ზღვარს მიღმა (12)
ბაღში გავიდა თუ არა ლუკი და ნედი თითქოს არსაიდან გაჩნდნენ და გვერდით ამოუდგნენ, - გამიხარდა თქვენი ნახვა ბიჭებო, ამ ბოლო დროს იშვიათად გხედავთ ხოლმე, მომენატრეთ, -ნორა გულწრფელი იყო, ჯეისის მეგობრები უკვე საკუთარი მეგობრებივით უყვარდა, - საოცრად გამოიყურები წითურო, -ნედმა ხელი ჩაჰკიდა და დაატრიალა, ნორას კისკისმა ჰაერი გაჰკვეთა და ჯეისი აიძულა საიმონთან საუბარი შეეწყვიტა და მისთვის შეეხედა, ერთი წამით თვალი ვერ მოაშორა, ულამაზესი იყო, სადა ცისფერი კაბით და გაშლილი თმით, უმაკიაჟოდ, საყვარლად აწითლებული ლოყებით რომლებზეც სიცილისას ის ღრმულები უჩნდებოდა ასე რომ უყვარდა ჯეისს, - წამოდი ჯეისის და საიმონის მაგიდასთან მიგაცილებ, თორემ ხომ ხედავ ჯეისი როგორ გიყურებს, -ლუკმა ხელკავი გამოსდო და წაიყვანა, - საოცრად გამოიყურები, -ჩასჩურჩულა ჯეისმა და სკამი გამოუწია, პატარა და საკმაოდ ლამაზი წვეულება ბაღში იმართებოდა, ხეები და მდელო სადად და გემოვნებით იყო მორთული, აქა-იქ მაგიდები იდგა სტუმრებისთვის, ყველაფერზე მირამ იზრუნა, მაგრამ თვითონ არსად ჩანდა, ბოლო დროს ამჩნევდა ნორა როგორ არიდებდა მირა თავს მასთან შეხვედრას და საუბარს, - ესე იგი ცელქობ არა პატარა ქალბატონო? -საიმონის ხმა იმდენად არაფრისმთქმელად ჟღერდა ნორას გონების დაძაბვა მოუხდა იმის გასაგებად ხუმრობდა თუ არა, - რას გულისხმობ საიმონ? - წინა კვირას ღამით ფერიების საზღვარი დაგირღვევია, ეს თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ მგლის ფორმაში? ეს უკვე უკანონობაა, - გეყოფა საიმონ, -ჩაიღრინა ჯეისმა და ბრაზით ანთებული შავი თვალების მზერა გაუსწორა საიმონის წითლად მოელვარე თვალებს, -მშვენივრად იცი რომ როცა საქმე ნორას შეეხება არანაირი კანონი არ არსებობს, მას ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი შეუძლია, შენი აზრით როგორ გადალახა დამცავი ბარიერი, ასევე მარტივად შეუძლია შემოსვლა შენს სამეფოშიც თუკი მოისურვებს, ახლა კი რაკი შეთანხმება უკვე დავდეთ ჯობია ცოტა გაერთოთ, -წამოდგა და ნორასთვის არც შეუხედავს ისე წავიდა მოშორებით მჯდარი მეგობრებისკენ, არ უსაუბრიათ იმის შესახებ რაც იმ ღამით მოხდა, არადა ნორა აშკარად გრძნობდა როგორ აწუხებდა ჯეისს ეს ყველაფერი, -გელოდი პატარავ, -თითქოს ისევ ჩაესმა ადამის სასიამოვნო ხმა და თვალები დახუჭა რომ მისი მზერა და თლილი თითები წარმოედგინა, ისე ნათლად ახსოვდა მისი სიახლოვე, მისი შეხება, ხმა და საოცარი მზერა, - არა, არ გარდაისახო, -შეაჩერა ადამმა როცა ნორამ ადამიანის ფორმაში დაბრუნება გადაწყვიტა, - ნეტავ ახლა შეგეძლოს ჩემი თვალით შენი თავის დანახვა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ლამაზი ხარ, ნამდვილი საოცრება ხარ, ჩემი პატარა საოცრება, - თლილი თითები თავზე გადაუსვა და როგორც კი დაინახა როგორ მინაბა თვალები ნორამ ღიმილი ვერ შეიკავა - მაპატიე რომ ხშირად ვერ გნახულობ, გპირდები მალე ყველაფერი შეიცვლება და ვეღარავინ და ვერაფერი მაიძულებს შენგან შორს ყოფნას, შენ კი უნდა დამპირდე რომ აქედან წასვლას თავიდან ამოიგდებ, ახლა შენთვის ნიუ იორკში დაბრუნება სახიფათოა, ცოტა ხანს მოიცადე და გპირდები თუ სურვილი გექნება მე თვითონ დაგაბრუნებ იმ სამყაროში, -ეჩურჩულებოდა, ეფერებოდა და სიამოვნების საბურველში ხვევდა, ნორამ ვეღარ გაუძლო, მის გვერდით მთლიანად კარგავდა თავგზას, არ შეეძლო და არც უნდოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი თითების შეხებისგან მოგვრილი სასიამოვნო ჟრუანტელი სხეულში ტალღებად უვლიდა და რეალობას სწყვეტდა, თავი მხარზე დაადო და როგორც კი მისი სურნელი იგრძნო თვალები თავისთავად დაეხუჭა და გაყუჩდა, არ ახსოვს როგორ მიიყვანა ადამმა საზღვრამდე, არც საზღვრის გადაკვეთა გაუგია, მხოლოდ ის ახსოვს როგორ ეხვეოდა შეშინებული ჯეისი, - რას არ მივცემდი რომ გამაგებინა ახლა რაზე ფიქრობ, -საიმონის შემპარავმა ხმამ გამოაფხიზლა, ხელებზე ნიკაპით ეყრდნობოდა და ნორას თვალს არ აშორებდა, რომელიც უკვე აშკარად გრძნობდა საიმონის გონებრივ ზეწოლას, - ტყუილად ნუ იწვალებ საიმონ, არც კი ეცადო შენი ძალების ჩემს წინააღმდეგ გამოყენებას, არაფერი გამოგივა, თუ რამე გაინტერესებს პირდაპირ მკითხე, -მარკუსთან ერთად ვარჯიშის შედეგს მშვენივრად გრძნობდა და ნელ-ნელა იპყრობდა თვითკმაყოფილება და თავდაჯერება. - ბოლოს დღესასწაულზე შევხვდით არა? ძალიან შეცვლილხარ, ისეთი მიამიტი და მიმნდობი აღარ ჩანხარ როგორც მაშინ იყავი, ახლა უფრო მშვიდი ხარ და თავდაჯერებული, როგორც ვხედავ ძალებიც აღმოგიჩენია და მათ გამოყენებასაც სწავლობ, ყველაფერს იმაზე სწრაფად ითვისებ ვიდრე ვფიქრობდი, - უბრალოდ შეცდომებზე ვსწავლობ საიმონ, - ამიტომაც მომწონხარ, ყველას არ შეუძლია, შეცდომის აღიარება და მათი სათავისოდ შემოტრიალება, - ვერც ვიფიქრებდი რომ შენგან კომპლიმენტს მივიღებდი, - ჰოო, ამით ბევრი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, -საიმონმა გაუღიმა და შემპარავი ხმით გააგრძელა, - შენზე და ჯეისზე გავიგე, ერთად აღარ ხართ? - ეს საიდან გაიგე? ვინ გითხრა? - მინდა გითხრა რომ აქ ყველამ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით, როგორ გგონია ეს მოჩვენებითი მეგობრული წვეულება რას ნიშნავს? ჯეისსაც ისე ყავს ჩემს სამეფოში ჯაშუშები, როგორც მე მის სამეფოში, - ამას ასე ადვილად როგორ ამბობ? - მისმინე ნორა, შენთან წინადადება მაქვს, ახლა როცა შენ და ჯეისს პირადი აღარაფერი გაკავშირებთ მინდა რომ ჩემს სამეფოში ცხოვრება და მისი ჩემთან ერთად მართვა შემოგთავაზო, ჩემს გვერდით შენ სამეფოსს მმართველი იქნები და არა გაურკვეველი სტატუსის მქონე არსება რომელიც ყოველთვის ზედმეტად გრძნობს თავს, ერთად უძლეველები ვიქნებით, დაფიქრდი, უყურებდა ნორა საიმონს ანთებულ თვალებში და მხოლოდ სიცარიელეს და ზიზღს გრძნობდა, ნუთუ მართლა არ არსებობს ამ სამეფოში არავინ ვინც ათასობით ნიღაბს არ ატარებს, ყველა მხოლოდ მის გამოყენებას ცდილობს, რაღაცას გეგმავენ, რაღაცისთვის ემზადებიან და ცდილობენ ნორა როგორც იარაღი გვერდით ყავდეთ, - ჯობდა არაფერი გეთქვა, ჩემი და ჯეისის პირადი ურთიერთობა არაფერ შუაშია, ამ სამყაროში თუკი სადმეა ჩემი ადგილი ეს მგლების სამეფოა, ყოველთვის ჯეისის გვერდით ვიქნები თუნდაც როგორც მეგობარი, ყოველთვის ყველაფერში მხარს დავუჭერ, ეს ჩემი სახლია, მეორედ აღარ გაბედო და ჩემს სამეფოში ჩემს სახლში ასეთი წინადადებით აღარ მომმართო, -წამოდგა და სანამ ზურგს შეაქცევდა ნაძალადევი ღიმილით და სევდიანი ხმით უთხრა - შენი ჯეისის მეგობრის ნიღაბი მართლა ძალიან მომწონდა საიმონ. * * * საძინებლის კარზე კაკუნის გაგონებისას შეკრთა, ის იყო გამოიცვალა და დასაწოლად ემზადებოდა, კარი გააღო, ცალი ხელით კედელს მიყრდნობილი ჯეისი თბილად უღიმოდა, - შენთვის მადლობის გადახდა მინდოდა, - მადლობა? რისთვის? - შენი და საიმონის საუბარი მოვისმინე, შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს ყველაფერი ჩემთვის რამდენს ნიშნავს, მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად მენდობი, ჰო და მართლა ამ ბოლო დროს ისე ვეღარ გგრძნობ როგორც ადრე და თუკი ღამე ისევ შეგაშინებს კოშმარები და მე არ მოვალ, თვითონ მოდი ჩემთან კარგი? -ლოყაზე მოეფერა, ერთხანს სევდიანი თვალებით უყურებდა, მერე გაუღიმა, შებრუნდა და საძინებლისკენ წავიდა, ნორა დიდხანს იდგა ღია კართან და ყელშიმოწოლილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა, ჯეისი მაინც მასზე ფიქრობდა, ყველაფრის მიუხედავად იმაზე ფიქრობდა რომ ნორა შეიძლებოდა კოშმარებს შეეწუხებინა, ჯანდაბა, რომ შეეძლოს, უბრალოდ რომ შეეძლოს ადამი დაივიწყოს, ის ხომ მაინც არასდროსაა მასთან, მოჩვენებასავით ჩნდება თავგზას ურევს და ქრება, უამრავმა ფიქრმა ერთდროულად შემოუტია, არა, ახლა ნამდვილად არ შეეძლო მარტო დარჩენა, ჯეისის საძინებელთან მივიდა და დაუკაკუნებლად შეაღო კარი, წელსზემოთ შიშველი ჯეისი საწოლის საზურგეზე მიყრდნობილი კითხულობდა წიგნს, ნორას დანახვაზე წამოიწია და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, - შეიძლება ამაღამ აქ დავიძინო? აკანკალებული ხმით ჰკითხა და თვალი გაუსწორა, ჯეისმა გამამხნევებლად გაუღიმა და უხმოდ ანიშნა საწოლზე, თხელი საბანი ასწია და მის გვერდით მოკალათდა, ჯეისმა წიგნი გვერდით გადადო და ნორას რომელიც ჯერ ისევ ცახცახებდა თავზე ხელი გადაუსვა, იმდენ ხანს ეფერებოდა სანამ ნორამ არ დაიძინა და შემდეგ თვითონაც დახუჭა თვალები, იმ ღამით პირველად დაესიზმრა ნორას ბიძია ბილი, საშინლად ბნელოდა, წვიმდა, ნორა ისევ ნიუ იორკში იყო, ქალაქგარეთ, უცნაურ მიტოვებულ შენობასთან, დაჟანგებული რკინის კარი ძლივსძლივობით გააღო და შენობაში შევიდა, უზარმაზარი ცარიელი სივრცის ბოლოს მიწისქვეშ ჩასასვლელ კიბესთან მივიდა და ჩაუყვა, ვიწრო დერეფნის ორივე მხრივ საკნისმაგვარი ოთახები იყო ჩარიგებული, დერეფნის ბოლო ოთახში კედელზე დამაგრებული ჯაჭვებით იყო მიბმული ბილი და დასისხლიანებული სახიდან ჩამომავალი სისხლი გულისპირში ეღვრებოდა, ნორა ცდილობდა მიახლოვებოდა მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერაფრით ახერხებდა ზღურბლზე გადაბიჯებას, უეცრად უცნაური ხმაური მოემა, ნაბიჯების ხმა და ღრენა, - წადი ნორა, ახლავე წადი აქედან, ისინი დაბრუნდნენ, შენ გელოდნენ, იცოდნენ რომ მოხვიდოდი, ამ არსებებს ვერ გაუმკლავდები, ახლავე წადი, -იღრიალა ბილმა და სიტყვებს სისხლი ამოაყოლა, გაოფლილს და აცახცახებულს გამოეღვიძა, იცოდა, დარწმუნებული იყო რომ ეს მხოლოდ სიზმარი არ იყო და ბიძამისს დახმარება სჭირდებოდა, ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე ნამდვილად ვერ იფიქრებდა, უკვე დილა იყო, ჯეისი აღარსად ჩანდა, სასწრაფოდ წამოდგა, საძინებელში დაბრუნდა, წყალი გადაივლო, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, მაგიდასთან მირა იჯდა და ყავას სვავდა, - დილა მშვიდობის, -მიუგდო უგულოდ და თვალი აარიდა, - დილა მშვიდობის მირა, სწორედ შენ გეძებდი, - მე? რატომ? - დახმარება მჭირდება, - და პირველი მე გაგახსენდი? არ მჯერა, - ირონია საჭირო არ არის მირა, დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემს დახმარებას მოისურვებ არ გთხოვდი, ვიცი რომ დამეხმარები, - კარგი რაკი ასეა გისმენ, -ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავის ჭიქა გვერდზე გაწია, მითხარი რა მოიფიქრე და რაში გინდა რომ დაგეხმარო, - ბევრი მიკიბ-მიკიბვის გარეშე გეტყვი, მინდა რომ პორტალში გასვლაში და ნიუ იორკში დაბრუნებაში დამეხმარო, არ გთხოვდი მაგრამ არ ვიცი სად არის და როგორ მუშაობს, - როგორც ვიცი ჯეისმა უარი გითხრა, რატომ გგონია რომ მე დაგეხმარები? - ჯეისის გამო, მართალია ერთად აღარ ვართ მაგრამ სანამ აქ ვიქნები არა მგონია ურთიერთობის აღდგენა მოახერხოთ, ვიცი ერთი სული გაქვს როდის წავალ, დამეხმარე და გპირდები ჯეისი ვერ გაიგებს, - იმაზე მეტად ჭკვიანი ხარ ვიდრე ვფიქრობდი, ამას თუ ჩემს იმპულსურობასაც დავამატებთ ჩავთვალოთ რომ შევთანხმდით, -მირა წამოდგა და ხელი გაუწოდა, -ჯეისი ბიჭებთან ერთად წავიდა და საღამომდე არ დაბრუნდება, გაემზადე ერთ საათში პორტალთან უნდა ვიყოთ, პორტალამდე ცხენებით მივიდნენ, ალბათ მირამ მოაგვარა რომ მცველები არსად იყვნენ და გარემო მთლიანად თავისუფალი იყო, ნორა გაოცებული შეჰყურებდა უცნაურ ქვის თაღს, - ეს არის პორტალი? აქ არაფერია, რა უნდა გავაკეთო? - სიმართლე რომ გითხრა ზუსტად არ ვიცი, პორტალების გამოყენება მხოლოდ მმართველებს შეუძლიათ ან სხვებს მათი ნებართვით, თუმცა დარწმუნებული ვარ შენც შეძლებ, შენ ხომ მმართველების ენერგიას ფლობ, მიუახლოვდი, ვნახოთ რა მოხდება, - ნორამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა პორტალისკენ და თვალებს არ დაუჯერა, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით მეტად ციმციმებდა თაღს შიგნით მოქცეული სივრცე, თითქოს ლივლივებდა, სუნთქავდა, ცოცხლობდა, იწვევდა და იზიდავდა, სხვადასხვაგვარი ფიგურებით მოხატულ ქვას ხელისგული მიადო და უცნაური მსუბუქი წვა იგრძნო, მასა და პორტალს შორის კავშირი იყო, ის იყო ალივლივებულ სივრცეში უნდა შეებიჯებინა რომ ცხენის ხმა მოესმა, უკან მოიხედა, ჯეისი საშინელი სისწრაფით მოაჭენებდა ცხენს, მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ჩამოქვეითდა და როგორც კი შეატყო რომ ნორამ მისი დანახვისას პოტალისკენ გადადგა ნაბიჯი, ერთ ადგილზე გაშეშდა, მირა პატარა დამნაშავე ბავშვივით მხრებაწურული იდგა და უხმოდ აკვირდებოდა სიტუაციას, - ეს არ გააკეთო ნორა არ წახვიდე, -ჯეისის ხმაში თხოვნა, მუდარა და სასოწარკვეთა ერთდროულად ისმოდა, გთხოვ, იქ შენთვის უსაფრთხო არ არის, ჯერჯერობით არა... - უნდა წავიდე ჯეის, მაპატიე რომ არ გითხარი, ვიცი წასვლის უფლებას არ მომცემდი, ახლა კი აუცილებლად უნდა წავიდე, ისედაც დიდი ხანია უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, აქაურობის გამო ყველა და ყველაფერი დავივიწყე, ჩემზე ნუ იფიქრებ, შემიძლია საკუთარ თავს მივხედო, - ნორა ამას ნუ იზავ, - ყველაფრისთვის დიდი მადლობა ჯეის, -შებრუნდა და პორტალში შეაბიჯა, მის უკან თაღი დაიხურა და მხოლოდ უსასრულო სივრცე დარჩა, პორტალმა რამდენიმე წამში ჩაყლაპა, შებოჭა და თავის ნებაზე წაიყვანა, თბილი ქარი თმას უწეწავდა და არარსებულ კედლებზე ახეთქებდა, უკვე თითქმის ვეღარ სუნთქავდა, თვალები დახუჭა, გონება დაძაბა და საკუთარი ბინა წარმოიდგინა, ის ბინა სადაც ამ სამყაროში წამოსვლამდე ბიძამისთან ერთად ცხოვრობდა, უეცრად მის წინ ოთახის კონტურები გამოიკვეთა, წინ მდებარე მოლივლივე კედელი თითქოს გათხევადდდა და ჰაერში აღმოჩენილმა თავი ვეღარ შეიკავა, მუხლებით დაენარცხა იატაკზე, მის ზურგს უკან პორტალი დაიხურა და გაქრა, ნორა გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, სველთმიან წელზე პირსახოც შემოხვეულ ლუკასს და ხმას ვერ იღებდა, - აქ რას აკეთებ ნორა? -ბოლოს ისევ ლუკასმა მოახერხა, ლაპარაკის დაწყება როგორც კი მიხვდა რომ მის საძინებელში მუხლებზე მდგარი ნორა მოჩვენება არ იყო, - ჯანდაბა, ამის დედაც, წარმოდგენა არ მაქვს შენს საძინებელში რას ვაკეთებ, წესით ჩემს ბინაში უნდა მოვხვედრილიყავი, პორტალს იქ უნდა წავეყვანე მაგრამ ალბათ ქვეცნობიერად შენზე ვფიქრობდი, ლუკასმა ხელი დაავლო, წამოაყენა და გულში ჩაიკრა, - მაპატიე მორა, მაპატიე რომ ცუდად მოგექეცი და ასე წამოვედი, მაპატიე რომ მარტო დაგტოვე, გპირდები ამას აღარასოდეს გავაკეთებ, - კარგი რა ხომ იცი რომ რაც არ უნდა გააკეთო შენზე დიდხანს ვერ ვბრაზობ, -აჩეჩილი სველ თმაზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა, - მგონი დაგავიწყდა რომ შიშველი ხარ, ჩაიცვი და ყავა დავლიოთ უამრავი რამ უნდა მოგიყვე, -ლუკასმა ახლაღა დაიხედა პირსახოცზე, სასწრაფოდ გამოიღო კარადიდან შორტი და მაისური, სააბაზანოში შეიკეტა და ნორას ანიშნა მანდ დამელოდეო, რამდენიმე წუთში უკვე სამზარეულოში ისხდნენ, ყავას სვამდნენ და ისე საუბრობდნენ ვითომც არაფერი მომხდარიყოს და ყველაფერი ძველებურად ყოფილიყოს, - მეგონა ჯეისი არ გამოგიშვებდა, -ლუკასი თბილი ღიმილით შეჰყურებდა და ხვდებოდა რა სისულელე გააკეთა რომ ნორა მარტო მიატოვა, ამით არაფერი შეცვლილა დღე არ გასულა რომ მასზე არ ეფიქრა და ახლა როცა ნორა ისევ მის წინ იჯდა, პატარა და სიფრიფანა, გაწეწილი ცეცხლისფერი თმით და ბავშვური მზერით, თავს ძლივს იკავებდა რომ მეგობრის ნიღაბი გვერდზე არ მოესროლა და მისი ოდნავ შეხსნილი ვნებიანი ტუჩები არ დაეკოცნა, - ჯეისს არც გამოვუშვივარ, უარი მითხრა, ამიტომაც სხვა გზა მოვძებნე, - ოჰო შენგან ამას არ ველოდი, ალბათ გაცოფებული იქნება, - უფრო ნაწყენი და იმედგაცრუებული, -ნორამ სევდიანად გაიღიმა და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა როცა ჯეისის სასოწარკვეთილი მზერა გაახსენდა, -საქმე ბიძაჩემს ეხება ლუკას, ბოლოს როდის ნახე? ეკონტაქტები? - ბიძაშენს ბოლოს გუშინ დილით ვესაუბრე, შენი ამბავი აინტერესებდა, ის ფიქრობს რომ ახლა მარტო აგრძელებ მოგზაურობას და ჰგონია რომ მხოლოდ მე მეკონტაქტები ხოლმე, მერე დღის განმავლობაში ვცადე დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს, - მგონია რომ რაღაც მოხდა ლუკას, წამოსვლამდე სიზმარი ვნახე, ვიცი რომ გასაჭირშია, ალბათ მოიტაცეს და სადღაც ყავთ, შენობა რომელიც სიზმარში ვნახე ალბათ რეალურად არსებობს, - კარგი რა, გგონია ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც გესიზმრა? რატომ არ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო, - მგონი დაგავიწყდა ვინ ვარ, ჩემს გარშემო ასე უბრალოდ არაფერი ხდება, - კარგი იყოს როგორც შენ გინდა, კომპიუტერს მოვიტან და ზუსტად დეტალებში მომიყევი შენობის შესახებ, აუცილებლად ვიპოვი, უკვე შებინდებული იყო, ნორა ლუკასის მისაღებში ბოლთას სცემდა და ჩაბნელებულ ქალაქს გაჰყურებდა, ეს უმოქმედობა კლავდა მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, კიდევ კარგი ლუკასი მაინც იყო მასთან ერთად, თუმცა ლუკასს ამაში ვერ გარევდა, მოუწევს ყველაფერი მარტომ მოაგვაროს სრულიად მარტომ, - ჯანდაბა ნორა, ნუ ფიქრობ მასზე, -შეუძახა საკუთარ თავს, -ადამი აქ არ არის და ვერც იქნება იმ სამყაროშიც კი არ ადარდებდი ახლა კი აქ მარტო ხარ სრულიად მარტო ... - ვიპოვე, როგორც იქნა ვიპოვე, -ლუკასი გახარებული შემოვარდა ოთახში, -ადექი მივდივართ, - მისამართი მომეცი, მე მივდივარ, შენ არ წამოხვალ, არ მიდა ამ ყველაფერში გაერიო, ჩემთვის ისედაც ბევრი რამის გადატანა მოგიხდა, - ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, მგონი დაგავიწყდა ცოტახნის წინ რა გითხარი, მარტო აღარასოდეს დაგტოვებ, სულ ერთია შენ რას ფიქრობ ამის შესახებ, ასე რომ წავედით, ჩემი მანქანით წაგიყვან - მადლობა ლუკასს, -ლუკასმა ნორას აღელვებისგან ჩამწყდარი ხმა არ შეიმჩნია, მხარზე ხელი მოხვია, მიიხუტა და თავზე აკოცა, - ესე იგი ისევ ერთად ვართ როგორც ყოველთვის? - ჰო ლუკას, ისევ ერთად ვართ როგორც ყოველთვის, -ქვემოდან ახედა, საყვარელი მზერა შეანათა და თავს აიძულა რომ გაეღიმა. * * * შენობა ზუსტად ისეთი საშიში და უსიამოვნო იყო როგორც სიზმარში, მიტოვებული, უკაცური და ჩაბნელებული, - მე შიგნით შევალ ლუკას, დარწმუნებული ვარ რომ შენობა ცარიელია, შენ კი გარეთ დამელოდე და თუკი რამეს შეამჩნევ დამირეკე, -ლუკასმა უხმოდ დაუქნია თავი და კარის გაღებაში მოეხმარა, ჟანგიანი კარი გულისშემაწუხებელი ჭრიალით გაიღო, მთელი სართული ზუსტად ისე იყო ცარიელი როგორც სიზმარში, ნორა კედლისკენ წავიდა საიდანაც ქვემოთ ჩასასვლელი კიბე მოსჩანდა, ფრთხილად ჩაუყვა, დაობებულ-დახავსებულ კიბეს, კიბის ბოლოდან დერეფანი იწყებოდა, ორმხრივ ჩარიგებული საკნებით, თითქმის სირბილით გაიარა დერეფანი და სულ ბოლო საკანში როცა კედელზე ჯაჭვებით მიბმული ბიძია ბილი დაინახა, სუნთქვა შეეკრა, კაცი მთლიანად სისხლით იყო მოთხვრილი თუმცა გონზე იყო, ნორა დაინახა თუ არა სახე შეეშალა და ყვირილი დაიწყო, - შენ რა გაგიჟდი? აქ რას აკეთებ? ახლავე წადი აქედან, მათაც სწორედ ეს უნდათ წადი ნორა, წადი სანამ მოსულან, - შენს გადასარჩენად მოვედი და არსად წასვლას არ ვაპირებ, ტყუილად ნუ იყვირებ და ენერგიას ნუ დახარჯავ, აქედან ერთად გავალთ, -ბილი გაფართოებული თვალებით უყურებდა ნორას რომელმაც გისოსებს ხელი ჩაავლო და ფერფლად აქცია, მერე მას მიუახლოვდა, ჯაჭვები ხელში მოიქცია თვალები დახუჭა და გონება დაძაბა, ჯაჭვებიც დაიფერფლა და განთავისუფლებული ძალაგამოცლილი კაცი ქვის იატაკს დაენარცხებოდა ნორას ხელი რომ არ შეეშველებინა, - რა გაგიკეთეს ძია, ასე როგორ მოგექცნენ, - ვინ ხარ ნორა? ვინ ხარ და ეს ყველაფერი როგორ გააკეთე, -ლუღლუღებდა კაცი და ძლივს ადგავდა ნაბიჯს, - ჯერ აქედან გავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები, ცოტაც მოიკრიბე ძალა, გარეთ ლუკასი გველოდება, სულ ცოტაც, სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვიქნებით, -საკნიდან გამოიყვანა და ის იყო დერეფნის ბოლოსკენ მდებარე კიბისკენ წავიდნენ რომ უცნაურმა ხმაურმა შეაჩერათ, - ისინი მოვიდნენ, ის კაცი თავის ურჩხულებთან ერთად, გითხარი უნდა წასულიყავი, - კიბეზე ჯერ ორი უზარმაზარი ძაღლისმაგვარი კბილებდაკრეჭილი არსება ჩამოვიდა, მათ უკან იგორი მოჰყვა სამ ახოვან, სახეზე ნიღაბაფარებულ კაცთან ერთად, ბილი ღონემიხდილი მიეყრდნო კედელს, ნორას ტვინი გამალებით მუშაობდა გამოსავლის საპოვნელად და თვითონაც უკვირდა მაგრამ საერთოდ ვერ გრძნობდა შიშს, - ძვირფასო მეზობელო, ბიძია იგორ, შენ არ გელოდითქო რომ გითხრა მოგატყუებ, მაგრამ ეს უზარმაზარი ამალა რა საჭირო იყო ვერ ვხვდები, - სულელო გოგო დროის მოგებას ტყუილად ცდილობ, შენი მეგობარი ვერაფერში დაგეხმარება, ახლა ჩემს ბიჭებთანაა და ალბათ გაჩენის დღეს იწყევლის, - იქნებ მე შევძლო დახმარება? -ნორამ კიბეზე უდარდელი ღიმილით ჩამომავალი ადამი რომ დაინახა, ერთხანს იფიქრა რომ მოეჩვენა, თვალები მაგრად დახუჭა და მკლავზე იჩქმიტა, ტკივილმა უცბად მოიყვანა გონს, ადამი ამჯერად სრულიად განსხვავებული იყო, ჯინსის შარვალში, ყელმოღეღილ შავ მაისურში, მაღალყელიან ბოტებში და მოკლე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, აჩეჩილი წაბლისფერი თმით და ანთებული ცისფერი თვალებით საოცრად გამოიყურებოდა, ნორა პირდაღებული შესცქეროდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, - შენ ვინღა ჯანდაბა ხარ, -იღრიალა იგორმა, -ქოფაკები მიუშვით, -დაუყვირა ხელქვეითებს, ქოფაკები ღრენით დაიძრნენ ადამისკენ, ნორამ თავი ძლივს შეიკავა რომ თვალებზე ხელი არ აეფარებინა, მაგრამ არაფერი მომხდარა, მიუახლოვდნენ, მის წინ დაჯდნენ და საყვარელი ფინიებივით დაიწყეს კუდის ქნევა, ადამმა ორივეს თავზე ხელი გადაუსვა, მერე ნორას შეხედა, პატარა ანცი ბიჭივით გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ნელი ნაბიჯით წავიდა იგორისკენ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.