდით ვდებ და... ვიწყებთ.
ბუშტების გაბერვის პარალელურად, საღამოს მენიუს მაცნობს.
თავიდან მგონია, რომ ეს 10 წუთზე მეტს არ წაიღებს, მაგრამ რომ აღარ ჩერდება, უკვე ვეჭვობ, რომ მთელი რესტორანი აქ ამოიტანა და სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოში გადასამოწმებლად.
ბატივით მიყურებს და იმის მაგივრად, რომ მიხვდეს და მითხრას სად არის, მელოდება უკან როდის დავბრუნდები და ვეტყვი 'რა სულელი ვარ, სამზარეულო რომ არ ვიცი სად არის? მითხარი.'
მაგრამ რა თქმა უნდა მე, ჩვეულებრივ ბანალურ ტექსტებს არ ვიყენებ და იმის მიუხედავად, რომ უკან მობრუნება მართლაც მიწევს, სრულიად სხვა რამეს ვეუბნები.
- სულელი ხარ, ამხელა ბიჭი. ვერ უნდა მიხვდე, რომ სამზარეულო მაჩვენო?
საპასუხოდ, რაღაცას ბურდღუნებს თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ჯენტლმენურად ვუთმობ გზას კარებში.
შესვლამდე კიდევ ერთხელ მიმეორებს, შიგნით ყველაფერი ერთმანეთზე ყრიაო, თუმცა თვალებს ვუქაჩავ და კარს აღებს.
აღებს და...
ღმერთო, ამ ბიჭს მართლა არ აქვს თავში ტვინი. სამზარეულო კი არა, საწყობია, ეს კი ბუშტებს მაბერინებდა.
სასწრაფოდ ვაგდებ გარეთ და იმ იმედით, რომ ყველაფერს მოვასწრებ, დალაგებას ვიწყებ...
***
დრო ისე გარბის, ვერც კი ვამჩნევ.
ხან სამზარეულოში ვარ, ხან მისაღებში, ხან საერთოდ ბაღში და თორდიას რომ კარგად გაკეთებული ჰგონია, მეორედ ვაკეთებ.
ვაღიარებ, მართალია მთელი დღე ვკინკლაობთ, მაგრამ ამასობაში, უფრო უკეთაც ვიცნობ და ვხვდები, როგორ შეიძლება მასთან საერთო ენის გამონახვა (თუ დამჭირდა)
ბოლოს, როგორც იქნა ყველაფერს ვამთავრებთ და გადაქანცული რომ შემოვდივარ სახლში, მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ უკვე ბინდდება.
არანაკლებ დაღლილია თორდიაც, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა აპირებს რომ დივანზე მიესვენოს, კარზე კაკუნი ჰაერში აჩერებს.
- ვა, უკვე მოვდნენ? - თვალებგაფართოებული დაჰყურებს მაჯაზე არსებულ საათს - ხო არ ღადაობ, ჯერ არც გამომიცვლია.
- დამშვიდდი, ეს ანუკი იქნება. - მისგან განსხვავებით, საერთოდ არ ვაპირებ ადგომას - გაუღე ახლა, მასპინძელი შენ ხარ.
- ანუკი ვინაა?
- დაქალია ჩემი. ვაკოს კლასელი.
ასე ნუ მიყურებ, მე მივწერე, რომ ცოტა ადრე მოსულიყო, მჭირდება.
- ლამაზია?
- გუგა!
- კაი, რა იყო. გამომეცვალა მაინც... -ისევ ბურდღუნით მიდის კარისკენ.
მის საქციელზე, ღიმილის შეკავება უბრალოდ შეუძლებელია.
იმის მიუხედავად, რომ წელი ძალიან მტკივა, მაინც ვდგები ფეხზე. მაინტერესებს, როგორ მოხდება მათი პირველი შეხვედრა, თუმცა ორი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ორივენი მისაღებში შემოდიან.
ნუთუ?!
მგონი, უკვე დროა რომანტიკული სერიალების ყურება შევწყვიტო.
ძალიან ჩამოვშორდი რეალობას.
- ალე, რაშვები? - კაკუნით მიახლოვდება და სანამ გადამკოცნის, უკვე ვგრძნობ მის სუნამოს სურნელს, რომელიც ყოველთვის განგებ მოსდის ზედმეტი.
თეთრი ატლასის კაბაში, უბრალოდ ბრწყინავს, მისი წაბლისფერი თმის ქერად შეღებილი ბოლოები კი იდეალურად ერწყმის მის დღევანდელ 'ლუქს'.
ვაღიარებ, ამ გოგომ ყოველთვის იცის, როგორ უნდა ჩაიცვას.
- გელოდებოდი - ოდნავ ვუღიმი - როგორც ყოველთვის, ანათებ.
- მადლობა სიხარულო, მალე შენც გაანათებ. - ხელში მოქცეულ პარკს მიფრიალებს და უკვე ვხვდები, რომ ეს ის არ არის, რისი მოტანაც მე ვთხოვე.
- წამოდი, მომზადება დავიწყოთ. ცოტა დრო გვაქვს - მკლავში მაფრინდება და თითქმის ძალით მიმათრევს კიბისკენ.
- სიხარულო, ნებისმიერი ოთახი გამოვიყენოთ? - ახლა გუგას უბრუნდება, რომელიც როგორც ვატყობ ჯერ კიდევ მისითაა 'გაშტერებული' და მხოლოდ მას შემდეგ ცოცხლდება, როცა მკლავზე ვკრავ ხელს.
- ჰო, ისა, კი. სადაც გინდათ.
- კარგი, ოქრო. - ჰაეროვან კოცნას უგზავნის და სწრაფად მიმაქანებს ზედა სართულისკენ.

***
იმის მიუხედავად, რომ ანუკის კარგი გემოვნება აქვს, მაინც იმ კაბის ჩაცმა მერჩივნა, რომელსაც ვგეგმავდი.
არ მიყვარს ეს ზურგზე ამოღებული და მოშიშვლებული რაღაცეები, მაგრამ არა, მას თუ დავუჯერებთ, სწორედ ამაშია მთავარი ხიბლი.
სხვა გზა რომ მქონდეს, ან ჩემი არჩეული მეორე კაბაც წამოეღო, რა თქმა უნდა ამას არ ჩავიცვამდი, მაგრამ ეს რომ შესანიშნავად იცოდა, იმიტომაც დამტოვა წითელი მოკლე კაბისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ამარა.
რაღაც მხრივ, საკუთარი თავი ასეთი განსხვავებული მომწონს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თმას მისწორებს და მომზადების ცერემონიას მსუბუქი მაკიაჟით აგვირგვინებს, მაგრამ ძალიან მეუცნაურება და არც თავისუფლად არ ვარ, ეს კი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა.
განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ძალიან ლამაზი ვარ და სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მე არასდროს მდომებია ამ მსხვერპლის გაღება და ახლაც, უბრალოდ იძულებული ვარ ქუსლიანი ფეხსაცმლით ვიტანჯო.
ძლივს ჩავდივარ კიბეებზე. ანუკი კი ისე იქცევა, თითქოს კეტები ეცვას.
დაფარფატებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მართლა დაფარფატებს.
ქვემოთ, უკვე თითქმის ყველა შეგროვილი გვხვდება.
მგონია, რომ მხოლოდ კვაშილავა დარჩა მოსასვლელი, მაგრამ საზეიმოდ გაწყობილ ბაღში რომ გავდივართ და ისიც იქ გვხვდება, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
მაშინვე მისკენ მირბის ანუკი და ისეთი ძალით ეხუტება, ნახევრად ყავარჯენზე დაყრდნობილი ლამის ამოატრიალოს.
- დის გულო, დაიკოს ერთადერთო, გილოცავ, სულ წინსვლა და წარმატება გქონდეს.
- მადლობა, ან, მადლობა. - ძლივს იშორებს და თავისუფალი ხელით მაგიდას ეყრდნობა.
- ვაკო, გილოცავ. - ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ანუკისგან განსხვავებით რაც შემიძლია ფრთხილად ვეხუტები.- მალე გამოჯანმრთელებას და ნაკრებში დაბრუნებას გისურვებ.
- გაიხარე, იმედია ასე იქნება. - ოდნავ ეღუშება სახე და ყავარჯენს ასწორებს.
- საჩუქრები ბოლოსო და სანთლებს რომ ჩააქრობ მაშინ მოგცემ - თვალს უკრავს ანუკი.
საპასუხოდ, ოდნავ უღიმის და მოახლოებულ თორდიას წამიერად ავლებს თვალს.
- აბა როგორ მოგწონს იუბილაარ?! - მხიარულად დგება ჩვენ შორის.
- კარგია, ყოჩაღ თქვენ.
- ალე დამეხმარა, მარტო ვერაფერს ვიზამდი. - კმაყოფილი ღიმილით მისწორებს მზერას. - ხო მართლა, რამდენის გახდი?
- 28
- ოო, ბერდები ძმაო. კაი ცოლი გინდა ახლა შენ, მამობისთვის შესაფერისი ასაკი გაქვს.
- ნუ ბოდავ. - მაშინვე თვალებს უქაჩავს.
ოდნავ მეღიმება მათ წაკინკლავებაზე, რომელსაც რაღა თქმა უნდა, კიდევ აგრძელებენ, თუმცა ამასობაში, ტაბაზე მიჩქმალული ფიქრები იწყებს ჩემში გაღვიძებას და ვეღარ ვუსმენ.
თითქმის ყველას ვცნობ ნაკრებიდან, მაგრამ ის არსად არაა.
ნუთუ არ მოვა...
არც მინდა, თორდიას ვკითხო.
ვიცი, რომ რაღაცას შეთხზავს.
თუმცა ჩემდა გასაოცრად, საკუთარი ინიციატივით ახსენებს და წამსვე გადამაქვს ყურადღება მასზე.
- ტაბამ სად ხართო, ბიჭო. - გაოცებული მზერით ჩაჰყურებს ტელეფონს. - წავალ გავხედავ, დაიკარგნენ ეტყობა.
ეს გველესიანი რაღამ გამოატვინა, ცხრაჯერ არის აქ ნამყოფი.
- ღამეა, ღამე. - მგონი პირველად, ყველაზე გულწრფელად იღიმის კვაშილავა.
- ლამპიონებს ვერ დავუდგამდი ახლა. -უკვე კარისკენ მიმავალი, მხოლოდ წამიერად ტრიალდება.
- შენ ადვილად მოაგენი? - დიდი ინტერესით ეკითხება ანუკი.
- გვაზავამ მომიყვანა. მარტო რომ ვყოფილიყავი,არ ვიცი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ადვილად ვიპოვიდი.
რა თქმა უნდა შემიძლია, ამ საუბარში თავისუფლად ჩავერიო, მაგრამ შინაგანად ისეთი ფორიაქი მეწყება, ზუსტად ვიცი, რომ სიტყვებს ერთმანეთზე ვერ გადავაბამ.
ახლა მოვა...
შემოვა...
ვნახავ. თუნდაც შორიდან...
ეს ყველაფერი, იმდენად უცნაურ შეგრძნებას იწვევს ჩემში, ადგილზე ვეღარ ვჩერდები და მიუხედავად მათი დაბნეული მზერისა, სწრაფად ვუვლი გვერდს.
წარმოდგენა არ მაქვს, სად მივდივარ.
ასე რომ, ძალიან სწრაფად რომ არ მომივიდეს აუზისთვის წრის დარტყმა, წამსვე ვანელებ ნაბიჯს.
ირგვლივ უამრავი ადამიანია და ყველა იმდენადაა საუბარში გართული, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმე ჩემს ჩამოუყალიბებელ სიარულზე გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა ჩემზე ორი თავით მაღალი რომ სრულიად მოულოდნელად მიღობავს გზას, უნებურად ვკრთები.
მართლა ვერ ვცნობ და ეს, იმდენად ახალისებს საერთოდ არ მალავს ღიმილს.
ერთი მარტივი მოძრაობით იხსნის სათვალეს და თვალს მიკრავს.
არარსებობს...
- ალე, როგორ ხარ?
ბოლო წამამდე მქონდა იმედი, რომ ის არ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო, ეს მცირე იმედიც გაქრა.
- კარგად. - ვცდილობ ნაძალადევად გავუღიმო.
- არ მეკითხები, მაგრამ მეც კარგად ვარ. - ირონიულად იღიმის.
არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ამ ადამიანს, სკოლის შემდეგ ისევ შევხვდი.
ბექა. ბიჭი, რომლის გამოც ვაკომ კალათბურთის ბურთი, მთელი ძალით გამომიქანა ცხვირში. რომელიც ვერა და ვერ გაძღა ჩემი ჩაგვრით. რომელმაც მთელი კლასი აამხედრა ჩემს წინააღმდეგ და მათ სათამაშოდ მაქცია.
არა, არ უნდა მიმეცა თორდიასთვის იმის უფლება, რომ კლასელებისთვის მარტო დაერეკა. დარწმუნებული ვარ, ვაკომ ვერაფერი უთხრა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ვართ, ხომ არ გააგდებდა.
- მშვენიერია. მეჩქარება, გაიწიე. - ვცდილობ გავიარო, მაგრამ მკლავზე მკიდებს ხელს და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- ვიცი და გამიშვი თუ შეიძლება.
- ნარციზმი? - კვლავ ირონიულად ტეხს ტუჩის კუთხეს.
- ნარციზმის ღმერთი შენ ხარ. ვერ შეგედავები.
- შემიძლია, შენი ღმერთიც ვიყო.
- ვინ გთხოვს მაგას?
ისევ ეცინება.
მისი თითოეული ქცევა, უკვე იმდენად აუტანელია, წამიც აღარ მინდა მის გვერდით გაჩერება, მაგრამ ზუსტად ამ წამს გამირბის თვალი კარისკენ და... ვშეშდები.
ზუსტად ისეთი, ჩვეული ქარიზმით შემოდის, როგორ დინამოზე.
მარცხენა ხელით, სწრაფად ისწორებს ოდნავ აბურდულ თმას და პირდაპირ კვაშილავასკენ მიდის.
უკან, მაღალი შავგვრემანი გოგო მოჰყვება. თავიდან მგონია, რომ ის გველესიანთანაა, მაგრამ მასაც რომ მოჰყვება უკან გოგო და თანაც, ხელს რომ ჰკიდებს, უკვე გასაგებია, რომ მარტო არცერთი არ მოსულა.
მხიარულად ეხვევიან იუბილარს და შემდეგ, ყველა წინ უდგება.
იმის მიუხედავად, რომ მე მხოლოდ მის ღიმილზე მეკეტება ჭკუა, მას იმ გოგოს ღიმილზე ეკეტება, რომელსაც სწრაფად ხვევს წელზე ხელს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შიგნიდან რაღაც ჩამწყდა.
არ ვიცი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმომედგინა.
ყველაფერი კი არა, არაფერი არ არის.
ამიტომ არ უნდა იცხოვრო ფანტაზიებში და რამდენად მწარეც არ უნდა იყოს რეალობა, ყოველთვის მხოლოდ მას უნდა შეხედო პირისპირ.
- ოო, რთულადაა საქმე.
ყრუდ ჩამესმის ბექას ხმა და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ამდენი ხანია ისევ მის გვერდით ვდგავარ და რა თქმა უნდა, თვითონ არც უფიქრია წასვლა.
- ტაბატაძეს 'ქრაშავ'? - თითქმის ყურში მეჩურჩულება და უკვე, მოთმინების ფიალა მევსება.
- თავიდან მომწყდი, ბექა! - წასვლას ვაპირებ, მაგრამ ისევ წინ მიდგება.
- იცი ასე რატომ ხდება? არ იცი, თავი როგორ მოაწონო.
- შენ უნდა გკითხო რჩევა?! - ორნიულად ვუღიმი და ხელებს ვიკრეფ.
- მაინც არ მოგცემ. მისთვის ზედმეტად კარგი ხარ.
ღრმად ვოხრავ და ზუსტად იმ წამს, როცა კარგად უნდა გავლანძღო, თორდია მუსიკებს რთავს და წამში, ყველა გართობის სხვა ნოტაზე გადადის.
- ვიცეკვოთ? - ხელს მიწვდის.
- მეტი საქმე არ მაქვს! - გამოწვდილ ხელს ძლიერად ვუკრავ და როგორც იქნა, მისთვის გვერდის ავლის მცდელობა წარმატებულად გამომდის.
აღარ მომყვება.
არ ვიცი, რა მიზეზით მაგრამ ასე რომ არ გაჩერდება, ფაქტია. მე კი ის აუცილებლად უნდა მოვიშორო თავიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საღამოს ჩაშხამება გარანტირებული მაქვს.
ყველა ცეკვას იწყებს, შესაბამისად, ვეღარც ანუკის ვპოულობ და ტაბაც, ისე ქრება თვალსა და ხელს შუა, თითქოს აქ არც კი ყოფილა.
ალბათ, თავის გოგოსთან ერთად ცეკვავს სადმე.
ღმერთო, ამას ნუ დამანახებ რა იქნება...
საერთოდ აღარ ვიყურები მათკენ და ცენტრში არსებულ დივანზე, ვაკოს ვუჯდები გვერდით.
ისეთი ხმაურია, ლაპარაკი რომც დავიწყო, ზუსტად ვიცი, ვერაფერს გავაგონებ და უბრალოდ ვუღიმი.
საპასუხოდ, ისიც იმავეს აკეთებს და ჭიქაში არსებულ სასმელს, ბოლომდე ცლის.
რა თქმა უნდა, ყავარჯენი რომ არა, პირველი გაიქცეოდა საცეკვაოდ, მაგრამ ვინაიდან მდგომარეობა ხელს არ უწყობს, ცდილობს ყურადღება დალევით გადაიტანოს.
ო, ღმერთო, ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე?
ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გამოვიყენო ის, რომ არ ვთვრები?
თითქოს, ჩემი ფიქრები წაიკითხაო, სწრაფად ასხამს ჭიქაში სასმელს და მიწვდის.
დაუფიქრებლად ვართმევ, მაგრამ მასთან ერთად დალევის ნაცვლად, ვდგები.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მოუსვენრობა, ძალიან ცუდად დამჩემდა.
წინ და უკან ვიწყებ სიარულს, თუმცა ესეც აღარ მშველის და საბოლოოდ ერთ-ერთ პატარა, მრგვალ მაგიდასთან ვჩერდები.
უკვე ყველაფრის იმედი გადაწურული მაქვს. მარტო ვიყავით და არ მიმჩნევდა, ამდენ ხალხში შემამჩნევს?
უბრალოდ შეუძლებელია, დღეს ჩვენი საუბარი შედგეს და დროა, ამას შევეგუო.
ოდნავ ვხუჭავ თვალებს და ჭიქას, ნახევრამდე ვცლი.
გონებაში, გეგმებს ვაწყობ, როგორ წავიდე ისე, რომ ვაკოს არ ეწყინოს.
ტაქსი უნდა გამოვიძახო.
სანამ აქამდე ამოაღწევს, ვაკოს დაველაპარაკები.
ტელეფონს ვიღებ, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა უნდა დავრეკო, შეხებას ვგრძნობ წელზე და დღეს, უკვე მერამდენედ შიშისგან მაციებს.
სწრაფად ვბრუნდები და ძლივს ვახერხებ ხელში ძალის შენარჩუნებას, რომ ტელეფონი არ გამივარდეს.
- რატომ არ ცეკვავ?
თვალებს თუ ვუჯერებდე.
განუწყვეტლივ ვაფახულებ, თუმცა ჩემს წინ, გამოსახულება არ იცვლება.
მართლა ის არის...
ამღვრეული მზერით, დაჟინებით მაქცერდება თვალებში და გონება ისე მებინდება, ძლივს ვახერხებ პასუხის დაბრუნებას.
- არ მინდა.
ოდნავ მიქნევს თავს. მერე, ხელს მიშვებს და ისევ თმას ისწორებს.
- დავილაპარაკოთ?
- რაზე...
ოდნავ ეღიმება და პასუხის ნაცვლად, უბრალოდ თვალით მანიშნებს რომ გავყვე.
ვიძაბები.
მის თვალებში არც სინანული იყო და არც გულწრფელობა.
განა შეიძლება, რომ ადამიანი ასე ნანობდეს?
მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს ცეკვაში გართულ ხალხს და მაინც მივყვები.
სულერთია, ასე ვერ მოვისვენებ.
კითხვების დაღრღნას, ისევ მირჩევნია მოსმენილმა დამღრღნას, ზუსტად მაინც მეცოდინება რის გამო ვიტანჯები.
სახლში შედის, იქიდან კი ქრება.
ადგილზე ვტრიალებ.
არა, სრული სიცარიელეა.
უკვე მგონია, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო, თუმცა სამზარეულოდან, ხმაური მესმის და რა თქმა უნდა ისე ვერ ვჩერდები, რომ არ შევამოწმო.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები კარს, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო ჩუმად ნამდვილად არ გამომდის.
ისედაც ნახევრად ღიას, ბოლომდე ვაღებ და... არა, წარმოსახვა არ ყოფილა.
ოდნავ მიახლოვდება და ხელში არსებულ ღვინის ჭიქას მიწვდის.
ვართმევ, თუმცა მისგან განსხვავებით დალევას არ ვჩქარობ.
- ალე, ალე... -უკუსვლით იხევს და მაგიდას ეყრდნობა, მერე ქვემოდან მიყურებს დაჟინებით და ის ირონიული ღიმილიც არ ავიწყდება.
სხვა შემთხვევაში, ალბათ მისგან ჩემი სახელის გაგონება მესიამოვნებოდა, მაგრამ ახლა, ისე ტონით მეუბნება, ცივი გაჟრჟოლების გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
- მთვრალი ხარ... - კითხვაც არ ყოფილა, უნებურად მცდება ბაგეებიდან სიტყვები.
როგორ აქამდე ვერ მივხვდი. მისი ამღვრეული თვალები, ეს ღიმილი.
წარმოუდგენელია, როგორ მოასწრო ასე მოკლე დროში.
- ეგ ხელს გვიშლის? - ისევ უაზროდ ეღიმება.
- კი. აჯობებს სხვა დროს ვილაპარაკოთ. - სწრაფად ვდებ ჭიქას მაგიდაზე და ზუსტად იმ წამს, როცა გასვლას ვაპირებ ელვის სისწრაფით სწყდება ადგილს, მკლავში მკიდებს ხელს და კარსაც ხურავს.
ჩვენ შორის არსებული მანძილი იმდენად მცირდება, გულს ვეღარ ვიმორჩილებ და უკვე იმდენად სწრაფად მიცემს, კაბასაც კი ამოძრავებს.
რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ რჩება. ფრთხილად მიშვებს მკლავიდან ხელს და კვლავ ირონიული ღიმილით, ზუსტად გულზე მადებს.
- ეს ჩემს გამო?
- არა. - დაუფიქრებლად ვცრუობ.
- ანუ, ყველას სიახლოვეზე ასე გემართება?
ჩემი მდგომარეობა იმდენად ართობს, რომ გაშვების ნაცვლად კიდევ უფრო მიახლოვდება.
სუნთქვა მეკვრის. ხვდება, მაგრამ განგებ ცდილობს უარესი დამმართოს, თითქოს აინტერესებს, სადამდე გავუძლებ.
- არადა... - ისევ ღიმილით იწყებს, თუმცა უკვე სიცილში გადაუდის და დროულად ვეღარ აგრძელებს. - გეფიცები, მეგონა ეხლა გამიჭედავს, არ გაპატიებო, მეტყვის - მეთქი. შენ კი... თურმე უბრალოდ მოგიახლოვდეს ადამიანი - ისევ ეცინება. - ასე ადვილად კარგავ თავს?
- შენსავით ორ ჭიქიანი მაინც არ ვარ. - ისე მკაცრად ვეუბნები, მე თვითონ მიკვირს.
წამსვე სერიოზულდება. რა თქმა უნდა, არ ელოდა და შესაბამისი რეაქციაც აქვს. ახლა, მე მეღიმება მის მზერაზე.
- შენი აზრით, მარტო ორი ჭიქა დავლიე?
- ვაიმე, მე ბოდიში. ერთმა დაგათრო?
მის თვალებში, უკვე კარგად შესამჩნევ ბრაზის ნაპერწკლებს ვხედავ და ისევ მეღიმება.
იმის მიუხედავად, რომ გული ჯერ კიდევ არ აპირებს დამშვიდებას, საქმეში ნელ-ნელა გონება ერთვება და მგონი ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა გამომდის.
- მიწვევ? - ისე სწრაფად მაკრავს კარს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ნამდვილად არ მეგონა, ამდენად თუ გაბრაზდებოდა.
- გამოდის, შენ ერთ გადაკრულ სიტყვაზე კარგავ თავს. - მისი სიახლოვე, მისი თვალებიდან გაქცევას მაიძულებს, მაგრამ მაინც ვეუბნები.
- ერთი ჩვენს ფეხბურთის გოგოს დამიხედეთ... - ისევ იღიმის, მაგრამ ზუსტად ვიცი, ახლა ნაძალადევად. - საიდან ამხელა გამბედაობა?
- ვინ ხარ, რომ შენს წინ გამბედაობა დავკარგო?
- ადამიანი, რომელზეც ჭკუას კარგავ.
ადამიანი, რომელზეც ისე ხარ შეყვარებული, მზად ხარ მის გამო ფეხბურთსაც კი უყურო. - კმაყოფილი ღიმილით ასრულებს წინადადებას.
გონებაში სრული ქაოსი იქმნება.
მიხვდა. როგორ მიხვდა?! დავიჯერო, მხოლოდ ჩემი გულისცემაა მიზეზი? გამორიცხულია, ის უბრალოდ მის ფან გოგონებში მაერთიანებს.
- შენ საერთოდ სად იყავი, მე რომ ფეხბურთს ვუყურებდი.
- ოოო, ერთი ამას დამიხედეთ. რაო, ტყუილები გამოგვდისო? - თვალს მიკრავს.
- მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად გამომგდის იმის დაჯერება რაც გინდა.- მისი ხელებიდან თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ ისევ მკლავით მიჭერს.
- ფეხბურთის სიყვარულში მედრები?
შენი აზრით ჩემზე დიდი ხანია...
- ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ქენქაძე იყო კაპიტანი. - წინადადების დასრულებას არ ვაცდი, ისე ვეჭრები.
მზერა ეცვლება. ზუსტად ვიცი, იმ დროს სკოლის მოსწავლე იქნებოდა.
- თუ არ გახსოვს, გაგახსენებ. ინტერვიუში თავად თქვი, რომ ფეხბურთი შენი გატაცება არასდროს ყოფილა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი შემტევი იქნებოდი.
როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდეს, ერეკლე ტაბატაძე...
ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები შოკში აგდებს, განსაკუთრებით იმ ინტერვიუს გახსენება, რომელიც, ალბათ, თვითონ ძლივს ახსოვს.
ზუსტად ამ წამით ვსარგებლობ, ხელს ვაშვებინებ და სწრაფად ვტოვებ სამზარეულოს.
1:0
მოგიწევს, ჩემს გამარჯვებას შეეგუო.
***
მას შემდეგ, რაც სამზარეულოს ვტოვებ, უცნაური გრძნობა იღვიძებს ჩემში. არ ვიცი, თითქოს აქამდე ხომ არაამქვეყნიურად მენატრებოდა მისი ხმა, ღიმილი, მაგრამ ახლა... სრული სიცარიელე მაქვს შიგნიდან.
რაც უფრო უკეთ ვიცნობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ მისი შინაგანი სამყარო, საერთოდაც არაა ისეთი, როგორიც წარმომედგინა და ეს მანადგურებს.
მაიძულებს, ახალი ალე შევქმნა.
ისეთი, რომელიც მასთან ყოფნისას იქნება საჭირო. მე კი ეს არ მინდა.
მე მე ვარ. მინდა, რომ ასეთი მიმიღოს.
მაგრამ თუ ასეთად დავრჩები, ჩათვლის, რომ ჩემზე ზემოდან გადავლა შეუძლია და ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა ექნება, ასეც მოიქცევა.
მინდა, რომ მისი ქცევა ალკოჰოლს დავაბრალო, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. ჩემი გრძნობების შესახებ გაიგო და ახლა, აბუჩად მიგდებს.
ღმერთო...
არა, მაინც ვერ ვხვდები საიდან გაიგო.
ვინმემ უთხრა, თუ ზედმეტად ბევრი მასზე შეყვარებული გოგოს გარემოცვაში ყოფილა და ინსტიქტი აუმუშავდა როგორ ამოიცნოს.
ლოგიკა არის, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც არ მგონია, რომ ამაზე იყოს ორიენტირებული.
დაფიქრებული გავდივარ გარეთ, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ ახლა წყნარი მელოდიაა ჩართული და ყველა წყვილებში ცეკვავს.
ინსტიქტურად საათზე ვიყურები. არა, ეს ხალხი გათენებას აპირებს მგონი.
- ალე. - მოულოდნელად ჩნდება არსაიდან ანუკი.
გაოცებული ვაფახულებ თვალებს. პირდაპირ დაუჯერებელია, რომ არ ცეკვავს.
ზოგადად, მუსიკის ჩართვისთანავე პირველი გარბის - ხოლმე.
- რამე მოხდა?
სახეზე ისეთი გაფითრებულია, უკვე შიში მიპყრობს.
- არა... - დაბნეული ატრიალებს თვალებს - უფროსწორად არ ვიცი. მოვიდა ერეკლე შენთან?
- ჰო, ვისაუბრეთ. - მართლა მეგონა, რომ სხვა რაღაცას მეტყოდა.
- ხომ გეუბნებოდი, ნერვიულობად არ ღირს, აუცილებლად ინანებს იმ სიტყვებს და მოვა - მეთქი.
- არ ვიცი, რამდენად ინანა. - ოდნავ ვიჩეჩავ მხრებს - იცი, საერთოდ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- გაწყენინა? - თვალები უფართოვდება.
- რა შუაშია. - ვერ ვხვდები, ასეთი მძაფრი რეაქციები რატომ აქვს.
- არ ვიცი, რამე ხომ არ გითხრა.
- რა უნდა ეთქვა, ანუკი?
თვალებს ხრის და თითების წვალებას იწყებს. ბავშვობიდან ვიცნობ, ზუსტად ვიცი, ასე როდის იქცევა.
- ანუკი.
- ალე, მაპატიე. - თვალებს მაგრად ხუჭავს და რამდენიმე წამი აღარც ახელს.
- რა გააკეთე... - თითქმის დარწმუნებულუ ვარ იმაში, რაც უნდა მითხრას, მაგრამ არაფრით მინდა ამის დაჯერება.
- გეფიცები, შემთხვევით მოხდა. უბრალოდ ძალიან მომეშალა ნერვები იმაზე, რომ ვერ გამჩნევს და შენ მის გამო იტანჯები.
- ანუკი! - ხმა მიმკაცრდება.
- მივედი და ვუთხარი, რომ... - წამიერ პაუზას აკეთებს- მოკლედ ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო შენთან მიმართებაში და არაფერი არ ამართლებდა იმ სიტყვებს, რაც გითხრა. შენ რა გინდაო, ხოდა ნერვები მომეშალა. მეთქი ჩემი მეგობარი... - ხმას უწევს და თითქმის ჩურჩულით აგრძელებს - შენი სიყვარულით იტანჯება, სანამ შენ აქ ბედნიერად ერთობი - მეთქი.
- ანუკიიი... - სახეზე ვიფარებ ხელებს და ადგილზე ვტრიალებ.
- გეფიცები, ალე. ამის თქმა არ მინდოდა, ძალიან მომიშალა ნერვები. მგონი მოსვლას არ აპირებდა ეგ, შენ კიდევ ელოდებოდი.
- დავლოდებოდი, დავლოდებოდი...
- კარგი, რა. არ შემიძლია იმის ყურება, როგორ ნადგურდები. მე ვიცი, რას ნიშნავს ტყუილად ლოდინი და რა გრძნობას იწვევს ის. ამისთვის რომ არ მემეტებოდი, იმიტომ მინდოდა, რამე გამეკეთებინა შენთვის.
- ანუკი... - ღრმად ვსუნთქავ.
- ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ - გაგრძელებას არც მაცდის ისე მეჭრება- მაგრამ ამის თქმას მართლა არ ვაპირებდი.
- გეყოფა, იმის გამორება, რომ არ აპირებდი და შემთხვევით მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ისაა, რომ გააკეთე და ამას, თავისი შედეგები მოჰყვება.
- იმედი მაქვს, მხოლოდ კარგი...
ოდნავ ვაქნევ თავს და შუბლზე ვისვამ ხელს. არ ვიცი, მართლა აღარ ვიცი რა ვუთხრა. გვერდის ავლას ვაპირებ, მაგრამ წინ მიდგება.
- ალე...
- შენ ჩემი ცხოვრების, მთავარი საიდუმლო იცოდი და ერთს გთხოვდი, რომ შეგენახა.
- გთხოვ, მაპატიე. ყველაფერი შენთვის გავაკეთე...
- ნეტავ არ გაგეკეთებინა, ანუკი. ნეტავ არ გაგეკეთებინა. - ღრმად ვსუნთქავ - გაიწიე, გთხოვ. არ მინდა, რომ გაწყენინო.
თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ აღარაფერს ამბობს.
ოდნავ მეცლება და მეც, ნელი ნაბიჯებით ვუვლი გვერდს.
იმის მიუხედავად, რომ მისი დაჟინებული მზერა მწვავს, ვცდილობ გავუძლო და არ მივბრუნდე.
არანაირი აზრი არ აქვს სინანულს და არც იმას, ვაპატიებ თუ არა.
ერთი არსწორი ნაბიჯი და ჩვენ, უკვე სულ სხვა გზაზე ვართ...
***
ანუკისთან საუბარი, სულიერად მანადგურებს. ახლა, უკვე ყველაფრის მიზეზი ზუსტად ვიცი და თითქოს, ხელახლა განვიცდი მის სიტყვებს.
აი, თურმე რა...
ანუკი რომ არა, არც ვახსოვდი.
არც მოვიდოდა, არც დამელაპარაკებოდა და ხალხში რომც შევემჩნიე, ალბათ არც მომაქცევდა ყურადღებას.
მაგრამ გაიგო და... თუ გართობაა, ბოლომდე გართობა იყოს.
ნუთუ, მართლა ასეთი ხარ ერეკლე...
ღმერთო, როდის ვისწავლი ამასთან გამკლავებას და იმ სიმართლის დაჯერებას, რაც რეალურია.
უკვე ზედმეტად შევიჭერი ფანტაზიებში და ვეღარ გამოვდივარ.
ეს კი, ერთხელ აუცილებლად მომიღებს ბოლოს.
წვეულებაზე დარჩენის, აღარანაირი ძალა აღარ მაქვს. გართობა ხომ, თავიდანვე ვერ შევძელი ბექას გადამკიდე.
ისე, ნეტავ სად გაქრა?!
მართლა მეგონა, რომ მთელი საღამო მისი მოგერიება მომიწევდა, თუმცა თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. არსად არ არის.
ჯანდაბა!
ზუსტად მასზე ფიქრების აკვიატებაღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. ჯოჯოხეთში წავიდეს, რა შენი საქმეა ალე?!
ყველანაირად ვცდილობ ფიქრებისგან გათავისუფლებას და კარისკენ მივდივარ.
ზუსტად ამ წამს გამოდის თორდიაც და ჩემი დროული რეაგირება რომ არა, წითელი ღვინით სავსე ჭიქას, მთლიანად მე გადამავლებდა კაბაზე.
- ალე, საით? - უკვე ისეთი მთვრალია, თვალებსაც კი ძლივს ახელს.
- დავიღალე. ვაკოს დავემშვიდობები და წავალ.
- სად წახვალ ამ შუა ღამე, კაი რაა. - თითქოს, ჩემი სიტყვები წამსვე აფხიზლებს. - დარჩი, ამხელა სახლია, ყველა რომ დარჩეს მაინც დავეტევით, მარა ნახევარი პარადი მანქანებიითაა და მიდიან დაჟე.
- მადლობა, გუგა, მაგრამ მირჩევნია წავიდე. ტაქსს გამოვიძახებ.
- ამ ღამე ტაქსით გაგიშვა, მეღადავები?
- რაგინდა ჩემი ძმა ხარ?! - უკვე სერიოზულად მეშლება ნერვები.
- მისმინე, ვაკოც ძაან მთვრალია ძლივს ავიტანეთ ოთახში მე და ტაბამ.
მის ხსენებაზე, ცივად მაჟრჟოლებს.
აუცილებელი იყო ახლა მისი ხსენება? ძლივს მოვიშორე გონებიდან. ოხ, გუგა შენ რა გითხარი.
- დილას რომ გაიღვიძებს და გაიგებს წახვედი, ძაან გაუტყდება ხო იცი. მე კიდე მიმაკლავს იმის გამო, რომ შუაღამეს გაგიშვი. მერე? გინდა ნაკრები ნახევარმცველის გარეშე დატოვო?
არც კი ვიცი, რატომ მეღიმება მის სიტყვებზე, მაგრამ ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი ღიმილია მთელი საღამოს განმავლობაში.
- მიდი რაა, მეორე სართულზე ყველა ოთახი თავისუფალია. თუ დაძინება გინდა, რა აზრი აქ სად დაიძინებ? გეფიცები, რბილი საწოლები მაქვს.
ამ უაზრო ხუმრობაზე, უბრალოდ თვალებს ვატრიალებ.
- რა გინდა ეხლა, ვაკო გავაღვიძო რომ კაპიტნის სიტყვა იყოს კანონი?
ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს. - თუ ვიცე - კაპიტნის სიტყვაც წავა? მიქაძეეე! - იმხელა ხმაზე ღრიალებს, მაშინვე პირზე ვაფარებ ხელს.
- რაშვები, ოე, გააფრინე?
ახლა, სიცილი უტყდება. სასწრაფოდ ვიხედები აქეთ-იქით, თუმცა მადლობა ღმერთს, ჩვენსკენ მომავალ მიქაძეს ვერ ვხედავ.
- კარგი, ჯანდაბას. - ოდნავ ვწევ ხელებს დანებების ნიშნად.
წასვლის სურვილი, დიდად არც მე მხიბლავდა, ვერ ვიტან ღამე სიარულს.
მაგრამ არც აქ დარჩენა მგონია დიდად კარგი იდეა.
არჩევანი, ცუდსა და უარესს შორის.
ვფიცავ, უკვე იმდენჯერ ვმდგარვარ მსგავსის წინაშე, ცუდად აღარ ვხდები, მგონი იმუნიტეტი გამომიმუშავდა.
კმაყოფილი თორდია, კიდევ რაღაცას მელაქლაქება, მაგრამ ეს უკვე სრული ბოდვაა, ასე რომ მის მოსმენას აღარ ვაპირებ.
სწრაფად ვუვლი გვერდს და შიგნით შესული, ღრმად ვოხრავ.
უცნაური გრძნობა მაქვს და უკვე ზუსტად ვიცი, რომ ეს, აქ მშვიდად ნამდვილად არ დამაძინებს.
ნელი ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და თან, ფეხსაცმელებს ვიხდი.
აღარ შემიძლია. ვინმე რომც შემხვდეს, საერთოდ არ მაინტერესებს, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ უკვე. დალოცვილი, ჩემი კეტები.
ვერაფრით ვხვდები, როგორ შეუძლიათ ქალებს მუდმივად ამ ტკივილის ატანა.
მეორე სართულზე, სრული სიჩუმეა. უფროსწორად იყო, სანამ ქვემოდან მომავალი გოგონას კისკისი დაარღვევდა მას.
სულერთია, არ მაინტერესებს, ოთახში შევდივარ და ზუსტად იმ წამს, როცა კარი უნდა დავხურო, მისი ხმაც მესმის და ხელი მიშეშდება.
არარსებობს, უბრალოდ შეუძლებელია ვცდებოდე.
ათასში ვიცნობ და ათასში გამოვარჩევ...
ფეხის ხმა ახლოვდება და მეც, კარს თითქმის ბოლომდე ვხურავ.
ის გოგოა, პირველად ერეკლესთან ერთად რომ ვნახე და მეორედაც, ისევ მასთან ერთად ვხედავ.
მაღალი, კიდევ ორ მეტრიან ქუსლებზე, წვრილი წელით და ისეთი სუსტი ფეხებით აქამდე რომ არასდროს მინახავს.
საინტერესეოა, საერთოდ ჭამს რამეს?
რომ მოვკვდე, დიეტას არასდროს დავიცვამ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ სისულელეა და დარწმუნებული ვარ, შეხედულებას არასდროს შევიცვლი.
მე მიყვარს ჩემი 64 კილოგრამი სხეული და ნამდვილად არ ვაპირებ, ღამე ჭამაზე უარი ვთქვა იმის გამო, რომ ვიღაცას მოვეწონო.
ჭამა ხომ ბედნიერებაა.
როგორ შეიძლება გამოთაყვანებული ბიჭების გამო იშიმშილო?
- არა. - საკუთარ თავს, გონებაში დასმულ კითხვაზე ხმამაღლა ვპასუხობ და ვცდილობ, ცალი თვალით მაინც გავარჩიო რამე. მაგრამ იმ მილიმეტრში, რომელიც გასახედად დავტოვე, ეს თითქმის შეუძლებელია. სხვა გზა არ მაქვს, ინტერესისგან სიკვდილისთვის ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ. კარს, სულ ოდნავ ვწევ, ისე, რომ ზედმეტი ჭრიალი არ გამოიწვიოს და რა ხდება.
- კიდევ თუ გააღებ, ვფიცავ, დაგვინახავენ.
შიშისგან, მთელს სხეულში მაციებს. მყისვე ვტრიალდები უკან და ეს რას ხედავს ჩემი თვალები. თვითკმაყოფილი ბექა, თავისი საფირმო ირონიული ღიმილით.
ოხ, თორდია...
აკი, ყველა ოთახი თავისუფალიაო? მოვკლავ, ახლა მართლა მოვკლავ.
- აქ რა ჯანდაბა გინდა?! - ბრაზი იმდენად სწრაფად მედება მთელს სხეულში, ვერც ვიაზრებ რას ვეკითხები.
- შენ შემომივარდი ოთახში და კიდევ მე მინდა ჯანდაბა? - მაშინვე სათავისოდ იყენებს ჩემს შოკს.
- სხვათაშორის, სხვისი ინტიმურის ყურება, ძალიან ცუდი საქციელია, ჩემო ალე.
- რას ბოდავ. - სწრაფად ვაბრუნებ თავს კარისკენ და... სუნთქვა მეკვრის.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დაინახა, მაგრამ მე იმდენად გადავერთე მასზე, ვერც კი მივხვდი როდის გადავიდნენ კოცნის სტადიაზე.
არ შევმცდარვარ...
შეყვარებულები არიან...
- გული არ გაიტეხო, ნებისმიერ წამს შეგვიძლია იგივეთი დავკავდეთ.
- მოკეტე, თორემ მთელს ჯავრს შენზე ვიყრი! - საჩვენებელ თითს ვწევ მაღლა და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ხელები მიკანკალებს.
- გააჩნია, როგორ იყრი. - სწრაფად მიახლოვდება და ვგრძნობ, როგორ საშინლად მაღიზიანებს მისი სუნთქვაც კი.
- გაინტერესებს?
- მირჩევნია, მაჩვენო. - სწრაფად იხრება.
- ახლავე. - წამსვე ვავლებ პერანგის საყელოში ხელს და მთელი ძალით ვურტყამ თავს ცხვირში.
მაშინვე წონასწორობას კარგავს და მე, როგორც კეთილი ანგელოზი მუშტის კვრით ვეხმარები დაცემაში.
იმხელა ხმაზე გმინავს, უკვე ვრწმუნდები, რომ ხელი თუ ვიღრძე, აღარ ვინანებ.
- არანორმალური ხარ?! - პირდაპირ ღრიალზე გადადის და იატაკზე წამოჯდომას ცდილობს.
- აბა კიდევ მოდი, თუ რამის ტრა*ი გაქვს! - არც მე ვაკლებ და ახლა, ქუსლიანი ფეხსაცმლით გადავდივარ შეტევაზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელში მეკავა და საინტერესოა, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე მისი გამოყენება.
- გაჩერდი! გეყოფა! - ცალ ხელს, ისევ ცხვირზე იჭერს და მეორეთი ცდილობს მომიგერიოს, მაგრამ ნურას უკაცრავად.
- ყელში ამომიხვედი, გესმის?! მეყო, რაც ვითმინე. ადამიანურად გექცეოდი, ვერ დააფასე, ხოდა მიიღე ახლა!
უკვე, იმხელა ხმაზე ვყვირი, მგონი იოგებიც დედას მაგინებ.ს, მაგრამ ვერაფრით ვჩერდები.
კარის გაღების, უფრო შემოგრევის ხმა მესმის, თუმცა რეაქცია არ მაქვს.
უფრო სწორად მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ ფიზიკურად ვერ მაქვს, საკუთარი თავი აღარ მემორჩილება.
- გაჩერდი, არ მოკლა, ჭკუიდან გადახვედი?!
ერეკლეს ხმას ვცნობ, რომელიც წამში ჩნდება ჩვენს შორის და ხელებს ძლიერად მიჭერს.
- გეყოფა, გონზე აღარ არის!
- გამიშვი, უნდა მოვკლა! ერთი ნაბი*ვრით ნაკლები იქნება დედამიწაზე! - მთელი ძალით ვეჯაჯგურები ხელებზე, მაგრამ მასზე მეტი ძალა, ნამდვილად არ მაქვს.
- თიკა, გუგას დაუძახე. - თვალით ანიშნებს, სანახაობით გაოცებულ 'შეყვარებულს', რომლის აქ ყოფნას, მხოლოდ ახლა ვამჩნევ.
- არა! - ისევ მთელი ხმით ვყვირი. უფროსწორად, მე მგონია, რომ ვყვირი, სინამდვილეში კი უბრალოდ ჩახლეჩილი ხმა ამომდის.
რა თქმა უნდა, ჩვენი თიკა მე არ მიჯერებს და მაინც გარბის.
ოხ, როგორ სიამოვნებით დავაცლიდი თმებს.
ამ გაბრაზებულზე მაინც.
- გამიშვი!
- ჯერ დაწყნარდი.
- წყანარად ვარ! - არადა არ ვარ, მაგრამ ამაზე მეტად, ამ წამს, უბრალოდ ვერ დავწყნარდები.
- ალე.
- რა ალე, რა ალე, რა გინდა! გეფიცები, თუ არ გამიშვებ, შენც გაგალამაზებ და მერე ვნახოთ, როგორ მოეწონები გატეხილი ცხვირით შენს თიკას!
წამიერად ეღიმება, მაგრამ ეს წამიერი ღიმილიც კი იმდენად მოქმედებს, მართლა მინდება, რომ მასაც დავარტყა.
- რა ხდება, ტო?! - ოთახში ახლად შემოვარდნილი თორდია, სირბილისგან ძლივსღა სუნთქავს.
მოკლედ ამ ბიჭს ხომ ცხოვრება არ ვაცადე,
მთელი დღე ჩემი ატანა უწევს.
- მგონი ცუდადაა... - სწრაფად იმუხლება უგონოდ მყოფ 'მსხვერპლთან' თიკა. ღმერთო, ხმაც კი რა შესაფერისი აქვს ამ გოგოს. ნამდვილი ქალაქელი ტიპშოი.
- ხო არ ღადაობთ, შენ ცემე ასე მწარედ ბიჭო? - გაფართოებული თვალებით უყურებს ტაბატაძეს.
- რას ბოდავ, ტიპს არც კი ვიცნობ. აგერ არის საღამოს გმირი. - რომ ხვდება, აღარაფერს ვაპირებ, ხელებს მიშვებს.
- ალე, ნუთუ?
- რა ნუთუ?! - უნებურად ვუწევ ტონს - სულ შენი ბრალია ყველაფერი. აკი, ყველა ოთახი თავისუფალიაო?! მოვედი და ეს შტერი შემრჩა ხელში! გამოთაყვანებულები ხართ ყველა, სასმელი როგორ გადებილებთ!
თუმცა არა, ისედაც დებილები ხართ.
ყველა კაცი ერთნაირია, ერთნაირი. ამოწყდით ერთ დღეს!
მთელს დაგროვილს ერთად ვცლი და სულ არ მაინტერესებს, ვინ რა სიტყვას იმსახურებს და რას არა.
მე ხომ მომეშვა.
უკვე ყველაფერი მაგრად მკიდი.ა.
აი ასე.
არასოდეს არ უნდა გააგიჟო წყნარი ადამიანი, თორემ მერე, მის დანთებულ ცეცხლს, ატლანტის ოკეანეც რომ დააცალო მთლიანად, მაინც ვერ ჩააქრობ.
კიდევ ერთხელ, ღრმად ვოხრავ და მათ გაშტერებულ სიფათებს ზურგს ვაქცევ.
მეტის ღირსები ხართ!
***
დრო ისე ნელა გადის, ლამის გავგიჟდე. ღამის 2 საათია და ახლა, მართლა არ შემიძლია წასვლა.
ამჯერად სხვა ოთახში შესული, კარის ჩამკეტს ალბათ ათასჯერ მაინც ვამოწმებ და წინ და უკან ვიწყებ სიარულს.
რამდენჯერმე მოდის თორდია და ბექას მდგომარეობას მაცნობს. თითქოს ექიმი იყოს და მე მისი ახლობელი. რაში მაინტერესებს?!
საპასუხოდ, მხოლოდ 'ჭირსაც წაუღიას' ვიმეორებ და ათასი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ ვუღებ კარს.
ნერვები არ მაქვს.
ვიცი, შეიძლება რაღაც მხრივ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მისი ფილოსოფოსობის მოსმენა არ მინდა.
საერთოდ არავისთან არ მინდა ლაპარაკი, საკუთარ თავთანაც კი. მაგრამ ფიქრები, დამშვიდების ნაცვლად, უარესად იშლება და მგონი, მალე თავი ამიფეთქდება.
ღმერთო...
ასე მგონია, სიზმარში ვარ.
რა თქმა უნდა, მე ხომ აქამდე არასოდეს გამომიყენებია ჩემი კარატეზე სიარული რეალობაში.
მხოლოდ ფანტაზიებში წარმოვიდგენდი, როგორ ვცემდი ყველას, ვინც ნერვებს მიშლიდა, მამცირებდა და ათას საშინელებას მეუბნებოდა.
რეალურად კი, დღემდე ამის გამბედაობა არასდროს მქონია.
როგორც იტყვიან, ერთი გაბედვა ჭირსო.
დღევანდელი გაბედვა კი, რაღა თქმა უნდა, ტაბატაძეს დამსახურებით.
ღმერთო, როგორ შემეკრა სუნთქვა...
ასე მეგონა, ვეღარ ამოვისუნთქავდი.
ჯანდაბა.
რომ მახსენდება როგორ ეხვეოდა იმ გოგოს, ახლაც ჭკუიდან გადავდივარ.
არა, რაღაც უნდა მოვიფიქრო და ჩემი გონებიდან გავაქრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცალმხრივი სიყვარული ბოლოს მომიღებს, მე კი სიკვდილი ნამდვილად არ მინდა.
***
ძლივს თენდება.
დამეფიცება, ასეთი გრძელი ღამე ცხოვრებაში არ მქონია.
რას აღარ გამოცდი, ადამიანი...
ფრთხილად ვაღებ კარს და იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ დილის 6 საათზე, შეუძლებელია ჩემს გარდა ვინმეს ეღვიძოს, მაინც ფეხაკრებით ჩავდივარ კიბეებზე.
არ მინდა, ვაკოსთან დაუმშვიდობებლად წავიდე, მაგრამ ამ დილაუთენია ამისთვის ვერ გავაღვიძებ და ვერც იმას მოვუცდი, თავისით როდის გაიღვიძებს.
ეზოში სრული სიჩუმეა.
აი ზუსტად ისეთი, პირველად რომ მოვედი და ვერც კი დავუშვი, რომ შეიძლება ამ მთებში სახლი ყოფილიყო.
კაცი დატკბებოდა ამ ბუნებით, დილის სილამაზით, მაგრამ მე, თითქოს ყველაფრის შეგრძნების უნარი მაქვს გამქრალი.
მხოლოდ ბრაზი.
ბრაზი, ტაბატაძეთი დაწყებული, საკუთარი თავით დამთავრებული.
ღმერთო...
საინტერესოა, ოდესმე შევძლებ იმის მიღწევას, რომ ცოტა ხანი მაინც არ ვიფიქრო მასზე?
რა მინდა, საერთოდ.
ადამიანი თავის შეყვარებულთან ერთად, ცხოვრებით ტკბება.
საყვარელი ადამიანის ბედნიერება უნდა გიხაროდესო, მე რა მაგიჟებს და მაბრაზებს?
- ვეჭვიანობ და ამიტომ ?! - საკუთარ თავში რომ ვეღარ ვეტევი, ახლა ხმამაღლა ვიწყებ. სულერთია, მაინც ვერავინ გაიგონებს.
- არ ვიცი - თავადვე ვცემ საკუთარ თავს პასუხს - მაგრამ მე ხომ არასდროს მიეჭვიანია? თუ საკმარისად არ მიყვარდა?
ფიქრები, ამჯერად ყოფილის მიმართულებით მისვრის.
- ჩემზე მეტად, აშკარად არ გიყვარდა.
არა, ეს ჩემი მეორე მე, ნამდვილად არაა. დაფეთებული ვტრიალდები უკან და... ჰოი საოცრებავ, თვით ტაბატაძე მრჩება ხელში.
თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩემს წინ გამოსახულება არ იცვლება.
შოკი მაქვს.
მართლა სრული შოკი.
დილის 6 საათია. როგორც წესი, გატიალებულ მთვრალებს, დილას ადგომა უჭირთ, ან თუ დგებიან ე.წ 'პახმელია' აქეთ-იქით ბოდიალისკენ ნამდვილად არ უბიძგებთ.
ეს რა არის, წითელი კვერცხია?
თუ საკმარისად ვერ გამოთვრა გუშინ.
- რა გაოცებული სახე გაქ, პირველად მხედავ? - ტუჩის კუთხეში ეცინება - ფრთხილად იყავი, თავიდან არ შეგიყვარდე.
- მომისმინე, ერეკლე. თავში ნუ აგივარდა, თორემ გეფიცები...
- რას იზამ? - დასრულებას არ მაცდის ისე მიახლოვდება და ჩემი აწყობილი წინადადებაც, წამში, ნაწილებად იშლება გონებაში. - იმ ტიპივით მცემ? შენ, ჩემს სიახლოვეზე რა გემართება და რომ შემეხო, საერთოდ შეგიძლია?
ისევ ეს ირონია.
საერთოდ, ამის გარეშე ცხოვრება შეუძლია?
თუმცა ჰო, ალბათ შეუძლია. თავის თიკას არ ეტყვის, რა თქმა უნდა.
ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან, თუმცა სწრაფად მკიდებს მაჯაში ხელს და ვშეშდები.
ვცდილობ, არ ავყვე. ის ამით ერთობა, ერთობა და მეტი არაფერი.
ისევ მიჩქარდება გული.
ჯანდაბა.
რა მოხდება, რომ ერთხელ მაინც შევძლო ამის კონტროლი.
დაჟინებით მიყურებს თვალებში და უკვე ვეღარ ვუძლებ.
- რაგინდა...
- მაგარი გრძნობაა, როცა ვინმეზე ასე მოქმედებ. - კვლავ არ იშორებს კმაყოფილ ღიმილს სახიდან.
- ხოდა წადი და სხვაზე იმოქმედე.
- ეგ გინდა?
- როდიდან დადიხარ ჩემს სურვილებზე? - კითხვას ვუბრუნებ და ძლივს ვახერხებ მისთვის თვალის გასწორებას.
- მე არავის სურვილებზე არ დავდივარ. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა.
- იმიტომაცაა ნაკრები კარგ დღეში. - თავს ვერაფრით ვიკავებ და მართალია ჩუმად, მაგრამ მაინც ვამბობ.
რა თქმა უნდა, ესმის. ცივად მიშვებს ხელს და წარბებს კრავს.
- მაგით რისი თქმა გინდა. - კითხვაც არ არის, პირდაპირ მბრძანებლურ ტონზე გადადის.
- ნამდვილად არ ვაპირებ, შენთან ფეხბურთი განვიხილო. - შებრუნებას ვაპირებ, მაგრამ ვინ მაცდის. ისევ მკლავში მავლებს ხელს, თუმცა წინასგან განსხვავებით, მაგრად მიჭერს.
- კითხვა დაგისვი, მაგით რისი თქმა გინდა - მეთქი. - კიდევ უფრო მკაცრად იმეორებს.
- აი ამის. - გაკავებულ ხელზე გადამაქვს მზერა - იმდენად იმპულსური ხარ, თუ რამემ გაგაბრაზა ვეღარ ზომავ რას აკეთებ.
იმდენად გიპყრობს სურვილი იმისა, რომ მიზანს მიაღწიო, სულ არ გაინტერესებს, შენი ხერხები გამართლებულია თუ არა. ხო, შეიძლება ზოგჯერ ამას შედეგი აქვს, მაგრამ შედეგი რომც ჰქონდეს, მე ჩემს ხელზე არსებულ სილურჯეს ვერ დავივიწყებ, ისევე, როგორც მიქაძე ვერ დაივიწყებს იმას, რომ კაპიტნად არ თვლი.
- ჰაჰ, რაო? - სიმწრისგან ეღიმება- საინტერესოა, ეგ დასკვნა საიდან გამოიტანე.
- შენი საქციელები განაპირობებს ყველაფერს. ვინ იცის, მისთვის რომ მოგესმინა არც წაგვეგო საბერძნეთთან. მაგრამ არა, ტაბამ ხომ ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. რამდენჯერმე გაგიმართლა და ეგეც თავში აგივარდა. ყოველ ჯერზე იგივეს ელოდები და ვერც კი იაზრებ, როგორ სვრი ამ დაუფიქრებლობით ქვეყნის სახელს.
- მე ვსვრი ქვეყნის სახელს?! - ნელ-ნელა ედება ბრაზი და ხმას უწევს - კარგი, წავალ ნაკრებიდან და დაგინახავ, საერთოდ თუ გექნება იმის შესაძლებლობა, რომ გატანილი გოლით გამოწვეული სიხარული განიცადო!
- აჰა, ისევ. ყველა ერთნაირი ნარცისები ხართ.
- თითქოს შენ განსხვავდებოდე ჩემზე გადარეული გოგონებისგან. - თვალებს ატრიალებს და ერთი ნაბიჯით იხევს უკან. - ჩემი ბრალია. წამით ვიფიქრე, რომ მათნაირი არ იყავი.
- სიმართლე რომ მოგახალე, მაგან შეგიცვალა წარმოდგენა? - ოდნავ ვიღიმი.
- ნწ. - თავს აქნევს - მეგონა, შენში მართლა იყო სიყვარული. თურმე... როგორც ნაკრების თავდამსხმელი გძულვარ, ფეხბურთის გარეთ კი, უბრალოდ 'მქრაშავ'.
- შენი აზრით, შეიძლება ადამიანი ერთდროულად გძულდეს და მოგწონდეს?
- თუ თვლი, რომ არ შეიძლება, შეგიძლია ერთი აირჩიო.
ჩვეული ქარიზმით ისვამს თმაზე ხელს და სწრაფად მივლის გვერდს.
უბრალოდ გაშეშებული ვარ და თითქოს, გონებაც ზუსტად ასეა.
ვერაფრით ვიაზრებ, რა გავაკეთე ან ახლა რას ვგრძნობ.
თითქოს, ძალიან ძლიერად მიჭერს ყელში რაღაც და ნელ-ნელა მთელს სხეულში მჭიმავს.
ზედმეტი მომივიდა...
იმდენად შემიპყრო იმის სურვილმა, რომ ჩემს გონებაზე გაბატონების საშუალება არ მიმეცა, ვერც კი გავიაზრე, რამდენად ძლიერად მომივიდა ხელის კვრა.
მას რა, უნდოდა, რომ წაგვეგო? განგებ გააკეთა?
ჰო, შეიძლება იმ წამს დაბრმავდა და ვეღარც მიქაძის გაგიჟებული მზერა ვერ შენიშნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, განუწყვეტლივ ანიშნებდა რაღაცას, მაგრამ ეს მხოლოდ მოგების მოზღვავებული სურვილის გამო. იმის გამო, რომ ქვეყანა არ შეერცხვინა. იმის გამო, რომ მისი სახელისთვის იბრძოდა. შეიძლება არასწორად, მაგრამ იმ წუთებში, მისთვის ასე იყო სწორი და ვინ იცის, ვიცე - კაპიტნისთვის რომც დაეჯერებინა, მაინც არაფერი შეცვლილიყო, უბრალოდ გოლის გატანის მცდელობა აღარ გვექნებოდა.
ჯანდაბა.
რამდენნაირად შეიძლება შეხედო სიტუაციას და რამდენნაირი სიმართლე არსებობს.
ღრმად ვსუნთქავ, თუმცა თითქოს მაინც არაა ჟანგბადი საკმარისი.
კარის ხმა მესმის და ოდნავ ვაბრუნებ თავს სახლისკენ.
ვაკოა.
ხელში მოქცეულ ყავარჯენს, ძლიერად უჭერს ხელს და ცდილობს, კიბეებზე ფრთხილად ჩამოვიდეს.
ინსტიქტურად, საათზე ვიყურები.
ამ დროს არავის ეღვიძება - მეთქი და მგონი ყველას ღვიძავს.
დინჯად მოიწევს წინ, თუმცა ალბათ, ამ ტემპით 1 საათი მაინც მოუნდება, ამიტომ მეც მივდივარ მისკენ.
- სად მიდიხარ, უთენია? - როგორც კი ჩვენს შორის მანძილი მცირდება, მაშინვე კითხვებზე გადადის.
- ვეღარ ვჩერდები. დაუმშვიდობებლად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ მეგონა გეძინა.
- არ მომწონხარ, რაღაც. - კიდევ უფრო ინტერესით მაკვირდება - ტაბა შემხვდა წეღან. ისიც ზუსტად ეგეთი წაშლილი იყო სახეზე. რაქენით, იჩხუბეთ?
საპასუხოდ, უბრალოდ ვოხრავ.
- ასეც ვიცოდი. - ოდნავ აქნევს თავს- კარგი, წამოდი მე წაგიყვან და თან ვილაპარაკოთ გზაში.
- არა, გუგას ეწყინება. ყველა აქაა, ჩემს გამო ხო არ მიატოვებ ხალხს.
- შენი აზრით, როცა ამ მდგომარეობაში ხარ ხალხი მაინტერესებს? - წარბებს კრავს და თვალით მანიშნებს წავედითო.
- ხო მაგრამ, შენ ხომ...
- ფეხზე მაქვს ტრამვა, ხელებზე კი არა. თანაც მანქანაზე დაჯდომა არავის აუკრძალავს.
- და გვაზავა?
- აეკიდება ვინმეს.
***
იმის მიუხედავად, რომ ყველანაირად ვცდილობ ყურადღება გადავიტანო, არაფრით არ მშორდება ფიქრები.
ჩემი ეს მდგომარეობა, უკვე ყელში მაქვს და მართლა მინდა საკუთარი თავისგან სადღაც, ძალიან შორს გავიქცე.
ასეთი არ ვიყავი.
ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ საერთოდ არ შევჯახებოდი იმ დღეს ტაბატაძეს.
მაშინ დაიწყო ყველაფერი...
მაშინ დავკარგე პირველად საკუთარი თავი და მას შემდეგ ვეღარ ვპოულობ ძველ ალეს.
შორიდან სიყვარულსაც აქვს რაღაც დადებითი.
ეს საშინელება მაინც არ გიჭერს ასე ძალიან და ტკივილამდე არ მიჰყავხარ.
უკვე იმდენჯერ ვიგემე რეალობის სილა, კიდევ ერთხელ რომ მომხვდეს, ალბათ ისე დავეცემი, ვეღარც ავდგები.
- კიდევ დიდხანს აპირებ ჩუმად ყოფნას? - წამიერად გადმოაქვს მზერა ჩემზე კვაშილავას და მერე, ისევ გზას უბრუნდება.
ვაღიარებ, მასზე უკეთ არავინ იცის, როდის არის იდეალური დრო ჩემი ფიქრების დასარღვევად.
- მგონი, ერეკლესთან ზედმეტი მომივიდა... - იმდენად ჩუმად ვამბობ, დარწმუნებული არც ვარ, რომ გაიგონებს.
- პირიქით ხომ არ უნდა გეთქვა - გულწრფელად ეღიმება.
- არა, ვაკო. მე ანგელოზი არ ვარ, ზოგჯერ იმასაც ვაკეთებ, რაც ჩემს საქციელს არ ჰგავს. მაგალითად, გუშინ შენი კლასელი ბექა ვცემე.
- რაქენიი?! - ისე სწრაფად ამუხრუჭებს, ღვედი რომ არა, პირდაპირ შუბლით შევასკდებოდი მინას.
- ფრთხილად.
- გაიმეორე, რა ქენი?! - ისევ თავისას აწვება.
- შენი კლასელი ბექა ვცემე და თქვენი ნაკრების სიამაყეს რომ არ შეეშალა ხელი, ახლა ცოცხალიც არ იქნებოდა.
- შენ ნორმალური არ ხარ. რატომ ან... როდის მოხდა ეგ ყველაფერი, მე სად ვიყავი? - უკვე საკუთარ თავს უსვამს კითხვას.
- სასმელში თავით ჩამხრჩვალი. - ღრმად ვოხრავ.
ამის გახსენებაც კი ნერვებს მიშლის და როგორია, დეტალების მოყვარულ მეგობარს გაუშიფრე ახლა.
- რა დააშავა?
- რაც დააშავა. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, წადი შენი ჭირიმე. - ხელით ვანიშნებ გზისკენ და ღვედს ვისწორებ.
- ალე, მომიყევი.
- ვაკოო...
- რა ვაკო, ახლა. ხომ იცი, რომ არ მიგეშვები, რაღას წელავ.
ჯანდაბა.
ყოველ 2 წუთში ერთხელ თუ ვიმეორე, კი, შესანიშნავად დავივიწყებ.
- შენი დაყენებული მცველი ამეფოფრა გუშინ, ღამეა და ვერ გაგიშვებო. მეორე სართულზე ყველა ოთახი თავისუფალია, რა მოგივა აქ დაიძინეო. ხოდა მეც შევედი და თქვენი ნაკრების გულს, მაინც და მაინც მაშინ მოუნდა გმირობის ჩადენა, თავის შეღებილთან ერთად დერეფანში. ხმა მეცნო და გავიხედე. ამასობაში კი ბექა ბატონი ვერ შევნიშნე ოთახში. ზურგიდან მომეპარა და მოდი, იგივეთი დავკავდეთო.
რა თქმა უნდა, ცივი უარი ვსტკიცე, მაგრამ არ ეტკინა და მოქმედებაზე გადავიდა. მერე, მეც მოქმედებაზე გადავედი და... ასე იყო, ჩემო ძმაო. ჭირი იქა, ლხინი აქა. - კმაყოფილი ვასრულებ წინადადებას და მის გაშტერებულ სახეზე, ვერაფრით ვიკავებ ღიმილს.
- და ტაბამ როგორ...? - აშკარად ვერ დაკმაყოფილდა მიწოდებული ინფორმაციით.
- გაიგო? მუშტებს ვეღარ იგერიებდა შენი კლასელი და ყვირილი მორთო. ხმაზე შემოვარდნენ. მერე გუგა ამოიყვანეს, ინსპექტორივით დამადგა თავზე. მორალის წაკითხვა უნდოდა, მაგრამ მივალანძღე და წამოვედი. მერე რა მოხდა აღარ ვიცი.
- აგინე? - ფრთხილად მაპარებს.
- აგინე რა, ვაკო კი არ ვარ. მუშტით და მწარე სიტყვით მოგვარებული საქმე სჯობს.
წამიერ პაუზას აკეთებს და მერე, უღონოდ ეყრდნობა სავარძელს.
- გეფიცები, ქარიშხალი ხარ...
- კიდევ დიდხანს თუ აპირებ შოკში ყოფნას, მოდი, ადგილი გამიცვალე. აქ ვერ დავაღამებ.
საპასუხოდ, უბრალოდ ოხრავს და გასაღებს ატრიალებს.
სახეზე ჯერ კიდევ ემჩნევა, ყველა განცდილი ემოციის კვალი.
მისი დუმილის მიზეზს ვხვდები, ახლა ყველაფერს თავიდან გაიაზრებს და ისევ კითხვებით მომდგება.
ღმერთო, აღარ შემიძლია, არა.
კაცი, თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ისეთი მწარეს, გამორიცხულია, სხვა ვერ მოგიწყობს.
- და ტაბასთან ზედმეტი მომივიდაო, რა უთხარი, ისიც გალანძღე? - სიჩუმეს იმაზე მალე არღვევს, ვიდრე მეგონა. წარმოუდგენელია, გონების დასვენებაც ვერ მოვასწარი.
- არა. ანუ, საღამოს კი. შეიძლება მასაც მოხვდა ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ მაგას არ ვამბობ. დილას ბოდიალობდა რაღაცეებს და თავი ვერ შევიკავე.
- რას ნიშნავს ბოდიალობდა...
- მას არ სჯერა, რომ ფეხბურთი მიყვარს და ყველაფერ მასთან დაკავშირებულს გულწრფელად განვიცდი. ადრეც... არ ვიცი, როგორ გითხრა ვაკო. ვცდილობ გავუგო, წაგებასთან შეგუება ადვილი არაა. არ მითქვამს, რომ მესმის.
იმიტომ რომ თქვენნაირად ვერ გავიგებ. თქვენ სხვანაირად განიცდით, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მე არ განვიცდი?
- ალე... - უბრალოდ ოხრავს.
- არა, ეს ჩაიბეჭდა ტვინში. მითხრა, შენ ხვალ დაგავიწყდება, მე კი ათასი გოლიც რომ გავიტანო, ყოველ ჯერზე, გახსენებისას ერთნაირად დამარტყამსო.
ვცდილობდი, მისთვის გამეგო და არ მწყენოდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც ძალიან დიდი ადგილი უკავია ფეხბურთს და არანაკლებ ვნერვიულობ ყოველი მატჩის წინ...
ვცდილობდი, რომ მისთვის ეს დამენახებინა. იმ სიტყვებთან ერთად ნათქვამ სხვებსაც ინანებს - მეთქი, ვფიქრობდი. მან კი ამით გართობა გადაწყვიტა. თურმე, როგორ შეიძლება გოგოს ფეხბურთი მართლა უყვარდეს. მისი აზრით, მხოლოდ მასზე გადარეული გოგო უნდა იყო, რომ უყურო...
- მისმინე, ალე. - წამიერ პაუზას აკეთებს - არ გეგონოს, რომ ტაბას ვამართლებ, მაგრამ ის ასეთია. ყოველთვის ასეთი იყო. ზედმეტი ყურადღება, ყველაფერს აფუჭებს, ხომ იცი. რაღაც მხრივ, მის შემთხვევაშიც ასეა. არ შემიძლია, მისი პირადი გადმოგილაგო, ზედმეტად ცუდი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ... მისი მესმის. ისევე, როგორც შენი.
გულნატკენი ხარ, იმიტომ რომ მწარე რეალობას შეეჯახე. ის, ისეთი არ არის, როგორიც შორიდან ჩანს.
უფრო მეტიც, დამიჯერე, საერთოდ სხვა ადამიანია. უფრო სწორად გახდა, რიგი მიზეზების გამო. ამაზე ფიქრს თუ გააგრძელებ, დაიტანჯები.
ის მარტივად ვერასდროს ხვდება იმას, რომ აშავებს.
- შემიძლია ყველაფერი გავუგო, მაგრამ იმას ვერ ვაპატიებ, რომ იმ გოგონების გვერდით დამაყენა. - ემოციებს ვეღარ ვერევი და ცრემლები მაწვება.
- იქნებ, შენც ზედმეტი მოგივიდა. თავადვე ხომ ამბობდი ამას...
- კი, ვაკო. მე არაფერს ვმალავ. ვცდილობდი, რომ დამენახებინა რა შედეგი მოჰყვება მის საქციელებს და შევყევი. იყო ის სიტყვებიც, რომელსაც მართალია, შეიძლება არ იმსახურებდა.
მაგრამ გულსატკენი ისაა, რომ იმის ნაცვლად ეს სწყენოდა, ბავშვურში გამიტარა. აი ისე, შეკამათებას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი არ ესმისო.
პირიქით, სულ სხვანაირად გაიგო და...
- ალე. - სწრაფად მაწყვეტინებს - მან ის დაიჯერა, რისი დაჯერებაც უნდოდა.
არ იტირო, გთხოვ. ერეკლეს გამო ტირიხარ ამხელა ქარიშხალი ქალი?
ვერც კი ვიაზრებ, როგორ ჩამომდის ცრემლები და მისი გამხიარულების მცდელობა რომ არა, შეიძლება კიდევ კარგა ხანს ვერ მივმხვდარიყავი, უნებურად რომ გადავედი ტირილის სტადიაზე.
- გულს მტკენს ის ფაქტი, რომ ისეთი არაა, როგორიც ჩემს წარმოსახვაში.
მარტო ის კი არა, საერთოდ არავინ არაა ისეთი. გუგაც კი, რა სხვანაირია როცა თამაშობს და თურმე...
- როგორი დაქნეულია, არა? - სიცილით ასრულებს ჩემს წამოწყებულს - ხო, სტადიონზე სერიოზული ტიპის იმიჯის მორგება ნამდვილად კარგად ეხერხება.
მაგრამ გარეთ, ერთი წუთი არ შეუძლია ღადაობის გარეშე.
შენ მართალი ხარ. ადამიანი მხოლოდ შეხედვით არ უნდა შეაფასო. მასე, შეიძლება, ახლა არც მე არ ვგვარ კაპიტანს. რა, ტყუილია?
ნაძალადევად ვუღიმი.
- ჰო... უბრალოდ არაფერი არ უნდა ააშენო ადამიანმა და არც არაფერი ჩამოგენგრევა.
- ერეკლეს იდეალი ჩამოგენგრა, ხო? მოვკლავ, მაგ საცოდავს, დამაცადე.
- არა, ვაკო! - მაშინვე მკლავზე ვადებ ხელს - არ გაბედო, იცოდე. ეგღა აკლია სალაპარაკოდ, კვაშილავა მომიგზავნაო. თანაც... ხომ გეუბნები, არც მე არ ვარ მართალი.
- შენ ისეთს ვერაფერს ეტყოდი, რასაც თვითონ გეტყოდა.
- გთხოვ, ვაკო. ეს ჩვენ ორს გვეხება მარტო.
- მაგრამ ის არც კი ფიქრობს ამაზე, ალე. შენ კი ნერვიულობ. ვიღაცამ უნდა მიახვედროს, რომ თვითონაც დააშავა.
- მე მინდა, რომ თვითონ მიხვდეს.
- თვითონ ვერ მიხვდება. დამიჯერე, თუ ოდნავ მაინც ვიცნობ. კარგი, უბრალოდ დაველაპარაკები, გპირდები.
- ვაკო, ძალიან გთხოვ...
- ნუ მთხოვ, ალე. მე შენ ასეთ მდგომარეობაში ვერ გიყურებ.
და ახლა რომც დაგპირდე, მაინც ვერ შევასრულებ, ხომ იცი.
აღარაფერს ვპასუხობ. მართლა არ აქვს შეწინააღმდეგებას აზრი.
არ ვიცი, რომ ვუთხარი ამით კარგი გავაკეთე თუ ცუდი, მაგრამ მომეშვა...
თითქოს, ახლა აღარ ვარ საკუთარ ფიქრებთან მარტო და სუნთქვისას, ასე ძლიერადაც აღარ მიჭერს.
მის გვერდით დგომას ვგრძნობ და ეს მაძლიერებს, მაგრამ არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება ამას მომავალში.
თითქოს, ყველაფერი თავდაყირაა ჩემში და ერთადერთი, რაც არ იცვლება ისაა, რომ მე, ისევ ერეკლე ტაბატაძეზე შეყვარებული გოგო ვარ.
სიყვარული, რომელსაც ათასი რამ ეჯახება და მაინც არ იცვლება, უამრავ უცხო გრძნობას იწვევს ჩემში.
და მე მათ არ ვიცნობ, ისევე, როგორც ერეკლეს არ ვიცნობდი თურმე არასდროს...
***
სახლში მისვლისთანავე, პირველი დედას ვურეკავ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინება და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად საშინლად დაღლილი ვარ, თავს ძალას ვატან. ისიც მეყოს, გუშინ უბრალოდ შეტყობინება რომ გავუგზავნე.
- გისმენ, ალე. - ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა ტელეფონს იღებს.
- დე, რაშვები? ვეღარ დაგირეკე, მაპატიე.
- არაუშავს, დედა. შენ რა შვები, მანდ ხარ ისევ?
- არა, ახლა მოვედი სახლში. ძალიან დაღლილი ვარ, თორემ ამოვიდოდი.
- ჩვენ პარკში ვართ, ალე. ნუციკოს მშობლები ბათუმში წავიდნენ და დღე და ღამე ტირის. ვერ გავაჩერე და გამოვიყვანე, იქნებ ცოტა გავართო - მეთქი.
- უი, რას ამბობ. - ვცდილობ გავიკვირვო და მთქნარების შესაკავებლად პირზე ვიდებ ხელს. - ღამეც მასთან იყავი?
- ხო, 1 კვირით წავიდნენ. არ მინდა ბებიამისმა რაღაცეები დაიწყოს, თორემ ჩვენთან ჩამოვიყვანდი.
- არა, დე. არ არის პრობლემა.
- ხო, დედა. ცოტა ხანს, აქ ვრჩები. ამოიარე მოსწავლეებს რომ მორჩები.
ღმერთო, მოსწავლეები.
რომ არ ეთქვა, საერთოდ არაფერი აღარ მახსოვდა. რამ გამომირეცხა ასე ტვინი.
- კაი დე, წავედი.
- მიდი, საღამომდე.
როგორც კი ვუთიშავ, მაშინვე მაღვიძარას ვაყენებ და საყვარელ საწოლთან ჩასახუტებლად მივდივარ.
ცოტა ხანს მაინც უნდა დავხუჭო თვალები.
***
გოგონები, ზუსტად დათქმულ დროს მოდიან. ვაღიარებ, ასე არცერთ დილას გამჭირვებია გაღვიძება.
უძილობას ვერ ვიტან, ჩემი ყველაზე დიდი მტერია.
მთელ დღეს მართმევს და როცა მაინც ვეძალები, მთელი სხეული ისე ძლიერად მეჭიმება, მეორე დილამდე აღარც მივლის.
როოგორც წესი, ამ დროს ყოველთვის იმას ვამბობ, ყველაფერს ავიტან, ოღონდ საქმეზე არ აისახოს - მეთქი, თუმცა ამ პრინიციპით გამუდმებით საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს.
რავქნა, ადამიანმა ყოველი წუთი უნდა გამოიყენო. სად არის დასაკარგი დრო, ან აბიტურიენტებისთვის, ან ჩემთვის...
ღმერთო, მე. საერთოდ, ბოლოს როდის მივედი წიგნებთან?
აშკარად უხსოვარ დროს, არაფერი არ მახსოვს.
საინტერესოა, ხვალ რის ჩაბარებას ვაპირებ ამ გამორეცხილი ტვინით.
ღმერთო, დიდებულო. აშკარად ისევ ღამის გათენება მომიწევს.
ესეც შენი ფეხბურთი, ალე.
აი რა შედეგამდე მიმიყვანა.
ნამდვილად არ გამიკვირდება, ბოლოს რომელიმე საგანი თუ შემეტენა.
არა, ამ ბავშვებს, ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილიც ხომ არ ჩავუტარო? დაფიქრებული ვართმევ ტესტის ფურცელს და ახლა, თემის სათაურს ვაძლევ.
კარგები არიან, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ერთ დროს, მეც ასეთი კარგი ვიყავი. ჰო, იქამდე, სანამ სიყვარული დაუკითხავად შემოაღებდა კარს.
ეჰ, ნეტავ ის დრო, უბრალოდ მოწონება რომ მეგონა სიყვარული.
არც მთელი დღე მეფიქრებოდა მასზე, ყველაფერზე ადვილად ვკონცენტრირდებოდი და ეს ხელს არაფერში მიშლიდა.
ახლა? ახლა ყველაფერი თავდაყირაა, ყველაფერს ვეძალები და ნელ-ნელა, ამ ძალასაც ვკარგავ.
არა, მირჩევნია თავი მოვიკლა, ვიდრე ვუყურო როგორ გამომეცალა ხელიდან სტიპენდია ერეკლეს გამო, მე კი ვერაფერი გავაკეთე.
ამის წარმოდგენისას მძულდება საკუთარი თავი, რეალობაში რომ მოხდეს, მერე რაღა იქნება.
გოგონების ტესტებს ვამოწმებ და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ორ შეცდომას ვპოულობ, მათ გასწორებასაც ვთხოვ და ფურცელს უკან ვუბრუნებ.
თემები კარგია.
ყოველთვის კარგი იყო, ამ მხრივ მათთან პრობლემა არასდროს მქონია.
იმ ორ შეცდომასაც მალევე პოულობენ და კმაყოფილი სახეებით იწყებენ ჩალაგებას.
ყოველთვის ვამბობ, ჩემი ოქრო ბავშვები არიან - მეთქი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდაზე ის ორიც არ იქნება. ისინი იმდენს შრომობენ, აუცილებლად დაუფასდებათ.
ძლივს ვახერხებ მათ კარამდე მიცილებას და ზუსტად მაშინ, როცა ოთახში უნდა შევიდე და როგორმე ამ ფიქრების განდევნა დავიწყო, უკვე მივიწყებული იჩენს თავს.
ანუკი მესენჯერში ზუსტად 14 შეტყობინებას მიგზავნის და ყველა მათგანში, უბრალოდ 'ალე' წერია.
მართლა მეგონა, რომ რამე სხვა იქნებოდა და ამიტომ გავხსენი, მაგრამ როგორც ყოველთვის, მიზანში მოარტყა. მისთვის მთავარი იყო გამეხსნა, ახლა აკრეფა დაიწყო.
'მომისმინე, გთხოვ.' - მალევე მომდის პირველი.
'განგებ ხომ არ გამიკეთებია. ძალიან ვნერვიულობ შენზე, ვიცი, ათასი ბოდიში რომ მოგიხადო, აზრი არ ექნება, მაგრამ გთხოვ, ვილაპარაკოთ'
'როგორც გავაფუჭე, ისე გამოვასწორებ, რამეს მოვიფიქრებთ ერთად'
'- არ მინდა, ანუკი.' - უფრო იმიტომ ვუბრუნებ პასუხს, რომ გაჩერდეს.
'უბრალოდ ვილაპარაკოთ, მომისმინე. ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ძალიან ვნანობ, ალე. მე ხომ შენთვის კარგი მინდოდა...' თან მოწყენილ ემოჯებსაც აყოლებს.
ღმერთო...
არ გაჩერდება.
თან ამ გოგოს რაღას ვერჩი, რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლი. არც მის სინანულს აქვს აზრი, მაგრამ მასზე გაბრაზებას თუ გავაგრძელებ, ის ცუდად იქნება, მე კი, ჩემი ცუდად ყოფნაც მყოფნის.
'-ხვალ გნახავ, უნივერსიტეტში'
'კარგი, მომწერე ან დამირეკე, დაგელოდები.' ახლა გაღიმებულ ემოჯებს მიგზავნის. ზუსტად ვიცი, თავადაც გაეღიმა.
ოხ, ანუკი...
***
იმის მიუხედავად, რომ საშინლად მეძინება, ყველა ოდესღაც გაგონილ ხერხს ვიყენებ ამასთან შეწინააღმდეგების მიზნით. ზოგი საერთოდ არ ამართლებს, ზოგი ძალიან ცოტა ხანს ძლებს. (მაგალითად სახეზე წყლის შესხმა) ერთი გვერდის სწავლასაც ვერ ვასწრებ, ისევ თვალები მეხუჭება.
აზრი არაფერს არ აქვს, ტვინი მაქვს დაღლილი. უძახე რაც გინდა, შიგნით არაფერს უშვებს.
ცოტა ხანს დედასთან ავდივარ. მოკლედ მიყვება ჩემს არ ყოფნაში მომხდარ ამბებს, იმას, თუ რატომ მოუხდათ ბავშვის მშობლებს წასვლა. მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მათი სასტუმროს ქსელთან დაკავშირებული პრობლემები.
თითქოს თავად ნაკლები მქონდეს...
რა უცნაურია ეს სამყარო.
ყველას თავისი პრობლემები აქვს და ყველას ჰგონია, რომ მის პრობლემაზე დიდი, სხვას უბრალოდ ვერ ექნება.
სწორედ აქედან იბადება უმადურება, შური. აი იმას, ეს პრობლემა არ აქვს, რა უჭირს. ამ დროს არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ იმ სხვას, ზუსტად ის პრობლემა აქვს, რაც თავად არ აქვს.
რა უცნაურად ჩამოვაყალიბე, არა?
როგორც წესი, ფილოსოფოსობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა ზოგჯერ, მაინც შემომიტევს - ხოლმე რაღაც ბრძნული აზრები.
მართალია, ამ ბრძნული აზრებით სამყარო არავის გადაურჩენია და მათი ცოდნაც, რეალობას არ ცვლის, მაგრამ ისიც კარგია, თუ ვიღაცის გონებაში არსებობს და შიგადაშიგ ახსენებს, რომ საკუთარ პრობლემაზე არ უნდა იწუწუნოს.
ჩემს შემთხვევაში, ალბათ მე თუ შევაღვიძებ - ხოლმე, ღრმა ძილში მყოფს. ამას მთელი ენერგიები მიაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა შეახსენო თავს, რომ შენზე ცუდად სხვა არის და ის ამას უმკლავდება, შენ კი უფლება არ გაქვს დაეცე.
საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან ცალმხრივ სიყვარულს...
ყველა გზა შენთან მოდისო, სადღაც წამიკითხავს, მაგას ასე შევცვლიდი, ყველა ფიქრი, შენთან მოდის...
დედას ვემშვიდობები და ქვემოთ ჩამოვდივარ. როგორც წესი, სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ახლა, მაზოხისტურად მინდა ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შემაწუხოს.
რამე, სხვა გრძნობამ შემაწუხოს.
თუნდაც ცოტა ხნით, მომაშოროს მასზე ფიქრები...
***
დილას, ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივები მაღვიძებს. დიახ, დიახ, მზის სხივები. ელდა ნაცემი, მაშინვე ტელეფონს ვავლებ ხელს და... რა თქმა უნდა, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარეკა.
ზუსტად მახსოვს, მაღვიძარა რომ დავაყენე, დატენილი იყო, მაგრამ არ ირთობა და შესაბამისად არც მაღვიძარამ დარეკა.
ლამის ჰაერში ვიცვამ, ზუსტად იმ პირველივეს, რაც ხელში მხვდება და ტელეფონს დასატენად ვაერთებ. სანამ მე თმას გავიკეთებ, იმედი მაქვს რაღაცას მოასწრებს.
ო, ღმერთო, თმა.
არა, ეს თმა უნდა გადავაშენო. ვსო, გადაწყვეტილია, დღეს სალონში წავალ და შევიჭრი. გაგონილა, ყოველ დილას დროის ნახევარს დავარცხნაში მართმევდეს?
ბედნიერი კაცები. რა თქმა უნდა იმათ არ ვგულისხმობ, ვინც საკუთარი სურვილით იზრდის თმას, ივარცხნის, იაწორებს. ეგენი ხომ კაცებსა და ქალებს შუა გაჭედილი არსებები არიან.
ღმერთო, რეებზს ვფიქრობ დილიდან. ახლა, მე უნდა ვიმეორებდე იმას, რაც გუშინ ვისწავლე (იმედი მაქვს ვისწავლე) მაგრამ არა, სად არის იმის დრო, რომ ეს გადავამოწმო?
სასწრაფოდ ვყრი რვეულებს ჩანთაში და ტელეფონს ენერგიის წყაროს ვაშორებ. საერთოდ მგონია, რომ დამჯდარის წაღებას აზრი არც აქვს, მაგრამ ეკრანის ანთებისთანავე კიდევ ერთი სიურპრიზი მხვდება. არსაიდან მოსული 20℅.
5 წუთში, ეს როგორ მოახერხა?
ჯანდაბა. ჩემი ტელეფონი ხომ აფრენს. წადი ალე, წადი. ვეღარ გავტიე თავი.
*
პირველად.
3 წელია სტუდენტი ვარ და პირველ დავაგვიანე. მე თვითონ არ მჯერა, ლექტორს როგორ მოვთხოვო, დაიჯერეთ, რომ ყველაზე ბოლოს, ეს მე, ალექსანდრა რაფავა შემოვედი - მეთქი.
თითქოს, მისი დამჟავებული სიფათი არ მყოფნიდეს, ახლა კურსელებიც იწყებენ ჩემი თვალებით ბურღვას.
ვიცი, რომ როგორც წესი, ამ დროს ყველაფერი უნდა დავიკიდ.ო, მაგრამ ჩემს ტვინს, ეს ფუნქცია სამწუხაროდ გამორთული აქვს.
ჰო, კიდევ ამასთან ერთად, რაღაცაც მიაყოლა, სრულიად არასაჭიროდ - მოსმენის უნარი დავკარგე მგონი.
ეს უკვე მეორედ ხდება, ლექციაზე ვზივარ, ლექტორი საუბრობს, მე მესმის და მაინც, აზრზე არ ვარ რას ლაპარაკობს.
აღარ შემიძლია, საკუთარი თავი ასეთი აღარ შემიძლია!
თითების წვალებას ვიწყებ, აქეთ-იქით უაზროდ ვიყურები და ვცდილობ სადღაც ჯანდაბაში წათრეული კონცენტრაცია დავაბრუნო, მაგრამ ამის ნაცვლად, სრულიად სხვა რაღაც გამომდის. ლექტორის ყურადღებას ვიქცევ და კითხვით გადმოდის ჩემთან, რომელზეც რა თქმა უნდა, პასუხი არ მაქვს. როგორ უნდა მქონდეს, არც მისწავლია, არც მისთვის მომისმენია...
კურსელები ისეთი გაოცებული თვალებით მიყურებენ, თითქოს დიდი სასწაულის შემსწრენი გახდნენ.
არა, ახლა გავგიჟდები.
ტელეფონი ციმციმს იწყებს და... რა თქმა უნდა ჩემი დაყენებული ვიბრაციის ნაცვლად, მელოდია იწყება.
გადავაგდებ! ვფიცავ, გადავაგდებ!
ყველანაირად ვცდილობ, ხმა დავახშო. გათიშვითაც ვერ ვთიშავ. მაინც და მაინც იმ ადგილას ჭედავს სენსორი, სადაც წითელი ღილაკია.
ეს ანუკიც აღარ ჩერდება. რა უნდა, რა. ხომ მე უნდა დამერეკა, რა არ ასვენებს.
უკვე ვიცი, ამას რაც მოჰყვება და რა თქმა უნდა, არ ვცდები.
ლექტორი გარეთ მისვრის.
არა, მაინც და მაინც ამ კაცის ლექციაზე რატომ მოხდა?
ვიცი, მაგალითად ლალი გამიგებდა, ვუპასუხებდი და უკან შევიდოდი, მაგრამ არა...
ბედია, გია, ბედი.
*
ნერვებმოშლილი გავდივარ გარეთ და ანუკის ვურეკავ.
ზუსტად მაშინ გათიშა, როცა გამომაგდეს. მაგარია, არა?
- ალე, რაშვები? - მაშინვე მპასუხობს- ბოდიში, ცუდ დროს ხომ არ დაგირეკე?
- ლექციაზე ვიყავი. - რაც შემიძლია მშვიდად ვპასუხობ.
- აუ, მაპატიე. რამ გამომაშტერა. უბრალოდ მე მოვედი და მინდოდა მეთქვა, ეზოში გელოდები - მეთქი. ვაითუ შეტყობინება არ ნახოს - თქო და...
მაშინვე აქეთ-იქით ვიყურები და ანუკისაც ვხედავ. გრძელ სკამზე, ზურგით ზის და ყველანაირად ცდილობს, ქარისგან ვარცხნილობა გადაარჩინოს.
აღარაფერს ვპასუხობ, მაშინვე მისკენ ვიღებ გეზს.
- ალე, აქ ხარ?
- აქ ვარ. - უკნიდან ვადგები თავზე და შიშგან ხტება.
- ვაიმე, ჩემ გამო გამოხვედი ლექციიდან? - თვალები უფართოვდება.
- არა, გოგიმ გამომაგდო. - სწრაფად ვიკავებ მის გვერდით ადგილს.
- ღადაობ? შენ?
- ვერ იტანს, როცა ლექციას ტელეფონის ზარი აწყვეტინებს. მე კი ვერაფრით გავთიშე.
- აუ, მაპატიე რა...
- გეყოფა, ნუ მებოდიშები.
წესით, იმსახურებს, რომ გავუბრაზდე, მაგრამ ის თავისი ლექციების დროსაც ძლივს იმახსოვრებს, ჩემი რომ არ ახსოვს, რა გასაკვირია.
- ტელეფონი უნდა გამოცვალო. გინდა მაღაზიაში წაგყვე?
- ეს ჩემი პრობლემაა, ანუკი.
- ანუ... ჩვენ აღარ ვართ? - ხმაში სევდა ეპარება და თავს ხრის.
- გეყოფა, ისე ნუ იქცევი, თითქოს შენი შეყვარებული ვარ და დაგშორდი.
- ალე... მე მართლა ძალიან ვნანობ. - ჩემსკენ იწევა და მკლავზე მადებს ხელს - ჰო, ამას აზრი არ აქვს, მაგრამ ხომ იცი, რომ მიყვარხარ, გაფასებ და ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა დაგხმარებოდი, თავი ბედნიერად გეგრძნო. თორემ აბა რა მინდოდა მე ერეკლესთან?
რა მინდა - ხოლმე, დინამოზე 2 საათი კაცების როხროხში? იცი, ფეხბურთს ვერ ვიტან, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ საჭორაო თემა გვქონდეს და მატჩზე რომ დაიწყებ ლაპარაკს ბეცივით არ გიყურო.
- ვიცი, ანუკი... - კვლავ არ ვუყურებ თვალებში.
- ჰო, შეიძლება შევცდი, მაგრამ დაფიქრდი... იქნებ კარგიც არის, ერეკლემ რომ გაიგო? ამან გარკვეულწილად მოვლენები დააჩქარა.
- რა არის კარგი, ნუ მაგიჟებ. მას შეყვარებული ჰყავს და გასართობი თემა მიეცა იმით, რომ გაიგო მიყვარს. ყოველი ლაპარაკისას ამას მახსენებს და ისეთი მზერით მიყურებს... არ ვიცი, თითქოს დამცინის, რომ მასზე შეყვარებული გოგო ვარ. - ვეღარ ვუძლებ და თავს ხელებში ვრგავ.
- შეყვარებული არა ის, ალბათ ერთობა მასთან. იმ ჩონჩხს, სიყვარულით საერთოდ არ უყურებდა. ხომ იცი, არ მეშლება შეყვარებული კაცის ცნობა. დამიჯერე, შენს ნერვიულობად არ ღირს, ალე. რაც უნდა ის უქნია. დაიკიდ.ე საერთოდ. რამეს თუ გეტყვის და ამ ამბის ცოდნას თავის სასიკეთოდ გამოიყენებს, შენც უთხარი. სიტყვიერი ომი ხომ გეხერხება...
- ხო, რომ მეხერხება იმიტომაც მივქარე მაგრად. - ღრმად ვოხრავ.
- რა, რამე გააკეთე?
- ხო, გავაკეთე, ანუკი. - ვეღარ ვჩერდები და სწრაფად ვდგები ფეხზე- გავაკეთე და ეს მოსვენებას არ მაძლევს. სისულელე ვუთხარი მატჩზე. თითქოს, მისი ბრალი იყო საბერძნეთთან რომ წავაგეთ.
- არ იყო? - სერიოზული სახით მეკითხება.
ღმერთო...
რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში მოვუყევი, მაინც არაფერი არ ახსოვს.
- არა, არ იყო. არც თორდიას გაუტანია განგებ ავტო - გოლი.
თითოეული სულიერად არის განადგურებული.
მე კი მივედი და... - ვეღარც ვამთავრებ.
- დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიშალა ნერვები ამ ზომამდე რომ მიხვედი.
- ეს არ უნდა გამეკეთებინა, ანუკი. მე ხომ მას არ ვგავარ, არა? საპასუხო დარტყმას რატომ ვაყენებ. შეიძლება მას არ ვუყვარვარ, მაგრამ მე ხომ მიყვარს...
როგორ შემიძლია რომ ვატკინო... - ისევ მევსება თვალები ცრემლებით.
ყელში მაწვება და ემოციებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
- დაელაპარაკე. - მტკიცედ მეუბნება. - თვითონ არ ნანობს და არ აწუხებს, არ მოვა. მაგრამ შენ გაწუხებს და თავს დამნაშავედ გრძნობ. ამიტომ წადი, ბოდიში მოუხადე და გათავისუფლდი. თავად თქვი, რომ მას არ ჰგავხარ.
ამიტომ მის ხერხებს ნუ გამოიყენებ.
მისვლა და პატიების თხოვნა, სირცხვილი არ არის. მითუმეტეს მაშინ, როცა დააშავე.
პირიქით, შენ უნდა ამაყობდე იმით, რომ დანაშაულს იაზრებ. მას ამდენიც არ შეუძლია.
ანუკის სიტყვები მაფიქრებს.
სწრაფად ვიწმენდ ჩამოგორებულ ცრემლს და ამ ხნის განმავლობაში, პირველად ვუსწორებ თვალს.
აფორიაქებულია.
თითების წვალებას იწყებს და ვგრძნობ, თავადაც არანაკლებადაა ემოციებით მოცული.
- ასე გგონია?
- არ მგონია, ზუსტად ვიცი.
ვინ იცის, კიდევ როდის ნახავ. მანამდე თუ ასე უნდა იყო, განადგურდები.
- მართალი ხარ... უნდა დაველაპარაკო. - თითქოს საკუთარ თავსაც ვეთანხმები და ჩანთას ვიღებ.
- მისმინე, ალე. - წინ მიდგება - დალაგდით. მასაც აიძულე, რომ შეცდომა გაიაზროს. ისე არ წამოხვიდე, თორემ მერე მაგაზე დაიწყებ ნერვიულობას. დაანახე, რომ მისი სიტყვები და ირონიული დამოკიდებულება შენც გწყინს.
საპასუხოდ, უბრალოდ თავს ვუქნევ და გვერდს ვუვლი.
დღევანდელი დღე და ლექციებიც მას უნდა შევწირო, იმედი მაქვს, ტყუილად არა...
***
ტაქსების გაჩერებამდე, ჩქარი ნაბიჯით მივდივარ და თან, თორდიას ნომერს ვეძებ კონტაქტებში.
ვაკოს რომ დავურეკო, კითხვებს მომაყრის.
შესაძლოა ჩემი გადარწმუნებაც სცადოს, მე კი ამდენი დასაკარგი დრო არ მაქვს.
ისედაც საკმარისად დავკარგე და ამ საშინელ გრძნობას, უფლება მივეცი ჩემში ენახა ბინა.
ანუკი მართალია. მე დავაშავე და მე ეს მტკივა.
საკუთარ თავს უნდა დავეხმარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ვერ ვიცხოვრებ.
ვის ვედრები და ვის ველოდები. მე მე ვარ.
ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა კადრულობს ტელეფონის აღებას.
- ბატონო.
- გუგა, გამარჯობა, ალე ვარ.
- ვიცი, მიწერია შენი ნომერი.
ისეთი ხმით მიპასუხა, მეგონა არც დაუხედავს ნომერზე, ან სახელი არ ეწერა.
- გუშინ ისე წახვედი, არც კი დამემშვიდობე. მეც მივქარე რამე და არ მახსოვს?
- არა, უბრალოდ არ მინდოდა გამეღვიძებინე.
- კიდევ კარგი, სხვა მიზეზი არაა. გეფიცები, იმ ამბის მერე შფოთვები დამეწყო. მეთქი, თუ რამე დავაშავე დროზე გავარკვიო, მეც არ მომივარდეს. - აჰა, ისევ დაიწყო გაუჩერებელი ლაქლაქი.
- იცი, ბექას ცხვირი აქვს გატეხილი და...
- არ მაინტერესებს, გუგა. - სწრაფად ვაწყვეტინენ - მთავარია არ მომკვდარა. მისმინე, სხვა რამეზე გირეკავ, შენი დახმარება მჭირდება.
- ჩემი დახმარება? - ხმაშიც კი იგრძნობა, როგორ გაოცდა - არსებობს ისეთი რაღაც, რასაც შენ ვერ მოაგვარებ ან ვაკო ვერ მოგიგვარებს?
- ვაკოსაც შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე მას ვერ ვთხოვ.
- დავინტრიგდი, აბა გამოუშვი.
- ერეკლეს მისამართი მინდა - სუნთქვას ვაყოლებ.
- ვინ ერეკლე... - არ ვიცი, მართლა იბნევა თუ თავს იშტერებს, მაგრამ ეს ძალიან გამაღიზიანებელია.
- რამდენ ერეკლეს იცნობ?
- რავიცი, ბევრს.
- გუგა! - უკვე მოთმინების ფიალა მევსება.
- ტაბატაძე?
- ჰოო. მეტყვი თუ სხვას ვთხოვო?
- და მაგას ვაკო ვერ გეტყოდა?
- რამდენ კითხვას მისვამ? გითხარი, ამ ეტაპზე მისთვის თხოვნა არ შემიძლია-მეთქი. აუცილებელი საქმე მაქვს. მეხმარები თუ არა?!
- კაი ჩაგიგდებ, ნუ აიწეწე.
- მიდი, გელოდები. - სწრაფად ვუთიშავ და პირველივე ტაქსში ვჯდები. - ნერვები მომიშალა და ნუ აიწეწეო.
ჯანდაბა.
როგორ შეიძლება რამე მარტივად მოვაგვარო.
***
თითქმის ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა დანიშნულების ადგილს ვაღწევ.
როგორც კი მანქანიდან გადმოვდივარ, მაშინვე მიჩქარდება გული და უკვე სერიოზულად მეშინია, რომ ეს ხელს შემიშლის.
სპეციალურად არ ვალაგებ სათქმელს გონებაში. არც არასდროს დამილაგებია. როგორც წესი, ადამიანს რომ ვხედავ და პირისპირ ვუდგები, ყოველთვის თავად მოდის - ხოლმე სიტყვები, თუმცა ახლა, პირველად მეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს ასე მოხდება.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ორ სართულიანი სახლის ეზოს და შესვლამდე, კიდევ ერთხელ ღრმად ვსუნთქავ.
სიმშვიდეა.
აი ისეთი, ვერც იფიქრებ აქ საერთოდ ვინმე თუ ცხოვრობს.
წინა ფართი დიდი არაა, მაგრამ როგორც ვხვდები, სახლს უკანა ეზოც აქვს.
კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ გვერდით ზარია.
ჯანდაბა.
ეს დაბნეულობა თუ მომიღებს ბოლოს.
ახლა ზარის დარეკვას ვაპირებ, მაგრამ მოულოდნელად იღება კარი და ქალბატონი ქეთის მზერას პირისპირ ვეჩეხები.
ჰო, მე მას ვიცნობ.
მის ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ...
მახსოვს, ინტერვიუში საუბრობდა ერეკლეს პატარაობაზე, თან პატარა დათა ესვა მუხლებზე.
ისეთი საოცარი, თბილი, ოჯახური გარემო ჰქონდათ, მახსოვს, ამეტირა.
ყოველთვის მეგონა, რომ კამერის წინ ყველა თამაშობდა, მაგრამ მაშინ, თითოეულ მათგანში იმხელა გულწრფელობა დავინახე, უბრალოდ შეუძლებელია ეს დადგმული ყოფილიყო.
- დიახ? - ფიქრებიდან მისი ხმა მარკვევს. თბილად მიღიმის და მოთმინებით ელის, როდის ამოვიღებ ხმას.
- გამარჯობა, ქალბატონო ქეთი. მეე... -შუბლზე ვისვამ ხელს - მე ალექსანდრა რაფავა ვარ, შალვას ძმიშვილი.
(შალვას სახელის დამატება ყოველთვის მჭირდება - ხოლმე, ისე, ხალხის დაბნეულ გამომეტყველებას მათი სახიდან ვერ ვაქრობ)
- მართლა? მიხარია შენი გაცნობა. რამ შეგაწუხა, შემოდი. - სწრაფად მეცლება.
გაუბედავად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და როგორც კი შევდივარ, იქვე ვჩერდები.
- იცით, მე... ერეკლეს ნახვა მინდა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
- ერეკლე? - წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე - ახლა მოვიდა ვარჯიშიდან და სძინავს.
არ ვიცი, თუ მის გაღვიძებას შეძლებ, შედი. როგორც წესი, ამ დროს ქვეყანაც რომ დაიქცეს, თავს ვერ ააწევინებ ბალიშიდან. - კვლავ ოდნავ ეღიმება.
მისი ღიმილი ისეთი გადამდებია...
ამ ქალისგან უდიდესი პოზიტივი მოდის.
- შემოდი, აქ ნუ დგახარ - თვალითაც მანიშნებს და პირველი მიდის მისაღებისკენ.
უხმოდ მივყვები.
შიგნით სასიამოვნო სიგრილეა.
ღია ფერის კედლებს, იდეალურად ერწყმის კრემისფერი ავეჯი. ცენტრს, მინის კედელი ამშვენებს, საიდანაც უკანა ეზოს ხედი იშლება.
მარჯვენა კუთხე, მთლიანად ბუხარს უკავია, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზამთარში ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის და სულ სხვაგვარ ელფერს სძენს აქაურობას.
ქალბატონი ქეთი მხატვარია, მის ნამუშევრებს ინსტაგრამზე ვათვალიერებ - ხოლმე. სახლს მისი ხელი ეტყობა, იდეალურად აქვს შეხამებული ფერთა გამა.
მარცხენა მხარეს, კედელი მთლიანად საკუთარი ხელით აქვს მოხატული. კუთხეში კი, გაკრული ხელით აქვს მიწერილი
''ბაბუწვერების წვიმა'' .
მახსოვს, ინტერვიუში ზუსტად ამ მხარეს ისხდნენ და მისი შექმნის ისტორიაც გაიხსენა.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერეკლე პატარა იყო, საღებავები მომპარა და ზუსტად ამ კედელზე დაიწყო ხატვაო.
შემდეგ მამამისმა შეამჩნია, დამიძახა, თუმცა რომ მოვედი უკვე მოესწრო ხაზების გავლებაო.
არ ვიცი, ასეთი რისი დახატვა მოასწრო, ან რა იყო ამ ხაზებში განსაკუთრებული, თუმცა ქალბატონმა ქეთიმ თქვა, რომ გადასაღებად დაენანა და მისი დაწყებული დაასრულა, შედეგად კი, ეს მიიღეს. ნახატი, რომელიც უკვე წლებია სახლის ამ კუთხეს ამშვენებს.
ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნება ძალიან მიყვარს და მომწონს, თუმცა მის ნახატებში არის რაღაც განსაკუთრებული.
არ ვიცი, ნეტავ ოდესმე ერეკლესაც იტაცებდა ხელოვნება? თუ ეს მართლა ბავშვური ხუმრობა იყო...
ამის შესახებ, არასდროს არაფერი უხსენებია და არც მე გამჩენია ეჭვი.
თუმცა ახლა, ამ ნახატს ასე ახლოდან რომ ვუყურებ, რაღაც სხვა გრძნობა მაქვს და თავადაც ვერ ვხვდები რა.
- ამ ნახატის ისტორია იცი? - ფიქრებიდან, კვლავ მის ხმას გამოვყავარ. ალბათ, უკვე ზედმეტად დიდი ხანია გაშტერებული ვუყურებ.
- დიახ, ინტერვიუში საუბრობდით. - ოდნავ ვუქნევ თავს.
- ჰო, ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- დედაა... - კიბეებზე პატარა დათა ჩამორბის. აშკარად რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ჩემი დანახვისთანავე ჩერდება.
ჯერ გაოცებული მიყურებს, შემდეგ კი ოდნავ მიღიმის.
- გისმენ შვილო, მოხდა რამე?
- ნწ - სწრაფად აქნევს თავს - მამა გირეკავდა - ახლა ტელეფონს უწვდის.
- ნეტავ რა უნდა, ამ დროს არ რეკავს - ხოლმე - თავისთვის ჩურჩულებს და დაფიქრებული ჩაჰყურებს ტელეფონს.
მერე, სწრაფად სწევს თავს მაღლა.
- ერთმანეთი რომ არ გაგაცანით...
ეს ჩემი მეორე ანგელოზია დათა - ღიმილით მისწორებს თვალს და თმაზე ეფერება - დათა, ეს კი ალექსანდრა. შალვა ხომ იცი
სწრაფად უქნევს თავს.
- აი მისი ძმიშვილია.
- სასიამოვნოა - ოდნავ ვიხრები და ხელს ვუწვდი.
- ჩემთვისაც. -წამში მართმევს და თავისი დიდრონი თვალებით, ინტერესით მაკვირდება.
ისე ძალიან ჰგავს...
ზუსტად მისნაირი თვალის ჭრილი და ღიმილი აქვს.
ეს საყვარელი ფოსოებიც კი, ლოყაზე.
ასე მგონია, წინ, პატარა ერეკლე მყავს...
- დედიკო, მე მამას გადავურეკავ. ერეკლეს ოთახს ხომ აჩვენებ?
- კი. - სწრაფად უქნევს თავს და ბაღისკენ მიმავალს, თვალს აყოლებს.
- შენ და ჩემი ძამიკო მეგობრები ხართ? - ნელა ბრუნდება და კიბეებისკენ მიდის.
- ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. - დაფიქრებული მივყვები უკან.
მართლაც, ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის?
- ერეკლეს ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ შენ პირველად გხედავ.
- ჰო, ჩვენ ახლა დავმეგობრდით.
კი, ახლა დამეგობრდით, ალე. შესანიშნავად დამეგობრდით.
- ჩემი მეგობარიც იქნები? - სწრაფად ჩერდება კართან და ქვემოდან მიყურებს. იმდენად საყვარელია, თავს ვერაფრით ვიკავებ და ვეხუტები.
- კი საყვარელო, ვიქნები.
- მაგარია. მე დიდი მეგობარი მყავს - გახარებული უკრავს ტაშს.
- ეს არის? - კარზე ვანიშნებ.
- კი, მაგრამ უნდა იხმაურო რომ გაეღვიძოს.
- კარგი, ვიხმაურებ მაშინ. - თვალს ვუკრავ.
საპასუხოდ, თვითონაც იგივეს აკეთებს და გახარებული გარბის უკან.
იქამდე ვუყურებ, სანამ თვალს მიეფარება.
მერე, ღრმად ვსუნთქავ.
ნეტავ შენთანაც ასეთი მარტივი იყოს საუბარი...
არ ვიცი, უნდა დავაკაკუნო?
არა, თუ სძინავს რა აზრი აქვს.
გაუბედავად ვწევ სახელურს დაბლა და ოდნავ ვაღებ კარს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სხვა სამყაროში შევდივარ და მგონი, მართლა ასეა.
წამსვე მეჯახება ცივი სურნელი. ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ, მის მანქანაში იყო.
გული მიჩქარდება და ვგრძნობ, როგორ იღვიძებს ჩემში რაღაც უცნაური გრძნობა.
ნელი ნაბიჯებით შევდივარ შიგნით და მაინც ჩუმად ვხურავ კარს.
რავქნა, მე არ შემიძლია ზიანი მივაყენო.
არც გაღვიძებით...
საინტერესოა, ამაზე შემოსვლამდე რატომ არ ვიფიქრე.
ახლა? ახლა ვერაფრით ვწყვეტ თვალს.
ორივე ბალიში ერთად აქვს ჩახუტებული, თავი კი საერთოდ არ უდევს ბალიშზე.
უნებურად, საკუთარი თავი მახსენდება.
დედა სულ მეჩხუბებოდა, ბალიში იმისთვისაა, რომ თავი დადო და არა იმისთვის, რომ ძირს მოისროლოო.
- დათა, გადი. შენი თავი არ მაქვს.
ვკრთები. მართლა მეგონა, რომ ეძინა.
წამში მედება რაღაც სიმხურვალე სხეულში და უცნაურად მიჭერს სუნთქვას.
თითების წვალებას ვიწყებ.
ვიცი, რომ გამბედაობა უნდა მოვიკრიბო, მაგრამ ეს მასთან ყოფნისას საშინლად რთულია.
მტკიცედ საუბარიც რთულია, თუ რა თქმა უნდა ნერვები არ მომიშალა.
მაგრამ რა, მეორე შეხვედრისას დავინახავ და ყველაფერი მავიწყდება.
იმ წამს პატიობს გული ყველაფერს. როგორ მიკეთებს ამას?!
- და... თუ დათა არ ვარ? - მაინც მებზარება ხმა.
ვერ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ წამსვე ახელს თვალებს. მყისვე ტრიალდება და ოდნავ იწევა საწოლზე.
ისეთი გაოცებული სახე აქვს, აშკარად, მესამე მსოფლიო ომის დაწყებასაც ელოდა, მაგრამ ჩემს აქ, მის ოთახში ხილვას არასდროს.
- აქ რას აკეთებ?
როგორც ყოველთვის, ჩვეული ქარიზმით იწევს თმას უკან და ბალიშებს თავის ადგილას აბრუნებს.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- ანუ, ვეღარ დამელოდე? - ირონიულად ეღიმება.
- 'მსხვერპლი' დამნაშავესთან მიდის და არ ვიცი? - თავადაც ოდნავ ვუღიმი, მაგრამ უფრო იმისთვის, რომ კითხვა სრულყოფილი იყოს.
წარბებს კრავს. რა თქმა უნდა, მსგავს პასუხს არ ელოდა.
- ნწ. - ოდნავ აქნევს თავს და ნელა დგება საწოლიდან - უბრალოდ დამნაშავეს უნდა, რომ ასე მოხდეს.
აჰა, აი. ბატონი ერეკლე და მისი ტიპური გამოსვლები. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, ისედაც აშკარა იყო, რომ თვითონ არაფერს ნანობდა, მაგრამ მე ხომ მას არ ვგავარ, არა?
- დამნაშავეს რომ ჰკითხო, შენზე დიდი დამნაშავე არავინ არ არის, მაგრამ ამჯერად იმიტომ გადარჩი, რომ შენმა ქცევებმა, ეგ სტატუსი მეც გამინაწილა.
- ვაა... - ისევ ირონიულად იღიმის და კედელზე დაკიდულ სარკესთან ჩერდება. ჯერ თმას ისწორებს, მერე წვერზე ისვამს ხელს.
- დამნაშავე იმიტომ არის დამნაშავე, რომ თავი შეგაყვარა? - წამიერად აპარებს თვალს ჩემსკენ.
თითქოს აინტერესებს, რა რეაქცია მექნება მის კითხვაზე.
მაგრამ ამ დამცინავ ტონს და ყოველ ჯერზე, ამ თემასთან დაბრუნებას იმდენად შევეჩვიე, იმუნიტეტი გამომიმუშავდა და არათუ გარეგნულად, შინაგანადაც აღარ მაქვს რეაქცია.
- ამ შემთხვევაში, დამნაშავე დამნაშავედ არ ითვლება, ჩემო ალე. - ნელი ნაბიჯებით იწყებს მოახლოებას და მეც, ინსტიქტურად ვიხევ უკან. - და... ჰო, არც მსხვერპლია დამნშავე. ბოლოს და ბოლოს, უყურებდე ამდენად სიმპატიურ ბიჭს, თან ეროვნული ნაკრების წევრს და არ გიზიდავდეს, ძნელია მეტად ძნელი.
- ამდენად ნარცისი როგორ ხარ. - ოდნავ ვაქნევ თავს. უკვე საშინლად რთულია ყოველ ჯერზე იმასთან შეჯახება, რომ ის სულ სხვა ადამიანია.
ხოლო ერეკლე, რომელზეც მე ვარ შეყვარებული, უბრალოდ არ არსებობს.
- რავქნა, ვარ და ჰა. - ისევ ეს ირონია - თიკას ასეთი ვუყვარვარ. აი... შენც თუ ასეთს შემიყვარებ, შეიძლება მოგვიანებით შენი კანდიდატურაც განვიხილო.
მაგრამ... მაპატიე, დამავიწყდა. შენ ხომ ისედაც გიყვარვარ, ყველანაირი. - კიდევ ერთ ნაბიჯით მიახლოვდება.
ღრმად ვოხრავ.
აზრი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი. ყველაფერში გასართობს ეძებს.
- მთავარი აქ მე ვარ. - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - რაღაც რომ გამოგვივიდეს, მეც უნდა მომწონდე...
- შენ, ჩემო კარგო, თიკასნაირი ჩონჩხები მოგწონს. ნუ ჩამსვავ შენს გემოვნებაში, რაც უფრო მეტს ლაპარაკობ, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს საშინლად არ მინდა.
- თუ საშინლად გინდა?
კიდევ მიახლოვდება და უკვე, კედელს ვეკრობი. ფიზიკურად ვეღარ დავიხევ უკან.
- ერეკლე, აქ სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი. მორჩი ბავშვობას და ნორმალურად ვისაუბროთ. - მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ავაწყე ამხელა წინადადება ამ მდგომარეობაში.
ისევ ეცინება. არა, ახლა რა იყო აქ სასაცილო?
- კაი, ოღონდ... შენი გულისცემა მომასმენინე ჯერ.
ფრთხილად მეხება ხელის ზურგით ლავიწზე და ნელა ასრიალებს თითებს ქვემოთ.
საშინლად მეწვის კანი და იმდენად მიხურს, მგონია, რომ ის ადგილი მიწითლდება, სადაც შემეხო.
გულთან ჩერდება და ისეთი ყურადღებით 'უსმენს' თითქოს, მართლა ძალიან აინტერესებს რამდენ დარტყმას აკეთებს წუთში.
- გეყოფა. - ხელს ვწევ მის მოსაშორებლად, თუმცა წამში მიჭერს და ისევ უკან მაწევინებს.
- ერეკლე.
- სუნთქვა გიჭირს? - ისევ ეღიმება.
- სიამოვნებას ღებულობ ადამიანების წვალებით?
- ადამიანების არა, შენი წვალებით.
- აქამდე არავის ყვარებიხარ, ხო?
წამში უქრება სახიდან ირონია.
- ყველას უბრალოდ მოსწონხარ.
შენს თიკასაც. ზუსტად ამიტომ არანაირი რეაქცია არ აქვს შენს შეხებაზე. იმიტომ რომ აქამდეც ათასჯერ შეხებიან და შენ მათგან არ განსხვავდები.
- წესიერად ილაპარაკე თიკაზე! - წამში მაშორებს ხელებს.
- რაო, გაბრაზდი? სად გაქრა შენი ირონია?
- შენ გგონია რომ გიყვარვარ, არა? სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამწარებისკენ არავის უბიძგებს.
- სიყვარული არა, ზოგჯერ თვითონ ეს საყვარელი ადამიანია არასწორი ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ, ის თავად გვირჩევს. შენ ამას ვერ გაიგებ.
- რადგან არავის ვყვარებივარ? საკუთარი თავი ერთადერთი და განუმეორებელი გგონია, რადგან შეგიყვარდი? - ცინიკურად ეღიმება.
- იცი, რაა? შეიძლება ვინმეს უყვარდი კიდეც, მაგრამ შენი დამპლური საქციელების გამო, მასაც ასე, ხელი ჰკარი და თავი შეაძულე.
- ჩემს პატარას თავი შევაძულე?
აჰა, ისევ ძველ სტადიას დავუბრუნდით. მაქსიმუმ
რამდენი წუთი ჰყოფნის ჩემი აფეთქება? ორი?
- ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ხარ, ერეკლე. მართლა ვერ ვიჯერებ.
- დაიჯერე! - იმდენად მოულოდნელად სერიოზულდება, ვკრთები.
- აი ასეთი ვარ, როგორსაც მიყურებ, ხედავ?! სხვანაირად ყოფნა არ შემიძლია. როგორც შენ ამბობ, სიყვარულიც არ შემიძლია, ასე რომ ნუ ელოდები. წადი და შენი ცხოვრება აიწყე, მე არ ვარ ადამიანი რომელიც შენ გაგაბედნიერებს და იმას მოგცემს, რაც გინდა.
- მე არ მითქვამს, რომ სიყვარული არ შეგიძლია. დამშვიდდი...
- არ მინდა დამშვიდება, წადი აქედან! - კიდევ უფრო უწევს ტონს.
- ნუ ყვირი, ქალბატონი ქეთი გაიგებს.
- შენ ძალიან გადარდებს?! ახსნა - განმარტებას მხოლოდ მე მომთხოვს, ნუ ღელავ.
პირველად ვხედავ ასეთ გაგიჟებულს. დავიჯერო, მხოლოდ ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა ასე? აქამდეც ხომ შევპასუხებივარ, უარესიც მითქვამს.
ნაკრებს შევეხე, მის თამაშს შევეხე. ვუთხარი, რომ ქვეყნის სახელი ტალახში გასვარა, მაშინაც კი არ ჰქონია ასეთი რეაქცია.
ამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული მისთვის?
თვალები ცრემლებით მევსება.
მე ვიცი, რა არის ცალმხრივი სიყვარული.
ვინ გიყვარს ასე ძლიერ, ერეკლე...
წინ და უკან იწყებს სიარულს. მერე ღრმად სუნთქავს და შუბლზე ისვამს ხელს.
- კაი მაპატიე, ნუ ტირიხარ. - თვალს არ მისწორებს. წარმოდგენა არ მაქვს, ცრემლები როგორ დაინახა.
საწოლის კიდეზე ჯდება და კისერზე ისვამს ხელებს.
რამდენიმე წამი ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს, მაინც ვეღარ ვიკავებ თავს. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს,
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და მის წინ ვიმუხლები.
გაოცებული მზერით მიყურებს.
აი ზუსტად ისეთით, ამის გარდა რომ ყველაფერს ელოდა.
- ეს შენ მაპატიე... - ხმა მიწყდება, მაგრამ მაინც ვატან თავს ძალას.
- ვიცი, არ გიყვარს სიტყვა 'მესმის', ამიტომ გეტყვი, რომ გგრძნობ...
შენ იცი, კიდევ რასაც გეტყოდი, მაგრამ არც იმას გეტყვი, რადგან ვიცი, რომ არც ეს გსიამოვნებს. - ყელში მაწვება და თვალებიც, ისევ მევსება ცრემლებით.
- მე არ მინდა, რომ გეტკინოს, ერეკლე...
ვიცი, რომ არც შენ გინდოდა. ჩემთან მიმართებაში არა. ვიცი, რომ ხვდები ვისაც ვგულისხმობ...
მაპატიე ყველაფერი. - ძლივს ვსუნთქავ და მაინც, ვცდილობ ბოლომდე ვუთხრა. - შენ ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები არაფერს არ ნიშნავს შენთვის, მაგრამ მინდა იცოდე, რომ როგორც გულშემატკივარი, როგორც ქართველი, შენით ვამაყობ.
თქვენ, ყველათი ვამაყობ და ყოველი წაგების შემდეგ, კიდევ უფრო მიყვარდები...თ.
თუ ოდესმე დაეცემი, გაიხსენე ადამიანი, რომელიც შენსავით დაეცა, მაგრამ მაინც ადგა.
ხოლო თუ ადრინდელს გაიხსენებ, იცოდე რომ მარტო არ ხარ.
იმას არ გეუბნები, რომ ჩემთან მოხვიდე ან მე მოვალ შენთან.
ამას არ ვიზამ, აღარ ვიზამ. იგივე მიზეზით...
უბრალოდ იცოდე, რომ მსგავსი გრძნობით ვარსებობ.
და შენც იარსებებ.
ჰო, ახალი, ბევრად უფრო მტკივნეულია, მაგრამ შეძლებ. შენ ჩემზე ბევრად უფრო ძლიერი ხარ შინაგანად, რადგან არაფერი გიფუჭდება გარშემო ამ გრძნობით.
მე ესეც არ შემიძლია...
სრულიად ეცვლება მზერა.
და ახლა,.ერეკლეს ვხედავ, ჩემს ერეკლეს.
ის არსებობს.
ზუსტად ისეთი, როგორიც შევიყვარე.
სულ ოდნავ ვუღიმი, თუმცა ჩემი ცრემლები ამ ღიმილს ფარავს.
ვგრძნობ, რომ რაღაცას მეტყვის, მე კი მოსმენა არ შემიძლია.
თავს ვერ შევიკავებ.
სწრაფად ვდგები ფეხზე და მისი ოთახიდან გავრბივარ.
ნეტავ, საკუთარი თავისგანაც ასე მარტივად შემეძლოს გაქცევა...
***
ცვალებადობა.
არ ვიცი, სხვები როგორ არიან, მაგრამ მე ყოველისთვის ჩემგან დამოუკიდებლად ვიცვლებოდი.
უცნაურია. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ცუდი იყო, რადგან ყველა სიტუაციას, თავისით ვერგებოდი.
მაგრამ ერთხელ, აი ასე, ჩემგან დამოუკიდებლად შემიყვარდა...
გონებამ უარი თქვა გულის გაფუჭებულის მოგვარებაზე და მარტო დავრჩი - სრულიად უძლური.
მახსოვს, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი იყო.
გულს ვერაფერს ვუდებდი, ნელ-ნელა საკუთარი ცხოვრება, რეალობა მავიწყდებოდა და ფანტაზიებში გადავდიოდი.
ორ სამყაროში გავიჭედე.
ერთ-ერთი უნდა ამერჩია, რაღაც უნდა დამეთმო.
მაშინ ძალიან, ძალიან გამიჭირდა რეალობაში დაბრუნება.
ყოველი ამოსუნთქვისას მეწვოდა შიგნიდან რაღაც, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე იყო სწორი და დავბრუნდი...
დავბრუნდი, მაგრამ დიდი დანაკლისის ფასად.
მაშინ გავანადგურე ჩემი ყველა ოცნება, ხოლო რომელშიც ახდენის პერსპექტივა დავინახე, მიზნებად ვაქციე.
მათი ახდენისთვის, დღე და ღამე დაუღალავად ვბრძოლობდი და ჰო, ვაღწევდი კიდეც.
იმის მიუხედავად, რომ ეს სიხარული მხოლოდ დროებითი იყო, ის რეალური იყო.
ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ ერთხელაც ეს მიზნები დამთავრდებოდა და მაშინ, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ისევ მიუწვდომელს არ ჩავეთრიე.
მყარად უნდა ვმდგარიყავი.
ვიცოდი, მაგრამ ვერ შევძელი...
არ ვიცი, როგორ გამოვედი მისი სახლიდან, როგორ ჩავჯექი ტაქსში, როგორ გავიარე ამდენი კილომეტრი.
არაფერი არ მახსოვს, საერთოდ არაფერი იმის გარდა, რომ ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა, ახლაც ვცდილობ.
მართალია მთელ ენერგიას მართმევს, მაგრამ ცრემლებს ვიკავებ.
ვიცი, რომ შეიძლება შორიდან ძალიან ადვილი ჩანს.
გიყვარს, არ უყვარხარ, სხვა უყვარს, გადაგივლის, გადაუვლის.
ჩემთვის ეს სიტყვები კი არა, ისრებია, რომელიც ყოველი გაფიქრებისას იმდენად ძლიერად მხვდება, რომ მგონია შუაზე მგლეჯს.
რატომ...
რატომ არ შემიძლია თავიდან ამოვიგდო და დავივიწყო, სამუდამოდ დავივიწყო, აღარასოდეს გამეფიქროს მასზე, აღარასდროს დამიდგეს მისი თვალები თვალწინ.
რატომ არ შემიძლია, რომ საკუთარი თავი ვმართო, ამ გრძნობისგან ვიხსნა. გრძნობისგან, რომელიც მხოლოდ ფანტაზიებშია სასიამოვნო.
მაწვება.
ყელში ძალიან ძლიერად მაწვება...
ვეღარ ვიკავებ, ვეღარ ვიტევ.
ამ წამს, ჩემში ყველაფერი ის ცოცხლდება, რაზეც ამ ხნის განმავლობაში თვალი დავხუჭე.
კართან მისული, უღონოდ ვიკეცები და აკანკალებული ხელით, ძლივს ვახერხებ დაკაკუნებას.
- ანუკი....- ხმაც კი აღარ მემორჩილება.
ცრემლები მგუდავს. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ და ხმამაღლა ვიწყებ ტირილს...
ზუსტად ამ წამს აღებს ანუკი კარს და ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვისთანავე მექანიკურად ეყვირება.
- ღმერთო, ალე, რა გჭირს?! - სწრაფად იმუხლება ჩემს წინ.
- ტირილი მინდა... ტირილი მინდა, ანუკი...
- ღმერთო მიშველე, ღმერთო დამეხმარე, რა გაუკეთა გოგოს. - თავისთვის იწყებს ლაპარაკს და თან, ჩემს წამოყენებას ცდილობს - ადექი, გთხოვ შიგნით შევიდეთ.
ეს მართლა ჩემი უკანასკნელი ძალაა, ძლივს ვახერხებ ფეხზე წამოდგომას და მთლიანად მას ვეყრდნობი.
ასე, არასდროს არ დამმართნია.
სიარულის თავი მაინც მქონდა - ხოლმე.
ძლივს მივყავარ მისაღებამდე და დივანზე მსვამს.
თვითონ კი, დაფეთებული გარბის სამზარეულოში.
არ მინდოდა, რომ ასე შემეშინებინა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. მართლა ვერ ვიკავებ...
სწრაფად მორბის ჭიქით ხელში და ისევ ჩემს წინ იმუხლება.
- წყალი დალიე, მიდი.
- არ მინდა...
- დალიე, ალე. ნუ მაგიჟებ, ხომ ხედავ ვერ ლაპარაკობ, მიდი! - ხმას უწევს და ძალით მაჩეჩებს ჭიქას ხელში.
ვიცი, რომ თავს არ დამანებებს, ამიტომ იძულებით ვსვამ ცოტას და ეს, ოდნავ მართლაც მამშვიდებს.
თვალს ვუსწორებ და წამით, სულ რაღაც წამით ქრება ჩემი გონებიდან ტირილის მიზეზი, თუმცა ცრემლები მაინც გაუჩერებლად მომდის თვალებიდან.
- რა მოხდა, მომიყევი. იდიოტი, დებილი, დამპალი, ერთუჯრედიანი, ვირი, რა გითხრა ასეთი?!
სწრაფად აყრის ერთმანეთს და ინტერესით მიყურებს.
ძლივს ვსუნთქავ. მართლა არ ვიცი, მოყოლა შემიძლია თუ არა...
- ალე, ხმა ამოიღე! ახლა ჭკუიდან გადავალ, გული დამცხებს! - კიდევ უფრო უმკაცრდება ხმა.
- სხვა უყვარს... - უფრო ვჩურჩულებ, ვიდრე ვამბობ.
- რა? - თვალები უფართოვდება - შენ რა, ამის გამო ტირიხარ და იკლავ თავს?! ვინ მიგდია ეგ თიკა, გითხრა რომ უყვარს და დაუჯერე? მისნაირი ალბათ ცხრა უყვარდა გოგო, ასეთი გულუბრყვილი ხარ?! მაგ შტერმა არც იცის რა არის ნამდვილი სიყვარული!
- იცის... - ღრმად ვსუნთქავ და ცრემლებს ვიწმენდ.
- რა იცის, ალე! იმ გოგოსთან უბრალოდ ერთობა, როგორც ყველასთან. მობეზრდება და მერე იტყვის, რომ აღარ უყვარს და ახლა სხვა უყვარს!
- თიკაზე არ უთქვამს და არც სხვა ყოფილზე...
ის... ის ასე, ჩემნაირად, ცალმხრივადაა შეყვარებული. - ისევ მომდის ცრემლები. ღმერთო, თავს რატომ ვერ ვიკავებ.
- რაა? - კვლავ უფართოვდება თვალები-ეგ თვითონ გითხრა?
- ნწ. - ოდნავ ვაქნევ თავს - მივხვდი...
- ოოფ - ღრმად ოხრავს - რას მიხვდი, რანაირად მიხვდი, იქნებ შეცდი, იქნებ უნდოდა, რომ ასე დაგეჯერებინა, იქნებ...
- ანუკი. - სანამ კიდევ ათას ვარიანტს განიხილავს, იქამდე ვაჩერებ. - წლებია, ამ გრძნობით ვცხოვრობ. ვიცი, ეს რაც არის და რასაც უკეთებს ადამიანს და როგორც არ უნდა დამალო, თვალებს ვერ დამალავ. განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელიც ამ გრძნობით ცხოვრობს.
იქ... იქ ყველაფერი ჩანს და მე ის დავინახე.
- შენ გინდა მითხრა, რომ ერეკლეს თვალებში რაღაც დაინახე, შენებური დასკვნები გააკეთე და ტირილიც ამიტომ დაიწყე? მომისმინე, ალე. ასე არ შეიძლება, ჩვენ არც ფილმში ვართ და არც წიგნში. ასეთი რაღაცეები, რეალურად არ ხდება.
მე ამის არ მჯერა.
ადამიანს თვითონ არაფერი უთქვამს, შენი მისი თვალები გეყო ყველაფრის გასაგებად?
- ჰო. დავინახე, როგორ გაანადგურა იმან, რომ ვუთხარი არავის ჰყვარებიხარ - მეთქი.
წამში მოხდა მასში გარდატეხა...
ირონიას ამოფარებული სიყვარული გაუშიშვლდა, მერე ისევ სცადა ირონიით დაეფარა, მაგრამ ვეღარ შეძლო.
ერთ წამში გავანადგურე.
აწყობილი ჩამოვუშალე, მხოლოდ იმით, რომ სიყვარული ვუხსენე.
- იქნებ, არასწორად ფიქრობ...
- არა, ანუკი. შეუძლებელია...
მის წინ ვიჯექი, ვუყურებდი, ვესაუბრებოდი, ის კი არ მაჩერებდა.
ერეკლე, რომელსაც ყველაფერზე პასუხი აქვს, უბრალოდ მისმენდა.
მისი თვალები, იმდენად ჰგავდა ჩემსას...
მიხვდა, რომ მივხვდი.
მასზე ვესაუბრე კიდეც, უარყოფაც კი არ უცდია.
- ღმერთო შენ მიშველე.- შუბლზე ისვამს ხელს.
- იცი... როცა შენსას უძლებ, თითქოს შეგიძლია, ერევი, მაგრამ საყვარელი ადამიანის ტკივილი საკუთარზე მეტად რომ გტკივა, მას ვერაფერს უხერხებ.
ვერ ვუძლებ, ალბათ ამიტომ ვერ ვიკავებ ცრემლებს... - თავს ხელებში ვრგავ და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
- ალე...
- ყველაფერი დამთავრდა.
მე მასთან აღარ მივალ. აღარასოდეს, ისევ მისთვის... იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და მერე მისი ბედნიერებით ვიქნები ბედნიერი.
ხომ გაგიგია, თუ გიყვარს, უნდა გაუშვაო...
- ალე გეხვეწები, ძალიან ვნადგურდები რა... - თავზე იჭდობს ხელებს. - გთხოვ, შეწყვიტე ტირილი. აი ნახავ, გამოჩნდება ვინმე, ვისაც მასზე მეტად შეიყვარებ და თვითონაც იგივე გრძნობით გიპასუხებს.
- მასსავით, ვერვის შევიყვარებ... - ისევ ჩურჩულით ვამბობ და დივანზე ვწვები. ფეხებს ვიკეცავ და თავს ისევ ხელებში ვრგავ.
- ალე...
- საკუთარი თავისგან გაქცევა მინდა.
- ჩემო საყვარელო მეგობარო... შეეცადე დაიძინო, კარგი? - სავარძლიდან პლედს იღებს და მაფარებს.
თვითონ კი, ისევ იატაკზე, ჩემს თავთან ჩოჩდება და თმაზე მეფერება.
- დედას დაურეკავ?
- კი, ვეტყვი, რომ ჩემთან რჩები. არ ინერვიულო, შეეცადე დაიძინო.
ვგრძნობ, როგორ მძიმედ სუნთქავს ისიც.
ცდილობს დამეხმაროს და ის ფაქტი, რომ არ შეუძლია, მასშიც იწვევს ემოციურ ცვლილებას.
ძალიან მინდა ჩავეხუტო, მაგრამ შინაგანად ისე ვარ განადგურებული, იმის ძალაც კი არ მაქვს, რომ თვალები გავახილო.
უჩვეულოდ სწრაფად მართმევს ძილი თავს და ცხოვრებაში პირველად, თვალების დახუჭვიდან, წამში ვითიშები.
***
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ასე უცნაურად, არასდროს გამღვიძებია.
თითქოს, დრო საერთოდ არ გავიდა.
თვალებს დიდი ძალისხმევით ვახელ, თუმცა ისევ მეხუჭება.
რაღაც ხმები ჩამესმის და ვერაფრით ვხვდები, რეალობაა თუ არა.
ვცდილობ, გონება დავძაბო და პარალელურად, ისევ,ოდნავ ვახელ თვალებს.
ანუკია.
და ეს რეალობაა.
მაგრამ რა აყვირებს?
- გითხარი, წადი აქედან! გეფიცები, შენ მე არ მიცნობ. ისე გცემ, ძვლებში გადაგამტვრევ და მერე, მგონი საუკუნით დაემშვიდობო ნაკრებს!
ნაკრებსო?
შიგნიდან უცნაურად ვცოცხლდები.
მყისვე ვდგები და ვცდილობ, კისრის ტკივილს ყურადღება არ მივაქციო.
სწრაფად გავდივარ შემოსასვლელში და... ვშეშდები.
- მგონი ჯობია თვითონ გადაწყვიტოს დამელაპარაკება თუ არა.
- როცა მოგინდება, მაშინ ვერ მოხვალ და ვერ ატირებ, გაიგე? ალე შენი სათამაშო არ არის!
- ანუკი. - იმდენად მტკიცედ ვამბობ, საკუთარი თავის მე თვითონ მიკვირს.
წამსვე ტრიალდება ჩემსკენ და კარგად შესამჩნევი გაკვირვებაც ესახება სახეზე.
მართლა მინდა, თუნდაც თვალებით ვანიშნო რაღაც, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაშორებ ერეკლეს მზერას...
ისეთი შეცვლილია, ისეთი სხვაა.
- ალე, შენ თვითონ თქვი... - მისკენ მიმავალს, წამში მაფრინდება მკლავში და მაჩერებს.
- მე რაც ვთქვი, ის არ დამვიწყებია, ანუკი. გთხოვ, შედი და მოვალ.
უბრალოდ ღრმად ოხრავს. მერე, ერეკლეს სტყორცნის უკმაყოფილო მზერას, თუმცა ის, ამას საერთოდ ვერ ამჩნევს, რადგან ჩვენი თვალები შეხვედრის წამიდან არ შორდება ერთმანეთს.
ნელი ნაბიჯებით გავდივარ გარეთ და როგორც კი ანუკი თვალს ეფარება, კარს ვხურავ.
- ვიფიქრე და... ისე ვერ წავიდოდი, რომ ყველაფერი ასე დამეტოვებინა.
დღეს...
- ესპანეთში მიფრინავ. 2 დღეში სარაგოსას თამაშია. აქამდეც უნდა წასულიყავი, მაგრამ ვაკოს დაბადების დღის გამო გადადე. რვაში პოლონეთს ვხვდებით და იქიდან პირდაპირ იქ გაფრინდები. თუ რა თქმა უნდა შალვა ძირითადში ჩაგსვამს, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. - ვხვდები, რომ საუბარი უჭირს და წინადადების დასრულებაში ვეხმარები.
მხოლოდ წამიერად უკრთება თვალებში გაკვირვება და მერე, სულ ოდნავ შესამჩნევად იღიმის.
- ანუ ჩემი კლუბის შესახებაც ყველაფერი იცი...
- მარტო შენი არა, ყველას ძველი და ამჟამინდელი კლუბი ვიცი.
- მჯერა... - ოდნავ მიქნევს თავს და კიდევ უფრო დაჟინებით მაცქერდება თვალებში.
ეს წამიერი სიჩუმე, ჩემთვის უბრალოდ საუკუნეა.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს სუნთქვას აკვირდება.
- იცი... როცა მითხარი, შენ ამ გრძნობით გარშემო არაფერი გიფუჭდებაო.
მიფუჭდება, ალე.
უკვე გამიფუჭდა კიდეც.
შენთან მიმართებაში...
- ერეკლე. - ღრმად ვოხრავ.
- ვიცი, ვიცი. აქამდეც ათასჯერ მივქარე, მაგრამ მხოლოდ ახლა... მოკლედ გთხოვ, ახლა მიიღე ის, რასაც გეუბნები.
ისევ ღრმად ვსუნთქავ, თუმცა თითქოს, მაინც არ მყოფნის ჰაერი.
- შენ... ძალიან კარგი გოგო ხარ, ოღონდ მართლა და მიუხედავ იმისა, რომ სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ვიღაცას მართლა უყვარხარ ასე გულწრფელად და სუფთად, მირჩევნია, რომ უბრალოდ მოგწონდე, აი ისე, მერე რომ გადაგივლის.
- რომ აღარ ინანო ის, რაც გააკეთე.
- არა, გული რომ არ გეტკინოს. - ისევ ოდნავ მიღიმის, თუმცა წინასგან განსხვავებით, მასში ირონიის ნატამალიც აღარსადაა. - ხო, არის რაღაც... რაშიც მართალი ხარ. ეს, ძალიან რაღაცნაირი გრძნობაა. სასიამოვნო და კარგი არა, რა თქმა უნდა.
მართალია მე ისე ლამაზად ვერ გელაპარაკები, როგორც შენ მელაპარაკე, მაგრამ ვიცი, რომ ხვდები, რასაც ვამბობ.
- საერთოდ როცა საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, უკეთ ხვდები. - ოდნავ ვუქნევ თავს.
- ხო, კი.
მე... არ ვიცი, რანაირად რა გითხრა. საერთოდ, მე თუ მკითხავ შენი მხრიდან პატიებას არ ვიმსახურებ, მაგრამ...
- მაგრამ?
- მაგრამ არ ვიცი, შენ რას ფიქრობ და როგორ. სწორად გამიგე, თუ მეტყვი, რომ...
- ერეკლე, დაამთავრე - ხოლმე. რა გაბნევს, შენც შენი სიყვარულის წინ დგახარ? - მართლა ძალიან მეშლება ნერვები. უფრო იმაზე, რომ ბორძიკობს. თითქოს, თვითონაც ვერ ხვდება რისი თქმა უნდა. თითქოს,
დარწმუნებული არაფერში არაა, იმაშიც კი, რომ ნანობს.
მაგრამ არც ის უნდა, რომ ამ გრძნობით წავიდეს და ეგონა, რომ თუ ჩემს წინ დადგებოდა, თავისით მოვიდოდა სიტყვები, თუ რა ეგონა მართლა ვერ ვხვდები.
ჩემს სიტყვებზე, ისევ ოდნავ ეღიმება.
და ეს ღიმილი, კიდევ სულ სხვანაირია.
- მომწონს შენი პირდაპირობა...
- შენგანაც მხოლოდ იგივეს ვითხოვ. მითხარი თუ რამის თქმა გინდა, თუ ვერ ახერხებ და წადი, თვითმფრინავზე დაგაგვიანდება. - ინსტიქტურად ვიყურები მაჯაზე არსებულ საათზე.
- ისიც კი იცი რომელზე მივფრინავ? - მზერას მარიდებს.
- ერეკლე.
- ხო.
- მალე.
- მაპატიე... - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ამჯერად, მე მინდება მისი მზერისგან გაქცევა, თუმცა როგორღაც ვიკავებ თავს.
- საერთოდ ყველაფერი...
ცუდად გექცეოდი.
დამნაშავე ჯერ მარტო იმიტომ ვარ, რომ ამას დღეს არ მივმხვდარვარ, იმ დღიდან ვიცი, როცა პირველად ვცადე ასეთი დამოკიდებულება შენთან და... ამით ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე.
- ანუ სხვა დროს იღებ - ხოლმე?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
- ძალიან დიდი.
ბევრს ექცევი ასე საკუთარი სულის დასამშვიდებლად? მოგწონს რომ გულსსტკენ - ხოლმე? თუ ამას ვერ გრძნობ, რადგან შენ ერთობი?
- მომისმინე. თუ ვინმესთან იგივე რაღაც მიცდია, გული არავისთვის მიტკენია, ჩვენ ერთად ვერთობოდით, ამაზე ნუ მალაპარაკებ ახლა.
- ვერგავიგე?
მართლა ვერ ვხვდები რას მეუბნება.
ასე იგი, სხვასაც ექცეოდა მსგავსი ირონიით და ისინი უტარებდნენ?
გულთან არ მიჰქონდათ? როგორ შეიძლება საერთოდ არ გატკინოს გული ამ სიტყვებმა? თუმცა მე რა ვიცი რა სიტყვებს ეუბნებოდა, იქნებ მათთვის ცუდადაც არაფერი უთქვამს.
- არავის ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორიც შენ გქონდა, არასდროს, არცერთ ჯერზე.
თავიდან მეგონა, რომ შენც უბრალოდ მათნაირი იყავი და არ გწყინდა.
მერე, დაკვირვება დავიწყე...
- ჩემი გრძნობების ხარჯზე. - ოდნავ ვაქნევ თავს და ვცდილობ, მოწოლილი ემოციები, როგორღაც შევაჩერო.
- არ მეგონა, თუ შენი გრძნობები ნამდვილი იყო, გეფიცები, მაგას ვერ წარმოვიდგენდი.
- ახლა ხომ წარმოიდგინე? კარგი, გთხოვ, აღარ გვინდა ამაზე.
ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან დავიღალე ყველაფრით. მიღებულია შენი ბოდიში, მართალია გვიან... მაგრამ კარგი, გაპატიე. რომც მინდოდეს, ვერ გიბრაზდები. - ისევ მაწვება ცრემლები და თავს ვხრი.
- შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ.
როგორც ვაკოსთან და გუგასთან ხარ, არ ვიცი, კიდევ ვის იცნობ ნაკრებიდან...
- ერეკლე, გთხოვ. ვალდებული არ ხარ.
ვაკოს თავად უნდა ჩემთან მეგობრობა და საკუთარი სურვილითვე არ დავუკარგივარ სკოლის შემდეგ.
მე კი შენს ცხოვრებაში ფაქტობრივად ძალით შემოვედი. ვალდებული არ ხარ, რომ მიმიღო, მართლა გეუბნები.
- ამას ვალდებულების გამო არ გეუბნები, რა გჭირს?! იმასაც ხომ არ მეტყვი, რომ ნუ გეცოდებიო?
შენი აზრით, ვგავარ ადამიანს, რომელსაც შენთან მეგობრობას დააძალებ როცა არ უნდა?
ღრმად ვსუნთქავ.
მართლა არ ვიცი, რა ვუპასუხო.
- მაგრამ რა თქმა უნდა, თუ შენ არ შეგიძლია, გავიგებ...
ისევ ვერ ვპასუხობ.
ჯანდაბა.
რას ვეუბნებოდი ანუკის? ისევ მისთვის, შორს ვიქნები - თქო, გავუშვებ - თქო.
არ აღიარებს, მაგრამ ხომ ვიცი, ამას რატომაც აკეთებს.
ძალიან კარგად ესმის ჩემი და ცდილობს, იგივე გრძნობებით არ ვიცხოვრო, რითაც თვითონ ცხოვრობდა, ან ახლაც ცხოვრობს.
ისევ ყელში მაწვება და ამჯერად, ზემოთ, ჭერზე გადამაქვს მზერა.
ღმერთო, რა გავაკეთო...
ჰო, მართალია მისგან შორს ყოფნა არ მინდა, მაგრამ
მასთან მეგობრობა შემიძლია?
მაგრამ თუ უარს ვეტყვი, დანაშაულის გრძნობა გაჰყვება და საკუთარ თავს ვერ აპატიებს.
- კარგი, მესმის. - არ ვუყურებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ახლა როგორი მზერა აქვს. - წავალ, თორემ მართლა დამაგვიანდება უკვე.
სწრაფად ბრუნდება და კიბეებზე ჩარბის.
ვერ ვიტან ასეთ წუთებს.
ჯანდაბა.
ხომ ვიცი, მერე უნდა მოვკვდე სინანულით.
- ერეკლე...
მაშინვე ბრუნდება.
თითქოს დარწმუნებული იყო, რომ დავუძახებდი.
ნელა ჩავდივარ კიბეებზე და ისევ წინ ვუდგები.
- კარგი, თანახმა ვარ.
ვიყოთ მეგობრები... - არც კი ვიცი, როგორ ვიკავებ ცრემლებს.
- თუ არ შეგიძლია...
- შემიძლია, მართლა.
შორს ყოფნაზე უფრო ადვილი, მეგობრობაა, ეს შენც ხომ იცი.
- მაპატიე...
- უკვე გაპატიე, ხომ გითხარი.
- ეგ არა. მეტის შემოთავაზება რომ არ შემიძლია, ის მაპატიე.
ღრმად ვსუნთქავ.
ღმერთო, ახლა ვეღარ გავუძლებ.
ახლა ავტირდები და ყველაფერს გავაფუჭებ.
ხელები უკვე მიკანკალებს და ნელ-ნელა, მთელს სხეულშიც მეწყება კანკალი.
- მოგწერ მატჩამდე. გამამხნევებელი მესიჯები დამჭირდება...
ნაძალადევად ვუღიმი.
- წარმატებები, შენს რეალ სარაგოსასთან ერთად.
- ხომ მიყურებ?
- ჰო... - სწრაფად ვუქნევ თავს.
- კაი.
მაშინ დროებით.
- კარგად. კეთილი მგზავრობა... - დაპროგრამებულივით ვპასუხობ.
ოდნავ მიღიმის და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
თუმცა მე იმდენად ვარ ემოციების მართვაში გართული, იქამდე ვერ ვიაზრებ რომ ჩახუტებას აპირებს, სანამ ძლიერად არ მხვევს ხელებს ზურგზე.
ზუსტად ამ წამს უნდა ამომესუნთქა და ზუსტად ამ წამს იცვლება ჰაერი ჩემს გარშემო.
მისი სურნელი, მთელს სხეულში მედება და... მორჩა, ახლა ავტირდები, ახლა მართლა ავტირდები.
- ერეკლე, ერეკლე, გამიშვი. - სწრაფად ვიშორებ მის ხელებს - დაგაგვიანდება, აბა შენ იცი, კარგად. დაგა-დაგვიანდება... - საერთოდ ვეღარ ვიაზრებ რას ვეუბნები.
ელვის სისწრაფით ავირბივარ კიბეებზე და შიგნით შესული, ისევ იატაკზე ვიკეცები.
ღმერთო, მიშველე...
***
- ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა გააკეთე. - მას შემდეგ, რაც ანუკის ყველაფერს ვუყვები, ადგილზე ვეღარ ჩერდება და შეუსვენებლივ დადის წინ და უკან.
- როგორ დათანხმდი მეგობრობაზე, ახლა ხომ უფრო გეტკინება. თანაც...
შენ არ მეუბნებოდი, მისგან შორს უნდა ვიყოო?
- ჰო, მაგრამ ის ბედნიერი არ იქნებოდა, თუ უარს ვეტყოდი.
მას უნდა, რომ ყველაფერი გამოასწოროს.
- ისევ მის ბედნიერებას აყენებ საკუთარზე წინ?
ალე როგორ წარმოგიდგენია იმ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც გიყვარს?
- შორს ყოფნაზე რთული არაა.
- რთული არაა? უყურებდე როგორ ეხვევა და კოცნის თიკას, მერე კიდევ სხვა გოგოს და მერე კიდევ სხვას.
მერე მეგობრებს გაგაცნობთ ალბათ საცოლეს.
- ანუკი, გთხოვ...
ყველაფერი ვიცი. აღარ მინდა, ნუღარ მელაპარაკები ამაზე, ძალიან დავიღალე, გესმის? არ ვიცი, რა არის სწორი და რა არა. თავში ძალიან ბევრი აზრი მაქვს და მინდა, რომ საერთოდ არცერთზე არ ვიფიქრო. -
ღრმად ვსუნთქავ და თავს ხელებში ვრგავ.
არაფერს აღარ მეუბნება, თუმცა ვიცი, რომ სათქმელს ალაგებს და მე მოსმენა არ შემიძლია.
სწრაფად ვდგები ფეხზე და მარტო იმას ვეუბნები, რომ მეძინება.
თანხმობის ნიშნად, უბრალოდ თავს მიქნევს და მეც, ნელი ნაბიჯებით ვტოვებ მისაღებს.
ღმერთო...
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გავუმკლავდე ამდენ ემოციას ერთად.
*
დილას ძალიან ადრე მეღვიძება.
მაშინვე ვდგები და იმის მიუხედავად, რომ ვიცი, რა მოჰყვება ამ ჩუმად გაპარვას ანუკის მხრიდან, მაინც არ ვაღვიძებ.
საკმარისად დავტანჯე ეს გოგოც.
გუშინდელიდან ვასმენინებ ჩემს მოთქმა - ვაებას.
არა, გამორიცხულია.
ასეთი ალე, აღარასოდეს აღარ იქნება.
ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდე და ყველაფერს მყარად უნდა შევხვდე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მაინც.
პირდაპირ სახლში ვაპირებ წასვლას რომ ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, ცოტა მაინც ვიმეცადინო ნორმალურად, მაგრამ ტელეფონის ზარი, მოქმედებას მაწყვეტინებს.
საინტერესოა ვის გავახსენდი ამ დილაუთენია.
ძლივს ვაძვრენ ჩანთიდან და გზას შედარებით ნელა ვაგრძელებ.
ვაკო.
ნეტავ რამე მოხდა?
როგორც ყოველთვის, ჩემს ტელეფონთან ხანგრძლივი ომის წარმოება მიწევს, რომ როგორღაც ვუპასუხო.
ხან იქიდან ვატრიალებ, ხან აქედან, რაღა მაინც და მაინც ამ ადგილას არის გაჭედილი სენსორი.
არა, რა.
- აქვე გადაგაგდებ, თუ არ უპასუხებ! - ისე ვემუქრები, თითქოს სულიერია და ესმის.
მაგრამ მგონი, მართლა გაიგონა.
შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად იმ წამს, როცა ტელეფონი ყურზე უნდა მივიდო, მანქანის მკვეთრი მოხვევის ხმა მაყრუებს.
მხოლოდ წამიერად ვახერხებ თვალის შევლებას და მერე, ძლიერ დარტყმას ვგრძნობ, რომელიც მთელს სხეულში საშინელ ტკივილს მაყენებს.
მოწყვეტით ვეცემი ძირს და ყველაფერი, წამსვე ბნელში ეფლობა.
***
ცხოვრების ყველაზე უჩვეულო მომენტია, როცა დრო შენს გარეშე გადის. თითქოს, საკუთარი ჩარჩოებიდან გათავისუფლებს და მერე, ისევ გაბრუნებს და გაიძულებს იმ კონკრეტულს მოერგო.
თვალებს, საავადმყოფოში ვახელ.
იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან ამ ცივი კედლების ხშირი სტუმარი ვიყავი, აქაურობას , თვალის გახელისთანავე ზუსტად ვცნობ.
პალატაა.
გამოდის, სერიოზული არაფერი მჭირს.
ან, მთავარმა უკვე გადაიარა.
- ალე, ალე, როგორ ხარ? - ყრუდ ჩამესმის ვაკოს ხმა და ვცდილობ, თავი მივატრიალო, მაგრამ მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ყელზე ფიქსატორი მაქვს და ეს, არ შემიძლია.
- თვალები გაახილა, მადლობა ღმერთს, შვილო. - ახლა დედას ცრემლნარევი ხმა მწვდება მეორე მხრიდან.
- ალე, ჩვენი გესმის ხო? რამე გვითხარი.
ანუკიც აქაა? რა საშინელებაა თავს რომ ვერ ვანძრევ.
- შვილო, როგორ ხარ, გტკივა რამე?
- კარგად ვარ... - ვცდილობ, მყარად ვუპასუხო, მაგრამ მხოლოდ ჩურჩული გამომდის. - რა მოხდა?
- რომ არ გამაფრთხილე და სახლიდან ისე წახვედი, ის მოხდა! - თავზე მადგება ანუკი და მის გაბრაზებულ მზერასაც, წამში ვეჩეხები.
- რომ გაეფრთხილებინე, უშველიდი?! - მაშინვე ეპასუხება კვაშილავა.
- აუ, მოკეტე რა. შენ რომ არ დაგერეკა, ყურადღება არ გაეფანტებოდა!
- ტონი აკონტროლე, გოგო ხარ და არაფერს გეუბნები.
- გოგო ხარ და არაფერს გეუბნები. - მისი ხმით აჯავრებს და უკვე ზუსტად ვიცი, ამას რაც მოჰყვება, თუმცა დროულად ერევა დედა.
- ბავშვებო, ბავშვებო, ნუ ჩხუბობთ, ძალიან გთხოვთ. ყველაფერმა ჩაიარა, ხომ ხედავთ, ალე კარგადაა. თქვენ არცერთი არაფერში არ ხართ დამნაშავე.
- მე არც არაფერში ვადანაშაულებდი, მანანა დეიდა. - სუნთქვას აყოლებს კვაშილავა.
- აბა რატომ გამომიწვიე? ტყუილად გეძახდი მე შენ დის გულს.
- მასე მხოლოდ მაშინ მეძახი, როცა რამე გჭირდება. დიახ, მაშინ ხდება ყველა შენი ძმა და მეგობარი.
- ერთი ამ თავხედს შეხედეთ თავში როგორ ავარდნია.
- ანუკი, ვაკო, რა გემართებათ. - დიდი ძალისხმევით ვწევ ხელებს მაღლა, რომ როგორმე გავაჩერო.
- ალე, კარგად ხარ?- მაშინვე ჩემზე გადმოაქვს ორივეს ყურადღება.
- თუ ასე გააგრძელებთ, აღარ ვიქნები...
- გეყოფათ, გაჩერდით უკვე. ორი ზრდასრული ადამიანი ხართ. ეს რა ქცევაა? თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, გარეთ გადით.
საპასუხოდ, ორივე ოხრავს.
იმის მიუხედავად, რომ ბაღიდან მოყოლებული სულ კინკლაობენ და ჩხუბობენ, ამის შემყურემ, პირველად ვიგრძენი მათ ჩხუბში რაღაც სხვა.
თითქოს, ვაკომ მართლაც განგებ გამოიწვია, მაგრამ რატომ გააკეთა ეს?
არა, შეუძლებელია, ნამდვილად რაღაც მეჩვენება.
ნელ-ნელა,.მთელს სხეულში იღვიძებს ტკივილი და გამორიცხული არაა, ამასაც ეთამაშა რაღაც როლი ჩემი ფიქრების არევაში.
- ფეხი ხომ არ გტკივა დედა?
საწოლის კიდეზე ჯდება მანანა და მკლავზე მადებს ხელს.
- არა, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს.
- ალე, დედიკო, არ შეგეშინდეს, მაგრამ... - ვაკოზე გადააქვს მზერა, თითქოს მისგან ელოდება დასტურს, მითხრას თუ არა.
- მაგრამ? რა ხდება, დედა? - ცუდის მოლოდინში მაშინვე მიჩქარდება გული.
- ექიმმა თქვა, რომ მოტეხილი გაქვს დედა...
- რაა?! - თავისით მეყვირება.
არა, ჯანდაბა.
რა აღარ დამმართნია, რისთვის აღარ გამიძლია. ნუთუ, საკმარისი არ იყო.
რატომ, რატომ ასეთი რა დავაშავე.
ცრემლები მაწვება.
ამ ბოლო დროს, საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებ ემოციებს.
- არ ინერვიულო, ერთნაირი ყავარჯნებით ვივლით. - თავზე მადგება და ისე მიკრავს თვალს კვაშილავა - მთავარია, უფრო სერიოზული არაფერი გჭირს.
- ვაკო მართალია შვილო, ღმერთს მადლობა უფრო სერიოზული არაფერი გჭირს.
- ესეც სერიოზულია. - ხმადაბლა ამბობს ანუკი, თუმცა მაინც მესმის.
- და... ის ვინც დამეჯახა? - მხოლოდ ახლა მახსენდება.
- პოლიციაში გდია! - უხეშად მპასუხობს კვაშილავა - დაბოლილებ.ი დადიან, ყველაფერი მაგის ბრალია! თუ უჩივლებ...
- არა, ვაკო. - ხელის აწევითაც ვანიშნებ. - ჩემი ბრალი უფრო იყო, ტელეფონზე მქონდა მთელი ყურადღება და ვერ დავინახე.
- ეგ ტელეფონი უნდა გადააგდო! - თითის ქნევით მემუქრება ანუკი.
- შენ თუ არა, მას უნდა გამოეჩინა ყურადღება, შვილო. უფრო სერიოზული რომ დაგმართნოდა რამე? ცოცხალი რომ ვერ გადარჩენილიყავი?
- დედა, გთხოვ. ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. არ მინდა, რომ ვუჩივლო და პრობლემები შეექმნას.
- იცი, რომ მოტეხილი ფეხით წელიწადი შეგექმნება სიარულში პრობლემა?!
- ანუკი...
მას განგებ ხომ არ უქნია, მაგრამ მე თუ გავაკეთებ, განგებ გავაკეთებ.
არავინ არ იმსახურებს ცუდს.
- არც შენ იმსახურებდი.
- დედა, გთხოვ რა... მე ხომ ვიცი, რომ ეს შემთხვევა ჩემი ბრალი უფრო იყო.
- კარგი. - ოდნავ მიქნევს თავს. - წავალ პოლიციაში და ვეტყვი, რომ არ გინდა საჩივრის დაწერა, კმაყოფილი ხარ?!
- დედა, ძალიან გთხოვ. ნუ გაქვს ასეთი ტონი რა... მე მართლა კარგად ვარ.
საპასუხოდ, უბრალოდ ოხრავს და ჩანთას იღებს სკამიდან.
- ნუციკო დაძინებული დავტოვე, რომ გაეღვიძოს, ბებიამისი ვერც მიხედავს. სახლშიც შევივლი და გვიან დავბრუნდები დედა, კარგი?
- არა დედა, ბავშვთან დარჩი, მე კარგად ვარ.
- ალე მართალია, ბავშვს ნუ დატოვებთ. თან ჩვენც აქ ვიქნებით, მანანა დეიდა.
- არა, ვერ მოვისვენებ...
- დედა, ნუციკოზე იფიქრე. მე ბავშვი აღარ ვარ.
უკმაყოფილოდ ოხრავს და მერე, შუბლზე ისვამს ხელს.
- კარგი... დაგირეკავ - ხოლმე დედა და დილას მოვალ მაშინ.
- კარგი.
ოდნავ მიღიმის და გასასვლელისკენ იღებს გეზს.
ღმერთო...
ჩემს ცხოვრებაში სიურპრიზები არ მთავრდება.
***
დედას წასვლის შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტ წუთში, ექიმი შემოდის და ჩემს მდგომარეობას ამოწმებს.
მერე, უნდა გაგსინჯოო და ვაკოს და ანუკის, ერთმანეთის მიყოლებით უშვებს გარეთ.
განსაკუთრებული არაფერი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მოტეხილობასთან ერთად, მსუბუქი ტვინის შერყევაც მქონია.
დიდი მონდომებით მაფრთხილებს, რომ სტრესს და ნერვიულობას უნდა მოვერიდო. (ჰაჰ, თითქოს ეს შემიძლია)
გასვლამდე კი ექთანს, რაღაც მითითებას აძლევს და ეს უკანასკნელიც, ნემსს აჩენს არსაიდან.
ჩვეულებრივ ამ პატარა შპრიცის ძალიან მეშინია, მაგრამ ვინაიდან კათეტერი უკვე ხელში მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ არ მეტკინება ოდნავ ვმშვიდდები.
ტკივილგამაყუჩებელიაო - მაფრთხილებს, თუმცა ისე მეძინება, საერთოდ აღარ მესმის, ამ სიტყვის მერე, რას მელაპარაკება.
მგონი, ცხოვრებაში პირველად არაფერზე არ ვფიქრობ ძილის გარდა და ჰო, ეს კარგი შეგრძნებაა.
სასაცილოა, უბრალოდ.
მაინც და მაინც მანქანას უნდა დაერტყა, ფიქრებს რომ მივეტოვებინე?!
***
არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, თუმცა თვალის გახელისთანავე ფანჯრისკენ ვაპარებ თვალს და იქ, მხოლოდ სიბნელეს ვეჩეხები.
ანუ დაღამდა.
პალატაში არსებული დაბალი განათება, თითქოს, რაღაც მყუდრო გარემოს ქმნის და ვერაფრით ვხვდები, ეს მართლა ასეა თუ ტვინის შერყევის გამო ჰალუცინაციები დამეწყო.
ნეტავ ანუკი და ვაკო სად არიან.
მარჯვენა ხელით ვწვდები ტუმბოზე მყოფ ტელეფონს და ეკრანს ვანთებ.
რა?
ამდენი გამოტოვებული ზარი ბოლოს როდის მქონდა აღარც მახსოვს.
' დედა' , 'დეიდა' , 'ბიძია' , 'ნიკა' , ' ბიძია ნომერი 2 - შალვა'
პირველი რომელს გადავურეკო?
ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანს მაინც ნიკაზე ვაჩერებ და ვრეკავ, თუმცა ყურთან მიტანასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე მპასუხობს.
- დეიდაშვილო, არ გრცხვენია? გავთავდი, შენზე ნერვიულობით.
ლამის ფეხით ჩამოვედი თბილისში.
ჰო, სანამ დამავიწყდა. ნიკა გიდია და თავისი პროფესიის გადამკიდე, ყოველ დილას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იღვიძებს.
- დეიდამ რომ მითხრა, გონს მოვიდაო, იქიდან მოყოლებული ათასჯერ გირეკავ, სად გაქვს ტელეფონი?
ოხ, დედა. მაშინვე მთელს სანათესავოში გაავრცელა.
- კარგად ვარ, ნიკა. უხმოზე მქონდა და მეძინა.
- გეძინა? შუადღეს გეძინა? რატომ, რამე ხდება?
- არა, არ ვიცი. მეძინებოდა და დავიძინე, რამდენ კითხვას მისვამ?
- ხო, რავი ტოო. ავნერვიულდი, შენ და დღე ძილი?
- შენ რაშვები?
- მე რავშვები? გოგო, ფეხი გაქვს მოტეხილი და შენ ჩემზე ფიქრობ?
- ვაიმეე, ფეხი მაქვს მოტეხილი, წელში კი არ ვარ გადამტყდარი და სიკვდილს კი არ ვებრძვი.
კარგი წავედი, შენ გარდა კიდევ ათასგან მაქვს გადასარეკი.
- მომწერე მერე.
- კაი, მიდი.
სწრაფად ვუთიშავ და ახლა, დედასთან ვრეკავ.
ჩვეულებრივი, ტიპური საუბარი. მერე დეიდა, ბიძია, მეორე ბიძია, ანუ შალვა.
ყველა მპირდება, რომ ხვალ მოვა ჩემს სანახავად.
მათ სიყვარულს, სითბოს ვგრძნობ, მაგრამ...
მაგრამ მაინც არ მშორდება შეგრძნება, რომ ცარიელი ვარ.
სრულიად ცარიელი, მის გარეშე.
ნეტავ როგორ ჩაფრინდა, ან ახლა რას აკეთებს...
მენატრება.
საშინლად მენატრება.
ნელ-ნელა, თავისით იწყებს ფიქრები მის გარშემო ტრიალს და გუშინდელი საუბარი მიდგება თვალწინ.
მერე ჩახუტება.
ჩვენი პირველი ჩახუტება, რომელიც მისთვის საერთოდ არაფერი არ იყო, ჩემთვის კი მთელი სამყარო.
ღმერთო...
ნეტავ სწორად მოვიქეცი მეგობრობაზე რომ დავთანხმდი?
უკვე მიჭირს. უკვე ძალიან მიჭირს...
კარის გაღების ხმა მესმის და სწრაფად ვიწმენდ თვალზე მომდგარ ცრემლებს.
ვაკოა.
ყავარჯნით ვცნობ და არც ვცდები.
აშკარად არ ელოდა, რომ მეღვიძა და კარგად შესამჩნევი გაკვირვებაც ესახება სახეზე.
- ალე, როდის გაიღვიძე? მოსაწევად გავედი და... - სკამს სწევს და სახე დამანჭული მიჯდება გვერდით.
- ძნელია?
- რა?
- ყავრჯნით სიარული. - თვალითაც ვანიშნებ.
- იმასთან შეგუება უფრო ძნელია, რომ ვერ ვითამაშებ.
თავს ხრის და კისერზე ისვამს ხელს.
ჩემი პრობლემების გადამკიდე, ნორმალურად ვერც კი დავუდექი გვერდით.
- მე რანაირი მეგობარი ვარ.- თითქოს გავიფიქრე, მაგრამ წამსვე რომ მისწორებს დაბნეულ მზერას, ვრწმუნდები, რომ ხმამაღლა მომივიდა.
- ვერგავიგე?
- არაფერი, ვაკო. უბრალოდ... - ვერ ვწყვეტ, ვუთხრა თუ არა, მაგრამ რომ არ ვუთხრა, მაინც არ მომეშვება - ისე ვარ საკუთარ პრობლემებში ჩაძირული, გვერდით ვერ გიდგავარ მაშინ, როცა ეს გჭირდება. კარგი მეგობარი არ ვარ, შენგან განსხვავებით.
- აბა რას ამბობ, ალე. შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ. - მკლავზე მადებს ხელს.
არ ვიცი რა ვუპასუხო და უბრალოდ ვუღიმი, ისიც იმავეს აკეთებს და მერე, სკამის საზურგეს ეყრდნობა.
ისევ სიჩუმე ისადგურებს.
ვერ ვიტან ასეთ მომენტებს.
ყოველთვის, ყველა მე მელოდება, რომ საუბარი გავაგრძელო ან წამოვიწყო.
მე კი ეს, არასოდეს გამომდის ნორმალურად.
- კარგად ხარ? - ფრთხილად ვაპარებ.
არ მიყურებს, თითქოს ვერც გაიგოო.
უკვე ვფიქრობ, რომ ზედმეტად ხმადაბლა მომივიდა და გამეორებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად მაშინ მპასუხობს.
- არა... შენ?
- არა. - ღრმად ვსუნთქავ. - ვაკო ეს დასასრული არაა, პოლონეთთან თუ არა, ესპანეთთან მაინც შეძლებ თამაშს.
- იმედია, ალე. თუ ვერ შევძლებ, ჩემი ბიჭების იმედი მაქვს. ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ...
შევცდი. ამას არ გულისხმობდა, როცა 'არა' მიპასუხა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ესეც ანადგურებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა.
- ტაბას ელაპარაკე? მოვიდა? - სანამ მე ფიქრებში ვარ ჩაძირული, სწრაფად მიცვლის თემას.
მხოლოდ ახლა მკრავს თავში ჩემი და ვაკოს საუბარი მანქანაში. ისიც ხომ უნდა დალაპარაკებოდა, ვუთხარი არა - მეთქი და არა, მაგას ნუ მთხოვო. საინტერესოა რა უთხრა.
- შენ ელაპარაკე? - კითხვას ვუბრუნებ.
- ვერ გეტყვი, რომ მაინც და მაინც შედეგიანი მეჩვენა. საერთოდ... მასთან საუბარი ყოველთვის რთულია. რაღაცას რომ ვეუბნები, 5 წუთი ფიქრობს, თითქოს ორაზროვნად ვეუბნებოდე და შინაარს ვერ ხვდებოდეს, მარტო ამის შემდეგ მპასუხობს - ხოლმე, ან უბრალოდ თავს მიქნევს. - ოდნავ ეღიმება - თორდია იძახის, ლაპარაკი არ არის მაგის ძლიერი მხარეო და გეფიცები მართალია.
- არ ინერვიულო, ყველაფერმა ჩაიარა, მოვგვარდით.
- ბოდიში მოგიხადა? - წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე.
- მეც დამნაშავე ვიყავი, რაღაც მხრივ.
ზედმეტი მოგვივიდა ერთმანეთთან და ეს ორივემ გავიაზრეთ, მთავარი ესაა.
აღარ გვინდა ამაზე.
- მიხარია, თუ მოგვარდით. - მხრებს იჩეჩავს და კვლავ არ მაშორებს უცნაურ მზერას.
დამეფიცება, ახლა მეც მსგავსი მზერა მაქვს მის თვალში.
ოხ, როგორ ვერ ვიტან ასეთ მომენტებს.
ორივეს გვაქვს რაღაც, რასაც ერთმანეთს არ ვეუბნებით და ორივემ ვიცით, რომ ეს ასეა.
ჰო, მე არ ვეუბნები ჩემი სიყვარულის შესახებ, რადგან...
არ ვიცი, არ მაქვს გამბედაობა. ამის აღიარება, თქმა, ძალიან ძნელია.
მითუმეტეს მის მკაცრ მზერასთან, მაგრამ ახლა, როცა ერეკლემაც კი იცის, მასაც უნდა ვუთხრა.
ჰო, უნდა ვუთხრა და მასაც უნდა ვათქმევინო ის, რასაც მიმალავს და ასე ეტყობა.
თუ ჩუმად ყოფნას გავაგრძელებთ, უფრო დავშორდებით ერთმანეთს.
ვინ იცის, ზუსტად ამ სიჩუმის დამსახურებაა ის, რომ არ მიყვება.
მეც ხომ გავჩუმდი, მეც არ ვუთხარი...
უფროსწორად ვერ.
ღრმად ვსუნთქავ და მთელს გამბედაობას ვიკრებ.
- შენი აზრით, მეგობრობა რთულია?
- გააჩნია, ვისთან... - ისევ მხრებს იჩეჩავს.
ვისთანო? და მერე კიდევ იტყვის, მე ორაზროვნად არ ვლაპარაკობო.
- არ ვიცი, მაგალითად იმ ადამიანთან, ვის მიმართაც სხვა გრძნობები გაქვს...
- ცოცხლად სიკვდილის პონტია, რა. - წამში მპასუხობს და თან, ოდნავ ეღიმება.
- ვის გულისხმობ?! - მაშინვე მიმკაცრდება ხმა.
- და შენ ვის გულისხმობ?! - წამსვე სერიოზულდება ისიც.
ღმერთო, ცალმხრივად შეყვარებული საკუთარი თავი არ მეყოფოდა?
აი, მივიყვანე თუ არა თემა იქამდე, თავისით შეეცვალა მზერა.
ეს მზერა...
რატომ, ვაკო.
ამ გრძნობისთვის, მტერი არ მემეტება, შენ ხომ საერთოდ...
ღრმად ვოხრავ.
ისიც იმავეს აკეთებს.
აღიარების დროა და როგორც ყოველთვის, ჯენტლმენურად მითმობს.
- მე ერეკლე მიყვარს. - ხმადაბლა ვამბობ.
- ხო, ვიცი. - ოდნავ მიქნევს თავს.
- რაა? საიდან? როგორ? ანუკიმ გითხრა, ხო? - ყველა კითხვას ერთად ვაყრი. - არა, ერეკლემ. თვითონ ერეკლემ გითხრა, არა? მოვკლავ.
- დაწყნარდი, არავის არაფერი უთქვამს. ან საერთოდ რად მინდოდა თქმა, ყველაფერი სახეზე გაწერია. მის სახელს რომ ვახსენებ, თვალები გიციმციმებს და როგორ ცუდ განწყობაზეც არ უნდა იყო, მაშინვე გეღიმება.
შენ მე რა უნდა დამიმალო, ოღონდაც. ამდენი წელია გიცნობ, რომც დამიმალო, მაინც მივხვდები.
უცნაური გრძნობა მაწვება.
მიხვდა. მას თქმაც არ დასჭირდა, ისე მიხვდა. მე კი მხოლოდ დღეს ვიეჭვე რაღაც. ამდენად უყურადღებო ვარ?
- და მე რატომ ვერ ვხვდები?! - ისე ვუბრაზდები, თითქოს მისი ბრალი იყოს.
- რას?
- იმას, შენ ვინ გიყვარს.
ღრმად ოხრავს.
- საიდან მოიტანე, რომ ვინმე მიყვარს.
- ვაკო, კარგი რა. აღარ გვინდა ეს საიდუმლოებები, ვინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი.
ვიცი, არასწორად მოვიქეცი, რომ თავიდანვე არ გითხარი, მაგრამ...
- ნუ მიხსნი, ალე. მესმის და არ გიბრაზდები. ადვილი არაა ამაზე ლაპარაკი და შენგანაც იმას ვითხოვ, რომ გამიგო.
- მაგრამ მე ვერ ვხვდები შენ ვინ გიყვარს. შენ მიხვდი და ჰო, გასაგებია.
არც მე ჩაგეძიები ზედმეტად, უბრალოდ სახელი მითხარი, ვიცნობ?
ისევ არაფერს არ მპასუხობს.
ასე იგი, ვიცნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელს მაინც მეტყოდა.
ღრმად ვსუნთქავ და შუბლზე ვისვამ ხელს.
- ისე, ანუკი სადაა ამ გახსენებაზე? - მხოლოდ ახლა მკრავს თავში, რომ მას შემდეგ არ მინახავს, რაც ექიმმა გაუშვა პალატიდან.
- სახლში... ანუ, სახლში წავიდა გამოვიცვლიო და მოვა. წესით, უკვე მალე. - ისე მპასუხობს, საერთოდ არ მიყურებს თვალებში და ამის გადასაფარად, ტელეფონს იღებს ვითომ საათის შესამოწმებლად.
მაგრამ საათი ხომ კედელზეცაა.
დაიცადე...
მეჩვენება, თუ ანუკის ხსენებაზე დაიბნა.
- ერთი წუთი შემომხედე, რა.
ისეთი შეწუხებული ხმით ვეუბნები, აშკარად ჰგონია, რომ რაღაც მაწუხებს და მაშინვე მისწორებს თვალს.
- ანუკი...
- რა ანუკი?
თვალწინ, მათი ჩხუბი მიდგება.
მაშინაც იყო რაღაც. რაღაც სხვა, როცა მეგონა, რომ მომეჩვენა.
- ჯანდაბა. შენ რა, ანუკი გიყვარს?! - თვალები მიფართოვდება.
მაშინვე დამნაშავესავით ხრის თავს.
- ვაკო, ახლა არ გავაფრინო. თქვენ ხომ... და-ძმასავით...
- რა და-ძმასავით? როდის დამიძახია მისთვის და? თვითონ მეძახის დის გულს.
არ უარყო. ღმერთო, ჭკუიდან გადავალ.
ამდენი ხანი. ამდენი ხანი თვალწინ მყავდნენ და ვერაფერს ვერ მივხვდი.
- ეს... ეს, როგორ... - კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან.
- დაივიწყე რა, ალე. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- გოგო ძმასავით გიყურებს, რამხელა დარტყმა იქნება, ეს რომ გაიგოს, ღმერთო...
- იცოდე თუ რამეს ეტყვი, არასდროს გაპატიებ. გეფიცები, მართლა. - ხმა უმკაცრდება.
- კარგი რა, ვაკო. ასე მიცნობ? რა უნდა ვუთხრა... - ღრმად ვსუნთქავ.
აღარაფერს მპასუხობს.
თვალწინ, ისევ მათი ჩხუბი მიდგება.
- თუ ასეა, რატომ გამოიწვიე წეღან? ძალიან გინდოდა, რომ ნერვებმოშლილიზე გაელანძღე?
- კი. - ისევ არ მიყურებს.
- რა კი, ვაკო?
- მინდოდა, ხო, ალე.
მინდა, რომ მეტკინოს მისი სიტყვები. მინდა, რომ გადამიყვარდეს, შემძულდეს, არ ვიცი! აღარ შემიძლია, გესმის?! აღარ შემიძლია ასე! - მაშინვე ყავარჯენს ავლებს ხელს და ფეხზე დგება. - მინდა, რომ შორს იყოს, მაგრამ როცა შორსაა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავ. ახლოსაა და შიგნიდან მეწვის რაღაც. ეს გრძნობა ნელ-ნელა მანადგურებს. მე კი ვერაფერს ვერ ვაკეთებ!
- უთხარი, ვაკო...
- არ შემიძლია! ეს უარესია, ალე. მისი თვალები... ხო, მისთვის ძმა ვარ. წარმოიდგინე, მე რომ შენ გითხრა ახლა, სხვანაირად მიყვარხარ - მეთქი.
- გული დამარტყამს...
- ხო. ჩემგან გაიქცევა, მე კი მისგან შორს ყოფნა არ მინდა...
- ვისგან შორს ყოფნა არ გინდა? - მოულოდნელად გვადგება თავზე ანუკი და ჩვენი საუბარიც, წამში წყდება.
იმდენად ვიყავი ჩართული, ვერც გავიგე როდის შემოვიდა.
მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს კვაშილავა და მერე, ვითომც არაფერი, სკამს ასწორებს.
- დიდი ხანია მოხვედი? - სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ.
- არა, ამ წამს. რას განიხილავდით, არ გამანდობთ? - რამდენიმე ნაბიჯით გვიახლოვდება და ინტერესით გვაკვირდება ორივეს.
- ისეთი არაფერი, რაც არ იცი. - ისევ მე ვპასუხობ - უბრალოდ ვაკო ამბობდა, რომ ფეხბურთისგან შორს ყოფნა არ უნდა.
ოდნავ კრავს წარბებს და მერე, კვაშილავაზე გადააქვს მზერა.
- კაი რა, ყველაფერი გაივლის. რა იყო, ისევ არ მელაპარაკები? ბოდიში ხომ მოგიხადე გარეთ.
არაფერს არ პასუხობს, რასაც ანუკის ოხვრა მოჰყვება. სწრაფად მირბის მასთან და ლოყაზე კოცნის.
ამ წამს, ისე მიჩქარდება გული, თითქოს მე ვიყო ვაკოს ადგილას.
- მაპატიე, რაღა იყო და ნუ ხარ ასეთ განწყობაზე. - მხარზე ეკიდება და მე მიკრავს თვალს. - ხასიათზე უნდა მოვიყვანო.
- კარგი, ან. დამანებე თავი. - მის მოშორებას ცდილობს, მაგრამ ანუკის მოშორება მაშინ, როცა თავად არ უნდა ეს, გამორიცხულია.
- შეხედე როგორ გავალამაზე ტუჩსაცხით? - ოდნავ ეღიმება - მოდი მოგაშორო...
- ანუკი. - მაჯაში ჰკიდებს ხელს, თუმცა ამჯერად მეორე ხელით ეხება ლოყაზე და ვაკოს, წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ არ შეუძლია.
- დის გული. - ახლა კისერზე ეკიდება.
ღმერთო, როგორ უძლებ ვაკო...
ლამის ავღრიალდე.
- ერთი წუთით, მომისმინეთ! - ხმამაღლა თქმა მინდოდა, მაგრამ მგონი ყვირილი გამომდის.
წამსვე უშვებს ხელებს ანუკი და ჩემს საწოლთან მორბის.
კვაშილავა არ ინძრევა. სახეზეც კი არ აქვს ემოცია, რა თქმა უნდა, ზუსტად მიხვდა რატომაც გავაკეთე.
- რა გჭირს, ალე? კარგად ხარ? რამე გტკივა? ექიმს დავუძახო? - ყველა კითხვას ერთად მაყრის.
- კარგად ვარ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, სახლში წადით - მეთქი. მეც დავიძინებ, დილას დედაც მოვა.
- ღადაობ? მაგისთვის დაიყვირე?
- დამეყვირა, ანუკი.
- არანორმალურო, გული გამისკდა. - თვალებს ატრიალებს.
- მართლა ვამბობ, აქ ტყუილად უნდა იყოთ. თან მეძინება უკვე...
- დარწმუნებული ხარ?
- კი, ანუკი. წადით...
უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და ფეხზე დგება.
- მიმიყვან ჩვენო უუმაგრესო კაპიტანო? - მაცდურად უღიმის კვაშილავას - თუ ტაქსით წავიდე?
- მიგიყვან. - მოკლედ პასუხობს და თვალებით მემშვიდობება. - თუ რამე დაგჭირდება, მაშინვე დამირეკე. რა დროც არ უნდა იყოს.
- ხვალ ისევ მოვალთ.
- კარგი, დროებით. - ოდნავ ვუღიმი და გასასვლელისკენ მიმავალთ, თვალს ვაყოლებ.
ღმერთო...
აი ახლა ნამდვილად დავმარცხდები ძილთან.
ეს ემოციები გამათენებინებს.
***
მას შემდეგ, რაც მარტო ვრჩები, მოუსვენრობა მიპყრობს. თითქოს, საკუთარ თავში ვეღარ ვეტევი. ძალიან მინდა ავდგე და აქეთ-იქით მაინც ვიარო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ შემიძლია.
როგორ აღარ ვცდილობ ყურადღების გადატანას, მაგრამ არაფერი გამომდის. გონება, გაფუჭებული კასეტასავით მხოლოდ ვაკოს სიტყვებს მიტრიალებს და მაიძულებს, მარტო ამაზე ვიფიქრო.
ჯანდაბა.
რა ძნელია, როცა ზუსტად იცი, რა გრძნობაა და როგორ ტანჯავს ადამიანს. შინაგანად ანგრევს და ანადგურებს.
ბოლომდე გესმის და ვერაფერს ვერ აკეთებ დასახმარებლად.
ღმერთო...
რატომ არის ჩემს გარშემო ამდენი ცალმხრივი სიყვარული?
როგორც ჩანს, ცხოვრებამ გადაწყვიტა, რომ დამცინოს.
ნერვებმოშლილი ვიღებ ტელეფონს და ინსტაგრამს ვხსნი, თან გულში ვიმეორებ, რომ 'ყურადღება უნდა გადავიტანო'.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხერხიც ფუჭია, თუმცა ახალ შეტყობინებებში ისეთი რამ მხვდება, ჭკუიდან გადავდივარ.
'Taba21 - started following you'
რაა? - გამომიწერა. ერეკლემ ინსტაგრამზე გამომიწერა.
გული მიჩქარდება, ხელები მიკანკალებს, მთელი სხეული მიხურს.
ასეთი შეგრძნება, ცხოვრებაში არ მქონია. მან... მე გამომიწერა.
ანუ ჩემს გვერდზე გადმოვიდა?
მან ჩემი გვერდი ნახა. ღმერთო, ვერ ვიჯერებ.
ეს რა ხდება.
ხელებში ძალა მეცლება და ტელეფონი გულზე მივარდება.
მაშინვე ვიღებ და ისევ შეტყობინებებში შევდივარ.
არა, ცოტა ხანს უნდა ვუყურო, რომ როგორმე დავიჯერო.
ნამდვილად, ამის გარდა სხვას არაფერს ვაპირებ, თუმცა ისევ მომდის შეტყობინება და წამში მავიწყდება ის, რასაც ვაპირებდი.
ჯერ ისევ მიკანკალებს ხელები, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ გახსნას და...
ვაიმე, მომწერა.
ჯანდაბა.
15 წლის თინეიჯერივით ვიქცევი ახლა.
მომწერა, ხო. რა მოხდა მერე.
თვითონ არ მითხრა მოგწერო?
ღრმად ვსუნთქავ, მთელს გამბედაობას ვიკრებ და შეტყობინებას ვხსნი.
'როგორ ხარ?'
ტიპური კითხვა.
ხო, აბა სხვას რას ველოდებოდი?!
'კარგად, შენ? - სწრაფად ვუბრუნებ პასუხს.
წერს. რას წერს ამდენი ხანი? ღმერთო უნდა დავმშვიდდე, 1 წუთიც არ გასულა ჯერ.
'რავიცი, გადაღლილი.'
'რატო არ გძინავს?'
მეორე შეტყობინებასაც აყოლებს.
ინსტიქტურად, საათზე ვიყურები.
პირველი ხდება. რა, ძალიან გვიანია? არ შეიძლება რომ არ მეძინოს?
'შენ რატომ არ გძინავს?' - თუ ადვილია, თვითონ მიპასუხოს.
'ადრეა ჯერ, ჩემთან' - თან ღიმილის ემოჯებსაც აყოლებს.
არა, ჯანდაბა. ესპანეთის დრო... ეს როგორ არ გამახსენდა?
რა დრო ახლა ესპანეთში?
სწრაფად შევდივარ ჩემს გადამრჩენელ გუგლში და საძიებო ველში 'ესპანეთის დროს' ვწერ.
დიდი არაფერი.
დაახლოებით 2 საათით ყოფილა უკან.
ანუ სადღაც 11 საათი იქნება.
ისევ ინსტაგრამს ვუბრუნდები და ახალი შეტყობინებაც მხვდება.
'სად გაქრი?'
'აქ ვარ'
'მუღამზე ვარ, რაღაც. ახლოს რომ ვიყო, ნერვებს მოგიშლიდი :დ'
რაო? დავიჯერო, ისევ ძველი ერეკლე დააბრუნა? ვერ ვიგებ, რატომ უყვარს საკუთარი თავის ეს ვერსია ასე ძალიან.
'და მანდედან რა გიშლის ხელს?'
აღარაფერს მწერს.
რა, გადაიფიქრა?
უკვე ნერვები მეშლება. საერთოდ რამ მიმაწერინა ეს.
რაღაც მზაკვრულს ფიქრობს ახლა.
თითებს ტელეფონზე ვათამაშებ და გონებაში, ვარიანტების განხილვას ვიწყებ, მაგრამ რა ხდება.
არა, ჯანდაბა.
ვიდეო ზარით რეკავს.
ვაიმე, მართლა რეკავს.
ახლა რა გავაკეთო, საშინლად გამოვიყურები ამ ფიქსატორში მაინც.
ვაიმე, გული ამომივარდება ახლა.
ერთ ხელს, კამერას ვაფარებ, მეორეთი ვპასუხობ და სწრაფადვე ვთიშავ კამერას.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კამერა ჩართული აქვს, მხოლოდ მუქი ფერის ჭერს ვხედავ და ჭაღს.
სადღაც უდევს ტელეფონი, მაგრამ... დაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე ხელში იღებს და ჩვეული ქარიზმით იწევს თმას.
რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს ელაპარაკება ვიღაც ესპანურად და თავადაც იგივე ენაზე უბრუნებს პასუხს.
მერე კიდევ რაღაც ეუბნება, თუმცა უბრალოდ ხელს იქნევს და შედარებით ხმადაბლა, ქართულად პასუხობს.
- ოო, ნახუ.ი რა.
რა თქმა უნდა, ქართველების შეუცვლელი ტაქტიკა. არ ესმის და ყველაფრის თქმა მოსულა.
- ნერვები მომიშალა. აფსუს, ჩემი ნაკრების ბიჭები.
კამერა რატომ გაქ გამორთული?
- ისე.
- რა ისე, ჩართე რა, ფოტოს ველაპარაკო? - თვალებს ატრიალებს.
ღმერთო, რატომ მჭირდება უარის სათქმელად ამხელა ძალისხმევის მოკრება?!
- ვერა, საწოლში ვარ.
- მერე რაა, შიშველი ხარ საწოლში? თუ გეშინია, რომ უმაკიაჟოდ არ მომეწონები? - ისევ ეს ირონია.
არა, ისე აქვს სისხლში გამჯდარი, სუნთქვა არ შეუძლია ამის გარეშე.
- ნუ სარგებლობ იმით, რომ შორს ხარ და ვერ შემოგარტყამ.
- ოო, რას ბაზრობ ახლა. თითქოს მანდ რომ ვიყო, ეგ შეგიძლია - სიცილით ჯდება საწოლზე და ბალიშებს ასწორებს.
- სადაც იმ იდიოტს გავუტეხე ცხვირი...
- არა, ვიცი, რომ ძალა გერჩის.
მაგრამ ჩვეულებრივ, ჩემს წინ კარგავ - ხოლმე.
- ერეკლე!
- კაი, ვჩუმდები. მარა აღიარე, ჩემზე ბრწყინვალედ ვერავინ გიშლის ნერვებს. - ნელა წვება საწოლზე და ისევ თმას ისწორებს.
ნარცისი.
დღეში, რომ დათვალო ალბათ ასჯერ მაინც ისვამს თმაზე ხელს.
- სერიოზულად მოქცევა, სტადიონის გარდა არსად არ შეგიძლია, ხო?
- დიდი ძალისხმევა მჭირდება.
აი, გუშინ შენ რომ გელაპარაკე, მთელი ძალ-ღონე გამომეცალა და დღეს იმდენჯერ მივქარე ვარჯიშისას, მწვრთნელი სერიოზულად ფიქრობს უკვე ჩემს რეზერვში გადაყვანას.- ღრმად ოხრავს და იმდენად ეცვლება სახე, ირონიის ნატამალიც აღარ აქვს არსად.
- სერიოზულად?!
- არა, დაგაბოლე.- ისევ სიცილს იწყებს და ოდნავ ხრის ტელეფონს.
- დეგენერატი ხარ!
- შეგეშინდა?
აღარაფერს ვპასუხობ.
მართლა გამიხეთქა გული.
- კაი, ჩართე რა კამერა.
მინდა დაგინახო...
- ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა - ხოლმე.
- იცოდე, მაგრად გამიტყდება.
- რა შეიცვლება იმით, თუ დამინახავ?
- არ ვიცი, უბრალოდ მინდა, რომ დაგინახო.
მაინტერესებს, უმაკიაჟო ალე...
ფოტოებში ძაან კაი ხარ, მარა ფოტოებში ყველა კაია, ხო იცი.
რაო?
ღმერთო, ახლა მართლა გული დამარტყამს. მან ჩემი ფოტოები დაათვალიერა? ეს მართლა გააკეთა? შოკიდან ვერ გამოვდივარ.
- კაი, რა. მეგობრები არ ვართ? ასეთი რა ფორმაში ხარ, ნიღაბი გისვია სახეზე? არ დაგცინებ, გპირდები.
წყლის ჭიქას იღებს და ტუჩებთან მიაქვს.
მგონი, ახლა საუკეთესო მომენტია.
აბა ვნახოთ, თუ გადასცდება.
კამერას ვრთავ და კათეტერიან ხელსაც ვუფრიალებ.
თვალები უფართოვდება, თუმცა გადაცდენით, არაფერი სცდება.
(როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ფილმებში ხდება - ხოლმე)
სწრაფად დებს ჭიქას გვერდით და წარბშეკრული მაკვირდება.
- საავდმყოფოში ხარ? რა გჭირს ყელზე?
- ავარია...
- ვოთ? მეღადავები? ამდენი ხანი ჩემ ბოდიალს რა გასმენინებს მერე, ვერ მითხარი?
- რა მეთქვა, ერეკლე.
გამარჯობა, იცი, ავარიაში მოვყევი.
- ხოო. აუ... გაფიცებ, მაგარი უცნაური გოგო ხარ, რა. - ღრმად სუნთქავს - კარგად ხარ? რამე სერიოზული ხო არაა?
- არა, ფეხი მაქვს მოტეხილი უბრალოდ.
- ეუფ. ვეღარ გაძელი და ვაკოს კომოპანიონობა გაუწიე?
ვაკოს ხსენებაზე, ყველაფერი ერთად მახსენდება და თვალებს ვხრი.
- ალე? - რომ ხვდება, აღარ ვუსმენ ხელს მიფრიალებს.
- ჰო.
- მანქანაც მიალეწე?
- არა, მანქანით არ ვყოფილვარ.
- ეგ როგორ, ისე დაგეჯახა? რაზე ფიქრობდი ასე ღრმად, რომ ვერ შეამჩნიე... - ოდნავ ეღიმება.
- დაივიწყე.
- შენს სანახავად მოვიდოდი, მარაა... კიდევ კაი ხანი სამშობლოში ფეხის დადგმა არ მიწერია.
შალვას ველაპარაკებოდი შენს წინ, გაგანდო ძირითადი გუნდის შემადგენლობა? - თვალს მიკრავს.
- უკვე?
- ნუ, თუ რომელიმემ ტრამვა არ აიკიდა. რაღა დარჩა, 2 კვირა.
მთლად ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მონახაზია რა.
- არ მინდა, არ მითხრა. ოფიციალურ განცხადებას დაველოდები, ასე მირჩევნია.
- პოლონეთს თავზე უნდა დავამხო პოლონეთი, რა.
მარა ჯერ შტურმს სჭირდება ცენტრალური შემტევი.
- ფრთხილად იყავი... - შედარებით ხმადაბლა ვეუბნები.
ოდნავ ეღიმება.
- კაი შეგრძნებაა, ვიღაც შენზე რომ ფიქრობს.
- ჰო...
- აუ, თიკა რეკავს. - ოდნავ ეცვლება სახე - რომ გაგითიშო ხო არ გაგიტყდება? თან გვიანია უკვე.
- ა.არაა. - მაინც მებმის ენა.
- კაი, ძვირფასო მეგობარო. ხვალ ძაან დატვირთული დღე მაქვს, მერე მატჩებია უკვე. თუ დრო ვიპოვე, შეგეხმიანები.
- კარგად... - იმდენად ხმადაბლა ვეუბნები, მეც ძლივს მესმის.
ტელეფონს ვთიშავ და ღრმად ვსუნთქავ.
თიკა.
არადა თიკა არ არის ის გოგო, რომელიც უყვარს, მაგრამ მაინც თიკა...
***
განცდილი ემოციებისა და ფიქრებისგან დაღლილს, ხანგრძლივის ბრძოლის გავლა მიხდება ძილთან, რომ როგორღაც თავის სამფლობელოში მიმიღოს და იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ვმარცხდები - ხოლმე, გამთენიისას, ამ ბრძოლისგან გადაღლილს, თვალები მეხუჭება.
დასვენება, ახლა ყველაზე მეტად მჭირდება და მგონი, რამდენიმე საათით მაინც გამომივიდოდა, მაგრამ დილაუთენია თავზე მთელი სანათესაო მადგება და მაშინვე მეღვიძება. (ფრთხილი ძილის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე)
ყველასთვის ცალ-ცალკე მიწევს იმის თქმა, რომ კარგად ვარ და ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა მათ სახეებზე სიმშვდეს მაინც ვერ ვხედავ.
განსაკუთრებით დედა, ისე ფორიაქობს, უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც კიდევ მჭირს და არ ვიცი, თუმცა მალევე პალატაში ექიმი შემოდის და კმაყოფილი სახით მეუბნება, რომ დღეს მწერს.
მხოლოდ ფეხზე მაძლევს მითითებებს, რომ უმჯობესია რამდენი დღე ვიწვე, სტრესს და ნერვიულობას მოვერიდო (ტვინის შერყევის გამო) და კიდევ წამლებს მიწერს, რეცეპტს კი დედას აძლევს.
ნელ-ნელა ყველა წასვლას იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდიან პალატაში ანუკი და ვაკო.
მათი ერთად დანახვისას, ისე მაჟრჟოლებს და მაკანკალებს, თითქოს მოსისხლე მტრები იყვნონ და პირველად ვხედავდე ერთმანეთის გვერდი გვერდ.
მაშინვე თვალებით მანიშნებს კვაშილავა და უკვე ვხვდები, რომ გამომეტყველება მაქვს შესაცვლელი.
რამდენიმე წამით, ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებ, თუმცა მადლობა ღმერთს, დედა ჩემს მაგივრად ეუბნება, რომ ექიმმა გამწერა და მე, უბრალოდ ღიმილით ვუდასტურებ.
ვაკო სახლში მიყვანას გვთავაზობს, რაზეც უარს არ ვეუბნები.
რაც მალე დავტოვებ ამ შენობას, მით უკეთესი.
ამ პალატაში არსებული ჰაერიც კი, იმდენად სხვანაირია, თითქოს გამუდმებით გახსენებს, სად ხარ, რატომ ხარ და რა დაგემართა.
მე კიდევ ეს მინდა?!
თავში ისედაც ისეთი ქაოსი მაქვს, ნამდვილად არ მაკლია სტრესული ფიქრები,
მაგრამ ყველაზე ცუდი, ამ დროს მაინც ისაა, რომ მისი მართვა არ შეგიძლია და უბრალოდ იძულებული ხარ გაუძლო, რადგან საკუთარი თავისგან ვერსად გაიქცევი.
*
სახლში მისვლისთანავე, ვაკოს და ანუკის დაჟინებით, ისევ საწოლში ვწვები.
არ მინდა, რაღა საწოლი.
საწოლიდან არ ავდექი და წამოვედი?!
არაფერი არ ესმით, თან დედაჩემმაც კვერი აუბა, ჩემს მოსვლამდე ადგომის უფლება არ მისცეთ, უნდა დაისვენოსო და მეტი რა უნდათ, კარგი ზედამხედველებივით მადგანან თავზე.
- რა დამჟავებული სახე გაქვს, ალე.
რაგინდა, ქალბატონი ხარ, რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ, ბალიშს გაგისწორებ, როგორც ფილებში. სადილს მოგიმზადებ, ყავას. - თავზე დამფარფატებს ანუკი.
- ადგომა მინდა. - წარბებს ვკრავ.
- რომ ადგე, რას გააკეთებ, ასკინკილით უნდა იარო?
- ცოტა ხანი იწექი, მოთმინების უნარი საერთოდ არ გაქ? - საწოლს მეორე მხრიდან უვლის კვაშილავა, გვერდით მიჯდება და ყავარჯენს ტუმბოზე აყუდებს.
საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ვოხრავ.
ძალიანაც მინდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევისთვის, მოტეხილი ფეხი ჩემი გამარჯვების შანსებს, მნიშვნელოვნად ამცირებს.
- ისე, გეფიცებით მეც რამე უნდა დავიმართო ფეხზე და ყავარჯენი დავითრიო, ტრიუმვირატი ვიქნებით. - ჩემსა და კვაშილავას შორის ჯდება ანუკი და ფეხებს იკეცავს.
- შენ და შენი ისტორია. - თვალებს ვატრიალებ.
ოღონდ შესაძლებლობა მიეცეს, რომ მსოფლიო ისტორიიდან გააკეთოს რაიმე შედარება და მასზე ბედნიერი არავინაა.
- რავქნათ, აბა? - ჩვენსკენ იწევა, მუცელზე წვება და იდაყვებით ეყრდნობა საწოლს. მერე, ნიკაპთან მიაქვს ხელები და თითებს სახეზე ათამაშებს.
ამ წამს, ისეთი საყვარელი და ბავშვურია, მე ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ მოვეხვიო, ვაკოსკენ ხომ საერთოდ გახედვა არ შემიძლია.
იმის წარმოდგენაც კი, რას გრძნობს ახლა, საშინელებას მმართებს.
- რა სახეებით მიყურებთ, რა იყო? - ორივეს ინტერესით გვაკვირდება.
მაშინვე ჩემსკენ აბრუნებს თავს კვაშილავა და ვიცი, რომ ახლა უნდა შევხედო.
ჯანდაბა.
ძლივს ვახერხებ თავის შეტრიალებას და... ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს საკუთარ თვალებს ვეჩეხები.
აუტანელია. საკუთარი მზერის, სხვის თვალებში დანახვა, კიდევ უფრო აუტანელია. თითქოს, ჩემშიც იღვიძებს ეს გრძნობა.
მიუხედავ იმისა, რომ ერეკლე ჩემს წინ არაა, მაინც.
- ეპაა, თქვენ რა, საიდუმლოებები გაქვთ?! - მაშინვე ხმას იმკაცრებს ანუკი. სწრაფად იხდის ფეხსაცმელს, ჩვენსკენ ცოცდება და ამჯერად, შუაში გვიჯდება.
- არა... - ხმადაბლა ვპასუხობ.
- აბა რა თვალებით ლაპარაკობდით, თქვენ გგონიათ ბრმა ვარ?
ვეღარ ვპასუხობ. ამჯერად კვაშილავას უბრუნდება.
- ვაკო.
- ხო... - არც უყურებს, ისე ეუბნება.
- ჩვენ ბაღიდან ერთად მოვდივართ, ერთ კლასში, ერთ მერხზე ვიჯექით, ერთ უნივერსიტეტში... შენ რა, დამიკიდ.ე?
ღმერთო, რას ეუბნება.
ოხ, ვაკო... საიდან აქვს ამხელა მოთმინება ვერ ვგებულობ.
- საიდან მოიტანე.
- რა საიდან მოვიტანე, მე არ ვარ შენი ანი?! ალე ჩემზე უკეთესი მეგობარია?! ერთმანეთისგან გვარჩევ?!
ღმერთო, როგორ მინდა რომ ვაკო შევაჯანჯღარო და შემოვახედო.
- არაფერს არ მეუბნები, არა?! დუმილი თანხმობის ნიშანია... - ადგომას აპირებს, თუმცა ზუსტად მაშინ ავლებს კვაშილავა ხელს.
ოხ, დაწყევლილი ავარია.
ახლა უნდა ვდგებოდე და მარტო ვტოვებდე, ვინ იცის, იქნებ გამოტყომოდა სიყვარულში. ჩემს წინ კი ამას არ იზამს. ყავარჯენს უნდა მივწვდე...
- გამიშვი ხელი, ყველაფერი გავიგე!
- ან... ისე არ არის, როგორც გგონია.
ჩემი ანი ხარ, სულ ასე იყო და იქნება.
- მაშინ რას მიმალავ? ბავშვობიდან გიცნობ და ვიცი, როდის მატყუებ.
ეს ახლანდელი შემჩნეული არ მაქვს, რაღაც არის, რასაც არ მეუბნები და წეღან ალესაც ანიშნებდი თვალებით.
როგორც იქნა, ყავარჯენს ვწვდები, თუმცა ზუსტად ამ წამს, ორივეს ჩემზე გადმოაქვს მზერა და ვჩერდები.
ახლა თუ გავინძრევი, საუბარს შეწყვეტენ.
ჯანდაბა.
რა გავაკეთო.
რა მურმანის ეკალივით ვარ აქ.
- არაფერი არაა.
- ნუ მატყუებ, შენი ბავშვი არ ვარ! - იმხელას უყვირის, შიშისგან ვხტები.
ანუკი თუ გაბრაზდა, მასთან საუბარი ხუმრობაც არაა.
- მე მეხება, არა?! რატომ მატყუებ?!
- ტონს დაუწიე...
- რომ არ დავუწიო?! - განგებ, კიდევ უფრო ხმამაღლა აგრძელებს.
- სიურპრიზი იყო... უფროსწორად, ასე მინდოდა...
რაო? ახლა ჭკუიდან გადავალ.
რა მოთხარა, ღმერთო.
ახლა ხომ შეეძლო ეთქვა, მაგრამ...
არა, ვერც გაამტყუნებ, მარტო უნდა იყვნონ, ეს რომ გააკეთოს.
ვიცი, ადვილი არაა.
ანუკის რომ არ ეთქვა ერეკლესთვის, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას ოდესმე შევძლებდი.
- რა სიურპრიზი? - მაშინვე მშვიდდება და თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს.
- შენი დაბადების დღისთვის...
ჯერ გაშტერებული უყურებს, მერე მე მისწორებს მზერას.
- ხომ იცით, რომ აღნიშვნა არ მიყვარს?
- ამიტომაც, ეს, განსაკუთრებული რაღაც არის... - ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ ახლა უნდა მეთქვა. იმედი მაქვს, როცა სიმართლეს გაიგებს (იმედი მაქვს მალე გაიგებს) მაპატიებს.
- მართლა? - საკუთარ თავს უფრო უსვამს კითხვას.
ზოგადად, ანუკი ყველაფერს მარტივად იჯერებს. ეს მიამიტობა ღუპავდა ყოველთვის და ამის გამო ვეჩხუბებოდი სულ. ვინ იცის, ჩემთვის რომ მოესმინა და საკუთარ თავზე ემუშავა (რამდენადაც ეს შესაძლებელია) სიმართლეს, დაშორების ნაცვლად მიახლოებოდა კიდეც.
- მე... გიყვირე, არა? - ძლივს უსწორებს ვაკოს თვალს.
- არაუშავს, ან.
კვაშილავა, როგორც ყოველთვის ვერ უბრაზდება.
- მაპატიე... - მისკენ იწევა და ლოყაზე კოცნის. მერე, ხელებს ხვევს და ეხუტება.
მის თმაში რგავს თავს კვაშილავა და თვითონაც ხვევს ხელებს.
- ხომ ისევ შენი ანი ვარ?
- შენ სულ ჩემი ანი ხარ...
ღმერთო...
შიგნიდან მე მეწვის და მგლეჯს ეს რაღაც, როგორ... როგორ იტან ამას ვაკო.
ძლივს ვიკავებ თავს, რომ ტირილი არ დავიწყო.
არცერთი სიყვარული არ იმსახურებს, მხოლოდ ცალ მხარეს.
არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ამ ტკივილს.
*
ისევ თავის ჭაობში მიმათრევს ემოციები და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ თავი შევიკავო, აღარ გამომდის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ ხმას ამოვიღებ, თავისით გადმომცვივდება ცრემლები.
ჩემი ხომ რთულია, მაგრამ როდესაც შენთვის ახლობელი ადამიანი იგივე დღეშია, იგივე საშინელებას განიცდის და შენ, უბრალოდ უყურებ, ცოცხლად სიკვდილს ჰგავს.
საერთოდ ყველაფერი მავიწყდება.
ისიც კი, რომ ვარსებობ.
მთლიანად მასთან არის ჩემი ფიქრები და მეც.
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, წამიერად შევხედე თვალებში და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სამუდამოდ ჩავიკარგე იქ.
სუნთქვას მიჭერს...
არ ვიცი, ამას როგორ უნდა გავუძლო.
როგორ უნდა ვუყურო ანუკის თვალებში და ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი არ ვიცი.
იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, რომ ეს ამბავი არ გამეგო.
თავიც დავიღუპე და ვაკოც ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდე.
ყოველ წამს, ნებსით თუ უნებლიეთ ვაგრძნობინებ, რომ აღარ შემიძლია. იცის, რომ არაფერს არ ვეტყვი, მაგრამ ჩემი ცუდად ყოფნაც დავუმატე...
ახლა, მხოლოდ საკუთარს კი არა, ჩემს ტანჯვასაც ატარებს და ეს, მისთვის ისეთივე რთულია, როგორც ჩემთვის, მისი ტკივილის ტარება.
'მაპატიე...' - ანუკისთან ერთად, ვერაფრით მოვახერხე თქმა და მხოლოდ წასვლის შემდეგ ვუგზავნი შეტყობინებას კვაშილავას.
ბოლოს და ბოლოს, ჩემს გამო მოუწია ტყუილის თქმა, რომ არ შემეხედა, შეიძლება ანუკისაც ვერაფერი ეგრძნო. არ გაბრაზებულიყო, არ ეყვირა. შეიძლება ბოლოს მაინც შერიგდნენ, მაგრამ ამ უსიამოვნო შეგრძნებას, რომ დამნაშავე მე ვარ, ვერ ვაქრობ.
'თავს ნუ იდანაშაულებ, შენი ბრალი არაა ალე, დაივიწყე'
მალევე მომდის პასუხი.
ვერ ვმშვიდდები. მაინც ვერ ვმშვიდდები და რა გავაკეთო.
'ხვალ ერთად ვუყუროთ
,,შტურმი'' ,,ვოლფსბერგერის'' დაპირისპირებას?' - მალევე მომდის მეორე შეტყობინებაც.
ო, ღმერთო... მატჩი.
ხვალ ხომ ერეკლეს კლუბის თამაშია.
ავსტრიის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.
როგორ ამომივარდა თავიდან.
'ჰო, გამომივლი?' - სწრაფად ვუგზავნი პასუხს.
'ვინაიდან შენი ფეხი უფრო ცუდ დღეშია ვიდრე ჩემი, კომპრომისზე მივდივარ'
ოდნავ მეღიმება.
კვაშილავამ ყოველთვის იცის, როგორ გამაღიმოს.
ნეტავ მეც შემეძლოს, სულ წამით მაინც დავავიწყო ყველაფერი, მაგრამ იუმორი, ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
ისევ მომდის შეტყობინება, თუმცა ამჯერად ეს ჩემს დილას გაგზავნილ შეტყობინებაზეა პასუხი.
'მას ხვალაც დავისვენოთ, რა.
ხომ იცით, ავსტრიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი მატჩია'
რა თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთზე შეყვარებული აბიტურიენტები...
*
იმის მიუხედავად, რომ ვიცი ვერაფერი ვერ მიშველის ფინალურებზე თუ არ ვიმეცადინე, საშინლად მეძინება და ბალიშს ვერ ვღალატობ.
ჩემი ძილის ამბავი რომ ვიცი, მაინც გამეღვიძება და შუაღამეც რომ იყოს, მაშინ ნამდვილად დავიწყებ მეცადინეობას.
საკუთარ თავში დარწმუნებული და დაიმედებული ვხუჭავ თვალებს, თუმცა როცა ვახელ, სასიამოვნო სიურპრიზი მხვდება.
დილაა.
ეს რა ხდება, მთელი ღამე ისე მეძინა, საერთოდ არ გამეღვიძა?!
რატომღაც ძალიან წარმოუდგენელია. საათსაც ვამოწმებ ტელეფონზე, მაგრამ არა, რატომ არის წარმოუდგენელი, განა საავადმყოფოში მე არ გავათენე?
ჯანდაბა.
უნდა გამეთვალა, რომ ამის გამო ღრმად დამეძინებოდა.
ისევ ვერ ვიმეცადინე.
ახლა, ახლა მაინც უნდა ავიღო ეს ჯანდაბა წიგნები, მაგრამ ზუსტად ამ წამს აღებს კარებს დედა და მისთვის, საუზმეზე უარის თქმა გამორიცხულია.
სანამ მე ამ ფეხით საწოლიდან ავიზლაზნები, გამოვიცვლი და ა.შ
კი, კარგი დრო იქნება, ალე.
*
საუზმესთან ერთად, ინსტაგრამს 'ვსქროლავ'.
ისეთი არაფერი, რატომღაც მეგონა, რომ ერეკლე მომწერდა...
თუმცა არა, რატომ უნდა მოეწერა.
ვინ ვარ მე მისთვის.
მეგობარი.
ჰო, რიგითი მეგობარი.
ჩემნაირი, ათასი ჰყავს და რა თქმა უნდა, ყველას არ წერს.
წასვლამდე მითხრა მოგწერო და უკვე მომწერა.
რა მეგონა, ყოველდღე ასე გაგრძელდებოდა?
ამას უნდა შევეგუო.
ჩემთვის თუ ყველაფერია, მისთვის იგივე სტატუსი არ მაქვს და არც მექნება...
ღრმად ვსუნთქავ.
ჯანდაბა. ვიცი, რომ ტელეფონი უნდა დავდო, მაგრამ
გული არ მითმენს და მაინც გადავდივარ მის გვერდზე, მის 'Following - ებში.'
უამრავ ცნობილი ადამიანი ჰყავს გამოწერილი და იქვე მე.
ოდნავ მეღიმება.
ახლაც კი ამოვარდნაზე მაქვს გული და წამიერად, სამყაროსაც კი ვწყდები.
რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის...
Story-ზე, 'შტურმის' გუნდის ფოტო უდევს, ვარჯიშისას. პარალელურად, დღევანდელ მატჩსაც აანონსებს.
მატჩი, მატჩი 3 საათშია.
ჯანდაბა, რა მალე გადის დრო!
სასწრაფოდ ვთიშავ ტელეფონს და წინასწარ მოტანილ წიგნებს ვიღებ.
იმედია, ცოტა რამეს მაინც მოვასწრებ.
*
დრო იმდენად მალე გადის, კარზე ზარის ხმა რომ მესმის, მაშინვე საათზე ვიყურები და იმის მიუხედავად, რომ ისიც ამას მიდასტურებს, რატომღაც მაინც ვერ ვიჯერებ.
ძლივს ვდგები ფეხზე და ყავარჯენ მომარჯვებული მივდივარ გასაღებად.
საინტერესოა, როდის დავამუღამებ ასე სიარულს. ჭიანჭველად გადავიქეცი.
მაგრამ არა, მგონი მასზე ნელაც კი დავდივარ.
უკვე ზუსტად ვიცი, რომ კვაშილავა მოვიდა, თუმცა კარს ვაღებ და მასთან ერთად, კიდევ 2 სიურპრიზი მხვდება.
- ალეე... - გუგას მხრებზე ჩემომჯდარი დათა, ჩემი დანახვისთანავე აღტაცებით უკრავს ტაშს და მერე, ხელითაც მესალმება.
- შოკში ხარ, ძმა? - თვალს მიკრავს თორდია და კარგი ნაცნობივით შემოდის სახლში.
- დათა აიკიდა და მერე მე ამეკიდა. - მოკლედ მიხსნის სიტუაციას კვაშილავა და ისე, რომ ჩემს პასუხს არ ელოდება ისიც მათ მიჰყვება.
ცალი ხელით ვხურავ კარს და ძლივს ვახერხებ მოტრიალებას. არა რა, მგონი თავიდან ვსწავლობ სიარულს.
- ალე. - მისაღების ზღურბლთან მეგებება დათა. - ძალიან გამეხარდა, გუგამ რომ შენთან მომიყვანა. ფეხზე რა დაგემართა?
- პატარა ავარიაში მოვყვევი, ძვირფასო. მნიშვნელოვანი არაფერი. -ცალი ხელით ვეფერები თმაზე.
- აუ ძმა, მაპატიე რა, შენს სანახავად რომ ვერ მოვედი. - უკვე დივანზე მოკალათებული გუგა, შეწუხებული სახით მებოდიშება - ბიძაშენი ძაან ხოდზეა, დილიდან საღამომდე ფოშტის ცხენებივით გვარბენინებს.
ოდნავ მეღიმება მის ხუმრობაზე.
- ერთი არ მოგიგიათ პოლონეთთან. - ზუსტად 'უფროსივით' ემუქრება ვაკო.
- აუ ძაან ვნერვიულობ, ტო. ზედიზედ 3 მარცხი გვაქ, თან შენც აღარ ხარ.
- ნუ ბოდავ, მიქაძე რას მიკეთებს.
- ჩემი ძმაც ხომ იქნება. - ადგილზე ხტუნვას იწყებს დათა.
- ოო, შენი ძმა რომ არ გვყავდეს, დარხევინო მერე ნახე შენ. - ხელის აწევით ეთანხმება თორდია.
- ჯერ ცოტა ადრეა. - კვაშილავას გვერდით ვჯდები და პულტს ვიღებ.
- დაახლოებით 20 წუთი დარჩა. - მაჯაზე არსებულ საათზე იყურება გუგა-მოიცა, ტაბას დავურეკოთ. ვაკო, მიდი შენ გვაზავას დაურეკე.
ბიჭო, ბიჭო, რა ამბებია ერთმანეთის ერკინებიან. - სიცილით იღებს ტელეფონს.
გვაზავა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველია, (გუგას მსგავსად) და ამავდროულად 'ვოლფსბერგერის' წევრი. ვინაიდან დღეს 'შტურმი' და 'ვოლფსბერგერი' ერთმანეთს ეჯიბრება, აქედან გამომდინარე გვაზავას და ტაბატაძეს, ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ თამაში.
- რად გინდა ეხლა ეგ მაიმუნობა? - ოხვრით იღებს ტელეფონს კვაშილავაც.
- მიდი, მიდი, დარეკე შენ. აქ მაინც ნუ კაპიტნობ. - თვითონ, უკვე რეკავს და ხმამაღალზეც აყენებს.
ვაკოც იგივეს იმეორებს.
ზარები გადის, თუმცა არცერთი არ იღებს.
უკვე მგონია, რომ არც აიღებენ. ბოლოს და ბოლოს, ვის სცალია ამ დროს ტელეფონისთვის, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის ერეკლეს ხმა და მთელს სხეულში მაჟრჟოლებს.
- გუგა რა იყო, მოგენტარე? - სიცილით იწყებს ლაპარაკს.
- რაშვები, გასახდელნაიასა შინა ხარ? -არც თორდია აკლებს იუმორს.
- იეს, დავარიშ კაპიტან. - ამჯერად კვაშილავას ტელეფონიდან მესმის გვაზავს ხმა.
- დაიცა. - სასწრაფოდ დგება ფეხზე გუგა და ვაკოს უჯდება მეორე მხრიდან. თავის ტელეფონს კი, მის ტელეფონს ახუტებს.
- ტაბაა, დაელაპარაკე მოწინააღმდეგესა.
- რას ბოდიალობ ბიჭო.
- ეე, ტაბა იყო ეხლა ეგ თუ მომელანდა?- სრული სერიოზულობით კითხულობს გვაზავა.
- არ მოგელნადა, ჩემო ძმაო, აბა ისე თქვენ ერთმანეთს ვინ დაგალაპარაკებთ, კეთილ საქმესა ვაკეთებთ ჩვენე აქანე.
იმდენად სასაცილოდ ელაპარაკება ამ კილოთი, რომ ეჭვი არ მეპარება, მისგან კარგი მსახიობი გამოვიდოდა.
- ბიჭო, რაშვები ეე, ერეკლე. რახდება მანდ?
- მშვიდობა, სოლიდარობა, შენთან?
- რავიცი სიწყნარე. ნეტა ესენი განახა აქ, შენი ისე ეშინიათ, გეგონება მეორედ მოსვლა იყო.
- არის კიდეც, ბიჭო. დღეს უნდა დაანგრიოს ეგენი. - მაშინვე ეთანხმება თორდია.
- ფრთხილად იყავი, ნანგრევებში არ მოხვდე. - სიცილით ემუქრება ტაბატაძე.
- მეტი საქმე არ მაქ, შენ მოწყობილ ნგრევაში მოვყვე რაა. აქეთ მიფრთხილდი.
- კაი წავედი, მწვრთნელი მეძახის. აბა შენ იცი, წარმატებები.
- შენც, შენც.
- ესენი ერთ მოედანზე, სხვადასხვა მაისურებში არ წარმომიდგენია და რა გავაკეთო. რომ დავინახავ, ალბათ მაშინაც ვერ დავიჯერებ. - სიცილით აქნევს თავს გუგა.
- უკვე 10 წუთი დარჩა. - ისევ ხტუნაობს დათა. - ჩემი ძმა ეკრანზე იქნება.
- წავალ ყავას გავაკეთებ, ხო დალევთ?- ნელა ვდგები ფეხზე.
- დაიცა ალე, არ იწვალო ამ მდგომარეობაში.
- არ ვწვალობ, რამდენიმე ნაბიჯშია სამზარეულო.
ღიმილითაც ვუდასტურებ და პირდაპირ იქით ვიღებ გეზს.
თორდია ისევ ქაქანს იწყებს, ამის შემყურე, მართლა მაინტერესებს სტადიონზე როგორ ძლებს ხოლმე ამდენი ხანი ჩუმად.
- დაგეხმარო? - მოულოდნელად ჩნდება ჩემს წინ დათა. იმდენად ვარ ფიქრებში გართული,
ვერც კი მივხვდი, როდის გამომყვა.
- მეც ვიცი ყავის გაკეთება, დედას ვუყურებ - ხოლმე.
- მართლა? - ოდნავ ვუღიმი - მაშინ ჭიქა დადე მაგიდაზე - კარადიდან ვიღებ და ვუწვდი.
თვალებში აღტაცება უკრთება. ისე უხარია, თითქოს საჩუქარს ვუწვდი.
მაშინვე მართმევს, მაგიდაზე დებს და ახლა, დანარჩენების გამოსართმევად მორბის.
- იცი რამდენი შაქარი უნდა ჩაყარო? - კოვზს ვაძლევ და სკამზე ვჯდები.
- ნწ, ეგ არ ვიცი. -სწრაფად აქნევს თავს-დედა ამბობს, რომ შაქარი და მარილი კარგი არ არის და არაფერს არ უშვება.
- მართლა? - უფრო საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას. გამოდის, ყველაფერს უმარილოს და უშაქროს აკეთებს სახლში.
ღმერთო, ასე ხომ საშინლად უგემური იქნება. როგორ ჭამენ?!
- ვიცი, რომ უშაქროდ უგემურია. ერთხელ, დედას ჭიქიდან დავლიე და არ მომეწონა, მაგრამ ჩემი ძმა ამბობს, რომ შაქრით უფრო უგემურია.
ანუ, ერეკლე უშაქროს სვამს. ნეტავ, ამის ცოდნა ოდესმე, სადმე თუ გამომადგება.
სწრაფად მიწვდის კოვზს, თუმცა, რატომღაც კოვზზე კი არა, მის ხელზე არსებულ ხელნაკეთ სამაჯურზე გამირბის თვალი.
ძალიან უცნური ბურთები და ფერთა შეხამებაა, მსგავსი, არასდროს არაფერი მინახავს.
- ეს დედამ გააკეთა? - სამაჯურზე ვანიშნებ.
რატომღაც, პირველი ქალბატონი ქეთი მახსენდება, მისი ხელოვნებისადმი სიყვარულიდან გამომდინარე.
- არა, თიკამ.
თიკამო? მექანიკურად მიფართოვდება თვალები. ყველაფერს, ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ამ გოგოს, ასეთი რაღაცეები იტაცებდა, ვერასდროს.
- თიკა ბევრ სამაჯურებს აკეთებს. ჩემს ძმასაც გაუკეთა, მაგრამ მან ჯერ არ იცის. უფროსწორად არ უნახავს.
დღეს ჩვენთან იყო დილით, ჩემს ძმას რომ ველაპარაკებოდი. მერე ისიც ელაპარაკა, მოწყენილები იყვნენ. ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის. თიკამ კი სამაჯური დაუტოვა და წავიდა.
დათას სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში.
'ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის'
'თიკამ სამაჯური დაუტოვა და წავიდა'
რაღაც, ძალიან ძლიერად მიჭერს ყელში და თითქოს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
ის...
ის იმ გოგოს გოლს მიუძღვნის.
ნუთუ ვცდებოდი, ნუთუ ის უყვარს?!
მაგრამ მაშინ, რატომ იყო ამხელა სევდა მის თვალებში. ისინი ხომ ერთად არიან, თიკასაც უნდა მის გვერდით ყოფნა.
თვალებში მაწვება.
თავს ვხრი და საფეთქელზე ვიჭერ თითებს.
- ალე, ცუდად ხარ? - შეშინებული თვალებით მიყურებს დათა.
მისი ხმა, იმდენად ბუნდოვნად და შორიდან ჩამესმის, თითქოს 2 კილომეტრის მოშორებით იდგეს.
- არა, კარგად ვარ, საყვარელო. - ვცდილობ, ხმა არ ამიკანკალდეს, თუმცა რამდენად გამომდის, არ ვიცი.
თავში, მხოლოდ მისი სიტყვები მიტრიალებე.
'ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის'
ღმერთო...
ამის ყურება არ შემიძლია.
ამას ვერ გავუძლებ.
- სად ხართ ამდენი ხანი? - მოულოდნელად გვადგება თავზე კვაშილავა. - დაიწყო მატჩი.
- ჩემი ძმა გამოჩნდა? - მაშინვე გარბის სამზარეულოდან დათა.
- ალე, კარგად ხარ? - მხარზე მადებს ხელს ვაკო და ჯერ კიდეც ცარიელ ჭიქებს, გაოცებული დაჰყურებს.
- ცოტა... ცოტა თავბრუ მეხვევა. - ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთზე. - ოთახში გავალ და დავისვენებ... ჩემს გარეშე უყურეთ. - ნელა ვდგები ფეხზე.
- რას ამბობ, ამდენად ცუდად ხარ? - კარგად შესამჩნევი შეშფოთება ეხატება სახეზე - ასე უცებ რა მოხდა, მანანა დეიდას დავუძახო? სასწრაფო?!
- არა ვაკო, ნუ პანიკობ. ისეთი არაფერია, ტვინის შერყევის გამოა. ექიმმა თქვა, რომ არ უნდა გადავიღალო, ჩემს გარეშე უყურეთ. - გასვლას ვაპირებ, თუმცა მკლავში მავლებს ხელს.
- ალე, რა მოხდა?! თვალებში ცრემლები გაქვს, რას მატყუებ?!
- ვაკო, ახლა არა...
- ალე! - ოდნავ უწევს ხმას.
- ყურება არ მინდა, გაიგე?! ვერ ვუყურებ იმ მატჩს, სადაც ერეკლეს ყველა გოლი იმ გოგოსთვისაა, ეს არ შემიძლია. გამიგე და კითხვები აღარ დამისვა. ოთახში შევალ, შენ კი გუგას მარტო არ დატოვებ და არაფერს აგრძნობინებ. - საჩვენებელი თითით ვემუქრები და იქამდე ვაქცევ ზურგს, სანამ ჩემს ნათქვამს სრულად გაიაზრებს.
*
გაყინული ვარ.
ვერც ვფიქრობ, ვერც ვაზროვნებ.
უბრალოდ ვზივარ და იმ ერთ წერტილს ვერაფრით ვაშორებ თვალს, ასე უაზროდ რომ ამოვიჩემე.
გულისცემის ხმა აღარ მესმის, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა სიჩქარის ტემპს უკლო, თუმცა ამას, სიმშვიდე არ მოუტანია.
დრო გადის...
გადის...
გადის...
მაგრამ მე, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ყველაფერი გაჩერებულია.
რამდენჯერმე შემოდის კვაშილავა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მთელი მონდომებით ცდილობს ამალაპარაკოს და ხასიათზე მომიყვანოს, არაფერი გამოსდის.
ახლა არა.
სრულიად ძალაგამოცლილი ვარ.
მთელი სხეული საშინლად მაქვს დაჭიმული და ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ ეს საშინლად მაწუხებს, თუ გაქრება, ტირილს ვერ შევიკავებ.
უნდა შევეგუო.
ვიცი, რომ ამას უნდა შევეგუო და პატარა ბავშვივით, ყოველ ჯერზე, სიმართლესთან შეხვედრისას ტირილი არ უნდა დავიწყო, მაგრამ საკუთარი თავი არ მემორჩილება.
ამ გრძნობასთან იმდენად უძლური ვარ, საკუთარი თავი მძულს.
შეცდომა იყო.
მასთან მეგობრობა, მის სიახლოვეს ყოფნა უფრო მატკენს.
ეს არ უნდა გამეკეთებინა...
იმ რამდენიმე წუთიერი ღიმილისთვის, რომელიც მასთან ლაპარაკისას ბედნიერებას მანიჭებდა, საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩამეგდო.
მაგრამ ჩავაგდე, ეს გავაკეთე, ამიტომ ვალდებული ვარ, შედეგებს გავუძლო.
უცნაურად მახურებს, თუმცა ეს ზაფხულის სიცხის გამო არაა.
ეს, ზუსტად ის ცეცხლია ჩემში, რომელიც მე თვითონ დავანთე.
არადა, შემეძლო უბრალოდ ნაკვერჩხალი ამეტანა...
მართალია.
იმაზე უარეს ჯოჯოხეთს ვერავინ მოგიწყობს, ვიდრე შენ თავად მოუწყობ საკუთარ თავს.
*
მატჩის შემდეგ, ყველას ვაცილებ.
იმის მიუხედავად, რომ დათა და გუგა აღტაცებით მიზიარებენ ემოციებს, არაფერი არ მესმის.
მართლა ვცდილობ მოვუსმინო, მაგრამ ამ ყინულის ფაზიდან ვერ გამოვდივარ. თითქოს, ღიმილითაც კი ვეღარ ვუღიმი.
ეს პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, როცა მატჩის შედეგები არ მაინტერესებს და ძალიან, ძალიან ცუდი გრძნობაა.
თითქოს, საკუთარი თავი გამომეცალა ხელიდან. ფეხბურთზე შეყვარებული გოგო, ქრობას იწყებს.
წასვლამდე, კიდევ ერთხელ მთავაზობს ვაკო დარჩენას და როგორც ყოველთვის, ორჯერ იმეორებს, რომ როგორმე ჩემამდე მოაღწიოს, თუმცა მაინც უარს ვეუბნები.
ახლა, არ შემიძლია მასზე მელაპარაკოს, დამამშვიდოს და მე ვუსმინო.
ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გონებაში ერეკლე აღარ იყოს, დროებით მაინც.
ვაკოს წინ, კი ეს შეუძლებელია.
დათას თმაზე ვეფერები.
ძალიან, ძალიან დიდი სითბო აქვს ამ ბავშვს.
- ცუდია, რომ ჩვენთან ერთად ვერ უყურე. - მოწყენილი თვალებით მიყურებს ქვემოდან.
ოდნავ ვუღიმი, ფრთხილად ვეხუტები და შუბლზე ვკოცნი.
ზუსტად ისეთი, უცხო სურნელი აქვს, როგორც ერეკლეს...
ვიშლები.
წამში ვუშვებ ხელს და სანამ გონება ამას ბოლომდე გაიაზრებს, გუგას ვუბრუნდები.
- მიხარია, რომ მოხვედი და მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე საკუთარ სახლში.
- არაუშავს, ძმა. შენ იყავი კარგად, ეგ რა სალაპარაკოა.
- კარგად. - ხელს მიქნევს დათა და კიბეებზე პირველი ჩარბის.
- აბა დროებით, გავეკიდო, თორემ დაეშვა. - სწრაფად მიჰყვება თორდია.
- ალე...
- ვაკო, გთხოვ. ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ. ამაზე არაფერი მითხრა...
საპასუხოდ, უბრალოდ თავს მიქნევს და ისიც მათ მიჰყვება.
კარს ვხურავ.
ღმერთო...
ნეტავ შემეძლოს ჩემს შიგნით მყოფ გრძნობებსაც ასე იოლად მივუხურო კარი...
*
ანუკის ვურეკავ და სალონში გაყოლას ვთხოვ. როგორმე, ყურადღება უნდა გადავიტანო.
არცერთი წუთი, არცერთი წამი არ უნდა იყოს თავისუფალი.
თუ ერთხელ დავკარგავ კონტროლს, ისევ ფიქრები შემითრევს, იქიდან კი, ადვილად ვეღარ დავაღწევ თავს.
იმის მიუხედავად, რომ ანუკი ბევრ კითხვებს არ მისვამს, ცხოვრებაში პირველად, მე არ ვაჩერებ ენას.
ათას ვარცხნილობის ფოტოს ვანახებ და ვცდილობ ავიყოლიო, რაც ნაწილობრივ გამომდის კიდეც, თუმცა გაკვირვებასაც ვიწვევ მასში.
ერთი ორჯერ მეკითხება, ხომ ყველაფერი კარგადააო, თუმცა სწრაფად ვპასუხობ 'კი'-ს და ისევ სხვა თემაზე ვიწყებ ლაპარაკს.
მალევე მივდივართ სალონში.
ანუკიც გვერდით მიჯდება და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სრულიად მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას თმის შეღებვის შესახებ.
- ქერა გიხდებოდა... - მაინც ვეუბნები.
- არა, მომბეზრდა. სულ შავად მინდა, შავი დედოფალი უნდა გავხდე. - სარკეში აფრთხილებს სტილისტს.
სულ რაღაც 1 საათი, ან შეიძლება უფრო მეტი (ანუკის თმის შეღებვის გამო) და სალონიდან სრულიად სხვა ადამიანები გამოვდივართ.
თავს ისე უცნაურად ვგრძნობ.
ჩემი გრძელი თმა, უბრალოდ გაქრა და მისი ადგილი, მოკლე კარემ დაიკავა.
მანქანის სარკესთან ვჩერდები და ჩაჯდომამდე, კიდევ ერთხელ ვუყურებ საკუთარ თავს.
- გიხდება, გიხდება, ჩაჯექი. - უკვე საჭესთან მოკალათებული გაჰკივის ანუკი.
ნეტავ, ცხოვრებაშიც ასეთი მარტივი იყოს ცვლილებები...
*
როგორც კი სახლში მივდივარ, მაშინვე წიგნებთან ვჯდები და დედას მოსვლამდე ვმეცადინეობ.
ეჭვი მეპარება, რომ ამან დიდი შედეგი გამოიღოს. 1 კვირაში, უკვე ფინალურებია, მე კი... ისევ იქ ვარ სადაც 1 თვის წინ ვიყავი, (საქართველო - საბერძნეთის მატჩამდე).
რა თქმა უნდა, იმან რომ ამდენი ხანი, ვერაფრით შევძელი მეცადინეობა, თავისი შედეგი გამოიღო.
მათემატიკა გამაფუჭებს.
საერთოდ რა ჯანდაბად მინდოდა მეორეულ პროფესიად?!
ღირსი ვარ.
უთქვამთ, ორი კურდღლის მდევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო.
ჩვეულებრივ, ღამეც ვიმეცადინებდი, მაგრამ ეს წამლები მაძინებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ დავლევ, დედა გიჟდება.
ახლაც, მოსვლისთანავე ჭიქით მადგება თავზე და მხოლოდ მას შემდეგ, როცა რწმუნდება, რომ მართლა დავლიე, ჩხუბს მიწყებს.
- ასეთი სასწრაფო იყო ახლა თმის შეჭრა?! როგორ წახვედი მოტეხილი ფეხით?!
ღმერთო...
ისე შემოვიდა, რეაქცია არ ჰქონია.
თმა აღარც მახსოვდა.
- დედა, კარგი რა. ანუკიც ჩემთან ერთად იყო, მანქანით მივედით და მოვედით. - ღრმად ვოხრავ - ის მაინც გეთქვა გიხდებაო.
- გიხდება, მაგრამ საჩქარო არ იყო.
- იყო, საათი ვუნდებოდი დავარცხნას.
- ოხ, ალე. - სწრაფად ავლებს ჭიქას ხელს და კარისკენ მიდის.
- დედაა...
- რა?
- არ მიხდება?
მგონი მართლა იმიტომ თქვა, რომ არ მწყენოდა. სასწრაფოდ ვიღებ სარკეს და საკუთარ თავს ვაკვირდები.
- გიხდება დედა, უბრალოდ თვალი არ არის შეჩვეული.
იმეცადინე, ნუღარ ფიქრობ ამაზე.
ნელა ვდებ სარკეს მაგიდაზე და ისევ ღრმად ვოხრავ.
ყველაფერზე ვიფიქრებ, მაგრამ მასზე აღარ...
*
სწრაფად გარბის დღეები.
იქიდან გამომდინარე, რომ აბიტურიენტებს ბევრი გაკვეთილი გავუცდინე, ყოველ დღე ვიბარებ, მერე მეც ვმეცადინეობ (რამდენსაც ვასწრებ) და მიზანი მიღწეულია.
ჩემი გონება, მთლიანადაა დაკავებული.
მართალია, წამიერ ცდუნებას მაინც ვერ ვუძლებ და პერიოდულად, მაინც გამირბის თითები ინსტაგრამისკენ, მაგრამ მგონი, ისიც მეხმარება იმით, რომ არ მწერს.
გული არ მწყდება, უფროსწორად თავს ამაზე დაფიქრების უფლებას არ ვაძლევ.
უბრალოდ
ასე უკეთესია.
ჩემი ფინალურები ახლოვდება, ისევე როგორც ჩემი აბიტურიენტების გამოცდები.
ბოლო გაკვეთილზე, ერთმანეთს თბილად ვემშვიდობებით და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.
ისინი ამას შეძლებენ.
მათში ბოლომდე ვარ დარწმუნებული, მაგრამ საკუთარ თავში, არცერთი პროცენტით.
*
ფინალურების კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთია, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო საშინელი ხდება.
ყველა საგანს კარგად ვხურავ (ასე თუ ისე, ვამყოფინე 1 კვირა)
მაგრამ მათემატიკას, 1 კვირა კი არა, 1 თვეც არ ეყოფოდა.
ფაქტობრივად ძლივს გადავრჩი, რომ არ შემეტენა, მაგრამ რად გინდა...
ძვირფასი ლექტორი ისეთ ქულას მიწერს, სტიპენდიას ვემშვიდობები.
ჰო,
ველოდებოდი, ჩემი ბრალია, ვის დავაბრალო.
უნდა მემეცადინა, კონცენტრაცია მომეკრიფა, თავი არ დამეკარგა, მაგრამ არა, ვერ გავაკეთე...
ვერაფრით ვიკავებ ცრემლებს - მე დავმარცხდი.
არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული ფეხზე ადგომა.
მთელს დღეებს საწოლში ვატარებ და იმის მიუხედავად, რომ დედა ყოველ დღე, საათობით მაწყნარებს, მაინც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.
ამდენი წელია სტუდენტი ვარ, ამდენი წელი მიყვარდა, მაგრამ ეს არ მომხდარა, იმიტომ რომ მისგან შორს ვიყავი, ერთმანეთს არ ვიცნობდით...
ეს მე გავუკეთე საკუთარ თავს.
თვალებს ვხუჭავ.
ემოციებისგან ვერ ვიცლები...
ტირილი არ მშველის...
*
კვირა საღამოს, ანუკი მადგება თავზე და რასაც ქვია, ძალით მიმათრევს ვაკოსთან.
დღეს საქართველო - პოლონეთის მატჩია.
რა მალე გავიდა დრო, არა?!
რა თქმა უნდა ყურებას ვაპირებდი, მაგრამ საწოლიდან.
ანუკის დამსახურებით კი ახლა კვაშილავას სახლში, მათ შუაში ვზივარ.
იმის მიუხედავად, რომ ანუკის ფეხბურთი დიდად არ უყვარს, დღეს, რატომღაც ძალიან არის აჟიტირებული.
მგონი ჩემზე მეტადაც კი.
ჰო, მიხარია, ველოდი, მაგრამ კიდევ არის რაღაც გრძნობა, რაღაც უცნაური, რასაც სახელს ვერ ვუძებნი.
ერეკლეს არაფერში ვადანაშაულებ, თუ რამე დამემართა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მე დავმართე საკუთარ თავს, მაგრამ...
მაგრამ არ ვიცი, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ახლა ეკრანზე გამოჩნდება, უცნაურად მეკუმშება გული.
წინასგან განსხვავებით, ამ მატჩს ვერ გამოვტოვებ.
აქ საქართველოა, აქ ჩემი ქვეყანა იბრძვის.
აქ არაა ერეკლე, აქ საქართველოა.
- დაიწყო! - იმდენად მოულოდნელად ყვირის ანუკი, ვკრთები.
მე ხო, მაგრამ არც ვაკოა, მაინც და მაინც ძალიან აღტაცებული.
ფრთხილად ვაპარებ თვალს მისკენ და თითქოს, მის ფიქრებს ვიჭერ.
რა თქმა უნდა, ახლა იქ უნდა იყოს, პოლონეთში, სტადიონზე, ის კი ყავარჯნით ხელში ზის დივანზე.
საშინელებაა.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვანუგეშო და უბრალოდ მკლავზე ვადებ ხელს.
საპასუხოდ, უბრალოდ მიღიმის, თუმცა ეს ღიმილი, ნამდვილად არაა გულწრფელი.
კომენტატორები საუბარს იწყებენ და ანუკიც, მაქსიმალურად უწევს ტელევიზორს ხმას.
ღმერთო, რამ გააგიჟა ეს გოგო?!
- გამარჯობა, მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო. პირველი არხი იწყებს რეპორტაჟს პოლონეთიდან.
ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, ქალაქ ტიხის სტადიონი თქვენს ეკრანებზე, პოლონეთის ნაკრები მასპინძლობს საქართველოს ნაკრებს.
სამწუხაროდ, მოგეხსენებათ პირველ ორ ტურში საბერძნეთთან და შვედეთთან, საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა ქულების მოპოვება
რაც ძალიან დასანანია.
გავიტანეთ 1 გოლი, გავუშვით 2.
ნუ, იქ აღსანიშნავია ავტო - გოლი გვქონდა, თორდიას მხრიდან.
თუმცა, დღეს ის მაინც ძირითად შემადგენლობაშია.
ამ შეცდომის მიუხედავად, ენდობა მას... შალვა რაფავა.
- კი, კი თორდია ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია. - ამჯერად მეორე კომენტატორიც ერთვება საუბარში.
- ვნახოთ, ვნახოთ როგორი გამოვა დღევანდელი შეხვედრა.
ძალიან დიდი იმედით უყურებს საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი.
- გამოდიან, გამოდიან გუნდები მოედანზე.
ნუ, ჩვენ ალბათ მოვასწრებთ სასტარტო შემადგენლობის დასახელებას. ჩვენი ნაკრები პირველ რიგში, რა თქმა უნდა.
გული ისე მიჩქარდება, თითქოს იქ ვარ, ტრიბუნებზე.
პირველი მიქაძე გამოდის, როგორც კაპიტანი, მას მეკარე მოჰყვება და შემდეგ დანარჩენები.
მხოლოდ წამიერად ხვდება კადრში ტაბატაძეც, თუმცა ეს წამიც კი, ისევ ყველაფერს ერთად მმართებს შიგნიდან.
- აქვე, აქვე, უნდა ავღნიშნოთ, ჩვენი კაპიტანი, ვაკო კვაშილავა არ გვყავს დღეს, ტრამვის გამო.
მიქაძე ითამაშებს, მის პოზიციაზე.
სხვა მხრივ, ძირეული ცვლილებები არ გვაქვს.
კარში, ზვიადაძე.
ქორჩილავა მარჯვნივ, ბარბაქაძე მარცხნივ.
ნახევარმცველის შემტევის პოზიციაზე მეტრეველი იქნება სასტარტოში.
ცენტრი - გვაზავა, სიჭინავა.
საყრდენები - აკობია, ჭანტურია.
მარჯვნივ თორდია, მარცხნივ ნაკაიძე. და... რა თქმა უნდა ტაბატაძე არის გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე, ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი.
ახლა კი მოვუსმინოთ ჰიმნს!
პირველი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იწყება.
წამში ხვევენ ერთმანეთს მხრებზე ხელებს, მიქაძე, გულზეც კი იდებს თავისუფალ ხელს. დანარჩენები, უბრალოდ ყვებიან და სიტყვებს, თავადაც იმეორებენ.
ჰო, აბსოლიტურად ყველა, ტაბატაძის გარდა.
ყოველთვის ასე იქცეოდა და იქცევა.
ჩურჩულითაც კი არ აჰყოლია არასდროს ჰიმნს. სპეციალურად, ათასჯერ ვახვევდი ხოლმე გასული მატჩების ჩანაწერებს, მაგრამ არა.
გაუგებარია, სულ ასე რატომ იქცევა.
ისევ აჩვენებენ კადრში და ისევ თავისით მიჩქარდება გული.
ღრმად ვსუნთქავ, თუმცა არ მშველის.
სანამ კადრი სხვებზე არ გადადის, ვერაფრით ვიწყნარებ თავს.
ამასობაში, ჩვენი ჰიმნი მთავრდება და ახლა, პოლონეთის იწყება.
ვერ ვიტყვი, რომ მომწონს.
საერთოდ არცერთი ქვეყნის ჰიმნი არ მომწონს საქართველოს გარდა და რა ვქნა.
სულ იძულებით ვსუმენ - ხოლმე, ისიც მხოლოდ ფეხბურთის დროს.
როგორც იქნა მთავრდება და ახლა ფოტოებს იღებენ.
ეს მომენტი მიყვარს.
კომენტატორები, პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობასაც ასახელებენ და სასტვენის ხმაც ისმის.
თამაში იწყება.
- ოჰაა, ბევრი გოლი, ბევრი გოლი! - აღატაცებული უკრავს ტაშს ანუკი.
- ვაკო, მგონი ანუკი გამოცვალეს. - სრული სერიოზულობით ვეუბნები კვაშილავას.
ოდნავ ეღიმება, თუმცა არაფერს მპასუხობს.
მთელი ყურადღება, ისევ ეკრანზე გადამაქვს და მგონი, მეც იქ ვჩნდები.
ბურთი ჭანტურიას აქვს, თუმცა სწრაფადვე უგორებს ქორჩილავას, ის პირდაპირ ტაბატაძის მისამართით აკეთებს დარტყმას და...
- ჯანდაბა, რას აკეთებს?! - ყავარჯენი რომ არა, წამში წამოხტებოდა ფეხზე ვაკო.
უნებურად მეღიმება.
ერეკლეს მასტერკლასის მოწყობა უნდოდა ბურთის თავით აღებით, თუმცა საბოლოოდ, მარტო იმას აღწევს, რომ ზურგით ეცემა ძირს.
- აქ.. აქ, ძალიან უცნაურად მიიღო ერეკლე ტაბატაძემ ბურთი. - კომენტატორის ხმაშიც კი იგრძნობა, როგორ გააოცა ნაკრების გულმა ყველა.
- სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ფატალური აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის პირველი შეხება ბურთთან. - მაშინვე ეთანხმება მეორეც. - არაუშავს, არაუშავს, კარგად არის, ისეთი არაფერია.
- თავს იმშვიდებს თუ რას აკეთებს?! - ღრმად ოხრავს კვაშილავა.
- შენ გამშვიდებს, კარგად არის შენი ნაკრების გულიო. - ოდნავ მეღიმება.
- ნეტამც არ მინდა, კიდევ იგორაოს ძირს.
ამასობაში, ტაბატაძე საკუთარ ადგილს უბრუნდება და პირდაპირ მოწინააღმდეგის შემტევთან მართავს ბრძოლას, რომელიც მოურიდებლად მოიწევს ჩვენს ნახევარზე.
მას მალევე სხვებიც მოჰყვებიან და მდგომარეობა იძაბება.
- ვაიმეე, გოლს გაგვიტანენ ახლა?! - ადგილს ვეღარ პოულობს ანუკი.
- დაიცა, ისედაც დამაყრუეს ამ კომენტატორებმა. ვაფშე რატო გვიყენია ამხელა ხმაზე? - მაშინვე ვიღებ პულტს და ოდნავ ვუწევ.
მდგომარეობა იძაბება.
მე თუ მკითხავთ, ზედმეტად მალე გახურდა ეს პოლონეთი.
უკვე ჩვენს საჯარიმოში არიან და რატომღაც, ბურთის მფლობელს, ჯერ კიდევ ვერცერთი ვერ უწევს წინააღმდეგობას.
გული მიჩქარდება.
უკვე, რეალური საგოლე მომენტი იქმნება, თუმცა ზუსტად ამ წამს, მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, თორდია ეღობება წინ, წარმოუდგენლად სწრაფად აცლის ბურთს და იქვე, აკობიას უგორებს, მაგრამ ის, შიშისგან, მოულოდნელობისგან თუ დაბნეულობისგან იმხელა ძალით ურტყმას მარჯვნივ, ბურთი მთლიანად ჰკვეთს მოედნის ტერიტორიას.
- აქ, ქორჩილავასთვის უნდოდა მიეწოდებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. სამწუხაროა, სამწუხაროა.- უკვე სევდიანი ხმით აგრძელებს კომენტატორი. - განმეორებით ვნახოთ ეს კადრი.
- ბურთი გაიქცა, ახლა რა იქნება?! - რადგან კომენტატორები ჯერ კიდევ აკობიას გაფუჭებულს მისტირიან, ანუკი ვეღარ ითმენს და ჩვენ გვეკითხება.
თუმცა პასუხის გაცემის თავი, ნამდვილად არ მაქვს, უკვე ძალიან ვნერვიულობ.
- ხმა ამოიღეთ ხალხო!
- კუთხური. - მოკლედ პასუხობს კვაშილავა.
- და ეგ რა არის?
- მოუსმინე და გაიგებ.
ყველა საჯარიმოში იყრის თავს და თითქმის, მთლიანად ფარავენ მეკარეს.
- ვაიმე, ბურთი უნდა მოხვდეს რომელიმეს? - ისევ ემოციებშია ანუკი.
წამიერი სიჩუმე.
ყველა ემზადება.
ერთი, ორი, სამი დარტყმა და...
არარსებობს.
ისევ ერეკლე, ისევ თავით უნდოდა აღება თუ რა უნდოდა ვერ ვგებულობ.
გადავრჩით, მაგრამ ყველა ძირს მოღავდა ტაბატაძის გამო.
- რა ჯანდაბას აკეთებს, ახლა ჭკუიდან გადავალ!
- კარგი ვაკო, მშვიდად.
სწრაფად დგებიან ფეხზე.
შეტევა ახლდება, ისევ ჩვენს ნახევარზე, ისევ ჩვენს საჯარიმოში.
ამჯერად თორდია ეჯახება პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველს და დამსახურებულ ყვითელ ბარათსაც იღებს მსაჯისგან.
მის სახეს, ახლოს აჩვენებენ.
ვერ ვიტყვი, რომ კარგ მდგომარეობაშია.
- პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება, 0:0 ანგარიში.
კომენტატორს, სიტყვაც არ აქვს დასრულებული, სრულიად მოულოდნელად, პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი ცენტრიდან ურტყამს ჩვენს კარში და...
რა თქმა უნდა მეკარე ტყუილად ეცემა ძირს.
- გავიდა. ვერ შევაჩერეთ... შეახო ზვიადაძემ ხელი, მაგრამ ვერ მოიგერია. სამწუხაროა, სამწუხაროა.
პოლონეთის ნაკრები დაწინაურდა.
- რაა?! - აქედან ანუკი ყვირის ყველას მაგივრად.
მე და ვაკო, უბრალოდ შოკში ვართ.
- როგორ ვერ შეაჩერეს, ამდენი იყვნენ ერთად, თვითონ ერთი იყო.
არ შემიძლია, მათი გახარებული სახეების ყურება, არ შემიძლია.
თავს ვხრი და შუბლზე ვისვამ ხელებს.
სასტვენის ხმა მესმის, თუმცა მაინც ვერ ვწევ თავს.
- ცვლილებები, ჩვენს ნაკრებში.
გველესიანი გამოდის მოედანზე მეჩვიდმეტე ნომრად, ჭანტურიას ნაცვლად.
თამაში გრძელდება.
არც ისე დიდი დრო არაა დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე. ახლა მაინც, აღარ უნდა მივცეთ ჩვენს ნახევარზე ასე თამამად ყოფნის უფლება, თუმცა... რა თქმა უნდა, ეს ასეთი ადვილი არ არის.
საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიან, მაგრამ მაინც, მთელს ენერგიებს, ისევ კარის დაცვას ვახმართ.
15 წუთი კიდევ გადის.
ანგარიში არ იცვლება.
კომენტარები კი პირველი ტაიმის დასრულებას გვამცნობენ.
*
მცირედი შესვენების შემდეგ, სარეკლამო ჭრა მთავრდება და ეკრანზე, ისევ ქალაქ ტიხის სტადიონი ჩნდება.
ამ შესვენების მანძილზე, არცერთი არ განვძრეულვართ ადგილიდან.
მე და ვაკო გასაგებია, მატჩზე ნერვიულობისა და ჩვენი ყავარჯნების გადამკიდე, მაგრამ ანუკი?!
არა, ძალიან უცნაურად იქცევა ეს გოგო. მგონი, ფეხბურთის ჩუმი ფანი იყო აქამდე.
მოედანზე, სათითაოდ გამოდის ნაკრების ყველა წევრი და თამაშის განახლებამდე, კომენტატორები გუნდებს შორის ცვლილებებს გვატყობინებენ, რაც ჩემდა გასაკვირად, ჩვენს გუნდშიც მრავლადაა.
როგორც წესი, ბიძიას ეს არ ახასიათებს. ეტაპობრივად ცვლის - ხოლმე.
ახლა, ამდენი ერთად რამ შეაცვლევინა.
კვაშილავაც არანაკლებ გაკვირვებულია.
თამაში იწყება.
თუმცა იწყება და რა იწყება.
რამ გააგიჟა ასე ეს პოლონეთი, როდის მერე გახდნენ ასეთი შემტევები.
ისევ იგივე.
ისევ უკან ვიხევთ, კარს ვიცავთ.
უნებურად, ერეკლეს სიტყვები მახსენდება, მებლატავებოდა, პოლონეთს თავზე უნდა დავამხო პოლონეთიო.
ვხედავთ, როგორც ამხობს.
არაფერში ვადანაშაულებ, ამიტომ არა.
მარტო ის ვერაფერს იზამს, მთლიანად გუნდი უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი.
ისევ სასტვენის ხმა.
ამჯერად, მსაჯი მოწინააღმდეგეს აძლევს ყვითელ ბარათს, მიქაძესთან დაჯახების გამო.
რას ერჩიან ამ მიქაძეს, ყველა აქეთ-იქიდან უვლის.
აქეთ ერეკლეს დასტრიალებენ თავზე.
იმდენი არიან, კიდევ კარგად ატარებს ბურთს და იმდენად ოსტატურად უგორებს მარჯვნივ ნაკაიძეს, აზრზეც ვერ მოდიან.
ნაკაიძე, მეტრეველი, ბარბაქაძე.
ნელ-ნელა, ჩვენ გადავდივართ მათ ნახევარზე და როგორც იქნა, მათ საჯარიმოსკენ მივიწევთ.
წამსვე ცოცხლდებიან კომენტატორები, რომლებიც აქამდე, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ლაპარაკობდნენ.
პოლონეთის ნაკრები იბნევა.
თითქოს, ამდენად სწრაფად არ ელოდნენ ასეთ შეტევას. სულ რაღაც ერთი არასწორი დარტყმა მათი მხრიდან და...
კუთხური.
ქორჩილავა ემზადება დასარტყმელად.
ისევ მიჩქარდება გული.
ახლა... ახლა...
ბურთი ჰაერში ადის და იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგეები მთლიანად იცავენ კარს, ბურთს ძალიან ოსტატურად იღებს ბარბაქაძე და პირდაპირ ტაბატაძეს უგორებს.
კომენტატორები, უკვე მხოლოდ 'დაარტყი'-ს გაჰკივიან, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ამის შანსი მართლა აქვს, თორდიას აძლევს საგოლე პასს და ისიც, წამში ურტყამს მეტოქის კარში.
- გოოოლ! გოოოლ! - კომენტატორები, ისეთი გახარებულები ყვირიან, მგონი ცეკვასაც კი იწყებენ.
აქეთ ანუკი ხტუნაობს.
მართლა ძალიან მინდა ადგომა, თუმცა სამწუხაროდ, ვაკოს მსგავსად ადგილიდან მიწევს ჩემი ემოციების გამოხატვა.
- არის! გუგა თორდია ათანაბრებს ანგარიშს 1:1 . განმეორებით ვნახოთ ეს არაჩვეულებრივი კადრი.
- შეეძლო ტაბატაძეს თვითონ დაერტყა, თუმცა... თუმცა მან ასე ჩათვლა საჭიროდ. აქ, ვხედავთ როგორი არაჩვეულებრივი საგოლე პასი მისცა.
განმეორებით ჩვენებას მალევე ასრულებენ და ამჯერად, ეკრანზე თორდიას აჩვენებენ, რომელსაც უკვე დაუსრულებია ტრადიციული შემორბენა და ახლა, ყველა ზედ ახტება.
ასეთ დროს, უნებურად ყოველთვის მეშინია - ხოლმე, რამე არ ატკინონ ერთმანეთს.
მხოლოდ თმის აჩეჩვა რომ კმაროდეს ჰო, მაგრამ ათი კაცი რომ ერთად დაგახტება, რანაირად უნდა გაუძლო არ ვიცი.
თამაში ახლდება და მდგომარეობაც, წამსვე იძაბება.
პოლონეთის ნაკრები, დათმობას არ აპირებს, თუმცა არც ჩვენთვის არის საკმარისი ანგარიშის გათანაბრება.
თითქოს ჩვენს ნახევარზე მოიწევენ, თუმცა უკან ვახევინებთ, შემდეგ ჩვენ მივიწევთ და ისინი გვახევინებენ.
ისევ მიეძინათ კომენტატორებს.
არ ვიცი, ამას მარტო მე ვგრძნობ - ხოლმე?
როცა საფრთხეს, შეტევას, ან გოლის გატანის მცდელობას ვერ ხედავენ, სულ ასე ემართებათ.
30 წუთი გადის.
ანგარიში არ იცვლება, ისევ 1:1
ამასობაში, ანუკის ხმაც საეჭვოდ ქრება. წამსვე ვაბრუნებ თავს მისკენ და... აი თურმე რამე.
- ვაკო. ვაკო... - ისეა ჩართული, ძლივს ვახედებ.
- რა?
- ანუკის ჩაეძინა.
მაშინვე მასზე გადააქვს მზერა და ოდნავ ეღიმება. მერე, პლედს მაწვდის სავარძლიდან.
- დააფარე.
სანამ მე, მოტეხილი ფეხით ვცოდვილობ და როგორღაც ვაფარებ, თურმე მდგომარეობა შეცვლილა.
უკვე, მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში ვართ.
- ასე უცებ ეს, როგორ მოახერხეს - თითქმის ვჩურჩულებ და რა თქმა უნდა, კვაშილავას არ ესმის.
რეალურ საგოლე მომენტებს ვქმნით, თუმცა არაფერი გამოდის.
ზედმეტად კარგადაც კი იცავენ კარს.
კიდევ 10 წუთი გადის.
- მთავრდება, მთავრდება მეორე ტაიმიც, ცვლილება არ არის, 1:1 ანგარიში. - მატჩის განმავლობაში, ათასჯერ მაინც იმეორებენ ანგარიშს.
უკვე მართლა ვფიქრობ, რომ აქაც ფრედ დავამთავრებთ, თუმცა... ზუსტად ამ წამს მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველი, მეტრეველს უდებს ფეხს ბურთის წართმევის მიზნით და ერთმანეთს ზედ ემხობიან.
წამსვე ისმის სასტვენის ხმა და მსაჯებიც ჩნდებიან.
- ჯარიმა უნდა იყოს წესით. განგებ, განგებ დაუდო ფეხი, განმეორებით ვნახოთ ეს კადრი.
განმეორებით კადრში, შენელებულ და მოახლოებულში, კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ ეს მართლა განგებ გააკეთა და ამას, მსაჯებიც ეთანხმებიან.
- საჯარიმო დარტყმა! აბა ვნახოთ, ვნახოთ. ეს ჩვენი შანსია, უნდა გამოვიყენოთ. ტაბატაძე ბურთთან!
წამსვე სცილდება ყველა მოთამაშე და მხოლოდ ის და მეკარე რჩებიან ერთმანეთის პირისპირ.
ღრმად ვსუნთქავ.
ბოლო წუთებია.
ან ახლა, ან არასოდეს.
ერთი, ორი, სამი... მსაჯი ნიშანს აძლევს, ბურთს ურტყამს და...
- გოოოოლ! გოოოოოოლ!
მოწინააღმდეგეთა მეკარე, სულ ტყუილად ეცემა ძირს.
კომენტატორები, უკვე ღრიალზე გადადიან.
- ერეკლე ტაბატაძე! ჩვენი ტაბა! ჩვენი იმედი! აბა რაა!
2:1
მან ეს შეძლო...
პოლონეთს დაამხო თავზე პოლონეთი.
***
როგორ შეუძლია ადამიანს, ერთდროულად ორი, ურთიერთსაპირისპირო რაღაც, თანაბარი რაოდენობით განიცადოს?
ბედნიერი ვარ, ჰო, დავფრინავ - თუმცა იმ სევდას მაინც ვერ ვაქრობ, ასე, დაუკითხავად რომ შემოიჭრა და გაბატონდა ჩემში.
მართლა აღარ ვიცი, ეს რისი სევდაა, თითქოს ყველაფერი ერთად შეერთდა.
იმედი მქონდა, რომ მეორე დილას, ეს გრძნობა გაქრებოდა და ბედნიერება გაიმარჯვებდა, თუმცა არაფერი შეცვლილა, საერთოდ არაფერი.
ანუკისთან ერთად ვბრუნდები სახლში და ისევ, ცხოვრების ჩვეულ ფერხულში ვებმევი.
უცნაურია.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ ზღაპარში ვიყავი.
ერეკლესთან მიმოწერის შემდეგ აღარ ამჩქარებია გული ასე...
ადამიანს, საკუთარი გულის აჩქარება რომ მოგენატრება.
მონატრება.
არა, არა ამაზე არ უნდა ვიფიქრო.
ეს ეტაპი უკვე გავიარე. საწყის პოზიციაზე დაბრუნება არ მინდა.
თავიდან გავლა აღარ შემიძლია.
ყურადღების გადასატანად, ბიძიას ვურეკავ გუშინდელი გამარჯვების მილოცვის მიზნით, თუმცა დაკავებაა.
ისევ?!
გუშინ ამიტომ არ დავურეკე, მეგონა მილოცვებს მოითავებდა, თუმცა არა... არა... შალვა რაფავა ცნობილი ადამიანია, ალე. რას იზამ.
დარეკვას, სჯობს ხვალ მივიდე და პირადად მივულოცო.
საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ტელეფონს ვდებ და ისევ წიგნებთან მივდივარ.
ჩემს დაკარგულ სტიპენდიას დავიბრუნებ.
მთელი ზაფხულის ამ მაგიდასთან გატარება რომც დამჭირდეს მაინც.
***
დილით, ანუკის ვურეკავ და ბიძიასთან გაყოლას ვთხოვ.
ჩვეულებრივ, ალბათ ვაკოს ვთხოვდი, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ვაწვალო, თან ანუკის ფეხბურთი შეუყვარდა.
ჩემი იდეა მოსწონს, მეც მივულოცავო, თუმცა ათას რაღაცას იმიზეზებს, სალონიო, შილაკიო, ესო ისო.
იმასაც კი აყოლებს, მალე ვიზამო, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა იმდენად მალე გააკეთა ყველაფერი, დაღამდა.
- რა პრეტენზიები გაქვს, არ მესმის. კაცი გუშინ ჩამოვიდა, ცოტა ხომ უნდა დაესვენა, არა? უთენია ხომ არ დავადგებოდით თავზე. - უკვე ბიძიას კართან მისული, ისევ თავს იმართლებს.
- ასე ნუ მიყურებ, სირცხვილი იქნებოდა.
- სირცხვილი ის უფროა, ღამე რომ ვადგებით თავზე. - ორჯერ ვაკაკუნებ კარზე.
- რა ღამე, 8 საათი ხდება ალე. რა დროს ღამეა, დღის სულით მოვედით.
საპასუხოდ უბრალოდ ღრმად ვოხრავ და ისევ ვაკაკუნებ.
დავიჯერო, სახლში არაა?
- გოგო, მუსიკის ხმა გამოდის თუ მელანდება? - ოდნავ კრავს წარბებს ანუკი.
- შენც გესმის? - იმდენად დაბალ ხმაზე ისმის, მეგონა, მე მეჩვენებოდა.
კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, თუმცა ზუსტად ამ წამს იღება კარი და არც მეტი არც ნაკლები, თვით ჩვენი ვიცე - კაპიტანი, მიქაძე გვრჩება ხელში.
- დიახ? - ინტერესით გვაკვირდება ორივეს.
ამასობაში, მუსიკა იცვლება და ახლა, უკვე ეჭვი არცერთს აღარ გვეპარება იმაში, რომ ეს რეალურია.
- სალამი. - მაშინვე იწყებს ანუკი - ჩვენ, ბატონ შალვასთან მოვედით. ალე, მისი ძმიშვილია - ჩემზე ანიშნებს - თუმცა, როგორც ჩანს, არ სცალია.
- აა, არა, არა, შემოდით. - სწრაფად გვეცლება კარიდან. - პატარა აღნიშვნასავით გვაქვს, აქაა სადღაც შალვა. - იმდენად დაბნეული ლაპარაკობს, აშკარად უკვე კარგი მთვრალია.
შიგნით შევდივართ და...
პატარა აღნიშვნას ნამდვილად ვერ ვუწოდებდი იმას, რაც აქ ხდება.
ლამის მთელი ნაკრები აქაა.
მაგიდა, სასმელი, მუსიკა, ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებს კაცი.
სრული ქაოსია.
- ვაკოც აქაა? - პირდაპირ მიქაძის მისამართით სვამს კითხვას ანუკი.
- კი, ყველა აქაა.
- უყურე რა, არადა დილას ველაპარაკე და სიტყვა არ დასცდენია.
- რას გეტყოდა, ანუკი. შენთვის საინტერესო ინფორმაციაა? - მართლა ვერ ვხვდები, ეჭვიანი შეყვარებულივით რატომ იქცევა.
- მერე რაა, მე თუ ყველაფერს ვუყვები?! კარგი, წავალ მოვძებნი.
- რაა? ანუკი, კარგი რა. აქედან უნდა წავიდეთ, ბიძიას ჩვენთვის არ სცალია.
მართლა არ მინდა, აქ სადმე ერეკლეს გადავეყარო, ჭკუიდან გადავალ. ვიცი, მხოლოდ ერთი სიტყვაც რომ მითხრას, წამში დამავიწყდება ყველაფერი და თავს დავკარგავ. ისევ მის გარშემო დაიწყებს ფიქრები ტრიალს და მე, ამას ვერ გავაკონტროლებ.
არა, არა.
ამდენი იმისთვის არ მიწვალია, რომ ყველაფერი ჩამომენგრეს.
- დაიცადე ცოტა ხანი, ვნახავ და მოვალ. - მაინც არ იშლის თავისას.
- ანუკი. - მკლავში ვაფრინდები. - ჯერ ვერ მომყავდი, ახლა ვერ მიმყავხარ. რა ქცევებია, რა გემართება?
- შენ თვითონ რა გემართება, ალე. 2 წუთი ვერ უნდა მოიცადო? გავლანძღავ და მოვალ, ვახ. - სწრაფად ითავისუფლებს ხელს და მაინც მაგიდასთან მიდის.
ჯანდაბა.
ღრმად ვოხრავ.
ვცდილობ, იქით აღარ გავიხედო, მაგრამ მაინც იქით გამირბის მზერა და...
ვაიმე.
აქ არის.
აქ არის, აბა სხვაგან სად იქნებოდა?
ზუსტად ამ წამს შემოდის აივნიდან თორდიასთან ერთად და თან, გაქაფული ელაპარაკება რაღაცას.
მაშინვე ვტრიალდები და მეორე სართულის კიბეებზე ვიწყებ ასვლას, რამდენად სწრაფადაც ეს ყავარჯნით შემიძლია, თუმცა აშკარად აბობღება უფრო გამომდის.
ვერ მხედავს.
აქეთ არ იყურება.
მთავარი ესაა.
უკვე ბოლო საფეხურზე ვადგამ ფეხს და ის არის მშვიდად უნდა ამოვისუნთქო, ოთახიდან გამომავალ ბიძიას ვეჩეხები და ინსტიქტურად მეყვირება.
- ალე? შვილო, აქ საიდან გაჩნდი? - ღიმილით მეკითხება.
- მე... - თან ქვემოთ ვაპარებ თვალს. - სინამდვილეში, გირეკავდი, არ მიპასუხე და მოსვლა გადავწყვიტე, რომ მომელოცა.
- მართლა? უამრავი ზარი შემოდის, შვილო, არ მინახავს. მადლობა, გაიხარე. შენ როგორ ხარ?
- მე... მე კარგად. არ მეგონა, წვეულება თუ გქონდათ, თორემ არ შეგაწუხებდით.
- რა შეწუხებაა შვილო ოღონდაც. მეც არაფერი არ ვიცოდი. მოულოდნელად დამადგნენ ბიჭები თავზე, ავღნიშნოთო და - მხრებს იჩეჩავს. - წამო დაბლა ჩავიდეთ...
- აა, არაა. - მაშინვე ვაქნევ თავს. - ანუ, ანუკიც აქაა, ვაკოს ელაპარაკება და ჩვენ, წასასვლელები ვართ, მართლა. წამლები უნდა დავლიო, დედაც ინერვიულებს.
- კარგი, რა თქმა უნდა, როგორც გინდათ შვილო. დაბლა არ ჩამოხვალ?
- შენ ჩადი, მე საპირფარეშოში შევალ და ახლავე მოვალ.
- კარგი შვილო, ქვემოთ ვიქნები. - სწრაფად ეშვება კიბეებზე.
ღრმად ვსუნთქავ.
ღმერთო...
დღეს თუ აქედან ცოცხალი გავაღწიე, რაღა მომკლავს.
ძლივს მივდივარ ბიძიას ოთახამდე და როგორც კი შევდივარ, კარს კარგად ვხურავ.
აქ არავინ არ შემოვა, ყოველ შემთხვევაში იმედია.
ახლა საწოლამდე მივბობღავ.
არა, მითქვამს მე,
ეს ფეხი, ბოლოს მომიღებს.
კიდეზე ვჯდები, ყავარჯენს გვერდით ვაყუდებ და ტელეფონს ვიღებ.
'ანუკი, ბიძიას ოთახში ვარ, მაღლა. აქ ამოდი' - იმედია, შეტყობინებას ნახავს.
ღრმად ვსუნთქავ.
ექვსკურსია, ბიძიას ოთახში. საინტერესოა, აქ დრო როგორ უნდა გავიყვანო.
კედელზე ნაკრების ფოტოები აქვს. მედლები, სიგელები, სერთიფიკატები და ათასი რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი რა, რა დროს აიღო და როგორ, თავისუფლად სიარული რომ შემეძლოს, ავდგებოდი და კიდევ ერთხელ ვნახავდი.
გამეორება ცოდნის დედაა, თან დროს გავიყვანდი.
მაგრამ არა, ამ ყავარჯენს ვერ ვიტან, ისევ ტელეფონი მირჩევნია.
აბა ვნახოთ რა ხდება ინსტაგრამზე.
შესვლას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის დერეფანში სიმღერის ხმა და ვჩერდები.
- სიყვარულოოოო.... ტა-რაა-ტაა.
ღმერთო, ეს ერეკლეა?
ახლა გავაფრენ.
სწრაფად ვდებ ტელეფონს გვერდით და თავს ხელებში ვრგავ.
აქ რა უნდა, ყველა დაბლაა.
არ შემოხვიდე, არ შემოხვიდე.
გულში ალბათ ათასჯერ მაინც ვიმეორებ, თუმცა კარის გაღების ხმა მესმის და...
- აუ, შალვა.
ღრმად ვსუნთქავ და თავს ვწევ, აზრი არ აქვს.
- ეე, შენ აქ საიდან? - მაშინვე შემოდის და კარს ხურავს.
თვალს ვერ ვუსწორებ, ვიცი, მთელი ძალა წამში გამომეცლება.
ნელი ნაბიჯებით მოდის, თუმცა მაინც ეჯახება დაბალ მაგიდას.
ღმერთო, ამდენი როგორ დალია, წარმოუდგენელია.
- გეფიცები, შალვას ვეძებდი და... - მოწყვეტით ეცემა ჩემს გვერდით. - აუ ჩემი, თავი.
- თავის ტკივილი ხვალ ნახე.
- მინახავს. ორი დღე ვერ ვდგები ხოლმე. -ღრმად სუნთქავს და ახლა უკან სწევს თავს - გუშინ მიყურე? - ოდნავ ეღიმება.
- შენ არა, საქართველო პოლონეთის მატჩს ვუყურე.
- მერე ვინ მოიგო? - სიცილით მეკითხება და თავს, ჩემს მხარეს აბრუნებს.
საშინლად მეწვის სახის ის მხარე სადაც მიყურებს და ნელ-ნელა გულიც იწყებს აჩქარებას.
თავს ვეღარ ვაკონტროლებ...
- საქართველომ. - ძლივს ვეუბნები.
- ვისი წყალობით?
- ნაკრების.
- ეე, მე რატო მტეხავ? - ისევ ეცინება.
- არ გინდა რომ დაიძინო? - ამ ხნის მანძილზე, პირველად ვუსწორებ მზერას და ვგრძნობ, როგორ მახურებს მთელს სხეულში.
თვალები ამღვრეული აქვს, თუმცა მაინც... ისეთივე ლამაზი.
ისიც ეტყობა, რომ ძლივს ახელს, მაგრამ მაინც არ უნდა დახუჭვა.
მინდა, რომ პირველი თვითონ მომაშოროს მზერა, თუმცა ამას არ აკეთებს და აზარტში შევდივარ.
შინაგანად ისედაც ყველაფერი მემართება უკვე, მეტი რაღაც უნდა დამემართოს.
- შენ სულ ასეთი ლამაზი თვალები გქონდა? - ტუჩის კუთხეში ეღიმება.
- არა, ლინზებია.
- აშკარად, თორემ შევამჩნევდი.
- იქნებ არ გიცდია? - უკვე ნერვებს მიშლის ამ სერიოზულობით, მგონი მართლა დაიჯერა ლინზები.
- იქნებ, ამ გოგოს ჩემთვის თვალებში ამდენ ხანს არ შემოუხედავს? - სწრაფად იწევა ჩემსკენ და კიდევ უფრო დაჟინებით მიყურებს თვალებში.
სული მეხუთება.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერი ძალიან გათბა გარშემო.
უკან დაწევა მინდა, მაგრამ არც ეს არ გამომდის.
- გაიწიე. - ინსტიქტურად პირდაპირ გულზე ვადებ ხელს და... ვგრძნობ, მის გულისცემას ვგრძნობ.
წამში გადმოაქვს მზერა ჩემს ხელზე და ისევ ეღიმება.
- ეგ ჩემი ხერხია, ნუ მპარავ. - თვითონაც გულზე მადებს ხელს.
უკვე მთელი კანი მეწვის.
სადაც მეხება კი, იქ საერთოდ ცეცხლი მეკიდება.
- თმას რა უქენი? - მეორე ხელით, ჩემი თმის ბოლოს იქცევს თითებშორის.
- გავაქრე...
- როგორც ნაპოლეონმა გააქრო დირექტორია?
აჰა, კიდევ ერთი ისტორიის მოყვარული გამოჩნდა.
- არადა, გიხდებოდა... - თითქოს, დანანებით ამბობს.
- ასე უფრო მომწონს.
- მასეც კაია. შენ ყველანაირი კაი ხარ. - ხელს, ნელ-ნელა ზემოთ ასრიალებს და ახლა, ყელზე მეხება თითებით.
- ერეკლე... - მაჯაში ვკიდებ ხელს, თუმცა ძალა აღარ მყოფნის იმისთვის, რომ გავაშვებინო.
- ხოო. - ისე მპასუხობს, ვითომც არაფერი.
ვეღარაფერს ვეუბნები, ვეღარც თვალს ვუსწორებ, ვერც ვინძრევი.
თავის დახრა მინდოდა და ესეც არ გამომდის.
მთელი სხეულით, ყველა უჯრედით ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და როგორ ქრება ჩემში ყველა გრძნობა, იმ ერთის გარდა...
ნიკაპზე მკიდებს თითებს და ნაზად მეხება ტუჩებზე.
თავისით მეხუჭება თვალები.
საკუთარი გულისცემა მაყრუებს და სულ სხვა სამყაროში გადავდივარ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე არც ვარსებობდი და მხოლოდ ამ წამს, მისი შეხებით გავცოცხლდი.
ვერ ვსუნთქავ, თუმცა ესეც კი არ მაწუხებს...
ისევ ვიყინები, თუმცა ამჯერად ძალიან მალევე ვთბები.
ყველაფერი ერთად ხდება.
ასეთი რამ, არასოდეს, არასოდეს არ დამმართნია.
ოდნავ მშორდება, თუმცა ჩემში მაინც არაფერი არ წყდება.
ისევ მთელი კანი მეწვის და ისევ ცეცხლი მიკიდია ყინულზე.
ვგრძნობ, რომ მასშიც ხდება რაღაც და ისიც გრძნობს ამას.
ისეთი დაბნეული და გაოცებული თვალებით მიყურებს, თითქოს რაღაც სასწაულის შემსწრე გახდა.
- ეს... - ვერ აბამს. სიტყვება ერთმანეთზე ვერ აბამს. - ეს... შენ ხარ?
ვერ ვხვდები, რას მეკითხება, თუმცა თითქოს პასუხს ჩემგან არც ელოდება.
დენდარტყმულივით დგება ფეხზე და ოთახიდან გარბის.
ზუსტად ისე, როგორც ალბათ მე უნდა გავქცეულიყავი, თუმცა, ამჯერად როლები გავცვალეთ.
***
ერთს ფიქრობ, მეორეს ამბობ, მესამეს აკეთებ.
ადამიანები, რომელთა ამოცნობაც ამდენად რთულია, ჩვეულებრივები არ არ არიან.
თუ აქამდე მეგონა, რომ მაშინაც კი, თუ ერეკლე რამეს დამიმალავდა, ამას მის თვალებში დავინახავდი, დღეს დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა.
არასოდეს მჯეროდა იმის, რომ ადამიანს თვალების შენიღბვაც შეეძლო, მაგრამ ის ხომ ჩვეულებრივი არ არის.
შეიძლება მომენტებში ამის კონტროლი უჭირს, როგორც მაგალითად იმ დღეს მოხდა, მასთან რომ ვიყავი სახლში, თუმცა ამას მაინც ახერხებს.
ჰო, ახერხებს, რადგან იმდენად უნდა საკუთარი, ნამდვილი ერეკლე დამალოს, ყოველდღე თამაშობს და ნელ-ნელა, ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება სულ სხვა ადამიანად იქცევა.
ადამიანად, რომელიც შეიძლება თვითონაც არ მოსწონს, მაგრამ იმ ნამდვილს ურჩევნია, რომელიც ცუდი არ არის, უბრალოდ სუსტია რაღაც-რაღაცეების მიმართ.
ვიცი, ეს რაც არის.
მეც მიცდია, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ადვილი არაა.
მაშინ ის აღარ უნდა იყო, ვინც ხარ.
საკუთარი თავი აღარ უნდა იყო და თუ ეს გამოგივა, ყველასათვის უცნობი გახდები, საკუთარი თავის გარდა.
შენში მეორესაც გააცოცხლებ და როცა რაღაცას იტყვი, ვერავინ გაიგებს ისე, როგორც იგულისხმე, ასე კი მათ დაკარგავ.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისთვის არავინ ვარ და ჩემი დაკარგვა არც განიცადოს, მე განვიცდი მის დაკარგვას, მისივე ქცევის გამო.
ვცდილობ, ახსნა მოვუძებნო.
ისე გავიგო, როგორც რეალურად მითხრა, მაგრამ სრული სიცარიელეა.
ძალიან ბანალურია ის, რომ მას სხვა ვეგონე, როცა მაკოცა.
შეუძლებელიც კია, შესანიშნავად იაზრებდა, რომ მე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ.
გონებიდან არ ამომდის, მისი გაოცებული მზერა. თითქოს, აქამდე სხვა ადამიანს ხედავდა ჩემში, სხვად მიცნობდა და მხოლოდ ახლა გამიცნო ან, დიდი ხნის უნახავი მნახა.
არ ვიცი...
ასეთი არეული არასდროს ვყოფილვარ და ასეთი ერეკლეც არასდროს მინახავს.
ძალიან მინდა, რომ მისი აზრები მესმოდეს, ან უთქმელად ვხვდებოდე.
საშინელებაა, როდესაც ხვდები, რომ ადამიანი გულწრფელად გელაპარაკება და არ გესმის.
გარბის და ვერ ხვდები რატომ.
ვისგან, საკუთარი თავისგან, თუ შენგან?!
ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ქვემოთ არ იქნებოდა და ასეცაა.
კართან ვბრუნდები და ტელეფონს ვიღებ.
მარტო ერეკლე კი არა, ანუკიც გაქრა.
2 წუთი მოიცადეო და მგონი 2 საათი გავიდა.
- მე თუ მირეკავ, აქ ვარ. - სრულიად მოულოდნელად მეპარება უკნიდან ანუკი.
შიშისგან ვკრთები და გულზე ვიდებ ხელს.
- სად დადიხარ, შეტყობინება არ ნახე?
- რომელი შეტყობინება? - სასწრაფოდ იღებს ჩანთიდან ტელეფონს.
საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ვოხრავ.
რა თქმა უნდა, უნდა მეფიქრა, რომ ამ ხმამაღალ მუსიკაში, ტელეფონს ყურადღებას არ მიაქცევდა.
- ბიძიას ოთახში ვარო? და იქ რა გინდოდა?
- დაივიწყე, წამოდი. - კარს ვაღებ და პირველი გავდივარ გარეთ.
ნელი ნაბიჯებით მომყვება უკან.
- ნახე ვაკო?
- არა, სახლში წაბრძანებულა, ფეხი მტკივაო.
- რა? აბა ამდენი ხანი რას აკეთებდი? - მართლა მიკვირს.
- ბატონი შალვა ვნახე და მივულოცე, მერე ბიჭებსაც მივულოცე და მერე შენ გელოდებოდი, მეთქი მოვა. ამასობაში დავლიე ერთი ორი ჭიქაც და...
- რაა? გამორიცხულია მაშინ საჭესთან არ დაჯდები. - გააზრებასაც არ ვაცდი, ისე ვართმევ გასაღებს ხელიდან.
- და შენ დაჯდები აბა მაგ ფეხით? - ისევ უკან მართმევს.
- ხოდა მაგდენი თუ იფიქრე, რატომ დალიე?
- ოო, ალე. 2 ჭიქა არაფერი არ არის, ხომ იცი, რომ არ ვთვრები. რაღა ახლა გამაჩერებს პატრული. - ამაყად აღებს მანქანის კარს და საჭესთან იკავებს ადგილს.
ჰო, მე და ანუკი ამაში ერთმანეთს ვგავართ, არცერთზე არ მოქმედებს სასმელი, მაგრამ მაინც ვერ ვარ მშვიდად და რავქნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს.
- დაჯდები თუ შენს გარეშე წავიდე?
ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვუჯდები გვერდით. იმედი მაქვს, ეს უბრალოდ შეგრძნებაა და მეტი არაფერი.
- ისე შენ ნახე ბატონი შალვა? - როგორც კი მანქანას ქოქავს, მაშინვე მეკითხება.
- კი.
- ერეკლე?
- კი... - სუნთქვას ვაყოლებ.
- ისაუბრეთ?
როგორც კი მახსენდება, ყველაფერი თვალწინ მიდგება და ისე მიჩქარდება გული, გეგონება თავიდან უნდა მოხდეს ყველაფერი.
- მაკოცა...
- ხო. დაიცა რაა? - თვალები უფართოვდება და მაშინვე ჩემზე გადმოაქვს მზერა. - რას ამბობ გოგო, როდის, როგორ, აქამდე რატომ არ მითხარი?
- წინ იყურე, არ ავილეწოთ.
მართლა დიდი სისულელე გავაკეთე, ახლა რომ ვუთხარი.
- ეს როგორ მოხდა?
- რას ნიშნავს როგორ მოხდა, აი ასე.
- რა აი ასე, პირდაპირ მოვიდა და გაკოცა? შესავალი არ გაუკეთა რამე?
- რა შესავალი, წიგნს წერ?
- იცი რასაც ვგულისხმობ. - უფრო იმკაცრებს ხმას.
ღრმად ვოხრავ.
- მთვრალი იყო... არ ვიცი, რაღაცეებს მეუბნებოდა, ხო. ჯერ მატჩზე ვსაუბრობდით, მერე თვალები ეხუჭებოდა და ვუთხარი დაიძინე - მეთქი... მერე, ყველაფერი თავისით მოხდა.
ნამდვილად არ შემიძლია დეტალებში მოყოლა, ამას მაშინაც რომ გავუძელი, სასწაულია.
- მერე?
- მერე მითხრა ეს შენ ხარო და გაიქცა.
- რაო? ანუ სხვა ეგონე? - უფრო საკუთარ თავს უსვამს კითხვას - ვინმე თავისი ყოფილი? ვაიმე, რა ქლიავია ღმერთოოო.
- არ ვიცი, ანუკი. ლოგიკურად ასეა, მაგრამ ამის არ მჯერა.
შეიძლება მთვრალი იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მცნობდა. სხვა არ ვგონებივარ.
- აბა ეგ რატომ გითხრა, სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს? უეჭველი, ალბათ თიკა ეგონე.
- ანუკი!
საერთოდ არ მსიამოვნებს, მის სახელს რომ ახსენებს.
- იქნებ შენი რეაქცია აინტერესებდა? ნამდვილად, რადგან დარწმუნებული ხარ იმაში, რომ გცნობდა, უბრალოდ დაგაბოლა რა. უნდოდა, რომ ასე გგონებოდა. გეთამაშება, არ იცი, რომ ჩვეულებრივი ფლეიბოია?!
- მისი რეაქცია ნამდვილი იყო.
- მასაც ეგ უნდოდა, რომ ეგ დაგეჯერებინა. გაგაღიზიანა მაგით, გეკაიფება. თავიდანვე ეგრე არ იქცეოდა? ღმერთო, როგორ ვერ ვიტან მასეთ ტიპებს. მაინც ვერ ვხვდები, ეგ რამ შეგაყვარა რა.
- სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ...
- ოჰ, დაიწყო ახლა.
- რომ შეგიყვარდება...
- ძვირფასო, მე არ შემიყვარდება, გესმის? - მაშინვე მაწყვეტინებს. არარსებობს, ამაზე ლაპარაკი დავუწყო და ბოლომდე დამამთავრებინოს.
- მაქსიმუმ, დამევასოს ვინმე.
კაცები იმის ღირსები არ არიან, რომ მთელი გული მათ მისცე და საკუთარ თავზე მეტად შეიყვარო.
- და თუ მას უყვარხარ საკუთარ თავზე მეტად?
- არარსებობს, ალე. მათ საკუთარი თავის მეტი, არავინ არ უყვართ. ყველა კაცი ერთნაირია, ყველაშია ნარციზმი.
ყველა იმას ფიქრობს, თავი როგორ მოგაწონოს, რომ გამოგიყენოს და გადაგაგდოს.
მათ სიყვარული არ შეუძლიათ. იცი რა არის სიყვარული? როცა მას შენი შორიდან ყურებაც კი აბედნიერებს, როცა ჩახუტებაც კი ჰყოფნის. მითხარი, გინახავს კაცი, რომელსაც მარტო ჩახუტება ჰყოფნის?
ვაკო მიდგება თვალწინ და თავისით მაწვება ცრემლები.
გვერდით ჰყავს და ვერ ამჩნევს.
ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჰგონია, რომ არ არსებობს.
მას ჰყოფნის მხოლოდ შორიდან ყურება და ჩახუტება...
ზედმეტი, არასოდეს არაფერი უცდია.
არც კი უთქვამს, თავისი სიყვარულის შესახებ, რადგან იცოდა, რომ ასე შეიძლება უფრო ცუდიც კი ყოფილიყო მისთვის. ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა...
- მოვედით. - ფიქრებიდან, ანუკის ხმას გამოვყავარ.
ვერც კი მივხვდი, როდის გააჩერა მანქანა.
- შენ რა, ტირიხარ?
- არა... - მაშინვე ვაქნევ თავს და ოდნავ ვუღიმი.
- ალეე, შენი არცერთი ცრემლის ღირსი არ არის ის იდიოტი ერეკლე, გაიგე? ტიპი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და თავში აქ ავარდნილი. გეგონება, მაგის გარდა კი აღარავინ ყოფილა ცნობილი. - ღრმად სუნთქავს- კარგი,შევწუხდი. ნერვები მეშლება, მასზე რომ ვფიქრობ. ადი, თორემ მანანა დეიდა ინერვიულებს.
- არ წამოხვალ? - კარს ვაღებ.
- არა, ვაკოს უნდა შევუარო.
- ამ დროს? - საათზე ვიყურები.
- ვნერვიულობ, ალე. იქნებ რამე სერიოზულია, ხომ იცი, ბიჭებს არ დატოვებდა ისე უბრალოდ, შეიძლება მართლა სერიოზულად სტკივა ფეხი.
ტელეფონსაც არ იღებს.
- მთვრალი იქნება, ანუკი.
ალბათ სძინავს კიდეც უკვე. იქნებ ახლა არ ღირს? ხვალ შეუარე.
- არა, უნდა დავრწმუნდე რომ კარგად არის. - მაინც არ იშლის თავისას.
ვიცი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს და ვნებდები, თუმცა ვაკოს სიმთვრალის ამბავი რომ ვიცი...
ღმერთო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც სისულელის გამო არ იჩხუბებენ.
ფრთხილად გადმოვდივარ მანქანიდან და კარს ვხურავ.
ვაკო უნდა გავაფრთხილო...
*
არა, არა.
იმის მიუხედავად, რომ გაუჩერებლად ვურეკავ, ერთხელაც არ მპასუხობს.
ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ სძინავს და ანუკი რომ გააღვიძებს, ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდება.
ეჭვიანი ცოლივით დაუწყებს, რამ დაგალევინა ამდენი და ა.შ
აღარ ვიცი რა გავაკეთო.
ფეხი რომ არ მქონდეს მოტეხილი, კიდევ ჰა, გავიქცეოდი, რამეს ვიზამდი, მაგრამ...
არა, რას იჩხუბებენ ამნაირს, ბოლოს მაინც შერიგდებიან.
ყველაფერი კარგად იქნება.
ვცდილობ, საკუთარ თავს ეს დავაჯერო, ტელეფონს გვერდით ვდებ და იმის მიუხედავად, რომ მგონია ამდენი ემოციის კვალობაზე არ დამეძინება, წამში ვითიშები.
*
ზოგადად, მე და სიზმრები ვერ ვმეგობრობთ, მაგრამ ამჯერად, გამონაკლისი ხდება, ყველაფერს ერთად ვხედავ და დაფეთებული მეღვიძება დილის 8 საათზე. ძლივს გავდივარ სამზარეულოში წყლის დასალევად და მაცივარზე მიკრული წერილიც მხვდება.
'ალე, დე. ნუციკოს სიცხე აქვს, ბებიამისმა დარეკა. მაღლა ვარ, თუ რამეა ამოდი.'
ღრმად ვოხრავ.
ბავშვს ასეთ დროს დედა სჭირდება, ის კი სად არის?
ასეთ მშობლებს ვერ ვუგებ და რა გავაკეთო. მართალია ფული კარგია, მაგრამ შვილზე მნიშვნელოვანი?
კარზე ზარის ხმა, ფიქრებს მაწყვეტინებს. დავიჯერო, დედას დარჩა გასაღები?
ზოგადად, ეს არასდროს ხდება - ხოლმე, თუმცა სადაც მე დამესიზმრა სიზმარი...
კართან მივდივარ და არც კი ვიყურები, ისე ვაღებ, რადგან ბოლო წუთამდე მგონია, რომ იქ დედაა, თუმცა კვაშილავა მრჩება ხელში.
- ვაკო?
- სად გაქვს ტელეფონი? იცი რამდენჯერ დაგირეკე?
ფერი არ ადევს სახეზე. სწრაფად შემორბის შიგნით და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ყავარჯენი არ აქვს.
- ყავარჯენი რა იქნა?
- რა დროს ყავარჯენია, ალე. - მისაღებში შესული, ადგილზე ტრიალებს და მერე, დივანზე ჯდება.
- რა გჭირს, რა მდგომარეობაში ხარ?
- ცუდში. საშინელში - თავს ხელებში რგავს და მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ვუჯდები, მაინც არ აპირებს შემოხედვას.
ანუკი მახსენდება. გუშინ მასთან ხომ უნდა მისულიყო. იჩხუბეს, უეჭველი იჩხუბეს. ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ვერ მოზომავდა, ხელი როგორ ვერ შევუშალე, რამ დამაძინა.
- ანუკის ეჩხუბე, ხო? გეფიცები, ვაკო, გირეკავდი, რომ გამეფრთხილებინე მოსვლას აპირებს მეთქი, მაგრამ არ იღებდი. არ ვიცი, ვეღარ გამოვეკიდე ამ ფეხით. ნუ ნერვიულობ, გაპატიებს, ხომ იცი, ბოლოს ყოველთვის რიგდებით ხოლმე.
- ამჯერად, არ მაპატიებს. - საკუთარ თავში დარწმუნებული ამბობს და თავს სწევს.
- გაპატიებს. რა იყო, ასეთი რა უთხარი?
- ვაკოცე.
- რააა?! - იმხელა ხმაზე ვყვირი, მგონი მთელს კორპუსში აღწევს ჩემი ხმა.
საპასუხოდ, უბრალოდ ოხრავს და ისევ თავს ხრის.
- ეს... შენ როგორ? უთხარი რომ გიყვარს?
- არ ვიცი.
- რა არ იცი ვაკო, აბა პირდაპირ დაეტაკე და აკოცე?
- არ მახსოვს, ალე. არაფერი არ მახსოვს, ამის დედა.ც! ნასვამი ვიყავი, მარტო ის მახსოვს, რომ კარი გავუღე, ისიც იმიტომ, რომ აბრახუნებდა. მერე რაღაცეებს მელაპარაკებოდა,.მაგრამ... არ ვიცი.
- ერთი სიტყვაც არ გახსოვს?
- გეფიცები, არა.
- როგორ არა, კაიფშ.ი ხომ არ იყავი.
ისევ ღრმად ოხრავს, მაგრამ არც უარყოფს.
- ვაკო, შენ რა, მართლა კაიფშ.ი იყავი?
- არა, ალე. რას სისულელეს მეუბნები, ოღონდაც. ხომ იცი, როცა ვსვამ ვეღარ ვაზროვნებ რას ვლაპარაკობ და ვაკეთებ. არაფერი არ მახსოვს ხოლმე, რა მოხდა წინა დღეს.
- და ეს კოცნა როგორ გახსოვს აბა?
- ძალიან მწარედ გამარტყა, ახლაც მტკივა ლოყა.
- ოხ ვაკო, რა...
- დაურეკე ალე, გთხოვ. მარტო შენ შეგიძლია ახლა მასთან ლაპარაკი.
აუცილებლად გეტყვის, რაც ვუთხარი. რომ არ გავიგო, ჭკუიდან გადავალ.
- მე თქვენი შუამავალი არ ვარ, ვაკო. წადი და შენ დაელაპარაკე, ახლა ხომ ფხიზელი ხარ და მშვენივრად აზროვნებ. უთხარი, ბოლოს და ბოლოს. დრო მოვიდა, მითუმეტეს ნაბიჯი გადადგმული გაქვს უკვე, უკან ნუღარ დაიხევ.
- ჩემი დანახვა არ ენდომება, დარწმუნებული ვარ.
- მაშინ აღარასდროს აღარ შეხვდე აბა. ასე აპირებ დანებებას?
- ალე ჯერ უნდა ვიცოდე, რა ვუთხარი. იმის მიხედვით ვიმოქმედებ მერე, გთხოვ, დამეხმარე, რა გჭირს?
ღრმად ვსუნთქავ.
უკვე მართლა არ ვიცი, რა არის სწორი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე რომ შემეჩერებინა ანუკი, არ მივიდოდა და ეს არ მოხდებოდა, მაგრამ როგორ შემეჩერებინა.
თუ რაღაც უნდა, მაინც გაიტანს თავისას. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არავის შეუძლია, მითუმეტეს მე, მოტეხილი ფეხით.
ან... იქნებ უკეთესიც არის, ასე რომ მოხდა.
ღმერთო...
აღარ ვიცი.
- ალე.
- კარგი, წავალ დღეს ანუკისთან.
- დამირეკე მერე, კარგი? ან, მე წაგიყვან თუ გინდა.
- არა, ვაკო. უნდა გამოვიცვალო ჯერ, პიჟამოებით ხომ არ წავალ, თან ძალიან ადრეა.
- არაუშავს, დაგელოდები.
- არ არის საჭირო, თვითონ წავალ, მართლა.
- ნამდვილად?
- შენც რომ არ გეთქვა, ისედაც არ დავტოვებდი მარტო. ვინ იცის, რა მდგომარეობაშია ახლა. - ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვდგები ფეხზე.
თვითონაც იგივეს იმეორებს.
- არა, მართლა. სად წაიღე ყავარჯენი? აკი ფეხი მტკივაო?
- მტკივა. მანქანაში მაქვს დაბლა. დამეზარა წამოთრევა, მაფერხებს.
- ვაკო, ასე არ შეიძლება. თავს უნდა გაუფრთხილდე, თუ რა თქმა უნდა აგვისტოს მატჩებში თამაში გინდა.
უბრალოდ თავს მიქნევს და ამჯერად, კოჭლობით მიდის კარისკენ.
- აუცილებლად დამირეკე.
- დაგირეკავ.
***
დაახლოებით 2 საათში, ანუკისთან მივდივარ. მანამდე, ალბათ ათასჯერ მაინც ვურეკავ იმ იმედით, რომ ტელეფონს ჩართავს, მაგრამ არა, ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე წინადადება მესმის.
'ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან'
უკვე ნერვიულობა მეწყება.
კართან მისული, მილიონჯერ ვრეკავ ზარს, ვაკაკუნებ, ვაბრახუნებ, მაგრამ შენც არ მომიკვდე.
უკანასკნელი გამოსავალი მრჩება. იმის მიუხედავად, რომ არ მინდოდა მეყვირა და ყველას გაეგო, რა ვქნა.
- ანუკიი! ანუკი, გამიღე! - კიდევ უფრო ხმამაღლა ვაპირებ დაძახებას, თუმცა ზუსტად ამ წამს აღებს კარს და ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებს, გეგონება ტერორისტი ვარ.
- გოგო სად იყავი აქამდე? კარი ჩამოვიღე ლამის.
- შემოდი, მალე. - მკლავში მავლებს ხელს.
- დაიცადე, შეგახსენებ რომ ფეხი მაქვს მოტეხილი და ეგრე სწრაფად არ შემიძლია. - წარბებს ვკრავ.
ოდნავ მიქნევს თავს და ხელს მიშვებს.
- ვაკო ხომ არ არის აქ?
- არა.
- ნამდვილად? იცოდე, არ მომატყუო.
- არა მეთქი, ანუკი. - როგორც იქნა შევდივარ და თავად ვხურავ კარს.
ღრმად სუნთქავს და პირველი მიდის მისაღებისკენ.
საქმე იმაზე ბევრად რთულადაა, ვიდრე წარმომედგინა.
ღმერთო, როგორ უნდა ვუთხრა ახლა, რომ ვაკოს გრძნობებზე ვიცოდი და არ ვუთხარი?
ნელა შევდივარ მისაღებში და თვალწინ, ისეთი რამ მეშლება, მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს რომ თავი დავანებოთ, მაგიდაზე იმდენი საჭმელი აქვს გაშლილი, ათ კაცს თავისუფლად ეყოფა.
ა, არა, მხოლოდ მაგიდაზე კი არა, დივანზეც, სავარძელზეც და საერთოდ ყველგან, სადაც დადება შეიძლებოდა.
- ეს რა არის ანუკი?
- არ მკითხო, გუშინ მგონი 2 კილო მოვიმატე. სასწორზე ვერ ვდგები შიშით.
ვიცი, რომ ნერვიულობაზე ჭამს ხოლმე, მაგრამ ამდენი რამ ერთად, არასდროს გაუკეთებია.
უბრალოდ ღრმად ვოხრავ, თეფშები მაგიდაზე გადამაქვს და გვერდით ვუჯდები.
- ალე...- სწრაფად ახამხამებს თვალებს და მაშინვე აჩენს ცრემლებსაც - ძალიან ცუდად ვარ, ალე. - ჩემსკენ იხრება და ზუსტად ისე მეხუტება, როგორც შვილი დედას.
- ვიცი, ანუკი...ყველაფერი ვიცი.
- გითხრა, ხო? საზიზღარი, დეგენერატი, ვირი. ეს როგორ გააკეთა, მთელი ღამეა ვფიქრობ და კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს რეალურად მოხდა. - ცრემლებს იწმენდს და ისევ თავის ადგილს უბრუნდება.
- ანუკი... - მკლავზე ვადებ ხელს.
- მიყვარხარო... ალე, მიყვარხარო... - ახლა ხმით იწყებს ტირილს.
- ანუკი, გთხოვ, დამშვიდდი.
- ასეთი დებილი და უტვინო როგორ ვარ. ამდენი ხანი როგორ ვერ მივხვდი! წარმოგიდგენია? დის გულს ვუძახდი... მასზე სხვანაირად არასოდეს არ მიფიქრია. ჩემი ბავშვობაა, ყოველთვის უფროსი ძმასავით ვუყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვითაა დიდი.
ასე როგორ მომექცა...
ღრმად ვსუნთქავ.
თითქოს, ყველა სიტყვა ერთად გაქრა. არ ვიცი, რა ვუთხრა და როგორ დავამშვიდო.
- ჩემს შეყვარებულებს ვაცნობდი. ჩემს პაემნებზე ვუყვებოდი....
არასდროს არ შემიხედავს სხვანაირად, მაგრამ თურმე ის მიყურებდა. როგორც გოგოს,.როგორც ქალს ისე მიყურებდა. იდიოტი!
სწრაფად მისწორებს თვალს.
- თან მეუბნება, მე შენ სულ ასე მიყვარდიო. ჩემი და არასდროს არ ყოფილხარო, წარმოგიდგენია?
დანაშაულის გრძნობა მაწვება და აღარ ვიცი, რაზე გადავიტანო მზერა.
- არ გალანძღე? მითხარი, ეს რომ გითხრა არ გალანძღე?
ოდნავ ვაქნევ თავს, რაზეც წარბებს კრავს.
- ალე...
- ვიცოდი, ანუკი... - იმდენად ხმადაბლა ვამბობ, მე თვითონაც ძლივს მესმის.
წამსვე ვხუჭავ თვალებს. არ შემიძლია, ამ წამს მის მზერას გავუძლო.
- რა? ხუმრობ, არა?
- მაპატიე...
სიჩუმე.
ყველაზე მეტად, ამ სიჩუმეს ვერ ვიტან, ამ სიჩუმის მეშინია.
- ეს როგორ გამიკეთე. - თვითონაც ჩურჩულებს - ეს როგორ დამიმალე?! - ახლა ყვირის და ფეხზე დგება.
- ამდენი ხანია იცი და არ მითხარი?! ხედავდი, ყველაფერს ხედავდი. პირი შეკარით და მასულელებდით?!
- ასე არ ყოფილა, ანუკი, გეფიცები. - თვალებს ვახელ, თუმცა ისევ ვერ ვუსწორებ მზერას. - თქმა არ შემეძლო, ეს ვაკოს უნდა გაეკეთებინა.
- ის არ გააკეთებდა! არასდროს არ გააკეთებდა, გუშინაც, ალბათ მთვრალი რომ არ ყოფილიყო, არ გააკეთებდა!
- თქვენ ორივენი ჩემი მეგობრები ხართ, გამიგე, გთხოვ. არ შემიძლია, ნდობას ხაზი გადავუსვა და აქეთ-იქით მიმქონდეს ენები.
- ახლა ხომ მიუტან?! ეტყვი, როგორ არის ანუკი. როგორი განადგურებულია! ხო, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ შენ, ჩვენ შორის, არჩევანი უკვე გაგიკეთებია!
- ანუკი, გეყოფა! - თავს ვეღარ ვიკავებ და მეც ვუწევ ტონს - ხო, შეიძლება რაღაც მხრივ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემი მხრიდანაც შეხედე სიტუაციას.
შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?
- გეტყოდი!
- და ვაკოს ზურგს შეაქცევდი? ის მე მენდო.
- მაგრამ შენ ამ ქცევით მე შემაქციე ზურგი, ალე! არჩევნის წინაშე დადექი და ის აირჩიე!
- არა...
- რა არა! სად არის სამართალი!
მე ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა, გესმის? რომ ასე დებილურად აღარ მოვქცეულიყავი მის წინ.
რა, უფლება არ მქონდა რომ მცოდნოდა? - ისევ ცრემლები მოსდის და ამჯერად, ხალიჩაზე ჯდება ჩემს წინ.
- ეს მას უნდა ეთქვა, ანუკი...
მე რომ მეთქვა, სხვანაირად გაიგებდი და შეიძლება, არც არასდროს მიგეცა მისთვის შანსი.
- შენი აზრით, ახლა მივცემ? - თვალები უფართოვდება - გეუბნები, როგორც ძმას ისე ვუყურებ. ხო, მაკოცა, მაგრამ საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო, რომ მაკოცა! შესანიშნავად იცის, რომ ასე გამანადგურა, მაგრამ სხვანაირად თავი ვერაფერს მოაბა. ხომ შეეძლო ეთქვა. ასე ძალიან მაინც აღარ მეტკინებოდა, მაგრამ არა...
შენ კი კარგად მოგიყვა ყველაფერს.
- არ მოუყოლია, თვითონ მივხვდი. უბრალოდ დამიდასტურა...
ამჯერად, გაოცება უკრთება თვალებში.
- ისე უციმციმებდა თვალები შენს ხსენებაზე. თითქოს, სულ სხვა ვაკო იყო...
ისევ ტირილს იწყებს და ახლა ხელებში რგავს თავს.
- შენც კი მიხვდი. მე რამ გამომაშტერა! ღმერთო, როგორ მეზიზღება საკუთარი თავი!
- ანუკი, გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ. ვერ მოვდივარ შენთან, მოიწიე...
- ვეღარასდროს ვეღარ შევხედავ თვალებში. ასე უნდა მომქცეოდა? როგორ თავიდანვე არ მითხრა, როგორ! - ახლა თავში იშენს ხელებს.
- ზუსტად იმიტომ, რომ უყვარხარ. შენი ამ რეაქციის ეშინოდა. შენი დაკარგვის. საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა ადვილი არ არის, ანუკი.საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები...
ოდნავ სწევს თავს და თვალს მისწორებს. მერე, ნელა დგება ფეხზე და ისევ გვერდით მიჯდება.
მის თითოეულ ამოსუნთქვაში ვგრძნობ ტკივილს და ეს, იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ მეც მაწვება ცრემლები.
არასდროს არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ასეთი განადგურებული.
ტირილითაც არასდროს უტირია ასე.
ფრთხილად ვადებ მაჯაზე ხელს და ვგრძნობ, კვლავ როგორ კანკალებს მთელი სხეულით.
- ისეთი უცნაური გრძნობა მაქვს...
არ მავიწყდება. ის შეხება არ მავიწყდება.
იცი, თურმე სულ სხვა ყოფილა, როცა ის ადამიანი გეხება, რომელსაც უყვარხარ. - ღრმად სუნთქავს
გახსოვს, ერეკლეზე რომ მითხარი გაიქცაო... - ისე მოულოდნელად გადააქვს მასზე საუბარი, ვერაფრით ვხვდები, როგორ აკავშირებს.
- ყველა ჩემი სიტყვა უკან მიმაქვს. ის ბიჭი არ გაშაყირებს და არც გეთამაშება. გეფიცები, ახლა ზუსტად ვიცი...
მისი მესმის.
შენ ის გიყვარს, ალე და როცა ის ადამიანი გეხება, რომელსაც უყვარხარ, ან გიყვარს ეს, ეს სულ სხვა გრძნობაა.
წამიერად ვითიშები.
გონებაში, გაორებულად ჩამესმის მისი სიტყვები, თუმცა შინაარსის გამოტანა მაინც მიჭირს.
- ის მოვა... აი ნახავ. გონება გადაუტრიალე, აუცილებლად შეეცდება ამ გრძნობის მოშორებას და როცა არ გამოუვა, ის მოვა...
- ანუ შენც მიხვალ ვაკოსთან?
- მივალ, მაგრამ ახლა არა. ჩვენ, თქვენ არ გგავართ. შეიძლება, ერეკლეს შეუყვარდე, მაგრამ მე ვერ შევიყვარებ ვაკოს ისე, როგორც მას ვუყვარვარ.
ამას ვეტყვი, როცა ძალა მექნება და საბოლოოდ დავშორდებით.
- გგონია ასე მოიშორებ მაგ გრძნობას?
- ვცდი, ალე.
- ანუკი...
- აღარ მინდა. აღარ მელაპარაკო - ხელებს სწევს - მინდა დავიძინო და ყველაფერი დამავიწყდეს. - ნელა წვება და ფეხებს იკეცავს, ზუსტად ისე, როგორც მაშინ მე.
ყველაფერი გამეორდა. თითქოს როლები გავცვალეთ.
მის გვერდით ვარ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მხარში დავუდგე.
მის გვერდით ვარ, მაგრამ მაინც მარტოა სიცარიელეში...
***
ანუკისთან საღამომდე ვრჩები.
არ მინდა, სულიერ სიცარიელეში ხმის გამცემის გარეშეც დავტოვო, თუმცა ბოლოს, ისევ მისივე დაჟინებული თხოვნით მოვდივარ.
მეუბნება, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია და ამას, მის თვალებშიც ვხედავ.
ვიცი, ეს რაც არის და ზოგჯერ, მართლა როგორ ძლიერ სჭირდება ადამიანს მარტო ყოფნა, ამიტომ აღარ ვეწინააღმდეგები.
ალბათ ათასჯერ მაინც მირეკავს ვაკო. ჯერ ვუთიშავ, მერე შეტყობინებებზე გადადის. უკვე, ვეღარ ვიგერიებ და როგორც კი ტაქსში ვჯდები, შეტყობინებას ვკრეფ.
'ყველაფერი გითქვამს, უარყოფას არანაირი აზრი არ აქვს. ერთხელ, მაინც გაიგებდა. მართალია ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ შენი ბრალია, იმიტომ რომ უფრო ადრე არ უთხარი'
'არასდროს არ მაპატიებს, ალე და ამას, არც მე არ ვაპატიებ საკუთარ თავს'
კიდევ წერს.
არა, ახლა არ შემიძლია მის თავის მართლებას ვუსმინო.
სწრაფად ვდებ ტელეფონს ჩანთაში და თავს, ხელებში ვრგავ.
სრულ სიბნელეში, ახლა ერეკლე მიდგება თვალწინ.
ნუთუ შეიძლება, რომ ანუკის სიტყვები მართალი იყოს?
არ ვიცი, თუმცა არალოგიკურიც არაა.
ჩემთვის, ის უფრო არალოგიკურია, რომ სხვა ვეგონე, დანარჩენში, ალბათ ყველგან დავინახავ სიმართლის მარცვალს.
ვცდილობ, აღარ ვიფიქრო.
საერთოდ არაფერს აღარ ვიფიქრო.
მენატრება ის დრო, ამდენი და ასეთი სახის საფიქრალი რომ არ მქონდა - ხოლმე. გარშემო ამდენი პრობლემა რომ არ იყო. მარტო იმაზე რომ ვნერვიულობდი, წიგნის პერსონაჟები რომ ბოლოს ერთად არ რჩებოდნენ.
ახლა, მგონი ყველაფერი რეალობად მექცა და ის, რაც მე ჩემი რეალური ნერვიულობა მეგონა, მხოლოდ ახლა გახდა რეალური.
თვალებს ვახამხამებ.
მინდა, რომ ყველაფერი გაიფანტოს და დავინახო.
ბევრი ფერი დავინახო ერთად ამ სიბნელეში.
მაგრამ...
ღრმად ვსუნთქავ.
პირველად არ მსიამოვნებს ასე ძალიან ღამის თბილისის ყურება.
ტაქსის მძღოლი, პირდაპირ ბინის წინ აჩერებს და უკვე ერთი სული მაქვს, როდის შევალ სახლში.
ისევ გაუჩერებლად რეკავს ტელეფონი.
ნელა გადმოვდივარ მანქანიდან და ცალი ხელით ვუწყებ ჩანთაში ძებნას.
ეს თუ ისევ ვაკოა, გავგიჟდები.
უკვე აღარ შემიძლია ამდენის გაძლება.
ყოველ ჯერზე, ანუკი მახსენდება ჩაწითლებული თვალებით და...
ღმერთო.
როგორც იქნა ვპოულობ, თუმცა კვაშილავას ნაცვლად, უცხო ნომერი მრჩება ხელში.
თან როგორი შეხამებულია ციფრები. გეგონება, პრეზიდენტის ნომერია.
უკვე სადარბაზოსთან მისული, ცალი ხელით ვეყრდნობი კედელს და ვპასუხობ.
- ნომერი გეშლებათ.
- არ მეშლება.
ერეკლეს ხმის გაგონებისთანავე ისეთს მაჟრჟოლებს, ასე მგონია, ყველა უჯრედში ატანს სიცივე.
კიდევ ერთხელ ვაკვირდები ნომერს და მერე, ისევ ყურთან მიმაქვს ტელეფონი.
- გუგამ მომცა შენი ნომერი. ვილაპარაკოთ?
ღრმად ვსუნთქავ.
ასეთი ემოციური დღის შემდეგ, კიდევ მასთან საუბარი, არ ვიცი რამდენად გავუძლებ, მაგრამ...
- ილაპარაკე, გისმენ.
- მასე არა, შევხვდეთ.
ინსტიქტურად საათზე ვიყურები.
- ჩემთან მოდი...
- კიდევ რა გინდა?! - ნერვები მეშლება.
როგორ ურცხვად მეუბნება ჩემთან მოდიო, არ გაინძრეს თვითონ.
- შენ გინდა ლაპარაკი და მე მეუბნები მოდიო?! თუ არც მოხვალ, ერეკლე! - არ ვიცი, საიდან მიჩნდება ამხელა ძალა, რომ ამან ხმის აწევისკენაც კი მიბიძგებს, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებ.
სწრაფად ვუთიშავ და მთელი ძალით ვარტყამ კედელს ხელს.
ჯანდაბა.
ისევ ემოციები მმართავს.
- ხელი არ გეტკინა?
- ვაიმე! - ისე უცებ მეპარება უკნიდან, შიშისგან თავისით მეყვირება.
მაშინვე გულზე ვიდებ ხელს და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
როგორც ყოველთვის, კარგად შეუნიღბავს თავი. კეპი და სათვალე ადგილზეა.
- მართლა გეგონა რომ შენ მოგიყვანდი? - სათვალის მოხსნას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს ხედავს მაღაზიიდან მომავალ ქალებს და ჩერდება.
- შეგიძლია მოიხსნა, შენი ფანები არ არიან.
- დარწმუნებული ხარ?
- რომც იყვნონ, რამდენიმე ადამიანთან რომ გადაიღო ფოტო მოკვდები?! - ისევ მეშლება ნერვები.
- რა გაყვირებს, ვინ გითხრა, რომ ფოტოს გადაღება არ მინდა?
- აბა რატომ იმალები?!
- მწარე გამოცდილება მაქვს.
ერთხელ ასე, კორპუსის წინ შევეჩეხე გოგოებს და სანამ ყველასთან გადავიღე ფოტო, მთელი კორპუსი თავზე დამახვიეს. საღამომდე ვერ გამოვედი იქიდან და ვარჯიში გავმაზე.
- არადა საერთოდ არ გეტყობა, რომ ასე გიყვარს ფანები.
ოდნავ ეღიმება და მერე, ისე სწრაფად იხსნის სათვალეს, შემზადებასაც კი ვერ ვასწრებ, მის თვალებთან შესახვედრად.
ჯანდაბა.
საერთოდ რა მინდოდა, ბევრად უფრო თავისუფლად ველაპარაკებოდი, როცა სათვალე ეკეთა.
- ვარსკვლავებს ვუყუროთ?
- არა! - ჩემი შინაგანი მე, იმის ბოლომდე გააზრებასაც კი არ მაცდის, რა მკითხა, როგორ და რატომ.
- ასეთი ცივი უარი რატომ? - კვლავ ოდნავ ეღიმება - მინდოდა, რამე ორიგინალური შემომეთავაზებინა.
- არა. უფროსწორად... ორიგინალურია, მაგრამ არ მიყვარს ვარსკვლავები. ისე ვილაპარაკოთ.
- შეიძლება გავიგო რატომ?
- არ შეიძლება. ეს ჩემი პირადია, მე ხომ შენს პირადს არ გეკითხები.
- შეგიძლია მკითხო.
ამჯერად, სრული სერიოზულობით მეუბნება.
ღმერთო...
მგონი, მართლა რაღაც გარდატეხა მოხდა მასში. ისეთი სხვანაირია, ძლივს ვიჯერებ რომ ერეკლეა.
ჯერ ვარსკვლავებს ვუყუროთო, საერთოდ რამ მოაფიქრა ან ჩემთვის რამ ათქმევინა.
- საერთოდ დღეს, შეგიძლია ყველაფერი მკითხო, რაც გაინტერესებს, ოღონდ, ორი პირობით.
- შენც მკითხავ ყველაფერს, რაც გაინტერესებს, ხო?
- კი. - თავსაც მიქნევს.
- და მეორე?
- მეორე ისაა, რომ უბრალოდ წამომყვე.
- სად?
- სადაც გულახდილობის საღამოს მოვაწყობთ - ისე გულწრფელად მიღიმის, აღარ ვიცი, გაოცება სად დავმალო.
ნუთუ, ირონია გააქრო?
- რატომ გინდა, რომ გულახდილობის საღამო მოვაწყოთ?
- რავიცი, ისე. - მხრებს იჩეჩავს - მინდა რომ უკეთ გაგიცნო.
- შენ, მე... - მართლა მეცინება. - ანუ, შენ ყველას უკეთ გაცნობა გინდა, ვისაც კოცნი ხოლმე?
მზერას მარიდებს და კისერზე ისვამს ხელს. ისე ეცვლება გამომეტყველება, თითქოს კატასტროფულად მძიმე თემა ვახსენე.
- მე შენ...
- ვიცი, რომ სხვა არ გგონებივარ და მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოგყვები, თუ მეტყვი რა იგულისხმე 'ეს შენ ხარ'-ში.
ოდნავ მიქნევს თავს, თუმცა ისევ არ მიყურებს თვალებში.
- იქ გეტყვი...
- იქ მეტყვის. - ჩემთვის ვიმეორებ.- ერთი არ გითქვამს, ტაბატაძე. ჩემი რისხვიდან ვერავინ გიხსნის იცოდე. - თითით ვემუქრები.
ოდნავ ეღიმება და ისევ თავს მიქნევს.
- ეგ ღიმილი არ გიშველის.
***
დაახლოებით ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ, მანქანას ისეთ უკაცრიელსა და მიუვალ ადგილას აჩერებს, წამით, სუნთქვაც კი მეკვრის.
არაფრით არ წარმომიდგენია, რომ აქ რამე შეიძლება იყოს.
ირგვლივ, მხოლოდ ხეებია და ფოთლების შრიალი ისმის.
- სად მომიყვანე... - ვცდილობ, შიშებს არ ავყვე. შეუძლებელია, რამე ცუდი ჰქონდეს გეგმაში, ასე არ იქნება.
მანიაკი ხომ არაა.
ღმერთო...
თუ არის?!
- წამო. - ფარებს აქრობს და მანქანიდან პირველი გადადის.
მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ჩვენგან არც ისე მოშორებით, შენობაა (უფრო ნანგრევები), მის ირგვლივ კი ლამპიონები.
ანუ, მთლად უკაცრიელი ადგილიც არ არის.
ფრთხილად ვაღებ კარს და ნელა გადმოვდივარ.
ტყეა.
ნამდვილად ტყეა, რა უნდა ასეთ ადგილას შენობას, მითუმეტეს ლამპიონებს.
- დაგეხმარო?
- არა. - თავსაც ვაქნევ.
ისედაც საშინელ ეიფორიაში ვარ. არ მინდა, მომიახლოვდეს და ეს იგრძნოს.
საპასუხოდ, უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და პირველი მიდის იმ ნანგრევებიკენ.
საინტერესოა, ასეთი რა ხდება იქ.
ღრმად ვსუნთქავ და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც მიჭერს, მაინც ვდგამ ნაბიჯს.
მართლა ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ თბილისში ასეთი ადგილი არსებობდა.
უცნაურია. თითქოს, ყვავილების ბაღი იყო ადრე. მართალია ლამპიონების სინათლეზე კარგად ვერ ვარჩევ, თუმცა რაც უფრო ვუახლოვდები, უფრო ვრწმუნდები ამაში.
ნანგრევები, იმაზე დიდია, ვიდრე შორიდან ჩანდა. ჩამონგრეულ კედლებს კი ისეთი ფორმა აქვს, თითქოს ლამაზიც კია ერთი შეხედვით.
მაინც ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ მომიყვანა აქ. გონება უკვე თავისით იწყებს ყველა ვარიანტის განხილვას. იქნებ სერიული მკვლელია, უნდა რომ მომკლას და აქ დამმარხოს?
უკვე სერიოზულად მეწყება კანკალი, თუმცა მოულოდნელად ჩერდება უზარმაზარ ჭადრის ხესთან და...
ღმერთო.
ქალაქი ხელისგულივით ჩანს.
მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ასეთი ხედი გადამეშლებოდა თვალწინ ვერასდროს.
რამდენიმე წამი, შოკიდან ვერ გამოვდივარ. მერე, ნელა ვაბრუნებ თავს უკან, რომ ჩემს გამოვლილ გზას და ნანგრევებს, კიდევ ერთხელ შევავლო თვალი, თუმცა...
ღმერთო, როგორც ჩანს, აქამდე უბრალოდ გავხურდი.
ახლა ორმაგად მიფართოვდება თვალები.
განუწყვეტლივ ვაფახულებ, თუმცა არაფერი იცვლება.
მთლიან კედელზე, ისეთი ნახატია შესრულებული, თვალებს ვერ ვუჯერებ.
დინამო არენა, მატჩის მსვლელობისას. ხალხით გადაჭედილი ტრიბუნები და რეალური საგოლე მომენტი მოწინააღმდეგის კართან.
ეს ყველაფერი, ამ საღებავებით? ასეთი რამ შესაძლებელია?
ვერაფრით ვაშორებ თვალს კედელს, ამას ერეკლეც ხვდება, ამიტომ თვითონ მიდგება წინ.
- მოგწონს?
- მიმიქარავს ცნობილი მხატვრები.
ოდნავ ეღიმება და ამჯერად, თვითონაც აპარებს თვალს კედლისკენ.
- ჩემი პირველი თამაშია ნაკრებში.
პირველად, ქვეყნის სახელით...
და პირველად, წლების შემდეგ... - ბოლო წინადადებას, უფრო ხმადაბლა ამბობს.
ოდნავ ვკრავ წარბებს.
- დაიცადე... - ვცდილობ გავიაზრო - ეს შენ...
- ხო, მე დავხატე. - ვითომც არაფერიო ისე ამბობს. ისევ ჭადრის ხესთან მიდის და მინდორზე ჯდება.
მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს და მერე, ისევ ნახატს ვუბრუნდები.
ამჯერად, ქალბატონი ქეთი და მისი 'ბაბუაწვერების წვიმა' მახსენდება მათ სახლში, რომლის ხატვაც ერეკლემ დაიწყო ჯერ კიდევ პატარაობისას. უფროსწორად, ხაზები გაავლო.
გამოდის, ისიც ხატავს.
მაგრამ... ამაზე ჰკითხეს ინტერვიუში, მან კი უარყო.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს როგორც უპასუხა მაშინ ჟურნალისტს.
'დიახ, დედა ბავშვობიდან ხატავს, თუმცა მე არა. ჩემში ეს არ ზის. არასდროს არაფერი დამიხატავს, მე და ხელოვნება, ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ'
ვერაფერს ვერ ვხვდები.
თუ მალავს, მე რაღას მაჩვენა.
ნელა ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და გვერდით ვუჯდები.
თავში, ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებს, თუმცა ვერაფრის შეკითხვას ვერ ვბედავ.
ისევ ნახატზე გადამაქვს მზერა, მას კი ჩემზე.
ვგრძნობ, როგორ ცდილობს ჩემი ფიქრების ამოცნობას, მაგრამ რამდენად გამოსდის, ამას ვერ ვხვდები.
- რატომ მალავ... - იმდენად ხმადაბლა ვამბობ, თვითონაც ძლივს მესმის.
- მე ისეთი არ ვარ, როგორსაც მხედავ, ძვირფასო ალე. - ისევ ოდნავ ეღიმება.
- მაგას დიდი ხანია მივხვდი.
შენი ქცევებით კი მუდამ ადასტურებ.
- მართლა? - წამსვე მისწორებს თვალს-მაგალითად როდის დავადასტურე, აქ რომ მოგიყვანე?
- თორდიას რომ მიეცი საგოლე პასი, მაშინ, როცა თავადაც მშვენივრად შეგეძლო გატანა.
წამსვე ეცვლება სახე და ახლა, კიდევ უფრო დაჟინებით მიყურებს თვალებში.
- არარსებობს...
- რა არარსებობს, გეგონა ვერ შევამჩნევდი? როგორ მეუბნებოდა ჩვენი ტაბა? ,,წავალ ნაკრებიდან და დაგინახავ, საერთოდ თუ გექნება იმის შესაძლებლობა, რომ გატანილი გოლით გამოწვეული სიხარული განიცადო." - სიტყვა-სიტყვით ვუმეორებ თავის სიტყვებს.
გაკვირვება, დაბნეულობა და კიდევ ათასი რამ, თითქმის ყველაფერი ერთად იყრის თავს მის სახეზე და სწრაფად ხრის თავს.
- ძალიან კი ცდილობდი, ერთი თავში ავარდნილი ტიპის შთაბეჭდილება დაგეტოვებინა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაგივარდა.
ახლა, ქვემოდან მისწორებს თვალს და ამჯერად, მის ნამდვილ მზერას ვხედავ. სრულიად ნამდვილს, ყველანაირი ნიღბის გარეშე.
- მაპატიე...
- რა? - მართლა ვერ ვხვდები, რის გამო მიხდის ბოდიშს.
- ახლა არა, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, ეს რისი ბოდიშიც არის.
- იქნებ ახლაც შემიძლია მიხვედრა?
- არა, ახლა ვერ მიხვდები. - თავსაც აქნევს და ისევ მარიდებს მზერას.
ვიბნევი.
ჯერ ხომ ასეთი ერეკლე არ მინახავს არასდროს და მერე მისი სიტყვები, რომელიც გულწრფელია, ასე ახლოს და მაინც, ამდენად შორს.
სიჩუმე.
უცნაურია. ეს სიჩუმე, იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ღამეს, თითქოს, სრული იდილიაა.
შესაძლოა, ზუსტად ამიტომაც მოდის ხოლმე აქ მარტო.
მთელი არსებით გრძნობ, რომ ყველასა და ყველაფრისგან ძალიან შორს ხარ, თუმცა მხოლოდ თავის შეტრიალებაც კმარა იმისთვის, რომ შენი სახლი დაინახო, მშობლიური ქალაქი.
- არ მიყვარს, როდესაც ბავშვობას ვიხსენებ... - მოულოდნელად იწყებს საუბარს - იცი, მე სხვანაირად გავიზარდე, ალე.
როცა პირველი შვილი ხარ, არ ვიცი... ყველა თავს გევლება. როგორ ვთქვა, ცივნიავს არ გაკარებენ პონტია რა.
გარეთ არ გახვიდე, ძალიან ცხელა დაიწვები. თოვლში არ ითამაშო, გაცივდები. არანაირი მეგობრებთან ერთად გვიანობამდე გარეთ ბოდიალი, არანაირი გარეთ ჭამა, არანაირი მარილი და შაქარი კვების რაციონში - ამაზე ოდნავ ეღიმება - არანაირი ბუნებაში წასვლა მწერებთან, არანაირი ექვსკურსიები.
ჩავიკეტე.
და თან იმდენად ჩავიკეტე, რომ სრულიად შევიცვალე.
უცნაური და ფანტაზიორი ბავშვი გავხდი. რეალობას, უკვე არარეალობა მერჩივნა. რადგან იქ, თავისუფლად ვაკეთებდი იმას, რასაც მიშლიდნენ. - კვლავ ოდნავ ეღიმება. - ისეთი რაღაცეების მჯეროდა, რაც...
იცი, მეგონა, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე. მარტო მე არ მიზიდავდა უცნაური რაღაცეების კეთება. უცნაურში ცუდს არაფერს ვგულისხმობ - წამიერად მისწორებს თვალს.
სულ მინდოდა, რომ დამეხატა ის, რასაც ვხედავდი.
წერილებსაც ვწერდი... - ამას ოდნავ ხმადაბლა ამბობს.
- რა წერილებს? - ენა მისწრებს.
- წერილებს, რა.
მაგრამ ეს ჩვეულებრივი წერილები არაა. იცი, როცა ამაზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, დამცინეს. არც ისე პატარები აღარ ვიყავით მაშინ.
მეტჯერ, აღარვისთვის მითქვამს ამის შესახებ.
ის, რაც მე მაბედნიერებდა, მათ სისულელე ეგონათ.
მაშინ მივხვდი, რომ თუ გინდა საზოგადოებამ მიგიღოს, მათნაირი უნდა იყო და... გავხდი კიდეც.
ხო, გავხდი, იმიტომ რომ რაღაცეებისთვის ფეხი უნდა ამეწყო, ეს აუცილებელი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემში ის 'მე' მოვკალი, რაც რეალურად ვარ.
შენ ხომ გაინტერესებს, მე რატომ ვთამაშობ...
იმიტომ ვთამაშობ, რომ თუ რეალური 'მე' ვიქნები, საზოგადოება არ მიმიღებს.
არ მითხრა, რომ ვცდები, იმიტომ რომ არ ვცდები. ამაში ათასჯერ და ათიათასჯერ დავრწმუნდი.
საზოგადოება ვერ ჰგუობს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.
- ვერ ვხვდები, ამას რატომ მიყვები ერეკლე...
- იმიტომ, რომ შენ გაინტერესებს რა ვიგულისხმე 'ეს შენ ხარ' - ში.
რაო? ეს საერთოდ რა შუაშია ახლა.
- იცი, ეს... ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა, როცა არარეალურს რეალობაში იპოვი.
ვერ ვხვდები, მეჩვენება თუ მართლა ცრემლები აქვს ახლა თვალებში.
სწრაფად მარიდებს მზერას და ღრმად სუნთქავს.
- არაუშავს, თუ ვერ ხვდები, მართლა.
უფრო ზუსტადაც გეტყვი, ოდნავ მოგვიანებით, როცა დავასრულებ.
- რას დაასრულებ... - კითხვაც არაა, ჩურჩული უფრო გამომდის.
- მაგაზე ჯერ ვერ გიპასუხებ, მაგრამ... -ისევ მისწორებს მზერას და ამჯერად, ისეთი ინტერესით მაკვირდება, თითქოს ჩემს დამახსოვრებას ცდილობს.
- წლებია არაფერი დამიხატავს, საერთოდ არაფერი. უბრალოდ ვეღარ...
საბოლოოდ დანებებას ვაპირებდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ამას მართლა ვაპირებდი, თუმცა მერე თიკა გამოჩნდა და მაიძულე ეს ნახატი დამეხატა - თვალით მანიშნებს კედელზე.
- თიკა ჩემი ფსიქოლოგია...
- რაა?! - მართლა თავისით მეყვირება.
ოდნავ ეღიმება ჩემს რეაქციაზე.
- მე თუ ცოცხალი ვარ, მე თუ ნაკრებში ვარ, მისი დამსახურებაა.
ის ერთადერთია ამ დედამოტ*ნულ სამყაროში, ვინც დამიჯერა.
რეალური მე მიმიღო. მასთან არ ვთამაშობდი, ეს კი... ძალიან მეხმარებოდა.
ჩვენ შეყვარებულები არასდროს არ ვყოფილვართ, ხო, შეიძლება დროებითი მოწონების თემა გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, თუმცა მან იცოდა, რომ მე სხვა...
უფროსწორად, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დროებითი იყო.
მასთან ყოფნა მეხმარებოდა...
არა როგორც შეყვარებული, კოცნა და რაღაც ესეთები, მაგას არ ვამბობ, სწორად გამიგე.
ამ ერთი თუ ორი კვირის უკან, მოკლედ აღარ მახსოვს სარაგოსას თამაშამდე ცოტათი ადრე, ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ ჩემში ცვლილებები იყო.
არ დავუჯერე, სერიოზულადაც არ მივიღე.
მაგრამ მერე, სკაიპითაც რომ ვლაპარაკობდით... - წამიერ პაუზას აკეთებს.
- ის წავიდა, ალე.
მითხრა, რომ დამთავრდა და მე, უკვე შემეძლო, იმ არარეალურთან რეალური მე ვყოფილიყავი, იმიტომ რომ ის, ჩემს რეალობაში უკვე იყო და მხოლოდ დროის ამბავი იყო მისი შემჩნევა.
ღრმად ვსუნთქავ.
მე მგულისხმობს?
ღმერთო, ახლა ჭკუიდან გადავალ.
- მე მას გოლი მივუძღვენი, შტურმი - ვოლფსბერგერის თამაშისას.
თუმცა ათასი გოლიც რომ მივუძღვნა, საკმარისი მაინც არ იქნება.
მან მე გამაცოცხლა.
შენ თქვი, მიმიქარავს ცნობილი მხატვრებიო, ხო?
არადა ეს ისეთი საშინელებაა. - ისევ ნახატზე გადააქვს მზერა. - ზუსტად 1 წელი ვხატავდი და ამ 1 წლის განმავლობაში, არცერთხელ არ ამიღია საღებავი საკუთარი სურვილით. უბრალოდ თავს ვახსენებდი იმას, რომ მე ეს შემეძლო და უარი არ უნდა მეთქვა.
წარმოიდგინე, ნახატი რომლის დახატვასაც 1 დღეც არ უნდა, 1 წელი ვხატავდი.
რამდენიმე საათის საქმეს ამდენი ხანი მოვუნდი, მარტო იმიტომ, რომ ხელი მიკანკალებდა.
ასე შორიდან არ ეტყობა, მაგრამ თუ დააკვირდები...
როგორც დედა ამბობს, არ მეკადრება, მაგრამ რას იზამ.
ალბათ ეს რომ არ მეცოდვილა, საბოლოოდ დავიჯერებდი, რომ ვეღარ ვხატავ და აღარც დავხატავდი. მე კი ამის გარეშე არ ვარსებობ.
- ანუ... ამის მერე დახატე? - ნახატიდან მასზე გადმომაქვს მზერა.
- კი, გუშინ. წლების შემდეგ, პირველად გუშინ...
- გუშინ? - თვალები მიფართოვდება.
უბრალოდ თავს მიქნევს და მერე, ნელა ხუჭავს თვალებს.
- ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ხელი აღარ მიკანკალებს და...- ღრმად სუნთქავს- კარგი, მოვრჩეთ ამაზე.
მოკლედ, დილას მივფრინავ - ხელს სწევს და საათზე იყურება. - შტურმის მატჩებია ეს თვე სულ.
მინდოდა, რომ
წასვლამდე ყველაფერი მომეყოლა.
ღრმად ვსუნთქავ.
გონებაში ისეთი ქაოსი მაქვს, შესაფერის სიტყვებს ვერანაირად ვერ ვპოულობ.
თითქოს, ყველაფერზე ვფიქრობ, თუმცა ვერაფერზე ვერ ვახდენ კონცენტრაციას.
მე მგულისხმობდა, ამიტომაც მომიყვა მე, მაგრამ...
ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს.
- ახლა ნურაფერს მეტყვი. - თითქოს, ჩემი ფიქრები გამიცნოო. - მერე, შენი გულახდილობის საღამოსაც მოვაწყობთ, გპირდები, მაგრამ ახლა წავიდეთ. - ოდნავ მიღიმის და პირველი დგება ფეხზე.
- ერეკლე...
- ხომ გითხარი, არ მითხრა მეთქი. - ხელს მიწვდის.
ჯერ ვყოყმანობ, თუმცა ბოლოს მაინც ვკიდებ. სხვანაირად, ისედაც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში დამოუკიდებლად ავდგე.
ისევ ოდნავ მიღიმის.
- მე, მართლა...
- დუმილი მაჩუქე, გთხოვ.
მხოლოდ დღეს, მერე, გპირდები, რომ სულ მოგისმენ...
მის თვალებშიც კი იმას ვხედავ, რასაც ამბობს. ამ წამს, ისეთი გულწრფელია, ისეთი ნამდვილი, უბრალოდ არ შემიძლია, წინააღმდეგობა გავუწიო.
- კარგი...
***
ცხოვრება.
ის და ჩვენ, ადამიანები.
რამდენი რამის გამოვლა გვიწევს და მაინც, ვუძლებთ, ვდგებით და მივასწრაფვით ჩვენი წილი ბედნიერებისკენ.
ჩვენი ადამიანისკენ...
არასოდეს მჯეროდა იმის, რომ არარეალური რეალობა არსებობდა - მითუმეტეს იმის, რომ შეიძლება ვინმესთვის ეს მე ვყოფილიყავი. თუმცა უკვე იმდენჯერ დავრწმუნდი იმაში, რომ ყველა 'არასოდეს' ხდება ერთხელ მაინც, უკვე ზუსტად ვიცი, რომ მართლა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.
ერეკლესთან საუბრის შემდეგ, იმდენი უცხო გრძნობითა და ემოციით ვივსები, ასე მგონია რომ ვეღარ დავიტევ.
თითქოს, ჩემში არსებულმა სიყვარულმა ფრთები შეისხა და ახლა, ფრენისკენ მიბიძგებს.
დახატა...
მან, წლების შემდეგ პირველად დახატა.
მის თვალებში, ისეთი რამ დავინახე, რისი არსებობისაც, საერთოდ არ მეჯერა.
თავისუფლება, ყველანაირი საზღვრების გარეშე.
თითქოს, ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა.
ბედნიერება წვრილმანებშიაო, რომ ამბობენ, მხოლოდ ბედნიერება არა, ყველაფრის საწყისი წვრილმანებია.
ისეთი წვრილმანებიც კი, რომელსაც ზოგჯერ მნიშვნელოვნად კი არა, ყურადღების ღირსადაც არ ვთვლით.
ყოველთვის მიყვარდა ზღაპრები და ყოველთვის მინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი, ან, რეალობაში შემექმნა ის...
ჰო, მინდოდა, თუმცა მაშინ, წარმოდგენაც კი არ მქონდა იმის შესახებ, რომ მე, უკვე ვიყავი ვიღაცის ზღაპარი...
***
დილას, ზუსტად 9 საათზე მეღვიძება.
რამდენიმე წუთი, მხოლოდ კედელზე დაკიდულ საათს ვუყურებ და თითქოს, ყველაფერი თავიდან მახსენდება...
ნეტავ, უკვე გაფრინდა?
მართალია, არც ისე ვიყავით ახლოს, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ახლა სხვა ქვეყანაშია, თითქოს, შინაგანად ძალიან დიდ სიცარიელეს მიქმნის.
გუშინდელიდან მოყოლებული, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ.
არ ვიცი, ასეთი რამ საერთოდ არსებობს?
თითქოს, გულის რაღაც ნაწილში, ბედნიერება გაქვს, მაგრამ მას, ბოლომდე გაბატონებაში, სიცარიელე და გაურკვევლობის პატარა ნაწილი ეცილება.
ჰო,
იმის მიუხედავად, რომ ერეკლეს ქარაგმების უმეტესობა ამოვხსენი, მაინც დარჩა რაღაცეები, რაც ვერ გავიგე.
მაგალითად წერილები.
არ ვიცი, დავიჯერო, ხატვასთან ერთად, წერს კიდეც?
მაგრამ თუ წერს, წერილებს რატომ წერს და არა ჩანახატებს, ლექსებს ან... არა, მართლა ვერ ვხვდები.
იქნებ, საერთოდ ამ წერილებს ადრესატი ჰყავს.
- ალეე, გღვიძავს? - ფრთხილად აღებს კარს დედა, თუმცა რომ ხედავს რომ მღვიძავს, მერე ხმაურით აღებს ბოლომდე და რაღაც ყუთთან ერთად შემოდის შიგნით.
- რახდება, ეს რა არის? - ნელა ვიწევი და ბალიშს ვასწორებ.
- არ ვიცი, შენს სახელზე მოიტანს. - საწოლის გვერდით მიდებს. - ალბათ, ისევ ანუკის გამოგზავნილი მორიგი სათამაშოა შიგნით.
ანუკის ძალიან უყვარს ფუმფულა სათამაშოები. თუ რამე მოეწონა, ყველაფერს ყიდულობს და უკვე, კოლექცია აქვს თავის ოთახში.
პერიოდულად, მეც მიგზავნის ხოლმე (შენს ოთახს მოუხდებაო)
ვიფიქრებდი, რომ ახლაც ის არის, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამგონია ამის ხასიათზე ყოფილიყო.
- ვერ გაიზარდა ეგ გოგო, მოკლედ და შენც აყოლიხარ დედა, დიდები ხართ უკვე, დიდები. - უკმაყოფილოდ აქნევს თავს მანანა და პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს.
- წავედი მე, თუ რამეა მაღლა ვარ.
- კარგი.
სწრაფად ვწვდები ყუთს და ჩემსკენ ვაჩოჩებ.
საინტერესოა, შიგნით რა არის.
ფრთხილად ვხდი თავს და ამჯერად კარგად შეფუთული ჩარჩო მხვდება.
არა, აშკარად ჩარჩოა.
გული მიჩქარდება.
ფრთხილად ვაცლი ქაღალდს და...
ღმერთო, ეს მე ვარ.
თვალებს ვერ ვუჯერებ.
დინამო არენაზე, საქართველოს დროშა მაქვს შემოხვეული და გვერდით ვიყურები, აშკარად საგოლე მომენტია.
ქარი ისე ლამაზად მიფრიალებს თმას...
მისი თვალით დანახული
მე.
მეტირება...
მერე მეღიმება...
მან მე დამხატა...
ღრმად ვსუნთქავ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ ქაღალდში წერილს.
ხელები მიკანკალებს, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ აღებას და ფრთხილად ვშლი.
,, შენთვის დავიწყე ნაკრებში თამაში.
დაგპირდი, რომ თუ მოხვიდოდი დაგინახავდი, მაპატიე, რომ ვერ შევასრულე.
ჩემიდან შენამდე, თურმე უკვე რამდენი ხანია, აღარ ყოფილა შორი... "
***
სამყარო.
გიფიქრიათ იმაზე, რა ხდის მას განსაკუთრებულს?
მე მიფიქრია, თანაც არაერთხელ.
ამბობენ, რომ მას ჩვენ, ადამიანები ვავსებთ, ვაფერადებთ და სიცოცხლეს ვაძლევთ.
ჰო, მართალია, მაგრამ ამისთვის, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულები.
უცნაურია.
არასოდეს მჯეროდა ლამაზი სიტყვების სინამდვილის. ყოველთვის მეგონა, რომ ის მხოლოდ ფურცელზე იყო 'ლამაზი'
ჰო, ყოველთვის.
თუმცა ამ ყოველთვისმაც დაკარგა მუდმივის სახე და ეს, ზუსტად მაშინ მოხდა, როცა ერეკლეს წერილი ავიღე ხელში.
როცა ყველაფერს ბოლომდე გრძნობ, როცა ყველაფერს გონებით ხედავ და როცა ხვდები, რომ შენ, ზუსტად შენ ხარ განსაკუთრებული, მაშინ სამყაროც განსაკუთრებული ხდება.
ეს, შენს ნამდვილ ზღაპრად იქცევა, ხოლო შენ, მის რეალურ პერსონაჟად.
დროის შეგრძნებას კარგავ და ორ სამყაროს შორის, ოქროს შუალედს იჭერ.
ეს კი, ზუსტად ის ადგილია, სადაც არც რეალობას შორდები ბოლომდე და არც მხოლოდ არარეალობის ნაწილი ხდები.
ზოგჯერ, თურმე ისიც კი ხდება, რასაც გონების გარეთ, ვერც წარმოიდგენ.
ამაში, მისი წყალობით ვრწმუნდები...
მეათასედ ვკითხულობ იმ რამდენიმე წინადადებას და მეათასედ ვგრძნობ მის სიახლოვეს.
თითქოს გვერდით მყავს, თითქოს თავად ამბობს ამ სიტყვებს.
წარმოუდგენელი გრძნობაა, ზუსტად ისეთი, სიტყვებით რომ ვერ აღწერ.
ის ჩემთვის გადმოვიდა ზღაპრიდან...
ის ჩემი რეალობაა.
არ ვიცი, რამდენი წუთი გადის, საათი... დაუსრულებლად შემიძლია ამ ნახატს ვუყურო, თუმცა კარზე ზარის ხმა, ფიქრებს მაწყვეტინებს.
ინსტიქტურად, საათზე ვიყურები და მერე, ნელა ვდგები საწოლიდან.
ადამიანი, ყველაფერს ეჩვევაო, ნამდვილად არ მეგონა, თუმცა მეც შევეჩვიე ამ ყავარჯენს და ნელა სიარულს.
მგონი, რომ აღარ დამჭირდება, მერეც ვეღარ მოვუჩქარო ნაბიჯს.
შემოსასვლელში, სინათლეს ვანთებ და არც ვამოწმებ, ისე ვაღებ კარს.
- ანუკი?
გაოცება რომ მეხატება სახეზე, ამაში ეჭვიც არ მეპარება, თუმცა ხმაშიც კი ვეღარ ვმალავ ამას.
ჩემს წინ, ანუკი კი არა, მისი ჩონჩხია.
უბრალოდ ჯინსებში, აბურდული თმითა და ტირილისგან დასიებული თვალებით.
- შემომიშვებ?
- მოდი, შემოდი. - ძლივს ვახერხებ გაცლას.
ვცდილობ, ეს გაოცება გავაქრო, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებ, რომ გოგო, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმლის, კაბისა და მაკიაჟის გარეშე არ შეეძლო, ასე გამოვიდა სახლიდან.
ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა.
იმაზე მეტად განადგურებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ნელა ვაღებ ოთახის კარს და უკვე დივანზე მოკალათებულს ვუსწორებ მზერას.
- მყუდროება დაგირღვიე...
- სისულელეს ნუ ამბობ, ანუკი. - რამდენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები და ფრთხილად ვუჯდები გვერდით.
- ვაკოსთან ვიყავი...
- რაა? - თავისით მეყვირება.
ვიცოდი, რომ შეხვდებოდა, მაგრამ ასე მალე, ნამდვილად არ ველოდი.
- სახლში არ მივსულვარ, ვუთხარი, რომ კაფეში მოსულიყო.
- არ მეგონა, ასე მალე თუ... - ვეღარ ვამთავრებ.
- ტელეფონი ამიფეთქა, სახლში მოდიოდა, აღარ შემეძლო, ალე.
მასაც ვტანჯავდი. მითუმეტეს, ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა, უბრალოდ ძალა მჭირდებოდა ამისთვის. - თავს ხრის.
- რა უთხარი...
- დავშორდით. მე მას ისე ვერ შევიყვარებ, როგორც თვითონ ვუყვარვარ. ის კი, ისე ვერ შემიყვარებს როგორც მე მიყვარს. - ხმა უკანკალებს, ზუსტად ვიცი, ახლა ეტირება, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, ცრემლები შეიკავოს.
- არ მომეშვა, ალე...
რაღაც სიმძიმეს ისევ ვგრძნობ.
მეგონა, რომ თუ ამას ვეტყოდი... - ხელებს სახეზე იფარებს, ჩემსკენ იწევა და მეხუტება.
- ანუკი...
- იცი, როგორ მიყურებდა? რას ვგავარ, სარკეში რომ ვიყურები, ჩემი თავის მე თვითონ მეშინია, ის კი სიყვარულით მიყურებდა, ალე.
მე ხომ ვნადგურდები და წარმოიდგინე, ისიც ნადგურდება, მაგრამ მაინც... ბედნიერებას გისურვებო. გამიღიმა, მე რატომ ვერ გავუღიმე...
თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს.
- არა, გთხოვ, ანუკი.
ხომ იცი, რომ მასე არაფერს ეშველება, თავს ნუ იტანჯავ.
- იცი... - სწრაფად მშორდება და ცრემლებს იწმენდს. - მე ვოცნებობდი, რომ ვიღაცას მართლა ვყვარებოდი, ჩემთვის ვოცნებობდი, გულში.
მიუხედავად იმისა, რომ ამას არ მჯეროდა. ზღაპარივითაა...
შენც გეუბნებოდი, გახსოვს? კაცებს საკუთარი თავის მეტი არავინ უყვართ და მათ ნამდვილი სიყვარული არ შეუძლიათ მეთქი.
მინდოდა, რომ სასწაული მომხდარიყო.
- მოხდა კიდეც...
- მაგრამ მე მას ასე ვერ შევიყვარებ!
- ასე რატომ გგონია? გიცდია, რომ მისთვის სხვანაირად შეგეხედა? კარგი, მესმის, რომ ერთად გაიზარდეთ, ყველაფერი კარგი, მაგრამ ნამდვილი და-ძმა არ ხართ და არავინ არ კრძალავს კლასელების სიყვარულს.
მისმინე, ანუკი... შენ ახლა ის აღარც ძმასავით აღარ გიყვარს.
უბრალოდ გგონია, რომ ეს ისევ ასეა, იმიტომ რომ 27 წელია ასე იცი.
- მიყვარს...
- არარსებობს. მან გაკოცა, შენ რა, შეგიძლია, რომ ეს ასე, უბრალოდ დაივიწყო, ხუმრობაში გაატარო და ისევ დის გული დაუძახო?
- რომ არ შემიძლია, იმიტომაც დავშორდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ მიყვარს...
- მაგრამ ძმასავით ხომ ვეღარ უყურებ...
- არ ვიცი! - მოულოდნელად უწევს ტონს- არ ვიცი, როგორ შემიძლია რომ შევხედო, მაგრამ მიყვარს და ეს ნამდვილია. განვიცდი, რომ გული ვატკინე, მაგრამ მეც მტკივა.
ასე წამში, არ შემიძლია 360 გრადუსით შემოვტრიალდე და ჰოპ, სხვანაირად შემიყვარდეს.
- რატომ არ უთხარი, რომ დრო გჭირდებოდა?
- იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს რამეს შეცვლის. არ მინდა, რომ ტყუილად ჰქონდეს იმედი.
ყველაფერი კარგი მინდა მისთვის და შეიძლება ჩემს ლოდინში, ამას ხელი ჩაუქნიოს.
ღრმად ვსუნთქავ.
აღარ ვიცი...
მისი მესმის, არ შემიძლია რამე დავაძალო.
დრო მართლა სჭირდება. ადვილი არაა, ასეთ რაღაცას შეეჯახო და ეს, მაშინვე მიიღო.
- კარგი, დაივიწყე...
მომიყევი, შენ და ერეკლე რაშვებით?
უცნაურად მეკუმშება გული და თითქოს, დანაშაულის გრძნობა მაწვება.
როგორ ვუთხრა, ბედნიერი ვარ - თქო, მაშინ როცა ის ასეთ მდგომარეობაშია?
- რავიცი - მხრებს ვიჩეჩავ- დღეს ესპანეთში გაფრინდა.
- იმის მერე არ გილაპარაკიათ?
- კი, გუშინ იყო მოსული. - ღრმად ვსუნთქავ- დამხატა...
- რა ქნა? - კარგად შესამჩნევი გაკვირვება ესახება სახეზე.
- დამხატა. - თვალით ვანიშნებ საწოლზე არსებული ნახატისკენ.
მაშინვე ფეხზე დგება და იქით მირბის.
- ღმერთო დიდებულო... - მისი დანახვისას ორმაგად უფართოვდება თვალები. - ეს ბიჭი კრიშტიანუ რონალდუა თუ ლეონარდო და ვინჩი?
- ორივე. - ოდნავ მეღიმება.
- ეს რა არის? - წერილსაც ხედავს და ახლა, მას იღებს ხელში. - შეიძლება წავიკითხო?
ოდნავ ვუქნევ თავს.
- ,,შენთვის დავიწყე ნაკრებში თამაში.
დაგპირდი, რომ თუ მოხვიდოდი დაგინახავდი, მაპატიე, რომ ვერ შევასრულე.
ჩემიდან შენამდე, თურმე უკვე რამდენი ხანია, აღარ ყოფილა შორი... "
ხმამაღლა კითხულობს და კიდევ ერთხელ მივლის ჟრუანტელი მთელს სხეულში.
- რაო? - წერილიდან, ჩემზე გადმოაქვს დაბნეული მზერა. - ვერაფერი ვერ გავიგე. თქვენ რა, წინა ცხოვრებაში ერთმანეთს იცნობდით?
ოდნავ მეღიმება.
- არა, რას ფანტაზიორობს, მართლა ვერ ვხვდები.
- არ ვიცი, როგორ უნდა აგიხსნა, მაგრამ...
- მაგრამ შენ ხვდები, რაც მთავარია.
- სიტყვებით, ცოტა რთულია ამის ახსნა...მაგრამ...
- კარგი, ნუ წვალობ. - ხელითაც მანიშნებს. - ეს თქვენი სიყვარულია.
წერილს, ისევ ნახატის გვერდით დებს და რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება.
- აი ნახავ, ყველაფერი გამოგივათ.
ყველა სიყვარული ლამაზი იმიტომ არის, რომ ყველაში სხვადასხვა ფერია და ყველა განსხვავებულია.
ღრმად ვსუნთქავ.
გავიღიმებდი, ამას თვითონაც ღიმილით რომ ამბობდეს, მაგრამ
...
საკუთარი ტანჯვა არ მიჭერს შიგნიდან ისე, როგორც მისი.
- კაი, მე წავედი მაშინ. - ჩანთას იღებს და ნაძალადევად მიღიმის.
- ანუკი...
- მარტო ყოფნა მინდა, ალე.
აღარ იწვალო, ვიცი კარი სადაცაა.
ოდნავ ვუქნევ თავს და კარისკენ მიმავალს, თვალს ვაყოლებ.
ღმერთო, როგორ დავეხმარო...
***
ნახევარსაათიანი უშედეგო ფიქრის შემდეგ, წიგნებთან მივდივარ, თუმცა გონება კვლავ იმდენად სწრაფად აგრძელებს ფიქრს ყველაფერზე, ვერანაირად ვაჩერებ და შესაბამისად, ვერც ვკონცერტრიდები.
მიუხედავად იმისა, რომ ვეძალები არაფერი გამომდის და თავი მტკივდება.
ღმერთო.
თვალებს ვხუჭავ, თუმცა მაინც
ანუკის და ვაკოს ვხედავ...
რომ წარმოვიდგენ, რას გრძნობენ ახლა - მეტირება.
თითქოს, ორივეს გრძნობებს ვგრძნობ და ორივესას განვიცდი.
ვცდილობ, ნათელი წერტილი დავინახო, სულ პატარა იმედი მაინც, რომ ერთად იქნებიან და ცალ-ცალკე არ დაიტანჯებიან, თუმცა არ ვიცი.
ძალიან ბნელა...
ანუკი იმდენად არეულია, თვითონაც ვერ ხვდება, რა სჭირს და რას გრძნობს.
თუმცა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.
იმედი ხომ სულ ბოლოს კვდება.
მე მჯერა სასწაულების და იმის, რომ ყველაფრის ახდენა შესაძლებელია.
ამაში, ერეკლეს წყალობით დავრწმუნდი...
უნებურად მიდგება თვალწინ გუშინდელი საღამო და თითქოს, მისი ხმაც კი ჩამესმის.
ღმერთო, უნდა მიმეწერა. სულ ამომივარდა თავიდან.
სწრაფად ვიღებ ტელეფონს და კონტაქტებში, მის ნომერს ვპოულობ.
'ძალიან ლამაზი ნახატია, მადლობა'
ალბათ ახლა ვარჯიშზეა, მაგრამ არაუშავს, როცა ნახავს, ნახავს.
ტელეფონს გვერდით ვდებ და ისევ წიგნებს ვუბრუნდები.
თითქოს, უკვე ვახდენ კიდეც კონცენტრაციას, თუმცა ზუსტად ამ დროს მომდის შეტყობინება და...
არარსებობს.
წამსვე ვიღებ ხელში და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვხსნი.
'გოგოა ლამაზი'
რაო? ვაიმე.
წამსვე მიჩქარდება გული.
ისე მახურებს, თითქოს ჩემს გვერდითაა, პირისპირ დგას და ამას, ისე მეუბნება.
'შემო ინსტაზე' - სანამ მე ეიფორიაში ვარ, მეორე შეტყობინებასაც აყოლებს.
მართლა ვერ ვხვდები, ახლა ამისთვის როგორ სცალია, მაგრამ მაინც შევდივარ.
უფროსწორად, მექანიკურად შევდივარ. თითქოს, თითები ჩემი არაა და ჩემგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.
ან, იცის, რომ მაინც ვერ შევწინააღმდეგები.
ან, ეს ჩემი მეორე მეა.
ღმერთო, ვინ იცის, კიდევ რამდენი ვარიანტის შემითავაზებას გეგმავს გონება, თუმცა უკვე ინსტაგრამზე ვარ და წამსვე შემოდის ვიდეო ზარიც.
ეკრანზე, 'Taba21' ეწერება და ამ წამს, უბრალოდ შეუძლებელია სხვა რამეზე ვიფიქრო.
ხელები მიკანკალებს.
ეს უკვე მეორედ მემართება ასე.
ძლივს ვახერხებ პასუხს და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ სარკეშიც არ ჩავიხედე - თუმცა უკვე ძალიან გვიანია...
- no,estoy bien - როგორც ყოველთვის, ესპანურად ელაპარაკება გვერდით მყოფს და
როგორც ყოველთვის, არაფერი
არ მესმის.
- აუ, რაა. - ხელს იქნევს და მხოლოდ ახლა უბრუნდება კამერას.- ე, როდის მიპასუხე, ამათ ხელში, სულ გამოვშტერდი მოკლედ.
ოდნავ მეღიმება.
- ვარჯიშზე არ ხარ?
- ო, არ მკითხო, ამოვყირავდი.
- რაა? - წამსვე მივლის შიში მთელს სხეულში და ერთიანად მაციებს.
- კარგად ვარ, ნუ გეშინია. სულ გაფითრდი... - ოდნავ ეღიმება და თმაზე ისვამს ხელს.
- მეუბნები ამოვყირავდიო და...
- ხო, ცოტა ცუდად დავეცი, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა. დილიდამ საშინლად წვიმს და სველია გაზონი.
- და რა გავარჯიშებთ მერე, რამე უფრო სერიოზული რომ მომხდარიყო?
- თამაშია ხვალ. - ღრმად სუნთქავს - ისე შენ მემგონი, ჩვენი ნაკრების გარდა არავის უყურებ.
- ვუყურებ.
- აბა წინაზე დამპირდი და არ მიყურე. გგონია ვერ გავიგე? ძალიან კი ჩაუბრატდი ჩემს ძმას, მაგრამ პირველ რიგში, ჩემი ძმაა, ძვირფასო ალე. - ისევ სიცილით აგრძელებს.
- იყოს მერე, ძმას არ გართმევ და წინაზე კიდევ, მქონდა მიზეზი.
- ხო, ფეხი გტკიოდა...
- დიახაც, მტკიოდა, ერეკლე.
- ისე, ტკივილის შეგრძნება უფრო მძაფრად გქონდა თუ ეჭვიანობის? - სრული სერიოზულობით მეკითხება.
ღმერთო, ეს ვიღამ უთხრა.
დავიჯერო, თვითონ მიხვდა? თუმცა რა იყო მიუხვედრელი.
- შენ როგორც გგონია ისეა სწორი. - არანაკლებ სერიოზულად ვპასუხობ.
- ჩემი გოგო... - ხმადაბლა, უფრო თავისთვის ამბობს, თუმცა მაინც მესმის.
მერე კი საერთოდ სიცილს იწყებს.
- გავიგონე.- ნიშის მოგებასავით გამომდის.
- იმიტომაც ვთქვი, რომ გაგეგონა. - რა თქმა უნდა, წამსვე პოულობს შესაფერის პასუხს.
- მე ასე არ ვფიქრობ.
- არ გეთამაშები...
- მაგას ვხედავ, რომ მეთამაშებოდე, აქამდე ათასჯერ გაგითიშავდი.
წამსვე სერიოზულდება.
აღარ მპასუხობს, თუმცა არც ირგვლივ ჰყავს ვინმე და არც ინტერნეტი ჭედავს.
უბრალოდ არ მპასუხობს და არც კამერაში მიყურებს.
- სიმართლე რომ გითხრა, საკუთარი თავი ასეთი, არ მომწონს ალე.
- ცუდი ბიჭობა გინდა?
- ცუდი როდის ვიყავი, უბრალოდ...
- უბრალოდ ძალიან დიდი ხანია, რეალური 'შენ' არ გინახავს და გაუცხოვდით.
- არ ვიცი... - ისევ თმაზე ისვამს ხელს და თავს ხრის. - ასეთი მე, რაღაცეების მხრივ სუსტია.
- მაგრამ 'იმას', სჯობს რომ ეგ 'შენ' გააძლიერო.
- მაგისთვის, მარტო იმის ცოდნა არ კმარა, რომ უკვე ჩემს რეალობაში ხარ... ეს ხომ იცი.
- წერილებს მე მწერდი? - მაინც მისწრებს ენა. ვიცი, ამის არც დრო, არც ადგილი, საერთოდ შესაფერისი მომენტიც არ იყო, მაგრამ ვერ ვითმენ და რა გავაკეთო.
- ნუ ხარ სულსწრაფი.
- არ გიფიქრია, რომ მათ ადრესატთან მისვლა უნდათ?
- მე უფრო ძალიან მინდა ადრესატთან მისვლა.
ოდნავ მეღიმება.
- მოდი...
- მოვალ, მთავარია იქამდე ადრესატმა არ დამივიწყოს. - მასაც ეღიმება.
- ეგ ადრესატის შესაძლებლობებს აღემატება.
წამიერი სიჩუმე.
თითქოს ფიქრობს, სინამდვილეში კი მგონი, უბრალოდ ცდილობს ეს შთაბეჭდილება დატოვოს.
- მაპატიე?
ვხვდები, რომ წერილს გულისხმობს.
- გაპატიე...
- შენს არსებობაში, ეჭვი არასოდეს შემპარვია.
- შეცდომის დაშვების არ გეშინოდა?
- აღარ. ხომ იცი, შეცდომები იმისთვისაა, რომ მასზე ისწავლო.
ღრმად ვსუნთქავ.
ანუ, ერთხელ უკვე შეცდა.
წარმომიდგენია, სიმართლესთან შეჯახების შემდეგ რისი გამოვლა მოუწევდა.
ერთია, როცა გრძნობები გიჩნდება, მაგრამ მეორეა, როდესაც მას ისედაც იცნობ, უბრალოდ არარეალურიდან გადმოდის.
მათ შორის არსებული განსხვავება, ძალიან მცირეა და ზოგჯერ, მის შემჩნევაში ჩვენივე სისუსტეები გვიშლის ხელს.
- მესმის...
- ვიცი. რომც არ მითხრა, შენს თვალებში ისედაც ვხედავ.
თავს ვხრი.
ისევ მაცივებს.
ვგრძნობ, რომ მეშინია.
პირველად მეშინია ასე ძლიერ.
ცხოვრებაში, არასოდეს მქონია ბედნიერი წუთების შეგრძნების შესაძლებლობა დიდხანს.
რა მოხდება, თუ ჩვენი ზღაპარიც დამთავრდება? თუ დავკარგავ?
იქნებ, მეც გავუცრუო იმედი.
იქნებ, დროთა განმავლობაში აღმოაჩინოს, რომ არც მე ვარ 'ის' ვისაც ეძებდა?
თუ ხელს გამიშვებს და დავეცემი, შეიძლება ვერც ვეღარასდროს ავდგე.
- ალე...
- ჰო, რა მითხარი? - რამდენჯერმე ვახამხამებ თვალებს და ვცდილობ გავუღიმო.
- რა გატირებს? - მაინც ამჩნევს.
თავს ვეღარ ვიკავებ და ახლა, სახეზე ვიფარებ ხელებს.
- ალე?
- იქნებ, მე არ ვარ, ერეკლე. ამაზე არ გიფიქრია? შენ არც კი გიყვარვარ...
- 11 წლიდან მიყვარხარ.
- არა. შენ 'ის' გიყვარს! - უნებურად ვუწევ ტონს.
- შენ ხარ...
- და იქნებ არ ვარ? თვითონ თქვი, რომ ერთხელ უკვე შეცდი. იქნებ, ჩქარობ...
არ მინდა, რომ გული გეტკინოს. იმედგაცრუება, ყველაზე საშინელი გრძნობაა.
- მომისმინე...
- არა, მე...
- ალე! - სწრაფად მეჭრება- ერთი წუთით, მოეშვი ამ უაზრო პანიკას.
მე შენ ეს ყველაფერი მოგიყევი, ისეთი რაღაც, რასაც ასე, უბრალოდ ვერავის მოუყვები, იმიტომ რომ შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ. გუშინ, ჩემი რეალური 'მე' განახე იმ კედელთან.
გითხარი, რომ თიკამ გამიგო, მაგრამ მე მას დეტალები მოვუყევი. ისიც კი არ გამომიტოვებია, წყალს როდის ვსვამდი, მაგრამ შენთვის, ასეთი რაღაცეები არ მითქვამს.
ზოგადად შევეხე ყველაფერს, შენ კი დეტალებს თვითონ მიხვდი. წერილებსაც კი...
უბრალოდ სიტყვა 'წერილები' ვახსენე და მიხვდი. იცი ეს რას ნიშნავს?
თიკამ იმიტომ გამიგო, რომ ის ფსიქოლოგია და ადამიანში, ასეთი რაღაც გამოვლენები არ უკვირს, მაგრამ მისთვის მოყოლა დამჭირდა, შენთვის კი არა.
იცი, რა დამემართა რომ გაკოცე...
ამის სიტყვებით თქმა, უბრალოდ შეუძლებელია.
მე შენ გონებიდან იმიტომ გაგიშვი, რომ ვიცოდი გიპოვიდი.
რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, ჩვენც გვაქვს რეალურად არსებობის უფლება.
ასე ნუ მიყურებ, თორემ გეფიცები ყველაფერს დავიკიდე.ბ და პირველივე რეისით ჩამოვალ.
- სისულელე არ ქნა, არა.
საწოლიდან იწევა და უკვე, ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ გამკეთებელია.
- არც შენ ქნა სისულელე და მეორედ აღარ გაიფიქრო ეგ.
შენი წყალობით, ისევ დავხატე.
იმ ფანქარს შევეხე, რომელიც ბოლოს სკოლაში სწავლისას მეკავა...
გახსოვს, ვაკოს დაბადების დღეზე, ჩემი ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები რომ გამახსენე?
ხო, ფეხბურთი ჩემი გატაცება არასოდეს არ ყოფილა და არასოდეს ვოცნებობდი იმაზე, რომ ეროვნული ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.
მაგრამ ყოველთვის ასე ხდება. ადამიანებს, სხვისი ოცნებები აქვთ და ამას ვერ აფასებენ. ყველა იმას იღებს, რაც არ უნდა, მაგრამ სხვას უნდა. - ღრმად სუნთქავს. - აი ასეთ დაუნდობელ და დამპალ სამყაროში ვცხოვრობთ.
დავიღალე, ალე...
ჩვენი ბედნიერების დრო აღარ მოვიდა?
- ეს არასოდეს გემჩნეოდა...
ინტერვიუებში, ისეთი ბუნებრივი იყავი...
- ახლა უკვე ხო. თითქმის 3 წელი ხდება, რაც ნაკრებში ვარ და აქაურობას შევეჩვიე, ჩემი ცხოვრების ნაწილია და აღარაფერი წარმომიდგენია ბიჭების გარეშე, მაგრამ... ხატვაზე მეტად მაინც ვერ მიყვარს და რა ვქნა.
რამდენი გოლი გამიტანია, მაგრამ ის, ის რაღაც, ის ბედნიერება არასოდეს არ მქონია, რაც გუშინ მქონდა ხატვისას.
ეს ყველაფერი კი შენი წყალობით...
ახლა, უკვე ბედნიერების ცრემლები მაწვევა.
- არ იტირო. შენს ლამაზ თვალებს ცრემლები არ უხდება...
- ერეკლე...
- მიდი, გაიღიმე. ახლა უნდა წავიდე და სველ გაზონზე ვისრიალო.
ისე საყვარლად ამბობს, მართლა ვერაფრით ვიკავებ ღიმილს.
- ისე, რა უცნაურია, არა? ფეხბურთმა შეგვახვედრა და ფეხბურთივე გვაშორებს ერთმანეთს კილომეტრებით.
- შენ ხომ ის მაინც გიყვარს...
- რას იზამ, ახლა. შემაყვარა თავი და ჰა.
ამაზე, ორივეს გვეღიმება.
- ასე. წავედი ახლა... ესპანურად შევუბერავ. აუ, რა მოლაქლაქე კაპიტანი გვყავს, გეფიცები, თამაშის პროცესშიც კი არ აჩერებს ენას.
- ვაკოს ნატრობ?
- თან როგორ. იმედია, მაკედონიასთან დაგვეხმარება.
- იმედი ბოლოს კვდება...
- ასეა, ასე. კაი, წავედი ალე, თორემ სერიოზულად გამიტკბა წოლა.
- კარგი - ოდნავ ვუღიმი.
- თუ ცოცხალი გადავრჩი, დაგირეკავ.
- წარმატებები.
- Te Quiero.
- რა?
ვერ ვიტან ამ ესპანურს.
რა თქმა უნდა, ისე მითიშავს არ მპასუხობს და მეც, მაშინვე თრანსლაითში შევდივარ.
სწრაფად გადამყავს ესპანურზე და Te Quiero -ს ვწერ.
ქართული თარგმანიც არ აყოვნებს და... მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვაფახულებ თვალებს, არაფერი იცვლება.
ეკრანზე, 'მიყვარხარ' წერია.
***
ერეკლესთან საუბარის შემდეგ, თითქოს ახალი ენერგიით ვივსები.
ყველაფრის გაკეთების სურვილი მაქვს და ასეც ვიქცევი.
სანამ გინდა, უნდა მოასწრო.
მგონი, 18 ფურცელს ვკითხულობ ერთად და იმის მიუხედავად, რომ თვალები მეღლება, თავს მაინც არ ვანებებ.
მართალია შიგადაშიგ მისი te quiero მახსენდება და სამყაროდან მიტაცებს, თუმცა მადლობა ღმერთს მალევე ვბრუნდები - ხოლმე.
ძალიან მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს, თუმცა თითქოს ჩვენ შორის არსებულ კილომეტრებს ვერ ვგრძნობ.
ასე ახლოს, მაშინაც არ ყოფილა, როცა ერთ ქალაქში ვიყავით.
მართლა ზღაპარივითაა...
და ეს ზღაპარი, ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოსცადოს.
იმაზე სასიამოვნო არაფერი არ არის, ცხოვრება და არსებობა რომ გიხარია.
როცა შენს გარშემო ყველა ბედნიერია...
უნებურად, ვაკო მახსენდება.
წარმომიდგენია, ანუკისთან საუბრის შემდეგ როგორ არის.
მაშინვე აღარ დავურეკე, ცოტა ხანს არ შევაწუხო - თქო და მგონი, მანდ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა.
ახლა აღარ მპასუხობს.
მას გვერდით დგომა სჭირდება, ისევე როგორც ანუკის, მე კი დავმდგარვარ და ერეკლეს ველაპარაკები ტელეფონზე საათი, ვუთიშავ და გონებაში მაინც ჩვენი დიალოგი მიტრიალებს ათასჯერ.
არა, ვერ ვისვენებ.
ჩემი ბედნიერება მაწუხებს მაშინ, როცა ისინი არ არიან ბედნიერები.
მეცადინეობა რაღამ დამაწყებინა, უკვე ნერვები მეშლება.
კიდევ ერთხელ ვცდილობ დარეკვას და თან, საათსაც ვამოწმებ.
მართლა რა დრო გასულა.
ცოტაც და დაბნელდება.
- ალე. - ისე მოულოდნელად მეპარება უკნიდან დედა, შიშისგან ინსტიქტურად მივარდება ტელეფონი ხელიდან.
არა, ერთ დღეს გამაჭაღარავებენ.
- გული გამისკდა, როდის შემოხვედი. - ოდნავ ვიხრები და იატაკზე ტელეფონს ვწვდები.
არაფერი სჭირს, თუმცა მეტი რაღა უნდა სჭირდეს, სადაც კი შეიძლება, ყველგან აქვს ბზარი უკვე.
- მეცადინეობ? - ვითომ სხვათაშორის მეკითხება და ჩემს წინ ჯდება საწოლზე.
რაღაც, ძალიან არ მომწონს მისი ეს ტონი. როგორც წესი, ასე საუბარს მაშინ იწყებს, როცა რაღაცაზეა გაბრაზებული.
უფროსწორად, პატარა რომ ვიყავი მაშინ იცოდა ხოლმე. პირდაპირ, არასოდეს აფეთქებულა, შესავალს ყოველთვის ამ ტონით უკეთებდა, თუმცა ამ მოვლენას კარგა ხანია, უკვე ადგილი აღარ ჰქონია და იმედია, არც ექნება.
- კი. - თავსაც ვუქნევ.
- კი... - თავისთვის იმეორებს. - იცი ახლა საიდან მოვდივარ?
- ნუციკოდან. - მხრებს ვიჩეჩავ.
- დღეს მამამისი ადრე დაბრუნდა, ასე რომ დრო გამომიჩნდა და ლალისთან შევიარე ცოტა ხნით.
ო, არა, არა.
ღმერთმა მომიტევოს, ადამიანების მოძულე არ ვარ, მაგრამ ამ ქალს, მართლა ვერ ვიტან და რა გავაკეთო.
მას შემდეგ, რაც ჩემთვის მისი შვილის ქმრად შეტენვის სპეცოპერაცია ჩაეშალა, ვძულვარ.
ყოველთვის ამრეზით მიყურებს, დედა კი ვერაფრით ხვდება, რომ ეაფერისტება.
- არ გესიამოვნა, ლალი რომ ვახსენე, არა? რა თქმა უნდა, ქალბატონის ტყუილები გამოაშკარავდა და ახლა, თვალებში ვეღარ მიყურებ, ხო?
- რას ამბობ დედა, რა ტყუილები...
- სად დაეთრეოდი გუშინ?! - ხმას უწევს.
- რა?
- თავს ნუ ისულელებ! ლალიმ დაგინახა, ვიღაც ტიპთან ერთად რომ იყავი კორპუსის წინ. მერე კი მანქანაში ჩაუჯექი და გაყევი, არა?!
ანუკისთან იყო გოგო! - ფეხზე დგება.
- დედა...
- რა დედა! - სიტყვის თქმას არ მაცდის- რა გინდოდა შუაღამეს ვიღაც ბიჭის მანქანაში?! ნორმალური საქციელი გგონია?! მთელი კორპუსი შენზე ლაპარაკობს, ბრავო, აი ასე უნდა შერცხვენა!
- მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ შემერცხვინე.
- ხო, არა?! აბა რატომ ეკიდებოდი კისერზე?!
- რაა? - არა, ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება. - კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ, ეს ტყუილია.
- ტყუილია?! ისიც ტყუილია, უკან რომ მოგაბრძანა და საათი ეხუტებოდი?
- არავის ჩავხუტებივარ!
მართლა არ ჩავხუტებივარ. მანქანიდან ისე გადმოვედი, ზედმეტი არაფერი მითქვამს, მითუმეტეს საუბარი არ გამიბია და არ ჩავხუტებივარ. საიდან იგონებენ ასეთ რაღაცეებს.
ცრემლები მაწვება.
ისევ იგივე...
ისევე მათი სჯერა, ისევ მათი გამოგონილის გამო მსჯის...
- მომისმინე, შვილო. - ოდნავ უწევს ტონს, თუმცა სიმკაცრე კვლავ ადგილზეა. - მე შენ შეყვარებულის ყოლას არ გიშლი და არც იმას გეუბნები, არავის ჩაეხუტო - მეთქი.
აუცილებელია, რომ ეს კორპუსის წინ, ყველას დასანახად ღამე აკეთო?
- ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ საჭორაო გამხდარიყო. თავად უნდოდათ, რომ ეჭორავათ და შეალამაზეს.
- კარგი, ვთქვათ შეალამაზეს. ისიც ტყუილია, რომ მომატყუე და ანუკისთან ერთად კი არა, იმ ბიჭთან ერთად დასეირნობდი მანქანით. მითხარი, ტყუილია?
თავს ვხრი.
- მე გაუგებელი ქალი ვარ? თავი აწიე, ალე.
- დედა...
- მამაშენი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასეთ რაღაცეებს ვერ გაბედავდი.
- მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! - თავს ვეღარ ვიკავებ და თავისით მეყვირება. - ხო, ანუკისთან ერთად არ ვყოფილვარ, მასთან ერთად ვიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გავისეირნეთ და ვილაპარაკეთ, მეტი არაფერი არ ყოფილა. ჩემი რატომ არ გჯერა?!
- მაშინ რატომ არ მითხარი?! სხვისგან უნდა ვგებულობდე, რომ ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს?! გეკითხები და მიპასუხე, რატომ არ მითხარი. რა იფიქრე, დედა ვერ გამიგებსო?!
- იმიტომ, რომ დრო მჭირდება იმაში, რომ გავერკვე რა და როგორ არის. ჯერ, მეც არეული ვარ. ყველაფერს მოგიყვებოდი, მაგრამ ჯერ მე უნდა ვიცოდე ზუსტად...
როდის არ მითქვამს?
ღრმად ოხრავს.
წინ და უკან სიარულს თავს ანებებს და ისევ საწოლზე ჯდება.
- ვინ არის? ლალის ბიჭი დაიწუნე, საინტერესეოა ერთი, ვინ არის მასზე უკეთესი.
თავს ხელებში ვრგავ.
- მიპასუხე, ვინ არის, ვიცნობ?
- ვაკოსთან ერთად თამაშობს ნაკრებში.
- ნაკრებში? - ოდნავ უკვირს. - რომელია?
- ერეკლე...
- ერეკლე? ერეკლე ტაბატაძე?!
იმხელას ყვირის, ვკრთები და სახიდან ხელებს ვიშორებ. - ქეთი წიკალაურის ბიჭი?
დედა ქალბატონი ქეთის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ყველაფერი იცის მასზე, შესაბამისად ოჯახზეც.
ოდნავ ვუქნევ თავს.
- ღმერთო ჩემო... - რამდენიმე წამი, გაკვირვებას ვერ იშორებს სახიდან, მერე კი საფეთქელზე ისვამს თითებს - სად გაიცანი?
- მატჩზე...
- ოჰ, რა თქმა უნდა. - უფრო თავისთვის ამბობს.
ღრმად სუნთქავს და ამ წამიერი პაუზით, თითქოს სათქმელს ალაგებს.
- მომისმინე. ვინც არ უნდა იყოს, არ ვიცი მე. მამაშენზე რომ ვიყავი დანიშნული, მაშინაც კი არ ვსეირნობდით ღამით. ახლა სხვა დროაო, არ მითხრა. არასოდეს მოქცეულხარ ასე და ნურც ახლა აიღებ თავზე ხელს.
- ცუდი არაფერი გამიკეთებია...
- გავიგე, კარგი, მჯერა, ჩემი შვილი ხარ, მაგრამ სხვებს სჯერათ? - ნელა დგება ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება - მისმინე, დედა. ხომ იცი, რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ნუ გახდი საჭორაოს, თუ იმდენად სერიოზულად გაქვთ საქმე, რომ ღამეც დასეირნობთ, მოვიდეს, გამაცანი.
- დედა, დრო მჭირდება, გთხოვ...
- გავიგე, ალე. მაგრამ მაშინ, სანამ არ ჩამოყალიბდებით, ღამით წინ და უკან სიარულს თავი დაანებეთ.
ოდნავ ვუქნევ თავს.
აღარაფერს მეუბნება, პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს.
- დედა...
- მერე, ალე.
***
დედასთან საუბარმა დამანგრია.
ხომ ვამბობ, ჩემი ბედნიერი წუთები, დიდხანს არასოდეს გრძელდება - მეთქი.
ჰო, შეიძლება დავაშავე რომ არ ვუთხარი, მაგრამ ჯერ მე უნდა ვიყო დარწმუნებული ყველაფერში, მე უნდა ვიცოდე, რომ მასაც ვუთხრა.
რაც არ ვიცი, ის როგორ ვთქვა?
ერეკლესთან მიმართებაში ეჭვი არ მეპარება, ამიტომ არა.
უბრალოდ მინდა, ბოლომდე ვიცნობდე.
ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ საწყისი ფაზაა, რომელიც მისი ქარაგმებით გაიხსნა. იქნებ, რაღაცაში მეც ვცდები? იქნებ, რაღაც სწორად ვერ გავიგე?
თუ სწორად გავიგე კი, ეს ყველაფერი მაინც არ არის.
თქმაც არ შემიძლია.
ანუკისაც კი ვერ ავუხსენი ის წერილი, რასაც მივხვდი.
ეს გრძნობებია, რომელიც ერთმანეთს ემბის და სანამ ბოლომდე არ გადაებმევა, სიტყვასაც ვერ იტყვის.
არ გამოვა.
ამის ახსნა, ადვილია? საკუთარ თავსაც კი ვერ ვუხსნი ბოლომდე, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ვიცი.
ღმერთო...
ბოლოს როდის ვიჩხუბე დედასთან.
რომ მახსენდება, როგორ მიყვიროდა, თავიდან მინდება ტირილი.
ვცდილობ, სხვა რამეზე ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის.
საითაც გავიხედავ, ყველგან ბნელა, ძალიან ბნელა.
ტელეფონს ვიღებ და ისევ ვაკოსთან ვრეკავ, თუმცა კვლავ არაფერი.
ამჯერად, მის ტაქტიკას მივმართავ და შეტყობინებებზე გადავდივარ.
ალბათ სულ მცირე ათს მაინც ვუგზავნი ერთად, თუმცა საპასუხოდ, ჯერ არაფერი და მერე, სულ რაღაც ორი სიტყვა მომდის.
'კარგად ვარ'
ტყუილი, რომელიც ერთხელ მაინც, ყველას ამოუფარებია ამ სიტყვების ქვეშ.
თავს ვანებებ. აზრი არ აქვს. ზედმეტი ჩარევით, შეიძლება უარესიც ვქნა.
ეს მათი პირადია, თვითონ უნდა გაერკვიონ.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდა ერთად იყვნონ, ანუკის ვერ მოვთხოვ, რომ სხვანაირად შეიყვაროს.
ეს ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული.
სიყვარული თვითონ გვირჩევს...
***
2 კვირის შემდეგ.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, არ ვიცი, ამის არასდროს მჯეროდა, თუმცა ცვლილებების საწყისი კი ნამდვილად შეუძლია იყოს.
დედასთან ჩხუბის შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა, თუ ისევ შემომხედავდა ნდობით სავსე მზერით, თუ ისევ გამიღიმებდა ძველებურად, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ეს ისევ მოხდა.
ამბობენ, დედებს შვილებზე დიდხანს გაბრაზება არ შეუძლიათო.
ვიცი, რომ მართალია, თუმცა დედას გაბრაზება, არასოდეს ყოფილა ამაზე ხანგრძლივი.
უკვე სერიოზულად მეშინოდა და ეს, შემეტყო კიდეც.
ერეკლესაც ვეღარ ვესაუბრებოდი თავისუფლად, ამიტომაც შეტყობინებებზე გადავედი, თუმცა მაინც შეამჩნია.
რაღაც სხვანაირად მწერო...
მადლობა ღმერთს, ეს სხვანაირი 'მე' დასრულდა და ისევ შევძელი თავისუფლად ამოსუნთქვა, თუმცა... რა თქმა უნდა, ესეც არაა მთლიანად თავისუფალი.
ანუკიმ მუშაობა დაიწყო, ვაკო კი ნაკრებს დაუბრუნდა.
ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მაინც არის ბედნიერი.
მათთან ყოველი საუბრისას ან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ისინი ჩემი ანუკი და ვაკო აღარ არიან.
გული მეწვის, ასეთებს რომ ვუყურებ, თითქოს, ცხოვრებას აძალებენ.
დახმარება არ შემიძლია.
არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმის გარდა, რომ მოვუსმინო, თუმცა ესეც არ უნდათ, რადგან როგორც ორივე ამბობს, 'ერთმანეთი დაივიწყეს'.
ხო, რა თქმა უნდა.
დიდი მონდომებით ცდილობენ, რომ ეს დამაჯერონ, მაგრამ რა თქმა უნდა სულ ტყუილად.
ადამიანს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობ და ერთი დღეც არ გახსოვს მის გარეშე, ასე უბრალოდ, ცხოვრებიდან ვერ ამოიგლეჯ.
ანუკისაც ვეუბნები ამას, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს მონატრების ცეცხლი მასთან მისვლით ჩააქროს, შაბათს საღამოს, მე მადგება თავზე პოპკორნით, ფილმს ვუყუროთო.
- არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ... ახლა ფილმს ვერ ვუყურებთ. -ფრთხილად ვჯდები მის გვერდით და პულტს, ხელიდან ვაცლი.
- რატომ?
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პასუხი ისედაც იცის.
- იმიტომ, რომ 10 წუთში, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი იწყება.
- მართლა?
აი ხომ ვამბობდი, ბუნებრივად საერთოდ არ გაუკვირდა.
- არაუშავს, მაშინ მაგას ვუყუროთ.
- ანუკი, რომელსაც მე ვიცნობ, მატჩებს არ უყურებს.
- ანუკი, რომელსაც შენ იცნობდი, მოკვდა!
- თვალებს ნუ მიქაჩავ.
- არ გიქაჩავ.
- მიქაჩავ, ანუკი.
- კარგი, ჰო. - დანებების ნიშნად ხელებს სწევს - მექანიკურად მომივიდა.
- ვერ ვგებულობ, როდიდან შეგიყვარდა ფეხბურთი ასე.
- არ შემიყვარდა, უბრალოდ სახლში მარტო ყოფნა არ მინდოდა.
- თუ მარტო ყურება არ შეგიძლია?
- რაგინდა, ალე? ასე თუ გაღიზიანებ, წავალ საერთოდ. - ფეხზე დგება.
- სისულელეს ნუ ამბობ, სად წახვალ, დაჯექი. არც მე არ მინდა მარტო ყურება, წესით ახლა დინამოზე უნდა ვიყო, თუმცა ამ ფეხის გამო, აქ ვარ.
ღრმად ოხრავს და ძალაგამოცლილი ეშვება დივანზე.
სიჩუმე.
დიდი ინტერესით ვუყურებთ რეკლამებს, თუმცა არცერთი არ ვფიქრობთ მასზე.
- ისე... - ხმადაბლა ვიწყებ - ახლა, ჰო. მაგრამ... მაშინ რომ უყურებდი ჩვენთან ერთად.
ვაკოს სახელს, სპეციალურად არ ვამბობ.
ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ.
- ვინმეს გულშემატკივრობდი? ანუ, ფეხბურთელს...
- რა სისულელეა, ალე. ვაფშე არავის არ ვიცნობ, შენი ერეკლეს და... - წამიერ პაუზას აკეთებს - მოკლედ, მათ გარდა არავის ვიცნობ.
უბრალოდ თქვენი გამხიარულება მინდოდა, შენ სტიპენდიას მისტიროდი. ის... კი...
- კარგი, გავიგე.
ცრემლები აწვება და სწრაფად ვაჩერებ.
- ერეკლე ნახე? - სწრაფად ცვლის თემას და ხელით ინიავებს.
- არა, დღეს ჩამოვიდა დილით და მთელი დღეა ვარჯიშობენ.
- ეგ ვერაა, რანაირად უყვარხარ, თუ სანახავად არ მოვიდა?
- ვერ მოვიდა, ანუკი. შალვას არ იცნობ? ისედაც გიჟს გავდა უფრო ადრე რომ ვერ მოახერხა ჩამოსვლა.
- მოკლედ... რამდენად უნდა გაიხლიჩონ ეს ფეხბურთელები. - ხელს იქნევს და ისევ ეკრანს აშტერდება.
- დაიწყო. - სწრაფად ვავლებ პულტს ხელს და ხმას ვუწევ.
ანუკი კი, ბალიშს იხუტებს და ისე ემზადება საყურებლად.
- მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. საქართველოს პირველი არხი, ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, რიგით მეოთხე მატჩი.
თბილისის დინამო არენა, თქვენს ეკრანებზე. საქართველოს ნაკრები მასპინძლობს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს.
- წინა სამი მატჩის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამარჯვება, სტუმრად პოლონეთის ნაკრებთან.
დანარჩენი ორი შეხვედრა, სამწუხაროდ დავთმეთ. გათამაშების ცხრილი, თქვენს ეკრანებზე.
რომც არ შევხედო, ისედაც ვიცი, ამიტომ ანუკიზე გადამაქვს მზერა, თუმცა უკვე იმდენადაა ჩართული, ამას ვერც ამჩნევს.
- ნუ, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან დიდი იმედებით ვართ - ისევ აგრძელებს კომენტატორი - დამეთანხმებით, ძლიერი მეტოქე გვყავს, მსგავსად პოლონეთისა, თუმცა არც ჩვენ ვართ ცუდ ფორმაში.
გვყავს გუნდის ლიდერი, ჩვენი კაპიტანი, ვაკო კვაშილავა, რომელიც განსხვავებით წინა მატჩისაგან უკვე მწყობრშია და რა თქმა უნდა, შალვა რაფავამ პირდაპირ დააყენა ის სასტარტო შემადგენლობაში.
ასევე ჩვენი იმედი, ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი ერეკლე ტაბატაძე.
ნუ, მოკლედ ველოდებით ძალიან საინტერესო შეხვედრას.
ახლა კი გავეცნოთ გუნდების შემადგენლობას. რა თქმა უნდა,
ჩვენი ნაკრები გვაინტერესებს პირველ რიგში.
უკვე აჩვენებენ მოედანაზე გამოსასვლელად მომზადებულ გუნდებს და რა თქმა უნდა, მსაჯების შემდეგ, პირველ რიგში კაპიტნები ხვდებიან კადრში.
მაშინვე იწევა ანუკი, ვითომ ბალიშის გასწორების მიზნით, თუმცა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რა დაემართა ვაკოს დანახვისას.
მაკედონელთა კაპიტნისგან განსხვავებით, კვაშილავა ნამდვილად არაა ჩუმად, გაუჩერებლად ელაპარაკება უკან გუნდს და თან, მოწინააღმდეგეთა ვიმპელს ათამაშებს ხელში.
- გუნდში გარკვეული ცვლილებები გვაქვს, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით.
ზვიადაძე გახლავთ კარში.
მარჯვენა ფლანგი, მერვე ნომრით - ირაკლი ბარბაქაძე
მარცხნივ, მეთოთხმეტე - ლევან ქორჩილავა.
ცენტრი, გიორგი სიჭინავა მესამე ნომრით და მეშვიდე ლაშა
გვაზავა.
ორი საყრდენი ნახევარმცველი, მეცხრე ნომრით გუნდის კაპიტანი
ვაკო კვაშილავა და ლუკა გველესიანი მეჩვიდმეტე ნომრით.
მეექვსე, ნიკა მახარაძე,
ოცდამეხუთე გიგი ლეჟავა,
მეათე თორნიკე აკობია და ოცდაერთი ნომრით, წინ გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ერეკლე ტაბატაძე.
ასეთია ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა.
ყურადღება მიაქციეთ ალბათ ცვლილებებს, კერძოდ ნახევარდაცვაში ლუკა გველესიანი ითამაშებს, მეტრეველის ნაცვლად.
სასტარტო შემადგენლობაშია ნიკა მახარაძე და ვერ ვხედავთ ოთარ ნაკაიძეს და... მარჯვენა ფლანგზე არის გიგი ლეჟავა, გუგა თორდიას ნაცვლად.
ნუ, ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ტრამვის გამო მაინც ვერ, ვერ.
იმედი ჰქონდა, შალვა რაფავას, იმედი გვქონდა ჩვენც, ყველას, რომ მოახერხებდა თამაშს, თუმცა ამჯერად ასე მოხდა, არაუშავს.
გუნდები, გამოსვლას იწყებენ და კომენტატორები, ამჯერად ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის დასახელებაზე გადადიან.
პირველი, საქართველოს ნაკრები გამოდის და ვაკო, რა თქმა უნდა, რომელსაც მეკარე მოყვება უკან და შემდეგ დანარჩენები.
თითქმის ყველა გამოდის და მხოლოს ამის შემდეგ, სულ ბოლოს ერეკლე, რომელიც კინაღამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გამოყვა.
საინტერესოა, რას აკეთებდა. ან როგორ მიეძინა ასე.
სირბილით მიდის გუნდთან და ამჯერად, ბიძიას უკმაყოფილო სახეს აჩვენებენ კადრში.
ოდნავ მეღიმება.
ამასობაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებიც გამოდის და ჰიმნების დროც დგება.
ჯერ საქართველო.
როგორც ყოველთვის, ყველას სახეების ჩვენებას იწყებენ.
ყველა ჰყვება, ზოგი ჩუმად, ზოგი ხმამაღლა, რა თქმა უნდა ერეკლეს გარდა და...
არარსებობს.
ვაკოც ჩუმადაა, არადა ასე არასდროს მოქცეულა.
ნელა ვაპარებ თვალს ანუკისკენ, რომელიც თვალებსაც კი არ ახამხამებს.
ღმერთო...
მათი ტანჯვის ყურება აღარ შემიძლია, რა ჯანდაბა გავაკეთო.
საქართველოს ჰიმნი მთავრდება და ახლა, ჩრდოლოეთ მაკედონიის იწყება.
- შენი აზრით მოიგებენ? - იმდენად მოულოდნელად მეკითხება, ვკრთები.
- შანსი აქვთ. მართალია ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა ერეკლეც და ვაკოც მწყობრში არიან.
- კომენტატორების ენაზე დაიწყე ლაპარაკი? - გახუმრებას ცდილობს, თუმცა ღიმილითაც კი ვერ ამბობს.
ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად იმ წამს, როცა თქმას ვაპირებ, ჰიმნი მთავრდება და ისევ კაპიტნებს აჩვენებენ, რომლებიც მსაჯებისკენ მიემართებიან დინჯი ნაბიჯებით.
რა თქმა უნდა, ახლა ანუკის ყურადღება ისევ მთლიანად ეკრანზეა და არაფრის თქმას არ აქვს აზრი.
კვაშილავა და მოწინააღმდეგეთა კაპიტანი ვიმპელებს ცვლიან და მსაჯი მონეტას აგდებს.
როგორც წესი, ამ მომენტს ბოლომდე არ აჩვენებენ ხოლმე და რა თქმა უნდა, ახლაც იგივე მეორდება.
ამჯერად, მაყურებელი ხვდება კადრში, შემდეგ VIP ლოჟა, ბიძია და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი.
მხოლოდ ამის შემდეგ კი, ისევ კაპიტნები, რომლებიც უკვე საკუთარი ქვეყნის ვიმპელებით ხელში მიემართებიან გუნდთან ფოტოს გადასაღებად.
ეს მომენტი, სულ რაღაც რამდენიმე წამს გრძელდება და მოთამაშეები, უკვე საკუთარ ნახევარზე ლაგდებიან.
მსაჯის სასტვენით ანიშნებს და... თამაში იწყება.
- დაიწყო, დაიწყო, ვნახოთ. - წამსვე ცოცხლდებიან კომენტატორები. - წვიმაც დაიწყო, ამასობაში, რაც ძალიან, ძალიან ცუდია, ნამდვილად არ გვჭირდება ახლა ხელშემშლელი ფაქტორები.
- ჩვენია ბურთი, ქორჩილავა თამაშობს თავით, ბარბაქაძე. არ გამოუვიდა ბარბაქაძეს, ჩვენს ნახევარზე მოიწევენ მაკედონელები.
კადრს ახლოდან აჩვენებენ და უკვე, მართლა კარგად შესამჩნევია წვიმა, რომელიც თანდათან ძლიერდება.
- ახლა მოუნდა? - უკმაყოფილოდ ოხრავს ანუკი.
ვაპირებ ვუთხრა, იმედია გადაიღებს მეთქი, თუმცა ზუსტად ამ წამს, ისეთი გრუხუნის ხმა აღწევს გარედან, ინსტიქტურად ვეხუტებით ერთმანეთის.
- ეს რა იყო, ცა ჩამოიქცა?
- რავიცი, ანუკი, ჯანდაბა.
ისევ თამაშზე გადამაქვს მთელი ყურადღება, სადაც უკვე გართულებულა მდგომარეობა.
ფაქტობრივად, ყველა ჩვენს საჯარიმოშია და გოლის გატანის მცდელობა, მცდელობაზე აქვთ.
- ძალიან სახიფათო შეტევა. გვაზავა ცდილობს ბურთზე დაუფლებას, თუმცა
არ აძლევენ შესაძლებლობას.
უკან პასი, სიჭინავა არის იქვე.
არა, ჯარიმა.
სასტვენის ხმა, ყველაფერს აჩერებს.
აშკარად გასრიალდა და მოწინააღმდეგეც გაიყოლა.
- ძალიან ძლიერად წვიმს, ძალიან. - ისევ აგრძელებს კომენტატორი.
ახლა ერეკლეს აჩვენებენ, რომელიც სიჭინავას ეხმარება წამოდგომაში და თამაშიც ახლდება.
ისევ მაკედონელები, თუმცა ამჯერად ადვილად ახერხებს ბურთის წართმევას გველესიანი და პირდაპირ ერეკლეს უგორებს, ის კი ვაკოს.
- კვაშილავა ბურთთან, უკან პასი ლეჟავას, ისევ ტაბატაძე. ერთი მცველია მის წინააღმდეგ, მახარაძე ჰყავს იქვე თავისუფალი, თუმცა უფრო გაბედულად მიიწევს წინ.
გული მიჩქარდება და თან, არანორმალურად სწრაფად. კადრში უკვე, მხოლოდ მას აჩვენებენ და ყველა გრძნობა ერთად მივლის, მაგრამ შიში კვლავ დომინანტია.
მარჯვნივ აწვდის აკობიას, თუმცა ის, ნცვლად წინ წასვლისა, ისევ მას უბრუნებს და ამას რომ ერეკლე არ ელოდა, ეჭვიც არ მეპარება.
ინსტიქტურად იღებს ბურთს თუმცა მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველს, ისეთი სიძლიერით ეჯახება, ერთმანეთს ზედ ემხობიან და კიდევ კოტრიალს აკეთებენ.
- ტაბატაძეე, ძალიან ძალიან ცუდად მიიღო ბურთი ჩვენმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ვერ გათვალა იქვე, მაკედონელთა ნახევარმცველი და... დაჯარიმდება სავარაუდოდ.
განმეორებით აჩვენებ კადრს და თავიდან მეკუმშება გული ასე უცნაურად. იმაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის, როგორ ატკენდა ასე ძლიერად დაცემა.
- სიტყვიერი გაფრთხილება. კარგად არის, კარგად არის... დგებიან.
დგებიან, თუმცა ამას ნაძალადევად ადგომას უფრო დავარქმევდი.
ჯერ თმაზე ისვამს ხელს ტაბატაძე და მხოლოდ ამის შემდეგ მაისურზე, რომელიც ნამდვილად აღარ არის თეთრი.
თამაში ახლდება.
ისევ ოსტატურად იღებს ბურთს გველესიანი, თუმცა ორი ნაბიჯითაც ვერ ახერხებს წინ წასვლას, ისე სრიალდება სველ გაზონზე.
- აუტი. გველესიანი მოაწვდის თავად ალბათ.
- დიახ, დიახ ასეა. - როგორც კი გველესიანი ბურთთან მიდის, მაშინვე ეთანხმება მეორე კომენტატორი. - ძალიან ართულებს წვიმა თამაშს, ნუ ცხადია როგორც მაკედონელებისთვის, ისე ჩვენთვის.
კვლავ ახლდება თამაში და ამჯერად, მოწინააღმდეგეები ახერხებენ ბურთზე ადვილად დაუფლებას. წამში ათამაშებენ ერთმანეთში და თან, თამამად მოიწევენ წინ.
თითქოს, ყველა წინ ეფარება, თუმცა მაინც ვერაფერს აკეთებენ მათ შესაჩერებლად.
მაკედონელთა შემტევი, ცენტრიდან ურტყამს და...
- ზვიადაძე. კარგად დაუხვდა, გადავრჩით.
ღრმად ვსუნთქავ.
ღმერთო, მთელს სხეულში დამიარა.
მეკარეს გმირობას განმეორებით აჩვენებენ და კვლავ ახლდება თამაში.
ამჯერად მახარაძეა ბურთთან, რომელიც გრძელ პასს აკეთებს კვაშილავას მიმართულებით.
- კვაშილავა ბურთთან. ძალიან ავიწროვებენ ჩვენს კაპიტანს. ვხედავთ ხო, თამაშის დაწყებიდან თითქმის მთლიანი ყურადღება კვაშილავაზე და ტაბატაძეზე აქვთ გადატანილი და ნუ ეს ბუნებრივიცაა, ველოდით ამას.
მაინც, მაინც ცდილობს ბურთის გადაცემას წინ, მაგრამ... მაგრამ...
ამჯერად მაკედონელთა კაპიტანი ცდილობს ხელის შეშლას,თუმცა ისე უდებს ფეხს, რომ თვითონაც ვეღარ იმაგრებს თავს და ვაკოსთან ერთად ეცემა ძირს.
კვლავ სასტვენის ხმა.
- ვაიმე. - თითქოს ხმადაბლა ამბობს ანუკი, თუმცა მაინც მესმის.
- აქ კაპიტნების შეჯახება მოხდა. ფეხი დაუდო აშკარად, გამიზნულად იყო, წესით უნდა დაჯარიმდეს.
- ყვითელი ბარათი.
ნელა დგებიან და ამჯერად, კვაშილავას აჩვენებენ ახლოდან, რომელიც ალეწილი სახით, გაცხრებით ელაპარაკება ხელებით ჭანტურიას.
- ნუ, ჩვენი კაპიტანიც დააჯარიმეს, როგორც სჩანს.
- სიტყვიერი გაფრთხილება იყო, თუმცა აპროტესტებს.
ისევ ახლდება თამაში.
ამჯერად მათი ნახევრისკენ მივიწევთ, თუმცა, აკობია უფრო მისეირნობს, ვიდრე მიდის. ერთდროულად სამი მცველი ეღობება წინ, თუმცა პასის გაკეთების ნაცვლად, მაინც წინ გაგორებას ცდილობს და საბოლოოდ იმას აღწევს, რომ ძირს ეცემა და გვერდით მყოფ მაკედონელსაც თან იყოლებს.
ისევ სასტვენის ხმა.
- ყვითელი ბარათი აკობიას.
ეს მეორე ყვითელი ბარათია აკობიასთვის და ის გამოტოვებს შემდეგ თამაშს.
ნუ, არ იყო მისი ბრალი, ძალიან ართულებს წვიმა თამაშს, ძალიან.
თამაშის მსვლელობისას, ერთი ათასჯერ მაინც იმეორებენ ამ წინადადებას.
მაკედონელთა მეკარე, გრძელ პასს აკეთებს და ბურთი, მთლიანად გადმოდის ჩვენს ნახევარზე.
სწრაფად უხვდებიან მაკედონელები და სანამ ყველა ქვემოთ ჩამოვა, თამამად მოიწევენ წინ.
- ძალიან სახიფათო შეტევა.
ტაბატაძე არის იქვე, პრესინგი.
დარტყმაა, არა, არა, თამაშგარეა.
ამჯერადაც გადავრჩით.
- არ ვთამაშობთ შეტევაზე, ვერ.
მახარაძე არის ბურთთან, ჭანტურია, უნდა გამოვიტანოთ ბურთი ჩვენი საჯარიმოდან, კვაშილავა თამაშობს თავით, ტაბატაძე ჰყავს იქვე თავისუფალი, თუმცა ვერ, ვერ მიიღო ბურთი ტაბატაძემ. ისევ მაკედონელები, მარცხნიდან არის შეტევა ამჯერად.
დაზღვევაზე უნდა ვითამაშოთ, ისევ პრესინგი, ტაბატაძე.
- ნუ ძალიან აქტიურია ტაბატაძე დღეს, ყველგან არის ფაქტობრივად.
ჰო, ყველგან რომ არის, იმიტომაც ეცემა ყველგან.
- გასრიალდა, გასრიალდა.
ცდილობს სწრაფად წამოდგეს, თუმცა ამასობაში ისევ მაკედონელები ეუფლებიან ბურთს. ისევ გზის გადასაღობად მიდის, თუმცა ისევ ძირს ეცემა და ამჯერად მოწინააღმდეგესაც იყოლებს თან.
- ტაბატაძეე, ისევ, ისევ
საკმაოდ
ცუდად გასრიალდა.
ახლოდან აჩვენებენ ერეკლეს, რომელიც გასაწურია უკვე.
მთლიანად ამოსვრილი მაისურით, რომელსაც 21 ნომერიც ძლივს ეტყობა უკვე.
- ისევ ჩვენს საჯარიმოში არიან მაკედონელები, კვაშილავა იქვე.
ტაბატაძე ცდილობს ხელის შეშლას, თუმცა... არასწორი დარტყმაა.
ბურთი მთლიანად ჰკვეთს მოედნის ტერიტორიას.
- კუთხური იქნება.
- ასეა. პირველი კუთხური, მაკედონელთა მხრიდან.
ახლა კვაშილავას აჩვენებენ, რომელიც ხელებითაც ანიშნებს ყველას საჯარიმოში დალაგებას.
თან რაღაცას ელაპარაკება გვერდით ტაბატაძეს, ის კი უბრალოდ თავს უქნევს.
- ემზადება დასარტყმელად მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველი.
ოდნავ უკან იხევს, დარტყმაა დაა...
ყველა ეღობება, თუმცა მაინც ახერხებენ ბურთის აღებას და რა თქმა უნდა, პირდაპირ კარში ურტყამენ.
ზვიადაძე კი ამჯერად, სულ ტყუილად ეცემა ძირს.
- გოლი.
გახსნეს ანგარიში მაკედონელებმა.
1:0
განმეორებით აჩვენებენ კადრს.
- ნუ, აქ ვხედავთ, რომ ცდილობდა ხელის შეშლას ტაბატაძე, იქვე გვაზავა, თუმცა... ვერა, ვერა. - დანანებით ამბობენ.
წამით აჩვენებენ გახარებულ მაკედონელებს და მერე, ისევ ჩვენს გუნდზე გადადის კადრი.
ფრთხილად ვაპარებ თვალს ანუკისკენ, რომელსაც უკვე ცრემლები აქვს თვალებში.
- ანუკი...
- რატომ ვერ თამაშობენ, ალე. მაშინ ხომ თამაშობდნენ...
- კარგი, დამშვიდდი. ჯერ მეორე ტაიმი წინაა, ასე ნუ განიცდი. იქნებ წვიმამაც გადაიღოს.
ისევ ეკრანზე გადამაქვს მთელი ყურადღება.
- კვაშილავა ბურთთან, კარგი გადაცემა ლეჟავას მიმართულებით, ჭანტურია.
ახლა, ჩვენ მივიწევთ თამამად წინ.
- მახარაძე თამაშობს თავით, ტაბატაძეს უგორებს იქვე.
აქვს სივრცე, აქვს, ერთი მცველია მის წინააღმდეგ.
ერეკლეს ისეთი სიტუაციებიდან გამოსვლა უნახავს ყველას, ეჭვიც არავის ეპარება, იმაში, რომ ერთ მცველს ადვილად დააღწევს თავს, თუმცა წინ წასვლის ნაცვლად, მოწყვეტით ეცემა ძირს.
კვლავ სასტვენის ხმა.
- რა ხდება, რაღაც ხდება. - კომენტატირებიც ვერ გებულობენ რა მოხდა. არავინ დაჯახებია, არავის დასჯახებია.
უკვე სერიოზულად მეშინია.
მაშინვე თავზე ეხვევა ყველა, კვაშილავა კი სწრაფად იკეცება მის წინ.
- ცუდად არის, ცუდად არის ტაბატაძე.
მოედანზე, სამედიცინო შტაბის წევრები შემოდიან.
სასწრაფოდ უთავისუფლებს სივრცეს ყველა.
- რა ხდება, ანუკი რა ხდება... - უკვე პანიკაში ვარ.
- კარგი ალე, დამშვიდდი.
- ვერ ვმშვიდდები, რა სჭირს, რა მოხდა, რატომ ვერ დგება. - თავისით მომდის ცრემლები.
- ალე, დამშვიდდი, კარგად იქნება!
ოდნავ იწევა და შუბლზე იდებს ხელს.
- ნუ, ცუდად არის აშკარად - ისევ იწყებს საუბარს კომენტატორი - სავარაუდოდ ვეღარ გააგრძელებს თამაშს.
- ასეა, გაჰყავთ მოედნიდან.
- გეყოფა ტირილი, გონზეა, ხომ ხედავ. -ყველანაირად ცდილობს ჩემს დამშვიდებას ანუკი.
- მოგვიანებით გახდება ცნობილი, ტრამვასთან გვაქვს თუ არა საქმე.
- იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში.
როგორც კი ერეკლე მოედნიდან გადის, სასტვენის ხმაც არ აყოვნებს.
- 10 წუთი არის დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე.
ქედელიძე შემოდის მეორე ნომრით.
- უნდა დავურეკო. - სწრაფად ვიღებ ტელეფონს.
- ალე, გაჩერდი. შენი აზრით, ტელეფონისთვის სცალია ახლა? - მაშინვე მკლავში მაფრინდება ანუკი.
- არა, ვერ ვისვენებ. მაშინ მასთან წავალ...
- ალე! გინდა, მანანა დეიდა გააგიჟო? სახლში რომ ჩამოვა რა ვუთხრა? ამ ღამე, ამ წვიმაში სად წავიდა თქო?
- ვერ ვისვენებ, ანუკი. ძალიან ცუდად ვარ...
- კარგად იქნება, ხომ დაინახე, თავისი ფეხით გავიდა. გთხოვ, ყურება გავაგრძელოთ.
ღრმად ვსუნთქავ და ისევ ეკრანზე გადამაქვს მზერა, თუმცა იმასაც კი ვეღარ ვიაზრებ რა ხდება.
- გუგა...
- რა?
- გუგა იქაა, VIP ლოჟაში. - მალევე მახსენდება - მას დავურეკავ და მოვალ. - ნელა ვდგები ფეხზე.
- ალე...
- მოვალ, ანუკი, 2 წუთი.
აღარ მაჩერებს.
სწრაფად ვეძებ კონტაქტებში თორდიას ნომერს და როგორც კი მისაღებიდან გავდივარ, მაშინვე ვურეკავ.
ზარი გადის.
ორი... სამი...
უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ არც ის მიპასუხებს, თუმცა...
- ბატონო.
მისი ხმის გაგონებისას, ოდნავ ვმშვიდდები.
- გუგაა.
- ხოო
- ალე ვარ, შალვას ძმიშვილი.
- ხო, ვიცი, ალე. მოხდა რამე?
- არა, კიარადა, ერეკლე...
როგორ არის... ხო მანდ ხარ? - იმდენად ემოციებში ვარ, წინადადებასაც ვეღარ ვალაგებ.
- კარგად არის, რიგზეა ყველაფერი. შენ სად ხარ? ჩამო ჩვენთან.
- არა, ვერა. მე სახლში ვარ, ფეხის გამო.
- აა, უი.
- რა დაემართა? ტრამვაა?
- არა, ძმა. სიცხე აქვს გაქანებული 39.
- რაა? - თავისით მეყვირება.
ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერასდროს.
- ხო, კაროჩე, დღეს რაც ჩამოვიდა, იმის მერე ცუდადაა. თავიდანვე შევამჩნიე, მარა არა, კარგად ვარო. მშვენივრად იცოდა, რომ სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც არაფერი უთხრა შალვას, სასტარტოში არ ჩამსვამსო, მოინდომა თავის გამოჩენა და უწია.
- ღმერთო...
- წვიმამ უარესი უქნა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ არ ინერვიულო შენ, კარგად იქნება.
მადლობა ღმერთს, უბრალოდ სიცხეა და არა ტრამვა.
- კარგი, გუგა. მადლობა... - უკვე ძლივსღა ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს.
- არა ძმა, რა მადლობა.
- დროებით... - მის პასუხს ვეღარც ველოდები, უღონოდ ვწევ ტელეფონს დაბლა და კედელს ვეყრდნობი.
- ალე, კარგად ხარ? - მოულოდნელად ჩნდება ჩემს წინ ანუკი.
- ჰო... სიცხე აქვს, უბრალოდ...
- ხომ ვამბობდი, სერიოზული არაფერი იქნება მეთქი. - ოდნავ მიღიმის.
- დამთავრდა?
- ხო, პირველი ტაიმი. რეკლამაა. არაფერი შეცვლილა 1:0.
- კარგი, შევიდეთ.
***
იმის მიუხედავად, რომ ვიცი სერიოზული არაფერია, მაინც ვერ ვისვენებ და ანუკის დაჟინებული უარის მიუხედავად, მაინც ვურეკავ ერეკლეს, თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს.
- გითხარი, დაანებე ცოტა ხანი, დაასვენე ბიჭი.
- არ შემიძლია, ანუკი, ძალიან ვნერვიულობ.
- გუგამ ხომ გითხრა, რომ სანერვიულო არაფერია? გაცივდა უბრალოდ და სიცხე აქვს, რა იყო, აღარავის ჰქონია სიცხე?
ღრმად ვოხრავ.
ვიცი, რომ მართალია და ხვალამდე მაინც ვერანაირად ვერ მოვახერხებ მისი ხმის გაგონებას, მაგრამ მაინც ვერ ვარ მშვიდად.
აქეთ, ყველაფერს მატჩზე ნერვიულობაც ემატება.
ქედელიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბოლოს, მისი გატანილი გოლი ნაკრებში უხსოვარ დროს იყოს, მეოცე საუკუნეში.
ამას დამატებული წვიმა, რომელიც გადაღების მაგივრად, უმატებს.
და ნაკრები, რომელიც სულიერად არის განადგურებული.
სარეკლამო ჭრის შემდეგ, თითქმის ყველას სახეს ცალ-ცალკე აჩვენებენ მოედანზე გამოსვლის წინ და ყველას სახეზე იკითხება უიმედობა.
კვაშილავა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ასეთი. თითქოს, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდის მოედანზე.
მსაჯი რაღაცას ეუბნება, თუმცა მასაც კი არ აქცევს ნორმალურად ყურადღებას.
უბრალოდ თავს უქნევს, სამკლავურს ისწორებს და სწრაფად შერბის მოედანზე დანარჩენებთან.
თამაში ახლდება.
ვუყურებ, თუმცა ერეკლეს გარეშე, სრულ სიცარიელეს ვგრძნობ.
კომენტატორებისაც კი აღარ მესმის.
ვცდილობ ვკონცერტრირდე, თუმცა არაფრით გამომდის.
თითქოს გავიჭედე.
არც თამაშში ვარ ჩართული და არც რეალობა აღარაა ჩემი.
დედას შემოსვლასაც კი ვერ ვიგებ იქამდე, სანამ არ მანჯღრევს.
- შვილო, რა გჭირს, სულ გაფითრებული ხარ.
- კარგადაა, მანანა დეიდა. უბრალოდ თამაშში ვაგებთ და ნერვიულობს. - ჩემს მაგივრად პასუხობს ანუკი.
მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს ეკრანს და უბრალოდ ოხრავს.
- რას ნახულობთ ამაში საინტერესოს, ვერ ვგებულობ. - უფრო თავისთვის ამბობს და პირდაპირ ოთახისკენ იღებს გეზს.
- გონს მოდი. - მკლავზე მკრავს ხელს ანუკი.
ღრმად ვსუნთქავ და ისევ ეკრანზე გადამაქვს მთელი ყურადღება.
ბურთი ჩვენია, თუმცა მაკედონელები ჩვენს საჯარიმოში არიან და მონდომებით ცდილობენ წართმევას.
თითქოს, წინააღმდეგობას ვუწევთ, თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებენ ბურთზე დაუფლებას და ზუსტად დარტყმასაც ახორციელებენ ჩვენს კარში, თუმცა მადლობა ღმერთს დროულ რეაგირებას ახდენს ზვიადაძე და მართალია ძლიერად ეცემა, თუმცა ბურთს იჭერს.
- ძალიან სახიფათო შეტევა იყო. მოვიგიერიეთ, ავიღეთ, ძალიან კარგი იყო ზვიადაძე. ჩვენია ბურთი, გვაზავა თამაშობს თავით.
სასტვენის ხმა.
- ცვლილება. ცვლილება არის, ჩვენს ნაკრებში. ხატიაშვილი ემზადება გამოსასვლელად.
ვის ნაცვლად...
მგონი, ჭანტურია გამოდის.
არა, არა, მახარაძე.
ნუ, რას ემსახურება ეს ცვლილება, ახლა და ამ მომენტში ვერ გეტყვით.
- ხო, შეცდომები დიდად არ დაუშვია, მახარაძეს, თუმცა მაინც შეცვალა ის შალვა რაფავამ.
ამჯერად, ბიძიას აჩვენებენ ეკრანზე, რომელიც უკვე გამოსულ მახარაძეს მხარზე არტყამს ხელს.
კვლავ ახლდება თამაში.
ახლად შემოსული ხატიაშვილი, პირდაპირ შეტევის წამოწყებას ცდილობს, თუმცა რომ გამოსდის, აშკარად ყველას უკვირს.
ზუსტ პასს აკეთებს ბარბაქაძის მიმართულებით და იდეალურად იშორებს, მაკედონელთა ნახევარმცველს თავიდან.
- ბარბაქაძე, კარგი გადაცემა ქედელიძის მიმართულებით. თამამად მიიწევს ჩვენი ცენტრ ფორვარდი წინ, აქვს სივრცე.
ნელ-ნელა, მთლიანად მათ ნახევარზე გადავდივართ და რეალურ საგოლე მომენტებსაც ვქმნით, თუმცა გოლის გატანა, სამწუხაროდ ქედელიძის არასწორი დარტყმის გამო არ გამოგვდის.
ამჯერად, მოწინააღმდეგეები ეუფლებიან ბურთს და მონდომებით ცდილობენ, ჩვენი საჯარიმოდან გაყვანას, თუმცა არ გამოსდით.
- აუტი.
აუტს მოაწვდის ქორჩილავა. ვნახოთ, ვნახოთ.
ერთხანს ფიქრობს, თუმცა ბოლოს, მაინც გველესიანის მიმართულებით აგორებს. წამსვე ეფარება მაკედონელთა ნახევარმცველი, თუმცა სასწაულებრივად, ფეხებს შუა უძვრება ბურთი და ზუსტად მიდის გველესიანამდე.
- კარგი გადაცემა! - მაშინვე ხმას უწევს კომენტატორი - უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. კარგი გადაცემა, შემტევებისკენ!
ისევ ქედელიძე გარბის, თუმცა იმის მიუხედავად, რომ სივრცე აქვს, აღარ რისკავს და გველესიანს უგორებს.
- გველესიანი, იდეალური პასი კვაშილავაზე!
მაშინვე წინ იწევა ანუკი.
ვფიცავ, ახლა თუ ისევ ქედელიძეს მისცა, მოვკლავ.
სივრცე აქვს და იყენებს კიდეც.
საკმაოდ შორი მანძილიდან ურტყამს მაკედონელთა კარში და...
ბურთი გადის.
- არიიის! არიიიიიის! გოოოლ! - უკვე ღრიალზე გადადიან კომენატორები.
- 1:1 ჩვენი კაპიტანი, ვაკო კვაშილავა ათანაბრებს ანგარიშს!
ბრავო, კვაშილავა. როგორი ზუსტი იყო!
კვაშილავას აჩვენებენ კადრში, რომელიც მხოლოდ ხელებს შლის ჰორიზონტალურად და ადგილზე ტრიალებს.
მაშინვე ზედ ახტება ყველა, ლამის წააქციონ.
აქეთ ანუკი, რომელსაც თვალები უციმციმებს, ძლივს ჩერდება დივანზე და ყველანაირად ცდილობს, რომ მხოლოდ ნორმის ფარგლებში გაუხარდეს.
განმეორებით აჩვენებენ კვაშილავას დარტყმას.
- ულამაზესი გოლი. როგორ კარგად, თავისუფლად. აბა რაა, ჰქონდა სივრცე, თავის თავზე უნდა აეღო და გააკეთა კიდეც.
უკვე აღარ იციან, რა სიტყვებით შეამკონ.
ისევ ახლდება თამაში.
თუმცა მანამდე, კიდევ მეორდება სასტვენის ხმა.
- ცვლილებები არის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში.
- რატომ არ გაუხარდა... - თითქმის ჩურჩულებს ანუკი.
- გაუხარდა, ანუკი. როგორ შეიძლება, გოლი არ გაგეხარდეს.
- ხო, მაგრამ არც კი გაუღიმია...
ღრმად ვსუნთქავ.
მართლა არ ვიცი, რანაირად ვუპასუხო.
თვითონაც შესანიშნავად ხვდება ყველაფერს.
მარტო ის არ შეცვლილა ამ ორ კვირაში,
მარტო მისგან არ დარჩენილა აჩრდილი...
- თამაში ახლდება.
ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელების შეცვლით, რამე იცვლება.
მაკედონელები, ახალი შეტევის წამოწყებას არ ჩქარობენ, ხოლო ჩვენ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბურთის გათამაშებით შემოვიფარგლებით.
ამასობაში, ძლიერი წვიმაც წყდება და ახლა, მხოლოდ ოდნავ ცრის.
თითქმის 15 წუთი გადის, თუმცა არაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ შეტევას ცდილობენ, აღარ ვუშვებთ, თუმცა საპასუხოდ, აღარც ისინი გვიშვებენ მათ ნახევარზე.
კადრში, ბიძიას აჩვენებენ, შემდეგ მაკედონელთა მწვრთნელს და ბოლოს, სათადარიგოთა სკამს.
კომენტატორები, ისევ მიჩუმდნენ.
თითქოს, ვინმემ იავნანა უმღერა და უკვე, ჩაძინების პირას არიან.
- 1:1 ანგარიში. 8 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე, პლუს დამატებული დრო იქნება ალბათ, რომელიც დაიკარგა.
- ბარბაქაძე არის ბურთთან.
უკან პასი ლეჟავას, უკან მივდივართ.
საეჭვოდ იძაბება სიტუაცია.
კვაშილავა თამაშობს თავით.
აუტი.
- ნუ, მაკედონელები მოაწვდიან, ბუნებრივია.
წვიმამ გადაიღო თბილისში, თუმცა, თამაშის ნახევარი გასულია უკვე.
ისევ მაკედონელები ჩამოდიან წინ და მიუხედავად გვაზავას მცდელობისა, ბურთს ეუფლებიან.
- სახიფათო შეტევაა. პრესინგი, კარგი იყო ქედელიძე.
- ნუ აქ ბურთი უნდა გამოვიტანოთ, თუმცა, თუმცა... არაზუსტი პასი იყო.
კუთხურს მოაწვდიან მაკედონელები.
კვაშილავას აჩვენებენ კადრში.
მარტო 'გიორგის' ყვირის, რომელსაც აშკარად ვერ გაუგია სად ჯობია დადგომა.
ოდნავ მეღიმება.
ზოგჯერ, ვაკო მართლა 'დედასავით' ექცევა ყველას და ესენიც რომ პატარა ბავშვებივით შეჰყურებენ.
ამასობაში, მაკედონელთა ნახევარმცველი კუთხურს აწვდის, თუმცა მადლობა ღმერთს სწრაფად უხვდება კვაშილავა და იმის მიუხედავად, რომ გვაზავასთან ერთად ძირს ეცემა, ბურთს აჩერებს.
- კარგი იყო კვაშილავა!
ნუ, ძირითადი დრო ამოიწურა, 3 წუთი არის დამატებული მსაჯის მიერ.
აშკარად არ აპირებენ დანებებას მაკედონელები და ისევ შეტევაზე გადმოდიან.
ერთი შეხედვით, თითქოს მდგომარეობა რთული არაა, თუმცა ამჯერად ქედელიძეს უსრიალებს სველ გაზონზე ფეხი და მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველს ვერ აკავებს.
მაშინვე ჩამოდის მარჯვენა ფლანგიდან ქორჩილავა, თუმცა აშკარად გვიანია, რადგან უკვე ყველა ჩვენს საჯარიმოში შემოდის და რეალურ საგოლე მომენტებს, ერთი მეორის მიყოლებით ქმნიან.
ერთს იღებს ზვიადაძე, თუმცა ბურთის გადაგდებას ვერ ასწრებს, ისევ უტევენ.
გული მიჩქარდება.
არაფრით არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ ამ დამატებულ წუთებში შეძლებენ გატანას, თუმცა ეს ისე მოულოდნელად ხდება, აშკარად ვერავინ ახერხებს გააზრებას.
ბურთი ჩვენს კარებში გადის და ამის შემყურე ყველა ფეხბურთელი, ერთი მეორის მიყოლებით ეცემა სველ გაზონზე.
ისევ...
ისევ წავაგეთ.
***
რთულია, როდესაც განიცდი, თუმცა ორმაგად რთულია, როცა გესმის და თითქოს, სხვისას შენში გრძნობ.
წააგეეს, როდის უთამაშიათ კარგადო, იტყვიან და დაიძინებენ.
არავინ ფიქრობს იმაზე, რა ხდება მათ გულებში ახლა...
ბოლო წუთები, დამატებული დრო.
სულ რაღაც წამები, თამაშის დასრულებამდე და ჩვენს კარში გასული გოლი.
მეტჯერ ვეღარც ვუყურე, თუმცა სამაგიეროდ ანუკი არ მოშორებია ტელევიზორს.
პირველი ვაკო დაეცა მოწყვეტით და შემდეგ მიჰყვა ყველა.
გული მომიკვდა, სახეზე რომ აიფარა ხელები.
იმ წამს, საერთოდ არავინ და აღარაფერია, თითქოს მხოლოდ შენ ხარ, ეროვნული ნაკრების მაისურით, საქართველო გაბარია...
ვაკოს, ყოველთვის ორმაგად რთულად გადაჰქონდა მატჩების შემდგომი პერიოდი და დარწმუნებული ვარ, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.
მახსოვს, ერთხელ მითხრა, სამკლავური მამძიმებსო...
მისთვის, ეს, უბრალოდ რაღაც ხელზე, არასოდეს ყოფილა.
მახსოვს, როდესაც პირველად დადგა გუნდის წინ, მის თვალებში შიში დავინახე.
ის აღარ ეფარებოდა კაპიტანს, ახლა მას ეფარებოდა ყველა.
მას შემდეგ, წლები გავიდა, შეიცვალა, ცვლილებებიც მიიღო, გაძლიერდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა გუნდის წინ დგება, მის თვალებში ერთი და იგივე რაღაცას ვხედავ, რასაც ვერ ცვლის.
მისი და ერეკლეს კინკლაობების გახსენებაზე, ახლაც მეღიმება...
სულ სხვანაირები იყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ვარჯიშებზე.
'არა ბიჭო, იქიდან დაარტყი'
'ჰე, რა შვები ტო, გაფრინდა ბურთი ხაშურში'
'მიდი გეხვეწები დავარიშ კაპიტან, შენ დადექი კარში, მაინტერესებს თუ გაგიტან' - ერეკლეს მაიმუნობებს, საზღვარი არასდროს ჰქონდა.
'რას აკეთებთ მანდ, საბავშვო ბაღია?' - ორი წუთით გასულ ბიძიას, ყველაფერი თავდაყირა ხვდებოდა ხოლმე.
'გეხვწები, კაპიტნის შემოსვლას როგორ აკეთებ, ასე გიჭერია ვიმპელი?'
'დაგბრიდავ, ერეკლე!'
ბოლოს, მართლა იმდენი ეღადავა, სერიოზულად გაეკიდა კვაშილავა, თუმცა როგოღაც მოასწრო შემოღობილ სტადიონზე ზემოთ აცოცება.
'ე ბიჭო, გამოეცალე ახლა, რამდენი ხანი უნდა იყოს შიმპანზე მაიმუნივით ჩამოკიდებული?'
'კაპიტან, დამიჭერ?'
'შენ რა, თავი პრინცესა ფიონა გგონია?'
'თავიდანვე გეთქვა, რომ შრეკობა არ გინდოდა'
'საერთოდ, ვინმემ გამაგებინეთ, ეს, ჩვენთან რას აკეთებს!'
'ჩაგიდეს, კვაშილავა, გუნდში ჩაგიდეს ჩემი თავი'
'მოკეტე, ერეკლე. ერთი წუთი მაინც გააჩერე პირი'
'უსამართლობაა, კარგი პასი მივეცი და ვერ დაიჭირა'
'ნუ წუწუნებ, ერეკლე. დაგაჯენ იცოდე' - შალვას თითით მუქარების, ყველას ოდითგანვე ეშინოდა.
კარგი დრო იყო...
ძალიან კარგი...
თუმცა როგორც ამბობენ, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
ოთხი მატჩის შემდეგ, ერთადერთი გამარჯვება აქვთ და სულ მცირე იმედი ესპანეთთან.
ახლა რომ აღარავის ეხუმრება და ვარჯიშებზეც რომ ვეღარ იღიმიან თავისუფლად, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.
თუმცა... იმედი ბოლოს კვდება.
არ მინდა, რომ თავშივე მოკლან, მაგრამ ამის შესარჩერებლად, უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
შეიძლება, აღარც არაფერი იყოს ისე კარგად, ამიტომ უნდა დააფასო აწმყო და იმ ბედნიერი წუთებისგან, მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. რადგან
იმის მიუხედავადაც, თუ ის განმეორდება, შენ შინაგანად მაინც აღარ იქნები ის, ვინც იმ წამს იყავი.
აღარასოდეს...
***
არ ვიცი, როგორ გავათენე, თუმცა არასოდეს მქონია ამაზე გრძელი ღამე.
ვეღარც საწოლში ვისვენებ და როგორც კი ფანჯარაში სინათლეს ვხედავ, ვდგები და სამზარეულოში გავდივარ.
მართლა მგონია, რომ ჯერ ჩემს გარდა არავის ღვიძავს, თუმცა იქ ანუკის დანახვა და ჩემი დაკივლება ერთია.
- ჩშშ, იქნებადა დედაშენი გააღვიძო! - საჩვენებელი თითი მიაქვს ტუჩებთან.
- გული გამისკდა... რატომ არ გძინავს?- ხელით ვინიავებ და ფრთხილად ვჯდები მაგიდასთან.
- ვერ დავიძინე. ყავა გინდა?
- აუ, კი.
ოდნავ მიქნევს და გაკეთებას იწყებს.
- ერეკლეზე ფიქრობდი?
- მასზეც. საერთოდ მატჩზე...
- ახლა შანსი აღარ აქვთ? - წამიერად მისწორებს თვალს და ისევ ჭიქებს უბრუნდება.
- ნუ, ესპანეთთან თუ არ წააგეს.
ღრმად ოხრავს.
შეკითხვას აზრი არ აქვს, ვიცი, რომ უარყოფს, თუმცა სახეზე აწერია, როგორ ნერვიულობს ვაკოზე.
ერთმანეთისგან შორს ყოფნა ანადგურებთ, მაგრამ მაინც...
- ისე... ადამიანები როგორ ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. -მოულოდნელად იწყებს ლაპარაკს
- მაგალითად მე, ძალიან მინდოდა, რომ მალე გავზრდილიყავი, სკოლა დამემთავრებინა. მერე ძალიან მინდოდა, რომ მარტო მეცხოვრა, მშობლების გარეშე. დამოუკიდებელი ვყოფლიყავი.
- ასეც მოხდა.
- ჰო, მაგრამ მენატრება ის დრო, ალე. არ ვამბობ, რომ უპრობლემო ბავშვობა მქონდა, თუმცა მაშინდელი სანერვიულო და საფიქრალი, ახლანდელთან მივა?
არასოდეს მეგონა, რომ ზრდასრული ადამიანების ტვირთი, ამდენად მძიმე იყო. - ოდნავ აქნევს თავს და ჭიქას მაგიდაზე მიდებს.
მერე, მეორე მხრიდან მივლის და წინ მიჯდება.
- იცი რას მივხვდი, ადამიანმა აწმყოთი უნდა იცხოვრო და არა მომავალზე ოცნებით. შორს ვეძებთ მაშინ, როდესაც გვერდით გვყავს...
- ხომ იცი, რომ გვიანი არაა. გვიანი არასოდეს არაფრისთვის არაა.
- ვერ გამიგე.
- გავიგე, ანუკი.
ვაკოს უყვარხარ, ეს არასდროს შეიცვლება.
- მეც მიყვარს, მაგრამ - ცრემლები აწვება - იმას ვერ მივცემ, რასაც იმსახურებს...
მინდა, რომ ბედნიერი იყოს. მინდა, რომ დამივიწყოს, მაგრამ ამას მე თვითონ ვერ ვაკეთებ...
- ანუკი, გთხოვ, ნუ ტირი, ასეთს ვერ გიყურებ. - მის შემხედვარეს, ლამის მეც მაწვება ცრემლები.
- მე თუ ამ საშინელებას ვგრძნობ შიგნიდან, ისიც ხომ გრძნობს, ალე.
ეს ძალიან ცუდი გრძნობაა. მე თვითონ გავიმეტე ამისთვის...
- შენი ბრალი არაა.
ისევ აგრძელებს ტირილს.
აღარ ვიცი, რა გავაკეთო...
მკლავზე ვკიდებ ხელს, თუმცა სწრაფად იშორებს და სახეზე იფარებს.
- აქამდე, არცერთი დღე არ გვქონია ერთმანეთის გარეშე.
ჭკუიდან გადავყავარ მის მონატრებას...
- იქნებ შეხვდეთ, დარწმუნებული ვარ, მასაც ენატრები.
- რომ შევხვდე, რა ვუთხრა. მომენატრე მეთქი? არ შემიძლია, იმ თვალებში ვუყურო, სადაც სიყვარულია და მე იგივეთი ვერ ვუპასუხო. ამხელა დარტყმას, წლების განმავლობაში რომ ვაყენებდი, ის მეყოს.
ღრმად ვსუნთქავ.
- მეგონა, რომ გავუძლებდი, მაგრამ ვერ ვუძლებ, ალე.
იცი, 47 კილო ვარ.
- რააა?! - თავისით მეყვირება.
რაც მახსოვს, სულ 56 იყო და სულ წუწუნებდა, რომ გამოცდების სტრესის გამო, ნერვიულობაზე ღამე ვჭამ და ვსუქდებიო.
- ერთი წუთი, ადექი.
- ნწ, არ მეტყობა, სპეციალურად მაცვია ამხელა ჰუდები და ჯინსები. - მაინც დგება და ადგილზე ტრიალებს.
- ანუკი, ასე არ შეიძლება. არ ვიცი, ეს როგორ მოახერხე, მაგრამ ორ კვირაში თუ 9 კილო დაიკელი, ეს ნორმალური ნამდვილად არ არის. ანორექსია არ დაგემართოს. - სერიოზულად მეშინია.
- ვიცი, რომ საშიშია, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვჭამ. მართლა ვერ ვჭამ...
- რას ქვია ვერ ჭამ. ახლავე რამეს გაგიკეთებ. - ადგომას ვაპირებ, თუმცა სწრაფად მაჩერებს.
- გეუბნები, არ გადამდის, აზრი არ აქვს.
- აბა რას აკეთებ, მთელი დღეები მშიერი დადიხარ?!
- არ მშია, ალე.
არ მშივდება...
- რას ნიშნავს, არ გშივდება. ახლა ჭკუიდან გადავდივარ, იცოდე. თავს იკლავ გოგო?
ვაკო კი არა, ვერავინ გიშველის.
ცოტა გონს მოდი. - მაინც ვდგები და მაცივართან მივდივარ.
- არ მინდა, ალე. მითუმეტეს ამ უთენია.
არა, არ უნდა მეთქვა...
- სალათი. შენი საყვარელი სალათი -მის სიტყვებს ვაიგნორებ და თეფშით ხელში ვუჯდები გვერდით.
- არ მინდა.
- გინდა მე გაჭამო?
- ალე! - წამსვე მართმევს თეფშს და გვერდით დებს. - გითხარი, რომ არ შემიძლია!
სწრაფად დგება ფეხზე და ისევ ატირებული გარბის ოთახისკენ.
- ა, ღმერთო, რა ხდება? - სამზარეულოში ახლახანს შემოსული მანანა, გაოცებულ მზერას აყოლებს ანუკის და შემდეგ მე მიბრუნდება.
- ამ დილაუთენია, ან რამ გაგაღვიძათ, ან რამ გაჩხუბათ?
- არაფერია, დედა. - ვცდილობ წამოვდგე.
- ეს გოგო, ძალიან უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს და რაღაც, ძალიან არ მომწონს ეს.
საპასუხოდ, უბრალოდ ვოხრავ.
- დაველაპარაკები...
- მისმინე. - მკლავში მკიდებს ხელს - რამე მოიფიქრეთ, კინოში წადით, გაისეირნეთ, არ ვიცი. მასაც გაამხიარულებ და შენც გაივლი ცოტას.
ოდნავ ვუქნევ თავს.
- ჭკვიანად.
ღმერთო.
საინტერესოა, რამდენი წლის უნდა გავხდე, რომ დედაჩემმა საუბარს ეს სიტყვა აღარ დააყოლოს ბოლოს.
***
მიუხედავად იმისა, რომ ანუკისთან დალაპარაკებას ვცდილობ, ძილს იმიზეზებს და ამის საშუალებას არანაირად აღარ მაძლევს.
ჯერ მგონია, რომ მალე მობეზრდება და თვალებს გაახელს, თუმცა მის ლოდინში, მე თვითონ მეძინება და კისრის ტკივილი რომ არა, ვინ იცის, მთელი ღამის უძილოს, საღამომდე არ გამეხილა თვალი.
ფრთხილად ვიწევი სავარძლიდან და 2 წუთი, გაშტერებული ვუყურებ ცარიელ საწოლს.
სად წავიდა?
- თუ თვალებით მე მეძებ, აქ ვარ. - მოულოდნელად გამოდის სააბაზანოდან.
გაოცებისგან, მექანიკურად მიფართოვდება თვალები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული ტრანსფორმაცია მოახდინა.
თმა, მაკიაჟი. აღარც ეტყობა ჩაწითლებული თვალები. მარტო ღიმილი აკლია, თუმცა ამას აშკარად მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებს.
- ასე ნუ მიყურებ, სამსახურში მივდივარ აქედან.
- აა. - მისი სამსახური აღარც მახსოვდა- გინდა რამე გათხოვო? გამოიცვლიდი.
- ნწ. - მაშინვე აქნევს თავს - ჩავძვრები შენს ტანსაცმელში, არ მინდა.
- მაპატიე, უცებ ვერ...
- არაუშავს, ალე. მიდი, ჩაიცვი, შენც გაგიყოლებ ბარემ, ერეკლესთან ხომ მიდიხარ საავადმყოფოში.
- არა, სახლშია უკვე, გუგამ მომწერა.
- ხო? ანუ სახლში ვერ მიხვალ?
- არა, მივალ, უბრალოდ...
- რაღა უბრალოდ, ჩაიცვი, წაგიყვან.
- რომ დაგაგვიანდეს? - ნელა ვდგები და ისევ კისერზე ვიდებ ხელს.
- არ დამაგვიანდება, დრო მაქვს. ქვემოთ დაგელოდები.
*
ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ 15 წუთი, თავისუფლად მეყოფოდა მომზადებაში, თუმცა ამ ფეხის გადამკიდე...
მართალია, ექიმმა თქვა მცირე მოტეხილობაა და შეხორცებას მინიმუმ 6-8 კვირა სჭირდებაო, თუმცა არაფრით აღარ გავიდა ეს დრო.
უკვე ძალიან დამღალა ამ ყავარჯნებმა.
არა, ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. კარგი დრო იყო, თავისუფლად სიარული და სირბილი რომ შემეძლო.
ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვუხდი ლიფტის გამომგონებელს გულში მადლობას და შენობიდან გამოვდივარ.
ქვემოთ, სრული სიწყნარეა.
ხის ქვეშ, ანუკის მანქანას ვხედავ და პირდაპირ იქით ვიღებ გეზს.
საინტერესოა, ვერ დამინახა თუ რატომ არ გადმოვიდა.
ჩვეულებრივ, საშინლად ეზიზღება ლოდინი.
უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ მანქანაში არაა, თუმცა კარს რომ ვაღებ და იღება და მერე, მასაც რომ ვხედავ ტელეფონში თავჩარგულს, ოდნავ ვმშვიდდები.
- კარგად ხარ? - არაფრით არ აშორებს ეკრანს თვალს - ანუკი!
- ეს ქალი ვინაა? - კარის მოხურვასაც კი არ მაცდის, ისე მაფარებს ტელეფონს თვალებზე.
- ცოტა უკან გაწიე გოგო, ვერ ვხედავ.
ვეღარ გაიგო, როგორ დაიჭიროს.
ცალი ხელით, ტელეფონს ვართმევ და მეორეთი, კარს ვხურავ.
ო, ღმერთო...
ვაკოს ახალი მენეჯერი.
და მათი პირველი საერთო ფოტო, რომელიც პროფილზე დააყენა და კვაშილავა მონიშნა.
- ეს...
- არ მითხრა, პირველად ვხედავო. დალაიქებული გაქვს. ვაფშე რატომ დაულაიქე, იცნობ? მეგობრებში რომ არ გყავს?
- პირადად არ ვიცნობ, ვაკოს ახალი მენეჯერია.
- მენეჯერი? - ტელეფონს მართმევს - ის მამუკა თუ ვიღაცა რომ ჰყავდა, რა იქნა?
- წავიდა.
- რატომ?
- დეტალები არ ვიცი, ანუკი. წავიდეთ, დაგაგვიანდება.
ღრმად სუნთქავს და ისე აგრძელებს დაკვირვებას.
- სად იპოვა. ეს ქალი რომ ნორმალური მენეჯერი იყოს, ამხელა წაგების მერე, ფოტოების დადების ხასიათზე იქნებოდა?
- აზვიადებ. ნინო კარგი ქალია, შალვადან ვიცი, მისი ნაცნობია და ახსენებდა ხოლმე.
- ნინო? და აბა ნინა რატომ უწერია?
ღმერთო, დაიწყო.
ტყუილად არ ამბობენ, ეჭვიანობა, ადამიანს აგიჟებსო.
- რა მოხდა მერე. ეგრე შენც ხარ ანი, მაგრამ ანუკი გიწერია. მეც ვარ ალექსანდრა, მაგრამ ალე მიწერია. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია.
- ჩვენთან მოსულა, ალე, მაგრამ ეს ქალი, ალბათ 40 წლის მაინცაა, რაღა ნინა, კარგი რა, არ რცხვენია მაინც? - ნერვებმოშლილი აგდებს ტელეფონს და მანქანას ქოქავს.
- ვისაც რა უნდა, იმას დაიწერეს. მაგაზე მეტი სანერვიული არ მოგვცეს ღმერთმა.
ღრმად ოხრავს.
- ნელა ატარე, ანუკი. ავტობანზე არ ვართ.
- თან ქერა. როგორ არ უხდებოდა. - მაინც ნინოზე ფიქრობს. - რატომ უნდა შეიღებო ადამიანმა თმები ქერად?
- რავიცი, აბა. შენ რატომ გქონდა შეღებილი?
- მე ბოლოები მქონდა, ალე. მთლიანი თავი კი არ შემიშვერია საღებავისთვის.
ღრმად ვსუნთქავ.
- ესაა მისამართი. - ტელეფონს ვაჩვენებ. თან, იქნებ როგორმე გადაიტანოს ყურადღება.
- მანახე. - წამიერად ავლებს თვალს - ვიცი, ეს ადგილი.
მცდელობა ჩამეშალა.
ისევ აწვება გაზს.
ღმერთო, რაღა მაინც და მაინც ახლა ნახა ეს ფოტო, იმდენს იზამს, ავარიაში მოვყვებით.
- ანუკი, გთხოვ, ცოტა ნელა.
- ნელა დავდივარ ალე. აბა, ასე გინდა?
კიდევ უფრო აწვება გაზს.
- ანუკი!
- ხო, კარგი.
ცენტრი მაინც იყოს, ბევრი საცობები იქნებოდა და ის მაინც დააბრკოლებდა ცოტას, მაგრამ არა, როგორ შეიძლება რამეში გამიმართლოს.
- არ მომწონს ის ქალი. მამუკა ასე არ ეხუტებოდა ხოლმე...
- ჩვეულებრივი ჩახუტებაა. გთხოვ, მოეშვი უაზრო ეჭვიანობას.
- ვინ ეჭვიანობს, მე?
- წინ იყურე, სიკვდილი არ მინდა!
- მე არ ვეჭვიანობ!
- აბა რას აკეთებ? ნინა რატომ უწერია, თმები ქერად რატომ აქვს, ვაკოს რატომ ეხუტება. რაგინდა, რაც ფოტო ნახე, იმის მერე საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი.
თან იძახი, მისი ბედნიერება მინდაო, ნამდვილი სიყვარული იპოვოსო.
- მისი ბედნიერება რომ მინდა, ზუსტად ამიტომაც მაქვს ეს რეაქცია.
ის ქალი, მასზე 15 წლით დიდი მაინც არის. მასთან არ უნდა იყოს!
ღმერთო, რა სისულელეს იძახის.
- ჯერესერთი, საიდან მოიტანე, რომ ერთად არიან?
- შეიძლება არ არიან, მაგრამ რომ იყვნონ? რომ შეაბას?
- მაშინ იქნებ შენ შეურჩიო კარგი გოგო?
- რა?
- ა, არ გინდა? კარგი, მაშინ ვაკოს ვეტყვი, რომ როცა გოგოს იპოვის, ჯერ შენ გაგაცნოს და თუ შენს გემოვნებას დააკმაყოფილებს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ურთიერთობა.
- შენი აზრით, ეს სახუმარო თემაა?
- არ ვხუმრობ, ანუკი. უბრალოდ ვცდილობ გავიგო რა გინდა.
- მოვრჩეთ. - საჭეს არტყამს ხელს. - გაიარე, თუ მიდიხარ, თუ არადა გამატარე! - ახლა ფანჯარას სწევს და ისე ეჩხუბება წინ მიმავალს მანქანას.
- არ გვჭირდება, რომ გაგვატაროს, აქ უნდა შეუხვიო.
წამსვე უხვევს მკვეთრად.
- ნელა!
- რა ნელა, ალე?! ლამის შესახვევი გავმაზე შენს გამო.
- ღმერთო... - ჩემთვის ვჩურჩულებ.
უკვე მართლა მეშინია, სამსახურში, ვინმეს თავზე არ გადაალეწოს რამე. ვინ მოუთმენს ასე.
- კიდევ ბევრი დარჩა?
- აბა ვიციო?
- შესახვევამდე ვიცოდი.
ღრმად ვსუნთქავ.
- ბოლოში რომ მიხვალ, მარცხნივ შეუხვევ და ეგაა.
- საერთოდ ეს რა ადგილია? ამხელა დედაქალაქია, რატომ უნდა იცხოვრო ადამიანმა აქ.
- სიმშვიდეა.
- ზედმეტი სიმშვიდეა, ალე.
ზედმეტი კი, არაფერი არ ვარგა, ხომ იცი.
კიდევ აჭერს გაზს და ისევ მკვეთრად აპირებს შეხვევას, თუმცა მხოლოდ საჭის დატრიალება და იქიდან გამომავალ მანქანას, ისეთი სიძლიერით ვეჯახებით, წამით, მგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა.
ინსტიქტურად მეყვირება.
ვინ იცის, ღვედი რომ არა, თავით გაგვენგრია ორივეს საქარე მინდა.
- ღმერთო, ღმერთო. - შიშისგან სულ კანკალებს ანუკი და არაფრით არ სწევს თავს საჭიდან.
- კარგად ხარ?
ინსტიქტურად გადამაქვს მზერა ჩვენს წინ მდგარ მანქანაზე და...
არარსებობს.
რამდენჯერმე ვაფახულებ თვალებს, თუმცა არაფერი იცვლება. მართლა კვაშილავას მანქანაა.
ამჯერად, ანუკიც სწევს თავს, თუმცა ჩემგან განსხვავებით, მისი გაკვირვება დიდხანს ნამდვილად არ გრძელდება.
სწრაფად იხსნის ღვედს და მანქანიდან გადადის.
ზუსტად ამ წამს გადმოდის ვაკოც.
- გვკლავდი?! რას აკეთებდი, ჰა?! - პირდაპირ შეტევაზე გადადის ანუკი.
- ეს შენ რას აკეთებდი? ვინ შემოდის მოსახვევში ასოთხმოცით?
ამასობაში, როგორღაც მეც ვახერხებ მანქანიდან გადმობობღებას.
- თუ დაინახე რომ სწრაფად მოვდიოდი, ტორმუზისთვის რომ მიგეჭირა, მოკვდებოდი?!
- მე კი დავაჭირე, მაგრამ შენ არ დაგიჭერია, იმიტომაც დამეჯახე.
- ა, მე დაგეჯახე დაჟე?! - ოდნავ ეღიმება და წამიერად მავლებს თვალს. - უყურე რას მეუბნება. შენ თვითონ დამეჯახე!
- მე როგორ დაგეჯახე, შენ თვითონ შემოვარდი გიჟივით და ტორმუზსაც კი არ დააჭირე.
- შენ რა იცი, მე რას დავაჭირე?!
- გეყოფათ! - ყვრილი მიწევს, რომ როგორღაც მათი ხმა გადავფარო.
- აზრი აღარ აქვს ახლა, შენი ბრალია ჩემი ბრალიას, მთავარია კარგად ვართ.
- კი, თვითონ კარგად არის თავის მანქანიანად, მაგრამ ჩემი გოგო?
ფრთხილად ვაპარებ თვალს ანუკის მანქანისკენ და მერე, კვაშილავას მანქანაზე გადამაქვს მზერა.
- დაიცა, ეს რა არის? - ფართან არსებულ თეთრ ლაქასთან ვაჩერებ მზერას.
- არაფერი არ არის! - მაშინვე მპასუხობს ანუკი და მის მანქანას უახლოვდება - ჩემი თეთრი 'კრასკა' გადავიდა, უბრალოდ. გაიწმინდება, ძალიან ჩვეულებრივად.
- ნუ ყვირი, სადმე ხედავ რომ პრეტენზია მაქვს?
- ვერ გექნება, ძვირფასო. არაფერი არ სჭირს შენს მანქანას. ჩემი გოგო კი შეღუნულია!
- გაგიკეთებ...
ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც გაგიკეთებ.
- არ მჭირდება შენი ფულები!
- ანუკი. - მკლავზე ვკიდებ ხელს.
- რა?! მოინდომა თავის გამოჩენა.
შენი აზრით, მაგიტომ გეჩხუბები, რომ მინდა გამიკეთო?! - რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება, თუმცა წამიერად ბორძიკობს და საფეთქელზე იდებს თითებს.
- ანუკი...
- კარგად ვარ. - ხელით მანიშნებს.
- დაუფიქრებლად რომ დადიხარ... - ნელ-ნელა, საეჭვოდ უწევს ტონს დაბლა - ეს მე კი არა, შენ ჩქარობდი. ეტყობა, ვინმესთან მიიჩქაროდი.
შედეგიც მიიღე, მაგრამ არ დაზარალდი. მსხვერპლი მე... -ვეღარ ამთავრებს, წამში კარგავს გონს და კვაშილავას დროული რეაგირება რომ არა, ნამდვილად ძირს დაეცემოდა.
- ანუკი, ანუკი! - მაშინვე სახეზე უსვამს ხელებს. - რა დაემართა? რა სჭირს? ნელა ვუახლოვდები რამდენიმე ნაბიჯით და პულსს ვუსინჯავ მაჯაზე.
- წნევა დაუვარდა...
კიდევ კარგად გაძლო, ამდენი ხანი.
- საავადმყოფოში წავიყვან. - წამში იტაცებს ხელში.
- მეც წამოვალ.
- არა, ალე. ტყუილად უნდა იწვალო, დაგირეკავ მერე.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. - ფრთხილად აწვენს უკანა სავარძელზე და მეორე მხრიდან უვლის მანქანას.
- გასაღები შიგაა? - ანუკის მანქანაზე მანიშნებს.
- ჰო...
- გადავაყენებ და მერე ვინმეს გამოვუშვებ წასაყვანად.
- კარგი.
ვნერვიულობ, თუმცა ეს მათი შანსია. იქნებ, მარტო რომ იქნებიან, უფრო დაილაპარაკონ.
ზოგი ჭირი მარგებელიაო...
ღმერთო.
იქნებ, ახლაც ასე მოხდეს.
***
ფიქრებში ჩაძირული ვუახლოვდები ერეკლეს სახლს.
უკვე წარმომიდგენია ანუკის რეაქცია, როცა გონს მოვა და გაიგებს, რომ ვაკომ წაიყვანა საავადმყოფოში.
მშვენივრად ხვდებოდა, რომ თავის ბრალი იყო ეს 'ავარია', მაგრამ იმ ფოტოს გამო, იმდენად იყო კვაშილავაზე გაბრაზებული, შანსი მიეცა და ამოანთხია კიდეც.
იმედი მაქვს, ბოლომდე დაიცალა და იქაც აღარ გააგრძელებს, თორემ მათ ისედაც რთულ ურთიერთობას, ეს ნამდვილად არ წაადგება კარგად.
ღრმად ვსუნთქავ და ფრთხილად ვაჭერ ზარის ღილაკს.
იმედია, ცუდ დროს არ მოვედი.
ტელეფონის ამოღებას და საათის შემოწმებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს იღება კარი და ვჩერდები.
- ალე, გამარჯობა. - ოდნავ მიღიმის ქალბატონი ქეთი.
იმდენად სხვანაირია, უმაკიაჟოდ და აწეული თმით.
უძილობის კვალიც კარგად ეტყობა თვალებში.
- გამარჯობა, ქალბატონო ქეთი, როგორ ხართ?
- მადლობა, არამიშავს - ოდნავ მეცლება და ხელით მანიშნებს შემოდიო. - შენ როგორ ხარ? ფეხზე რა გჭირს?
- აამ, ეს ცოტა გრძელი ამბავია, მოვიტეხე. - ნელა შევდივარ შიგნით.
- მართლა? მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
- მადლობა. - ოდნავ ვუღიმი - იცით... ერეკლეზე ვნერვიულობდი, როგორ არის?
- არ მკითხო- თვალებს ატრიალებს და შუბლზე ისვამს ხელს - მაგის ავად გახდომას, ისევ მირჩევნია მე გავხდე ხოლმე.
- საავადმყოფოში არ იყავით?
- ვიყავით, ალე. სადღაც 2 საათი, თავი გაიგიჟა, არაფრით გაჩერდა. გადასხმა გაუკეთეს და წამოვედით.
- ახლა უკეთაა?
- დაბალი სიცხე აქვს, ისე არაუშავს. - მისაღებისკენ მიდის და მეც, თვალით მანიშნებს- ვუთხარი, ათასჯერ ვუთხარი, ჩაიცვი, ნუ დადიხარ მასე. აქ კიდევ ჯანდაბას, როგორღაც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ იქ რომ მოდის, სულ თავის ჭკუაზე იქცევა.
არაფერს არ მისმენს, ახველებდა, რომ ველაპარაკე ტელეფონით, მაგრამ არა, მაინც უნდა ვითამაშო.
ვერ სუნთქავს ფეხბურთის გარეშე.
- მთავარია კარგადაა.
- ასე თუ გააგრძელა, კარგად არ იქნება. 3 დღეში კიდევ მატჩია, გგონია გაჩერდება? დღესვე უნდოდა ადგომა და ვარჯიშზე წასვლა.
შალვას უნდა დაველაპარაკო, სხვა გზას არ მიტოვებს. - ოდნავ აქნევს თავს - ყავას ხომ დალევ?
- არა, მადლობა, არ შეწუხდეთ. მეჩქარება, ერეკლეს ვნახავ და წავალ.
- არ მოგერიდოს, ძვირფასო, მე მაინც უნდა დავლიო, თვალებიდან ვერ ვიყურები.
- არა, მადლობა, ქალბატონო ქეთი. - ოდნავ ვუღიმი.
- კარგი, როგორც გინდა. ხომ იცი სადაცაა მისი ოთახი?
- დიახ, დიახ. - ოდნავ ვუქნევ თავს.
- დათას გავხედავ, ეზოში თამაშობდა. - მკლავზე მადებს ხელს და ნელი ნაბიჯებით მივლის გვერდს.
წამიერად ვაყოლებ თვალს და მერე, კიბეებისკენ ვბრუნდები.
ამბობენ, დედები სულ სხვანაირად განიცდიანო და მართალიცაა.
მე რომ ავად ვხდებოდი, მანანა სულ თავთან მეჯდა, წამით არ მტოვებდა ხოლმე მარტო. ამ პერიოდში კი, საერთოდ აღარ აქცევდა საკუთარ თავს ყურადღებას.
გავიზარდე და მაინც ასეა, ისევე, როგორც ქალბატონი ქეთი.
ჩვენ, მათთვის ყოველთვის პატარა ბავშვები ვიქნებით, რომელსაც თუ არ უთხარი, არ ჩაიცვამს, წამალი თუ არ მიუტანე, თვითონ არ დალევს, დაავიწყდება.
საჭმელი თუ არ გაუმზადე, მშიერი წავა, ან, სახლში დაბრუნებული მაშინვე დაიძინებს.
ისე, მართლა რამდენჯერ დამიძინია ასე იმის გამო, რომ მაგრად მეზარებოდა რამის გაკეთება.
ახლა რომ ვფიქრობ, ზოგჯერ მართლა მაქვს ბავშვური ქცევები.
ხო, კიდევ ის, დედის ოდნავ აწეულ ტონზე, მაშინვე რომ მეტირება ხოლმე.
ამ მხრივ, ყოველთვის სუსტი ვიყავი.
ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი და მომენტებში, ვერც ახლა ვაკონტროლებ.
ამაზე ცუდი, მგონი არაფერი არსებობს.
ღრმად ვსუნთქავ.
საერთოდ, საიდან მოვიდა ეს ფიქრები ახლა.
კიდევ რომ გავყვე, წარმოდგენაც არ მინდა სადამდე მიმიყვანს და რას გამახსენებს.
ერეკლეს ოთახის კართან ვჩერდები. წამიერად ვფიქრობ, თუმცა ბოლოს მაინც ვაკაკუნებ.
- მძინავს, დედაა! - მაშინვე მეპასუხება.
მის ამ ქცევაზე, ოდნავ მეღიმება. ზუსტად ჩემი ფრაზაა.
ფრთხილად ვწევ სახელურს და კარს ვაღებ.
რა თქმა უნდა, საწოლშია.
თხუთმეტი ბალიში მაინც აქვს აყუდებული და ნოუთბუქი უდევს მუხლებზე, რომელსაც ჩემი დანახვისთანავე მაშინვე გვერდით დებს.
- თუ გძინავს, როგორ ლაპარაკობ? - სად გამომადგა მანანას სიტყვები.
- თუ სიზმარია, არ გამეღვიძოს.
ადგომას აპირებს, თუმცა მაშინვე ვაჩერებ.
- დაიცადე, დაიცადე. - ხელს ვწევ და თვითონ ვუახლოვდები - არ ადგე, სიცხიანო.
ოდნავ ეღიმება.
- აუ, რამდენი ხანია არ მინახიხარ.
როგორც კი გვერდით ვუჯდები, მაშინვე მეხუტება.
მისი ეს ქცევა, იმდენად მოულოდნელი და უცნაურია, წამიერად ვითიშები.
ყველაფერი ერთად მივლის სხეულში და ძლივს ვახერხებ ხელის მოხვევას.
ისევ ისეთი, ცივი სურნელი აქვს...
თითქოს, ზღაპრიდან.
ინსტიქტურად გამირბის მზერა გვერდით გადაწეულ ნოუთბუქზე და იქ, დაპაუზებულ, გუშინდელ მატჩს ვხედავ.
- ვაკო იყო აქ, ახლახანს წავიდა.
- ჰო, ვნახე.
არ ვიცი, რამდენად სწორია ახლა ამ 'ავარიაზე' მოყოლა, ამიტომ ვჩერდები.
- როგორ ხარ... - ნელა მშორდება და ისევ ბალიშებს ეყუდება შეწუხებული სახით.
- რავიცი - ოდნავ ვიჩეჩავ მხრებს - შენ?
ეღიმება.
მართლა ვერ ვხვდები, ამ მომენტში ეს რისი ღიმილია, თუმცა თითქოს იმას ჰგავს, რაღაცის ამოფარება რომ გინდა მის ქვეშ.
- სიმართლე?
- მაინც ვერ მომატყუებ.
ოდნავ მიქნევს თავს.
- საშინლად... - წამიერი პაუზა - განა სიცხე რომ მაქვს, ან რამე.
- მესმის.
- მათ ვჭირდებოდი, მე კი რა გავაკეთე. ამაზე საშინლად თუ მეთამაშოს ოდესმე -ცალი ხელით სწვდება ნოუთბუქს და დაპაუზებულ თამაშს, ისევ რთავს. მერე, როგორც ვხვდები ოდნავ ახვევს და ჩემსკენ აბრუნებს.
ზუსტად ის მომენტია, როცა იმდენად ცუდად აეჭრა ბურთი, რომ მთლიანად გადაკვეთა მოედნის ტერიტორია და კუთხური დაინიშნა მაკედონელთა მხრიდან.
მერე, პირველი გოლი გაგვიტანეს.
- ეს ჩემს გამო მოხდა.
- ყველამ ვიცით, რომ ძალით არ გინდოდა.
- რა მნიშვნელობა აქვს, უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, აქამდე არ უნდა მიმეყვანა საქმე. მათ უნდა დავხმარებოდი, ყველაფერი კი არ უნდა გამეფუჭებინა.- თავს ვეღარ თოკავს და სუნთქვა უხშირდება.
სწრაფად ხურავს ნოუთბუქს და გვერდით უფრო ისვრის, ვიდრე დებს.
- ვიცი, რომ დახმარება გინდოდა, მაგრამ ყოველთვის, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, ერეკლე.
იქ და იმ მომენტში, ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, შეუძლებელია ნუანსები მუდამ ზუსტად გათვალო. ამაზე მე არ უნდა გელაპარაკებოდე, დაფიქრდი, გთხოვ.
- უნდა გამეტანა, ეს მაინც უნდა გამეკეთებინა.
- სიცხიანმა, თავსხმა წვიმაში რაც გააკეთე, ისიც სასწაულია. საერთოდ, რამ გაფიქრებინა ამ მდგომარეობაში თამაში? საერთოდ არ გიყვარს საკუთარი თავი?
- ნაკრებზე მეტად, არა.
ჰაჰ, რას მეუბნება.
მისი ნარციზმიც თავიდანვე გაბუქებული იყო, უფროსწორად საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ შექმნა.
- მომისმინე, ერეკლე.
შენს ჯანმრთელობაზე წინ...
- მაინც ნაკრებს დავაყენებ, აზრი არ აქვს. - არც კი მამთავრებინებს, ისე მეჭრება. - რა, შენც დედა გახდი? იმასაც ხომ არ მეტყვი, რომ რუმინეთთან არ ვითამაშო?
- თუ ასეთ მდგომარეობაში იქნები, რა თქმა უნდა სჯობს, რომ დაისვენო.
- სერიოზულად, ალე? - კარგად შესამჩნევი გაოცება ეხატება სახეზე.
- ეს ამხანგური მატჩია. თუ ითამაშებ, ვარჯიშებზე უნდა წახვიდე, ქარში, სიცივეში, ძალაგამოცლილი, სიცხიანი. შეიძლება უარესი დაგემართოს და მერე ესპანთთან ვეღარ ითამაშო საერთოდ, ეს გინდა?
- რა მნიშვნელობა აქვს, ამხანგური მატჩია თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. ნაკრების გვერდით უნდა ვიყო.
- და ერთხელ რომ შენს გარეშე ააწყოს ბიძიამ სასტარტო, არ შეიძლება?
- არ გესმის.
- რა არ მესმის? წინ არ იყურები? რატომ არ ფიქრობ იმაზე, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
არა, ქალბატონი ქეთი მართალი იყო, ჯობია თვითონ დაელაპარაკოს შალვას.
- რა?! - მაშინვე წარბებს კრავს. - მე ზრდასრული ადამიანი ვარ და თვითონ გადავწყვეტ რას გავაკეთებ. თავი დაანებეთ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას!
- ნუ ყვირი, უბრალოდ ვლაპარაკობთ.
- მდგომარეობიდან გამოგყავარ და მთხოვ, რომ რეაქცია არ მქონდეს?!
ძალიან შემაწუხებელია, რომ ისე მექცევით, როგორც პატარა ბავშვს.
აქეთ დედა, რომელმაც ლამის ხელით მაჭამოს, ყოველ ორ წუთში მიზომავს სიცხეს და თურმე კიდევ თვითონ წყვეტს, ვითამაშებ თუ არა. შენ კი ამას მხარს უჭერ!
- დედაშენს უყვარხარ, შენზე ზრუნავს და შენთვის რომ კარგი უნდა, იმიტომ აკეთებს ყველაფერს. ნუ ხარ დაუნახავი. გასაგებია, რომ ჩემს სიყვარულს ვერ ხედავ, მაგრამ მისი მაინც დაინახე...
ისევ მაწვება ცრემლები და სწრაფად ვხრი თავს.
- გასაგებია? ამდენი ხნის განმავლობაში, შენ კიდევ იმის გჯერა, რომ შენს სიყვარულს ვერ ვხედავ?
- ახლა შენთან ლაპარაკს, აზრი არ აქვს, ერეკლე. - ადგომას ვაპირებ, თუმცა სწრაფად მკიდებს მკლავში ხელს.
- კითხვაზე მიპასუხე.
- ჩემი სიტყვების არსიც კი ვერ გაიგე სწორად, რა გელაპარაკო.
- მეუბნები, ჩემს სიყვარულს ვერ ხედავო, მაგას მე მეუბნები?! მე?!
მე შენ ჩემი მთელი ცხოვრება გაგანდე. ჩემი ყველაფერი!
- ჩხუბი არ მინდა. - ისევ ადგომას ვაპირებ, მაგრამ ისევ არ მიშვებს.
- ნუ გარბიხარ!
- გამიშვი ხელი! - ახლა მეც ვუწევ ტონს- ვიცი, რომ ხედავ, გრძნობ, როგორ არანორმალურად მიყვარხარ, მაგრამ მომენტებში იმდენად ხარ დაბრმავებული, ყველას ქმედებას შენს საწინააღმდეგოდ აღიქვამ.
დედაზე...
დედაზე როგორ უნდა იფიქრო, რომ შენთვის ცუდი უნდა იმით, რომ არ უნდა ითამაშო.
- ამას არ ვფიქრობ!
- აბა რას ფიქრობ, რატომ გეწინააღმდეგება? ჩემზე რას ფიქრობ? არ მიყვარხარ, მინდა რომ წააგოთ და ამიტომ არ მინდა, რომ ითამაშო? აი ეს რომ გაიფიქრე, მანდ დაამთავრე ყველაფერი.
- ალე..
- რა?
- ეს არ მიფიქრია და არც არაფერი დამიმთავრებია.
- შენ ვერც მიხვდი, ისე დაამთავრე, ერეკლე.
- მომისმინე.
- არ მინდა შენი მოსმენა. გულს მტკენ და თან ძალიან მტკენ...
როცა დაწყნარდები და ნამდვილ ერეკლეს დააბრუნებ, მაშინ ვილაპარაკოთ.
სწრაფად ვიწმენდ ჩამოგორებულ ცრემლს და ფეხზე ვდგები.
ისიც დგება და ამჯერად, წინ მეღობება.
- ასე ნუ წახვალ.
- გამატარე, ერეკლე.
- მომისმინე, გთხოვ. მომისმინე, ალე,...-ფრთხილად მეხება ლოყაზე, თუმცა მაშინვე ვუკრავ ხელს.
რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ მოულოდნელად იღება კარი და ოთახში დათა შემორბის.
- ალეეე. - მაშინვე მორბის ჩასახუტებლად - დედიკომ მითხრა, რომ მოხვედი.
- როგორ ხარ, საყვარელო... - თმაზე ვეფერები.
- კარგად, შენ? - ოდნავ მიღიმის. ზუსტად ისე, როგორც ერეკლე.
- მეც კარგად. ძვირფასო, ახლა უნდა წავიდე. ხომ არ გეწყინება?
- რატომ. - მაშინვე კრავს წარბებს -ძამიკო, უთხარი, დარჩეს. - ახლა ერეკლესკენ ბრუნდება და ყელზე იკიდებს თითებს.
- საქმე აქვს, დათა. - არც კი მიყურებს, ისე პასუხობს და ნელი ნაბიჯებით მიდის საწოლისკენ.
- ძამიკოოო, რა გჭიიირთ, იჩხუბეთ?- ამჯერად მე მეკითხება, თუმცა ვერანაირად ვპასუხობ.
მერე, ერეკლესთან მირბის და უკვე საწოლზე დამჯდარს, მუხლებზე აცოცდება.
- დათა, შემეშვი! - მაშინვე იყვანს ხელში და უხეშად სვამს გვერდით.
- ბავშვს ნუ უყვირი.
მის ამ საქციელზე კიდევ უფრო მეშლება ნერვები.
წამსვე სახეზე იფარებს ხელებს დათა და ტირილს იწყებს.
- დათა... დათუნა, საყვარელი, არ იტირო. - რაც შემიძლია სწრაფად მივდივარ და გვერდით ვუჯდები.
- ჩემო პატარა, არა, გთხოვ, ძამიკო გაბრაზებულია და ასე იმიტომ ქნა.
მაშინვე მეხუტება და ჩემს ხელებში ცდილობს დამალვას.
- ყოჩაღ, ერეკლე.
წამიერად ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს, თუმცა სწრაფადვე გადააქვს დათაზე მზერა.
- ჩემპიონო, მაპატიე, ძალით არ მინდოდა, ხო იცი, იდიოტი ვარ! გეტკინა რამე?
- იდიოტი რას ნიშნავს? - ნელა აბრუნებს თავს მისკენ.
- დაუფიქრებელს. - სანამ რამე სისულელეს ეტყვის, იქამდე ვასწრებ.-როცა ადამიანი ვერ იაზრებს, რას აკეთებს.
- შემეშინდა... - ისევ მოსდის ცრემლები- ასეთი არ ხარ ხოლმე.
- მოდი ჩემთან
რამდენიმე წამს ფიქრობს, თუმცა ბოლოს მაინც მიძვრება მკლავებიდან და ახლა, მის მკლავებში ინაცვლებს.
- ჩემი პრინცი, ჩემი ერთადერთი. მე მოვკდე, თუ მეორედ გავაკეთო. -შუბლზე კოცნის და ისევ იხუტებს.
ნელა ვდგები ფეხზე.
- ალე -მაშინვე მიბრუნდება დათა.
- საყვარელო, გპირდები, შენს სანახავად მოვალ, მაგრამ ახლა, მართლა უნდა წავიდე, კარგი?
- მპირდები?
- გპირდები.
ოდნავ მიქნევს თავს.
ისევ ერეკლეზე გადამაქვს მზერა, მას კი ჩემზე.
მხოლოდ წამით, თუმცა ეს წამიც კი მანდგურებს.
უფსკრულს ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ.
თითქოს შიგ ჩავარდი, მაგრამ არც.
ეს, ისევ ახალი შეგრძნებაა, რომელიც ყველაფერს წვდება და ყველგან აჩენს ბზარებს.
უცნაურად მეკუმშება გული.
ვშორდები და პირველად, ვგრძნობ, რომ მართლა ვშორდები.
ჩვენ შორის არსებულ მანძილს ვგრძნობ და ჰო, ის მაშინაც არ ყოფილა ისეთი გრძელი, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავით.
თითქოს, შიგნიდან ჩამწყდა.
კართან მისული, კედელზე, უამრავ მედლებთან და სიგელებთან, ნაკრების ფოტოს ვკრავ თვალს და უნებურად, მისი სიტყვები იწყებს გონებაში ამოტივტივებას.
'მაგრამ... ხატვაზე მეტად, მაინც ვერ მიყვარს და რა ვქნა.'
თვითონაც ვერ ხვდება, რამდენად ძლიერად უყვარს.
ვერც კი იაზრებს, ისე უპირისპირდება ნაკრების გამო ყველასა და ყველაფერს.
ის, თავისდაუნებურად შეიცვალა, ისევე, როგორც ჩვენ ყველა ვიცვლებით ცხოვრების მანძილზე ჩვენგან დამოუკიდებლად.
ახლა, ამის გამო, შეუძლია დაუფიქრებლად მოკვდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი იცის ამის შესახებ.
ჰო.
საერთოდ არაფერი...
***
სიყვარული.
ხშირად მიფიქრია, რომ ეს უბრალოდ აკვიატება იყო.
ყველაზე რთულია, ახალი გრძნობების მიღება. როცა არ იცნობ, არსაიდან მოდის, გისახლდება, ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს გახსენებს თავს.
სადღაც წამიკითხავს, რომ სიყვარულზე დიდი ბედნიერება არაფერს მოაქვს, თუმცა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, ყველაზე მწარედ გატკინოს და ისე გაგანადგუროს, რომ სარკეში ჩახედვისას, საკუთარი თავი ვერ იცნო.
არ ვიცი, სხვისთვის როგორ არის, მაგრამ მე, მართლა შემცვალა ამ გრძნობამ.
შეიძლება ავადმყოფობაშიც კი გადამივიდა, არც ეს ვიცი...
არ შემიძლია, რომ მასზე არ ვიფიქრო, არ შემიძლია, რომ ათასჯერ არ გავიხსენო ჩვენი დიალოგი, მისი სიტყვები.
სიცარიელეს ვგრძნობ.
იმ დღიდან, როცა პირველად დავინახე, როცა გრძნობა, სიყვარული გაჩნდა ჩემში, სიცარიელეც მოიყოლა თან, თუმცა მასთან გატარებულმა სულ მცირე დრომაც კი, ეს სიცარიელე ისე გააქრო, თითქოს საერთოდ, არც არასდროს არსებობდა.
ახლა, ისევ გაჩნდა და იმ წამიდან მოყოლებული იზრდება, რაც მისი სახლიდან წამოვედი.
მახურებს.
ისე, თითქოს რაღაც ახალი შემოიჭრა ჩემში და ორგანიზმს, თავდაცვის მექანიზმი აუმუშავდა.
ვცდილობ, როგორმე ყურადღება გადავიტანო, თუმცა აშკარად ჩემით არ გამომდის და ვინ იცის, კიდევ რა მდგომარეობამდე მიმიყვანდა ეს ფიქრები, კვაშილავას ზარს რომ არ გაეჩერებინა.
წამსვე ვიღებ ტელეფონს ხელში და მაშინვე ვპასუხობ.
- ვაკო, რაშვებით?
არ დავურეკე, ვაითუ ლაპარაკობდნენ და ცუდ დროს გავაწყვეტინო მეთქი.
- რავიცი, ალე, ვეღარ დაგირეკე, კარგადაა ყველაფერი.
მის ხმას, რაღაც გაურკვეველი შრიალიც ერთვის თან.
- გარეთ ხარ?
- ხო, ანუკი მივიყვანე სახლში და ეხლა გამოვედი. გადასხმა გაუკეთეს, რაღაც დებილობებს მეუბნებოდა ექიმი, უეჭმელობით დაემართაო, თუ... ვერ გავიგე, კაროჩე.
მეთქი რა სისულელეა, გიჟი ხომ არაა, 3 დღე არაფერი ეჭამა თქო.
ჯანდაბა. ჩემი ბრალია.
შუბლზე ვისვამ ხელს.
როგორ არ დავაძალე დილას, ეჩხუბა, ეყვირა, როგორ მივეცი უფლება, რომ კიდევ არ ეჭამა?!
ვეღარაფერს ვპასუხობ.
- ალე, მანდ ხარ?
- ჰო...
- მასზე ვნერვიულობ, თავიდან მეგონა მომეჩვენა, მაგრამ მართლა ცუდად გამოიყურებოდა. თქვენ სულ ერთად ხართ, იმ ექიმის სიტყვები... მართალი ხომ არაა?
ისევ ვერ ვპასუხობ.
- მითხარი, რომ ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ მართლა შეუძლებელია. ანუკი, რომელსაც მე ვიცნობ...
- ანუკი, რომელსაც შენ იცნობ, აღარ არსებობს. აი ზუსტად ამ სიტყვებს მიმეორებს იმ დღის შემდეგ, რაც დაშორდით.
არ მინდა, რომ ჭორაობა გამომივიდეს, ვაკო. სიმართლეს შენც კარგად ხედავ, უბრალოდ თვალი გაუსწორე.
წავედი.
ისე ვუთიშავ, მის პასუხს აღარც ველოდები.
ღმერთო...
სადაც გაიხედავ, ყველგან პრობლემაა, ზღვა კი არა, ოკეანე გახდა უკვე.
ადგომას ვაპირებ, თუმცა ახლა, მესენჯერში შემოდის ვიდეო ზარი და ანუკის ფოტოც ჩნდება.
ის ვაკოზე მკითხავს, მას რაღა ვუთხრა.
ღრმად ვსუნთქავ და ისე ვპასუხობ.
- ვის ელაპარაკებოდი? ზარი არ გამოდიოდა. - მაშინვე წუწუნს იწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ დაბინდდა, უკვე მოუსწრია ლოგინში ჩაწოლა თავის ფუმფულა სათამაშოსთან ერთად.
- ვაკოს. - დამალვას არც ვაპირებდი.
- რაა? რა გითხრა? შენ დაურეკე? თვითონ დაგირეკა? - ყველა კითხვას ერთად მაყრის.
- ჩამოყალიბდი, რომელზე უფრო გინდა პასუხი.
- ყველაზე.
- თვითონ დამირეკა. შენზე მითხრა, კარგად არის, სახლში მივიყვანეო.
უბრალოდ შემატყობინა.
- სხვა? არაფერი მოუყოლია?
- რა უნდა მოეყოლა, რამე მოხდა? - კითხვას ვუბრუნებ.
ღრმად ოხრავს.
- ილაპარაკეთ? - სანამ ფიქრობს, მეორე კითხვასაც ვაყოლებ.
- არა.
- საერთოდ არა?
- არა, არაფერი უთქვამს - ოდნავ აქნევს თავს.
- და შენ?
- არც მე.
- ანუკიი... ერთმანეთის ლოდინში გაიყვანეთ დრო?
ერთ დღეს, გამაჭაღარავებენ.
- სად წაიყვანა ჩემი მანქანა?
ამასაც მე მეკითხება.
ღმერთო, არა, გავვიჟდები.
ერთი წუთი არ აჩერებდნენ ხოლმე პირს და ახლა, თურმე სულ მუდოებივით ყოფილან. საინტერესოა, როგორ მოახერხეს.
- ალეე.
- მერავიცი, ანუკი? მითხრა, ვინმეს გამოვუშვებ წასაყვანადო. მერე რაქნა, არ ვიცი.
- ჩემი გოგო... თუ ხელოსანთან წაიყვანა, მოვკლავ, არ ვაცოცხლებ. ხომ ვუთხარი, შენი არაფერი მინდა მეთქი? წაიყვანს ეხლა ვინმე ხვიჩას გოჩასთან და ღმერთმა იცის, რას უზამენ ჩემს გოგოს.
- დამშვიდდი. ჯერესერთი, ხვიჩა იქნება, გოჩა, პეტრე თუ ვინც, დარწმუნებული ვარ, პროფესიონალია. სხვანაირად, ვაკო მანქანას არავის ანდობს.
- თავისას კი, ჩემსას?
- არც შენსას, ანუკი. საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ ბიჭს, ვერ ვგებულობ ასეთი კითხვები საიდან გიჩნდება.
ისევ ღრმად ოხრავს.
- ისე, როგორ მოხდა, რომ იმპულსური ანუკი გაქრა და სახლში მიყვანაზე უარი არ უთხარი?
- თავი არ მქონდა და ისარგებლა. ოხ,
მე მაგას რა ვუთხარი, როგორ დამეჯახა.
- მოდი ვაღიაროთ, რომ შენი ბრალი უფრო იყო.
- არც ის არის მამა აბრამის ბატკანი.
ახალი მენეჯერი... ინტერვიუ თუ რაღაც რომ აქვს, იცი?
- ვის, ნინოს?
- რა ნინოს, ალე. ვაკოს და დანარჩენებს, საერთოდ ნაკრებს, სადღაც გადაცემაში არიან მიწვეულები ხვალ.
- ა, ხო, ხო, ტაიმაუტში. - უცებ მახსენდება.
- ჩვენმა ნინამ დაურეკა გზაში, არ დაგავიწყდესო. ოხ, ეგ ვაკელი. უნდა გენახა, როგორ ინაზებდა ხმას.
არადა დარწმუნებული ვარ, აზვიადებს.
- შენ ხომ ამბობ, რომ ნინო ჰქვია? იცი ვაკოს რა უწერია მის ნონერზე?
ღმერთო, ამის დანახვა საიდანღა მოასწრო.
- რა? - ვცდილობ ინტერესით ვკითხო.
- 'ნინა მენეჯერი'.
- მერე?
- რა მერე? რატომ არ უწერია ნინო?
- ანუკი, გეყოფა რა. უკვე ძალიან დამღლელია, თუ ასე გაინტერესებდა, ვაკოსთვის გეკითხა.
წესით, ნინოს თემას მასთან უნდა განიხილავდე და არა ჩემთან.
- დრო მოვა, მასთანაც განვიხილავ.
ეგ ქალი, მისი მენეჯერი ვერ იქნება. ამას არ დავუშვებ.
გადაუწყვიტა ეჭვიანი ცოლივით.
- კარგი, წავედი, კიარადა, შენ რა ქენი ერეკლესთან? ნახე? - იმედი მქონდა, რომ არ გაახსენდებოდა.
- ჰო... - თავსაც ვუქნევ.
- მერე? რატომ მოიწყინე?
- ცოტა ვიჩხუბეთ.
- რაო? - თვალები უფართოვდება. - რატომ?
- გრძელი ამბავია, ანუკი. მერე მოგიყვები, ახლა თავი არ მაქვს, მართლა, არ გეწყინოს, გთხოვ.
- კარგად ხარ? გინდა შენთან მოვიდე?
- არა, არაა საჭირო, არ იწვალო. წავედი,კარგი? მოგვიანებით დაგირეკავ.
- მართლა კარგად ხარ?
- კი თქო, ანუკი.
- კარგი - ოდნავ მიქნევს თავს.
- დროებით.
***
ღამე...
იმდენად გადავეჩვიე ღამით აივანზე გასვლას, თავს ძალიან უცნაურად და არაკომფორტულად ვგრძნობ.
რამდენ ხანს შეიძლება, ადმიანი ვარსკვლავებს ემალოს, ერთხელაც ხომ შეიძლება გავბედო და შევხედო, არა?
ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ გამბედაობა მოვიკრიბო. თითქოს გამომდის, ოდნავ ვწევ თავს მაღლა, თუმცა მესიჯის ხმა, ქმედებას მაწყვეტინებს.
ვფიქრობ, რომ შემიძლია ყურადღება არ მივაქციო და გავაგრძელო, თუმცა არა, გული ამას სასტიკად ეწინააღმდეგება.
აზრი არ აქვს, მაინც ვიღებ ტელეფონს ჯიბიდან.
ბოლო წუთამდე მგონია, რომ ეს ანუკია, თუმცა არც მეტი არც ნაკლები, ერეკლე მრჩება ხელში.
უკვე მიკანკალებს თითები და სანამ უარესი დამემართება, იქამდე ვხსნი შეტყობინებას.
'დინამოზე მოდი'
'რა მინდა ამ შუაღამეს დინამოზე?' მაშინვე ვპასუხობ.
'გილიოტინაზე ვარ ასაყვანი, ვიცი, მაგრამ მომისმინე, გთხოვ'
სად გამომადგა ანუკის ისტორიიდან მოყვანილი მაგალითები.
არა, აუცილებლად უნდა ვუთხრა ერეკლეს შესახებ, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება მეორე ისტორიკოსის აღმოჩენა.
'ვიცი, რომ სულ ჩემი მოსმენა აუტანელია' - სანამ მე ვფიქრობ, მეორე ესემესსაც აყოლებს.
'მეც აუტანელი ვარ' - იქვე მესამესაც.
'ხვალ ვილაპარაკოთ'
'ხვალამდე როგორ გავათენო?'
'შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, თვითონ გათენდება'
'ან შენ მოდი, ან მე მოვალ' - მაიგნორებს.
ღრმად ვსუნთქავ. გამკეთებელია. ამ შუაღამეს რომ აქ მოვიდეს, მეორედ ნამდვილად ვეღარ გადავრჩები.
'ანუ მე მოვდივარ' - 2 წუთი არ მაცდის ფიქრს.
'არა.'
'მაშინ გელოდები'
ჯანდაბა.
იმედია, მანანა არ გაიღვიძებს ღამით.
***
აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გამოვიპარე სახლიდან.
თითქოს, ბავშვობაში დავბრუნდი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი ორივეს გვჭირდება, მაინც არ მგონია გონივრული ასეთ დროს, დინამოზე მისვლა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც სალაპარაკოდ სადღაც ტყეში, ნანგრევებთან მიმიყვანა, მისგან რა უნდა გაგიკვირდეს.
უნებურად, ჩვენი მაშინდელი საუბარი მიდგება თვალწინ.
თითქოს, ბევრი დრო არ გასულა, თუმცა მაშინ, კიდევ სულ სხვანაირები ვიყავით.
ფაქტობრივად, იქიდან დაიწყო ყველაფერი. იმ დღეს, პირველად შევაღე კარის მის სამყაროში და თითქოს, დედამიწას აღარ ვეკუთვნოდი.
არ ვიცი, რა შეიძლება იმაზე სასიამოვნო იყოს, როცა იცი, რომ ადამიანი გენდობა.
არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ ის, შენს შინაგანს ხედავს და თანაც, ძალიან მკაფიოდ.
გრძნობ, რომ მარტო აღარ ხარ პლანეტაზე.
ყველა იტყვის, მარტო არც ისე ვართო, ჰო, შეიძლება ერთი შეხედვით არ ვართ, მაგრამ შინაგანად, ყველა მარტოა, 'მასთან' შეხვედრამდე.
ტყუილად არ უწოდებენ მეორე ნახევარს, ის, მართლაც ის ნახევარია, რომელიც შინაგანად ყველას აკლია.
მეორე 'მეა', რომელიც ისე გიცნობს, როგორც შენ იცნობ საკუთარ თავს.
ყველაფერი მძიმეა, მანამ, სანამ ვინმე არ დაგეხმარება მის ტარებაში.
*
თბილისის დინამოსთან, იმაზე მალე მივდივარ, ვიდრე მეგონა, ან შეიძლება უბრალოდ ფიქრებს შევყევი ძალიან.
ფრთხილად გადმოვდივარ ტაქსიდან და ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან.
შეიძლება, მაშინ თავისი ნახატის ჩვენება უნდოდა იმ კედელთან, მაგრამ ახლა რისი ჩვენება უნდა?
არანაირი ვარიანტი არ მაქვს.
დარეკვას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს გადმოდის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული მანქანიდან და ვჩერდები.
როგორც წესი, ქუჩაში სულ სათვალით და კეპით დადის, მაგრამ ახლა, არც ერთი აქვს და არც მეორე.
- მადლობა, რომ მოხვედი. - ჩასახუტებლად მოდის, თუმცა ინსტიქტურად ვაჩერებ ხელით.
გული მიჩქარდება და თითქოს, ამ გზით აპროტესტებს ჩემს ამ საქციელს.
არ ვიცი, რატომ ან როგორ გავაკეთე, მართლა მექანიკურად მოხდა. თითქოს, რეფლექსი იყო.
ამჯერად, გონებაში, მისი სიტყვები ჩნდება და თითქოს, არგუმენტად მოჰყავს, გულის წინაშე, თავის მართლების მიზნით.
- კაი. - ერთი ნაბიჯით იხევს უკან და თავს ხრის.
- აქ რას ვაკეთებთ? -ნელა ვაბრუნებ თავს შესასვლელისკენ, სადაც დაცვა მორიგეობს.
- წამო. - პირველი თვითონ ბრუნდება და ნელი ნაბიჯებით მიდის მათკენ.
არა, არარსებობს.
რატომღაც ძალიან არ მგონია, რომ მიუხედავად მისი სტატუსისა, შიგნით შეგვიშვებენ.
ინსტიქტურად მივყვები.
რაღაც ძალიან დამჩემდა, ეს 'ინსტიქტურად'
მგონი, საკუთარი თავის კონტროლს ვკარგავ.
- გამარჯობა. - თავსაც უკრავს დაცვის თანამშრომლებს.
- გაგიმარჯოს. - უცნაურად უყურებენ. ვითომ, ვერ იცნეს?
რატომაც არა, სავსებით შესაძლებელია. ყველა ფეხბურთის ფანი ხომ არაა.
- მეე, - სპეციალურად წელავს- ერეკლე ტაბატაძე ვარ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ესპანური რეალ სარაგოსას, იგივე შტურმის გრაცის ცენტრალური თავდამსხმელი.
მაშინვე იარაღს იღებენ და პირდაპირ ჩვენ გვიმიზნებენ.
- რას აკეთებთ?! - გაოცებული მეფარება წინ ტაბატაძე.
- მახო, პოლიციაში დარეკე. - სწრაფად აძლევს მითითებას ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი მეორეს.
- რა პოლიცია, რა ჯანდაბას აკეთებთ?! -კიდევ ვერ გაიგო რა ხდება.
- ერთი წუთით! - ვცდილობ მათი ხმა გადავფარო - შემტევი უნდოდა რომ ეთქვა, ცენტრ ფორვარდი, ფეხბურთელია.
ამჯერად მე მისწორებს გაოცებულ მზერას ერეკლე.
- რა? აბა თავდამსხმელიო რომ უთხარი რა გეგონა?
მაინც არ სწევენ იარაღს დაცვის თანამშრომლები.
- ღმერთო... - შუბლზე ისვამს ხელს -ჭეშმარიტი შარი. თქვენ რა, არ მიცნობთ?
- იცნობ? -ერთმანეთს უბრუნდებიან.
- ხალხო რა თავდამსხმელი, ჯანდაბა ეგ თავდამსხმელი არა, თქვენ რომ იფიქრეთ. რა გავაკეთო, შალვა რაფავასაც არ იცნობთ?
- მწვრთნელზე ამბობს.
- როგორ შეიძლება აქ მუშაობდე და ერეკლე ტაბატაძეს არ იცნობდე? - მე მეუბნება ჩურჩულით.
- შენ თავი მართლა რონალდუ ხომ არ გგონია?
- ეგ არის, კი. - ამასობაში, უკვე მოუსწრიათ ერეკლეს Google - ში მოძებნა და რეალურთან შედარება.
ნელა სწევენ იარაღს დაბლა და მერე, საერთოდ ინახავენ.
- გვპატიეთ, უკაცრავად.
- თქვენ რა, ფეხბურთს არ უყურებთ?
- არ გეწყინოთ, მაგრამ მუდამ წაგების ყურება, დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.
გაყიდულია ქართული ფეხბურთი.
- უკაცრავად?! - მაშინვე უწევს ტონს.
- ერეკლე, გაჩერდი. - მკლავზე ვქაჩავ.
- არა, საიდან ეგ ბრძნული აზრები? ასეიგი ჩვენ შეგნებულად არ ვაკეთებთ მაქსიმუმს, მარტო იმიტომ რომ ფულს გვიხდიან, არა?!
- სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
- შეურაცხჰყოფას მაყენებთ მე და ჩემს ნაკრებს და სიმშვიდე შევინარჩუნო?! ბარემ ისიც მითხარით, ეს როგორ გავაკეთო. ჩვენი გალანძღვის უფლება არ გაქვთ, მაშინ როცა არ იცით რა ხდება. დღე და ღამე ვშრომობთ იმ შედეგისთვის, რაც გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთი რომ გაყიდულია, იმიტომ მოვუგეთ პოლონეთს.
- ახალგაზრდა ხარ, შვილო. უკეთესი რომ არ გინახავს, იმიტომ გგონია ეს კარგი.
- მე არ მინახავს უკეთესი და თქვენ გინახავთ აბა? ისიც კი არ იცით, ვინ ვარ, ლამის მომკალით აქვე, მარტო იმიტომ, რომ 'თავდამსხმელის' არსი ვერ გაიგეთ სწორად.
- იცი, როგორი იყო ქართული ფეხბურთი? დინამო ზანზარებდა.
- შეეშვი, მახო, არ აყვე. - ხელით აჩერებს მეორე.
- ახლა აქ მხოლოდ საბერძნეთის, შვედეთის, ესპანეთის ბრწყინვალე გამარჯვებას ვხედავთ. კი, ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ეს ყველამ ვიცით. შეიძლება, შენი კლუბიც იგებს იქ, იმიტომ რომ ყველა მოთამაშე, ერთი მეორეზე კარგია, ჩვენთან? შრომობთ, არა? ეტყობა, საკმარისად კარგად ვერ შრომობთ.
ან, არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ფეხბურთი რომ ითამაშო, მას მთელი არსებით უნდა გრძნობდე, გინდოდეს, მასზე მეტად არაფერი გიყვარდეს, თქვენ, ყველას ერთნაირად ძალიან გიყვართ? არა. იმიტომ რომ ჩვენთან, კი ჯერ კიდევ მამიკოს ფულებით კეთდება საქმე.
- ეს, მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არც ამის თქმას აქვს რაიმე აზრი, რადგან თქვენს ირგვლივ ყველაზე კუზიანია და გამართული ვერ იქნებით, სიმახინჯედ ითვლება.
შემსწრე ვარ, როგორ ტიროდა ავტო-გოლის შემდეგ გასახდელში თორდია. შემსწრე ვარ, როგორ მოიმიზეზა მწვრთნელის წინ ფეხის ტკივილი ქედელიძემ და სასტარტოში, ადგილი დამითმო.
შემსწრე ვარ, როგორ დაეჯახა ნაკაიძე მოწინააღმდეგეს ძალით, იმიტომ რომ გოლისთვის შეეშალა ხელი.
ყვითელი ბარათის ფასად, შემდეგი თამაშის გამოტოვების ფასად.
ხო, საერთოდ რომ არ მიყვარს, იმიტომაც ვთამაშობდი სიცხიანი წვიმაში.
თქვენ ამას ვერ ხედავთ და ჩემი რჩევა იქნება, რომ იმაზე აღარასდროს ილაპარაკოთ, რასაც ვერ ხედავთ.
აღარასდროს.
სწრაფად აქცევს ზურგს და პასუხს აღარც ელოდება, ისე მიდის.
დაფიქრებულ მზერას აყოლებენ დაცვის თანამშრომლები.
მეც ვბრუნდები.
არ ვიცი სად მიდის, მაგრამ ხომ გაჩერდება. მანქანასთან მაინც გაჩერდება.
- ერეკლე.
არა, ვის ესმის.
საერთოდ, იმაზე რთული არაფერია, ბრაზს სიმშვიდე გადააფარო ნიღბად. მესმის, თავადაც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ მისი ეს 'გაქცევა' და იგნორი, მაშინებს.
მართალია, ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, მაგრამ ის, ამ წამს ამ საქციელით არ გამოხატავს და ეს უარესია.
- ნერვები მომიშალეს. - მანქანას სცდება და ნაბიჯს უნელებს. - მაპატიე, როგორ ვიფიქრე, რომ ამათთან დალაპარაკება შეიძლებოდა.
ღრმად ვსუნთქავ.
- მოდი წავიდეთ. არ ვიცი, აქ რატომ მომიყვანე, მაგრამ აღარ გვინდა მეტი შარი.
- რა სისულელეა, ამათ გამო, საღამოს არ გავაფუჭებთ. მეორე შესასვლელიც ვიცი.
- ერეკლე...
ჩერდება.
- ეს სიცხიანი, ამ შუაღამისას რომ დაბოდიალობ და მეც მაბოდიალებ ამ ყავარჯნით, ახლა საწოლში უნდა იწვე და...
- არ მეძინება. - დასრულებასაც კი არ მაცდის, ისე მეჭრება. - და სიცხეც აღარ მაქვს უკვე. გამიარა ყველაფერმა. წამო გთხოვ, გპირდები, აღარაფერს მივქარავ.
მზერას ვარიდებ და შუბლზე ვისვამ ხელს.
- და შიგნით რომ შევალთ, რას გავაკეთებთ? რომ გამოგვიჭირონ და პოლიციაში გვიკრან თავი?
- ეგ არ მოხდება.
- ოჰ, საიდან ხარ დარწმუნებული?
- არ მენდობი?
ხელს მიწვდის.
უნებურად, ისევ ჩვენი ჩხუბი მახსენდება. გონება კვლავ ყველანაირად ცდილობს გულს აჯობოს და უნდა ვაღიარო, რომ გამოსდის კიდეც.
- მაგის გარეშე. - გვერდს ვუვლი.
*
უკანა მხარეს გავდივართ.
აქ საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი.
კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელია, რომელიც ზედმეტად ნელაც კი დადის წინ და უკან და თან, ტელეფონშია თავჩარგული.
წარმოდგენა არ მაქვს, რას გეგმავს. კითხვას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მიტაცებს ხელში.
- რას აკეთებ, ჩემი ყავარჯენიი. - თვალებით მივტირი.
- აქ დაგხვდება ისევ.
- ერეკლე!
- სისწრაფით უნდა ვაჯობოთ.
შენ კი ამ მდგომარეობაში, დამოუკიდებლად ვერ იზამ.
- არ მაინტერესებს, ჩამომსვი.
- დაიცადე.
თვალს არ აშორებს დაცვის თანამშრომელს.
ნელა ვაბრუნებ თავს იმ მხარეს და ზუსტად ამ წამს ბრუნდება ის კაციც.
- აი ახლა. - მაშინვე მიმაქროლებს და ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს.
ღმერთო, ახლა რომ მობრუნდეს, სიკვდილს ვნახავთ თვალით.
არ ვიცი, რას როგორ ახერხებს, თუმცა თვალს რომ ვახელ, უკვე შიგნით ვართ და კარიც დახურულია.
- ეს როგორ...
- ჩშშ.
ფრთხილად მსვამს ძირს და მეორე მხარეს ბრუნდება.
მაშინვე მკლავში ვაფრინდები.
- ყავარჯენი რომ იქ დამატოვებინე, როგორ ვიარო. - ახლა ჩურჩულით ვეჩხუბები და წარბებს ვკრავ.
ეღიმება.
- მოდი, ჩემო პრინცესა... - ისევ ხელში მიყვანს.
- ეგ არ მიგულისხმია.
- ნელა სიარულს ვერ ვიტან.
ღრმად ვოხრავ.
თითქოს, არჩევანი მქონდეს.
- აქ კამერები არ არის?
- კამერებს არავინ უყურებს. -კიბეებით VIP ლოჟაში ჩადის და პირდაპირ მოედნისკენ იღებს გეზს.
მართლა ძალიან მეშინია და რა გავაკეთო. სულ მგონია, რომ ვინმე შემოვა და აქედან ცოცხლები ვერ გავალთ.
ვერც სიმშვიდით ვტკბები და ვერც გარემოთი, რომელიც მთვარის შუქით განათებული, მართლა სულ სხვაგვარად ლამაზია.
მოედნის ცენტრში მიდის და ზუსტად იქ მსვამს.
ფრთხილად ვადებ მკლავზე ხელს და ვცდილობ, თავი შევიმაგრო.
სასიამოვნო სიგრილეა.
ზუსტად ისეთი, ზაფხულისა და შემოდგომის გასაყარზე რომ იცის ხოლმე.
რამდენჯერ ვყოფილვარ აქ, თუმცა სტადიონზე არასდროს.
უცნაური ჟრუანტელი მივლის. თითქოს, ყველა მოგონება, კადრებად ცოცხლდება. თითქოს, თამაში მიმდინარეობს.
თორდიას ვხედავ, იქვე ჭანტურიას ბურთით. მსაჯი, რომელიც ყვითელ ბარათს სწევს.
ისეთი უცხო შეგრძნებაა.
თითქოს, წარსული რეალობაში გაცოცხლდა.
ნელა ჯდება მოედანზე და მეც მეხმარება.
სპეციალურად ტოვებს ჩვენ შორის მანძილს და მერე, კიდევ ოდნავ იწევა.
უსიამოვნოდ მივლის მთელს სხეულში რაღაც და თითქოს, იმ ნაპრალს ვხედავ, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი და მომეტებში, ახლაც ვგრძნობ, ოღონდ ელვისებურად.
- აი აქ... - მოულოდნელად იწყებს და
გაზონს ადებს ხელს.
ნელა ვაბრუნებ თავს მისკენ, თუმცა თვითონ არ მიყურებს.
- აქ დავეცი პირველად.
გული მიჩქარდება.
ისევ საკუთარ, რეალურ მეს შლის.
- 3 წლის წინ, როცა ჩემი დებიუტი იყო. მაშინ... პირველად ვითამაშე ნაკრებში, საქართველოს სახელით. - ღრმად სუნთქავს - იცი, ტრიბუნებზე გეძებდი, ალე. აქ იყავი?
- კი... - ოდნავ ვუქნევ თავს.
- ვიცოდი. - ეღიმება.
სიჩუმე.
მართლა არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, თუმცა თითქოს, ჩემს პასუხს არც ელოდება.
სადღაც, უსასრულობაში, ერთ წერტილს უყურებს და უკვე, სულ სხვა სამყაროშია.
- ვაკო ამბობს, რომ ზოგჯერ ძალიან აუტანელი ვარ. მართალია.
იცი, არც მე არ მიყვარს საკუთარი თავი ასეთი. ზედმეტად იმპულსური, კონტროლს გარეთ...
არ ვიცი, ეს როგორ ხდება.
თითქოს, ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროს ვეკუთვნი.
როცა ვხატავ, სრული 'სიჩუმეა'. არავინ არაა, საერთოდ არავინ.
მაგრამ როცა აქ გამოვდივარ, ნახევარი საქართველო გვაგინებ.ს.
ის დაცვის თანამშრომლები ხომ ნახე, მაგათნაირი ალბათ ათასია.
შეიძლება შემსწრე, ყოველდღიურად არ ვარ, მაგრამ ამის ცოდნაც მანადგურებს, ალე.
საკუთარს, კიდევ როგორღაც გაუძლებ, მაგრამ საყვარელი ადამიანების ტკივილი... ყველაზე მწარეა.
იცი, როცა ავტო -გოლის შემდეგ თორდია ვნახე გასახდელში, მუხლები მომეკვეთა. თავი ვერ შევიმაგრე ისე ჩავიკეცე. წამში გამომეცალა ძალა და მიუხედავად იმისა, რომ ხუთი კაცი ერთად მითრევდა, ვეღარ ავდექი.
ეს, ერთხელ მოხდა და მორჩა არა, სულ ასე ხდება. ყოველი წაგების შემდეგ, ის რაღაც, რასაც არ გამოვხატავთ, სხვადასხვაგვარად ვლინდება.
შეიძლება მე სარკეში არ ჩავიხედო, მაგრამ არ შემიძლია, ბიჭებს ამ მდგომარეობაში ვუყურო.
არ შემიძლია ბედის ანაბარა მივატოვო, მარტო იმიტომ რომ სიცხე მაქვს.
ეს თავის ქება არ არის.
- ვიცი, ერეკლე...
- შეიძლება ასე ჩანს, მაგრამ გეფიცები იმიტომ არა, რომ სხვების იმედი არ მაქვს. მე მათი იმედი სულ მაქვს.
ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვერცერთ გოლს ვერ გავიტანდი. არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ.
დედა ამბობს, რომ საკუთარ თავზე მეტად, ისინი მიყვარს. არ ვიცი, ეს როდის მოხდა, მაგრამ რომ ვფიქრობ, ხო, ასეა.
მე, საკუთარი თავი არც არასდროს არ მყვარებია, ალე.
მაგრამ საზოგადოებაში რომ ეს აღიარო და ასე ჩანდეს, განსხვავებული იქნები, რადგან ყველას უყვარს რაღაც დოზით საკუთარი თავი და ყველა აკეთებს საკუთარი ბედნიერებისთვის სულ მცირე რაღაცას მაინც.
განსხვავებული კი არ უნდა იყო, თუ რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ყოფნა გინდა.
მაგრამ საბოლოოდ, მე მაინც ასეთი ვარ.
ამას, ნიღაბს, ყოველთვის იდეალურად ვერ ამოაფარებ.
ვერც მე ვერ ამოვაფარე და შენც გამიშვი ხელი...
ღრმად ვსუნთქავ.
საზოგადოება რომ ახსენა, იმ წამს მივხვდი, რომ ჩემამდე მოიყვანდა.
- შენთვის ხელი არ გამიშვამს, ერეკლე. მაშინაც კი, როცა ირონიის ქვეშ იმალებოდი.
მესმის შენი. დილასაც, სანამ ჩხუბს აწევდი, მესმოდა.
გასაგებია, რომ მზად ხარ მათ გამო მოკვდე, მათ გამო აკეთებ, მაგრამ შენც გამიგე. ახლა რომ რუმინეთთან ითამაშებ, კარგი, ვთქვათ მერე როგორღაც ესპანეთთან. შეიძლება დასუსტებულ მდგომარეობაში ხომ საერთოდ ვეღარ დადო ის შედეგი, მაგრამ მერე, საერთოდ ვეღარ ადგები და ერთ შეხვედრას კი არა, მთელი სექტემბრის მატჩებს გამოტოვებ.
შეიძლება ძალიანაც გინდოდეს თამაში, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ შეძლო. მერე? იმაზე აღარაფერს ვამბობ, შენს 'შტურმსაც' რომ ვეღარ დაეხმარები ავსტრიის ჩემპიონატში.
ამის ახსნას ვცდილობდი დილას, რომ ატეხე ამბავი.
დედაშენს რა, შენთვის ცუდი უნდა, შალვასთან დალაპარაკებას რომ აპირებს? რა დღეში იყო ქალი, მთელი ღამე გაგითენა, ამას ვერ ხედავ?
- ვხედავ, ალე. ვიცი, რომ ვუყვარვარ, მეც მიყვარს, მაგრამ...
- აღარანაირი მაგრამ აღარ არსებობს. ის ფაქტი, რომ გაიზარდე, არ ნიშნავს, რომ შენი ყველა გადაწყვეტილება სწორია.
მართალია, ჰო, შენი საქმეა რას იზამ, მაგრამ სხვის აზრს, ყოველთვის უნდა მოუსმინო. მითუმეტეს მაშინ, როცა იცი, რომ შენთვის კარგი უნდათ.
- ალე...
- დამამთავრებინე. ხომ შეგიძლია, რომ დაფიქრდე. რუმინეთთან რომ ითამაშო, ესპანეთთან უფრო სუსტად იქნები. მთელ ძალას გამოგაცლის ვარჯიში. მაგრამ ამას თუ გამოტოვებ, ამ დროში გამოკეთდები და ესპანეთთან უკეთესი შედეგი გექნება.
ამხანაგური მატჩია, ის კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო.
იქ უფრო სჭირდები ნაკრებს.
გთხოვ, დაფიქრდი.
არ გინდა მინიმუმი, როცა მაქსიმუმი შეგიძლია.
მზერას მისწორებს, თუმცა მხოლოდ წამიერად.
თითქოს, ჩემს სიტყვებზე ფიქრობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისედაც მშვენივრად იცოდა, უბრალოდ გაჟღერებული მოეჩვენა სხვანაირად.
ვხვდები, რაც დომინანტობს მასში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გადაფარავს.
ოდნავ ვიწევი მისკენ და მკლავზე ვადებ ხელს. თითქოს კრთება, თუმცა არც. ისევ მისწორებს მზერას, თუმცა ახლა, სულ სხვა რაღაცას ვხედავ მასში.
- ვიცი.
- მეც ვიცი, რომ იცი.
გინდა, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა ხოლმე.
ღრმად სუნთქავს.
- ისიც ვიცი, რომ ისევ სიცხე გაქვს. - ფრთხილად ვაშორებ ხელს მკლავიდან. - მეც მინდა, რომ ფეხი არ მქონდეს მოტეხილი, მაგრამ მაქვს და რამდენიც არ უნდა ვიძახო, რომ არ მაქვს, მაინც მაქვს.
სულ ონდავ ეღიმება.
- მაპატიე...
არ ვიმსახურებ, მაგრამ...
- მესმის შენი, პატიებას ნუ მთხოვ. -თავს ვხრი.
ნელა იწევს ჩემსკენ და ფრთხილად მადებს გულზე ხელს.
- არ მინდოდა, რომ გტკენოდა.
შეგნებულად არ გავაკეთებ, ხო იცი.
ისევ თბება ჰაერი გარშემო.
ვერ ავღწერ, როგორი რთულია ახლა ყველაზე მარტივი - სუნთქვა.
დიდი ძალისხმევის ფასად, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ თავის აწევას და ჩვენი თვალები წამსვე ხვდება ერთმანეთს.
ზღაპარია.
მართლა ზღაპარია. სხვანაირად, უბრალოდ შეუძლებელია მის თვალებში საკუთარს ვხედავდე.
- არ მჯერა, რომ რეალობაში ხარ... - მთლიანად ფარავს ჩვენს შორის მანძილს და ნაზად მეხახუნება წვერით ლოყაზე. - ისე მომენატრა რეალური მე...
შიგნიდან ვკანკალებ, თუმცა როგორღაც, მაინც ვახერხებ ხელის მოხვევას.
თვითონაც მეხუტება.
- ზღაპრების გჯერა?
- კი... - ხმადაბლა ვპასუხობ.
- ჩემი ზღაპრის გმირი იქნები? - ფრთხილად მშორდება და ისევ თვალებში მიყურებს.
- შენ?
ორივეს გვეღიმება.
- ჩემი რეალური მე, ისევ ბავშვია, ისევ ზღაპარში, ძვირფასო ალე... - ნელა იხრება და წამერად მეხება ტუჩებზე.
- ერეკლე... - იმდენად მოულოდნელად გააკეთა, დენის დარტყმასავით იყო.
- რა საყვარლად ამბობ ჩემ სახელს... - ოდნავ ეღიმება და ისევ მეხება ტუჩებზე.
ისევ წამიერად.
- ის ხომ იცი, ვუყვარვარ არ ვუყვარვარ...
გაგიკეთებია?
- კი.
- მეც... შენ ყოველთვის გიყვარდი. -ხელის ზურგით მეფერება ლოყაზე.
- შენც...
ისევ ოდნავ მიღიმის.
ამ წამს, მართლა ბავშვია. პატარა, მორცხვი ბავშვი, რომელმაც გამბედაობა დაკაგრა. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ახლა, მხოლოდ მე არ მიჩქარს გული.
- ვერ ვხვდები რა მჭირს. - ახლა საკუთარ თავზე ეღიმება.
- ამაზე დაწერე...
- თუ დავხატო?
- ნწ, ფეხბურთი ითამაშე. - ვერაფრით ვიკავებ სიცილს.
- ალეე.
- ჩემი მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოებული, 21 ნომერი. - კისერზე ვხვევ ხელებს.
- შენი 21 ნომერი? - ვითომ ინტერესით მეკითხება.
- ჩემი, ჩემი. ჩემი სიცხიანი ტაბა, რომელსაც ვერ გავაგებინე, რომ სახლში უნდა იყოს ახლა.
- შენთან მინდა... - ლოყაზე მკოცნის.
- მეც, მაგრამ საკმარისად ვიჭორავეთ უკვე. ადე და მეც ამაყენე, მიდი.
- ნწ, არა.
- ერეკლე.
- ერთი პირობა მაქვს. - თვითონაც კისერზე მხვევს ხელებს.
- for example? - (მაგალითად?)
ეცინება.
სამაგიერო უნდა გადავუხადო, თავისი ესპანურისთვის.
- I know, you know what i want now. - (ვიცი, რომ იცი, რაც მინდა)
რა თქმა უნდა, პირდაპირ შეუძლებელი იყო, ინგლისური არ სცოდნოდა.
- ჩემი...
- ჩემი... - დამთავრებას არ მაცდის.
არც მე ვაცდი და წამსვე ვეხები ტუჩებზე.
ფრთხილად მხვევს წელზე ხელს და სტადიონზე მაწვენს.
თითქოს, სულ სხვა მომენტია.
ისეთი, რომელიც სამყაროს არ ეკუთვნის, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თვალები მეხუჭება, წამიერად, მაინც ვაწყდები ცაზე ყველა ვარსკვლავს და... შიგნიდან მიჭერს რაღაც, მე კი, ინსტიქტურად ერეკლეს ვრკავ ხელს.
- რა მოხდა. - კითხვაც არ არის.
ოდნავ იწევა უკან, თუმცა გაოცებულ მზერას არაფრით მაშორებს.
- არაფერი. მაპატიე, გთხოვ. - ისევ ვჯდები და სახეზე ვიფარებ ხელებს.
- ალე...
- არაფერი, ერეკლე.
- რა არაფერი, ვერ გავიგე, რამე მივქარე?
ღრმად ვსუნთქავ.
ნელა ვიშორებ ხელებს და რატომღაც, წამიერად, ისევ ვარსკვლავებისკენ გამირბის მზერა.
ამჩნევს. შეუძლებელიც კია, რომ ეს გამოეპაროს, ყოველ ჯერზე ისეთი რეაქცია მაქვს, თითქოს დენი მირტყამს.
აღარაფერს მეუბნება. მასაც ცაზე გადააქვს მზერა, თუმცა ჩემგან განსხვავებით, ნამდვილად არ აშორებს მალევე თვალს.
- შენ მითხარი, რომ ვარსკვლავები არ გიყვარს... - ახსენდება.
- არ გვინდა ამაზე - ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთზე.
- მომიყევი...
- არ შემიძლია, ერეკლე.
- არ მენდობი?
- საკუთარ თავზე მეტად, მაგრამ რომ ვლაპარაკობ, რაღაც...მიჭერს - მზერასაც კი ვერ ვუსწორებ.
გულზე ვიდებ ხელს და ვცდილობ ვისუნთქო.
ნელა წვება სტადიონზე.
არ ვუყურებ, თუმცა თითქოს, მაინც თვალწინ მაქვს მისი თვალები.
- მოდი... - ხელს შლის. - არ უყურო, უბრალოდ მოდი.
არ ვიცი, რა ძალა მიბიძგებს მისკენ, თუმცა ვერანაირად ვერ ვეწინააღმდეგები.
ძალიან მინდა ტირილი, თითქოს, ემოციებს ვეღარ ვიტევ.
ყველაფერი ერთად მახსენდება, რაზეც ოდესღაც თავი შევიკავე.
თვალებს ვხუჭავ და ისე ვწვები მასთან. ფრთხილად ვადებ თავს მხარზე და ხელს ვკიდებ.
მაშინვე იქცევს ჩემს თითებს საკუთარში, მეორე ხელით კი თმაზე მეფერება. არ ვიცი, როგორ ახერხებს, თუმცა ტირილის სურვილი ქრება. თითქოს, გულთან აღწევს და ძალიან ფრთხილად მეხება.
ეს შეგრძნებაც პირველია.
ვმშვიდდები, თუმცა გონება, მაინც განაგრძნობს ფიქრს და პარალელურად, რამდენჯერმე, დარტყმასავით მიმეორებს
'შენი ბრალიას'
სხვაგვარად.
შემეძლო, სულ სხვაგვარად მეფიქრა.
ის დამენახა, რასაც ახლა ვხედავ და დღეს, სულ სხვა რეალობა მექნებოდა.
ადამიანი, ადამიანისთვის მზეა, რომელსაც ვერ ამჩნევს მანამ, სანამ არ ჩაქრება.
სიჩუმე.
ხმაურიანი სიჩუმე.
არ ვიცი, ამაზე ფიქრს ამდენ ხანს თუ გავუძლებდი მის გარეშე.
არაფერს აკეთებს, თუმცა მისი სიახლოვე ყველაფერია.
მისი სუნთქვა, გულისცემა, რომელიც თითქოს მთლიანად აღწევს ჩემში.
ისევ არ ვახელ თვალებს.
- იცი... ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლება ვერც გაგვეცნო ერთმანეთი.- თვითონაც ვერ ვხვდები, როგორ ვიწყებ ლაპარაკს.
კრთება.
წამიერად აჩერებს ხელს, რომლითაც თმაზე მეფერებოდა, თუმცა მერე, თითქოს წამსვე მოდის გონს და ისევ აგრძელებს.
- ადამიანი არასდროს აფასებს ცხოვრების საჩუქარს.
უფრო მეტიც, ზოგჯერ, მას საერთოდ
ვერ ხედავს.
ჰგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს და მხოლოდ იმიტომ ჰკიცხავს ცხოვრებას, რომ მან, მისი სურვილისამებრ არ შეურჩია საჩუქარი. - ღრმად ვსუნთქავ
შალვა...
- შალვა? - კარგად შესამჩნევი გაოცება იგრძნობა მის ხმაში.
'მე, ალექსანდრა რაფავა ვარ' მახსენდება, როგორ ვეუბნებოდი ყველა დაცვის თანამშრომელს ამას და შემდეგ, პირადობას ვაძლევდი.
ვიცი, რომ ვერ ხვდება, მაგრამ მეტჯერ, მაინც აღარ მეკითხება.
- მე შალვას ძმიშვილი არ ვარ, ერეკლე.- მაინც მომდის ცრემლები.
სუნთქვას წყვეტს.
- მამამ შვილად ამირჩია და ისეთი ცხოვრება მაჩუქა, მსგავსზე რომ ვერც ვიოცნებებდი.
ვერ დავუფასე...
ხელი უკანკალებს და წამსვე მაშორებს თითებს.
- დღეს ვართ, ხვალ აღარ ვართ...
ზოგჯერ, ცხოვრებაში ისეთი რაღაცეებიც ხდება, რაც გვეგონა, რომ არასდროს.
მეც მეგონა, რომ არასდროს.
როცა მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა და ის, ჩემგან მსგავს სიტყვებს არ იმსახურებდა, ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო ცაზე.
ერთი ამოვირჩიე და დავპირდი, რომ დილას, როცა მამა დაბრუნდებოდა, ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი.
ის არ დაბრუნებულა...
ძალიან ბევრჯერ ჩაეხუტე
მამას, გთხოვ... - თავს ვერაფრით
ვიკავებ და თავისით მეწყება ტირილი.
- ჩშშ, არ გინდა...
ვგრძნობ, როგორ უჩქარდება გულისცემა.
ჩემსკენ ბრუნდება და კიდევ უფრო ძლიერად მეხუტება.
- ვერ მოვასწარი...
მინდოდა, ძალიან ბევრჯერ მეთქვა
რომ მიყვარს...
- დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ეჭვი არასდროს შეპარვია.
მაპატიე. არ მინდოდა, რომ ასე...
- შენი ბრალი არაა, ერეკლე. ვერასოდეს ვიხსენებ ცრემლების გარეშე.
- წავიდეთ. - ნელა მშორდება და ხელს მიწვდის.- აქ არ მოგიყვანდი ეს რომ...
- ხომ გითხარი, რომ შენი ბრალი არაა.-ხელს ვკიდებ და ფრთხილად ვჯდები.
- ის შენი ნამდვილი მამაა, ადამიანი, რომელმაც შეგიყვარა და შენზე ზრუნავდა. ბედნიერი მომენტები გაჩუქა...
- მე ისედაც არ მყავს სხვა მამა - თავს ვხრი - სიმართლის გაგების შემდეგ, სწორედ ეს უნდა მეთქვა მისთვის, თუმცა მე... - ვეღარ ვაგრძელებ.
- თავს ნუ იდანაშაულებ. რთულია, ასეთ დროს თავი აკონტროლო. დარწმუნებული ვარ, მამაშენმა იცოდა ის, რასაც შემდეგ დამშვიდებულ გულზე ეტყოდი.
- ვაწყენინე...
- მან იცოდა, რომ არ გინდოდა.
წამიერად ვუსწორებ თვალს.
დედასაც კი არ უთქვამს აქამდე ეს.
- და მას არ მოეწონებოდა, რომ ცრემლებით იხსენებდე.
ის სულ შენს გულში დარჩება ლამაზი მოგონებებით და ეს, მხოლოდ ღიმილს უნდა გგვგვრიდეს.
ღრმად სუნთქავს.
- ჩვენ ხომ ზღაპრიდან ვართ, ალე.
ის ზემოდან გიყურებს და უნდა, რომ მხოლოდ ბედნიერს და გახარებულს გხედავდეს.
გაიხსენე და ხშირად, ძალიან ხშირად გაიღიმე. შეგიძლია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი, კარგი მოგონება გაქვს მასთან. - ისევ ღრმად სუნთქავს.
ვგრძნობ, თითქოს, რაღაც სხვანაირად უჭირს ამაზე საუბარი.
ცდილობს გაექცეს, თუმცა ის ფაქტიც კი, რომ შეიძლება საკუთარს თუნდაც ირიბად ეხება, მაინც ახსენებს რაღაცას.
- მე და მამას იდეალური ურთიერთობა არასდროს გვქონია. - ოდნავ იჩეჩავს მხრებს.
წარბებს ვკრავ.
ინტერვიუ...
ინტერვიუში, როცა დივანზე ხელგადახვეულები ისხდნენ, ისეთი ბუნებრივები და მხიარულები იყვნენ, უბრალოდ წარმოუდგენელია, იმ ღიმილის სიყალბე გეგრძნო.
ნუთუ თამაშობდნენ...
- არაფერი არ ვიცი მასზე და არც მან ჩემზე. ბავშვობიდან მოყოლებული რაც მახსოვს ისაა, რომ მუშაობს.
ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, იტალია. ბოლოს საქართველოშიც ჩამოვიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან დაგვაახლოვა.
ძალიან უნდოდა, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ეროვნული ნაკრების მაისურით მეთამაშა... - ოდნავ ეღიმება.
ბავშვობიდან მოყოლებული, იმ მცირე დროს, რაც ერთმანეთისთვის გვქონდა, ფეხბურთზე საუბარში იყენებდა.
იცი, მეგონა, რომ როცა სურვილს ავუსრულებდი, ის შეიცვლებოდა. არა, რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რატომაც ეს ვზა ავირჩიე, თუმცა ნაწილობრივ.... ის არ შეცვლილა, ალე. - კვლავ ოდნავ ეღიმება.
არაფერი არ შეცვლილა მასში იმის გარდა, რომ სიამაყე წამოწია წინა პლანზე.
'დიახ, ერეკლე ტაბატაძის მამა'
'ჩემი შვილია'
'ჩემი უფროსი ბიჭია.'
'ნახეთ რა გოლი გაუტანა?'
ამ და კიდევ სხვა მრავალი ფრაზით იწონებდა და ახლაც იწონებს თავს.
ხალხთან შეიცვალა, ჩემთან არა.
ისევ არ აქვს დრო, ისევ არ ვსაუბრობთ...
სამაგიეროდ, თანამშრომლებთან საუბრობს ბევრს ჩემზე, ნაკრებზე.
- ინტერვიუში ეს არ გეტყობოდათ...
- ხო, მამას ძალიან ვეამაყები - ამჯერად, ირონიულად ეღიმება - ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საჭიროა. თავის ქებაში გადაუდის, მაგრამ მე არაფერი არ მინდა მისგან სიყვარულის გარდა. - ოდნავ აქნევს თავს.
- რამდენს ვქაქანებ, ღმერთო.
თავი აგატკივე მგონი ჩემი ოჯახური ამბებით.
- რა სისულელეს ამბობ, ერეკლე. - იმდენად საყვარლად ამბობს, გულწრფელად მეღიმება.
- ახლა მართლა წავედით, შემდეგი შეხვედრის სასაუბრო თემაა... დედები. - სიცილით დგება ფეხზე.
- მანანაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ორი დღე ვერ მოვრჩები.
- შენ გგონია ქეთევან ჰანიმი ნაკლებია?- წამოდგომაში მეხმარება.
- ისე, დედები ხომ არ გაგვეცვალა? ვნახოთ, ვის უფრო რთული ხასიათი აქვს.
- დედაჩემს ვერ გაუძლებ, შანსი არაა. -ხელკავს ვდებ და ნელი ნაბიჯებით მივდივართ გასასვლელისკენ .
- ვერც შენ გაუძლებ დედაჩემს.
- არა, მე გავუძლებ. ძალიან მიყვარს ქალბატონი ქეთი. ისეთი თბილი ტონით მესაუბრება ხოლმე, გამორიცხულია რთული ხასიათი ჰქონდეს.
- ხო, კი. შენ ფუნჯით არ გამოგკიდებია... - ოდნავ ეღიმება.
- რაო?
- კიდევ უმარილო წვნიანით და უშაქრო წვენებით.
მეღიმება.
- ისე, მაგას მართლა ჭამ ხოლმე?
- რას, უმარილო საჭმელებს?
- ჰო. - თავსაც ვუქნევ.
- ძალიან მინდა რომ გავექცე, მაგრამ ყოველთვის წარმატებით არ გამომდის.
არ მინდა, რომ ვაწყენინო, მაგრამ გეფიცები, ეს კატასტროფაა.
- მაგრამ ჯანმრთელობა.
ღრმად სუნთქავს.
- მუდამ ამაზე ფიქრი, ძალიან დამღლელია. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი უნდა გააკეთო საკუთარი ბედნიერების და არა სტრესის მისაღებად. - კიბეებთან ჩერდება. - აბა, მზად ხარ კიდევ ერთი ექსტრემალური სიტუაციისთვის?
- შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ...
ოდნავ ეღიმება და ფრთხილად მიყვანს ხელში.
- მაშინ წავედით.
***
ვერ ვიტყვი, რომ შემოსვლა ან გასვლა ერთმანეთისგან სირთულით განსხვავდება.
როდის დაგიჭერენ, არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, მაინც ერთნაირად მოგხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს ბევრი ვუძახე არ გვინდა - თქო, მაინც არ დაიშალა თავისი.
ზედმეტი არაფერი ვარგაო, ნათქვამი რომ არის.
ჰო, არც პრინციპულობა.
შეიძლება ამჯერად გადავრჩით, მაგრამ ნამდვილად არ იყო პატარა სტრესი.
- აუ, აი ძაან მაინტერესებს, ის კაცი რას უყურებდა ტელეფონში ასეთი ინტერესით. - ღვედს იკეთებს და მაშინვე ქოქავს მანქანას.
- მადლობა ღმერთს, რომ უყურებდა ერეკლე, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიფაქტებოდით.
- მაინც ვერ ვხვდები, რანაირი დაცვაა, თუ ყოველჯერზე შემიძლია თავისუფლად შევიპარო. - სიჩქარეს უმატებს.
- ნელა, სად მივრბივართ?
- ოუ, sorry, (მაპატიე). მიჩვეული ვარ.
- გადაეჩვიე, ავტობანი არ არის. მეორე ანუკი ხარ, მოკლედ. თქვენს გამო გავჭაღარავდი.
- ანუკი ვინაა?
წარბებს ვკრავ.
- შენ რა, მართლა ასე მალე გავიწყდება ადამიანები?
- შემახსენე, რა იყო.
ღრმად ვოხრავ.
- გოგო, რომელმაც გითხრა, რომ მიყვარხარ. ვაკოს დაბადების დღეზე...
- ვაკოს დაბადების დღეზე - იმეორებს.-აა, ხო, ხო, ის ქერა გოგო, გამახსენდა.
- ახლა ქერა აღარაა. - უფრო ჩემთვის ვჩურჩულებ.
- აუ, აი ერთი ნახვით, ვერ ვიმახსოვრებ ადამიანებს და რა ვქნა. ბაჩო მეუბნება, ბევრ ადამიანთან რომ გაქვს კონტაქტი მაგან იცისო. აუ, ბაჩო...
მეღიმება. საკუთარი სიტყვებიდან რომ ახსენდება ხოლმე რაღაც, ისეთი საყვარელი რეაქცია აქვს.
- ხო იცი ბაჩო...
- შენი მენეჯერი, თუ...? - მაინც ვეკითხები.
- ხო, ეგ. გეფიცები, მთელი დღეა ტვინს მიბურღავს.
'ერეკლე, ხვალ ტაიმაუტში ხარ მიწვეული, აუცილებლად უნდა წახვიდე'
'არ დაგავიწყდეს, ხვალ გადაცემაა'
'არანაირი უარი, ხალხი გელის'
'ბუნებრივი იყავი, ხშირად გაიღიმე'
მის ხმაზე აჯავრებს, ვერაფრით ვიკავებ სიცილს.
- მასთან უნდა დამერეკა. - ტელეფონს იღებს, თუმცა მხოლოდ ეკრანს ანთებს და მერე ისევ დებს.- არა, მეზარება. თან ამ შუაღამეს.
- ცვალებადი.
- წუწუნს დაიწყებს, ახლა რატომ გამაღვიძეო, აქამდე რატომ არ დარეკეო, ვის აქვს მოსმენის თავი.
ისე, ხომ არ გამეშვა - წამიერად მავლებს თვალს - ვაკოს ახალი მენეჯერი ნახე? ძაან მაგარი ქალია.
- ერეკლე! - მხარზე ვურტყამ ხელს.
მაშინვე სიცილს იწყებს.
- რაა, ვიპოვი ვინმე მასეთს.
- გეყოფა, არაა სასაცილო.
- კაი. -ოდნავ იწევა ჩემსკენ - ვხუმრობ, რა იყო. შენ ხარ ჩემი ერთადერთი, სხვა არავინ არ მინდა.
ბაჩოსაც არსად გავუშვებ, თუ თვითონ არ გამექცა, მამუკასი არ იყოს.
ისე, მართლა ძაან კაი იყო მამუკა, მგონი კვაშილავაზე მეტად, მე დამწყდა გული.
- საზღვარგარეთ წავიდაო.
- ხო, რას ვიზამთ. არც ნინაა ცუდი.
ვაკოს ვერ გავაგებინე, რომ თვალები გაახილოს. მართალია, ცოტა პატარაა ჩვენს ნინაჩკაზე, მაგრამ ვიღა აქცევს ასაკს ყურადღებას.
- როდიდან დაიწყე მაჭანკლობა? დაანებე თავი, თანაც ვაკოს ანუკი... - ვჩერდები, თუმცა უკვე ძალიან გვიანია.
- სერიოზულად? - კორპუსთან უხვევს და იქვე აჩერებს მანქანას.
ღმერთო, არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ახლა ამის თქმა.
თუმცა იმდენად ამეჭრა, ნინო რომ ახსენა მის გვერდით, თავი ვეღარ შევიკავე.
- მე რატომ არ მითხრა? ნინაზე ხომ აღარ დავუწყებდი.
ღრმად ვსუნთქავ.
- მისმინე, ერეკლე. მათ არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ ახლა. ძალიან გთხოვ, ანუკი არ უხსენო, ცუდადაა ისედაც.
- დაშორდნენ?
- არა... უფროსწორად, ერთად არც ყოფილან. პირადულია, ხომ გესმის. აჯობებს, რომ ვაკომ მოგიყვეს, თუ რა თქმა უნდა ამის გაზიარება მოუნდება. თუ არადა არ დააძალო, გთხოვ. ყველა ძალიან უყვარხართ და გენდობათ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ადვილი არაა, წესით არ უნდა გეწყინოს.
- არ მწყინს, ალე. უბრალოდ... ჩემს თავზე მეშლება ნერვები, რომ ვერ მივხვდი. შეყვარებული ადამიანი ვერ ვიცანი, გეგონება თვითონ არ ვყოფილვარ შეყვარებული.
ოდნავ მეღიმება.
- არაფერს ვეტყვი, ნუ ღელავ.
ოდნავ ვუქნევ თავს და ღვედს ვიხსნი.
საინტერესოა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მეკეთა.
- თავს მიხედე და სიცხეც აკონტროლე.-შუბლზე ვადებ ხელს.
ოდნავ მიღიმის.
- ხვალ ვარჯიშზე წამოხვალ?
მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
- ამხელა ლექცია იმისთვის ვატარე, რომ კიდევ ვარჯიშზე წახვიდე?
სიცილს იწყებს.
- არა, არა. უბრალოდ, საყურებლად.
შენც ხომ დადიოდი ხოლმე...
ოდნავ ვმშვიდდები.
- ერეკლე, სახლში უნდა იყო და ისვენებდე, რა ბოდიალი. ის არ გეყოფა, გადაცემაში რომ უნდა წახვიდე?
- ოო, ეგ საღამოს არის. იქამდე რა ვაკეთო, თანაც კარგად ვარ უკვე. ბიჭებს გამხნევება სჭირდებათ ნაკრების გულისგან. - ბოლო სიტყვებს იფერებს.
ღრმად ვსუნთქავ.
თითქოს, სახლში გააჩერებს ვინმე.
- ანუ მოდიხარ?
- დინამოზეა ვარჯიში?
- არა, შალვას ბრწყინვალე იდეით, თბილისის ზღვის ბაზაზე.
ოდნავ მეღიმება. ამათი მოსაწონი ხომ ვერაფერი გააკეთა ბიძიამ.
- კარგი... მაგრამ მალე დავბრუნდებით.
- არის უფროსო.
ჩვეული ქარიზმით იწევს თმას უკან.
- ერთი დღე მაინც შეგიძლია ისე, რომ თმას არ შეეხო?
ჯერ წარბებს კრავს, მერე ეღიმება და განგებ, ისევ თმაში იცურებს თითებს.
- რაგინდა, აბა თვალებში ჩამომდის.
ორივეს გვეცინება.
- შენ გგონია გეპრანჭები?
ეგ არ მჭირდება, ძვირფასო ალე. ისედაც ძალიან საყვარელი ვარ.
- ცოტა ბუნებრივად მაინც ინარცისე.
- ბუნებრივად ვნარცისობდი, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი და რაღაც დამემართა. ჩემი შექმნილი ერეკლე გაქრა.
ისევ ოდნავ მეღიმება.
ნეტავ შემეძლოს და სამუდამოდ დავრჩებოდი მის თვალებში.
- ძალიან კარგია შენთან, მაგრამ უნდა წავიდე...
- ხო, ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.
- ეშმაკს არა და, იმედია ლალის მაინც სძინავს.
- ლალი ვინაა?
- დაივიწყე. - ოდნავ ვიწევი მისკენ და ლოყაზე ვკოცნი. - ცხელი ხარ...
- მერე ცეცხლს ეგრე აქრობენ? - წამსვე მიჭერს და თავადვე ინაცვლებს ტუჩებზე.
- ერეკლე... გეუბნები, მგონი მაღალი სიცხე გაქვს.
- დაიკიდ.ე
- ერეკლე. - მართალია დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მაინც ვაჩერებ. - ახლავე სახლში და წამლები. კოცნა ვერ გიშველის.
ღრმად ოხრავს.
- არ მინდა სახლში...
- ნუ წუწუნებ. - კარს ვაღებ და ფრთხილად გადავდივარ მანქანიდან.
- დილას დაგირეკავ.
- ღამე მშვიდობისა.
- შენც.
***
ემოციებისგან გადაღლილს, ბალიშზე თავის დადებისთანავე მეძინება.
მართლა ძალიან მომნატრებია მშვიდი ძილი. აი ზუსტად ისეთი, არაფერზე რომ არ ფიქრობ, არაფერი გესიზმრება, უბრალოდ ისვენებ.
თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არასდროს არ არის და იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გათენების ჟამს დავწექი დასაძინებლად, ჩემი დასვენებაც ხანმოკლე ბედნიერება აღმოჩნდა.
შუა ძილში მყოფს, მანანა მადგება თავზე და გაღვიძებას მაიძულებს.
- ადექი დედა, 10 საათი გახდა უკვე. რა იყო, არ გძინებია ჯერ? - მართალია მისი ხმა ყრუდ ჩამესმის, თუმცა მაინც მეღვიძება და ვცდილობ თვალები გავახილო.
- ხომ არ გაცივდი, ავად ხარ? - ახლა შუბლზე მადებს გაყინულ ხელს და წამსვე ვფხიზლდები.
- არა, დედა...
- ბოლოს როდის გეძინა ამდენი ხანი, არ მახსოვს.
საფეთქელზე ვისვამ თითებს და ოდნავ ვიწევი.
ინსტიქტურად, კედელზე დაკიდულ საათზე გადამაქვს მზერა და მერე მანანაზე, რომელიც ჩვეულებრივზე მეტადაა გამოპრანჭული.
ვაპირებ ვკითხო რა ხდება, თუმცა ზუსტად ამ წამს, კართან ჩემოდანს ვამჩნევ და თვალები მიფართოვდება.
- არ მინდოდა, შენს გაუფრთხილებლად წასვლა. - ჩემს მზერას იჭერს.
- რა ხდება, სად მიდიხარ?
- არ ინერვიულო, მაგრამ...
- დედა!
- ბებიაშენს წნევამ გაუარა.
- რაა?! - თავისით მეყვირება.
- ჰო, მეზობელმა დამირეკა დილას. მადლობა ღმერთს ცოცხალია, საავადმყოფოში გადაუყვანიათ. სასწაულებრივად გადარჩა, კარგადაა, მაგრამ ცოტა ხანს დახმარება სჭირდება, მისთვის დატვირთვა არ შეიძლება. არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩები, ამიტომაც...- ჩემოდანზე მანიშნებს.
- მეც წამოვალ.
- არა შვილო, შენ სად წამოხვალ მოტეხილი ფეხით, ამხელა გზაზე.
- მარტო არ გაგიშვებ, დედა. მეც მინდა ბებიას ნახვა.
- ალე, მომისმინე. - მხარზე მადებს ხელს- უნდა იწვალო დედა, აქაც ძლივს დადიხარ. რომ ჩავალ, მესენჯერით დაგირეკავ და დაგანახებ ბებიაშენს, შენი წამოსვლა აუცილებელი არაა.
უფრო ნუ გაირთულებ სიტუაციას.
ღრმად ვსუნთქავ.
- ღვთის წყალობით, კარგად არის. იქნებ მალევე ჩამოვიდე, ან საერთოდ აქეთ წამოვიყვანო.
- ...
- არ ინერვიულო, შვილო. თავს მიხედე კარგი? ნორმალურად ჭამე და წამლების დალევაც არ დაგავიწყდეს.
თავს ვუქნევ.
- და ნუციკო?
- დაველაპარაკე მშობლებს, ცოტა ხანს სხვა ძიძა უნდა იპოვონ, მეტი გზა არ არის. - ღრმად სუნთქავს. - წავედი მოკლედ...
- უკვე?
- გადის დედა ავტობუსი. ისედაც, ნეტა პირველივე რეისზე მომესწრო.
ჭკვიანად იყავი, აბა შენ იცი. - შუბლზე მკოცნის და ნელი ნაბიჯებით მიდის გასასვლელისკენ.
- დამირეკე, რომ ჩახვალ.
- აუცილებლად.
***
იმის მიუხედავად, რომ ვიცი ბებია უკვე კარგად არის და ყველაფერმა ჩაიარა, მაინც ვერ ვისვენებ.
უცნაური გრძნობა მაქვს და ამას, ვერაფერს ვუხერხებ.
უნდა წავსულიყავი.
დედამ რომ იცოდეს, სად ვიყავი გუშინ მოტეხილი ფეხით...
ღმერთო.
თითქოს, სინდისი მქენჯნის.
არა, მოგვიანებით მაინც, აუცილებლად ჩავალ ბებიასთან.
საკუთარ თავს, ალბათ ათასჯერ მაინც ვუმეორებ, თუმცა ხასიათს, მაინც ვერაფერს ვშველი.
იმასაც კი ვფიქრობ, რომ ერეკლეს დავურეკო და ვუთხრა, რომ შეხვედრა გადავდოთ. არ მინდა, რომ ჩემი 'ეს' განწყობა გადაედოს, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან მინდა მისი ნახვა.
ისე მენატრება, თითქოს საუკუნეა არ მინახავს.
ღმერთო, როგორ მივეჩვიე, ერთი დღეც ვეღარ ვძლებ მის გარეშე.
ვერ ვწყვეტ რა ვქნა, უაზროდ ვატრიალებ ტელეფონს და დადებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მომდის შეტყობინება და ეკრანი ინთება.
''პირველად, ნაკრების მაისურის გარეშე, პირველად, შენთან ერთად.
ქვემოთ გელოდები.
შენი
21 ნომერი''
მეღიმება.
ჩემი...
ჩემი 21 ნომერი.
***
- მთავარი ისაა, რომ კარგადაა, ალე. გთხოვ, არ გინდა ნერვიულობა, ასეთს ვერ გიყურებ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ, მაინც ვერ ვიღიმი გულწრფელად.
ჩემს გამხიარულებას, იმ წამიდან ცდილობს, რაც ყველაფერი მოვუყევი, თუმცა უკვე ბაზაზე ვართ და მე მაინც ვერ ვიშორებ ამ გრძნობას.
- ჰო, მაგრამ არ ვიცი...
თითქოს, მაინც ვერ ვსუნთქავ თავისუფლად. რამე რომ მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი. ბებიასთან გავიზარდე, ჩემი მეორე დედაა...
- ბებიებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ შვილიშვილების ცხოვრებაში.
- ჰო. არ მახსოვს, ჩემთვის ეყვირა. პირიქით, როცა რამეს ვაფუჭებდი და დედა მეჩხუბებოდა, ყოველთვის მასთან ვიმალებოდი - ოდნავ მეღიმება ამის გახსენებაზე.
- მეც... - თვითონაც ეღიმება.
- მართლა? ანუ ქალბატონ ქეთის აბრაზებდი ხოლმე?
- ოო, თან როგორ. ისე, გეფიცები, ახლა დათას რომ ვუყურებ, ისეთი მშვიდი და დამჯერია. ერთი უთხარი, გააკეთებს.
მე სად ვიყავი მასე. დღე არ გავიდოდა, რამე არ გამეფუჭებინა.
დედა იმენა სულ სკოლაში იყო.
მეღიმება.
- მაგრამ იცი რაა, მარტო ჩემი ბრალიც არ იყო. მასწავლებლები ჩემს ხუმრობას ვერ გებულობდნენ.
- ოჰო.
- იცი რა სისულელის გამო გამრიცხეს ერთი კვირა?
- აქამდეც მიიყვანე საქმე?
- მესამე ოქმი იყო სამწუხაროდ.
- მომიყევი, რა. - უკვე სტადიონს ვუახლოვდებით და განგებ ვანელებ ნაბიჯს.
ღრმად სუნთქავს.
- მეცხრე კლასში ვიყავი. - ოდნავ ეღიმება. ზუსტად ვიცი, ახლა კადრებად ეშლება თვალწინ ყველაფერი.
- ხოდა, ქიმია გვაქ, რა. მეექვსე გაკვეთილი იყო. ვერასდროს ვიტანდი ამ ქიმიას. ნუ, წესით ვიპარებოდი ხოლმე, მაგრამ იმ დღეს, ვერც დამრიგებელი დავაბოლე, ვერც მანდატური და ვერც ფანჯრიდან გადავიპარე, ფეხი მტკიოდა, კალათბურთის ბურთს დავარტყი სპორტზე და...
უკვე მეცინება.
- დაიცა, ჯერ მთავარი არ მითქვამს. - ოდნავ ახველებს.
- მიდი, გისმენ.
- ხოდა, შემოვრჩი ამ ქიმიაზე.
გაგებაში არ ვიყავი არაფრის. რაღაც მოლეკულებს გვათვლებინებდა პერიოდული სისტემიდან. ნუ მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს. ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია არ იყო.
სულ უკან ვიჯექი და იქ 'კამანდა' მქონდა შეკრული. მე ხო არაფერს არ ვაკეთებდი და ბიჭებსაც არ ვაცდიდი.
ითმინა ამ მასწავლებელმა, ითმინა, მარა ნუ ბოლოს მართლა მთელი კლასი გადავიბირე, იმას აღარავინ უსმენდა და ამოასხა.
ხოდა კუთხეში დამაყენა.
ნუ, ამით დიდად არ მოვიხიბლე, მაგრამ დაფასთან დგომას მაინც მერჩივნა.
მკაცრად გამაფრთხილა არ შემოტრიალდე გიყურებო, ხოდა რა მეკეთებინა ახლა.
ძაან გასარემონტებელი იყო ჩემი სკოლა, ნუ შესაბამისად კლასიც.
ხოდა ლურსმანი გამოვაძრე კედლიდან და...
ეცინება.
- მერე?
- დაიცა, მეცინება.
- ერეკლეე.
- მოკლედ... - როგორღაც იწყნარებს თავს. - სანამ მასწავლებელი ახსნის რეჟიმში იყო და ჩემთვის ძაან არ ეცალა, ავდექი და ამ ლურსმნით დავიწყე კედლის თხრა. ნუ, რაღაც ესე ადგილ-ადგილ.
ხოდა, ნუ საკმაოდ დიდ ადგილზე გამოვთხარე რა და ზარიც დაირეკა.
გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ რომ შემოვტრიალდი, პირდაპირ შევეჩეხე მასწავლებელს. აზრზე არ ვარ, როდის დამადგა თავზე.
ისეთი მზერით უყურებდა ამ კედელს, აი, ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
ხოდა
ტაბატაძე, რა გააკეთეო და...
ვარძია გამოვთხარე მას - მეთქი.
- ვარძია...
ორივეს გვეცინება.
- რამ მოგაფიქრა...
- არ ვიცი, გეფიცები. რომ შევხედე, ისე გავდა ვარძიას.
მთელი კლასი იგუდებოდა, იმენა.
- ამის გამო გაგრიცხეს?
- მანამდეც ძაან ბევრ მიქარულზე ჰქონდათ თვალი დახუჭული და ქიმიის მასწავლებელმა კიდევ, საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს შეურაცხყოფა მიაყენაო, სკოლა დააზიანო. გეგონება, ისეთი კედელი დავაზიანე, ნაკაწრიც რომ არ ჰქონდა.
- ცანცარა.
- ხომ გაგაცინე, რა გინდა. - მხრებს იჩეჩავს.
- ნაკრებში? - უკვე მივდივართ სტადიონთან, სადაც ბიჭები გაცხარებულ ვარჯიშში არიან.
- რა ნაკრებში? - მისალმების ნიშნად, ხელს უწევს.
- ნაკრებშიც ხომ მაიმუნობ ხოლმე.
- ოო, კი. კვაშილავას საფირმო ფრაზაა 'დაგბრიდავ, ერეკლე!'
ოდნავ მეღიმება.
- აუ, აუ, ის არ იცი. შალვა რომ ახალი მოსული იყო ჩვენთან, ხომ არ გვიცნობდა და ყველას სრული სახელით მიმართავდა ხოლმე. ანუ, ერთი როგორც წაიკითხა საბუთებში თუ რავი რა.
- მართლა? - მსგავსი არაფერი ვიცოდი.
- ხოო, ანუ გიოს გიორგი, ნიკას ნიკოლოზ და ასე.
- მერე?
- ხოდა, ანუ ვაკოს ხომ რეალურად ვალერიანი ჰქვია. - ისევ ეცინება.
- ერეკლეე. არ არის საღადაო .
- ხოდა, ერთხელაც მეკითხება... ვალერიანი სად არისო
- ხოდა, მეთქი წნევა თუ გაქვთ, კორსიზიც ძაან კაია თქო. - კვლავ აგრძელებს სიცილს.
მეც მეცინება.
- მართლა ცანცარა ხარ, ამხელა ბიჭი.
ზუსტად ამ წამს გამოდის შალვა სტადიონიდან.
ისეა საკუთარ ფიქრებში გართული, ძლივს გვამჩნევს.
- ა, ბავშვები, თქვენც აქ ხართ? -სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ.
- როგორ ხართ, მწვრთნელთა შორის მწვრთნელო?
- არამიშავს, ერეკლე. შენ როგორ ხარ, რაშვება შენი სიცხეები?
- დილას აღარ მქონია. მახველებს უბრალოდ და უღონობა მაქვს, მეტი არაფერი, მადლობა.
- ისე სახლში რომ იყო, არ ჯობია?
- მეც ეგ ვუთხარი, ბიძია, მაგრამ დაიჟინა ბიჭები უნდა ვნახოო.
- ოჰ, ბიჭები. აქ არიან შენი ბიჭები, არსად წავლენ, ნუ გეშინია.
ოდნავ ეღიმება.
- კარგი, ბავშვებო, სახლში უნდა გავიქცე მე. მეზობელმა დამირეკა, სიგნალიზაცია ჩაირთოო, გადავამოწმებ და უცებ დავბრუნდები.
- გინდათ წამოვიდე?
- არა ერეკლე, სად უნდა წამოხვიდე, პოლიციაში დავრეკე უკვე. თუ ქურდია, დაიჭერენ.
- კარგით, რავიცი. - მხრებს იჩეჩავს.
- წავედი, ჭკვიანად. ამათ უყურე, არავინ გაიპაროს, გაბარებ, იცოდე შენ დაგმარხავ, ერეკლე.
- არა, რასამბობთ.
სწრაფად გვაქცევს გვერდს და გასასვლელისკენ მიდის.
- საღამოს 'ტაიმაუტი' არ დაგავიწყდეს!- არც ბრუნდება, ისე ყვირის.
- არა, მახსოოვს! - ერეკლეც უწევს ხმას რომ გააგონოს. - ეს მეორე ბაჩოა კიდევ რა. - ახლა მე მეუბნება ჩურჩულით.
- დაურეკე?
- დამაცადა? აუ... - შუბლზე ირტყამს ხელს. - გუშინ დათას ვათხოვე ტელეფონი, რა. ხოდა რაღაცეები უმაიმუნია და ზარზე მამლის ყივილი დამიყენა.
ვერაფრით ვიკავებ სიცილს.
- დილას ბაჩო რეკავს, აუ, ჩემი... გეფიცები, თავი 'სოფლი ბოლოში' მეგონა.
- მეც მინდა დათასნაირი ძმაა...
- გაჩუქებ.
- მაჩუქე, სულ მინდა, რომ ჩავეხუტო, ძალიან საყვარელია.
- კი, განსაკუთრებით დილას. ბალიშებს და საბანს რომ მაცლის ხოლმე. ბოლო ხმაზე რთავს პეპა გოჭს და მიკროფონში მღერის.
მეღიმება.
- ვერ ვგებულობ, ამ ყველაფერს ყოველთვის ჩემს ოთახში რატომ აკეთებს, მაგრამ კარგი.
- პატარა მაიმუნი.
ორივეს გვეღიმება.
მხოლოდ ახლა გვამჩნევს სტადიონიდან თორდია, რომელიც გასაწურია ამდენი სირბილისგან უკვე.
ჯერ ხელს გვიწევს და მერე, ნელი ნაბიჯებით მოდის ბადესთან.
- ცენტრ ფორვარდს ვახლავარ, რაშოოოობი - ხელის ჩამორთმევის იმიტაციას აკეთებენ ბადეზე.
- რავი, მცველო, შენ?
თვალებს ატრიალებს.
- ალე, ძმა, რა უნდა ამას 'აქანე'? სახლში არ უნდა იწვეს ძმრიანებით?
- ვის უჯერებს მერე.
- რა ძმრიანები, აღარ მაქვს სიცხე კაცო.
- მოდი შევამოწმო.
- გადი რა, გუგა, ნუ მასხარაობ. - ოდნავ იწევს უკან, გეგონება, მართლა შეეძლო ბადიდან შეხება.
- მისმინე, ადამიანი თურმე ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. ჩვენ ხომ ვიძახით შალვაზე მკაცრიაო, აი შენ იმას უყურე. - კვაშილავასკენ იშვერს თითს, რომელიც გაცხრებული უხსნის რაღაცას ხატიაშვილს.
- ღმერთს ვთხოვ, შეგვიწყალოს და შალვა მალე დაბრუნდეს, ბატონი ვალერიანი, ნამდვილი განსაცდელივით დაგვატყდა თავზე.
- გუგა, რას ქაქანებ, მოდი! - სიტყვა არ აქვს დასრულებული, მაშინვე ეძახის კვაშილავა.
საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ოხრავს და სახე ემანჭება.
- ხედავთ?
- ჩათვალე დავინახე, მალეე!
- მოვდივარ, დავარიშ კაპიტან. - უკუსვლით იხევს უკან და მერე, კვლავ სირბილით უბრუნდება გუნდს.
- ერეკლე, შენ კიდევ რა გინდა აქ?! სიცხემ რომ აგიწიოს და უარესი დაგემართოს?! - იქიდან უბღვერს.
- მიდი, მიდი, ბურთს უყურე. -ხელს იქნევს. - აუ...რას გაასწორებდა ეხლა ვარჯიში.
მართალია თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა მაინც გავიგონე.
- ერეკლე.
- რა, ნდომის დონეზე მომინდა უბრალოდ, თორემ ძალა არ მაქვს ისედაც.
ღრმად ვსუნთქავ.
ისეთი სხვანაირია აქაურობა.
მართალია არაფერი შეცვლილა, თუმცა ჩემთვის მაინც სხვანაირია. აქ რომ მოვდიოდი ხოლმე, ის ვერასდროს მამჩნევდა, ახლა კი ერთად ვდგავართ და ისე ვუყურებთ ნაკრების ვარჯიშს.
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში...
კარის ჭრიალის ხმა მესმის, თუმცა არ ვბრუნდები. მგონია, რომ შალვაა, თუმცა ამჯერად ფეხსაცმლის კაკუნის ხმაც რომ ჩამესმის, მყისვე ვაბრუნებ თავს.
ანუკი...
ზუსტად ისეთი ანუკი, რომელიც ბოლოს, მგონი უხსოვარ დროში ვნახე.
ლურჯი კაბით და რა თქმა უნდა, შესაფერისი მაკიაჟით.
ისეთი სუსტია, ასე მგონია, მის გაშლილ თმასთან ერთად დაყვება ქარს.
- ვა, თქვენც აქ ხართ გვრიტებო? - ჩანთას ისწორებს, რომელიც მკლავიდან ჩამოუვარდა და წინ გვიდგება.
- როგორ ხარ, სიძე? - სიტყვის თქმას არ მაცდის, ისე აგრძელებს და ამჯერად, ერეკლეს უღიმის.
მასაც ეღიმება.
აშკარად სიტყვა 'სიძის' დამსახურებაა ეს ღიმილი.
- რავიცი - მხრებს იჩეჩავს - ძლივს გიცანი, როგორი სხვანაირი ხარ.
- ხო, უფრო ლამაზი ვარ. - იფერებს.
- აქ რას აკეთებ? - სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცი რასაც აკეთებს და ვის სანახავადაც არის მოსული, თუმცა როგორ შეალამაზებს პასუხს, ეგ ნამდვილად მაინტერესებს.
- ვაკო უნდა გავლანძღო. - თვალებს ატრიალებს.
- აბა რას ამბობ, ჩემს კაპიტანს არავის გავალანძღინებ. - მაშინვე სიტყვით გამოდის ერეკლე და თან, კვაშილავაზე გადააქვს მზერა, რომელიც იმდენადაა გართული, საერთოდ ვერ ამჩნევს ანუკის.
- მომისმინე, ძვირფასო. საერთოდ არ მაინტერესებს კაპიტანია, საყრდენი თუ მცველი, ამჯერად ის ჩემი მანქანის გაფუჭების მიზეზია, რომელსაც მისი ბრწყინვალე ხელოსნების დამსახურებით ვეღარ ვქოქავ, ასე რომ გაიწიე.
- მოიცა, მოიყვანა მანქანა? - მკლავზე ვკიდებ ხელს.
- არ ვიცი, თვითონ მოიყვანა თუ ვინმეს დაავალა, მაგრამ დილას, კორპუსის წინ დამხვდა.
- მოიცა, რა სჭირდა მანქანას? - დაბნეული მზერით უყურებს ერეკლე.
- შენი კაპიტანი დამეჯახა.
- შენ დაეჯახე. - ვუსწორებ.
- როგორც იყო. თავი გამოიდო, გავაკეთებო. მიიყვანა ხვიჩას გოჩასთან და მართალი შეღუნულს უშველეს, თუმცა ვეღარ ვქოქავ.
- ანუ საერთოდ ვერ დაძარი?
- არა, აქამდე ამოვედი. - მხრებს იჩეჩავს.
- თუ აქამდე...
- არ გინდა, ალე. - ხელს სწევს. - ასე მეგონა, ყოველ ორ წუთში 'ბუგაროვკებზე' გადავდიოდი, გამაწამა. ასე რომ მაინც უნდა ვეჩხუბო, გაიწიეთ.- ხელებით იკვლევს გზას ჩვენს შორის.
- არადა, დარწმუნებული ვარ მიზეზია. - ჩურჩულით ვეუბნები ერეკლეს.
- ვაკოოო! - იმხელა ხმაზე ყვირის, ინსტიქტურად ვკრთები.
ფეხით აჩერებს ბურთს კვაშილავა და მაშინვე აბრუნებს თავს ანუკისკენ.
- აქ ამბავი დატრიალდება, მტრისას. წამოდი, ჩვენც შევიდეთ. საჭიროების შემთხვევაში, ანუკი დაიჭირე.
ოდნავ ეღიმება და მაშინვე მიწვდის ხელს.
- გიგი, დაიჭირე. - ფეხით უგორებს ბურთს ლეჟავას და ნელი ნაბიჯებით მიდის ანუკისკენ.
- რა ხდება?
- რა უქენით ჩემს მანქანას?!- აშკარად უჭირს სტადიონზე ქუსლიანებით სიარული, თუმცა როგორღაც მაინც მიდის კვაშილავამდე და იმდენად ახლოს უდგება, თვითონ ვაკოს იწევს ერთი ნაბიჯით უკან.
- ბიჭებს ვთხოვე, კორპუსის წინ დაეტოვათ, რამე სჭირს?
- რამე სჭირს კი არა, საერთოდ არ იქოქება. ძლივს ამოვაღწიე აქამდე. ვინ უთხრა, მაგ ხვიჩას გოჩას, ძრავაში ჩაყე თავიო, ჰა?
- ხვიჩას გოჩა ვინაა? - ინტერესით ეკითხება თორდია.
- თქვენი კაპიტნის ტვინიკოსი ხელოსანი.
- ბაქართან გყავდა? - ამჯერად ნაკაიძე ეკითხება კვაშილავას.
უბრალოდ თავს უქნევს ვაკო.
- რა მნიშვნელობა აქვს, ბაქარია, ზეზვა თუ მზია. ჩემი მანქანა არ ი ქ ო ქ ე ბ ა! - დამარცვლითაც უმეორებს.
- კარგი, მისმინე ან.., ცოტა ხანი დამაცადე, ვარჯიშს მოვრჩები, გამოვალ და ვნახავ, კარგი?
- ჩემი არ გჯერა?
- მჯერა, მაგრამ ვნახავ, იქნებ სერიოზული არაფერია და მეც მოვაგვარო.
- მაშინ ახლავე, არ ვაპირებ გელოდო.
- ახლავე ვერა, ასე ვერ გამოვალ გარეთ. - ფორმაზე იყურება.
- რატომ, ხალხი დაგეხვევა თავზე?
ორი ფოტო რომ გადაიღო ფანებთან, მოკვდები?
მეღიმება.
იყო დრო და მომენტი, მეც ასე ვუთხარი ერეკლეს.
უბრალოდ ღრმად ოხრავს კვაშილავა.
- მიდი დავარიშ კაპიტან, შალვა მაინც არაა. - სიტყვაც არ აქვს დამთავრებული ქორჩილავას, მაშინვე შემოდის სტადიონზე შალვა.
- რა ხდება, რა შეკრებაა? - სწრაფად იკვლევს გზას ბიჭებს შორის და ვაკოს და ანუკის ადგება თავზე.
- თქვენ რა, ჩხუბობთ? ანი შვილო, მეგონა მისამართი რომ მთხოვე, საყურებლად გინდოდა მოსვლა.
- იცით...
- ანუკი, წამოდი, გარეთ გავიდეთ. - მკლავში ვავლებ ხელს. - არაფერია ბიძია, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
ოდნავ მიქნევს თავს შალვა.
- მიდი გაინძერით, ჩამომიდგნენ აქ მოწმეებივით. ვაკო...
- დიახ.
- დიახ კი არა, მიდი, მე რა გითხარი, არ გაჩერდეთ მეთქი.
- ბიძია, სახლში რა ხდებოდა? - მხოლოდ ახლა მახსენდება.
- ო, არაფერი. ფანჯარა დამრჩენია ღია და კატა შესულა. სულ ტყუილად დავრეკე პოლიციაში.
- მიდით ახლა, კიდევ დგანან ესენი! - ტაშს უკრავს და ბიჭებიც, წამსვე იშლებიან მოედანზე.
- ამათ სირბილს უნდა ველოდო? - მაშინვე წუწუნს იწყებს ანუკი.
- თუ გინდა, მეც შემიძლია ვნახო...- ჯენტლმენურად გვითმობს გზას კარებში ერეკლე.
- არა, სიძე. თავისი გაფუჭებულია და თვითონ უნდა მოაგვაროს. ვერსად გამექცევა. - სწრაფად მიდის სკამებისკენ და პირველი ჯდება.
- დარწმუნებული ხარ, რომ მართლა არ იქოქება?
- შენი აზრით, გატყუებ, ალე?
- რავიცი... - ფრთხილად ვუჯდები გვერდით. არ მინდა, რომ უფრო გავაღიზიანო და აღარ ვეძიები, მაგრამ ამდენი წელია ვიცნობ და როგორც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ მომატყუებს.
შეიძლება მანქანას მართლა აქვს პრობლემა, თუმცა არამგონია იმის ნახევარი მაინც იყოს, რასაც აბუქებს.
ყურებაც.
თითქოს არ უნდა, სულ ძალით დაჯდა, თუმცა ხომ ვიცი, როგორ ძალიან უნდა მასთან ახლოს ყოფნა.
- ძვირფასო სიძე, შენ არ თამაშობ ხო რუმინეთთან?
- ვერა, რძალო...
- რაო?
- ერეკლე! - მაშინვე მხარზე ვურტყამ ხელს, თუმცა უკვე გვიანია.
მაშინვე ფეხზე დგება ანუკი.
- რძალი რატომ დამიძახე? ცოლის და რძალი რანაირად გამოდის, ჰა?
- ცოლის და არა, მაგრამ ძმის ცოლი ხომ გამოდის?
- იდიოტი ხარ?! - ტონს უწევს.
- ანუკი, მშვიდად.
- ვინ უთხრა ამას, ვაკომ? - კვაშილავასკენ იშვერს თითს.
- არა, მე ვუთხარი. უფროსწორად...
- წამოსცდა. - ჩემს მაგივრად ამთავრებს ერეკლე. - არ ინერვიულო, სამარე ვარ.
- ვხედავ, როგორი სამარეც ხარ. - უარესად ნერვებმოშლილი უბრუნდება საკუთარ ადგილს.
- მაპატიე... - უფრო ვჩურჩულებ.
- თუ კიდევ ერთხელ დამიძახებს ასე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ალე.
ღრმად ვსუნთქავ.
კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, თუმცა ინატიქტურად ავლებს მზერას სტადიონს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეშდება.
ვაკოა ბურთთან.
სანამ ჩვენ ვქაქანებდით, კარში დარტყმებზე გადასულან.
ფეხით ათამაშებს ბურთს კვაშილავა.
ვფიცავ, არავინ მინახავს, ბურთს ამდენ ხანს, ასე იდეალურად კენწლავდეს.
პროფესიონალია, რაც მართალი მართალი.
- მიდი ახლა, გავუშვი ფესვებიიიი. - კარიდან ეჩხუბება ზვიადაძე.
წამსვე აჩერებს ბურთს კვაშილავა და დარტყმას აპირებს, თუმცა ამჯერად ბიძია აჩერებს.
- დაიცა, ვაკო. მოდი პენალტი.
- აუ ჯერ გავხურდეთ, რა. - მაშინვე წუწუნს იწყებს თორდია.
- თუ გავხურდი, მეც გავიტან მერე. - როგორც სჩვევია ხოლმე, წარბსაც უწევს ბიძია.
- მაშინ ბოლო ვარ.
- ბოლო კი არა, პირველი ხარ. მიდი მიეცი ბურთი.
- საღოლ, შეჩ*მა, კარგად გაიჩალიჩე. - ფეხით უგორებს ბურთს კვაშილავა და მხარზე ჰკრავს ხელს.
- გადი რა. აფსუს, პენალტის ღმერთი უნდა იჯდეს სკამზე და სათუთი ნახევარმცველი უნდა იყოს პირველი?
ტაბატაძესკენ აპარებს თვალს და თან, ბურთს ასწორებს.
- მიდი გუგა! - მაშინვე ეპასუხება ერეკლე.
- მისმინეთ, ხალხო, პენალტი რა არის?- მაინც ვეღარ ითმენს ანუკი.
- 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა.
- ანუ 11 მეტრიდან ურტყამენ და დაჟე ხალხი ეღობება კიდე? - თვალები უფართოვდება.
- ჰო.
- ვა... ეგრე გატანა შეილება მერე?
- 12 - ჯერ მაქვს გატანილი. - ტუჩის კუთხეში ეღიმება ერეკლეს.
- სერიოზულად? ეს მართლა რონალდოა მგონი.
ამასობაში, გუგა ურტყამს ბურთს, თუმცა იმხელა ძალით და ისე არაზუსტად, რომ ბურთი სულ სხვა მხარეს მიდის და ზვიადაძეს, განძრევაც არ სჭირდება.
- თორდია! 'ზამეკანია' გაქ თვალებში? - მაშინვე უბღვერს ბიძია.
ამჯერად ჭანტურია მიდის ბურთთან.
- ზამეკანია... - სიცილი უტყდება ანუკის.
ვერც ჭანტურია ახდენს საოცრებას. მართალია, თორდიას მსგავსად არ ეჭრება ბურთი, თუმცა მაინც არაზუსტი დარტყმაა.
ქორჩილავა.
- არაა ძმაო ეს ჩვენი საქმე. შემტევებმა უნდა ივარჯიშონ ამაზე.
- მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. -სასტვენითაც ანიშნებს ბიძია.
აშკარად ძალიან ცდილობს, მაგრამ იმის მიუხედავად რომ კარში ურტყამს, ზვიადაძე აღებას ახერხებს.
ლეჟავა.
- აუ, გამიშვით რა, კუთხურს მივაწოდებ კაცო, ამას კარგად ვერ ვაკეთებ.
- და ასეიგი აღარ უნდა სცადო? ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს.
- ვეთანხმები. - თავს უკრავს ქედელიძე.
- მიდი.
კვლავ სასტვენით ანიშნებს ბიძია.
- ერეკლე, დღეს გადაცემაში მენეჯერებთან ერთად მიდიხართ? - ამჯერად სიტყვა 'სიძის' გარეშე ეკითხება ანუკი.
- არა, მენეჯრებს რაღა უნდათ. - მხრებს იჩეჩავს.
- მიწვეულები არ არიან?
- არა. - გაოცებული მზერით პასუხობს, აშკარად ვერ ხვდება, რატომ ეკითხება.
- კარგი.
- აუ, ტაბააა! - ბარბაქაძე ეძახის სტადიონიდან. - მოდი რა, გვაჩვენე ერთი კლასიკა.
- სად შემიძლის, რო. კაპიტანი ხომ გყავთ მანდ.
- კაპიტანი ბოლოს, ტკბილი ლუკმაა. - მხარზე ეკიდება კვაშილავას მახარაძე.
- დაანებეთ ერეკლეს თავი და გასწორდით კაცო!
ამჯერად, ქედელიძე ურტყამს.
ზუსტია, თუმცა სწრაფად უხვდება ზვიადაძე და იღებს.
შემდეგ გვაზავა,
ნაკაიძე.
ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ურტყამენ, მაგრამ ეს აშკარად არაა ის, რაც შალვას უნდა.
ოდნავ აქნევს თავს და შუბლზე ისვამს ხელს.
- მიდი ვაკო, აბა.
თვითონ იჭერს ბურთს ბიძია და თავადვე უგორებს
კვაშილავას.
ანუკიზე გადამაქვს მზერა.
ისეთი თვალებით უყურებს...
მინდა, რომ ვაკო შემოვახედო და ეს დავანახო, თუმცა თუ ოდნავ მაინც ვიცნობ კვაშილავას, როცა ბურთი აქვს წინ, სხვაგან არასდროს გაიხედავს.
რამდენიმე ნაბიჯით იხევს უკან და დასარტყმელად ემზადება.
- გაიტანს. - წინასწარ ასკვნის ერეკლე.
- ვანგა ხარ?
- ძმიშვილი. ვაკოს პენალტები განთქმულია.
ოდნავ მეღიმება.
ფიქრის იმიტაციას აკეთებს კვაშილავა და დაფიქრებული მზერით უყურებს კარს გადაფარებულ ბიჭებს.
- ჰე, ახლა. - მაინც ვეღარ ითმენს თორდია.
ბიძია სასტვენით ანიშნებს და ვაკოც წამში, ისეთი ძალით ურტყამს, ვინმეს რომ მოხვედროდა, ალბათ ვერც გადარჩებოდა ცოცხალი.
რა თქმა უნდა ყველა ხტება, ზვიადაძის ჩათვლით, თუმცა ყველას ძალიან ოსტატურად უძვრება ბურთი და პირდაპირ კარში გადის.
მაშინვე ჰორიზონტალურად შლის ხელებს კვაშილავა და ადგილზე ტრიალებს.
- ასე რა! - ხელს უწვდის ბიძია და კვაშილავაც, წამში აგებებს თავისას.
- აუ, უნდა დავარტყა. - წამში დგება ტაბატაძე და სტადიონისკენ მირბის.
- ერეკლეე! - ვის ესმის, უკვე ბიჭებთან შევარდა.
- დაანებე გოგო, ერთი რომ დაარტყას რა მოუვა.
- ჩვენი კლასიკა 'მევიდაა' - ბურთს უგორებს თორდია.
- ერეკლე, რას მაიმუნობ ახლა. - წარბებს კრავს ბიძია.
- ერთს დავარტყავ და გავალ ბოს.
- აბა არ შემიძლისო? - წამსვე ახსენებს მახარაძე.
- ხოდა მაინტერესებს, ძალგამოცლილზე რა შემიძლია ბატონო ნიკოლოზ... - დასარტყმელად ემზადება.
- გაიტანს?
- არ ვიცი, ანუკი. ჯერ მისი გაფუჭებული პენალტი არ მინახავს.
ბიძია სასტვენით ანიშნებს და ერეკლეც მაშინვე ურტყამს.
კვაშილავასგან რადიკალურად განსხვავებულად, თითქოს, მთლიანად აცდენილი იყო კარს, თუმცა მარჯვენა მხრიდან, ისე ეპარებათ კარში, ზვიადაძე აზრზეც ვერ მოდის.
- გეუბნებით, პენალტის ღმერთია რა! - ტაშს უკრავს თორდია.
- ყოჩაღ, დიდებულო ნაკრების გულო. ეგ ერთი და სხვა მრავალი. ჩაარტყი... - ხელს უწვდის გვაზავა.
- კარგი ერეკლე, წადი ახლა. - ხელითაც ანიშნებს ბიძია.
- თქვენ კიდე... - ღრმად ოხრავს- მისი წყალი გადმოგსხმოდეთ, რა გითხრათ.- წავიდა საჯარიმო დარტყმები!
ხველებით გამოდის ერეკლე სტადიონიდან და ძლივსღა სუნთქავს.
- კარგად ხარ?
- კი... - უღონოდ ეშვება სკამზე.
- გაოფლიანდი მგონი - მის სველ თმაზე გადამაქვს მზერა, რომელიც ისევ თვალებში ჩამოსდის, თუმცა გადაწევას არ ჩქარობს.
- კარგად ვარ, ალე.
- ოფლიანზე რომ დაგკრავს ქარი, მერე ნახე შენ. - ჩემს მაგივრად ეუბნება ანუკი.
- სიცხე ხომ არ გაქვს ისევ...
- კარგით ახლა, დედიკოები ხართ? ძალიან ცხელა და მე ამ ჰუდში ვიგუდები, ბუნებრივია, რომ გავოფლიანდი.
- აუ მართლა რა ცხელა.- ჩანთას ინიავებს ანუკი. - რა იყო, ასეთი აგვისტოს ბოლო მაშინ კი არ იქნება, მე რომ ზღვაზე ვიყო.
ოდნავ მეღიმება.
- ესენი კიდევ, როგორ არ იხრჩობიან ამ სიცხეში.
ისევ ბიჭებზე გადამაქვს მზერა.
აშკარად, მათაც ძალიან სცხელათ და როგორც კი თავიანთ წილ საჯარიმო დარტყმას ახორციელებენ, მაშინვე წყლის ბოთლების ასაღებად გადიან.
- მალე ქენით, ჯერ არ ვისვენებთ. - მაინც აფრთხილებს შალვა.
- აუ დავიღალე რა, მოვკვდი კაცო. - როგორც ყოველთვის, ახლაც თორდია იწყებს წუწუნს პირველი.
- აუ, რა ცხელა ჩემიიი. - თითქმის მთლიანად ცლის ბოთლს ლეჟავა.
ისეთი გადაღლილები არიან, ყველა შეწუხებული სახით დადის უკვე, რა თქმა უნდა ვაკოს გარდა, რომელსაც ბურთის გარდა, საერთოდ არაფერი არ აინტერესებს.
- აი ჩვენ გვყავს, კაპიტნების ეტალონიი! - ბოთლით ხელში უახლოვდება თორდია.
- მოეშვი ლაქლაქს გუგა. ერეკლე არ არის და მის მაგივრდაც ლაპარაკობ ახლა?
- რა პრეტენზიები გაქვს, ვიღაცამ ხო უნდა აგახმაუროთ.
- უფროსწორი იქნებოდა გეთქვა, ვიღაცამ ხო უნდა მოუშალოს ნერვები კვაშილავას.
- დაგბრიდავთ! - თითით ემუქრება ვაკო.
- აუ, არ გცხელა ტო?
- გადი გუგა, შევწუხდი.
- მაშინ... - ღრმად სუნთქავს და ბიჭებს ანიშნებს რაღაცას თვალებით. - რადგან შენ არ გინდა დროის დაკარგვა წყლის ბოთლთან მისასვლელად, ბოთლი მოვა შენთან.
ერთი ნაბიჯით უახლოვდება და მაშინვე სახეში ასხავს წყალს.
გააზრებასაც ვერ ასწრებს ვაკო, დანარჩენებიც ეხვევიან თავზე და ყველა იგივეს იმეორებს.
- აე, გაჩერდით! - მირბის, მაგრამ ყველა მისდევს და ბოთლში დარჩენილ წყალსაც ავლებენ თავზე.
- საღოოოლ, გუგ, ჩაგეთვალა! - სკამიდან გულშემატკივრობს ერეკლე.
მეღიმება.
ვერ ვიტყვი, რომ ანუკიც იგივეს აკეთებს. მის სახეზე ყველა ემოცია ერთადაა თავმოყრილი. ისეთი გაფაციცებით უყურებს, თითქოს, ფილმი იყოს და იმის ინტერესი გკლავდეს, შემდეგ რა მოხდება.
ჯერ ყვირილს იწყებს შალვა, თუმცა რომ არავინ აქცევს ყურადღებას, მერე სასტვენზე გადადის.
- ნაკრებიიიი!
- თქვენ სულ გაააფრინეთ? ამხელა კაცები ხართ! უტვინოები ესენი, აღუ გუგა! - ნერვებმოშლი კვაშილავა, წამში იხდის სველ მაისურს და თმაზე ისვამს ხელს.
კვლავ ანუკისკენ ვაპარებ მზერას, რომელიც იმდენჯერ ახამხამებს თვალებს, უკვე მეეჭვება რომ კარგადაა.
- ჭანტურია! - ახლა შალვა გადადის შეტევაზე - ეს ჰა, ჯანდაბას, ჭკუა არ მოეკითხება, თქვენ რაღა დაგემართათ? ჰა ლაშა?!
- რა იყო ბოს, გავერთეთ ცოტა.
- მე წავედი.- უფრო შალვას გასაგონად ამბობს კვაშილავა და გასახდელისკენ იღებს გეზს.
- ვაკო მოიცადე!
- კაი რა კაპიტან, რა გჭირს შეჩ*მა?
ოდნავ აქნევს თავს შალვა და ისეთი მრისხანე მზერით უბრუნდება ბიჭებს, ინსტიქტურად ყველა თავს ხრის.
- ბატები. - ერთი ნაბიჯით უახლოვდება- თქვენს თავს შეხედეთ, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობთ, სამშობლოს სახელით, ეს საქციელი გეკადრებათ?! ეს საბავშვო ბაღი არ არის, გასაგებია?! გართობა თუ გინდათ, ვარჯიშის შემდეგ, თავისუფალ დროს, სადაც, როგორც, რანაირადაც, მაგრამ აქ არა!
მსგავს საქციელს თუ მეორედ დავინახავ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, მე გამიფრთხილებიხართ! - ერეკლესკენ აპარებს მზერას, თუმცა ბიჭებისგან განსხვავებით, ის ნამდვილად არ ხრის თავს.
- შესვენება ახლა და მერე ვაგრძელებთ!
- აუ ბოს, კარგით რა... ვაკო ხომ წავიდა, ჩვენც წავალთ რა, ძალიან ცხელა.
- ვაკო თქვენს გარეშეც ივარჯებს, გუგა. ეჭვი არ მეპარება მასში.
ყველა ღრმად ოხრავს.
- ხო მაგრამ, საღამოს ტაიმაუტია, როგორ მოვასწრებთ მომზადებას? -ისევ გუგა აგრძელებს.
- რა მომზადება გინდა, შილაქი უნდა გაიკეთო? თუ თმა და მაკიაჟი?
ნუ წუწუნებ, თორდია. - თითით ემუქრება შალვა.
ამასობაში, ვაკოც გამოდის გასახდელიდან და ნელი ნაბიჯებით მიდის შალვასთან მოედანზე.
რაღაცას ეჩურჩულება, თუმცა ნამდვილად არ აღწევს ეს ხმა აქამდე.
უბრალოდ თავს უქნევს ბიძია და ბოლოს, მხარზე ჰკრავს ხელს.
მართალია, ისეთი არაფერი იყო, თუმცა ყოველთვის აღიზიანებდა მსგავსი საქციელები კვაშილავას. არასოდეს ჰქონია სურვილი ისევ ბავშვი ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე წუთით, გასართობად.
იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ ვარჯიშის დატოვება არ უნდოდა, პრინციპის საკითხია. ყველა უნდა მიხვდეს თავის დანაშაულს.
არადა რა დანაშაულია ასეთი, უბრალოდ წყალი შეასხეს, ნუ მართალია ცოტა ზედმეტიც მოუვიდათ, ყველა რომ ერთად დაეხვა თავზე, თუმცა...
აი ერეკლესთვის რომ გაეკეთებინათ ასე, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რეაქცია ექნებოდა.
მართლა როგორ განსხვავდება ყველა ადამიანი ერთმანეთისგან.
- კაპიტააან - როგორც კი კვაშილავა გამოდის, მაშინვე დგება ერეკლე.
- შენი თავი არ მაქვს, ტაბატაძე. - ხელის აწევით აჩერებს.
- გვარით მიმართვა რამე ახალია?
- ვაკო - ფრთხილად ვდგები ფეხზე - ხომ იცი, რომ უბრალოდ გეხუმრნენ, არ ღირს...
- არ მიყვარს ხუმრობა, ალე. - ზურგს გვაქცევს და პირდაპირ გასასვლელისკენ იღებს გეზს.
- ერთი წუთი, ვაკოოო! - ისევ ყვირილს იწყებს ანუკი.
ღმერთო, დამაყრუა დღეს მთელი დღე.
წამსვე ბრუნდება კვაშილავა.
- საით? ჩემი მანქანა? - სწრაფად მირბის მასთან.
- ვნახავ, წამოდი.
- ჩვენც გავყვეთ - ერეკლეს ვუბრუნდები- როცა ვაკო ასეთ მდგომარეობაშია, გამორიცხული არაა, რომ ვერ მოუთმინოს.
- თუ კვაშილავას ოდნავ მაინც ვიცნობ, არავის არაფერს ეტყვის ისეთს, რომ აწყენინოს, თუნდაც გაბრაზებულზე, მაგრამ 'ოოქეი' - ხელს მკიდებს.
- ანუ იმდენჯერ გაგიბრაზებიათ, უკვე ზუსტად იცით მისი რეაქციები გაბრაზებულზე, ხო?
- ეს ხუმრობაა ძვირფასო, რომელსაც ვერ გებულობს, რა ჩემი ბრალია.
- ხოდა თუ ხვდებით რომ არ მოსწონს, აღარც უნდა გაუკეთოთ.
- ხო, აბა რაა. ბოლოს და ბოლოს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი მოკვდავი ხომ არაა.
- ერეკლე! - ისევ დაიწყო მაიმუნობები.
- რა? არა, მართლა რა? ის თუ ვაკოა, მე ერეკლე ვარ და ის თუ კაპიტანია, მე შემტევი ვარ. ხო. თავდამსხმელს აღარ ვხმარობ, გაკვეთილი მივიღე.
ოდნავ მეღიმება.
- ხოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ვინც არ უნდა იყო და რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს, შენში ყოველთვის იქნება ბავშვი, საკუთარი თავის პატარა ვერსია, რომელსაც მოუნდება, რომ ხანდახან თავი შეგახსენოს და ამის უფლება უნდა მისცე, იმიტომ... რომ მოგონებებზე ძვირფასი არაფერია და თუ აწმყოში ამის შესაძლებლობას ხელს კრავ, ის მოგონებად ვერ იქცევა.
- გეთანხმები, მაგრამ ყველას ცხოვრება თავისი ნებაა, ერეკლე. ვაკოს ასე უნდა, ასე მოსწონს.
წლებია ვიცნობ და ყოველთვის უნდოდა, რომ დიდი ყოფილიყო, ის ბავშვობაში არ დაბრუნდება, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ მაინც.
მესმის, რომ შენ ასეთი ხარ და თორდიაც აქციე შენს ტყუპად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას აქცევ.
- ტყუპი... - თავისთვის ეცინება.
- ხო, ტყუპი. ხასიათებით, მართლა ტყუპები ხართ, გეფიცები.
ცანცარები.
- თორდია სულ ასეთი იყო, მე არაფერი გამიკეთებია.
- ანუ შენ გადაგიბირა.
- არა, ძვირფასო ალე. ვგავარ ადამიანს რომელიც სხვას ბაძავს? მე მე ვარ, მე.
- როგორ ვაკადრე...
ორივეს გვეღიმება.
- ცხოვრებაში არასდროს, არაფერში არ მიმიბაძავს არავისთვის.
- ყოჩაღ. - ასე მგონია, ჩემს შექებას ელოდება.
სიცილი უტყდება.
- ყოჩაღ? რა ყოჩაღ
- არ ვიცი, მეგონა რომ ამას ელოდებოდი. - მხრებს ვიჩეჩავ.
ფრთხილად მატარებს გასასვლელში და ისევ ხელს მკიდებს.
თვალებით, ყველგან ანუკის და ვაკოს ვეძებ, თუმცა თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
- არ იქოქებოდაა! - იმხელა ხმაზე ყვირის ანუკი, ორივე ვკრთებით.
- გეუბნები, ეს შენი დაქალი, ხმის იოგებს დაიზიანებს. - გულზე იდებს ხელს ერეკლე და უკან ტრიალდება.
აი თურმე სად ყოფილან. საინტერესოა, უკან მიხედვა რატომ ვერ მოვიფიქრე.
ხის ჩრდილში, როგორც შეეფერება ზუსტად ისე გაუჩერებია.
ხელებდაკრეფილი, უკმაყოფილო სახით დგას კვაშილავას წინ და მის მონოლოგს, წარბაწეული უსმენს.
- მისმინე, ანი. არ ვიცი შენ რომ დაქოქე რა სჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ძალიან კარგად იქოქება. არც ზეთი აკლია, არც ფილტრის შეცვლაა ჯერ-ჯერობით საჭირო და ხო, ხმაც არ მოდის ძრავიდან.
- მოდიოდა.- მაინც თავისას აწვება.
- მაგრამ ახლა აღარ მოდის და შეგიძლია თავისუფლად იარო.
- და გზაში რომ გაფუჭდეს?
- არარსებობს.
- შენ გგონია გატყუებდი?
- ვაახ ჩემი. - შუბლზე ისვამს ხელს კვაშილავა.
- კაპიტან, რაო, რა ხდებაო? - მხარზე ეკიდება ერეკლე.
- არაფერი.
- ანუშკი, შენ რა, ამხელა ფეხბურთელი კაცი დააბოლე?
- ალე, შენს ტაბას უთხარი, გამასწროს.-ყალბი ღიმილით მიბრუნდება.
- არსად წასვლას არ ვაპირებ.
- ხოდა თუ გგონია, რომ ალეზე ნაკლები კარატე ვიცი, ძალიან ცდები.
- ხელი არ დამედოს იცოდე, გუნდს ცენტრ ფორვარდის გარეშე თუ დატოვებ, კაპიტნისგან მიიღებ, არ გაპატიებს. - თითით ემუქრება. - ასე არაა ვაკო?
- შემეშვით. - წასვლას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს უხვევს ცემტრალურიდან წითელი მერსედესი და პირდაპირ ჩვენსკენ იღებს გეზს.
- ვა, ნინაჩკა ტო. - უფრო კვაშილავას გასაგონად ამბობს ერეკლე.
- ვინ?! - მაშინვე თვალებს ქაჩავს ანუკი.
ვხვდები, რომ ვაკოს მენეჯერზეა საუბარი და მართლაც ასეა.
პირდაპირ ჩვენს წინ აჩერებს და ისე გადმოდის, თითქოს, წინასწარ ვარჯიშობდა ამ გადმოსვლაზე.
წითელი კაბა, გაშლილი თმა, მაკიაჟი.
ღმერთო, მგონი შეყვარებული ქალის ინსტიქტი არ ცდება და ანუკი ტყუილად არ ეჭვიანობდა.
- ვაკო, როგორ ხარ? - თმიდან სათვალეს იხსნის და გადასაკოცნად უახლოვდება.
მართლა ინაზებს ხმას.
ნუთუ...
ამხელა ქალია, როგორ არ უხდება.
- კარგად ნინა, შენ?
- მეც, მადლობა. - როგორც კი შორდება, ახლა ერეკლეს უბრუნდება. - რონალდო, სალამი. როგორ ხარ?
- კარგად არის. - ამჯერად ანუკი პასუხობს. აღარ არის საჭირო ცალ-ცალკე კითხვა.
- უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? - უღიმის, თუმცა რა თქმა უნდა ყალბია.
- ანი. - ხელს უწვდის. - ვაკოს კლასელი.
- კლასელი... - მოვალეობის მოხდის მიზნით ართმევს - ძვირფასო ანი, ასეთი უხეში ნუ იქნები, მტრები ხომ არ ვართ.
- გავხდებით... - თავისთვის ჩურჩულებს, თუმცა მაინც მესმის.
- გამარჯობა. - ახლა ჩემსკენ ბრუნდება.- შალვას ძმიშვილი, არა?
- დიახ. - თავსაც ვუქნევ.
- ვაკო, ძვირფასო - კვაშილავას უსწორებს მზერას - ვიფიქრე, გადაცემისთვის მომზადებაში დაგეხმარებოდი.
- რაოო? - აშკარად თავს ვერ იკავებს ანუკი. - და თქვენი დახმარება რაში სჭირდება?
- ძვირფასო, მე ვაკოს მენეჯერი ვარ და...
- მენეჯერი ხარ, ცოლი კი არა. რაში სჭირდები?! პერანგი უნდა გაუუთოვო?!-უკვე თავს ვეღარ იკავებს.
- ანი. - მკლავში ჰკიდებს ხელს კვაშილავა. - ეს რა საქციელია, რა გჭირს.
- მგონი, შენი კლასელი ეჭვიანობს. - ირონიულად ეღიმება 'ნინას'.
- უკაცრავად?!
- საყვარელო, დამშვიდდი. მე მეგონა, რომ ჩემი, როგორც მენეჯერის დახმარება დასჭირდებოდა და...
- ხოდა რომ გეგონა, ეგრე მამალსაც ეგონა, მაგრამ ქვაბში ამოყო თავი.
მაშინვე სიცილი უტყდება ერეკლეს, კვაშილავა კი როგორ ანუკის ენამოსწრებულობას შეჩვეული, უბრალოდ თვალებს ატრიალებს.
- რა საყვარელი გოგოა. - კვაშილავას ანიშნებს თვალებით.
- მაპატიე, ნინა.
- არა ძვირფასო, არ მწყენია, ნუ ღელავ.
- ბოდიშს რატომ უხდი?!
- ანუკი, გეყოფა.- ისევ ყვირილის დაწყებას აპირებს და ვცდილობ გავაჩერო.
- კარგი ანუკი, გთხოვ. თავი მისკდება ისედაც. - ხელის აწევითაც ანიშნებს ვაკო. - ნინა, წავედით რა. - პირდაპირ მანქანისკენ იღებს გეზს.
- კი ძვირფასო. - თვითონაც მას მიჰყვება. - რონალდო, დროებით.
- დროებით ნინაჩკა. - ხელსაც უქნევს. - საღამომდე, კაპიტან.
- მის მანქანაში რატომ ჩაჯდა? თავისი მანქანა არ ჰყავს?
- გეყოფა, ანუკი. შენი ეჭვიანობები, ნორმაზე მეტია უკვე.
- ეს ეჭვიანობა არ არის! - თვალებს გვიქაჩავს.
- მაპატიე, მაგრამ არის. - ერეკლეც უდასტურებს. - თუმცა მე შენ მხარეს ვარ, ანუშკი. ყურადღებით იყავი, თორემ ცხვირწინ აგაცლის ვაკოს. - თვალსაც უკრავს და ხელს მიწვდის.
- წავედით.
***
იმის მიუხედავად, რომ ერეკლესთან განშორება არ მინდა, ანუკის ჩემთან განშორება არ უნდა და იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლეს საღამოს გეგმებიც მის სასიკეთოდ დაემთხვა, აღარც აპირებს წასვლას.
- გადაცემასაც ერთად ვუყუროთ, მარტო ხომ არ იქნები აბა, მანანა დეიდაც არაა თან. -კომფორტულად ეწყობა დივანზე და თავისივე ნაჩუქარ ფუმფულა სათამაშოს იხუტებს, რომელიც ჩემს ოთახში იპოვა.
- რაღაც ძალიან დაინტერესდი სპორტის თემით.- ფრთხილად ვუჯდები გვერდით.
- ოოო. - ხელს იქნევს - შენ ის მითხარი, დაურეკე დედაშენს? როგორაა ბებია?
სპეციალურად მიცვლის თემას.
- ველაპარაკე, კარგად არიან.
- ხომ გეუბნებოდი, სანერვიულო აღარაფერია, ყველაფერმა ჩაიარა. - მკლავზე მადებს ხელს.
ღრმად ვსუნთქავ.
წამიერი სიჩუმე.
- ანუკი...
- ჰო. - ტელევიზორის პულტს ათამაშებს ხელში და არხიდან არხზე რთავს.
- შემომხედე.
წამსვე მისწორებს მზერას.
- ამდენი ხანი გავიდა... არ ვიცი, შენ ამჩნევ თუ არა, მაგრამ შეიცვალე.
- დროსთან ერთად ყველა იცვლება, რა არის აქ ისეთი. - მხრებს იჩეჩავს.
- იცი, რასაც ვგულისხმობ.
დაბნეულობა ესახება სახეზე.
- ვაკო...
- რა ვაკო. რა შუაშია ახლა ვაკო. - აღარ იცის რაზე გადაიტანოს მზერა. ვხვდები, რომ შინაგანად ახურებს, ნელ-ნელა წითლდება სახეზე.
- მანქანას არაფერი არ სჭირდა, არა?
- რა არ სჭირდა ალე, ძრავიდან ხმა მოდიოდა და...
- ანუკი. - ვაწყვეტინებ - არ გინდა, გთხოვ. მეგობრები იმისთვის არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ? რატომ მატყუებ...
- არ გატყუებ, ალე. - თავზე იჭდობს ხელებს.
- მაშინ რა გჭირს. ვაკო ვახსენე და თვალებში ვეღარ მიყურებ.
ღრმად სუნთქავს და ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ.
ცდილობს, მზერა გამისწოროს, თუმცა ეს რომ გააკეთოს, საკუთარ თავთანაც უნდა აღიაროს, რადგან ეს სიმართლეა.
- ანუკი...
სუნთქვა უხშირდება, თითქოს, თავს ძალას ატანს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნებდება და თავს ხელებში რგავს.
- არ ვიცი... - სრულიად მოულოდნელად იწყებს ტირილს. - არ ვიცი რა მჭირს.
- ანუკი, არ გინდა გთხოვ. - მისკენ ვიწევი. მაშინვე მხვევს ხელებს და მეხუტება.
- იმას ვაკეთებ, რასაც ვეწინააღმდეგები. ეს როგორ ხდება ალე?
- დამშვიდდი, აღარ იტირო რა...
ნელა მშორდება და ცრემლებს იწმენდს.
- ასე არანორმალურად როგორ მენატრება? ჟანგბადივითაა, თითქოს აღარ მყოფნის და ვეღარ ვძლებ მერე-ღრმად სუნთქავს - მართლა მოდიოდა ძრავიდან ხმა, თუმცა ეგ ავარიამდე იყო და ახლა მაგის ბაქარს ზეთი დაუმატებია და აღარ ქონდა- დამნაშავესავით ხრის თავს.
- ანუ იმიტომ ეჩხუბე, რომ მანქანა გაგიკეთა?
ოდნავ აქნევს თავს.
- ისე ვერ მივუახლოვდებოდი...
საეჭვოდ მოეჩვენებოდა, მაგრამ მიცნობს და იცის, რომ კამათის დროს ადამიანებს ინსტიქტურად ვუახლოვდები.
მაინც მოსდის ცრემლები.
ღმერთო....
ბოლოს ასე ძლიერ როდის განვიცადე რაღაც, არ მახსოვს.
- იცი... სუნამო შეუცვლია.
- ანუკი... - საშინლად რთულია მოსმენა, მითუმეტეს როცა თვალცრემლიანი მიყვება.
- სულ ასეთი იყო და ვერ ვამჩნევდი?
- როგორ ასეთი...
- არ ვიცი -ისევ იწმენდს ცრემლებს -სხვანაირი. ახლა სულ სხვანაირია...
ადრეც მყავდა ნაკრების მაისურში ნანახი, თუმცა ასეთი არასდროს არ ყოფილა. არ ვიცი, მე შევიცვალე და თუ ის შეიცვალა - მხრებს იჩეჩავს - მაგრამ... ინსტაგრამზე რომ ვნახულობ ხოლმე მის ფოტოებს... ძველ ფოტოებშიც სხვანაირია ალე, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა.
- არცერთი არ შეცვლილხართ, უბრალოდ შენი დამოკიდებულება შეიცვალა მის მიმართ.
- არა... არა... არა - ცივად უარყოფს. - მე ის მიყვარს, მაგრამ მასე არა.
- მისმინე, ანუკი. მესმის, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი გჭირდება, რომ გაერკვე. შეიძლება ვაკო დაგელოდოს, იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ, მაგრამ დრო არ დაგელოდება. ეს თქვენი საუკეთესო წლებია, ისე ნუ იზამ, რომ მერე ინანო...
მესმის, რთულია, მაგრამ როცა დარწმუნებული იქნები, უკან არ დაიხიო. არ თქვა რომ მერე, იმიტომ რომ 'მერე', შეიძლება აღარც იყოს.
ბაგა-ბაღიდან მოდიხართ ერთად, 27 წელია სიგიჟემდე უყვარხარ. ეს გაიხსენე და აღარ გადადო.
ვიცი, რომ გეშინია, მაგრამ როცა ჩაეხუტები ყველაფერი გაქრება, საერთოდ ყველაფერი გესმის?
ღრმად სუნთქავს.
- გახსოვდეს, რომ სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია.
ნელა სწევს თავს და მზერას მისწორებს.
- კარგია, რომ მყავხარ...
ოდნავ ვუღიმი.
- აღარ იტირო.
ისევ მეხუტება.
ამასობაში, გადაცემაც იწყება და მაშინვე პულტს ვავლებ ხელს.
- დაიწყო? - ისევ სათამაშოს იღებს ხელში და მთელი ინტერესი ეკრანზე გადააქვს.
ოდნავ ვუწევ ხმას.
- მოგესალმებით, ეთერშია საფეხბურთო ტაიმაუტი. მაყურებელს დარწმუნებული ვარ,უკვე ეცოდინება, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა გამორჩეული იქნება, რადგან ჩვენ გვყავს განსაკუთრებული სტუმრები.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები.
კადრი, წამყვანიდან მათზე ინაცვლებს და წამსვე ეწყება მოუსვენრობა ანუკის.
- ყველა არ არიან? - ჩემს ფიქრებს ახმოვანებს.
- გუნდის კაპიტანი, ვაკო კვაშილავა - მათ წარდგენაზე გადადის წამყვანი - ჩვენი ცენტრ ფორვარდი, ერეკლე ტაბატაძე, გიგი ლეჟავა, გუგა თორდია, ლუკა გველესიანი, ლევან ქორჩილავა, ირაკლი ბარბაქაძე და თორნიკე აკობია.
ბიჭებო, მადლობა სტუმრობისთვის!
უბრალოდ თავს უკრავენ.
- სრული შემადგენლობა არ გვყავს სამწუხაროდ. გვინდოდა, რომ ყველა მოსულიყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხეს, არაუშავს.
- როგორ ხართ პირველ რიგში, როგორ განწყობა გვაქვს?
- რავიცი, კარგი - თორდია იწყებს.
- ნორმალური. - ქორჩილავა ეშველება.
- თავად?
- მადლობა, მადლობა.
- ერეკლე, შენით დავიწყებ მოდი. ნუ, ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა ფეხბურთია, თუმცა ეტაპობრივად გავაკეთოთ მცირე გადახვევებიც. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ყველაზე დიდ დროს ატარებ სამშობლოს ფარგლებს გარეთ და ყოფილა შემთხვევები, რომ მხოლოდ სანაკრებო მატჩებისთვის ჩამოსულხარ.
ოდნავ უქნევს თავს ერეკლე.
- რა შეგრძნებაა რომ მოგვიყვე, ჩამოდიხარ და აი პირდაპირ, ყველანაირი დასვენების გარეშე მიდიხარ სავარჯიშოდ.
- მოგესალმებით, პირველ რიგში.
წამსვე თავს უკრავს წამყვანი.
- ხო, საერთოდ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა ფეხბურთელისთვის. როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, იქ არ არის დაღლა, არის მხოლოდ სურვილი იმისა, რომ აკეთო უფრო და უფრო მეტი. შეგრძნებაზე რავიცი, ძალიან მენატრება ხოლმე აქაურობა. ისეთი გარემოა, რომ სულ გიხარია ჩამოსვლა, როგორც არ უნდა გიყვარდეს კლუბი, ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ სანაკრებო მატჩები სხვაა რა. სხვა კონცენტრაცია გაქვს, შეკრებებზე ძაან დიდი ხანი რჩები ბიჭებთან ერთად და... ნუ, ეს არ არ არის მარტო სამუშაო, ეს არის ცხოვრება, ის, რაც შექმენი, რაც განიჭებს სიამოვნებას. არ წარმომიდგენია უბრალოდ, რომ შეიძლება ამან დაგღალოს, რავიცი.
- კი ბატონო. ჩვენ, ყველამ ვიცით, როგორი შემართებით იყავი მაკედონიასთან, თუმცა სამწუხაროდ შემდეგ ისე მოხდა, რომ მატჩი დატოვე. როგორ შეაფასებდით ჩვენს ბოლო თამაშს? ვაკო, მოდი, ჩვენი ერთადერთი გოლის ავტორი ხარ და შენ დაიწყე და ყველას აზრი მაინტერესებს რა თქმა უნდა.
როგორ შეაფასებდი.
ოდნავ უქნევს თავს კვაშილავა.
- ბევრი არაფრის თქმა არ შეიძლება ალბათ. რავიცი, ჩემი აზრით, პირველი 60 წუთი არ იყო ცუდი, იქ, რაღაც კონტრშეტევაზე აგებული ტაქტიკა გვქონდა. იყო რაღაც შანსები. რა თქმა უნდა
შეიძლება აქ მსაჯებზე ლაპარაკიც, მაგრამ... არ ვიქნები კომპეტენტური თუ ვთქვათ, ვიტყვი, რომ მათ გამო წავაგეთ. ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა მაკედონიას, ნუ, არანაკლებ ჩვენც და უფრო მეტად უნდა უნდა გამოგვეყენებინა, რა თქმა უნდა. დასანანია, უბრალოდ ეს ანგარიში. როცა ხედავ, რომ მეტი შეგიძლია, მეტი შეგვიძლია ერთად, გვაქვს ეს რესურსი, რავიცი ასე ვფიქრობ, იმედია რომ მომავალში მაინც შევძლებთ, რომ მეტი გავაკეთოთ.
- პენალტზე რას გვეტყვი, რომელიც არ დანიშნეს.
ღმერთო, ეს როდის იყო. ოდნავ ვფიქრდები. ასეთი არაფერი მახსოვს. ალბათ სანამ ერეკლეზე ვნერვიულობდი მაშინ თუ გამომეპარა.
- ხო, არ ვიცი, თავით რომ დავრტყი ხო?
- კი ბატონო.
- რავიცი, შეიძლებოდა კი, გვეკუთნოდა. ნუ იმ მომენტში მე თვითონაც, რავი, ძალიან სწრაფად მოხდა და ძნელია, რომ ესე წამში იდეალურად გაიაზრო. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული და შესაბამისად აღარ შევეკამათე. შემდეგ, უკვე როცა განმეორებითი კადრი ვნახე, ნუ, გვიანი იყო.
მარა ეს ჩემი შეცდომაა რომ არ შევეკამათე, უბრალოდ, ჩვენ, ყველამ ესე ვიცით და ესე გვჯერა, რომ მსაჯზე კომპეტენტური პირი იქ არავინ არ არის რა.
- შეიძლებოდა, რომ ყვითელი ბარათის ფასად დაგჯდომოდა.
- არა, ამაზე არ არის, მე... მე რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, შევეკამათებოდი.
- გოლის ეპიზოდის აღწერა როგორ შეგიძლია, რომელიც დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ ძალიან მაგარი იყო.
- ხო, მაგარი კონტრშეტევა იყო ნამდვილად, იქ ლუკას იდეალური პასი, რომელიც მართლა საოცრება იყო. - ლუკას უსწორებს მზერას, რომელიც საპასუხოდ უღიმს - ზოგადად, რომ ამბობენ ხოლმე რომ აი, შენი გოლია რა. ძაან არ ვეთანხმები, ჩვენი გოლია, რომელიც ერთად გავიტანეთ და რომ არა ჩვენ, ერთად, მე მარტო ვერაფერს ვერ შევძლებდი.
- როგორი შეგრძნებაა, აი კაპიტანი ხარ და...
- ხო, ნუ, ყველამ ვიცით, რომ კაპიტანს რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვს. არასოდეს არ მიუფროსია არავიზე, რავიცი აგერ არიან ბიჭებიც და დამეთანხმებიან.
ხო, შეგრძნებას რაც შეეხება, რავიცი, ძაან მაგარი, რა თქმა უნდა.
- კარგი, მოდი ლევანს ვკითხოთ ახლა. მაკედონელთა გოლი, რომელმაც გაათანაბრა ანგარიში, ხომ არ ფიქრობ, რომ ამან ფსიქოლოგიურად გაგტეხათ? აი, სანამ მეორე გოლსაც გავუშვებდით.
- ალბათ არა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არა. როცა ანგარიში თანაბარია, იქ, კიდევ ფიქრობ, რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა და რავიცი, გაქვს ის რაღაც შემართება მაინც.
- ეთანხმებით?
- ჩემი აზრითაც კი. - ლეჟავა გამოდის სიტყვით - 1:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც ბოლომდე დაგანგრევს რა.
- თუმცა ნუ მეორე გოლი, როცა უკვე ხვდები, რომ ქვემოთ ხარ, თან ბოლო წუთები იყო - სიმწრით ეღიმება გველესიანს - ამის მერე მენტალურად უფრო ვარდები რა...
- გამოსწორების შანსს რომ ვეღარ ხედავ და მსაჯის სასტვენის ხმა რომ ჩაგესმის - სინანულით ამატებს ბარბაქაძე.
- მესმის ბიჭებო, ძალიან რთულია ნამდვილად, თუმცა, მომავალი წინ გვაქვს. თორდიასთან და აკობიასთან მინდა გადავიდე, რომლებმაც გამოტოვეს მაკედონიასთან მატჩი.
თორნიკე, რომლის ყვითელ ბარათზე რავიცი, რამდენი ხანი ლაპარაკობდნენ.
რას გვეტყვი, ყველამ ვიცით, რომ ის ყვითელი ბარათი შენ ძალიან გააზრებულად მიიღე, იცოდი, რომ მსაჯი აუცილებლად მოგცემდა და მაინც. როგორ ფიქრობ, ღირდა?
- რა თქმა უნდა, ღირდა. ორი აზრი არ არის მანდ. მე, ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება ჩემი ბიჭების იმედი. მათ შეუძლიათ რომ კარგი თამაში აჩვენონ, თუნდაც ჩემს გარეშე. აქ, დავეთანხმები ვაკოს, რომ ჩვენ, ცალკე არაფერი არ ვართ, ჩვენ ერთად ვართ ყველაფერი და... ის გოლი არ უნდა გაგვეშვა და არც გავუშვით რა.
- შენი ყვითელი ბარათის ფასად.
- ის გავაკეთე რაც საჭირო იყო.
ოდნავ უქნევს თავს წამყვანი.
- იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩებში გიხილავთ აუცილებლად.
- გუგა, მოდი შენც გვითხარი, როგორია სკამიდან ყურება?
- აუ, საშინელი. - ოდნავ ეღიმება თორდიას.
- გასაგები იყო შენი ტრამვა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე არ იყო მაინც, მოგიწია რომ გამოგეტოვებინა მატჩი, თუმცა, შენ მაინც იყავი დინამოზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს, ალბათ ორმაგად ძლიერდება განცდა.
- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა...
რაც არ უნდა რაღაც ესე უცნაურად ჟღერდეს, ეს მაინც ძალიან დიდი თანადგომა არის და ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას გრძნობ და როგორ გიჭირს შენ იქ, ესე, უბრალოდ მაყურებლის სტატუსით ყოფნა. როცა ხედავ, რომ ბიჭებს სჭირდები და ის, შენი იქ ყოფნაც კი აძლიერებთ, იქ უნდა იყო რა. რაღაცის გაკეთება თუ შეგიძლია, თუნდაც ეს ძალიან მცირედი იყოს, უნდა გააკეთო.
- არ იყო მცირედი - კვაშილავა აგრძელებს - მართლა ძალაა ეს, როცა ხედავ, რომ ის აქ უნდა იყოს, შენს გვერდით, მოედანზე და არ არის, პასუხისმგებლობაა ძაან დიდი, რომ მის მაგივრადაც უნდა ითამაშო და... როცა მას იქ ხედავ, შენ ამის ძალა უკვე გაქვს.
- ძალიან მიხარია, რომ ასეთი სამაგალითო დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან, მართლა.
ცოტა ემოციური თემაა, ალბათ დამეთანხმება მაყურებელიც.
მოდი, გავმხიარულდეთ და გადავიდეთ სიურპრიზზე, რომელიც სპეციალურად, უფრო ადრე მოვამზადეთ თქვენთვის. - ეკრანისკენ იშვერს თითს. - ამის შესახებ ბიჭებმა უკვე იციან და ძალიან მიხარია, რომ ვიდეო, უფრო ადრე ჩავწერეთ და ყველა მონაწილეობს მასში.
- ვაკო. - კვაშილავას უსწორებს მზერას.- შენთვისაც სიურპრიზია.
ოდნავ უქნევს თავს.
- ეს არის ვიდეო, რომელსაც, რავიცი ბევრი ვიფიქრეთ და სახელად დავარქვით 'ყველაზე'.
მე შენ დაგისვამ რამდენიმე ძალიან მარტივ კითხვას, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა უკვე დაუსვა ბიჭებს. შენ მიპასუხებ და ვნახოთ, თუ დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს.
- კი ბატონო. - კვლავ ოდნავ უქნევს თავს კვაშილავა.
- მაშინ დავიწყოთ და ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობს ნაკრების კაპიტანი საკუთარ გუნდს.
მზად ხარ?
- დიახ.
შავ საქაღალდეს იღებს წამყვანი.
- რომელია თქვენს შორის ყველაზე შრომისმოყვარე?
- შრომისმოყვარე... - ოდნავ ფიქრდება- რავიცი, ყველა. ქორჩილავა, მეტრეველი, აკობია.
ერთად ვნახოთ რას ფიქრობენ ბიჭები.
ეკრანზე ვიდეო ჩნდება.
ყველა დინამოს სტადიონზეა მოფენილი და ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან ჩამწკრივებული, თან გაუჩერებლად ქაქანებენ.
საინტერესოა, ეს როდის გადაიღეს, ან ერეკლემ რატომ არაფერი არ მითხრა.
- ყველაზე შრომისმოყვარე? - პირველი ერეკლეს აჩვენებენ. - კვაშილავა.
- კვაშილავა იასნაა. - ახლა თორდია ჩნდება ეკრანზე.
- მარტო ნაკრებში კი არა, საერთოდ შრომისმოყვარე ადამიანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია ვაკო კვაშილავა. - გველესიანი აყოლებს.
- კაპიტანი. - მოკლედ პასუხობს ნაკაიძე.
- რავი, ქორჩილავა, კვაშილავაა ორივე შრომისმოყვარეები არიან. - მხრებს იჩეჩავს გვაზავა.
- მეტრეველი, ქორჩილავა - ზვიადაძეს აჩვენებენ, რომელიც ახლაც კი კარში ზის- კვაშილავა კიდევ.
ახლა კვაშილავას აჩვენებენ, რომელიც ვიდეოს შემყურე ღიმილს ვერ იშორებს სახიდან.
- შემდეგი კითხვა. ვაკო, ვინ არის ყველაზე სწრაფი?
- გვაზავა, ტაბატაძე, ქედელიძეც სწრაფია.
- ვნახოთ რას ფიქრობენ ბიჭები.
ისევ ვიდეო ჩნდება ეკრანზე.
- ტაბა - ამჯერად აკობიას აჩვენებენ პირველს.
- რავიცი, ზვიადაძე. - სერიოზული ხუმრობა უნდოდა, თუმცა მაინც სიცილი უტყდება თორდიას.
- გვაზავა, ტაბატაძე.
- აუ, რავი, ჩემს მერე? -სერიოზული სახით ეკითხება ერეკლე და თან, როგორც სჩვევია, ისევ თმაზე ისვამს ხელს.
- ფორვარდები, ქედელიძე, ტაბატაძე -კიდევ ცდილობს ვინმეს გახსენებას ზვიადაძე.
- სწრაფი? რავიცი, მე, ერეკლე, ლაშაც სწრაფია. - თავდაჯერებული პასუხობს ქედელიძე.
- ამჯერად დაემთხვა თქვენი პასუხები- ღიმილით უბრუნდება წამყვანი ვაკოს.- შემდეგი, ვინ ემზადება მატჩის წინ ყველაზე მეტს?
- თორდია. - არც კი ფიქრობს ისე პასუხობს ვაკო.
სანამ ვიდეოს ჩართავენ, გუგას აჩვენებენ, რომელიც უკვე იგუდება სიცილით.
- ყველაზე მეტს ვინ ემზადება? რავიცი, ტაბატაძე. -მხრებს იჩეჩავს ბარბაქაძე.
- რაო? - ახლა ერეკლეს აჩვენებენ ნახევარ ეკრანზე.
აშკარად არ იცოდნენ ერთმანეთის პასუხები.
- სად დამინახე ბიჭო, წამში ვიცვამ ხოლმე.
- თორდია. თორდია, აი იმენა ქალივით 1 საათი. - სიცილით პასუხობს გვაზავა.
- თორდია, კვაშილავაც. - ახლა ერეკლეს აჩვენებენ - აუ, სამკლავური ასე გავიკეთო? შემოიხედეეეთ! - მის ხმაზე აჯავრებს.
მაშინვე მხარზე ურტყამს ხელს ვაკო.
- კვაშილავა. არა, ანუ სწრაფად იცვამს, მაგრამ სამკლავურზე წუწუნებს ხოლმე. - აკობიაც ეთანხმება.
- თორდია. - მოკლედ პასუხობს ზვიადაძე.
- შემდეგი კითხვა. - ისევ თიშავენ ვიდეოს და წამყვანი ჩნდება ეკრანზე.
- ვაკო, ვინ არის ყველაზე სერიოზული?
ოდნავ ეღიმება კვაშილავას.
- აი, ვიცი რასაც იტყვიან ეხლა. - ოდნავ აქნევს თავს.
- გისმენთ, ვაკო.
- მე. - დანაშაულის აღიარებასავით გამოსდის.
ისევ ირთობა ვიდეო.
- კვაშილავა.
- კაპიტანი.
- ვაკო
- კვაშილავა
- კაპიტანი
განსხვავებული აზრს, თითქმის არავინ აფიქსირებს.
- კვაშილავაზე სერიოზული დედამიწის ზურგზე არავინ არ არის. -ამაყად აბოლოებს ერეკლე.
- შემდეგი.
ვინ არის ყველაზე ტექნიკური, ვაკო?
ოდნავ ფიქრდება.
- ტაბატაძე, თორდიაც ტექნიკურია.
- მოდი ვნახოთ ვიდეო.
- ტაბა, რა თქმა უნდა. - ნაკაიძეს აჩვენებენ პირველს.
- ტაბა, ქედელიძე, ლეჟავა, თორდია, ყველა ტექნიკურები არიან. - სწრაფად თვლის ქორჩილავა.
- ტექნიკური? - ერეკლეს აჩვენებენ - რავი ქედელიძე, თორდია.
- აუ, რავი თორდია, ტაბატაძე.
- ერეკლე. ყველა ტექნიკურია, მაგრამ ერეკლეს გამოვრჩევდი. - ამჯერად ზვიადაძე პასუხობს.
- რავი ცენტრ ფორვარდები, ტექნიკურები არიან ყველა. - თორდია აბოლოებს.
- შემდეგი. ვინ ხუმრობს ყველაზე მეტს?
- თორდია. - ისევ არ ფიქრობს, ისე პასუხობს ვაკო.
ვიდეო ირთობა.
- რავი, ჩვენთან იუმორი ძაან მაღალ დონეზეა, აგერ, ტაბატაძე, თორდია - მათკენ იშვერს ხელს ბარბაქაძე. ვიდეოშიც კი გაუჩერებლად ქაქანებენ.
- თორდია და ყველაზე მეტსაც ის ლაპარაკობს.
- თორდია იასნა. გუგა რომ არ არის ხოლმე, სამარისებული სიჩუმეა. - სიცილით ამატებს მეტრეველი.
- თორდია. - მოკლედ პასუხობს ქედელიძე.
- და... ბოლო კითხვა ვაკო. შენი, საფირმო ფრაზა.
- ვაახ ჩემი. - ეცინება.
- კაი, თუ გინდა ამაზე არ უპასუხო, გეპატიება, როგორც კაპიტანს.
ვნახოთ ვიდეო.
- 'დაგბრიდავ, ერეკლე!' - პირველი სწორედ ერეკლეს აჩვენებენ.
- ნუ, ზოგადად 'დაგბრიდავ' მარაა, კიდე ამატებს ხოლმე ერეკლეს.
- აუ ძაან კინკლაობენ ხოლმე და სულ 'დაგბრიდავ ერეკლე'. ძირითადად კი.
- 'დაგბრიდავ' იცის ხოლმე - ზვიადაძეც ეთანხმება.
- 'დაგბრიდავ' ეხლა ეგ ცნობილია - თორდიას აჩვენებენ - კიდე, ვარჯიშებზე იცის ხოლმე, არასწორად თუ დავარტყით 'ე, ბიჭო, გაფრინდა ბურთი ხაშურში'
ყველას ეცინება.
- მადლობა ბიჭებო. - როგორც კი ვიდეო ქრება, ისევ წამყვანს აჩვენებენ, რომელიც ნელა ხურავს საქაღალდეს - ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა.
- მადლობა თქვენ.
- ბევრიც ვიხალისეთ.
რავიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ, აგერ 2 დღეში რუმინეთთან ამხანაგურში და მერე ესპანეთთანაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე.
- მადლობა, მადლობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ სასურველი შედეგის მისაღებად.
მადლობა ტელემაყურებლებს, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად.
ამით გემშვიდობებით, აუცილებლად უგულშემატკივრეთ ბიჭებს. საქართველოს პირველი არხი, შემოგთავაზებთ პირდაპირ ტრანსლაციას რუმინეთიდან.
ნახვამდის.
***
არ მახსოვს როდის ჩამეძინა, თუმცა თვალების გახელა და კისრის აუტანელი ტკივილი ერთია. ასევე ხელი, რომელსაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეღარ ვგრძნობ. ძლივს ვაბრუნებ თავს მეორე მხარეს და ვცდილობ ანუკი გავაღვიძო, თუმცა მგონი არც სძინავს. ოდნავ ვახებ ხელს და მაშინვე ეყვირება, ბალიშში ჩამალულ ტელეფონს კი ინსტიქტურად აგდებს გვერდით.
- არანორმალური ხარ?! - მაშინვე შეტევაზე გადმოდის. - გული გამისკდა.
- არ მეგონა თუ გეღვიძა. - ფრთხილად ვიწევი და მის ტელეფონს ვიღებ, რომ მივაწოდო, იქ კი რა მხვდება.
- მომე. - მაშინვე მტაცებს ხელიდან, თუმცა უკვე მაინც დავინახე კვაშილავას ინსტაგრამ სთორი თვითმფრინავიდან.
- კარგი ფოტოა, ნორმალურად შემახედე. - ოდნავ მეღიმება.
- შენი ინსტაგრამით ნახე.
- კარგი რა, ანუკი. რა ხასიათზე ხარ დილიდან, ისედაც... - წამიერად ვავლებ მისაღებს თვალს - აქ როგორ დაგვეძინა...
- მერავიცი, ალე. ტაიმაუტი რომ დამთავრდა, შენ მაშინვე ჩაგეძინა, მერე რაღაც ფილმი დაიწყო, ვიფიქრე ცოტა ხანს ვუყურებ და მერე გავაღვიძებ მეთქი, მაგრამ...
- შენც დაგეძინა.
- ჰო, დაღლილები ვიყავით. - მხრებს იჩეჩავს და ისევ ტელეფონს უბრუნდება.
მისი შემხედვარე, ჩემი თავი მახსენდება, ერეკლეს ფოტოებს რომ ვათვალიერებდი ხოლმე ათასჯერ.
ეღიმება.
ნეტავ, მეც ასე, ჩემგან დამოუკიდებლად მეღიმებოდა ხოლმე?
- ვაიმე! - მოულოდნელად ყვირის.
- შენ რა, სამაგიეროს მიხდი? - გულზე ვიდებ ხელს.
- შეხედე, თორდიას ახალი სთორი. - ტელეფონს მიტრიალებს.
უკვე აშკარად რუმინეთში არიან, ფოტო, ჩემოდნებით ხელში.
- ქედელიძესაც ედო, ოღონდ ის ცოტა სხვანაირი იყო, გვაზავასაც, მოიცა განახებ.
- დაიცადე, მთელი ნაკრები გყავს გამოწერილი? - მართლა მიკვირს.
- კი. - მხრებს იჩეჩავს. - დაჟე, გუგა და შენი ერეკლე, მეც მაფოლოებენ.
- აჰა. - ანუკი, რომელიც ფეხბურთს ვერ იტანდა, ახლა უხარია, რომ ეროვნული ნაკრების წევრები აფოლოებენ.
- შეხედე. - კიდევ მაჩვენებს სხვა ფოტოებს.
ასეთი აღტაცებული, მაშინაც კი არ ყოფილა, როცა მისი საყვარელი სერიალის ახალი სეზონი გამოვიდა.
- არ გინდა დღეს ერთად ვუყუროთ მატჩს? - თვალები უციმციმებს.
- ამ... იცი...
- რა?
- ანუ...
- შენს ტაბასთან ერთად აპირებდი ყურებას? რა პრობლემაა, ისიც შემოგვიერთდეს, მურმანის ეკალი არ ვიქნები, გპირდები.
ოდნავ მეღიმება.
როგორ ვუთხრა უარი, როცა ასე უხარია.
- კარგი, წავედი, სამსახურში მაგვიანდება. - სწრაფად დგება ფეხზე და მხრებს უკან იყრის თმას. - საღამოს აქ ვაარ.
***
ანუკის წასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარება, მაინც ვიწყებ სახლის დალაგებას.
მართალია, ყავარჯნით ისე სწრაფად არ შემიძლია, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი ხოლმე, თუმცა რას ვიზამ.
ერთადერთი რაც მაიმედებს ისაა, რომ უკვე ძალიან მალე შევძლებ ისევ ნორმალურად სიარულს და ამ ყავარჯენსაც ჯანდაბაში მოვისვრი.
ღმერთო, ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ეს დღე მალე მოვიდეს.
სამზარეულოში გავდივარ და თან, პარალელურად დედას ვურეკავ.
მართალია გუშინაც მოვიკითხე, თუმცა მგონი მისი ხმის გაგონების გარეშე ვეღარ ვძლებ.
ამას, მასაც ვეუბნები და მის სახეზე, ღიმილსაც ვიწვევ.
როგორც არ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ მაინც პატარები ვიქნებით, ბავშვები, რომელსაც დედა მუდამ ჰაერივით სჭირდებათ.
მადლობა ღმერთს, ბებია უკეთაა. გუშინდელთან შედარებით, დღეს კიდევ უფრო კარგად გამოიყურება და მეტსაც მელაპარაკება.
ისე მომნატრებია მასთან საუბარი...
ვცდილობ გავაღიმო და ათას სისულელეს ვიგონებ, რომელიც აღარაც კი მახსოვდა, რომ ოდესღაც თავს გადამხდა.
არა, ხშირად უნდა გავიხსენო ხოლმე. უნებურად, ერეკლეს სიტყვები მიტივტივდება გონებაში.
"მოგონებებზე ძვირფასი არაფერია"
ვინ იცის, სადამდე გავაგრძელებდი ლაპარაკს, კვაშილავას ზარს რომ არ შეეწყვეტინებინა მოქმედება.
თითქოს, ხელი მკრეს და რეალობაში დამაბრუნეს.
დედას და ბებიას ვემშვიდობები და ახლა, ვაკოს ვპასუხობ.
- აბა როგორ არის ჩვენი კაპიტანი? - სიტყვის თქმას არ ვაცდი ისე ვიწყებ.
- რავი, ნორმალურად. შენ რაშვები? დრო მქონდა და მეთქი მოვიკითხო.
'მოვიკითხოო', მეღიმება.
მშვენივრად ვხვდები, ჩემამდე ვისი მოკითხვაც უნდა.
მე რაღას მატყუებს ერთი.
- რავიცი, მეც არამიშავს. რა ხდება რუმინეთში, წვიმს,თოვს, ქუხს თუ...?
- არცერთი. ისე ცხელა, თავი საჰარაში მგონია.
- ფრთხილად იყავი, არ დადნე, თორემ ანუკი გამიგიჟდება აქ. - მას რომ ვუყურო, თავს ვერ მოაბავს მის ხსენებას, არადა ხომ ვიცი, როგორ აინტერესებს.
-...
- კარგად არის. - ვხვდები, ამ სიჩუმეში რაც მკითხა. - ვერ წარმოიდგენ როგორ ელოდება დღევანდელ მატჩს. შენი სთორები ალბათ ათასჯერ მაინც ნახა.
ღრმად სუნთქავს.
- ვაკო...
- კაი ალე, წავედი.
- დაიცადე. ნუ ხარ ასეთ ხასიათზე.
- არ ვარ.
- ხარ, ვაკო. მისმინე... ის მოვა. მართლა მოვა. თუ ანუკის ოდნავ მაინც ვიცნობ, დიდხანს ვეღარ გაძლებს.
ადრე არ შემეძლო შენთვის ამის თამამად თქმა, მაგრამ ახლა გეუბნები, იმიტომ რომ ვხედავ. ვიცი, რომ შენც ხედავ.
შეეცადე აღარ ინერვიულო და არ დაგავიწყდეს, რომ კარგად უნდა იყო.
- კარგად ვარ, ალე... - ისევ ღრმად სუნთქავს - იმის ცოდნაც ბევრს ნიშნავს, რომ იღიმის.
- შენც გაიღიმე. შენ რომ მისი ღიმილი გაბედნიერებს, მას შენი.
ვერ წარმოიდგენ როგორ განიცდიდა მაშინ გოლი რომ გაიტანე და შენს სახეზე მაინც ვერ ნახა ის ღიმილი, რაც უნდა ყოფილიყო.
- მიყურებდა? - თითქოს უკვირს.
- სულ. არ ვიცი, როგორ შეაყვარე ამ გოგოს ფეხბურთი, მაგრამ მგონი ვეღარ ცოცხლობს მის გარეშე.
- ვერც მე ვცოცხლობ მის გარეშე. ვიცი, რომ ყველაზე უკეთ შენ გამიგებ.
- იცი, ერთხელ ერეკლემ მკითხა, მჯეროდა თუ არა ზღაპრების...
მე ვუთხარი, რომ მჯეროდა. სასწაულებიც ხდება, უბრალოდ უნდა ირწმუნო. ვიცი, რომ თქვენც დაწერთ თქვენს ზღაპარს. - ცრემლები მაწვება- სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია...
უნებურად, ანუკი მიდგება თვალწინ, როცა ეს სიტყვები ვუთხარი.
- ჩაეხუტე ჩემს მაგივრად...
- დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ჩაგეხუტება რომ ჩამოხვალ. - თავს ვხრი. - წარმატებები.
როგორც ყოველთვის, მთელი გულით გგულშემატკივრობთ.
- მადლობა, ალე. დროებით...
- ღიმილი არ დაგავიწყდეს. - მუქარასავით ჟღერს ჩემი სიტყვები.
- არის, უფროსო.
***
ემოციურობა იყოფა არა სამ, არამედ ოთხ ნაწილად.
დაბალი, საშუალო, მაღალი და პიკი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა და მე, რა თქმა უნდა, ბოლო კატეგორიას განვეკუთვნები.
მამა მეუბნებოდა, ყველაფერზე ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება, ასე ძალიან არ უნდა მიიტანო გულთანო.
რა ვქნა, არ შემიძლია.
ვზივარ და მაინც მეტირება.
ვიცი, რომ ანუკი ვეღარ გაძლებს და მაინც მივა ვაკოსთან, ერთად იქნებიან, მაგრამ სანამ მივა, ეს პერიოდი, ახლა ხომ ორივე იტანჯება, არა?
ვიცი, ეს რა გრძნობაცაა და თითქოს, უფრო მძაფრად მეჩვენება ყველაფერი.
მინდა რომ რამე გავაკეთო მათთვის, მაგრამ არ შემიძლია, ამ უმოქმედობას კი ჭკუიდან გადავყავარ.
რამდენიმე საათი, უშედეგოდ ვცდილობ ყურადღების გადატანას.
ყველაფერ გასაკეთებელს და უკვე გაკეთებულსაც თავიდან ვაკეთებ, მაგრამ არაფერი გამოდის, მაინც მეფიქრება.
მატჩის დაწყებამდე, უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახლა, გონება ანუკიზე სხვა მხრივ იწყებს ფიქრს.
საინტერესოა, სად წავიდა.
წესით, ამდენ ხანს უნდა მოსულიყო.
დარეკვას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის კარზე ზარის ხმა და ტელეფონს ვდებ.
ბოლო წუთამდე მგონია, რომ კარს მიღმა ანუკი დამხვდება, თუმცა ვაღებ და...
- ალეეე. - ისე მოულოდნელად მეხუტება დათა, ვკრთები. ძლივს ვიაზრებ, რომ ხელი მოვხვიო.
ამჯერად ერეკლეზე გადამაქვს მზერა, რომელიც ჩემი და დათას შემხედვარე, თითქოს გაოცების იმიტაციას აკეთებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ეღიმება.
- გეფიცები, შენი ძმა უნდა ყოფილიყო, ჩემზე მეტად უყვარხარ.
მაშინვე მისაღებისკენ გარბის დათა და მარტო ვრჩებით.
- ნუ ეჭვიანობ, შენც უყვხარხარ. შემოდი... - ოდნავ ვეცლები.
ჯერ ნელი ნაბიჯებით შემოდის, თუმცა როგორც კი კარს ხურავს,
წამში მიახლოვდება და ფრთხილად მიცურებს ყელში თითებს.
- ერეკლეე, ბავშვიაა.
- სანამ გამოვიდეს, კოცნას მოვასწრებ.
- გადი, არაა.
- სანამ ლაპარაკობ, დრო იკარგება.
მაინც მეხება ტუჩებზე და წინააღმდეგობის გაწევა არანაირად არ შემიძლია.
- სიცხე გაქვს... - ხელის ზურგით ვეხები ლოყაზე.
- ნწ, შენმა სიახლოვემ იმოქმედა.
- ნუ მასხარაობ. - მსუბუქად ვკრავ ხელს, თუმცა მაინც მიახლოვდება.
- ერეკლეე...
- ერეკლეე. - მაჯავრებს - როგორ?
- ახლა შემოგარტყამ. - თითით ვემუქრები.
ფრთხილად მკიდებს მაჯაში ხელს და თითებს მაშლევინებს.
- მიდი, დამარტყი, არ მეტკინება - ახლა თითებზე მკოცნის - შეგიძლია? მიდი... -ისევ აგრძელებს.
- ერეკლე...
- ხოო. - თმას მიწევს და ახლა, ლოყაზე მკოცნის.
ასე მგონია, მთლიანად მის სურნელში ვარ გახვეული.
ვცდილობ, რეალობას მთლიანად არ მოვწყდე, თუმცა მაინც მითრევს ჩვენს ზღაპარში და ალბათ, კარზე ზარის ხმა რომ არა, უკვე მთლიანად იქ ვიქნებოდი.
- ეს ვინაა?
- ამმ... - მისთვის თქმა ვერ მოვასწარი.
- ანუკი იქნება.
- ანუკი? და აქ რა უნდა? - წარბებს კრავს.
- ძალიან უნდოდა, რომ ერთად გვეყურებინა, უარი ვერ ვუთხარი.
რა?
- არაფერი, უბრალოდ ძალიან უცნაურია ეს ფეხბურთის ჭეშმარიტი ფანი გოგოები.
ოდნავ მეღიმება.
ფრთხილად ვწევ ხელით და კარის გაღებას ვაპირებ, თუმცა მაჩერებს.
- დაიცა, მივხვდი, ეს ვაკოს გამო უყურებს?
- გაიწიე, ერეკლე. - ისე მეკითხება, გეგონება პასუხი არ იცოდეს.
სწრაფად ვწევ სახელურს და ანუკის ცივად მომღიმარ სახესაც ვეჩეხები.
- ვაიმე, რა გეშველებათ რაა, არ დაიხრჩოთ მაგ სიყვარულში. - წუწუნით შემოდის შიგნით.
- ანუშკი, იცი რამხელა მდინარეა? შემოცურდი ჩვენს კაპიტანთან ერთად.-ირონიულად უღიმის ერეკლე.
- ეხლა მე ამას შემოვარტყამ და მერე არ მითხრათ რატომო!
- ხელი არ დამედოს კაცო, ახლახანს გავიპარსე წვერი.
- აი ვინ იტყვის ახლა ამაზე, ეროვნული ნაკრების წევრიაო, ჰა? ბავშვი, ბაღანა.
- რას ვიზამთ, ყველა შენი ბიჭისნაირი დინჯი ვერ იქნება. რაც მთავარია მე მოვწონვარ ჩემ გოგოს ასეთი. - საფეთქელზე მკოცნის.
მეღიმება.
- მართლა ბავშვია. - შებრუნებას აპირებს, თუმცა მაინც არ არჩენს ბოლოს სიტყვას ერეკლე.
- ბავშვი ვარ, აბა რა ვარ, 7 წლით ვარ შენზე პატარა.
- რაოო?! - მაშინვე თვალები უფართოვდება ანუკის. - ალე, სერიოზულად თუ ამან იპითაგორა რაღაცა?
- ნწ, მართლა.
- ვაიმეე, 21 წლის ხარ? - კარგად შესამჩნევი გაოცება ეხატება სახეზე.
- კეე. - იფერებს.
- გეფიცები, მინიმუმ 26 მეგონა.
იმიტო ცანცარებ შენ. - ოდნავ აქნევს თავს - მაიმუნი, მართლა პატარა ყოფილა.
- მე ვარ პატარა! - უკნიდან ეპარება დათა და ანუკი, ლამის ჰაერში ხტება შიშისგან.
- ააააა!
მაშინვე სიცილი უტყდება ერეკლეს.
- ვაიმე, ვაიმე დედა... - გულზე იდებს ხელს და კედელს ეყრდნობა. - ეს ბავშვი ვინაა, საიდან გაჩნდა.
- დედამ და მამამ გამაჩინეს. - ამაყად პასუხობს დათა.
- მართლა? მე კიდევ ვფიქრობდი, რომ კომბოსტოში გიპოვეს - ვითომ ეხუმრება. - ვინ არის? - მაინც ჩვენ გვიბრუნდება.
- დათა. - ისევ დათა პასუხობს და ხელს უწვდის.
- ვაიმე, რა პატარა ხელი აქვს... - გაოცებული ართმევს.
ანუკის არასდროს უყვარდა ბავშვები და შესაბამისად, არც თვეების ბავშვთან უთამაშია, ამიტომ ეჩვენება დათა ძალიან პატარა.
- ჩემი ძმაა. - იქვე ეშველება ერეკლე.
- აჰა. მეც არ გამიკვირდა ამდენს რატომ ლაპარაკობს მეთქი.
- შენ რა გქვია? მეცნობი...- ინტერესით ეკითხება დათა.
- ანი...
- ანი? შენ ჩემი ვაკოს ანი ხარ?
თვალები მიფართოვდება და ინსტიქტურად, ერეკლეს ვუსწორებ მზერას, რომელიც ისევ ძლივს იკავებს სიცილს.
ახლა, ანუკიც ერეკლეს უსწორებს დაბნეულ მზერას.
- კი, ის ხარ, გამახსენდა, გიცანი, ვაკოს შენი ფოტო აქვს ტელეფონის ქეისში, ოღონდ იქ ქერა თმები გაქვს და სხვანაირი ხარ.
- მართლა? - ხმადაბლა, უფრო თავისთვის სვამს კითხვას.
- კი, ფონზეც შენი ფოტო უყენია
და ზღაპრებსაც მიყვება ხოლმე პრინცესაზე და ვიცი, რომ შენ ხარ.
- პრინცესა... - თავისთვის ჩურჩულებს.
- კარგი დათა, საკმარისია, ნუ დაღალე ანუშკი. წამოდი, შევიდეთ. - სწრაფად ჰკიდებს ხელს ერეკლე და მისაღებისკენ მიჰყავს.
- ანუკი... - ოდნავ ვუახლოვდები.
უკვე ცრემლები აქვს თვალებში.
- მე... მე მისი პრინცესა ვარ? - ხელები უკანკალებს.
- არ იტირო, გთხოვ, რა.
- ჩემი სიცოცხლე... -სახეზე იფარებს ხელებს.
- ანუკი, ძალიან გთხოვ. - მკლავზე ვადებ ხელს. - მალე თამაში დაიწყება, გაიღიმე.
ოდნავ მიქნევს თავს და ცრემლებს იწმენდს.
ვიცი, რამდენად რთულია.
ღრმად სუნთქავს და თითების წვალებას იწყებს.
- წამო, შევიდეთ.
ხელს ვკიდებ. სულ გაყინულია.
ღმერთო, ვაკო რომ ქვეყანაში იყოს, ალბათ სულ ძალით გავაგდებდი მასთან. თავს ინადგურებს და მასაც ანადურებს ამ სიშორით.
ნელი ნაბიჯებით შევდივართ შიგნით.
ლამის თავზე აზის ერეკლეს დათა, ის კი, აშკარად ძალაგამოცლილი ვეღარ იგერიებს.
- ალეე. - როგორც კი მხედავს, მაშინვე ხელს მიქნევს.
- ჩამოდი, დავიხრჩე კაცო - ხველების იმიტაციას აკეთებს, რაც აშკარად შველის.
- კარგი, მაშინ ანისთან მივალ. - მისი მხრიდან ცოცდება და ახლა, ანუკის უჯდება მუხლებზე, რომელიც იმდენადაა ფიქრებში გართული, სანამ არ ეხუტება, იქამდე ვერ ხვდება რა მოხდა.
გაოცებული ატრიალებს თვალებს და ინსტიქტურად ხვევს ხელებს დათას.
- ანანო რომ დაგიძახო შეიძლება? - ქვემოდან უსწორებს მზერას.
ოდნავ უქნევს თავს ანუკი.
- ჩემი ანანო. - კომფორტულად ეწყობა მის მუხლებზე და ახლა, ტელევიზორზე გადააქვს მზერა. - ამ რეკლამის მერე იწყებაა!
- ეს შენ ასწავლე? - ერეკლეს ვუჯდები გვერდით და თან, ხმადაბლა ვეკითხები.
- მე რა შუაში ვარ, თვითონ ისწავლა.
- მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო! - როგორც კი სტადიონი ჩნდება, მაშინვე იწყებენ ლაპარაკს კომენტატორები. - პირველი არხი იწყებს რეპორტაჟს რუმინეთიდან, კერძოდ ქალაქი პლოიეშტი. ილიე ოანას სახელობის სტადიონი თქვენს ეკრანებზე.
რუმინეთის ეროვნული ნაკრები მასპინძლობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
- მოგეხსენებათ, ეს არის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა.
ჯერ გულშემატკივრებს აჩვენებენ, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აფრიალებს რუმინეთის დროშას.
შემდეგ კი, უკვე გამოსასვლელად მომზადებულ გუნდებს და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის პირველ რიგში კაპიტნები ხვდებიან კადრში.
ისევ რაღაცას ელაპარაკება ვაკო ბიჭებს, თუმცა არც მოწინააღმდეგე გუნდი დგას ჩუმად.
- გუნდში ძირეული ცვლილებები გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად სხვა სასტარტო გვყავს ახლა, შალვა რაფავას გადაწყვეტილებით.
- გადავიდეთ გუნდების დასახელებაზე, ხო, წესით მოვასწრებთ ჰიმნებამდე.
- ზვიადაძე კარში.
მარჯვნივ თორდია, მარცხნივ ხატიაშვილი
ცენტრი - ბრეგვაძე, გვაზავა
ორი საყრდენი ნახევარმცველი - კვაშილავა, მეტრეველი
მარჯვნივ ნაკაიძე, მარცხნივ ლეჟავა.
შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე აკობია იქნება და ფორვარდზე გამოკვეთილი გვყავს ქედელიძე.
- ხო, შეამჩნიეთ ალბათ, ტაბატაძე არ გვყავს დღეს.
- ძამიკოზე ამბობენ. - მაშინვე ყვირის დათა. მის ქცევაზე, ოდნავ ეღიმება ერეკლეს.
- ნუ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ტრამვასთან არ გვაქვს საქმე და იმედს ვიტოვებთ, რომ აგერ უკვე ერთ კვირაში, კვირას... - პატარა პაუზას აკეთებს - ის დაგვეხმარება ესპანეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება.
- აქაც. აქაც, რა თქმა უნდა, თუმცა ესპანეთთან განსაკუთრებით.
- რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებს.
ახლა, მათი სასტარტო შემადგენლობის დასახელებაზე გადადიან.
- ერეკლე, ესპანეთთან თამაშობ? - ინტერესით ეკითხება ანუკი.
- რავი, კი, წესით. ექიმსაც ველაპარაკე დღეს და... თან 1 კვირაა კიდევ წინ.
- სიცხეები ხომ აღარ გაქვს? - მაინც ვერ ვითმენ.
- არა, არა, გუშინაც აღარ მქონდა. მახველებს ცოტა მარა სერიოზული არაა.
- და უღონობა? ვარჯიშებზე ხომ უნდა იარო...
- კარგად ვარ, ალე. დაჟე ნეტა ეხლაც იქ ვყოფილიყავი.
- როგორმე შენს გარეშეც გაუმკლავდებიან. - არც უყურებს ისე პასუხობს ანუკი.
გუნდები მოედანზე გამოდიან და ჰიმნების დროც დგება.
- ვიცი, რომ შეძლებენ. ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ...
- რაღა უბრალოდ, ერთი თამაში გამოტოვო, ისიც ამხანაგური, დაიქცა ქვეყანა.
- ანუკი.
- რა ანუკი. ცხოვრება აღარ შეუძლიათ ფეხბურთის გარეშე.
ამათ თვალწინ, ბურთს იქით ბნელა.
ოდნავ მეღიმება.
- ბურთს იქით ბნელა რას ნიშნავს? - ინტერესით ეკითხება დათა.
- ვერაფერს ვერ ხედავენ ბურთის მეტს, მაგას ნიშნავს.
- და იქნებ ხედავენ, მაგრამ ვიღაცეები გარბიან და აბნელებენ? - ოდნავ აბრუნებს თავს მისკენ ერეკლე.
- მოდი ყველამ თავის სიბნელე გაანათოს, მოსულა?
- მე, ჩემო ანუშკი, ისედაც განათებული მაქვს.
ამასობაში, რუმინეთის ჰიმნი მთავრდება და ჩვენი იწყება.
- ხოდა სხვები თავისით გაანათებენ, აღარ არის საჭირო სანთებელათი სირბილი.
უბრალოდ ღრმად სუნთქავს ერეკლე. ყოველი შემთხვევისთვის, მკლავზე ვადებ ხელს, თუმცა დიდი ალბათობით, არც ისე აპირებდა აყოლას.
როგორც ყოველთვის, ყველას სახეს ცალ-ცალკე აჩვენებენ.
ყველას სახეზე იკითხება შემართება, იმედი, სურვილი.
მთელი გრძნობით ჰყვებიან ჰიმნს და როგორც კი მთავრდება, მაშინვე იშლებიან.
წამიერად აჩვენებენ ერთმანეთისკენ მიმავალ კაპიტნებს და მერე, ისევ გულშემატკივრებზე გადადის კადრი.
ძალიან რთულია ითამაშო იქ, სადაც შენ არავინ გგულშემატკივრობს, წარმომიდგენია რას გრძნობენ ახლა.
გულშემატკივარი ძალიან დიდი ძალაა.
ვაკო და მოწინააღმდეგეთა კაპიტანი ვიმპელებს ცვლიან და ხელსაც ართმევენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, წესისამებრ, გუნდებთან ბრუნდებიან აწ უკვე საკუთარი ქვეყნის ვიმპელებით ხელში ფოტოს გადასაღებად.
ეს მომენტი, რა თქმა უნდა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და მსაჯი, სასტვენით ანიშნებს თამაშის დაწყებას.
- გუგა თორდია არის თქვენს ეკრანებზე.მოგეხსენებათ, მან გამოტოვა მაკედონიასთან მატჩი, ტრამვის გამო, რომელიც არ იყო მძიმე ხარისხის, თუმცა მაინც ვერ მოახერხა თამაში.
- ნუ, ახლა ის უკვე ფორმაშია და რა თქმა უნდა, შალვა რაფავამ პირდაპირ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში.
- აქ, აქ დაიკარგა ბურთი. - უკვე თამაშში ერთვებიან კომენტატორები- გვაზავა ცდილობდა იქ, თუმცა ცუდი პასი იყო.
- მოიწევენ რუმინელები ჩვენს ნახევარზე. საკმაოდ კარგად ფლობენ ბურთს. ხელი უნდა შევუშალოთ, კარგი იყო ხატიაშვილი! არა, არა, აუტი.
თორდია მოაწვდის, ვნახოთ.
ახლოდან აჩვენებენ გუგას, რომელიც წამიერად ფიქრობს, თუმცა ბოლოს, მაინც აკობიას აძლევს.
სწრაფად უხვდება მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველი და იქვე იკარგება ბურთი, თუმცა მხოლოდ წამიერად.
ოსტატურად ართმევს ბურთს მეტრეველი და ქედელიძეს უგორებს, ის კი ლეჟავას მარცხენა ფლანგზე.
ახლა, ჩვენ მივიწევთ მეტოქის ნახევარზე.
რუმინელები უკან იხევენ.
ისევ ქედელიძეს აძლევენ ბურთს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სივრცე აქვს, კვაშილავას უგორებს.
ეს კარგი ისწავლა, ვერ დაუკარგავ.
- კვაშილავაა. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ჩვენი კაპიტანი, უკან პასი თუ გვერდზე გადააწვდის თორდიას.
- თორდია.
საბოლოოდ მაინც გუგას უგორებს ბურთს.
- თორდია თვითონ წავიდა წინ. კარგი პასი აკობიაზე, ქედელიძეე, ერთი მცველია მის წინააღმდეგ, დარტყმააა.
სამწუხაროდ, იმდენად არასწორად ურტყამს, რომ არ იცოდე, ვერც მიხვდები, რომ კარში უნდოდა გატანა.
ბურთს, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე იღებს და გრძელ პასს აკეთებს ფეხით.
მთლიანად გადმოდის ბურთი ჩვენს ნახევარზე.
წამსვე, ყველა იქით იღებს გეზს.
რა თქმა უნდა, ეს რუმინელების შანსია, რომელიც უნდა გამოიყენონ და ცდილობენ კიდეც გამოყენებას, თუმცა ისევ აკობია უშლის ხელს და
ორივე ძირს ემხობიან ბურთიანად.
წამსვე მათთან ჩნდება მსაჯი და სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევს აკობიას, რომელიც ზედმეტად ზლაზვნით დგება ფეხზე.
თამაში ახლდება.
როგორღაც, ბურთზე კონტროლს ვიბრუნებთ და ამჯერად ბრეგვაძე ცდილობს კვლავ მათ ნახევარზე გადასვლას, თუმცა უშედეგოდ, მალევე კარგავს ბურთს.
- კარგი იყო ნაკაიძე!
თითქმის წამებში იბრუნებს ბურთს და პირდაპირ ვაკოს უგორებს.
- კვაშილავა ბურთთან, გრძელი პასი გვაზავას, იქვე თორდია ჰყავს თავისუფალი, არა, მაინც კვაშილავა უკან.
მეკარეს. ზვიადაძეს უგორებს ბურთს ჩვენი კაპიტანი.
რუმინელთა მეკარისგან განსხვავებით, ნამდვილად არ აკეთებს გრძელ პასს და რა თქმა უნდა, იქვე ლეჟავასთვის დაგორების მცდელობა კრახით მთავრდება.
წამებში იბრუნებენ მოწინააღმდეგეები ბურთს და რეალურ საგოლე მომენტებსაც ქმნიან.
- კვაშილავაა.
ბურთის წართმევა უნდოდა, თუმცა აშკარად ზედმეტად ცუდად ეჯახება რუმინელთა შემტევს, რომელიც ძლივს დგება ფეხზე, თუმცა მისი თანაგუნდელები რომ არა, ეჭვი მეპარება ფეხზე მყარად დგომა შეძლოს.
- ვერ დადის. ვერ დადის, აშკარად. იძულებითი ცვლილებაა რუმინელთა ნაკრებში.
მართალია სამედიცინო შტაბის დახმარება არ სჭირდება, თუმცა მაინც, კოჭლობით ტოვებს მოედანს.
- გაფრთხილებას მიიღებს ალბათ, ჩვენი კაპიტანი. კი, ასეა.
- საერთოდ, ნუ ვიცით, რომ კვაშილავა გამოირჩევა ხისტი თამაშით, შეჩვეულები ვართ მისგან.
მალევე შემოდის დაზარალებულის შემცვლელი და ისევ ახლდება თამაში.
- ისევ ჩვენს საჯარიმოში არიან, როგორმე უნდა გავიტანოთ ბურთი.
სახიფათო შეტევაა, კარგი იყო ქედელიძე, მეტრეველი, თორდია.
თითქოს, ბურთს ვფლობთ, თუმცა მაინც გვართმევენ და ისევ თამამად მოიწევენ წინ. კვლავ აკობია ცდილობს ხელის შეშლას, თუმცა ამჯერად, ყველაფერი არც ისე კარგად გამოსდის და მის არასწორ დარტყმას, კუთხური მოჰყვება რუმინელთა მხრიდან.
- პირველი კუთხური იქნება, რომელსაც მოაწვდიან რუმინელები, ვნახოთ, ვნახოთ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
კვაშილავას აჩვენებენ, რომელიც სახე ალეწილი, ხელებით ანიშნებს ყველას დალაგებას და თან, თორდიას ელაპარაკება რაღაცას.
- ვემზადებით
რუმინელთა ნახევარმცველიც ემზადება დასარტყმელად და როგორც კი მსაჯი სასტვენით ანიშნებს, მაშინვე ურტყამს ბურთს.
სწრაფად იღებენ რუმინელები და კარშიც ურტყამენ, თუმცა წამში იღებს მეკარე.
- ზვიადაძე. ბრავო, ზვიადაძე. - განმეორებით აჩვენებენ კადრს და ახლა, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ნამდვილად არ იყო ადვილი ამ ბურთის აღება.
- როგორი კარი იყო მეკარე.
გადავრჩით, გადავრჩით.
კვლავ ახლდება თამაში.
იმის მიუხედავად, რომ ყველა მონდომებულია და ყველა ცდილობს, მაინც დაცვაზე გამოსდით თამაში.
თითქოს, მათ წინ რუმინეთი კი არა ესპანეთი იყოს.
დარწმუნებული ვარ, ახლა მაყურებელთა უმრავლესობა ზუსტად იმას ამბობს, რომ აქ თუ წავაგეთ, ესპანეთთან მოგებაზე აღარც უნდა ვიოცნებოთ.
15 წუთი გადის, თუმცა არაფერი იცვლება.
მართალია, მათ ნახევარზე გადავდივართ, თუმცა შეტევის ნაცვლად, მაინც გათამაშებით შემოვიფარგლებით.
- თორდია ბურთთან, უკან პასი.
არა, არ გამოუვიდა, აუტს მოაწვდიან რუმინელები.
- კარგი იყო გვაზავაა! - ბურთის მიღებას არც კი აცდის, ისე ართმევს და თამამად მიიწევს წინ.
- მეტრეველი თამაშობს თავით, იქვე ნაკაიძე. დაკარგა ბურთი ნაკაიძემ, რუმინელები მოიწევენ წინ. გრძელი პასი, სახიფათო შეტევაა.
იმდენად სწრაფად გადმოდიან ჩვენს ნახევარზე, აშკარად გააზრებასაც ვერ ასწრებს ვერცერთი.
- საჯარიმოშია რუმინელთა შემტევი, კვაშილავა იქვე.
აშკარად წართმევა უნდოდა, თუმცა ძალიან უცნაურად გამოუვიდა ფეხის დადება და ისევ ორივე ამოტრიალდა.
- ხელით შეეხო, მგონი. განმეორებით...
არა, არა. ხელით შეხება არ არის, მაგრამ აშკარად დაარღვია წესები.
ვნახოთ, რას გადაწყვეტს მსაჯი.
ახლოდან აჩვენებენ ვაკოს, რომელიც ჯერ კიდევ სტადიონზე ზის და ძლივსღა სუნთქავს.
ზემოდან მსაჯი დასტრიალებს და თან, რაღაცას უხსნის.
ანუკისკენ ვაპარებ მზერას.
იმდენად დაძაბულია, დარწმუნებული ვარ, გარშემო ვერაფერს ვერც ამჩნევს და ვერც ხედავს ვაკოს გარდა.
თორდია უწვდის ხელს და კვაშილავაც, იძულებით დგება ფეხზე.
- ჯარიმაა აშკარად.- ისევ აგრძელებს კომენტატორი.
- აპროტესტებს, ჩვენი კაპიტანი, თუმცა...
ისევ ვაკოს აჩვენებენ.
იმდენადაა ნერვებმოშლილი, უკვე ხელებით გადადის ახსნაზე, მაგრამ რასაკვირველია ამით არაფერი იცვლება.
- ახლა რა იქნება... - მაინც ვეღარ ითმენს ანუკი.
- პენალტი, წესით. - სუნთქვას აყოლებს ერეკლე.
- პენალტი? თუ საჯარიმო დარტყმა?- მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
- საჯარიმო არამგონია - წამით არ აშორებს ეკრანს თვალს.
- ძალიან ცუდი ჯარიმა აიკიდა აქ კვაშილავამ, პენალტი იქნება. - უკვე დარწმუნებით ამბობს კომენტატორი.
იძულებით ლაგდება ყველა, ხოლო მოწინააღმდეგეთა შემტევი, დასარტყმელად მიდის.
- ძამიკო, ხომ არ გაიტანენ? - მაშინვე მკლავში აფრინდება დათა.
- არ ვიცი.
- არ გადაიტანონ, რა...
- რავქნა დათა, იქ არ ვარ, რომ ხელი შევუშალო.
- დამშვიდდი, სამაგიეროდ ბიჭები არიან იქ - ხელს ვკიდებ.
თვითონაც მკიდებს, თუმცა ისევ არ აშორებს ეკრანს თვალს.
სასტვენის ხმა და მოწინააღმდეგეთა შემტევი, ისეთი ძალით ურტყამს, მგონია, რომ ბურთი საერთოდ დატოვებს მოედნის ტერიტორიას. აშკარად, ბიჭებიც იგივეს ფიქრობენ. მართალია ყველა ხტება, მაგრამ ეს მოვალეობის მოხდის მიზნით ახტომას უფრო ჰგავს, თითქოს, ისედაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაინც გადაკვეთდა ხაზს, თუმცა რაღაც სასწაულად, პირდაპირ კარში მიდის და ზვიადაძის მორიგი გმირობა რომ არა, ნამდვილად გაიტანდნენ.
- ბრავოო! ბრავო მეკარე!
ზვიადაძეს აჩვენებენ ახლოდან, რომელიც ისევ ბურთსჩახუტებული წევს ძირს.
- ეს რა ბურთი აიღო!
განმეორებითი აჩვენებენ კადრს.
შვებისგან ღრმად სუნთქავს ერეკლე და მხოლოდ ახლა მისწორებს მზერას.
- მოვკვდი, ეს რა იყო...
- ყურებითაც გეცლება ენერგიები? - ოდნავ ეღიმება ანუკის.
- შენ წარმოიდგინე, ყურება უფრო რთულია ვიდრე თამაში.
- ზვიადაძე არის ცუდად! - აღშფოთებით გვამცნობს კომენტატორი.- ტრამვა, ტრამვა მგონი.
- ნუ, ცუდად დაეცა აშკარად ბურთის აღების დროს. - სინანული ერევა ხმაში.
- ცვლილება იქნება.
როგორც კი ზვიადაძე გადის, მისი შემცვლელიც შემოდის მოედანზე.
- მჭედლიძე გამოდის, ვნახოთ, ვნახოთ. არაჩვეულებრივი მეკარეა მჭედლიძე, გვახსოვს ჩვენ მისი მატჩები. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი, შვედეთთან იყო ის სასტარტოში.
კვლავ ახლდება თამაში.
- ნუ, 10 წუთზე ნაკლებია დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე. 0:0 ანგარიში, ვნახოთ, თუ შეიცვლება რამე.
- თორდია გახლავთ ბურთთან.
- აუ ვინ არის ეს რა, ზვიადაძე ჯობდაა. -მაშინვე წუწუნს იწყებს ანუკი.
- რაგინდა, შენ ხუჭუჭები არ მოგწონს? -წამიერად უსწორებს თვალს ერეკლე.
- ეგ რა შუაშია, უბრალოდ რაღაც მეკარედ ვერ წარმომიდგენია.
- ცოტა ხანი უყურე და შეეჩვევა თვალი.
უბრალოდ თვალებს ატრიალებს ანუკი.
- ბავშვს დაეძინა. - მხოლოდ ახლა ამჩნევს.
- მომიყვანე თუ გაწუხებს.
- არა, რას მაწუხებს, უბრალოდ გითხარით. - პლედს იღებს სავარძლიდან და აფარებს.
- ხალხო... - შედარებით ხმადაბლა ამბობს. - მგონი სიცხე აქვს. - შუბლზე ადებს ხელს.
- რაა? - წამსვე მათკენ იწევა ერეკლე და ახლა, თავად ადებს ხელს შუბლზე.
- ცხელია.
- აბა მე რას ვამბობ?
- გააღვიძეთ, თერმომეტრს მოვიტან. - ნელა ვდგები ფეხზე.
- დაიცა, ალე. სანამ შენ გახვალ, მე მოვიტან, ვიცი სადაცაა. - ფრთხილად იყვანს ხელში და ერეკლეს უწვენს მუხლებზე.
- დათაა, დათა, ძამიკო.
- ეგრე არ გაიღვიძებს. - ფრთხილად ვკიდებ ხელს - წამოაჯინე.
- დათა.
- ძამიკო - ტირილით იღვიძებს.
- ჩშშ, არა, ჩემპიონო, აქ ვარ.
- დათა, ყელი ხომ არ გტკივა?
- ა.არა - ოდნავ აქნევს თავს და ისევ აგრძელებს ტირილს.
- მოვედი. - მაშინვე ჩვენს წინ იმუხლება ანუკი - დათა, ხელი მომეცი აბა.
- არმინდაა...
- ჩემპიონო, შემომხედე. საშიში არ არის, გახსოვს დედა მეც მიკეთებდა თითზე. მომეცი ხელი.
ნელა უწვდის და მაშინვე ეხუტება.
წამსვე უზომავს სიცხეს ანუკი.
....
- 38 აქვს. ეს როგორ მოხდა.
- როგორ მოხდა და ჩემთან რომ ეძინა იმით მოხდა.
ამასობაში, პირველი ტაიმიც მთავრდება. ანგარიში ისევ 0:0.
როგორც კი რეკლამა იწყება, მაშინვე ვუწევ ტელევიზორს ხმას.
- წამალს მივცემ და დაუკლებს, სანერვიულო არაფერია. ანუკი... მიდი რა, ჩემს ოთახში, ტუმბოს პირველ უჯრაში.
- ახლავე. - სწრაფად დგება ფეხზე და ოთახისკენ გარბის.
- ეძინება.
- არა, არ დააძინო, ჯერ დავალევინოთ.
- საავადმყოფოში უნდა წავიყვანო. - ფრთხილად დგება ფეხზე.
- რა საავადმყოფო ერეკლე, ბავშვს სიცხე აქვს უბრალოდ, წამალს დავალევინებთ და დაუწევს.
- მოვედი.
- არა, დათას ურთურთლდება ხოლმე. საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, ასე უფრო მშვიდად ვიქნები.
- დაიცადე, სად მიდიხარ? - გაოცებული ეკითხება ანუკი.
- საავადმყოფოში.
- რაო? შენ ნორმალური არ ხარ, ბავშვს არაფერი სჭირს, სიცხე აღარავის ჰქონია?
- მესმის ანი, მაგრამ დათას მდგომარეობა სხვაა, კრუნჩხვებში ვარდება ხოლმე.
- რა?
- დაიცა, ჩვენც წამოვალთ.
- არ არის საჭირო, დაგირეკავთ.
- ერეკლე...
- მართლა, ალე. არ იწვალო, დროებით.
- დამირეკე.
- აუცილებლად.
***
ნახევარი საათი გადის.
იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმი გაცილებით უფრო დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვეღარ ვუყურებ.
მართალია ანუკი განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სანერვიულო არაფერია, თუმცა მაინც ვერ ვარ მშვიდად და რა ვქნა.
უნდა გავყოლლდი. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები.
იქნებ გზაში უფრო აუწია სიცხემ? სანამ საავადმყოფოში მიიყვანა უფრო ცუდად გახდა?
გული ისე მიჩქარს, მეტი რომ არ შეიძლება და რაღა თქმა უნდა, თავის ტკივილიც მეწყება.
ამას ემატება რუმინეთის გოლი და უკვე ტირილამდე მივდივარ.
აღარც კომენტატორების მესმის, აღარც ანუკისი.
მეტის მოთმენა მართლა აღარ შემიძლია, ტელეფონს ვიღებ და კონტაქტებში ერეკლეს ნომერს ვუწყებ ძებნას, თუმცა სანამ დავრეკავდე, თვითონ მასწრებს.
- ერეკლეა?
- ჰო. - ნელა ვდგები ფეხზე.
- დათა მომიკითხე. - ისევ ტელევიზორს უბრუნდება.
ღმერთო, ზოგჯერ ძალიან მშურს ამ გოგოს სიმშვიდის.
- ერეკლე, რაშვებით, როგორაა დათა? - სამზარეულოში გავდივარ.
- რავი უკეთესად, ვეღარ დაგირეკე, ექთანს ველაპარაკებოდი.
- ღვიძავს?
- ხო, რაღაც წამალს უკეთებენ. აუ, არ ვიცი, დედას დავურეკო თუ არა, თან არ მინდა ვანერვიულო, თან რომ დავუმალო მერე ხომ მაინც გაიგებს.
- დაურეკე, ოღონდ ჭიანველა სპილო არ გახადო.
- თვითონ გახდება საავადმყოფოს რომ ვახსენებ.
ღრმად ვსუნთქავ.
- დღეს დატოვებენ?
- ხო, კაროჩე ექიმმა აქ იყოს მაინცო.
პატარა გაცივებაც კი სერიოზულად ურთულდება ხოლმე.
თან მეუბნება დედაო და... არა, უეჭველი უნდა დავურეკო.
- ხო, მიდი.
- თქვენ რაშვებით?
- რავიცი, არაფერს.
- ანგარიში შეიცვალა?
ოდნავ მეღიმება.
მაინც, ფეხბურთზეც ფიქრობს.
- კი, რუმინეთმა გაგვიტანა და შენმა ხუჭუჭა მჭედლიძემ ვერაფერი შეძლო.
- ანუ ვაგებთ? წუთებია შეხვედრის დასრულებამდე...
ღრმად ვსუნთქავ.
თითქოს, რამის შეცვლა შემეძლოს.
მუდამ ასე, ვეგუები...
ვაპირებ ვუთხრა კი - მეთქი, თუმცა ზუსტად ამ წამს, ანუკის კივილი მაჩერებს და სათქმელიც, რადიკალურად იცვლება.
- 1:1
***
1 კვირის შემდეგ.
• მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რიგით მეხუთე მატჩი. {ესპანეთი - საქართველო}
...
- დამელოდე, ახლა. რადგან თაბაშირი მომხსნეს და ყავარჯნის გარეშე დავდივარ, არ ნიშნავს რომ სირბილი შემიძლია, ანუკი.
ღმერთო, ამას წარმოვიდგენდი?
თვით ანუკი, ისე მიიჩქარის დინამოსკენ, თითქოს სალონში მიდიოდეს, მაგრამ არა, მომიტევეთ, სალონში რომ მიდის, მაშინაც კი არ მირბის ასე. აღმატებით ხარისხშია ასული ახლა.
- თამაშის დაწყებამდე უნდა მივიდეთ მეთქი, გეუბნები და 8 წუთია დარჩენილი, შენ კიდევ მოსეირნობ. - კიდევ აქეთ მიბრაზდება.
- გოგო, ვერ დავდივარ სწრაფად მეთქი, რა ყოფილხარ, ვაახ.
აქამდე რომ გენახა ვაკო არ შეიძლებოდა?
- ვერ ვნახე, ალე. თითქოს არ იცოდე, რომ დილიდან საღამომდე ვარჯიშობს.
თან გეგონება შენ კი არ გინდა ერეკლეს ნახვა. - როგორც კი შევდივართ, მაშინ VIP ლოჟისკენ იღებს გეზს.
- 1 საათის წინ ვნახე. - ძლივს ვძვრები ხალხში.
- ნაკრების მაისურში?
არა, რაღაც ძალიან გადაეკიდა ამ ნაკრების მაისურს. ალბათ მალე ავტოგრაფსაც მოსთხოვს ვაკოს.
- მისმინე. - როგორც კი ვეწევი, მაშინვე მკლავში ვავლებ ხელს. - ძალიან კი გადაიპრანჭე, მგონი ბოლოს ბანკეტზე იყავი ასეთი მაკიაჟით, იცოდე გულის შეტევა არ დამართო, კაპიტანი გვჭირდება.
- არა, ძვირფასო. - ამაყად იყრის მხრებს უკან თმას.
ჰო, თმა.
ისევ ქერად რომ შეიღება ამაზე აღარაფერს ვამბობ, ისედაც ცხადია ვისთვის.
- გამარჯობაა. - ღიმილით ესალმება კართან დაცვას.
ო, არა. ვერ გავიგე, ამ დამჟავებული კაცის მეტი, აქ სხვა არავინ მუშაობს?
- გამარჯობა. - არანაირი ემოცია არ აქვს სახეზე.
- მე ალექსანდრა რაფავა ვარ, შალვა რაფავას ძმიშვილი, აუცილებლად უნდა შევიდეთ. - ამჯერად მე ვაგრძელებ.
ოდნავ ფიქრდება და ინტერესით გვაკვირდება ორივეს, თუმცა უფრო ანუკის, რაც მისი ჩაცმულობიდან და მაკიაჟიდან გამომდინარე არცაა გასაკვირი.
- გთხოვთ, რა. ძალიან გვეჩქარებაა. - ვეღარ ითმენს.
- მალე თამაში იწყება, ვერ შეგიშვებთ.
- ზაზა, რა ხდება?
ბიძია. ღმერთო, სასწაულად მოგვევლინა. თორემ ამ კაცის დარწმუნებას რომ 1 წუთი არ ეყოფოდა, ფაქტია.
- არაფერი, ბატონო შალვა.
- შემოუშვი, ჩემი გოგოები არიან.
ოდნავ უქნევს თავს.
იძულებით ბრუნდება ჩვენსკენ და კარს გვიღებს.
- მადლობა, შალვა ბიძია, უნდა გავიქცე. - ისე მირბის, გეგონება ზუსტად იცოდეს სადაა გასახდელი.
ღმერთო, ყველა რომ შიგნით იყოს და ეს შიშვლებს შეუვარდეს? ან მსაჯებს?
დავიღუპე.
- ა, სად წავიდა? - თვალს აყოლებს.
- ბიძია, ანუკის გავყვები და მალე მოვალ.
- დაიცა, შვილო, გასახდელში არ შეხვიდეთ. გამოვა ერეკლე და ვაკოც.
- ვიცი, ბიძია, არ შევალთ.
რაც შემიძლია სწრაფად შევდივარ შენობაში.
ასე კი ვუთხარი, მაგრამ ვინ იცის, ანუკი უკვე იქაა.
უკვე ლოცვის დაწყებას ვაპირებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, წინ მხვდება.
- სად არიან, ვერ ვიპოვე. - შეწუხებული სახით მახლის. - ყველა ოთახი ცარიელია.
- ალეე? - მოულოდნელად გვადგება თავზე გუგა. - ვა, ანუკი, შენც აქ ხარ?
- გამოიცვალეთ უკვე? - ფორმაზე ანიშნებს.
- კი კაცო, რა ხანია. ვაკო დარჩა მარტო. რომ კითხო, ყველაზე მეტს თორდია ემზადება და კი არის 1 საათი შიგნით.
- სად, რომელი ოთახია?
- ბოლო, მარჯვნივ. - დაბნეული სახით ანიშნებს. - დარწმუნებული ვარ, აზრზე არაა რატომ ეკითხება.
- მადლობა. - სწრაფად უვლის გვერდს და პირდაპირ იქით მირბის.
- რა ხდება?
- არაფერი გუგა, დროებით, წარმატებები. - ოდნავ ვუღიმი და მეც იქით მივდივარ.
სულ ცარიელია დერეფანი, აშკარად ნელ-ნელა ყველა გადის უკვე.
რა თქმა უნდა, მათ შერიგებას ველოდი, თუმცა აქ და ასეთ მომენტში ნამდვილად არა.
კარს ვუახლოვდები, რომელიც ისედაც ნახევრად ღია იყო და რა თქმა უნდა, არც ანუკი ფიქრობს ბოლომდე დახურვას.
ზღურბლთან ვჩერდები.
ღია კარადასთან, ზურგით დგას კვაშილავა და სამკლავურს ისწორებს.
ხოლო კარის ჭრიალზე, არანაირი რეაქცია არ აქვს.
- მოვდივარ, 2 წუთი.
- და... ეგ 2 წუთი რომ მოგპარო?
ანუკის ხმის გაგონებისთანავე, მყისვე ტრიალდება კვაშილავა.
ოდნავ ვიწევი უკან. მაინც შეუძლებელია დამინახონ, მაგრამ მაინც.
ისეთი გაოცებული სახით უყურებს, აშკარად ვერაფრით იჯერებს, რომ ეს მართლა ანუკია მის წინ.
- ან...
აღარაფერს ეუბნება ანუკი, წამსვე გარბის მისკენ და ისე, რომ გააზრებას არც კი აცდის, ტუჩებზე აცხრება.
- სხვის ინტიმურის ყურება რამე ახლია? - ისე მოულოდნელად მეპარება უკნიდან ერეკლე, შიშისგან ვკრთები. წამსვე გულზე ვიდებ ხელს და მისკენ ვბრუნდები.
- გული გამისკდა. - მართლა მინდა კიდევ რამე ვუთხრა, ვაპირებ კიდეც, თუმცა სრულიად ინსტიქტურად, მისი მაისურისკენ გამირბის თვალი და ვშეშდები.
რა თქმა უნდა ამჩნევს და ეღიმება კიდეც.
ხომ ადრეც მყავს ნანახი ნაკრების ფორმით, მაგრამ ყოველ ჯერზე, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად ვხედავ. გული მიჩქარდება და თითქოს, ყველაფერ სასიამოვნოს ერთად ვგრძნობ.
- მაპატიე... -ფრთხილად მკიდებს ხელს და მაჯაზე მკოცნის.
- არ მინდა ჩვენს გვრიტებს რომანტიკა გავუფუჭო, მაგრამ კაპიტანი გვჭირდება.
- 1 წუთი. - თხოვნასავით გამომდის.
იმედი მაქვს დაილაპარაკებენ, მაგრამ მგონი გაჩერებას არც ერთი არ აპირებს.
- აღარ დამტოვო... -იმდენად ჩუმად ეუბნება ანუკი, ძლივს მესმის, თუმცა პასუხი გაცემას ნამდვილად არ აცდის კვაშილავას.
- შალვა დამმარხავს. - უკვე წუწუნზე გადადის ერეკლე. - არა, არა, აქ მოვა და მერე უარესი იქნება. რა ვქნა, უნდა შევიდე, კოცნისთვის კიდევ ბევრი დრო ექნებათ.
ჩემს პასუხს აღარც ელოდება, წამსვე მთლიანად აღებს კარს და განგენ, ოდნავ ახველებს კიდეც.
მაშინვე შორდება ვაკო ანუკის.
- კაპიტან, დიდი ბოდიში, მაგრამ შალვა ჭედავს, თუ სიკვდილი არ გვინდა, ახლავე უნდა წავიდეთ.
- ხო... ხო- ვაკო ისეთი დაბნეულია, სიტყვებსაც ვეღარ უყრის თავს.
- წავედით მერე.
- მოვდივარ - ანუკის ვერც კი უყურებს, პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს და ერეკლეზე პირველი გადის.
- რა უქენი გოგო, პირველი კოცნა იყო თუ რა იყო? - სიცილით ეკითხება ერეკლე ანუკის.
- წადი ახლა, დაგაგვიანდა. - მკლავში ვკიდებ ხელს.
- მივდივარ - ერთი ნაბიჯით იხევს უკან- ისე, ანუშკი... - ისევ ბრუნდება უკან- იცოდე მის თამაშზე თუ აისახა პასუხს მოგთხოვ. - კვლავ სიცილით ემუქრება.
- შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, მხოლოდ კარგის მხრივ - ნაძალადევად უღიმის ანუკი - წადი, არ გავიდნონ და ესპანეთის გუნდს არ შერჩე.
- ტაბაა! - თორდიას ხმას ვცნობ.
- ხო, მოვდივაარ! - წამსვე უბრუნებს პასუხს. მერე ჩემსკენ ბრუნდება და სწრაფად მკოცნის ლოყაზე - პირველი გოლი შენია, შენი 21 ნომრისგან. - თვალსაც მიკრავს და უკვე, მართლა მიჰქრის ბიჭებთან.
მეღიმება.
ჩემი
21 ნომრისგან.
***
- აუ რა ხმაურია რა, თავი გამისკდა გოგო, აქ 2 საათი როგორ ძლებ ხოლმე. - ტრიბუნებზე ასვლიდან დაახლოებით 10 წუთში, ანუკი წუწუნს იწყებს, რაც რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და არც მიკვირს.
- წასვლა გინდა? - მაინც მეღიმება.
- შენ რა, დამცინი? არცერთი წუთი არ მინდა ვაკოს გარეშე. ჩემი... - სიტყვას ვერ არჩევს - ყველაფერია. რომ ვაკოცე როგორი საყვარელი იყო ვერ წარმოიდგენ... - თვალები ისე უციმციმებს როგორც არასდროს.
- კოცნით დაიწყო და კოცნითვე უპასუხე, რა რომანტიკულად გამოვიდა. - ისევ მეღიმება.
- აუ, ჰოო. ვგიჟდები, მის დაბნეულობაზე, ვერც ხელი მკრა, ვერც მაკოცა...
- კარგი ახლა, მაყურებინე. - წარმომადგენინა ყველაფერი.
თვითონაც მთელი ყურადღება მატჩზე გადააქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ მე ვუთხარი, საქმე კვაშილავას ყვითელ ბარათს ეხება, რომელიც როგორც კომენტატორები იტყოდნენ, თავისი ხისტი თამაშით 'აიკიდა'
- რა მოხდა, ეს რა ყვითელი ფურცელია? - ანუკის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი ფეხბურთზე, აშკარად, მხოლოდ ეროვნული ნაკრების კაპიტნის სიყვარული არ კმარა.
- წესები დაარღვია.
- რატომ?
ღრმად ვსუნთქავ. ვერ ვხვდები საიდან უჩნდება ასეთი კითხვები.
- სპეციალურად არ გაუკეთებია, თამაშის დროს ასეთი რაღაცეები ხდება.
უბრალოდ ოხრავს.
ბურთი ესპანელებს რჩებათ.
რა თქმა უნდა, აქ საქმე ბევრად უფრო რთულად გვაქვს, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო და არავის უკვირს.
ჯერ-ჯერობით, შეტევას ვერ ვახერხებთ და მთლიანად დაცვაზე ორიენტირებული თამაშია.
კუთხური, აუტი, ისევ კუთხური.
ეს ყველაფერი ჩვენს კართან ხდება და ძალიან რთულია, ამას დიდხანს მყარად გაუძლო და არ მოეშვა.
სამწუხაროდ, ზვიადაძის ტრამვა სერიოზული აღმოჩნდა და მეკარე, დღეს ისევ მჭედლიძეა, თუმცა მადლობა ღმერთს, ჯერ კარში დარტყმის მცდელობები მრავლად არ აქვთ და როგორღაც უმკლავდება. ხოლო როცა თორდია უგორებს ბურთს, ისეთი ძალით ურტყამს, ჩვენი ნახევრიდან მთლიანად გადადის ბურთი.
წამსვე იქით ეშვება ყველა.
საკმაოდ კარგად იღებს ბურთს ჭანტურია და კონტრშეტევის წამოწყების მცდელობაც, ამდენი მოწინააღმდეგის მიუხედავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წარმატებულად გამოსდის.
თორდიას უგორებს მარჯვენა ფლანგზე, ის კი პირდაპირ გვაზავას აძლევს. თამამად მივიწევთ მათი საჯარიმოსკენ და წარმომიდგენია რა დღეში არიან ახლა კომენტატორები.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გვაზავა კვაშილავას უგორებს, ის კი წამში, ერეკლეს აძლევს საგოლე პასს.
ირგვლივ, ყველა მხოლოდ 'დაარტყის' და 'მიდის' ყვირის და რაღა თქმა უნდა, ერეკლეც ზუსტად ასე იქცევა.
ესპანელთა ნახევარმცველის ხელის შეშლის მცდელობისა და კარს გადაფარებული მეკარის მიუხედავად, ბურთი მაინც გადის კარში და ანგარიში იხსნება.
- 'ტაბაააა!'
- 'ტაბაა, ტაბა, ტაბა,!'
ახლა მართლა დაგვაყრუებენ.
მაშინვე ყურებზე იფარებს ხელს ანუკი.
ერეკლე კი რა თქმა უნდა, წამში აკეთებს ტრადიციულ შემორბენას ხელგაშლილი.
ყველა ზედ ახტება, ბიძიაც წინ გამოდის და თითქოს, მისი 'ბრავო' მეც კი მესმის.
- ეს გოლი შენი იყო გოგონი. - მკლავზე მკრავს ხელს ანუკი. - უყურე, დარწმუნებული ვარ, თვალებით გეძებს.
მეღიმება.
ღმერთო, როგორ არანარმალურად, საშინლად მიყვარს...
თამაში ახლდება.
სიხარული კარგია, მაგრამ როგორც ბიძია არიგებს ხოლმე ბიჭებს 'გავიხარეთ, გვეყო. ამან არ უნდა გაგათამამოთ'
- ისე ეხლა ესპანელები გამწარდებიან, ხო? - სრული სერიოზულობით მეკითხება ანუკი.
- ეგენი ისედაც სულ გამწარებულები თამაშობენ.
- შეიძლება, მაგრამ გოლის შემდეგ კვადრატში რომ ავიდნონ?
- კარგი ანუკი, უყურე.
ვერ ვხვდები, რატომ უნდა რომ კომენტატორის ფუნქცია შევასრულო მისთვის.
კვლავ ჩვენს ნახევარზე გადმოდიან ესპანელები და ამავდროულად, მწვრთნელი სამ ცვლილებას ახორციელებს მათ ნაკრებში.
შემტევები. ხო, ნამდვილად დასვენებული შემტევები გვჭირდებოდა ახლა სრული ბედნიერებისთვის.
გველესიანია ბურთთან, თუმცა იმდენად ავიწროვებენ, იძულებული ხდება კვლავ მეკარეს დაუგოროს.
მჭედლიძე კვლავ გრძელ პასს აკეთებს, თუმცა იმდენად გრძელი ნამდვილად აღარ გამოუდის, სწრაფად უხვდებიან ესპანელები და ბურთზე კონტროლსაც იბრუნებენ.
მორიგი კონტრშეტევა მათი მხრიდან.
ამჯერად ერეკლე ცდილობს ხელის შეშლას, თუმცა ორივე ერთმანეთს ემხობა და წამსვე ჩნდება მსაჯი მათთან.
ადგებიან.
ერთხელ დაცემულა?
მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს ყოველთვის საშინლად მეშინია, ყველანაირად ვცდილობ თავი დავიმშვიდო.
1 წუთი გადის, თუმცა მხოლოდ ესპანელთა ნახევარმცველი დგება ფეხზე.
- აუ, ბიჭო, ეხლა არ თქვათ ტრამვააო! - აქეთ-იქიდან, უკვე მესმის გულშემატკივართა ჩუმი ოხვრა.
- ტრამვაა მარა არის აბა, ვერ დგება. ფუ, აი სად დაგვერხა!
- ალე, დამშვიდდი... - მკლავზე მადებს ხელს ანუკი, თუმცა იმდენად მეყინება მთელი სხეული, ძლივს ვგრძნობ.
საშინლად მიჩქარდება გულისცემა, თითქოს, ჰაერი აღარაა.
ყველა მის გარშემო გროვდება.
კვაშილავა იხრება კიდეც.
საშინლად იწელება დრო.
არ მინდა, იმედი დავკარგო.
განუწყვეტლივ ვიმეორებ, რომ ადგება, თუმცა გონებას, საერთოდ აღარ სჯერა ამის.
მოედანზე, სამედიცინო შტაბის წევრები შემოდიან.
და...
აქ ბნელდება ჩემთვის ყველაფერი...
***
დრო.
უთქვამთ, ჩერდებაო, არა?
არ ჩერდება, უბრალოდ შენ ვეღარ გრძნობ ვერაფერს.
თითქოს, ცარიელი ხარ. აი ასე, უბრალოდ, წამში, ყველაფრისგან ცარიელი ხდები. მიდიხარ, მაგრამ ვერ გრძნობ რომ მიდიხარ, საუბარი გესმის, მაგრამ ვერ აღიქვამ. ვიღაც იღიმის, ვიღაც ჩხუბობს, ვიღაც მოწყენილია. ამას ხედავ, მაგრამ თითქოს, გარშემო მაინც არაფერია.
რაღაცეები კვდება, მაგალითად უნებართვოდ შემოჭრილი ბედნიერების მარცვალი, მე კი ვერაფერს ვაკეთებ.
ძალა არ მაქვს.
მინდა, რომ იმედს მოვეჭიდო, არ დავეცე, მაგრამ სასწრაფოს სირენის ხმა, ხელს მაშვებინებს.
სერიოზულია...
მეშინია.
ყველაფრის, მაგრამ ყველაზე მეტად მისი თვალების.
ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი მისთვის.
როცა საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებ და შემდეგ, ხელიდან გეცლება, აღარც შენ ხარ ცოცხალი.
ვერ გადაიტანს.
ვერც მე გადავიტან.
უყურო და იცოდე, რომ ვერაფერს გააკეთებ მისი ზუსტად 'იმ' ღიმილის დასაბრუნებლად, ყველა სხვა ტკივილზე უფრო მწარეა.
არც ტირილით მოგეშვება და საერთოდ, არც არაფრით.
პირიქით, უფრო და უფრო ძლიერად მოგიჭერს.
სუნთქავ, მაგრამ აღარ არსებობ...
***
ფრთხილად ვაღებ პალატის კარს.
სამარისებული სიჩუმეა.
არც ქალბატონი ქეთი, არც ბატონი ვახო, დათაც კი არ გააჩერა შიგნით.
ძლივს ვსუნთქავ. როგორ ხდება, რომ ერთდროულად ასე ძალიან ცხელა და ამავდროულად ძალიან ცივა?
ღმერთო...
ნაბიჯის გადადგმა, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული.
შევდივარ და თითქოს, რაღაც გრძნობაც იწყებს ჩემში შემოჭრას და უცნაურად მივლის მთელს სხეულში.
,,საყვარელი ადამიანის ტკივილი''
- ერეკლე...
ვიცი, რომ ღვიძავს, მაშინვე ახელს თვალებს, თუმცა თავს არ აბრუნებს.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები.
არ ვიცი, რომ შემოეხედა ამას შევძლებდი?
ღრმად ვსუნთქავ.
ფრთხილად ვჯდები საწოლის კიდეზე და ხელს ვკიდებ.
მასაც ისეთივე გაყინული აქვს თითები, როგორც მე.
- გახსოვს გითხარი, ხატვაზე მეტად მაინც ვერ მიყვარს - მეთქი... - ხმადაბლა იწყებს.
- ყველაფერი კარგად იქნება. - ვცდილობ მტკიცედ ვთქვა, თუმცა მაინც მებზარება ხმა.
- მგონია, რომ მოვკვდი... - ისევ არ მისწორებს მზერას.
- სისულელეებზე ნუ ფიქრობ. აქამდეც გქონია ტრამვა, ყველაფერი კარგად იქნება, ისევ ითამაშებ და ძალიან, ძალიან ბევრ გოლს გაიტან - მაინც მომდის ცრემლები. მაშინვე ვიწმენდ, თუმცა ვიცი, რომ მაინც ამჩნევს.
- ეს ის ტრამვა არ არის, ალე...
- ძალიან გთხოვ, მე შენს გვერდით ვარ, ბიჭებიც შენს გვერდით არიან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი თამაში დამთავრდება ყველა მოვა. თქვენ ერთნი ხართ... ვერაფერი დაგაშორებს ნაკრებს და...
- ალე. - მაწყვეტინებს.
ვგრძნობ, როგორ ეჭიმება მთელი სხეული, მაგრამ მაინც, თავს ძალას ატანს.
ოდნავ აბრუნებს თავს ჩემსკენ და მზერას მისწორებს.
მეხის გავარდნასავით არის.
თითქოს, წამში, მთლიანად იცვლება რეალობა.
მაკანკალებს.
ეს ერეკლე არაა...
ეს მისი თვალები არაა.
იმდენადაა შეცვლილი, რომ ვერაფრით ვიჯერებ.
ტირილი მინდა.
ვიკავებ და კიდევ უფრო მეტად მიჭერს ყელში.
ღმერთო...
ხვდება. თითქოს, განგებ ხუჭავს თვალებს რომ ამოსუნთქვის საშუალება მომცეს.
- ახლა... - პაუზა. საუკუნედ იწელება წამები - ახლა მე შენ რაღაცას გეტყვი...
- არა. - მაშინვე ვაჩერებ.- მაგის თქმა არ გაბედო! - ტონსაც ვუწევ.
ღრმად სუნთქავს.
- მომისმინე.
- ერეკლე...
- ერეკლე... - იმეორებს. სულ ოდნავ მიღიმის და მერე ფრთხილად იქცევს ჩემს ხელს საკუთარში.
- მე ცოცხალი აღარ ვარ, ალე. -საკუთარ გულთან მიაქვს ჩემი ხელი და ნელა მადებინებს.
შიში მეპარება, ვერაფერს ვგრძნობ.
იმასაც კი ვფიქრობ, რომ შეიძლება ოდნავ სხვაგან დამადებინა და ამიტომ. ვაპირებ კიდეც, რომ ვუთხრა, თუმცა ზუსტად ამ წამს, თითქოს წამიერად, სულ ოდნავ ვგრძნობ გულისცემას.
მაჟრჟოლებს.
თავისით მცვივა ცრემლები თვალებიდან.
ღმერთო...
შენელებული გულისცემა...
- მე...- საშინლად უჭირს საუბარი - მე შენთვის დავიწყე ნაკრებში თამაში, ალე. ეს მითქვამს კიდეც.
არავინ... არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა შენს გარდა. ჩემი მეორე ნახევრის გარდა, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად იქნებოდა ტრიბუნებზე.
ადამიანი ცვლილებებს ვერ იღებს, უფროსწორად არ.
ჰგონია, რომ რადგან ასეა, ასე დარჩება და მორჩა.
ხო...
ალბათ უნდა დაკარგო, რომ დააფასო. მიხვდე, რამხელა ადგილი ეჭირა და რა იყო.
ნაკრები...
თურმე წლებია, მე მხოლოდ შენ აღარ გეძებ. შიგნიდან, ძალიან, ძალიან მინდა ის, რასაც ვაკეთებ. ძალიან მინდა იმ სამყაროში, რასაც ფეხბურთი ჰქვია, თურმე ძალიან მინდა სტადიონზე, მე, ბურთი და ბიჭები.
ახლა ვხედავ ამას.
-ღრმად სუნთქავს - შენ... შენ ისედაც ამ სამყაროს ეკუთვნოდი, მაგრამ გახსოვს? ჩვენ ერთად შევედით სტადიონზე...
ოდნავ ვუქნევ თავს და ისევ ვიწმენდ ცრემლებს.
- ახლა, ჩემს გარეშე უნდა დარჩე იქ.
- ხელს არ გაგიშვებ და არც შენ მოგცემ ამის გაკეთების უფლებას. - ვცდილობ მტკიცედ ვთქვა.
- ერეკლე რომელიც გიყვარს, აღარ არსებობს.
- შენ გგონია იმიტომ მიყვარხარ, რომ ფეხბურთელი ხარ? გგონია, რომ თუ იქ არ იქნები, ჩემი ერეკლეც არ იქნები?!
- ალე...
- არა! ათასჯერ წამოვმდგარვარ და ვიცი, რომ შენც. დაცემა დანებებას არ ნიშნავს და ნუღარ მიმანიშნებ, საკმარისია! - ინსტიქტურად ვუწევ ტონს.
- ვიცი...
შენი სიყვარული ვიცი. არც მიფიქრია, რომ ფეხბურთის გამო გიყვარვარ.
მომისმინე, ძალიან მიჭირს ახლა ამაზე ლაპარაკი და პირდაპირ იმიტომ ვერ... არ მიგანიშნებ.
- არაფერი არ გააკეთო, უბრალოდ ჩემთან იყავი და მომეცი უფლება რომ მეც შენთან ვიყო. ერთად ავდგეთ ფეხზე...
- არ შემიძლია. - ოდნავ აქნევს თავს - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ ვარსებობ, ალე. საერთოდ არ ვარ, გესმის? სწორად გამიგე... მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ აჯობებს, თუ ცოტა ხანს ერთმანეთისგან შორს ვიქნებით.
- რატომ... თუ ასე გიყვარვარ, რატომ გინდა, რომ შენგან შორს დავიტანჯო?!
- იმიტომ, რომ ჩემთან ახლოს, უფრო დაიტანჯები. ყოველ ჯერზე, როცა ასეთს შემომხედავ...
გთხოვ... არ გაუკეთო საკუთარ თავს ეს და არც მე არ გამიკეთო.
ჩვენი ლამაზი მოგონებების ხათრით, გთხოვ, ძალიან გთხოვ, მინდა, რომ სულ ფერადები ვიყოთ.
მოვალ...
შენთვის ავდგები და მოვალ.
ჩვენი ზღაპრისთვის მოვალ, აუცილებლად მოვალ, გპირდები, შევცდები რომ სიცოცხლე დავიბრუნო და წერა გავაგრძელოთ...
არ იტირო, ჩემი ხომ გჯერა, არა? ხომ იცი, რომ
პირობას ყოველთვის ვასრულებ.
ოდნავ ვუქნევ თავს.
- ვიცი, რომ არ დამივიწყებ...
მაპატიე, გეხვეწები, გემუდარები.
არ მინდა, რომ წახვიდე, მაგრამ ახლა თუ არ წახვალ...
სახეზე ვიფარებ ხელებს.
- მაპატიე, არა, ძალიან გთხოვ, უფრო გეტკინება თუ დარჩები...
საკუთარი თავი არ მადარდებს, ჩემსას როგორღაც ავიტან, მაგრამ შენსას ვერ ავიტან, ალე.
ღრმად ვსუნთქავ.
- შემომხედე.
მხოლოდ წამით...
ინსტიქტურად ვასრულებ.
სულ დანისლული აქვს თვალები, ჩაწითლებული.
ეჭვი მეპარება მე უკეთეს მდგომარეობაში მქონდეს.
- არ მინდოდა ამის ასე თქმა, მაგრამ -ღრმად სუნთქავს- თუ... მოკლედ, მინდა იცოდე, რომ ჩემი ყველა გოლი, ყოველთვის შენი იყო.
მაპატიე, რომ არ იცოდი, მომენტი არ მქონია, რომ მეთქვა და... მომეცა.
ვხვდები, რომ წერილებს გულისხმობს.
- და ახლა იმიტომ მეუბნები, რომ აღარც გვექნება? - მაინც მიკანკალებს ხმა.
- არა, გვექნება, ალე. გპირდები, რომ გვექნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვეღარასდროს შევძლებ...
- შეძლებ!
- ის მაინც ხომ შევძელი... -ოდნავ ეღიმება- აქამდე თუ არ იცოდი, რომ შენი გოლი იყო, დღეს იცოდი.
არ იტირო, გთხოვ.
- შენთან მინდა...
- მეც. მეც ძალიან მინდა შენთან.
ვიცი, რომ ამის თხოვნის უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ დამელოდები ვიბრძოლებ.
ნელა ვხუჭავ თვალებს.
ჯერ კიდევ საშინლად მიჭირს მოსმენილის გააზრება.
- წადი... მეტკინება, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ მიყურო და დაიტანჯო.
- შორს ყოფნა უარესი ტანჯვაა, ერეკლე.
- ახლა ასე ფიქრობ, მაგრამ არ არის, დამიჯერე. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ცუდსა და უარესს შორის, მაინც ცუდი ჯობია. წადი...
- ერეკლე...
- წადი, ალე. გთხოვ, თუ გიყვარვარ, გააკეთე ეს ჩემთვის, ჩვენთვის. ჩვენი ზღაპრისთვის.
ვეღარაფერს ვპასუხობ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელს სხეულში მხოლოდ მისი სიტყვები მივლის.
მაკანკალებს, მაცივებს, თუმცა ეს სიცივისგან არაა.
ნელა მიშვებს ხელს...
თითქოს, უფსკრულში ვიჩეხები.
საერთოდ არ მაქვს ბრძოლის ძალა, წარმომიდგენია მას როგორ უჭირს ახლა.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა საშინლად მიჭერს შიგნიდან რაღაც.
მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ...
ვდგები, თუმცა მუხლები მეკვეთება.
ვეღარც ვტირი, ეს ყველაზე საშინელი მომენტია ჩემს ცხოვრებაში.
ზურგს ვაქცევ. უკანასკნელი ძალით ვცდილობ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ თითქოს ვახერხებ, ისევ მისივე სიტყვები მყინავს.
- 21 დედამიწის მოვლენილი ჯადოსნობაა, ჩვენი ზღაპრისთვის. იქნებ, 21-ში მოგიყვე მისი საიდუმლო.
თუ არა და... თავად 21 მოგიყვება.
პატარა ბიჭს, პატარა გოგონა შეუყვარდა, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში...
***
• დაუსრულებელი ზღაპარი •
....
"იყო და არა იყო რა...
იყო ერთი გოგონა, რომელმაც სხეულში არსებული ქარიშხლების ირწმუნა. გოგონა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და ამავდროულად არაფერი.
გოგონა, რომლის ცხოვრებაში შემოჭრილმა 21 - მა ნომერმა ,,არაფერი'' გააქრო.
გოგონა, რომლის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა"

მე 21 ოქტომბერს დავიბადე.
უცნაურია, თუმცა არასოდეს გამივლია პარალელი 'ჩემს 21 ნომერთან' .
დამთხვევებსაც აქვთ თავიანთი მიზეზი. ზღაპარს, "21" ჰქვია.
იგი, ზუსტად შუაშია გაჩერებული.
ოცდაერთი, ოცდაერთში, ოცდამეერთე წინადადებას დაწერს.
....
ადამიანი.
რვა ასო და უამრავი ცოცხალი გრძნობა.
უცნაურია.
როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, მე არავინ შემიყვარდება - მეთქი. რა უნდა იყოს ისეთი, რასაც შენ, შენში ვერ გააკონტროლებ.
თურმე, სიყვარული.
ყველა მოგონებაზე ცხადად მახსოვს, როცა პირველად დავინახე.
როცა პირველად გამოჩნდა ნაკრებში, როცა მისი დებიუტი იყო...
ვერ ავღწერ, რა დამემართა.
თითქოს, მას შემდეგ აღარც გასულა დრო.
ან, სრულიად სხვა წერტილიდან დაიწყო ათვლა.
შევიცვალე.
ისევე, როგორც ის.
უნებურად, ისევ მისი სიტყვები მიტივტივდება გონებაში ,,ადამიანი ცვლილებებს ვერ იღებს, უფროსწორად არ"
შეუძლებელია, რაიმე გრძნობა მოვიდეს და მოგესალმოს, ან თავი წარგიდგინოს.
ის უბრალოდ შენში იწყებს ცხოვრებას, ან სულაც ცხოვრობდა და თავადვე უნდა შეამჩნიო.
ეს შინაგანი ცვლილებაა, რომელიც არ ჩანს და სწორედ ამიტომაცაა რთული მისი დანახვა...
***
დრო.
რამდენი წუთი გავიდა? საათი?
თითქოს, სიცარიელეს რაღაც ემატება.
ვიღაც ყვირის.
ძალიან, ძალიან ხმამაღლა ყვირის.
ყურებზე ვიფარებ ხელებს.
ბნელა.
მოგონებები ქრება.
არ მინდა რეალობას შევხედო.
იქ, არაფერი არაა.
მტკივა. ძალიან მტკივა...
ვეღარც ვტირი და ეს ყველაზე დიდი საშინელებაა.
ვიცი, რომ ვერც ის ტირის.
მისი თვალებიც ტკივილის ოკეანეა.
ახლა რომ ჩემს წინ იყოს, ვერ შევხედავ.
ვიცი, რომ ვერც ის შემომხედავს.
საკუთარს აიტან, მისას ვერა...
გავუცხოვდებით.
ერთმანეთს ვეტყვით, რომ კარგად ვართ, კარგად უნდა ვიყოთ.
თუმცა...
ეს გრძნობა შეგვცვლის.
ერთმანეთს მოვატყუებთ.
ტყუილი არ გვინდა.
წრფელი ღიმილი გაქრება.
ავდგებით, მაგრამ ეს მომენტები გვემახსოვრება, ისეთები აღარ ვიქნებით, როგორც ადრე.
ზღაპარში, მუქი ფერებიც შემოვა.
არა...
მოგონებები.
ერთ დღეს, მასაც მოუნდება, რომ თავი მოგვაგონოს.
ვერ შევეწინააღმდეგები.
ეს მომენტიც მომაგონდება, მაგრამ ახლა, ვერაფერს ვხედავ.
ცივა.
ისევ ძალიან, ძალიან ხმამაღლა ისმის გაბმული კივილი...
***
ერთი კვირის თავზე, ანუკი და ვაკო მოდიან.
არაფერი მახსოვს.
თითქოს, საერთოდ არ გასულა დრო.
კივილის ხმა წყდება, მერე, თითქოს საერთოდ ქრება, მაგრამ ამავდროულად მახსენებს, რომ ეს სამუდამოდ არაა.
ვცდილობ, გავუღიმო.
ჰო, ალბათ ადრე რომ მენახა ასე, ერთმანეთს ჩახუტებულები, თავისით გამეღიმებოდა, ახლა ვერ.
ვიცი, რომ აუცილებელია და ვუღიმი.
თუმცა ამისთვის იმხელა ძალისხმევა მჭირდება, თითქოს, მთელს ენერგიას მაცლის.
- მანანა დეიდა როდის ჩამოდის? - სპეციალურად ცდილობს ყურადღება გადამატანინოს. თუნდაც რამდენიმე წუთით, სხვა თემაზე ვიფიქრო.
ანუკი იმაზე კარგად მიცნობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
- არ ვიცი, ჯერ არა - მხრებს ვიჩეჩავ.
შეიძლება ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ არ მინდა, რომ ჩამოვიდეს და ასეთ მდგომარეობაში მნახოს.
ცოცხლად სიკვდილის ფასად მიჯდება ყოველ ჯერზე, მასთან მხიარულად საუბარი და იმის თქმა, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა.
ვერ დავუშვებ, რომ ინერვიულოს, ისედაც საკმარისად ნერვიულობს ბებიას გამო.
- ბებია ხომ უკეთაა? - ახლა ვაკო მეკითხება.
- ჰო... - თავსაც ვუქნევ. - მაგრამ მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ექიმი რომ მგზავრობის უფლებას დართავს, დედა წამოიყვანს. - ძლივს ვაწყობს წინადადებას.
პაუზა.
ჩემი დაძაბულობა ედებათ.
ძალიან მიჭირს სუნთქვა და თავისუფლად ღიმილი.
- ალე, იცი, ჩვენ რაღაც უნდა გითხრათ.- კვლავ ანუკი ცდილობს მხიარულების შემოტანას.
თვალს ვუსწორებ.
ისეთი საყვარლები არიან ერთად...
სწრაფად მირბის ვაკოსთან და მუხლებზე უჯდება.
- მითხარით.
- შენ უთხარი. - კისერზე ხვევს ხელებს და ეხუტება.
ოდნავ ეღიმება ვაკოს.
- ხო... ანუ, ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ...
- მართლა? - აი ახლა, მართლა თავისით მეღიმება და ბედნიერების ცრემლებიც არ აყოვნებს.
- ჰოო, აი მეც ასე ამეტირა ხელი რომ მთხოვა. - ბეჭედს მაჩვენებს. მერე, სწრაფად იხრება მისკენ და მოწყვეტით კოცნის.
- გილოცავთ...
- ოღონდ... - წამიერად, ერთმანეთს უსწორებენ მზერას. - ანუ, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ მეჯვარეები და... როცა ერეკლე კარგად იქნება, მაშინ დავქორწინდებით.
- ხო, მნიშვნელობა არ აქვს, ეს როდის მოხდება. ჩვენ დაგელოდებით.
ერთად ვიყოთ ბედნიერები...
ისევ მეტირება.
ღმერთო, რით დავიმსახურე მათნაირი ადამიანები გვერდით.
- ალე, არ გინდა გთხოვ...
- ეს... - მართლა ძალიან მიჭირს თქმა.
- ჩემი ცენტრ ფორვარდის გარეშე, არაფერი არ მინდა. კაპიტანს, სრული შემადგენლობა უნდა ჰყავდეს.
- არც მე მინდა ჩემი ცანცარა სიძის გარეშე ქორწილი. ის თუ არ იქნება, ვინ მომიშლის ნერვებს.
ოდნავ ვუღიმი.
- საუკეთესოები ხართ.
- თქვენც...
*
ვაკოს და ანუკის ქორწილის ამბავს, თითქოს ნათელი ფერები შემოაქვს ჩემს მუქში.
დარწმუნებული ვარ, ერეკლესაც გაუხარდა.
იმის მიუხედავად, რომ აღარ ვკონტაქტობთ, ვგრძნობ.
ვიცი, რომ სულ ჩემთან არის. მაშინაც კი, როცა ვერ ვხედავ მისი ხმა მესმის.
არ დამირეკავს.
არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, თუმცა ჩემთვის, თითქოს გუშინ იყო.
ბიძიას ველაპარაკე.
მისი ტრამვა, იმაზე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოედგინათ.
არ ვიცი, იგრძნო?
ექიმი ამბობს, რომ ეს მისი კარიერის დასასრული არ არის, თუმცა მნიშვნელოვნად დიდი დროის გატარება მოუწევს ბურთის გარეშე.
ერეკლე, ფეხბურთის გარეშე...
ისევ მეტირება, მაგრამ ეს დასასრული არაა.
ერთხელ, უკვე გადალახა მსგავსი.
მიუხედავად იმისა, რომ ფანქარს ვეღარ იღებდა, დახატა.
ვიცი, რომ ისევ შეძლებს გოლის გატანას.
მჯერა, რომ ამასაც გადაიტანს.
ჩვენთვის, ჩვენი ზღაპრისთვის...
*
ისევ დაბნელდა.
მზე მიიმალა.
უკვე
თითქმის 1 თვე შენს გარეშე...
*
იმის მიუხედავად, რომ ანუკი თითქმის სულ ჩემთანაა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მაინც მარტო ვარ.
მელაპარაკება, ცდილობს გამამხიარულოს, მაგრამ არ შემიძლია.
მაინც ძალიან, ძალიან მცივა...
ასე მგონია, რომ ვეღარ გავუძლებ, მის მოსვლამდე გავიყინები.
მხოლოდ ერთ წერტილს ვუყურებ.
ის ძალიან, ძალიან თეთრია.
იქნებ ვგიჟდები.
არარსებული კივილი, ხანდახან, ისევ მახსენებს თავს.
გონება, აღარაფერზე ფიქრობს.
გული, ძალიან ნელა ძგერს...
*
ოქტომბერი.
თითქოს, მთლიანად დავშორდი ფეხბურთს. თურმე, ყველაფერი ერთმანეთს ავსებდა.
სინათლეს მქრქალად გადაკრული ბურუსი, ნელ-ნელა, კიდევ უფრო მუქდება.
ვაკო ესპანეთში გაფრინდა.
ალბათ, ანუკის რომ არ ეთქვა, არც მეცოდინებოდა, რომ ,,ტენერიფემ" მატჩები განაახლა.
მოწყენილია. ვიცი, რომ ჩემს გამო არ გაჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ მაქვს, ყველანაირად ვცდილობ თავს ძალა დავატანო და დავარწმუნო, რომ ისიც გაფრინდეს.
ისინი ისედაც საკმარისად დიდხანს იყვნენ ერთმანეთისგან შორს, ვერ დავუშვებ, რომ კიდევ თვეები გაატარონ სხვადასხვა ქვეყანაში, ერთმანეთის ჩახუტების გარეშე.
რა თქმა უნდა, ანუკი უარზეა. ჩემი დატოვება არ უნდა, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ მის დარწმუნებას და აეროპორტშიც ვაცილებ.
ბოლო წუთამდე ვუმეორებ, რომ კარგად ვარ, მაგრამ მაინც, ლამის გამომექცა იქიდან.
მეღიმება თუ მეტირება ვეღარ ვგებულობ. საერთოდ დავკარგე ემოციებზე კონტროლი.
ტყუილად ცოდვა არ უნდა თქვა.
მე და მყავს.
ზუსტად ის უფროსი და, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ჩემი
ყველაზე ფერადი
ანუკი.
*
საბოლოოდ, ეს ბრძოლა მოვიგე.
ანუკის ვუთხარი, 'წილი ნაყარია და რუბიკონი უნდა გადალახო' - თქო.
ერთადერთი ფრაზაა, რომელიც მსოფლიო ისტორიიდან ვიცი.
გამომადგა.
მთავარია, რომ ისინი ერთად იქნებიან.
ისევ მოუშლის ვაკოს ნერვებს და ისევ ეწუწუნება, ამდენს ნუ ვარჯიშობო.
როგორი საყვარლები არიან ერთად...
ძალიან, ძალიან საყვარლები.
***
2 კვირის შემდეგ.
21 ოქტომბერი.

,,იქნებ, 21-ში მოგიყვე მისი საიდუმლო''.
ვიცი, რომ ეს 21 იგულისხმა.
დღეს, 21 წლის გავხდი.
ის მოვა, აუცილებლად მოვა...
...
ღრუბლებს ამოფარებული სუსტი მზის სხივები, მაინც იკვლევს გზას ჩემს ფანჯარამდე.
დღეს, თეთრი კაბა მაცვია.
პირველად რომ ვნახე, მასაც თეთრი მაისური ეცვა. ,,ტაბატაძე 21''
არასოდეს გასულა დრო ასე ნელა.
სახლიდან არ გავდივარ.
აღარც ფანჯარაში ვიყურები.
მგონი წვიმა დაიწყო, მაგრამ არაუშავს, ის მოვა, ჩემს ოცდამეერთე დაბადების დღეზე, მარტო არ დამტოვებს.
კართან მივდივარ და იქვე, შემოსასვლელში, ნოხზე ვჯდები.
დრო გადის...
რეალობაში არაფერია, გონება კი მოგონებებზე გადადის.
მისი პირველი მიყვარხარ, ესპანურად იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ქართული ისწავლა. ალბათ არაფერია იმაზე რთული, როცა მშობლიური ქვეყნისგან შორს იბადები, იქ ცხოვრობ, შემდეგ ჩამოდიხარ და შენი ენის სწავლა გიწევს.
უცნაურია...
არასოდეს შემიმჩნევია აქცენტი.
ალბათ, თავიდან ჰქონდა, მერე მიეჩვია.
ერთხელ, აუცილებლად ვკითხავ ამაზე.
,,- ესპანეთი თუ საქართველო?
- საქართველო.
- რა გხიბლავთ საქართველოში?
- თვითონ საქართველო"
ისიც კი მახსოვს, რომელ არხზე, რომელ საათზე ვუყურე.
ისეთი დაბნეული იყო ხოლმე თავიდან, თითქოს მორცხვიც კი.
როცა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ მეორე, მესამე და ხალხმა აიტაცა, ნაცვლად თავში ავარდნისა, მის სახეზე, სულ სხვა რაღაცას ვხედავდი.
ბავშვურად უხაროდა.
შეეძლო მთელი დღე, გულშემატკივრებთან ფოტოს გადაღებაში გაეტარებინა.
მაშინ, მაინც ვერ გავბედე მისვლა.
დრო ისევ გადის...
,,-ბატონო ერეკლე, რას ფიქრობთ, თუ...
- უბრალოდ ერეკლე, თუ შეიძლება"
,,- გოლის მომენტს როგორ აღწერთ?
- აუ რავი, მაგარი იყო. თან ამ სტადიონზე არ მქონდა გატანილი და... გაასწორა."
ძალიან ახლოდან მესმის მისი ხმა.
ასე მგონია, რომ თუ გავიხედავ, დავინახავ.
ბინდდება...
*
ჯერ არ დავბადებულვარ.
მისთვის არ მითქვამს, მაგრამ მე 21:00-ზე დავიბადე. ყოველ შემთხვევაში, დედამ ასე მითხრა.
5 წუთი აკლია.
ნუთუ არ მოხვალ...
*
,,თუ არა და... თავად 21 მოგიყვება."
გადაცდა.
ისევ მეცლება ძალა.
არ შემიძლია, თითქოს ჩამოვიშალე.
შავი ლაინერით შეღებილი ცრემლები, თავისით მიიკვლევს გზას ლოყებზე.
კედელი, ისევ ძალიან ცივია.
უნდა ავდგე.
ბუნდოვნად ჩამესმის კარზე ზარის ხმა.
თავიდან მგონია, რომ მელანდება, თუმცა აშკარად კაკუნიც იყო.
ერთდროულად...
სწრაფად ვდგები ფეხზე.
ცრემლებს ვიწმენდ და კარს ვაღებ.
იმის იმედით, რომ იქ დამხვდება, თუმცა სრული სიცარიელეა.
მომელანდა?
ჰო, აი ნამდვილად ეს მაკლდა.
არა, მგონი საგიჟეთში დავასრულებ სიცოცხლეს.
კარის მიხურვას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს, ძირს არსებულ პატარა, თეთრ ყუთს ვკრავ თვალს.
- ეს რა არის... - ჩემთვის ვჩურჩულებ.
წამსვე ვიხრები და ხელში ვიღებ.
თეთრი...
შეიძლებოდა, სხვა ფერიც ყოფილიყო.
აქაც რომ იყოს, მაინც არ გამოვა.
სხვა შემთხვევაში, ყუთს არ დამიდებდა.
კარს ვხურავ და ისევ ნოხზე ვჯდები.
საშინლად მიჩქარს გული, ხელები უარესად მეყინება, მიკანკალებს.
ძლივს ვახერხებ თავის ახდას.
წერილები.
ღმერთო...
ვერაფრით ვერ ვიკავებ ცრემლებს.
ძლივს ვახერხებ მათ ყუთიდან ამოღებას.
სხვადასხვანაირი ქაღალდებია.
პირველ წერილს ვშლი და...
,,გამარჯობა, საყვარელო.
მე ერეკლე ვარ, 13 წლის. შენ რა გქვია?
იცი, დღეს ჩემმა კლასელმა, შეყვარებული გამაცნო. დავფიქრდი და... მე აქამდე არასდროს მყოლია შეყვარებული. იმიტომ რომ შენ ჯერ არ გამოჩენილხარ.
ვიცი, რომ მეორე ნახევრები უმეტეს შემთხვევაში შორს არიან და მერე ხვდებიან ერთმანეთს.
საინტერესოა, ნეტავ ჩვენ როგორ შევხვდებით?
ხო, იცი, მე ვხატავ. ძალიან მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ამას გავყვე. ვინ იცის, იქნებ ჩემს გამოფენაზე მოხვიდე."

მეღიმება.
ჩემი, პატარა ერეკლე...
ცრემლებს ვიწმენდ და ახლა, მეორე წერილს ვშლი.

,,გამარჯობა საყვარელო.
როგორ ხარ...
ძალიან მაინტერესებს ახლა რას აკეთებ. ჩემი აზრით, სკოლაში ხარ. ჯერ მესამე გაკვეთილი არ გამოსულა.
ნეტავ ერთ სკოლაში ვსწავლობდეთ.
თუმცა შეიძლება შენც აქ ხარ.
იცი, ყველგან გეძებ.
ძალიან მინდა, რომ გამოჩნდე.
ასე მგონია, რომ დაგინახო, მიხვდები რომ შენ ხარ. თუ ვერ მივხვდი...
იდიოტი ვიქნები ხო? არა, მივხვდები. მაგრამ თუ ვერ მივხვდები მაპატიე.
იქნებ, შენ მიხვდე."

,,საყვარელო, სალამი.
რამდენი ხანია შენთვის არ მომიწერია.
თითქმის 1 წელი გავიდა.
მაპატიე როგორმე. დღეს პარკში ვიყავი. ხო, შენ გეძებდი.
იცი, ძალიან მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო. ხანდახან, ჩემი საერთოდ არავის არ ესმის. ცხოვრება ძალიან რთულია ასე. პატარები ვართ, მაგრამ მე, თითქოს პატარა არ ვარ. ყოველშემთხვევაში, ,,უდარდელი ბავშვობა" არ მაქვს. ნეტავ სკოლას რომ დავამთავრებ და სრულწლოვანი ვიქნები, ამაზე უარესი პრობლემები წამოვა? რაღაცნაირად მეშინია.
იქნებ, იქამდე გიპოვო"

,,საყვარელო, გამარჯობა.
მეთორმეტე კლასში გადავედი.
გეფიცები, არ მჯერა.
უკვე აბიტურიენტი ვარ.
იცი, დედა ორსულადაა. მალე პატარა ძმა მეყოლება და მე დიდი ძმა ვიქნები.
ისეთ მაგარ ხასიათზე ვარ, ძალიან მინდოდა, რომ ეს გამეზიარებინა.
ნეტავ შენ თუ გყავს და ან ძმა.
რატომღაც მგონია, რომ არ გყავს. (თუ გყავს, მაპატიე) უბრალოდ რაღაცნაირად ასე ვფიქრობ.
ნეტავ, შენც აბიტურიენტი ხარ?
ძალიან მაინტერესებს, რა ვქნა. ლამის მთელი საქართველო შემოვიარო, რომ გიპოვო.
კარგი საყვარელო, ახლა წავედი.
იმედი მაქვს, შემდეგზე უკვე გიპოვი.
აღარ მოვიდა დრო?"

,,საყვარელო, საყვარელო სად ხარ...
ძალიან ცუდად ვარ, საყვარელო.
ვეღარ ვხატავ.
მაპატიე, გთხოვ, გემუდარები.
შენ მეგონე...
მეგონა, რომ ის შენ იყავი.
ვისჯები.
როდესაც ფანქარს ვიღებ, ხელი მიკანკალებს. აღარ შემიძლია...
საშინელი გრძნობა მაქვს, საყვარელო, დამეხმარე...
მე ხატვის გარეშე არ შემიძლია, ამას უნდა გავყოლოდი.
1 თვეში ვამათავრებ სკოლას.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი თავზე ჩამომენგრა.
არ ვიცი რა მინდა.
საყვარელო, სად ხარ..."

,,გამარჯობა, საყვარელო.
ძალიან დიდი დრო გავიდა, ჩვენი ბოლო საუბრიდან. მაპატიე, ვერ მოვახერხე შენთვის მომეწერა.
ფეხბურთი ავირჩიე.
(მას შემდეგ, ისევ არაფერი დამიხატავს)
მამას ყოველთვის ძალიან უნდოდა, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი. როგორც ის ამბობს, გამომდის.
ის ბედნიერია...
მაგრამ
საყვარელო, მე ეს არ მინდა.
მეშინია. თითქოს, ჩვენ ერთმანეთს არ ვეკუთვნით.
აქ ძალიან კარგი გარემოა, მაგრამ რაღაც მბოჭავს.
იცი? მე თბილისის დინამოს წევრი ვარ.
მწვრთნელი ამბობს, რომ თუ ასე მონდომებით გავაგრძელებ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი მაქვს.
წარმოგიდგენია? მე, საქართველოს ერვონულ საფეხბურთო ნაკრებში.
ეროვნული ნაკრების მაისურით.
დაუჯერებლად ჟღერს.
მაგრამ საყვარელო, თუ ეს მართლა მოხდება, ვინ იცის, ჩვენ ასე შევხვდეთ ერთმანეთს.
ჩვენს საგულშემატკივროდ დინამოზე მოხვალ?
იქნებ ფეხბურთი გიყვარს, იქნებ იმ ათასობით ადამიანში შენც იყო ტრიბუნებზე.
საყვარელო, მე ვერ გპოულობ, მაგრამ შენთვის, მხოლოდ შენთვის, ვიბრძოლებ და ნაკრების წევრი გავხდები.
იქნებ შენ მიპოვო, საყვარელო..."

,,საყვარელო...
მგონი წესად მექცა, ერთი წლის შუალედით მოწერა. არ გამიბრაზდე, გთხოვ.
ხო, უკვე ნაკრების წევრი ვარ.
21 ნომერი.
თავდამსხმელი. წარმოგიდგენია? მე სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდებს ვუტევ.
როგორც შალვა (ჩვენი მწვრთნელი) ამბობს ჩემი ეშინიათ.
აი ვაკო კი (ვაკო ჩვენი კაპიტანია)
ის ნაკრების გულს მეძახის.
ეს ზედმეტსახელი თუ არ ვიცი რა დავარქვა, სხვებმაც აიტაცეს და ბოლოს, გულშემატკივრებშიც გავარდა როგორღაც.
ნეტავ შენამდე მოვიდა?
საყვარელო, შენს გარეშე ძალიან ძნელია...
როცა სტადიონზე გავდივართ - ხოლმე, პირველი სულ ტრიბუნებისკენ გამირბის თვალი.
მანდ ხარ?
როგორ მინდა, რომ მანდ იყო და მიყურებდე.
საყვარელო, ჩემს ყველა გოლს შენ გიძღვნი..."

,,2 ივნისი. 2021 წელი.
გამარჯობა საყვარელო...
რა დრო გავიდა.
დღეს საბერძნეთთან წავაგეთ.
ამხანაგური მატჩი არ ყოფილა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია. ეს უკვე მეორე მარცხია,
წინაზე, შვედეთთანაც წავაგეთ.
ყველა განადგურებულია.
ვაკომ ტრამვა მიიღო და პოლონეთთან ვეღარ დაგვეხმარება.
საყვარელო, შენ ისევ არ ხარ...
იცი? დღეს მაგარი არაკაც.ივით მოვიქეცი და ერთი გოგო ვატირე. ჩვენი მწვრთნელის, შალვას ძმიშვილია.
მითხრა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარია და დამარცხებას განიცდიდა.
საშინელება მჭირს შიგნიდან.
ვეღარ ვმალავ, ვეღარ ვუძლებ.
ვგრძნობდი, ვხედავდი, გულწრფელად განიცდიდა და მაინც... გავუშვი.
უფლება მივეცი ეფიქრა, რომ ფეხებზე მკიდი.ა მისი ცრემლები.
ეს როგორ გავაკეთე.
საყვარელო, მე ვიცვლები...
ეს გრძნობა მცვლის.
ცარიელი ვარ.
ძალიან ცარიელი...
გთხოვ, მოდი, ძალიან გთხოვ..."

"საყვარელო, დღეს ესპანეთთან უნდა ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე მატჩია. (მეც მაგარი ვარ, ისე გიყვები, გეგონება არ იცი) ხოდა, მოკლედ, გოლების ცვენას რომ მოვრჩებით, ცოლობა უნდა გთხოვო...
როგორ უცნაურად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენს პირველ შეხვედრას, ათასნაირად წარმოვიდგენდი. თურმე მომხდარა და ვერც კი მივხვდი.
მაპატიე, გეხვეწები...
ისეთ ქაოსში ვიყავი იმ დღეს.
იმ დღეს, 2 ივნისს.
ფეხბურთი ჩემი ნაწილი გახდა...
ვინ წარმოიდგენდა.
არასოდეს თქვა არასოდესო, ჩემი საყვარელი ფრაზაა.
იცი? ხშირად ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ ის დღე გავიხსენო.
ალბათ, ბიჭებს რომ ვუთხრა ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა - მეთქი, ჩამქოლავენ.
მაგრამ არის, არის და რა ვქნა.
იმ დღეს, შენ შეგხვდი.
შენ მე მიპოვე, საყვარელო.
ოცნებები რეალობა აქციე.
შენ ჩვენს საგულშემატკივროდ იყავი მოსული.
ახლაც ისე ძლიერ მიჭირს ამის დაჯერება. შენ ჩემი ფიქრებიდან, ოცნებებიდან გამოიპარე და ჩემს რეალობაში შემოხვედი.
ახლა უკვე ვიცი, რომ ამას, ერთხელ აუცილებლად წაიკითხავ.
არ დამცინო, კარგი? :დ
ყოველთვის ძალიან მეოცნებე ბიჭი ვიყავი.
ჩემს გონებაში ვქმნიდი ზღაპრებს და ეს, ძალიან ბედნიერს მხდიდა.
შენი წყალობით, ჩემი ზღაპრები ახდა.
საყვარელო, ძალიან ვბოდიალობ, მაგრამ მხოლოდ შენი სიყვარულით.
მინდა, ყველაფერი გითხრა რასაც ვგრძნობ და არაფერი დამრჩეს, მაგრამ... ვიცი, შენ ისედაც ყველაფერს ხვდები, რადგან ჩემი ნაწილი ხარ."

,,ალე, ნუ ტირი, საყვარელო.
ჩემო ერთადერთო, ჩემო ყველაფერო...
შენი ღიმილისთვის, ყველაფერს შევძლებ.
მაპატიე, რომ გატკინე, გთხოვ, გეხვეწები.
ჩამოდი, პირადად უნდა მოგილოცო.
შენი
21 ნომერი"

სწრაფად ვკეცავ წერილს და დანარჩენებთან ერთად, მასაც ყუთში ვაბრუნებ.
ის აქ არის, ის მოვიდა...
არ ვიცი, როგორ გამოვრბივარ სახლიდან.
ჩვენ, მართლა ზღაპარში ვართ.
ეს, ჩვენი რეალური ზღაპარია.
ვიცოდი, რომ მოვიდოდა...
ვიცოდი, რომ მარტო არ დამტოვებდა.
ეს დღე, ჩვენი ოცდაერთია.
სადარბაზოდან გამოვრბივარ.
ბნელა.
ლამპიონებიდან მომავალი სინათლე, თითქოს მხოლოდ მას ანათებს.
მანქანას მიყრდნობილი, ხელში, თეთრ კონვერტს ათამაშებს და თან, არაფრით აშორებს მზერას ერთ წერტილს.
თითქოს, სულ სხვა სამყაროდანაა...
მთელი ძალით გავრბივარ მისკენ.
ბრუნდება.
იმასაც კი ვგრძნობ, როგორ სუნთქავს.
ვეხუტები.
არანაირი სიტყვები.
უბრალოდ, ძალიან, ძალიან მაგრად ვეხუტები.
ნელა მხვევს ხელებს და თავს ჩემს თმაში რგავს.
- მომენატრე...
- მეც ძალიან მომენტარე.
გილოცავ...
ფრთხილად ვშორდები, თუმცა ხელს, მაინც არ ვუშვებ.
შეცვლილია.
აღარ არის თმა, რომელიც მუდამ თვალებში ჩამოსდიოდა.
სამაგიეროდ წვერია, რომელსაც ოდნავადაც კი არ უშვებდა ხოლმე.
- ეს...
- არ მითხრა, რომ არ მიხდება. - ოდნავ მიღიმის.
ღიმილიც კი შეცვლილი აქვს.
ხელს მაშვებინებს და ერთი ნაბიჯით იხევს უკან.
- დაგპირდი, რომ ვიბრძოლებდი...
- ერეკლე... - შიში მიპყრობს.
ნელა ხსნის კონვერტს და მერე, ზუსტად ისე იხრება, თითქოს, ცოლობა უნდა მთხოვოს.
ბილეთები.
შეიძლება სიბნელეში კარგად არ ჩანს, მაგრამ თავს დავდებ, ეს მატჩის ბილეთებია.
- შენთვის, შევძლებ. თუ წლები იქნება საჭირო, იყოს, მთავარია დავბრუნდები. დღეს, ექიმმა ზუსტად მითხრა, რომ შევძლებ.
მანამდე კი...
წამოხვალ ჩემთან ერთად ესპანეთში?- ბილეთებს მიწვდის. დავადგეთ კაპიტანს თავზე. არ ვაღირსებ ჩემს გარეშე მატჩს...
სიცილი და ტირილი, ერთად მივარდება.
სწრაფად ვუქნევ თავს და როგორც კი დგება, ისევ ვეხუტები.
- მიყვარხარ... მადლობა იმისთვის, რომ არსებობ. - უფრო ჩურჩულებს ვიდრე ამბობს.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
...
წლები გარბისო, ამბობენ.
არ გარბის, უბრალოდ გადის.
ზოგჯერ, ჩვენ ვერ ვგრძნობთ დროს, რადგან ზღაპარში, ის არ არსებობს.
ერთ დღესაც, ჩვენ გამოვიპარეთ იქიდან და თუ დღეს, თქვენ თბილისის დინამო არენაზე შეიხედავთ, იქ დაინახავთ თეთრ კაბიან გოგონას და თეთრ მაისურიან ბიჭს.
ისინი, ზღაპრის რეალური გმირები არიან.
მათ, ერთი ციფრი აერთიანებთ.
ციფრი, რომელიც ყოველ მატჩზე, გოგონას კაბისა და ბიჭის მაისურის განუყოფელი ნაწილია.
,,21"

/დასასრული/
01.10.21



№1  offline წევრი likuu_s

რა კარგია!

მიყვარს ხოლმე, უკვე დასრულებულ მოთხრობებს სრულად რომ ტვირთავენ.

უფრო მარტივი და კარგი წასაკითხია.


შემოხვალ ერთხელ და გემრიელად ჩაუყვები.

ხშირად შემოვივლი ხოლმე, აუცილებლად!❤️

 


№2  offline წევრი EllaTriss

likuu_s
რა კარგია!

მიყვარს ხოლმე, უკვე დასრულებულ მოთხრობებს სრულად რომ ტვირთავენ.

უფრო მარტივი და კარგი წასაკითხია.


შემოხვალ ერთხელ და გემრიელად ჩაუყვები.

ხშირად შემოვივლი ხოლმე, აუცილებლად!❤️

ლიკუნა❤❤❤

 


№3  offline წევრი lortkia

აღარ მიყვარს კომენტარების წერა,აღარ ვწერ ისე სულ ვკითხულობ,ფებურთმა თავისი ქნა და უნდა დავწერო,ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრა კარგი იყო,მართლა კარგი იყო,გამართული,შინაარსიანი,კარგი იყო ყველანაირად.
ფებურთმა კი უბრალოდ ეს ისტორია ბომბად აქცია,ძალიან დიდი თემაა ქართული ფეხბურთი დიდი და მტკივნეული დღესდღეისობით და მიხარია რომ დაწერე ქართულ ფეხბურთზე.მადლობა ამისთვის ფეხბურთის ერთი ძალიან მაგარი გულშემატკივრიგან.
ისტორია კი საინტერესო,ღიმილ-სიცილით წასაკითხი,დრამატული და ვერ ვიტან მაგრამ ამ ისტორიაში ავიტან რომანტიკულიც იყო.მოკლედ კარგი იყო,წარმატებებს გისურვებ...გააგრძელე წერა(ყველას არ ვეუბნები ამას)
პ.ს.ღმერთმა გვიმრავლოს ტაბა,კვაშილავა,თორდია,აკობია,ქორჩილავა,გვაზავა და ა.შ.(ნუ რა ვქნა სუბიექტური ვარ კარგი ფეხბურთელების მიმართ).ყველა კარგი იყო მაგრამ ო,კაპიტანო ჩემო კაპიტანო ვალერიანი ცოტა წაუსერხიორამოსებს?არ ვიცი,რადგან რაღაცეები დავიჭირე შეიძლება კიდეც...

 


№4  offline წევრი EllaTriss

lortkia
აღარ მიყვარს კომენტარების წერა,აღარ ვწერ ისე სულ ვკითხულობ,ფებურთმა თავისი ქნა და უნდა დავწერო,ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრა კარგი იყო,მართლა კარგი იყო,გამართული,შინაარსიანი,კარგი იყო ყველანაირად.
ფებურთმა კი უბრალოდ ეს ისტორია ბომბად აქცია,ძალიან დიდი თემაა ქართული ფეხბურთი დიდი და მტკივნეული დღესდღეისობით და მიხარია რომ დაწერე ქართულ ფეხბურთზე.მადლობა ამისთვის ფეხბურთის ერთი ძალიან მაგარი გულშემატკივრიგან.
ისტორია კი საინტერესო,ღიმილ-სიცილით წასაკითხი,დრამატული და ვერ ვიტან მაგრამ ამ ისტორიაში ავიტან რომანტიკულიც იყო.მოკლედ კარგი იყო,წარმატებებს გისურვებ...გააგრძელე წერა(ყველას არ ვეუბნები ამას)
პ.ს.ღმერთმა გვიმრავლოს ტაბა,კვაშილავა,თორდია,აკობია,ქორჩილავა,გვაზავა და ა.შ.(ნუ რა ვქნა სუბიექტური ვარ კარგი ფეხბურთელების მიმართ).ყველა კარგი იყო მაგრამ ო,კაპიტანო ჩემო კაპიტანო ვალერიანი ცოტა წაუსერხიორამოსებს?არ ვიცი,რადგან რაღაცეები დავიჭირე შეიძლება კიდეც...

გეთანხმები, ქართული ფეხბურთი დღესდღეისობით დიდი და მტკივნეული თემაა...
ყოველი მატჩის შემდეგ, სხვანაირად ცუდად ვარ, თითქოს ძალაგამოცლილიც კი. ვიცი, რომ გამიგებ.
შენი ფეხბურთისადმი სიყვარული, იმდენად ცხადად ვიგრძენი. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო.
ბევრ შენნაირი გულშემატკივარი ქართულს ფეხბურთს.
მიხარია, რომ მოგეწონა, ამდენად ახლოს მოვიდნენ პერსონაჟები.
მადლობა ასევე, რომ კომენტარი დამიტოვე.♡
ძალიან ბევრს ნიშნავს.
პ.ს ვაკო და სერხიო რამოსი? ^^
პარალელ.
რა გითხრა
რაღაც მხრივ, ალბათ ჰო, შეიძლება, რატომაც არა, თუმცა მიზანმიმართულად გარსიას ანალოგის შექმნა არ მიფიქრია.
პერსონაჟები თავად არიან ის, ვინც უნდათ რომ იყვნონ.❤❤❤

 


№5 სტუმარი tako

სასიამოვნო საკითხავია შენი ყველა ნოველა და დიდ სიამოვნებას ვღებულობ კითხვის დროს❤️❤️❤️❤️წარმატებებს გისურვებ ????????????????

 


№6  offline წევრი EllaTriss

tako
სასიამოვნო საკითხავია შენი ყველა ნოველა და დიდ სიამოვნებას ვღებულობ კითხვის დროს❤️❤️❤️❤️წარმატებებს გისურვებ ????????????????

თაკო, მიხარია თუ მოგეწონა❤ მადლობა

 


№7  offline წევრი ირო

ქარიშხალივით მოსული ისტორია.მომინდა ასეთი ნაკრები,თითქოს სადღაც რომ არის დაკარგული,მეც გულშემატკივარი ვიყავი 21 ნომრის მთელი ისტორიის მანძილზე,მადლობას გიხდი ასეთი კარგი ისტორიის ჩვენამდე მოტანისთვის,გაზიარებისთვის,რამდენი ტაბასნაირი ადამიანი დადის ჩვენს გარშემო,ალეს,ანუკის და ვაკოსნაირი ადამიანებით სავსეა სამყარო და მიხარია რადგან სხვაგვარად ფერები დაიკარგებოდა.კიდევ ერთხელ ყოჩაღ და იმედია ასეთი სასიამოვნო ისტორიებით გაგვანებივრებ ისევ და ისევ.

 


№8 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

იცი რა არის?
ხომ მაქვს წაკითხული, მაგრამ მთლიანობაში მაინც სხვა გემო ქონდა.
აი ისე ისე გემრიელი , რომ..
მოკლედ ძაან სხვა განცდა იყო, უფრო შემავსო მაგრამ უფრო მეწყინა, რომ დასრულდა.
ასე "სრულად" ისე წავიდა , როგორც ლიახვი მიშხრიალებს..
რეკომენდაციას ვუწევ, ხალხს რომ "სრულად" ატვირთული წაიკითხოს, საერთოდ სხვა გრძნობაა.
რამდენი ვილაპარაკე და მაინც არ დამეწერა რამე.. :დდ
მე გელი შენ !

 


№9  offline წევრი EllaTriss

ირო
ქარიშხალივით მოსული ისტორია.მომინდა ასეთი ნაკრები,თითქოს სადღაც რომ არის დაკარგული,მეც გულშემატკივარი ვიყავი 21 ნომრის მთელი ისტორიის მანძილზე,მადლობას გიხდი ასეთი კარგი ისტორიის ჩვენამდე მოტანისთვის,გაზიარებისთვის,რამდენი ტაბასნაირი ადამიანი დადის ჩვენს გარშემო,ალეს,ანუკის და ვაკოსნაირი ადამიანებით სავსეა სამყარო და მიხარია რადგან სხვაგვარად ფერები დაიკარგებოდა.კიდევ ერთხელ ყოჩაღ და იმედია ასეთი სასიამოვნო ისტორიებით გაგვანებივრებ ისევ და ისევ.

ირო, მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
მიხარია, რომ წაიკითხე და მოგეწონა ♡
გეთანხმები, მათნაირი ადამიანები არსებობენ.
შეიძლება მხოლოდ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩნდებიან, მაგრამ მთავარია, რომ ჩნდებიან და თავიანთი ფერებით გვავსებენ.
❤❤❤

სტუმარი Life is beautiful
იცი რა არის?
ხომ მაქვს წაკითხული, მაგრამ მთლიანობაში მაინც სხვა გემო ქონდა.
აი ისე ისე გემრიელი , რომ..
მოკლედ ძაან სხვა განცდა იყო, უფრო შემავსო მაგრამ უფრო მეწყინა, რომ დასრულდა.
ასე "სრულად" ისე წავიდა , როგორც ლიახვი მიშხრიალებს..
რეკომენდაციას ვუწევ, ხალხს რომ "სრულად" ატვირთული წაიკითხოს, საერთოდ სხვა გრძნობაა.
რამდენი ვილაპარაკე და მაინც არ დამეწერა რამე.. :დდ
მე გელი შენ !

გეთანხმები, სრულად სულ სხვა ხიბლი აქვს.
თითქოს, რომ არ წყდება, რაღაც, სხვანაირად სავსეა მერე. ემოციებიც უფრო მკაფიოდ ებმის.
მეც წამიკითხავს თავების შემდეგ სრულად და ძალიან კარგად მესმის ♡
ლიახვთან შედარება მომეწონა^^
ვნახოთ
როცა დავბრუნდები, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მეც მუდამ გელი❤❤❤❤❤

 


№10 წევრი Daldoni Daldoni

არც კი ვიცი რა ვთქვა იმდენად შთამბეჭდავია, იმდენად ყველა'ფერისაა ეს ისტორია, გამორჩეული განსხვავებული, ყველაფერს რომ მოიცავს, ზღვა ემოციით სავსე, საინტერესო, როგორც ისტორია ასევე მისი არაორდინალური პერსონაჟები, საინტერესოა მათი ონბებიდან რეალობამდე გავლილი საკმაოდ რთული გზა, ალეს სპორტისადმი იშვიათი სიყვარული და თითქოს ცივი, ნარცისი ტაბას ლამაზი საიდუმლო შინაგანი მხარე, ამოუხსნელი გრძნობები, რომლის ამოხსნა ალექსანდრამ შეძლო, იმდენად კარგი და საინტერესო იყო მათი თითოეულჲ შეხვედრა საუბარი, კამათიც კი, ინტერესთან ერთად ღიმილსაც იწვევს.. ძალიან ძალიან კარგი იყო, თითოეული პერსონაჟი ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო,, აღარაფერს ვამბობ ანუკის და ვაკოს პერსონაჟზე, მათ მეგობრობის და გრძნობის აღმატებულ ხარისხზე.... უბრალოდ შესანიშნავი იყოოო..

 


№11  offline წევრი EllaTriss

Daldoni Daldoni
არც კი ვიცი რა ვთქვა იმდენად შთამბეჭდავია, იმდენად ყველა'ფერისაა ეს ისტორია, გამორჩეული განსხვავებული, ყველაფერს რომ მოიცავს, ზღვა ემოციით სავსე, საინტერესო, როგორც ისტორია ასევე მისი არაორდინალური პერსონაჟები, საინტერესოა მათი ონბებიდან რეალობამდე გავლილი საკმაოდ რთული გზა, ალეს სპორტისადმი იშვიათი სიყვარული და თითქოს ცივი, ნარცისი ტაბას ლამაზი საიდუმლო შინაგანი მხარე, ამოუხსნელი გრძნობები, რომლის ამოხსნა ალექსანდრამ შეძლო, იმდენად კარგი და საინტერესო იყო მათი თითოეულჲ შეხვედრა საუბარი, კამათიც კი, ინტერესთან ერთად ღიმილსაც იწვევს.. ძალიან ძალიან კარგი იყო, თითოეული პერსონაჟი ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო,, აღარაფერს ვამბობ ანუკის და ვაკოს პერსონაჟზე, მათ მეგობრობის და გრძნობის აღმატებულ ხარისხზე.... უბრალოდ შესანიშნავი იყოოო..

ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა ❤
ყველაფერი ზუსტად დაინახე და იგრძენი...
ჩემი ერთ-ერთი პირველი მკითხველი იყავი, მუდამ მახსოვხარ და ყოველთვის
ყოველთვის
ძალიან
მაბედნიერებს შენი გამოჩენა❤❤❤

 


№12  offline წევრი widowed ellie

მახსოვს თავებად რომ იდებოდა მაშინ ვკითხულობდი ხოლმე და სიმართლე გითხრა მხოლოდ იმიტომ დავინტერესდი,რომ მთავარი “ბექგრაუნდი” ფეხბურთი იყო.
ახლა როცა სრულად წავიკითხე არ ვიცი რისი თქმა მინდა.თითქოს რაღაც ისე ვერ არის,მაგრამ ვიფიქრებ და გეტყვი.
პირადში ვისაუბროთ,იქნებ დავალაგო სათქმელი❤️

 


№13  offline წევრი EllaTriss

widowed ellie
მახსოვს თავებად რომ იდებოდა მაშინ ვკითხულობდი ხოლმე და სიმართლე გითხრა მხოლოდ იმიტომ დავინტერესდი,რომ მთავარი “ბექგრაუნდი” ფეხბურთი იყო.
ახლა როცა სრულად წავიკითხე არ ვიცი რისი თქმა მინდა.თითქოს რაღაც ისე ვერ არის,მაგრამ ვიფიქრებ და გეტყვი.
პირადში ვისაუბროთ,იქნებ დავალაგო სათქმელი❤️

❤❤❤

 


№14 სტუმარი berry_12

გამარჯობა ავტორს :) მე კითხვა და ფეხბურთი ერთნაირად მიყვარს, ამიტომ ისტორია მომეწონა, მაგრამ რამდენიმე შენიშნვა მაქვს, ხომ შეიძლება?
მოკლედ, ისტორია, თავისი გმირებით, დიალოგებით, განცდებით შენია და ვერავინ შემოგედავება ვერ ერთ სიტყვაზე. მაგრამ ფეხბურთი... ჩავთვალოთ რომ რამდენიმე შეცდომა "გაგეპარა": 1. მატჩამდე ჰიმნს ყოველთვის პირველები სტუმრები მღერიან; 2. ვიმპელები - გიწერიათ, რომ ვიმპელები გაცვალეს და კაპიტანს უკვე მისი ქვეყნის ვიმპელი უჭირავსო. პირიქითაა - საკუთარი ქვეყნის გერბიან ვიმპელებს აძლევენ და მეტოქისა რჩებათ სამახსოვროდ. 3. ძალიან ხშირად "ათრობ" ფეხბურთელებს. მესმის, რომ გართობა დასაშვებია, მაგრამ არამგონია ილეწებოდნენ და ორ დღიან ბახუსს ებრძოდნენ. სპორტში ორი დღე ძალიან ბევრია, დამიჯერე. 4. სამაგალითო კაპიტანი მწეველად რანაირად გამოიყვანე? ფეხბურთში მწეველი მინდვრის მოთამაშე არ მინახია, მეკარე კიდე ჰო. და კვაშილავა ისეთი პასუხისმგებლიანი, არ უნდა ეწეოდეს წესი.

ბოდიში შენიშვნებისთვის. ისტორია მართლა კარგია :)

პ.ს. ერეკლე რატომღაც მივამსგავსე მიქაუტაძეს. მიზეზი არ ვიცი :)

 


№15  offline წევრი EllaTriss

berry_12
გამარჯობა ავტორს :) მე კითხვა და ფეხბურთი ერთნაირად მიყვარს, ამიტომ ისტორია მომეწონა, მაგრამ რამდენიმე შენიშნვა მაქვს, ხომ შეიძლება?
მოკლედ, ისტორია, თავისი გმირებით, დიალოგებით, განცდებით შენია და ვერავინ შემოგედავება ვერ ერთ სიტყვაზე. მაგრამ ფეხბურთი... ჩავთვალოთ რომ რამდენიმე შეცდომა "გაგეპარა": 1. მატჩამდე ჰიმნს ყოველთვის პირველები სტუმრები მღერიან; 2. ვიმპელები - გიწერიათ, რომ ვიმპელები გაცვალეს და კაპიტანს უკვე მისი ქვეყნის ვიმპელი უჭირავსო. პირიქითაა - საკუთარი ქვეყნის გერბიან ვიმპელებს აძლევენ და მეტოქისა რჩებათ სამახსოვროდ. 3. ძალიან ხშირად "ათრობ" ფეხბურთელებს. მესმის, რომ გართობა დასაშვებია, მაგრამ არამგონია ილეწებოდნენ და ორ დღიან ბახუსს ებრძოდნენ. სპორტში ორი დღე ძალიან ბევრია, დამიჯერე. 4. სამაგალითო კაპიტანი მწეველად რანაირად გამოიყვანე? ფეხბურთში მწეველი მინდვრის მოთამაშე არ მინახია, მეკარე კიდე ჰო. და კვაშილავა ისეთი პასუხისმგებლიანი, არ უნდა ეწეოდეს წესი.

ბოდიში შენიშვნებისთვის. ისტორია მართლა კარგია :)

პ.ს. ერეკლე რატომღაც მივამსგავსე მიქაუტაძეს. მიზეზი არ ვიცი :)

სალამიიიი❤ დიდი ხანია არ შემოვსულვარ და ძალიან გამეხარდა ახალი კომენტარი რომ დამხვდა. შენიშვნები ყოველთვის მისაღებია, რა ბოდიში, ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში.
როდესაც ისტორიის წერა დავიწყე, ყველაფერი კარგად ნამდვილად არ ვიცოდი ფეხბურთთან მიმართებით. შესაბამისად სწორედ ამის დამსახურება ის შეცდომები რაც აღნიშნე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რომც არ დაგეწერა ისედაც კარგა ხანია მივხვდი და სულ მახსენებს ხოლმე თავს და მაწუხებს რომ აი ასეთი, როგორ ვთქვა, ელემენტარული შეცდომებია გაპარული.
როცა დავარედაქტირებ, აუცილებლად გავასწორებ, თუმცა ამ ეტაპზე ამის დრო ნამდვილად არ მაქვს.
პ.ს მადლობა აზრის გაზიარებისთვის, მიხარია, რომ მოგეწონა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ❤
ერეკლესა და მიქაუტაძეს მსგავსებაზე აქამდე არ მიფიქრია, თუმცა ალბათ როგორც ფორვარდი შესაძლოა, ტიპაჟი არამგონია^_^
♡♡♡♡♡

 


№16 სტუმარი berry_12

EllaTriss
berry_12
გამარჯობა ავტორს :) მე კითხვა და ფეხბურთი ერთნაირად მიყვარს, ამიტომ ისტორია მომეწონა, მაგრამ რამდენიმე შენიშნვა მაქვს, ხომ შეიძლება?
მოკლედ, ისტორია, თავისი გმირებით, დიალოგებით, განცდებით შენია და ვერავინ შემოგედავება ვერ ერთ სიტყვაზე. მაგრამ ფეხბურთი... ჩავთვალოთ რომ რამდენიმე შეცდომა "გაგეპარა": 1. მატჩამდე ჰიმნს ყოველთვის პირველები სტუმრები მღერიან; 2. ვიმპელები - გიწერიათ, რომ ვიმპელები გაცვალეს და კაპიტანს უკვე მისი ქვეყნის ვიმპელი უჭირავსო. პირიქითაა - საკუთარი ქვეყნის გერბიან ვიმპელებს აძლევენ და მეტოქისა რჩებათ სამახსოვროდ. 3. ძალიან ხშირად "ათრობ" ფეხბურთელებს. მესმის, რომ გართობა დასაშვებია, მაგრამ არამგონია ილეწებოდნენ და ორ დღიან ბახუსს ებრძოდნენ. სპორტში ორი დღე ძალიან ბევრია, დამიჯერე. 4. სამაგალითო კაპიტანი მწეველად რანაირად გამოიყვანე? ფეხბურთში მწეველი მინდვრის მოთამაშე არ მინახია, მეკარე კიდე ჰო. და კვაშილავა ისეთი პასუხისმგებლიანი, არ უნდა ეწეოდეს წესი.

ბოდიში შენიშვნებისთვის. ისტორია მართლა კარგია :)

პ.ს. ერეკლე რატომღაც მივამსგავსე მიქაუტაძეს. მიზეზი არ ვიცი :)

სალამიიიი❤ დიდი ხანია არ შემოვსულვარ და ძალიან გამეხარდა ახალი კომენტარი რომ დამხვდა. შენიშვნები ყოველთვის მისაღებია, რა ბოდიში, ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში.
როდესაც ისტორიის წერა დავიწყე, ყველაფერი კარგად ნამდვილად არ ვიცოდი ფეხბურთთან მიმართებით. შესაბამისად სწორედ ამის დამსახურება ის შეცდომები რაც აღნიშნე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რომც არ დაგეწერა ისედაც კარგა ხანია მივხვდი და სულ მახსენებს ხოლმე თავს და მაწუხებს რომ აი ასეთი, როგორ ვთქვა, ელემენტარული შეცდომებია გაპარული.
როცა დავარედაქტირებ, აუცილებლად გავასწორებ, თუმცა ამ ეტაპზე ამის დრო ნამდვილად არ მაქვს.
პ.ს მადლობა აზრის გაზიარებისთვის, მიხარია, რომ მოგეწონა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ❤
ერეკლესა და მიქაუტაძეს მსგავსებაზე აქამდე არ მიფიქრია, თუმცა ალბათ როგორც ფორვარდი შესაძლოა, ტიპაჟი არამგონია^_^
♡♡♡♡♡


მადლობა რომ მიპასუხეთ :) როცა წიგნად გადაწყვეტთ გამოცემას, მაშინ შეასწორეთ :)

ხშირად თმებზე ხელის გადასმა კვარაცხელიას ჩვევია ხოლმე, მაგრამ ტიპაჟი ვერ წარმოვიდგინე ერეკლეს როლში. მიქაუტაძე კიდევ იმიტომ რომ უცხოეთშია დაბადებული, ძაან მოდური და მისგან სიგიჟეები რატომღაც მგონია რომ მოსალოდნელია, ერეკლეს მსგავსად :0

წარმატებები თქვენ

 


№17  offline წევრი likuu_s

ელა, როგორ მომენატრე!
მაკლია შენი ისტორიები.

გამოცდებმა როგორ ჩაიარა? ხომ ყველაფერი ჩააწიკწიკე?:დ

მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას!

იმ დროს ველი, რომ მოიცლი და მუზა მოგივა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ მარტივად არ ხდება, მაგრამ შენი იმედი მაქვს!

წარმატებები ცხოვრებაში! ამ კონკრეტულ მომენტში, სულ ასიან გრანტებს გისურვებ! მერე ყველაფერი თავისთავად მოვა :დ❤️

 


№18  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ელა, როგორ მომენატრე!
მაკლია შენი ისტორიები.

გამოცდებმა როგორ ჩაიარა? ხომ ყველაფერი ჩააწიკწიკე?:დ

მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას!

იმ დროს ველი, რომ მოიცლი და მუზა მოგივა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ მარტივად არ ხდება, მაგრამ შენი იმედი მაქვს!

წარმატებები ცხოვრებაში! ამ კონკრეტულ მომენტში, სულ ასიან გრანტებს გისურვებ! მერე ყველაფერი თავისთავად მოვა :დ❤️

ლიკუნა, როგორ გამიხარდი ვერ წარმოიდგენ^^ ❣ მეც მომენატრე!
აქაურობა, წერა, ემოციები...
ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ახლა ქულების მოლოდინში ვარ♡
იმედი მაქვს შენკენაც კარგი ამბებია.

მუზას რაც შეეხება ,,ნაკრების გულის" გაგრძელებაზე ვფიქრობ, ვმუშაობდი კიდეც, არ ვიცი რა და როგორ გამოვა, ან საერთოდ თუ გამოვა, მაგრამ ვნახოთ, თუ იქნება, თქვენთან ერთად იქნება აუცილებლად!
პ.ს ❤❤❤❤

 


№19  offline წევრი likuu_s

EllaTriss
likuu_s
ელა, როგორ მომენატრე!
მაკლია შენი ისტორიები.

გამოცდებმა როგორ ჩაიარა? ხომ ყველაფერი ჩააწიკწიკე?:დ

მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას!

იმ დროს ველი, რომ მოიცლი და მუზა მოგივა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ მარტივად არ ხდება, მაგრამ შენი იმედი მაქვს!

წარმატებები ცხოვრებაში! ამ კონკრეტულ მომენტში, სულ ასიან გრანტებს გისურვებ! მერე ყველაფერი თავისთავად მოვა :დ❤️

ლიკუნა, როგორ გამიხარდი ვერ წარმოიდგენ^^ ❣ მეც მომენატრე!
აქაურობა, წერა, ემოციები...
ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ახლა ქულების მოლოდინში ვარ♡
იმედი მაქვს შენკენაც კარგი ამბებია.

მუზას რაც შეეხება ,,ნაკრების გულის" გაგრძელებაზე ვფიქრობ, ვმუშაობდი კიდეც, არ ვიცი რა და როგორ გამოვა, ან საერთოდ თუ გამოვა, მაგრამ ვნახოთ, თუ იქნება, თქვენთან ერთად იქნება აუცილებლად!
პ.ს ❤❤❤❤


ოჰო, მინდა გითხრა, რომ სასიამოვნო სიახლეა. დაველოდები დიდი სიამოვნებით.

რომ იცოდე, ფსიქოლოგის ბიჭსაც ველოდები, არ დამვიწყებია :დდდ

მსგავსი კარგი ამბები, მე მომავალ წელს იმედია მექნება :დ ზუსტად ამ დროს მეც ქულების მოლოდინში ვიქნები. თან როგორ მინდა მალე მოვიდეს ეგ პერიოდი, თან კიდევ მინდა გაიწელოს. ვეღარ გამიგია მოკლედ მე თავადაც, რა მინდა და რა არა :დ

მოთხრობებს რაც შეეხება, იცი ალბათ, რომ ყველაფერზე მოგყვები, თქმა აღარ არის საჭირო.

❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი H

არ მო.ეწონა ძალიან უაზროდაა გაწელილი . გმირების საუბარი ბავშვური და ბანალური......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent