შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩემს შესახებ (სრულად)


27-10-2021, 17:24
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 11 021

დარბაზი სადღესასწაულოდ იყო მორთული, მინიმალისტურად, თუმცა გემოვნებით, რატომაც არა, ამ დარბაზის მორთვაზე ხომ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებულმა დიზაინერებმა იზრუნეს, დღეს ცნობილი ნავთობმაგნატის, მიალიარდერ ტონი სკოტის ქალიშვილის, ოლივია სკოტის მეჩვიდმეტე დაბადების დღე იყო, დარბაზი ამერიკის ნაღები საზოგადოებით იყო სავსე, ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი წყვილები სერიოზული სახეებით მიირთმევდნენ ძვირადღირებულ შამპანურს, ხანდახან თუ გაიღიმებდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, ყველა ტონი სკოტის გამოსვლას ელოდა სცენაზე, აინტერესებდათ რა იყო ის სიურპრიზი რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა აანონსებდა სკოტების ოჯახი,
- ალბათ კიდევ რამე შეიძინა, რაიმე ცნობილი ბიზნესი, -გადაულაპარაკა გვერდით მდგომ მამაკაცს ტუჩებდაბერილმა, ხელოვნურმკერდიანმა თოჯინამ,
- ან საერთოდ გაკოტრდა, -ჩაიხითხითა მამაკაცმა ღვარძლიანად,
- ნეტავ რა ხდება?
- თანაც ქალიშვილის დაბადების დღეზე,
- არ მიყვარს ეს ოჯახი,
- ქალბატონ სკოტს თავი დედოფლად მიაჩნია როგორ ვერ ვიტან,
- შეხედე მის ოლივიას როგორი უბედური სახე აქვს,
- ოლივიას ერთხელაც კი არ გაუღიმია, თითქოს სხვის დაბადების დღეს ესწრებოდეს,
- ნეტავ ახლა რაღას ხლართავენ,
დარბაზი უამრავი ეჭვით, ჭორით, შურით და ღვარძლით იყო სავსე, ის ვითომ მეგობრები რომლებიც სკოტებს პირში უცინოდნენ, ახლა ზურგს უკან დიდი სიამოვნებით ჭორავდნენ და გულს იოხებდნენ, უმეტესობას შურდა მათი მათი უზღვავი სიმდიდრის და საზოგადოებაში მდგომარეობის გამო,
- ყურადღებას ვითხოვ, -მიკროფონთან მისტერ სკოტი იდგა, დარბაზი გაჩუმდა, გაისუსა, და მოლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა ტონი სკოტს,
სცენაზე მისტერ სკოტს გვერდით ქალიშვილი ედგა, ახლა უკვე ჩვიდმეტი წლის ოლივია, საშუალო სიმაღლის, საოცრად პროპორციული და მოხდენილი სხეულის და სახის ნაკვთების მქონე გოგონა იყო, გრძელი, უკან უბრალოდ სადად შეკრული, სწორი, ღია წაბლისფერი თმით, მუქი ხორბლისფერი კანით, დიდი თაფლისფერი თვალებით, რომლებსაც გრძელი წამწამები ამშვენებდა და ბავშვურად გაბუსხული ვარდისფერი სავსე ტუჩებით, ულამაზესი იყო, თუმცა ასაკისთვის შეუფერებლად მკაცრად და კონსერვატიულად ეცვა, კლასიკური ფეხსაცმელი, საშუალო სიმაღლის ქუსლით, ცისფერი მთლიანი ვიწრო კაბა მუხლს ქვემოთ და ნაცრისფერი პიჯაკი, ასეთი ჩაცმულობა ალბათ ორმოცდახუთი წლის ქალს მოუხდებოდა, მაგრამ არა ჩვიდმეტი წლის, სიცოცხლით სავსე ულამაზეს გოგონას, თუმცა არა, სიცოცხლით სავსე ცოტა ზედმეტად გადაჭარბებული იყო ოლივიასთვის, გოგონა არ იღიმოდა, არ საუბრობდა, ჩამქრალი მზერით უმიზნოდ ათვალიერებდა დარბაზს და არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა იმ მოვლენებისადმი რაც მის გარშემო ხდებოდა,
- მეგობრებო დღეს მნიშვნელოვანი რამ უნდა შეგატყობინოთ, -დაიწყო მისტერ სკოტმა, მაღალი ბოხი სასიამოვნო ხმით,
- როგორც იცით დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის, ოლივიას დაბადების დღეა, ის ჩვიდმეტი წლის გახდა და გადავწყვიტეთ რომ ამ დღეს გამოვაცხადოთ მისი ნიშნობა, დევიდ ფინჩერის ვაჟთან მაიკლთან, -მაიკლ გთხოვ, -მისტერ სკოტმა მაიკლ ფინჩერი, ერთერთი უმდიდრესი ოჯახის 24 წლის ვაჟი რომელთაც მისტერ სკოტთან საერთო ბიზნესი ჰქონდათ, სცენაზე მოიხმო, დარბაზს გაოცების ტალღამ გადაუარა, მაიკლი ხალხს გამოეყო და სცენაზე ავიდა, შავი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი ეცვა, ქერა თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, მაღალი, დაკუნთული და საკმაოდ სიმპათიური იყო, თუმცა უნდა ითქვას რომ საკმაოდ მედიდური და ცივი გამომეტყველება ჰქონდა,
მაიკლი სცენაზე როგორც კი ავიდა, ჯიბიდან პატარა, შავხავერდგადაკრული ყუთი ამოიღო, გახსნა და ოლივიას თითზე ბეჭედი გაუკეთა, უზარმაზარი ბრილიანტის თვლით, ოლივიას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მორჩილად გაუწოდა ხელი და თვალები დახარა,
* * *
ნიშნობის გამოცხადებიდან, ორი საათის შემდეგ ოლივიას უკვე ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა, მილოცვას მილოცვაზე იღებდა და ცდილობდა ყალბ ღიმილზე ასეთივე ყალბი ღიმილით ეპასუხა, ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში და ზურგს უკან საძინებლის კარს მიიკეტავდა, არავის დანახვა აღარ უნდოდა, არც მამის, რომელსაც ის მხოლოდ ფინჩერების ოჯახთან გარიგებისთვის სჭირდებოდა, არც დედის, რომელიც ახალი ბრილიანტის სამკაულებით იწონებდა თავს და ოლივია და მისი განცდები სულაც არ აინტერესებდა და მითუმეტეს არც მაიკლის, მაიკლი ეზიზღებოდა, თვალის დასანახავად ვერ იტანდა, მაგრამ ვაი რომ ოჯახს ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას, სუსტი იყო ოლივია, ძალიან სუსტი და იძულებული იყო ყოველთვის ის ეკეთებინა, რაც მის ოჯახს მიაჩნდა სწორად,
- დაიღალე ძვირფასო? -მოესმა ხმა, - მიიხედა, გვერდით მაიკლი ედგა და უღიმოდა,
- მამაშენს ვუთხარი რომ სახლში მე წაგიყვან, წამოდი თორემ სახეზე უკვე გეტყობა რომ ძალიან დაიღალე,
ოლივიას ნამდვილად არ უნდოდა მასთან ერთად წასვლა, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო უარის თქმის თავი არ ჰქონდა, -წავიდეთ, -ჩაიჩურჩულა და თავჩაღუნული აედევნა გვერდით,
მაიკლის ძვირფასი სპორტული მანქანა შენობის დახურულ ავტოსადგომზე იდგა, როგორც კი ლიფტიდან ავტოსადგომზე გამოვიდნენ, თავაზიანი ჯენტლმენი მაშინვე შეიცვალა, მანქანას მიაშურა და ოლივია უკან მოიტოვა, საჭეს მიუჯდა და უხეშად მიუგდო,
- დაჯექი, რაღას უცდი,
ოლივიამ სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია, კარი გამოაღო და მაქანაში ჩაჯდა, ღვედი გაიკეთა და საზურგეს მიეყრდნო, ახლა მაიკლის ამ უხეშობაზე მეტად ის აფიქრებდა რომ უკვე მთელი ცხოვრება მოუწევდა ასეთი უხეშობის და დამცირების ატანა, მაიკლი თავხედი, გულცივი მექალთანე იყო და ეს ყველამ იცოდა, ოლივია სავარძელს შეშინებული ჩააფრინდა როცა მანქანა დაიძრა და საშინელი სისწრაფით გავარდა ქუჩაში,
- როცა ჩემი ცოლი გახდები იმედია ასე აღარ ჩაიცვამ ხოლმე, - მაიკლმა შემფასებლური მზერით შეათვალიერა ოლივია, -საშინლად გამოიყურები, ცოტა უფრო მეტად რომ გამოაჩინო ფეხები და მკერდი უკეთესი იქნება, გვერდით ლამაზი სექსუალური ქალი მჭირდება და არა მონაზონი, შენთვის ბევრი რამ მექნება სასწავლი, სხვა თუ არაფერი ეს მაინც იქნება სახალისო, -ჩაიცინა, ხელი მუხლზე დაადო და ზემოთ აუცურა,
- რას აკეთებ? -წამოიკივლა ოლივიამ და ხელი გააწევინა, -შენთვის ასე მოქცევის უფლება არ მომიცია,
- უფლება? -კბილებში გამოსცრა მაიკლმა, -გგონია იმის შემდეგ რაც დავინიშნეთ, შენი შეხებისთვის შენი თანხმობა მჭირდება? ან იქნებ ფიქრობ რომ ის ორი წელი რაც ქორწილამდეა დარჩენილი, საერთოდ არ შეგეხები და არანაირი ფიზიკური ურთიერთობა არ გვექნება, შენ ჩემი ხარ და როგორც მინდა ისე მოგექცევი, -იყვირა და სისწრაფეს მოუმატა, მანქანა ელვისსისწრაფით მიქროდა,
- რას აკეთებ ცოტა შეანელე, შენ რა გინდა რამეს შევასკდეთ, -იკივლა ოლივიამ, -თანაც ეს ჩემი სახლის გზა არ არის, სად მივდივართ?
- ამ ღამეს ერთად გავატარებთ პატარავ, -ჩაისისინა მაიკლმა, -ამაღამ ჩემი გახდები და ფეხებზე რას ფიქრობ შენ ამის შესახებ,
და უეცრად ოლივიას მუდამ მდორე ხასიათში ცვლილება მოხდა, ზოგჯერ ამას მოთმინების ფიალის ავსებასაც უწოდებენ, ყოველთვის იმას აკეთებდა რასაც ეუბნებოდნენ, მთელი ცხოვრება აჯერებდნენ რომ სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანი კი არა მხოლოდ და მხოლოდ მშობლების ბრძანებების შესასრულებლად გაჩენილი არსება იყო, მასაც სჯეროდა ამის და მუდმივად ცდილობდა დამჯერი გოგო ყოფილიყო, მაგრამ ახლა, მაიკლმა ამ უგულო, ბინძურმა არსებამ თვალი აუხილა და აიძულა ცხოვრებისთვის რეალურად შეეხედა და რა იყო ეს ცხოვრება ოლივიასთვის, უმეგობროდ, უსიყვარულოდ გატარებული ჩვიდმეტი წელი და სამუდამო მონობის პერსპექტივა?
- არა, ეს უკვე ზედმეტია, -ჩაიჩურჩულა გაავებულმა,
- ახლა არ მითხრა რომ ჩემთან შეწინააღმდეგებას გაბედავ, -ჩაიცინა მაიკლმა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს, ოლივიამ წამებში მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოების ღვედი გაიხსნა და საჭეს ხელი სტაცა, -გააჩერე, ახლავე გააჩერე, იყვირა მთელი ხმით,
- რას აკეთებ შეშლილო ძუკნა, იღრიალა მაიკლმა,
მერე ყველაფერი აირია, საშინელი სისწრაფით, საბურავების ღრჭიალით შევარდნენ მოსახვევში, მაიკლი ცდილობდა საჭის დამორჩილებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ავტომობილმა ბეტონის ბარიერი გაარღვია და ხევში გადაეშვა...

უკვე სამი თვე იყო ოლივია გაუნძრევლად იწვა საავადმყოფოს პალატაში, სასუნთქ აპარატზე შეერთებული, სრულიად მარტო და ეული, ავარიის შემდეგ სამაშველო ჯგუფმა მალევე ამოიყვანა მანქანა ხევიდან, მაიკლი თითქმის არ დაშავებულა, მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა, ოლივიას კი ღვედი არ ეკეთა, ჰქონდა რამდენიმე მძიმე მოტეხილობა, დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და თავის ტვინი, ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, მშობლებმა მალევე გამოიგლოვეს და მის სავარაუდო სიკვდილს შეგუებულები ყოველდღიურ საქმეებს მიუბრუნდნენ, მაიკლმაც რამდენიმე ყალბცრემლიანი მონოლოგის შემდეგ სრულიად ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება და დარჩა ოლივია პალატაში ღვთის ანაბარად, მომკითხველის და გულშემატკივარის გარეშე, ბალიშზე დაფენილი, გრძელი წაბლისფერი თმით და გაფითრებული სახით ანგელოზს გავდა, ყველასგან მივიწყებულ ანგელოზს, მშობლები ძვირადღირებული მომვლელების თანხას იხდიდნენ და მხოლოდ ხანდახან ინტერესდებოდნენ მისი მდგომარეობით, ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა მისი ტვინის სიკვდილიდან ორიოდე საათის შემდეგ, ქალბატონმა სკოტმა უსიტყვოდ და უემოციოდ მოაწერა ხელი დოკუმენტს სასუნთქი აპარატის გამორთვაზე ...
* * *
- ისევ ეს წყეული მაღვიძარა, -ლილი ჯონსი მაღვიძარას გადასწვდა გამორთო და ცარიელ საწოლს გადახედა,
- ჰმ, ისევ ადრიანად წასულა ვაჟბატონი, -ამ ბოლო დროს უფრო და უფრო არიდებს თავს, ისედაც უკვე რამდენიმე წელია ფიზიკური სიახლოვე აღარ აქვთ, კაცმა რომ თქვას ხანდახან ლილი მადლობელიც კია ქმრის ამისთვის, არასდროს ყვარებია, არასდროს განუცდია მასთან სიახლოვისას სიამოვნება, თავიდან მშობლების, მერე შვილის, მერე კი იმის გამო იტანდა უსაქმურ და მექალთანე ალფრედოს თუ რას იტყოდნენ მეზობლები თუკი დაშორდებოდა, ახლა კი როცა აბაზანაში სარკის წინ დგას და უყურებს როგორ შემოსცქერის სარკიდან 40 წლის, გამხდარი, უშნო ყავისფრად თმაშეღებილი, დაღლილი ქალი, უბედური გამოხედვით ...
- ღმერთო ჩემო რამდენი შეცდომა დავუშვი, -ჩაილაპარაკა და კბილის ჯაგრისს დასწვდა, -უკვე რამდენიმე კვირაა კბილი აწუხებდა, - თმაც უნდა შევიღებო, ახალი ტანსაცმელიც საყიდელი მაქვს და სახლისთვის ახალი ფარდები, ჩემს ბიუჯეტს უნდა გადავხედო, პოლის უნივერსიტეტის თანხას ვერაფერს მოვაკლებ, დაზღვევის თანხაც შესატანი მაქვს,
ასე თავის თავთან საუბრით ჩავიდა სამზარეულომდე, ახლა უკვე ყოველთვიური ბიუჯეტის ცენტებამდე გათვლა უწევდა ლილის, ალფრედომ მთელი დანაზოგი გაფლანგა და ლილის მშობლების დატოვებულ მთელ უძრავ ქონებასაც ბოლო მოუღო, ერთადერთი ეს სახლი დარჩათ და ალფრედო ყოველ დღე სთხოვდა მის იპოთეკით დატვირთვას, რაზეც ლილი სასტიკ უარს ეუბნებოდა, რამდენიმეჯერ იკამათეს, ალფრედომ დაარტყა კიდეც და ლილი დიდხანს ტიროდა საძინებელში ბალიშში თავჩარგული, ერთადერთი შვილი, რომლის უნივერსიტეტისთვისაც ლილი ფულს აგროვებდა, 18 წლის პოლი, მამასავით უსაქმური და უხეში იყო, დედას მუდმივად ეუხეშებოდა და მხოლოდ მაშინ როცა ფული დასჭირდებოდა, მცირეოდენ სითბოს და სიყვარულს იჩენდა მის მიმართ, სამი წლის წინ ალფრედომ ლილი აიძულა საკმაოდ დიდ თანხად დაეზღვია საკუთარი სიცოცხლე და ახლა ლილის ამ დაზღვევის გადახდაც დააწვა კისერზე,
- ჯანდაბა, სადაცაა ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდება, - ჩაილაპარაკა და ყავის აპარატი ჩართო, მაცოცხლებელმა სურნელმა წამებში გაავსო მომცრო სამზარეულო, ის იყო ყავა ჭიქაში დაასხა, ჩამოჯდა და დასალევად მოემზადა რომ კარზე ზარი გაისმა,
- ნეტავ ვინ ჯანდაბაა ამ დილაადრიან, -ჩაიბუტბუტა უკმაყოფილოდ, -კართან მეზობელი, სოფია იდგა ხელში ორცხობილებით სავსე თეფშით,
- დილამშვიდობის, გადავწყვიტე დღეს შენთან ერთად დავლიო ყავა, -მიახალა სოფიამ ღიმილით და მიპატიჟებას არც დალოდებია, ლილი უცერემონიოდ გასწია განზე და სამზარეულოსკენ წავიდა,
- ოჰ, რა კარგი სურნელია, კაცმა რომ თქვას არც მინდოდა შენთვის ამ დილით ხასიათის გაფუჭება,
ლილიმ ინტერესით შეხედა, სოფიას თვალები უციმციმებდა და ტყუილად ცდილობდა შეწუხებული სახის მიღებას, ლილიმ შეატყო, სოფიას ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ახალ ამბავს,
- კარგი, ამოღერღე ბოლოს და ბოლოს რის თქმას აპირებ, -თქვა და წინასწარ მოემზადა უსიამოვნო ამბისთვის, რადგან ასეთი იყო სოფია, არასდროს კარგი ამბავი არ მოუტანია ლილისთვის,
- გუშინ, სუზისთან ვიყავი, -დაიწყო სოფიამ, -ისეთი რაღაც გავიგე რასაც ნამდვილად არ ველოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე, უნდოდა ჩემთვის დაემალა მაგრამ ვერ მივართვი, შესასვლელშივე დავინახე ალფრედოს ფეხსაცმელი,
- რას ამბობ, ალფრედოს სუზისთან რა უნდოდა, მართალია მე და სუზი ვმეგობრობთ მაგრამ, ალფრედოსთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს,
- ჰოო, -ჩაიცინა სოფიამ, -ის იყო სუზი ჩემს გამოსტუმრებას აპირებდა რომ იმ დროს ალფრედოც სულ მთლად შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან,
ალბათ ლილის დაღლილ ტვინამდე ძალიან ნელა აღწევდა სოფიას სიტყვები, დიდხანს, დიდხანს იჯდა უაზროდ გაშეშებული, იმდენად დიდხანს რომ სოფია სერიოზულად შეშინდა,
- მოვკლავ იმ ნაბიჭვარს, - ძლივს ამოთქვა და ფეხზე წამოდგა, -აუცილებლად მოვკლავ, ოღონდ ჯერ გავეყრები, ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა,
- კარგი, მე წავალ, -სოფიაც წამოდგა, -შენ კი სანამ რამეს მოიმოქმედებდე კარგად დაფიქრდი, სისულელე არ გააკეთო, - დამოძღვრა, კარი გაიჯახუნა და კმაყოფილი ღიმილით წავიდა სახლისკენ,
ლილი დიდხანს ვერ პოულობდა ადგილს, ეს უკვე ზედმეტია, სუზანი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ეს როგორ გაუკეთეს, ეს როგორ იკადრეს, ნეტავ რამდენი ხანია ერთად არიან, ალბათ ერთად წოლისას მას დასცინიან,
- ჯანდაბა, -იყვირა და ყვავილებიანი ვაზა კედელს შეანარცხა,
ალფრედო საღამოხანს მოვიდა სახლში, ლილის უკვე ყველაფერი მიელაგებინა და ახლა ღიღინით ურევდა სპაგეტს,
- რა გჭირს უჩვეულოდ ხალისიანი ხარ, -ალფრედომ ქვაბში ჩაიჭყიტა, -ოჰო, სპაგეტს აკეთებ? მაგარია, ხელებს დავიბან და მოვალ, -აბაზანისკენ მიმავალი ალფრედო უცაბედად შემობრუნდა, -არ მეტყვი რას უნდა მივაწერო შენი ასეთი განწყობა,
- დღეს ჩემს ცხოვრებაში მიღებულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას აღვნიშნავთ, -გაეღიმა ლილის, -გეყრები ალფრედო, ხვალ განქორწინებაზე საბუთები შემაქვს, ერთხელ და სამუდამოდ გშორდები, შენგან ვთავისუფლდები,
ალფრედოს სახე შეეცვალა, - მეხუმრები არა? -უთხრა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ,
- არ გეხუმრები, -უთხრა ლილიმ სრულიად მშვიდად, -ეს უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა, შეცდომა დავუშვი რომ აქამდე არ გაგეყარე, მაგრამ შეცდომის გამოსწორება არასდროს არაა გვიან,
- ესე იგი მეყრები არა? -ალფრედოს ხმაში ბრაზი და გაცოფება იგრძნობოდა, -ესე იგი ასე მიხდი მადლობას იმისთვის რომ ამდენი წელი შენნაირ ცივ და უემოციო ქალს ვიტანდი? ამ ბოლო დროს სარკეში თუ მაინც ჩაგიხედავს რას გავხარ, უფლება რა გაქვს ახლა მიმატოვო და ყველაფრის გარეშე ცარიელ-ტარიელი დამტოვო, მიუახლოვდა და ყელში ხელი წაუჭირა,
- რას აკეთებ გამიშვი, -ძლივს ამოიხრიალა ლილიმ,
- მირჩევნია მოგკლა ვიდრე ჩემთან გაყრის უფლება მოგცე, -ლილი პირველად ხედავდა კაცის თვალებში ასეთ ზიზღს, მთელი ძალით შეეცადა მისგან დასხლტომას, როგორც იქნა ხელი გააშვებინა და უკან დახევისას სპაგეტის გადაწურვისას დაღვრილ წყალზე ფეხი დაუცდა, ალფრედოს არც კი უცდია ხელის შეშველება, ლილი რამდენიმე წამს უმწეოდ ტორტმანებდა, მერე მოწყვეტილი ფოთოლივით გადავარდა თავი სამზარეულოს მარმარილოს მაგიდის კიდეს ჩამოარტყა, აშკარად მოესმა როგორ გატყდა კისერში ძვალი, მოწყვეტით დაენარცხა იატაკზე და რამდენიმე წამში უკვე აღარ სუნთქავდა...
* * *
ისინიც კი შეიკრიბნენ ოლივიას პალატაში ვისაც ამ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ გახსენებია და არ მოუნახულებია, სანახაობა, აი რამ მოიზიდა ისინი, დღეს სულ რაღაც რამდენიმე წუთში, ექიმი აპარატს გამორთავდდა და სამი თვის წინ შეწყვეტილი სიცოცხლე ახლა ფორმალურადაც დასრულდებოდა,
ოლივიას დედ-მამა, მისტერ და მისის სკოტი, ოჯახის მოძღვარი, ოლივიას ბიძა მისის სკოტის ძმა ოცდათხუთნეტიოდე წლის ჯეიმი თერნერი, მაიკლი და მისი დედ-მამა, ოლივიას საწოლთან იდგნენ და უემოციოდ დასჩერებოდნენ გამხდარ გალეულ გოგონას, რომელსაც სიცოცხლის ნიშან წყალიც კი აღარ ეტყობოდა,
მისის ელა სკოტი თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით წამდაუწუმ იწმენდდა არარსებულ ცრემლებს და დროდადრო ოხრავდა, ტონი სკოტი კი ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებდა და მოუთმენლად იყურებოდა კარისკენ საიდანაც ექიმი უნდა შემოსულიყო,
როგორც იქნა ექიმმა კარი შემოაღო,
- მზად ხართ? -მიმართა ოთახში მყოფთ, ყველამ უხმოდ დაუქნია თავი, ექიმი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა აპარატს და ღილაკს თითი დააჭირა, უსწორმასწორო ხაზები აპარატზე რომ მოჩანდა გასწორდა, გაიჭიმა, თითქოს უსასრულოდ გაგრძელდა და ის იყო ოლივია სკოტის მკერდმა მოძრაობა შეწყვიტა რომ ლილი ჯონსმა თვალები გაახილა...

* * *
ლილიმ თვალები გაახილა და პირველი რაც დაინახა საავადმყოფოს თეთრად შეღებილი ჭერი იყო, ცხვირში წამლების და საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი ეცა, ეცადა წამოეწია რომ მიმოეხედა, მაგრამ თავის გვერდზე მიბრუნებაც კი ვერ შეძლო, ეცადა გაეხსენებინა რა მოხდა ბოლოს, კარგად ახსოვს რომ თავი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა და დაეცა, ნუთუ ალფრედომ ისინდისა და სასწრაფოს გამოუძახა, ასე რომ არ იყოს ახლა აქ არ იქნებოდა, რატომ ვერ მოძრაობს, ახლაც კი ჩაესმის ყურში კისრის ძვლის მსხვრევის ხმა, ნუთუ დაინვალიდდა, ალბათ ვეღარასოდეს გაივლის, ღმერთო, ესღა აკლდა, ლილის პანიკური შეტევა დაეწყო, თევზივით აღებდა პირს რომ ჰაერი ჩაესუნთქა და უმწეოდ აფახულებდა თვალებს,
როგორც კი ოლივიამ თვალები გაახილა, პალატაში არეულობა დაიწყო, ექიმიმმა სასწრაფოდ გამოიძახა დამხმარეები და აპარატურას ეცა, ელა სკოტს მუხლი მოეკვეთა და ქმარს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ ჩაიკეცებოდა, მაიკლი უხმოდ იდგა მშობლებს შორის და ხმას არ იღებდა, უემოციო სახით უყურებდა, გაფითრებულ ოლივიას, ერთადერთი ვინც ღმერთს მადლობას სწირავდა მისი გადარჩენისთვის მღვდელი იყო, პალატის კუთხეში დაჩოქილიყო და პირჯვარს იწერდა,
- დაწყნარდით მის ოლივია დამშვიდდით, ნუ ცდილობთ რომ ილაპარაკოთ, გასაკვირი არაა რომ ჯერჯერობით საუბარი გიჭირთ, ავტოავარიის შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა რაც კომაში იყავით და რაღაც სასწაულით დღეს მოხვედით გონს, ახლა უნდა დამშვიდდეთ, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება,
ექიმი მშვიდი რბილი ტონით, უხსნიდა ოლივიას ყველაფერს, ლილი კი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა და ვერაფერი გაეგო,
- რატომ მეძახიან ოლივიას ან რომელ ავტოავარიაზე საუბრობს, მე ხომ უბრალოდ დავეცი, ან ეს ხალხი ვინაა, -გაიფიქრა როცა ექიმმა ბალიშები გაუსწორა და ოდნავ აუმაღლა,
ლილი ამ ხალხს პირველად ხედავდა, ყველა მდიდრულად და დახვეწილად იყო ჩაცმული, ძვირადღირებული სამკაულებით და მედიდური იერით, არ იყო ჩვეული ასეთ საზოგადოებას, -პირველი მაღალი, გამხდარი, ქალბატონი მიუახლოვდა, ძალიან რომ მოგენდომებინა ალბათ ორმოც წელს თუ მისცემდი, თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილი, მსუბუქი მაკიაჟი და ძვირფასი სამკაულები ამშვენებდა, ნელ-ნელა, ტანის რხევით მიუახლოვდა საწოლს, ლილის გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა,
- ოლივია შვილო, მიხარია რომ დაგვიბრუნდი, -უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა,
- ვინ ხართ ქალბატონო და ოლივიას რატომ მეძახით, -ძლივს ამოიხრიალა ლილიმ ორიოდე სიტყვა და თავი უღონოდ გადაუვარდა გვერდზე,
მისის ელა სკოტი ცივად წამოდგა ფეხზე და ექიმს მიუბრუნდა,
- რა ხდება რას ამბობს? რატომ ვერ მცნობს?
ექიმი თვითონაც გაკვირვებული ჩანდა,
- დამშვიდდით მისის სკოტ, თქვენი ქალიშვილი სამი თვე კომაში იყო, სრულიად შესაძლებელია ამნეზია ჰქონდეს, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია რაც გაიღვიძა, გამოკვლევები უნდა ჩავუტაროთ რომ ზუსტად დავადგინოთ რა სჭირს, ახლა კი ყველას უნდა გთხოვოთ რომ პალატა დატოვოთ,
პალატიდან გასვლა არავის გაუპროტესტებია, ყველა უხმოდ გაიკრიფა გარეთ და ლილი მარტო დარჩა ექიმებთან და ექთნებთან ერთად, უამრავი გამოკვლევა ჩაუტარეს, უამრავი კითხვა დაუსვეს მაგრამ ამჯერად არჩია ხმა აღარ ამოეღო, თევზივით პირში წყალჩაგუბებული იწვა მთელი დღეები და უამრავ თეორიას ისმენდა მისი ამნეზიის შესახებ, გონს მოსვლიდან მესამე დღეს, ექიმმა პალატაში საკმაოდ სქელი საქაღალდე შემოიტანა რომელიც ფოტოებით და დოკუმენტებით იყო სავსე,
- მისმინე ოლივია, -მიმართა თბილი ხმით, გაუნძრევლად მწოლიარე ლილის, -ახლა შენი ოჯახის წევრების და ნათესავების ფოტოებს გაჩვენებ, შენ კი მითხარი იცნობ მათ თუ არა, კარგი?
ლილიმ უხმოდ ანიშნა რომ ეთანხმებოდა და ექიმმა საქაღალდე გახსნა, პირველი მისის სკოტის და მისტერ სკოტის ფოტოები ამოიღო და აჩვენა
- შენი დედ-მამა არიან, იცნობ? -ლილიმ უხმოდ გააქნია თავი, -ეს ორმოციოდე წლის ქალი დედამისი ვერანაირად ვერ იქნებოდა, ალბათ ასაკით მასზე პატარა იყო, კაცი კი მაქსიმუმ ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, რა ჯანდაბა ხდება, ალბათ ვინმე ეხუმრება, მაგრამ ვის სცალია იმისთვის რომ ლილის ასეთი ფართომასშტაბიანი ხუმრობა მოუწყოს,
- ეს კი მაიკლ ფინჩერია, თქვენ დანიშნულები ხართ და დაახლოებით ორ წელიწადში დაქორწინდებით,
-ფიქრებიდან გამოარკვია ლილი ექიმის ხმამ რომელსაც ახლა ხელში, საკმაოდ სიმპათიური ოცდახუთიოდე წლის ბიჭის ფოტო ეჭირა,
- ხუმრობთ, -ძლივს ამოღერღა ლილიმ, -როგორ შეიძლება ეს ბიჭი ჩემი საქმრო იყოს ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა და თანაც მე, მე...
მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ხველა აუტყდა და ისევ ბალიშებზე მიესვენა,
- მგონი გადაგღალეთ მის სკოტ, -ექიმმა წამოდგომა დააპირა, ლილიმ მისი შეჩერება სცადა და როცა ხელი ასწია, დაინახა რომ თითზე, გრძელ, გამხდარ, თლილ თითზე, იმ თითზე მისი რომ ვერანაირად ვერ იქნებოდა, ნიშნობის ბეჭედი ეკეთა უზარმაზარი ბრილიანტის თვლით, რომელიც ალბათ მთელი ქონება ღირდა და უცბათ თითქოს მოვლენებმა კალაპოტში ჩადგომა დაიწყო, ჭკვიანი ქალი იყო ლილი, ძალიან ჭკვიანი და მის გონებას ყველაფრის გაგება და შეთვისება შეეძლო, ახლაც თითქოს უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე,
- ექიმო შეძლიათ სარკე მომაწოდოთ, -უთხრა ექიმს და წინასწარ მოემზადა იმისთვის რომ შეიძლებოდა საკუთარი სახე ვერ დაენახა, ექიმმა კომოდის უჯრა გამოწია და პატარა მრგვალი სარკე ამოიღო,
- ინებთ მის სკოტ,
ლილიმ ნელ-ნელა მიიტანა სარკე სახესთან და მთელი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა რომ არ ეკივლა, სარკიდან თექვსმეტიოდე წლის, ღია წაბლისფერთმიანი და თაფლისფერთვალებიანი, ულამაზესი გოგონა უმზერდა, გამხდარი და გაფითრებული, თუმცა მაინც ულამაზესი, -აი თურმე ვინ არის ოლივია სკოტი, ნუთუ ეს შესაძლებელია? -უხმოდ მიაწოდა სარკე ექიმს,
- დასვენება მჭირდება, შემდეგ გავაგრძელოთ, -ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა,
* * *
მეორე დღეს ოლივია სკოტს მნახველები ესტუმრნენ, ახალი გაღვიძებული იყო როცა ექთანმა კარი გამოაღო, მოხუცი, დაახლოებით სამოცდაათ წლამდე ქალი და ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა შეუშვა და გააფრთხილა რომ ნახევარი საათი ჰქონდათ, ექთანმა კარი გაიხურა თუ არა გოგონა საწოლთან მივარდა და ოლივიას ჩაეხუტა,
- როგორ ხარ მეგობარო? მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვახერხე მოსვლა, უბრალოდ არ მინდოდა მისის სკოტს გადავყროდი ხომ იცი როგორ არ მოსწონს რომ ვმეგობრობთ,
- მარია, გეყოფა, ოლივიას თავს ნუ მოაბეზრებ, დატუქსა, ქალმა და მკლავში დაქაჩა და მოაშორა, ლილი გაშეშებული იწვა უაზროდ შეჰყურებდა მნახველებს და არ იცოდა რა ექნა, მიხვდა რომ დღეიდან უნდა ეთამაშა, თუკი სიცოცხლე და არსებობა უნდოდა უნდა ეთამაშა რომ ოლივია იყო რომელმაც მეხსიერება დაკარგა, იქნებ ეს საჩუქარი იყო, ღვთის საჩუქარი იმისთვის რა ცხოვრებაც გამოიარა, თანაც მას ოლივიასთვის სიცოცხლე არ წაურთმევია როგორც ექიმმა უთხრა ტვინი უკვე გათიშული ჰქონდა როცა სასწაულებრივად გამოფხიზლდა, ახლა მხოლოდ ის დარჩენოდა რომ ახალ ცხოვრებას მორგებოდა, დღეიდან ლილი მოკვდა, ლილი ჯონსი უბრალოდ აღარ არსებობდა, ასეც უნდა ყოფილიყო,
- მაპატიეთ, მაგრამ ვერ გცნობთ, მითხრეს რომ ავარიის და კომის გამო ამნეზია დამემართა, ახლა ვერავის ვცნობ და ვერაფერს ვიხსენებ, თქვენ ვინ ხართ, -კითხა და შეეცადა გულითადად გაეღიმა,
- ესე იგი მართალი ყოფილა, -ჩაილაპარაკა ქალმა და სინანულით გადააქნია თავი, -მე მატილდა ვარ, თქვენს სახლში ვმუშაობ, შენს დაბადებამდეც სკოტებთან ვმუშაობდი და შენ ფაქტიურად ჩემი გაზრდილი ხარ, - ქალმა სიყვარულით გადაუსვა თმაზე ხელი და გაუღიმა, -როცა ავარიის შესახებ გავიგე კინაღამ მოვკვდი, მაგრამ ახლა უკვე კარგად ხარ, -ჰო მართლა ეს ახტაჯანა ჩემი შვილიშვილია, -მიუთითა შავთმიან გამხდარ ცხვირაპრეხილ გოგონაზე, თქვენ მეგობრობთ, რადგან მარია ჩემთან ერთად ცხოვრობს თქვენს სახლში მოსამსახურეების ფლიგელში, თუმცა მისის სკოტს არ მოსწონს რომ მეგობრობთ, ასე რომ მალევე წავალთ, არ მინდა რომ აქ მოგვისწროს,
- ჩვენ მოსამსახურეების ფლიგელი გვაქვს? -პირველი ეს იკითხა ოლივიამ,
- ალბათ არც ეს გახსოვს, -საწოლზე ჩამოუჯდა მარია, -თქვენი ოჯახი ძალიან მდიდარია, მილიარდერები ხართ, უზარმაზარი სახლი და უამრავი ფული გაქვთ, რათქმაუნდა ბევრი მოსამსახურე გყავთ, სახლს და ბაღს ხომ მოვლა სჭირდება, მისის სკოტს კი ძალიან უყვარს სისუფთავე,
- და შენ რას აკეთებ სახლში, - შეეკითხა ოლივია მარიას, -შენც იქ მუშაობ?
- მე ვსწავლობ, მისტერ სკოტს ბებია ძალიან უყვარს, ჩემი სწავლა დააფინანსა, მაგრამ რათქმაუნდა ბებიას ვეხმარები ხოლმე სახლის საქმეებში,
- რატომ არ მოსწონს მისის სკოტს ანუ დედაჩემს ჩვენი მეგობრობა?
მარიამ უხერხულად აიჩეჩა მხრები
- სხვადასხვა წრეს ეკუთვნით, -ჩაილაპარაკა მატილდამ, -შენთვის შესაფერის მეგობრად არ მიიჩნევს, ალბათ მართალიცაა, ასე უკეთესია, შენ მაღალი ფენის წარმომადგენელი ხარ და შესაფერისი მეგობრები გჭირდება,
- მეგობრები მყავს? თუ მყავს სად არიან ისინი? რატომ არავინ არ მოდის ჩემს სანახავად?
- შენ ცოტა არ იყოს გულჩათხრობილი გოგო ხარ, -მარიამ ოლივიას გაუღიმა და ხელზე ხელი მოუჭირა,
- დედაშენის შერჩეული მეგობრები არასდროს მოგწონდა, დედაშენი კი არასდროს გაძლევდა იმათთან მეგობრობის საშუალებას ვინც შენ გინდოდა, მეგობრების არჩევა კი არა, საცვალსაც კი ვერ ყიდულობ შენთვის თუკი ფერი და ფაქტურა დედაშენს არ შეუთანხმე,
- გეყოფა ზედმეტს ლაპარაკობ, -მატილდამ მუჯლუგუნი წაჰკრა შვილიშვილს,
- კარგი რა ბებია, მშვენივრად იცი რომ რასაც ვამბობ სიმართლეა, მისის სკოტი მეც მხოლოდ იმიტომ მიტანს რომ მისტერ სკოტს ვუყვარვართ და არ უნდა ქმარს აწყენინოს, მისი ნება რომ იყოს ოლივიას ოქროს გალიაში გამოკეტავდა და მხოლოდ წვეულებებზე გამოუშვებდა ხალხის დასანახად,
მარია აღელვებული და გაბრაზებული საუბრობდა, გრძნობების გამოსახატად ჟესტებს იშველიებდა და ოლივიამ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად იგრძნო რომ ვიღაც მართლა ღელავდა მასზე, ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს, მარია შეპირდა რომ ხვალაც მოაკითხავდა და დაემშვიდობნენ,
* * *
ორი კვირა გავიდა, მარიამ პირობა შეასრულა და თითქმის ყოველ დღე აკითხავდა, უამრავი რამ მოუყვა, სკოტების ოჯახის შესახებ, იმდენი რამ რომ ცოტათი შეაშინა კიდეც, მარიას გადმოსახედიდან სკოტები, გულცივი ქედმაღალი ხალხი იყო რომელთაც მხოლოდ საკუთარი სტატუსი აინტერესებდათ საზოგადოებაში და ერთადერთი ქალიშვილი ფეხებზე ეკიდათ, სამწუხაროდ ოლივია თვითონაც რწმუნდებოდა ამაში, რადგან მისტერ სკოტი მის მოსანახულებლად საერთოდ არ მოსულა, მისის სკოტმა კი მხოლოდ ორჯერ შემოიარა რამდენიმე წუთით და მეორე შემოვლაზე უკვე იმაზე წუწუნებდა რომ ახლა თავიდან მოუწევდა დეტალების დაგეგმვა ქორწილისთვის, რომელიც რატომღაც აქეთ გადმოეწიათ და სამი თვის შემდეგ დაენიშნათ, ისე რომ ოლივიასთვის არაფერი უკითხავთ,
ოლივია რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ფიზიკური მდგომარეობა იმდენად სწრაფად მიიწევდა წინ, ექიმმა უთხრა რომ მეხსიერება ნელ-ნელა დაუბრუნდებოდა, ამისთვის სახლში ახლობლებთან ყოფნა იყო აუცილებელი, სამ დღეში გაწერდა და შეეძლო სახლში დაბრუნებულიყო, ეს მაინცდამაინც არ ეპიტნავა, იმ სახლში ცხოვრება სადაც არავის არ უყვარს და მონასავით ექცევიან, მაგრამ რომ არ წავიდეს რა უნდა გააკეთოს, თავის სახლში ვერ დაბრუნდება რადგან ლილი უკვე აღარ არსებობს, ალბათ უკვე დიდი ხანია მიწას მიაბარეს და დაივიწყეს, ან უნდა კი იქ დაბრუნება? ალფრედოს გვერდით, -გააჟრჟოლა და თავი გააქნია თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო, ღმერთმა მეორე შანსი მისცა და ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს,
- სახლში ბრუნდები ოლივია სკოტ, -უთხრა ხმამაღლა საკუთარ თავს, -დაბრუნდი და აჩვენე ყველას რომ სულაც არ ხარ ისეთი საწყალი და უხერხემლო რომ შენით მანიპულირება შეძლონ, -ასეც ვიზამ, -ჩაიჩურჩულა და საკუთარი გადაწყვეტილების მიღებით გამხნევებულმა შეძლებისდაგვარად მხიარულად გაიღიმა,
სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, მისთვის არავინ მოსულა, არც დედ-მამა და არც საქმრო, რომელსაც ერთხელაც კი არ უნახავს მას მერე რაც კომიდან გამოვიდა, ექთანმა გორგოლაჭებიანი სავარძლით გაიყვანა გარეთ, საავადმყოფოს შესასვლელთან ძვირფასი შავი მანქანა ელოდებოდა, გამოღებულ კართან მომღიმარი ახალგაზრდა კაცი ელოდებოდა, ეს ალბათ ჩარლია, ჩვენი მძღოლი, კი ნამდვილად ის არის, გაახსენდა ოლივიას იმ ფოტოებიდან რომლებსაც მარია აჩვენებდა ხოლმე,
- გამარჯობა მის ოლივია, -გულითადად გაუღიმა ჩარლიმ,
- გამარჯობა ჩარლი, -მხიარულად მიესალმა ოლივია, ფართოდ გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა, ჩარლის სახეზე გაკვირვება გამოესახა, წაბი აწია და ფრთხილად მიხურა კარი,
ოლივია ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს,
- ჩარლი კიდევ ბევრი დაგვრჩა სახლამდე? -შეეკითხა ოლივია და საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო,
- მალე მივალთ მის, მოკლედ მოჭრა ჩარლიმ და გაჩუმდა, ოლივია მიხვდა, ჩარლის უკვირდა რომ ესაუბრებოდა, ღმერთო ჩემო ალბათ მართლა ძალიან უჟმური იყო ეს გოგო, გაიფიქრა და თვალები დახუჭა,
ჰმ, არც კი სჯერა რომ კვლავ ჩვიდმეტი წლისაა, ეგონა რომ ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში და ზღაპრებში ხდებოდა, -ნეტავ ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანს, რადენი ხანი ვიცხოვრებ ამ ცხოვრებით?
-ჩაიჩურჩულა და უკვე თითქმის ჩაბნელებულ ქალაქს გახედა, -ვაი თუ ერთ დღესაც ვეღარ გავიღვიძო ან უბრალოდ ოლივიამ საკუთარი სხეული მოინდომოს, ჯანდაბა ეს ხომ შეუძლებელია, ოლივია მკვდარი იყო, ის მოკვდა, ის აღარ არსებობს, ახლა მხოლოდ მე ვარ, ახალი ოლივია, მხოლოდ მე, -ოლივიას ასეთ ფიქრებში ჩასთვლიმა,
- მოვედით მის, -ძილბურანიდან ჩარლის ხმამ გამოარკვია რომელმაც კარი გაუღო ხელი გაუწოდა და ავტომობილიდან გადასვლაში დაეხმარა,
- ოჰო, -ოლივიას აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, ეს სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო, უზარმაზარი, ულამაზესი შენობა დიდი მწვანე ბაღის შუაგულში იდგა,
- დარწმუნებული ხარ რომ სწორად მოვედით? -შეეკითხა ჩარლის და თვალი ულამაზესმა შადრევანმა მოსტაცა,
- რათქმაუნდა მის, ეს თქვენი სახლია, -გაეღიმა ჩარლის, -აქეთ მობრძანდით, მე კარამდე მიგაცილებთ,
ოლივიას არავინ ელოდა მატილდას გარდა, მატილდა კართან შეხვდა და ჩაეხუტა,
- მიხარია რომ ისევ სახლში გხედავ, რაც მთავარია ჯანმრთელს,
- მეც მიხარია შენი ნახვა მატილდა, მარია სად არის? ან სხვა რატომ არავინ დამხვდა,
- მშობლებთან გავუშვი მექსიკაში რამდენიმე დღით, მალე ჩამოვა, შენს მშობლებს კი მნიშვნელოვან მიღებაზე ელოდნენ და ვერ გამოტოვედნენ,
- ეს მიღებები ყოველთვის ჩემზე მეტად მნიშვნელოვანია ხოლმე? -იკითხა ოლივიამ და უზარმაზარი მდიდრულად მოწყობილი მისაღები მოათვალიერა,
- ამაზე ნუ იფიქრებ შვილო, ალბათ დაღლილი ხარ, წამოდი საძინებელს გაჩვენებ, დაისვენე, წყალი გადაივლე და გამოიცვალე, -მატილდა წინ გაუძღვა და მეორე სართულზე ამავალ ფართო მარმარილოს კიბეს აუყვა,
- ჰოო, გამოცვლაზე უარს არ ვიტყოდი, ეს საშინელი ტანსაცმელი სად იპოვე, დედაჩემის გარდერობში?
- ოლივიამ იმ ტანსაცმელზე დაიხედა, რომელიც მატილდამ მოუტანა საავადმყოფოში რომ გამოსვლისას ჩაეცვა,
- ეს ტანსაცმელი შენი გარდერობიდან არის შვილო, -მიუგო მატილდამ, -დედაშენი ყოველთვის საკუთარი ხელით არჩევს შენთვის თუ რას ჩაიცვამ,
- ოჰო, ესღა მაკლდა, -ჩაიბურტყუნა ოლივიამ, -მაგრამ იცი რა მატილდა, დარწმუნებული იყავი რომ დღეიდან მისის სკოტს ნაკლები საზრუნავი ექნება ჩემი სახით,
მატილდამ უხმოდ გადააქნია თავი და საძინებლის კარი შეაღო, -კარგად დაისვენე და გამოიძინე, შენი მშობლები დღეს გვიან მოვლენ და შენთვის არ ეცლებათ, მათ საუზმეზე ნახავ, საუზმე დილის 8 საათზეა, არ დაიგვიანო, მისის სკოტი საშინლად ბრაზდება ხოლმე თუკი თუნდაც ათასში ერთხელ აგვიანებ საუზმეზე,
ოლივიამ ზურგს უკან მიიხურა თუ არა კარი საძინებელს გადახედა, საკმაოდ ფართო ოთახი ხალვათად მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი, ფართო საწოლი, კლასიკური ღია ფერის ავეჯი, ცალკე გასახდელი ოთახი და რამაც ოლივია ყველაზე მეტად გაახარა ეს იყო უზარმაზარი სააბაზანო, ყოველთვის ოცნებობდა ასეთ სააბაზანოზე მაგრამ ალფრედოს გამო ვერასდროს ახერხებდა ფულის მოგროვებას, საკმაოდ ფართო აბაზანა თბილი წყლით გაავსო, უსახური ნაცრისფერი ზედა ქვედა გაიხადა და საცვლების ამარა დარჩა, კედელი რომელთანაც აბაზანა იდგა მთლიანად სარკის იყო და პირველად ახლა შეათვალიერა თავისი ახალი სხეული დაკვირვებით ლილი ჯონსმა აწ უკვე ოლივია სკოტმა,
სარკიდან საშუალო სიმაღლის საკმაოდ გამხდარი, გოგონა უყურებდა გრძელი სწორი ფეხებით, ვარდისფერი გაბუშტული ტუჩებით და ულამაზესი თაფლისფერი თვალებით, პატარა მაგრამ ლამაზი, მკვრივი მკერდი ჰქონდა ოლივიას და ლამაზად მომრგვალებული საჯდომი, ერთხანს დაკვირვებით უყურებდა საკუთარ თავს სარკეში, ახალ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობდა, სიარულისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დაფრინავდა, აღარც დასიებული ფეხები აწუხებდა და აღარც კბილები, გაიღიმა და უნაკლო თეთრი კბილები შეათვალიერა, -ოჰ, იმედი მაქვს ამ ყველაფერს შევეჩვევი, -ჩაილაპარაკა ახლა უკვე ოლივიას თბილი და სასიამოვნო ხმით, შემდეგ საცვლები გაიხადა და თბილ წყალში ჩაწვა, ესიამოვნა წყალი, იმდენად ესიამოვნა რომ თვალები მილულა და კინაღამ გაიგუდა როცა ჩაძინებული ჩაყურყუმელავდა პირთამდე სავსე აბაზანაში,
აბაზანიდან ამოვიდა, თმა გაიმშრალა, ტანზე ფუმფულა თეთრი პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა, გავიდა თუ არა მოულოდნელობისგან შეჰკივლა...
საწოლზე ოცდათხუთმეტიოდე წლის მაღალი გამხდარი სპორტული აღნაგობის მქონე ქერათმიანი მამაკაცი იყო უდარდელად წამოწოლილი ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და მომხიბვლელი ღიმილით უღიმოდა, ოლივიას მაშინვე გაახსენდა, ეს ის კაცია ექიმმა რომ ფოტო აჩვენა და უთხრა რომ ბიძამისი, დედამისის ძმა ჯეიმი თერნერი იყო,
- აქ რას აკეთებ? -მიმართა ცივად,
- უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ხარ? -ჯეიმი წამოდგა და ოლივიას მიუახლოვდა, -მინდა გავიგო როგორ ხარ, ხომ არაფერი გჭირდება და მაინტერესებს გახსოვარ თუ არა?
ჯეიმი იმდენად მიუახლოვდა ოლივიას რომ უკვე თითქმის ეხებოდა, თვალებით ჭამდა, ურცხვად ათვალიერებდა მის მოშიშვლებულ მხრებს და ღრმად სუნთქავდა, ოლივიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,
- მგონი ჯობს წახვიდე, უნდა გამოვიცვალო,
- შეგიძლია გასახდელ ოთახში გამოიცვალო, მე აქ დაგელოდები, - ჯეიმი ისე საწოლზე ჩამოჯდა და ურცხვად ააყოლა მზერა, ოლივიას შიშველ ფეხებს,
არა, ოლივია სულელი ნამდვილად არ იყო, ის ხომ უკვე აღარ იყო ძველი ოლივია, მის სხეულში ახლა საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი ქალი ცხოვრობდა რომელსაც მშვენივრად ესმოდა თუ რას ნიშნავდა მამაკაცის ასეთი ხარბი და ჟინით სავსე მზერა, ოღონდ ერთი რამ ვერ გაეგო, ჯეიმი მისი ბიძა იყო და როგორ შეეძლო საკუთარ დისშვილს ასე მოქცეოდა,
- ახლავე ადექი და გადი ჩემი ოთახიდან, -გამოსცრა კბილებში,
- და რას იზავ რომ არ გავიდე, იყვირებ? -ჯეიმიმ ჩაიცინა, -ხომ იცი რომ ამას ვერ გაბედავ, ასე რომ დაწყნარდი და ისე მოიქეცი როგორც გეუბნები, არამგონია სკანდალის მოწყობა გაწყობდეს,
- სკანდალი? -ოლივიამ უდარდელად გაიღიმა, -ფეხებზე სკანდალიც და ისიც თუ რას იტყვიან ჩემზე აი ის კი ნამდვილად მაინტერესებს რას იტყვიან შენნაირ ნაბიჭვარზე დედაჩემი და მამაჩემი როცა გაიგებენ როგორ მავიწროვებ,
- ოჰო, -ჯეიმის სახე შეეცვალა, -შენ რა მაშანტაჟებ? საინტერესოა რამ შეგცვალა ასე, ან ასეთი ლაპარაკი როდის ისწავლე? იმ მორცხვ და მშიშარა გოგოს აღარ გავხარ ავარიამდე რომ იყავი და რომელიც ყოველთვის ასე ძალიან აღმაგზნებდა,
-ჯეიმიმ ტუჩი მოილოკა და საზიზღრად ჩაიცინა, - კარგი, შეიძლება ეს ყველაფერი შენს ამნეზიას მივაწეროთ, იმედია მალე გაიხსენებ ყველაფერს და ისევ ძველებურად დამჯერი გოგო გახდები, ჯერჯერობით კი უფლებას მოგცემ დაისვენო, -ადგა და ისე გავიდა ოთახიდან ოლივიასთან შეხება აღარ უცდია,
ოლივია კარს ეცა გადაკეტა, საწოლთან მივიდა და ჩამოჯდა, -საწყალი გოგო, -ჩაიჩურჩულა და თავი ხელებში ჩარგო...

* * *
ოლივიას დილის ტკბილი ძილი კარზე გამალებულმა კაკუნმა შეაწყვეტინა, თვალები გაჭირვებით გაახილა, თვითონაც რომ არ ჯეროდა ისე ეძინა მთელი ღამე, ღრმა უსიზმრო ძილით და ახლა საოცრად კარგად და დასვენებულად გრძნობდა თავს, წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა, კართან მატილდა იდგა აღელვებული სახით,
- დილამშვიდობის ოლივია, საუზმეზე გაგვიანდება, კარი რატომ იყო ჩაკეტილი, ალბათ არც ეს გახსოვს მაგრამ დედაშენს არ უყვარს როცა კარს კეტავ,
- ჯანდაბა, რაც უფრო და უფრო მეტს მიყვებიან მასზე მით უფრო აღარ მაინტერესებს რა უყვარს და რა არა მისის სკოტს, -ჩაიბურტყუნა ოლივიამ,
- ასე ნუ ლაპარაკობ, ის ხომ დედაშენია, -აქოთქოთდა მატილდა, -თანაც ვერ ვხვდები შეიძლება რაღაცეები აღარ გახსოვს მაგრამ ეს უცნაური ლაპარაკის მანერა როდის შეითვისე, სულ სხვანაირი ხარ, ძველ ოლივიას აღარ გავხარ,
- ჰო ასეა მატილდა, ძველი ოლივია აღარ ვარ, ამას მალე ყველა დაინახავთ, -სარკეს მიუჯდა და თმის დავარცხნა დაიწყო,
- მომეცი თმას უკან შეგიკრავ, -მატილდა სავარცხელს წაეტანა, -მერე კი ტანსაცმელს და ფეხსაცმელს გაგიმზადებ, ოღონდ სწრაფად საუზმეზე გელოდებიან, სტუმრები გვყავს, ეს ხომ ის პიჟამოა რამდენიმე წლის წინ მარიამ რომ გაჩუქა, სად იპოვე?
- რომელიღაც კარადაში ვიპოვე, -ვარდისფერ ბამბის შორტზე და მოკლემკლავიან მაისურზე დაიხედა ოლივიამ, -აშკარად ჩასაცმელად გამოსადეგი არაფერი მქონია, კარადა ატლასის ღამის პერანგებით არის სავსე, მე კი ატლასს ვერ ვიტან და თუ ღმერთი გწამს დაანებე ჩემს თმას თავი, გაშლილიც მშვენივრად გამოიყურება,
მატილდამ ცივად უშვა ხელი და განზე გადგა, ოლივია წამში მიხვდა შეცდომას და მოუბოდიშა,
- მაპატიე მატილდა, უბრალოდ ამ ბოლო დროს იმდენი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს,
- არაუშავს შვილო მესმის, -მატილდამ თავზე ხელი გადაუსვა, -არ ჩაიცვამ?
- კარგი რა, რა ჩავიცვა, სახლის ჩუსტიც კი არ მაქვს წარმოგიდგენია? დაძინებამდე ფეხსაცმელების კარადაში შევიჭყიტე და სახლის ჩუსტების მაგივრად იცი რა დამხვდა? მაღალქუსლიანი ბუმბულებიანი ქოშები, რომელი ნორმალური ჩვიდმეტი წლის გოგო ხმარობს სახლში, ბუმბულებიან ქოშებს, -ოლივია აღშფოთებას ვერ მალავდა, მერე სავარცხელი სარკის წინ მიაგდო, წამოდგა და მატილდას წინ მხიარულად დატრიალდა,
- რას იტყვი როგორ გამოვიყურები? სტუმრებთან შეხვედრისთვის შესაფერისად მაცვია? - მერე შეტრიალდა და მატილდას გაოცებული სახით გამხიარულებული პიჟამოებით, ფეხშიშველი გავიდა საძინებლიდან, საოცრად აღტყინებული იყო, თვითონაც უკვირდა თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც იქნა დაიწყო იმის გათავისება რომ ახლა უკვე ოლივია იყო და ეს ცხოვრება მას ეკუთვნოდა, ახლა უკვე ყველაფრის გაკეთება შეეძლო რაც სურდა, ახალგაზრდა იყო, ლამაზი, მდიდარი, ჭკვიანი და თანაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ არავის მისცემდა ისე მოქცევის უფლებას როგორც ოლივიას ექცეოდნენ,
- ახლა მთავარია სასადილო ოთახი ვიპოვო, -ჩაილაპარაკა და მარმარილოს კიბეს დაუყვა, იცოდა რომ ასეთ სახლებში სასადილო ოთახები ყოველთვის პირველ სართულზეა, მაგრამ პირველი სართული იმხელა იყო ალბათ დაიკარგებოდა რომ არა მოახლე გოგო, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა,
- დილა მშვიდობის მის სკოტ, - გოგონამ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი, თმაგაშლილი ოლივია და გაცლა დააპირა,
- მოიცადე, -შეაჩერა ოლივიამ, -ვერ მეტყვი სად არის სასადილო ოთახი?
- წამობრძაბნდით გაჩვენებთ, -გოგონა წინ გაუძღვა, -მაპატიეთ მაგრამ ასეთ ფორმაში აპირებთ საუზმობას?
- რატომაც არა, -გაეღიმა ოლივიას, -დროა სკოტების მდორე ცხოვრებაში, ცოტაოდენი სიხალისე შევიტანო, თანაც არ დამიჯერებ რომ გითხრა მაგრამ, ნორმალური ტანსაცმელი არ მაქვს, სასწრაფოდ საყიდლებზე უნდა წავიდე,
- აი სასადილო ოთახიც, -გოგონამ კარზე მიუთითა
მადლობა რომ მომაცილე, რა გქვია?
- ლუსი მქვია,
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ლუსი, -გაუღიმა ოლივიამ და სასადილო ოთახის კარი შეაღო,
უზარმაზარი სასადილო ოთახი დღის შუქით სასიამოვნოდ იყო განათებული, მაგიდა ექვსი კაცისთვის იყო გაშლილი, მაგიდის თავში მისტერ სკოტი იჯდა გვერდით მეუღლე ეჯდა, -ეს კი მაიკლია დედმამასთან ერთად, -გაიფიქრა ოლივიამ, კარგი მეხსიერების წყალობით მაშინვე გაახსენდა მათი სახეები, -ოჰო ოჯახური შეხვედრაც მოუწყვიათ, ისე რომ არც კი მოულოცავთ სახლში მშვიდობით დაბრუნება, არც კი ჩახუტებიან, ღმერთო ჩემო რა საშინელი ოჯახი ჰქონია ოლივიას,
- დილა მშვიდობის, -მიესალმა ყველას ომახიანი ხმით და ყურადღება არ მიუქცევია მათი გაოცებული სახეებისთვის, თავისი ადგილისკენ წავიდა რომელიც მაიკლის გვერდით გამოეყოთ მისთვის,
- ოლივია რას აკეთებ, ხომ ხედავ სტუმრები გყავს, წადი გამოიცვალე,
- იქნებ ჯერ ჩამხუტებოდი და ჩემთვის გადადრჩენა მოდელოცა ‘’დე და’’ -დამარცვლა ოლივიამ, -თანაც წინასწარ რომ გაგეფრთხილებინეთ სტუმრების შესახებ იქნებ საგანგებოდ მოვმზადებულიყავი კიდეც, ახლა კი რაღა აზრი აქვს, უკვე მაინც ყველამ იცის როგორ გამოვიყურები პიჟამოთი, გაშლილი თმით და უმაკიაჟოდ,
- მაგიდას მიუახლოვდა, სკამი ხმაურით გამოწია და ფეხმორთხმით მოკალათდა ზედ,
- დღეს რა გვაქვს საუზმეზე, მხოლოდ ავოკადო და ეს რაღაც სალათები თუ ნამდვილ საჭმელსაც შემოიტანენ? -იკითხა და ამრეზით გადახედა, რაღაც გაურკვეველ იასამნისფერ სალათს და ხიზილალისმაგვარ მასას, - ვერ ვიტან ავოკადოს, -ჩაიბუტბუტა და მისტერ სკოტს თვალი გაუსწორა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ თავს ძლივს იკავებდა, ცოტაც და აფეთქდებოდა, ოლივიას რატომღაც ძალიან სიამოვნებდა ეს სიტუაცია,
- აპატიეთ ოლივიას, -მისტერ სკოტმა სტუმრებს მოუბოდიშა, -ალბათ იცით რომ ოლივია გუშინ დაბრუნდა სახლში და ჯერჯერობით ისევ ამნეზია აქვს, მაგრამ ექიმი გვაიმედებს, მალე ისევ ძველი ოლივია გახდება,
- ჰო ჯერ რეაბილიტაციის კურსი უნდა დაასრულოს, -ჩაერია მისის სკოტი, -ჩვენი ოჯახის ფსიქოლოგთანაც ჩავწერეთ იმედია მასთან სეანსები დაეხმარება და უფრო მალე მოვა გონს,
- ოჰო, ოჯახის ფსიქოლოგიც გვყავს? -ოლივიამ გაკვირვება ვერ დამალა, -მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო დედა, ფსიქოლოგთან სიარულს არ ვაპირებ, თავს ასეც მშვენივრად ვგრძნობ,
- ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, -ელამ მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და მაიკლის დედას რომელიღაც ცნობილი ბრენდის ახალ მოდელის ჩანთაზე გაუბა საუბარი, მისტერ სკოტმა და მისტერ ფინჩერმაც ბიზნესის განხილვა დაიწყეს და ოლივია ისევ ეულად დარჩა მაიკლის გვერდით,
- ძალიან შეცვლილხარ, -გადაულაპარაკა მაიკლმა, -იმ მშიშარა და მორცხვ და მორიდებულ გოგოს აღარ გავხარ ადრე რომ იყავი,
- ჰოო? ისეთი უფრო მოგწონდი?
- ვაღიარებ რომ არა, -სრულიად უბრალოდ, უემოციოდ უთხრა მაიკლმა, -მაგრამ ასეთი მომწონხარ, ბეჭედი რატომ არ გიკეთია, სად არის?
- ბეჭედი? -ოლივიამ ხელზე დაიხედა, -ჯანდაბა მგონი აბაზანაში დამრჩა, ალბათ იქ სადმე იქნება, -მაიკლის აწეულ წარბს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო, -აღარ ვაპირებ მის ტარებას, საკმაოდ დიდი და უგემოვნოა, თანაც მგონი ნიშნობაზეც უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი განვიხილოთ,
- ჩვენ ვერაფერს განვიხილავთ, შეხედე, უჩვენოდაც მშვენივრად განიხილავენ ყველაფერს, -მაიკლმა ქალბატონებზე მიუთითა, რომლებიც უკვე იმ საკითხზე გადასულიყვნენ თუ რომელი ცნობილი დიზაინერის კაბას ჩაიცვამდა ოლივია ქორწილში,
ოლივიამ ერთხანს მშვიდად უყურა, უსმენდა, როგორ გეგმავდნენ მის ცხოვრებას და მიხვდა რომ მეორედ უკვე ამას ნამდვილად ვეღარ აიტანდა, ერთხელ უკვე დაუგეგმეს მშობლებმა ცხოვრება და ადრეულ ასაკში გააყოლეს უსაქმურ ალფრედოს ცოლად, შემდეგ უკვე ალფრედო წარმართავდა მის ცხოვრებას, შემდეგ მისი შვილი პოლი, თავისთვის კი არასდროს არ ჰქონია დრო, საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი ინტერესებისთვის დრო და რესურსები არასდროს დაუხარჯავს და კიდევ ერთხელ იგივეს გადატანას ნამდვილად ვერ შეძლებდა, ჭიქა მაღლა ასწია და ჩანგალი შემოსცხო, -ყურადღებას ვითხოვ,
ყველამ შეწყვიტა საუბარი და გაოცებული სახეებით მიაჩერდნენ,
- საკმარისია ოლივია, ნუ სულელობ, -ჩაიღრინა მისტერ სკოტმა,
- მაპატიე „მა მა“ მაგრამ სათქმელი მაქვს, -ოლივია არ აპირებდა გაჩუმებას, -მე საშინელი ავარია გადავიტანე, თითქმის სამი თვე კომაში ვიყავი ახლა კი ამნეზია მაქვს და არაფერი მახსოვს, თქვენ კი მაინც ჯიუტად ცდილობთ ჩემს გათხოვებას და თავიდან მოშორებას,
- რას ამბობ შვილო, -ელა შეწუხებული სახის მიღებას შეეცადა,
- ძალიან გთხოვთ მაცადეთ რის თქმასაც ვაპირებ, -ოლივია ფეხზე წამოდგა, -როგორც უკვე გითხარით, არაფერი და არავინ მახსოვს, მათ შორის არც მაიკლი და არ მინდა ისეთ ადამიანზე გავთხოვდე რომელიც არ მახსოვს, ქორწილი უნდა გადადოთ, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ ყველაფერი არ გამახსენდება,
ოლივია გაჩუმდა და მაგიდის გარშემო მსხდომებს თვალი მოავლო, უაღრესად სიამოვნებდა მათი გაცოფებული, გაბრაზებული სახეების დანახვა, თითქოს იმ საწყალი გოგოს გამო ძიობდა შურს რომელიც სულ მცირეოდენი სიყვარულის და სიხარულის უნახავად წავიდა ამ ქვეყნიდან, -ასეც მოგიხდებათ, -ჩაილაპარაკა თავისთვის და წასასვლელად შებრუნდა,
- შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია, -მთელი ხმით იღრიალა მისტერ სკოტმა და მუშტი ისეთი ძალით დასცხო მაგიდას რომ მის წინ მდგარი ჭიქა იატაკს დაენარცხა და დაიფშვნა, -ახლავე მობრუნდი და მაგიდასთან დაჯექი,
ოლივია მშვიდად შებრუნდა, ახლა ამ წუთებში ალფრედოს მადლიერიც კი იყო, მისი წყალობით ასეთ შემთხვევებზე უკვე იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული, გაიღიმა და მშვიდად მიმართა მისტერ სკოტს,
- დაღლილი ვარ მამა, უნდა დავისვენო, მერე კი საყიდლებზე მომიწევს წასვლა, დედას წყალობით ჩემს გარდერობში ერთი ნორმალური რამეც კი არ მაქვს რომ ჩავიცვა, ჰო მართლა, -დაამატა ბოლოს, -ფული მჭირდება საყიდლებისთვის,
- რაა? -მისტერ სკოტი უკვე ვეღარ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, -გგონია ასეთი სცენის შემდეგ საყიდლებისთვის ფულს მოგცემ?
- კარგი, არც ეგ არის პრობლემა, -ოლივიამ მხრები აიჩეჩა, -ამ პიჟამოშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს, შემიძლია ქუჩაშიც კი ვიარო ასე, ან დედას მოწყობილ წვეულებებზე, თუკი რათქმაუნდა ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს,
მისტერ სკოტმა ერთხანს უხმოდ, კბილების ღრჭიალით უყურა ერთადერთ ქალიშვილს, შემდეგ უხმოდ ამოიღო საფულიდან ბარათი და მაგიდაზე დადო...
მაიკლი მეორე სართულზე ამავალ კიბესთან დაეწია ოლივიას და ხელი მკლავში უხეშად წაავლო, თვალები ცივად უელავდა და სახეზე ენით აღუწერელი მრისხანება ეხატა,
- შენ რა გაგიჟდი? როგორ ბედავ, შენი თავი ვინ გგონია რომ ასე ერთი ხელის მოსმით წყვეტ ჩემთან ურთიერთობას, შენ ჩემი ხარ, ჩემზე ხარ დანიშნული და ამას ვერაფერი შეცვლის,
მაიკლის ხმაში და ჟესტებში ისეთი სიცივე და სისასტიკე გამოსჭვიოდა რომ ოლივია წამით შეშინდა კიდეც მაგრამ მალევე მოვიდა გონს, ბოლოს და ბოლოს ვინ იყო მაიკლი, ერთი გაზულუქებული განებივრებული ლაწირაკი, თითქმის მისი შვილის ტოლი, უფლებას არ მისცემს ასე დაამციროს და დაატეროროს, როგორც ჩანს მიჩვეულია ასე მოქცევას, ალბათ ოლივია აძლევდა ამის უფლებას, რადგან შესაბამის წინააღმდეგობას ვერ უწევდა,
- ხელი გამიშვი, -გამოსცრა კბილებში და ხელი გაინთავისუფლა, -ჩემთან ასე მოქცევა აღარ გაგივა მაიკლ, მე უბრალოდ რაღაც ნივთი არ ვარ რომ შენ გეკუთვნოდე, არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ შენზე არ დავქორწინდები, ფეხებზე რას ფიქრობთ ამის შესახებ შენ ან ჩემი ოჯახი, დროა კაცურად მოიქცე და შეეგუო რომ ეს თამაში წააგე, -ოლივია მხრებში გაიშალა, ნელ-ნელა სწორი თამამი ნაბიჯებით აუყვა კიბეს და მაიკლი პირდაღებული და გააფთრებული დატოვა, როგორც კი დერეფანი გაიარა და საძინებლის კარი ზურგს უკან მიიხურა, სიხარულისგან ხმამაღლა იყვირა, საწოლზე შეხტა და ხტუნაობა დაიწყო, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, თავს საოცრად კარგად გრძნობდა, ისე თავისუფლად როგორც აქამდე არასოდეს უგრძვნია, თითქოს მაიკლისთვის წინააღმდეგობის გაწევით ის უამრავი წელიც გამოისყიდა ალფრედოს მონობაში რომ ჰქონდა გატარებული,
- ეს გავაკეთე როგორც იქნა მე ეს გავაკეთე, ჩურჩულებდა და იღიმოდა ...
* * *
შემდეგი სამი დღე ჩვეულებრივად გავიდა, დედ-მამა არც კი უნახავს, იმ ავადსახსენებელი საუზმის შემდეგ, მისტერ სკოტი ერთი კვირით საქმიანი ვიზიტით წავიდა მონაკოში და ცოლი და ცოლისძმაც თან გაიყოლა, ოლივია მარტო დარჩა უზარმაზარ სასახლეში და რადგან საქმე არაფერი ჰქონდა და საყიდლებზე წასასვლელად მარიას მექსიკიდან დაბრუნებას ელოდა, სახლის შესწავლას და მოსამსახურე პერსონალის გაცნობას შეუდგა, რაშიც დახმარებას ლუსი უწევდა,
სახლი მხოლოდ ორი სართულისგან შეგებოდა, თუმცა იმდენად ფართო ორი სართულისგან რომ ზედა სართულზე თავისუფლად ეტეოდა 8 საძინებელი, ხოლო ქვედა სართულზე, მისაღები სამზარეულო, სამუშაო ოთახი, ბიბლიოთეკა და უზარმაზარი სპორტდარბაზი დახურულ აუზთან ერთად, სახლის გვერდით მდგარ პატარა მოხდენილ შენობაში მოსამსახურე პერსონალის ოთახები იყო განთავსებული და უნდა ითქვას რომ საკმაოდ დიდი და კომფორტული საცხოვრებლები იყო, მატილდასა და მარიასთვის პატარა მისაღები, სამზარეულო, საძინებელი და სამუშაო ოთახი იყო გამოყოფილი, ლუსიმ ბაღიც დაათვალიერებინა ოლივიას, თან ენას არ აჩერებდა და დაწვრილებით უხსნიდა ყველაფერს, აცნობდა პერსონალს, გააცნო მძღოლი ჩარლი, რომელსაც ოლივია უკვე იცნობდა, ასევე მებაღეები, მოხუცი კარლოსი და მისი შვილიშვილი თექვსმეტი წლის სიმპათიური ყმაწვილი ნიკი, მოახლეები, კლარა, ლუიზა და ანა, ოლივია ყველას გულითადად ესალმებოდა, უღიმოდა და ატყობდა რომ უკვირდათ მისი ასეთი საქციელი, სახლის უკანა მხარეს განთავსებული უზარმაზარი აუზის კიდესთან ჩამოჯდა და ლუსისაც ანიშნა გვერდით მომიჯექიო,
- რაღაც უნდა გკითხო, რამეს არასწორად ვაკეთებ თუ რა ხდება? ყველა ისე მიყურებს თითქოს შეშლილი ვიყო,
- არა მის, რას ამბობთ, ეს არაფერ შუაშია, -შეიცხადა ლუსიმ, -უბრალოდ მას მერე რაც კომიდან გამოხვედით ძალიან შეიცვალეთ,
- ადრე როგორი ვიყავი?
- როგორ გითხრათ, -ლუსიმ უხერხულად აიჩეჩა მხრები, -გულჩათხრობილი იყავით, ხშირად არც კი გვესალმებოდით ხოლმე, ღიმილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,
- თქვენს მიმართ უხეში ვიყავი?
- არა მის, უბრალოდ ვფიქრობ რომ თქვენს სამყაროში ცხოვრობდით, თითქმის არ საუბრობდით, ყოველთვის თქვენს ოთახში იყავით, მხოლოდ კითხულობდით და სწავლობდით, გარეთ თითქმის არ გამოდიოდით,
- რას ვსწავლობდი?
- მხოლოდ იმას რაც მისის სკოტს მიაჩნდა რომ მაღალი წრის ქალბატონმა უნდა იცოდეს, მაგალითად როიალზე დაკვრა, ხატვა, ქარგვა,
- კარგი რა, ხატვა და ქარგვა? თანაც მხოლოდ იმიტომ რომ დედას უნდოდა ასე? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? -ოლივიამ აღარ იცოდა ეცინა თუ ეტირა, -და უნივერსიტეტი, უნივერსიტეტში თუ ვაპირებდი ჩაბარებას,
- მატილდასგან ვიცი რომ, გინდოდათ პედიატრი ყოფილიყავით, სამედიცინოზე გეგმავდით ჩაბარებას, მაგრამ მისტერ სკოტმა აგიკრძალათ,
- ამიკრძალა? კი მაგრამ რატომ?
- მაშინ უკვე იგეგმებოდა თქვენი და მისტერ ფინჩერის ქორწილი, მისტერ სკოტმა კი თქვა რომ გათხოვილ ქალს აღარაფერში სჭირდება უნივერსიტეტში ჩაბარება,
- ოჰჰ, ოლივია ატყობდა რომ მეტის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო, რა საშინელ ოჯახში უცხოვრია საცოდავ გოგოს, არადა აქამდე მხოლოდ თავისი ცხოვრება ეგონა ჯოჯოხეთი, თურმე ოლივიასაც არანაკლები ჯოჯოხეთი გამოუვლია, მიხვდა, ახლა ორივეს მაგივრად უნდა ეცხოვრა, ისე ეცხოვრა როგორც თვითონ უნდოდა და როგორც ოლივიას ენდომებოდა, წამოდგა, აუზისკენ ზურგით შებრუნდა და წყალში გადაეშვა,
- რას აკეთებთ? -იკივლა ლუსიმ
- ოლივიამ წყლიდან ამოყვინთა და გაიღიმა, -წყალი თბილი ყოფილა, მოდი შენც ჩამოხტი,
- არა, მისის სკოტმა რომ ეს გაიგოს სამსახურს დავკარგავ, ჯობია პირსახოცს მოგიტანთ, ლუსი ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ,
* * *
ვერა და ვერ შეეგუა ოლივია რომ ყოველი წვრილმანი რაღაცისთვის მოახლის დაძახება უწევდა, ბოლოსდაბოლოს ლილი ხომ მთელი ცხოვრება თვითონ იყო ქმრის და შვილის მოსამსახურე, ახლა კი თვითონ დასტრიალებდნენ თავს მოსამსახურეები და ეს საშინლად აღიზიანებდა, დილით ადგომას ვერ ასწრებდა რომ საწოლი უკვე ალაგებული იყო და საუზმეც გამზადებული, უკვე რამდენიმე დღე იყო ყავა არ დაელია და საშინლად სტკიოდა თავი, იცოდა რომ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური იყო და ყავას მიუჩვეველ ოლივიას უყავობისგან თავი ვერანაირად ვერ ეტკინებოდა მაგრამ მაინც ჯიუტად უნდოდა ყავა,
- ჯანდაბა, ახლაც რომ არ დავლიო თავი გამისკდება, -ჩაიბუტბუტა, საძინებლის კარი გამოაღო და პირდაპირ შეეჩეხა მარიას, ისე გაუხარდა მისი დანახვა რომ ჩაეხუტა და დიდხანს არ მოშორებია,
- უკვე ჩამოხვედი? როგორ მიხარია,
მარია გაკვირვებული ათვალიერებდა ოლივიას, -პირველად გხედავ ასეთ მოუწესრიგებელს, თმაც კი არ გაქვს დავარცხნილი,
- რა დროს თმაა, წამოდი სამზარეულოში ყავა დავლიოთ, -ოლივიამ კიბისკენ უბიძგა,
- როდის აქეთაა ყავას სვავ ,თანაც რა საჭიროა სამზარეულოში ჩასვლა, ლუსის სთხოვე და აქ ამოგიტანს?
- ჩემი ხელით გაკეთებულს უფრო გემრიელად ვსვამ, -წამოსცდა ოლივიას, მარიას გაოცებული სახის დანახვაზე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და დაამატა, -ანუ იმის თქმა მინდოდა რომ საკუთარი ხელით გაკეთებულს უკეთესი გემო აქვსო, ყოველთვის ასე ამბობენ.
გოგონები სკოტების უზარმაზარ სამზარეულოში შევიდნენ, მატილდამ რომელიც კარტოფილს თლიდა, მაშინვე შეიცხადა
- აქ რას აკეთებ ოლივია? თუკი რამე გჭირდება გვითხარით და ჩვენ მოგიმზადებთ ყველაფერს, შენ რაღას აკეთებ აქ -შეუტია შვილიშვილს
- მე რა შუაში ვარ, -ხელები უმწეოდ გაშალა მარიამ, -დაიჩემა გინდა თუ არა ჩემი ხელით უნდა მოვიმზადო ყავაო,
ოლივია უკვე ყავის აპარატთან იდგა, ყავას ამზადებდა და მაცოცხლებელ სურნელს ღრმად ისუნთქავდა, ყავა გაამზადა და იქვე სამზარეულოს მაგიდასთან მარიას მიუჯდა გვერდით,
- საღამოს საყიდლებზე მინდა წავიდე, წამომყვები?
- ოჰო, შენ აღარ ხუმრობ, -გაიკვირვა მარიამ, -საყიდლებზე თავად მიდიხარ და ფულიც გაქვს? -მარია როგორც ყოველთვის პირდაპირი იყო, იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა და ოლივიას ეს ძალიან მოსწონდა,
- რათქმაუნდა ფული მაქვს, მე ხომ მილიარდერების ქალიშვილი ვარ,
- იმიტომ გკითხე რომ შენ არასდროს არ გაძლევდნენ ფულს, საკუთარი ჯიბის ფულიც კი არასდროს გქონია, ყოველი ცენტისთვის, მამაშენს აბარებდი ანგარიშს,
ოლივიას გულიანად გაეღიმა, -ეს ადრე იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა, წამოდი იქნებ რამე მაპოვნინო რომ ჩავიცვა, თუ არადა შენგან მომიწევს მაისურის თხოვნა,
* * *
დიდხანს იქექებოდნენ კარადებში რომ საყიდლებზე წასასვლელად რამე შესაფერისი ეპოვნათ და ის იყო ოლივიამ ხელი ჩაიქნია რომ კარადის ზედა თაროზე მიკუჭნული ვარდისფერი ყუთი გადმოვარდა, ყუთი გახსნა და ხელში მოზრდილი სქელყდიანი რვეული შერჩა,
- მარია ნახე რა ვიპოვე, შეიძლება ოლივიას დღიური იყოს, -გასძახა მარიას რომელიც ფეხსაცმელების კარადიდან ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და ბურტყუნებდა რომ არცერთი არაფრად ვარგოდა.
- ისე ლაპარაკობ თითქოს ოლივია სხვა ადამიანი იყოს და შენ სხვა,
- ასეც არის, -ოლივიამ სიტუაციის გამოსწორება სცადა, -მე არაფერი მახსოვს და ასე მგონია რომ ოლივია სხვა ადამიანი იყო, მოდი წავიკითხოთ, იქნებ ეს დამეხმაროს რამის გახსენებაში,
მარიამ რვეული გამოართვა და გადაშალა, პირველივე ფურცელზე დიდი ლამაზი ასოებით ეწერა,
- ყველაფერი ჩემს შესახებ...

* * *
- იქნებ გინდა რომ მარტო წაიკითხო? -შეეკითხა მარია და თან ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ ოლივიას რომ ეთქვა კი მარტო წავიკითხავო, ცნობისმოყვარეობისგან გული გაუსკდებოდა.
- ერთად წავიკითხოთ, - გაეღიმა ოლივიას, მოუთმენლად აცახცახებული მარიას შემხედვარეს, -ოღონდ გთხოვ შენ წაიკითხე ხმამაღლა და მე მოგისმენ, -ჯერ კიდევ ვერ მიჩვეულიყო რომ მხედველობის პრობლემა აღარ ჰქონდა, რის გამოც უკვე ბოლო რამდენიმე წელია კითხვა უჭირდა,
კუთხეში მიდგმულ რბილ სავარძლებში კომფორტულად მოთავსდნენ, მარიამ ღრმად ამოისუნთქა, რვეული გადაშალა და დაიწყო,

- არც კი ვიცი როდისმე ვინმე თუ წაიკითხავს ამ ნაწერს, მაშინ რატომ ვწერ? ალბათ იმიტომ რომ გული არ გამისკდეს, მე ხომ არავინ მყავს ვისაც დაველაპარაკები, ერთადერთი ჩემი მეგობარი მარიაა და მასთანაც შეხვედრა ჩუმად მიწევს, სულ მეშინია რომ დედამ არ დაგვინახოს და არ ეჩხუბოს, მეშინია რომ ჩემს გამო მატილდას და მარიას სახლიდან გააგდებს და მერე სულ მარტო დავრჩები, მარტო... ჰმ, ისედაც მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ, ვერავინ მამჩნევს, არავის ვუყვარვარ, ჩემი არავის ესმის, სულ არავის, არავის აინტერესებს რას ვგრძნობ, რამ გადამაწყვეტინა ჩემს შესახებ ჩანაწერების გაკეთება? კიდევ ერთმა უბედურებამ რომელიც ჩემს უამრავ უბედურებას მაშინ დაემატა როცა თექვსმეტი წლის გავხდი,
- გუშინ თექვსმეტი წლის გავხდი, როგორც ყოველთვის ჩემი წვეულება დედამ მოაწყო, ყველა ერთობოდა, მე კი მთელი საღამო ერთ ადგილზე ვიდექი სულელურ ტანსაცმელში გამოწყობილი და სტუმრებს ვუღიმოდი, მაიკლიც იქ იყო, იცინოდა, ცეკვავდა, ერთობოდა, ღმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტან მაიკლს, ვერც კი წარმომიდგენია რომ მასზე დავინიშნები და ეს უგულო არსება ჩემი ქმარი გახდება, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა,
- სპეციალურად ჩემს დაბადების დღეზე, ბიძაჩემი ჩამოვიდა პარიზიდან, დედაჩემის ძმა, ჯეიმი თერნერი, საკმაოდ უსიამოვნო და შემაწუხებელი ტიპი, რომელიც ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, თავიდან ფეხებამდე ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, გულითადი ღიმილით მომილოცა, ჩამეხუტა და რატომღაც ნორმალურზე მეტ ხანს გააჩერა ხელები ჩემს წელზე,
- გაზრდილხარ, უკვე დიდი, ლამაზი და სექსუალური გოგო ხარ, -მითხრა და ლოყაზე ტუჩის კუთხეში მაკოცა, მეუცნაურა, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე, უხერხული ღიმილით შემოვიფარგლე, წვეულების დასასრულს ბაღში მოვახერხე გასვლა რომ ცოტა დამესვენა და სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, ბიძაჩემმა შადრევანთან ჩამომჯდარს მომაგნო, გვერდით მომიჯდა, ისე ახლოს რომ მხარზე მეხებოდა, სასმლის სუნი მაშინვე მეცა, ეტყობოდა საკმაოდ ბევრი ჰქონდა დალეული, ადგომა დავაპირე, მაგრამ არ დამანება, მუხლზე ხელი დამადო და უცნაურად ჩახრინწული ხმით მკითხა,
- შეყვარებული გყავს? ან მეგობარი ბიჭი?
შეყვარებული არ მყავდა, არც არასოდეს მყოლია, არასდროს არავისთვის მიკოცნია, არასდროს არავინ შემხებია, მაგრამ ამ საკითხის ბიძაჩემთან განხილვას ნამდვილად არ ვაპირებდი, წამოვდექი და ის იყო წასვლას ვაპირებდი რომ წამოხტა, მეცა, ხელები ზურგს უკან გამიკავა და ტუჩებზე დამაცხრა ...

- გეყოფა, საკმარისია, გაჩერდი, -იყვირა ოლივიამ, მარიას რვეული გამოგლიჯა და იატაკზე დაანარცხა, შოკში იყო, უნებურად წამიერად ათასი რამ წარმოიდგინა, ათასი საზიზღარი სცენა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, ჯეიმი თერნერი თავიდანვე არ მოეწონა მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდა,
- მაპატიე ოლივია, -მარიას ხმა უცახცახებდა, -არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, ჩემთვის ამის შესახებ არასდროს არაფერი გითქვამს, ბიძაშენი ნამდვილი ყოფილა,
- კარგი მოდი ამაზე ნუღარ ვიფიქრებთ, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც, ეგ რვეული ისევ იქ შედე სადაც იყო და რამე მომიტანე რომ ჩავიცვა, ამ სახლიდან გასვლა მინდა, თორემ ვიხრჩობი, ვეღარ ვსუნთქავ,
მარიამ სასწრაფოდ შეაგდო დღიური კარადაში და ტანსაცმლის მოსატანად გაიქცა, ოლივია ცდილობდა გონება მოეკრიბა და დამშვიდებულიყო, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, სავარძლიდან ჩაცურდა, იატაკზე დაჯდა, მუხლები მოკეცა და ხელები შემოიხვია, მოძალადე ბიძა? - ესღა აკლდა, ნეტავ რამდენად შორს წავიდა მათ შორის ეს ყველაფერი, თვალი ისევ კარადისკენ გაექცა, არა ახლა ნამდვილად არ შეუძლია მეტის წაკითხვა, ახლა უბრალოდ აქედან უნდა წავიდეს რომ, რამეს გული გადააყოლოს, თორემ გაგიჟდება,
მარიამ ტანსაცმელი მოუტანა, საწოლზე დააწყო, თვითონაც ჩამოჯდა და თანაგრძნობით სავსე მზერით მიაჩერდა ოლივიას,
- დარწმუნებული ხარ რომ ახლა საყიდლებზე წასვლა გინდა,
- ჰო რათქმაუნდა, -ოლივია გაღიმებას შეეცადა თუმცა ტუჩები უცნაურად დაემანჭა, -საყიდლები ახლა ზუსტად ის არის რაც ყველაზე მეტად მჭირდება, -ადგა და მარიას მოტანილი უბრალო თეთრი მაისური გადაიცვა, მოკლე ჯინსის შორტიც ზუსტად მოერგო, თეთრმა კედებმა კი მოუჭირა ცოტა მაგრამ ჯანდაბას, როგორმე აიტანდა, ჯიბეში მისტერ სკოტის ბარათი ჩაიდო და მარიას მიუბრუნდა,
- წავედით?
- წავიდეთ, ოღონდ იმაზე თუ იფიქრე დაცვას როგორ დავუძვრეთ?
- დაცვა? ამაზე არ მიფიქრია, შენ რა გაპარვას მთავაზობ? რა საჭიროა, უბრალოდ ავდგეთ და მთავარი ჭიშკრიდან გავიდეთ ქუჩაში,
- როგორ გეტყობა რომ მართლა გაქვს ამნეზია, -გაეცინა მარიას, -შენ როგორ ფიქრობ მისის სკოტმა მონაკოში წასვლამდე რა გააკეთა? - დაცვას აუცილებლად გააფრთხილებდა რომ არსად გაგიშვან, ამ სახლიდან ასე უბრალოდ ვერ გახვალ გარეთ,
- აბა რა გავაკეთოთ, -ოლივია შეწუხდა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა დაცვასთან კამათის თავი,
- კარგია რომ ისეთი მეგობარი გყავს ვინც ამ სახლის და ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული იცის, - შესცინა მარიამ, -წამოდი მე გაგიყვან აქედან,
ბაღის შორეულ კუთხესთან რომელიც ხეების ჩრდილში იყო მოქცეული, უპრობლემოდ მივიდნენ,
- ამ ხეს ხომ ხედავ? -მიუთითა მარიამ, -ამაზე ავძვრებით, იქიდან გალავანზე და მერე პიდაპირ ქუჩაში ჩავხტებით, არ შეგეშინდეს საკმაოდ მარტივია,
ოლივიამ ხეს ახედა, მასზე აძრომა ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა, ის იყო ხეს ხელები მოხვია რომ, ჩრდილს ვიღაც გამოეყო და მათკენ წამოვიდა,
- ყოჩაღ მარია, უკვე ნამდვილი რეციდივისტი ხარ?
ოლივია მოულოდნელობისგან შეხტა,
- მაპატიეთ მის სკოტ, თქვენი შეშინება არ მინდოდა, -მებაღის შვილიშვილი ნიკი გულიანად უღიმოდათ,
- სულელო, -მარიამ თმა აუჩეჩა და მხარზე ხელი გადახვია, -შენ ალბათ იცი როცა ასეთ რამეს დაინახავ რაც უნდა გააკეთო,
- რათქმაუნდა ვიცი, სამარე ვარ, -გამოაცხადა ნიკმა, -მიდით აძვერით, მე დაგეხმარებით, მაგრამ მის სკოტ როცა დაბრუნდებით აუცილებლად უნდა გნახოთ, თქვენთან საქმე მაქვს,
- შეგიძლია ახლა მითხრა, არ გვეჩქარება,
- არა, მირჩევნია როცა დაბრუნდებით მარტო შეგხვდეთ და ყველაფერი ისე აგიხსნათ, -ნიკს სერიოზული ხმა ჰქონდა, ოლივიამ დაკვირვებით შეხედა, არანაირი სიბოროტე ან ქვენა გრძნობა არ ჩანდა ნიკის თვალებში, ისეთი სუფთა და გულწრფელი მზერა ჰქონდა, თავი ძლივს შეიკავა რომ საყვარელ ლოყებზე არ მოფერებოდა, ზუსტად ისე როგორც პოლს ეფერებოდა ხოლმე როცა პატარა იყო, - ჯანდაბა ოლივია რას აკეთებ, - შეუძახა საკუთარ თავს, -რა დროს დედობრივი გრძნობებია, ვინ რას იფიქრებს რომ დაგინახოს თითქმის შენი ასაკის ბიჭს პატარა ბავშვივით როგორ ეფერები, - ღიმილით და თანხმობით შემოიფარგლა, მერე კი ნიკს უფლება მისცა ღობეზე გადაძრომაში დახმარებოდა.
* * *
- მოდი ისეთ ადგილას წავიდეთ საყიდლებზე სადაც სადაც ის ხალხი არ იქნება ვინც შეიძლება გიცნოს, პრობლემებს ნუ შევიქმნით, -წამოაყენა წინადადება მარიამ,
- ანუ მდიდარ, გაზულუქებულ საზოგადოებას უნდა მოვერიდოთ? -გაიცინა ოლივიამ და ტაქსს ხელი დაუქნია, -ისედაც არ ვაპირებდი ბრენდულ სისულელეებში ფულის დახარჯვას, სადმე ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრში წავიდეთ, ჩვენს გემოზე გავერთოთ, ვიშოპინგოთ და ბურგერები ვჭამოთ,
- ოჰო, შენ და ბურგერები? -სწრაფი კვება ხომ არ გიყვარს, ბროკოლის, ავოკადოს და სალათების მეტს არაფერს ჭამდი,
- ხანადახან ბურგერებსაც არაფერი უშავს, ლუდზეც არ ვიტყოდი უარს, არ გინდა რომ საყიდლების მერე სადმე წავიდეთ დასალევად?
- დასალევად? -გაიკვირვა მარიამ, -ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯერ თვრამეტი წლისაც არ ხარ, თანაც აქამდე თუ გაგისინჯია მაინც ალკოჰოლიანი სასმელი?
ალკოჰოლიანი სასმლის გახსენებაზე ოლივიას ნერწყვი მოადგა, თვალები დახუჭა და ამოიოხრა, -ღმერთო რას არ მიცემდა ახლა, ერთი ბოთლი ჩაციებული ლუდისთვის,
- კარგი, კარგი, ნუ ოხრავ, -მარიამ მუჯლუგუნი წაჰკრა, -ბიძაჩემი ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში დაცვის უფროსია, დავურეკავ და შეგვიშვებს, შენი მშობლები როდის ჩამოდიან?
- ცოტათი გაუგრძელდათ ვიზიტი ხუთი დღე კიდევ დარჩებიან,
- მათი ჩამოსვლის მერე, ნაბიჯსაც კი ვერ გადაადგამ ისე რომ არ გაგაკონტროლონ, ასე რომ მოვასწროთ და ბოლომდე გავერთოთ,
ოლივიას არც კი ახსოვდა ბოლოს როდის იყო ღამის კლუბში, ალბათ ოცი ან ოცდასამი წლის წინ, ან უფრო ადრე, თანაც მაშინდელი ღამის კლუბები ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა,
- მოვედით, ფიქრებიდან გამოარკვია, ტაქსის მძღოლის ხმამ, -მარიამ გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდნენ,
- ბოდიში რომ შენ მოგიწია გადახდა, ახლავე თანხას გამოვიტან და ამის შემდეგ ყველაფერს მე გადავიხდი, -ოლივიამ მიმოიხედა და იქვე სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მდგარი ბანკომატისკენ წავიდა,
- ბარათი დაბლოკილია, დაეწერა ეკრანზე, ოლივიამ ისევ სცადა, ისევ იგივე,
- ასეც ვიცოდი, -ჩაილაპარაკა და გაეღიმა, -როგორ ვერ მივხვდი, იმ დღეს თავიდან რომ მოვეშორებინე, იმიტომ მომცა ბარათი მერე კი ბანკში დარეკა და დააბლოკინა,
- მაგაზე ნუ ინერვიულებ, -მარიამ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მოუჭირა, -წამოდი ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ სახლში დავბრუნდეთ,
- როგორ ფიქრობ როცა სახლიდან გამოვედი, გეგმა ბე არ მქონია? -ოლივიამ ეშმაკურად გაიღიმა და ჯიბიდან ნიშნობის, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ამოიღო, -სახლიდან გამოსვლამდე ინტერნეტში გადავამოწმე და იცი რა ღირს? 350 ათასი დოლარი, ამის ნახევრადაც რომ გაგვაყიდინა, ფული ყველაფერზე გვეყოფოდა,
- არა ოლივია, ეს უკვე ზედმეტია, ამ ბეჭედს ვერ გავყიდით, შენი ნიშნობის ბეჭედია და თანაც არავინ იყიდის, მაშინვე პოლიციას გამოუძახებენ,
- ეს მე მომანდე, მხოლოდ შენ არ ხარ მოხერხებული, რაღაც - რაღაცეები მეც მეხერხება, ერთ კაცს ვიცნობ ვინც სიხარულით იყიდის ამ ბეჭედს ნახევარ ფასად, წამოდი, -ოლივიამ ისევ გააჩერა ტაქსი და მისამართი უკარნახა,
მარია გაკვირვებული იხედებოდა აქეთ-იქით, ტაქსიდან ერთ უსახურ ქუჩაზე ჩამოვიდნენ, ოლივიამ ჩიხში შეუხვია და კუთხეში მდებარე კარი შეაღო რომლის თავზეც აბრა იყო განთავსებული, ‘’ვიბარებ საოჯახო ტექნიკას’’ პატარა ოთახი უამრავი ძველი და ახალი ტექნიკით იყო სავსე,
- ეს რა ლომბარდია? -გადაულაპარაკა მარიამ, ოლივიამ ანიშნა ჩუმად იყავიო და დახლის უკან მჯდომ პატარა, გალეულ, მოხუც კაცს მიუახლოვდა, მიესალმა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და წინ დაუდო, კაცმა ჯერ ბეჭედს შეხედა, შემდეგ გოგონებს, მერე აქეთ-იქით მიმოიხედა და ჩაიბურტყუნა,
- ალბათ აბრა არ დაგინახავთ, აქ მხოლოდ საოჯახო ტექნიკას ვიბარებთ, ახლავე აიღეთ ეს ბეჭედი და წადით,
ოლივია დახლზე გადაიხარა და მშვიდი ხმით უთხრა,
- ლილი ჯონსმა გვითხრა რომ შეგვეძლო თქვენთან მოვსულიყავით, გვითხრა რომ თქვენი ნდობა შეიძლება,
კაცმა სათვალე ცხირზე ჩამოიწია, ერთხანს დაკვირვებით უმზერდა ოლივიას, მერე ხელი გაუწოდა, ოლივიამ ბეჭედი ხელის გულზე დაუდო, 180 ათასი, თქვა და გაჩუმდა,
- მეგონა სულ მცირე ორასს მაინც მოგვცემდით,
- 180 და ისიც ლილის ხათრით, გინდათ თუ არა, -ოლივიამ თავი დაუქნია და ცოტა არ იყოს გამხიარულდა იმის წარმოდგენაზე თუ რა სახე ექნებოდა მაიკლს როცა გაიგებდა რომ ოლივიამ მათი ნიშნობის ბეჭედი გაყიდა, ცოტა ხანში როცა გარეთ გამოვიდნენ, მარიას მომცრო შავი ჩანთა რომელიც მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული, ფულით იყო სავსე.
- ოჰ როგორც იქნა, -შვებით ამოისუნთქა მარიამ, -ცოტა არ იყოს შემეშინდა, თავი რაღაც მაფიოზური დაჯგუფების წევრი მგონია, ეს ადგილი საიდან იცი, ან ლილი ჯონსი ვინ არის?
- ჩემი ძველი ნაცნობია,
- ნაცნობი, თანაც ძველი? რას მიმალავ ოლივია, შანსი არაა შენ ასეთი ნაცნობები გყავდეს, დარწმუნებული ვარ რომ ასეა, როგორ? საიდან იცნობ იმ ვიღაც ლილის?
- ჰოო, ის ვიღაც ლილი ცოცხალი აღარ არის და მე ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, -ოლივიამ უდარდელად გაღიმება სცადა, -დრო მოვა და ყველაფერს მოგიყვები მაგრამ ახლა არა, ოღონდ ახლა არა...
* * *
გვიან საღამოს ძლივს მორჩნენ, საყიდლებს, ოლივიას პატარა ბავშვივით უხაროდა ყოველი ახალი რაღაცის შეძენა, იმდენი ხანი იყო ახალი არაფერი ეყიდა იმდენი წელი, ალბათ პოლის დაბადების შემდეგ, ათასში ერთხელ თუ ახერხებდა მაღაზიებში გავლას, ახლა კი იმდენი ფული ჰქონდა და იმდენი დრო...
- ამდენი რაღაცით აშკარად არ შეგვიშვებენ ღამის კლუბში, რა ვქნათ, -ოლივია თითქმის აღარ ჩანდა, იმ პაკეტების გამო ხელში რომ ეჭირა,
- პრობლემა არ არის, ბიძაჩემს ჩავაბაროთ და შემდეგ როცა გინდა გამოვართმევთ, -მარიამ უდარდელად გადაიქნია თავი, -ახლა გართობის და დალევის დროა,
მარიას ბიძამ უპრობლემოდ მოახერხა მათი კლუბში შეშვება, -ბევრი არ დალიო და მის სკოტს ყურადღება მიაქციე, - დაარიგა მარია და საქმეს დაუბრუნდა,
კლუბში ხმაურიანი მუსიკა უკრავდა და უამრავი ახალგაზრდა წყვილი ირეოდა, შევიდნენ თუ არა მარიას ტელეფონმა დარეკა, ბებია სთხოვდა რომ სასაწრაფოდ მისულიყო სახლში,
- რა ხდება? -შეეკითხა ოლივია როცა დაინახა როგორ შეეცვალა მარიას სახე,
- წასვლა მომიწევს, ჩემებს რაღაც პრობლემა აქვთ და ბებიას უნდა რომ რამდენიმე დღით მექსიკაში დავბრუნდე, ახლავე უნდა წავიდე, მაპატიე რომ გართობა ჩაგიშალე,
- ცოტა ხანს რომ დავრჩე და მარტო გაგიშვა ხომ არ გეწყინება? -ოლივიას ახლა საშინლად არ უნდოდა სახლში დაბრუნება,
- მე პრობლემა არ მაქვს, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ მაგრამ შენი მარტო დატოვება არ მინდა, მარიას სახეზე ყოყმანი ეტყობოდა,
- ჩემზე ნუ ინერვიულებ, -ოლივიამ უდარდელად გაუღიმა, -ბიძაშენს პაკეტები გამოართვი და წადი, არაფერზე იფიქრო და ინერვიულო, მეც დიდხანს არ დავრჩები, მალე დავბრუნდები სახლში.
მარია ერთხანს კიდევ ყოყმანობდა მაგრამ როცა ტელეფონმა კიდევ რამდენჯერმე დაურეკა ვეღარ გაძლო და უკანმოუხედავად გაიქცა ბარიდან,
ოლივია მარტო დარჩა და მიხვდა რომ თუკი მოსადუნებლად ცოტას არ დალევდა, არაფერი გამოუვიდოდა, ბარისკენ წავიდა და ვერც კი ამჩნევდა რამდენი მზერა და ოხვრა მიჰყვებოდა თან, გრძელი გაშლილი თმით და სხვა გოგონებისგან განსხვავებით უმაკიაჟო, მარიას თეთრ მაისურში, ჯინსის მოკლე შორტში, რომელიც გრძელ უნაკლო ფეხებს უჩენდა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უღმერთოდ ლამაზი იყო და თან აშკარად ემჩნეოდა რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა საკუთარ მომხიბვლელობაზე, ბართან ჩამოჯდა,
- რას ინებებთ? -ბარმენი დაუფარავად უღიმოდა და მასთან ფლირტს ცდილობდა,
- ტეკილა დამისხი, -სერიოზული სახით უპასუხა ოლივიამ,
- შეიძლება თქვენი პირადობა ვნახო? -ბარმენმა უხერხულად გაუღიმა, -არაფერი პირადული, უბრალოდ მაინტერესებს სრულწლოვანი ხართ თუ არა,
- ფიქრობ რომ შენთან ფლირტისთვის შესაფერისი ასაკი მაქვს, ხოლო ალკოჰოლისთვის შეუფერებელი? -ოლივიამ ჯიბიდან სამი ცალი ასდოლარიანი ამოიღო და ორი თითით გააცურა მაგიდაზე, აიღე და ნუღარაფერს მკითხავ,
ბარმენმა უხმოდ დაუქნია თავი და ბოთლს წაეტანა.
უკვე მეოთხე ჭიქას სვავდა ოლივია და ვერაფრით მოახერხა მოდუნება, ხალხი გაუჩერებლად ცეკვავდა, ერთობოდა, ოლივია კი ამაოდ ცდილობდა გაჰქცეოდა იმ მარწუხებს რომელშიც ცხოვრებას და ოჯახს მოექცია წლების წინ და ახლა უნდოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერაფრით თავისუფლდებოდა, სასმელს მიუჩვეველ სხეულს სწრაფად მოეკიდა ალკოჰოლი და როგორც კი თავბრუსხვევა იგრძნო, ადგომა დააპირა, შემოტრიალდა და მაშინ იქ, ბარის კუთხეში პირველად დაინახა ის, სამ ბიჭთან ერთად იდგა მაგრამ ოლივია რატომღაც მხოლოდ მას ამჩნევდა, ერთი შეხედვით ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის იქნებოდა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, შავი აჩეჩილი თმით, რომელიც შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი და საოცრად უხდებოდა მის მუქ ლურჯ თვალებს და დახვეწილ ნაკვთებს, ძლიერი დაკუნთული მკლავები და გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, რაღაცაზე გულიანად იცინოდა და უნაკლო თეთრ კბილებს აჩენდა, - ღმერთო ჩემო როგორი სექსუალურია, -გაიფიქრა და უცებ გველნაკბენივით შეტრიალდა ბარისკენ, იდაყვებით დაეყრდო და თავი ხელებში ჩარგო,
- რას ვაკეთებ, ასე არ შეიძლება, ასე ვერ მოვიქცევი, ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, მე ქალი ვარ, ორმოცი წლის ქალი, მერე რა რომ ჩვიდმეტი წლის გოგონას სხეულში ვცხოვრობ, ის კი ბიჭია, ოცდახუთი წლის თუ იქნება, მე შვილი მყავს რომელიც თვრამეტი წლისაა და ოცდახუთი წლის ბიჭებს ასეთი განზრახვით არ უნდა ვუყურებდე, ჯანდაბა, აქედან უნდა წავიდე,
- კარგად ხართ? -მოემა ზურგსუკნიდან, დაბალი, სასიამოვნო ხმა, შებრუნდა, ის მის წინ იდგა, ცოცხალი და ხორცშესხმული, ზუსტად ისეთი როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, როგორსაც მაშინ წარმოიდგენდა ხოლმე, როცა მარტო იყო ან როცა ალფრედოსთან იძულებით უწევდა სარეცლის გაზიარება, ან მაშინ როდესაც ყველაფრით გადაღლილი სიგიჟის ზღვართან მიდიოდა ხოლმე, ნუთუ ეს მისი მეორე შანსია, ნუთუ აქვს უფლება რომ ეს შანსი გამოიყენოს? ერთხანს უხმოდ უყურა და მერე უნებურად გაეღიმა,
- კარგად ვარ, რატომ იფიქრეთ რომ ცუდად ვიყავი?
- კარგა ხანია გიყურებთ, მარტო ზიხართ, სვავთ და საკუთარ თავს ელაპარაკებით,
- ჰოდა ასევე გავაგრძელებ, -თავს აიძულა რომ უხეშად ეპასუხა, რათა თავიდან რაც შეიძლება მალე მოეშორებინა რადგან მისი სიახლოვე აღელვებდა და აბნევდა, ბარმენს ანიშნა რომ ისევ დაესხა და სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა,
ბიჭი ერთხანს უხმოდ იდგა მის ზურგსუკან, მერე სკამი გამოწია და გვერდით მიუჯდა,
- იგივე დამისხი, -ანიშნა ბარმენს, ერთხანს უხმოდ იჯდა და სვავდა, მერე ვეღარ მოითმინა,
- მე ითანი ვარ ითან შეპარდი,
ითანს საოცრად რბილი, თბილი და სულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა ან უბრალოდ ოლივია გრძნობდა ასე, მასთან ძალიან ახლოს იჯდა და მისი ხმა, სიახლოვე და საოცარი სურნელი თავგზას აკარგვინებდა, ბარმენს კიდევ მიაწოდა ფული და ანიშნა რომ ბოთლი მის წინ დაედგა, ჭიქა პირთამდე აავსო და გამოცალა,
- მგონი ძალიან ბევრს სვავ, -ითანი ვერ ისვენებდა, უყურებდა ამ პატარა, გამხდარ, ლამაზ გოგოს რომელსაც თავი ხელზე ჰქონდა ჩამოდებული, საოცრად სევდიანი თაფლისფერი თვალებით შესცქეროდა სასმლით სავსე ბოთლს და მის დაიგნორებას ცდილობდა,
- რამდენი წლის ხარ? -შეეკითხა ისე რომ პასუხს არც ელოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგონა შემობრუნდა თვალებში ჩახედა და გაუღიმა,
- რომ გითხრა არ დაიჯერებ, -მხიარულად გადაიკისკისა და ბოთლს წაეტანა, ლამაზად იცინოდა და თვალებში მხიარული ეშმაკუნები უხტოდა, ითანი გააკვირვა მისი ხასიათის ასეთმა ცვალებადობამ და თან ინტერესი გაუმძაფრა,
- რატომ არ დავიჯერებ? ასეთი პატარა ხარ? მაინც რამდენის? თექვსმეტის? იქნებ თხუთმეტის?
ოლივიამ კიდევ ერთხელ შეხედა თვალებში, უყურებდა როგორ აკვირდებოდა ბიჭი ინტერესით სავსე მზერით, მერე უცებ გაორდა და ახლა ორი ითანი იჯდა მის წინ, ორი სიმპათიური ბიჭი,
- მგონი ერთიც საკმარისი იყო, -ჩაიბუტბუტა ოლივიამ და და ისე რომ ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა ხელი ასწია და ლოყაზე შეეხო, მერე თმაზე, საოცრად რბილი თმა ჰქონდა,
- რატომ ხარ ასეთი ახლაგაზრდა? ჰკითხა სრულიად სერიოზული ხმით,
ითანი მისი შეხებით სრულიად დაბნეული და გაშეშებული იჯდა იმ მონადირესავით რომელიც ცდილობს ახლოს მოსული ნადირი არ შეაშინოს და არ დააფრთხოს,
- ისე ლაპარაკობ თითქოს მოხუცი იყო, -თქვა ბოლოს და წამოდგა, -მგონი საკმარისი დალიე, აშკარაა რომ აქ მარტო ხარ და ვერ გამიგია რატომ? წამოდი სახლამდე მიგიყვან, მე უნდა წავიდე და აქ ასე ვერ დაგტოვებ,
- ჰოო? რა საყვარელი ხარ, -ოლივიას თვალწინ უკვე მთელი დარბაზი ტრიალებდა, - შეგიძლია შენ წახვიდე და მეორე ითანი დატოვო, მე არსად არ მივდივარ, უნდა ვიცეკვო, -სკამიდან ჩამოხტა და ითანს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ იატაკზე გაიშხლართებოდა, უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, გარშემო საოცარი სისწრაფით მოძრაობდნენ ლანდები, თითქმის ვეღარაფერს ხედავდა, მხოლოდ მისი თვალები, მისი საოცარი ლურჯი თვალები... იგრძნო როგორ მოეხვია ძლიერი ხელები წელზე, არ გაუპროტესტებია, რატომღაც მასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა, მკერდზე თავი მიაყრდნო, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, გაიღიმა, თვალები დახუჭა და ღამეული ლანდების სამყაროს შეერია ...

* * *
დილით თვალები გაახილა თუ არა მისი სახე დაინახა, მის გვერდით იწვა, თხელი საბნის ზემოდან, რომელიც ოლივიას ეფარა, წელსზემოთ შიშველი იყო, ტატუებით დაფარული მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და მშვიდად ფშვინავდა, ერთხანს თვალი ვერ მოაშორა, -რა ლამაზია, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს, სრულყოფილი, ნახევრადშიშველი და თანაც ჩემს გვერდით საწოლში...
- ღმერთო ჩემო, აქ რას ვაკეთებ, -წამოსცდა ხმამაღლა და პირზე ხელი აიფარა,
- ღმერთმა არამგონია გიპასუხოს, შეგიძლია პირდაპირ მე მკითხო თუ რას აკეთებ ჩემს საწოლში,
-ითანი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, თვალებს ძლივს ახელდა და ოლივიას უღიმოდა,
ოლივიამ გარშემო მიმოიხედა, საკმაოდ კომფორტულად მაგრამ სადად მოწყობილ საძინებელში უზარმაზარ საწოლზე იწვნენ, მაგრამ რაც მთავარი იყო ტანსაცმელი ეცვა, შორტიც და მაისურიც თავის ადგილზე იყო, ანუ რაღაც სისულელე არ ჩაუდენია, მადლობა ღმერთს...
საწოლზე წამომჯდარი ითანი უხმოდ აკვირდებოდა ოლივიას, რომელსაც მთელი გრძნობათაღელვა სახეზე ეტყობოდა და იღიმებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა,
- სანამ რამეს მკითხავ, მანამდე ყველა შენს კითხვას ვუპასუხებ, გუშინ ძალიან ბევრი დალიე და გაითიშე, ბარში ვერ დაგტოვებდი, მინდოდა სახლამდე მიმეყვანე, მაგრამ არ გიცნობ, თან კი არაფერი არ გაქვს, არც საფულე არც ტელეფონი, ასე რომ რაკი ვერ გავიგე სად ცხოვრობ, ჩემთან მოგიყვანე, ჰო და ვაპირებდი მისაღებში დივანზე დამეძინა, მაგრამ რატომღაც აქ ჩამძინებია, აბაზანაში თაროზე ახალი კბილის ჯაგრისი დევს, შეგიძლია გამოიყენო, მერე სამზარეულოში ჩამოდი, ყავა დავლიოთ და ვისაუზმოთ, -ერთბაშად მიაყარა ისე რომ ოლივიას არაფრის თქმის საშუალება არ მისცა, წამოდგა და საძინებლიდან გავიდა,
ოლივია ერთხანს გაუნძრევლად, უხმოდ იჯდა საწოლზე და ჯერ კიდევ ნახევრად გათიშული გონების მოკრებას ცდილობდა,
- რა გავაკეთო, ავდგე და პირდაპირ გავიპარო აქედან თუ სამზარეულოში ჩავიდე ყავის დასალევად? მგონი მართლა ვერ ვარ კარგად -ჩაიჩურჩულა ბოლოს, - სტაჟიანი ლოთივით გამოვთვერი, ღამე სახლში არ გამითევია და უცნობი მამაკაცის საწოლში გავიღვიძე, მე კი იმას ვფიქრობ მასთან ერთად ყავა დავლიო თუ არა, გავგიჟდი?
ოლივიას მთელი არსება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს მოეცვა, თვითონაც უკვირდა მაგრამ ცოტა არ იყოს ეს სიტუაცია ახალისებდა, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გაუკეთებია, არც მაშინ როცა ლილი ერქვა და არასოდეს უგრძვნია ისეთი რამ რასაც ითანის დანახვისას გრძნობდა, საკმაოდ მკაცრი მშობლები ჰყავდა, განათლებასაც კი სახლში აძლევდნენ, რადგან მამა უფლებას არ აძლევდა სკოლაში ევლო, ჩვიდმეტი წლის ასაკში მასზე ცამეტი წლით უფროს ალფრედოს მიათხოვეს, რომელმაც მამას ისე აუხვია თვალი რომ საუკეთესო სასიძოდ მიაჩნდა, ზუსტად ორ წელიწადში მშობლები დაეღუპა და ალფრედომ მათი დანატოვარი ქონების განიავება დაიწყო, ამას მისი ლოთობა და გაუთავებელი გამოხტომები დაეწყო, გამუდმებით ადანაშაულებდა რომ შვილი არ უჩნდებოდათ, პოლის დაბადების შემდეგ იმედი ჰქონდა რომ ალფრედო შეიცვლებოდა მაგრამ, არა, ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ლოთობას, ჩხუბს, მის ღალატს და ხანდახან ცემასაც კი... ყოველდღიური საქმეები, ბავშვის მოვლა და ალფრედო ისე ღლიდა რომ არასდროს სხვა მამაკაცისკენ გახედვის სურვილიც კი არ გაჩენია,
ახლა კი რაც ოლივია გახდა, მიხვდა რომ თურმე შეიძლება გქონდეს არჩევანი, რომ ცხოვრება ყოველთვის ცუდი არ არის და თუკი ღმერთი შენთვის ისეთ სასწაულს იმეტებს როგორიც ითანია, უნდა მოკეტო და სიხარულით მიიღო ეს საჩუქარი და ჯანდაბას სხვა ყველაფერი, ხანდახან ფეხებზე უნდა დაიკიდო რა მოხდება ხვალ, ხანდახან მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო შენ რა გინდა და არა იმაზე თუ რა უნდათ სხვებს.
- ჰოდა ძალიან კარგი ოლივია, ახლა ადექი და ცოტა მოწესრიგდი, -ხმამაღლა მიმართა საკუთარ თავს,
-წამოდგა და აბაზანაში შევიდა, თმა მოიწესრიგა კბილები გამოიხეხა და საძინებლიდან გამოვიდა, პატარა დერეფნის ბოლოში პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა და მაშინვე ეცა ყავის მძაფრი მაცოცხლებელი სურნელი, საკმაოდ ფართო მისაღები ოთახი შალითა გადაკრული ავეჯით და უამრავი გაუხსნელი მუყაოს ყუთით იყო სავსე, აშკარად ეტყობოდა რომ ითანი აქ ახალი გადმოსული იყო, ყნოსვით მიაგნო სამზარეულოს და სანახაობით მოხიბლული დამუნჯებული შეჩერდა კართან,
სამზარეულოს მაგიდაზე საუზმე იყო გაშლილი, ხოლო წელსზემოთ შიშველი ითანი რომელსაც ფეხზეც არაფერი ეცვა ბლინებს აცხობდა, თმა საყვარლად ჰქონდა გაჩეჩილი და რაღაც მხიარულ სიმღერას ღიღინებდა,
- ჰმ, ტყუილად არ მიფიქრია რომ სრულყოფილია, -გაიფიქრა ოლივიამ, -ბლინებსაც კი აცხობს, საინტერესოა კიდევ რა ეხერხება,
- ვატყობ ჩემმა ოსტატობამ მოგაჯადოვა, -მოესმა ოცნებებში წასულს ითანის ხმა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა,
- მოდი დაჯექი, საუზმე მზად არის, -ითანი თბილად უღიმოდა და მაგიდასთან ეპატიჟებოდა, -ოლივიას დიდხანს აღარ უყოყმანია, დაჯდა და ქაფქაფა სითხით სავსე ფინჯანს ხელი დაავლო,
- ოჰ, ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა, -ჩაიჩურჩულა და ყავა მოსვა,
- ძალიან გემრიელია, მადლობა, -მიმართა ითანს, რომელიც მის პირდაპირ იჯდა მაგიდასთან, -და საერთოდაც ყველაფრისთვის მინდა მადლობა გადაგიხადო,
- მადლობის გადახდა საჭირო არ არის, ნურაფერზე იფიქრებ, ჭამე, -გაუღიმა ითანმა და საკუთარ თეფშზე დახვავებულ ბლინებს სიროფი მოასხა,
ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, პირველი ლუკმა გადაყლაპა თუ არა მიხვდა რომ მგელივით იყო მოშიებული და რამდენიმე წუთი არავინ აღარ გახსენებია, გაუჩერებლად ჭამდა, როცა თეფშიდან ბოლო ბლინი გადაიღო, ითანის მზერას შეეჩეხა და გაწითლდა
- მაპატიე მგონი აღარაფერი დარჩა, ყველაფერი შემომეჭამა,
- საოცარი გოგო ხარ, -გაეცინა ითანს, -იქნებ დროა რომ მითხრა ვინ ხარ და რა გქვია?
ოლივიას ლუკმა ყელში გაეჩხირა და ცივად დადო ჩანგალი თეფშზე, -მგონი დროა წავიდე ისედაც ძალიან შეგაწუხე, დროა სახლში დავბრუნდე, ჩემები ალბათ უკვე ნერვიულობენ,
ითანს სახე შეეცვალა, -მაპატიე ალბათ სახელი არ უნდა მეკითხა, ნუ იჩქარებ მშვიდად ისაუზმე, აღარაფერს გკითხავ, ალბათ იმაზეც უარს მეტყვი რომ სახლამდე მიგიყვანო, თუ გინდა ტაქსს გამოვიძახებ,
მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ოლივიამ შეატყო როგორ ღელავდა ითანი, ყველანაირად ცდილობდა რომ გოგონა არ დაეფრთხო და არ შეეშინებინა, ისეთი მომხიბვლელი იყო...
- ნეტავ რას იფიქრებს ან როგორ მოიქცევა ახლა რომ ავდგე, კალთაში ჩავუჯდე და ჩავეხუტო, მისი მკლავების სითბო, მისი სურნელი ვიგრძნო, -გაიფიქრა თუ არა ცივად წამოხტა, რატომღაც შეეშინდა, მიხვდა, ცოტაც კიდევ რომ გაჩერებულიყო ამ სახიფათოდ დამუხტულ ატმოსფეროში, მართლა გააკეთებდა ამას,
- ტაქსის გამოძახება საჭირო არ არის, ქუჩაში გავაჩერებ, კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის დიდი მადლობა, -თქვა ჩამწყდარი ხმით, და ისე რომ ითანისთვის აღარ შეუხედავს, სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სამზარეულოდან, შემოსასვლელი კარი ზურგს უკან მოიხურა, კიბეებზე დაეშვა და სადრბაზოდან გამოსვლისას შეამჩნია როგორ უცახცახებდა მხრები და ცრემლები თავისთავად მოგორავდნენ ლოყებზე,
* * *
საძინებლის კარი შეაღო თუ არა მატილდა დაინახა, საწოლზე იყო ჩამომჯდარი, მის დანახვაზე წამოხტა, მივარდა და გულში ჩაიკრა, მერე კი სათითაოდ დაუთვალიერა სხეულის ყველა წერტილი,
- კარგი რა მატილდა გეყოფა, ხომ ხედავ რომ ყველაფერი რიგზე მაქვს, მთელი ვარ, არაფერი მჭირს,
-ჩაიბურტყუნა და საწოლზე გაიშოტა,
- ძალიან შეგვაშინე შვილო, სად იყავი? მარიას მოვკლავ, როგორ გაბედა შენი მარტო დატოვება,
- მარია არაფერ შუაშია მატილდა, მე თვითონ ვთხოვე რომ მარტო დავეტოვებინე, შემაგვიანდა, სახლში ვეღარ დავბრუნდი და ერეთერთ ჩემს ნაცნობთან გავათიე ღამე,
- რომელ ნაცნობთან, -მატილდამ ეჭვით სავსე მზერით შეხედა, -ვიცი რომ მატყუებ, ისეთი ნაცნობები არ გყავს რომელთანაც ღამე შეიძლება დარჩე,
- მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დედას და მამას არაფერი უთხრათ დანარჩენებიც გააფრთხილე კარგი? ახლა კი წყალს გადავივლებ და ცოტას დავისვენებ,
მატილდამ თავი გადააქნია და ბუტბუტით გავიდა საძინებლიდან,
ტყუილად ცდილობდა ოლივია დაძინებას, რამდენჯერაც თვალი დახუჭა, იმდენჯერ ითანის სახე დაუდგა წინ, -იქნებ არ უნდა წამოვსულიყავი ასე უმადური პატარა გოგოსავით, რატომ შემეშინდა რომ უფრო ახლოს გამეცნო, რატომ? -ბალიში კედელს მიახეთქა და ამოიოხრა, -დროა ნიკი მოვძებნო და ვნახო რა უნდოდა, იქნებ ყურადღების გადატანაში დამეხმაროს,
ნიკი ბაღში ვარდისფერი ოლეანდრის ბუჩქებთან იპოვა.
- ჰეი ნიკ გამარჯობა -მიესალმა მხიარულად, -მგონი ჩემთვის რაღაც გქონდა სათქმელი,
- მის სკოტ დაბრუნდით? -ნიკს მის დანახვაზე სახე გაებადრა, -სალაპარაკო მაქვს და საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მაგრამ აქ არა არ მინდა ვინმემ მოგვისმინოს რამდენიმე წუთში აი იმ ფარდულთან შემხვდით საბაღე მოწყობილობებს რომ ვინახავთ,
- მიდი დაიწყე რა არის ისეთი რომ ასე ასაიდუმლოებ? -ჰკითხა ოლივიამ როცა ფარდულს საიმედოდ მოეფარნენ,
- მეგობარი მყავს ხულიო, -დაიწყო ნიკმა, -ცოტა არ იყოს ისეთ საქმეებშია გახვეული ხომ გესმით უკანონო, აი მაგალითად მოპარულ მანქანებს შლიან და მერე ნაწილებად ყიდიან, ამას იმიტომ გიყვებით რომ ვიცი თქვენი ნდობა შეიძლება,
ოლივიამ თავი დაუქნია, -რათქმაუნდა შეგიძლია მენდო, როგორც შენ ამბობ ხოლმე სამარე ვარ,
ნიკმა გაიღიმა და გააგრძელა -ამასწინათ მეც იქ ვიყავი როცა ერთი ნაავარიები მანქანა მიუყვანეს, ხულიომ სანამ დაშლიდა მანქანიდან ვიდეო ჩანაწერები ამოიღო, და იმ ჩანაწერზე თქვენ იყავით და მისტერ ფინჩერი, თითქმის ოცწუთიანი ჩანაწერია, ვიცი რომ ამნეზია გაქვთ და არაფერი გახსოვთ, სწორედ ამიტომ ვიფიქრე რომ ეს ჩანაწერი თქვენთვის საინტერესო იქნებოდა,
- სად არის ჩანაწერი?
- ხულიოს აქვს, მაპატიეთ მის მაგრამ ფულს ითხოვს, ხუთიათას დოლარს რომ ჩანაწერი გადმოგცეთ, გეფიცებით მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ხულიოა ასეთი, გამორჩენის გარეშე არაფერს გააკეთებს,
- კარგი, ნამდვილად საინტერესოა, -ოლივია უკვე ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა, -ფულს ავიღებ და გამოვიცვლი, ცოტა ხანში ღობესთან შემხვდი და ხულიოსთან წამიყვანე,
ნიკმა უხმოდ დაუქნია თავი.
ოლივიამ მარიას მოტანილი პაკეტები, რომლებიც აკურატულად იყო მიწყობილი ოთახის კუთხეში საწოლზე გადმოაპირქვავა, შავი სპორტული შარვალი და ამავე ფერის ფართო, კაპიუშონიანი ზედა გადაიცვა, თმა კეფაზე შეიკრა, კაპიუშონი წარბებამდე ჩამოიფხატა და საძინებლიდან გასვლისას სარკეში საკუთარ თავს თვალი რომ მოკრა გულიანად გადაიხარხარა, დამნაშავეს გავდა, ისეთ ტიპს ვიღაცას ან რაღაცას რომ ემალება,
- ვერაფერს იტყვი, -ჩაილაპარაკა მხიარულად, -ჩემი ახალი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან ფილმს გავს და რაც მთავარია, ეს ძალიან მომწონს.
* * *
ნიკი ღობესთან ელოდებოდა, ღობის ძირში კი პატარა შავი მოტოცილკი დახვდათ,
- შენია? -ოლივია აღფრთოვანებული ათვალიერებდა, თავის აუხდენელ ოცნებას,
- არ ვიცოდი მის თუკი მოტოციკლები მოგწონდათ, თუ გნებავთ ტარებასაც გასწავლით, -გულწრფელი ღიმილით შესთავაზა ნიკმა,
- ჰო ვიფიქრებ ამაზე, ახლა კი წავედით, ერთი სული მაქვს ჩანაწერი ვნახო.
ოლივია რაღაც უფრო პატარა და ბნელს ელოდა, ისეთს როგორიც ფილმებშია ხოლმე, მაგრამ ხულიოს სახელოსნო სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, საკმაოდ დიდი, სუფთა და ნათელი ადგილი იყო, უამრავი თანამშრომლით რომლებსაც აშკარად თავზესაყრელი საქმე ჰქონდათ,
- დარწმუნებული ხარ რომ ამ ყველაფრის პატრონი შენი მეგობარი ხულიოა? რამდენი წლისაა? -შეეკითხა ნიკს გაკვირვებული ოლივია,
- საერთოდ აქაურობის პატრონი მამამისია, ხულიო მას ეხმარება და ფაქტიურად მთელი საქმეები მას აბარია, ჩემზე სულ რაღაც ორი წლითაა დიდი, აი ისიც -ნიკმა ხელი გაივირა, მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭისკენ, რომელიც პირდაპირ მათკენ მოდიოდა,
- სალამი ნიკ, -სასიამოვნო ბოხი ხმა ჰქონდა ხულიოს, ჩემი პაკეტი მზად არის?
- მზადაა, -ოლივიამ გამობერილ ჯიბეზე დაირტყა ხელი,
- სრულიად სხვანაირი წარმომედგინეთ მის სკოტ, -უთხრა ხულიომ,
ოლივიამ ნიკს გადახედა, ნიკმა თავი ჩაქინდრა და თვალი აარიდა, ოლივიას გაეღიმა, -და როგორ მახასიათებდა ნიკი? როგორც საცოდავ, საწყალ, დაჩაგრულ, გაუბედავ, მელანქოლიკ გოგოს?
- დაახლოებით, -ხულიომ ჯიბიდან ქაღალდში შეხვეული მეხსიერების ბარათი ამოიღო და გადასცა,
- თუ გინდა შემიძლია ჩაგირთო რომ ნახო ნამდვილად ის არის თუ არა რაც ნიკმა გითხრა,
- საჭირო არ არის, ნიკს ვენდობი, -ოლივიამ საკმაოდ სქელი კონვერტი ხულიოს მიაწოდა, -თუ გინდა დათვალე რომ ნახო ზუსტად რამდენია,
- საჭირო არ არის, ნიკს ვენდობი, -ხულიომ გაიღიმა და თვალი ჩაუკრა, -სასიამოვნო ადამიანი ხარ მის სკოტ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან,
- მეც იგივე შემიძლია გითხრა, -ოლივიამ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, -სასიამოვნო, დადებითი აურის მქონე ბიჭი იყო ხულიო.
-შეგიძლია ერთ ადგილზე მიმყვანო? უთხრა ნიკს რომელიც ისევ თავდახრილი იდგა მის გვერდით.
- რათქმაუნდა მის, სად გინდათ წასვლა?
- სადმე სადაც ძალიან კარგ ყავას აკეთებენ,
- ვიცი ასეთი ადგილი, შლემი გაიკეთეთ და წავედით, -ნიკი აშკარად გახარებული იყო რომ ოლივიამ არ უსაყვედურა,
ნიკი სტარბაქსის წინ გაჩერდა, უეცრად ცა მოიქუფრა და ოლივიას სახეზე წვიმის პირველი წვეთები დაეცა
- არ გინდა ჩემთან ერთად ყავის დალევა? -შესთავაზა ოლივიამ,
ნიკმა უხერხულად აიჩეჩა მხრები,
- დიდი სიამოვნებით მის მაგრამ უამრავი საქმე მაქვს ბაბუა მომკლავს რომ დავაგვიანო,
- კარგი, შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, მაინც მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას, -ოლივია ნიკს დაემშვიდობა და სტარბაქსში შევიდა,
- ღმერთო ჩემო რა კარგი სურნელია, -ჩაიჩურჩულა და ირგვლივ მიმოიხედა, -სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, -ყავა აიღო და ფანჯარასთან ჩამოჯდა, იჯდა სურნელოვანი ყავით ხელში, უყურებდა დანამული ფანჯრის იქით როგორ მიმოდიოდა ხალხი ქუჩაში თავსხმა წვიმაში, ხელში ქოლგებით და პირველად იყო რომ არაფერზე არ ფიქრობდა,
- შეიძლება ამ მაგიდასთან ჩამოვჯდე, -მოესმა ნაცნობი ხმა,
ოლივიამ შეხედა, მაგიდასთან ითანი იდგა, სულმთლად გაწუწული, სველი შავი თმა სახეზე ჰქონდა მიკრული და იმ თავისი საოცარი სულისშემკვრელი ღიმილით უღიმოდა, თავი ძლივს შეიკავა რომ არანაირი რეაქცია არ გამოეხატა, უხმოდ მიუთითა მოპირდაპირედ მგდარ რბილ სავარძელზე,
- დღეს როცა ჩემი ბინიდან წახვედი მეგონა რომ ვეღარასოდეს გნახავდი, -ითანი აშკარად ღელავდა,
- ჰოო, დამთხვევაც ასეთი უნდა, ამხელა ქალაქში მაინცდამაინც აქ შევხვდით ერთმანეთს, -ოლივიამ თავს ძალა დაატანა რომ უდარდელად გაეღიმა, -მაინც როგორ მოხდა რომ შენც აქ ხარ?
- ვაღიარებ მთლად დამთხვევაც არ არის ჩემი აქ ყოფნა, -ითანმა უხერხულად გაიღიმა, -ცოტა ხნის წინ დაგინახე, სახელოსნოში ხულიოს რომ ესაუბრებოდი,
- ჯანდაბა შენ რაღას აკეთებდი იქ? -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მოუვიდა ოლივიას,
- საინტერესოა, -ითანი დაუფარავი ინტერესით უყურებდა,
- რა არის საინტერესო?
- როგორც წესი ადამიანების ცნობა არ მიჭირს მაგრამ შენი ვერაფერი გამიგია, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გაქვს და უცნაური ხარ ძალიან უცნაური, იმ სახელოსნოში რას აკეთებდი, დავინახე როგორ გადაეცი პაკეტი და მანაც რაღაც გადმოგცა,
- ტყუილად ნუ იწვალებ ითან, -ოლივია ამჯერად ძალიან სერიოზული იყო, -ვერასდროს ვერ გაიგებ ვინ ვარ და ამაში სახელს და გვარს არ ვგულისხმობ, ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჰოდა ხულიოს რაც შეეხება თუკი ფიქრობ რომ ჩემი ნარკოდილერია ცდები, ნარკოტიკს ცხოვრებაში არასოდეს გავკარებივარ,
- ასე უფრო მიმძაფრებ შენი ამოხსნის სურვილს, -არ ნებდებოდა ითანი,
- მგონი აღარ წვიმს, ოლივიამ ქუჩას გახედა, ჩემი წასვლის დროა,
- ისევ გარბიხარ? არ გინდა სახლამდე მიგიყვანო?
- მირჩევნია ტაქსით წავიდე, -ოლივია წამოდგა და ითანს გაუღიმა, -სასიამოვნო იყო შენი კიდევ ერთხელ ნახვა,
- იქნებ ტელეფონის ნომერი მაინც მოგეცა,
- ტელეფონი არ მაქვს, -უპასუხა ოლივიამ და ახლა პირველად დაფიქრდა იმაზე რომ მართლაც არ ჰქონდა ტელეფონი, ჯანდაბა ეს როგორ გამორჩა, ამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა მის ცხოვრებაში ტელეფონი არც კი გახსენებია,
- როგორ თუ არ გაქვს, ანუ თან არ გაქვს? -აშკარად არ ეჯერა ითანს
- შენ წარმოიდგინე მართლაც არ მაქვს ტელეფონი, -ოლივიამ სინანულით გადააქნია თავი, -მაგრამ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ და ოდესმე თუკი ისევ შევხვდებით, აუცილებლად მოგცემ ტელეფონის ნომერს, -უთხრა და აღარ დალოდებია რას ეტყოდა ითანი, ქუჩაში გავარდა პირველივე ტაქსიში ჩახტა და სახლის მისამართი უკარნახა,
* * *
საძინებელში შესული ოლივია სახტად დარჩა, საწოლზე ელა სკოტი იჯდა და გააფთრებული მზერით შესცქეროდა,
- გამარჯობა დედა, დღეს არ გელოდით, -ოლივია შეეცადა მშვიდი ყოფილიყო.
- სად ბრძანდებოდი ქალბატონო? ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -საწოლზე მიყრილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე მიუთითა ელამ, საიდან მოიტანე ფული ამ ყველაფრის საყიდლად?
- სანამ თქნენ აქ არ იყავით იძულებული გავხდი საყიდლებზე წავსულიყავი, რადგან ჩასაცმელი არაფერი მქონდა, ფული საიდან ვიშოვე რომ გითხრა მაინც არ დამიჯერებ, ასე რომ საჭირო არ არის,
- გამოაცხადა ოლივიამ, სავარძელში ჩაეშვა და ღრმად ამოისუნთქა,
- შენ შეიცვალე ოლივია, რაც კომიდან გამოხვედი მის მერე ვეღარ გცნობ, -მისის სკოტი წამოდგა მიუახლოვდა, მკლავში უხეშად წაავლო ხელი და წამოაყენა, -ფიქრობ რომ შეგიძლია წინააღმდეგობა გამიწიო და ისე მოიქცე როგორც მოგესურვება?
ოლივიამ ერთი ძლიერი მოძრაობით გაინთავისუფლა ხელი,
- ეს სულაც არა არის ვინმესთვის წინააღმდეგობის გაწევა, მე ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი გოგო მოიქცეოდა ჩემს ასაკში,
- შენთან კამათს არ ვაპირებ, - იკივლა ელამ, -ახლავე მოახლეებს დავუძახებ რომ ეს ნაგავი გადაყარონ, შენ კი რამე ნორმალური ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი, ერთ საათში სტუმრები მოვლენ, მათ შორის შენი საქმრო, მაიკლი და ნორმალურად მოიქეცი იმდღევანდელივით არ შემარცხვინო,
- თქვენც და მაიკლსაც გასაგებად გითხარით რომ მასზე გათხოვებას არ ვაპირებ, -კბილებში გამოსცრა ოლივიამ და ვერც კი მოასწრო თავის არიდება ისე სწრაფად და მთელი ძალით გააწნა სილა ელამ,
ერთხანს ჩუმად თავდახრილი იდგა ოლივია და მერე უნებურად უმიზნო სიცილი აუტყდა, სული რომ მოითქვა, გაკვირვებულ მისის სკოტს თვალებში შეხედა და ცივი ხმით უთხრა,
- მეორედ ასეთ რამეს გაბედავ და მერე ნახავ ნამდვილი წინააღმდეგობის გაწევა როგორია,
ელამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ოლივიას მზერაში იყო რაღაც ისეთი რამაც უკან დახევა აიძულა,
- ჩაიცვი და ჩამოდი, -უთხრა ამჯერად მშვიდი დაბალი ხმით და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან,
მისი გასვლისთანავე ჩაიკეცა ოლივია, ძნელი იყო, ძალიან ძნელი იყო ყველასთვის და ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ სხვა რა გზაა, ახლა მხოლოდ ერთი დარჩა ჩაიცვას, იმ წყეულ წვეულებაზე ჩავიდეს და ერთხელ და სამუდამოდ გამოაცხადოს რომ მაიკლთან ნიშნობა არ შედგება,
ღია ვარდისფერი, მხრებმოშიშვლებული, თხელი, სიფრიფანა, წელიდან თავისუფლად გაშვებული, მუხლამდე კაბა ჩაიცვა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა უბრალოდ დაივარცხნა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,
- არაჩვეულებრივად გამოვიყურები, -დაასკვნა როცა თავისი თავი სარკეში შეათვალიერა.
სტუმრები მისაღებ ოთახში იყვნენ შეკრებილები, ნაცნობი არავინ ჩანდა მაიკლის გარდა, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა ოლივია ვერ ხედავდა ვის, მიუახლოვდა რომ ეთხოვა მარტო ესაუბრათ და ბოლოს და ბოლოს გაერკვიათ ურთიერთობა, მაიკლი მისკენ შემობრუნდა და ოლივია სახტად დარჩა როცა დაინახა თუ ვის ესაუბრებოდა ის,
- ითან მეგობარო, -მაიკლმა ჩვეული ყალბი ღიმილით გაიღიმა, მინდა ჩემი უმშვენიერესი საცოლე გაგაცნო, ოლივია სკოტი...

* * *
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ოლივია სკოტ, -თეთრ პერანგში და მუქ ლურჯ სმოკინგში გამოყობილმა ითანმა რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ხელი გაუწოდა და თან ყველანაირად ცდილობდა გაოცება ღიმილით შეენიღბა, უყურებდა ამ პატარა, სიფრიფანა, ულამაზეს გოგონას ვარდისფერ კაბაში და ფიქრობდა გუშინდელი ღამე ან დღევანდელი შეხვედრა ხომ არ მოეჩვენა, ბედის დაცინვაც ამას ქვია, ცხოვრებაში პირველად მოეწონა ასე ძალიან გოგო და ისიც მისი მეგობრის საცოლე აღმოჩნდა,
ოლივიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადაასხესო, -მაინცდამაინც ასე უნდა მომხდარიყო? -დამცინი ღმერთო? -ჩაიბუტბუტა და ითანს ხელი გაუწოდა,
- აი ნამდვილი შემთხვევითობა ამას ქვია ითან, -უთხრა და გაუღიმა.
- მოიცა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? -მაიკლი ეჭვით სავსე მზერით უყურებდა ოლივიას? ოლივიამ ითანს შეხედა და მიხვდა რასაც იტყოდა ითანიც იგივეს დაადასტურებდა, ერთი წამით იფიქრა რომ ნაცნობობა ეუარა, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ასე მაიკლის გამწარების შანსს გაუშვებდა ხელიდან,
- წუხელ ღამით ბარში შევხვდით ერთმანეთს, -თქვა და მაიკლის რეაქციას დაელოდა,
- ბარში? როდის აქეთია ბარებში დადიხარ ღამღამობით და თანაც ჩემს გარეშე -გამოსცრა კბილებში,
-თუკი მაინცდამაინც წასვლა გინდოდა ჩემთვის უნდა დაგერეკა,
- ცოტათი მაინც რომ მიცნობდე და გაინტერესებდე ისიც გეცოდინებოდა რომ არც ტელეფონი მაქვს და არც შენი ნომერი, -ოლივია სადაცაა ყვირილს დაიწყებდა, -ახლა კი კეთილი ინებე და ეზოში გამომყევი, შენთან სერიოზული საქმე მაქვს, ამ წყეულ ნიშნობაზე უნდა ვისაუბროთ, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაანებოთ შენ და დედჩემმა თავი ოცნებას, ხომ გითხარით რომ გათხოვებას არ ვაპირებ და მითუმეტეს შენზე,
მაიკლმა გარშემო მიმოიხედა, -ჰმ, მხოლოდ ხალხის აზრი აინტერესებს, რომ მათ არ გაიგონ ჩვენი საუბარი, -გაიფიქრა ოლივიამ და იქვე კედელზე უდარდელად მიყრდნობილ ითანს შეხედა რომელსაც ამჯერად ისეთი არაფრისმთქმელი და ცივი გამომეტყველება ჰქონდა რომ ოლივია ყველაფერს გაიღებდა იმის გასაგებად თუ რაზე ფიქრობდა ახლა,
- ბეჭედი რატომ არ გიკეთია? -გამოარკვია ფიქრებიდან მაიკლის ხმამ,
- გავყიდე, -მიუგო სრულიად უემოციოდ, -ფული მჭირდებოდა და თანაც მაინც ვერ გავიკეთებდი, საშინლად დიდი და უგემოვნო იყო,
ითანმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა, ოლივიამ შეხედა და დაინახა, ითანი კბილს კბილზე აჭერდა რომ არ გაეცინა,
- მაპატიეთ მე წავალ რამეს დავლევ, თქვენ კი ურთიერთობა გაარკვიეთ, -ძლივს ამოთქვა და სასწრაფოდ გაშორდათ, ოლივიას გაეღიმა, როცა დაინახა როგორ უცახცახებდა მიმავალ ითანს მხრები სიცილისგან,
მაიკლი სიბრაზისგან თრთოდა, ალბათ ხალხით სავსე დარბაზში რომ არ ყოფილიყვნენ ოლივიას დაახრჩობდა, ალბათ არც ისე კარგი აზრი იქნებოდა მასთან განმარტოებით საუბარი,
- აქ დარჩი, სისულელეებს შეეშვი და არც კი იოცნებო ნიშნობის გაუქმებაზე, -ჩაიღრინა მაიკლმა, მიმტანს სინიდან ვისკით სავსე ჭიქა ააცალა და ოლივიას გაშორდა, ოლივიამ მხრები უდარდელად აიჩეჩა და მიმოიხედა, იქაურობა მისთვის უცნობი ხალხით იყო სავსე, ითანი აღარსად ჩანდა, არადა დღეს დილით ითანის მის გვერდით საწოლში დანახვისას ცოტაც და დაიჯერებდა რომ სასაწაულები არსებობს, ისევ არ გაუმართლა, ამხელა ქალაქში მაინცდამაინც იდიოტი მაიკლის მეგობარი უნდა აღმოჩენილიყო?
- სრულიად სხვანაირი წარმომედგინეთ მის სკოტ, -მოესმა უკნიდან ნაცნობი სასიამოვნო ხმა, შემობრუნდა წინ ითანი ედგა და უღიმოდა,
- რა ხდება, დღეს უკვე მეორედ ვისმენ ამას, -ოლივიას მის გვერდით სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან უჭირდა, -ანუ მაიკლი გიყვებოდა ჩემს შესახებ?
- კი საკმაოდ ხშირად და მე თვითონაც არ ვიცოდი რას ან ვის ველოდი მაგრამ შენნაირ გოგოს ნამდვილად არა,
- ჩემნაირში რას გულისხმობ?
- ჭკვიან, ლამაზ, სიცოცხლით სავსე, იდუმალ გოგონას, -ითანი სასმლით სავსე ჭიქას ხელში აწვალებდა და მას თვალს არ აშორებდა,
- ანუ არ ფიქრობ რომ მდიდარი ოჯახის შვილი, ფულიანი განებივრებული გოგო ვარ, რომელიც ქუჩაში ეძებს თავგადასავლებს?
- ასე არ ვფიქრობ, -ითანის მზერაში ახლა მხოლოდ სითბო და თანაგრძნობა იკითხებოდა, -იქ ბარში ისეთი მარტოსული და დაუცველი ჩანდი, ისეთი უბრალო და მიამიტი, ვიცი რომ იქ თავგადასავლისთვის ნამდვილად არ იყავი, უბრალოდ ვიღაცას ან რაღაცას გაურბოდი, ისეთ ადამიანს გავდი, საკუთარ ადგილს რომ ვერ პოულობს ამ ცხოვრებაში,
- ოლივიამ იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, ალბათ ისევ გაწითლდა, -ჯანდაბა როგორ შეუძლია ამ ბიჭს ასე უბრალოდ ჩაიხედოს მის სულში და თავიდან ბოლომდე გააშიშვლოს მისი ფიქრები და გრძნობები,
-დაბნეულობის დასაფარავად ითანის ჭიქას წაეტანა, გამოართვა და ბოლომდე გამოცალა, ალკოჰოლმა ყელი ჩაწვა და სხეულში ცეცხლოვან ნაკადულად ჩაეღვარა,
- რას აკეთებ? -ითანი გაკვირვებული უყურებდა, -წუხანდელს თუ გავითვალისწინებთ სასმელს აშკარად ვერ იტან, მგონი მეტი აღარ უნდა დალიო,
- ვგრძნობ რომ ამ საღამოს ბევრი სასმელი დამჭირდება, რათა ეს ხალხი და შენი თანაგრძნობით სავსე მზერა ავიტანო, -უთხრა ითანს და მიმტანს ანიშნა სასმელი მოეტანა, -ითანს არაფერი უთქვამს, უხმოდ შესცქეროდა ოლივიას, ღმერთო როგორ აღელვებდა ეს გოგო, სასმლისგან ლოყებშეფაკლული და ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული, ისეთი საყვარელი იყო, მოუნდა გულში ჩაეკრა, ჩახუტებოდა და აღარასოდეს გაეშვა,
- მაინც რას გიყვებოდა მაიკლი ჩემს შესახებ? -ვღარ მოითმინა ოლივიამ,
- ნამდვილად გინდა ამის გაგება?
- არა, იყოს, ვიცი რომ კარგს არაფერს გეტყოდა, მაიკლს უბრალოდ არ შეუძლია ვინმეზე რამე კარგი თქვას, მას მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონს, მაპატიე მაგრამ შენი მეგობარი თვითკმაყოფილი იდიოტია, ერთმანეთი როგორ გაიცანით, დიდი ხანია მეგობრობთ?
- მამაჩემს და მამამისს საერთო ბიზნესი აქვთ, მე და მაიკლი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს,
- ანუ შენც მამაშენის ბიზნესში ხარ როგორც მაიკლი?
- არა, მამაჩემის საქმიანობასთან საერთო არაფერი მაქვს, პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, ხშირად ვმოგზაურობ, რამდენიმე ცნობილ ბრენდთან ვთანამშრომლობ, ნიუ იორკში გუშინ დილით ჩამოვედი და ჩემდა ბედად საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი, ყოველ შემთხვევაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ ასე ვფიქრობდი, ახლა, ახლა კი... -ითანს საუბარი ელა სკოტის ხმამ გააწყვეტინა მაიკლს და ოლივიას თავისთან უხმობდა,
- წადი, გეძახიან, -ღიმილით და თვალებში უცნაური სევდით გადაულაპარაკა ითანმა, -მაიკლმა მითხრა რომ დღეს ქორწილის თარიღის გამოცხადებას აპირებენ,
ოლივია გაშრა და ადგილზე გაშეშდა, საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო, -ისევ იმას აკეთებენ, რაც თვითონ უნდათ და მე არაფერს მეკითხებიან, ჯანდაბაშიც წასულან, დედაჩემს და მაიკლს შეუძლიათ თავიანთი ნიშნობა ან ქორწილი გამოაცხადონ, მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი, მე ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, -უთხრა ითანს რაღაცნაირი ჩამწყდარი ხმით, იქვე სასმელების მაგიდაზე მდგარ ბოთლს ხელი დაავლო და ვერანდაზე გასასვლელი კარისკენ წავიდა,
ესმოდა როგორ ეძახდა ელა მაგრამ უკან არ მიუხედია, გარეთ გავიდა და ღამის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა ცოტახნით, თუნდაც რამდენიმე წუთით, ბაღში გავიდა უზარმაზარი შადრევნის უკან პირდაპირ ცივ ფილაქანზე, დაჯდა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა,
- აი სად ყოფილხარ, -მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე ტანში გასცრა, ფეხზე წამოიჭრა და პირდაპირ ჯეიმი თერნერს შეეჩეხა, ბიძამისი მისგან სულ რაღაც ერთი მეტრის დაშორებით იდგა და ისე თბილად უღიმოდა რომ ვინმეს რომ დაენახა მის კეთილგანწყობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა,
- წვეულებაზე გვიან მოვედი სწორედ მაშინ როცა დედაშენმა შენი ქორწილის თარიღი გამოაცხადა, როცა დარბაზში ვერ გიპოვა თქვა რომ ცუდად იყავი და დასაძინებლად წახვედი მე კი მაშინვე მივხვდი რომ აქ გიპოვიდი,
- რა გინდა, -უხეშად მიმართა ოლივიამ,
- მშვენივრად იცი რაც მინდა, ჭკვიანი გოგო ხარ და არ უნდა გაგიჭირდეს ამის გაგება მაგრამ მაინც ჯობია გაჩვენო, -ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადადგა, ოლივიამ უკან დაიხია,
- არ მომეკარო თორემ გეფიცები ჯერ წვეულებაზე შევალ და ყველას გამოვუცხადებ როგორი ნაძირალაც ხარ, მერე კი პოლიციაში დავრეკავ და ძალადობისთვის გიჩივლებ, იცოდე არ ვხუმრობ,
ჯეიმი შედგა და სახეზე ყოყმანი აღებეჭდა, -ამას არ გააკეთებ ოლივია,
- ვითომ რატომ? -ოლივია უკვე მთელი სხეულით ცახცახებდა სიბრაზისგან,
- იმიტომ რომ შენ ოლივია ხარ, პატარა, სუსტი, მშიშარა გოგო, ვისთვისაც საზოგადოების აზრი უმნიშვნელოვანესია, მე შენ კარგად გიცნობ ოლივია, შენ არც კი იცი რა დამემართა როცა ავარიის გამო კომაში ჩავარდი, ყოველ დღე ველოდებოდი რომ გონს მოხვიდოდი, -ჯეიმის ხმაში ვედრება შეეპარა,
- მხოლოდ იმიტომ ელოდებოდი ჩემს გამოფხიზლებას რომ ჩემი გაჟიმვა გინდოდა? -ოლივია ასეთი უხეში და პირდაპირი არასოდეს ყოფილა, -შენ უბრალოდ შეშლილი მანიაკი ხარ რომელიც საკუთარ დისშვილზე ძალადობს,
- გეყოფა, შენზე არასდროს მიძალადია, ზედმეტად არასდროს შეგხებივარ, რამდენიმე კოცნას თუ არ ჩავთვლით, ჯანდაბა, მიყვარხარ ოლივია, -ჯეიმიმ ხელები თავზე შემოიჭდო, -შენი გულისთვის კაცსაც კი მოვკლავ, იმ მანქანაში შენ არ უნდა ყოფილიყავი, ვიცოდი რომ მაიკლს ვერ იტანდი და მის მანქანაში არ ჩაჯდებოდი ამიტომაც დავუზიანე მუხრუჭები, შენ კი მაინცდამაინც მისი მანქანით გადაწყვიტე სახლში წასვლა, იცი რა დამემართა როცა წვეულებაზე ვეღარ გიპოვე და როცა მითხრეს რომ სახლში მაიკლმა წაგიყვანა,
ახლა კი ნამდვილად შეეშინდა ოლივიას, უყურებდა ჯეიმის რომელიც შეშლილ მზერას არ აშორებდა და ფიქრობდა როგორ დაეხსნა თავი მისგან,
- ბიჩაჩემი ხარ ამას როგორ აკეთებ? შენ კარგად არ ხარ, შეშლილი ხარ, უბრალოდ მკურნალობა გჭირდება, -ჩაიჩურჩულა და უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ,
- შენ ჩემი უნდა გახდე, მხოლოდ ჩემი, რისი გაკეთებაც არ უნდა დამჭირდეს ამისთვის შენს თავს არავის დავუთმობ, ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ამას მალე გაიგებ, ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადადგა, ოლივიამ უკან დაიხია და ვიღაცას შეეჯახა, მიიხედა, ზურგსუკან ითანი ედგა და დაძაბული აკვირდებოდა სიტუაციას,
- აქ რა ხდება ოლივია? კარგად ხარ? -ითანმა მხარზე ხელი დაადო და ცივი მზერით აათვალიერა ჯეიმი თერნერი, გრძნობდა ითანი როგორ ცახცახებდა ოლივია შიშისგან და სიბრაზისგან, ჯეიმიმ ითანის ხელს შეხედა და კბილები გაახრჭიალა,
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ და ჩვენს საუბარში რატომ ერევი?
- რაღაც არა მგონია ოლივიას შენთან საუბარი უნდოდეს, -საოცრად მშვიდი და ცივი ხმით მიმართა ითანმა, -ასე რომ ჯობია მარტო დაგვტოვო,
ჯეიმიმ გარშემო მიმოიხედა და მიხვდა რომ აქ და ახლა სკანდალის მოწყობა ხელს არ აძლევდა, ერთხანს გაცოფებული უყურებდა ოლივიას და მის უკან მდგომ ითანს, მერე უხმოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდათ, ოლივიამ თავი უსაფრთხოდ იგრძნო თუ არა ამდენ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო, ცრემლები თავისთავად ჩამოეღვარა ლოყებზე მუხლი მოეკვეთა და ითანს რომ არ დაეჭირა ალბათ ჩაიკეცებოდა, ითანმა წელზე ფრთხილად მოხვია ხელი, თავისკენ შეაბრუნა და არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაეხუტა, დიდხანს ტიროდა უხმოდ მის მკერდში თავჩარგული ოლივია, მთელი სხეულით ცახცახებდა, ითანი თმაზე ხელს უსვამდა, არაფერს ეკითხებოდა, მის დამშვიდებას ცდილობდა,
- წამიყვანე აქედან გთხოვ, -ჩაიჩურჩულა ოლივიამ როცა ცოტა დამშვიდდა,
- სად გინდა წასვლა, -ჰკითხა ითანმა, გულისჯიბიდან თეთრი ქათქთა ცხვირსახოცი ამოიღო და მიაწოდა, - ცრემლები მოიწმინდე,
- ამაღამ აქ რომ დავრჩე გავგიჟდები ითან, შევიშლები, გთხოვ აქდან წამიყვანე, სადმე სხვაგან, სადაც გინდა, მაგალითად შენთან, შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე? -შეეკითხა და მუდარით სავსე მზერით მიაჩერდა,
უყურებდა ითანი გოგონას რომელიც მის მკლავებში თრთოდა, ტკივილით და ტანჯვით სავსე თვალებში და ხვდებოდა რომ უბრალოდ არ შეეძლო მისი მიტოვება, ახლა აქ რომ დაეტოვებინა ოლივია ალბათ მასთან ერთად თვითონაც შეიშლებოდა, ბევრი აღარ უყოყმანია, ხელი ჩაჰკიდა და ავტოსადგომისკენ წაიყვანა.
* * *
იმ შენობასთან რომ მივიდნენ სადაც ითანის ბინა იყო ოლივიას უკვე ღრმად ეძინა, ითანმა ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან, ხელში აიყვანა და ისე მსუბუქად აიარა კიბეები რომ არც კი უგრძვნია მისი სიმძიმე, ოლივია მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა ითანმა საძინებელში საწოლზე დააწვინა.
- მაპატიე ითან, ჩემი ხელით ტარება მოგიხდა, რატომ არ გამაღვიძე, -ჩაიბუტბუტა და წამოჯდა,
- ეგ არაფერი, ბუმბულივით მსუბუქი ხარ, -გაეღიმა ითანს, -რაკი გაიღვიძე, ბარემ გამოიცვალე, ჩემს შორტს და მაისურს მოგცემ თორემ ამ კაბაში ნამდვილად ვერ გამოიძინებ, -კარადიდან მაისური და შორტი გამოიღო, -დიდი გექნება მაგრამ დღეს როგორღაც უნდა მოირგო სხვა გზა არაა, შემდეგისთვის კი გავითვალისწინებ და შენს ზომა პიჟამოებსაც ვიგულიებ ჩემს საძინებელში,
- შემდეგისთვის? რას გულისხმობ? -ოლივია გაფართოებული თვალებით მაჩერდა ითანს,
- როგორც ვატყობ ჩემი ხშირი სტუმარი იქნები ხოლმე, -ითანმა თბილად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა, ოლივიამ უნებურად დახუჭა თვალები, -გამოიცვალე და ეცადე დაიძინო, თუკი რამე დაგჭირდეს მე ქვემოთ მისაღებში ვიქნები,
- შენ არც კი გიკითხავს ვინ იყო ის კაცი? -ჩაილაპარაკა ოლივიამ,
- ალბათ მეტყვი როცა ამის სურვილი გექნება, -გაუღიმა ითანმა, კარადიდან ბალიში და პლედი გამოიღო და კარი გაიხურა თუ არა ოლივია გულაღმა გადავარდა საწოლზე, ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ჭერს, -ნეტავ სახლში რა ხდება? ალბათ არც არავის შეუმჩნევია მისი წასვლა, ალბათ ჯერ კიდევ ერთობიან და მის ცხოვრებას გეგმავენ, -წამოდგა კაბა გაიძრო და მაისური გადაიცვა, რომელიც თითქმის ორი მტკაველით ჩამოსცდა საჯდომს, -შორტი საერთოდ არ არის საჭირო, -გაიფიქრა და საწოლზე ჩამოჯდა, არ ეძინებოდა, -ნეტავ ითანი რას აკეთებს? იქნებ ჩავიდე და ვნახო? არა ეს უაზრობაა, -რისი მეშინია? -თქვა ხმამაღლა, -ათას სისულელეს ვაკეთებ და მაინცდამაინც მასთან სიახლოვეს გავურბივარ? ვგრძნობ რომ მოვწონვარ, მაგრამ იმის მერე რაც გაიგო რომ მისი მეგობრის საცოლე მქვია, მოინდომებს კი ჩემთან ურთიერთობას? მაგრამ ჩემთან ურთიერთობა რომ არ უნდოდეს ახლა აქ ხომ არ ვიქნებოდი? იქნებ უბრალოდ შევეცოდე და ამიტომ წამომიყვანა სახლში, ოჰ, ასე შეიძლება გავგიჟდე, უკვე საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე, იქნებ უბრალოდ ცივი წყლის დასალევად ჩავიდე დაბლა, - ოლივიას უნებურად გაეღიმა, ვის ატყუებდა? საკუთარ თავს? წამოდგა, კარი გამოაღო და პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბისკენ წავიდა,
ჩუმად ფეხაკრეფით მიდიოდა, არ უნდოდა სადმე მოულოდნელად ითანს გადაწყდომოდა, მისაღებში დივანზე საწოლი იყო გაშლილი, ითანი არსად ჩანდა, -ნეტავ სად არის? -ოლივიამ დაკვირვებით მოათვალიერა სამზარეულო და მისაღები და ღია კარი შეამჩნია რომელიც ვერანდაზე გადიოდა, თხელ ფარდებს ქარი აფრიალებდა და გარედან ქუჩის ყრუ ხმაური შემოჰქონდა, ოლივია ნელ-ნელა მიუახლოვდა კარს, ფარდა გადასწია და ადგილზე გაშეშდა, ითანს აშკარად ჩვევად ჰქონდა სახლში წელსზევით შიშველი სიარული, დაბალწელიანი სპორტული შარვალი ეცვა, ფეხშიშველი იყო, ვიწრო წელი, განიერი მხრები, უნაკლო დაკუნთული სხეული, ოლივიას თავგზას ურევდა, მისკენ ზურგით იდგა, გრძელი ლამაზი თითებით ქვის მოაჯირს ეყრდნობოდა და ნახევრად ჩაბნელებულ ქალაქს გაჰყურებდა, ოლივიამ დროის შეგრძნება დაკარგა, არც კი ახსოვდა რამდენ ხანს იდგა ასე, იქნებ რამდენიმე წამი ან წუთი, ან იქნებ ერთი საათი?
- მოგწონს ხედი ჩემი ვერანდიდან? -ფიქრებიდან ითანის ორაზროვანმა კითხვამ გამოარკვია,
- ჰო ნამდვილად არაუშავს, -ჩაიბურტყუნა ერთიანად გაწითლებულმა ოლივიამ და ის იყო მისაღებში შესვლა დააპირა რომ ითანი მისკენ შემობრუნდა, შემობრუნდა და თვალებგაფართოებული გაშეშდა ერთ ადგილზე, ჩარჩოს მიყრდნობილი ფეხშიშველი ოლივია, ითანის მაისურით რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა, აბურდული თმით და აწითლებული ღაწვებით, საოცარი სანახავი იყო, უნებურად ქვედა ტუჩი მოილოკა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ჯანდაბა, უჭირდა, ძალიან უჭირდა თავის შეკავება,
ოლივია ერთხანს უხმოდ შესცქეროდა, ხედავდა როგორ ყოყმანობდა ითანი და მიხვდა თუკი ახლა, აქვე და ახლავე მისი სხეულის სითბოს, მისი ტუჩების გემოს არ იგრძნობდა, მხოლოდ დღეს კი არა ვეღარასოდეს ვეღარ დაძინებდა მშვიდად, სხეულის ნაზი რხევით მიუახლოვდა, ხელები კისერზე შემოხვია, თითისწვერებზე აიწია და ფრთხილად შეეხო ტუჩებით ტუჩებზე, ითანი ამას აშკარად არ ელოდა, მაგრამ არ განძრეულა და როცა გათამამებულმა ოლივიამ უფრო მომთხოვნად აკოცა თავი ვეღარ შეიკავა, მოეხვია და ტუჩებზე დააკვდა, კოცნიდა და მისით ვერ ძღებოდა, კოცნიდა ერთდროულად ნაზად, ძლიერად, მომთხოვნად,
ოლივია გასაოცარ სიამოვნებას გრძნობდა და ითანის ტუჩებს ვერ ელეოდა, აი თურმე როგორი ყოფილა იმ მამაკაცის კოცნა რომელიც სიგიჟემდე მოგწონს და გინდა, მუცელში პეპლები უფრთხიალებდნენ და ფეხებსშუა სასიამოვნო სიმხურვალეს გრძნობდა,
- რას აკეთებ? -ჰკითხა, როცა ითანი მის ტუჩებს მოშორდა და ხელი გააშვებინა,
- მაგიჟებ ოლივია, -ითანი ძლივს სუნთქავდა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ახლა ხელში აგიტაცო და საძინებელში წაგიყვანო,
- და რას ელოდები? -ოლივია ასეთი თამამი და პირდაპირი არასოდეს ყოფილა,
- ამას ვერ გავაკეთებთ, -ითანი ცდილობდა დამშვიდებულიყო, -შენ დანიშნული ხარ და თანაც მაიკლზე, მალე გათხოვდები, -ხმაში ტკივილი შეეპარა, შებრუნდა და მუშტი გამეტებით დასცხო ქვის მოაჯირს,
- რატომ შენ, რაღა მაინცდამაინც შენ,
ოლივია მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და ზურგზე მიეხუტა, იგრძნო როგორ დაიძაბა ითანი და მიხვდა ახლა აჩქარება არასწორი იქნებოდა,
- პოპკორნი გაქვს? -ჰკითხა, მოშორდა და უდარდელად მიეყრდნო მოაჯირს,
- პოპკორნი? -ითანი გაოცებული თვალებით უყურებდა, -ახლა პოპკორნი გინდა?
- ჰო რატომ გიკვირს? -ოლივიამ მხიარულად გაუღიმა, -რაკი საძინებლამდე ვერ მივაღწიეთ, იქნებ რომელიმე საშინელებათა ფილმს ვუყუროთ და პოპკორნი ვჭამოთ,
ითანი ერთხანს უხმოდ უყურებდა და მერე სიცილი აუტყდა, ოლივია ყველაფერს ელოდა მაგრამ ამას არა, ითანი გულიანად ხმამაღლა იცინოდა, სიცილით გული რომ იჯერა ოლივიას მიბრუნდა,
- ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას მის სკოტ, კარგი იყოს საშინელებათა ფილმი, წავიდეთ შენ ფილმი აარჩიე, მე პოკორნს გავაკეთებ, რას იტყვი?
- შევთანხმდით, -ოლივიამ ხელი გაუწოდა და ეშმაკურად გაუღიმა,
შუაღამემდე უყურებდნენ საშინელებათა ფილმებს, ოლივია ყოველ საშიშ სცენაზე სიცილით კვდებოდა, ითანი კი მისი შემხედვარე იცინოდა, ბოლოს მის მუხლებზე თავმიდებულს მიეძინა ოლივიას და დილით რომ გაიღვიძა დივანზე იწვა, თავქვეშ ფუმფულა ბალიში ჰქონდა ამოდებული, პლედი ეფარა, ხოლო ითანი საუზმეს ამზადებდა, ყველაფერი ისე იყო თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს, ოლივია წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა,
- იქნებ გუშინ არც არაფერი მომხდარა და ის ყველაფერი მესიზმრა, -ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე თითი გადაისვა, ჯერ კიდევ გრძნობდა მისი ტუჩების სითბოს.
- ისევ საკუთარ თავს ელაპარაკები ძილისგუდა? -ითანი მაგიდასთან იდგა ბლინებით სავსე ლანგრით ხელში და უღიმოდა, -მოდი ვისაუზმოთ,
ოლივიამ უხერხულად გაიღიმა,
- რატომ არ გამაღვიძე, საუზმის მომზადებაში დაგეხმარებოდი,
- ძალიან ტკბილად გეძინა და თანაც ვივარაუდე რომ საჭმლის მომზადება არ გეცოდინებოდა,
- ჰოო, სხვათაშორის ძალიან კარგ რაღაცეებს ვაკეთებ, -ოლივია მაგიდას მიუჯდა და ფეხები სკამზე შეიკეცა, - მოდი შევთანხმდეთ რომ შემდეგში მე მოვამზადებ საუზმეს,
- შემდეგში, -ითანმა ფრთხილად დადგა ყავით სავსე ჭიქა ოლივიას წინ მაგიდაზე, -რას გულისხმობ?
- შენ ხომ მითხარი გუშინ რომ შენი ხშირი სტუმარი ვიქნებოდი, ჰოდა ასეც ვაპირებ, -ოლივიამ ბლინები გადმოიღო თეფშზე, -სანამ არ მეტყვი რომ თავი მოგაბეზრე, მანამდე ხშირ-ხშირად გესტუმრები ხოლმე,
- ვფიქრობ დღეიდან ეს ნაკლებად შესაძლებელი იქნება, -ითანი მაგიდას მიუჯდა და ოლივიას თვალებში შეხედა, -მაპატიე მაგრამ გუშინ ჩემთან რომ მოგიყვანე მაიკლს დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთან რჩებოდი,
- ეს რატომ გააკეთე? -ოლივიას ჭამა არ შეუწყვეტია,
- არ მინდოდა შენებს ენერვიულათ, ან ცუდი რამე ეფიქრათ, იმედია არ მიბრაზდები, ცოტა ხანში მაიკლი შენს წასაყვანად მოვა,
- არ გავბრაზებულვარ, შენ სწორად მოიქეცი, -ოლივიამ ნაძალადევად გაიღიმა, -მაგრამ მაიკლის აქ მოსვლა ნამდვილად შეცდომა იყო, მასთან ერთად არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგ მანიაკს მანქანაში არასოდეს ჩავუჯდები,
- მესმის, ითანმა თავი დახარა, ალბათ ავარიის შემდეგ სტრესის და შიშის ბრალია რომ მის მანქანაში ჩაჯდომა არ გინდა,
- ეს არაფერ შუაშია ითან, შენს მეგობარს საერთოდ არ იცნობ, ხომ გაინტერესებდა იმ დღეს ხულიოს გარაჟში რას ვაკეთებდი? იმ დღეს იქ მისი მანქანის ვიდეო ჩანაწერის წამოსაღებად ვიყავი მისული, შემიძლია გაჩვენო და მიხვდები რატომ აღარ მინდა მის მანქანაში ჩაჯდომა,
ითანს სახე შეეცვალა, ოლივია მიხვდა რომ ჩანაწერის გარეშეც გაიგო ითანმა რისი თქმა უნდოდა, წამოდგა მიუახლოვდა, და მის წინ ჩაიმუხლა.
- მაპატიე ალბათ შეცდომა დავუშვი მაიკლს რომ ვთხოვე სახლში წაეყვანე,
- ჰო მაგრამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება, -გაუღიმა ოლივიამ, -ან არ შეიძლება, -დაამატა როცა კარზე ზარის ხმა გაიგო, -მგონი მოვიდა,
- იქნებ სანამ მე კარს გავაღებ გირჩევნია რომ საძინებელში ახვიდე და გამოიცვალო, -ითანმა თავით ანიშნა მაისურზე,
- სულაც არა, ამ მაისურში თავს მშვენივრად ვგრძნობ, -ოლივიამ თმა ერთი მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა უკან და ითანს მომხიბვლელად გაუღიმა, -გააღე ნუღარ ვალოდინებთ მისტერ ფინჩერს,
- მაიკლი გააფთრებული სახით შემოვარდა მისაღებში და პირდაპირ სასადილო მაგიდისკენ წამოვიდა,
- საუზმეზე არ დაგვეწვევით მისტერ ფინჩერ? -გაუღიმა ოლივიამ...

* * *
მაიკლი გააფთრებული სახით მიიჭრა მაგიდასთან და ოლივიას მკლავში ხელი ჩაავლო
- ახლავე ადექი და სახლში წამოდი,
- გამიშვი, შენთვის ჩემთან შეხების უფლება არ მომიცია, -ცივად უთხრა ოლივიამ, მაიკლმა ხელი გაუშვა და მის გვერდით ჩამოჯდა,
- უკვე გითხარი რომ შენთან შეხებისთვის უფლება არ მჭირდება, შენ ჩემი საცოლე ხარ, მე მეკუთვნი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გუშინ რომ გაქრი, შენს გამო ტყუილის თქმა მომიწია, მეც წამოვედი წვეულებიდან და ყველას ვუთხარი რომ ჩემთან ერთად იყავი, შენ კი საერთოდ არ გრცხვენია, რაზე ფიქრობ როცა ღამეს უცხო მამაკაცის სახლში ათენებ,
რა ირონიულია, მაიკლი მის წინ იჯდა და მორალზე ლექციას უკითხავდა, ოლივიას გაეღიმა,
- ვინ ვინ და შენ ნამდვილად არ უნდა მიკითხავდე მორალზე ლექციას, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, შენთან ერთად სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, ასე რომ ჯობია წახვიდე და დედაჩემთან ერთად ჩემთან ქორწინებაზე იოცნებო, რაც არასოდეს მოხდება,
- ახლავე წამოხვალ ჩემთან ერთად, -იღრიალა მაიკლმა და მაგიდას ხელი ისეთი ძალით დასცხო, ოლივიას წინ მდგარი ყავის ჭიქა შებარბაცდა და მუხლებზე დაემხო, ოლივიამ შეჰკივლა, ითანი რომელიც აღარც კი ახსოვდა თუ ოთახში იყო, წამსვე მასთან გაჩნდა და მის წინ ჩაიჩოქა,
- როგორ ხარ, ხომ არ დაიწვი? -ოლივიამ მზერა ჰკიდა თუ როგორი ეჭვით სავსე თვალებით უყურებდა მაიკლი ითანის ხელს რომელიც ოლივიას მუხლზე ედო,
- რას აკეთებთ? -სიბრაზისგან ძლივსღა სუნთქავდა მაიკლი, -თქვენს შორის რა ხდება?
ითანი ნელა წამოდგა და მაიკლს შეძლებისდაგვარად მშვიდი ხმით მიმართა,
- მესმის რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ უფლება არ გაქვს ჩემს სახლში იყვირო და სკანდალი მოაწყო, მითუმეტეს რომ ოლივიამ ისედაც ბევრი რამ გადაიტანა, ახლა ჯობია წახვიდე სახლში მე მოვიყვან,
- რას აკეთებ ითან? -მაიკლი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, -გუშინ შენ თვითონ დამირეკე და მითხარი რომ ოლივია შენთან იყო, მთხოვე რომ არ მოვსულიყავი რადგან ცუდად იყო და დასვენება სჭირდებოდა, ახლა კი მეუბნები რომ ასე უბრალოდ ავდგე და წავიდე? -მითხარი თქვენს შორის რამე ხდება? -მაიკლი ითანს მიმართავდა მაგრამ ოლივიას მოშიშვლებულ ფეხებს და ითანის მაისურს თვალს არ აცილებდა,
- ასეც რომ იყოს ეს შენ ნაკლებად გეხება, -ვეღარ მოითმინა ოლივიამ, ითანმა მხარზე ხელი დაადო და ანიშნა გაჩუმდიო
- ისეთ რამეს ნუ გააკეთებ და იტყვი რასაც შემდეგ ინანებ, -მიმართა მაიკლს, -წამოდი გაგაცილებ და თან ვისაუბროთ,
მაიკლი მძიმედ წამოდგა და უხმოდ დაიძრა კარისკენ
* * *
ითანი დაძაბული მართავდა ავტომობილს, გზას თვალს არ აშორებდა და თითქოს არც კი იმჩნევდა მის გვერდით მჯდომი ოლივიას არსებობას, მკაცრად ტუჩებ მოკუმული საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს, უბრალო თეთრი მაისური, მუქი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი უხდებოდა, თმა ჩვეულებრივად უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი და სახეზე ჩამოყრილი,
- ესე იგი დღეიდან აღარ მნახავ ხოლმე? -ვეღარ მოითმინა ოლივიამ
- ამას რატომ ამბობ? -ითანს გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა
- რაც მაიკლი წავიდა იმის შემდეგ ჩემთვის ხმა არ გაგიცია და უჩვეულოდ სერიოზული ხარ, რა ხდება?
- მაიკლი არაფერ შუაშია, ცოტა დავიბენი, ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მე უბრალოდ დაფიქრება მჭირდება, შენ სხვას ეკუთვნი, თქვენს ოჯახებს უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვთ,
- მისმინე ითან, მინდა რომ ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნა და მეორედ აღარ გავიმეორებ, -ოლივიამ თვითონაც არ იცოდა როგორ და საიდან პოულობდა ძალას რომ მშვიდად ესაუბრა, -შენ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი და მაიკლის ქორწინება მაინც არ შედგებოდა, ვერაფერი მაიძულებს მასზე გათხოვებას, შენ არაფერი იცი ჩემი ცხოვრების შესახებ, სიმართლე რომ ვთქვა ბევრი რამ თვითონაც არ ვიცი რადგან ავარიამდე რაც იყო არაფერი მახსოვს, ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი ის არის რომ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ მხოლოდ სხვისი მითითებები ასრულო, იმისთვის რომ იმაზე იფიქრო რას იტყვიან სხვები და იმისთვის რომ ბედნიერებაზე უარი თქვა, მერწმუნე ეს კარგად ვიცი, ამიტომაც ისე ვიცხოვრებ როგორც სწორად მივიჩნევ და არავის მივცემ უფლებას თავს საკუთარი სურვილები მომახვიოს,
ოლივიამ ეშმაკურად გაიღიმა და ითანს შეხედა რომელიც ისევ ისე ინარჩუნებდა სერიოზულ სახეს და გზას თვალს არ აშორებდა,
- უკვე ისე შეგეჩვიე უშენოდ ცოტა მოვიწყენ, მაგრამ არაუშავს, შენ ამაზე ნუ იფიქრებ, ყველაფერს მალე ვეჩვევი,
ითანი გზიდან გადავიდა და მკვეთრად დაამუხრუჭა, ღვედი შეიხსნა, მისკენ გადაიხარა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და აკოცა, დიდხანს, მგზნებარედ და გატაცებით კოცნიდა, ოლივია ნეტარებისგან მეცხრე ცაზე იყო, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა გარდა ითანის ტუჩებისა და მისი საოცარი სურნელისა რომელიც თავბრუს ახვევდა
- კიდევ ფიქრობ რომ უჩემოდ ყოფნას შეეჩვევი? -დაბალი ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ითანმა როცა მის ტუჩებს მოსწყდა, -ამას მართლა გააკეთებ? დარწმუნებული ხარ?
- შენი ვერაფერი გამიგია ითან, -ოლივია ძლივს სუნთქავდა, -მეგონა რომ მაიკლის გამო ჩემთან ყოფნას არ ისურვებდი,
- მაიკლთან ურთიერთობას მე გავარკვევ, -ითანი ღიმილს ვეღარ იკავებდა და თვალები უცნაური შუქით უბრწყინავდა, -შენ ის მითხარი ახლა რა იქნება,
- მოდი ნუ ვიჩქარებთ, -ოლივია ფრთხილობდა და ნელ-ნელა არჩევდა შესაფერის სიტყვებს, -ნუ ვიჩქარებთ რომ ჩვენს ურთიერთობას რამე დავარქვათ, რა საჭიროა ის ყველაფერი რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ ჩარჩოებში მოვაქციოთ, ჩემი აზრით სისწრაფეა ყველანაირი ურთიერთობის მტერი, იქნებ ჩვენს ურთიერთობას ნება მივცეთ რომ თავისთავად განვითარდეს და ვნახოთ სადამდე მივა,
მაიკლი ყურადღებით უსმენდა და გაოცებას ვერ მალავდა, -ამას როგორ ახერხებ ოლივია სკოტ? ჰკითხა ბოლოს,
- რას გულისხმობ? -ვერ მიუხვდა ოლივია
- ყოველ ჯერზე როგორ ახერხებ რომ გამაოცო? საოცრად ჭკვიანი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ხარ, შენში იმდენი საუკეთესო თვისებაა თავმოყრილი... სიმართლე გითხრა შენი ასაკიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ... რომ...
- ფიქრობდი რომ პატარა, თავქარიანი გოგო ვიქნებოდი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს? -დაამთავრა ოლივიამ
- დაახლოებით, -გაეცინა ითანს
- არა, ითან, მე მხოლოდ ერთი ცხოვრება მაქვს და არამგონია კიდევ მომეცეს შანსი რომ თავიდან ვიცხოვრო, ჩემს თავს იმის უფლებას ვერ მივცემ რომ დრო ტყუილად გავფლანგო და შეცდომები დავუშვა, მე ვიცი რაც მინდა, ყოველთვის ვიცოდი, უბრალოდ მეშინოდა ჩემი სურვილებისთვის და ოცნებებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო როცა უნდა გადაწყვიტოს, მთელი ცხოვრება რაღაც სულელური დოგმების შიშში და მონობაში იცხოვრებს თუ ბედნიერებისთვის იბრძოლებს,
ითანი აღფრთოვანებული უყურებდა ოლივიას, -ნეტავ თუ მართლა აქვთ მომავალი? იქნებ დაუჯეროს და საერთოდ არ იფიქროს მომავალზე, რაც იქნება იქნება, მთავარია რომ მასთან ერთად ყოფნა მოსწონს, თავს ბედნიერად გრძნობს და მისთვის ბოლომდე იბრძოლებს, -მისკენ გადაიხარა, თავისკენ მოიზიდა და გულში მაგრად ჩაიკრა მისი თხელი, სიფრიფანა სხეული.
* * *
ითანმა მთავარ შესასვლელთან გააჩერა ავტომობილი, ოლივიამ ის იყო კარი გააღო და გადმოვიდა რომ მათ გვერდით, ძვირფასი სპორტული ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც ჯეიმი თერნერი მართავდა,
- ეს მანიაკიღა მაკლდა -ჩაილაპარაკა ოლივიამ და ტუჩები ზიზღით დაემანჭა,
- მანიაკი? -ითანმა გაოცებულმა შეხედა ოლივიას,
- ვიხუმრე, -ოლივიამ გაღიმება სცადა, -ეს ბიძაჩემია, დედაჩემის ძმა,
- ბიძაშენი? დარწმუნებული ხარ? -ითანმა ეჭვიანი მზერით შეათვალიერა, ჯეიმი რომელიც მათ შეჰყურებდა და ვერ გადაეწყვიტა ახლოს მისულიყო თუ არა, -ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენი ნათესავი იქნებოდა, მითუმეტეს ბიძა, გუშინ ღამით ისე გიყურებდა რომ, მაპატიე მაგრამ სხვა რაღაც ვიფიქრე, არ მომწონს ეს კაცი ოლივია,
- ის არავის არ მოსწონს, მაგრამ უბრალოდ უცნაური ტიპია ითან, ეს არის და ეს, ახლა კი ჯობია წახვიდე,
- უბრალოდ შემპირდი რომ თუკი რამე პრობლემა გექნება აუცილებლად დამირეკავ,
- ხომ იცი რომ ტელეფონი არ მაქვს, ჯანდაბა, კიდევ დამავიწყდა რომ მეყიდა,
ითანმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა, -შენთვის ვიყიდე, ჩემი ნომერიც ჩავწერე, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო, -ტელეფონი ჯიბეში ჩაუდო, ხელი კისერში თმის ქვეშ შეუცურა და ვნებიანად აკოცა, ოლივია არ გაძალიანებია, ცალკე ითანის სურნელით და ცალკე იმ შეგრძნებით აღტყინებული რომ ბიძამისი ამ ყველაფერს უყურებდა, თავს უბედნიერესად გრძნობდა, ითანს აღარაფერი უთქვამს, ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა, ოლივიამ მშვიდად ჩაუარა ბიძამისს რომელიც ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული და სიბრაზისგან ცახცახებდა,
- ასე რატომ მექცევი ოლივია? -ჩაილაპარაკა ძლივსგასაგონი ხმით,
- გექცევი? შენ საერთოდ რა შუაში ხარ? -ოლივია ისეთი მშვიდი და სასტიკი იყო როგორც არასდროს, -ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი სხვა გოგო იქცევა როცა სიგიჟემდეა შეყვარებული,
- ის გიყვარს?
- მიყვარს, ჯობია ამას შეეგუო, შემეშვი და შენი მანიაკალური ფანტაზიები რამე სხვით დაიკმაყოფილე, -უთხრა და თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო, საოცრად შემსუბუქებული, ცეკვა-ცეკვით წავიდა სახლისკენ,
ჯეიმიმ მაგრად შეკრული მუჭი პირთან მიიტანა და მთელი ძალით იკბინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა დაინახა როგორ ეწვეთებოდა სისხლი ფერადი ქვით მოკირწყლულ გზას,
- ამას არ გაპატიებ ოლივია, არც შენ და არც იმ ნაბიჭვარს, ჩაილაპარაკა და ფეხი მთელი ძალით დასცხო ავტომობილის საბურავს.
* * *
ელა სკოტი ბიბლიოთეკაში ელოდა ოლივიას და არც გაკვირვებია როცა მაიკლიც მის გვერდით დაინახა,
- როგორც იქნა მობრძანდი პატარა ქალბატონო, დაჯექი უნდა ვისაუბროთ, -მისის კოტი საკმაოდ სერიოზული და მშვიდი იყო, ოლივიამ რატომღაც თავი უცნაურად იგრძნო და გაეღიმა, როცა ასაკით მასზე პატარა ქალმა ასე მიმართა, ჯერ კიდევ ეჩვეოდა ახალ სხეულს და გარეგნობას,
- არამგონია კიდევ გაიღიმო როცა ყველაფერზე ვისაუბრებთ,
- ოჰ, ახლა უკვე ღიმილსაც მიკრძალავთ? -ოლივია სავარძელში ფეხმორთმით მოთავსდა, -გისმენთ, რაზე უნდა ვისაუბროთ?
- უკვე ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი, -დაიწყო მისის სკოტმა,
- ამასაც თუ თვალის დახუჭვა ჰქვია, -ჩაიფხუკუნა ოლივიამ, -ელამ ყურიც კი არ უგდო ისე გააგრძელა, -ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ ღამღამობით გასართობად დაიპარები და ბეჭდის შესახებაც ...
ოლივიამ მაიკლს გადახედა, -ბედოვლათი, იდიოტი, გაიქცა და ყველაფერი დედაჩემს ჩაუკაკლა, ამის შემდეგ კიდევ რისი იმედი აქვს,
- ჰოდა ასეთი რამ მოვიფიქრე, -გააგრძელა ელამ, -დღეიდან საერთოდ ვეღარ გახვალ გარეთ, ყოველ შემთხვევაში ქორწილამდე, სახლის დაცვა გავაძლიერე, აქედან ვეღარ გახვალ ოლივია, თუკი რათქმაუნდა გვირაბის გათხრას არ აპირებ, დღეიდან ვეღარავის შეხვდები და მაიკლის გარდა ურთიერთობა არავისთან გექნება გასაგებია?
ოლივია უსმენდა და მის მკვირცხლ გონებაში ახალი გეგმა იბადებოდა, ითანთან ახლა იწყებდა ურთიერთობას და ელა სკოტთან გამუდმებული ჩხუბით და დავიდარაბით ამ ბედნიერებას ჩრდილს არ მიაყენებდა, თანაც დარწმუნებული არ იყო რომ ამ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა...
- კარგი თანახმა ვარ, -თქვა მშვიდად და გაიღიმა, -ყველაფერზე თანახმა ვარ, მათ შორის მაიკლთან ქორწინებაზეც, -მაიკლ შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? შენთან საქმე მაქვს, -თქვა ზედმეტად განაზებული ხმით, ადგა, ოთახიდან ნელი ნაბიჯით გამოვიდა და ელა სკოტი პირდაღებული დატოვა, მაიკლი კი მორჩილი ცხვარივით მიჰყვა უკან, ოლივია მეორე სართულზე ამავალ კიბესთან შედგა და მოტრიალდა,
- შეგიძლია საძინებელში წამომყვე? მიდა რაღაც გაჩვენო,
- რას გეგმავ ოლივია? -მაიკლის ხმაში ეჭვი იგრძნობოდა, ხვდებოდა რომ ოლივია ასე უბრალოდ, ბრძოლის გარეშე არ დათანხმდებოდა მასთან ქორწინებას,
- რაღაც მინდა გაჩვენო და ყველაფერს მიხვდები, -ოლივია კიბეს აუყვა, მაიკლიც უკან მიყვა, საძინებელში შესვლისთანავე, ლეპტოპი ჩართო და საწოლზე ჩამოჯდა,
- მოდი, გვერდით მომიჯექი, -ღიმილით მიიპატიჟა მაიკლი, გაოცებული მაიკლი, ფრთხილად ჩამოჯდა მის გვერდით, ოლივიამ ღილაკს თითი დააჭირა,
- შეხედე მაიკლ, შენთვის მოკლემეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ავარჩიე, იმედია მოგეწონება, მე აღფრთოვანებული დავრჩი, უარყოფითმა პერსონაჟმა შემზარა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ძალიან კარგად თამაშობს,
მაიკლი ვიდეოს უყურებდა და ნელ-ნელა ეცვლებოდა სახე,
- ეს ჩანაწერი საიდან გაქვს? -იკითხა ჩამწყდარი ხმით,
- რა მნიშვნელობა აქვს, -ოლივიამ ლეპტოპი გვერდზე გადადო, -მთავარია რომ ახლა შეგვიძლია გარიგება დავდოთ,
- ასეც ვიცოდი, -მწარედ ჩაიცინა მაიკლმა, -ვიცოდი რომ რაღაც გეგმა გქონდა და ასე უბრალოდ არ დათანხმდებოდი ჩემთან ქორწინებას, მაგრამ გარიგება? რომ არ დაგთანხმდე?
- ჰოო, ალბათ ეს პრობლემა იქნება, ჩემს მშობლებს იმდენად ვკიდივარ ფეხებზე რომ ალბათ რეაქციაც არ ექნებათ თუკი ამ ჩანაწერს ვაჩვენებ, მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება იუთუბზე რომ ავტვირთო, ისეთი პოპულარული გახდები შეიძლება ჰოლივუდშიც კი მიგიწვიონ, იფიქრე ამაზე, ცუდი მხოლოდ ის არის რომ ალბათ ყოველთვის იმ პერსონაჟის როლს შემოგთავაზებენ რომელიც ვიღაცას კლავს ან აუპატიურებს,
- საშიში გოგო ხარ ოლივია სკოტ, ამას ნამდვილად არ ველოდი, მითხარი რა გინდა? -ჩაიღრინა მაიკლმა და მომუშტული ხელი საწოლს მთელი ძალით დასცხო
- პირველ რიგში მინდა რომ ქორწილის თარიღი რამდენიმე თვით გადაწიო, მანამდე სანამ რამეს მოვიფიქრებ, მიზეზი შენ მოიფიქრე, ვიცი რომ არ გაგიჭირდება, ყოველთვის უნდა შემეძლოს ამ სახლიდან გასვლა როცა მომინდება, ამასაც შენ მოაგვარებ და რაც მთავარია შეეშვი ჩემზე ფიქრს, ხვდები რომ ეს ყველაფერი უკვე აკვიატებაში გადაგდის? -ოლივია მკაცრი და შეუვალი იყო,
- თავისუფლება იმიტომ გინდა რომ დრო ითანთან ერთად გაატარო?
- ეს შენ არ გეხება მაიკლ, იმედია შევთანხმდით? -ოლივიამ ხელი გაუწოდა, მაიკლმა ცივად ჩამოართვა და უხმოდ, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან,
- ესეც ასე, მშვენივრად ვითამაშე, -ოლივია წამოდგა საკუთარ თავს ტაში დაუკრა და უმიზეზო სიცილი აუტყდა, -ნეტავ ითანი რას იფიქრებს როცა გაიგებს რაც გავაკეთე? იმედია არ გაბრაზდება, ალბათ გაიგებს რატომაც მოვიქეცი ასე, -კარადიდან მაისური და შორტი გამოიღო და თვალი დღიურს მოკრა, გადმოიღო ჩამოჯდა, გადაშალა და კითხვა გააგრძელა,

* * *
არაფერი იცვლება, ყოველდღე ისევ ერთი და იგივე, ბიძაჩემი საშინლად მავიწროვებს, გუშინ ისევ ბაღში მომიმწყვდია და ძალით მაკოცა, დიდხანს ვტიროდი საძინებელში ჩაკეტილი, მამას ვერაფერს ვეუბნები, მისი რატომღაც მეშინია, ალბათ არც დამიჯერებს, ნეტავ რა მოხდება რომ დედას ვუთხრა...
დღეს დედაჩემის და ბიძაჩემის საუბარი მოვისმინე შემთხვევით, ჯანდაბა წარმოგიდგენიათ? დედამ ყველაფერი იცის საკუთარი ძმის მანიაკალური მიდრეკილებების შესახებ, იცის როგორ მექცევა და ხმას არ იღებს, მხოლოდ იმას ეუბნებოდა რომ ფრთხილად მოქცეულიყო რათა არავის არაფერი გაეგო,
მათი საუბრიდან გავიგე რომ ნაშვილები ვარ აი თურმე რატომ ვკიდივარ დედაჩემს ფეხებზე, მამაჩემმა არაფერი იცის, დედაჩემმა ყველაფერი მასზე გათხოვებისთვის მოაწყო, ისე გააკეთა თითქოს საზღვარგარეთ იმშობიარა და მამას ჩემი თავი ისე წარუდგინა როგორც მათი საერთო ქალიშვილი, კაცმა არ იცის ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები, ის ქალი კი რომელიც აქამდე დედა მეგონა ნამდვილი მონსტრია,
უკვე აღარც კი ვლოცულობ, ღმერთი არ არსებობს, რომ არსებობდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდი, შიშში და ტერორში ვცხოვრობ, ღამე თითქმის აღარ მძინავს, ცუდად ვარ და ეს არავის აინტერესებს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მხოლოდ მე არ მაქვს ჩემი...
წუხელის პირველად დამესიზმრა ასეთი უცნაური სიზმარი, ქალი მესიზმრა, შუახნის სასიამოვნო გარეგნობის ქალი, საოცრად სევდიანი გამოხედვით, მითხრა რომ ლილი ერქვა ...

ოლივიამ დღიური ცივად დახურა და იქვე საწოლთან მიაგდო,
- ეს შეუძლებელია, როგორ შეიძლება რომ ოლივიას სიზმარში ლილი ენახა,
- შეუძლებელია? -კითხვა ხმამაღლა დაუსვა საკუთარ თავს, -იმის მერე რაც მოხდა შეუძლებელი არაფერია, ამ დღიურს ხელში აღარასოდეს ავიღებ, ჯანდაბა საწყალი ოლივია, რამდენი რამის გადატანა მოუხდა საცოდავ გოგოს და გვერდით არავინ ყავდა ვინც დაეხმარებოდა, ტელეფონის ხმა მოესმა და იმდენად იყო უკვე გადაჩვეული ერთხანს ვერც მიხვდა ხმა საიდან მოდიოდა, ითანის შეტყობინება იყო,
- როგორ ხარ?
- არც თუ ისე კარგად ვიყავი მანამდე სანამ მოწერდი, ახლა უკვე კარგად ვარ, -დაუბრუნა პასუხი ოლივიამ, რამდენიმე წამიც არ გასულა რომ ითანმა დარეკა, აღელვებული ხმა ჰქონდა,
- რა ხდება? კარგად ხარ? ხომ არ გინდა რომ მოვიდე? -ოლივიას უნებურად გაეცინა,
- შენ რა იცინი? -გაუკვირდა ითანს, -მე კი მეგონა ცუდად იყავი,
- უბრალოდ ისეთი საყვარელი ხარ როცა ჩემზე ღელავ, ყველაფერი რიგზეა ითან, შეიძლება ითქვას რომ თითქმის ყველა პრობლემა მოვაგვარე, როცა გნახავ ყველაფერს აგიხსნი,
- კარგი, ახლა უნდა გავთიშო, ფოტოსესია მაქვს დანიშნული, სახლში რომ დავბრუნდები დაგირეკავ, -ითანმა ტელეფონი გათიშა თუ არა ოლივიამ გამოიცვალა, თმა უკან კეფაზე შეიკრა და ბაღში ჩავიდა, იქნებ იქ მაინც ესუნთქა თავისუფლად, ცხელოდა, ბაღში ყველაფერი ყვაოდა და იქაურობა უამრავი მწერით და ფუტკრით იყო სავსე, ფარდულთან ჩამოჯდა და თვალები დახუჭა, არც კი იცოდა რამდენ ხანს თვლემდა, ნიკის ხმამ გამოარკვია,
- აქ რას აკეთებთ მის სკოტ?
ოლივიამ ნიკს შეხედა და თვალებს არ დაუჯერა, ხელით მოხატული მაისური ეცვა, მაისურზე სასკე უჩიჰა ეხატა, ოლივია ამ მაისურს ათას სხვა მაისურში გამოარჩევდა, საკუთარი ხელით მოხატა და პოლს დაბადების დღეზე აჩუქა როცა ის თოთხმეტი წლის გახდა, პოლი გიჟებოდა ამ მანგაზე და განსაკუთრებით სასკე უყვარდა, უბრალოდ მაისური დიდი მოუვიდა და ვერ ჩაიცვა, გული საშინლად დასწყდა და იმის მერე ლილის ეს მაისური აღარ უნახავს, ეგონა რომ პოლმა გადააგდო...
- ლამაზი მაისურია, საიდან გაქვს? შეეკითხა ნიკს,
- დღეს ხულიოსთან ვიყავი, რაღაცეებში დავეხმარე და შემთხვევით მანქანის ზეთით დავისვარე, მისმა ახალმა თანამშრომელმა კი თავისი მაისური მათხოვა, გამოსაცვლელად ჰქონია წამოღებული,
- რა ჰქია იმ ახალ თანამშრომელს? -აცახცახებული ხმით ჰკითხა ოლივიამ,
- პოლი ჰქვია მის, პოლ ჯონსი...

* * *
ოლივიამ მთელი ღამე სავარძელში მჯომარემ გაატარა, თვალი ვერ მოხუჭა, ვერაფერზე ფიქრობდა, დროდადრო ტელეფონის ეკრანი ინთებოდა, ითანი სწერდა, მერე რეკავდა, ისევ სწერდა, ოლივია კი ერთ წერტილს მიშტერებული იჯდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე,
- ეს რა გავაკეთე, ღმერთმა მეორე შანსი მომცა, მე კი ეგოისტივით მხოლოდ საკუთარ თავზე დავიწყე ფიქრი, პოლი როგორ დავივიწყე, ის ხომ ჩემი შვილია, არც კი მიფიქრია ბედოვლათ მამამისთან ერთად როგორ იქნებოდა, ისე გავერთე ამ ინტრიგებით და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით, ახლა რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? როგორ მოვიქცე? -ჩურჩულებდა და ოთახში გამეფებულ სიბნელეს შესცქეროდა,
გათენდა თუ არა პირველი რაც გააკეთა მაიკლთან დარეკვა იყო,
- გისმენთ, - თბილი, სასიამოვნო ხმით უპასუხა მაიკლმა, -საერთოდ ვერ იფიქრებდი რომ ამ სასიამოვნო ხმის პატრონი მაიკლისნაირი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო,
- დილა მშვიდობის ძვირფასო, მე ვარ, არ ჩამორჩა ოლივია,
- შენ? ვინ შენ? -ვერ მიხვდა მაიკლი,
- საცოლის ხმას ვეღარ ცნობ? ჩვენი შეთანხმების გამო გირეკავ, დედაჩემს დაურეკე და უთხარი რომ დღეს მთელი დღე შენთან ერთად ვიქნები,
- რას აპირებ ოლივია, როდემდე გააგრძელებ ჩემს გამოყენებას ითანის სანახავად? გგონია როცა ითანი ამას გაიგებს დაგთანხმდება?
- ითანი არაფერ შუაშია, თუმცა ეს შენ არ გეხება, დედაჩემს დაურეკე, იცოდე ცოტა ხანში სახლიდან გასვლისას დაცვა თუ არ გამიშვებს, იცი რასაც გავაკეთებ, -ოლივია პასუხს არ დალოდებია, ტელეფონი გათიშა ითანს შეტყობინება მიწერა რომ მთელი დღე არ ეცლებოდა და სანამ გაუგზავნიდა დიდხანს დაჰყურებდა ეკრანს, ახლა ისე უნდოდა მისი ნახვა როგორც არასდროს, მაგრამ ჯერ ერთი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი,
ნიკი ბაღში იპოვა, გაზონებს სხლავდა,
- დილა მშვიდობის მის ოლივია, -მიესალმა ჩვეული გულითადი ღიმილით,
- როგორ ფიქრობ ნიკ, დრო არ არის რომ სახელით მომმართო, მე და შენ უკვე თითქმის მეგობრებად ვითვლებით ასე არ არის? -გაუღიმა ოლივიამაც და ბალახზე მოკალათდა, -შენც დაჯექი შენთან საქმე მაქვს
ნიკს სახე სიამაყის ღიმილით გაებადრა, ხუმრობა ხომ არ იყო, მის ოლივია, მასზე უფროსი, ულამაზესი მის ოლივია მეგობრად სთვლიდა,
- კარგი მის, კარგი ოლივია, -ნიკი ბალახზე მოკალთადა, -რაშია საქმე?
- ხომ გახსოვს როცა ხულიოსთან ვიყავით ჩანაწერის გამო, მითხრა რომ ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ჰოდა დავფიქრდი რომ რატომაც არა, შენი და მარიას გარდა მეგობრები არ მყავს, ხულიოც კარგი ბიჭი ჩანს, ვიფიქრე რომ დავმეგობრდებოდით და ერთად გავერთობოდით ხოლმე, იქნებ დამეხმარო მასთან დამეგობრებაში, რას იტყვი?
ნიკი ერთხანს თავჩაღუნული უსმენდა, მერე თვალებში შეხედა და ჰკითხა,
- მართლა მეგობრები ვართ?
- რათქმაუნდა, ასეთ საკითხზე ხუმრობა არ შეიძლება, -გაეღიმა ოლივიას,
- ბაბუა ყოველთვის მასწავლიდა რომ ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს არ ატყუებენ, შენ კი ჩვენს მეგობრობას ტყუილით იწყებ, -ნიკის თვალებში ბავშვური წყენა ჩანდა,
- რას გულისხმობ ნიკ?
- ხულიოსთან წამოსვლა პოლის გამო გინდა და არა ხულიოს გამო ხომ ასეა? -მიახალა პირდაპირ,
ოლივია გაშრა, გაშეშდა, ჭკვიანი ბიჭი იყო ნიკი და ვერაფერს გამოაპარებდა, მიხვდა რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა,
- როგორ მიხვდი რომ პოლის ნახვა მინდა?
ნიკი აშკარად არ ელოდა რომ ოლივია ასე სწრაფად აღიარებდა ყველაფერს, დაიბნა და ენა დაება
- მე უბრალოდ... გუშინ როცა პოლის მაისურით დამინახე ისეთი უცნაური რეაქცია გქონდა, მერე მასზე კითხვებიც დამისვი და მივხვდი რომ რაღაც გაკავშირებთ...
- ბაბუაშენი მართალია ნიკ, -ოლივიას გაეღიმა, -მეგობრებმა ერთმანეთს არ უნდა მოატყუონ, მეც არ მინდა შენი მოტყუება, მაგრამ პოლის შესახებ ვერაფერს გეტყვი, შეიძლება მოვიდეს დრო როცა ყველაფერს მოგიყვები მაგრამ ახლა არა, ძალიან გთხოვ დამეხმარე რომ ხულიოს და პოლს დავუმეგობრდე, ოღონდ ისე რომ არაფერი მკითხო, გთხოვ,
- კარგი, -თავი დაუქნია პოლმა, ცოტა ხანში გავდივარ, ხულიოსთან საქმე მაქვს და პოლსაც მაისური უნდა დავუბრუნო, ნახევარ საათში გარეთ კედელთან დაგელოდები,
- იცოდე ამას არ დაგივიწყებ ნიკ, -ოლივია წამოხტა და სახლისკენ გაიქცა გამოსაცვლელად, ნიკი ერთხანს ჩაფიქრებული უყურებდა,
- ძალიან შეიცვალა, ასე მგონია სრულიად სხვა ადამიანია და არა ოლივია სკოტი, თუმცა მე ახალი ოლივია უფრო ძალიან მომწონს.
* * *
მაიკლი აშკარად ასრულებდა სიტყვას, ოლივიას დაცვასთან არანაირი პრობლემა არ შექმნია, ნიკი ჩვეულ ადგილზე ელოდებოდა, გაუღიმა და შლემი გაუწოდა,
- წავედით?
სახელოსნოსთან გაჩერდნენ თუ არა ოლივია მოტოციკლეტიდან გადმოხტა, ნიკს შლემი გაუწოდა და მოლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა,
- სანამ ხულიოს ვნახავ მანამდე იქნებ წამიყვანო და მაჩვენო პოლი სად მუშაობს,
ნიკს არაფერი უთქვამს, ოლივიას წინ გაუძღვა, პოლი სახელოსნოს უკანა მხარეს მუშაობდა სადაც ავტომობილებს შლიდნენ და აწყობდნენ, - აი ისიც, -მიუთითა ნიკმა, -ოლივია ერთხანს სუნთქვაშეკრული უყურებდა თავის ერთადერთ შვილს,
- ღმერთო ჩემო, როდის გაიზარდა ასე ძალიან, -ჩაიჩურჩულა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, პოლი სხვა ორ თანამშრომელთან ერთად მანქანას შლიდა, სამუშაო კომბინიზონი ეცვა, ხელები იდაყვებამდე ზეთში ჰქონდა ამოსვრილი, ოლივია პირველად ხედავდა მას ასეთს, პოლი მუშაობდა, თურმე მართლაც ხდება სასაწაულები,
პოლმა ნიკი შეამჩნია თუ არა, ხელები გაიწმინდა და მათკენ წამოვიდა, -ოლივია თითქოს პირველად ხედავდა პოლს, მაღალი იყო, ტანადი, საყვარელი დაჭორფლილი სახე და გაჩეჩილი წითური თმები ჰქონდა, უახლოვდებოდათ და მის ყოველ ნაბიჯზე ოლივიას გული უფრო და უფრო სწრაფად ძგერდა,
- სალამი ნიკ, -პოლმა ფართოდ გაიღიმა და ნიკს ხელი გაუწოდა, -აქ რამ მოგიყვანათ?
- მაისური მოგიტანე, -ნიკმა პაკეტში მოთავსებული მაისური გაუწოდა, -ჰო მართლა გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია ოლივია სკოტი,
- პოლმა ყურადღებით შეათვალიერა ოლივია -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მის სკოტ,
- შეგიძლია უბრალოდ სახელით მომმართო, -ოლივია ყველანაირად ეცადა რომ ხმაში მღელვარება არ შესტყობოდა,
- მის სკოტ მიხარია თქვენი ნახვა, -ოლივიას ზურგს უკან ხულიო ედგა და ყურებამდე გაღიმებული უყურებდა, -აქ რამ მოგიყვანათ?
- საქმე არაფერი მქონდა და ნიკს გამოვყევი, ვიფიქრე რომ თქვენთან ერთად ცოტა დროს გავატარებდი და გავერთობოდი,
- ჰოო, კარგია, -ხულიოს აშკარად მოეწონა ოლივიასთან ერთად დროის გატარების პერსპექტივა,
- პოლ შენც წამოდი, კარტი ვითამაშოთ და რამე დავლიოთ, -მიმართა პოლს, -სახურავზე ავიდეთ, იქ ხელს არავინ შეგვიშლის,
- ნიკ შენ წადი ლუდი მოიტანე, -ხულიომ ფული ამოიღო და ნიკს გაუწოდა,
- არა იყოს, ლუდს მე და პოლი მოვიტანთ, -ჩაერია ოლივია, -და დღეს მე გპატიჟებთ სასმელზე, ოლივიამ შეამჩნია როგორი უცნაური მზერით გადმოხედა პოლმა მაგრამ არაფერი უთქვამს, -ოლივიასთვის სულ ერთი იყო ვინ რას იფიქრებდა ახლა მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა უნდოდა, სხვა არაფერი,
მახლობელ სუპერმარკეტში შევიდნენ, პოლი უხმოდ მიყვებოდა ოლივიას უკან და პაკეტში ჩადებული მაისური ისევ ხელში ეჭირა,
- ეგ მაისური ალბათ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -თავით ანიშნა ოლივიამ,
- ჰოო ასეა, -ნიკს სახეზე ღიმილი გადაეფინა, ის ღიმილი რომელიც ასე აკლდა ოლივიას ბოლო რამდენიმე წელი, პოლი ხომ მხოლოდ ათასში ერთხელ იმეტებდა ღიმილს მისთვის, -დედამ მაჩუქა როცა თოთხმეტი წლის გავხდი,
- ალბათ ეს მანგა ძალიან გიყვარს,
- მიყვარს, მაგრამ ნარუტო და არა სასკე, დედას კი უფიქრია რომ სასკე მიყვარდა და საკუთარი ხელით დაუხატია მაისურზე, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ისეთი ბედნიერი იყო ამ მაისურს რომ მაძლევდა,
- ალბათ დედას ძალიან უყვარხარ, -უთხრა ოლივიამ ჩამწყდარი ხმით,
- ალბათ ვუყვარდი, აღარ არის, გარდაიცვალა,
- ვწუხვარ, მაპატიე, არაფერი უნდა მეკითხა,
- შენ რატომ წუხხარ, შენ რა შუაში ხარ, ისიც კი არ წუხს ვინც ნამდვილად უნდა წუხდეს მისი გარდაცვალების გამო, -პოლმა მწარედ ჩაიცინა,
- ვის გულისხმობ? -ჰკითხა ოლივიამ და წინასწარ იცოდა რას უპასუხებდა პოლი,
- მამაჩემს ვგულისხმობ, დედა დაიღუპა თუ არა მაშინვე სხვა ქალზე დაქორწინდა, დედას მთელი დანაზოგი გაფლანგა, მათ შორის ჩემი უნივერსიტეტის თანხაც, მათთან ერთად ვეღარ გავჩერდებოდი, ბინა ვიქირავე და ცალკე გადავედი, ვმუშაობ და თან გამოცდებისთვის ვემზადები, დედას ოცნება იყო რომ უნივერსიტეტში მესწავლა,
- ალბათ კარგი ურთიერთობა გქონდათ,
- არა არ გვქონია, მე ვბრაზობდი მასზე, ხანდახან მეჩვენებოდა რომ მძულდა კიდეც, იმისთვის რომ ასეთი სუსტი იყო ყოველთვის, იმისთვის რომ მამას ვერასდროს ვერ უწევდა წინააღმდეგობას, იმისთვის რომ უბედური იყო და ამ უბედურებით მეც მაუბედურებდა, -მაპატიე არც კი ვიცი ამ ყველაფერს რატომ გიყვები, უბრალოდ შენთან საუბარი ისეთი სასიამოვნოა... თანაც მე უბრალოდ არავინ მყავს ვისაც ასეთ თემებზე დაველაპარაკები, შენ კი სხვანაირი ხარ, დაგინახე თუ არა ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს უკვე გიცნობდი,
- პოლი აღელვებული ლაპარაკობდა,
- შეიძლება ჩაგეხუტო? -ჰკითხა ოლივიამ და პასუხს არც დალოდებია პოლს მოეხვია, ახლა მიხვდა როგორ მონატრებია მასთან ასეთი სიახლოვე, მისი სითბო, მისი სუნი, რომელიც საერთოდ არ შეცვლილა მას შემდეგ რაც თვრამეტი წლის წინ სამშობიაროში, პირველად დაიჭირა ხელში, პატარა, მჩხავანა პოლი,
- მაპატიე, -უთხრა როცა მოშორდა და ცრემლები მოიწმინდა,
- ტირი? -გაუკვირდა პოლს,
- შეიძლება ფიქრობ რომ უცნაური ადამიანი ვარ, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ მგრძნობიარე ვარ და ასეთ ისტორიებზე ყოველთვის ვტირი ხოლმე, ყურადღებას ნუ მომაქცევ, ჯობია ლუდი ავიღოთ, ალბათ უკვე გველოდებიან,
* * *
სახელოსნოს სახურავზე იპოვა ითანმა ოლივია, შვებით ამოისუნთქა როცა ჯანმრთელი და საღსალამათი დაინახა, პირდაპირ, ფილაქანზე იჯდა ფეხმორთხმული, თმაგაშლილი, გვერდით ლუდის ბოთლი ედო და ბიჭებთან ერთად კარტს თამაშობდა, -ჰმ, ახლა ოლივია უბრალო, პატარა, მხიარულ თინეიჯერ გოგოს ჰგავდა და იმ სექსუალურ ქალთან საერთო არაფერი ჰქონდა ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვერანდაზე მგზნებარედ რომ ჰკოცნიდა, -ამიტომ არ პასუხობდა ტელეფონზე? ეს მის საქციელს არ ჰგავს,
თითქოს მასში ორი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს,
- ნეტავ გამაგებინა რა გიტრიალებს მაგ პატარა ლამაზ თავში ოლივია სკოტ, ჩაილაპარაკა სახურავზე ასასვლელი კიბის მოაჯირს მიყრდნობილმა ითანმა, რომელიც პირველად ხულიომ შეამჩნია და წამოდგა,
- მისტერ შეპარდ? აქ რას აკეთებთ? მამასთან თუ გაქვთ საქმე სამწუხაროდ ახლა ვერ დაგელაპარაკებათ, ერთი კვირით სანდიეგოში წავიდა საქმეებზე,
- ოლივიას წასაყვანად მოვედი, თქვენ შეგიძლიათ გართობა გააგრძელოთ,
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ოლივია შემობრუნდა და ითანის დანახვაზე ღიმილი სახეზე შეეყინა, ოლივია ისეთი ლამაზი იყო აწითლებული ლოყებით, გაწეწილი თმით და დამნაშავე ბავშვის გამოხედვით რომ ითანს დიდ ძალისხმევად დაუჯდა სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება,
ოლივია წამოდგა და ბიჭებს მოუბოდიშა,
- თქვენ გააგრძელეთ, მე უნდა წავიდე, ჰო მართლა ხულიო იცნობს ითანს, ნიკ, პოლ, გაიცანით ითან შეპარდი, ჩემი... ჩემი... - ენა დაება და ვეღარაფერი თქვა,
- მეგობარი ბიჭი, -დაასრულა ითანმა და ეშმაკურად გაიღიმა, ოლივიამ დაინახა როგორი გაოცებული მზერა მიაპყრეს ბიჭებმა ითანს, თვითონ კი თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა მისი ღიმილის შემხედვარემ, მეგობარი ბიჭი? ეს ნამდვილად არ იყო ცუდი, ალბათ შესძლებს ამას შეეჩვიოს.
- წავიდეთ ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ, ბევრი სალაპარაკო გვაქვს, -ჩასჩურჩულა ითანმა როცა კიბეზე ჩადიოდნენ და თმა აუჩეჩა.
სტარბაქსში ისხდნენ, ოლივიას წინ ყავა და შოკოლადიანი ნამცხვარი ედო და ითანს უყურებდა რომელიც ჯიუტად დუმდა,
- კარგი რა ითან, -ვეღარ მოითმინა ბოლოს, -მე ჩემი მიზეზები მაქვს თუ რატომ არ გპასუხობდი ტელეფონზე, უბრალოდ ყველაფერს ვერ გეტყვი ეს არის და ეს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ ის ბიჭი პოლი, ხულიოს თანამშრომელი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი რომ ალბათ ხშირად მომიწევს ხოლმე მისი ნახვა,
ითანმა ღრმად ამოისუნთქა
- იცი როგორ შემეშინდა ოლივია? არც ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობდი, ახლა კი მეუბნები რომ ვიღაც პოლის გამო უბრალოდ დაგავიწყდი და იმის გამო რომ მასთან ერთად სახურავზე კარტი გეთამაშა არ მპასუხობდი? მაპატიე მაგრამ ეს როგორ გავიგო?
- შენ რა მასზე ეჭვიანობ?
- არა რას ამბობ, -გაეღიმა ითანს, -ადამიანების ცნობა კარგად მეხერხება, იქ სახურავზე მას ისეთი თვალებით უყურებდი, მივხვდი რომ თქვენს შორის რაღაც კავშირია, რაღაც ძალიან ძლიერი კავშირი, მაგრამ ეს ის ნამდვილად არ არის რაც ეჭვიანობის საფუძველს მომცემს, ასე რომ მასზე არ ვეჭვიანობ, უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის, თუ ახლა არ შეგიძლია ან არ გინდა მითხრა, არც ესაა პრობლემა, მე გენდობი და ვიცი როცა დრო მოვა ყველაფერს მეტყვი,
- ესე იგი ჩემზე არ ბრაზობ?
- როგორ შეიძლება შენზე ვბრაზობდე, პატარა მეამბოხევ, -ითანი მის გვერდით გადმოჯდა, ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა, ოლივიამ ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი,
- შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე?
- შეგიძლია ამაღამ ჩემთან დარჩე?
ერთდროულად თქვეს და სიცილი აუტყდათ, -შენთან სალაპარაკო მაქვს ითან, -უთხრა ოლივიამ როცა სული მოითქვა, -მაიკლის შესახებ რაღაც უნდა გითხრა,
- იმის შესახებ რომ აშანტაჟებ, თუ იმის შესახებ რომ მასთან ქორწინებას დასთანხმდი? ითანი საოცრად მშვიდი იყო,
- ჯანდაბა, ესე იგი ყველაფერი გითხრა არა? მინდოდა შენთვის თვითონ მეთქვა ყველაფერი, ის იდიოტი კი შენთან გამოიქცა და ყველაფერი ჩაგიკაკლა, ახლა ხომ ხვდები რატომ ვერ ვიტან მაიკლს, დარწმუნებული ვარ ათას სისულელეს გეტყოდა, ყველაფერს აგიხსნი,
- უცნაური და იდუმალი გოგო ხარ მის სკოტ, -ოლივიას გასაკვირად ითანი იღიმოდა და თვალები მხიარულად უციმციმებდა, -შანტაჟი? ეს რაღაც ახალია, მაგრამ ვერაფერს იტყვი, ჭკვიანურია, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება სხვა გზითაც შეიძლებოდა,
- და როგორ აპირებდი ამ პრობლემის მოგვარებას? მამაჩემს ჩემს ხელს თხოვდი?
- თუნდაც, -ითანმა ოლივიას შუბლზე აკოცა, -თუმცა არა მგონია შენს მშობლებს სასურველ სასიძოდ მივეჩნიე, მართალია მამაჩემის ქონება მაიკლის მამისას არ ჩამოუვარდება მაგრამ პირადად მე არაფერი მეკუთვნის, მე და მამას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს, მას უნდა მის გვერდით ვიყო და როცა დრო მოვა მისი ბიზნესი გადავიბარო, მე კი ის საქმე მომწონს რასაც ვაკეთებ,
- კარგი, თუკი არ მიბრაზდები მაშინ ცოტა ხანს ასე გავაგრძელოთ სანამ სხვა რამეს მოვიფიქრებ,
- შესცინა ოლივიამ ითანს და კიდევ ერთხელ ჩაეკრა მკერდში,
- საშიში ხარ მის სკოტ, -ჩაიცინა ითანმა, -ხანდახან ძალიან მინდა აზრების კითხვა შემეძლოს რომ გავიგო თავში რა გიტრიალებს,
* * *
სკოტების სახლის მთავარ შესასვლელთან გააჩერა ითანმა ავტომობილი,
გამოვიცვლი წყალს გადავივლებ და საღამოს შენთან მოვალ, შეგიძლია პოპკორნი და საშინელებათა ფილმები გაამზადო, ოლივიამ ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა,
- გინდა მოგაკითხო?
- არ არის საჭირო, ტაქსს გამოვიძახებ, -ოლივიამ ხელი დაუქნია ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებულ ითანს და კარისკენ წავიდა, სანამ სახლში შევიდოდა ბაღში ნიკი მოძებნა, რომელიც უკვე დაბრუნებულიყო და ახლა ბაბუას ეხმარებოდა,
- მოხვედი? -ნიკს სახიდან ჩვეული ღიმილი არ შორდებოდა, ყველა ძალიან გავაოცე, შენ და მისტერ შეპარდი? ვერაფერს ვიტყვი კარგი არჩევანია, მაგარი ტიპია, სახურავიდან გიყურებდით, ძალიან მაგარი სპორტული მანქანა ჰყოლია, -ნიკი აღფრთოვანებული იყო,
- დღევანდელისთვის მადლობა მინდოდა მეთქვა ნიკ, პოლის გამოც და სხვა ყველაფრისთვისაც, იცოდე ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ,
- რას ამბობ სამადლობელი არაფერია, კიდევ რამე გჭირდება?
- ნამდვილი გულთმისანი ხარ, -გაეღიმა ოლივიას, -თუ გახსოვს მაიკლის დამტვრეული მანქანა, ხულიოს სახელოსნოში რომ იყო, თუ იცი უკვე დაშალეს?
- როგორც ვიცი არა, რა ხდება?
- თუ შეგიძლია ხულიოს სთხოვე რომ რამდენიმე დღე ხელი არ ახლონ, ერთი ძალიან მაგარი იდეა მომივიდა,
- კარგი ვთხოვ, მაგრამ შენ ალბათ არც ამჯერად არ მეტყვი რას აპირებ, არა?
ოლივიამ უხერხულად აიჩეჩა მხრები, -მაპატიე ვერც ამჯერად გეტყვი, მაგრამ იმიტომ არა რომ არ გენდობი, უბრალოდ არ მინდა შარში გაგხვიო,
ნიკს აღარაფერი უთქვამს, ოლივიას დაემშვიდობა და საქმეს მიუბრუნდა,

მისაღებში შესვლისას ოლივიამ დაინახა როგორ მშვიდად და მხიარულად საუბრობდნენ ელა სკოტი და ჯეიმი თერნერი, ჯეიმის ხელში თეთრი ღვინის ბოკალი ეჭირა და დის მოყოლილ აშკარად სასაცილო ისტორიაზე გულიანად ხარხარებდა, სწორედ მაშინ როცა ეს ორი ადამიანი ასეთი ბედნიერი დაინახა, ოლივია სკოტის გონებაში კიდევ ერთმა ეშმაკურმა და ცოტა არ იყოს მზაკვრულმა გეგმამ დაიწყო მომწიფება,
- ეს რა დღეში ხარ, ტანსაცმელი რას გიგავს, -ფიქრებიდან გამოარკვია ელას ხმამ, ოლივიამ შორტზე და თეთრ მაისურზე დაიხედა, რომელზეც რამდენიმე ადგილზე ავტომობილის ზეთის ლაქა ემჩნეოდა, არც კი შეუმჩნევია, ეტყობა მაშინ დაისვარა პოლს რომ ჩაეხუტა, პოლის გახსენებაზე უნებურად გაეღიმა,
- იღიმი კიდეც? ქუჩაში ასე როგორ დადიხარ, -აღარ ჩერდებოდა მისის სკოტი,
- მე და მაიკლმა დღეს რამდენიმე ადგილზე შევიარეთ, არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა, მხრები აიჩეჩა ოლივიამ და დაინახა როგორ ეჭვით სავსე თვალებით უყურებდა ჯეიმი, აშკარად არ სჯეროდა რასაც ოლივია ამბობდა,
- ჰო მართლა დედა, ისევ მივდივარ, საღამოს მე და მაიკლმა ფილმს უნდა ვუყუროთ და შეიძლება ღამით მასთან დავრჩე,
ის იყო ელა სკოტს უნდა გაეპროტესტებინა, რომ მინის მსხვრევის ხმა მოესმათ, ჯეიმის ხელში ჩაფშხვნილი ღვინის ჭიქა ეჭირა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა,
- მატილდა, მატილდა, სასწრაფოს დაურეკე, -იკივლა მისის სკოტმა და ძმას მივარდა, ოლივიამ მშვიდად შეაქცია ზურგი ამ ტრაგიკომიკურ სცენას და მარმარილოს კიბეს აუყვა,
წყალი გადაივლო, აბაზანიდან გამოვიდა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა, შავი სექსუალური საცვლები ჩაიცვა რომელიც იმ დღეს როცა საყიდლებზე იყვნენ, მარიამ თითქმის ძალით აყიდინა, -ნეტავ ითანმა ამ საცვლებში რომ დამინახოს რას იფიქრებს? თუ მოვეწონები? -გაიფიქრა და სარკის წინ დატრიალდა,
- არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ოლივია, ერთხანს საკუთარმა გამოსახულებამ დაატყვევა და სარკეს მიაჯაჭვა, ლილი არასოდეს ყოფილა ასეთი ლამაზი, შეიძლება იყო კიდეც მაგრამ არ ახსოვს, არასდროს ჰქონია იმის დრო და სურვილი რომ ვინმესთვის ლამაზ, სექსუალურ საცვლებში გამოწყობილიყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ოლივია ბედნიერი იყო, ახლა როცა პოლიც უკვე ასე ახლოს ყავდა თითქოს ყველაფერი კალპოტში ჩადგა, -კარადიდან თხელი, სიფრიფანა, გულამოღებული, შავი კაბა გამოიღო რომელიც მისი სხეულის ფორმებს მაცდურად ლანდავდა და ძალიან უხდებოდა, ამჯერად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია და თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი და სარკიდან უკვე უცნობი ქალღმერთი შემოსცქეროდა, ოლივიამ ქალღმერთს გაუღიმა, წამოდგა და მსუბუქად ისე თითქოს ჰაერში ლივლივებსო საძინებლიდან გავიდა.
ტაქსი ქუჩაში ეზოს მთავარ შემოსასვლელთან ელოდებოდა, ის იყო კარს მიუახლოვდა რომ უკნიდან სწრაფი ნაბიჯის ხმა მოესმა და შედგა, ზურგს უკან ჯეიმი ედგა, მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა და მთლად გაფითრებული იყო,
- რას ხლართავ ოლივია, შენ გგონია დავიჯერებ რომ ამ ღამეს მაიკლთან ერთად გაატარებ? ვიცი რომ ითანთან ერთად ხარ,
- ეს შენ არ გეხება, საერთოდ არ მაინტერესებს რას იფიქრებ და რას არა, ჯობია შენს თავს მიხედო და მე თავი დამანებო, -ცივად მიუგო ოლივიამ, ქუჩაში გავიდა და ტაქსში ჩაჯდა, ჯეიმიმ კბილები გაახრჭიალა და უშვერად შეიგინა.
ოლივიამ სირბილით აიარა კიბეები, ერთი სული ჰქონდა ითანს ჩახუტებოდა და მისი სურნელი კიდევ ერთხელ ეგრძნო, დააკაკუნა და ნაბიჯების გაგონებაზე გული აუჩქარდა, კარი გაიღო,
- გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მოესმა ნაზი ხმა, -კარში საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ქერათმიანი, ახალგაზრდა ქალი იდგა, ფეხშიშველი, რამდენიმე ღილზე შეხსნილი ითანის პერანგი ეცვა და ოლივიას უღიმოდა...

* * *
ოლივია რომ ძველი ოლივია ყოფილიყო, ალბათ ცრემლებად დაიღვრებოდა, მერე უკანმოუხედავად ჩაირბენდა კიბეებს და ითანს არასდროს აპატიებდა, ახსნის საშუალებასაც კი არ მიცემდა, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა რომ ეს ქერათმიანი ერთი შეხედვით კეთილად მომღიმარი ქალი ისე გამოიყურებოდა თითქოს ახლახან ადგა ითანის საწოლიდან, ოლივიამ იცოდა რომ ითანი ასეთ რამეს არ გააკეთებდა, მას არ შეუთანხმდებოდა და თანაც სხვა ქალს არ მიიყვანდა სახლში, ამ შემთხვევაში ნდობა არაფერ შუაში იყო, ასე თუ ისე ოლივიაც იცნობდა ადამიანებს, ითანი კი ძალიან ჭკვიანი იყო იმისათვის რომ ასეთი სულელური შეცდომა დაეშვა,
- გამარჯობა, მე ითანთან ვარ, მომხიბვლელად გაუღიმა ოლივიამ,
- ახლა სახლში არ არის, შემდეგ შემოიარეთ, -ქალმა უცბად მოსხიპა მოჩვენებითი გულითადი ღიმილი და კარის მიკეტვას შეეცადა,
- იცის რომ უნდა მოვსულიყავი, ასე რომ შიგნით დაველოდები, -ოლივიამ კარი შეაღო და ქალის გაკვირვებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე შეაბიჯა დერეფანში,
- ეს ქუსლიანები საჩემო ნამდვილად არ არის საშინლად მატკინა ფეხები -შესცინა ქალს, ფეხზე გაიხადა და მისაღებისკენ წავიდა,
- ხომ გითხარით რომ სახლში არ არის, რას აკეთებთ, ლამის იყვირა ქალმა,
ოლივია სამზარეულოს მაღალ სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, უნებურად თვალი მოჰკრა იქვე მაგიდაზე მიგდებულ ვარდისფერი ქვებით მორთულ ტელეფონზე როგორ აინთო ეკრანი, შეტყობინება მაიკლისგან იყო, მის მკვირცხლ გონებას დეტალების ერთმანეთთან დაკავშირება არ გაჭირვებია, არაფერი შეუმჩნევია და თვითონაც რომ გაუკვირდა ისე მშვიდად მიმართა,
- ნუ ნერვიულობთ, არა მგონია ითანი იმის გამო გაგიბრაზდეთ რომ შემომიშვით, უფრო მგონია იმის გამო გაბრაზდება მისი პერანგით რომ ასე ნახევრადშიშველი დატანტალებთ,
- ვინ ჯანდაბა ხარ, ამას როგორ მიბედავ, -გაცეცხლდა ქალი
- მე ოლივია ვარ, ოლივია სკოტი, ითანის მეგობარი, ოლივიამ ხელი გაუწოდა და გაუღიმა,
საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინათ, ითანი შემოვიდა თუ არა მათ დანახვაზე ადგილზე გაშეშდა, ორივე ხელში პაკეტები ეკავა თვალებს უმწეოდ აცეცებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, ჯერ ოლივიას შეხედა და მერე ნახევრადშიშველ ქერას რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა,
- რა ხდება მარის, აქ რას აკეთებ? -მიმართა ბოლოს ქერათმიანს, და პაკეტები იქვე მაგიდაზე დაყარა, თუ სწორად მახსოვს გასვლისას კარი დავკეტე,
- ალბათ დაგავიწყდა რომ გასაღები მაქვს, ჩვენი ურთიერთობა იმის უფლებას ნამდვილად მაძლევს რომ კარი ჩემი გასაღებით გავაღო, ხომ ასეა?
ოლივია ჯერჯერობით როგორღაც ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას, არადა ითანის დაბნეული სახე ძალიან ართობდა,
- ხომ არ დაგტოვოთ მგონი ურთიერთობა გაქვთ გასარკვევი, -თქვა სრულიად მშვიდად და ითანს თვალებში შეხედა,
- შენ აქ დარჩი, მე მარისს გავაცილებ და როცა დავბრუნდები ყველაფერს აგიხსნი, -ითანმა მარისს კიბისკენ მიუთითა,
-გამოიცვალე და გაგაცილებ,
- მეგონა დღეს აქ დარჩენას მთხოვდი, შენ კი სახლიდან მაგდებ? -მარისი ბრაზისგან მთლად გაწითლდა, -კი მაგრამ ვინ არის ეს გოგო ისეთი რომ მის გამო ყველაფერს ხაზს უსვამ?
- გეყოფა მარის, -ითანს ხმაში ბრაზი შეეპარა, -ჩვენს ურთიერთობას ურთიერთობა არასდროს რქმევია, რომელ ხაზის გადასმაზე ლაპარაკობ, ყველაფერს ნუ აზვიადებ, მე არასდროს არ გამიკეთებია ისეთი რამ რომ შენ უფრო მეტის იმედი გქონოდა, ჩვენ დიდი ხანია დავშორდით, ყველაფერს რატომ ართულებ?
- მის გამო იქცევი ასე არა? -მარისმა ოლივიასკენ გაიშვირა წითლად შეღებილ ფრჩხილებიანი თლილი თითები,
- დარწმუნებული ხარ რომ ახლა, აქ გინდა ამ კითხვაზე პასუხის მიღება? -ჰკითხა ითანმა ცივი ხმით, მარისს აღარაფერი უთქვამს, კიბე აირბინა, და ორ წუთში თავის ტანსაცმელში გამოწყობილი ჩამონარნარდა, გასაღები მაგიდაზე მიაგდო,
- ამას აუცილებლად ინანებ ითან, -ჩაილაპარაკა და მაღალი ქუსლების კაკუნით გაემართა გასასვლელი კარისკენ,
მარისმა კარი გაიხურა თუ არა ითანი ოლივიას მიუბრუნდა,
- მაპატიე, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, მარისი ჩემი ძველი ნაცნობია, დიდი ხანია ჩვენს შორის აღარაფერი ხდება, უბრალოდ როცა საზღვარგარეთ ვიყავი ჩემს ბინას იყენებდა, ამიტომაც აქვს ამ ბინის გასაღები, არც კი ვიცი რატომ მოვიდა,
- მხოლოდ ძველი ნაცნობი? აშკარაა რომ ის ასე არ ფიქრობს, ისიც აშკარაა რატომაც მოვიდა,
-ოლივია ყველანაირად ეცადა ხმაში ბრაზი და ირონია ერთად ჩაექსოვა,
- გეფიცები არაფერ შუაში ვარ, ჩემი არ გჯერა? -ისეთი საწყალობელი ხმით შეეკითხა ითანი რომ ოლივიამ ვეღარ გაუძლო და სიცილი აუტყდა, ხმამაღლა და თავშეუკავებლად იცინოდა, ითანი გაკვირვებული და დაბნეული შესცქეროდა ოლივიას და მის დაწყნარებას ელოდა,
- რა გჭირს კარგად ხარ? -ჰკითხა როცა ოლივია დამშვიდდა და ღიმილით შეაცქერდა,
- ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, -ოლივია წამოდგა ითანს მიუახლოვდა, თითისწვერებზე შედგა და კისერზე მოეხვია,
- როგორ ფიქრობ, მხოლოდ იმიტომ რომ შენს პერანგში გამოწყობილი და ფეხშიშველი დავინახე ვიფიქრებდი რომ შენთან სექსი ჰქონდა? ისე ალბათ ძალიან უნდოდა რომ ასე მეფიქრა, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და კისერში ვნებიანად აკოცა, იგრძნო როგორ გააცახცახა ითანს, მაგრამ როგორღაც მოახერხა თავის შეკავება,
- კარგი, რაკი ეს პრობლემა მოვაგვარეთ, იქნებ ფილმი ჩართო, მე პოპკორნს და ჩიპსებს მოვიტან, თქვა შეცვლილი, ჩახრინწული ხმით და ოლივიას მოშორებას შეეცადა,
- ახლა ფილმი და პოპკორნი არ მინდა, -ოლივიამ ამჯერად ტუჩის კუთხეში აკოცა,
- რა გინდა ოლივია, -ითანმა სახე ორივე ხელით დაუჭირა და თვალებში დაბინდული ლურჯი თვალებით ჩახედა,
- შენ, -ჩაიჩურჩულა ოლივიამ და ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, მთელი არსება ახლა მასთან ყოფნას სთხოვდა, გაგიჟდებოდა თუ ტუჩებზე მის ტუჩებს არ იგრძნობდა და სხეულზე მის ხელებს,
ითანმა ნაზად გადაუსვა ცერა თითი ქვედა ტუჩზე, ოლივიას გააცახცახა და სხეულზე აეკრო, ითანმა ხელში ისე აიტაცა ოლივია თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყო და საძინებლისკენ წაიყვანა...
* * *
- რატომ არ მითხარი რომ ეს შენთვის პირველი იყო? -ჰკითხა ითანმა ოლივიას როცა უკვე სიამოვნებისგან გათანგულები, სრულიად შიშვლები, ერთმანეთს ჩახუტებულები იწვნენ,
- ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ უბრალოდ დამავიწყდა, -გადაიკისკისა ოლივიამ და მკერდზე უფრო მაგრად მიეკრა, -შენ ისეთი საოცარი ხარ თავგზას მაკარგვინებ და შენს მეტი არაფერი მახსოვს,
ოლივია არ აზვიადებდა, ითანი ნამდვილი სასწაული იყო, ისეთი ნაზი და ალერსიანი იყო მის მიმართ ჭკუას აკარგვინებდა, ასეთი სიამოვნება არასოდეს განუცდია, არც კი სჯეროდა რომ ამის გაკეთება გაბედა და უკვე იცოდა რომ არასოდეს ინანებდა,
- მიყვარხარ ოლივია, -ითანის ხმა სულში თბილ ნაკადულად ჩაეღვარა, ბიჭი მისკენ გადმოიხარა და სახე კოცნებით დაუფარა,
- გეძინება? -ჰკითხა როცა ოლივიას მოთენთილ სახეს შეხედა,
- ჰო ცოტა მეძინება, მაგრამ დაძინება არ მინდა, არ მინდა გაღვიძებისას აღმოვაჩინო რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო,
- სულელო, -ითანმა მის თმაში ჩარგო ცხვირი და სანატრელი ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა,
-გპირდები რომ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება გაგრძელდება, ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით, ახლა კი ეცადე დაიძინო, დასვენება გჭირდება,
- ოლივიას მის მკლავებში ჩაეძინა და თავის სიცოცხლეში პირველად ნახა სიზმარში საკუთარი თავი, სასაფლაოს შესასვლელთან იდგა და მწვანეში ჩაფლულ საფლავებს უყურებდა, ჩრდილიდან ცისფერ კაბაში გამოწყობილი ლილი გამოვიდა, გაუღიმა ადა ხელით ანიშნა გამომყევიო, არ შეშინებია, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო, გაყვა, დიდხანს იარა ლილიმ მიხვეულ მოხვეული ბილიკებით საფლავებს შორის, დროდადრო უკან იხედებოდა და გამამხნევებლად უღიმოდა, ერთერთ საფლავთან შედგა და ოლივიას შეხედა, საფლავის ქვაზე მისი სახელი იყო ამოტვიფრული, ლილი ჯონსი, ქვასთან ვარდისფერი ვარდების თაიგული იდო, ზუსტად ისეთი ვარდების ლილის რომ უყვარდა,
- ჰო ოლივია ეს ის ყვავილებია ყველაზე მეტად რომ გვიყვარს, -ლილი დაბალი იდუმალი ხმით საუბრობდა, -პოლმა მოიტანა, ის იტანჯება, ცუდად არის იმის გამო რომ ჩემს გარდაცვალებამდე ვერ მოასწრო თქმა თუ როგორ ვუყვარდი, მე აღარაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია, მაგრამ შენ მის გვერდით უნდა იყო, უნდა დაეხმარო, შემპირდი რომ მარტო არ დატოვებ,
- გპირდები, -თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო ისე თქვა ოლივიამ, და გაოცებისგან კინაღამ შეჰკივლა, ხეებს უკნიდან ოლივია სკოტი გამოფარფატდა და ლილის გვერდით ამოუდგა, საოცრად ლამაზი იყო და უცნაური სევდით სავსე თვალებით უყურებდა,
- მიხარია რომ შეგიძლია ჩემი ცხოვრებით იცხოვრო ოლივია, -მიმართა თბილი ხმით და გაუღიმა
-ისეთი ცხოვრებით რომელიც ყოველთვის მინდოდა მქონოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე ჩემი ოჯახის წევრებს წინ აღვდგომოდი, სუსტი ვიყავი, შენ კი ასეთი არ ხარ, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, ლილის ხელი ჩასჭიდა, შებრუნდნენ და ჰაერში გადნენ, გაილიენ, მათგან უცნაური თბილი ნათება დარჩა რომელიც ოლივიას შემოეხვია და საოცარი სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება მიანიჭა,
ითანი საწოლზე იჯდა და ყურებამდე გაღიმებული დაჰყურებდა მძინარ სახეგაბრწყინებულ ოლივიას, ოლივია ძილში იღიმოდა და უზომო ბედნიერებას ასხივებდა.
* * *
- შეგიძლია ერთ ადგილზე წამომყვე? -ჰკითხა ოლივიამ ითანს რომელიც მადიანად შეექცეოდა ოლივიას მომზადებულ საუზმეს,
- კი რათქმაუნდა გამოგყვები, დღეს მთელი დღე შენს განკარგულებაში ვარ, -გაუღიმა ითანმა, -სად გინდა წასვლა?
- რომ მივალთ ნახავ, ოღონდ ერთი რამ უნდა გთხოვო, შეიძლება გაგიკვირდეს რასაც ნახავ მაგრამ გთხოვ არაფერი მკითხო?
ითანი წამოდგა მიუახლოვდა ზურგიდან მოეხვია და მოშიშვლებულ მხარზე მხურვალედ და ვნებიანად აკოცა,
- უკვე მივეჩვიე რომ იდუმალებით ხართ სავსე მის სკოტ, ვეცდები ყველაფერს გაგებით მოვეკიდო, მითუმეტეს ასეთი მაგარი საუზმის შემდეგ, თურმე არ აზვიადებდი და მართლაც შეგძლებია საჭმლის მომზადება, ყოველ დილით ასეთ საუზმეზე უარს არ ვიტყოდი,
- ყოველ დილით? -შეცბა ოლივია,
- კარგი, შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ და რიგრიგობით მოვამზადოთ ხოლმე, -ითანს აშკარად ეტყობოდა რომ არ ხუმრობდა, ოლივია წამოდგა და თვალებაციმციმებულ ითანს დაკვირვებით შეხედა,
- ეს როგორ გავიგო? მთავაზობ რომ ერთად ვიცხოვროთ?
- ამიტომაც ვგიჟდები შენზე ოლივია სკოტ, -ითანი მიუახლოვდა მისი სახე ხელებში მოიქცია და მსუბუქად, ნაზად შეეხო ტუჩებზე, -ჩემი უთქმელად გესმის, რას იტყვი გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად?
მოვლენების ასე სწრაფად განვითარება ცოტა არ იყოს აშინებდა ოლივიას, მაგრამ არც ის უნდოდა მისთვის ეწყენინებინა,
- მგონი ცოტა ვჩქარობთ ითან, -შეეცადა რაც შეიძლებოდა რბილად ეთქვა და როგორც კი დაინახა როგორ შეეცვალა ითანს სახე მაშინვე დაამატა,
- მაგრამ გპირდები რომ ამაზე ვიფიქრებ,
- კარგი, -გაიღიმა ითანმა და ოლივია გულში ჩაიკრა, -ამ ეტაპზე ესეც საკმარისია,

- აქ გინდოდა მოსვლა? -ითანი სასაფლაოს რკინის ჭიშკართან იდგა და მწვანეში ჩაფლულ ხავსმოდებულ საფლავებს უყურებდა, გვერდით ოლივია ედგა, ვარდისფერი ვარდების თაიგულით ხელში,
- ჰო ერთი ჩემი უახლოესი ადამიანის საფლავზე ყვავილები უნდა მივიტანო, -წამოდი შევიდეთ,
-ოლივიამ კარს ხელი ჰკრა, კარი უცნაური უსიამოვნო ჭრიალით გაიღო, ითანს შეაჟრჟოლა, არ უყვარდა სასაფლაოები, შიგნით შესვლა კი არა მათთან ახლოს გავლაც კი ზარავდა, მაგრამ ოლივიას უარი ვერ უთხრა, მორჩილად გაყვა უკან,
ოლივიამ ადვილად მიაგნო უკვე წამოზრდილი ბალახით დაფარულ საფლავს და ქვის წინ ჩაიმუხლა,
ლილი ჯონსი, ეწერა ქვაზე, საფლავზე ყვავილები არ დახვედრია, -ჰმ, ჩაეცინა, ესღა აკლდა თაიგული დახვედროდა როგორც სიზმარში, ყვავილები ქვასთან დააწყო და წამოზრდილ ფაფუკ ბალახს ხელი გადაუსვა, ის აღარ იყო, ლილი უკვე აღარ არსებობდა, უნებურად თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და წამოდგა, ითანი უყურებდა ოლივიას და მიუხედავად იმისა რომ ინტერესით კვდებოდა არაფერს ეკითხებოდა,
- აქ რას აკეთებთ მის სკოტ? -მოესმათ ნაცნობი ხმა, ოლივია და ითანი ერთდროულად შებრუნდნენ, მათ წინ პოლი იდგა ვარდისფერი ვარდების თაიგულით ხელში,
- აი დამთხვევაც ამას ქვია, -ჩაილაპარაკა ოლივიამ ითანს შეხედა რომელიც უკვე ვეღარ ან აღარ მალავდა გაოცებას,
- ლილის საფლავზე ყვავილები მოვიტანე, -უბრალოდ, მშვიდად უთხრა ოლივიამ, პოლმა ჯერ ოლივიას მოტანილ თაიგულს შეხედა მერე იმას დახედა ხელში რომ ეჭირა, ფაქტიურად იდენტური იყო,
- ვარდისფერი ვარდები? საიდან იცი დედაჩემს რომელი ყვავილები უყვარდა, ან საერთოდ იცნობდი მას? სასაფლაოს ადგილიც კი გცოდნია, როგორ? -პოლი გაოცებული იყო,
- დედაშენს ვიცნობდი პოლ, თან ძალიან კარგად ვიცნობდი, -ოლივია ცდილობდა მშვიდად და გასაგებად ესაუბრა, -ლილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც შენც მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, ნუ მკითხავ რატომ, ვერ გეტყვი
- ესე იგი დედაჩემს იცნობდი? იმ დღეს ამიტომაც დამისვი ამდენი კითხვა მის შესახებ? მეც მიცნობდი? შენი დანახვისას ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობები ვიყავით, -პოლს ეტყობოდა რომ ცდილობდა დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებას თუმცა სიტუაცია მეტისმეტად იყო ჩახლართული,
- არ არის საჭირო ყველაფრის გაგებას ეცადო, ზოგჯერ მეც კი მიჭირს ყველაფერში გავერკვე,
-ოლივიამ პოლს მხარზე ხელი დაადო და თვალებში შეხედა, -დედაშენს ვიცნობდი და ვიცი რომ ძალიან უყვარდი, შენ მისთვის ყველაფერი იყავი პოლ, ახლა კი შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, რომ გითხრა დედასავით მიყვარხართქო სისულელედ მოგჩვენება რადგან მე და შენ ფაქტიურად ერთი ასაკის ვართ, მაგრამ შეგიძლია დად მიმიღო, მე კი ყოველთვის ჩემი ერთადერთი ძმასავით მეყვარები, იცოდე ყოველთვის ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, დღეიდან მარტო აღარ ხარ პოლ, მე გყავარ,
პოლი ერთხანს ჩუმად უსმენდა ოლივიას, მერე ჩაეხუტა და ატირდა, ისე როგორც პატარა ბავშვები ტირიან ხოლმე, ცრემლებს მუჭით იწმენდდა და ხმამაღლა ზლუქუნებდა, ოლივია გაჩეჩილ წითურ თმაზე უსვამდა ხელს და მის დაწყნარებას ცდილობდა,
ითანი გაოგნებული უყურებდა ამ სიტუაციას და ვერ გაეგო რისი გაკეთება იყო საჭირო, რამდენიმე წუთში ოლივიამ პოლი დააწყნარა, დაემშვიდობა და გაუშვა, მერე კი ითანს მიუახლოვდა და ჩაეხუტა, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნა,
- ყველაფრისთვის მადლობა ითან, -ჩასჩურჩულა და ხელები წელზე მაგრად შემოხვია რათა მისი სიახლოვე უკეთ შეეგრძნო,
- საშიშთან ერთად უცნაურიც ყოფილხარ, -გაეცინა ითანს, -უცნაური მაგრამ ძალიან საინტერესო, ვგიჟდები შენზე ოლივია, მაგრამ მეორედ სასაფლაოზე აღარ წამოგყვები იცოდე,
- მშიშარა, -ოლივიას გაეღიმა და ითანს მოშორდა, -მგონი დროა წავიდეთ, აქ თუ შეგვაღამდა ვინ იცის რა მოხდება,
- რა მოხდება? -სახე შეეცვალა ითანს,
- არ გაგიგია რომ სასაფლაოზე ღამით ზომბები დაბოდიალობენ ხოლმე? -ოლივიას კისკისმა მდუმარე საფლავებს გადაუარა, ითანმა ვეღარ მოითმინა, ოლივია ხელში აიტაცა და ჩაქარი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს გასასვლელისკენ.
* * *
მაიკლი, მისის სკოტი და ჯერემი მისაღებში ელოდნენ ოლივიას, ოლივია მაიკლის გამოხედვაზე მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,
- მე არაფერ შუაში ვარ, -ხელები აწია მაიკლმა როგორც კი ოლივია დაინახა, დედაშენმა თვითონ გაარკვია ყველაფერი,
- მარისთანაც არაფერ შუაში ხარ? -ცივი ხმით კითხა ოლივიამ, -შენ რა, იფიქრე რომ ასეთი იაფფასიანი ნომრით შეძლებით ჩემი და ითანის დაშორებას?
- ორივე გაჩუმდით, -იკივლა მისის სკოტმა, -მაიკლ შენგან ამას არ ველოდი, შენ კი ოლივია როგორ ბედავ და უცხო მამაკაცის სახლში ატარებ ღამეს, რა ხდება თქვენს შორის?
- მგონი გასაგები უნდა იყოს იმ ქალსა და კაცს შორის რომელთაც ერთმანეთი უყვართ რა ხდება, მითუმეტეს თუკი ღამით ერთად რჩებიან მარტო,
ელა სკოტი ოლივიას პასუხის გაგონებისას გაშრა, ერთხანს შოკში იყო, მერე ფეხზე წამოდგა, ოლივიასთან მიიჭრა და მთელი ძალით მოუქნია ხელი, ოლივიამ ჰაერში მოასწრო მისი ხელის დაჭერა,
- მგონი ერთხელ გასაგებად გაგაფრთხილე რომ ასეთ საქციელს არ მოვითმენდი, უფლება არ გაქვს მორალი მიკითხო და მითუმეტეს მცემო, ახლა ეს ორი ბედოვლათი აქედან დაითხოვე ,შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს,
ელამ წინააღმდეგობის გაწევა დააპირა მაგრამ ოლივიას თვალებში ისეთი ბრაზი და მრისხანება ჩანდა, კამათი აღარ გაუგრძელებია, მაიკლს და ჯერემის ანიშნა დაგვტოვეთო და სავარძელში ჩაესვენა,
- მაიკლ, -გასძახა ოლივიამ მაიკლს რომელიც უკვე კარიდან გადიოდა, -ცოტა ხანს დამელოდე ბაღში, შენთან საქმე მაქვს, -მაიკლმა უხმოდ დაუქნია თავი და კარი გაიხურა,
- ბევრი მიკიბვ-მოკიბვა არ მიყვარს ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ, -ოლივიამ ელას წინ დაიკავა სავარძელში ადგილი, -ყველაფერი ვიცი ძვირფასო დედიკო, არა, არ გინდა, მაცადე დავამთავრო, ვიცი რომ ნაშვილები ვარ, ისიც ვიცი რომ ეს ყველაფერი მამაჩემის ხელში ჩასაგდებად გააკეთე და მამამ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის,
- ეს როგორ გაიგე, -ძლივს ამოთქვა ელამ და გულზე ხელი მიიჭირა,
- როგორ გავიგე? ეს ახლა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, მე ყველაფრის გაგება შემიძლია, იმისაც რომ ნაშვილები ვარ, იმისაც რომ არასდროს გყვარებივარ, შემეძლო ეს ყველაფერი შენი ცივი ბუნებით ან დედობრივი გრძნობების არქონით ამეხსნა, მაგრამ ერთი რამის გაგებას ვერასოდეს შევძლებ, შენ იცოდი, ყოველთვის იცოდი, შენი ძმის გრძნობების და ჩემდამი მისი მანიაკალური დამოკიდებულების შესახებ, იცოდი და მას ჩემთან ასე მოქცევის უფლებას აძლევდი, მას ყოველდღიურ ტერორში ვყავდი, ის მეხებოდა, მკოცნიდა, ჯანდაბა, შენ იცი ეს რას ნიშნავს? -ვეღარ მოითმინა ოლივიამ და მთელი ხმით იყვირა, -როგორ აძლევდი ამის უფლებას, ამის მერე რა ადამიანი ხარ, საერთოდ ხარ კი ადამიანი?
ელა სკოტმა ერთხანს იყუჩა და ყველანაირად შეეცადა სიბრაზე და აღშფოთება მოეთოკა, მერე კი ოლივიას შეძლებისდაგვარად მშვიდი და დათაფლული ხმით შეეკითხა,
- ახლა რას აპირებ? იმედია ყველაფერს მამაშენს არ ეტყვი,
ოლივიამ აღარ იცოდა ეტირა თუ ეცინა, -მხოლოდ ის გაინტერესებს, მამას ვეტყვი თუ არა როგორი ცოლი ჰყავს? სხვას არაფერს მეტყვი?
- მგონი ისედაც ყველაფერი გასაგებია, -ელა სკოტს ცივი და უემოციო ხმა ჰქონდა, -შენ ჩემთვის მუდმივი დაბრკოლება იყავი, რაც მამაშენზე გავთხოვდი ფაქტიურად აღარ მჭირდებოდი, ჯერემის უნდა უმადლოდე რომ ცოცხალი ხარ, თავიდან პატარა იყავი და ეცოდებოდი, შემდეგ კი როცა 16 წლის გახდი და დიდი ხის შემდეგ პარიზიდან ჩამოსულმა გნახა, აიკვიატა რომ შეუყვარდი, შენით შეპყრობილი გახდა, ჩემს საყვარელ ძმასთან შენს გამო პრობლემებს ვერ შევიქმნიდი, ვფიქრობდი რომ შენით უბრალოდ გაერთობოდა და შემდეგ გატაცება გადაუვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა,
ოლივია უსმენდა და ნელ-ნელა უმძაფრდებოდა გულისრევის შეგრძნება, -შენ და შენი ძმა მანიაკები ხართ, -გამოსცრა კბილებში, -და ახლა რაკი ყველაფერი გავარკვიეთ, ვალდებულებებიც აღარ გვაქვს ერთმანეთის მიმართ, დღეიდან სრულიად თავისუფალი ვარ, მაიკლთან ქორწინებასაც გააუქმებ, შეგიძლია შემეწინააღმდეგო, თუკი რათქმაუნდა არ გინდა რომ მამამ ყველაფერი გაიგოს, ჰო და მართლა, შენი საბანკო ბარათიც მჭირდება, ულიმიტო რათქმაუნდა, უამრავი ხარჯი მაქვს ასე რომ ...
ელა სკოტს არაფერი უთქვამს, წამოდგა, ჩანთიდან ბარათი ამოიღო, იქვე მაგიდაზე დადო, ოლივიას ზურგი შეაქცია და კიბისკენ თავჩაღუნული წავიდა, ოლივია მიუხედავად იმისა რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა, თავს საშინლად გრძნობდა, ვერ გაეგო როგორ შეიძლება ადამიანები ასეთი უგულოები იყვნენ.
მაიკლი ბაღში ელოდებოდა,
- რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი?
- ალბათ მიხვდი რომ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულიდა, -ოლივია როგორც ყოველთვის პირდაპირი იყო,
- ყველაფერს ვხვდები, -როგორც ჩანდა მაიკლიც აღარ აპირებდა თავის მოკატუნებას, -იმ ჩანაწერს რას უპირებ?
- ნუ გეშინია, ჩანაწერის გამოქვეყნებას არ ვაპირებ, მე შენნაირი არ ვარ მაიკლ, პირიქით შენთვის საჩუქარი მაქვს ჩვენი დაშორების აღსანიშნავად,
- საჩუქარი? -მაიკლმა ეჭვით სავსე თვალებით შეხედა, ოლივიასგან უკვე ყველაფერს ელოდა,
- ჰო საჩუქარი და მერწმუნე ძალიან მოგეწონება...

* * *
- მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ცუდად მექცეოდი, მინდა ერთი სიკეთე გაგიკეთო, -ოლივია შადრევანთან ჩამომჯდარ მაიკლს გვერდით მიუჯდა,
- შენ ჩემთვის სიკეთის გაკეთება გინდა? -მაიკლი გაოცებას არ მალავდა, -გგონია დაგიჯერებ? ახლა რაღას ხლართავ ოლივია?
- მესმის რატომაც არ გჯერა, მაგრამ ახლა სრულიად გულწრფელი ვარ, შემთხვევით რაღაც გავიგე, რაც დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებს და მინდა მოგიყვე, -ოლივია ცდილობდა სიტყვები ფრთხილად შეერჩია რომ მაიკლში ეჭვი არ გამოეწვია,
- გისმენ, -მაიკლი მისკენ შემობრუნდა და ყურადღებით მიაჩერდა,
- ის ავტომობილი თუ გახსოვს რომლითაც ავარიაში მოვყევით,
- რა დამავიწყებს, საკუთარი შვილივით მიყვარდა, ძალიან დამწყდა გული როცა ჩემს ასისტენტს ვთხოვე მოეშორებინა, -მაიკლმა ისეთი დამწუხრებული სახე მიიღო, მაშინაც რომ არ ჰქონია როცა ექიმმა ოლივიას სასუნთქი აპარატი გამორთო,
- ის მანქანა ჩემი მეგობრის სახელოსნოში შემთხვევით ვნახე და მითხრა რომ მუხრუჭები სპეციალურად იყო დაზიანებული, დაზიანებული მუხრუჭები რომ არა, იმ მოსახვევში გაჩერებას შეძლებდი და ავარიაც არ მოხდებოდა,
- შენ რა, გინდა რომ მითხრა, ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდა? -მაიკლს სახე შეეცვალა,
- ალბათ ასეა და ვფიქრობ რაკი ერთხელ ცადა მეორედაც ცდის, მგონი უნდა გაარკვიო ვინ არის რომ თავიდან მოიცილო, მანქანა ჯერ კიდევ სახელოსნოშია, ვთხოვე რომ ხელი არ ეხლოთ, შენ უამრავი შესაძლებლობა გაქვს მაიკლ, იურისტები გყავს, კერძო დეტექტივის დაქირავებაც კი შეგიძლია, დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებ იპოვი,
- თუ მოვინდომებ? -მაიკლი ფეხზე წამოდგა, ხელები მომუშტა და სიბრაზისგან მთლად გაწითლდა,
-იმ ნაბიჭვარს აუცილებლად ვიპოვი და გავანადგურებ, მიწასთან გავასწორებ,
- ძალიან კარგი, -გაეღიმა ოლივიას,
- ჰო მაგრამ შენ რაში გაწყობს ეს ყველაფერი? -მაიკლი ვერ იჯერებდა რომ ოლივიას შეეძლო ანგარების გარეშე გაეწია მისთვის დახმარება,
- როგორ ფიქრობ მე არ მაინტერესებს ვინ არის? მან თითქმის საიქიოში გამისტუმრა და ფაქტიურად მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება წამართვა, ჯერაც კი არ მახსოვს ყველაფერი,
- კარგი, ამ საქმეს მე მივხედავ, აუცილებლად გავარკვევ ვინ არის და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ, შენ კი მადლობა უნდა გითხრა, როგორც საცოლე ნამდვილად თავის ტკივილი იყავი, მაგრამ ვფიქრობ შევძლებთ ვიმეგობროთ,
- მეგობრობის რა გითხრა მაგრამ შენთან პრობლემები ნამდვილად არ მჭირდება, ყოველ შემთხვევაში ახლა არა, -გაუღიმა ოლივიამ,
- მაიკლი წამოდგა და უკანმოუხედავად წავიდა, ოლივია გულში გამარჯვებას ზეიმობდა, იცოდა მაიკლი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ჯერემი ეპოვნა და მისი შესაძლებლობების პატრონს ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, ამით ორ კურდღელს მოკლავდა ერთად, ჯერემისაც მოიშორებდა თავიდან და მაიკლიც ალბათ საბოლოოდ დაანებებდა თავს, ახლა ერთადერთი პრობლემა რჩებოდა, მისის სკოტი, რაღაც უნდა მოუხერხოს, მაგრამ რა?
- რაზე ჩაფიქრებულხარ? -მოესმა ნაცნობი ხმა, -თავი ასწია, მის წინ მარია იდგა და ჩვეული საყვარელი ღიმილით უღიმოდა, ღმერთო როგორ მონატრებია ეს ღიმილი, წამოდგა და ჩაეხუტა,
- როდის ჩამოხვედი? მეგონა დაგავიწყდი, ერთხელაც კი არ მომიკითხე, არადა შენთვის უამრავი ახალი ამბავი მაქვს,
- ჰოო? ვგიჟდები ახალ ამბებზე, -მარია გვერდით მიუჯდა და მოლოდინით სავსე თვალებით მიაცქერდა, -ახლა არ მითხრა რომ დღიურს უჩემოდ კითხულობდი, იქნებ გაგახსენდა კიდეც ყველაფერი,
- იცი რა, არაფერი არ გამხსენებია და ალბათ არც გამახსენდება, არც ვწუხვარ ამაზე, -ოლივიამ თავი უკან გადააგდო და მოწმენდილ ცას ღიმილით ახედა, -როგორც ჩანს ჩემი ცხოვრება საერთოდ არ ყოფილა ისეთი რომ გახსენებად ღირდეს, ასე რომ დღიურის გადაგდება გადავწყვიტე, აღარ წავიკითხავ, ჯობია რაც წარსულში მოხდა, წარსულში დარჩეს,
- დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?
- კი ნამდვილად მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო და ახალი ცხოვრება დავიწყო, ჩემს მეგობრებთან და ითანთან ერთად,
- ითანი? ითანზე მომიყევი, ვინ არის, სად გაიცანით, როგორ გაიცანით, რა ურთიერთობა გაქვთ?
-მარიას თვალები უციმციმებდა და მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ცმუკავდა, -სანამ გნახავდი ნიკს შევხვდი ბაღში და ვისაუბრეთ, მითხრა რომ ვიღაცას ხვდები, თუმცა სხვა ვერაფერი ვათქმევინე,
- დამშვიდდი, ყველაფერს მოგიყვები, -ოლივიას ეღიმებოდა მარიას შემხედვარეს, -მართლაც რომ ბევრი რა მოხდა სანამ წასული იყავი, ახალი მეგობრები მყავს და ითანთან ერთად ვარ, არაჩვეულებრივი ვინმეა, გაგაცნობ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება...
* * *
თითქმის ათი დღე გავიდა მარიას დაბრუნებიდან, ოლივიამ ითანი და პოლი გააცნო, მარია აღფრთოვანებული იყო ითანით, პოლი და ხულიოც ძალიან მოწონდა და უმეტეს დროს ნიკთან ერთად ხულიოს სახელოსნოში ატარებდა, ოლივია თითქმის მთელ თავისუფალ დრო ითანთან ერთად იყო, ქალაქში სეირნობდნენ, ფილმებს უყურებდნენ, სახლში ერთად აკეთებდნენ საჭმელს და ერთმანეთს მხურვალე ღამეებს ჩუქნიდნენ, ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო, ოლივიას უკვე არარეალურად ეჩვენებოდა, ფიქრი ითანის ზარმა შეაწყვეტინა,
- მოდი დღეს მთელი დღე მე დამითმე, სადმე წავიდეთ გავერთოთ მერე რამე ვჭამოთ, მარია და პოლიც წავიყვანოთ და საღამოს ყველა ერთად ფილმის საყურებლად წავიდეთ რას იტყვი?
-ითანის წინადადება საკმაოდ მაცდურად ჟღერდა, თანაც ოლივია ატყობდა რომ პოლი და მარია ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ,
- კარგი, ნახევარ საათში მზად ვიქნებით, -უპასუხა მხიარულად, -გამოგვივლი?
- ნახევარ საათში შემოსასვლელთან ვიქნები, -უპასუხა ითანმა,
ოლივია სასწრაფოდ გაემზადა და საძინებლიდან გავიდა, მარია ტელეფონს არ პასუხობდა,
-ჯანდაბა, მაინდცამაინც საძინებელში უნდა მივაკითხო? -ჩაიბურტყუნა და ვიღაცას შეეჯახა, გაცოფებულმა ჯეიმი თერნერმა გულისპირში ხელი ჩაავლო და კედელზე მიანარცხა,
- იცი მაინც რა გააკეთე პატარა ძუკნა? -გამოსცრა კბილებში,
- ხელი გამიშვი, ვერ ვხვდები რას გულისხმობ, -იყვირა ოლივიამ,
- მხოლოდ შენ იცოდი ავარიის შესახებ, სხვა არავისთვის არაფერი მითქვამს, დღეს კი სახლში პოლიცია მომადგა, სამხილები აქვთ, შეიძლება ადვოკატმაც ვეღარაფერი მიშველოს, მე ხომ ყველაფერი შენთვის გავაკეთე, ასე როგორ მომექეცი?
- მე არაფერ შუაში ვარ, -ოლივიამ ძლივს შეძლო თავის განთავისუფლება, -მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურე, ხომ გაგიგია. რასაც დასთეს იმას მოიმკიო, ჰოდა იმკი კიდეც ძვირფასო ბიძია,
- ამას არ გაპატიებ ოლივია, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება, -ჯეიმიმ მუშტი მთელი ძალით დასცხო კედელს, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სამუშაო ოთახის გამოღებული კარისკენ, ოლივია მიხვდა ელას ამჯერადაც ყველაფერი ესმოდა და არაფერი გააკეთა...
მარიას ჯერ კიდევ ეძინა, ოლივიამ საბანი გადააძრო,
- ადგომის დროა, ადექი, ითანს ფილმის საყურებლად მივყავართ,
- აუ კარგი რა, -მარიამ გვერდი იცვალა, -სულაც არ მინდა ფილმი მეძინება,
- პოლიც მოდის,
მარია ელვისუსწრაფესად წამოხტა და კარადას ეცა, -ღმერთო ჩემო, ჩასაცმელი არაფერი მაქვს, რა გავაკეთო,
- აკი გეძინებოდა? -გულიანად გაეცინა ოლივიას,
- ჰო მაგრამ პოლიც მოდის, -მარია საწოლზე ჩამოჯდა და მეოცნებე სახე მიიღო, -ძალიან სექსუალურია, იცი როგორი კოცნა იცის? საოცარი...
- გეყოფა, -შეაწყვეტინა ოლივიამ, -მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, შენი და პოლის ერთად ყოფნა ძალიან მიხარია, მაგრამ არასდროს, არასდროს არ მომიყვე თქვენს პირად ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორი სექსუალურია და სხვა რაღაცეებზეც, შევთანხმდით?
- როგორც ყოველთვის უცნაური ხარ, მაგრამ რაკი ასე გინდა ასე იყოს, შენ ის მითხარი, რა ჩავიცვა, მარიამ ტანსაცმელს თვალი მოავლო,
* * *
- რატომღაც მგონია რომ რაღაც ცუდი მოხდება, -უჩურჩულა ოლივიამ ითანს როცა უკვე შებინდებისას კინოთეატრის უკანა რიგში მარიას და პოლის გვერდით მოკალთდნენ,
- არაფერი არ მოხდება ოლივია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, -ითანმა ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, -მიყვარხარ და მინდა ბედნიერები ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის,
- ფილმი დიდხანს გაგრძელდა, ოლივია საშინლად შეაწუხა წყურვილმა, -ცოტა ხნით გავალ, წყალს მოვიტან, -გადაულაპარაკა ითანს, ითანმა უხმოდ დაუქნია თავი, კინოთეატრის შესასვლელში წყალი იყიდა და ის იყო უკან უნდა შებრუნებულიყო რომ პატარა გოგონა გადაუდგა წინ,
- ძალიან გთხოვთ გამომყევით დედას დახმარება სჭირდება, გთხოვთ, ის ფეხმძიმედაა,
- სად არის დედაშენი? -შეეკითხა ოლივია და აქეთ-იქით მიმოიხედა, არავინ იყო ვისაც დახმარებას სთხოვდა,
- აქვეა ქუჩის კუთხეში, რაღაც დაემართბა გთხოვთ წამომყევით, -არ ეშვებოდა გოგონა, ოლივიამ მის მავედრებელ თვალებს ვეღარ გაუძლო,
- წავედით, მაჩვენე რა სჭირს დედაშენს, -ბავშვს ხელი ჩასჭიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ გასასვლელისკენ, ქუჩაში გასვლისას გოგონამ ხელი გაუშვა და შენობის კუთხისკენ გაიქცა, ოლივია სირბილით გაყვა უკან, გოგონა მოსახვევში გაუჩინარდა, ოლივიამაც შეუხვია და ერთ ადგილზე გაშეშდა, გაშრა, შენობის კიდეზე ჯეიმი თერნერი იყო მიყრდნობილი და ჩვეული ირონიული სახით უყურებდა,
- კარგად ერთობი მის სკოტ? -როგორ მოხდა და შენმა ბიჭმა მარტო გამოგიშვა, არ იცის რომ ღამით ნიუ იორკის ქუჩები სახიფათოა?
- აქ რას აკეთებ უკვე ჩემს თვალთვალზე გადახვედი? ის ბავშვიც შენ გამოაგზავნე?
- პოლიციამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა, დასაკარგი აღარაფერი მაქვს, უკან დახევას აღარ ვაპირებ,
-ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადმოდგა, ოლივია შეკრთა, უკან დაიხია და ჯეიმის თანამზრახველებს ჩაუვარდა ხელში, რომლებიც ვერც კი გაიგო როდის მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა ხელებით დაიჭირა მეორემ კი რაღაც მძაფრსუნიანი სითხით გაჟღენთილი დოლბანდი მიაფარა სახეზე, ოლივიამ განძრევაც კი ვერ შეძლო, მის წინ მომღიმარი ჯეიმის სახე ნელ-ნელა გაიდღაბნა და ბოლოს ყველაფერი სიბნელეში დაინთქა,
თვალები ძლივს გაახილა, ქუთუთოები დამძიმებული ჰქონდა და ხელფეხს თითქმის ვერ ამოძრავებდა, ხის ტახტზე იწვა, თითქმის ცარიელ ოთახს მხოლოდ პატარა გისოსებიანი სარკმლიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა, ოლივიამ ძლივს შეძლო წამოწევა და ოთახი მოათვალიერა, საწოლის პირდაპირ მდგარ სავარძელში ჯეიმი იჯდა და უყურებდა,
- სად მომიყვანე? რას აკეთებ? სულ მთლად გაგიჟდი? -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა ოლივიამ,
-ალბათ უკვე პოლიციაშიც დარეკეს და მალე გვიპოვნიან,
- პოლიცია? ნუ მაცინებ, -ჯეიმიმ ცალყბად გაიღიმა, -გგონია ჩემს გარდა ვინმეს აინტერესებ? ითანს არ ადარდებ ოლივია, არავის ადარდებ, ერთ საათში მეგზური მოვა მანქანით რომელიც მექსიკის საზღვარზე გადაგვიყვანს, შემდეგ კი დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად,
ოლივიას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, წამოწევა სცადა
- ჰმ, ვატყობ დამამშვიდებელი გჭირდება, -ჯეიმი წამოდგა, საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან შპრიცი აიღო და ოლივიას ვენაში წამალი შეუყვანა, ირგვლივ ისევ გაშავდა ყველაფერი, არ გაუგია რამდენი დრო გავიდა, არც ის გაუგია როგორ გაიყვანა ჯეიმიმ ხელში აყვანილი და მანქანაში ჩასვა, სროლის ხმამ გამოაფხიზლა, მანქანა შუაგულ ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე იყო გაჩერებული, სროლის ხმა და ყველგან უცხო, შავებში ჩაცმული ადამიანები, - მამაკაცები შავებში? უნებურად ნერვიული სიცილი აუტყდა, ჯანდაბა, თავბრუ ეხვევა და თვალებს ძლივს ახელს, მგონი რაღაცეები ეჩვენება,
- ითან, ითან სად ხარ, -დაიჩურჩულა და იგრძნო როგორ დაუსველდა ლოყები უნებური ცრემლებით,
- აქ ვარ ოლივია, შენთან ვარ, -მოესმა ნანატრი ხმა, მანქანის ღია კართან ხელებგაშლილი ითანი იდგა და უღიმოდა, მთლიანად შავებში გამოწყობილი, წელზე იარაღით,
- მეჩვენები? -ოლივია თვალებს არ უჯერებდა, -ითანმა მანქანიდან გადაიყვანა და გულზე მიიკრა,
- კარგად ხარ? იმ ნაბიჭვარმა რამე დაგიშავა? -ოლივიამ უხმოდ გააქნია თავი და უფრო მაგრად მიეკრა მკერდზე, ითანმა თავისი მანქანისკენ წაიყვანა, ოლივიამ თვალი შეასწრო როგორ სვავდა ორი ბიჭი მანქანაში ჯეიმის რომელსაც სახე დასისხლიანებული ჰქონდა და საშინლად გამოიყურებოდა, ჯეიმიმ ოლივიას თვალი მოჰკრა თუ არა გაიბრძოლა, ხელი გაინთავისუფლა, ერთ-ერთი ბიჭის ქამრიდან იარაღი ამოაძრო და ითანს დაუმიზნა, ოლივიამ ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო რომ ითანს გადაეფარა, მარცხენა მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო, გაიგონა როგორ იღრიალა ითანმა, და მის თვალწინ ყველაფერმა ტრიალი იწყო,
- ჯანდაბა, ყველაფერი მე რატომ მემართება, -თქვა ღიმილით და ქუთუთოებს რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ თვალებზე ჩამოფარებას აღარ შეწინააღმდეგებია,
* * *
საავადმყოფოს პალატაში მოვიდა გონს, პირველი რაც დაინახა, თეთრად შეღებილი ჭერი და კედლები იყო, შემდეგ კი მის საწოლთან მჯდარ ტონი სკოტს მოჰკრა თვალი, ხელში ოლივიას ხელი ეჭირა და ცრემლით სავსე თვალებით უყურებდა, ერთხანს ვერ გამოერკვა, ალბათ იმის მერე რაც ჯეიმიმ დაჭრა, საავადმყოფოში მოიყვანეს, მაგრამ ტონი სკოტი აქ არის და თან თვალცრემლიანი, რა ხდება?
- კიდევ რაღაცეები მეჩვენება? -ძლივს ამოიხავლა, -აქ რას აკეთებ? ითანი სად არის?
- მადლობა ღმერთს, როგორც იქნა გონს მოხვედი, სამი დღეა შენს გამოფხიზლებას ველოდებით,
ტყვია რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს, -მისტერ სკოტს დაღლილი ხმა ჰქონდა, -გთხოვ ნუ ისაუბრებ და ნება მომეცი რაღაც გითხრა,
- ითანი სად არის? მისი ნახვა მინდა, -ოლივია ძლივს ახერხებდა ლაპარაკს,
- ითანი გარეთ გელოდება, დღე და ღამ შენს საწოლს არ მოსცილებია, ახლაც მე ვთხოვე ცოტა ხნით შენთან დარჩენის უფლება მოეცა, პატიება მინდა გთხოვო შვილო,
- შვილო? -ოლივიამ გაცინება სცადა მაგრამ ტკივილისგან სახე დაემანჭა, -რა უცნაურია რომ შენგან ეს სიტყვა მესმის ‘’შვილო“
- ვცდებოდი ოლივია, ძალიან ვცდებოდი, -ტონის ხმაში სასოწარკვეთა და სინანული ისმოდა, ვიცი რომ კარგი მამა არასდროს ვყოფილვარ, მოუცლელი და ბრმა ვიყავი, უგულოდ გექცეოდი, მე არც კი ვიცოდი თურმე რა დღეში იყავი, -ტონიმ იქვე ტუმბოდან ოლივიას დღიური აიღო და დაანახვა, წავიკითხე ახლა უკვე ყველაფერი ვიცი,
ოლივიამ დღიურს თვალი აარიდა,
- ეს საიდან გაქვს?
- მარიამ მომცა, მაგრამ მასზე ნუ გაბრაზდები, შენი მეგობარი რომ არა ალბათ ვერასდროს გავიგებდი ჯეიმის და ელას შესახებ,
- თუ ეს დღიური წაიკითხე ესე იგი იცი რომ შენი შვილი არ ვარ,
- ასეთი რამ მეორედ აღარ თქვა, შენ ჩემი შვილი ხარ და ყოველთვის ჩემი შვილი იქნები, აი ელა კი ჩემი ცოლი აღარ არის, განქორწინებაზე შევიტანე განცხადება, გპირდები დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება, -ტონი სკოტი წამოდგა, ოლივიას შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა.
* * *
- რა კარგია რომ უკვე თავისუფლად შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ მესტუმრო სახლში, ტყუილად გეგონა რომ მამაჩემს არ მოეწონებოდი, მას მერე რაც ქალიშვილი გადაურჩინე მისთვის ნამდვილი გმირი ხარ, -ოლივიამ აუზთან ჩამომჯდარ ითანს ცივი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა და მის გვერდით შეზლონგზე მოკალათდა,
- მგონი დღეისთვის საკმარისია ცურვა, ექიმმა გითხრა რომ უნდა დაისვენო, -ითანი წვენი მოსვა, წამოდგა და მხრებზე პირსახოცი მოხვია, -წამოდი სახლში შევიდეთ,
- კარგი მაგრამ მანამდე ერთ რამეზე მიპასუხე, როგორ მიპოვე ან ის ხალხი იარაღით, ვინ იყვნენ, შენც შეიარაღებული იყავი, არადა მითხარი რომ ფოტოგრაფი ხარ,
- გგონია მხოლოდ შენ გაქვს საიდუმლოებები მის სკოტ? -ითანმა ეშმაკურად ჩაიცინა, ოლივიას მხრებზე ხელი მოხვია და სახლისკენ წაიყვანა,
- ოლივიას არაფერი უთქვამს, დაე ჰქონდეს ითანს საიდუმლოებები, ეს ხომ მეტ ხიბლს ძენს მათ განსაკუთრებულ და უჩვეულო ურთიერთობას,
- ოჰ ეს საიდუმლოებები, -ჩაიღიღინა მხიარულად და მკერდზე მიეხუტა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი ვიპნი

არ ველოდი ასეთი საინტერესო ისტორია თუ იქნებოდა,სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.წარმატებებს გისურვებთ❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

ვიპნი
არ ველოდი ასეთი საინტერესო ისტორია თუ იქნებოდა,სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.წარმატებებს გისურვებთ❤️

უღრმესი მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

ეს რა მაგარი რამეა!
ცოტა ვიტირე კიდეც და ძალიან მიხარია, რომ 2 უბედური ადამიანიდან, ბოლოს იმ ერთმა მაინც გაიხარა. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი სხეული და ვისი სული იყო, მთავარია, რომ ბედნიერება შეიგრძნო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent