შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს კარი (სრულად)


23-10-2021, 00:48
ავტორი tasusuna
ნანახია 21 202

ვეღარ ვეტევი..
თითქოს,გამომწყვდეული ვიყო ოთხ საზიზღარ კედელში..
ვეღარ ვსუნთქავ..
ადგილი არ მყოფნისთქო მგონია და,ამდროს,ირგვლის იმდენი სივრცეა,ჟანგბადი იღლება-შევსებით..
რომ ჩავისუნთქავ და მის მცირე ნაწილაკებს ადგილს მივუჩენ,მეცოდებიან..
მე საკმარისი არ ვართქო,
იქნებ,იმდენი შევისაკუთრე,სხვას მისი წილი წავართვი?!
ვიღლები..
მუდმივი ფიქრით,დღეს ვის?! რა?! როგორ?!
იქნებ,მეც-რაღაც,როგორღაც?!-ნეტავ,მკითხონ..
მტკივა..
სადღაც,პატარა ორგანოა და ხანდახან ისე მომიჭერს,ვიკარგები ჰაერში..
ფეთქვას რომ იწყებს,წამით მიხარია,არც ის მინდა,სულ გავილიო..
ვერ შეველევი ციცქნა იმედებს..
მზის სხივებივით რომ ციალებენ ლანდის ირგვლივ და,მტვრის ნაწილაკებს იკრობენ..
გაივლისო ისე ამბობენ,თითქოს,მართლა ჰქონდეს სადმე წასასვლელი..
არადა,ხომ ყველამ ვიცით,
ისეთი რამეა,სადაც დაიდებს ბინას,
იქ იქნება სინათლის ბოლო წყარომდე..
მაინც რა მოუშორებელი ლაქაა,
სულ რომ რიგებად ჩაუწყო ბედნიერებები,
ეგოისტივით განირიდებთ,თითქოს კეთრი ჰქონოდეთ და,თავს იცავსო..
სული მეწვის,ისე მინდა კანიდან ავითალო ყველა მისი სავალი გზა,მაგრამ,
ისე მეჩემება ხოლმე,ვეღარც ველევი..
ისე,
ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე,
როგორ ვტოვებ ყველაფერს და მივდივარ..
რატომ ღაც არაფერი მიმაქვს თან,
არც ერთი მონეტა ჯიბეში და,
არც ერთი სინანული სულში..
ვუყურებ როგორ იცვლიან ფერებს ხედები და,
სრულ სიმწვანეში ჩაფლულ,სიძველისგან დახეთქილ კედლებს რომღა ვამჩნევ,
მაშინ ჩამოვდივარ..
იქ ვარ,
სრულ არარაობაში,
არარაფრით და,
ისე ვსაზრდოობ არავიღაცით,
თითქოს,
მასაში გავთქვეფილიყავი..
ხელის გაწვდენაზე მაქვს ხოლმე ეს ფიქრები..
ვიცი,რამოდენიმე ფიქრი დამრჩა და,
ისე შემოვიძარცვავ ყველაფერს,
თითქოს,არც ყოფილიყოს..
მაგრამ,
იმ მოუშორებელი ლაქის არიყოს,
ვეღარც ამ,სუსტ რეალობასაც ვტოვებ და,
ისე გავიხიდე,
საერთოდ ვეღარაფერი მივლის გვერდს..
გარდა იმ,ავად სახსენებელი დაავადებების განსხეულებული სულებისა,
რომლებიც,ასე,მარტივად,მბატონობენ.
რა ბარდაგია არა?!
იმდენი დავარცხინი სიტყვა ამომიტრიალდა და მაინც,
ეს უხეში უფრო შემესაბამება ვიდრე,
-არეულობა..
თავდაყირა დაყენებულ გონებაში საერთოდ აღარაფერია ამწამს ძველებურად..
დოგმურად და,როგორც წესი-ისე..
ისე,ჩვენშიც რომ დარჩეს,
რაც ამ სამყაროში შემოვაბიჯე,
რიგის მიხედვით არც რა მიკეთებია და,
მეცინება ზოგჯერ,რომ მწყინს მომხდარი უსამართლობები..
განა,რა მაქვს კი ისეთი გაწერილი,
მარტო ჩემს გარშემო რომ იტრიალოს ბედის სიკეთისგან გაჟღენთილმა მწერალმა?!
მგონი,მარტო არ ვარ..
ამას ვგრძნობ იშვიათად..
ვიცი,ბევრია,
ვინც საკუთარ ტყავში ვერ ეტევა და მისი გახეთქვა უნდა..
ვიცი,იცის მანაც,აქ რომ არაა მისი სამყარო და დადარაჯებულია უხილავს კარს,რომ შეაღოს და,
ამოისუნთქოს საბოლოოდ..
ღრმად და,
თავისუფლად..
ხელები გაშალოს მთელ სიგრძეზე და,
იოგების დახეთქვამდე იყვიროს ბედნიერებისგან,
რომ,როგორც იქნა,
სახლშია..
სადღაც რაღაც წავიკითხე,
მაშინ უფრო ბევრი დრო მქონდა,
გავრკვეულიყავი ჩემს თავში და,
ადგილი დამესაკუთრებინა,
როცა იგრძნობ როგორ გადააქვს სისხლძარღვებს ჟანგბადი,
მერე იპოვნი საკუთარ სხეულში,საკუთარ თავს..
ამწამს,ჩემს სისხლში მხოლოდ ნახშირორჟანგია და ისე წამლავს წითელ უჯრედებს,
მეშინია,
კოლაფსამდე არ მივიდე..
ალბათ,შიში მაძლებინებს.
შიში და ცოტა იმედიც,რომ იმ კარის გასაღებს სადღაც ვიპოვნი და,
დავისვენებ..
___
ოთახში ვარ..
სრულიად დამსხვრეული..
ვეღარცერთ გრძნობას ვერ ვაკოწიწებ,
ხელებში გამელია..
სიცოცხლის დაგრეხილ ხაზებს დავყურებ კანზე და,
მინდა,უსასრულოდ იყოს გრძელი და არა ასე მოკლე..
მინდა ვიპოვო სამყაროს კარი..
სული მეწურება უიმედობისგან..
ამ მიწას ვეღარ ვისისხლხორცებ..
ვერ ვხედავ,თუმცა,ვგრძნობ ჰაერში დამატებულ ნახშირორჟანგებს..
ის,ჩემი ტკივილისგან რომ სახე შეცვლია,
ზურგიდან მეკვრის,
მთლიანად მასში მხვევს და,
პატარა იმედს გზავნისს გაყინულ კანზე..
იქნებ,ეს ვერ მეთმობა?!
-აქ ვარ!-ისე მტკიცედ ამბობს,
მჯერა,ყველაფერი მასაც ისე ტკივა,როგორც მე..
ათამდე ვითვლი..
თვალდახუჭული..
ერთი
ორი
სამი
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
რვა
ცხრა
ათი..
მისი ცივი არომატი უკვე იმაზე მეტია ოთახში,ვიდრე სულიდან გამოწურული ყველა უიმედობა ერთად..
ერთიდან,ათის თქმამდე,
თვალდახუჭული ისევ იქ ვარ,
სიმწვანეში ჩარგულ ძველისძველ სახლში და,გასაღებს ვარგებ სამყაროს კარს..
სიმშვიდე მოდის..
___
დიდხანს ვიფიქრე სახელებზე და,არც ღირდა..
მონოლოგი თუ,ილუზია-თქვენთვის მომინდია..
რატომ და რისთვის?!-მითუფრო ვერ გეტყვით..
სიტყვები რომ თავისთვის იწერება ხოლმე,ისე გამოვიდა..
მინდა,რომ იგრძნოთ და ალბათ მხოლოდ ამას ველი..
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

თურმე ყველაფერზე დიდი ბედნიერება სახლში ყოფნაა და სულის სიმშვიდე. როცა მშვიდად ხარ ე.ი. ყველა და ყველაფერი კარგადაა.და ვერსად იქნები ისე კარგად როგორც საკუთარ სახლში.მხოლოდ მოარგე გასაღები, ერთი ნაბიჯი და აი ისიც-სიმშვიდე.მომენატრეთ

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
თურმე ყველაფერზე დიდი ბედნიერება სახლში ყოფნაა და სულის სიმშვიდე. როცა მშვიდად ხარ ე.ი. ყველა და ყველაფერი კარგადაა.და ვერსად იქნები ისე კარგად როგორც საკუთარ სახლში.მხოლოდ მოარგე გასაღები, ერთი ნაბიჯი და აი ისიც-სიმშვიდე.მომენატრეთ

მეც ისე მახარებთ თქვენი გამოჩენით! ❤️ სახლი სიმშვიდეა-გეთანხმებით,მთავარია სწორ კარში შევიდეთ ❤️

 


№3 სტუმარი one

chemi sayvareli gogona❤️
gonieri da gamorcheuli)))
momenatra sheneuli ambebi❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
chemi sayvareli gogona❤️
gonieri da gamorcheuli)))
momenatra sheneuli ambebi❤️

ქეთო ❤️ როგორ გამათბე ❤️ მეც ისე მომენატრეთ.. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent