ზღვარს მიღმა (თავი მეცხრე)
მთელი ის კოშმარები რომლებსაც ამ ბოლო დროს ჯეისის წყალობით აღარ ხედავდა ერთბაშად დაატყდა თავს, სიცხიანი ბორგავდა და თვალის გახელას ცდილობდა, თუმცა საშინელი ღამეული ზმანებები თავს არ ანებებდნენ, გამხდარი, ძვლადქცეული თითებით ექაჩებოდნენ და ისევ უკან გადაღლილი გონების ყველაზე ბნელ, ყველაზე ღრმა კუთხეებში მიათრევდნენ, ცდილობდა, ყველანაირად ცდილობდა გონს მოსულიყო, მაგრამ ქვეცნობიერი გათიშული ყოფნას ამჯობინებდა, თითქოს ზმანებების სამყაროში ყოფნით იცავდა თავს საშინელი სინამდვილისგან, სინამდვილისგან რომელიც გამოფხიზლებულს ალბათ ბოლოს მოუღებდა, შემდეგ ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა როგორ კოშმარებმა უკან დაიხიეს, უცნაური სიმშვიდე დაეუფლა, ნელ-ნელა განათდნენ და გაფერადნენ სიზმრები და ისიც გამოჩნდა... ჯეისი, საოცრად სევდიანი მზერით - გთხოვ გამოფხიზლდი, დამიბრუნდი ნორა, -ჩასჩურჩულა და ყელზე მხურვალე ტუჩებით მიეკრო, ნორას ჟრუანტელმა დაუარა და მთლიანად ჩაიძირა მის შავ თვალებში, ენატრებოდა ყველასა და ყველაფრის მიუხედავად სიგიჟემდე ენატრებოდა, - ეს სიზმარია, მხოლოდ სიზმარია, უნდა გამოვფხიზლდე, -ჩურჩულებდა და მთელი ძალით ცდილობდა თვალების გახელას, ცხვირში უცნაურად სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა, საოცრად გრილმა, თბილმა და ისეთმა რომ ტვინის ყველაზე დაფარულ ადგილებამდე მიაღწია, თავს ერთდროულად დაატყდა ყველა კარგი მოგონება და გაახსენა რომ ცხოვრება მშვენიერია, თვალი გაახილა და პირველი რაც დაინახა მის თავთან დახრილი ულამაზესი სახე იყო, დიდი ცისფერი თვალებით უმზერდა და თლილი თითებით სახეზე ეფერებოდა, გრძელი ღია წაბლისფერი თმა წელამდე წვდებოდა, უცნაურად თეთრი, თითქოს გამჭვირვალე კანი ჰქონდა და ლამაზად მოხაზული ვარდისფერი ტუჩები, - როგორც იქნა დაგვიბრუნდი, ცოტა კი შეგვაშინე, მაგრამ ძლიერი გოგო ყოფილხარ, -უთხრა სასიამოვნო წკრიალა ხმით და ფეხზე წამოდგა, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, სიფრიფანა და მომხიბვლელი, უბრალო, სადა, მუხლამდე თეთრი სარაფანი და თეთრი სანდლები ეცვა, არანაირი მორთულობა და სამკაული და მაინც ისეთი ლამაზი იყო ნორა ერთხანს თვალს ვერ აშორებდა, - სად ვარ? აქ როგორ მოვხვდი? თქვენ ვინ ხართ? - იკითხა დაბალი ჩახლეჩილი ხმით და საწოლში წამოჯდა, - ყველაფერს აგიხსნი მანამდე კი ჩემს ძმას უნდა დავუძახო, სამი დღეა, ელოდება როდის მოხვალ გონს, -ნორას გაოცებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია ისე განარნარდა გარეთ. - სამი დღე? ჯანდაბა ესე იგი სამი დღეა მძინავს? ნეტავ სად ვარ ან ჯეისი სად არის? -თავს ძალა დაატანა მაგრამ იმის მეტი თუ როგორ დაინახა შუაგულ მინდორზე მჯდარმა როგორ გამოვიდა ტყიდან ვიღაც ვერაფერი გაიხსენა, ოთახი მოათვალიერა, ფაქტიურად ოთახი არც ეთქმოდა, 3 კედელი საერთოდ არ ჰქონდა და მხოლოდ თეთრი ფარდებით იყო გარესამყაროსგან გამოყოფილი, ფარდებს სუსტი, თბილი, ნიავი ოდნავ არხევდა და გარედან მცენარეების და ყვავილების სასიამოვნო სურნელი შემოჰქონდა, ოთახის ოთხივ მხრივ სვეტებზე თეთრყვავილიანი სუროსმსგავსი მცენარეები იყო დახვეული ავეჯი თითქმის არ იდგა, მხოლოდ უზარმაზარი ფუმფულა საწოლი რომელზეც ნორა იწვა, რამდენიმე თარო და რბილი პუფისმაგვარი სკამები, წამოჯდა და საკუთარი თავი შეათვალიერა, მოკლემკლავიანი უბრალო მაისური და შორტი ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა და რაც მთავარია სუფთა იყო, აღარსად იყო სისხლი... სისხლი... თვალები დახუჭა და ეცადა გაეხსენებინა რა მოხდა, - როგორც იქნა დაგვიბრუნდი, -რბილი სასიამოვნო ხმის გაგონებისთანავე გაახილა თვალები, საწოლის წინ მაღალი, გამხდარი უცნობი იდგა ღია წაბლისფერი თმით, ცისფერი თვალებით და უღიმოდა, თხელი თეთრი პერანგი, ამავე ფერის შარვალი ეცვა და საოცრად გავდა, იმ გოგონას ცოტა ხნის წინ რომ გავიდა ოთახიდან, - ჩემი დაა, ტყუპები ვართ, -უცნობმა ისევ გაიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა, - რაა? მე, მე არაფერი მიკითხავს, - ჰო მაგრამ ხომ გაინტერესებდა რატომ ვგავართ ასე ძალიან ერთმანეთს, მას ლეა ჰქვია, მე კი ადამი ვარ, სასიამოვნოა ჩემს ქმნილებასთან პირისპირ საუბარი, ამას დიდი ხანია ველოდი, ნორამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ესღა აკლდა, კიდევ ერთი არსება რომელიც დიდი ალბათობით აზრებს კითხულობს, ნეტავ უნდა ეშინოდეს თუ არა, არადა საშიშებს არ გვანან, ასე რომ იყოს იგრძნობდა და ასე მშვიდად არ იქნებოდა, - ვხედავ უამრავი კითხვა გაქვს, მაგრამ თითქმის სამი დღეა გძინავს, ჯობია ჯერ მოწესრიგდე და საუზმობისას შენს ყველა კითხვას ვუპასუხებ, აი იქ სააბაზანოა, ჩემმა დამ ტანსაცმელიც დაგიტოვა, -საწოლის გვერდით კარზე მიუთითა, წამოდგა და გავიდა, ნორა ერთხანს გაუნძრევლად იჯდა საწოლში, მერე ფრთხილად წამოდგა და კარს მიუახლოვდა რომელიც ოთახის ერთადერთი კედლიდან სააბაზანოში გადიოდა, კარი გამოაღო თუ არა აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, უზარმაზარი სააბაზანოს მთელი კედელი მინისგან იყო დამზადებული, შუაში ორთლადენილი წყლით და ქაფით სავსე აბაზანა იდგა, აბაზანის გვერდით მდგარი მოწნული მაგიდა სურნელოვანი სანთლებით, სხვადასხვა სახის ზეთებით და საპნებით იყო სავსე, ბევრი აღარ უფიქრია, გაიხადა და თბილ წყალში ჩაეშვა, დიდხანს ინებივრა, შემდეგ თმა გაიმშრალა, იქვე მიფენილი თეთრი სარაფანი ჩაიცვა და საძინებელში გამოვიდა, ფარდები გადაწია და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო რომ უხილავ ბარიერს შეასკდა და ერთი ნაბიჯიც კი ვეღარ გადადგა წინ, თავი ასე უმწეოდ არასოდეს უგრძვნია, ნუთუ აქ ტყვე იყო... - ოო მაპატიე ნორა, ჩემი ძმა ზედმეტად ფრთხილობს როცა საქმე შენ შეგეხება, -ბარიერს მეორე მხრიდან ლეა მოუახლოვდა, ნორას გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თითები გაატკაცუნა და დაბრკოლება ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა, - წამოდი ვისაუზმოთ, -იქვე ახლოს პირდაპირ ბაღში გაშლილ მაგიდას მიუჯდა რომელთანაც უკვე იჯდა ადამი, ჩაის მიირთმევდა და თვალმოუშორებლად უყურებდა ნორას რომელიც ფრთხილი, გაუბედავი ნაბიჯებით მიდიოდა მათკენ და თან იქაურობას ათვალიერებდა, პირდაპირ ადამის წინ დაჯდა და მაგიდას თვალი მოავლო, სრულიად ჩვეულებრივი საუზმე იყო, არაფერი განსაკუთრებული, ლეამ გახუხული პური მიაწოდა, - აიღე გთხოვ, რამე უნდა შეჭამო რომ ძალები აღიდგინო, -ადამი უხმოდ სვავდა ჩაის და თვალს არ აშორებდა, ლეა თვალებში შესციცინებდა ნორას და ყველანაირად ცდილობდა მისთვის ესიამოვნებინა, ნორამ იგრძნო როგორ ნელ-ნელა ქრებოდა მისი მოჩვენებითი თავშეკავებულობა, და ადგილს ბრაზს და მოუთმენლობას უთმობდა, - ასე აღარ შემიძლია, -წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო, -არ ვიცი ვინ ხართ და რა გინდათ მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ ვიჯდე, თქვენთან ერთად და ვისაუზმო და ისე მოვიქცე თითქოს არაფერი ხდებოდეს, რამდენიმე დღეა დაკარგული ვარ, ალბათ უკვე მეძებენ, სახლში წასვლა მინდა, - სახლში? მაინც სად, ნიუ იორკში თუ მგლების სამეფოში? საინტერესოა რომელს მიიჩნევ სახლად, -ადამს სრულიად სერიოზული და მშვიდი ხმა ჰქონდა და ნორა პირველად დაფიქრდა იმაზე რომ ნიუ იორკს სახლად აღარ აღიქვამდა და სახლის გახსენებისას პირველი ჯეისი უდგებოდა თვალწინ, მისი დიდი შავი თვალები, - ოჰ ჯანდაბა, -თავბრუსხვევა იგრძნო დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, - აქედან ვერსად წახვალ სანამ არ შეჭამ და არ ვნახავ რომ კარგად ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს, -ადამი შეუვალი იყო, ულამაზეს ცისფერ თვალებს არ აშორებდა რომლებშიც უცნაური ნაპერწკლები უკიაფებდა და ნორას აბნევდა, - ანუ გამოდის რომ თქვენი ტყვე ვარ? არაფერს მეუბნებით, როგორც ვხედავ თქვენ ჩემზე ყველაფერი იცით, მე კი არაფერი ვიცი თქვენს შესახებ, - კარგი რა ნორა, ყველაფერს ნუ აზვიადებ, -ლეა ისევ ისე გულითადათ უღიმოდა, - მაშინ რა ხდება, ან ის ბარიერი რას ნიშნავდა საძინებლის გარშემო? გეგონათ რომ გავიქცეოდი? - არა ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ არც თუ ისე უსაფრთხო ადგილზე ვართ და აქ ყველგან დამცავი კედლებია, - რისგან დამცავი? - ჩვენ ახლა ტყეში ვართ რომელიც წყვდიადის სამეფოს ეკუთვნის, ეს ტყე კი ცოტათი უცნაური ადგილია, აქ უსაფრთხოება ზედმეტი არასდროს არ არის, - ჰო მაგრამ, -ნორამ გაკვირვებულმა მიმოიხედა ირგვლივ, ჩვეულებრივი დილა იყო, თბილი და მზით განათებული, -წყვდიადის სამეფოში თუ ვართ რატომ არ ბნელა, მითხრეს რომ იქ მუდმივად წყვდიადია, - როცა საქმე ჩვენ შეგვეხება არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც დროს, არც ადგილს და არც წესებს, ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავართ, - თუ ასეა დაცვა რისთვის გჭირდებათ? - ეს შენ გჭირდება დაცვა და არა ჩვენ, ეს დამცავი კედლები მხოლოდ იმიტომ ავაგეთ რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, შენ არც კი იცი რამდენი მტერი გყავს, ახლა კი საკმარისია კითხვები, ჭამე და დაისვენე, მე უნდა წავიდე, ლეა ყველაფერში გაგარკვევს, -ადამმა ლეას გადახედა და ძლივსშესამჩნევად გაუღიმა, - ოღონდაც ზედმეტი არ მოგივიდეს საყვარელო დაიკო, ჩვენი მომხიბვლელი სტუმარი არ შეაშინო, -ლეას თავზე ხელი გადაუსვა, ნორას კიდევ ერთხელ შეხედა და წავიდა, ნორა ერთხანს უხმოდ იჯდა, მერე ლეას მოწოდებული ჩაი მოსვა და ჯემგადასმული გახუხული პურიც მიატანა, ლეა ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა და ეშმაკურად იღიმოდა, - იმედია არ შეგაშინეთ, -ვეღარ მოითმინა ბოლოს - არც ასეთი მშიშარა ვარ, -გაეღიმა ნორას, -უბრალოდ გაურკვევლობას ვერ ვიტან, თანაც შენი ძმა ვიცანი, მან გადამარჩინა, რაღაც დამემართა, არც კი ვიცი რა, ის კი ჩემთან მოვიდა და იმ წითელთვალებიანი ურჩხულებისგან მიხსნა, - წითელთვალებიანი უჩხულები? ალბათ საიმონის ქოფაკებს გულისხმობ, - საიმონის ქოფაკებს? როგორ? საიმონი არაფერს დამიშავებდა, - პატარა სულელი გოგო, -თითქოსდა დანანებით ჩაილაპარაკა ლეამ, -ცხოვრებამ ან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სულ ვერაფერი გასწავლა? ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, შენ ვერც კი წარმოიდგენ ამ სამყაროს არსებები რამდენნაირ ნიღაბს ატარებენ, - საიმონი ჯეისის მეგობარია, -ჯიუტად ჩაილაპარაკა თავჩაღუნულმა ნორამ - ჰო ასეა მაგრამ ყველას თავისი ინტერესები აქვს და როცა ამ ინტერესების გადაკვეთა ხდება... კარგი საკმარისია, წამოდი ბაღში გავისეირნოთ, ლეა ისე მსუბუქად მიაბიჯებდა ბალახზე თითქოს ფეხს არ აბიჯებსო, - მიდი მკითხე, ვხვდები რომ უამრავი კითხვა გაქვს, - შენ და ადამი რომელი სამეფოდან ხართ? - ჩვენ არცერთ სამეფოს არ ვეკუთვნით, ჩვენ ჩვენ ვართ და ყოველთვის ასე იყო, ათასობით წელია ამ სამყაროში წონასწორობას ვიცავთ, იმ წონასწორობას რომლის დარღვევას ყოველ წუთს და წამს ცდილობენ, - ანუ რა გამოდის, რომ ღმერთები ხართ? - არ ვიცი, როგორც გინდა ისე შეგიძლია გვიწოდო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი, ჩვენ უბრალოდ ჩვენ ვართ, ლეა და ადამი, არავითარი ტიტული და ქონება არ გაგვაჩნია, - კარგი რა, შენი საუბრიდან გამომდინარე, მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით, როგორ თუ არაფერი გაგაჩნიათ? - ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ეს სამყარო არავის ეკუთვნის, ჩვენც გვაქვს წესები რომლებსაც ვემორჩილებით, მკითხე, სხვა არაფერი გაინტერესებს? - რას გულისხმობდა ადამი როცა საკუთარი ქმნილება მიწოდა, - ალბათ იცი ისტორია ოთხი სამყაროს მმართველის ენერგიაზე, სიმართლე ისაა რომ ეს ყველაფერი ადამმა დაგეგმა და საკუთარი ენერგიაც გიწილადა, ეს ყველაფერი აქამდეც რამდენიმეჯერ ვცადეთ და მხოლოდ ამ ერთხელ გამოვიდა, შენ დაიბადე და ჩვენ იმედი მოგვეცა, ნორას სუნთქვა შეეკრა, რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და მერე იქვე ბალახებში ჩაჯდა, - ჯანდაბა, კიდევ რა არ ვიცი? კი მაგრამ ადამმა ეს რატომ გააკეთა? - ჰოო ეს ცოტა გრძელი და დამაბნეველი ამბავია მაგრამ ვიცი რომ გაგებას შეძლებ, - არა მგონია რამით გამაკვირვო, - ჰოდა ძალიან კარგი, ჩვენ მე და ადამი უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ ამ სამყაროში, როგორც უკვე გითხარი ამ სამყაროს წონასწორობას ვიცავთ, მაგრამ ჩვენთვისაც არსებობს წესები და აკრძალვები, ჩვენ სამეფოებზე და მათ მცხოვრებლებზე მხოლოდ არაპირდაპირი ზემოქმედება შეგვიძლია, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერასდროს შევალთ კონტაქტში რომელიმე არსებასთან, - რატომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება? - ისინი უბრალოდ ვერ გვხედავენ, ვერ გვგრძნობენ, და თუკი ამის შეცვლას ვეცდებით ეს ყოველ ჯერზე ჩვენთვის ძალიან ცუდად მთავრდება, მე და ადამს უზარმაზარი ძალა გაგვაჩნია, შეგვიძლია ყველა სამეფო თვალის დახამხამებაში გავაცამტვეროთ და მერე თავიდან ავაშენოთ, მაგრამ სამუდამო მარტოობისთვის ვართ განწირულები, ყოველთვის მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, სხვა არავინ, შეგვიძლია ვუყუროთ როგორ ცხოვრობენ, როგორ კვდებიან და იბადებიან, მაგრამ ჩვენ მათთვის უბრალოდ არ ვარსებობთ, - კი მაგრამ მე? მე ხომ გხედავთ და გესაუბრებით, - ჰო სწორედ მაგაშია საქმე, ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩვენთვის შენთან გატარებული დრო, ათასწლეულების შემდეგპირველად ვესაუბრებით არსებას რომელიც გვხედავს, შენ მის ენერგიას ფლობ ამიტომაც გვხედავ, ადამი ძალიან ღელავდა, არ ვიცოდით გამოფხიზლებულს რა რეაქცია გექნებოდა, - ღელვის არაფერი ეტყობოდა, - რათქმაუნდა არ შეეტყობოდა, -ლეამ გაიღიმა და ნორას მხარზე ხელი მოხვია, -პატარა ბიჭი ხომ აღარ არის, თანაც გრძნობების დამალვა ყოველთვის კარგად ეხერხებოდა, დიდხანს გელოდით, ახლა იმედი გვაქვს რომ ჩვენს დახმარებასაც შეძლებ, ადამმა შენი სახით შექმნა არსება რომელიც მისი მეწყვილე და ჩვენსა და სხვა არსებებს შორის ხიდი გახდებოდა, - როგორ თუ მეწყვილე? - ახლაც მიკვირს როგორ მოხდა ისეთი რამ რაც ადამმაც კი ვერ გათვალა, -ლეამ მხიარულად გადაიკისკისა, -ახლა მეცინება მაგრამ ვერ წარმოიდგენ რა საშინლად გრძნობდა ადამი თავს როცა შენი და ჯეისის კავშირის შესახებ შეიტყო, ეს არ უნდა მომხდარიყო, პატარა ნაკლი იდეალურ გეგმაში, თუმცა მინდა გითხრა რომ შეგიძლია ამაზე არ იფიქრო, მიუხედავად მისი გათვლებისა და არასწორად განვითარებული მოვლენებისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და მხოლოდ შენი ბედნიერება უნდა, არ აქვს მნიშვნელობა მასთან იქნები თუ არა, ასე რომ თავისი ხელით დაგაბრუნებს ჯეისთან, არაფერზე ინერვიულო, ნორა უსმენდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, უცაბედად მოიცვა უსიამოვნო შეგრძნებამ და ბრაზმა, -ესე იგი ნათანიელი მართალი იყო და ჩემი და ჯეისის ურთიერთობა მხოლოდ იმ საძაგელი კავშირის ბრალია? ესე იგი ჯეისი ჩემს მიმართ მართლაც არაფერს გრძნობს? - ნუ აჭარბებ ბავშვო, -ლეამ მხარზე ხელი მოხვია და ძლიერად შეანჯღრია, -გამოფხიზლდი და მიხვდი რომ ნათანიელი უბრალო ცრუპენტელაა და მხოლოდ ჯეისის გასამწარებლად იგონებს ასეთ სისულელეებს, მგლების კავშირი, წყვილების იძულებას არ გულისხმობს, ეს საჩუქარია და ყველა წყვილი ვერ ხდება ამ საჩუქრის ღირსი, თქვენს გრძნობებთან ეს არაფერ შუაშია, მას მართლა უყვარხარ და როგორც ვხედავ შენც გიჟდები მასზე, კავშირი კი უბრალოდ ბონუსად ჩათვალე, ეს არაჩვეულებრივი რამეა, თქვენი სულიერი კავშირი გაძლიერდება, უკეთ გაიგებთ ერთმანეთის გრძნობებს და ფიქრებს, შორი მანძილიდანაც კი შეგეძლებათ ერთმანეთის მოხმობა, შეგეძლებათ ძალების გაერთიანება, შეგეძლებათ უკეთ დაიცვათ ერთმანეთი, - ესე იგი ვუყვარვარ? მართლა ვუყვარვარ? -ნორამ მუჭით მოიწმინდა ცრემლი და ჩაწითლებული თვალებით შეხედა მომღიმარ ლეას, - რა სულელი ვარ როგორ დავიჯერე რომ ნათანიელი სიმართლეს მეტყოდა, როგორ დავიჯერე, - ჯეისი გიჟივით გეძებს, გაცოფებულია რომ ვერ გპოულობს, ყველაზე მეტად იმაზე ღელავს რომ პირველი გარდასახვის დროს შენს გვერდით არ იყო, რამე გახსოვს? - თითქმის არაფერი მახსოვს, რომ გამოვფხიზლდი შიშველი და სისხლიანი ვიყავი, ესე იგი მგლად ვიქეცი და ის სისხლი... - ნუ ნერვიულობ, უბრალოდ კურდღელი იყო, - კურდღელი? ესე იგი გინდა მითხრა რომ კურდღელი შევჭამე? ცოცხალი კურდღელი? - არამგონია როცა ჭამდი ცოცხალი ყოფილიყო, -უდარდელად აიჩეჩა მხრები ლეამ ნორამ ყელზე ხელი იტაცა, მაგრამ გულის რევის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა, ლეას მხარზე დაყრდნობილმა ძლივს მიაღწია საძინებლამდე, - ხომ შეიძლებოდა რომ იმ კურდღლის ადგილზე ადამიანი ან ვინმე სხვა არსება ყოფილიყო, მაშინ რა უნდა მექნა, -ამოისლუკუნა და საწოლზე მოიკუნტა, თავი ასე სუსტად და ცუდად არასოდეს უგრძვნია, - ადამი არასდროს მოგცემდა იმის უფლებას რომ ვინმესთვის რამე დაგეშავებინა, ჩვენ ყოველთვის თვალყურს გადევნებდით, ამის შემდეგ კი უფრო ხშირად შევხვდებით ხოლმე, დღეიდან ყველაფერი შეიცვლება ნორა, გვინდა რომ ამ ცვლილებებისთვის მზად იყო, - ჯეისი მინდა, ახლა მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი, -ნორა პატარა ბავშვივით სლუკუნებდა და ბალიშს ცრემლებით ალბობდა, - დაისვენე და არაფერზე იფიქრო დაიძინე, ჯეისს მალე ნახავ, უბრალოდ ერთი რამ მინდა გთხოვო, როცა დაბრუნდები ჩვენზე ნურავის ნურაფერს ეტყვი, მაინც არ დაგიჯერებენ და თანაც ჯერჯერობით ადამი საჭიროდ არ თვლის რომ ჩვენს შესახებ გაიგონ, -ლეამ თავზე ხელი გადაუსვა, ერთხანს სევდიანი სახით დასცქეროდა მოცახცახე სხეულს მერე თხელი საბანი დაფარა და ოთახიდან გავიდა, ვერც კი მიხვდა როდის ჩაეძინა და სიზმრებმაც არ დააყოვნა ამჯერად კოშმარებს ვერ უწოდებდა, უზარმაზარი თეთრი ფრთები ჰქონდა და ჰაერში ღრუბლებს ზემოთ თვალდახუჭული დალივლივებდა, არანაირი ტკივილი და სევდა არ არსებობდა, ნიავმა თმა აუწეწა და თვალის გახელა აიძულა, გაოცდა როცა ღრუბლების მაგივრად ყავისფრად შეღებილი ჭერი დაინახა, მიმიოხედა, საწოლში არ იწვა, იატაკიდან დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იწვა, შიშისგან გული აუჩქარდა, შეჰკივლა, ძირს დაეშვა მაგრამ იატაკზე დანარცხების მაგივრად ადამის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა, შეშინებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა მომღიმარ ადამს, - როგორი მოუსვენარი ხარ, სულ ცოტა ხნით დაგტოვე და უკვე დაფრინავ? კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია პატარა საოცრებავ? - შეშინებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა მომღიმარ ადამს, - ჯანდაბა როგორი ძლიერი მკლავები და სასიამოვნო სურნელი აქვს, ღიმილი კი საოცრად ლამაზი, რატომ მოქმედებს მისი სიახლოვე ჩემზე ასე ძალიან, ეს არასწორია, გაიფიქრა და თვალები თავისთავად დაეხუჭა, ტუჩებზე მსუბუქი შეხება იგრძნო, თავი მკერზე მიაყრდნო და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა, * * * დილის სუსხმა გამოაღვიძა, მიმოიხედა და შიშისგან მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, ისევ იქ იყო, იმ მდელოზე, იმ განსხვავებით რომ ახლა დილა იყო, არც შიშველი იყო და არც სისხლიანი, - ადამ სად ხარ, ადამ, -აცახცახებული ხმით უხმო და ირგვლივ მიმოიხედა, არავინ იყო, ისევ მარტო დარჩა, სრულიად მარტო შუაგულ ტყეში, ის იყო ფეხზე წამოდგა რომ მის წინ ტოტები შეირხა და ტყიდან ჯეისი გამოვიდა, ნორა თვალს არ უჯერებდა, ის მის წინ იდგა, მისი ჯეისი, დატანჯული სახით და საოცარი შავი თვალებით, მისკენ წამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და გულში ჩაიკრა, იმ წამს ყველაფერი დამთავრდა, მის ძლიერ მკლავებში მოქცეული ნორა მიხვდა რომ აღარაფრის არ უნდა შინებოდა, მასზე მოხვეული და მის კისერში თავჩარგული თითქოს სხვა სამყაროში იყო და ჯეისის მეტი არავინ და აღარაფერი არსებობდა, - ჩემო პატარავ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა, -მთელი სახე კოცნებით დაუფარა და ტუჩებს რომ მისწვდა ნორას მუხლი მოეკვეთა და რომ არა ჯეისის მკლავი ალბათ ჩაიკეცებოდა, - კარგად ვარ ჯეის, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე, სახლში წასვლა მინდა, -მკერდზე აეკრო და მკლავები კისერზე შემოხვია, ჯეისმა ხელში აიტაცა საყვარელი ქალის სხეული, მკერდზე მიიკრა და სწრაფი ნაბიჯებით მიაშურა ტყეს, სანამ ტყეში შევიდოდნენ ნორამ უკან მოიხედა და გაოცებისგან კინაღამ შეყვირა, იქ სადაც ცოტა ხნის წინ ის და ჯეისი იდგნენ, ახლა ადამი იდგა, ჩვეულ თეთრ სამოსში გამოწყობილი, შუბლზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმით, უცნაურად სევდიანი ღიმილით უღიმოდა და ულამაზეს ცისფერ თვალებში ცრემლი უბრწყინავდა... -დაგვიანებისთვის ბოდიში, ძალიან მოუცლელი ვარ და ვეღარ ვწერ მაგრამ მაინც ვეცდები რომ კვირაში ორი თავი დავდო ხოლმე :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.