შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 38 თავი


6-10-2021, 12:53
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 892

ქეთიმ მისაღებ ოთახში უხალისოდ დააწყო თეფშები მაგიდაზე და სამზარეულოში დაბრუნდა სწრაფად, გაზქურა გამორთო და თავსაფარ გახდილი ტაფა გაიტანა სუფრაზე სადაც უკვე მოღუშული სახით იჯდა ანი და სევდიანი თვლებით უყურებდა ირაკლისთვის დადებულ ცარიელ თეფშს
-მამა არ მოვა?-უხალისოდ ჰკითხა დედას და ოქროსფრად შემწვარ კარტოფილს შეავლო თვალი
-არ ვიცი-გულგრილად უპასუხა ქალმა და როგორც კი ტაფა მაგიდაზე დადო მაშინვე მიტრიალადა, თუმცა ანიმ მაინც შენიშნა მისი სიწითლეები მაჯაზე გრძელ მკლავიანი პერანგის მანჟეტების ქვეშ და მაშინვე ფეხზე წამოვარდა
-დედა-სამზარეულოში შეჰყვა აღელვებულ ქალს რომელაც მაქსიმალურად ქვემოთ დაქაჩა მანჟეტები სიწითლეების უკეთ დასაფარად -ეს?-ანი სწრაფად მიუახლოვდა დედას ზურგს უკნიდან და ნაზად შეახო აკანკალებული თითები ხელზე- ისევ მამა გააკეთა იმ კაცის გამო?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და გაჩუმდა
-ანი-დაიჩურჩულა აღელვებულმა ქალმა შვილის სახელი და თვალები მაგრად დახუჭა რადგან ზურგიდან ჩაეხუტა ის
-ის კაცი...გეგა...
-გთხოვ, ამაზე საუბარი არ მინდა
-ძალიან გიყვარს?-ანი ქეთის წინ დადგა და თვალებში ჩააცქერდა
-ანი
-მამა უნდა მიატივო მის გამო? და ასე მარტივად წახვიდე მასთან?
-არასად მივდივარ მე ისევ აქ ვარ
-მაგრამ შენს აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს... ყველაფერი დასრულდა...-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ცრემლები მოეძალა- ხომ ასეა?
-მე...
-შენ ის გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა იმიტომ რომ რეალურად მამა არასდროს გყვარებია, სულ ოდნავ მაინც რომ გყვარებოდა ირაკლი, ამდენ წლიან ოჯახს ვიღაც გეგას გამო ასე მარტივად ვერ დაანგრევდი
-სიყვარული დანაშაულია?-გაბრაზდს ქეთი -გგონია მე მინდოდა რომ ასე მომხდარიყო?
-შენ მამა გამოიყენე...მასათან მთელი 25 წელი გაატარე... არასდროს გიფიქრია რომ მისგან წასულიყავი იმიტომ რომ წასვლის მიზეზი არ გქონდა...და ახლა როცა ის კაცი გამოჩნდა მასთან წასვლა გინდა ისე თითქოს არაფერი მომხდარა მთელი 25 წლის განმავლობაში თქვენს შორის
-ცდები!-წამოენთო ქეთი-ირაკლი ჩემს ცხოვრებაში იყო არის და იქნება ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანი
-მერე რა თუ ასე ფიქრობ? -გაბრაზდა ანი-ეს რამეს ცვლის? მიპასუხე ეს რამეს ცვლის თქვენს ურთიერთობაში?
-არა ვერ ცვლის იმიტომ რომ მე გეგა მიყვარს გაცნობის წამიდან მთელი ცხოვრება...
-მაშინ მამას შენს სიყვარულში რატომ არწმუნებდი? მასთან ბედნიერი ქალის როლს რატომ თამაშობდი? რატომ თავიდანვე არ წახვედი მისგან? როგორ მიხვედით აქამდე?-დედას ნატკენ მაჯაზე ხელი წაავლო და სახესთან ახლოს მოუტანა- მამას შენ უყვარხარ, ძალიან უყვარხარ დარწმუნებული ვარ რომ ეს გეგას გამო გააკეთა და არა იმიტომ რომ შენთის გამიზნულად უნდოდა ტკივილის მოყენება
-ეს მხოლოდ მე და მას გვეხება-გაბრაზდა ქეთი და ხელი გაითავისუფლა-მაგრამ თუ ფიქრობ რომ მე ის გამოვიყენე, არასწორად მოვექეცი და მთელი 25 წელი ვატყუებდი ... მაშინ წადი და იგივე კითხვები მამაშენს დაუსვი... პასუხები კარგად მოისმინე გაიაზრე და დასკვნები მერე გააკეთე
-ამ ყველაფერში მამას ადანაშაულებ?-ავარდა ანი
-მე არავის არაფერში არ ვადანაშაულებ
-მაშინ შენი სიტყვები როგორ გავიგო?
-ესე როგორც გესმის...
-დედა...
-ანი გთხოვ ნუ მაიძულებ არჩევანი გავაკეთო... ასე საშინლად ნუ მომექცევი
-მე უბრალოდ... არ მინდა რომ წახვიდე
-ვიცი, ვიცი რომ გტკენ... ვიცი რომ გეშინია...- მოულოდნელად ჩაეხუტა ქეთი შვილს- მაგრამ არ შემიძლია... ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, ძალიან მიჭირს უკვე ამ ყველაფრის ატანა... გთხოვ გამიგე...
-მამა გეზიზღება?
-არა არ მეზიზღება... უბრალოდ არ მიყვარს სულ ესაა
-ის?ის როგორ იქნება უშენოდ?-აწყლიანებული თვალებით ჩააცქერდა ანი აღელვებულ ქალს
-რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ერთად უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ ერთმანეთს... ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ
-მამას ელაპარაკე? იცის რომ წასვლა გინდა?
-არა მაგრამ...-ქეთის ხმა ჩაუწყდა
-მაგრამ გრძნობს რომ წასვლა გინდა... სწორედ ამ მიზეზით მოგაყენა ტკივილი-ანი დედას ნაზად მოეფერა მაჯაზე და როგორც კი ირაკლის მანქანა ეზოში შევიდა მაშინვე მოიშორა დედა-შვილმა თვალებიდან ცრემლები და სუფრას ურეაქციოდ მიუსხდნენ, ნასვამი ირაკლიც მიუჯდა სუფრას თუმცა არაფერი უჭამია, ჩუმად იჯდა და გარინდებული ერთ წერტილს მიშტერებოდა
-მამა არ გშია?-შეეხმიანა ანი ფიქრებში წასულ კაცს
-არა მა არ მშია-ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა და ფეხზე წამოდგა -წავალ დავწვები თავს ცუდად ვგრძნობ-ხმა დაბალი ტონით თქვა და საძინებელში შევიდა, საშოლში ქეთის მხარეს დაწვა, თვალები მაგრად დახუჭა, ფიქრომა წაიღო მისი გონება საყვარელ დ აუკვე დაკარგულ ქლზე ფიქრმა რომელსაც ჯერ კიდევ მისი ცოლი ერქვა მაგრამ მისი აღარ იყო...
გვიამ ღამით გაეღვიძა ირაკლის და გაბრუებული წამოჯდა საწილზე, გვერდით მიიხედა, არ გაჰკვირვებია საწოლი ცარიელი და ხელუხლებელი რომ დაუხვდა, მაშინვე ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა
-რატომ არ დაწექი?-სიბნელეში დინავზე მჯდომ ცოლს თავზე წამოადგა და უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში
-არ მეძინებოდა-ურეაქციოდ უთხრა ქეთიმ და მაშინვე გაექცა მის ამღვრეულ თვალებს
-ის რაც გუშინ მოხდა... აღარასროდეს განმორდება- ჩამწყდარი ხმით უთხრა კაცმა და აივნის კარი გამოაღო, აკანკალებული თითებით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-ბევრს ეწევი-სამარისებური სიჩუმე ქეთის ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია
-ჩემზე ღელავ?-ირონიული ტონით ჰკითხა კაცმა
-შენ ჩემი შვილების მამა ხარ...
-და მეტი არაფერი-წინადადება გააწყვეტინა ირაკლიმ და ღრუბლებში შეცურებულ მთვღეს გახედა
-ასე არაა
-შენ მე არასოდეს გყვარებივარ...
-მიყვარდი... მაგრამ სხვანაირად
-მადლიერების გამო?
-ზუსტას არ ვიცი... მაგრამ ის რაც ჩვენს შორის იყო არსოდეს ყოფილა ყალბი...
-გეცოდები?-გაბრაზდა ირაკლი -და ცდილობ ახლა თავი იდიოტად არ მაგრძნობინო?
-არა...ასე არაა... შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და მინდა რომ ეს სულ გახსოვდეს
-მაგრამ ეს არაფერს ცვლის ჩვენს ურთიერთობაში...
-ჰო ასეა მაგრამ მაინც მინდა იცოდე რომ შენ ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის
-ჩემს მიმართ რეალურად რას გრძნობ? სიბრალურს სინანულს თუ სიძულვილს?
-მსგავს არაფერს-დარწმუნებით უთხრა ქეთი და სევდიანად გაეღიმა
-მაგრამ ჩემი შეხება... საშინლად მოქმედებს შენზე...მე ამას ვგრძნობ...
-ასეა... მე... აღარ შემიძლია უკვე შენთან ყოფნა და შენი შეხების ატანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მძულხარ, ვნანობ იმას რაც ჩვენს შორის მთელი 25 წელი იყო ან მეცოდები
-ყველაფერი დასრულდა არა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ირაკლიმ ცოლს და ღრმა ნაფახი დაარტყა
-არ ვიცი ალბათ კი-ხმა დაბალი ტონით უთხრა ქალმა და მზერა გაუსწორა მის წაშლილ სახეს
-მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-გამაყრუებელი სიჩუმე ირაკლის ხმამ დაარღვია რომელიც სწრაფად მიუახლოვდა აღელვებულ ცოლს ოდნავ დაიხარა, საფეთქელზე მიაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები- და სიცოცხლის ბოლომე მეყვარები-დაუჩურჩულა
-ირაკლი გთხოვ-შეეხვეწა ქეთი და ცრემლიანი თვლებით ახედა ქმარს
-ჩშ-ირაკლიმ ცივი თითები ტუჩებზე მიადო აღელვებულ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა- არაფერი თქვა... სიტყვები უკვე ზედმეტია აქ- ბრაზნარევი ტონით უთხრა და უკან დაიხია-საძინებელში შედი, მე აქ, დივანზე დავიძინებ- არეული ხმით უთხრა და მეორე სართულზე ავიდა, აივანზე გავიდა და რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია გაღიზიანებულმა, შედეგ სკამზე დაჯდა და მზერა გაუშტერა ბნალით მოცულ სივრცეს
-მამა-ანი ნელა მიუახლოვდა ფიქრებში წასულ გარინდებულ კაცს და მხარზე ხელი დაადო
-ამ შუა ღამისას რატომ არ გძინავს?
-შენზე და დედაზე ვფიქრობდი-ხმა დაბალი ტონით უთხრა გოგონამ და აივნის მოაჯირს მიეყრდნო
-უკვე ხომ აგიხსენი რომ ის რაც ჩვენს შორის ხდება მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება!-გაბრაზდა ირაკლი
-ვიცი მაგრამ... ვგრძნობ როგორ განიცდი ამ ყველაფერს
-ანი-გამაფრთხილებელი ტონით უთხრა კაცმა
-მამა მინდა ვიცოდე რას გრძნობთ და განიცდით



№1  offline მოდერი ნეაკო

ბოდიში მეგობრებო ამჯერად ძალიან ცოტა დრო მქონდა და მეტის წერა ვერ მოვახერხე... ვანოზეც ვერაფერი დავწერე ელა არ გამებუტო, მართლა ვერ მიხერხდება და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით

 


№2 სტუმარი ელა1

კარგი იყო.გოგოებს ვეთანები და ქეთიმ მტკივნეული მაგრ სწორი გადაწყვეტილენა მიიღო იმიტომ რო სასაც სიყვარული არ არის ის ოჯახი 25წელი როგორ გაუძლოს მე არ მესმის.ჯობია გვიან ვიდრე არასოდეს მიმიხვდით მგონი რას ვგულისხმობ.რაც შეეხება ანის მისიც მესმის პირველი ის რომ ირაკლი ძალიან უყვარს და არ უნდა რო იტანჯებოდეს და მეორე მხეივ არ უნდა რო დედამისი იყოს ბედნიერი სხვა კაცთან იმოტომ რო მერე რა რო დიდი გოგოა დედა დედა და წშინია რო გეგა უფრო ეყვარება ვიდრე ის და ეს ბუნებრივია.❤❤❤❤ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით (ორი შვილი მყავს და ინის შეგრძნება რომ დედა გათხოვდება და სხვა ჩვენზე მეტად ეყვარება ყოველთვის იქნება სამწუხაროდ )

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

ირაკლის პროტოტიპი მომწონს ძალიან. ნენე კი დებს კარგ სურათებს, მაგრამ თქვენ ფილმებში უნდა ნახოთ როგორი კარგია.
და თვითონ ირაკლი, როგორც პერსონაჟი სასიამოვნო ადამიანია და სენტიმენტებს გიჩენს. უბრალოდ ეგ არ კმარა იმისთვის რომ გეგასნაირად შეგვაყვაროს თავი.

 


№4 სტუმარი ია

რა მაინტერესებს, იცით, ირაკლისთან რომ.ბაშვობის სიყვარული დაბრუნებულიყო და უპსსს, ირაკლის მოენდომებინა ძველი სიყვარულის დაბრუნება , დარწმუნებული ვარ ბაია პატარაიას ჩართვას მოითხოვდით, ქალთა უფლებები ირღვევაო......
ქეთი ერთი შეუმდგარი ქალია, არც დედად ვარგა და არც ცოლად. თავისნაირი ეგოისტწბი დაზარდა შვილებიც. ასეთი უთავმოყვარეო პერსონაჟი ალექსანდრეს დედაც არ იყო.
მაპტიეთ ჩემი აზრი რომ დავაფიქსირე. მაგრამ ვერანაირად ვერ განვიხილავ დადებით პერსონაჟებად გეგას და ქეთის.....

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

ია
რა მაინტერესებს, იცით, ირაკლისთან რომ.ბაშვობის სიყვარული დაბრუნებულიყო და უპსსს, ირაკლის მოენდომებინა ძველი სიყვარულის დაბრუნება , დარწმუნებული ვარ ბაია პატარაიას ჩართვას მოითხოვდით, ქალთა უფლებები ირღვევაო......
ქეთი ერთი შეუმდგარი ქალია, არც დედად ვარგა და არც ცოლად. თავისნაირი ეგოისტწბი დაზარდა შვილებიც. ასეთი უთავმოყვარეო პერსონაჟი ალექსანდრეს დედაც არ იყო.
მაპტიეთ ჩემი აზრი რომ დავაფიქსირე. მაგრამ ვერანაირად ვერ განვიხილავ დადებით პერსონაჟებად გეგას და ქეთის.....

და ახლა რა ვქნათ, კორკოტა ჩავრთოთ, კაცის უფლებების აღსადგენად? :დ
ქალი და კაცი არაფერ შუაშია, გარემოებებია აქ მნიშვნეოვანი. ნუ თუმცა ყველას თავის აზრი აქვს.

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

ნენეე რომ გავიცინო უზრდელობად ჩამეთვლება?

 


№7 სტუმარი ანნ

ია
რა მაინტერესებს, იცით, ირაკლისთან რომ.ბაშვობის სიყვარული დაბრუნებულიყო და უპსსს, ირაკლის მოენდომებინა ძველი სიყვარულის დაბრუნება , დარწმუნებული ვარ ბაია პატარაიას ჩართვას მოითხოვდით, ქალთა უფლებები ირღვევაო......
ქეთი ერთი შეუმდგარი ქალია, არც დედად ვარგა და არც ცოლად. თავისნაირი ეგოისტწბი დაზარდა შვილებიც. ასეთი უთავმოყვარეო პერსონაჟი ალექსანდრეს დედაც არ იყო.
მაპტიეთ ჩემი აზრი რომ დავაფიქსირე. მაგრამ ვერანაირად ვერ განვიხილავ დადებით პერსონაჟებად გეგას და ქეთის.....


როგორციქნა ვიღაცამ დაწერა♥️♥️

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ანნ
ია
რა მაინტერესებს, იცით, ირაკლისთან რომ.ბაშვობის სიყვარული დაბრუნებულიყო და უპსსს, ირაკლის მოენდომებინა ძველი სიყვარულის დაბრუნება , დარწმუნებული ვარ ბაია პატარაიას ჩართვას მოითხოვდით, ქალთა უფლებები ირღვევაო......
ქეთი ერთი შეუმდგარი ქალია, არც დედად ვარგა და არც ცოლად. თავისნაირი ეგოისტწბი დაზარდა შვილებიც. ასეთი უთავმოყვარეო პერსონაჟი ალექსანდრეს დედაც არ იყო.
მაპტიეთ ჩემი აზრი რომ დავაფიქსირე. მაგრამ ვერანაირად ვერ განვიხილავ დადებით პერსონაჟებად გეგას და ქეთის.....


როგორციქნა ვიღაცამ დაწერა♥️♥️

მე ვფიქრობ, ირაკლის ცხოვრებაში რომ გამოჩენილიყო ქალი რომელიც მას ძველ ბავშვობისდრიონდელ გრძნობებს გაუღვივებდა, უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ წავიდოდა ოჯახიდან ზედმეტი დრამების გარეშე, ქეთისავით ნამდვილად არ დაიტანჯავდა თავს და არც შვილები გააპროტესტებდენენ მისი მხრიდან ოჯახის დანგრევას, იმიტომ რომ ირაკლი კაცია, კაცს კი უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეუყვარდეს სხვა და ოჯახი დაანგრიოს იმ სხვის გამო...
მაგრამ მე იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებ რომ ქეთი და გეგა სწორად იქცევიან და მათი ეს შეხვედრები ეს სწორი საქციელია...
( თუმცა ირიაკლის რომ იგივე გაეკეთებინა დარწმუნებული ვარ არაფერო საგანგაშო არ იქნებოდა ამაში)
მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზირებისთვის❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი nazi

აუ ძან კაი იყო მარა ირაკლი შენეცოდა ძალიან ქეთი ძალიან გაბედული ქალის როლი მოირგო როგორც იქნა და კარგათ იქცევა რომ სინართლეს თვალს უსწორებს პატარა იყო მარა შინარსიანი ვაჩე და სოფი თორნიკე და მარიანა და გეგაც დამაკლდნენ ველოდები შემდეგ თავებში ❤❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

ჩემზე დიდი მინდოდა რო ყოფილიყავი.

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

აი რატომ არ მიყვარს ასეთი რაღაცეების გამხელა, ნუ დამაკომპლექსებ თორე ბავშვსაც ვეღარ დაგიძახებ და ნახე მერე :დ

თუ არადა ჩემი სავარაუდო ასაკი დაივიწყე და ძველებურად მოიხდინე დაძახებული ბავშვი :დ:დ

 


№12 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ელენე მართლა უტკბილესი ხარ ❤❤❤❤ ძალიან სასიმოვნოა შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა❤❤❤❤❤❤ მიხარია რომ ჩემი ისტორიები შენთვი განსაკუთრებულია და ჩემთან როგორც ავტორთან ასეთი საოცარი ურთიერთობა ჩამოაყალიბე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
საოცარი გოგონები ხართ შენ ნენე თიკო ელა კირა ყველა ძალიან მიყვარხართ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ მიხარია რომ ჩემა მკითხველთა შორის აღმოჩნდით

და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც თავის მოსაზრებას მიზიარებს თუნდაც განსხვავაებულს და კრიტიკულს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი კირა

ისე თიკო მართლა რამდენი წლის ხარ?

 


№14  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო.გოგოებს ვეთანები და ქეთიმ მტკივნეული მაგრ სწორი გადაწყვეტილენა მიიღო იმიტომ რო სასაც სიყვარული არ არის ის ოჯახი 25წელი როგორ გაუძლოს მე არ მესმის.ჯობია გვიან ვიდრე არასოდეს მიმიხვდით მგონი რას ვგულისხმობ.რაც შეეხება ანის მისიც მესმის პირველი ის რომ ირაკლი ძალიან უყვარს და არ უნდა რო იტანჯებოდეს და მეორე მხეივ არ უნდა რო დედამისი იყოს ბედნიერი სხვა კაცთან იმოტომ რო მერე რა რო დიდი გოგოა დედა დედა და წშინია რო გეგა უფრო ეყვარება ვიდრე ის და ეს ბუნებრივია.❤❤❤❤ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით (ორი შვილი მყავს და ინის შეგრძნება რომ დედა გათხოვდება და სხვა ჩვენზე მეტად ეყვარება ყოველთვის იქნება სამწუხაროდ )

ელა კომენტარებში ჩამეკარგა შენი კომენტარი და ასე დაგვიანებით იმიტომ გპასუხობ❤❤❤ ქეთისი მეც ყველანაირად მესმის, არაა მარტივი დაანგრიო ოჯახი და წახვიდე სხვასთან მითუმეტეს მისნაირ მდგომარეობაში და სხვათაშორის გარკვეულწილად ანისიც მესმის, რთულია ამ ყველაფერთან შეგუება იმის მიუხედავად რომ დიდი გოგოა მაინც ეგოისტობს ზუსტად იმ მიზეზით რაც შენ დაწერე ❤❤❤????

 


№15 სტუმარი ელა1

პ.ს. ნეაკო ვიცი რო დაბნეული ხარ და თავში არაფერი აზრი არ მოგდის მაგრამ გთხოვ დიდხანს არ გვალოდინო მომენატრა ისეთი ნეაკო რომელიც თითქმის ყოველდღე გვანებივრებდა ახალი თავებით.❤❤❤ბოდიში თუ გეწყინა ჩემგან რამე არმინდოდა

 


№16 სტუმარი სტუმარი თიკო

ელენეში მესაკუთრეობა იღვიძებს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent