შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /9/


12-10-2021, 12:21
ავტორი Harry wolf
ნანახია 7 635

ფენიქსის მამულს შელოცვა ედო და ინერციით წინ მთელი ძალით გაჭრილი უხილავ ბარიერს რომ შევასკდი, ტკივილით გადავვარდი უკან თუმცა უკან დახევა წამით არ მიფიქრია, დანებება არასდროს მახასიათებდა განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს ეხებოდა. ადამინის სახე დავიბრუნე, ხელები განზე გავშალე და შელოცვის წარმოთქმა დავიწყე, ვხედავდი როგორ იწყებდა სიო ქარიშხლად გადაქცევას, ვხედავდი ხეებს მიწიდან რომ ფესვებიანად იგლიჯებოდა, ვხედავდი წყვდიადს უფრო და უდრო რომ იქუფრებოდა და რაც მთავარია ვხედავდი ფენიქსის სახლის აივანზე მდგომ ლუსი მილერს მთელი მონდომებით რომ ცდილობდა თავისი ჯადოქრობით ჩემთვის ხელის შეშლას მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით ამ ომში ვინც გაიმარჯვებდა, სწორედ ამიტომ მელოდა სახლის შესასვლელთან ბრძოლის ყიჟინით გამძვინვარებული მგლები, ფენიქსის წყეული ხროვა, კბილების ჭრიალით რომ ელოდნენ როდის გავარღვევდი ამ წყეულ ბარიერს, ერთი სული ჰქონდათ თავიანთი ძლიერი კბილები ჩემს სხეულზე გამოეყენებინათ, იქვე იდგა სანტოს რეისი თავისი სისხლისმსმელი ვამპირების თანხლებით, არც ისე შორს კოკო ლიონიც შევნიშნე, მოუსვენრად წრიალებდა, ფაქტი იყო ჯერ კიდევ ვერ გაეგო ვის მხარეს ყოფნა მოუტანდა ამ უკანასკნელს უფრო მეტ სარგებელს. მხოლოდ მთავარ გმირს ვერ ვხედავდი, წყეული სტეფანოს ფენიქსისის ფერწასულ სახეს ვერ ვხედავდი.
- ფენიქს! - ბოლო ხმით რომ ამოვიყვირე და მკერდზე მიბჯენილი ხელები წინ გავიშვირე ირგვლივ ყველაფერი განათდა, მთელს ტერიტორიას ცეცხლი მოედო და უხილავი კედელიც ჩამოინგრა. სუნთქვა მიჭირდა. - დაგერხათ. - წლები გავიდა მას შემდეგ რაც ჩემში არსებული მონსტრი ბოლომდე მივაძინე მაგრამ ახლა ვგრძნობდი, მთელი სიცხადით ვგრძნობდი ვეღარაფერი შეაჩერებდა მას.
- გავერთოთ?! - გვერდით არ გამიხედავს თუმცა მივხვდი ჯეკ ვოლი იყო და სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. - მოდი ვაჩვენოთ როგორ ვერთობოდით საუკუნეების წინ.
- გვერდიდან არ მომშორდე! - ძირს დაშვებული ხელები მაღლა ავწიე და ამ მოძრაობას თან მიჰყვა მიწიდან ამოყრილი ფესვებდაგლეჯილი ხეები. - დროა ჯეკ. - ხეები სახლის მიმართულებით გავისროლე და კეჯთან ერთად ყვირილით შევიჭერი ფენიქსის ლამაზად მოვლილ ეზოში. ეზოში რომლის ზედაპირიც ძალიან მალე ყელგამოღადრული მაქციების სისხლით სრულიად წარიწმყმიდა. თოვლის ფიფქებივით აქეთ-იქეთ ცვიოდა მე და ვოლის მიერ მოკლული ზებუნებრივი არსებები, იქაურობა ჯოჯოხეთს გჰავდა, ცეცხლის ალში გახვეული გარემო, ზღვა ოდენობის სისხლი. დაგლეჯილ მაქციეთა ყმუილი. ზუსტად მაშინ როდესაც რეიესს ვწვდი ყელში საკუთარ სხეულზე კონტროლდაკარგული ერთ ადგილზე გავიყინე, საკუთარ სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ფაქტი იყო მილერი ჯერ კიდევ აივანზე იდგა და თავისი მაგიით მაინც ახერხებდა ჩემს შეჩერებას, სულ ერთი წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, კმაყოფილი, საკუთარ თავში დარწმუნებული, გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ჩემსკენ გამოშვერილ თითებს ნელ-ნელა კრავდა. სუნთქვა გამიძნელდა. რეიესმა კი დრო იხელთა, ყელში ჩავლებული ხელი ამომიბრუნა და სახით გამახოხა ცეცხლმოკიდებულ მიწაზე.
- ჰარი. - ცეცხლის გამო კარგად ვერ ვარჩევდნი მაგრამ დავინახე როგორ დაეცა ჯეკ ვოლი მიწაზე, დავინახე როგორ დაიჭირა ორმა ვამპირმა მისი განრისხებული სხეული და ისიც დავინახე საზიზღარი ყმულით რომ დაადგა მის სხეულს ფენიქსის წყეული მაქცია.
- ჯეკ. - ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი საკუთარ სხეულზე კონტროლს. - იბრძოლე ჯეკ. - ჩემი წაქეზება არ სჭირდებოდა, ისედაც ვიცოდი ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებდა მაგრამ ძალიან დიდ უმცირესობაში ვიყავით და ფაქტი იყო წუთი წუთზე ჯეკ ვოლს მაქცია თავს წააცლიდა. - ფენიქს! - მშვენივრად ვიცოდი ხმას არ გამცემდა უღირსი ლიდერივით მშვიდ გარემოში შეყუჟული სტეფანოსი მაგრამ მე მაინც ვცადე. - ჯანდაბა. - ყელში რომ გამეჩხირა უხილავი ბურთი სიმწრით გავაპარე თვალი კმაყოფილი ლუსი მილერისკენ.
- ვულ(f)ი ყაყაჩოს ორმოში ჩააგდეთ. - კმაყოფილმა ამოისისინა მილერმა. - ვოლი კი. - გაიცინა მზერა გამისწორა, შემდეგ მორჩილ მაქციებს გახედა და ზიზღით ამოიჩურჩულა. - დაგლიჯეთ!
- არა! - ამაოდ ვეცადე მიწიდან ადგომას. ჩემი სხეული მე არ მეკუთვნოდა. ის იყო ცრემლიანი სფეროებით ავხედე ვოლის სახესთან დორბგადმოყრილ მაქციას არსაიდან გამოჩენილი ჩემთვის კარგად ნაცნობი მაქცია რომ ყელში სწვდა ვოლის მოკვლით შეპყობილ მგელს და მასთან ერთად გადაგორდა ცეცხლმოკიდებულ მდელოზე. ზუსტად ამ დროს დავინახე როგორ მოსწყდა მილერის სხეული ადგილს და ინერციით როგორ შეასკდა რკინის მძიმე კარგს, გაითიშა, იქვე ჩაიკეცა და მისმა შელოცვამაც მყისიერად დაკარგა ძალა.
- დავაგვიანე. - ჯერ კიდევ მიწაზე ვეგდე გამოწვდილი ხელი რომ აღვიქვი.
- მთავარია მოხვედი. - დემეს ხელს დავეყრდენი და ომის მორიგი ტალღაც გავაჩაღეთ.
ხშირად ვყოფილვარ შეტაკებების ამა თუ იმ მხარეს მაგრამ არსდროს ვყოფილვარ ჩემს ძმებთან ერთად ერთ მხარეს. დემე მშენივრად ახერხებდა თავისი მაგიის წყალობით ნებისმიერი ჩვენგანისთვის საფრთხის არიდებას. გენო ძლიერი, დაუნდობელი მაქცია იყო და თავს მშვენივრად ართმევდა ფენიქსის ხროვასთან ბრძოლას. ძალებდაბრუნებული ჯეკ ვოლი დაუნდობლად უსწორდებოდა ვამპირებს. მე სად ვიყავი? მას შემდეგ რაც სანტოს რეიესის სხეული ხორხით ჩამოვაცვი გალავნის მაღალ სარს სახლში შევიჭერი და ფენიქსის სამალავისკენ დავიძარი. ძალიანაც რომ ეცადა ჩემგან დამალვას მაინც ვერ მოახერხებდა, ასე იყო თუ ისე ჩემზე ჭკვიანი არ იყო თანაც მას ის ქალი ჰყავდა ასე რომ მიყვარდა, მე კი მაქცია ვიყავი და ჩემი საყვარელი ქალის სურნელს მილიარდობით კილომტრშიც კი ამოვიცნობდი. აი ისიც, შემზარავი შავი რკინის კარი, კარი საიდანაც ნათლად ვგრძნობდი სისხლის სუნს. - ფენიქს! - დიდი მონდომება არ დამჭირვებია კარის ჩამოსაღებად. ოთახში ცუდი განათება იყო მაგრამ მშენივრად ვხედავდი ფეხებით დაკიდებულ ლოურნეს. ყელთან საკმაოდ ღმა ჭრილობით, პირი ტყავის მატერიით ჰქონდა აკრული, გაცეცხლებულ თვალებს ზიზღით აკვესებდა და შეკრული ხელების გათავისუფლებას ამაოდ ცდილობდა. ოთახში მარტო იყო. - ანა. - არ მახსოვს ადგილს როგორ მოვწყდი, არც ის შიშველი ხელებით რომ გავგლიჯე მისი ჯაჭვი, არც ის როგორ ჩამოვხსენი მისი სხეული, არც ის როგორ მოვხსენი პირიდან სახვევი და არც ის როგორ ჩავიკარი მისი სხეული გულში. - მაპატიე. - ათრთოლებულ ტუჩებზე რომ მივეფერე უძრავად იჯდა, გაყინული სფეროებით მიცქერდა და მივხვდი მის გონებაში ახლა რაც ხდებოდა. - ანა, სად არის ფენიქსი?
- არ ვიცი. - სისხლი ისევ სდიოდა ამიტომაც პატარა შელოცვა წარმოვთქვი და სისხლდენა შევუჩერე.
- აქედან გაგიყვან. - ხელში ავიყვანე და ბრაზით, მთელი ინერციით დავეშვი ფანჯრისკენ. ჰაერში ავიჭერი, ბრუნი გავაკეთე და თავით გატანილ ფანჯარაში გავიჭერი. ერთი შეჰკივლა თუმცა მიმიკა მაშინ შეეყინა ჰაერში აჭრილმა ჩემს მრებს უკან უზარმაზარი ფრთები რომ აღიქვა.
- ჰარი, შენ ფრთები გაქვს. - პასუხი არ დავუბრუნე, უფრო ზევით ავიჭერი, ქვემოთ გაჩაღებულ ომს დავხედე, ვოლი ძალას კარგავდა, გენოსაც სისხლი სდიოდა, დემე კი კოკო ლიონს შიშველი ხელებით ებრძოდა. რაღაც უნდა მეღონა, მაგრამ რა?- ანას გავხედე, ჭკვიანი მზერით მბურღვადა.
- უნდა დავბრუნდეთ თორემ შენს მეგობრებს დაკარგავ.
- ჯერ შენ უნდა გაგიყვანო სამშვიდობოს.
- არა ჰარი. - გამიღიმა და მაკოცა. - დაგემხარები.
- არც იფიქრო. - მისი იდეა საშინლად არ მომეწონა.
- მინდა რომ დაგეხმარო, მინდა რომ ჩემი თავი გამოვცადო, მინდა ვნახო ბოლოსდაბოლოს რა შემიძლია.
- ანა ეს საშიშია.
- ერთად ჰარი. - ისევ მაკოცა და ქვემოთ ჩაიხედა. - დაეშვი ჰარი. - პასუხი არ დავუბრუნე, ვნებით წავეტანე ბაგეებს და სწრაფად დავეშვი მიწაზე. არემარე შეირყა მიწაზე რომ ფეხი დავდგით. სულ ერთი წამით ისიც კი მეგონა რომ სამყარომ არსებობა შეწყვიტა, გვერდიგვერდ ვიდექით, მისი თითები საკუთარში მქონდა მოქცეული, ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. ღიმილით გავხედე, თითებზე ვაკოცე და ვუჩურჩულე. - დროა ანა. - ხელი გავუშვი. შელოცვა წარმოვთქვი ანა კი წინ გაიჭრა. ამორძალს ჰგავდა ანა ლოურენსი იმ განსხვავებით რომ რკინის მძიმე აბჯარი არ ეკეთა, არც იარაღი ჰქონდა თან მაგრამ ისეთი სისხარტით, ისეთი მოხერებულობთ მიიწევდა წინ, არც სჭირდებოდა იარაღი, თავად იყო გამანადგურებელი, რომელიც გზად რასაც კი ეხებოდა ყველაფერს მიწასთან ასწორებდა, ვოლმა ბრძოლას თავი ანება, შეშინებული უქცერდა ქარიშხალივით გაჭრილ ლოურენს, რომელიც მუსრს ავლებდა ყველა სულიერს, გენო შიშით ჩემს უკან აიძურწა და ჯერ კიდევ მაქციად მყოფი საცოდავად აწკმუტუნდა. დემემ შელოცვებს თავი ანება და გაფითრებული სახით უცქერდა მოძრავ შტორმს. მე რას ვაკეთებდი? გაყინული, გაშეშებული ვუცქერდი ლოურენსში მცხოვრებ დღის შუქზე გამოჭრილ მხეცს, რომელმაც ყველა სულიერი ერთმანეთს დაადუღა.
- ჰარი რამეს თუ არ იღონებ ზებუნებრივი ქმნილებების გაჟლეტვის მომსწრე გავხდებით. - ძლივს მიჩურჩულა გენომ. - სწორედ ამ დროს მოვიდა გონს ამ დრომდე გათიშული ლუსი მილერი, სიმწრით აათრია სხეული და აივნიდან დანახული განვითერბული სცენის გამო ისევ გონებადაკარგული იქვე დაეცა.
- ჰარი. - კოკო ლიონის სხეეული ეჭირა ლოურენს ხელში და წამები სჭირდებოდა მის შუაში გასაგლეჯედ სიმწრით რომ დავხუჭე თვალები. „stop and frezze” - დაბალი ხმით ამოვიჩურჩულე და თვალები გავახილე. დრო გაჩერდა, ყველაფერი სივრცეში გაიყინა, გაიყინა და გაირინდა ისე თითქოს თითოეული მათქგანი უბრალო ბიუსტი ყოფილიყო, ანა ლოურენს თავს ზემოთ ისევ ეჭირა კოკო ლიონის სხხეული, თითის წრიული მოძრაობით ლიონის სხეული გვერდით მოვისროლე. მხარზე შევეხე ჯეკ ვოლს და რეალობაში დაბრუნებულს გავუღიმე.
- კარგად ხარ?
- შენ?
- ჩვეულებრივი სასაკლაო. - ზიზღით მოავლო მზერა ვოლმა იქაურობას.
- არაფერია, უმეტესობა მათგანი უბრალოდ დაჭრილია.
- სტეფანოსი სად ჯანდაბაშია კი მაგრამ?
- არც ის და არც სვონი არსად ჩანს, დიდი ალბათობით დატყდა ის იდიოტი და თან გაიყოლა მერი სვონი მაგრამ რისთვის? ვერ ვხდები რა ჩაიფიქრა.
- ახლა რა უნდა ვქნათ? ახლა დრო თავის ადგილას უნდა დავაბრუნო ოღონდ ისე რომ ლოურენსი ისევ ნორმალური ადამიანი უნდა იყოს და არა ეს მონსტრი.
- ეს როგორ უნდა გააკეთო?
- არ ვიცი.
- ჰარი. - ანას უძრავად მდგომი სხეულისკენ რომ დავიძარი მაჯაში მწვდა ჯეკ ვოლი და სახეზე შემხმარი სისხლი ზიზღით მოიწმინდა. - საშიშია ეს ქალი მეგობარო.
- ის უბრალო ქალია, ავი სულებით შეპყრობილი და მინდა რომ ამ ყველაფრისგან ვიხსნა.
- მე რა ვქნა?
- ჩემი ძმები სახლში წაიყვანე. - ხელის მოძრაობით ჩემს ძმებს რეალობის შეგრძნება დავუბრუნე, თავად ანას ბიუსტად ქცეული სხეული ავიყვანე ხელში, მუხლები მოვხარე და ჰაერში აჭრილმა ფრთები ძლიერად დავიქნიე, ჩვენს ქვემოთ ყველაფერს რეალობის ფერები დაუბრუნდა.
როცა სოფისთან ერთად ამ კუთხეში დავსახლდი ტყის სიღმეში ერთი ადგილი ამოვიჩემე, ადგილი სადაც მაშინ მივდიოდი როდესაც მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა, ახლაც ვიდექი ყველაზე მაღალი კლდის წვერზე და ვუცქერდი საყვარელი ქალის ბიუსტს, წარმოდეგნა არ მქონდა რა დამხვდებოდა იქ, მის შიგნით როდესაც რეალობაში დავაბრუნებდი თუმცა ეს უნდა გამეკეთებინა, ამიტომაც მასთან ახლოს მივედი, გაყინულ სახეზე თითები ჩავავლე და ჩურჩულით წარმოვთვი შელოცვა. მკერდის ფიცარი საშინლად რომ მეტკინა და ადდილს მთელი ინერციით მოწყვეტილი ზურგით შევასკდი კლდის უსწორმასწორო წვერს ტკივილისგან ამოვიოხრე თუმცა იქამდე სანამ წამოდგომას შევძლებდი ლოურენსის გააფთრებული სხეული უკვე ჩემს წინ იდგა მის სიფრიფანა თითებს ვგრძნობდი ყელზე, უზარმაზარი ძალის დახმარებით მიწიდან რომ ასწია ჩემი სხეული და თვალებში ჩამხედა. მის თვალებში სრული ჯოჯოხეთი გიზგიზებდა.
- ანა. - მისი სახელი ძლივს რომ წარმოვთქვი ერთხელ კიდევ მომიქნია კლდისკენ და მშვენინვრად გავიგე გატეხილი ნეკნის ხმა, რომელმაც ტკივილისგან ოთხად მომხარა.
ჩემს წინ იდგა, ზემოდან ზიზღით მიყურებდა და ნიკაპზე ჩავლებული თითებით სახე მაღლა ამაწევინა.
- შემომხედე ანა. მე ვარ. ჰარი. - მის ცისფერ სფეროებს სრულად დაჰკარგვოდა ის ქალური სინაზე და ხიბლი რაც ასე ძალიან მიყვრდა, მის ნაცვლად კი სრული წყვდიდი, ბოროტება და შურსძიება ჩასახლებოდა ლურჯ სფეროებში. გული საშინლად მეტკინა. ნეკნი სწრაფად შეხორცდა როგორც ყოველთვის და ზუსტად მაშინ როდესაც ჩემი სხეული ისევ ჰაერში ასწია მორიგი გატეხილი ნეკნის მისაღებად წინ გადაქნეული თავი სახეში ჩავრტყი და წაბარბაცებულს ძლიერი შელოცვა მივაყოლე უკან. მისი სხეული უკან გადავარდა, კლდის ზედაპირს აკერო და ხის ფესვების დახმარებით ერთად ადგილზე მძველად დატოვებული აღმოჩნდა. უფრო გაავდა, გაგიჟდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, უწმაწურ სიტყვებს ისროდა და ცდილობდა ფესვები დაეგლიჯა თუმცა მე კიდევ უფრო მეტ ფესვებში ვფლავდი მის სხეულს, ვიგრძენი რომ ვტიროდი და წამიერად სახეზე ავიფარე ორივე ხელი. მერე ადგილს მოვწყდი, წინ ავესვეტე, სახე ძლიერდა დავუჭირე და ბოლო ხმით ამოვიყვირე. - შემომხედე ანა! - შემეწინააღმდეგა. - გულს მტკენს ეს ყველაფერი ანა, ნუ მაიძულებ ასე მოგექცე, მე შენ მიყვარხარ ანა ლოურენს. დაბრუნდი! - მის შუბლს შუბლით დავეყრდენი, თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე საყვარელი ქალის სურნელი. - აქ მხოლოდ მე და შენ ვართ ანა, მე და შენ გესმის? მე შენ მიყვარხარ, უნდა დამიბრუნდე, უნდა ჩაკეტო შენში ეს მხეცი, დროებით ჩაკეტე ანა, იქამდე სანამ მის მართვას ან საერთოდ მოშორებას შევძლებ, ან საერთოდ დავადგენ რად იქეცი, უნდა დამეხმარო ანა, მარტო ვერ შევძლებ. გესმის ჩემი? - შევეცადე ათრთოლებულ ბაგეებზე დავკროდი თუმცა დაბმული სხულის აწყვეტა მაინც შესძლო, მკერდში ძლიერად მითავაზა ხელის გულები და კლდის მეორე მხარეს მომისროლა. მართალია ფეხზე სწრაფად წამოვდექი თუმცა უკანასკნელი რაც დავინახე შავი, უზარმაზარი ფრთები და სივრცეში აჭრილი ანა ლუურენსი იყო.
////
- ჰარი. - მისაღებში შესულს გულწრფელი სიხარულით შემეგება ჩემი ძმა გენო, როგორი უცნაური იყო ეს ყველაფერი, ჩემს სახლში ჩემი ძმები, ნამდვილი, გულწრფელი ემოციებით, მიჭირდა იმის გააზრება რომ სწორედ მათი გამოჩენის გამო შევძელი ანამდე მისვლა, მათი დახმარება რომ არა ახლა ჯეკ ვოლის თავმოგლეჯილი სხეული ისევ ფენიქსების ეზოში ეგდებოდა, ამის გააზრების გამო, გენოს მხარზე მოვკიდე ორივე ხელი და გულწრფელად ჩავიკარი გულში, არადა მთელი ცხოვრება ვონცობებდი ასეთ ძმობაზე, მე კი არასდროს მღირსებია. - სად არის შენი გოგო?
- არ ეტყობა? - ვისკს ტრადიცულად ბოლთლიდან წრუპავდა ჯეკი. - გოგომ ძვლებში დალეწა და მიატოვა. - არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა.
- ლოურენს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გენო, ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმისერი ზებუნებრივი ქმნილება შეუძლია რომ გახდეს?
- ეგ როგორ?
- წარმოდგენა არ მაქვს. - მხრები ავიჩეჩე, კარადიდან ვისკის მორიგი ბოთლი გამოვიღე და ჭიქები შევავსე. - ახლა ანა სადღაც თავისუფლად დაფრინავს.
- ფრთები აქვს?
- თურმე ჰქონია. - სიმწრით გამეღიმა, ვისკი მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე.
- რას ფიქრობ? რა ჩაიფიქრა?
- ვინ ანამ თუ იმ დემონებმა მას რომ ჩაუსახლდნენ?
- როგორც არის. - დაიბნა გენო.
- ანა უნდა ვიპოვო, იქამდე სანამ რამე სისულელე ჩაიდინა.
- მაგალითად რა სისულელე?
- მაგალითად აოხრებული ქალაქი დემე. - დემეტრეს გავხედე და მზერა გავუსწორე. - ხომ ნახე რამხელა ძალას ფლობს, ამას გარდა მისი გონება არჩევანს ვერ აკეთებს? ის ვერ მართავს საკუთარ უნარებს, მას მართავენ, მართავენ მონაცვლეობით მასში არსებული დემონები, არ უნდა მიმეცა ფენიქსთან დახმარების უფლება მაგრამ სიტუაციას რომ გადავხედე ორი გზა მქონდა, ან დრო უნდა გამეჩერებინა და ამით ჩემი თავი კიდევ უფრო დამესუსტებინა ან ანას დახმარება უნდა მიმეღო. ეგოისტურად მოვიქეცი, საყვარელი ქალი გავწირე თუმცა შედეგი უარესი მივიღე, დროის გაჩერება მაინც დამჭირდა ანას კი უფლება მივეცი საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარა.
- კარგი გეყოფა. - ფეხი მკრა გვერდით მჯდომმა ვოლმა. - ნუ მოთქვამ. ვიპოვით გამოსავალს, და თუ ვერ ვიპოვით მოგიწევს ის შენი ალქაჯი ისევ ილუზიაში გამოკეტო, ჩააკითხავ ხოლმე, ცოტას გაერთობით, განიტვირთები, ისიამოვნებ, ასიამოვნებ და ასე. გავჩუმდე ხო? - ჩემი ბრაზმორეული სახის გამო ხელები დანებების ნიშნად ასწია ვოლმა და ვისკი მოსვა.
- კარგი დაუშვათ ვიპოვეთ ანა. - მშვიდად დაიწყო საუბარი დემემ. - მერე რა იქნება? როგორ აპირებ მის შეჩერებას? ფაქტია შენი მაგია მასზე ძლიერი არ არის, დროებით ახერხებ მის შეჩერებას მაგრამ საბოლოოდ ის იმარჯვებს. შენზე ძლიერია აღიარე.
- ის უფრო ბერვია ვიდრე მე დემე, შესაბამისად უფრო მეტ შესაძლებლობებსა და უნარებს ფლობს, ყველაზე მეტად რისიც მეშინია ის არის რომ იქამდე უნდა ვიპოვო გამოსავალი სანამ ანა საკუთარ თავში მაგიის უნარსაც აღმოაჩენს, თუ ეს მოხდა მერე გარდაუვალი მარცხი მელოდება.
- შენი მოკვლა მაინც შეუძლებელია მაგრამ ჩვენ კი დედას გვიტირებს. - მაინც ვერ შეიკავა ჯეკმა თავი და გაეცინა.
- არავინ მოკვდება. - მშიდად ამოვიჩურჩულე და დემეს გავხედე. - მასთან კომუნიკაციის დამყარებაში დამეხმარები?
- ჰარი, შენს სულს თუ სხეულს დავატოვებინებ და ანა შენზე გაიმარჯვებს უკან ვერ დაგაბრუნებ და სამუდამოდ ცალ-ცალკე მოგიწევთ შენს სხეულსა და სულს ყოფნა, შენი სული შეხსენების გარეშეც იცი უგზოუკვლოდ ხეტიალს დაიწყებს, სხეული კი უბრალოდ იძინებს.
- დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ ჩემს დამხარებას.
- იქნებ ისე ვიპოვოთ, იქნებ საჭირო არ იყოს უხილავ სულად შენი ქცევა.
- როგორ ფიქრობ სანამ სახლში მოვიდოდი ყველა შელოცვას არ ვცდიდი რომ მეპოვა? ჯოჯოხეთშიც კი ჩავედი რომ ლოურენსი მეპოვა მაგრამ არსად არის, თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
- ამის გაკეთებას ნუ მთხოვ ჰარი. - ამ დრომდე სავარძელში მჯდომი დემეტრე ფეხზე წამოდგა, მისაღებში გაიარ-გამოარა და ჩაფიქრებულმა მზერა მომაპყრო. - ძმობა არასდროს გამოგვდიოდა, მეტიც ყოველთვის მძულდი, არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ მტრის მხარეზე ყოფნას შენს მხარეს ომი ვარჩიე, მიზეზი უჩემოდაც იცი, ფენიქსზე ძლიერი ხარ, მეტი შანსი გაქვს გაიმარჯვო მაგრამ შენი უსულო სხეული ისეთივე უსარგებლო იქნება როგორც შენი მოხუცის სხეული ცივ აკლდამაში, ასე რომ არა ჰარი, ამას არ გავაკეთებ. არც ნებით და არც ძალდატანებით, ეს იგივეა საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი საკუთარი ნებით გამოვუტანო.
- გამოდის აქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ გამარჯვების მეტი შანსი მაქვს? - გამეღიმა და სიგარეტს ღრმად მოვქაჩა. ვოლს გავხედე, გაცოფებული საკუთარ ტყავში რომ ძლივს ეტეოდა ჩემი ძმა შუაზე არ გაეგლიჯა და მზერით ვანიშნე მშვდად-მეთქი. - მე კი ერთი წუთი ისიც დავუშვი რომ შენში ჩვენმა სისხლმა როგორც იქნა გაიღვიძა. - სიმწრით გამეღიმა და სიგარეტი საფერფლის ზედაპირზე დავსრისე, საკუთარ მუხლის თავებს იდაყვებით დავეყრდენი და დემედან მზერა გენოსკენ გადავიტანე. - შენც იმავეს ფიქრობ?
- დაახლოებიით. - დიდი ენამახვილობით არასდროს გამოირჩეოდა ჩემი უფრო ძმა.
- რა ირონიულია არა? - ჯეკს გავხედე და შემდეგ ისევ დემეს. - არადა ორი წუთის წინ ჩემი სულისა და ხორცის განცალკავების რიტუალი განდე.
- და მე უარი გითხარი. დააფასე ეს ძმაო.
- დავაფასო? - გამეცინა და ფეხზე ავდექი. - ვაფასებ! - თავი თეატრალურად დავუკარი და მშვიდად დავამატე. - უარი მხოლოდ იმიტომ თქვი რომ ჩემი მძინარე სხეული შენ ტრა/ს ვერ გადაარჩებს რამე თუ მოგივა. - ზიზღით გამეღიმა და ცარიელი ჭიქა ისევ ვისკით შევავსე. - ყოველთივის ასე იყო ვოლ. - ჯეკს გავხედე, შექმნილი მდგომარეობის გამო მართლა რომ ძლივს ეტეოდა საკუთარ სხეულში. ის უფრო ჰგავდა ამ მომენში ჩემს ღვიძლ ძმას ვიდრე ის ორი თან დარცხვენილნი და თან მაინც სიამაყე შერჩენილნი რომ იდგნენ ჩემს წინ. - ბავშობიდან ვძულდი ორივეს თუმცა ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების შემდეგაც ვერ მივხვდი რატომ.
- წარსულში ქექვას ახლა აზრი არ აქვს ჰარი.
- გეთანხმები ძმაო. - გავუღიმე და კისერი წრიულად დავატრიალე. - შენ იარაღი გჭირდება, სიკვდილისგან გადარჩენის იარაღი ჩემი სახით მაგრამ იცი რა? - ორიევ ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში წრიულად მოვხაზე და ამ მოძრაობის დახმარებით ორივე ძმის სხეული ჰაერში ავწიე. - ჯეკ. - უსიტყვოდ მიხვდა ვოლი რაც მსურდა და შემოსასვლელი კარი ფართოდ გამოაღო. - არ ვაპირებ თქვენი იაღარი ვიყო. - თითები კარისკენ გადავიტანე და მათი სხეულებიც ეზოში მოვისროლე.
- გული არ გაიტეხო ჰარი. - კარი დახურა ვოლმა და მხარზე შემეხო ხელით. - ჩემი ბიჭები მალე აქ იქნებიან.
- დროა კოლინსიც ჩავრთო თამაშში.
- შენი პატარა ვამპირი? - გაეღიმა ჯეკს.
- წავალ, მოვინახულებ, შენ კი შეეცადე ჩემს მოსვლამდე თავი არავის მოაკვლევინო.
- რამე მემუქრება?
- სახლს შელოცვა დავადე. მართალია ფენიქსი, რეიესე ან რომელიმე სხვა ვერ შემოვა მაგრამ შემთხვევით ლოურენსი თუ გამოჩნდა მეეჭვება გადაურჩე.
- ჰარი იქნებ მეც წამოვიდე ჰა? - აღარ ჩანდა ჯეკი ხუმორბის ხასიათზე.
- ვერც ლურენსი შემოვა დამშვიდდი. - გავუღიმე ჯეკს და თითის გატკაცუნებით კოლინსთან ვტელეპორტირდი.
ირეალური ოთახის კარი გავაღე თუ არა ჩემსკენ მხეცივით დაძრული კოლინსი სწრაფად გაჩდნა ჩემს წინ თუმცა მისი შემდეგი ქმედება იმდენად ნაცნობი იყო ჩემთვის რომ დავასწარი, თავად ვწვდი ყელში და მთელი სისწრაფით წინ წასულმა კედელს მივანარცხე მისი სხუელი, ამოიკვნესა, მოიხარა და ზიზღით სავსე სფეროები მომაპყრო. - დალიე. - სისხლით სავსე სამი პაკეტი სახეში ვესროლე და თავად საწოლზე ჩამოვჯექი, მშვიდად ვუცქერდი რა ხარბად ეწაფებოდა სისხლს და მეცოდებოდა ასეთი ცხოვრებისთვის, არ იყო ცუდი ადამიანი, მისი ბრალი არ იყო ვამპირად ქცეულს გვერდით არავინ რომ არ აღმოაჩნდა ვინც სურვილების მართვას ასწავლიდა, პირიქით, აკეთებდა ყველაფერს რაც მოესურვებოდა და იქამდე სანამ მე შემხვდებოდა ტკივილიც კი არ იცოდა რა განცდა იყო, კონილნსი მხოლოდ ერთ საუკუნეს ითვლიდა, ჯერ კიდევ ახალშობილ ვამპირად ითვლებოდა, კარგად მახსოვს იმ ღამით როდესაც ვიპოვე, აქ გამოვკეტე და დღის შუქზე უარი ვათქმევინე უცაური განცებით ამევსო გული, შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ მასში რატომღაც იმ დაკარგულ პატარა ვულფს ვხედავდი როგორიც ადრე თავად ვიყავი, ამის გამო იყო მუდამ რომ ვითმენდი მის მორიგ შეურაცხყოფას, მორიგ პანიკას არ ვიცი რატომ მაგრამ გულის სუღმეში მჯეროდა თუ ჩემს გვერდით იქნებოდა გადარჩებოდა, გადარჩებოდა თანაც ისე რომ საკუთარი თავით იმაყებდა და ეს თუ მოხდებოდა მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. სამივე პაკეტი რომ გამოცალა, დანაყრებული, გონს მოსული ჩემს გვერდით საწოლზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა.
- რაღაც მინდა რომ მოგიყვე.
- მომიყევი კოლინს. - სიგარეტის ღერი გავუწოდე და თავად მოვუკიდე.
- ხომ იცი დედაჩემი ადამიანი იყო.
- ვიცი, მას ვიცნობდი კოლინს.
- შენ ყველას იცნობდი. - ვერ მივხვდი წყენა უფრო იყო მის ხმაში თუ ბრაზი.
- დედაშენზე რისი თქმა გსურდა?
- თხუთმეტი წლის ვიყავი როდესაც დედას პირველად ვკითხე მამას შესახებ. - არ ვიცი რატომ მაგრამ სისხლი რომელიც არ მქონდა რატომღაც გამეყინა.
- და რა გითხრა დედამ?
- ბევრი არაფერი. - მხრები აიჩეჩა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. - მხოლოდ ის მითხრა რომ მამაჩემი ვამპირი იყო, ვამპირი რომლისთვისაც დედა ჩვეულებრივი სისხლის ბანკი იყო.
- ვწუხვარ კოლინს.
- მერე მე ჩავისახე. - ზიზღით გაეღიმა და სიგარეტს კიდევ უფრო ღრმად მოქაჩა. - დედამ გადაწყვიტა რომ მამას ეს ამბავი გაახარებდა, რატომღაც ვერ მიხვდა რომ მამაჩემს ის უბრალოდ სისხლის ბანკის გამო სჭირდებოდა. იჩხუბა. დაემუქრა, იმ ღამით უცემია კიდევ იმ დამპალს.
- ძალიან ვწუხვარ.
- დედას დახმარება ერთი ჯადოქრისთვის უთხოვია რომლის სახელიც არ მითხრა. მხოლოდ ის მითხრა რომ ეს ჯადოქარი კარგი ადამიანი იყო, მითხრა რომ თავისთან წაიყვანა, შელოცვა დაადო რისი დახმარებითაც ნორმალურად ცხოვრების გაგრძელება შეეძლო. ვერც ერთი ზებუნებრივი ქმნილება ვერ ახერხებდა მასზე თავდასხმას ამ შელოცვის გამო.
- ძლიერი მაგი ყოფილა. - ცივმა ოფლმა რომ დამასხა მღელვარების შესანიღბად ფეხზე წამოვდექი.
- მერე მე გავჩნდი. ოცი წლის ვიყავი დედა რომ გარდაიცვალა თუმცა ეს ხომ შენც შესანიშნავად იცი? - ზურგით ვიდექი თუმცა მისი დაჟინებული მზერა მთელს სხეულში აუტალენ ტკივილს მივრცელებდა. - კარგი ბავშვი ვიყავი გახსოვს? - გაეღიმა და მორჩენილი სიგარეტი მესროლა. - მაგრამ მისმა სიკვდილმა თითქოს ჩემში მხეცი გააღვიძა, მერე იმის გააზრება რომ იმ მაგს რეალურად ფეხებზე ეკიდა დედაჩემი, არასდროს მინახავს ის ჩვენთან მოსული, ზოგჯერ მეგონა რომ დედაჩემის წარმოსახვა იყო ეს ყველაფერი თუმცა არა, სიმართლეს მეუბნებოდა. ის ტიპი მართლა არსებობდა უბრალოდ დედას ერთხელ დაეხმარა და სულ ეს იყო არადა დაპირდა რომ დაიცავდა, მის შვილს კაცად აქცევდა.
- კოლინს. - ვეღარ მოვერიე საკუთარ თავს და ზურგს უკან მდგომ კოლინს მზერა გავუსწორე, მის თვალებში დამსახურებული სიძულვილი ამოვიკითხე მაგრამ ისტორიის მეორე ვერსიაც უნდა მოესმინა, დრო იყო სცოდნოდა ის ყველაფერი რაც სტანჯავდა მის გულს. - ვამპირი რომელმაც ჩაგსახა ჩემი მეგობარი იყო.
- ნუთუ. - ზიზღით იყო მისი ხმა სავსე.
- ჰო კოლინს ასეა. მეც მყავდა ცუდი მეგობრები, მეც ვიყავი ცუდ წრეში მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ადამიანებისთვის ტკივილის მიყენების მსურველი.
- და რა გააკეთე მათ შესაჩერებლად ჰარი?
- მამაშენი მოვკალი! - ხმა მითრთოდა, ადრენალინისგან ხმა მითრთოდა. - დედაშენს სხვაგვარად ვერ დავიცავდი.
- შენ მამაჩემი მოკალი. - ახარხარდა კოლინსი თუმცა წამებში დასერიოზულდა და მზერა გამისწორა. - დედა რომ მოკვდა ჩემზე უარი რატომ თქვი? რატომ არ შეეცადე რომ გვერდით გყოლოდი? მას ხომ დაპირდი? ოღონდ არ მითხრა რომ ვერ მიპოვე ეს სისულელე ადამიანებზე შეგიძლია გამოიყენო მაგრამ ჩემთან არა.
- შეეცადე გამიგო.
- ვცდილობ მაგრამ არ გამომდის გესმის? - გაეღიმა და საწოლზე მიწვა. - მამაჩემი არაკაცი ნაბი/ვარი იყო, კარგია რომ დედას მოაშორე, ისიც კარგია დედას რომ შელოცვა დაადე მაგრამ ვერ ვხდები მე რატომ არასდროს მნახე?
- მამაშენის გამო მრცხვენოდა. - გულწრფელად ამოვთქვი და ზემოდან დავხედე მომღიმარს. - არ მინდოდა მეც ისევე შეგზიზღებოდი როგორც ის გძულდა.
- შემზიზღებოდი? მე შენ ახლაც მძულხარ ჰარი ვულ(f). - პასუხი ვერ დავუბრუნე ან რა უნდა მეთქვა, მხოლოდ გამეღიმა. კარისკენ დავიძარი, გამოვაღე და კოლინს გავხედე.
- დედაშენს პირობა მივეცი რომ შენზე ვიზრუნებდი, გვიან მაგრამ მაინც დავიწყე შენზე ზრუნვა, თუმცა არასწორი მეთოდებით, შეგიძლია წახვიდე.
- ჰო როგორ არა. - ახლა ავდგები, გიჟივით დავიძრები კარისკენ და ზუსტად შენთან მისულს კარს ცხვირწინ დამიხურავ რომ მთელი ძალით შევასკდე. დაახვიე რა ჰარი.
- კარგი, მე წავალ. კარს ღია დავტოვებ. - გავუღიმე და კარს მიღმა გადავდი ცალი ფეხი, ზურგით ვიდექი ვერ ვხედავდი მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი კოლინსის აჩქარებულ გულის ცემას. - მოდიხარ? - ღიმილით გავხედე და თვალი ჩავუკარი. - სანადიროდ გეპატიჟები... კოლინსი უკვე ჩემს გვერდით იდგა, დამფრთხალი, გაოცებული, გაფითრებული და დაბნეული. - რას იტყვი ვინადიროთ?
- იქნებ ადამიანზე. - დაბალი ხმით შემაპარა და ჩაახველა.
- და რას იზამ თუ გეტყვი რომ ზებუნებრივ ქმნილებაზე უნდა ვინადადიროთ, უფრო სწორად დემონებ ჩასახლებულ ყოვლისშემძლე ადამიანზე?
- მისი მოკვლა შეიძლება?
- მხოლოდ დაჭერა კოლინს. - მხარზე მოვხვიე ხელი და მასთან ერთად დავტოვე ილუზიური ოთახი.



№1 სტუმარი ანუ

კოლინსის და ჰარის "დუეტი" ძალიან მომეწონა ^-^
ველი ახალ თავს ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი Harry wolf

ანუ
კოლინსის და ჰარის "დუეტი" ძალიან მომეწონა ^-^
ველი ახალ თავს ^-^


მადლობა kissing_heart

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ოპააა. აქ ამბები მოხდაააა. და წინ უარესი ადრენალინი გველოდება. მადლობა შენ ასეთი ამბებისთვის

 


№4 სტუმარი სტუმარი Harry wolf

Qeti qimucadze
ოპააა. აქ ამბები მოხდაააა. და წინ უარესი ადრენალინი გველოდება. მადლობა შენ ასეთი ამბებისთვის


მადლობა რომ მკითხულობ kissing_heart

 


№5  offline წევრი Maia G.

ყოველთვის ვფიქრობდი რომ კოლინსს გვერდით დაიყენებდა,იმედი მაქვს დაეხმარება ჰარის.არაჩვეულებრივი თავი იყო,ველი შემდეგს❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Harry wolf

Maia G.
ყოველთვის ვფიქრობდი რომ კოლინსს გვერდით დაიყენებდა,იმედი მაქვს დაეხმარება ჰარის.არაჩვეულებრივი თავი იყო,ველი შემდეგს❤❤❤❤


ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent