უადამიანო სახლში შუქი ანთია
ნაწილი 7 უადამიანო სახლში შუქი ანთია *** გზაჯვარედინზე , სადაც მია მარკს ელოდებოდა მისთვის ბავშობის საყვარელი ადგილი იყო. ვინ იცის რამდენჯერ უთამაშია გვერდით მიტოვებულ სკვერში სადაც დანგრეული საქანელის კვალი დღესაც ინარჩუნდებდა გარკვეული დოზის იერსახეს , იმ იერსახეს , რომელსაც "ტკბილი" ბავშობა ქვია. მარკს მაგიტომ არ აურჩევია ეგ ადგილი , თუმცა იმაში მაინც გაუმართლა , რომ ის დრო რასაც აგვიანებდა მია ბავშობის მოგონებებში გაატარებდა. - დიდხანს არ ჩანდი ხო მშვიდობა? - კიკი , მაპატიე საცობში მოვყევი - კარგი , არაუშავს წავიდეთ უკვე? - ჰო დროარდავკარგოთ. გეცნობა ისტორია? ვინ იცის რამდენჯერ ყოფილიხარ გზაჯვარედინის ან ერთ ან მეორე მხარეს, ან შეიძლება საერთოდაც არ გამოგიცდია , ლოდინი მეზიზღება . შენც იგივეს გირჩევ. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო შეიძლება ეს ბანალურბაც გეცნოს - კაფე , საუბარი , სიგარეტის მოწევა , ხელის გადახვევა შეიძლება ბინაბმდე ჩახუტებაც. დანარჩენი ცოტა განსხვავებულია მოდი უფრო ინდივიდალური დავარქვათ! საწოლზე , სადაც ადეკოლონის და ქალის პარფიუმერის სუნი ერთმანეთში ირეოდა , ისეთს სმოგს ქმინდა თითქმის შეუძლებელი იყო რამის დანახვა და მაინც თუ კარგად დავაკვირდებოდით მარკს დავინახავდით , რომელიც ნაზად მკერდის მიმდებარე არეში კოცნიდა მიას. მათი მეორე შეხვედრა იყო და არიცოდა მარკმა მისი "სუსტი წერტილები" , ცდილობდა ეპოვა , მარტივი იყო სადაც მის სიამვომნების ხმას გაიგებდა მაიკი უფრო მგრძნობიარედ ყველა რეცეპტორით ცდილობდა შეეგრძნო ის. თითოეული წამი "სიყვარულით" გაჟღენთილი იყო ყველა ნაწილაკი და ყველა უჯრედი ბედნიერებისგან კიოდა , თავის მხრივ მიაც კისერზე შემოხვეული მაიკის ზურგს ჭხაპნიდა თითქოს არიცოდა როგორ გამოეხატა სიამოვნება როგორ გადაეხადა სამაგიერო , ეს ყველეაფერი კიდევ არაფერი როცა უფრო ღრმად დავაკვირდი მარკის ტუჩები მიას სიახლოვეს მისული მოსვენებას არ აძლევდა .. თითქოს წამი უნდა გაჩერებულიყო არცერთი არ ჩქარობდა.. უნდოდათ ის სურვილი მაქსიმალურად გახანძლივებულიყო . მიამ პირველი აკოცა! ინსტიქტებმა გაიღვიძა. ქვედა , ზედა ტუჩიდან სველი ბაგებით უკვე ყურებთან , თავისმხრივ ყელში მეორე მხრიდან ხელები თმებში ნეტარება , რომელსაც ორივე გრძნობდა არმოვიტყები და მართლა გურწფელი იყო. ყველაფერი იქამდე მივიდა რისი შემოქმედიც თავად გახდნენ სცენა და ის ხმები რაც მიას ოთახიდან ისმოდა ძალიან მაღალი და ეროტიული იყო. ორივე სველი , ორივე დაღლილი , ორივე კმაყოფილი , ორივე.. ინსიქტებმა დაიძინა. დაიძინეს ორივემ. ბრომბლის ქუჩაზე 16 ნომერში , კორპუსი იდგა სადაც მაიკი ცხოვრობდა. გვიან სახლში მიმავალს ბოლოს წინა სართულს ახედა და შუქი , რომ დაინახა კმაყოფილი იყო. -მოხვედი? -ჰო.. -სად იყავი ამდენ ხანს? - გარეთ შევჩერდი.. კლარამ თავი გაიქნია ოთახში შევიდა უკმაყოფილო. მაიკი კმაყოფილი იყო რადგან მის მეუღლეს არაფერი უეჭვია. იქნებ ესეც გეცნო? ყოფილხარ მაიკი? ან მსხვერპლის როლში? რამდენად მძიმეა , როცა რაღაცები იკარგება არა? დრო იყო სიცოცხლეს გაწირავდნენ ერთმანეთისთვის დრო იყო საციცოცხლოდ მოუსმენდნე ერთმანეთს არაა, ანდაც არმინდა ამაზე საუბარი მაინც გარდაცვლილია. უბრალოდ 2 წუთი ერთმანეთის მოსასმენად ძალიან ცოტა თან როცა გყოფნის. დილას როდესაც ჩაის სვავდნენ , კლარამ მაიკს პატარა ყუთი მოუტანა. - ეს რარის? იკითხა გაკვირებულმა მაიკმა - გახსენი ნახე რას ელოდები? გაიგებ. - დავიმსახურე? -ჰაჰ , არანიარად ეგ რწმენას მაინც მოგცემს რამე შევცვალოთ უკეთესობისკენ. საჩუქარი ცეპი იყო რომელზეც მთვარე ეკიდა, ასე თუ ისე ლამაზი იყო.მაიკსაც მოეწონა. - იცი მადლობა საჩუქრისთვის და , კიდევ რაგაც მინდა გთხოვო. - გისმენ - 70 ფრანკი შეგილია მასესხო რამოდენიმე დღით? - ჰაჰ , რისი დამბრუნებელი ხარ - მიუგო სიცილით კლარამ და ოთახისკენ გაემართა მაიკი ცოტა გაბრაზდა , სანამ დაბრუნდებოდა მისი მეუღლე თუმცა უმალვე გაუარა გაიხსენა რა და რამდენი დაუთმია თავის დროზე მისთვის და თითქოს დანაშაულის გრძნობა მოეხსნა. კლარამ მოიტანა 70 ფრანკი და არ ჩაეძია. მაიკი ისევ კმაყოფილი იყო. ტრაგედია , როცა რაგაცა მთლიანობა იმსხვრევა , მითუმეთეს ნელნელა. არი რაგაცებში ბალანსი რაც უნდა შეინარჩუნო დანარჩენი გარემოება უკვე ცოდვა. ბალანსის შენარჩუნება გიცდია? იქნებ აზრი არა აქ? კლარა ცდილობდა , მეტსაც გეტყვი მაიკიც თუმცა ეგ უფრო იმას გავს რაც წეღან ავღნიშნეთ მსხვრევას და დალეწილი ნაწილების შეკეთებას იმის შიშით რომ ბოლომდე გავქრებით , განა იმიტო რომ უყვართ? უბრალოდ ენანებათ. ჰომ , მეტი ტრაგედია კიდე 70 ფრანკია , კლარა თუ არა მაიკს შენ ჩაეძიე გეტყვის , მაინც ფეხებზე კიდიხარ -70 ფრანკი , კიდევ ერთ სასიამოვნო ღამეს მოხმარდა მიასთან. საკმარისი იყო. სიგარეტის ფულიც კი შემრჩა. გადიოდა ესე კვირები , ვიღაცები ერთმანეთს ცილდებოდნენ , ვიღაცები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ შეიძლება მოჩვენებითია ყველაფერი და უბრალოდ მორიგი არ შემდგარი ტრიოა , რომლებიც უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდნენ. მიას დაბადების დღეზე მაიკმა გრანდიოზული საჩუქარი მოიფიქრა, მართალია ფული არ ქონდა მაგრამ მოიფიქრა. მია წიგნის , მოგზაურობის და სასმლის მოყვარული ახალგაზრდა იყო 2 წლის წინ დაასრულა სწავლა , მეტიც თვითრეალზიებაც შეძლო ცხოვრებაში და სტაჟიორად კერძო კომპანიაშიც მუშაობდა. დაბადების დღე მიას სახლში აღინიშნა, ბევრი სტუმარი არ ყავდა თუმცა მაიკი მთავარია იქ იყო. სიმღერა , სახალისო ისტორიები, სისულელების გახსენება , მუსიკა ოდნავ თრიაქიც და რაც მთავარია ვისკი ! ჰო გულისამრევია , მაგრამ მე სხვა მომენტში ამერია გული. მაიკმა , მიას საჩუქარი აჩუქა. - შემილია უკვე გავხსნა? - კიკი ვიცი მოგეწონება! - მთვარე?საიდან მოგაფიქრდა? - შენსავით წყნარია .. ნაზად აკოცა მაიკმა და ცეპიც ყელზე მოახვია ხადახან ვფიქრობ , რომელი უფრო საშინელება ადამიანთან რომელსაც აღმერთბდი ღალატობდე და იგივე ემოციას იღებდე სხვასთან სექსით თუ ის ადამიანი ვინც ამ დროს სახლშია და მაინც გელოდება? ხადახან იმასაც ვფიქრობ, ის წლები , მისი ცხოვრების წლები როცა მის მოპოვებაში გაატარა, იმ კოცნის თუ ჩახუტების რომელზეც ბავშობიდან ოცნებობდა ვიღაც ვისკით აყორებულ ქალთან გააიგივა. და არც გურწფელი იყო უკვე ეგ ყველაფერი , მხოლოდ ცხოველური ინსტიქტები. არმინდა სცენის მოყოლა უბრალოდ წამოვედი. წამოვიდა მაიკიც. 16 ნომერთან , ბარბაცით მისულს ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნის ზეიმი ჰქონდა, ჯერ ბოლომდე გამოუფხიზლებელმა ახედა თავის სართულს და ნათება დაინახა. კმაყოფილი იყო. - შეგილია პირდაპირ დაწვე რას გევხარ? - კარგი რა საყვარელო , უბრალოდ გავერთე ცოტა! - მაგას ჯობია სამსახური ნახო , ამოვიდა ყელში შენი შენახვა! - კარგი და დღეს მაინც გეყოს.. - არანაირი გეყოს ! დავიღალე ესეთი უემოციო უსიყვარულო ცხოვრებით ! - ჰოარა?! მაიკი ოდნავ გამოფხიზლდა და გამწარებული კლარასთან მივარდა დახლოებით ნახევარი საათი ისმოდა ყვირილის ხმა მათი სახლიდან , დამნაშავის მოძებნა ერთმანეთში , არადა არც ისე რთულია , სუ ჰომ ორნი იყვნნენ . დამნაშვე ვერ გამოიკვეთა. - შენ არ მეუნეობდი ჩემი ნათელი წერტილი ხარო? უყვირა კლარამ - ჰო მერე?! - ეხა ჩავქრი არა?! - როცა საჭირო იყო მაშინ უნდა ამოგეღო ამ ყველაფერზე ! გააგრძელა ხმამაღლა საუბარი მაიკმა აცრემლებული კლარა სიტყვებს ვეღარ პოულობდა , გრძნობდა რო ყველა კითხვაზე პასუხი თავდაცვა იყო და არა ის ელემენტი , ენერგია რომელიც ამ კედელს დაანგრევდა. არ იგრნძნობოდა არც სიყვარული , არც სინანული. - შენთვის სულერთი ვარ! აღიარე ძლივს ამოღერღა მომტირალმა მაიკი კიდევ უფრო გამოფიზლდა , როცა მის თვალებზე ცრემლი შეამჩნია. წამით იფიქრა ჩავეხუტები , ვაკოცებ , დავამშიდებ, ყველა მოგონებამ ჩაურბინა თვალწინ.. იშვიათად რო კლარა ტიროდეს ისიც როცა ბედნიერია. დღეს არიყო ბედნიერი ამას მაიკი ხვდებოდა , მაგრამ.. მაგრამ.. არ არ გამოდის უნდა მაგრამ არ გამოდის ! ვერ ჩაეხუტება , ვერც აკოცებს ვერც დაამშიდებს უბრალოდ არ უყვარს! ყოფილხარ ესე? რამდენჯერ დაგიმახინჯებია ყველაფერი? რამდნეჯერ მოგიკილია შენში გრძნობა? იცი თითქოს ორგანიზმი ეჩვევა ამ ყველაფერს და უემოციო ხდები.. ჩემი რჩევა ნუ გახდები. უბრალოდ ნუ გახდები მაიკი გაიქცა , კლარა ტიროდა. მესიჯი , რომელიც მიას ტელეფონზე შევიდა მაიკისგან იყო რომელიც სასწრაფოდ ნახვას ითხოვდა. მია გზაჯვარედინზე იდგა და მის ყოფილ კურსელს ელოდებოდა , არც გაუხსნია და არც უპასუხია. გაგიჟებული მაიკს არც ფული ქონდა არც არსად გასაქცევი მაგრამ გარბოდა , ტელეფონს ყოველ წამს ამოწმებდა თუმცა უშედეგოდ. ნაცნობ გზა ჯვარედინზე როცა გადაუხვია იმ იმედით რომ შემთხვევით მისი "სიყვარული" ეპოვა , სწორი აღმოჩნდა ის იქ იყო. უფრო სწორედ ისინი. მია კურსელს გადაეხვია , მაიკი იქვე მდგარ ლამპის ბოძს. თავბრუ ეხვეოდა არც იცოდა რა ექნა მისულიყო თუ უბრალოდ გაქცეულიყო! გაიქეცი , გაიქეცი ამის დედაც! მაიკი ისევ გარბოდა , გული ამოვარდნაზე ქონდა სახლში ეჩქარებოდა , გაახსენდა თუ რა იდიოტია , გაახსენდა ის ნათელი წერტილი რომელიც შინ ელოდებოდა და ქრებოდა. ბრომბლის 16 ნომერში სიტუაცია იგივე იყო , ღამე , ქარი , მორბენალი მაიკი აი ცოტაც , აი ცოტაც ! ამხნევებდა თავის თავს და კორპუსთან მისული მაღლა აიხედა უბრალოდ ბოლოს წინა სართულზე შუქი აღარ ენთო ეს ის ადგილი იყო უადამიანო რომელშიც შუქიც აღარ ანთია _________ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.