ზღვარს მიღმა (თავი მეთერთმეტე)
წინწკლებიანი ფაშატი თავისუფლად დანავარდობდა თავლის ეზოში, ფაფარს ქარი უფრიალებდა, დროდადრო ჩერდებოდა და გვერდით ადევნებულ კვიცს საშუალებას აძლევდა დასწეოდა, ნორა ღობეზე დაყრდნობილი ღიმილით შესცქეროდა დედა შვილის ურთიერთობას, - კარგია რომ ისევ საძინებელში არ ხარ, -ნაცნობი ხმა მოესმა და როგორც კი წელზე ჯეისის ხელი იგრძნო უნებურად შეკრთა, შემობრუნდა, ის მის წინ იდგა მხოლოდ მისთვის ჩვეული დამათრობელი სურნელით, ნაძალადევი ღიმილით და თვალებში სევდით, - წამოდი ვისაუზმოთ, შემდეგ კი მე და ბიჭებს ისევ გასვლა მოგვიწევს, - ჰოო და ალბათ ხვალამდე არ დაბრუნდები, - რაღაც პრობლემებია ნორა, რომელიც ჩემი მოსაგვარებელია, - აქ რას ვაკეთებთ ჯეის? - ვიფიქრე რომ შენთვის აქ ყოფნა უკეთესი იქნებოდა, აქაურობა ხომ მოგწონს? - ჩემთვის არც კი გიკითხავს ქალაქიდან წამოსვლა მინდოდა თუ არა, - აქ ბევრად უსაფრთხოდ იქნები, - საფრთხე მემუქრება? ჯეისი მოიღუშა და წარბები შეკრა, ნორა მიხვდა როგორ ყოყმანობდა ეთქვა თუ არა რაღაც, ბოლოს თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, თავი გადააქნია და სახეზე ისევ უდარდელი გამომეტყველება და ნაძალადევი ღიმილი აიკრა, - სერიოზული არაფერია, უბრალოდ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ასე უფრო სწორად მივიჩნევ, ეს ადგილი ბევრად დაცულია, - ჰო მაგრამ აქ სულ მარტო ვარ ჯეის, ლუკასიც კი აღარ არის ჩემს გვერდით, შენც უმეტეს დროს არც კი ვიცი სად ატარებ, - სამეფოში არეულობაა ნორა, ამას ახლა ვერ აგიხსნი საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, ვისურვებდი შენთან მეტი დროის გატარების საშუალება მქონდეს, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არა, ნორამ ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა, თავს იმ პატარა ჭირვეული ბავშვივით გრძნობდა ყველანაირი ხერხით რომ ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, - ასე აღარ შემიძლია ჯეის, ასე ცხოვრება არ შემიძლია, ეს მე არ ვარ, მე ის არსება არ ვარ რომელიც ასე უბრალოდ დაჯდება და დაელოდება როდის მოაგვარებ საიდუმლო საქმეებს და მასთან მიხვალ, - შენ არც კი მელაპარაკები ნორა, არასდროს საუბრობ იმაზე თუ რა გინდა, არ მეუბნები რა მოხდა როცა დაკარგული იყავი, ჩემგან რას ითხოვ? -ჯეისი სასოწარკვეთილი მზერით შეჰყურებდა კბილს კბილზე აჭერდა რომ როგორმე თავი შეეკავებინა, - ადამი ვინ არის? -გამოსცრა კბილებში და ნორას იმდენად მიუახლოვდა რომ მისმა სურნელმა თავბრუ დაახვია და წამიერად თვალები დახუჭა, -მეტყვი თუ არა ბოლოსდაბოლოს ვინ ჯანდაბაა, - არ ვიცი ვინ არის, მე... მე უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ ... -ნორას ხმა უთრთოდა და ჯეისის ტკივილით სავსე მზერის შემხედვარეს გული თითქოს ნაწილ-ნაწილ ეფლითებოდა, -იმ ღამით მან მიპოვა ტყეში, ზუსტად ახლაც არ ვიცი რა მოხდა და რა გავაკეთე მაგრამ როცა მიპოვა მთლიანად სისხლიანი ვიყავი, ჯეისმა ამოიგმინა და ხელები მომუშტა, -მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი, -ჩაიჩურჩულა და თან ანიშნა განაგრძეო, - ისეთი არაფერი მომხდარა როგორც მითხრეს ეს უბრალოდ კურდღელი იყო, გონს მის სახლში მოვედი, სახლი არც ეთქმის, უცნაური ადგილი იყო, მერე კი წამომიყვანა ისევ იმ ადგილზე და დანარჩენი შენც იცი, - სულ ეს არის? - სხვა არაფერი ყოფილა, მითხრა რომ ჩემს გონს მოსვლას და გამოჯანმრთელებას ელოდა რათა დაბრუნების უფლება მოეცა, შემდეგ კი თვითონ მომიყვანა იქ სადაც უკვე შენ მიპოვნე, - და მერე მოედანზეც მოვიდა შენს სანახავად? ასე არსაიდან ჩნდება, შენზე ზრუნავს და ისე უკვალოდ ქრება თითქოს არც კი არსებობს, მისი სახელის გაგონებაზე თვალები გენთება და ყოველ ღამე მის სახელს აბოდებ, სიზმარშიც მას ხედავ ხოლმე? როგორ გინდა დავიჯერო რომ არავინ არ არის, ყოველ ღამე შენს საწოლთან ვათენებ ნორა, შენ კი მხოლოდ მას ახსენებ, ბოდავ რომ გენატრება და მისი ნახვა გინდა, -თავზე ხელები შემოიჭდო და თვალები დახუჭა, -ამის გაგება არ შემიძლია, შენ არაფერს მეუბნები, მე კი ლამისაა გავგიჟდე, ჭკუიდან ვიშლები, - მაპატიე მე... მე არ მინდოდა, ყველაფერი თავისთავად მოხდა, -ხელი ასწია რომ სახეზე შეხებოდა მაგრამ ჯეისმა უფლება არ მისცა, გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა და თვალზე ცრემლი მოადგა, - ის ლაქა მაჩვენე ფერდზე რომ გაქვს, -ჯეისის ხმა ცივად, უემოციოდ ჟღერდა, - ლაქა? რომელი ლაქა? -ნორას აღარც კი გახსენებია, ნიშანი რომელიც ფერდზე ჰქონდა და ჯეისის ნიშნის იდენტური იყო, მაისური აიწია და გაოცებულმა შეხედა ჯეისს, ლაქა საკმაოდ გაფერკრთალებულიყო, უკვე თითქმის აღარ ეტყობოდა, - კი მაგრამ ეს შეუძლებელია, როგორ უნდა მომხდარიყო, ვერ ვხვდები, - ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, -ნორას ზურგი შეაქცია და მძიმე ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, - მოიცადე ჯერ არ დაგვიმთავრებია, შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, -გვერდით ამოუდგა და გაბედა სახეში შეეხედა, ჯეისის სახე ამჯერად არაფერს ეუბნებოდა, ცივი არაფრისმთქმელი ნიღაბი ჰქონდა აკრული, - მითხარი რისი თქმა გინდა, - მინდა ჩემს სამყაროში დავბრუნდე, ნიუ იორკში, თუნდაც ცოტა ხნით, - უკვე გითხარი რომ შენი სამყარო ესაა და არა ის, -ჯეისს ნაბიჯი არ შეუნელებია, - ნება მომეცი მე გადავწყვიტო რომელია ჩემი, თანაც აქაურობის მიტოვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტა ხნით დასვენება და ამ ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება, - ვიცი რომ აქაურობის გარეშე ვერ იცხოვრებ, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ახლა შენი წასვლა გამორიცხულია, დაივიწყე, - რას ნიშნავს დავივიწყო ჯეის, წასვლა მინდა და წავალ, - პატარა ბავშვივით იქცევი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვას არ ექვემდებარება, აქედან ვერსად წახვალ, დამშვიდდი, დაწყნარდი და დაისვენე, დღეს მარტო მოგიწევს საუზმობა, მე რატომღაც მადა დავკარგე, -ნორა სახლამდე მიაცილა, მერე კი შებრუნდა და წავიდა ისე რომ აღარაფერი უთქვამს და დატოვა ასე ფიქრებარეული, ნორა იქვე კიბეზე ჩამოჯდა და ათასფრად აყვავებულ ბაღს გახედა, თავს საშინლად გრძნობდა, ბრაზობდა, თუმცა ჯეისის მიმართ დანაშაულის შეგრძნება უფლებას არ აძლევდა ბრაზი მასზე ამოენთხია, -ჯანდაბა რა გამოდის რომ აქ პატიმარივით უნდა ვიცხოვრო და ველოდო როდის გაიღებს მოწყალებას და უკან დამაბრუნებს? -თვითონაც უკვირდა როგორ მოხდა რომ პატარა სულელი გოგოსავით იქცეოდა და არაფერს ყურადღებას არ აქცევდა, -ზღაპარი სულაც არ აღმოჩნდა ზღაპარი არა? -ჩაიჩურჩულა და წამოდგა, იმ სიბრაზეს და უმწეობის შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა რომელიც მასში ნელ-ნელა იზრდებოდა და თითქმის მთელ მის არსებას ავსებდა, * * * - როგორ ხარ? -მარკუსი გვერდით მიუჯდა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარ მოღუშულ ნორას და ხელი მოხვია, - მომენატრე მარკუს, -ნორამ თავი მხარზე მიაყრდნო, -უკვე მთელი კვირაა არ მინახიხარ, სად იკარგებით ხოლმე? - ალბათ ჯეისი გეტყოდა რომ სამეფოში პრობლემები გვაქვს, მოგვარებას ვცდილობთ, - შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ ახლა ნაკლებად მაინტერესებს ის პრობლემები რომლის შესახებაც არავინ არაფერს მეუბნება, -ისევ იმ უეცარმა სიბრაზემ შეიპყრო, ვერაფერს რომ ვერ უხერხებდა, მის წინ მდგარ ყავის ჭიქას მთელი ძალით მოუჭირა ხელი და მხოლოდ მაშინ შეხედა როცა ჭიქა მის ხელში მტვრად იქცა და გაიფანტა, - ეს როგორ გააკეთე? -მარკუსი ფეხზე წამოდგა და მაგიდას მოპირდაპირე მხრიდან დაეყრდნო, - არ ვიცი მარკუს, წარმოდგენა არ მაქვს, აღარც მიკვირს, მას მერე რაც დავბრუნდი მუდმივად მემართება ასეთი უცნაურობები, - ჯეისმა იცის ამის შესახებ? - მინდოდა მეთქვა მაგრამ ის არასდროს არის ჩემს გვერდით, თანაც მართლაც ბევრი პრობლემა აქვს და აღარ მინდა რომ დავუმატო, - ჰო მაგრამ ნორა ეს ხუმრობა არ არის, შეიძლება გაუცნობიერებლად ისეთი რამ გააკეთო რის გაკონტროლებასაც ვერ შეძლებ, შეიძლება საკუთარ თავს ან ვინმე სხვას რამე დაუშავო, შენ წვრთნა გჭირდება, ვარჯიში, რომ ძალები აღმოაჩინო და მერე მათი გაკონტროლება ისწავლო, ჯეისს ვთხოვ რომ ნება დამრთოს შენთან მეტი დრო გავატარო და ვეცდები დაგეხმარო, -მარკუსის წყლისფერ თვალებში გულწრფელი შეშფოთება და თანაგრძნობა ჩანდა, ნორას გაეღიმა, - ერთმა ნაცნობმა მითხრა რომ ამ სამეფოში ყველა უამრავ სხვადასხვა ნიღაბს ატარებს, მაგრამ ვფიქრობ შენ ერთადერთი ხარ რომელსაც ნიღაბი არ სჭირდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთან, მარკუსის გაუცინარი სახე წამიერად თბილმა ღიმილმა გაანათა, ნორას ხელი ხელში მოიქცია და თვალებში ჩახედა, - მიხარია რომ ჩემს შესახებ ასე ფიქრობ, ჯეისზე კი ნუ გაბრაზდები, წასვლის ნებას იმიტომ არ გაძლევს რომ ეშინია, - რატომ ეშინია? - შენს გამო ეშინია, იმ სამყაროში დაბრუნდები თუ არა შენზე ნადირობას გამოაცხადებენ, სამი სამეფოს საუკეთესო მაძებრები შენზე ინადირებენ და ახლა ჯეისი იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის რომ შენი დაცვა შეძლოს, - სამი სამეფო? საიმონიც? ის ხომ ჯეისის მეგობარია, - მეგობარი? როგორი გულუბრყვილო ხარ ნორა, უკვე დაგავიწყდა რას ამბობდი ცოტა ხნის წინ ნიღბებზე? საიმონის უამრავ ნიღაბს შორის ერთ-ერთი მეგობრისაა, კარგად დაიმახსოვრე, აქ არავის ენდო, საერთოდ არავის, - არც შენ? - არც მე, კიდეც რომ არ მინდოდეს არავინ იცის სიტუაცია რის გაკეთებას მაიძულებს, * * * უკვე მთელი თვე გავიდა მას შემდეგ რაც მარკუსმა ჯეისი დაითანხმა რომ ნორას ვარჯიშში დახმარებოდა, ნორა ჯეისს თითქმის ვერ ხედავდა სამაგიეროდ მთელ თავისუფალ დროს მარკუსთან ატარებდა და მთელი ყურადღება ვარჯიშზე გადაჰქონდა, სიტყვაც კი აღარ დაუძრავს წასვლაზე, იცოდა რომ ახლა დარჩენა უკეთესი იყო, ძალებს აითვისებდა და როცა ნიუ იორკში დაბრუნდებოდა სხვა თუ არაფერი თავის დაცვას მაინც შეძლებდა, ადამი არ გამოჩენილა და ნორაც ყველანაირად ცდილობდა მის დავიწყებას, თუმცა სიზმრებში მოვლენილ მის ცისფერ თვალებს ვერაფერს უხერხებდა, საშინლად ბრაზობდა რომ თავს ვერაფერს უხერხებდა, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა დღისით მაინც დაევიწყებინა, მარკუსი საკმაოდ მომთმენი და კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა, ნორას წუწუნს მოთმინებით იტანდა და ახალ ახალი უნარების აღმოჩენაში ეხმარებოდა, ვარჯიშის დროს სახლი კინაღამ გადაწვეს და ბაღის ნაწილი თითქმის მთლიანად გაანადგურეს მაგრამ ნორა მაინც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი იყო როცა ხვდებოდა თუ რამდენი რამ შეეძლო, - კიდევ რაღაცაში მინდა დამეხმარო მარკუს, -ნორა ბალახზე იყო წამოწოლილი და ვარჯიშის შემდეგ აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა, - მაინც რა უნდა გავაკეთოთ, უკვე თითქმის ყველაფერი ვიცით რაც შეგიძლია და შეძლებისდაგვარად გამოყენებასაც ეუფლები, უზარმაზარი საგნების გაცამტვერება შეგიძლია, ამინდზე ზემოქმედება და აზრების კითხვა, შეგიძლია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაყინო ან გადაწვა, შენ ძალიან ძლიერი ხარ ნორა, - ჰო მაგრამ ყველაზე მთავარ რამეში არ გვივარჯიშია, - ახლა ისეთი დაღლილი ვარ ვერაფერს ვხვდები, -მარკუსი მის გვერდით წამოწვა ბალახზე და ამოიხვნეშა, -ძალიან მღლი, ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ ვარჯიში და აქაურობა მოვაწესრიგოთ, ერთ კვირაში წყვდიადის სამეფოდან გვესტუმრებიან, საიმონს და ჯეისს რაღაც შეთანხმება აქვთ დასადები, - ესე იგი საიმონი გვესტუმრება? საინტერესოა, -ნორას მკვირცხლ გონებაში ახალმა გეგმამ დაიყო მომწიფება, - შენი გამომეტყველება არ მომწონს, რა ჩაიფიქრე? არ დაგავიწყდეს საიმონზე რაც გითხარი, - შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი, -ნორამ მხიარულად გადაიკისკისა, -მართალია, რაღაც ჩავიფიქრე მაგრამ სერიოზული არაფერია, ნუ ნერვიულობ, - ახლა იმაზე უფრო ვნერვიულობ რომ ამდენი ვარჯიშის შემდეგ კიდევ კისკისის ხასიათზე ხარ, მე კი ყველაფერი მტკივა და დავიღალე, - კარგი რა ნუ წუწუნებ გთხოვ, მხოლოდ ერთი თხოვნაც შემისრულე და გეფიცები აღარაფერს გთხოვ, მინდა რომ მგლად გარდასახვა ვისწავლო, ვიცი რომ შესაძლებელია, როცა მომინდება და რამდენ ხანსაც მომინდება მაშინ გარდავისახო უბრალოდ არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო, - ჰმ, მგონი გავიწყდება ვინ ვარ, მე მგელი არ ვარ ნორა, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები, მაგრამ მგელიც რომ ვიყო, ყოველთვის უმჯობესია თუკი ამ ყველაფერს მეწყვილესთან ერთად გაივლი, მასთან ერთად ვისაც შენი ყველაზე კარგად ესმის, - ჯეისს გულისხმობ? - რათქმაუნდა მას ვგულისხმობ, სთხოვე და ამ საკითხში ის გავარჯიშებს, - არ მინდა შევაწუხო, მას არასდროს ცალია, მარტო კი მეშინია, - ასეც უნდა იყოს, უნდა გეშინოდეს, თორემ მარტო თუ გარისკავ არამგონია მხოლოდ საცოდავი კურდღლით გადავრჩეთ, -ნაცნობი ხმის გაგონებაზე ორივე წამოჯდა თავზე ჯეისი ადგათ უცნაურად მხიარული იყო და იღიმოდა, - მე დაგტოვებთ, დღეს უკვე საკმარისად ვივარჯიშეთ, მარკუსი წამოხტა და სახლისკენ წავიდა, - ანუ გინდა რომ შენ მასწავლო? -ნორამ გაუბედავად შესცინა, - მოდი ასე გავაკეთოთ, -ჯეისმა ხელი გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა, -ახლა წავიდეთ ვჭამოთ, ძალიან მშია, საღამოს კი ერთად გავისეირნოთ ტყეში, - როგორ ახერხებ რომ ასეთი იყო? - როგორი ასეთი? - ასეთი კარგი ჩემს მიმართ, მიუხედავად ჩემი საქციელისა, ჯეისის შავ თვალებში წამიერად გაკრთა სევდა, თუმცა მალევე მოერია თავს და გაიღიმა, - როგორ ფიქრობ მხოლოდ იმიტომ შემიძლია ცუდად მოგექცე რომ აღარ გიყვარვარ? ასე მიცნობ? მინდა რომ ბედნიერი იყო, შეიძლება თავიდან სხვა მიზნები მქონდა მაგრამ შემდეგ შემიყვარდი, შეგიძლია არ დაიჯერო მაგრამ ასეა, ახლა ვინც რა არ უნდა თქვას იცოდე რომ მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი, -არ ელოდა რომ ნორა ჩაეხუტებოდა ერთ ადგილზე გაშეშდა და გულზე მიკრული ქალის მონატრებული სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, მერე ნაზად მოხვია ხელები წელზე და სახე მის თმებში ჩარგო, - მადლობა ჯეის, ყველაფრისთვის, - სამადლობელი არაფერია, უნდა იცოდე რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, - ყველაფერს გარდა ჩემი ნიუ იორკში გაგზავნისა, - ველოდებოდი როდის მკითხავდი ამის შესახებ, - პასუხი რა არის? - არა, - როდის შეიცვლება შენი პასუხი, - არ შეიცვლება ნორა, - კარგი, - არ გაბრაზდები? არ მეჩხუბები? არაფერს დაწვავ ან დაამტვრევ? -ჯეისმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ნორას თვალებში ჩახედა, -რა ხდება რა შეიცვალა? - უბრალოდ ვფიქრობ რომ ჯერჯერობით უკეთესია თუ აქ ვიქნები, მე და მარკუსს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ახლა კი შენთან ერთადაც უფრო მეტი დროის გატარება მომიწევს, ამ ყველაფერზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, ჯეისი წარბშეჭმუხნილი უყურებდა სახლისკენ მიმავალ ნორას და ვერ ხვდებოდა რის გაკეთებას ცდილობდა, რა ჰქონდა დაგეგმილი, რატომღაც ისე ვეღარ გრძნობდა მას როგორც ადრე, მაისური აიწია და ლაქას დახედა რომელიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა, -ასეა, ნამდვილად კავშირის შესუსტების გამოა რომ ვეღარ ვგრძნობ მის განწყობას და სურვილებს, ჯანდაბა ნეტავ რა ჩაიფიქრა? -ნელი ნაბიჯით მიყვა ნორას, მარკუსი უკვე მაგიდასთან იჯდა და ილუკმებოდა, - მაპატიეთ რომ ვერ დაგელოდეთ, ძალიან მშიოდა, -ლუღლუღებდა პირგამოტენილი, - პატარა ბიჭო შენთვის არ უსწავლებიათ რომ ჭამის დროს არ უნდა ილაპარაკო, -ნორამ მარკუსს თმა აუჩეჩა, და გვერდით მიუჯდა, -მთელ ქათამს ნუ შეჭამ ღორმუცელა ცოტა მეც დამიტოვე, - ღორმუცელას მე მეძახი? ნახე ამ ერთ თვეში რამდენი მოიმატე, ჯეისი ღიმილით შესცქეროდა მათ კინკლაობას და საერთოდ აღარ ახსოვდა რომ თვითონაც მშიერი იყო. * * * - არ მითხრა რომ გეშინია, -თეთრ სარაფანში გამოწყობილ ფეხშიშველ ნორას შეჰყურებდა რომელიც ჩაბნელებულ ტყეს ეჭვით სავსე მზერით შესცქეროდა, - არ მეშინია, უბრალოდ ვღელავ, მაშინ რა და როგორ გავაკეთე საერთოდ არ მახსოვს, ისიც არ მახსოვს მტკივნეული იყო თუ არა, - მე მომენდე ნორა, მერწმუნე სულაც არ არის მტკივნეული, ეს შენთვის ისეთივე ბუნებრივია როგორც ჭამა ან ძილი, ახლა კი გაიხადე, - რაა? - გაიხადე, რათქმაუნდა შეგიძლია ტანსაცმლიანად გარდაისახო მაგრამ მაშინ ამ საყვარელი კაბისგან მხოლოდ ნაფლეთები დარჩება და სახლში შიშველს მოგიწევს დაბრუნება, - მაშინ შებრუნდი, - როგორც გინდა, -გაეცინა ჯეისს, -მაგრამ იცოდე მაინც მოგვიწევს ერთმანეთი შიშველი დავინახოთ სხვანაირად არ გამოვა, ახლა სხვა რამეზე უნდა იფიქრო და არა სიშიშვლეზე, შემომხედე და კარგად დააკვირდი რას გავაკეთებ, - ნორა ჯეისისკენ შებრუნდა, კაბა და საცვლები გულზე ჰქონდა აკრული და საცოდავად აცეცებდა თვალებს, შიშველი ჯეისის სრულყოფილი სხეულის დანახვისას უნებურად მოისვა ენა გამშრალ ტუჩებზე და ნერწყვი გადაყლაპა, - ნორა მობილიზება მოახდინე, -ჯეისს ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა ღიმილს, დაიმახსოვრე რომ უბრალოდ უნდა გინდოდეს ამის გაკეთება, უნდა იგრძნო ის რასაც აკეთებ, შემომხედე, -ჯეისმა მთვარეს ახედა და მხრები შეარხია ნორა თვალებს არ უჯერებდა ისე მსუბუქად და მარტივად შეძლო გარდასახვა, რამდენიმე წამის შემდეგ მის წინ ჯეისის მაგივრად უზარმაზარი შავი მგელი იდგა და თვალებში შესცქეროდა, თითქოს იწვევდა, აქეზებდა, ამხნევებდა, ტანსაცმელს ხელი უშვა თავი უკან გადააგდო და მთვარეს შეხედა, უნდოდა, ძალიან უნდოდა, მთელი გულით უნდოდა გარდასახვა, სხეულში სასიამოვნო სიმხურვალეს გრძნობდა, მერე იგრძნო როგორ დაიწყო ცვლილება და ჯეისი მართალი აღმოჩნდა არაფერი სტკენია, პირიქით ეს ისეთი სასიამოვნო იყო... რამდენიმე წამში ჯეისს გვერდით ამოუდგა და თავი თავზე მიადო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, სხვანაირად ესმოდა, სხვანაირად ხედავდა, ყნოსვა ბევრად გამძაფრებული ჰქონდა და საერთოდ აღარ აშინებდა ჩაბნელებული ტყე რადგან ხეებს შორის ყველაფერს ისე ნათლად ხედავდა და არჩევდა თითქოს დღე ყოფილიყოს, ჯეისსაც გრძნობდა, თითქოს ხვდებოდა რისი თქმაც უნდოდა, - გამომყევი, -ანიშნა ჯეისმა და ტყისკენ გაიქცა, ნორაც გაყვა, ქარივით სწრაფად მირბოდა მის გვერდით, საოცარი შეგრძნება იყო, თავისუფლების და სიძლიერის ნაზავი, შუაღამემდე დარჩნენ ტყეში, უამრავი რამ აჩვენა ჯეისმა, პატარა ბავშვებივით დასდევდნენ ერთმანეთს და ხალისობდნენ, - შემეჯიბრები? -ანიშნა ნორამ და გაიქცა, -სწრაფად მირბოდა ისე სწრაფად რომ ძლივს ამჩნევდა ხეებს და ბუჩქებს, გრძნობდა როგორ ანიშნებდა ჯეისი რაღაცას მაგრამ ახლა ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც კი მიხვდა ისე გადაკვეთა საზღვარი და ფერიების მიწაზე გადავიდა, მის უკან ძლივს შესამჩნევი შიშინით დაიკეტა უხილავი ბარიერი და ბარიერს მთელი ძალით შემსკდარი ჯეისი, გულისმომკვლელი წკმუტუნით გადავარდა უკან, ნორას არაფერი გაუგია, რამდენიმე წამს კიდევ მირბოდა და ბოლოს როცა მიხვდა რომ ჯეისი აღარ მიყვებოდა შეჩერდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, უმწეოდ შეჰყმუვლა მთვარით გაჩახჩახებულ ზეცას, მის მახვილ სმენას არ გამოპარვია ძლივს შესამჩნევი ნაბიჯის ხმა, დაიძაბა და ბასრი კბილები გამოაჩინა, ზუსტად მის წინ ტყის სიღრმიდან ნაცნობი ფიგურა გამოვიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, ნორას გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა როცა მიხვდა ვინ იყო, ადამი ფრთხილად მიუახლოვდა მონატრებით და სიყვარულით სავსე ცისფერი თვალები მიანათა და თავზე ხელი გადაუსვა, - გელოდი პატარავ, - ჩაიჩურჩულა თბილი ხმით და მის წინ ჩაიმუხლა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.