შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანონიმი (Iთავი)


4-10-2021, 23:54
ავტორი kiira
ნანახია 998

უნივერსიტეტის პირველი დღე ,როგორი ამაღელვებელია , არა? იგივეს ვერ გეტყვით 18 წლის გოგონა , რომელიც თავგამოდებით მიიჩქარის პირველ ლექციაზე , რომელზეც პირველივე დღეს.
-პუნქტუალურობაც ამას ჰქვია -ბრაზობდა საკუთარ თავზე-სად ჯანდაბაშია ეს ბავშვი-ტელეფონს ჩააცქერდა , საუკეთესო მეგობრის მისამართით მესიჯი გაგზავნა.
-სად ხარ
-მესამე სართულზე,III აუდიტორია
-თითქმის მოვედი.
დანიშნულების ადგილს როგორც კი მიაღწია შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა, სიჩუმეა, კარი გაუბედავად შეაღო, ცარიელია
-რა...
-კარი შეგეშალა
მოულოდნელობისგან შეხტა
-უკაცრავად?-გაკვირვებულმა მზერა შეავლო მაღალ სილუეტს.
-გითხარი კარი შეგეშალა მეთქი
-საიდან იცი
-ეგ ოთახი ცარიელია , მაგიდებიც კი არ დევს
-რახან ასე კარგად ერკვევი, იქნებ მიმასწავლო...
-მესამე აუდიტორია მესამე სართულზეა და არა მეორეზე.
საიდან იცის რომელი აუდიტორია მჭირდება.
-გამომყევი
დაბარებულივით დავემორჩილე და უკან გავყევი.მეორე სართულის კიბეებს აუყვა ,უკან მივყვებოდი, გზად სურნელს ტოვებდა , თითქოს საიდანღაც მეცნობოდა , რასაც გარეგნობაზე ვერ ვიტყოდი , უჩვეულოდ მაღალი და საკმაოდ კარგი აღნაგობის (ყოველ შემთხვევაში რასაც ვხედავდი) ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია ისე მიადგნენ მესამე აუდიტორიას .
-ეს არის
...
სახესთან თითების ტკლაცუნის ხმა გაისმა
გამოფხიზლდა.
-რა?...
ამ უხეშმა ჟესტმა თითქოს ჯერ არ შექმნილი წარმოდგენა დაუკარგა.
კარზე წარწერა რომ შეამჩნია მერე მიხვდა სადაც იყო .
-აჰ, მადლობა.
უხამსად მიუგდო , კარზე დააკაკუნა და შევიდა ,კარის დახურვისას კი შეამჩნია, რომ მისი ,,მეგზური '' უკვე გამქრალიყო.
პირველკურსელი სტუდენტებით გადატენილი აუდიტორია მოათვალიერა და მალევე იპოვა ბავშვობის მეგობარი , ლექტორის თანხმობით ადგილი დაიკავა და დაქალს მიუჯდა.
-სად ხარ ამდენი ხანი
-ჩამეძინა
-ის ტიპი ვინ იყო ,კართან დავინახე
-კარი შემეშალა და მომასწავლა
-მოგწონს?
ლილიამ იმ მზერით შეხედა მეგობარს , რომელსაც დღეს ახალგაზრდობა ,, wtf bro''-ს ეძახის.
-ქალბატონებო -გაისმა ლექტორის ხმა - ლილია და ალექსიც მას მიაჩერდნენ -ეცადეთ ჭორები ლექციის შემდეგ გაცვალოთ.
როგორც კი ზურგი აქცია სრუდენტებს , გოგონებმა განაგრძეს საუბარი.
-რა მომწონს , რას ბოდავ საერთოდ , როგორ შეიძლება, 2 წუთის არც კი გაცნობილი ადამიანი მოგეწონოს
ალექსმა წარბები აზიდა
-ნუ შენი ურთიერთობები მოწონებაში არ გადის , ასე რომ , მაინც არასწორად მსჯელობ.
ნიშნისმოგებით თვალი ჩაუკრა და გასწორდა.
ლექცია 2 საათს გაგრძელდა. შესვენებაზე კაფეტერიაში შევედით,ალექსმა ფანჯარასთან დაიკავა ადგილები ,მე რიგში ჩვდექი.მთელს კაფეტერიაში ისმოდა მომაბეზრებელი ლაქლაქი და სიცილი , ირგვლივ მიმოვიხედე და სტუდენტების სახეების დანახვისას მივხვდი , რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო , უმეტესობას არ ეპიტნავებოდა.
ყურადღება აღარ მივაქციე, ჩემი რიგი მოვიდა , ცხელი შოკოლადის შეკვეთა დავაპირე თუ არა მარჯვენა მხარი ლამის ჩამომიღეს , არც იმდენად ძლიერი ვარ , რომ თავი შემაკავებინა , ძირს მოვადინე ზღართანი . სწრაფად წამოვდექი, აშკარად ის ადამიანი იდგა ჩემს წინ , რომელზეც მთელი უნივერსიტეტი ,,გიჟდება ''
-ცოტა ფრთხილად და რიგი დაიცავი თუ შეიძლება .
ხომ იცით , ფილმებში ცინგლიანი მჩაგვრელები როგორც გამოიყურებიან , თვითკმაყოფილი ღიმილი და გასიებული სახე , ასეთის ზრდასრული ვერსია იდგა ჩემს წინ.
-ერთი ამას დამიხედეთ
ზემოდან დამყურებდა და ამაზრზენად იღიმოდა
-რაიყო, ხომ არ შეწუხდი?
-საკმარისად ,რომ კვერცხებში ამორტყმის სურვილი გამიჩნდეს
ერთი შეხედვით უსუსური და ზრდილობიანი ვარ , მაგრამ დამცირებას არავის შევარჩენ.
სახე გაუწითლდა , როცა გარშემომყოფების სიცილი გაისმა
-არსად გადამდყარო ,ლაწირაკო
ზიზღით სავსე მზერა მესროლა და თავის ბანდას შეუერთდა , რომელიც შორიახლოს იდგა .
ალექსთან ცხელი შოკოლადით დავბრუნდი , სახეზე მეტყობოდა რაღაც რიგზე არ მქონდა.
-არ იტყვი რა გჭირს?
-პირველივე დღეს რომ ნერვებს მოგიშლიან ,მთელი წლის განმავლობაში რას უნდა ელოდე?
მოვუყევი რაც მოხდა , როგორც ჩანს არაფერი გაუგია , რადგან ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-თუ არაფრის აღება არ უნდოდა შენ რაღატო მოგადგა , წაგაქცია და უბრალოდ გაიარა . რომელი ნორმალური ადამიანი იზამს მსგავს სისულელეს
-ვინ თქვა , რომ ნორმალურია
შოკოლადის დალევა დავიწყეთ. ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა აურზაურის გამაყრუებელი ხმა. სტუდენტების ნაწილი კიოდა , ნაწილი აჟიტირებული ყვიროდა.
გავიხედე და დავინახე ჩემი მჩაგვრელი , რომელიც იატაკზე გაწოლილიყო და იდაყვს ეყრდნობოდა , მას კი თავზე ახლა უკვე ჩემთვის ნაცნობი სხეული ედგა.



№1  offline წევრი OKI ME

საინტერესო დასაწყისი ჩანს. იმედი მაქვს ასევე საინტერესოდ გაგრძელდება მთელი ისტორია. ვფიქრობდი, დაველოდები და რამდენიმე თავს წავიკითხავ-მეთქი მაგრამ ვერ მოვითმინე :დდ

წავედი ახლა მეორე თავს ჩავუჯდე ერთი :დდ ❤️

 


№2  offline წევრი kiira

Megioki
საინტერესო დასაწყისი ჩანს. იმედი მაქვს ასევე საინტერესოდ გაგრძელდება მთელი ისტორია. ვფიქრობდი, დაველოდები და რამდენიმე თავს წავიკითხავ-მეთქი მაგრამ ვერ მოვითმინე :დდ

წავედი ახლა მეორე თავს ჩავუჯდე ერთი :დდ ❤️

ვცდილობ ლაითად დავიწყო, მაგრამ არა ძალიან მომაბეზრებლადაც , ასე რომ, ნელ-ნელა შეგაპარებთ მოვლენების საინტერესო განვითარებებს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent